შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეველინა (თავი3)


13-09-2019, 01:40
ავტორი ჯიჯი^^
ნანახია 828

ბუნება... ადამიანთა შთაგონების წყარო,ხელოვანთა მუზა,ზოგისთვის უბრალოდ მატერიალური ადგილი რომელსაც ბევრი მოგება მოაქვს...აი ჩემთვის ბუნება არის ის რასაც შეუძლია ჩემი განტვირთვა,აქ შემიძლია დავმშვიდდე,გავერკვე აზრებში და მოკლედ სულიერად განვისვენო..
***
საოცარია,იმდენად დამღალა გზამ ალბათ ბალიშის დანახვაზე მაშინვე დამეძინება და ვგონებ სახლში მისვლისთანავე საწოლს დავესვენები.ესმას მანქანაშივე ჩაეძინა,მაქსიმე როგორც ყოველთვის მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა გზას და ღმერთმა იცის რაზე ფიქრობდა..დროდადრო თუ გამომაპარებდა თვალს მაგრამ მალევე მარიდებდა,სიმართლე ვთქვა ცოტათი ვნანობ და სინდისი მაწუხებს ჩემს მაშინდელ საქციელზე,ვფიქრობდი პატიება მეთხოვა თუმცა სიამაყე მაინც თავისას შვება. ვუყურებ გზას,მდინარესა და აჭრელებულ ბუნებას,განა არ ვფიქრობ სიყვარულზე?განა არ მინდა მეც მქონდეს ის მომენტები როცა ბედნიერი ვარ და მეშინია სიკვდილის~ განა არ ვნატრობ გვერდით ძლიერ მხრებს~განა არ მაინტერესებს, თითოეული წამი ურთიერთობისა მაგრამ მეშინია და ამას ვერაფერს გავუკეთებ,მგონი მთელი ცხოვრება ესე ვიქნები უმოწყალოდ შეშინებული.
როგორც იქნა, მივაღწიეთ პატარა ხის სახლს, რომელმაც მომხიბლა,ეს პატარა საყვარელი ქოხი იყო,ბუნებაში მოქცეული რომელსაც ლამაზი ორნამენტები ამშვენებდა.
-ვაიმეე მაქს რა სილამაზეა(აღფრთოვანებას არ მალავდა ესმა)
-მართლაც ძალიან კარგია,კარგადაც გავერთობით გააის(არ ჩამორჩა ოსკარი)
-მოდით სახლს დაგათვალიერებინებთ. წინ გაგვიძღვა მაქსიმე,მიგვანიშნა პატარრა ოთახზე სადაც სამზარეულო იყო,შემდეგ საძინებლები ჩამოგვატარა და ბოლოს საკმაოდ ფართო ოთახში გავჩერდით რომელსაც ძალიან ძველი მაგრამ ძვირფასი ბუხარი ამშვენებდა,ბუხართან რამოდენიმე პატარა სავარძელი იყო,გვერდით სავახშმე მაგიდა და რამოდენიმე სკამი იდგა მოკრძალებურად.ოსკარი და ესმა თავის სტიქიებში იყვნენ,ვუყურებდი და ვფიქრობდი რო ორი ერთნაირი არსება იყო,ერთმანეთისთვის შექმნა ზეციერმა ნამდვილად,მე კი საშინლად მეძინება და მგონი სადაცაა უნდა გავითიშო.
~ეველინა,შეგიძლია ორი წუთით გამომყვე?
~მაქს,სად უნდა გამოგყვე ან რისთვის?
~წამოდი,თვითონ გაიგებ!(ძალიან მტკიცე ხმით მითხრა,ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გავყევი)სახლის უკან გადამიყვანა,სადაც დიადი ტყე სუფევდა,სხვადასხვა ფრინველები ჭიკჭიკებდნენ,მაქსიმეს გავხედე რომელიც პატარა ჰამაკზე მანიშნებდა,ორ ხეს შორის იყო გაბმული,ზემოდან საკურას ლამაზი ყვავილები ამშვენებდა,ნამდვილ სიზმარს ჰგავდა.
~ოსკარიდან გამიგია ეს მცენარე გიზიდავს,ამიტომ შეგიძლია აქ განისვენო.(ეს თქვა და წავიდა)
გული ისევ საგულედან ამოფრენას თუ გაქცევას ლამობს,მგონი წნევა მიწევს,ძარღვები მიფართოვდება და დიდის სიამოვნებით ვწვები რბილ ჰამაკზე.რა საყვარელი ვინმე ყოფილა ეს მაქსიმე, ნამდვილად იცის როგორ უნდა მოიგოს გოგოს გული,მაგრამ ჩემზე ეს არ იმოქმედებს,ვიცი,ისიც მატყუებს და უბრალოდ თამაშობს!
თვალს ვახელ,ესე საამურად ჯერ არ დამთენებია,მივდივარ სახლში და რას ვხედავ,ესმა ჩემი ძმის ზედით დახეტიალებს იქით-აქით სამზარეულოში და ყავას ამზადებს.
-ოოო,ლინა როგორ ხარ?ჩემო საყვარელო მულო
-FU*K, ესმა რა დღეში ხარ,ან რა გაქცვია..
-მე და შენი ძმა ერთად ვართ გაიგე?როგორც იქნა მიხვდა ოსკარმა ჩემს ლტოლვას და ანალოგით მიპასუუხა.
-ოსკარს დამიხედეეთ :3
-ვინმემ ჩემი სახელი ახსენა?(იკითხა თუ არა მაშინვე ესმას აუსვ-დაუსვა ხელები და ბაგეებს მიაცხრა)
-გაადდ,როგორი ამაზრზენები ხართ,მე დაგტოვებთ
სამზარეულოში გვრიტებს ვტოვებ,მისაღებში გავდივარ სადაც მაქსიმე მხვდება,მიახლოვდება და მეკითხება თუ როგორ ვიძინე,ვუყურებ მის უშფოთველ თვალებს, მისი ბაგეების მოძრაობას,ვგრძნობ რო არასწორედ ვიქცევი მასთან მიმართებაში და მგონია რო უნდა გადავაბიჯო სიამაყეს...
-მაქს, მინდა მაპატიო, მაშინ ზედმეტად მომივიდა,უბრალოდ თავი ვერ მოვთოკე
-დამშვიდდი,პირიქით მე არ უნდა შეგხებოდი ლინა,მერწმუნე მეტჯერ აღარ განმეორდება,ვიცი რაც გაქვს გადატანილი იმ ა*ვარის გამო მაგრამ გთხოვ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ, ამას ჩემ გამო არ გეუბნები უბრალოდ მინდა თავს მოდუნების უფლება მისცე და დამშვიდდე.
-შენიდან არ მესწავლება!ძალიან კარგად ვიცი,რა უნდა გავაკეთო და რა არა!(ბოლო ხმზე ვიყვირე, თუმცა მაქსს არაფერი მოუმოქმედებია, თითქოს ელოდა ჩემს ესეთ რეაქციასა და განხეთქილებას)
რა აბსურდია ყველაფერი,პატარა ბავშვი ვგონივარ ყველას,მგონი ჩემს ცხოვრებას მე თვითონაც მშვენივრად ვუმკლავდები,არაფერი მაკლია,იდეალური საცხოვრებელი მაქვს,ოცნების მანქანა და სამსახური,მერე რა თუ მარტოს მიწევს ყველაფრის კეთება,სულაც არ ვუჩივი ამას! საღამოს კოცონის დანთება და ნებივრობა გადავწყვიტეთ,ნუ გადავწყვიტეთ რაა, გვრიტებმა მოიფიქრეს და მე და მაქსიმეს სხვა გზა არ გვქონდა.მოვიმარაგეთ პლედები,თბილად მოვკალათდით კოცონის ირგვლივ და ვსაუბრობდით.
-აბა,ბავშვებო მოდით ვითამაშოთ
-რა უნდა ითამაშო ესმა,სკოლელი ღლაპები ვართ?
-ვაიმე ლინა,ნუ შეგვიჭამე ტვინი მაგ შენი პესიმიზმით,მგონი დროა უკვე ვილიამი დაივიწყო და ცხოვრებას სხვა,უფრო ნათელი მხრიდან შეხედო!
თვალები ჩამისისხლდა, მის ხსენებაზე თითქოს ჭრილობები გამეხსნა,ღრმად დამარხული მოგონებები ამომიტივტივდა და ჩემდა უნებრივად ავტირდი.
-ლინა, მაპატიე არ მინდოდა,ცუდად გამომსვლოდა ((
-თავი დამანებე,საერთოდ აღარ შემეხოოთ!
გავიქეცი, სახლის უკან ჩემს საყვარელ ჰამაკთან მივედი,ღამით სულ სხვანაირი ყოფილა იქაურობა, ჩამოვჯექი და ცხარე ცრემლებით ავტირდი...




პატარა მაგრამ აზრიანი თავია
მაინტერესებს რას ფიქრობთ ეველინას სიყვარულოფობიაზე?..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent