შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული ^1^


20-09-2019, 21:46
ავტორი წერო:)
ნანახია 3 872

იმ დღეს მზიანი დარი იდგა თუმცა რა თქმა უნდა იდგებოდა ეს ხომ ზაფხული იყო. ფოთლებს ნიავი აშრიალებდა ფურცლებს კი გოგონა რომელსაც შავ თვალებში ეტყობოდა რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა სქელი ვარდისფერი ტუჩები გაებუშტა ლამაზი წარბები შეეკრა და ნატიფ თითებში კალამს ატრიალებდა.ხის ძირას იჯდა და თავის ესეებს სათვალეებიდან ჩაჰკირკიტებდა. ბოლოს სახე თვითკმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა ფეხზე წამოდგა შავი ნაჭრის ზოლებიანი შორტი ჩამოიფერთხა და თავის ნაწერებიანად სახლში შევიდა.
_დეე წავედი მე ნუცასთან!-პასუხად მხოლოდ სიჩუმეა."რა დაშავდება ერთხელ მაინც გამაგონოს ვითომ ასეთი რთულია?!"_თავმობეზრებით გაიფიქრა გოგომ და დედის ოთახისკენ წავიდა.დედა საწოლზე წამოწოლილიყო და დატელეფონში სავარაუდოდ ფეისბუქს ათვალირებდა.
_დედა წავედი მე ნუცასთან_მოუთმენლად გაუმეორა დედას.დედამ ტელფონიდან თავი აუჩქარებლად ასწია
_ვინაანუცა_ისე იკითხა დედამ თითქოს არ იცოდა ნუცა ბაბუნაშვილი მისი შვილის საუკეთესო მეგობარი რომ იყო აგერ უკვე ექვსიწელია.დედას ზოგადად ასე სჩვეოდა სულ წელავდა დროს როცა შვილს სადმე უშვებდა.
_დედა ვინაა ნუცა?!ჩემი საუკეთესო მეგობარი!
_და ვინ გითხრა რომ გიშვებ?
_შენ მითხარი დედა_დედამ ასე იცოდა როცა შვილის წასვლის დრო დადგებოდა ხელახლა გამოკითხავდა სად მიდიოდა და რატომ მერე ხელახლა ეტყოდა რომ არ უშვებდა მერე ისევ გაუშვებდა და ერთს ეტყოდა "წესიერად მოიქეცი იცოდეო" ეს ფრაზა ანანო გოგუაძესთვის უკვე ნიშნავდა იმას რომ ნებართვა მანჩო დედიკოსგან უკვე ოფიციალირად აღებული ჰქონდა და სწრაფად გადიოდა სახლიდან სანამ დედა ისევ რამის კითხვას მოასწრებდა
_არ გიშვებ_მოვალეობის მოხდის მიზნით უთხრა შვილს
_დედა!_თვალები აატრიალა ანანომ
_კიდევ ვინ იქნება?
_ლიკა ალბათ და მისი ძმა მაგრამ ამღამ ანანოსთან მარტო მე ვრჩები
_ოჰ!რჩება თურმე ეს!წადი და იცოდე წესიერად მოიქეცი ჭკუა დაარიგა მანჩომ და შვილს ოთახიდან გასვლისას პირჯვარიც გადასწერა დედა ასე იმიტომ იქცეოდა რომ ჯერ ეშინოდა შვილს რამე არ დამართნოდა რაც მართალია მართალია მანჩო მეტისტმეტად ფეთიანი იყო და კიდევ უნდოდა მორიდებული და ზრდილობიანი შვილი აღეზარდა თავაშვებულისა და უზრდელის ნაცვლად ანანო ამას ხვდებოდა უბრალოდ ხანდახან ნერვებს უშლიდა დედის ასეთი ქცევები თუმცა იცოდა რომ დედა საუკეთესო ადამიანი იყო და ძალიან უყვარდა.თვრამეტი წლის ანანო გოგუაძე გზაზე მიდიოდა და მაღალ სხეულს ლამაზად მიარხევდა წაბლისფერ ხვეულ თმებს ნიავი ოდნავ უფრიალებდა გოგომ ყურსასმენები გაიკეთა და ტელეფონში მუსიკის არჩევას შეუდგა "გზაზე ჯერ მაინც არაა მანქანაო" და ტელეფონში თავჩახრილი გავიდა გზაზე თუმცა ერთერთი ჩიხიდან მანქანა სწრაფად გამოვიდა ანანომ კი ის მანამ ვერ შენიშნა სანამ გამაყრუებელი წუილითა და მუხრუჭებით მანქანა მის ფეხებთან არ მისრიალდა გოგომ ხმამაღლა შეჰკივლა და შეხტა. ახურებულს ხეულზე ცივმა ოფლმა დაასხა. მანქანიდან მაღალი აღნაგობის ბიჭი სწრაფად გადმოვიდა სიმართლე რომ ვთქვათ გადმოხტა უფრო ვიდრე გადმოვიდა და ანანოს შეშფოთებულმაჰკითხა:_კარგად ხართ?_თუმცა როცა მიხვდა რომ ანანოს არაფერი დაშავებია ბრაზმა მოუარა და ხმასაუწია
_რას შვები?!ასე როგორ შეიძლება მშობლებმა არ გასწავლეს რომ გზის გადაჭრისას ტელეფონში თავით არ უნდა ჩავარდე?!_ბიჭს მუქი ლურჯი თვალები ბრაზისგან უელავდა ანანო კი მანქანის ცხვირს იყო ხელებით დაყრდნობილი და ბიჭს მზერას ვერ უსწორებდა
-მე...მ..ე ბოდიში არავინ...მოდიოდადა..მაპატიეთ_ბიჭს ერთხელ შეხედა სწრფად თვალებში და იქაურობას ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა .გაბრუებული ავიდა ავტობუსში და ვერ იჯერებდა რაც თავს გადახდა ახლა კინაღამ მანქანამ გაიტანა ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა გაახსენდა ერთხელ ველოსიპედით სეირნობისას პატარა გოგოს დაეჯახა მაშინ ანანოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ადამიანი მოკლა არადა ბავშვს ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა ბოლოს ბავშვი ანანოს იქეთ ამშვიდებდა წარმოიდგინა ბიჭის ადგილას რომ ყოფილიყო და თავი გააქნია ველოსიპედი და მანქანა სხვადასხვა იყო. ეკუთვნოდა რომ ეჩხუბა ერთი გაიფიქრა მის წინაშე მაღალი დონის იდიოტად გამოვჩნდიო და ამაზე ფიქრს შეეშვა თან გადაწყვიტა დედასთვის არაფერი ეთქვა თორემ მანჩო მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ოთახიდან მხოლოდ ტუალეტის საჭიროებისთვის გამოუშვებდა თანაც ანანო ხომ გადარჩა და დედას ტყუილად რაღატომ ენერვიულა?
ავტობუსი გაჩერდა ანანომ მძღოლს გადუხადა და ნუცას სახლისკენ წავიდა კარზე დააკაკუნა კარი საშუალო სიმაღლის გრძელ შავთმიანმა და ცისფერთვალება ნუცამ გაუღო
_გამარჯობა ძმისგუულ!როგორ ხარ?აუ აზრზე არ ხარ რა მოხდა სულ ცხელი ამბავია ღუმლიდან ახლახანს გამოვიღეე-ნუცას სიცილ აუტყდა და მეგობარს გადაეხვია
_კარგად ვაარ მომნატრებიხარ ხო იცი შენ !ახლა სახლში შემობრძანდი და მომახსენე რა მოხდა_სახლში შემოიპატიჟა ნუცამ მარტო ცხოვრობდა.
_ხოო ახლავე მაგრამ ლიკა და მისი ძმა არ არიან?ბარემ იმათსაც ვეტყოდი
_არაა ზღვაზე წასულან თუმცა ჩემი ბიძაშვილი გადმოცხოვრდა ჩემთან ცოტა ხნით ახლა გასულია მერე გაგაცნობ კაი ვინმეა-გაიცინა ნუცამ
-ვაახ ...ხედავ შენ კაი მაშინ .მოკლედ ღმერთს მადლობა შესწირე აქ რომ ცოცხალი და უვნებელი გიდგავარ!
-რატომ?-ნუცა მიჩვეული იყო ანანოსგან ასეთ "გამოსვლებს"და ყურადღება დიდად აღარ გაუმახვილებია
_რატო და გოგო მივდიოდი ჩემთვის გზაზე წყნარად ,მშვიდად და გადმომიხტა ვიღაც ჭკუააჭრილი ლონდრე და კინაღამ არ გამიტანა?!ზუსტად ფეხისწვერებთან გაჩერდა!
_რაა?მერე კარგად ხარ?_ნუცა სწრაფად წამოდგა
_კი კი
_ანუ შენთვის მიდიოდი გზაზე და უცბად გადმოხტა ვიღაც ჭკუააჭრილი ლონდრე არა?!გმადლობთ კომპლიმენტისთვის_ოთახში მოულოდნელად შემოვიდა ბიჭი და ანანო შეხტა
-ვაიიმეეე დედაა!ესაა გოგო შენი ბიძაშვილი?_შეჰკივლა ანანომ ბიჭი კი ირონიით სავსე ლურჯი თვალებით უცქერდა
_კიი..?_გაოცებით უპასუხა ნუცამ-რა იყო?
_რაიყო და ეს იყოო ამან გამიტანა კინაღაამ!
_ღადაობ?!_უფრო გაოცდა ნუცა და ნიკას გახედა
_ნუცა შენს დაქალს უთხარი სიარული და ამბის წესიერად მოყოლა ისწავლოს_აუღელვებლად უთხრა ნუცას ბიჭმა
_შენ რა გვისმენდი?!
_არა ნუცა საყვარელო უბრალოდ შენი დაქალი მეტისმეტად ღრიალებს
_იცი რა ჩემი ბრალი არაა შენ თუ ყურები ლაკატორებივით გაქვს_აიჯაგრა ანანო
_ოხ ეს თაობა სულ გატუტუცდა_დანანებით გააქნია თავი ბიჭმა_ისედა რა გქვია?სირცხვილია იმის სახელი არ ვიცოდე ვის გამოდაც ლამის ციხეში მოვხვდი
_ანანო გოგუაძე_კბილებში გამოსცრა გოგომ
_ნიკა ბაბუნაშვილი სასიამოვნოათქო ვერ ვიტყვი_თქვა და ოთახიდან გავიდა გოგონები კი დატოვა ასეგაოცებულები
-სერიოზულად ეს იყო თუ მომეჩვენა?_ნიკას გასვლისთანავე მიუბრუნდა ნუცა დაქალს
_ხოოო ხო ეს იყო ეს_თვალები აატრიალა ანანომ ნუცა კი ახითხითდა
_წარმოუდგენელიაა !არა ისე კარგი ბიჭია უბრალოდ ირონიის გარეშე არ შეუძლია რომც არ უნდოდეს მაინც იტყვის ინსტიქთი აქვს უკვე იცი ერთხელ სოფელში ვიყავით რა და მე ცამეტის ვიყავი ის თოთხმეტის ხოდა ნუ იქ ერთი ბიჭი სულ მეშარებოდა და ერთხელ ბურთი მკერდში მომარტყა ვითომდა შემთხვევით თან ხოიცი რა საშინელებაცაა კინაღამ შევწუხდი ამას ნიკა შეესწრო და იმ ბიჭს ისეთი ამბავი უთია დღემდე ერთიკილომეტრით იქითაც რომ ვიყო ის ბიჭი კიდე თავის არიდებას ცდილობს
_ვაუ_უემოციოდ თქვა ანანომ
_ხოოო...ასეთი კარგი ბიჭი ვარ მეე_ოთახში ისევ მოულოდნელად შემოვიდა ნიკა და ანანო ისევ შეხტა
_ვიღაცას ტრიუმფალური შემოსვლები და მოულოდნელობის ეფექტი მეტისმეტად იზიდავს_გაიღიმა ნუცამ
_ეს სულიერი ასინეთა რატომაა ბიჭი მაინც არ იყოს_თითქოსდა თავისთვის ჩაილაპარაკა ანანომ
_მგონი ვიღაცამ თქვა რომ ყურები ლაკატორებივით მაქვს თუ სწორად მახსოვს_ანანოს გახედა ნიკამ.ანანოს პასუხი არ გაუცია
_რამე ხომ არ ვითამაშოთ_თემა გადაიტანა ანანომ
_დედაშვილობანა გინდა?-ჰკითხა ნიკამ
_სერიოზულად!_შეუღრინა ანანომ
_აბა ბანკობანა?არა მოიცა ამდენი ფურცელი არ გვაქვს მგელობანაზე რა აზრის ხარ?_ჩაფიქრებული მზერით გახედა ნიკამ
_მე არასდროს ან სიმართლეთუმოქმედება ან ფილმებს ვუყუროთ_მოუთმენლად თქვა ანანომ
_მე არასდროს რაა_თქვა ნუცამ
_კარგი მაშინ_დაეთანხმა ნიკა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა_ვითამაშოთ!


ააბაააა?როგორია?



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ჯერ ვერაფერს გეტყვი აი მერედა მერე რაიქნება ვნაახოოთ გააგრძელე აუცილებლადდ

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი ანა
ჯერ ვერაფერს გეტყვი აი მერედა მერე რაიქნება ვნაახოოთ გააგრძელე აუცილებლადდ

მადლობაა????გავაგრძელებ რა თქმა უნდა????????

 


№3  offline წევრი anako

წარმატებებიიი

ახლა ვერ გეტყვი ვერაფერს ჩვეულებრივია მარა არაჩვეულებრივს ველოდები იცოდე

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საინტერესო დასაწყისი აქვს მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent