შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-6


19-09-2019, 13:34
ავტორი Liluu
ნანახია 2 077

ეზოში გამოსულიყო....სიგაერტს მშვიდად და აუღელვებლად ეწეოდა,როდესაც ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი....ლურჯი თვალები დალანდა....შავი თმა,რომელსაც ქარი უწეწავდა...შემდეგ სახის მოყვანილობას დააკვირდა...გაოცდა...დამუნჯდა...გულში რაღაც ჩხვლეტა იგრძნო....სიგარეტი იქვე ძირს დააგდო და გოგონასკენ წავიდა....ახლა უფრო კარგად დაინახა ნაცნობი...ჯერ ღიმილმა გადაურბინა სახეზე,შემდეგ გაკვირვება გამოესახა და როდესაც გოგოსგანაც იგრძნო საპასუხო მზერა ჩაახველა და უფრო მიუახლოვდა...
-რა სიუპრიზია შენი აქ ნახვა...
-ეგ მე უფრო მიკვირს...გოგონა უცნაურად შეიშმუშნა და თმა უკან გადაიწია....
-აბა
თბილისიო,დაქალიო,გათხოვებაო....გაიცინა
-მოგატყუე...პირდაპირ აჯახა,თვალი ჩაუკრა და ხელები გადააჯვარედინა...
-რა მომატყუე?
ჯერ კიდევ გაკვირვებული უსმენდა ლილუს...
-გათხოვებაზე მოგატყუე...აბა ისე არ წამიყვანდი თბილიში და...მხრები აიჩეჩა....
-ყველა სიკეთესთან ერთად მატყუარაც ყოფილხარ...არა და როგორ დავიჯერე...ხელები თავზე შემოიწყო და აქეთ-იქეთ დაიწყო სიარული...
-ჰო აბა მართლა ჰო არ გამათხოვებდნენ 18 წლის ასაკში....
-კი ხარ ღირსი...
შეუბღვირა....ცინდელიანს ბრაზი ახრჩობდა....ვერ იტანდა,როცა ატყუებდნენ...განსაკუთრებით თუ გოგო....ხელები მომუჭა და ლილუს უფრო მიუახლოვდა...მის ცისფერ თვალებში ჩაიძირა...რაღაც ამოუცნობი და ახალი იგრძნო...გულმა გაორმაგებულად იწყო ფეთქვა...თავის მოთოკვა უჭირდა...
-გამოდის მატყუარა ხარ,აი მე კიდე ვერ ვიტან მატყუარებს...
თავი სინანულით გააქნია და ზურგი აქცია...
-კარგი რა მე ხო უბრალოდ ვიხუმრე....
-იმ დროს ეგ ხუმრობას ნამდვილად არ გავდა....თავი გააქნია...
-ჰო კარგი ბოდიში....ჩუმად ამოილაპარაკა და ცინდელიანსაც ჩაეღიმა....
-ისე თუ გადაწყვეტ თბილიში წამოსვლას,ხვალ ვბრუნდები საღამოს და წაგიყვან...
-ვაა რით დავიმსახურე?გაოცება ვერ დამალა ლილუმ...
-რავიცი ისე,მერე ისევ შემთხვევით,რომ არ აღმოჩნდე ჩემ მანქანაში...
-კარგი დავფიქრდები,უბრალოდ ერთი პრობლემაა....
-რა პრობლემა?წარბები მაღლა აქაჩა ცინდელიანმა...
-ჩემი მშობლები არ გამომიშვებენ...
-მაშინ კარგი...
მხრები აიჩეჩა....
-ანუ მშვიდად ვიმგზავრებ,თანაც სიგარეტზე არავინ შემეცილება...გაეკრიჭა და როდესაც გოგონას გაბღვერილ სახეს წააწყდა თვალები გადაატრიალა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია...
-შენებს მე დაველაპარაკები...
-მართლა?
-ჰო აბა ტყუილად?ოღონდ მანამდე ჩემთვის რაღაც უნდა გააკეთო?
-რა?
მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ცოტა გახალისდა კიდეც,თორე ამოუვიდა ეს სოფელი და ერთფეროვნება კისერში....
-თბილიში,რომ ჩავალთ ერთ დღეს ჩემთან ერთად გაატარებ...იქ წამომყვები სადაც გეტყვი,იმას გააკეთებე რასაც მოვინდომებ...გაწყობს?ეჭვის თვალით გადახედა და პასუხის მოლოდინში სულ დაიძაბა....დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ძლივს მიიღო გადაწყვეტილება,რაზეც ცინდელიანი სულ გახალისდა და კმაყოფილს ჩაეღიმა...
-ახლა სახლში არიან?
-ჯერ არა საღამოსკენ დაბრუნდებიან...
-კარგი მანამდე მდინარეზე ჩავიდეთ,თორე ძალიან ცხელა...მაიკა გადაიძრო...ლილუმ მძიმე ნერწყვი გადააგორა სასულეში,მას შემდეგ რაც გეგას დაკუნთულ სხეულს ააყოლა თვალი....სახეზე სულ გაწითლდა....ბრინჯივით დაიბნა...
-წავიდეთ?
-კარგი ჰო...
მხრები აიჩეჩა და ბიჭს უკან გაყვა...მთელი გზა ხმა არცერთ ამოუღია...ხანდახან თუ გახედავდნენ ერთმანეთს და ისიც წამიერად...იგრძნობოდა ამ ორს შორის ცოტაოდენი ქიმია....როგორც იქნა მდინარემდეც ჩააღწიეს....
-არ მოდიხარ?
-ცურვა არ ვიცი...თვალები გადაატრიალა და უხერხულად შეიშმუშნა....
-სოფელში გაზრდილმა გოგომ ცურვა როგორ არ იცი?
-ჯერ ესერთი თბილიში ვარ გაზრდილი და აქ ზაფხულობით ჩამოვდივარ და მეორე მერე შენ რა?აქ ვიჯდები და დაგელოდები....ენა გამოუყო და მიწაზე დაჯდა...
-კარგი როგორც გინდა...ბიჭმა მხრები აიჩეჩა და წყალში შევიდა....დიდი ხანი ინებივრა,კარგადაც გაგრილდა,თან ლილუს მიმიკებზე ხალისობდა....ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა...ისე ცხელოდა ეგონა მზე მასთან ძალია,ძალიან ახლოს იყო....ბოლოს შორტი გაიხადა,ზედაც მიაყოლა და ფეხებით ჩავიდა მდინარეში....გეგამ ახლაღა შეამჩნია ნახევრად შიშველი გოგონა მის წინ...თვალი ააყოლა მის მაღალ,სუსტ სხეულს...
-ბარემ აქამდეც ჩამოდი...არავინ შეგჭამს...
-მეშინია....
-დაგიჭერ....დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ როგორც იქნა ფრთხილად შევიდა წყალში...როცა სხეულის ნახევარი ნაწილი წყალმა დაუფარა პანიკის შეგრძნება დაეუფლა....ცივმა ოფლმა დაასხა,შიგნიდან კი მთლიანად იწვოდა....გეგა ლილუსკენ წაიწია,ხელი წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა აცახცახებული გოგონა....მის დამშვიდებას ცდილობდა...გულზე იხუტებდა....ლილუს რაღაც ამოუცნობი და ახალი დაემართა,ჯერ რომ არასოდეს დამართნია...არც გეგა იყო კარგ დღეში...სხეული უთრთოდა...თავის დამორჩილებას ცდილობდა...ბოლოს ოდნავ უშვა ხელი,როცა მიხვდა,რომ საშიში არაფერი იყო...კიდე დიდხანს გაჩერდნენ წყალში,თავისი ჭკუით გეგა ცურვას ასწავლიდა,მაგრამ ლილუს არაფერი გამოსდიოდა....
-არ ავიდეთ?შემცივდა...
აცახცახებულმა უთხრა და ბიჭს დაეყრდნო...მანაც ზევით აიყვანა,მიწაზე დასვა და თავისი მაიკა გადააცა....
-გინდა?სიგარეტის კოლოფი გაუწოდა,ლილუმაც ერთი ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა....
-მოწევა არ არის სასარგებლო....
-მაშინ შენ რატო ეწევი?
-მევასება...მხრები აიჩეჩა..
-ჰო მეც...
თვალი ჩაუკრა და გეგას მაიკა უფრო მჭიდროდ მიიკრა ტანზე....
-წავიდეთ?
-კარგი საღამოს გამოვალ და შენ მშობლებს დაველაპარაკები...
-არ არის საჭირო,თავად ვეტყვი...
-როგორც გინდა....ერთმანეთს დაემშვიდობნენ...გეგა კი იდგა და თვალს მანამ აყოლებდა სანამ გოგონა თვალს არ მიეფარა...ამის შემდეგ თავადაც სახლში შევიდა,იბანავა და ლოგინზე წამოწვა...თვალები დახუჭა თუ არა,ეგრევე ცისფერი სფეროები წარმოუდგა თვალწინ...სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და მხარი იბრუნდა.....
-----------------------------------
კაფეში იჯდა და თავის საყვარელ კაპუჩინოს მიირთმევდა,თან ახალ სტატიაზე მუშაობდა,რომელსაც მალე გამოაქვეყნებდა ბლოგში...ის ჰო ჟურნალისტი იყო,ცნობილი გერმანიაში და ჯერ კიდევ სახელგანთქმული,როგორც მშვენიერი წერის სტილითა და ახალი იდეებით....დასრულებას და გამოქვეყნებას აპირებდა,როდესაც ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო...თავი უკან მიაბრუნდა და უცნობ ბიჭს მოკრა თვალი,რომელიც წამოდგა და ემას მიუახლოვდა...
-შეიძლება?
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია...უცნობმაც სკამი გამოწია და მის წინ მოთავსდა...დიდი ხანი უყურა გაღიმებულმა,შემდეგ როგორც იქნა გამოფხიზლდა და ხელი გაუწოდა...
-ლევანი...ემა შეიშმუშნა...არ ელოდა ბიჭისგან ასეთ საქციელს...
-ემა...ხელი შეაგება და სასიამოვნოდ გაუღიმა....
-იცით დიდი ხანია გაკვირდებით და ძალიან მომეწონეთ...
-და ამის სათქმელად მოხვედით?
-არა სამსახური მინდა შემოგთავაზოთ...როგორც ჩანს ჟურნალისტი ბრძანდებით...
-შუბლზე მაწერია?თუ საიდან მიხვდით?
ირონიულად ჩაიცინა და თმა უკან გადაიწია...
-არა ვხედავდი,როგორ წერდით „რაღაც“სტატიას და დავინტერესდი....
-დიახ ჟურნალისტი ვარ,ოღონდ გერმანიაში ვმუშაობდი...საქართველოში ჯერ არ მიმუშავია...ასე რომ...მხრები აიჩეჩა და კაპუჩინო მოსვა...
-აქაც კარგად გაართმევთ თავს,მთავარია თქვენ დათანხმდეთ...
-და ზუსტად შეგიძლიათ ამიხსნათ რა სამსახურია?თვალები დააწვრილა და წარბები მაღლა აქაჩა...მოსწონდა,როცა მისით ინტერესდებოდნენ,თან სამსახური ნამდვილად ჭირდებოდა,თორე სახლში მთელი დღე ჯდომა მობეზრდა....
-დიახ თქვენი ნომერი მითხარით,დღეს დაგიკავშირდებით და ზუსტად გეტყვით სად და როგორ უნდა მოხვიდეთ...სავიზიტო ბარათი გაუწოდა...ემამაც დახედა და როცა მიხვდა,რომ სანდო იყო თავი დაუქნია...
-კარგით..
თავი დაუქნია,ლეპტოპი ჩხურა და წამოდგა...შემდეგ ნომრები გაცვალეს და კაფე დატოვეს....გარეთ გამოსულს წინ გაღიმებული ჯაჭვლიანი აესვეტა...
-აქ რას აკეთებ?მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ლევანს გახედა,რომელიც თვალს არ აშორებდა ემას...გოგონამ საპასუხოდ გაუღიმა და ისევ დამიანეს მიუბრუნდა,რომელმაც აშკარად შეამჩნია უცნობი ბიჭის მზერა და ემას ღიმილი,რომელიც არა მას არამედ ვიღაც უცნობს ეკუთვნოდა...მთლიანად დაიძაბა და თვალები აემღვრა...
-რა ეჭვიანი ქმარივით ხარ გაწითლებული...
გადაიკისკისა და ლეპტოპის ჩანთა მხარზე გადაიკიდა....
-ვინ იყო?
-ვიზე ამბობ?ვითომ ვერ მიხვდა და წინ წავიდა...ჯაჭვლიანიც უკან დაედევნა და მანქანის კარი გაუღო....
-ჩაჯექი...
-იყოს ფეხით წავალ....
-ემა ნუ მაბრაზებ და დაჯექი,რომ გეუბნები...
-ღმერთო ამას ვის გადავეყარე...აღშფოთება ვერ დამალა და თავისი ადგილი დაიკავა,ღვედი შეიკრა და ლეპტოპის ჩანთა მუხლებზე დაიდო,ამასობაში დამიანემაც დაიკავა საკუთარი ადგილი და ემას მიუბრუნდა...
-ვინ იყო?
-რა შენი საქმეა?მობეზრებულად ჩაილაპარაკა...
-რატო მაგიჟებ?
-ნუ გიჟდები მერე...გაუღიმა...
-შენ მაგიჟებ...ხრინწიანი ხმით უთხრა და ხელი მოშიშვლებულ მუხლზე დაადო...ემას გააჟრჟოლა,მაგრამ მალევე მოიცილა მისი ხელი და გაბრაზებული სახით გახედა...
-რა გინდა ჯაჭვლიანო?
-იმ დღის შემდეგ,ორი კვირა გავიდა...
-მერე?თვალები გადაატრიალა...
-მომენატრე...
-აშკარად დასახვეწი გაქვს იუმორი....
თავი გააქნია და ფანჯარას მიაშტერდა....ხმას არცერთი იღებდა...ორივე რაღაცაზე ჩაფიქრებული,ვეღარ ამჩნევდნენ ერთმანეთს...
-ხვალ ბათუმში მივდივართ..უცებ დაარღვია სიჩუმე ჯაჭვლიანმა....
-ბედნიერი დასვენება...
-შენც ჩემთან ერთად მოდიხარ....
-ეგრე შენ გადაწყვიტე?ჯაჭვლიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია...
-რას არ მოიფიქრებ ხოლმე...სიცილით უთხრა და გამხიარულდა...
-ჩემ გარეშე მოგიწევს წასვლა...
-კარგი რა ემა,გთხოვ წამოდი...მხოლოდ 3 დღით,გპირდები მეტით არ გავჩერდები....
-შენ ხო არ გაგიჟდი?რა ბათუმი?თნ შენთან ერთად?გაიცინა,მაგრამ სახე მალევე დაასერიოზულა...
-ძალიან გთხოვ...მუდარასავით გაისმა ჯაჭვლიანის სიტყვები....
-არავითარ შემთვევაში,შეგიძლია შენი ყოფილი შეყვარებული ანკა წაიყვანო...
-ჯანდაბაში წასულა ეგ...
-რატო?არა და რა წყვილი იყავით...გაიცინა...დამიანე რაღაცის თქმას აპირებდა,როცა ემას ტელეფონი აზუზუნდა...ემამ უმალვე უპასუხა..
-დიახ გისმენთ?
-ემა ლევანი ვარ...
-ასე მალე არ გელოდი...
გაეღიმა,რაზეც ჯაჭვლიანს სულ აელეწა სახე...
-ხვალ ბათუმში იგეგმება გადაღება,შენ კი,როგორც ჟურნალისტი ამ გადაღებას უნდა დაესწრო,უნდა ჩაიწერო,სხვადასხვა ცნობილი ადამიანებისგან ინტერვიუები უნდა აიღო და ა.შ...მოკლედ ეს არის შენი პირველი დავალება...
-გასაგებია არ არის რთული..გაეღიმა
-ანუ ბათუმში ხვალ და ვინ გამომივლის?თუ ჩემით მომიწევს წამოსვლა?
-იცით მთელი გადამღები ჯგუფი უკვე იქ არის,ასე რომ თუ შეძლებთ თქვენით წამოდით,უკან კი ჩვენ წამოგიყვანთ...
უხერხულად შეიშმუშნა ლევანი...
-არ არის პრობელმა...უბრალოდ მისამართი გამომიგზავნეთ და თავად მოგაგნებთ...
-მაშინ საღამოს მიიღებთ ზუსტად სად უნდა მოხვიდეთ...
-დიდი მადლობა...
-ნახვამდის....ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ჯაჭვლიანს გახედა,რომელიც კმაყოფილი უცქერდა...
-ანუ ხვალ ერთად მივდივართ?
-არა შენ შენით წახვალ,მე ჩემით...
-მაგასაც ვნახავთ...
გაუღიმა და მანქანა კორპუსის წინ გააჩერა...
-ჰო მართლა გილოცავ ახალ სამსახურს...თვალი ჩუკრა და გადმოვიდა...ემაც უკან გადმოყვა...დამშვიდობებას აპირებდა,როცა თვალი ლუკას მოკრა,დამიანე სულ გადაავიწყდა ისე წავიდა ლუკასკენ...
-ჰეი როგორ ხარ?გადაკოცნა და მის გვერდით დაიკავა ადგილი...
-კარგად ემა თავად?
-მშვენივრად,ახალი სამსახური შემომთავაზეს...
-ვააა მართლა ტოო?გილოცავ...გადაეხვია და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
-გილოცავ
მადლობა თბილად გაუღიმა...
-შეგიძლია ხვალ ბათუმში წამიყვანო?თუ გეცლება რა თქმა უნდა?
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ საქმეები მაქვს და ვერ მოვასწრებ...შეიშმუშნა ბიჭი..
-კარგი დაიკიდე არაუშავს...
ხელები მოხვია და მასთან ერთად შევიდა კორპუსში....ამ დროს ჯაჭვლიანი დაბღვერილი უცქერდა მოლაპარაკე წყვილს...კარგადაც გაიგო მათი საუბარი,კმაყოფილს ჩაეღიმა და თავის ქნევით შევიდა კორპუსში....სახლი ცარიელი დახვდა...არა დედა,არა მამა და არც მისი ძმა....მობუზული ჩაესვენა სავარძელში და ტელევიზორის შავ ეკრანს მიეჯაჭვა...ფიქრობდა...განიცდიდა...ვერ ისვენებდა...ბოლო-ბოლო სურდა გარკვეულიყო თავის თავში...რა უნდოდა,რას აპირებდა...იცოდა,რომ ჯაჭვლიანთან ასე დიდი ხანი არ გაგრძელდებოდა,ისიც კი იცოდა,რომ ჯაჭვლიანი მის მიმართ არ იყო გულგრილი...ამ ურთიერთობის ეშინოდა,ეშინოდა იმის,რაც შემდეგ მოხდებოდა...აშინებდა ჯაჭვლიანი...ის დიდი სიყვარული,რომელიც მასთან აკავშირებდა...მომავალი,რომელიც ბუნდოვანი იყო მისთვის...უნდოდა დამიანესთვის შანსი მიეცა,მაგრამ აშინებდა ეს ურთიერთობა..იცოდა ბიჭის ხასიათი,იცოდა ისიც,რომ არ იყო სანდო...ვერ შეეწყობოდნენ,მარტო სიყვარული კი არ იქნებოდა მათთვის საკმარისი...თავი ეტკინა ამდენი ფიქრისგან...როცა ხედავდა ამოუცნობი ემართებოდა...ერთიანად ცახცახებდა....უნდოდა ჩახუტებოდა,მაგრამ თავს მაქსიმალურად იკავებდა...მისი შეხება საშინლად სიამოვნებდა...ამდენი ხნის შემდეგაც უყვარდა...იმაზე მეტადაც კი ვიდრე ეს შეიძლებოდა...რა ექნა აღარ იცოდა...მიეცა შანსი?თუ თავისი პრინციპებისთვის არ ეღალატა?თავის თავთან დადებული პირობა დაერღვია?პირობა მაშინ დადო,როცა მიდიოდა...აეროპორტის გზაზე მიმავალმა თავის თავს შეპირდა,რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა....ჯაჭვლიანს სამუდამოდ დაივიწყებდა და თუ კი ოდესმე საქართველოში დაბრუნდებოდა მას არ გაეკარებოდა...თავიდან აღარ შეიყვარებდა,არ მიეჯაჭვებოდა,არ ნახავდა,არ მიცემდა თავს უფლებას შეხებოდა,და ყველაზე მთავარი-არ იქნებოდა მასთან,ცხოვრებას არ დაუკავშირებდა,მაგრამ ახლა?ახლა ისე უნდოდა მასთან ერთად ყოფნა,როგორც არასდროს...უნდოდა ყოველი დილა მისით დაწყებულიყო...ეყურებინა მისი შავი სფეროებისთვის და ამით ებედნიერა....ცრემლები გაუზრებლად დიოდა სახეზე....გული ტკიოდა....თვალები მინაბა თუ არა ეგრევე ჩაეძინა...ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა...უკვე დაღამებულიყო...საათი 12-ს აჩვენებდა...ნომერს დახედა თუ არა მიხვდა ვინც იყო და უპასუხა..
-გისმენ დედიკო...რამე მოხდა?
-როგორ ხარ შვილო?ბოდიში,რომ აქამდე ვერ მოვახერხე დარეკვა...
-არაუშავს დე,არც მე მეცალა,რომ თქვენთვის დამერეკა...
-კვირის ბოლოს ჩამოვალთ მე და მამაშენი,აქეთ საქმეებს მოვრჩით...
-მე ხვალ ბათუმში მივდივარ,ალბათ 2-3 დღით...
-ჰო მშვიდობაა რატო მიდიხარ?
-კი დე,უბრალოდ სამუშაო შემომთავაზეს და ამ მიზნით...
-კარგი დე მშვიდობით მგზავრობა....
ტელეფონი გათიშა და ოთახში შევიდა...სპორტულ ჩანთაში ტანსაცმელები ჩააწყო,წყალი გადაივლო,მოკლე პენუარი გადაიცვა და საწოლში შეწვა...დიდი ხანი არ დაეძინა...ბოლოს ღამის 4-ზე ჩაეძინა...დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა...ისე აიღო ნომერს არც დაკვირვებია...
-ქვევით ვარ და გელოდები...
-რომელი ხარ?
ჯერ კიდევ გაბრუებული იყო ძილისგან...
-ჩამოდი და ნახავ...
გაიკრიჭა ჯაჭვლიანმა და ტელეფონი გაუთიშა.....ემა ფეხზე წამოიძლაზნა...ხელ-პირი დაიბანა,ტანზე მოკლე მაღალწელიანი შორტი,ნაცრისფერი ტოპი და თეთრი კედები მოირგო...თმა ცხენისკუდივით შეიკრა,ჩანთში ატმის წვენი ჩაიგდო,სპორტული ჩანთა გადაიკიდა და სახლი დატოვა..კიბეები უხალისოდ ჩაიარა და გარეთ გასულმა ჯაჭვლიანს,რომ მოკრა თვალი,მერე გაახსენდა,რომ დამიანეს ესაუბრა ტელეფონში და სახე დამანჭა...მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა ქალბატონს...სდარბაზოდან გამოსულს მალევე შეაგება მისი მომაჯადოვებელი ღიმილი და სათვალე თავზე გადაიტანა...
-არ არსებობს...შენთან ერთად არ წამოვალ...
-მოგიწევს...თვალი ჩაუკრა და მისკენ წავიდა...
-შენთნ ერთად წამოსვლას მარშუტით წავიდე მირჩევნია...
-ემა ჩაჯექი და წიკვინს მორჩი....ჩანთა გამოართვა და საბარგულში ჩადო.
-დაჯექი!..კარები გაუღო გაოგნებულს...
-არ ვაპირებ..
-დაგეხმარები...ყურადღება არ მიაქცია გოგონას ყოყმანს ისე ჩასვა ავტომობილში და კარი მიუხურა,თავადაც დაიკავა ადგილი,სათვალე ცხვირზე დაისკუპა,მუსიკა ჩართო და მანქნანა დაქოქა...
-ეგ
ძალადობაა...გაბრაზებულმა მიახალა
-წადი და მიჩივლე...
ღიმილით გადახედა და მუსიკას თავი ააყოლა...გაბრაზებულმა,მუსიკას დაუწია და ფანჯარა ჩამოწია...გრილი ჰაერი ესიამოვნა და გაინაბა...ბიჭმა ისევ აუწია და კმაყოფილს ჩაეღიმა...ემამ მუსიკა სულ გამორთო და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში...ბიჭმა ჩასართავად წაიღო ხელი,როცა ემას სიტყვებმა შეაჩერა
-არ ჩართო...
-რატო?გაკვირვება ვერ დამალა...
-არ მინდა,თავს მატკიებს და იმიტომ...
-და ერთი შემახსენე შენი მინდა არ მნდას როდის მერე ვემორჩილები?
წამიერად მიაბრუნა თავი ქალისკენ..
-დღეიდან..
გაუღიმა,დისკი ამოაძრო და ფანჯრიდან მოისროლა...
-ახლა რომ მიგახრჩო ადგილზე არ ვინანებ...თვალი გააყოლა მოფრიალე ნივთს...
-ახლა მშვიდად ვიმგზავრებთ...თვალები გადაატრიალა და თავი მინას მიადო...
-იცოდე გავტეხავ...დამიანეს რადიოს ჩართვა უნდოდა ემას სიტყვებმა,რომ შეაჩერა...
-ფუ ამის..
-რამდენ საათში ჩვალთ?
-ეგ არ ვიცი,მაგრამ კიდე ერთი ასეთი ქმედება და ჩაგსვამ....
-ნუ მაშნებ...გაეცინა...დამიანესაც მოჰგვარდა სახეზე ღიმილი და უფრო ხალისიანმა განაგრძო საჭის ტრიალი...
-მართლა რა სამსახურია?
-ჭურნალისტობა შემომთავაზეს,რა თქმა უნდა ცოტახანი ვიმუშავებ სანამ წავალ...როგორ არ ესიამონა ბოლო ორი სიტყვა ჯაჭლიანს....ხელები საჭეს მოუჭირადა წამიერად თვალები დახუჭა...
-არ წახვიდე...
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი...
თავი გააქნია ცინდელიანმა და გრილი ჰაერი ჩისუნთა...
-ისე რატო დაშორდით შენ და ანკა?სკოლის ზე წყვილი იყავით...
-ამაზე ჰო ვისაუბრეთ გუშინ...
-მერე რა ახლაც ვისაუბროთ,აბა მთელი გზა მუნჯებივით ჰო არ ვისხდებით?
თვალები გადაატრიალა...
-ბ*ზია...და მაგის ზე წყვილობა არაფერში მჭირდება..
-ჰო პრინციპში რა მიკვირს,შენ მხოლოდ კაი ბიჭობა გინდოდა...
-ვიყავი კიდეც
გაეღიმა დამიანეს...
-ჰო და ამიტომაც გიჟდებოდნენ გოგოები შენზე...
-არ დაგავიწყდეს,რომ სიის თავში პირველი შენ იყავი...
-მაგას რა დამავიწყებს...თავი გააქნია..
-გახსოვს?
-კიდე რამე უნდა მახსოვდეს?
-პირველი კოცნა მე,რომ მოგპარე?
-ეგეც მახსოვს...
-მიხარია,რომ პირველი ვიყავი....
-რა სასიხარულო ეგაა...
თავი გააქნია...
-ემა...
-რა?
გახედა...ერთმანეთს წამიერად უცქერდნენ....ამ ორს შორის იგრძნობოდა ის დიდი ქიმია,რაც მათ აერთიანებდათ....უყვარდა ჯაჭვლიანს..მართლა,მთელი გულით უყვარდა...უბრალოდ ამის აღიარება არ შეეძლო....ვერ გადაიტანდა თუ დაკარგავდა...მაგრამ ბრძოლის ეშინოდა,რომ არ ეპატიებია ემას მისთვის?მერე რას გააკეთებდა?არ იცოდა,ამიტომ თავს იტყუებდა...
-გთხოვ არ წახვიდე...კიდე ნუ მიმატოვებ...
-მაშინ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემ წასვლა,არ წასვლას?
-მაშინ შეიძლება ნამდვილად არ ჰქონდა აზრი,მაგრამ ახლა აქვს და გთხოვ არ მიმატოვო.....
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი და ნუ მაიძულებ...
ამის შემდეგ უხმოდ იარეს...ბათუმში,როგორც კი ჩავიდნენ,დამიანემ ემა დანიშნულების ადგილას დატოვა თითონ კი იქ წავიდა სადაც ოთახი დაჯავშნა...ემა დიდხანს უყურებდა მიმავალ ჯაჭვლიანს,შემდეგ კი ლევანთნ მივიდა და საქმეს შეუდგა....დამღლელი სამუშაოს შემდეგ იქვე ჩამოჯდა და თავი მაგიდას დაადო...
-აჰა აიღე...
წინ ლევანი აესევტა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა..
-მადლობა
გაუღიმა და მთელი ჭიქა გამოცალა...
-ისე გადავეჩვიე,სულ დამვიწყებია რა არის მუშაობა...
-არაუშავს მალე ისევ მიეჩვევი..
მის გვერდით ჩამოჯდა...უყურებდა ემას და მისით ვერ „ძღებოდა“იმდენად მოსწონდა ეს გოგო,რომ თავს აკარგვინებდა...
-ჩემი წასვლის დროა
ფეხზე წამოდგა და გსასვლელისკენ წავიდა...ლევანიც უკან აედევნა..
-მანქანით ვარ და გაგიყვან...
-არ არის საჭირო მე წავიყვან...
მათი სიჩუმე დამიანეს ხმამ დაარღვია,ემასთან მივიდა ხელი წელზე მოხვია და მიიხუტა..
-რას აკეთებ?ყურში უჩურჩულა და მისი მოცილება სცადა...
-შენ წასაყვანად მოვედი...
-თავადაც გავაგნებ გზას არაა საჭირო...
-წავედით...ბოხი ჩახლეჩილი ხმით უთხრა და ლევანს გახედა,რომელიც დაბღვერილი იყურებოდა აქეთ-იქეთ...
-კარგი ლევან ნახვამდის..ხვალ შევხდებით...
ხელი ჩამოართვა და დამიანეს უკან გაყვა...
-ანუ ესაა ლევანი არა?
-მერე შენი რა საქმეა?
-უბრალოდ ძალიან უსიამოვნო ტიპია...
-შენზე უსიამოვნო არის ვინმე?
-დიახ ლევანი..
თვალი ჩაუკრა....სასტუმროში მიიყვანა სადაც თითონ იყო გაჩერებული..მის გვერდით ნომერი აუღო..
-ძლინების ხვალ შევხდებით...
-ჰო სამწუხაროდ...თავი გააქნია და ოთახში შევიდა....დამღლელი დღის შემდეგ მალევე ჩაეძინა...დილით 10 საათზე ჭყიტა თვალები...ფეხზე წამოიზლაზნა და ფანჯრისკენ წავიდა...თვალი მოავლო ლურჯად მოლივლივე ზღვას და გულში სითბო ჩეღვარა...10 წელია შავ ზღვაში ფეხი არ ჩაუდგამს...ახლა ყველაზე მეტად მოუნდა ბანავი...ტანზე ერთიანი საცურაო კოსტუმი მოირგო,შემდეგ ზევიდან სარაფანი გადაიცვა და მოწესრიგებული გარეთ გავიდა,სადაც დამიანეს შეეფეთა,რომელიც ემას გამოსვლას უცდიდა...
-სად მიდიხარ?
-ზღვაზე გადავალ...
-ჰო მეც მანდ მოვდივარ....
მაგრამ გოგონას უკვე აღარ ესმოდა ბიჭის ხმა...ნაპირზე გავიდა თუ არა სარაფანი გადაიძრო და ფეხებით ჩადგა წყალში...შესვლას არ ჩქარობდა,დამიანე კი უყურებდა მის წინ მდგარ სრულყოფილებას და თავი ყველაზე იღბლიან კაცად ეგონა მთელ დედამიწაზე....ასეთ სრულყოფილებას,რომ უყვარდა....კიდე დიდხნას იყო ასე შემდეგ ემასკენ გაიქცა,ხელი დაავლო და მასთან ერთად ჩაყვინა...
-ნორმალური თუ ხარ...ხელი კრა და სახეზე ჩამოშლილი სველი თმა უკან გადაიყარა....მამაკაცმა გაიცინა,ხელი წელზე მოხვია და მკერდზე მიიკრა..ზღვაში მასთან ერთად იდგა...დიდი ხანი უყურებდა წყლიან თვალებს...ჭაობისფერ სფეროებს,რომელიც ასე უყვარდა...
-სრულყოფილება ხარ...
ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა და ტუჩები კისერზე მიაწება...
-არ გინდა დამიანე...აჯობებს ყველაფერი იმ 10 წელს გავატანოთ...
-რომელ 10 წელს?სადაც მე და შენ ერთად არ ვართ?
-დარჩეს ისე როგორც არის...
გაბრუნდა და ნაპირსიკენ წავიდა...
-მე არ მინდა ასე ემა...შენ გარეშე აღარ მინდა...მისკენ შეაბრუნდა და თვალებში ჩახედა...
-შენ გარეშე ჩემი მომავალი არ მინდა...
-არ იცი რა გინდა დამიანე...შენ არაფერი არ იცი
თავი გააქნია...
-ხო არ ვიცი...ყვირის...
-არაფერი ვიცი..შენი სურნელი ჭკუიდან მშლის....რაც ჩამოხვედი ნორმლურად ვერ ვარ...არ მძინავს...ვერ ვჭამ...ვერ ვსუნთქავ...არ მაძნებ გესმის?ვერ გშლი ჩემი გონებიდან და გულიდან...შემიყვარდი და რა ჩემი ბრალია?სიყვარული ჰო ასეთია...არ დაგეკითხება ვინ უნდა გიყვარდეს და ვინ არა...ჰო და მე შენ შემიყვარდი...
-რა თქვი?გაოცებას ვერ მალავს ცინდელიანი...გული იმაზე სწრაფად უცემს,ვიდრე ეს შესაძლებელია....
-დაბადების დღეზე სასმენ აპარატს გიყიდი...
უღიმის და სახლისკენ მიდის...ემაც უკან მიყვება...ხმას არცერთი იღებს..ისე ისდილეს ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ...ბოლოს ერთმანეთსაც დაცილდნენ..ემა გადაღებაზე წავიდა,დამიანე კი სახლში ავიდა...სხეულის ყველა ნაწილი უკანკალებდა...გული სალტოებს აკეთებდა...აღიარა ის,რისიც ძალიან ეშინოდა,მაგრამ არ ნანობდა,არ ნანობდა იმას რაც თქვა,რადგან მართლა,მთელი გულით,სულით,წმინდა სიყვარულით უყვარდა ემა ცინდელიანი-გოგონა,რომეგოგონა,რომელსაც პატარაობა გაუმწარა,სკოლაში ყველაფერი ჩაუმწარა,ყველას დასაცინი გახადა....
-----------------------------------
იმედია მოგეწონათ ❤ ვეცადე მაინც კარგი გამომსვლოდა ❤



№1  offline წევრი Niniko11

ძაალიაან მომეწონაა ...
როგორც იქნააა გამოუტყდაა, ამათზე მეტად მე მიხარიაა მგონი ერთმანეთიბრომუყვაართ
კარგიაა ასე განაგრძეე. ...
მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს
წარმატებები♡♡

 


№2  offline წევრი Liluu

Niniko11
ძაალიაან მომეწონაა ...
როგორც იქნააა გამოუტყდაა, ამათზე მეტად მე მიხარიაა მგონი ერთმანეთიბრომუყვაართ
კარგიაა ასე განაგრძეე. ...
მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს
წარმატებები♡♡


ნეტა იცოდე როგორ მაბედნიერებ შენი სიტყვებით❤️❤️მიხარია რომ მოგწონს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან ძალიან მაგარია ???????????????????? დიდი მოლოდინით ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დაიდება

 


№4  offline წევრი Liluu

სტუმარი იაკო
ძალიან ძალიან მაგარია ???????????????????? დიდი მოლოდინით ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დაიდება


მადლობაა❤️❤️კი აუცილებლად დავდებ მალე

 


№5 სტუმარი აბკ

როდის დადებ

 


№6  offline წევრი Liluu

აბკ
როდის დადებ


დღეს დავდებ შუადღეზე❤️

 


№7  offline წევრი anako

რა საყვარელია ეს ბიჭი კაცოოოოოოოო გავგიჟდიი

 


№8  offline წევრი Liluu

anako
რა საყვარელია ეს ბიჭი კაცოოოოოოოო გავგიჟდიი


ემას კითხე აბა თუ ესაყვარლება❤️ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent