შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (21–25) დასასრული


16-09-2019, 07:17
ავტორი truelove
ნანახია 12 444

ტკივილი ბევრნაირია,თუმცა გიგრძვნიათ ტკივილი,რომელიც პირდაპირ მიწიდა ამოხეთქავს და შენს სხეულში იწყებს შემოსვლას? გიგრძვნიათ ტკივილი,რომელიც ფეხებიდან გულამდე მისვლას წამის მეასედში ახერხებს და პირდაპირ გულის ცენტრში დამანგრეველ ტკივილს გაყენებს? მე მიგრძვნია,ახლაც ვგრძნობ..ასეთი ტკივილი მხოლოდ დიდი სიყვარულის დანგრევის შემდეგ ჩნდება,ნახევარი წლის შემდეგ ის შეიცვალა,თუმცა თვალები...მისი თვალები კვლავ ისევ ისეთი ცივი და ზღვისფერია,თვალები,რომლისაც თან მეშინოდა და თან მასში სწორედ ისინი მიზიდავდნენ ყველაზე მეტად...ჩემმა გულმა ბოლო ტკივილის დარტყმა განიცადა და დაიშალა,მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვხედავდი,მიყურებდა გაშეშებული,თითქოს კადრი დააპაუზეს..მისი თვალების გარდა ვერაფერს ვხედავდი,ვერაფერს ვგრძნობდი,სანამ შევხვდებოდი სიცივე ძვლებში მატანდა,მაგრამ ახლა ვერაფერს ვგრძნობდი ჩემს ერთნაწილს სურდა მასთან მიერბინა და მთელი გრძნობით ეკოცა,მეორე კი უკან იხედავდა და იმ ტკივილს ვერ პატიობდა,რაც მან მიაყენა..ამ ყინვაში ნახევარი საათი აინც ვიდექით გაშეშებულები,დროს ვერ ვგრძნობდით..როდესაც ცნობიერება დამიბრუნდა თვალებიდან ცრემლი ჩამომივარდა,ჩემს გაყინულ კანზე მისი სითბო ცეცხლივით მეჩვენებოდა..ერთს მეორე მიყვა მეორეს მესამე და ცრემლების ნიაღვარი წამომივიდა,მეგონა მეჩვენებოდა..აღარშემეძლო მოვწყდი,დავმარცხდი..მუხლებზე დავეცი და ნერსეს თვალს არ ვაშორებდი,დავინახე,როგორ შეკრთა მისი სახე..ცხენიდან გადმოხტა და ჩემსკენ გამოიქცა,სანამ მანძილს დაფარავდა,მთელი სხეული მას ელოდა..ლოდინი,როგორც იქნა დასრულდა და მისი შეხება ვიგრძენი..მისმა ხელებმა მთელი ჩემი სხეული დაფარა..მის ყელში ჩავრგე ცხვირი და სიზმრები,რომლებიც მესიზმრებოდა,ფიქრები,რომელიც ამ მომენტს ელოდა ახდა..მე მას კვლავ ვგრძნობდი..მის სურნელს ხარბად ვსუნთქავდი,თავზე ხელს მისვავდა და აქეთ იქით ირწეოდა.
–ნუტირიხარ გთხოვ–ჩურჩულებდა და თავზე მკოცნიდა.–არ იტირო–ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავისი სახისკენ შეატრიალა–შემომხედე..–ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რას ცდილობდა,მისი ხელები მოვიშორე და ფეხზე ბორძიკით დავდექი..ვტიროდი და ვუყურებდი.
–არ ვიტირო?–ხმის კანკალით ვუთხარი და თითი გულზე მივიდე–როგორ არ ვიტირო,როცა გული გამიტეხე? მტკივა ნერსე! შენ მე გულს მტკენ! არ ვიტირო? მაშინ რატომ არ მეუბნებოდი მაგ სიტყვებს,როდესაც ღამეებს ტირილში ვათენებდი იმიტომ,რომ მიმატოვე? შემოგხედო? რატომ უნდა შემოგხედო,როცა შვიდი თვის წინ ზურგი შემაქციე და აქედან გამიშვი?!
ყველაფრის თქმა მსურდა,რასაც ამ შვიდი თვის განმავლობაში ვგრძნობდი,მინდოდა პასუხები მიმეღო,მინდოდა თვალებში ჩაეხედა და ეთქვა ასე რატო მომექცა..ფეხზე ნელა წამოდგა და თვალები გამისწორა.
–ასე იმიტომ მოვიქეცი,რომ ყველაზე მეტად მიყვარდი.
–გიყვარდი?–სარკაზმულად გამეცინა–სიყვარული ესარის გრძნობა,რომელიც საყვარელ ადამიანზე ზრუნვას და მის გვერდით ყოფნას გაიძულებს,რადგან როდესაც ადამიანი გიყვარს გინდა,რომ მუდამ მის გვერდით იყო,მასზე იზრუნო,გიყვარდეს და უბრალოდ ხედავდე..შენკიდევ იმისმერე რაც გააკეთე ამბობ,რომ ეს სიყვარულის გამო ჩაიდინე?
ხმას არ იღებდა იდგა და მიყურებდა ეს ჭკუიდან მშლიდა მას მივვარდი და მუშტები მკერდზე დავარტყი.
–ხმა ამოიღე ნერსე! მითხარი რატომ მომექეცი ასე! ვალდებული ხარ ამიხსნა! ამას ვიმსახურებ!–ვურტყავდი და ბოლოხმაზე ვყვიროდი.
–შეწყვიტე გთხოვ..–თავზე ხელები მიიდო და ძირს დაჯდა.
ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი,თუ ასე განიცდიდა,თუ ვუყვარდი რატომ მომექცა ასე?! მისის ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს უარესად მტკენდა..ჰაერი ღრმად შევისუნთქე და გვერძე მოწყვეტით ჩამოვუჯექი.
–ერთადერთი მიზეზი რატომაც აქედან გაგიშვი ისარის,რომ შენთვის უკეთესი ცხოვრება მსურდა,ვერ გიმეტებდი უხეში ცივი მთებისთვის..ვერგიმეტებდი ასეთი მკაცრი ადგილისითვის ნასია..შენ უკეთესს იმსახურებდი,უნდა გესწავლა და ქალაქში ცხოვრება აგეწყო..ასე იმიტომ მოვიქეცი,რომ აქ შენნაირი უცოდველი ნაზი არსება ვერ გადარჩება,ის რაც აქ მოხდა,რაც აქ გადაიტანე..ამან შენზე დიდი გავლენა მოახდინა,არავის მივცემდი უფლებას შენთვის კვლავ მმოეყენებინათ ტკივილი,შენს დაცვას მთელი ძალით ვცდილობდი,მაგრამ ბოლოს კინაღამ მოკვდი გახსოვს? ასეთ საფრთხეში ვერ გაცხოვრებდი.
თავი ჩახრილი ქონდა და თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო,მისი ლაპარაკი ძვლივს მესმოდა,ისე მომენატრა მისი ხმა,ისე მომენატრა მისი თითოეული კანის უჯრედი,სურვილი მკლავდა..მისი ჩახუტების და კოცნის სურვილი მკლავდა..და ბოლოს რაგამოდის,რომ აქედან მხოლოდ იმიტომ გამიშვა,რომ საფრთხეში არ ვყოფილიყავი? ჩემთვის ყველაზე დამანგრეველი მისი მიტოვება იყო.
თვალებში ვუყურებდი და ჩემს თითოეულ სიტყვას გამოკვეთილად ვამბობდი.
–მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი,ოღონდ შენს გვერდით ვყოფილიყავი,შენ კი შეგეშინდა და დამტოვე,არაქვს მნიშვნელობა რისთვის დამტოვე,თუნდაც ეს ჩემი უსაფრთხოებისთვის ყოფილიყო,მერჩივნა იმ შხამს მოვეკალი ვიდრე შენ მიგეტოვებინე..რადგან ახლა სულიერად მკვდარი ვარ და ეს ხორციელ სიკვდილზე უარესია.
ცრემლები ლოყებზე შემაშრა ფეხზე წამოვდექი და გზა განვაგრძე.
–წამოდი,ჩემთან ერთად ოჯახსაც ნუ დაკარგავ–არც შემიხედავს ისე ვუთხარი.
მანქანამდე გზა გავიკვალე და შიგნით ჩავჯექი..მთელი ემოციები ერთად მომაწვა ბოლო ხმაზე ვიყვირე და ხელები საჭეს დავარტყი.
რამდენიმე წუთში დავმშვიდდი მანქანა დავქოქე და ჯიშკარიანების სასახლისკენ წავედი მთელი გზა ფიქრების დალაგებას მოვუნდი,ბოლოს ნაცნობი სილუეტი შევნიშნე წიშკართან,ეს ვაჯა იყო..მანქანიდან გადმოვედი და მასთან მივედი.
–ღმერთო დიდებულო,ქალბატონო ანასტასია–ცაში აიშვირა ხელები და მომეხვია.
–როგორ ხარ ბატონო ვაჟა?
–რახან შენ გხედავ კარგადა ვარ.–გაიცინა და გამიღიმა
ჭიშკარი გააღო და მეც შიგნით შევაბიჯე,პირველივე რაც თვალში მომხვდა მთელი ჯიშკარიანების ოჯახი(ნერსეს გამოკლებით) სასახლის წინ იდგა და ისეთივე თვალებით მიყურებდა,როგორიც იმ დღეს,როცა წამოვედი.
პირველი ნაბიჯი ზურამ გადმოდგა.
–კეთილი იყოს შენი დაბრუნება ძვირფასო ათანასია.
თავი ვეღარ შევიკავე მისკენ გავიქეცი და პატარა გოგოსავით კისერზე ჩამოვეკიდე..თავზე ხელი გადამისვა და მანაც ჩამიკრა.
შემდეგ მარინეს მოვეხვიე.
–როგორ მომენატრეთ–ცრემლები გადმომცვივდა,მარინემ ხელით მომწმინდა.
–როგორი შეცვლილი ხარ ნეტა იცოდე–მითხრა და ლოყაზე ხელი მომისვა.
ჯერი ლილეზე დადგა..ლილეს შევხედე და მართა ძალიან შეცვლილი იყო,უფრო დაქალებული და გალამაზებული იყო.
–გამარჯობა–გავუღიმე და თბილად მოვეხვიე.
–ძალიან მომენატრე–ხელები შემომხვია.
ბათუს გავხედე,თვალები ინტერესით ჰქონდა სავსე,თავი მსუბუქად დავუქნიე და მზერით მივანიშნე,რომ ცალკე გამოსულიყო..ჯიშკარიანები სწრაფად დაიშალნენ,სახლში შევიდნენ და რაღაცას ფუსფუსებდნენ მეც დრო ვიხელთე და ბათუსთან ერთად ბაღში გავედი.
–ცოტახანში ნერსეს ადგილმდებარეობას დაადგენენ იმედიმაქვს და წავიდეთ.
–არარის საჭირო–გავაჩერე ბათუ–ცოტახანში თვითონ მოვა.
–რაა?–შემომხედა გაოცებულმა.
–მე ის ვნახე ბათუ..–ვუთხარი და თავი ჩავხარე.
–ნახე? კიმაგრამ როდის ან რანაირად?
–ტყეში გადავეყარე..
–მოსვლაზე დაითანხმე?
–თუ ოდნავ მაინც ნანობს რამეს მოვა.–დიალოგი დავამთავრე და ბათუს ზურგი ვაქციე.
–რა ლამაზი დღეაა,რა ნათელი მზეაა,იმიტომ,რომ დღეს ტასოს დაბადების დღეაა–ეზოში დიდი ტორტით გამოვიდნენ ლილე მარინე და ზურა..ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
–არდაგავიწყდათ–გამეღიმა და გულიამიჩუყდა.
–შენ ჩვენი შვილი ხა,როგორ შეიძლება დაგვიწყებოდა.
სანთლები ჩავაქრე და ტაშის ხმამაც არ დააყოვნა..
–გილოცავ დაბადების დღეს ნასია–ტაშის ხმის მიუხედავად მკვეთრად დაიჭექა ნერსეს ხმამ..ყველას ყურადღება და მზერა ჩემს ზურგსუკან ხმისპატრონზე გადავიდე.
–შვილო–ხელები სახეში შეოირტყა მარინემ,ზურამ მკლავი მოხვია ცოლს,რომ არ დაცემულიყო.
სხეულის კანკალით მისკენ შევბრუნდი და თვალი გავუსწორე,შიგნიდან ყველაფერი მეწვოდა..უსიტყვოდ გავეცალე იქაურობას და ოჯახის წევრებს საშუალება მივეცი რამდენიმე თვის უნახავ შვილს შეხვედროდნენ.
ამ სცენას გულცივად ვერავინ შეხედავდა,მე ვხედავდი დედას,რომელიც შვილს სახეს უკოცნიდა,მამას,რომელიც ბედნიერი იყო ერთადერთი ვაჟის კვლავ ხილვით..ნერსესაც აღბეჭვდოდა მონატრება სახეზე..ერთ საათამდე გაგრძელდა ეს თბილი სცენა..ბოლოს ნერსე ბათუსთან მივიდა..ბათუმ მკაცრად შეხედა ბავშვობის მეგობარს..განმკიცხველი მზერით ბურღავდა ნერსეს..ბოლოს ვერ გაუძლეს და ერთმანეთს ძლიერად მოეხვივნენ.
–იდიოტები–ჩამეცინა და უფრო ვიგრძენი იმ დროის მონატრება,როცა სამივე ერთად ვატარებდით დროს.
უკანა ეზოში გავედი და ტყის პირას სკამზე ჩამოვჯექი,ჩემს წინ პირდაპირ ის ადგილი იყო,სადაც სროლაში მავარჯიშებდა ნერსე..თავი მუხლებში ჩავრგე აქ ერთი წამითაც ვეღარ გავჩერდებოდი..ეს ადგილი სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა იმდენი მოგონებები მაკავშირებდა.
–კარგად ხარ?–ლილე მომიახლოვდა და გვერძე ჩამომიჯდა.
–კი–ძალით გავუღიმე და გავსწორდი.
–რომ იცოდე რამდენჯერ მინატრია შენი აქ ყოფნა.
–ხო,მეც ბევრჯერ მიფიქრია თქვენზე.
–ტასო,ძალიან ბევრი რაღაც მოხდა,რაც წასული იყავი..მამაჩემმა თავისთავსაც კი გადააჭარბა და ზურას პირდაპირ დაემუქრა,იმედიმაქვს ნერსეს დაბრუნებით და შენი ჩამოსვლით ყველაფერი მოგვარდება.
–მაინც რაუნდა იმ ეშმაკის კუდს?!–ნერვები მომეშალა და მერე გამახსენდა,რომ ბოლოსდაბოლოს ლილეს მამა იყო–მაპატიე.
–არუშავს,სამწუხაროდ ჩვენ არვირჩევთ ვინ უნდა იყოს ჩვენი მშობელი.–თავი ჩახარა ლილემ–რაუნდა და მთელი ქალაქის ხელში ჩაგდება,რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.
–კონკრეტულად რას ამბობს.
–ხალხში ხმას ავრცელებს,რომ საცოლე შიშისგან გაექცა და თავად ნერსე ტყეში გავარდა სირცხვილისგან.
–ოხ ეგ საზიზღარი,არაადამიანი პირუტყვი–სამიზნეს მუშტი მივარტყი–შიში? შიშისგამო არა?!–მშვილდისარს ხელი დავავლე და ჭიშკრისკენ წავედი.
–ანასტასია სად მიდიხარ?!–ლილეს ხმა უკვე შორიდან მესმოდა მინდოდა იმ იდიოტისთვის ჭკუა მესწავლებინა და დამენახებინა,რომ ერთადერთი,რისიც მეშინოდა ის იყო,რომ ახლა არ მომეკლა და ლილე ობოლი არ დამეტოვებინა.

ნერსე
ამ შვიდი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი და ეს ანასტასია იყო,მთელი არსებით მიყვარდა და მტკიოდა მისი გაშვება,ამდენს ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე ყველასგან მოშორებით გადავხვეწილიყავი გამომივიდა კიდეც,არაფერი ვიცოდი რახდებოდა ქალაქში. მთელი ჩემი აზრები ნასიასკენ იყო მიმართული,აქ ვნადირობდი,ხეზე მეძინა და მდინარეში ვბანაობდი,ჩემთვის ცხოვრება მთებად და ნასიად იქცა..ამის იქეთ ვერაფერს ვხედავდი..მთელი შვიდი თვე სინანულში გავატარე,ჩემსთავს ვეუბნებოდი,რომ თუ ერთხელ კიდევ მაინც მომეცემოდა შანსი ანასტასიას ნახვის,მას აღარ გავუშვებდი..ხოდა ღმერთმა ეს შანსი მომცა და სულ შემთხვევით მივუსწარი რამდენიმე წამით ადრე სანამ დათვი დაგლეჯდა ეს,რომ წარმოვიდგინე უფრო მივხვდი,რომ ჩემი სიცოცხლე ათანასიას გარეშე არაფერი იყო..მისი დანახვა და სიცოცხლის ხალისის დაბრუნება ერთი იყო.
–ნერსე,ტასო გაიქცა!–ლილე სირბილით გამოვარდა უკანა ეზოდან..ახლა რაღა მოიფიქრა ნასიამ,ნერვიულობამ ამიტანა.
–რაა? სად გაიქცა?–ლილესთან გავიქეცი.
–ახალ ამბებს ვუყვებოდი და მთავართან გაიქცა,თან მშვილდისარი წაიღო არვიცი რას აპირებს.–თქვა უცბად.
ჯანდაბა ანასტასია! ის დრო მენატრებოდა,როცა ერთად ვცხოვრობდით,მაგრამ ეს არ მომნატრებია..სასწრაფოდ უკან გავყევი..გთხოვ არაფერი სისულელე არ ჩაიდინო ნასია.
ცხენზე ავხტი და მთავარის სასახლისკენ წავედი..ცოტახანში ნასიაც გამოჩნდა,გზაზე მირბოდა და მშვილდისარი ცალხელში ეჭირა,დავეწიე წელზე ხელი შემოვხვიე და ცხენზე დავსვი.
–გაგიჟდი? გამიშვი ნერსე.
–აღარასდროს გაგიშვებ–თვალებში ჩავხედე.
–ახლავე გააჩერე ცხენი!–არ წყნარდებოდა,ძალიან საყვარელია,როცა ბრაზდება..ხელი უფრო ძლიერად შემოვხვიე წელზე.
–თითქოს დეჟავიუ მაქვს..შენ არა ნასია?–ღიმილით დავხედე და გამახსენდა პირველი დღე,როდესაც ვნახე.
–ხო საშინელი დეჟავიუ!–ხელები მკერდზე მომარტყა.–სერიოზულად ნერსე მთავართან უნდა წავიდე!
–წახვიდე არა წავიდეთ!
ცხენს მათრახი გადავკარი და უფრო სწრაფად დაიწყო სიარული..სწრაფად მივედით მთავარის სასახლესთან,ნასია ცხენიდან სწრაფად ჩამოხტა.
–არადა მახსოვს,როგორ გიკანკალებდა ფეხები ცხენიდან ჩამოსვლისას,როდესაც პირველად შეგხვდი.
–ეგ დრო წარსულს ჩაბარდა ჯიშკარიანო!
გაცოფებული იყო,ჭიშკარს მივარდა და მუშტები დაუშინა.
–ახლავე გახსენით ჭიშკარი!!!–ყვიროდა გამწარებული..მას მივუახლოვდი,რომ დამემშვიდებინა.
–დაწყნარდი–უკნიდან ჩავეხუტე და მისი თმის სურნელი შევისუნთქე.
–მართლა გაგიჟდი ხო?–შემომხედა და ახლა მუშტები მე დამიშინა.
–ხო ნასია გავგიჟდი!–ბოლოს მეც ვიყვირე–უშენობამ გამაგიჟა ქალბატონო არაბულო! იცი? ჯობია ახლავე შეეგუო იმას,რასაც გეტყვი..აღარასდროს გიმეორებ აღარასდროს გაგიშვებ რაცარუნდა მოხდეს..არმაინტერესებს,თუგინდა ყველაზე ქაოტური ქალაქი აირჩიე..მაინც გამოგყვები!
–ახლა მთავაზობ არჩევანს?–ჩაიცინა და ხელის კვრით მომშორდა–ძალიან გვიანია.
–კიდევ კარგი მოგისწარით–ლილე და ბათუ ცხენიდან ჩამოხტნენ და ჩვენთან მოვიდნენ.
–ანასტასია გაგიჟდი? სად გაიქეცი იცი რამდენი ვინერვიულეთ?
–მაპატიე ლილე,მაგრამ აქ მამაშენის გასალამაზებლად მოვედი.
–კიბატონო,გაალამაზე რამდენიც გინდა,მაგრამ მარტო არა!
–საყვარელო ათანასია დაბრუნდი?–გალავნიდან მთავარმა გადმოიხედა.
ყველას ყურადღება ახლა მთავარზე გადავიდა.
–დავბრუნდი,შენდა საუბედუროდ.–მკაცრად უთხრა ანასტასიამ.
–იცი ათანასია ბევრი რამ მინდოდა მეთქვა შენთვის,მაგრამ ახლა,როდესაც აქ დგახარ ისეთივე სურვილი გამიჩნდა,როგორც პირველად,როცა დაგინახე.
–რა ჯანდაბას გულისხმობ?
შეხედა ანასტასიამ.
–შენს მოკვლას რათქმაუნდა–სწრაფად უთხრა და იარაღი გადმოიღო.
წამის მეასედში დავფარე მანძილი და ანასტასიას წინ გადავუდექი.
–უი სულ დამავიწყდა,შენი არსებობა ჯიშკარიანო.
–სამაგიეროდ მე არ დამვიწყებია.
–მამა ღვთისგულისათვის დაუშვი ეგ იარაღი და ნორმალურად ვილაპარაკოთ.
–შენ ხმა გაიწყვიტე! შენ ჩემი შვილი დიდიხანია აღარხარ!–უყვირა მთავარმა ლილეს.
ლილემ თავი ჩახარა და თვალები აუცრემლიანდა.
–წესიერად ილაპარაკე შე არაკაცო!–უყვირა ბათუმ და ლილეს ხელი მოხვია.
–საკმარისია უკვე–ანასტასია გვერძე გაიწია და მთავარს უყვირა.–გგონია ეს კედლები დაგიცავს იმ პატიოსანი ხალხისგან ვისაც ცხოვრება გაუმწარე? რას დაამსგავსე ქალაქი? ხალხი აშიმშილე,რომ ჯარი შეგევსო,გგონია სიმართლე დაიმალება? მთის ხალხი არგაპატიებს იმას,რაც გააკეთე.
–ეს მუქარაა?
–ასეა მუქარაა–საუბარში ჩავერიე და იმისგათვალისწინებით,რომ მთავარს ისევ ეჭირა იარაღი კვლავ წინ გადავუდექი ანასტასია და მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე.
–როგორც ხედავ აქ ვართ მეც და ჩემი საცოლეც,ჩათვალე,რომ შენი მშვიდობიანი წლები მორჩა და ახლა ხალხის ჯერია გაიხაროს.
–ოჰ,გმირი ოთხეული..როგორი გულისამაჩუყებელია,თქვენზე ჩემი ტყვიის დახარჯვაც კიარღირს–იარაღი შეინახა.–მომავალ შეხვედრამდე ათანასია.–თქვა და გალავანს მოშორდა.
–ახლა რას ვაპირებთ?–ლილემ გადმოგვხედა.
–იმას რაც დიდიხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა–დაიწყო ბათუმ.
–ომს–დავასრულე ბათუს დაწყებული წინადადება.
–კიდევ ომი? აღარშემიძლია–ხელები აიფარა ლილემ,მისთვის ეს განსაკუთრებულად რთული იყო,ბოლოსდაბოლოს მამამისი და მისი საქმრო ერთმანეთის მოკვლას აპირებდნენ.
–უკვე ყელში ამომივიდა–ხელი გამიშვა ანასტასიამ–აქედან,რომ წავედი მთავარს არაფერი გააჩნდა,არც ჯარი,არც საკმარისი ფული თუ შვიდ თვეში ამდენი მოახერხა წლების შემდეგ რას იზავს?–აქეთ იქით დადიოდა ანასტასია და ცოფებს ყრიდა.
–საკმარისია,ამაში შენ აღარ ჩაერევი–გავაჩერე და ცხენისკენ წავედი.

ანასტასია
ნერვები აღარმყოფნიდა,მთავარმა ლილეს თქმის არიყოს თავისთავს გადააჭარბა..ახლა ერთადერთი რამ მსურდა,მთავრის მოკვლა და სტაბილური ცხოვრების დაბრუნება..ნერსეს ნათქვამზე კი საერთოდ გამოვედი მწყობრიდან.
–უკაცრავად?–დავეწიე და მკლავით მოვატრიალე.
–მისმინე ნასია,ამაში აღარგაგრევ..ხომ გახსოვს ბოლოს,რაც მოხდა?
–არმაინტერესებს რა მოხდა,ამხელა გზაზე ტყუილად არ ჩამოვსულვარ ჯიშკარიანო და თუ ფიქრობ,რომ ჩემს შეჩერებას შეძლებ შეგიძლია ცადო!–სიტყვები ნელა და გარკვევით ვუთხარი შემდეგ კი ცხენისკენ წავედი..ლილე ცხენზე დავჯექი,ლილე და ბათუ ერთად დაჯდნენ ნერსეც თავის ცხენზე დაბრძანდა და სასახლისკენ წავედით.როგორც კი მივედით სათათბირო ოთახში შევედიტ და მრგვალ მაგიდასთან დავსხედით.
–პირველრიგში მინდა ავღნიშნო,რომ რაც შენ გააკეთე ანასტასია იყო ყველაზე წინდაუხედავი საქციელი,რაც ცხოვრებაში ჩაგიდენია–მითხრა ბათუმ და ბოთლის თავსახური მესროლა.
–ძალიან დიდი ბოდიშით,მაგრამ ნერვები აღარ მყოფნის–ავღნიშნე სარკაზმული ღიმილით და თავსახური უკან ვესროლე.
–კარგით საკმარისია უკვე,მთავარს ომით დავემუქრეთ ჩვენ კი მისი ჯარის ნახევარიც არ გვყავს,რამე იდეა გააქვთ იმის გარდა,რომ ერთმანეთს რაღაცეები ესროლოთ?–იყვირა ნერსემ.
–დამშვიდდით,მამაჩემის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან,შემიძლია რამდენიმე მათგანს დახმარება ვსთხოვო,რათქმაუნდა თავისი არმიით.
–მაქსიმუმ რამდენი შეგიძლია.
–დაახლოებით ასორმოცდაათი მხედარი.
–კარგია,მაგრამ ცოტაა.
–მაპატიეთ,ვეცდები რიცხვი უფრო გავზარდო.
–მოგესალმებით ახალგაზრდებო–ოთახში ზურა შემოვიდა.–გავიგე რაც ამ საღამოს გააკეთეთ.
–ჩემი ბრალია–ხელი მეორე კლასელი ბავშვივით ავწიე.
ზურამ გაიცინა და მხრებზე ხელები დამადო.
–შენ არაფერ შუაშიხარ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო,თუმცა არსებობს გამოსავალი.
–გამოსავალი?–გაკვირვებით ავხედე ზურას.
–ათანასია გამოსავალი შენ ხარ.
–რას გულისხმობთ?
–შენ არაბულების მემკვიდრე ხარ,აქ შენს ოჯახს დიდ პატივს სცემენ,მამაშენს ბევრი მეგობარი ყავს,მათ კი თავიანთი დიდი არმიები,მითუმეტეს მათ მამაშენს ერთგულება შეჰფიცეს.
–ხო,მაგრამ მამაჩემი კომაშია.
–კომაში?–ზურას სახე გაუფითრდა.
–ხო,დაახლოებით რვა თვეა.–თავი ჩავხარე.
–არც კი ვიცი რაუნდა გითხრა შვილო...–დანაღვლიანდა ზურა.
–კარგით არაუშავს–აზრზე მოვედი და საქმეს დავუბრუნდი..რუქა გავშალეთ და ბრძოლის ველი ავარჩიეთ მთელი დღედაღამე ვმუშაობდით.
–მოკლედ აქედან შეუტევს ერთი არმია,შეგვიძლია ძველ მეთოდს მივმართოთ–თითი გავაყოლე რუქას..–აი აქედან კი..–ლაპარაკი მობილურის ზარმა შემაწყვეტინა ღამის პირველი საათი იყო,ამ დროს მხოლოდ ერთი ადამიანი დარეკავდა.
–ხო დაჩი–ყურზე მივიდე მობილური და აივანზე გავედი.
–რასშვრები აღარუნდა მომიკითხო?
–აუ მაპატიე რაა საქმეები მქონდა.
–ოჰ თორე შენც სასიკვდილო ბრძოლაში არიყო რაა.
–მართალია ჯერ არა–ჩავილაპარაკე ჩემთვის.
–რაა?
–არაფერი,არაფერი ელენე როგორაათქო.
–მშვენივრად..სხვათაშორის შენთვის ძაან მაგარი ამბავი გვაქვს,რომ ჩამოხვალ.
–მართლა? დავინტრიგდი–გავიცინე და ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
–მისმინე ტას,რამე ხოარგიჭირს? ხოიცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
–როგითხრა რამდენიმე დღეში ბრძოლა დაიწყება ქალაქისთვის,სადაც მთავარი მხედარი ჩემი ყოფილი საქმროა და მეც ვიბრძვი მშვილდისრიტ დამიჯერებ?
–ჰაჰაჰ,მეც მითხარი რა ეგ კინო.აშკარად ფენტეზია ხო?
–ხო რათქმაუნდა–ამისთვის მომკლავდა,მაგრამ მე ვეტყვი,ხომ გითხარი შენკიდევ არდამიჯერე–თქო.
–კარგი,წავედი გკოცნი.
–მეც–გამეცინა და მობილური გავთიშე უკან მოვტრიალდი და ნერსეს შევეჩეხე.
–უნდა ვიცოდე ვიღაც დაჩის ვინაობა?–ერთ წერტილს გაჰყურებდა და ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული.
–სიმართლე გითხრა ამას შენთვის უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არაქვს.
გამოვდიოდი მკლავზე ხელი,რომ მომკიდა და გამაჩერა.
–მარტო ჩემიხარ ნასია და ვინც ამის წინააღმდეგ წავა წელში გადავამტვრევ–გაიღიმა და დამხედა.
–მაშინ გადამამტვრიე იმიტომ,რომ შენად ყოფნას მირჩევნია საერთოდ არ ვიყო–მეც ღიმილით ვუთხარი და მკლავი გამოვგლიჯე.
ოთახში დავბრუნდი და სხვა მხედართმთავრებთან ერთად რუქის თავიდან განხილვა დავიწყე.
დილისკენ მოვრჩით მთელი ორი დღეა ამაზე ვმუშაობდით უკვე თავი მტკიოდა და საშინლად გათიშული ვეგდე დივანზე..ოტახში ბუხარი გიზგიზებდა და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიმყუდროვეს მიქმნიდა.
ოთახში ნერსე შემოვიდა ჭიქით ხელში და აი ჩემი იდეალური გარემოც დაირღვა.
–ყავა მოგიტანე ვიცი,რომ ძალიან გიყვარს.
–ხო,ზოგ ადამიანზე მეტადაც კი–თვალები დავუბრიალე.
–კარგი გამომართვი–ჭიქა გამომიწოდა.
ეს ყველაფერი უბრალოდ იუმორისტული ხდებოდა..ჭიქა გამოვართვი და ქოტანში ყვავილს დავუსხი.
–მგონი კარგად ვერ მიმიხვდი ნერსე..როგორ შეგიძლია ასე მოქცევა?! როგორ შეგიძლია ადამიანს ასე გაუტეხო გული შემდეგ კი შეხვდე უტხრა,რომ შენ გეკუთვნის და ყავა მიუტანო?!–უკვე ყვირილში გადამივიდა–როგორ შეგიძლია ასეთი უგულო იყო?! როგორ შეგიძლია ისე მოიქცე თითქოს არაფერი არ მომხდარა!–ფეხზე წამოვხტი–მოდი სიტუაციაში გაგარკვევ,შენ მე მიმატოვე,აქედან გამიშვი მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემთვის უკეთესი ცხოვრება გსურდა,თუმცა შენ ისიც ვერ შეძელი,რომ კარგად გაგეცანი,რადგან რომ გაგეცანი მიხვდებოდი,რომ ჩემთვის მთავარი შენს გვერდით ყოფნა იყო და არა ადგილმდებარეობა,რომ მიცნობდე გეცოდინებოდა,რომ იმას რასაც შენ გასამართლებლად იყენებ ჩემთვის უბრალოდ მშიშარა კაცის სიტყვებია,რომელსაც შეეშინდა,რომ საყვარელი ქალი მკაცრი ბუნების გამო გაექცეოდა! აი რას ვფიქრობ შენზე ჯიშკარიანო! შეიძლება დათვებს ეჭიდავებოდე,მტერს ერთი მეორის მიყოლებით ხოცავდე,მაგრამ როდესაც საქმე ქალს ეხება შეშინებულ ბავშვს დაემსგავსო!
–საკმარისია!–მუშტი მაგიდას დაარტყა და ფეხზე წამოხტა.–მე ეს იმიტომ გავაკეთე,რომ მეგონა სწორად ვიქცეოდი! მეგონა,რომ თუ ასე მოვიქცეოდი ბედნიერი იქნებოდი,შენკიდევ ახლა დგახარ და ცილსმწამებ,რომ თურმე შემეშინდა,ჩემი ხარ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე იქამე სანამ მე ვსუნთქავ გასაგებია?!–კედელთან მიმიმწყვდია და მუშტი კედელს მიარტყა შევხტი და ტუჩები ამითრთოლდა–ასე ნუ აკეთებ!–ჩემს ტუჩებს დახედა..მის სუნთქვას პირდაპირ ტუჩებზე ვგრძნობდი,აღარშემეძლო თავს ვეღარ ვიკავებდი,მთელი შვიდი თვე მის ნაკვთებზე ვფიქობდი,მთელი შვიდი თვე მსურდა მოვხვეოდი,მისი სახე დამეკოცნა და მის თმებში ხეები შემეცურებინა,ვუყურებდი მის ზღვისფერ თვალებს,მის გამოკვეთილ ტუჩებს თავი ვეღარ შევიკავეთ ტუჩებზე დამაცხრა,სუნთქვა შემეკრა,ვაკოცე მტელი არსებით მის თმაში ხელი შევაცურე,მთლიანად აუთრთოლდა სხეული,ხელში ამიტაცა,მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა დამაწვინა და ზედ გადამაწვა,ყელზე სველ კოცნებს მიტოვებდა,მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო,მინდოდა მის ტუჩებს მხოლოდ ჩემი სხეული ეკოცნა,თავი ავაწევინე და ტუჩებში ისევ ვაკოცე.
–მიყვარხარ ნასია–ხშირი სუნთქვით მითხრა და კვლავ დააცხრა ჩემს ტუჩებს.
მინდოდა მეთქვა,რომ მეც მიყვარდა,მაგრამ სიამოვნებისგან ხმას ვეღარ ვიღებდიარვიცი ეს სწორი იყო თუარა,რასაც ვაკეთებდით,მაგრამ ამ წამს ამაზ მეტად არაფერი მსურდა..სიამოვნებისგან კბილებს ენას ვაჭერდი და ტუჩებს ვიკვნეტდი,სიამოვნება წამიერ ტკივილში გადამეზარდა,მაგრამ უკან ორმაგი სიამოვნება დამიბრუნდა..მისი სხეულით ვტკბებოდი,მის სხეულზე ხელებს დავასრიალებდი და მის კოცნას კოცნით ვპასუხობდი,მინდოდა დედამიწა გაჩერებულიყო ახლა ამწამს ყველაფერი გაყინულიყო ჩვენს გარდა,ისედაც ვერაფერს ვხედავდი მის გარდა,ერთი რამ ზუსტად ვიცოდი მე ის ადრინდელზე მეტად მიყვარდა.
–კარგად ხარ?–შეშინებულმა შემომხედა.
–ასე რატომ მიყურებ?–გავიღიმე და შუბიდან თმა გადავუწიე.
–იმედიმაქვს არაფერი გატკინე.
–შენ მე ვერაფრით მატკენ გარდა შენი წასვლისა–ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე.
თითით მომწმინდა და შუბლზე მაკოცა.
–მაპატიე,აღარასდროს მიგატოვებ გპირდები,ოღონდ აღარ იტირო.
–ნერსე,კიდევ ერთხელ,რომ დამტოვო გეფიცები აღარასდროს გაპატიებ,აღარასდროს.
–დაე ჯოჯოხეთმა ჩამყლაპოს შენი მიტოვებისთვის.
–მიყვარხარ ნერსე ჯიშკარიანო!
–მეც მიყვარხარ ნასია!
ნერსე ფეხზე ადგა ჩოხა შემოიცვა და პლედიანად ხელში ამიტაცა.
–რას აკეთებ გაგიჟდი?–ვიყვირე და სირცხვილისგან გავწითლდი მარინეს ან ზურას,რომ შევემჩნიეთ?
–ჩემი საცოლე ოთახში მიმყავს.–გამიღიმა და კარი გააღო.
–ყოფილი საცოლე.–შევუსწორე.
–მაგასაც ვნახავთ–გაიცინა და თავის ოთახამდე ფეხაკრეფით წავიდა..ოთახშ საწოლზე დამაწვინა და გვერძე მომიწვა.
თავი მკერდზე დავადე..ხელი მომხვია და ჩემს კულულებს თამაში დაუწყო.
–ხვალ ომია..–ჩავილაპარაკე ჩემთვის
–ახლა ისე ვარ,რომ ეშმაკსაც მოვკლავ.–საფეთქელზე მაკოცა.
–ეშმაკის არვიცი,მაგრამ ფაქტობრივად ეშმაკის კუდის მოკვლა მოგვიწევს.
–გეშინია?
–მეშინია? მე არაფრის მეშინია გარდა შენი წასვლისა ჯიშკარიანო! შენს გვერდით არაფრის მეშინია,ჯანდაბაშიც წასულა მტვრიანი ქალაქი,ფეხებზე აქაური მკაცრი ბუნება,ფეხებზე ყველა ის პრობლემა და საფრთხე როცა გვერდით მყავხარ,როცა შენს გვერდით ვარ,ყველაზე ძლიერი ვარ,იმიტომ,რომ ვიცი მუდამ დამიცავ ვიცი,რომ ერთად მთავარს კიარა მართლა ეშმაკს დავამარცხებთ იმიტომ,რომ მიყვარხარ..მე შენ მიყვარხარ ასე იყოარის და იქნება..გახსოვდეს,რომ ერთადერთი რისიც მეშინია ეს შენი წასვლაა.
–ნასია,ცოლად გამომყვები?–სწრაფად თქვა ნერსემ.
–რაა?–ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.
–მინდა,რომ ცოლად მოგიყვანო,ახლავე..გამომყვები?–ფეხზე წამოხტა და ჩემს წინ დაიჩოქა.
–კი,კი–სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი...ცრემლები თავისით მომდიოდა.
საწოლიდან წამოვფრინდი და ჩავეხუტე,ხელში ამიყვანა და დამატრიალა..ახლა ყველა პრობლემა უკან იყო,ყველა სირთულე,მთები,ქალაქები ყველაფერი უკან მოვიტოვეთ.
–უნდა წავიდე,მოვწესრიგდე ესე ხოარ წამოვალ?
–ესეთიც ულამაზესი ხარ.
–არა,მართლა მეჯვარეებიც გვჭირდება.
–რისთვის გვყავს ბათუ და ლილე?
–იდეალურია,მაგრამ არიან ადამიანები ვინც მინდა,რომ აქ იყვნენ.–დაჩი და ელენე ახლა ნამდვილად მაკლდნენ.
–იქნებიან,დიდ ქორწილში ისეთში,როგორზეც ყოველთვის ოცნებობდი–მომეხვია და ყელში მაკოცა.
–ხო–გავიღიმე და ფეხსაცმელი ჩავიცვი.
–წამოდი გვრიტები გავაღვიძოთ.–ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გავედით.
დერეფანი გავიარეთ და ოთახებში გავნაწილდით მე ლილესთან ის ბათუსთან..სახელური ჩამოვწიე და დავინახე,როგორ მშვიდად ეძინა ლილეს,მასთან მივედი და ფრთხილად შევეხე თვალები ეგრევე გაახილა და შეშინებულმა შემომხედა.
–მშვიდობაა?
–კი მშვიდობაც,სიყვარულიც და ბედნიერებაც–ყურებამდე გამეღიმა.
–შერიგდით?–დაიყვირა ლილემ.
–მარტო კიარ შევრიგდით ვთხოვდები ლილე–მეც ვიყვირე.
–რააა?–გახარებული ჩამეხუტა..ძალიან ბედნიერი ვიყავი.
–კი,მაგრამ კაბა? მოსართავები? სულ გადაირიეთ ხო?
–კარგი რა ლილე,ეხლა სწრაფად მათხოვე რამე ლამაზი კაბა და ჩავიდეთ გველოდებიან.
–მე კი გათხოვებ,მაგრამ ამაზე უკეთესის საშუალებაც გვაქვს.
–ანუ?–ვკიტხე დაეჭვებით.
–რაც წახვედი,ყოველდღე ვიღაც კაცი მოდიოდა და ულამაზესი კაბები მოჰქონდა სულ სხვადასხვანაირები,რომ ვკითხეთ ვინიყო ამბობდა ნერსე ბატონმა მიბრძანაო,ნერსე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ შენი არსებობა ეგრძნო.–მითხრა ლილემ.
ამაზე გული ამიჩუყდა და ჩემი ძველი ოთახისკენ წავედი..შიგნით ყველაფერი ისე იყო,როგორც დავტოვე,თუმცა კარადა შეცვლილიიყო მის ადგილას უფრო დიდი კარადა იდგა..გამოვაღე და ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა,მართლაც ყველანაირი კაბა ეკიდა,დიდი თვალიერების შემდეგ,როგორც იქნა ვიპოვე ის,რაც ასე ძალიან მომეწონა,გრძელი თეთრი სიფრიფანა კაბა,ძალიან ნაზი ქსოვილით,მკერდზე მაქმანებით,ლამაზი,თავისუფალი მკლავებით..გასახდელში შევედი და კაბა გადავიცვი,რომ გამოვედი ლილემ პირი დააღო.
–ულამაზესი ხარ ტასო.
–მართლა?–გული ამიჩუყდა და სარკეში ჩავიხედე..მთლად საქორწილო არიყო,მაგრამ არც ჩვეულებრივი.
–ფეხსაცმელებზე რავქნა?–უცბად დამარტყა თავში.
–მაგაზე არ ინერვიულო,მე გათხოვებ.–ოთახიდან გაიქცა ლილე,ჩემს თავს შევცქეროდი და არმჯეროდა,რომ ახლა პატარძალი ვიყავი..თავი დამნაშავედ ვიგრძენი დაჩიმ ელენემ და კესომ,რომ არაფერი იცოდნენ. სარკეში ფოტო გადავიღე და სათითაოდ გავუგზავნე სამივეს..ახლა დილის ხუთი საათი იყო ვერცერთ მათგანი ნახავდა,დილით კი უკვე გათხოვილი ქალი ვიქნებოდი.
კესოს
კეს,მაპატიე,რომ ამას ახლა გწერ,არც კი ვიცი რავთქვა..ვთხოვდები..ხო იმ მამაკაცს მივყვები,რომლისგამოც შვიდი თვე ნახევრად მკვდარი ვიყავი,მე იმ მამაკაცზე ვთხოვდები,რომელიც იმდენად მიყვარს,რომ ესეც კი ვაპატიე..არმჯერა,რომ შენზე ადრე გავთხოვდი..ძალიან მინდა,რომ აქ იყო ჩემს გვერდით,მინდა,რომ ეკლესიაში შესვლისას ჩემი ხელი გეჭიროს და ნერვიულობისგან შეპყრობილს მამშვიდებდე..ხომ იცი ამ დღეს რამდენი ხანი ველოდი,ხოდა დღეს ის დღეა ვთხოვდები კეს.
დაჩის
დილამშვიდობისა ძილისგუდავ..დილა ახალი სიახლით უნდა დაგაწყებინო,იმედიმაქვს ამისწაკითხვის მერე არ მომკლავ,მაგრამ სიმართლეა ვთხოვდები და სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო შენ ვერდაესწრები ჩემს ქორწილს,მაგრამ ნერსე დამპირდა,რომ დიდ ქორწილს გადავიხდით,სადაც ჩემი ერთერთი მეჯვარე იქნები,ძალიან მიყვარხარ დაჩ და მინდოდა,რომ ჩემი ბედნიერება შენთვისაც გამეზიარებინა..მინდა იცოდე,რომ არ ვნანობ და ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით..შეხვედრამდე.
ელენე
ელენიკო,ჩემო ლამაზო...დაქალი გაგითხოვდა,ხო ასეა ჩემს ერთადერთ სიყვარულს მივყვები ცოლად,აქ მივხვდი,რომ მისგარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია,ვაპირებთ ჩუმად დავიწეროთ ჯვარი აი ახლა გამთენიისას..ხვალ მძიმე დღე გველის,მაგრამ მჯერა,რომ სიცოცხლი ბოლომდე ასეთი ბედნიერი ვიქნები.ვიცი ჩემი სიგიჟე მოგეწონება და ამაზე ბევრს იცინებ..ძალიან ვწუხვარ,ომ ჩემთან ერთად არხარ,მაგრამ გპირდები,რომ ქორწილში თაიგულს შენსკენ ვისვრი..პ.ს დაჩისაც გავუგზავნე მესიჯი და იმედიმაქვს მის დამშვიდებას მოახერხებ.
მესიჯები წერას შევეშვი და ახლა შევამჩნიე,რომ ლილე ჩემს უკან იდგა.
–რატო არ მითხარი დიდი ხანია მელოდები?
–ისეთ გართული იყავი მაგის წერის დროს,არმინდოდა ფიქრები ამერია შენთვის–გამიღმა და ფეხსაცმლის ყუთი დამიდო.
–ესარის?
–კი.
ყუთი გავხსენი და იქიდან ბრწყინვალებამ ამოაფრქვია..მთლიანად ბზინავდა ფეხსაცმელი..
–ღმერთო ჩემო რა ლამაზია..–ხელში ავიღე და შევათვალიერე.
–ხო..მინდა,რომ ამ საღამოს შენ გეცვას.
–მადლობა–ჩავეხუტე ლილეს.
–მოდი სწრაფად თორე ისინი უკვე მად არიან და წუწუნებენ.
–იწუწუნონ არაფერი უჭირთ ბოლოსდაბოლოს მე აქ პატარძალი ვარ თუ პროპკა?–ხელები გავშალე და დიდ სარკიან მაგიდასთან დავჯექი.
ლილემ მაკიაჟი იდეალურად გამიკეთა,ეს გოგო ნამდვილი ქალია..აი რასაც ქვია ქალი..საჭმლის კეთება ხოიცის,კერვა,ქსოვა...აი მართლა ყველა ხელსაქმე ეხერხება,მათშორის მაკიაჟიც.
–წავედით–თვითონაც წაისვა ცოტა რუმიანა და ქვემოთ ჩავედით.
ნერსე კიბესთან იდგა,რომ ჩავედი სახე გაუნათდა და თვალები გაუბრწყინდა,ხელში კესანეები ეჭირა.
–ეს შენით დაკრიფე?–გამეღიმა და თაიგული გამოვართვი.
–ვიცი,რომ კესანეები გიყვარს.–ის დღე გამახსენდა,ნერსეს ადგილას ვიჯექით და კესანეს ისტორია,რომ მომიყვა.
–არ დამივიწყო ხო?–კესანეს მეორე ნაირად „არ დამივიწყო“ ქვია.
–არასდროს დაგივიწყებ..ეს შეუძლებელიც კია–თავი გავიქნიე და ეკლესიის ეზოში შევაბიჯე
ხშირად მიფიქრია გათხოვებაზე,წარმოვიდგენდი როგორ მეცვა თეთრი ლამაზი კაბა,როგორ შეეხებოდა ფატა ჩემს მხრებს და როგორ მივაბიჯებდი ნელი ნაბიჯებით ეკლესიაში იმ იმედით,რომ გათხოვების შემდეგ ოჯახი მეყოლებოდა,ოჯახი,რომელსაც ვეყვარებოდი,ოჯახი,სადაც ურთიერთსიყვარული და პატივისცემა იქნებოდა..და აი ახლა ის დღეა,როცა ეკლესიაში საყვარელ მამაკაცთან ერთად მივაბიჯებ ჯვრის დასაწერად..ხელს მაგრად ვუჭერ ნერვიულობისგან..მისი მზერა მამშვიდებს და მათბობს..არ ვნნობ არცერთ წამს არ ვნანობ..ვიცი,რომ არც ვინანებ..მე მას ვენდობი..ჩემს თავს ვამხნევებ..ეკლესიის კარზე მსუბუქად აკაკუნებს ბათუ.
–იქნებ ძინავთ?–ჩავილაპარაკე ჩუმად.
–აქ ერთი მოხუცი მოძღვარია თევდორე..დილით გამთენიისას იწყებს ლოცვას და შუაღამით ასრულებს,ყველა ვარიანტში უნდა ეღვიძოს.
კარი გაიღო და მოხუცმა შემოგვხედა,მისი სახე ეგრევე ამომიტივტივდა გონებაში..როდესაც პირველა აქ ჩამომიყვანეს..მის წინ დამაყენეს და გაყიდული საქონელივით ჩამაბარეს,მან მიტხრა,რომ მისი არუნდა მეშინოდეს.
–ხო მშვიდობაა ახალგაზრდებო?–კეთილად გაგვიღიმა და გამოცდილი მრავალ უბედურებას გამოვლილი თვალები შემოგვანათა.
–მამა თევდორე გვინდა,რომ ჯვარი დაგვწერო.
–შენა ხარ ნერსე შვილო?–დააკვირდა ნერსეს.
–მე ვარ,მამაო მე–უტხრა ნერსემაც.
–შენ გენაცვალე,ჩემო ვაჟკაცო ბიჭო–ხელები დაარტყა მხარზე.–როგორ მანერვიულე შე ოხერო,სად გადაიკარგე ა?!
–ტყეში ვიყავი მამაო,ახლა კი აქ ვარ შენი და უფლის წინაშე და მინდა,რომ ჩემს რჩეულთან უსასრულობა გავატარო.
თევდორემ ფრთხილად გადმომხედა,კარგად დამაკვირდა და წარბები შეხარა.
–მე შენ გიცნობ..ხომ ასეა?
–დიახ–ვუთხარი მორიდებით და შემრცხვა ჩემი სიტყვების რაც ადრე ვუთხარი.
–ნუ ნერვიულობ შვილო–მხარზე ნელა შემახო ხელი–საშინლად შეგაშინეთ და დაგაბნიეთ პირველ დღეს.
–მაშ ასე...გინდათ,რომ ჯვარი დაგწეროთ..ეკლესიის კარი სიყვარულისთვის მუდამ ღიაა.–კარი ფართოდ გააღ და შიგნით შეგვიშვა.
–ვაჰ მე,ბათუ შენც აქა ხარ?–შენიშნა თევდორემ.
–ჩემი ძმა ჯვარს იწერს თევდორე პაპა,მაშ მე სად უნდა ვიყო?
–აიტ,შე მოუსვენარო ბალღო შენა–გაუცინა თევდორემ–სულ ამხელა მახსოვს,ეზოდან ათმებს,რომ იპარავდა,ახლა კიდე კაცივით გამოწყობილა და მეჯვარედ უდგას ძმას–თვალცრემლიანმა გაიცინა მოხუცმა,
ჯვრისწერის რიტუალი დაიწყო,თავს ძალიან მსუბუქად და მშვიდად ვგრძნობდი,ბოლოს მამა თევდორემ ბეჭედი ამოიღო და ნერსეს გაუკეთა თან ლოცვა წაიკითხა შემდეგ მე გამიკეთა ბეჭედი..თავს მართლა უბედნიერესად ვგრძნობდი..რითუალი დასრულდა და ეკლესიიდან გამოვედით.
–დიდი მადლობა მამა თევდორე.
–უფალი გფარავდეთ შვილებო.–ჯვარი გადაგვწერა.
ეკლესიის ეზოდან გამოვედით,ნერსემ ხელში ამიყვანა და დამატრიალა..ნელა დამსვა და ფრთხილად მაკოცა ტუჩებზე.
ბათუ და ლილე ჩახუტებულები იდგნენ და ჩვენი ბედნიერებით ხარობდნენ.
–ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნება–გავიღიმე და ცას ავხედე,მზე ამოდიოდა.
–სულ მეყვარები ათანასია.
–მეც სულ მეყვარები.
სახლში უკვე ყველას ეღვიძებოდა,ამიტომ ჟრიამულით შევედით,მარინე მწვანილს ჭრიდა ჩვენს დანახვაზე კონა ხელიდან გაუვარდა.
–ჩემო საყვარელო დედიკო–ნერსე დაიხარა და ხელზე აკოცა–გაიცანი შენი რძალი ათანასია არაბული.–ხელით მიანიშნა ჩემზე.
–ღმერთო დიდებულო–ქალს სახე გაუბრწყინდა და მომეხვია–როგორც იქნა,მეგონა ეს დღე აღარასდროს დადგებოდა.
ხმაურზე ზურა შემოვიდა..სიტუაციაში,რომ გაერკვა დაგვლოცა და თბილად მოგვეხვია.
–რა ცუდი დედა ვარ,ერთადერთი ვაჟის ჯვრისწერაზე არ ვიყავი–თავი ჩახარა მარინემ..ზურა სიცილით მივიდა და ცოლს მხარზე მოუთათუნა ხელი.
–დამშვიდდი მარინე,ახალგაზრდები არიან სისხლი უჩქეფთ,მეამბოხე სულები აქვთ,ბოლოსდაბოლოს ჩვენი ახალგაზრდობა გაიხსენე–გაუღიმა ცოლს..მარინეც დამშვიდდა.
ჩემმა მობილურმა რეკვა დაიწყო,ასე ადრე კესო იქნებოდა..არ შევმცდარვარ..აივანზე გავედი და ყურმილი ავიღე
–ხო კეს..
–ხო კეს კიარა,სად ხარ სათითაოდ უნდა გაგაცალო შენი მატყლი ხუჭუჭები–მიყვიროდა მეორე მხრიდან.
–კარგი რა,და ხარ ბოლოსდაბოლოს ხო შეიძლება გაგუხარდეს.
–რათქმაუნდა მიხარია შე იდიოტო,მაგრამ ან ოჯახის წევრები არუნდა გაგეცნო მაგ ხალხისთვის? ან საყიდლებზე არუნდა გვევლო ერთად? ან კიდევ შენი ხელი არუნდა მჭერებოდა ეკლესიაში?–ხმაში ტირილი შეერია.
–კეს,დამშვიდდი..–ოდნავ გამეცინა–მხოლოდ ჯვრისწერა იყო,ხელი ჯერ არ მოგვიწერია.
–ჯვრისწერაა მთელი ქორწინების საიდუმლო აბა საბუთებს ხელს ყოველდღე ვაწერ.–დანანებით ჩაილაპარაკა–კარგი,ახლავე მითხარი მისამართი უნდა ამოვიდეთ მე და გიორგი.
–კარგი მესიჯად მოგწერ,ოღონდ არ ინერვიულო.
–მოიცა გიორგის უნდა შენთან ლაპარაკი.–ყურმილი გიორგის გადასცა.
–გილოცავ,საცოლის დავ..ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ შენს ახალ ოჯახში–მესმოდა კესოს ბურდღუნი,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
–დიდი მადლობა მოლოცვისთვის..გიორგი გთხოვ კესო დააწყნარე რა.
–კარგი არ ინერვიულო,საღამოს მანდ ვართ.
–კარგი,მადლობა–ყურმილი გავუთიშე.
ვიღაცამ წელზე ხელი მომხვია და უკნიდან ჩამეხუტა,კისერში კი ნაზი კოცნა დამიტოვა.
–დაიწყო უკვე?–ღიმილით მითხრა ნერსემ.
–დაიწყო რომელია..ამ ქალაქში ომშიც კი ვიყავი და ბევრი უბედურებაც ვნახე,მაგრამ ახლა პირდაპირ ჩვენსკენ ქარბორბალა სახელად კესო მოემართება.
–გადავიტანთ–მისკენ შემატრიალა და წელზე მჭიდროდ მომხვია ხელები.
–რათქმაუნდა,როცა ერთად ვართ ყველაფერს გადავიტანთ–ნერსეს სახეს მზის სხივი ეცემოდა,მინდოდა ეს წამი გაჩერებულიყო,თავი ზღაპარში მეგონა დიდ აივანზე ვიდექით,ჩვენს წინ მთები იყო გადაშლილი,საყვარელი მამაკაცი გვერდით მყავდა და თავს უბედნიერესად ვგრძნობდი.
ჩემსკენ დაიხარა და ჩვენი ტუჩებიც ისევ შეეხო ერთმანეთს.
–წავალ გამოვიცვლი..–გავუღიმე და მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე.
დერეფანს გავუყევი,ოთახში შევდიოდი პატარა წრიპინა ხმა,რომ მომესმა.
–დიდი,რომ გავიზრდები ასეთი გვირგვინი უნდა დავიდგა–უკან მოვტრიალდი და ციცქნა თითისტოლა გოგონა დავინახე,ორი კიკინა ეკეთა და საყვარელი კოპლებიანი კაბა ეცვა.
–გამარჯობა საყვარელო–მისკენ წავედი და დავიხარე.–აქ როგორ მოხვდი?–ჩვენს სახლში პატარა ბავშვი არასდროს მენახა.
–ჩემი დედიკო მარინე დეიდას ეხმარება საჭმელების კეთებაში.
–მართლა?–გავუღიმე და ხელი ლოყაზე მოვუსვი–ესეიგი ესეთი გვირგვინი გინდა?
თავი დამიქნია,გვირგვინი მოვიხსენი და თავზე დავუმაგრე,პატარა თავიდან გვირგვინი ჩამოძვრა..
–მგონი ჯერ ძალიან პატარა ხარ–გავიცინე და გვირგვინი ჩემს თავზე დავაბრუნე,შემდეგ კი საათს დავხედე–ახლა სკოლაში არუნდა იყო? უკვე ათი საათი იყო.
–სკოლაში?–გოგონამ გადაიხითხითა–აქ სკოლაში არავინ დადის.
პირველად გავიგე ასეთი რაღაც.
–რატომ?–გაკვირვებით ვუთხარი.
–აქ სკოლა არ გვაქვს,ვისაც უმართლებს დედამისი წერა–კითხვას ასწავლის..მდიდარი ოჯახის შვილებისთვის კი მასწავლებელი ჩამოყავთ.
–შენ წერა–კითხვა არიცი?–ძალიან შემეცოდა.
–იმისმერე,რაც დედიკომ აქ გადმომიყვანა,ლილე დეიდა მამეცადინებს.
–ლილე დეიდა?–დეიდაზე გამეცინა და გოგონას თმაზე ხელი გადავუსვი.
–ხო,ლილე დეიდა ძალიან ჭკვიანი და კარგი ქალია,თანაც ბათუ ბიძიას ძალიან უყვარს–გოგონას ტიტინზე კარგად ვხალისობდი.
–თქვენ რა გქვიათ?–უცბად მკითხა.
–მე? ანასტასია–ან ათანასია,ნასია,ტასო აქ იმდენი სახელი შემარქვეს უკვე მეთვითონ მერეოდა სახელები.
–ანასტასია? ეს თქვენ ხართ?
–რას გულისხმობ?
–მთელი ქალაქი თქვენზე ლაპარაკობს,ამბობენ ერთადერთი ქალია ვინც ომში საქმროს მხარდამხარ იბრძოდაო,ხალხს ძალიან უყვარხართ..იცით მე,რომ გავიზრდები ჩემი ქმრის გვერდით მეც ვიბრძოლებ,რადგან მამიკომ მითხრა მამაცი უნდა იყოო.
–მამაშენი სწორს გეუბნება,მუდამ მამაცი და გულკეთილი უნდა იყო.
–მამაჩემიც იბრძოდა ნერსე ბიძიას მხარდამხარ.
–მართლა? რაქვია შენს მამიკოს?
–ალეკო,თუმცა ახლა ის წასულია.
–წასული?
–ხო ღმერთთან არის და იქიდან მიყურებს,დედიკომ მიტხრა სულ კარგად უნდა მოიქცე ისე,რომ მამაშენს გაუხარდესო.
თვალზე ცრემლები მომადგა,ალბათ ომის დროს დაიღუპა.
–შენ რაგქვია?
–მე? ნიაკო.
–ნიაკო,მამაშენი ძალიან მამაცი ადამიანია და იმიტომ იბრძოდა,რომ როდესაც გაიზრდები მშვიდობაში იცხოვრო..უნდა ამაყობდე მისით.
–მე ვამაყობ!
ჩემი თაიგულიდან ერთი კესანე ამოვიღე და თმაში დავუმაგრე.
–იცი ამ ყვავილს რაქვია?
–კესანე.
–მართალია,მაგრამ მეორენაირად მას „არ დამივიწყო“–ს ეძახიან,როდესაც ამ ყვავილს ნახავ ყოველთვის გაიხსენე,რომ მამაშენი გმირია და არუნდა დაივიწყო ეს.
–გმირი?
–ხო,გმირი..მან შენხელა ბავშვები გადაარჩინა,მან ყველა ჩვენგანი გადაგვარჩინა.
სარკეში ჩაიხედა და ყვავილს შეეხო.
–არ დაგივიწყებ მამიკო–ჩაილაპარაკა და უცბად ჩამეხუტა.
მოულოდნელობისგან დავიბენი,თუმცა ხელები მოვხვიე.
–მადლობა დეიდა ანასტასია.–შემდეგ შეტრიალდა და გაიქცა.
ოთახში შევედი გამოვიცვალე და კესანეები ლარნაკში ჩავდე..მობილურმა ისევ დარეკა ეს დაჩი იყო..ღრმად ჩავისუნთქე და ყურმილი ავიღე.
–სად ხარ ანასტასია?–ძალიან მკაცრი ხმა ქონდა.
–მადლობარომ მომილოცე გაბედნიერება–ვუთხარი ნაწყენი ხმით.
–სულ გადაირიე ხო? რა დროს გათხოვება იყო თან ჩვენ გარეშე?
–კარგი რა დაჩი..
–კარგი ხო ცოტა მაინც დაგეცადა ჩემთვის მკაცრი მეგობრის როლის თამაში.
–ხოიცი როგორ მიყვარხარ.
–მეც მიყვარხარ,მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო შენც და შენი აწ უკვე ქმარიც.
–კარგი კესოც მოდის,მისამართს გამოგიგზავნი.
–აუ მაგის წიკვინს რა გაუძლებს..მოიცა ელენესაც დარჩა გასალანძღი სიტყვები და დაგალაპარაკებ.
–გამარჯობა ძვირფასო დაქალო,იცი გავთხოვდი და რაც გამიცანი იმისმერე,რომ გეგმავდი რაუნდა გცმოდა ჩემს ქორწილში ზუსტად მაგ ქორწილიდან მოგტეხე!–მიყვირა ელენემ–არა ეს როგორ გამიკეთე?
–კარგი რა ელე,მე დაჩის დამშვიდება გთხოვე და მგონი დაჩი აქეთ გამშვიდებს.
–გრცხვენოდეს არაბულო,შენც მყავხარ და მომავალი სამართალდამცავი,რა სამართალია ახლა ეს?
–მაპატიე რა..
–კარგი,დავმშვიდდი,ძალიან მიყვარხარ და მინდა,რომ სულ ბედნიერი იყო..იმედიმაქვს ხელის მოწერის ცერემონიაზე დამპატიჟებ.
–მეც ძალიან მიყვარხარ.
მობილური გავუთიშე და მესამე სართულზე ავედი..სათათბირო ოთახის კარი შევაღე უკვე ყველა იქ იყო.
–მეგობრებო–ფეხზე ნერსე წამოდგა და ჩემთან მოვიდა–მინდა გახაროთ,რომ ათანასია უკვე ჩემი მეუღლეა და საღამოს ყველას ამ ამბის საზეიმოდ გეპატიჟებით.
მთის ხალხს ტაში არ უყვარდათ,ისინი მილოცვას მუშტების მაგიდაზე ბრახუნით აღნიშნავენ.
მაგიდა რამის გატეხეს..შემდეგ სათითად მოვიდნენ და გაბედნიერება მოგვილოცეს.
–ქალბატონო ათანასია,ბრძოლის ველზე ამის მერეც გიხილავთ?–ერთერთმა მხედართმთავარმა მკითხა.
–დია..–დავიწყ,მაგრამ ნერსემ შემაწყვეტინა–ამას ჯერ კიდე განვიხილავთ.
მისი პასუხი არმომეწონა და უკვე მთავარი სკამსკენ მიმავალს თვალი გავაყოლე..ამაზე მოგვიანებიტ დაველაპარაკებოდო.

ნერსე
ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე,როგორც იქნა ცოლად საყვარელი ქალი მყავდა და მთელი გულით მიყვარდა,ვცდილობდი ყველანაირი საფრთხისგან დამეცვა ამიტომაც,როდესაც მის ბრძოლის ველზე ყოფნას ეჭვქვეშ ვაყენებდი მკვლელ მზერას მესროდა,ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვხვდებოდი მისი უკმაყოფილობის მიზეზს..მთელი დღე განვიხილავდით ომის დეტალებს,ჯარი არ გვყოფნიდა არადა ომი მაქსიმუმ ერთკვირაში დაიწყებოდა.
–რაუნდა ვქნათ? ხალხი ისედაც შეშინებულია..ოჯახის წევრებს ერთმანეთის დახოცვა მოუწევთ,რადგან ზოგი მთავრის მხარესაა ზოგი კი ჩვენს მხარეს,ბიძას ძმიშვილს ხომ არ მოვაკვლევინებთ?
–მთის ხალხს არც შიმშილის გვეშინა და მითუმეტეს არც ომის,ჩვენ ეს სისხლში გვაქვს,ვინც სწორ მხარეს აირჩევს ბოლოს ის იზეიმებს–უპასუხა მეორე მხედართმთავარმა.
–ბატონებო დაწყნარდით–ფეხზე ანასტასია წამოდგა და მრგვალი მაგიდის გარშემო დაიწყო სიარული–გუშინ ბატონმა ზურამ,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება მომცა,როგორც იცით მე არაბულების შთამომავალი ვარ,აქ მამაჩემს ბევრი იცნობთ,სამწუხაროდ მამაჩემი უგონო მდგომარეობაში და დღეს აქ არარის,თუმცა ახლა იმ ხალხის ჯერია მამაჩემს ერთგულება დაუმტკიცონ რომლებმაც წლების წინ შეჰფიცეს ამიტომ მინდა,რომ ყველა მათგანთან წერილები გააგზავნოთ და აცნობოთ,რომ არაბულების სასახლეში ათანასია არაბული იხმობს.
გაკვირვებულები ვუყურებდიტ,თუმცა ეს ნამდვილად კარგი იდეა იყო,თუ ნასია მათ დათანხმებას მოახერხებდა შანსი გვექნებოდა,რომ არმიიტ მთავრის არმიას გავტოლებოდით..თანაც ახლა ბათუც და ლილეც მამამისის მეგობრების გადმოსაბირებლად იყვნენ წასულები.
–შენი მოთხოვნა შესრულებული იქნება–თავი დავუკარი ნასიას..და ვაჟას დავავალე ამ საქმის ორგანიზება.
თათბირი კიდევ დიდხანს გაგრძელდა,ბოლოს ყველა ჩვენგანი ცხენებზე დავსხედით და არაბულების სასახლისკენ ავიღეთ გეზი.
–ნერსე როგორ გგონია გამომყვებიან?–ცხენზე ახტა ანასტასია.
–მე შენი მჯერა საყვარელო ვიცი,რომ მათ გადმობირებას მოახერხებ..და იცი რატომ? იმიტომ,რომ შენში ის ცეცხლია,რომელიც მთის შვილებს ასე გვიზიდავს,შენ მამაცი,კეთილი და ძლიერი ხარ.
ნასია გადმოიხარა და მაკოცა.
–ხო მართლა,მომეჩვენა თუ ჩემი ბრძოლის ველზე ყოფნის საკითხი ეჭვქვეშ დააყენე?–წარბები შეკრა და გადმომხედა.
–არ მოგეჩვენა,არმინდა,რომ იქ იყო ნასია.
–ხო ნერსე,არც მე არმინდა,რომ ბრძოლის ველზე ვინმე იყოს განსაკუთრებით შენ.
–ნასია რამე,რომ დაგემართოს თავს არვიცოცხლებ.
–არაფერი დამემართება,მე არ მეშინია..იმიტომ,რო შენ ხარ ჩემს გვერდით–გამიღიმა და ცხენს მათრახი გადაჰკრა,ცხენი ორ ფეხზე დადგა ამ წამს ისეთი მებრძოლი იყო,რომ მისი მეამბოხეობა მეც გადმომედო–თანაც,ახლა ხალხს ჩემს გვერდით ბრძოლა უნდა ვთხოვო,შენ კი მეუბნები,რომ ქოხში დავიმალო? მაპატიე ნერსე,მაგრამ მე ჩვეულებრივი ქალი არვარ,მე მუდამ სახლში ვერ ვიჯდები და მთელ ცხოვრებას სარეცხის რეცხვაში ვერ გავატარებ,ჩემი ადგილი შენს გვერდით არის ჭირსა თუ ლხინში გახსოვს?–გამიღიმა და თავისი სასახლის ჭიშკართან გაჩერდა
ცხენიდან ჩამოხტა და ჭიშკარი ხელით შეაღო,მარჯვენა ფეხით შეაბიჯა ყველა მას გაყვა უკან,სასახლე მცენარეებში ჩაფლულიყო ეტყობოდა,რომ აქ დიდიხანია არავინ ყოფილა.
მაღალადგილას აძვრა ოდნავ შემეშინდა კიდეც არ გადმოვარდნილიყო,ცალი ხელით ბოძს მოეჭიდა და მომხრეების შეკრებას ელოდდა,თვალებში მიყურებდა,ვგრძნობდი,როგორ ღელავდა ვცდილობდი ჩემი საქციელით გამემხნევებინა..ნახევარ საათში უამრავი ანაური მოაწყდა სასახლეს..ზოგს ვიცნობდი ზოგს არა..ანასტასია ერთ წერტილს უსწორებდა თვალს და ვხვდებოდი,რომ ფიქრებს ალაგებდა.
–მოგესალმებით მებრძოლებო–დაიყვირა ისე,რომ ყველას გაეგო–როგორც ხედავთ ჩემი გვარი სახლს დაუბრუნდა,მე ათანასია არაბული თქვენს წინაშე ვდგავარ და მამაჩემის სახელით მის თანამებრძოლებს და მეგობრებს მოგმართავთ,დიდი ხანი გავიდა იმის შემდეგ რაც აქაურობა დავტოვეთ,დიდი ხანი გავიდა იმის შემდეგ,რაც მთავარმა მამაჩემის მოსაკლავად სპეციალური არმია შექმნა,შემდეგ მე მომიტაცა და უკან სისხლის აღების მიზნით ჩამომიყვანა,თუმცა მე გადავრჩი,მე გვერდში დამიდგნენ ადამიანები,რომლებიც არიყვნენ ვალდებულები ჩემთვის ებრძოლათ,თქვენ მეგობრებო,თქვენ მამაჩემს ერთგულება შეჰფიცეთ წლების წინ,ახლა კი მსიი ქალიშვილი და არამარტო მისი ქალიშვილი არამედ მთელი ქალაქი საფრთხეშია,ქალაქი,რომელიც ტირანს ბრჭყალებში ყავს მოქცეული,მე აქ არ გავზრდილვარ,მაგრამ ვგრძნობ როგორ მიცემს გული,როცა ამ მტებს შევცქერი,ვგრძნობ როგორ მიჩქებს სისხლი,იმ მთის მდინარესავით,რომელიც ჩვენი თითოეულის სახლის კართან მიჩუხჩუხებს..თანამებრძოლებო..მთავარს ამ ყველაფრის მითვისება სურს,სურს აქ ტურისტული ქალაქი გააშენოს და ჩვენი ტრადიციები,წეს ჩვეულებები,ბუნება ფეხ ქვეშ გათელოს,მას სურს იმ მდინარეზე,რომელშიც ჩვენი პატარები ცურავენ ჰესი ააშენოს და ბუნება ამით გაანადგუროს,მას სურს ეს ლამაზი ტყე გაჩეხოს და გაყიდოს..დრო აღარ იცდის მეგობრებო,მე დღეს აქ ვდგავარ სუფთა ხელებით,მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ და გეუბნებით,რომ მე ვაპირებ ბრძოლას ქალაქისთვის,მე ვაპირებ,რომ ამ ქალაქს ტირანის და მისი მმართველობის ბინძური ხელები მოვაშორო და ქალაქს ძველი სახე დავუბრუნო,მე თქვენს წინაშე ვდგავარ და დახმარებას გთხოვთ,დახმარებას ჩვენი ქალაქისთვის,დახმარებას ჩვენი ბუნებისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ახლა კი გეკითხებით იბრძოლებთ ჩემს მხარდამხარ? დაამტკიცებთ თქვენს ერთგულებას და გამომყვებით ომში,რომელიც მიზნად ჩვენი სახლების გადარჩენას ისახავს? თუ იჯდებით ისევ ისე შეშინებულები და იქამდე არ დაიწყებთ ბრძოლას,სანამ მთავარი სახლებთან აბრებს არ დაგიკიდავთ წარწერით „ქირავდება სახლი“?
გეკითხებით მეგობრებო,იქნებით ამ ომში ჩემს გვერდით?!–ანასტასია ყვიროდა..ახლა ისეთი ძლიერი და თავდაჯერებული იყო ნამდვილ დედოფალს გავდა,მის წინაშე ნებისმიერი მოიდრეკდა მუხლს.
–ჩვენ ვიბრძოლებთ–წინ ერთერთმმა აზნაურმა გადმოდგა ფეხი,მას მეორე მიჰყვა,მესამე და უმეტესმა ბრძოლა არჩია.
–თქვენს გვერდით ვართ!
–თქვენთან გვიგულეთ ქალბატონო არაბულო.
ნაბიჯი წინ გადავდგი,მის თვალებში ცეცხლს ვხედავდი,მის წინ მუხლი მოვიდრიკე და მარჯვენა ხელი გულზე დავიდე.
–ჭირშიც და ლხინშიც–ვუთხარი და გავიგონე როგორ გაიმეორა ეს მოძრაობა ყველამ.
ჭიშკარი გაიღო და იქიდან პირველი ნასია გამოიჭრა ცხენით უკან თავისი არმია მოყვებოდა,ნამდვილი დედოფალი იყო..არმიას ბოლოჯერ მიმართა სიტყვით და ერთკვირაში ბრძოლის ველზე დაიბარა.
–ყველაზე ძიერი ქალიხარ ვინც კი მინახავს–უკნიდან ჩავეხუტე.
–შენ კიდევ მთხოვ,რომ ბრძოლის ველზე არვიყო? ნერსე ამ ხალხს რამე,რომ დაემართოს პასუხისმგებელი მე ვიქნები..ახლა ისინი ჩემი ხალხია..მათზე მე უნდა ვიზრუნო.
–მათ შენ შემოგფიცეს,მზად არიან შენთვის მოკვდნენ.
–ამას არ დავუშვებ როგორც შევძლებ ისე დავიცავ.

ანასტასია
საღამო საკმაოდ დატვირთული გვქონდა,იმის მერე რაც მამაჩემის თანამებრძოლებმა შემომფიცეს,ვგრძნობდი,რომ ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა.
–მოკლედ,მშვილდოსნებს ამ გორაზე ავიყვან და აქედან ვიბრძოლებთ,აქ ამოსვლა საკმაოდ რთულია,თანაც აქედან გზა პირდაპირ სასახლისკენ მიდის,თუ გაგვიჭირდა იქ გავმაგრდებით–რუქას გავაყოლე თითი.
–კარგი სტრატეგიაა,მშვილდოსნებისთვის მაქსიმალური უსაფრთოება შექმენი ნება მომეცით მხედრებისთის გითხრათ,წინა ომში როგორც გახსოვთ ნაწილი პირდაპირ თავდასხმაზე გადავედით და კუთხეში მივიწყვდიეთ მეორე ნაწილი კი თავს უკნიდან დაესხა და რკალად შემოერტყა,ასე ვეღარ მოვიქცევით,ჩვენი სტრატეგია იციან ამიტომაც..აი რას ვიზავთ..ჩვენი რამდენიმე მხედარი მათ ჯარს სწორე მშვილდოსნების გორისკენ გამოიტყუებს,საიდანაც მშვილდოსნები თავდასხმას დაიწყებენ,როგორც კი უკან დახევას გადაწყვეტენ მათ ოთხივე მხრიდან ლაშქრით დავესხმებით თავს,მე ჩრდილოეთიდან მომავალ ლაშქარს გავუძღვები,ბათუ დასავლეთიდან,ძმები ლომაურები კი სამხრეთის და აღმოსავლეთის ლაშქარს მიხედავენ..ანასტასიას არმიის დახმარება აი ამ ადგილას დაგვჭირდება,როგორც გვაცნობს მთავარს მცირეოდენი,მაგრამ ყველაზე გამოცდილი არმია კუთხეებში ყავს ჩასაფრებული,თქვენი არმიები კი მათ უნდა ებრძოლოს,ბოლო არმია მთავრის ირგვლივ იქნება შეკრებილი,ამიტომაც როგორც კი ბრძოლას მოვრჩებით ვინც არუნდა იყოტ რომელი არმიიდანაც არუნდა იყოთ აი ამ ადგილას შევიკრიბებით და თავს გაერთიანებული ძალებით დავესხმებით–ნერსემ სტრატეგია ჩამოაყალიბა საკმაოდ ძლიერი გეგმა გვქონდა,ამიტომაც ძალიან დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში.
–ყველაფერი გასაგებია,ეს დღეები არმიის მომზადებისთვის დაგვჭირდება–თქვა ერთერთმა აზნაურმა.
–დიახ დაახლოებით ოთხი დღე გაქვთ არმიების მოსამზადებლად–დაასრულა ნერსემ.
ოთახში ლილე შემოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა,რომ კესო ჩამოვიდა..ნერსეს გადავხედე თავი დაუკრა მებრძოლებს,უკანა ეზოდან გააცილა,საყელო შეისწორა და პირველ სართულზე ერთად ჩავედით.
დავინახე როგორ იჯდა კესო და როგორი აღფრთოვანებული უყურებდა გარემოს,ჩემს დანახვაზე ცრემლები მოადგა წამოდგა და ჩამეხუტა,ტან ყურში ჩამჩურჩულა მიგიყვანო სახლშიო..ის არიცოდა,რომ ამ ქალაქში სასახლე გვქონდა.
–კარგით,როგორც ჩანს ძალიან ნანერვიულებულები ხართ–გაიღიმა ზურამ–უკვე ქალი დამდგარხარ კესარია.–მიმართა კესოს.
–უკაცრავად?–დაიბნა კესო.
–კეს,ბატონი ზურა მამას ძველი ძალიან ახლო მეგობარია.
–გასაგებია–გაიღიმა კესომ.–იცით ძალიან დავიბენი,თუმცა ვფიქრობ მალე შევძლებ სიტუაციაში გარკვევას.
–დიახ რათქმაუნდა.–გაუღიმა მარინემ.
–ძალიან უეცრად და სწრაფად მოხდა ყველაფერი და ვერც კი მოვახ...
–ჩემს გარეშე იწყებ კესო?–კარში დაჩი და ელენე გამოჩნდნენ.
–შენ აქ რას აკეთებ?–უკვე მოეშალა ნერვები კესოს.
–მოგესალმებით დაჩი ონიანი–ყველას ხელი ჩამოართვა და შემდეგ მე შემომხედა–უნდა ვილაპარაკოთ ხელი ჩამკიდა და კარისკენ წავიდა,მაგრამ წინ ნერსე გადაუდგა.
–სტუმრები ასე არ იქცევიან–ხელი გააშვებინა ნერსემ.
–ნერსე ყველაფერი რიგზეა–გამეცინა–დაჩი ჩემი საუკეთესო მეგობარია.
–საუკეთესო?–წარბები აწია ბათუმ.
ღმერთოჩემო წინ დიდი გაუგებრობის ახსნა მოგვიწევდა.
–კარგით თუ შეიძლება ნერსე,დაჩი,ელენე,ლილე და ბათუ გამომყვნენ..კეს შენ იმაზე ილაპარაკე რისთვიაც ჩამოხვედი,ანუ ქორწილზე.–გავუღიმე.
–ხო მემგონი აჯობებს ვინმემ მაინც გადაწყვიტოს და დაალაგოს სერიოზულად ეს ამბავი–კესომ დაჩის ახედა და ღიმილით მიუბრუნდა მარინეს და ზურას.
ეზოში გავედით.
–თუ შეიძლება ყველა ჩამოჯექით..ბევრი სალაპარაკო გვაქვს.
ყველა ჩამოჯდა სკამზე,აქეთ იქით დავიწყე სიარული და ნერვიულობისგან თითები ერთმანეთში მეხლართებოდა.
–პირველრიგში მინდა,ერთმანეთს იცნობდეთ და ერთმანეთს პატივსსცემდეთ,რადგან ყველა თქვენგანი ძალიან ახლოს მყავს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ,დავიწყოთ თითოეული თქვენგანით–როგორც იჯდნენ თანმიმდევრულად მივყევი პირველი ბათუ იჯდა..–ყველამ იცით აქ როგორ მოვხვდი,ხოდა პირველდღეს,რომ ჩამომიყვანეს იმ საშინელ მომენტშიც კი ბათუ ერთადერთი იყო,რომლის სახის დანახვის მერეც ცოტა დავმშვიდდი,იმის მერე სულ ერთად ვიყავით და ნელნელა ის ჩემს მესაიდუმლედ და საუკეთესო მეგობრად იქცა,მინდა ვთქვა,რომ მაშინ,როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა მისგან ძალიან დიდი დოზით ვიღებდი პოზიტიურ ენერგიას და ეს მე ძალიან მეხმარებოდა.–ბათუს გავუღიმე და მის გვერდით მჯდომ ლილეზე გადავედი–ლილე მოგვიანებით შემოუერთდა ჩვენს საგიჟეთს,ბათუმ გამოგვიცხადა,რომ მთავარის ქალიშვილი უყვარდა,თავიდან ვიფიქრე ღმერთოჩემო მთავარი თუ ასეთია მისი შვილი რაიქნება მეთქი,მაგრამ რეალობაში სულ სხვა რაღაც დამხვდა..ჭკვიანი,კეთილი და სიცოცხლით სავსე გოგონა,რომელსაც შეგიძლია თალდახუჭული ენდო,თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ის ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია ვისაც კი ვიცნობ..–ლილეს შემდეგ დაჩი იჯდა..დაჩის დრო,რომ დადგა გამეცინა და ამას მხოლოდ ჩვენ ორნი მივხვდით რატომაც–ხოო..დაჩი ონიანი,თქვენს წინაშე მსოფლიოში ყველაზე ცვალებადი ხასიათის ადამიანი..ონიანს ძალიან საშიშ სიტუაციაში შევხვდი,ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა,როდესაც აქედან წავედი საშინლად დანგრეული ვიყავი,ამიტომ გადავწყვიტე,რომ უნდა მემუშავა და სრულიად შემთხვევით ბარში დავიწყე სამსახური..
–რაა?–ნერსე წამოდგა და შემომხედა.
–დამშვიდდი–გამეცინა..შემდეგ კი უკან სკამზე დაბრუნდა და ინტერესით დაუწყო დაჩის თვალიერება.
–ხოდა ერთ საღამოს,სრულიად შემთხვევით ჩემს წინ სურათი დამიდგა,როგორ უმიზნებს ერთი ბიჭი მეორეს იარაღს,რათქმაუნდა თავი ვერ შევიკავე და იმ ბიჭის შეჩერება მოვინდომე,თავიდან დაჩის ჩემი დასჯა სურდა,ხელის შეშლისთვის,მაგრამ გადავწყვიტეთ,რომდავმთვრალიყავით და მთელი ღამე სხვადასხვ ბარში გავატარეთ–თვალი ნერსეს გადავავლე და დავინახე როგორ დაეჭიმა ყელზე ძარღვი,ამიტომ ვეცადე ზედმეტი დეტალი ამომეღო–ნუ მოკლედ აღმოჩნდა,რომ ერთმანეთს ძალიან გავუგეთ და იმის მერე ხომ ხედავთ განუყრელები ვართ,თან არშემიძლია არ ავღნიშნო,რომ იქ ჩემი ლამაზი გოგო,რომ დგას დაჩის დაბადებისდღის საჩუქარია.–მივუთითე მანქანაზე.
–სერიოზულად?–ნერსე წამოდგა და დაჩის შეხედა–იმდენად კეთილი ხარ,რომ მეგობარს მანქანა აჩუქე?–სარკაზმულად უთხრა ნერსემ,გასაგებია,ეჭვიანობდა..მაგრამ მან არცკი იცოდა,რომ გვერძე დაჩის შეყვარებული ეჯდა.
–ნერსე დამშვიდდი–ხელი მოვხვიე წელზე–მის გვერდით ელენეა,დაჩის შეყვარებული და ჩემი მეგობარი–ნერსეს ავხედე და ისიც წამში დამშვიდდა,ელენეს ვინაობის დადგენის შემდეგ–ელენე ჩემი კურსელია,დასავით მყავს ყველგან ერთად დავდივართ,ის ძალიან ჭკვიანი და სერიოზულია,თუმცა უნდა ვაღიარო,რომ არა ის ალბათ უნივერსიტეტიდან გამომაგდებდნენ ჩემი კომენტარების გამო.
–და ბოლოს,ნერსე ჯიშკარიანი,ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული,ყველამ იცით ჩემი და ნერსეს ისტორია,ზოგს იმის ბედი არ აღმოაჩნდა,რომ ამ ისტორიისთვის თვალი არ ედევნებინა.
–მაგალითად ჩვენ–ხელი აწიეს ბათუმ და ლილემ.
–ამათ ჩხუბს,რომ მოუსმინოთ იფიქრებთ,რომ ყველაზე მეტად ეზიზღებათ ერთმანეთი–თქვა ლილემ.
–მაგას კიდე არაუშავს–დაიწყო ბათუმ–ყველაზე საშინლება ის იყო,რომ ერთმანეთზე აბოდებდნენ და არცერთი დგავდა პირველ ნაბიჯს,მუდამ ერთმანეთს ეჯინებოდნენ და ამან მე მაჭანკლად მაქცია–დანანებით ჩაილაპარაკა ბათუმ.
–მოკლედ ვფიქრობ,რომ ამ ადამიანის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია,ამიტომ როგორც ჩემმა მეგობრებმა მინდა ჩემი ბედნიერება გაიზიაროთ,ნერსე კი დღეიდან ჩემს ქმრად ჩათვალოთ..სულ ეს იყო,რაც მინდოდა,რომ მეთქვა მინდა ერთმანეთს იცნობდეთ დს იცოდეთ,რომ თქვენზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია–გავიღიმე და ყველას ერთად გადავხედე.

ნერსე
ანასტასიამ ყველაზე პატარა ისტორია მოყვა,თუმცა ეს ონიანი მაინც არ მომწონდა..არც კი მინდოდა წარმომედგინა,როგორ სვავდნენ და ერთობოდნენ ერთად..ეს მე ნერვებს მიშლიდა..ლაპარაკი დაიწყეს და ადვილად შევიდნენ ერთმანეთთან კონტაქტში..ანასტასიას ვუთხარი,რომ ცოტახნით გავიდოდი და უკანა ეზოში სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გამოვედი.
–ნერსე–უკნიდან ბიჭის ხმა მომესმა–ფეხზე ავდექი და შევტრიალდი ის ონიანი იყო.
–გისმენ.
–სალაპარაკო გვაქვს–სერიოზული ხმით მითხრა.
–გისმენ.
–ანასტასია,ერთერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია ვინც კი გამაჩნია,ვიცი შენსგამო რისი გადატანა მოუწია,შენ არც კი იცი როგორ მდგომარეობაში იყო,მას ძალიან ვუფრთ...
–მომისმინე–ახლოს მივედი და თავს ძვლივს ვიკავებდი,რომ კედელზე არ შემომენარცხებინა..გასაგებია,რომ მეგობარი იყო,მაგრამ ვიღაც დაჩი არუნდა მასწავლიდეს როგორ გავუფრთხილდე საყვარელ ქალს.–მე არვიცი შენ ტასო რა მდგომარეობაში ან სად გაიცანი,მაგრამ შენი რჩევები და გაფრთხილებები მე არ მჭირდება,ანასტასია ჩემთვის ერთერთი კიარა ყველაზე ძვირფასია და მის კიდევერთხელ წყენინებას სიკვდილი მირჩევნია,შენ კი გაფრთხილებ,რომ ზედმეტად არ შეიჭრა მისი დამცველის როლში განსაკუთრებით თუ მის დაცვას ჩემგან ცდილობ.
ჩაიცინა და ისიც მომიახლოვდა.
–შენი არმეშინია ჯიშკარიანო,ნუ გგონია,რომ მთელი ცა და დედამიწა შენია,თუ ერთხელ მაინც ვნახავ შენი მიზეზით ატირებულ ტასოს,გეფიცები მოგკლავ.
–თავს ძვლივს ვიკავებ სახე,რომ არ დაგილეწო და იცი ამას რატომ ვაკეთებ? იმიტომ,რომ ჩემი ცოლისთვის–ეს სიტყვა გამოვკვეთე–ძვირფასი ადამიანი ხარ და შენზე იდარდებს.
რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ ეზოში ტასო გამოვიდა.
–ბიჭებო რასშვრებით?–ღიმილით მოგვიახლოვდა.
–არაფერს საყვარელო,აქაურ ბუნებაზე ვსაუბრობდით.–გავუღიმე და ხელი მოვხვიე.
–ხო,მართლაც მშვენიერი ადგილია–მხრები აიჩეჩა დაჩიმ.
–უი მართლა–ანასტასიამ შემომხედა–რატომ არ მითხარი,რომ სკოლა არ გქონდათ?
–ხო,დამავიწყდა..
–იცი? რაღაც იდეა მაქვს და მერე ვილაპარაკოთ ოღონდ ეხლა შევიდეთ.
შიგნით შევედი და საუბარი გავაგრძელეთ ბავშვებმა,უკვე ღამე იყო..კესო ტასოს და იბრძოდა,რომ თბილისში დაბრუნებულიყო,თუმცა მარინე არ უშვებდა ეხვეწებოდა დარჩი და დილით მზის შუქზე იარეთო..ბევრი ბრძოლის მერე კესომ გაიმარჯვა სამსახური მაქვს ვერ დავრჩებიო,ერთი თვის მერე ქორწილზე შეთანხმდნენ მანამდე კი ნათესავებს გააფრთხილებდნენ კესოს მსგავსად ელენეც და ის ონიანიც წაბრძანდნენ და როგორ მოვიტყუო მეწყინა–თქო.
გავაცილეთ და ანასტასია მომიტრიალდა.
–სიმართლე გითხრა,გამიხარდა,რომ წავიდნენ.
ძალიან დამაბნია მისმა ნათქვამმა.
–არმინდა,რომ ომის პერიოდში აქ იყვნენ,განსაკუთრებით კი არმინდა,რომ მთავარმა შენიშნოს ასე მათ საფრთხეში ჩავაგდებ.
ახლა უკვე გასაგები იყო,რათქმაუნდა მათზე ზრუნავდა.
–არ ინერვიულო,მთავარს საბოლოოდ მოვიცილებთ და მერე შეგიძლია მთელი უნივერსიტეტი ამოიყვანო.
დასაძინებლად წავედით,საწოლზე გადავწექი,ანასტასიაც გვერძე მოიწვა და თავი ჩემს მერდზე დადო,მიყვარდა,როცა ასე ვიწექით მის თმებში თითები მებლანდებოდა და ეს ძალიან მომწონდა,მისი ხვეულებით კი ვთამაშობდი,ამ დროს მინდოდა უბრალოდ ყველაფერი გაჩერებულიყო.
–ნერსე..–დაიწყო ტასომ.
–ჰოუ..
–მინდა,რომ ჩემი სასახლე სკოლად გადავაკეთო.
–რაა?
–ხო,მინდა,რომ სკოლად გადავაკეთო და აქაური ბავშვები უფასო განათლებით ვუზრუნველყო.
–ძალიან კარგი იდეაა საყვარელო–თავზე ვაკოცე და უფრო მივიხუტე.
–ვიცი,ეს ცოტა შორეული მომავლის გეგმაა,მაგრამ მინდა.
–ყველანაირად მხარში გიდგავარ.
–ვიცი...
ორივეს სწრაფად ჩაგვეძინა,ძალიან დაღლილები ვიყავით.

ანასტასია.
დღეები დღეებს მიყვა და ის დაწყევლილი თარიღიც მოახლოვდა,ომი კარს მოგვადგა..მარინე,ნიაკო და დედამისი,ლილე და ყველა მოახლე უსაფრთხო ქოხში გავუშვით..ზურა ეკლესიაში იყო და დღედაღამეს ლოცვაში ატარებდა,მე მშვილდოსნებს ვავარჯიშებდი და ისრების თლით ვიყავიი დაკავებული,თუმცა ამბოლოდროს თავს კარგად ვერ ვგრძნობდი..რაღაც მაწუხებდა..ნერსემ რამდენჯერმე შენიშნა ჩემი სისუსტე,მაგრამ ვცდილობდი,რომ არ დამენახებინა მისთვის,თორემ დარწმუნებული ვიყავი,რომ მეც უსაფრთხო ქოხში გამიშვებდა..ახლა მე ცალკე მშვილდოსნებთან ერთად ისრებს ვთლიდი და თან ვავარჯიშებდი,ნერსე სხვა მხედრებთან ერთად ალაგებდა სტრატეგიებს სასახლეში.
–მკლავი ოდნავ გაწიე–ბიჭს ხელი შევუსწორე.
–ღრმად ჩაისუნთქე და ისე ისროლე–ახლა მეორისკენ წავედი.
მწკრივში ყველას შევუსწორე რაღაც და ახლა ისრებს,სადაც თლიდნენ იქით წავედი.
–ქალბატონო ათანასია–ჩემი არმიიდან ერთი ბიჭი გამომეკიდა–დავით აზნაურმა რამდენიმე ისრების შეკვრა გამოგვიგზავნა წერილით.–წერილი გამომიწოდა.
ხელი გავიშვირე,რომ გამომერთვა,მაგრამ თავბრუ დამეხვა და ცოტა წავბორძიკდი..მკლავით დამიჭირა და იქვე სკამზე ჩამომსვა.
–ქალბატონო ათანასია!–იყვირა ბიჭმა–კარგად ხართ?
–ჩშშ ნუ ყვირი,კარგად ვარ მადლობა–გავუღიმე ბიჭს და ვეცადე გამეჩუმებინა,ნერსე სასახლის აივანზე იდგა და,რომ გადმოეხედა ძალიან მარტივად დაინახავდა ყველაფერს.
–მართლა კარგად ხართ?–ბიჭი არ მშორდებოდა.
–კი,მართლა–გავუღიმე–შეგიძლია საქმეს დაუბრუნდე–წერილი გავხსენი.
„ქალბატონო ათანასია,დიდ აზნაურები გატყობინებთ,რომ ჩვენი ჯარები მზად არიან და ხვალ მზის ამოსვლისას თავის პოზიციებზე განლაგდებიან“
წერილი დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე,ნერსესთვის აუცილებლად უნდა მეცნობებინა..კიბეს ავუყევი და თავისი საქმე შევაწყვეტინე.
–აზნაურებისგან წერილი მოვიდა,მზად არიან და მზის ამოსვლისას თავის პოზიციებზე იქნებიან–მივმართე ყველა იქ მყოფ თავადს.
–ძალიან კარგი–ჩაილაპარაკეს და რუკაზე რაღაც წერტილები მონიშნეს..
უკან გამოვბრუნდი,მაგრამ ნერსე წამომეწია და მისკენ მიმაბრუნა.
–როგორ ხარ–მკითხა თბილად.
–კარგად,უბრალოდ ცოტა დავიღალე.
მომეხვია და საფეთქელზე მაკოცა.
–სულ რაღაც ორი დღეც და ყველაფერი კარგად იქნება.
–ვიცი–გავუღიმე მოწყვეტით ვაკოცე და მივტრიალდი,მაგრამ სწრაფად მომატრიალა და ამჯერად ძლიერად მაკოცა ტუჩებზე.
–მიყვარხარ.
–მეც მიყვარხარ–გავუღიმე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
–ჩაიცვი რა არ გამიცივდე.–მითხრა ცხვირზე მიჩქმიტა და თავისი მოსასხამი შემომახვია.
–დეჟავიუ მაქვს–გამეცინა და ნაბადის ამბავი გამახსენდა.
–კიდევ გექნება ეგ დეჟავიუ.
–კარგი,წავედი ეხლა..მშვილდოსნები მყავს მოსამზადებელი.
–მიდი–შუბლზე მაკოცა და საქმეს მიუბრუნდა.
მთელი დღე აქეთ–იქით დავრბოდი..საშინლად გადავიღალე,ჯერ მარტო ასორმოცდაათამდე მშვილდოსანი მოვამზადე..ისრების ჩალაგება,ეტლით ბრძოლის ველზე გადატანა და ის ყველაფერი,რაც საჭირო იყო მშვილდოსნებისთვის ანუ ჩვენთვის.
–დაიღალე ჩემოპატარა?–უკნიდან ჩამეხუტა ნერსე.
–ნწ,სულ ცოტათი.
–ნერსე,ტასო მოდით რა ორი წუთი–ბათუმ გამოგვძახა სათათბირო ოთახიდან.
ჩვენც ოთახში შევედით..ყველა თავადი მაგიდას მისხდომოდა,ჩვენც წავედით და მაგიდას მივუჯექით.
–ამ მაგიდასთან ოდითგანვე იკრიბებოდნენ ჩვენი წინაპრები,ჯიშკარიანების სასახლე მუდამ იბრძოდა ამ ქალაქის შენარჩუნებისთვის და დანარჩენი ოჯახებიც მათი თაოსნობით მუდამ მშვიდობისთვის ვიღწვოდით..ყველამ კარგად ვიცით ამ მაგიდასთან რამდენი ომი დაგეგმილა,ისიც კარგად ვიცით რამდენი ვაჟკაცი დაღუპულა,ჩვენი მიწის დასაცავად..ჩვენ არასდროს შეგვშინებია ბრძოლის,პირიქით სისხლი სწრაფად გვიჩქეფს,როცა მტერს ხმლებზე ვაცვავთ,თუმცა ვიმედოვნებთ,რომ ამ მაგიდასთან შეკრება ომის სტრატეგიების დასაგეგმად კიარა აქ ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის მშვიოდობიანი ქალაქის ასაშენებლად მოვიყრით თავს.
თავადის სიტყვებს მაგიდაზე მუშტების ბრახუნი მოჰყვა..საშინლად მომხვდა ყურში ეს ხმა და თავზე ხელი მივიდე.
–კარგად ხარ?–ჩამჩურჩულა ნერსემ და ხელზე ხელი დამადო.
–კი,უბრალოდ დავიღალე–ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია და ცერა თითით მეფერებოდა.
თითოეულმა თავადმა თავისი სიტყვა თქვა ამჯერად ნერსეს ჯერი დადგა..ფეხზე წამოდგა,ისე მომწონდა,როცა ასე წამოდგებოდა..ძალიან მამაკაცური და სიმპატიური იყო.
–მართალია ჩემი ოჯახი მუდამ თავში ედგა ამ ქალაქს,მაგრამ,რომ არა თქვენ ჩემო მეგობრებო და თანამებრძოლებო,მარტო ვერაფერს გავხდებოდით,ჩვენი მტავარი მიზანი ჩვენი მიწის და ჩვენი ხალხის დაცვაა,მე თქვენი მჯერა. ვიცი,რომ ყველაფერი,გამოგვივა და ერთად გავდევნით იმ სიბოროტეს,რომელიც ჩრდილად შემოეკვრა ჩვენს სახლს..სიმამაცე და სიძლიერე მოვიკრიბოთ ბიჭებო და მტრების სისხლით მოვრწყოთ ჩვენ მინდორველი.
ისევ მუშტების ბრახუნი მოყვა,ნერსეს სიტყვას..ვუყურებდი და ვამაყობდი,რომ ამ კაცის ცოლი ვიყავი..ღვინის ჭიქა აწია,ყველამ იგივე გაიმეორა.
–არ დალევ?–გადმომხედა ნერსემ.
–არა,თავი მტკივა ცოტათი და ვერდავლევ.
–კარგი–თავზე მაკოცა და ღვინო ბოლომდე დალია.
–უფალი გვფარავდეს–დაიძახეს ერთად და დაიშალნენ.
საძინებელში შევედით თუარა ფეხსაცმელი გავიხადე და საწოლში ჩავწექი.
–ნასია ძაან გტკივა?
–ნწ,არა პროსტა გაბრუებული ვარ და დაღლილი.
ნერსე გვერძე მომიწვა და უკნიდან ჩამეხუტა.
–ძალა უნდა მოიკრიბო ხვალისთვის,თუარგაგიარა კიდე ქოხ..
–ნერსე სულ,რომ ვკვებოდე მაინც წამოვალ ომში.
–კარგი..თავს ზემოთ ძალა არაა.
უცნაური იყო,მაგრამ იმდენად არ ვნერვიულობდი,როგორც პირველ ჯერზე არადა იმაზე ოთხჯერ მაშტაბური ომი გველოდა..რაიქნებოდა რომელიმე ჩვენგანს რამე,რომ დამართნოდა? ან მთავარს,რომ გაემარჯვა ხალხს რა ბედი ეწეოდა? ნერსე,რომ ნერსე...თავიდან ამოვიგდე ეს ფიქრი და მისკენ გადავტრიალდი..როგორც შემეძლო ისე მივეხუტე და მის სუნს ხარბად ვსუნთქავდი..ჩემმა ფიქრებმა შემიპყრო და იმის შიშით,რომ ნერსეს რამე დაემართებოდა კანკალმა შემიპყრო ახლახანს თავი ისე უსუსურად ვიგრძენი..არცკივიცი რა დამემართა ლოყაზე სისველე ვიგრძენი ხელი მოვისვი და ვტიროდი..რატომ ვტიროდი ვერ მივხვდი..
–ტას..–დაიჩურჩულა ნერსემ გადაიხარა და სანათი აანთო,ისევ მომიბრუნდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია–რა გატირებს მოხდა რამე?
–არაფ..ერი–ვსლუკუნებდი ორი წლის ბავშვივით.
–ნასია შემომხედე..გაწყენინა ვინმემ?–წარბები შეკრა ნერსემ.
–არა..–თავი გავიქნიე,
–აბა რაგატირებს.
–ნერსე,ხვალ..–ისევ ამოვისლუკუნე–ხვალ რამე,რომ მოგივიდეს?
–მაგიტო ტირიხარ? რაუნდა მომივიდეს,როცა შენ მყავხარ ჩემო პატარა–ჩამეხუტა და თავზე მაკოცა–მაგის გამო არ ინევიულო შენ.
–ხ..ხოიცი არ ვტირი ხოლმე,მაგრამ რა დამემართა არ..ვიცი–თავი მართლა ორი წლის ბავშვი მეგონა.
–ტას,კარგი რა ხოიცი,რომ ტირიხარ ცუდად ვხდები.–ისევ მეფერებოდა და მეხუტებოდა.
–ვერ ვჩერდები–ვტიროდი და თავს ვერ ვიკავებდი–რა მემართება?
–ახალი ამბავი გაიგე? ჩვენი პატარა ნიაკო ერთკვირაში რვა წლის ხდება.
–მართლა?–ცრემლები ნელნელა ჩერდებოდნენ.
–კი,შენ,რომ იცი ეგეთ წვეულებას ხომ მოუწყობ?
–კი აბა რა,ბუშტებსაც გავუკეთებ–ცრემლები ღმილში გადამეზარდა და გახარებული ვფიქრობდი როგორ მესიამოვნებინა ჩვენი ციცქნასთვის.
ნერსე ნიაკოს დაბადებისდღეზე მელაპარაკებოდა..სევდა ნელა სიხარულში გადამეზარდა,მერე უკვე მივხვდი ამას რატომ აკეთებდა..თუმცა იმას ვერ მივხვდი მე რა დამემართა და ასე ემოციურად რატომ ვიქცეოდი..

ნერსე
არვიცი ნასიას რა დაემართა..ძალიან სუსტად იყო,თან ძალიან ემოციურად ალბათ გადაიღალა მტელი დღე,ბოლოს როგორც იქნა დავაწყნარე და მშვიდად ჩემზე მოხუტებულს ჩაეძინა,გვიანობამდე არმეძინა ვუყურებდი მის სახეს და ვხვდებოდი,რომ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი კაცი ვიყავი.რომ ეს ქალი ჩემი ცოლი იყო..ფრთხილად ვუსვავდი კულულებზე ხელს და ბედნიერი ვიყავი,რომ მისი სუნთქვა მესმოდა.
ბოლოს მეც ჩამეძინა.

ანასტასია
დილით საყვირის ხმამ გამაღვიძა თვალი,რომ გავახილე სარკესთან ნერსე საბრძოლო სამოსს იცვავდა..
–უკვე ცხრა საათია?–შევხედე გაოცებულმა.
–კი..–საწოლზე გადმოწვა და მოწყვეტით მაკოცა.
–რატო არ გამაღვიძე ალბათ მშვილდოსნები მელოდებიან უკვე.
–არაუშავს..დრო გაქვს.
ფეხზე წამოვხტი და კარადიდან სპეციალურად ასეთი სიტუაციისთვის მომზადებული წელვადი შარვალი და სქელი ზედა ჩავიცვი..სარკესთან მივედი ნერსეს მსუბუქად ვკარი ტანი და გვერძე გადავაგდე.
–სარკე ჩემია მთლიანად–ენა გამოვუყავი და თმა მაღლა ავიწიე,სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებდი.
უკნიდან ნერსე ჩამეხუტა.
–შენი ფერი არ მომწონს ნასია,ექიმთან აუცილებლად უნდა წავიდეთ.
–არაფერია,ეს კვირა საკმაოდ გადატვირთული გვქონდა და გადავიღალე ნუ ნერვიულობ–მასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
–ნერსეე..
–ხო..–უკვე ფეხსაცმლის შეკვრა დაიწყო.
–დამპირდი,რომ ფრთხილად იქნები.
–გპირდები–ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაც ამპულა ამოიღო,შემდეგ კი გამომიწოდა..ვიცოდი ეს რაც იყო.
–ის არის,რაც მგონია? ანტიდოტია იმ საწამლავის ხო?
–კი ანტიდოტია,შენთვის მთავარი არ მითქვამს,ეს შვიდი თვე ბათუ და ლილე გამწარებულები მუშაობდნენ იმ საწამლავის ანტიდოტზე,რომელსაც ვიცოდით,რომ მთავარი ისევ გამოიყენებდა,მოახერხეს და რამდენიმე ანტიდოტი დაამზადეს..მინდა,რომ აუცილებლად გქონდეს.
ანტიდოტი გამოვართვი და ჯიბეში ჩავიდე.
–შენც ხო გაქვს?
–კი მაქვს..მისმინე ნასია..რაც არუნდა მოხდეს,ეცადე,რომ ჩემტან ახლოს იყო,წინა ომის დროს რაც გააკეთე ძალიან სახიფათო,მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო..რაც უფრო ახლოს მეყოლები შენს დაცვას უკეთ შევძლებ.
–ნერსე მე ჩემი პოზიცია მიკავია..თან ამჯერად მეტი ხალხის პასუხისმგებლობაა ჩემს კისერზე..ხალხი ომში მე მომყვება ხომ იცი ეს რას ნიშნავს? იმას,რომ მაგალითი უნდა ვიყო ჩემი მებრძოლებისთვის.
–მესმის,მაგრამ ჩემთვის მთავარი შენ ხარ,მხოლოდ შენ.
ვაკოცე და ოთახიდან გამოვედით,პირველსართულზე ჩავედით ჩემი მშვილდისარი ავიღე და ჩემი თანამებრძოლებისკენ გავიხედე..ნერსეს შევხედე ის მხედრებისკენ იყურებოდა,აქ უნდა დავშლილიყავით სტრატეგიის მიხედვით ჯერ მშვილდოსნებს უნდა დაგვეკავებინა ჩვენი ადგილი..ჩემსკენ გადმოიხარა მაკოცა და ჩამეხუტა–მიყვარხარ ნასია.
–მეც მიყვარხარ და –საყელოზე მოვქაჩე და ქვემოთ დავწიე–არგაბედო და სახლში დაჭრილი არ დამიბრუნდე–ტუჩებზე მაგრად ვაკოცე და უკან მოუხედავად წამოვედი.
–ბიჭებო!!! აბა შემართებით უკვე გავდივართ! ეტლებზე დასხედით! ისრები მოიმარაგეთ!
ნახევარ საათში უკვე მდელოზე ვიყავით გამაგრებულები და კოცონები გვენთო ცეცხლიანი ისრების სასროლად,ისრებიც მომარაგებულები გვქონდა.
როგორც კი ნიშანი მივიღე,რომ მხედრებიც განლაგდნენ თვალს ჩრდილოეთს არ ვაშორებდი იქ,სადღაც ტყეში ნერსე იდგა თავისი ჯარით.
–ქალბატონო რას გვიბრძანებთ?–კანკალით მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი,ძალიან შეშინებული ჩანდა–რას გიბრძანებ? გიბრძანებ,რომ დაჯდე და აი ეს დალიო!–ღვინო გავუწოდე.
–კი,მაგრამ ქალ..
–მიდი ერთ ყლუპი მხნეობისთვის.
გამიღიმა და ერთი ყლუპი დალია.
–მადლობა.
მდელოდან გადავიხედე და დავინახე,რომ ბათუს არმიაც მზად იყო..ვიგრძენი სისხლი როგორ ამიჩქარდა ვენებში.
საყვირმა ორჯერ ჩაბერა,ეს იმას ნიშნავდა,რომ ჯარი,რომელიც მთავარის არმიას გამოიტყუებდა უკვე იქ იყო მაქსიმუმ თხუთმეტწუთში ჩვენი ჯერი დგებოდა,ჩვენ უნდა დაგვეცვა გამომტყუებელი ჯარი..
–ბიჭებო იციტ ეს ხმა რას ნიშნავს?!!–ვიყვირე და ყველას ყურადღება მივიპყარი–ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენი მეგობრები ახლა იქ ფაქტობრივად თავს წირავენ.ზედმეტად,რომ დავაგვიანოთ,ერთი ისარი მაინც ერთი წამით გვიან,რომ გავისროლოთ შეიძლება ჩვენს მეგობარს მტერმა სიცოცხლე წაართვას,ამიტომ გაიაზრეთ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ ომში მშვილდოსნებს ჩემს მითითებებს მიყევით და ყველაფერს შევძლებთ ბიჭებო!
–დიახ ქალბატონო!!!
უკვე დავინახე როგორ გამოიჭრა მინდორში ორმოცდაათი კაცი..
ბიჭებო მოემზადეთ!
დაჭიმეთ მშვილდები!
ისროლეეთ!
ასამდე ისარი გაიჭრა ჰაერში.
მშვილდი მოვზიდე და ისარი პირდაპირ თავში დავასვი ერთ–ერთ მხედარს.
ერთიდაიგივეს ვიმეორებდი მოემზადეთ,მოზედით,ისროლეთ...ბევრი გავცხრილეთ..როგორც კი მტერს..დამხმარე ძალა მოუვიდა გეგმის მიხედვით ოთხივე მხრიდან შემოარტყეს კრუგი,ჩვენებმა და წავიდა კვლა–ჩეხვა..ამდროს ცოტა საშიში იყო ისრების სროლა,მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.
–ბიჭებო ყურადღებით! კარგად დაუმიზნეთ,ფრთხილად.
–ისროლეეეთ!!!
–ბესო!–მოვიხმე ერთი მაცნე.
–გისმენთ ქალბატონო!
–რამდენი მშვილდოსანი მოგვიკლეს?
–სამი ქალბატონო.
–სამნი?–თავი ჩავხარე.
–მათი სხეულები დაიცავით,ბესო..შესაფერისად უნდა დავკრძალოთ.
–დიახ ქალბატონო.
ბრძოლის ველზე საშინელი არეულობა იყო..ნერსეს თვალებით ვეძებდი,მალე ვიპოვე კიდეც–ისრებს მის ირგვლივ ვისროდი და მის მეტოქეებს ვხოცავდი.
–ქალბატონო თქვენს გვერდით მიგულე–გვერძე ის პატარა ბიჭი ამომიდგა,წეღან ღვინო,რომ დავალევინა.
–მოშორდი ნაპირს–ვუყვირე და მისი უკან დაწევა ვცადე.
–დაგიცავთ!–გამიჯინიანდა ბიჭი.
მეტოქე მშვილდოსნები ჩვენს პარალელურ მდელოზე გამაგრდნენ,ჯანდაბა ეს ცუდია,ძალიან ცუდია..
–ყველანი დაიხარეთ სასწრაფოდ!!!–ვიყვირე და ბიჭს მკლავზე მოვქაჩე,რომ ძირს დამეგდო.
რამდენიმე ისარმა გადაგვიფრინა თავზე..
–ბიჭებო!!! ისრები მოზიდეთ! ისროლეეთ! ვიყვირე და ახლა ჩვენ გავისროლეთ მათი მიმართულებით ისრები.
ზოგმა დახრა ვერ მოასწრო,აშკარად ვჯობნიდით,მაგრამ მათი დრო არ გვქონდა,ახლა ჩვენს ჯარებს უნდა დავხმარებოდით.
–მოკლედ!!! მისმინეთ ბიჭებო! სროლა არ შეწყვიტოთ! რამდენიმე მშვილდოსანი გამომყევით და ისრები მოიმარაგეთ!
ოცი მშვილდოსანი დავიძარით და ჩუმად გადავედით სხვა მდელოზე იქიდან ჩვენს მხედრებს ვეხმარებოდით..ჩვენი მშვილდოსნები იმათ მშვილდოსნებს ებრძოდნენ ჩვენი ნაწილი კი მხედრებს ვეხმარებოდით.
–ქალბატონო უკნიდან გვიტევენ!–დამიყვირა ერთერთმა უკან გავიხედე და დავინახე მრავალი მხედარი როგორ ამოდიოდა ჩვენსკენ.
–ბიჭებო ესროლეთ!!!
ვიყვირე და თან ჩვენს მშვილდოსნებსაც ვანიშნე,რომ უკან მიეხედათ..ნერსეს მზერა დავიჭირე..მიხვდა,რომ დახმარება გვჭირდებოდა თავის ჯართან ერტად გადმოვიდა და მდელოზე სასაკლაო მოაწყო.
მასთან მივირბინე.
–კარგად ხარ–მისი სისხლიანი საე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე.
–მე კი შენ?–ამათვალიერა და ხელი კისერზე მომადო.
–მეც კარგად ვარ.,მადლობა,რომ დაგვეხმარეთ.
–ნასია თავს გაუფრთხილდი–იყვირა და უკან დაბრუნდა.
–შენც–ჩავილაპარაკე ჩემთვის.
ბრძოლა დაუნდობელი იყო,ერთი მშვილდოსანიც არ დაგვიტოვებია ცოცხალი დანაკლისი მათზე ცოტა გვქონდა,რადგან კარგი სტრატეგიით ვიხელმძღვანელეთ.
–უკვე ვზეიმობდით მდელოს დასაწყისში მრავალრიცხოვანი ჯარი,რომ შემოიჭრა..კლდის უკან სტრატეგოსები და მთავარსარდალები შევიკრიბეთ..
–ვერ გავუმკლავდებით! რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ იყვირა ბათუმ.
–მე ვიცი,რაც უნდა ვქნათ –დავიყვირე და საწვავი,რომელიც კოცონის დანთებისთვის გამოვიყენე და ჩამოვიტანე..
–ეს რაში გჭირდება?!–მითხრა ერთ–ერთმა მხედართმთავარმა.
–ცეცხლისთვის!!! მომისმინეთ! ხაზად დაასხავთ,მე ცეცხლიან ისარს ვესვრი და ზოლად წაეკიდება ცეცხლი,ცეცხლს ვერ გადმოკვეთენ დრო გვექნებარომ კვალი ავურიოთ.
ყველას სახე გაუნათდა.
–კარგია!–საწვავი გამომართვა მხედარმა და დასასხმელად წაიღო.
–ყველაზე ჭკვიანი მყავხარ–შუბლზე მაკოცა ნერსემ და უკან წავიდა,
მდელოზე ავძვერი,როგორც კი საწვავი დაასხა ზოლადცეცხლმოკდებული ისარი ვესროლე და ცეცხლის მაშინვე აალდა მხედრებმა გადმოკვეთა ვერ მოასწრეს,ცხენები ორ ფეხზე დაუდგათ და დაბნეულები იხედებოდნენ.
–სწრაფად!!! სწრაფად! იქეთ.
მთელი არმია აბარგდა და სხვა მხარეს წავედით...
ცეცხლი როგორც კი ჩაქრა დაბნეული მხედრები აქეთ–იქით იყურებოდნენ..
ჩვენ ტყეში იგივე პოზიციებზე გადავლაგდით და იგივე ტაქტიკით განვაგრძეთ.
ბრძოლა დიდიხანი გაგრძელდა,თუმცა ყველაზე სახიფათო ნაწილი ახლა იწყებოდა..როგორც ვთქვიტ ყველა არმიის ნაწილი შევერთდით და ერთიანი ძალებით გავილაშქრეთ მთავრის ჯარისკენ.
წინა ხაზებში მე,ბათუ,ნერსე და სხვა მთავარსარდალები ვიდექით.
ნერსეს ცხენი მოუყვანეს,ცხენზე შემსვა და თვითონაც უკან მომიხტა,სწრაფად მივედით და დავინახე იმ წყეულის ბოროტი სახე.
–ოჰ მოგესალმები ქალბატონო ათანასია.–მომმართა მთავარმა.
–იმედიმაქვს უკანასკნელად გესალმები.
–დიახ მეც იმის იმედიმაქვს,რომ უკანასკნელად მომესალმები,რადგან დღეს შენი თავი ჩემი სასახლის ჭიშკარზე უნდა დავკიდო.
ნერსემ ხმლისკენ წაიღო ხელი და მისკენ წავიდა,მკლავით დავიჭირე წინ კი ბათუ გადაუდგა.
–დამშვიდდი ნერსე.
–ვაჰ როგორ მაგიჟებს ეს ჯიშკარიანის გამოხტომები–ჩაილაპარაკა მტავარმა.
ცოტახანში ბრძოლაც დაიწყო,ჩვენი მიზანი მთავარი იყო,მასთან მისვლას ვცდილობდით ყველა ჩვენგანი.
ნერსეს უკან ვიბრძოდი,ერთერთმა მხედარმა ხმალი მომიქნია ისრით ვერ შევაჩერებდი,ნერსე მოტრიალდა და თავი პირდაპირ ჩემს წინ მოაჭრა,მისი სისხლი ტანსაცმელზე გადამესხა,გლისრევის შეგრძნება გამიჩნდა,ნერსემ ლოყაზე ხელი მომითათუნა.
–რამე ხოარდაგიშავა?
–არა,არაფერი.
ისევ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით..უკნიდან შემოვურბინე მთავარს და ისარი დავუმიზნე..უცბად უკნიდან ვიღაცამ თავი გადამაწევინა და ყელზე ხანჯალი მომადო.
–აპ აპ..გაჩერდით!–ასეთი მოძრაობით მიმიყვანა ჩემი არმიის წინ.
–როგორც ჩანს თქვენი ერთერთი მთავარსარდალი მე მყავს–მთავარმა წინ გამიყვანა და ყველას თანდასწრებით დამაყენა.
ნერსე,ომ დავინახე სახე გაფითრებოდა.
–გაუშვი!–უყვირა მთავარს.
–და რატომ?
–თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს თორემ!–დაიწყო ნერსემ.
–მემგონი იმ სიტუაციაში არ ხარ,რომ დამემუქრო.
–რაგინდა ჩემგან?
–შენგან? ნუთუ არიცი?
–ვიცი,ვიცი..
თავი უფრო გადამაქაჩინა და ხანჯალიც უფრო მომაბჯინა ყელზე.
–ხელი გაუშვი–მეთქი ნერსე ხმლით გამოიქცა,მაგრამ წინ გადაუდგნენ ჩვენი მთავარსარდალები და კიდევ კარგი,რომ შეჩერეს არც კივიცი რამოხდებოდა.
–რაგინდა მითხარი და ყველაფერს გავაკეთებ,ოღონდ ანასტასია გაუშვი.
–რა რომანტიკაა,თუმცა არაფერი მინდა გარდა მისი სიკვდილისა.
–ნერსე მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები–შევხედე ნერსეს და ვეცადე მისი ყველა ნაკვთი დამემახსოვრებინა,
–ნასია არა,ამას არდავუშვებ!
–ხო ვნახავთ–ჩაიცინა მთავარმა.
უცბად საყვირის ხმები გაისმა და უცხო ჯარი შემოიჭრა უცხო დროშით...მთავარის დაბნეულობით ვისარგებლე,იდაყვი ავკარი და ხანჯალი გავაგდებინე,სანამ მისი ხელქვეითები დამიჭერდნენ,მოვასწარი და ნერსესკენ გავიქეცი მისმკლავებში მოვხვდი.
–კარგად ხარ? შემომხედე–სახეს მიჭერდა ნერსე.
ჯარი მტავარს შემოერტყა,ყველა მძევლად აიყვანეს..ორად გაიყვნენ და ცხენზე ამხედრებული კაცი შემოვიდა...არარსებობს...კი მაგრამ როგორ? რანაირად?!
გაოცებული ვუყურებდი ცხენზე ამხედრებულ ჩოხაში გამოწყობილ კოკას ანუ მამაჩემს.
მთავართან გააჩერა ცხენი,მასთან მივიდა და მუშტი დაარტყა.
–ხომ გაგაფრთხილე ჩემი ოჯახისგან თავი შორს დაიჭირე–თქო!
–მამა??–წინ გავედი და კოკას დანახვისას გული გამიჩერდა ლამის.
–გამარჯობა ჩემო პატარავ.
–კი,მაგრამ შენ ხო კომაში იყავი?
–არ გითხრა კესომ? ათი დღის წინ გავირვიძე და რაც შენი ამბები გავიგე პირდაპირ აქეთ გამოვეშურე.
–გეყოფათ ეს ბანალური საუბარი!–იყვირა მთავარმა.
ორი ძველი მტერი კლდის პირას იდგა და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდა.
–ჩვენი მტრობა ჩვენშივე დავტოვოთ ფრიდონ–შეხედა მამაჩემმა მთავარს,ანუ ფრიდონი? ეს არის მთავარის სახელი?
–მტრობა? აი შენ მტრობა–მთავარმა ხმალი ამოიღ და მამაჩემს პირდაპირ გულში მუცელში გაუყარა.
გაოცებულმა დავაღე პირი და დავიკივლე.
–მიყვარხარ ჩემო ათანასია.–მიტხრა მამაჩემმა ხანჯალი ამოიღო და ყელში გაუყარა მთავარს შემდეგ კი ორივენი კლდიდან გადავარდნენ.
–მამა! არა! ვიყვირე და მისკენ წავედი,მაგრამ უკნიდან ნერსემ დამიჭირა..საშინელ ტკივილს ვგრძნობდი,ნორმალურად არც მინახავს ამდენი ხანია და ასე უცბად დავკარგე.
–მამააააა–ვღრიალებდი ბოლო ხმაზე მუხლებზე მინდოდა დაცემა,მინდოდა მას გადავყოლოდი,მაგრამ ნერსე ამის საშუალებას არ მაძლევდა ვეჭირე და მეხტებოდა,საშინლად მტკიოდა გული..
მხოლოდ რამდენიმე მომენტი მახსოვს,სისხლი და სხვა აღარაფერი..გონება დავკარგე.
თვალი,რომ გავახილე ნერსე თავზე მედგა და თმებზე მეფარებოდა.
–მამაჩემი,სად არის...მიტხარი,რომ დამესიზმრა გთხოვ ნერსე–წამოვხტი და ვემუდარებოდი.
ნერსემ დანანებით შემომხედა მივხვდი,რომ ეს ყველაფერი რეალური იყო..
–არ იტრო საყვარელო შენთვის არშეიძლება ნერვიულობა.
–როგორ არ ვიიტირო ნერსე! მამაჩემი ჩემს თვალწინ საშინლად მომიკლეს.
–მესმის ჩემო პატარა მესმის–მეხუტებოდა ნერსე–მაგრამ არშეიძლება,ახლა იძულებული ხარ კარგად იყო,ვალდებული ხარ იცოცხლო და თავს გაუფრთხილდე მიმეორებდა უცნაურ სუტყვებს.
–ნერსე რაზე მელაპარაკები–თვალცრემლიანმა ავხედე.
–საყვარელო მალე მშობლები გავხდებით–სიხარულით აღსავსე თვალებით შემომხედა.
–რაა?–ეს ისეთი შოკისმომგვრელი ამბავი იყო,რომ არც კივი თითქოს სიბნელეში მზის სხივმა შემოაღწია და ირგვლივ ნათელი მოფინა ყველაფერს.
–მე..მე–მუცელზე ხელი ფრთხილად მივიდე.
–შენ მე მამად მაქცევ..ძალიან მიყვარხარ ანასტასია.
–მე..მე დედა გავხდები? შვილი მეყოლება?
ნერსე თავს მიქნევდა,ახლა უკვე ვხვდებოდი,რომ გადაღლილობის ბრალი არიყო ის,რაც მემართებოდა.
დიდ სევდას დიდი სიხარული დაუხვდა და ამან ერთმანეთი გააბათილა..

4 წლის შემდეგ.
ყველაფერი შეიცვალა,ახლა უკვე საკუთარი ოჯახი მყავდა,შემეძინა ტყუპები,პირველი ჯერზე ორი შვილი,მათ გაზრდა წარმოუგენლად ძნელი იყო,თან ერთი გოგონა და ერთი ბიჭი..გოგოს კესანე დავარქვით ჩვენი ყვავილის სახელი,ბიჭს კი ალექსანდრე..უკვე დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩემი ოცნებაც ავიხდინე,ამ ქალაქში ჩემი სასახლე სკოლად გადავაკეთე და ახლა ყველა აქაურ ბავშვს შეეძლო ნებისმირი რესურსით ესარგებლა,ნერსე ქალაქის მთავარი გახდა,ბათუ კი შვიდეულთაგან ერთერთი..სკოლას მამაჩემის საპატივცემლოდ კოკა არაბულის სახელობის სკოლა ეწოდა..
–ასე ნუ მელაპარაკები!
–როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები!
–შენ არავინ გეკითხება!
–მე შენი ძმა ვარ!
–ეგ იმას არნიშნავს,რომ მე შენი მონა ვარ!
–მონა კიარა ჩემი უმცროსი დახარ!
–უმცროსი?! კარგი რა სულ ოცდაათი წამით დიდიხარ.
–კეს,იცოდე მამას ვეტყვი!
–მე კიდევ დედიკოს ვეტყვი!
დილით ტყუპების ჩხუბით გაღვიძება უკვე ტრადიციად გვექცა,ახლაც აივანზე გავედ და ვისმენ ამ ფრიად მნიშვნელოვან დიალოგს..
–რატომ ჩხუბობთ?!–მათთან მივედი.
–ალექსანდრეს რმე უთხარი რა დედა! გგონია,რომ რადგან ძმაა ამიტომ მე თავისუფალი არუნდა ვიყო!
–თავისუფალი?!–გამიკვირდა კესოსგან ეს სიტყვა.
–იცით რას ნიშნავს სიტყვა თავისუფალი?!–გადავხედე ორივეს
–კი,როცა იმას აკეთებ,რასაც გინდა–მიპასუხა კესომ.
–ნწ,არა საყვარელო..თავისუფალია არწივი,რომელიც ცაში გაბედულად დაფრინავს,თავისუფალი თევზი,რომელიც წყალში ცურავს..თავისუფლება თქვენს წინ არის და ამას ვერ ხედავთ.
–საად?–ორივემ გაშტერებულებმა შემომხედეს.
–წინ გაიხედეთ და მითხარით რას ხედავთ.
ტყუპებმა ერთმანეთს გადახედე და აივნიდან მთებს დაუწყეს ყურება,ვიგრძენი თბილი ხელები,როგორ შემომეჭდო წელზე..ყელში მაკოცა და მისმა სუნმა ისევ ძველებურად დამაბნია.
–ნერსე...–მისკენ მივტრიალდი და მისი სახე ხელებში მოვიქციე.
–ყოველდღე და ყოველწამს უფრო და უფრო მიყვარდები ათანასია.
–მე შენ მიყვარხარ ნერსე ჯიშკარიანო!
–მთებს.–ტყუპებმა მოირბინეს.
–აი ეგ არის თავისუფლება ტყუპებო..ვინც მთაშია ის მუდამ თავისუფალი და იცით რატომ?
–რატომ?
–იმიტომ,რომ მთებშია თავისუფლება!

პ.ს
ესეც ასე,მთელი ღამე გავათენე ამის წერაში და ათასჯერ მაინც გადავაკეთე დასასრული შეიძლება ცოტა ბანალურია,მაგრამ ამ წყვილს უბედურებისთვის ვერ გავიმეტებდი..ნუ მოკლედ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას,ვინც კიტხულობდიტ და ელოდიტ ამ ისტორიას ვიმედოვნებ იმედი არ გაგიცრუეთ გკოცნით მიყვარხართ..მომავალ შეხვედრამდე <3 <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი ანაკო

აუ რა კარგად დაიწყე და ბოლოს თურქულ სერიალს დაამგვანე კაი რაა???? #იმედგაცრუებულისმაილი

 


№2  offline წევრი truelove

სტუმარი ანაკო
აუ რა კარგად დაიწყე და ბოლოს თურქულ სერიალს დაამგვანე კაი რაა???? #იმედგაცრუებულისმაილი


ხოო რატომღაც მეც ასე ვფიქრობ...შეიძლება წავშალო და ბოლოს გადავასწორო ვნახოთ რა იქნება

 


№3 სტუმარი )))

dzan momwons es motxrobaaa da dasawyisi kargi qondaa da dasasrulii mifuchcebulii gqondaa da martla turqul serials gavsa kargad unda icode mweralo xar ro dasawyis da dasasrulz udidesi mniahvnelob enicheba motxrobashi bolos yvelaaa damklada dachi da elenec damakldaaaa lile da batuc aseve kesoccc arvicii nu sabolo jamshi kargia magram vfiqroob bolo nawiliii shesasworebeli gaqvs tann kargad shesasworebeli ❤️????

 


№4  offline წევრი anako

ჩემი საკალელები ცემი ტკბილები ჩემი დახატულებიიიი ლამაზები მებრძოლები მამაცები ცეცხლი ხალხი
მე რა თქმა უნდა მტავარის სიკვდილის სცენა ყვეეეეელაზე მეტად მომეწონა მალადეც კოკას ბრავოო joy joy (ოხ ეს სიბოროტე მაინც თავისას შვება)
მოკლედ მე რადგან რომანწიკა და ამბები არ მიყვარს ჩემო დაია ამაზე არ ვიტყვი არაფერს
საბოლოო ჯამში კარგი იყო ყოჩაღ წარმატებები სხვა ისტორიებში
სხვისი არ ვიცი მარა როგორც ამას ვკითხულობდი და ველოდებოდი ისე ვიზამ სხვა ისტორიებზეც heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

სასიამოვნო ზღაპარია :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა თავიდან ბოლომდე მე თურქულ სერიალს არ უყურებ და არ ვიცი რა ხდება მაგრამ დასასრული მომეწონა საინტერესოა ნაწარმოებია დიდი მადლობა ველი ახალ ნაწარმოებს წარმატები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent