შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-2


11-09-2019, 22:31
ავტორი Liluu
ნანახია 2 186

თავი-2
ადგილზე გაშეშებული ვერ ინძრეოდა...ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და მის ძმას უფრო მაგრად დაეყრდნო..
-ხო კარგად ხარ?
-კიკი უბრალოდ თავბრუ დამეხვა...სუსტად გაუღიმა და გეგას უკან გაყვა,ისე რომ ჯაჭვლინისთვის თვალიც კი არ მოუშორებია...
-აბა საით?
-აი იქ სხედან...ხელით დაანახა რამდენიმე ბიჭი და მათკენ წავიდა,ბიჭებმაც შეამჩნიეს მათკენ მიმავალი და-ძმა და ფეხზე წამოდგნენ..
-ბიჭო ეს არის შენი და?გაკვირვება და აღფრთოვანება ვერ დამალა ქერამ და ემა ერთიანად აათვალიერა..
-კი ეს არის..გაეცინა გეგას ბიჭების შემხედვარე
-ემა გაიცანი ეს ნიკუშა,ეს რატი,ზურა,გოგა და ჩვენი ცოლიანი ბიჭი ირაკლი...
-სასიამოვნოა ბიჭებო,იმედია ჩემთან უხერხულად არ იგრძნობთ თავს,მაინც დიდი ვარ თქვენთან შედარებით
-არა რას ამბობ ტოო...
პირიქით ნახე რამდენი გასკდეს გულზე..გაიცინა რატიმ და ემას გვერდით მოთავსდა...
-კარგი ვის უნდა ჩემთან ცეკვა?გადაიკისკისა და წამოდგა...
-მე..
-მეც რა..
მმმ..თითქოს ჩაფიქრდა,შემდეგ ბიჭებს თვალი მოავლო გაიცინა და არჩევანი მაინც ზე უსიმაპთიურეს ზიკუშაზე შეაჩერა,რომელიც თვალს ვერ წყვეტდა მის წინ მდგარ სილამაზეს.
- ნიკუშა წამოდი..
ბიჭს ხელი ჩაკიდა და დარბაზის შუაგულში გაიყვანა...ყველა მათ უყურებდა,ნიკუშა კი კმაყოფილი სახით აგრძელებდა ემასთან ცეკვას..
-ნუ მეფლირტავები...თითი დაუქნია და რიჟა თმა უკან გადაყარა,რომელიც სახეზე ჩამოშლოდა..
-არაა არ გეფლირტავები...
იუარა და ხელი წელზე მოხვია..
-ხოხო როგორ არა...გადაიკისკისა და ჩამოშორდა..
-საით?
-სასმელს ავიღებ და მალე დავბრუნდები...
-კარგი მხრები აიჩეჩა და ბიჭებთან დაბრუნდა
ემა კი ბარისკენ წავიდა,იქვე სკამზე ჩამოჯდა და თითები აათამაშა...თვალი მოავლო იქაურობას და ჯაჭვლიანი,რომ ვეღარ დაინახა საღე მოეღრიცა
-ალბათ მომეჩვენა..სიმწრისგან დაიხრიალა და მომლოდინე თვალები შეანათა ბარმენს
-რამეს ინებებთ?
-დიახ თუ შეიძლება..საყვარლად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
-და რას?
-ატმის წვენი და ვისკი თუ შეიძლება...
-დიახ ახლავე...უცებ იგრძნო როგორ აეწვა ზურგის არე...ნელა შეტრიალდა უკან...გაშრა...პირველად...10 წლის შემდეგ...მონატრებულ სფეროებს უყურებდა და ხმას ვერ იღებდა,მალე იგრძნო ხელი მკლავზე,შემდეგ კი უცებ,გაუაზრებლად როგორ აღმოჩნდა სადღაც ბნელ კუთხეში......
-საერთოდ ნორმალური თუ ხარ?პირველად ამოიღო ხმა და მის წინ მდგარ ჯაჭვლიანს დააკვირდა...
-აქ რას აკეთებ?
ღმერთო ეს ხმა...როგორ მონატრებია თურმე და ვერ გაუგია...
-შენ რა ახლა გაიღვიძე?არ გაგიგია,რომ დავბრუნდი?ირონია აიკრა სახეზე და ცინიკურად გაუღიმა..
-თურმე შენზე რასაც ამბობდნენ სიმართლე ყოფილა...
ირონიულად გაუღიმა და მოკლე კაბაში გამოწყობილი ემა ერთიანად აათვალიერა,ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და ოდნავ მიუახლოვდა..
-რა იყო ვერ იფიქრებდი,რომ ოდესმე ასეთი გავხდებოდი?
-ვიფიქრებდი?ვერც კი წარმოვიდგენდი...შენ ისეთი..
-ისეთი მსუქანი და წითელლოყება ვიყავი არა?სიტყვა შუაში გააწყვეტინა და კაბა კიდე უფრო დაამოკლა..
-ამას რატო აკეთებ?
-და რას?გაკვირვებულმა კითხა და ოდნავ წინ გადმოიწია...
-მინდიხარ...
მისდა უნებურად აღმოხდა ჯაჭვლიანს და მათ შორის მანძილი წამის მეასედში დაფარა...
-გინდივარ?გაიცინა და კედელს აეკრო...
-დამიანე ჯაჭვლიანს ვუნდივარ?გადაიკისკისა და მის წინ მდგარ მამაკაცს თავისი ჭაობისფერი თვალები შეანათა...
-რა დრო დაგიდგა ჯაჭვლიანო,მე ბეჰემოტ,გასიებულ კასრს მეუბნები,რომ გინდივარ?გაღიზიანების დამალვას ცდილობდა
-რახან მაგას მოვესწარი.გაიცინა და გვერდის ავლა სცადა.-რაღა მომკლავს..
-ემა..ხელი დაუჭირა გოგოს...
-არ შემეხო....მშვიდი ტონი შეინარჩუნა..
-შენი ბინძური ხელი მომაშორე,სასწრაფოდ...
იქვე სკამზე ჩამოჯდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და წინ გადმოიახარა..
-მართალია შენ რა შეგცვლიდა...
-არ დაივიწყო წამის წინ რაც მითხარი
-წამომცდა..
ამოიბურტყუნა და ემას მკერდს დააკვირდა,ოდნავ ბნელოდა,მაგრამ კარგად არჩევდა გოგონას დიდ მკერდს...
-ნუ ისულელებ თავს,ახლა იმდენად გინდა ჩემი კოცნა,როგორც თევზს სჭირდება წყალი,რომ იარსებობს..თვალი ჩაუკრა და გამარჯვებული მზერა სტყორცნა...ჯაჭვლიანი ველურივით ეძგერა გოგონას ტუჩებს,ემამ თავი ძლივს შეიკავა,რომ არ ეკოცნა,მალევე მოშორდა და ღრმად ამოიხვნეშა..
-სულ არ გივარგა კოცნა,პრინციპში რა მიკვირს,პატარაობაშიც კი უვარგისი იყავი მაგ საქმეში,მიკვირს გოგოებს რა მოსწონს შენში..წაკბინა და ნაკოცნი ხელით მოიშორა
-ის რაც შენ...თვალი ჩაუკრა და გაიჯგიმა..
-რა პირდაპირი ხარ ხოლმე..
ფეხზე წამოდგა,ბიჭს მიუახლოვდა,ხელები კისერზე მოხვია და ტუჩები კისერს მიაწება..ჯაჭვლიანს თვალები აემღვრა,ხელები წელზე მოხვია და მისკენ მაგნიტივით მიიზიდა
-შენ და სამწუხაროდ ვერასოდეს ეღირსები ჩემთან დაწოლას..ყურში უჩურჩლა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა...ღრმად სუნთქავდა...ნერვების დამშვიდებას ტყუილუბრალოდ ცდილობდა,მაინც არაფერი გამოსდიოდა....5-6 ღერი სიგარეტი მიყოლებით გააბოლა და როდესაც მიხვდა,რომ ესეც ვერ დაამშვიდებდა,ბოლო ღერი საფერფლეში ჩაწვა და დარბაზში დაბრუნდა...არც ემა იყო კარგ დღეშ,ერთიანად კანკალებდა,მთელი სხეული უცახცახებდა,თავის მოთოკვა უჭირდა,ჯერ კიდევ ის ადგილები ეწვოდა,სადაც ჯაჭვლიანი შეეხო...წყალი სახეზე შეისხა და ბიჭებთან და ძმასთან დაბრუნდა,კიდე ცოტახანი გაჩერდა შემდეგ კი სულ დატოვა კლუბი და სახლისკენ აიღო გეზი,ისე,რომ ჯაჭვლიანის მზერა დააიგნორა....სახლში მისულს დიდი ხანი ვერ დაეძნა,სულ მასზე ფიქრობდა,უნდოდა აღარ ყვარებოდა,მაგრამ მიხვდა,რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო უყვარდებოდა...დრომ კი არ განკურნა სიყვარულის სენით დაავადებული ემა,პირიქით უფრო მეტად შეაყვარა და მოანატრა ჯაჭვლიანი...და ის ათი წელი?უბრალოდ წლები,მეტი კი არაფერი....სიყვარულისთვის არსებობს...ის სამუდამოა,თუ ნამდვილი გულწრფელი სიყვარულით გიყვარს...
-----------------------------------
მთელი ღამე იმუშავა...თვალებიდან არ ამოიოდა ემა...მისი ჭაობისფერი სფეროები...რიჟა თმა...ჭორფლები...პირველად დაინტერესდა ასე გოგოთი...განსაკუთრებით ემათი..მთელი წელი სისხლს უშრობდა...ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არ „იშურებდა კეთილ“სიტყვებს,დასცინოდა,აბუჩად იგდებდა,რამდენჯერმე გასახდელის კარადიდან ტანსაცმელიც კი მოპარა....ერთი სიტყვით ამწარებდა...რა დაუშავა?არც არაფერი,უბრალოდ აღიზიანებდა,ეზიზღებოდა იმის გამო,რომ ასეთი იყო....
-რა გჭირს ?ვაკომ ხელი სახის წინ აუფრიალა და სიგარეტს გაუკიდა...
-ცინდელიანი ვნახე...
-მერე?
ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ღრმა ნაპასი დაარტყა...
-როგორ მოგეწონა?
-დიდი ვერაფერი...თითქმის იგივე...იცრუა ჯაჭვლიანმა
-შენ მართლა ემაზე ამბობ?ვინმეში ჰო არ შეგეშალა?
-დებილი კი არ ვარ...მაგას რა დამავიწყებდა...
-მაშინ გემოვნება არ გქონია ძმაო,გოგო ანგელოზია,ყველა ბიჭი დაიჩოქებს მის წინაშე და შენ ამბობ,რომ დიდი ვერაფერი?სიმწრისგან გაეცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა...
-ჰო ზუსტად მაგას ვამბობ...თვალი ჩაუკრა და მაიკა გადაიცვა....
-დაამთავრე?
-კი და წამო....
-გინდა კაპანაძესთან ავიდეთ ბაითზე?
-რა ხდება?
-წვეულება აქვს...მაგარი გოგოები,დალევა...წარბები აათამაშა
-აბა რას იტყვი?
-კარგი წავიდეთ..თავი დაუქნია და ეცადა ემაზე აღარ ეფიქრა...იქ მისულებს უამრავი ხალხი დახვდა...
-ის შაგვრემანი ჩემია იცოდე ხელი არ ახლო...
ვაკოს ისე უთხრა მისთვის არც კი შეუხედავს და თეთრ მოკლე კაბაში გამოწყობილ გოგონაზე ანიშნა,რომელიც იცინოდა და დამიანეს თვალს არ აცილებდა...თვალი ჩაუკრა მასზე მიშტერებულს და მისკენ წავიდა...ბიჭებთან მივიდნენ,ყველას მიესალმეს,კარგად გაერთნენ,იცეკვეს,დალიეს,მოწიეს და არჩეულ გოგოებთან ერთად დატყდნენ პონტიდან...დილით მზის სხივებმა გამოაფხიზლა ტკბილად მძინარე ჯაჭვლიანი...გაბრაზებულმა ბალიში თავზე დაიფარა და ძილის შებრუნება სცადა,თუმცა რომ აღარ დაეძინა წამოიწია და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია...
-გინდა გავიმეოროთ?მოესმა გოგონას ხმა და მანაც მისკენ გაიხედა,ახლა გაახსენდა მის გვერდით მწოლიარე უცნობი და ჩაეღიმა...მიმზიდველად გამოიყურებოდა,მაგრამ მის წესს არასოდეს ვერ დაარღვევდა...ერთი და იმავესთან მეორესთან არასოდეს დაწვებოდა....
-წადი
ბოხი ჩახლეჩილი ხმით უთხრა და ღრმა ნაპასი დაარტყა...
-რა თქვი?გაოცებულს აღმოხდა
-წადი მეთქი...თითი კარებისკენ მიანიშნა და კარადიდან პირსახოცი გამოიღო...
-თავხედო...
შეუღრინა გოგონამ,ტანსაცმელი მოხიკა და გარეთ გავარდა...
-საცოდავიი..თავი უიმედოდ გააქნია,აბურდული თმა გაისწორა და სააბაზანოში შევიდა...დიდხანს ინებივრა გრილი წყლის ქვეშ,მხოლოდ ახლა გაახსენდა ცინდელიანი და ტანში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა...სააბაზანოდან გამოსულმა ახლაღა შეავლო მის ანგრეულ ოთახს თვალი,ზეწარი სარეცხმანქანაში შეაგდო,ტანსცმელებიც მას მიაყოლა და ოთახიდანაც გამოვიდა....მიხვდა,რომ საჭმელი არ ჰქონდა,ჯიბეები მოჩხრიკა და სახლი დატოვა...კიბეები ღიღინით ჩაიარა,როდესაც მის წინ მდგარ ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი...გვერდი აუარა,ისე რომ მხარი გაკრა და მის წინ აესვეტა,გოგონამ თვალები გადაატრიალა,ცალყბად გაუღიმა და ყურსასმენი ყურიდან გამოიძრო..
-რამ შეგაწუხა ჯაჭვლიანო?
-როგორ ხარ?-როდის იყო ჩემი ამბით ინტერესდებოდი?
-მადლობა მეც კარგად ვარ...თვალი ჩაუკრა და ელასტიკში გამოწყობილი ცინდელიანი ერთიანად აათვალიერა,ნერწყვი მძიმედ გადააორა სასულეში..
-რა იყო გუშინ ჰორმონები ვერ დაიკმაყოფილე და ახლა მე მომადექი?ირონია გამოესახა სახეზე გოგონას და მისი ჭაობისფერი სფეროები შეანათა...
-არ გიხდება ეგ ირონია...
ტუჩის კუთხე ჩატეხა და ოდნავ მიუახლოვდა..
-იცი კარგია შენთან საუბარი,მაგრამ ამავდროულად ცოტა მოსაწყენი...თვალები გადაატრიალა და ჩამოშორდა
-შეხვედრამდე...მიაძახა და გაუჩინარდა...
-უკვე მეორედ მიმატოვა ასე მარტო და თანაც შუა საუბარში სიმწრისგან ძლივს ჩაილაპარაკა ჯაჭვლიანმა და მაღაზიისკენ წავიდა...ყველაფერი იყიდა რაც სჭირდებოდა და სახლში აბრუნდა....დიდხანს იდგა აივანზე,მაგრამ არა და არ გამოჩნდა ემა,ბოლოს დანებდა და ისევ ბინაში შებრუნდა...არაფერი საქმე ჰქონდა,ამიტომ ტელევიზორი ჩართო,რაღაც ფილმზე გადართო და უაზროდ მიაშტერდა...
-----------------------------------
-გეგა აქ ხარ?ოთახის კარი შეაღო და ბიჭს თავზე წამოადგა..
-კი ემა აქ ვარ რამე მოხდა?ოდნავ წამოიწია და გოგოს შეხედა...
-მისმინე აუზზე მინდა სიარული და შეგიძლია ხვალ წამიყვანო?და რომელია უკეთესი?ერთიანად მიაყარა და ღრმად ამოისუნთქა
-რავი ტოო..მხრები აიჩეჩა და დაფიქრდა..
-ჰმმ ვაკის საცურაო აუზი..იქ წაგიყვან და მერე შენითაც მიაგნებ ხოლმე...
-კარგი
თავი დაუქნია და აივანზე გავიდა სადაც თვალი მოკრა ჯაჭვლიანს,რომელიც იდგა და მშვიდად ეწეოა სიგარეტს,თან გოგონას თვალს არ აცილებდა...
-მაგდენი მოწევა საზიანოა...
ცოტა ხმამაღლა დაიძახა დამიანეს,რომ გაეგო...
-იმედია მოწევას არ მიშლი...სიცილნარევი ხმით უთხრა და ჩაეღიმა...
-როგორ გეკადრება,მითუმეტეს შენ ტერიტორიაზე ხარ..
-და შენ ტერიტორიაზე დამიშლი?ვითომ გაკვირვებულმა წარბები მაღლა აზიდა..
-შეიძლება
მხრები აიჩეჩა და მოაჯირს დაეყრდნო,ამ კვეთრი მოძრაობით უფრო მეტად გამოუჩნდა მკერდი,რომელიც სანახევროდ ჰქონდა დაფარული..
-ასე ჩემ ნერვებზე ერთობი ჰო?ძლივს ამოიბლუკუნა და კარგად დააკვირდა ამობურცულ მკერდს...
-რავიცი თუ ასე ფიქრობ მაშინ შეიძლება..
თვალი ჩაუკრა და გამომწვევად გაუღიმა...ჯაჭვლიანს სახე შეეცვალა...
-ნეტა ახლა შენი თვალით დაგანახა საკუთარი სახე..გადაიკისკისა და ფეხები ოდნავ გაშალა..
-ცინდელიანო გეყოფა..ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში
-რა იყო?რაღაც გრღნის შიგნიდან ხო ასეთ ვიდზე მყოფს რომ აღარ მომწონხარ?გაუღიმა
-რა მიხვედრილი ხარ...ისე არ გინდა აქ საუბარს ჩემთან გადმოხვიდე?ყავაზე დაგპატიჟებ და კიდე თუ გინდა სხვა რამეც გავაკეთოთ,მე წინააღმდეგი არ ვარ..სიგარეტი მოისროლა და გოგოს მიაშტერდა..
-არა მადლობა ყავას სახლშიდაც დავლევ...თვალი ჩაუკრა და ხელი აუწია..
-ისევ ნახვამდის...
გაიცინა და სალხში შევიდა...გული გამალებით უცემდა,ფეხები ეკვეთებოდა,სახეზე სულ წითელი იყო...უხაროდა,რომ ასე გააგიჟა ჯაჭვლიანი....-მე შენ გიჩვენებ სერიას...ჯერ სად ხარ....მიყურე და განახებ როგორ უნდა დამცირება და აბუჩად აგდება...დაიმუქრა და ლოგინზე გაიშოტა...დიდხანს იყო ასე შემდეგ წამოდგა და სამზარეულოში გავიდა..
-დედა სადმე მიდიხარ?უკნიდან აკრო ქალს და ლოყაზე აკოცა..
-ჰო მე და მამაშენი სოფელში ვაპირებთ წასვლას ერთი კვირა...წამოხვალ?
-არა დე..სოფელი და ბებო ბაბუ კი მომენატრა,მაგრამ აქ მირჩევნია...სხვა დროს იყოს..თვალები გადაატრიალა და მაცივრიდან ცივი ატმის წვენი გამოიღო...
-ჰო მართლა ვის მიყავხართ?
-რა თქმა უნდა მე...წუწუნით შემოვიდე გეგა სამზარეულოში და საწყალი თვალებით გახედა..
-ანუ მარტო ვრჩები?დაიწუწუნა და იქვე სკამზე ჩამოჯდა..
-დღესვე დავბრუნდები,თუ არა და ხვალ შუადღეზე აქ ვიქნები..ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ემას და ჭიქა აართვა..
-შეგერგოს..
შეუღრინა და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყო..
-ჰე ახლა წავედით..ტაში შემოკრა ციალამ და შვილი ჩაკოცნა..
-იცოდე ჭკვიანად...
-დედა პატარა აღარ ვარ,გავიზარდე უკვე რით ვერ გაიგეთ..გაცინა და მამასაც აკოცა...
-შენ მაინც ჩვენთვის ყოველთვის პატარა იქნები...მოკლედ ემა სახლში მარტო დარჩა...ბევრი იფიქრა რა გაეკეთებინა,ბოლოს ბანანის კექსი დააცხო და თეფშე დადო..
-ახლა კი მოდი ცოტახანი ჯაჭვლიანი გადავრიოთ..ტაში შემოკრა და ოთახში შევიდა...დიდი ხანი ფიქრობდა რა ჩაეცვა..ბოლოს უმოკლესი შავი კაბა,ტოპი და დაბლები მოირგო,თმა ცხენისკუდივით გაიკეთა,თვალზე ლაინერი გადაისვა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა,კმაყოფილს ჩაეღიმა,კექსი აიღო და სახლი დატოვა.
-----------------------------------
კარებზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა ჯაჭვლიანი..ცოტა გაბრაზდა კიდეც,სტუმრების თავი არ ჰქონდა...მობეზრებულად გამოაღო კარები და გაშეშდა...უყურებდა მის წინ მდგარ ცინდელიანს,მოკლე კაბაში გამოწყობილი ხელში კექსით და მომღიმარს...
-აქ რას აკეთებ?
-არ შეიძლება მეზობელს,ყოფილ კლასელს და ყოფილ სიყვარულს ვესტუმრო თან ჰო მითხარი ყავაზე გპატიჟებო,ჰო და მეც მოვედი..მხრები აიჩეჩა და სახლში ისე შევიდა თითქოს სტუმრად კი არა საკუთარში იყოსო...
-ჰო მართლა თან კექსიც გამოვაყოლე...გაუღიმა და იქვე მაგიდაზე დადო...ჯაჭვლიანი ჯერ კიდევ გაოცებული ადევნებდა თვალს ცინდელიანის საქციელს..
-ჰე ახლა დამალევინებ ყავას?ხელები გაშალა და თვალები გადაატრიალა...
-ჰო მოვდიავრ...ძლივს ამოიბლუკუნა და სამზარეულოში გავიდა..აგიჟებდა ემა...მითუმეტეს ასე გამომწვევად,რომ გამოიყურებოდა....
-აბა რას საქმიანობ?წინ დაუჯდა გოგონა და წარბები მაღლა აზიდა
-ბარმენი ვარ
-ეგ ისედაც ვიცი..ის მაინტერესებს რა პროფესიის ხარ?
-ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვისწავლე 4 წელი,შემდეგ კიდე 2 წელი ახლა კი ბარმენი ვარ...შენზე რას მეტყვი?
-გერმანიაში ჟურნალისტიკა დავასრულე...4 წელი ვიმუშავე ჟურნალისტად ბოლო 2 წელი კი ტელევიზიაში წამყვანი ვიყავი...
-აჰა გასაგებია...თავი დაუქნია და მადუღარა გამორთო,ყავა მოუმზადა და გაუწოდა..
-მადლობა...გაუღიმა და მოსვა..
-იქეთ გავიდეთ
თავით ანიშნა ბიჭმა და ემაც უკან გაჰყვა...-
აბა რატო დააბრუნდი?არ მითხრა შენ მომენატრეო..
-რა თავდაჯერებული ხარ...უბრალოდ ჩემები მომენატრა და ამიტომ დავბრუნდი,ორ თვეში კი ისევ ვბრუნდები...
ჯაჭვლიანს თვალები აემღვრა,ვენები დაებერა,სახეზე სულ წამოაწითლა...
-და რატო?
ძლივს გასაგონად ამოიხრიალა და უფრო მეტად დაიძაბა,როდესაც ცინდელიანი კედელზე აკრული დაინახა..
-საქმეები მაქვს...
მოკლედ მოუჭრა და ყავის ჭიქა იქვე მაგიდაზე დადგა...
-რას მიყურებ?
-ასე რატო იქცევი?გინდა გამაღიზიანო არა?სამაგიერო გადამიხადო რაც გავაკეთე?გოგონას მიეჭრა და ხელი წელზე მოხვია...
-გინდა ამით დამსაჯო როგორც გექცეოდი?მითხარი აქ რატო მოხვედი?ემას გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა სადაცაა და ამოვარდებაო,ხელები უკანკალებდა,ჯაჭვლიანის ცხელი ჰაერი სახეზე ეფინებოდა და ყველაფერს წვავდა...
-ჰო გითხარი მშობლების გამო ჩამოვედითქო..
ძლივს თქვა და თავი გვერდით გააბრუნა,რომ არ ეყურებინა ჯაჭვლიანისთვის..
-ისევ გიყვარვარ არა?
-ღმერთო რა სისულელეა..გაიცინა და ბიჭის მოშორება სცადა..
-აბა რატო მიწვევ?
-როდის გიწვევ..ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავის დაღწევა სცადა,მაგრამ ბიჭი უფრო და უფრო უახლოვდებოდა გოგონას აცახცახებულ სხეულს,მაგრამ ყველაფერს ხო ბედი უნდა?კარებზე გამბული ზარის რეკვის ხმა გაისმაა..
-ვინც არ უნდა იყო დაგბრიდავ...თავისთვის ჩაიდუდღუნა და კარები რასაც ჰქვია გამოგლიჯა,ხელთ კი მისი ძმაკაცები შერჩა
-ვაა ვაკო?კოსტა დათო?აქ რას აკეთებთ?
-რა იყო ტოო რა დაკითხვას გვიწყობ..
გაიცინა ვაკომ და სახლში შეაბიჯა
-ჰო შემოდით..სიმწრისგან გაეცინა და ხელი თმაზე გადაისვა..
-ვაა აქ ვინ ყოფილა
ემას დანახვაზე ვაკო წინ გაიჭრა და მის გვერდით დაჯდა
-როგორ ხარ?
-კარგად ვაკო შენ?
-შენ რომ დაგინახე უკეთ...
ცინდელიანმა დაბღვერილ ჯაჭვლიანს გახედა,თვალი ჩაუკრა და ახლა სხვა ბიჭებსაც გადახედა...
-აქ რას აკეთებ?წინ გაიჭრა კოსტა და ემას ხელზე ეამბორა..
-რავიცი სახლში მარტო ვიყავი და მეზობელს შემოვუარე,ძველი დრო გავიხსენეთ...
-ძალიან ლამაზი ხარ..ულამაზესი..ანგელოზიი..
-მადლობა კოსტა
ნაზად გაუღიმა და ჯაჭვლიანს ამღვრეულ თვალებს შეაფეთა თავისი კმაყოფილი თვალები
-კარგით ბიჭებო სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი,მაგრამ უნდა წავიდე
-ცოტახანი კიდე დარჩი ხელს არ გვიშლი... ხელი დაუჭირა ვაკომ
-არა საქმეები მაქვს
-ვინმეს უნდა შეხვდე?
-დიახ..ერთ ზედმეტად სიმპატიურ ყმაწვილს...თვალი ჩაუკრა ვენებამსკდარ ჯაჭვლიანს და ფეხზე წამოდგა...
-აბა კარგად ყველას დაემშვიდობა და ტანისრხევით დატოვა იქაურობა..
-რა გოგოა აღმოხდა ვაკოს და იქვე მიესვენა
-რაღა ახლა მოგინდათ ჩემი ნახვა
შეუღრინა ბიჭებს
-ეგ გოგო ჩემი,რომ გახდება..
-კარგით გეყოთ ემაზე საუბარი სიტყვა გააწყვეტინა ძმაკაცს და აივანზე გავიდა სულის მოსათქმელად...
-----------------------------------
იმედია მოგეწონათ...ძალიან მინდა,რომ ისიამოვნოთ ამ ისტორიით



№1  offline წევრი Niniko11

ძალიაან მომწოონს მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს♡♡
წარმატებებიი♡♡

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

სასიყვარულო მრავალკუთხედები იმედია არ იქნება... სხვა ყველაფეეი კარგია ასე განაგრძე წარმატებები ^-^

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

შემდეგი როდის იქნება?

 


№4  offline წევრი Liluu

Niniko11
ძალიაან მომწოონს მოუთმენლად ველი შემდეგ თავსს♡♡
წარმატებებიი♡♡


მადლობა დიდი❤️❤️

სტუმარი ანი
სასიყვარულო მრავალკუთხედები იმედია არ იქნება... სხვა ყველაფეეი კარგია ასე განაგრძე წარმატებები ^-^


ძალიან დიდი მადლობა❤️კი ვფიქრობ არ იქნება..მოკლედ დაველოდოთ და ვნახოთ☺️❤️

სტუმარი მარიამი
შემდეგი როდის იქნება?


დღეს თუ მოვახერხე დავდებ აუცილებლად❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

უიი ესრაიიყო უფრო და უფრო სანტერესო ხდებაა ველოდებიი სულმოუთქმელად

 


№6  offline წევრი Liluu

სტუმარი ანა
უიი ესრაიიყო უფრო და უფრო სანტერესო ხდებაა ველოდებიი სულმოუთქმელად


მადლობა დიდი❤️❤️

 


№7 სტუმარი Ttolia

ეს იატორია მოპარულია, სინამდვილეში მიმისაა და ფბზე დებდა ესე ორი წლის წინ. ბოლოს დამიანე უღალატებს ორჯერ და დაშორდებიან დამიანე კი თავია შვილს ემას დაარქმევს

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

რას ქვია სიგარეტის.....გაკიდება....შენ საერთოდ ქართული გრამატიკა გესმის???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent