მე შენამდე ( ნაწილი მეორე )
იმის თქმა მინდოდა,რომ იმ ორმა წუთმა,ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაშეშებული ვიდექი,ყურები დაგუბებული და მუცელში საშინელი ტკივილი.მართლა არვიცოდი რა მჭირდა და ეს უფრო მაღიზიანებდა. არვიცოდი,რატომ გამოიწვია ამ თეთრმაიკიანმა ბიჭმა ჩემში ტვინში და სხეულში ამხელა რევოლუცია.ყველაზე სასაცილო ის გახდათ,რომ სახეც კი ვერ დავინახე ნორმალურად. -წამოდი,პლიაჟზე ჩავდივართ მე და დათო,ასე ხო არ იდგები მთელი დღე? მეკითხება მარი დამცინავი ხმით. ოთახში შევტრიალდი,ნივთები ავიღეთ და სანაპიროზე ჩავედით. თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. 1-2 საათში ვხედავ,რომ ბიჭები პლიაჟისკენ ჩამოდიან ,გოგოებთან თვალების პაჭუნით., ნელ-ნელი ნაბიჯებით,იქაურობას ათვალიერებენ და თან იცინიან. ისევ ეს საშინელი გრძნობა,მუცელში ყრუ ტკივილმა გამიარა, გული საგულედან ლამისააა ამომვარდეს,სახეზე ათასი უცნაური ფერი მადევს. "დამშვიდდი,რაგჭირს,რახდება?" -ჩემ თავს ვეკითხები,გონებაში ტრიალებს ყოველი კითხვა და პასუხს ვერ ვპოულობ. ბიჭებმა ჩვენგან ოდნავ მოშორებით ნივთები დაალაგეს და ზვაში ჩეცურეს. გადავწყვიტე ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა,ხან წიგნი გადავშალე,ხან მესიმინდეებს ვაყოლებ თვალს,ხანაც პატარა ბავშვებს ქვიშაში რომ თამაშობენ.სერიოზულად , გულწრფელად შემაწუხა ჩემმა ასეთმა მდგომარეობამ. მარი და დათო იქვე სანაპიროზე ისვენებენ,მეც მათთან ერთად ვარ,მხოლოდ ფიზიკურად,გონებით რათქმაუნდა ასტრალში. -ლიკუ,ცოტა ხანში ავიდეთ,მოვიხოდოთ და საღამოს დასალევად გავდივართ,ხო იცი? მეკითხება დათო და თან ჩემს აჭრელებულ სახეს მოაშტერდა. -ცუდად ვარ ძალიან,მგონი ალერგია მაქვს ან რაღაც მასეთი, (სიტყვებს თავს ძლივს ვუყრი) სახლში უნდა ავიდე, დავისვენებ და საღამოს დავილაპარაკოთ. - ვუთხარი, ნივთებს ხელი დავავალე და უკანმოუხედავად გავიქეცი სასტუმროსკენ. კიბეებზე ასვლისას თვალი სანაპიროსკენ გამეპარა,სადაც ის ბიჭი,ნებივრობდა და თან გოგოებს ეკეკლუცებოდა.ეტყობოდა ძალიან ბედნიერი იყო,არსებული ვითარებით. ამან უფრო გამაღიზიანა,ოთახში შევვარდი, დავწექი და თავს ძალა დავატანე რომ ჩამძინებოდა. **** დაახლოებით 7 საათი იქნებოდა,როცა მარიმ გამაღვიძა და მითხრა რომ 1 საათში მისი მეგობრები გამოგვივლიდნენ და ბათუმში უნდა წავსულიყავით. ჯერ ვერ გამოვფხიზლდი. -ვერ წამოვალ,არ გეწყინოთ,მართლა ძალიან ცუდად ვარ,მგონი რაღაცამ მაწყინა და ვგრძნობ რომ სიცხეც მაქვს,დავიძინებ და შენ და დათო წადით. - ვუთხარი და ისევ ჩამეძინა. *** 9 საათია თვალები გავახილე,სახლში არავინ არაა -ალბათ წავიდნენ ვფიქრობ. ავდექი. ყავა მოვიდუღე. ტელეფონი რეკავს. ნიკაა. - რას შვები? დათოს ველაპარაკე,ბავშვებთან ერთად არ წასულხარ,რაგჭირს?ცუდად ხარ? არვიცოდი უჩემობას თუ ასე განიცდიდი,ჩემო პატარა, მიყვარხარ და ბევრს გკოცნი ხო იცი? - ხო ცუდად ვარ,მგონი მოვიწამლე,დღეს სახლში ვიქნები და შევეცდები გამოვკეთდე,ისეთი მოთენთილი ვარ სულ მეძინება,ცოტას რომ გამოვფხიზლდები მეთვითონ დაგირეკავ.. გავუთიშე. ყავის ჭიქა ავიღე და აივანზე გავედი. ისინი ეზოში ზიან,კარტს თამაშობენ , გარშემო კი 2-3 გოგო დასტრიალებთ თავს. ტანსაცმელი ჩავიცვი, აბურძგნული თმები შევიკარი და ქვევით ჩავედი არ ვიცი რატომ. იქვე შორიახლოს დავჯექი,ყურსასმენები გავიკეთე და ფიქრი დავიწყე. დაახლოებით 11 საათზე ფოიეში შევედი.მარის და დათოს დავურეკე,მოვიკითხე,ვუთხარი რომ უკეთ ვარ და ჩემზე არ ედარდათ. 10 წუთში,ბიჭებმა სათითაოდ გვერდი ამიარეს და ოთახში შევიდნენ. ის,ის თეთრმაიკიანი კი არსად ჩანდა. *** - შენ ლიკა ხარ ხო? ფიქრებში წასული ვიღაცის ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა - კი, მე ვარ - მე ბექა ვარ, ნიკას გუნდელი, ნიკამ მითხრა რო აქ ისვენებდი,მარტო რატო ზიხარ? - სასიამოვნოა, ჩემი მეგობრები გასართობად წავიდნენ და მე აქ დარჩენა ვამჯობინე,ცოტა შეუძლოთ ვარ. მოკლედ,საუბარში შევყევით,ვისაუბრეთ,მომიყვა რამდენი ხანი აპირებდნენ დარჩენას და ა.შ მოკლედ უმნიშვნელო დეტალები. - მოკლედ, ეს ბიჭები სულ ოთახში ზიან,ან სანაპიროზე,ვერსად გავიყვანე,ვეუბნები ან საჭმელად გავიდეთ სადმე,ან დასალევად,არსად არ მოდიან, ესეც ძაან მომბეზრდა. - ( გავიღიმე ) - ესენი ოთახში ავიდნენ, ერთი გვყავს კიდე გიორგი, ის მანქანით წავიდა,ვიღაც გოგო უნდა ვნახოვო,მოკლედ მაგარი უპონტობაა, ვფიქრობ უკვე მომბეზრდა აქაურობა,ან ამათთან ერთად რამ წამომიყვანა ტო. ანუ გიორგი ქვია - ჩემთვის ვფიქრობ, დანარჩენი,რას მელაპარაკებოდა,ვეღარაფერი გავიგე, "ვიღაც გოგო უნდა ნახოსო" ანუ მაგარი მექალთანეც ყოფილა - აი აი მოვიდა. აი ახლა კი ნამდვილად გამიჩერდა გული. თავი მივატრიალე და აი ისიც,თეთრმაიკიანი,მაღალი ბიჭი,ჩვენსკენ მოდის,თან იღიმის,მიყურებს,ვუყურებ, რა ხდება ვერ ვააანალიზებ. - გამარჯობათ ღმერთო რა ხმა აქვს - არა ნამდვილად შევიშალე.. ჩემს თავს ველაპარაკები. - ეს ლიკაა,ჩემი მეგობარი წამოდგა ბექა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა რაო?მეგობარიო? რატომ არ ეუბნება,რომ მისი გუნდელის შეყვარებული ვარ? რა ხდება?- ისევ კამათი ჩემს თავთან. რატომღაც არ შევპასუხებივარ. -კი,მე ბექას მეგობარი ვარ,სასიამოვნოა -ჩემთვისაც,მითხრა და გაიღიმა -ოთახში ავალ მანქანის გასაღებს დავტოვებ და ჩამოვალ ( გიორგი ) -არ აიტანო მომეცი,გასასვლელი ვარ.თქვენ ისაუბრეთ ( ბექა ) მე ვზივარ ჩუმათ,საერთოდ არაფერს არ ვამბობ დაახლოებით 2 წუთში,ბექა მანქანით წავიდა,გიორგი კი ოთახში ავიდა აი ასე უთქმელად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.