შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრაკონის ვაჟიშვილის ცხოვრება (თავი 2)


12-09-2019, 02:12
ავტორი შმაგი-ს
ნანახია 1 295

ჩემი და ანჩოს შეხვედრები არ წყდებოდა, ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო მიყვარდებოდა ანჩო მაგრამ, მაშო სულ მიბრაზდებოდა და მაფრთხილებდა ერთი სიტყვით რომ ვთქვათ არ მოსწონდა ჩემი და ანჩოს ურთიერთობა რადგან ხვდებოდა რომ საქმეები სერიოზულად იყო (საქმე ისაა რომ ხშირად მქონია გოგონებთან ისეთი ურთიერთობა როდესაც მხოლოდ ღადაობის მიზნით ვლაპარაკობდი ან რაიმე სხვა და ძალიან ვნანობდი ამას) ეს ყველაფერი დაინახა მაშომ და დალაპარაკება სცადა ჩემთან. შაბათი საღამო იყო როგორც წესი, მე და ანჩო „ჩვენს“ ადგილას ვისხედით და ერთმანეთს ვართობდით, ველაპარაკებოდით და სიყვარულით აღსავსე თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს. მაგრამ რაღაც მაინც აწუხებდა ანჩოს, ვამჩნევდი ამას რადგან ისეთივე თბილი არ იყო მისი თვალები როგორიც იყო ყოველთვის, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეკითხა ის რაც ყველაფერს შეცვლიდა.
-ანჩ, მისმინე არის ისეთი სიტუაციები როდესაც ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი და ამის გადმოცემა უჭირთ რადგან სიყვარულს მხოლოდ სიტყვებით ადამიანი ვერ გადმოსცემს სიყვარული უნდა გაკეთებინებდეს ისეთ რაღაცას რასაც ჩვეულებრივ ვერ გააკეთებს ადამიანი.
-მოიცა ამით რის თქმას აპირებ?
-გიყვარვარ?
-მოდი ასე ვთქვათ რომ...
-მივხვდი კაი დაიკიდე.
ამოვიღე სიგარეტი და წავუკიდე. უეცრად ანჩომ დამიძახა, მეც შევხედე და მან დაუვიწყარი კოცნა მაჩუქა. ხოლო შემდეგ ყურში ჩამჩურჩულა
-მიყვარხარ!
იმ საღამოს შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. არასდროს მიფიქრია იმაზე რომ ვინმე გოგო გამომეყენებინა რადგან მე ასე მსურდა (არც არასდროს გამომიყენებია და არც არასდროს გამოვიყენებ), არასდროს ვყოფილვარ მესაკუთრე და ეჭვიანი, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ ისეთი გრძნობა შემექმნა თითქოს ვინმე წამართმევდა ანჩოს ან ანჩოს ვინმე სხვა უკეთეს ბიჭს გაიცნობდა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ამიტომაც გავხდი მესაკუთრე და ეჭვიანი, ყოველ დილით რაც არ უნდა მომხდარიყო ვიდექი ანჩოს კარებთან, ნუ რა თქმა უნდა ყველამ გაიგო ჩემი და ანჩოს ურთიერთობის შესახებ (ანჩოს მშობლებმაც კი), არავის უკვირდა ჩემი და ანჩოს სიყვარული, მხოლოდ ერთი პიროვნება იყო რომელსაც ვერ ვაჯერებდი რომ ანჩო იყო პიროვნება რომელიც მე მჭირდებოდა, რადგან მის გარეშე მე ჭკუიდან შევიშლებოდი და რა თქმა უნდა ეს ადამიანი იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი მაშო. ერთი დღეც არ გავიდოდა ისე რომ ანჩო არ გაელანძღა მაშოს, ხოლო ერთი დღეც არ გავიდოდა რომ მე და მაშოს არ გვეჩხუბა. ერთ დღეს ალბათ ყელში ამოუვიდა ჩემი ლაპარაკი და ანჩოს დაცვა და მითხრა.
-ის საღამო მაინც გასაოცარი იყო. ეჰჰ.
-მოიცა რომელი საღამო?- უცებ თავი გამოვიშტერე იმედი მქონდა რომ კოცნაზე არ ლაპარაკობდა.
-რა საღამოდა ანჩოსთან ერთად რომ იყავით „თქვენს“ ადგილას.
-თითქმის ყოველ საღამოს იქ ვართ, გააჩნია რომელზე ლაპარაკობ.
-რომელზე ვლაპარაკობ ვაჟბატონო იმ საღამოზე ვლაპარაკობ როდესაც შენ და ანჩომ ერთმანეთს აკოცეთ ისეთი დაძაბული მომენტის მერე ალბათ დაუვიწყარი იყო.
პასუხი ვერ გავეცი მივხვდი რომ ყველაფერი ნანახი ქონდა რადგან თავიდან ეს ადგილი იყო ჩემი და მაშოსი, ყველა ადგილი იცოდა საიდანაც კარგად ჩანდა ის ადგილი. დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ მაშო მითვალთვალებდა მაგრამ ეს რაში დასჭირდა მაგას ვერ ვხვდებოდი.
-მისმინე ეს არ არის შენი საქმე და დარწმუნებული ვარ არავის გაუხარდება ვინმე რომ უთვალთვალებდეს.- ძალიან გავბრაზდი და ისე წამოვედი არცკი შემიხედავს თვალებში.
-დებილო ვერცკი ხედავ სინამდვილეში ვის უყვარხარ.-ჩაიჩურჩულა მან.
მეორე დღეს ძალიან გაბრაზებული ვიყავი მაშოზე როდესაც შევიკრიბეთ ყველა და „გასაბირჟავებად“ გავედით ბულვარში. მაშო ყოველთვის დადიოდა ჩვენთან ერთად და ამიტომ როდესაც გავედით ბულვარში, ვერ მოვითმინე და ჩავეხუტე ანჩოს, ვიცოდი რომ ხედავდა ყველაფერს ამ დროს მაშო. უფრო გავბრაზდი იმაზე რომ თვალს არ მაშორებდა მაშო თუ როგორ ვეხუტებოდი ანჩოს და ბოლოს ანჩოს ვუთხარი.
-გამომყევი რაღაც მინდა გავაკეთოთ.- ანჩომ ეგრევე მოწვა რა მინდოდა.
გამოვიყვანე და შუა ბულვარში ერთმანეთს ვაკოცეთ. ვიცოდი რომ ამას მაშო ვერ უყურებდა.



№1  offline წევრი Niniko11

ოჰოოო კარგი იყო მომეწონაა
ახალი თავი მაე დადერაა♡♡♡♡
წარმატებებიი♡♡
გელი მოუთმენლად

 


№2  offline წევრი Lurjtmiani

კარგია...
არ დააგვიანო ხოლმე თავები რა

 


№3  offline წევრი რიტორიკა

Simartlesvgetyvi da ancho saxeli ar momwons magram kargad ikitxeba.

 


№4  offline წევრი შმაგი-ს

რიტორიკა
Simartlesvgetyvi da ancho saxeli ar momwons magram kargad ikitxeba.

საერთოდ მოთხრობა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent