ირა და პარანორმალური მოვლენები (1 ნაწილი)
არვიცი საიდან შეიძლება ამ ისტორიის დაწყება, თუმცა რადგან უკვე დავიწყე... მოკლედ აგიხსნით როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ მდიდარი ოჯახის "გატუტუცებული" ქალიშვილები ან მეტწილად ვაჟები. კერძო ძვირიანი სკოლები, ბრენდული მაღალფასიანი, "ეფლის" ბოლო გამოშვების მობილურები, კომპიუტერები... ძვირიანი ტანისამოსი, აი ისეთი ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს ეს ფასები თვალებს, რომ დაგვაჭყეტინებს... მოკლედ რომ ვთქვათ სრული ფუფუნება და არანაირი ჭკუა-გონება... თუმცა ამ არაჩვეულებრივ ზესამყაროს წარმომედგენლებშიც კი შეიძლებოდა გამოგვერჩია ერთი ჩვეულებრივი... ირა... რომელიც სრულიად საპირისპირო მცნებას წარმოადგენდა, ის რაც მის ცხოვრებაში მოხდა (და არა მარტო მის) არვიცი რას მივაწერო თუმცა არასოდესაა რეალობა ის რასაც ჩვენ აღვიქვამთ... - ირაა! სწრაფად გვეჩქარება!- ოთახის მეორე ბოლოდან მოესმა დედის ხმა და სწრაფად დახურა მაღალფასიანი კომპიუტერი. - რა საჭირო იყო ჩემი წამოსვლა? - უხალისოდ ამოულაპარაკა ირამ და კიბეენს ზლაზვნით ჩამოყვა. - ვფიქრობ, იქ ბევრ მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს გაუხარდებათ შენ რომ მიუტან საჩუქრებს.- გაუღიმა მამამ და შვილს ხელი მოხვია. - ჰო ალბათ გაუხარდებათ... - ამოიხვნეშა და მაღალ ჭიშკართან მდგარ, შავ "BMW" კარი უხალისოდ გამოხსნა და შიდ მოთავსდა. - დეე... რა ვქნათ შენს დაბადების დღეზე?- შეპარვით დაიწყო საუბარი ანამ, მაშინ როდესაც ჯოელმა მანქანა დაძრა. - არაფერი.- უემოციოთ ამოილაპარაკა ირამ. - რას ნიშნავს არაფერი?- სარკიდან გახედა მამამ შვილს. - არაფერს.- "დაწვრილებით" აუხსნა ირამ. - ანუ? - არმინდა რომ გადავიხადო. - არგინდა?- გაეცინა ანას- აბა რა გინდა? - ანუ არ მინდა დაბადების დღის გადახდა.- გაღიზიანება დაეტყო ირაა ხმაში. - შეგიძლია ადამიანურად დაგველაპარაკო?- მკაცრად გადახედა ჯოელმა სარკიდან. - არა. - ამოიხვნეშა ირამ. - რატომ ირა? - მამა... რა ჩვენი ბრალია, მინისტრმა პირადად მთხოვა გერმანიის საელჩოს მართვა და რა უნდა მეთქვა?- დანანება დაეტყო ჯოელს ხმაში. - უარი!- უდარდელად ამოილაპარაკა ირამ. - აჰა ანუ დავრჩენილიყავით უსამსახუროდ? - და აქ ეგეთ სამსახურს ვერ იშოვი? - ესეთს ვერა. - ჩაერთო ანაც. - და იქნებ საერთოდ არმინდა ეს დაბადებისდღეები? - ჰო არც დაბადების დღე გინდა, არც კარგი ტანსაცმელი, არც კარგი მობილური, არც სკოლა, არაფერი არ გინდა...? - ჩემი საერთოდ არ გესმით ხო? საერთოდ, არ იცით ჩემს გარშემო რა ხდება? - ცხარე ცრემლით ატირდა ირა.- - დე... ხონიცი როგორ გვიყვარხარ.- ლამის ანაც ღრიალით აჰყვა შვილის მოთქმას.- შენთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა.- თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა ანას, შვილისკენ ნახევარი ტანითგადაიხარა და სახეზე მოეფერა. - ამბობთ რომ ყველაფერს ჩემთვის აკეთებთ და ამავდროულად არასდროს გცალიათ ჩემთვის.- ხელი გააშვებინა და სახეზე წამოწითლებული მუჭებით იმშრალებდა თვალებს.- ჩემზე ზრუნავთ და მე მაინც უბედური ვარ! - მონოლოგი დაასრულა თუარა პირზე ხელი აიფარა და მანქანის სავარძლის კუთხეში მიიკუჭა, თავი მინას დაადო და სწრაფად ჩავლილ ხეებს თვალს აყოლებდა. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს დანანებით გადახედა, ხმას ვერცერთი იღებდა... - მაა, ხომ ხედავ მე და დედა ამ ამბავს ისედაც განვიცდით, გთხოვ, რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივეზე საუბარი?- ირას ხმა აღარ გაუცია, მივიდნენ თუარა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც თან გაიყოლა. მათი შემხედვარე სახიდან ღიმილი არ უშრებოდა და მათი ბედნიერებით თვითონაც ბედნიერდებოდა. საღამომ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა... უკვე გვიანიც კი იყო, სახლის ვერანდაზე იჯდა და შავ ფონზე მოკიაფე მილიონობით ვარსკლავს აკვირდებოდა,ისეთი ჰარმონია სუფევდა, ფონად ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “moonlight sonata” იღვრებოდა და საშინელ სიწყნარეს სძენდა არემარეს, თითქოს ფოთლების ნელი შრიალიც მის ჰანგებს აყოლილანო... დილით საკმაოდ კარგ დროს გაიღვიძა... ფეხზე სწრაფად წამოდგა და ისე რომ პირიც არ დაუბანია მშობლების ოთახისკენ დაიძრა. - დე... მა... ბოდიში გუშინდელისთვის....- მშობლები თავის ოთახში არ დახვდა და სამზარეულოსკენ დაიძრა, როდესაც მისი მშობლების ადგილზე წამოსკუპებულ უცხო ორ პატარა ბიჭსა და გოგოს გაკვირვებით გადახედა. - გაიღვიძე უკვე?- ჩაი ხრუპუნით მოსვა ბიჭმა და ირას ამოხედა. - ბატონო?- შეიცხადა ირამ და თვალები მოიფშვნიტა. - ირა მაა?- გაუკვირდა პატარას. - ჩემი სახელი საიდან იცი? - მე მამაშენი ვარ. - სიცილით ჩაკბიჩა ბიჭმა არაქისიანი პურის ნაჭერი. - ძალიან სასაცილოა- ირონიით გაუცინა ირამ და შემდეგ მალევე დასერიოზულდა.- ვინ ჯანდაბა ხართ? - ირა დედიკო...- ახლა პატარა გოგონამ დაიწყო. - დედიკოს მოგცემ ეხლაა...- მკაცრად გახედა ირამ. - უფროსებს როგორ ელაპარაკები?- კოპები შეკრა ქერა გოგონამ. - რომელ უფროსებს?- ნიშნისმოგებით გახედა პატარეს. - ნუ კარგი, უმცროსები იყოს.- მხრები აიჩეჩა პირგამოტენილმა ბიჭმა. - აღარარის სასაცილო.- საუბღვირა ირამ და მამის ნომერი აკრიბა, მის წინ მჯდარმა პატარა ბიჭმა ლუკმაგაჭირვებით გადაყლაპა მომღერალ ტელედონს დასწვდა აიღო და გააგონა. - მამაჩემის ტელეფონი საიდან გაქვს? - დაჯექი ვისაუბროთ.- სკამზე მიუთითა პატარამ. - ტორტი არგინდა?- პატარა გოგონა დანას დასწვდა ტორტის მოსაჭრელად. - აუ დადე, ხელი არ გაიჭრა რაა.- ხელი აუქნია ირამ და სკამზე მოთავსდა. - ირაა მაა მისმინე... - აუ ეგრე კიდევ დამიძახებ და მაგრად დაისჯები.- ფეხზე წამოხტა ირა. - ტლიკინიი!- დაუცაცხანა პატარა გოგონამ ზუსტად ისე როგორც ანამ იცოდა. - ერთი წამი...- შეშლილივით გაეცინა ირას და უკან კიბეებე ავიდა, ეზოში გავარდა და მის მეზობლად მდგომ სახლს გადახედა, სადაც მისი მეზობელი და ამავდროულად მისი ასაკის ბიჭი ლორეანი, ორ პატარა გოგოს და ბიჭს გაცხარებით ეკამათებოდა. - შენ ვის უძახი შვილოს ჰაა?- დაუყვირა ლორეანმა პატარა გოგონაას. - დედაშენა როგორ ელაპარაკები ? ახლავე გაჩუმდი თორემ ინტერნეტს მთელი წელი არ გაღირსებ.- დაუყვირა პატარა ბიჭმა. - მოდი შენ აქ.- ყურში ჩაავლო ხელი და სახლისკენ წაიყვანა, მაგრამ ირას მათი კამათის ხმა მაინც ესმოდა. - რა ყველაფერში ბაბუაშენს ჰაინრიხს დაემსგავსე.- ხელი გააშვებინა პატარა გოგონამ ლორეანს, რომელიც უხეშად მიათრევდა სახლისკენ. - რას გადაეკიდე ამ მამაჩემს კაცო?- გააპროტესტა პატარა შავგვრემანმა ბიჭმა. - რაშუაშია მამაშენი მე მამაჩემზე ვამბობ, მარა ისე მამაშენიც კარგი უხეში კაცი იყო. - შეწყვიტეთ!- განწირული ცვარივით გაიკნავლა ლორეანმა და თრევა თრევით მიიყვანა სახლამდე პატარები, კარი გაუღო და შიგნით ჩაკეტა. - ვაიმე ღმერთო - ამოიხვნეშა გაკვირვებით ახედა მის წინ ასვეტილ ირას, რომელიც მთელი ამდროის მანძილზე უკან მიყვებოდა. - შენი მშობლებიც დაპატარავდნენ?- ამოიოხრა ირამ. - დაპატარავდნენ?- დაიბნა ლორეანი- კიდევ ვინ დაპატარავდა? მოიცა შენებიც დაპატარავდნენ?- თვალები გაუფართოვდა ლორეანს. როდესაც ჩართული ტელევიზორიდან პატარა გოგონას ტიტინა ხმა გაიგეეს, ლორეამნა საინფორმაციო გადაცემას ხმა აუწია. - დიდები დაპატარავდნენ.- აცხადებდა პატარა შავგვრემანი გოგონა, თავისი ტიტინა ხმით.- მეცნიერები ამ ფენომნს ვერ ხსნიან რადგან ისინიც დაპატარავდნენ, პოლიტიკოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ აზრი არ გამოუთქვათ, აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი ხდება მთელს მსოფლიოში... ახლა კი ჩავრთავთ ქვეყნის პრეზიდენტს. - პირველრიგში ბოდიშს გიხდით ჩემი ჩაცმულობისთვის.- დაახლოებით ათი ზომით დიდ შარვალ- კოსტუმზე ანიშნა მაყურებელს დაახლოებით ათი წლის ბიჭმა.- მინდა მოსაზლეობას დამშვიდებისკენ მოვიწოდო და ვუთხრა რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები ვიხილავთ და ვეძებთ პასუხს ამ ამოუხსნელ სიტუაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანა ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას.. ირამ და ლორეანმა სწრაფად დატოვეს სახლი და სირვილით გაუყვნენ მაღალი სახლებით დაფარულ სრულიად ცარიელ ქუჩებს, როდესაც პატაა ბიჭმა მიიქცია ირას ყურადღება, ლორეანს გზისკენ უხმო. - შენ ლეო ხო? თავშესაფრიდან?- ჩაეკითხა ირა პატარა ბიჭს. - კიი, და არ მითხრათ ჩვენი მშობლები დაპატარავდნენო.- ეჭვითგადახედა ლორეანს და ირას. - კარგი არ გეტყვით.- ამოიოხრა ლორეანმა. - ესეიგი კიი?- დააზუსტა ლეომ. - როგორც ჩანს კი. - ღმერთო, მოვკვდებით...- ამოიტირა ლორეანმა. - რა მოგვკლავს?- გაეცინა ლეოს. - შიმშილი... - ადამიანს ერთი თვის მანძილზე შეუძლია აიტანოს უჭმელობა.- დააიმედა ლეომ. - გააჩნია ადამიანსაც.- თავის სქელ ღიპზე ანიშნა ლორეანმა. მალე ლეომ ჩანთაში ქექვა დაწყო. - რას ეძებ?- ჩაეკითხა ირა. - აპოკალიფსის დროს ათ მნიშვნელოვან ნივთს. - ეს ბავშვი ვინაა?- გაკვირვებით კითხა ლორეანმა ირას. - აუფ ბავშვიო, შენხო ხარ დიდი.- ნიშნისმოგებით უთხრა ირამ. - არა, ვფიქრობ, ეს ზომბი აპოკალიფსია...- პატარა ბარხატის ბლოკნოტიდან ამოაძვრინა ცხვირი ლეომ და შეჭმუხნული წარბები უფრო შეკრა. - აპოკალიფსი აპოკალიფსია, მთავარია მანდ რა წერია?- ბლოკნოტზე მიუთითა ირამ. - პირველრიგში გვესააჭიროება, წყალი საკვები და აფთიაქის ჩანთა.- გაანათლა და ფეხზე სხარტად წამოხტა... - ლორეან კანფეტების დიეტაზე ხარ?- დასცინა ირამ ლორეანს, მაშინ როდესაც ცარიელ მარკეტში პროდუქტების ასაღებად შევიდნენ და ლორეანს რატომღაც კანფეტები ეგონა საკვები. - მოიცა ეგეთი დიეტაც არსებობს?- თავი ასწია ბლოკნოტში ჩამძვრალმა უკან მოჩანჩალე ლეომ. - არა, მაგრამ ნორმალური რამე მაინც აიღე დაიხოცებიან შენები შიმშილით.- მოითითა ირამ. - ოოო ეს უკვე მართლა გავს აპოკალიფსს.- დააზუსტა თავისთვის ლეომ და ბლოკნოტი დროებით დახურა. უკვე მარკეტის ბოლოში იყვნენ, როდესაც მათი მეზობელი ჯესიკა ტანსაცმლით სავსე პარკებით შეეჩეხა საღეჭი რეზინის წელვით. - შენ ახლაც ტანსაცმელზე ფიქრობ?- ირონიულად კითხრა ირამ. - ღადაობ? ეს კოლექცია გუშინ შემოიტანეს, აზრზე ხარ რას გადავრჩი?- რეზინის ღეჭვით უპასუხა ჯესიკამ. - გამარჯობა ლეო.- ხელი ჩამოსარატმევად გაუწია ლეომ. - ეს ხუთოსანი შკოლნიკი სად იპოვე?-მის მხედველობის სათვალესა და ხელში ბლოკნოტს ამრეზით შეხედა ჯესიკამ. - არიცი ქვეყანაში რა ხდება? - კიი, ინტერნეტი მაქვს, საერთო ჩათში დაწერეს ყველაფერი მალე დალაგდებაო. - ვინებმა დაწერეს?- გაეცინა ლეოს. - ამის გენიოსმა დაქალებმა.- სიცილით უპასუხა ირამ. - მოიცა და შენი მშობლები?- გულუბრყვილონ ჰკითხა ლეონმა. - რა ჩემი მშობლები? - არ დაპატარავდნენ? - არაა, ისინი ხომ იტალიაში არიან. - მთელ მსოფლიოში იგივე ხდება და... - ანუ?- დაიბნა ჯესიკა. - ანუ ის რომ ინტერნეტი ინსტაგრამის გარდა კიდევ სხვა რამეებშიც უნდა გამოიყენო.- ჩვეული ირონიით ურჩია ირამ. - ჩემი და სახლში რომ მარტოა?- ცრემლები მოერია ჯესიკას. - შენი დისთვის რამე საჭმელი გააქვს?- გკითხრა ლეომ. - კი, ნამცხვრები. - ნამცხვრები რას გიშველის, ჩვენ გაგიყოფთ რამეს. მალევე გამოვიდნენ სუპერმარკეტიდან და უკვე ჩიხში შესულებმა კარგად დააფიწსირეს გზის ნაპირზე გადაყენებული "პორშე" რომლის აშკარად პატრონი მის ბორბალთან დახრილიყო და ბრაზ მორეული ცვლიდა, თან რაღაცას ბუზღუნებდა... - ეს კაცი ვინაა?-იკითხტა ლორეანმა გულივრყვილოდ. - ეეე, ბიჭო გაჩუმდი.- დაუცაცხანა ქვემოდან ლეომ. მამაკაცმა, თითქოს ყური რაღაცას მოჰკრაო და სწრაფად მიიხედა უკან, ბავშვებმაც სწრაფად მოახდინეს რეაგირება და კედელს ამოეფარნენ. - ვიღაცამ დამინახა, ვიღაცამ დამინახა...- ამ სიტყვების დემონსტრაციული ძახილით სწრაფად დაფაცურდა და მალევე გაეცალა იქაურობას. - უნდა გავყვეთ!- წამოიძახა ირამ და სირბილით გაიქცა გზადკეცილისკენ სადაც გარშემო დიადი, უზარმაზარი ტყე ამაყად იდგა... - ეს სამხრეთია...- გვარიანად ჩაბნელებულ უღრან ტყეში სანათები დაეკავებინათ და ნისლში ისე მიიკვლევდნენ გზას... ლეომ მიწას ხელი გადაუსვა და მიმარყულება გაიკვლია. - და რაიცი? - ჩაეკითხა ლორეანი. - ამას მართლა მეკითხები? - ლორეან- დაუცაცხანა ირამ. - რაა? ტყუილად სიარულს ისევ აქ ჯდომა მირჩევნია, თან უკვე მომშივდა. - შენ დილით არ ჭამე?- შეეკითხა ჯესიკა. - ვჭამე, მაგრამ კიდევ მშია. - ჩათვალე, რო დიეტაზე ხარ. შესძახა ირამ და შეუმჩნევლად ხის ეთერთ ტოტზე თეთრ ნაჭრის ნაგლეჯი შეაბა. * * * - წრეზე დავდივართ.- სარწმუნებით გადაულაპარაკა ირამ ბავშვებს. - რა სისულელეა. - არ არის სისულელე.- ადგილი მეცნო და ხეს ნაჭერი შევაბი.- ახლად მოხსნილ ნაჭერზე მოუთითა. - ეს ტყე მეც მეცნობა.- დაუდასტურა ჯესიკამ. - ჰოოო, ასეთია ტყე, თავბრუდამხვევი.- ფილოსოფიურად წარმოთქვა ლეომ. - მე თავბრუ არ მესხმის, ვთვქვი ადგილი მეცნობათქო.- შეუღრინა ჯესიკამ. - შენ მშობლები დიდი ხანია იტალიაში არიან? სწრაფად შეცვალა თემა ირამ. - ჰოო, ჩვენრომ მათი გამოგზავნილი ფული ასე უაზროდ არ გვეხარჯა ტანსაცმელში უკვე აქ იქნებოდნენ.- დანანებით ამოილაპარაკა ჯესიკამ. - ჰოო, ჩემები კი სულ აქეთ იქეთ არიან, ცდილობენ უდარდებლი მომავალი შემიქმნან, მაგრამ ბოლოს ისეა, რომ ჩემთვის დროც კი არ რჩებათ.- ამოიოხრა ირამ და ას ახედა. - ამიტომ დებ ხოლმე იმ ვიდეოებს?- გაეცინა ლორეანს. - ჰოო, მიყურებ ხოლმე? - კიი, ხშირად და ლაიქებსაც არ ვიშურებ ხოლმე. - მადლობა.- სიამოვნებისგან გაეცინა ირას. - შენს მშობლებზე რას გვეტყვი?- ახლა ლეოს ჩაეკითხა ჯესიკა, თუმცა მან ხმაარ გასცა. - მიდი რა თქვი... თუ ისინი იდეალურები არიან?- გაეცინა ჯესიკას. - ჯესიკა შეეშვი.- თვალები დაუბრიალა ირამ. - მაგრამ რატომ? ყველამ ვთქვით რაღაც. - მე მშობლები საერთოდ არ მყავს.- ხმის კანკალით ამოიჩურჩულა ლეომ და ტყის სიღრმისკენ სწრაფად გაიქცა, მას მალევე ირაც გაეკიდა "ლეოს" ძახილით. - ღმერთო, რა სულელი ვარ.- თავი ხელებში ჩარგო ჯესიკამ.- მართლა არ მინდოდა სტკენოდა... * * * - ლეოო, კარგი რა გეყოფაა.- ქოშინით ამოვიდს აღმართზე ირა.- სულელია და არც იცოდა ამის შესახებ, ლეოო! - უცბად ირა შედგა და რატომღაც ხეს ამოეფარა, ნაბიჯების ხმა გაიგო სიღრმიდან და ფოთლევის შრიალის ხმა, რომელსაც ნაბიჯების ხმა იწვევდა. - ჯანდაბა, ჯანდაბა!- ბუზღუნდებდა მაღალი წითურთმიანო გოგონა, რომელიც ნაბიჯებს გაგულისებული ადგამდა.- ვარსკვლავი ჩამოვარდა ჩემი ბრალია, არ ჩამოვარდა ეგეც ჩემი ბრალია, გაწვიმდა ჩემი ბრალია, მზეა და ჩემი ბრალია, რაც არარის ჩემი ბრალი ეგეც ჩემი ბრალია? - ბრაზობდა გოგონა და იმდენად ლამაზი იყო, ჭღალო თმა წელამდე წვდებოდა ცოტს უცნაური ჩაცმულობდა ჰქონდა და როდესაც მისი თხელი და თეთრი თითენი თმას ყურსუკან იწევდნენ ირას მისი ყურებოც ეუცნაურა წაწვეტებული თავი ჰქონდა და გაუკვირდა. სწრაფად დაბრუნდა უკან და ზურგით სიბნელეში მიმავალ ჟღალს კიდევ ერთხელ მოჰკრა თვალი. - ტყეში ვიღაც გოგო დავინახე, ელფის თუ რაღაცის მაგვარი.- ქოშინით აუხსნა ირამ. - რაა?- აღმოხდა ლორეანს. - იქნებ მოგეჩვენა? - გაგიჟდით? რა უნდა მომჩვენებოდა?... * * * - გაარკვიე რა შეგეშალა?- პატარა კაბინეტის მსგავს ოთახში შემოვარდა ჟღალი გოგონა და შავ სავარძელში მოჭუტული თვალებით მჯდარ კაცს დააკვირდა, რომელიც აშკარად ტვინს იჭ....ტდა რაღაცაზე ფიქრით. - სად დაბოდიალობ? .- მიმიკა არ შეუცვლია ისე უპასუხა. - გავისეირნე.- ხალისსით უპასუხა.- არ მეტყვი? - ზემოთხსენებულ თემას დაუბრუნდა კვლავ. - მე არაფერი შემშლია შენს გარდა. - ხომ იცი არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. - არცმე.- სახე ირონიით დამანჭა კაცმაძ - შენ რა არ გსიამოვნებს. გულუბრყვილო ბავშვივით ჩაეკითხა. (იყომკდევ გულიბრყვილო) - უხხ- გაცეცხლდა კაცი.- ის რომ ფრთები არ გაქვს აარც ბუმბული , გალიაშიც ვერ ეტევი და საერთოდ ნერვებს მიშლიიი.- გააფთრებული თვალებით შეხედა კაცმა. როდესაც მაგიდაზე რაღაც აპარატი აწრიპინდა. კაცმა აპარატო გააჩუმა და ქალს ჩაეკითხა. - სად იყავი გასული? - აკი არ მაინტერესებსო?- კიყხვაზე კიყხვით უპასუხა ქალმა. - ამ ბავშვებს აქ რა უნდათ? - გარეთ თავით ანიშნა კაცმა. - მე არავინ დამინსხავს.- მხრევი აიჩეჩა ქალმა. - სამაგიეროდ ბავშვებმა დაგინახეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.