შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეიფორია


12-09-2019, 12:06
ავტორი ამილია
ნანახია 1 033

"სიზმრად შენ გხედავ,დახმარება გჭირდება...არეულობაში ხარ.შველას მთხოვ,ვცდილობ დაგეხმარო მაგრამ როგორ? არ ვიცი..."

მივუყვები ტროტუარს,ვაბიჯებ გაყვითლებულ,დაბერებულ ფოთლებს.
ვფიქრობ...
ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ...ძალიან ბეევრს ახლაც არ ვღალატობ უკვე 'ჩვევას' და ვფიქრობ.ვფიქრობ განვლილ ცხოვრერბაზე,ხალხზე,ჩემ თავზე,შენზე!
როგორი უმადურია ხალხი არა?!

''მია,ლექციები რომ დაგიმთავრდება დამირეკე"
-ნეტა ახლა რა მოხდა
...
-გისმენ,ტატა
-სასწრაფოდ ჩემთან მოდი!
-კარგი,გამოვდივარ...

***
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს...
-ლადო გულედანი
-მია ვეზდენი
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-ჩემთვისაც

-მია,არ გინდა
-რა გინდა,ანა?
-გაფრთხილებ. არაა სანდო უამრავი ქურდობა,უამრავი არსაიდან მოსული ქონება,უამრავი მკვლელობა.ეს ყველამ იცის...ამ ყველაფრის მიუხედავად მტკიცებულებებს მაინც ვერ პოულობს პოლიცია შესაბამისად ვერც აკავებებს.ოცნებებში ნუ გადაეშვები ჩვეულებრივი მექალთანეა
-კარგი,მადლობა

***
-გამარჯობა
-ლადო?! შემაშინე
-არაუშავს,შენ გელოდებოდი
-რატომ?
-მინდა სადმე დაგპატიჟო,ერთმანეთი რომ უკეთ გავიცნოთ
-მადლობა,მაგრამ არ მაქვს სურვილი.ნახვამდის ლადო

***
დღეები,დღეებს მიჰყვებოდა...ლადო ჩემს უნივერსიტეტში ჩაირიცხა.ყოველ დღე მიწევდა მისი ნახვა...ვაღიარებ მსიამოვნებდა ყურადღება,მაგრამ მეშინოდა!!! მისი მეშინოდა,მაგრამ მის თბილ ლამაზ მწვანე თვალებს რომ ვხედავდი ანას ყველანაირი გაფრთხილება მავიწყდებოდა.ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა,ყოველდღე უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს...ერთად დავდიოდით,ერთად ვმუშაობდით ბევრი ამბობდა 'ლადო და მია შეყვარებულები არიანო' მაგრამ ვის ანაღვლებდა...ჩვენ მაინც ასეთივე კარგი ურთიერთობა გვქონდა...1 წელი ჩემსა და მას შორის არანაირი უთანხმოება,არ ყოფილა სანამ არ გავიგე როგორ მოკლა ბიჭი რომელსაც მე მოვწონდი! იმ დაწყევლილ დღეს დამენგრა თავზე ყველაფერი...ყველანაირი ოცნება...სურვილი თუ მოლოდინები

***
-გეფიცები მია...არ მომიკლავს მე! გეფიცები...შენს თვალებს გეფიცები მია! შენ თავს გეფიცები!
-ხმაა არ ამოიღო ლადო! მიდი ესეც შელახე...ჩვენი ურთიერთობა დაანგრიე,ჩემი ნდობა გააქრე,ყველანაირი ოცნება თავზე დამანგრიე და ახლა ესეც შემილახე მიდი...შენი ფიციც შელახე! ფიცი რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა! შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც მე ასე ძალიან მიყვარდა,ვიზეც ვოცნებობდი!!! ხმა არ ამოიღო!
-მია...
-გაეთრიე აქედან,შენი დანახვაც არ მინდა
ამღვრეული თვაკებით გავარდა კარში,მთელ უბანს ესმოდა ჩვენი ჩხუბი...ყველა გაკვირვებული იყო
არავის ეგონა...
***
შემოდგომა მიყვარს!
შემოდგომას გაგიცანი შენ ლადო!
იცი როგორ შემიყვარდი?!
აუღწერლად...
უსაშინლესად...
უიმედოდ...
მაგრამ შემიყვარდი
ნეტა არ შემყვარებოდი,ნაძირალავ!!!
ახლა ვზივარ ოთახში,ჩემთვის...და ვფიქრობ
შენზე...
ჩემზე...
ჩვენზე...

***
-ლადო,მადლობა დღევანდელი დღისთვის!
-რას ამბობ ჩემო ლამაზო...
-მაიმტერესებს...
-რა?
-რატომ ხარ ასეთი
-როგორი?!
-თავბრუდამხვევად საშინელი
იცინის*
-არ ვიცი...დედას ვკითხავ და გეტყვი
-აბა შენ იცი...წავედი
-მია...მოიცადე
ეიფორია...ჩავიძირეთ,ორივე მოვკვდით,მერე გავცოცხლდით,ცაში ავფრინდით და დავეშვით...ეკლებში ჩავვარდით მაგრამ მაიმც ვაგრძელებდით...მკოცნიდა ჰაერი არ გვყოფნიდა მაგრამ არ ვაქცევდით ამასაც ყურადღებას...ეიფორიის პიკზე ვიყავით!სიამოვნების ბოლო სტადიაზე! ბოლო მწყვერვალზე ვიყავით!
მომწონდა მაშინ ის ფაქტი რომ ის ჩემი იყო!
მე მისი ვიყავი!

***
ყოველდღე შენ გხედავ სიზმარში,თითქოს ხელახლა მშორდები...ყველა იმ განცდას რასაც მააშინ განვიცდიდი...ყიველ ღამე ვგრძნობდი,ყოველ ღამე ვიკარგებოდი და ყიველ ღამე ვკვდებოდი,ვტიროდი,ვკიოდი,ვწიოდი
ჰო...ხალხო არ გაგიკვირდეთ
ვწიოდი...
ვკიოდი...
ვკვდებოდი...
მშველელი კი არავინ იყო...
ჩუმად ჩემთვის...
20 წლის გოგო,უკვე ქალი ვიყავი...არავინ და არაფერი მინდოდა
1 წლის მანძილზე არც ერთს გვითქვამს ერთმანეთისთვის სიტყვა 'მიყვარხარ' მაგრამ არც იყო საჭირო...ორივემ ვიცოდით ეს.
მენატრებოდა...
მისი ნათქვამი 'ჩემი გოგო'
მისი ნატიფი თითები...
მისი თმა...
მისი სავსე ტუჩები...
მისი ხმა...
მთლიანად ის მენატრებოდა და მენატრება დღემდე!!! მენატრება ორგანულად,სულიერად........

***
ტატას კარის ზღურბლზე ვიდექი...ვიცოდი რომ ლადოზე მეტყოდა ახალ ამბავს...კვლავ 1 წელი გავიდა უიმისოდ! მის გარეშე...ცრემლები მაწვებოდა მაგრამ ვის ანაღვლებდა.კარზე დავაკაკუნე შიგნით შევედი და უდარდელად ჩამოვჯექი დივანზე

-შეჭამ რამეს?
-არა
-მია...არ შეიძლება ასე 50 კილო ძლივს ხარ 20 წლის გოგო...რას დაიმგვანე შენი თავი,ეს გინდოდა? ეს იყო შენი მიზნები? იცი რა?! მენატრება ის მია,ყველაზე და ყველაფერზე რო ხუმრობდა,ღადაობდა ყველას რო ეკაიფებიდა ეგ მია მენატრება პოზიტივით სავსე მია!!!
-ტატა,აქ ამაზე სალაპარაკოდ მომიყვანე?!
-რა თქმა უნდა...ერთი სიტყვაც არ გესმის ჩემი...
ლადომ ცოლი მოიყვანა!
-ვინ მოიყვანა?
-ანა!
-კარგია,ბედნიერებას ვუსურვებ
შიგნიით? შიგნით რა ხდებოდა?!
უდიდესი გულის წყვეტა,კიდევ ერთხელ მოვკვდი! ღემრთო,გთხოვ დამეხმარე...
-არ დამიმთავრებია,შოთიკო ლადოს არ მოუკლავს!
-რა?!
-ჰო
-საპირფარეშოში გავალ ტატა
უემოციოდ გავუდექი გზას...ცრემლებმა თვალებიდან იხეთქეს და თავის გზას გაუყვნენ...იქვე ჩავიკეცი არ მინდოდა ტატას ამ მდგომარეობაში ვენახე...
ყველაფერი ჩემი ბრალია...ტყუილი დავაბრალე,ეს როგორ დავიჯერე.ანასთვის არ უნდა დამეჯერებინა...
წყალი შევისხი და სააბაზანიდან გამოვედი
-ტატა მე წავალ
-დარჩი დღეს ჩემთან
-არა,მარტო.ყიფნა მირჩევნია
-როგორც შენ გინდა...

ისევ შემოდომის სუსხიან ამინდში გავუდექი გზას სახლისკენ და ისევ ვფიქრობდი...უიმედობაზე ვფიქრობდი,ჩემ მომავალზე ვიცოდი რომ არაფერრი იქნებიდა დღეის იქით ჩემს ცხოვრებაში...

დავინახე ლადო და ანა...როგორი ბედნიერები იყვნენ...გული დამწყდა,ლადომ შემომხედა ისევ ისე სიყვარულით სავსე თვალებით...მას შემდეგ აღარც მინახავს.ყოველთბის ვიგებდი მასზე ამბებს ქორწილიდან 4 თვეში ანას ორსულობა გავიგე,ტყუპებზე იყო ორსულად...1 თვეში გავიგე რომ მუცელი მოეშალა...არ გამხარებია არანაირად,გული საშინლად მეტკინა...მინდიდა რომ ლადო ბედნიერი ყიფილიყო...5 თვეში ანას ორსულობა ისევ გავიგე 9 თვეში კი ულამაზესი გოგონა ეყოლათ...ლადომ ამელი დაარქვა...ჩემი სრული სახელი! ვხედავდი ბავშვს როგორ ასეირნებდა ხოლმე ანა მიხაროდა მაინც...ამელი ლადოს გავდა მასავით ღრმა,მწვანე,დიდი თვალები ჰქონდა,გრძელი ჩალისფერი ბზინავი თმა...
2 წელიწდიში ანა ისევ ორსულად იყო ამჯერად ბიჭი გაუჩნდათ ლადომ მას ვაჩე დაარქვა...მე მომწონდა ეს სახელი,ვამბობდი ბიჭი რომ მეყოლება ვაჩე უნდა დავარქვა-თქო...ვაჩეც ძალიან გავდა ლადოს...2 წლის ასაკშიც ისე ეჭირა თავი უკვე ზრდასრული მამაკაცი გეგონებოდათ...ერთხელ კი 8 მარტს პარკში ვიჯექი...ამელი მოვიდა ჩემთან...იები მაჩუქა და მითხრა
-ბედნიერებას გისურვებთ,თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად-ო მაკოცა და სადრაც გაიქცა...დავიბენი მაგრამ ძალიან გამიხარდა

მას შემდეგ 20 წელი გავიდა...ანა და ლადო ისევ ბედნიერად ცხოვრობდნენ ჰყავდათ 3 შვილი:ამელი,ვაჩე და ლევანი...სამივე საოცრად ჰგავდა ლადოს...მიკვირდა კიდევაც როგორ დაიმსგავსა ყველაა შვილი -თქო.ხანდახან წარმოვიდგენდი რომ ანას ადგილას მე ვიყავი...რეალურად ლადოს და მისი შვილების გამო ვცოცხლობდი...არაფერი ხეირი მომქონდა მათთვის მაგრამ მაინც მათთვის ვცოცხლობდი

22 წელია მას შემდეგ გასული...ლადო ისევ ისე მიყვარს! შეუნელებლად,ისევ ისე გიჟურად და მოსაბეზრებლად!

'იმდენჯერ მიყვარხარ რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე'

სიყვარულით:ა.მ



№1  offline წევრი რიტორიკა

ძალიან ლამაზია

 


№2  offline წევრი ამილია

რიტორიკა
ძალიან ლამაზია

Madloba⚘

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent