შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი მერი "თავი მეექვსე"


20-09-2019, 20:49
ავტორი Natiiaa33
ნანახია 1 382

_ეს ცხოვრება უცნაურად მიედინება...იმ მდინარეს ჰგავს ერთ კალაპოტს რომ არ მიუყვება და მოულოდნელად ახალ არხებს ჭრის. არავინ იცის რა დროს რა მოხდება და როგორ შეიცვლება სიტუაცია.
ყველაზე მეტად ის მომენტი მეზიზღება როცა ვუყურებ და ცრემლებს ვიკავებ, ყელში დიდი ბურთი მეჩხირება უთქმელობისგამო და იმ მომენტში სიკვდილზეც თანახმა ვარ.. ვერ ვიტან როცა სხვას ეხება, როცა სხვას ეხუტება და როცა სხვას უღიმის. როცა ხვდები რომ მისთვის არავინ არ ხარ და თან ცალკე ინტუაცია გიკაკუნებს თავში რომ ასე არ არის და ისიც არ არის გულგრილი შენს მიმართ.
ყველაზე საშინელებაა როცა იმედის ერთ პატარა ბეწვს ებღაუჭები მაგრად და თან ისევ წინააღმდეგობაში მოდიხარ შენ თავთან. უბრალოდ გინდა თვალები დახუჭო და ყველაფერი გააქრო..ყველა და ყველაფერი დაივიწყო და უბრალოდ წამით ტკბობა შეგეძლოს...
და აი ეს ის მომენტია სუნთქვა რომ მიჭირს. მგონია გავიხრჩობი..გული ათას დარტყმას რომ აკეთებს და ამ წყეული ემოციების კონტროლს ძლივს რომ ვახერხებ. მეზიზღება ეს მომენტი. მტკენს და იმის გაცნობიერება რა არის ჩემი ტკივილის მიზეზი ათმაგად მტკენს. ვერ ვუყურებ რადგან მეშინია რამე არ იფიქროს..ათასნაირად ვმალავ, ვფუთავ და ისევ მე მტკივა..უკვე ხელებიც რომ გიკანკალებს. მისი ხმიდან წამოსული ბგერები გამოკვეთილად რომ გესმის და მაინც განსხვავებულად რომ ხვდება ყურს. ამ ყველაფერთან ერთად იმის გაცნობიერებაც რომ ეს ყველაფერი ცალმხრივია..უბრალოდ შეგუება გიწევს, ხვდები რომ მცდელობას აზრი არ აქვს რადგან მცდელობით უფრო მეტად გეტკინება. ყველაფერს წამებში იაზრებ და თვალებზე მოწოლილ ცრემლებს გასაქანს არ აძლევ. ყველანაირად ცდილობ ღრმად ისუნთქო და ცრემლთა ნაკადს გაუმკლავდე...
ხომ შეიძლება არ არსებობდე...
ხომ შეიძლება მე არ ვარსებობდე და ამ არ არსებობით მარტივად მოგვარებულიყო ყველაფერი...
ზუსტად ის წამი რომ არა ყველაფერი ისევ ისე გააგრძელებდა არსებობას...
უკვე მეზიზღება ის წამი
და
ყოველი წუთი როცა შენთან ყოფნა არ შემიძლია..
ახლოს ხარ
და
თან
ძალიან
შორს...


-მერი მზად ხარ?
-ჰმმ..ცოტახან მაცადე რა ვერ შევკარი ეს კაბა.
-დაგეხმარო?
-არა გუგა
-აბა როდის გამოხვალ. სადაცაა მოვიდა დანიელი.
-ვაი..ჯანდაბა ამის შემკერავს. კარგი ჰო შემოდი დამეხმარე.
_სარკის წინ იდგა, შავი ლამაზი კაბით, ელვა ნახევრად შეკრული ჰქონდა, როგორ ეცადა მაგრამ გაიჭედა და შეკვრას ვეღარ ახერხებდა..არ ნებდებოდა და მცდელობას არ აკლებდა შესაკრავად მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-კარგი დაანებე თავი. გასწიე ხელები და მაცადე შევკრა
_ხელები მოაშორებია და ფრთხილად ასწია ელვა, ხელი თან მის მიშიშვლებულ ზურგზე ააყოლა. წამიერი შეხება და მთელი სხეული ბუსუსებმა მოიცვა.ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში და არც შეიმჩნია ისე განაგრძო საუბარი
-მადლობა გუგა, შენ რომ არა არვიცი რა მეშველებოდა.
-აბა მე რისთვის გყავარ? ჰმმ.. ხოიცი როგორ მიყვარხარ..
_ხვდებოდა რომ ეს სიყვარული უბრალოდ მეგობრობა არ იყო და იმაზე ბევრად მეტი იყო, იცოდა რომ დანიელს უყვარდა მერი და არც მერი იყო მის მიმართ გულგრილი..არშეეძლო ეთქვა ყველაფერი, დაკარგავდა თანაც სამუდამოდ. უყურებდა და იღიმოდა. ღიმილის უკან მალავდა ყველა გრძნობას. სევდას, დარდს, ტკივილს, ცრემლს და ყველა იმ მოწოლილ ტკივილს რაც შიგნიდან ნელ-ნელა ფიტავდა და ანადგურებდა.. გუგა იყო ის ბიჭი ვისაც ვერასდროს ამჩნევდა მერი. ბაღში დაწყებული სიყვარულის ისტორია იმ წუთამდე გუგას გულში და სულში იყო. მერის ისიც კი არ ახსოვს თუ ვინმე ჰყავდა ბაღის ჯგუფში სახელად გუგა..ყოველთვის უკანა პლანზე იდგა და შორიდან აკვირდებოდა. სწავლობდა მის თითოეულ ნაბიჯს და ცდილობდა ბოლომდე ამოეხსნა ეს შეშლილი გოგო, რომლის ვერც თავი გაიგო და ვერც ბოლო წესიერად. საშინლად ცვალებადი იყო მერი, წამის მეასედებში ეცვლებოდა ხასიათი და ეს ხასიათი სამყაროს დასასრულის მომასწავებელი შეიძლება ყოფილიყო...იცოდა, გრძნობდა მისი ტკივილი ტკიოდა, სიხარული უხაროდა. არავინ იცნობდა მასზე კარგად. იცოდა როგორ უყვარდა თეთრი ვარდები და რამდენიმეჯერ სამსახურში გაუგზავნა დიდი თეთრი ვარდების თაიგული პატარა ბარათით "ჩემი აუხდენელი ოცნება ხარ, სიყვარულის უსაზღვრო ოკიანე და ჩემი გულის სამუდამო დამპყრობელი"
ვერ ხვდებოდა თაიგულებს ვინ უგზავნიდა სამსახურში. მხოლოდ კურიერს მიჰქონდა და ტოვებდა. პირველად სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა, მეორე თაიგულმა უკვე დააინტერესა და ყოველ კვირაში ახალ ახალი საჩუქარი ხვდებოდა სამსახურში მაგრამ ვერცერთ ჯერზე ვერ გაიგო გამომგზავნის ვინაობა..ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ვერც ერთხელ ვერ მიხვდა, ვერც ერთ მის მტკივნეულ გამოხედვას ვერ ამჩნევდა. ყოველთვის ყველა გოგოს სიამოვნებს ლამაზი თაიგული ტკბილეულთან ერთად და ყურადღება. რაც არუნდა გიმტკიცებდნენ საპირისპიროს ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა.. გუგას თეთრ ვარდებს საგულდაგულო ადგილზე დებდა ლამაზი ლარნაკით და მანამდე უვლიდა სანამ არ დაჭკნებოდა. თეთრი ვარდი ყველაზე სათუთია, ნაზია და დითხანს ვერ უძლებს ტანჯვას, მალე იცვლის ფერს და კარგავს თავის ხიბლს. თეთრი ვარდი იმ კატეგორიას მიეკუთნება მხოლოდ ცოტახნით რომ გეძლევა ბედნიერება მისი სილამაზით ტკბობის..მერის ადარებდა ყოველთვის თეთრ ვარდებს და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ღებულობდა როცა თავის ნაჩუქარი ვარდებით ხელში ხედავდა..მერე რა რომ არ იცოდა ვისგან იყო ის ვარდები. მთავარი იყო მისთვის რომ ხელში ეჭირა და მის ღიმილს უფრო მეტ ხიბლს მატებდა...
_დანიელი მალე მოვიდა და მერი წაიყვანა, გუგაც დაპატიჟებული იყო მაგრამ წასვლაზე უარი თქვა..პატარა წვეულებას უწყობდნენ თანამშრომლები...რათქმაუნდა მთავარი სიურპრიზი კიდევ წინ იყო და ვერც ვერასფროს იფიქრებდა მერი თუ ასეთ სიურპრიზს უმზადებდა დანიელი..
-აუუ დანიელ ეს ფეხსაცმელი ცოტა მიჭერს..
-ხელი მომეცი, დაგეხმარები სიარულში.
-არა არა! ვერ გავძლებ..იქნებ წავიდე სახლში?
-სირცხვილია მერი, შენს გამო მოვიდა ეს ხალხი აქ და შენ კიდევ ათი წუთის მოსული ხარ და მიდიხარ უკვე?
-დავიღალე! თანაც არც გუგა არ მოვიდა..ვერვხვდები მაგ ბავშვს რა ეტაკება ხოლმე. მომენტალურად ეწყება ხოლმე დეპრესიები..
-არიყი ალბათ ხასიათზე..დაიკიდე რა მერი!..
_მთელი საღამო მოწყენილი იყო, ნაძალადევად იღიმოდა და მომენტალურად ტელეფონს დაჰყურებდა. გუგას ესემესი მისწერა და პასუხი ჯერ კიდევ არ მიეღო..დანიელმა საცეკვაოდ გაიწვია და მშვიდად აჰყვნენ მუსიკის რიტმებს, თავი მხარზე დაადო მაგრამ იმ მომენტში ფიქრებით სულ სხვაგან იყო, ერთი წუთი არ მოშორებია გუგაზე ფიქრები.
-დანიელ უნდა წავიდე..მაპატიე რა.
-ნახევარი საათით დარჩი გთხოვ. რაღაც მინდა გაჩვენო
-რა?
-მხოლოდ ნახევარი საათი დაიცადე გთხოვ..



_სიყვარული როგორც გრძნობა ყველასთვის სხვადასხვა მნიშვნელობით ასოცირდება. ჩემი აზრით როდესაც ნამდვილად გიყვარს, გიყვარს ყველანაირი პირობების და ანგარების გარეშე..არ ცდილობ მასში რამე შეცვალო. ღებულობ ისეთს როგორიც არის, ხედავ მის როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებს და მაინც გიყვარს..თუნდაც ეს სიყვარული ცალმხრივი იყოს, შენ მაშინაც გიყვარს როცა ხედავ სხვის გვერდით როგორი ბედნიერია, როგორ იცინის, საუბრობს და შენ ამდროს მისთვის საერთოდ არარსებობ..რატომ უნდა გიყვარდეს ამ დროს არა? სიყვარულმა დრო და გარემოებები არ იცის! თუ გიყვარს ნამდვილად გიყვარს ყველანაირი მიზეზების და ახსნა-განმარტებების გარეშე!
ზოგჯერ ვერ ვითავისებთ რა დონეზე შეიძლება გვიყვარდეს და დაუფიქრებლად ვკარგავთ, ვუშვებთ და შემდეგ ვნანობთ..
_ყველას წინაშე დანიელმა მერის ხელი თხოვა..ზედმეტად დაიბნა, ვერ გაიგო რა ექნა. მისთვის გათხოვება ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილება იყო..საპასუხოთ არცერთი სიტყვა და უამრავი ცრემლი მიიღო. ისე გამალებით სდიოდა სახიდან ცრემლები და იქამდე იტირა სანამ გული არ წაუვიდა. ვერ მიხვდნენ რა ატირებდა, ან პასუხს რატომ არ სცემდა. უბრალოდ იდგა ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა ბოლოს კი გონ დაკარგული დაეცა..



№1 სტუმარი Nuca

Male Dade raa❤❤❤maggard miyvars sheni istoriebi

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

Nuca
Male Dade raa❤❤❤maggard miyvars sheni istoriebi

მადლობა❤ ვეცდები მალე დავდო

 


№3  offline წევრი anako

ოჰააააა მგონი გუგა უყვაარს?
ვერ გავიგე რა შტერი გავუჩნდი დედაჩემს joy joy
მოკლედ მიუხედავად იმისა რომ რომანწიკა არ მიყვარს და ვერ ვხვდები გოგოები ამ დროს რას გრძნობენ დარწმუნებული ვარ მერის გაუხარდებოდა joy
მოკლედ მე გუგა მომწონს ძააან საყვარელია და წარმატებები საყვარელოო

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

anako
ოჰააააა მგონი გუგა უყვაარს?
ვერ გავიგე რა შტერი გავუჩნდი დედაჩემს joy joy
მოკლედ მიუხედავად იმისა რომ რომანწიკა არ მიყვარს და ვერ ვხვდები გოგოები ამ დროს რას გრძნობენ დარწმუნებული ვარ მერის გაუხარდებოდა joy
მოკლედ მე გუგა მომწონს ძააან საყვარელია და წარმატებები საყვარელოო

გუგა იყო ის ვინც ისტორიის დასაწყისში იწყებს თხრობას :)) მერის უყვარს თუ არა ეს ჯერ არ ჩანს ჩემი მუზა ცუდად დახტის და ვერ დავიჭირე :დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent