შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (დასასრული)


21-09-2019, 11:18
ავტორი naattii
ნანახია 2 629

-შემდეგ რა გააკეთეთ?_ინტერესში შესულმა ქალმა სათვალე მოიხსნა და ხელში ჩაბღუჯული ბლოკნოტი გადადო.
-რა გავაკეთე? წამოვედი_მწარედ გაეღიმა გოგოს.
-როგორ, ამდენი ამბის შემდეგ უბრალოდ ადექით და წამოხვედით?
-დიახ, აი ასე, ავდექი და წამოვედი_ სახეზე ჩამოისვა ხელი
-რატომ? _გაკვირვებისგან ტონი აეწია ქალს.
-არ მინდოდა დამეტანჯა.
-და თქვენი აზრით ახლა ბედნიერი იქნება?_ისევ მოიმარჯვა ბლოკნოტი.
-ალბათ არა, ალბათ კიარა არ იქნება, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მემკურნალო, თამარი მართალი იყო, არ მინდოდა ჩემი ღამეული კოშმარების სტუმარი ან მოწმე გამხდარიყო.
-წინსვლა გაქვთ?
-იცით სამი ღამეა არ დამსიზმრებია, სიბნელეს და მარტო სიარულს ისევ ვერ ვიტან. ალბათ წინსვლაა ღამე არ მომეკაროს კივილით რომ არ ვიღვიძებ.
-შეხებაზე რას იტყვით?
-ჩემი ბიჭი არ მყავს რომ გამოვცადო და სხვისი გაფიქრებაც მზარავს.
-თქვენი აზრით რატომ არ მოგძებნათ?
-მე ვთხოვე, წერილში ვუთხარი, რომ ასე მინდოდა, ის კი არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს რაც არ მენდომება_მწარედ გაეღიმა გოგოს და ოთახი დატოვა.
გარეთ, ისე როგორც ბოლო რამდენიმე დღეს ისევ ისე წვიმდა. თხელი მოსაცმელი ბოლომდე შეიკრა ლილუმ და მორიგი უცნობი ქუჩის გავლა გადაწყვიტა. ერთი თვე გასულიყო მისი წამოსვლიდან, ქუთაისი და სამუშო მიატოვა და დედაქალაქს მიაკითხა, ეგონა ახალი გარემო დაეხმარებოდა, ფსიქოლოგიც იპოვა, თუმცა მასთან საუბრები აბრიელისას ვერც შეედრებოდა. ყოველ წამს ენატრებოდა, ყოველ ღამე მაღლაფერიძის კოშმარები მონატრების სიზმრებმა ჩაანაცვლა. ფიქრობდა როდის გავიდოდა ეს გამოსაცდელი ვადა და მათ შეხვედრას წარმოიდგენდა, ალბათ მისი სხეულიდან ვერავინ ჩამოხსნიდა ისე შეაფრინდებოდა. სასიამოვნო ფიქრებით მიაღწია ბინას და კარზე ბრახუნი დაიწყო. რამდენიმე წუთში გაუღო პიჟამოს შორტში გამოწყობილმა ბიჭმა
-სულ როგორ გძინავს_შეუბღვირა მაშნვე.
-სულ როგორ მაღვიძებ_არც მან დააკლო პასუხი
-სანდრო ნერვებს მიშლი.
-შენც ლილუ, რაც წამოვედით მოჟამული სახით მოძრაობ, თუ არ გინდოდა რას ტოვებდი.
-საჭირო იყო_თითების მიჭერით შეაკავა მომდგარი ცრემლი და სამზარეულოში შეიმალა.
-ეს ორი გამაგიჟებს_თავი გადააქნია სანდრომ და ძილის გაგრძელება სცადა.

გაბრიელი როგორ იყო ეს ერთი თვე? არ იყო. დედამისზე როცა გაიგო თავიდან ეჩხუბა, მას დააბრალა ლილუმ რომ მიატოვა, თუმცა დიდხანს ვერ გაძლო, თამართან საუბარი წამალივით ჰქონდა. თანაც ქალი ტკბილად უყვავებდა, რომ ლილუ მალე დაბრუნდებოდა, მალევე დაარწმუნა რომ მათი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იყო, რომ გოგოს გონზე მოსვლა და მარტო დარჩენა სჭირდებოდა. არ მოუძებნია, შიშით აღარ ეშინოდა, ბახალა გაქრა, ისედაც არაფერი ესაქმებოდა ლილუსთან, ნაგაზი მკვდარი იყო. საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და ყველაფერი ბედს მიანდო, ტკივილამდე მონატრებას უძლებდა და საკუთრ თავს არწმუნებდა, თუ ჩემი ბედია აუცილებლად დაბრუნდებაო. სამსახურში მთვარეულივით ჩანდა და სასჯელიც მიიღო დაჩისგან. იოანესთანაც ვერ ატარებდა იმდენ დროს როგორც უნდოდა.
იოანე მთელი თვე ნენეს არ შორდებოდა, თუ მთელიცხოვრება რამე გაუკეთებიათ ყველაფერს თავიდან უყვებოდა, იტანდა მის ისტერიკებს, წმენდდა იატაკს გატეხილი ნივთიდან ასუფთავებდა, მასთან ერთად იკეტებოდა საშხაპეში და შეტევის დროს ცივი წყლით აფხიზლებდა.
-იოანე, დღეს ფილმის დღე გვაქ_ჯერ კიდევ ჩამქვრალი თვალებით გამოფარფატდა ოთახიდან ნენე და სამზარეულოს ტილოთი ხელში გამოჩენილ ბიჭზე გაეღიმა, -რას აკეთებ?
-წარმოდგენა არ მაქვს, წესით ზებრას ნამცხვარს, რომელსაც თეთრი ზოლები აღარ აქვს და მთლიანად გამუქდა_წარბშეკრული აკვირდებოდა გაზქურას და ბოლო სიტყვები ბრაზით ამოილაპარაკა.
-თეთრი მასა უფრო ბევრი უნდა გაგეკეთებინა ვიდრე კაკაოიანი_უფრო გულღიად გაეღიმა გოგოს.
-იქ ეწერა შუაში გაყავითო, ხოდა გავყავი_მაგიდაზე დაახეთქა გამწარებულმა ბეჭზე გადადებული ტილო.
-ისე ხარ გაბრაზებული, გაგრილება არ გაწყენდა_თითქოს უბრალო ხმის ტემბრი ქონდა ნენეს, მაგრამ მაინც შეატყო იოანემ მხიარული ნოტები, თუმცა როცა გახედა უკვე მისკენ მოქროდა ერთი ჭიქა წყალი.
-არ გაბედოოო_გვიან დაიყვირა და უკვე სველიც იყო. -აბა დამაცადე ქალბატონო._სააბაზანოსკენ გაიქცა უფრო ტევადი ჭურჭლის მოსატანად.
-არააა, შენ არ გაბედო_კისკისით გაყვა უკან ნენე და შესულს გადაევლო კიდეც თავზე წყალი.-ჩათვალე მკვდარი ხარ_თვალები აუელვარდა გოგოს და კაბინაში შეაგდო იოანე ხელის კვრით. ალბათ მთელ ბინას ესმოდა ნენეს კისკისი, იოანე მაინც ფხიზლად იყო, თვალებზე აკვირდებოდა გოგოს და ფრთხილად მოქმედებდა, ნენე კი მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა და მოხსნილი დუშით ასველებდა ბიჭს. მხოლოდ მაშინ შეჩერდნენ კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
-ქალბატონი დედა გვესტუმრა_წარბების თამაშით სულ სველი გაეშურა კარის გასაღებად და ნენეც გაიყოლა. წყლის კვალს ტოვებდნენ პარკეტზე და სიცილით ცდილობდნენ ერთმანეთის წაეშალათ.
-მშვიდობა გაქვთ?_გაოცებულ სახეს ვერაფერი მოუხერხა თამარმა.
-რა თქმა უნდა, შემო_გზა დაუთმო იოანემ.
-შენი ძმა როგორაა_ეცადა ხმაში კანკალი არ დატყობოდა.
-როგორც იყო_მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და გამოსაცვლელად წასულ გოგოს თავადაც გაყვა სველი ტანსაცმელი რომ მოეშორებინა.

მორიგ ფილმს უყურებდა და-ძმა სანდროს სრუტუნის ხმა რომ მოესმა, მაშინვე გადახედა ლილუს და თვალები გადაატრიალა.
-ჯერ დასასრულზეც არ მივსლვართ.
-ვიცი როგორც სრულდება, ეს გოგო კვდებაა_თითქმის ღრიალში გადაუვიდა ტირილი.
-ლილუ, ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ_ტელევიზორი გამორთო სანდრომ და დას მიუბრუნდა.
-რას გულისხმობ_ნიკაპი აუკანკალდა გოგოს.
-იცი რასაც, იმიტომ დავბრუნდი, რომ მეგონა მარტო იქნებოდი ყველას წინააღმდეგ, შენ კი არაჩვეულებრივი ადამიანი გედგა გვერდით.
-ამას რატომ მეუბნები?
-გიყვარს?
-ყველაზე მეტად_ისევ ამოისრუტუნა საწყალი ხმით.
-მაშინ უბრალოდ წადი, მოეხვიე და არასდროს გაუშვა_მანქანის გასაღები ესროლა დას და თვალი ჩაუკრა. მასაც თითქოს მხოლოდ ეს სჭირდებოდა, მაშინვე წამოხტა გაღიმებული და კარისკენ გავარდა.
-მიყვარხარ ძამიკო_უკვე თითქმის გარეთ გასულმა დაიყვირა და სულმოუთქმელად ჩირბინა კიბეები.


მთელი გზა დედაქალაქიდან ქუთაისამდე ფიქრობდა როგორ შეხვდებოდნენ, სახლში მიეკითხა, სამსახურში, იოანესთვის დაერეკა და ჩუმად დაეგეგმათ. ნეტავ რას ეტყოდა? იქნებ არ შერიგებოდა? მერე რა ექნა? მოეხვეოდა? იქნება არც ეთქვა არაფერი და პირდაპირ ტუჩებს დაპატრონებოდა? მსგავს ფიქრებში იმხელა გზა თითქოს წამებში გავიდა, ტელეფონი ამოიღო იოანეს ნომერი აკრიბა და უკვე უნდა დაერეკა უკან მოძრავმა პატრულმა სირენა რომ ჩართო და მისი მანქანის ნომერი გამოაცხადა გადაყენების ბრძანებით.
-ჯანდაბაა, სად არ მყავხართ ყიფიანებო?_ბუზღუნით დაიწყო საბუთების ძებნა.
-მოგესალმებათ რიგითი ყიფიანი, თუ შეიძლება თქვენი საბუთები._ტკივილამდე ნაცნობი ხმა მოესმა ფანჯრიდან და წამიერად გაშეშდა. ძებნას შეეშვა და კარი გამოაღო.
-და თუ საბუთები სადმე გადაიკარგა?_კალამი გაუშეშდა გაბრიელს, ფურცელზე წერას შეეშვა და გაციებული თვალები შეაგება ლილუს.
-ახალი უნდა დაამზადოთ_მკაცრი ხმით უპასუხა და ხელები ძირს დაწია.
-შეძლებდი? ასე იოლად შეძლებდი ახლის დამზადებას? იქნებ ძველიც გეპოვა_აკანკალებული ხმით წაიწია ბიჭისკენ.
-რომ შემძლებოდა აქ არ ვიქნებოდი, გაფანტულობისთვის დაჩი არ დამსჯიდა და პატრულში არ გამამწესებდა. კარგია რომ თქვენი სახელი გვარიც და პირადი ნომერიც ზეპირად მახსოვს, ეს თქვენი ჯარიმაა მოძრაობის დროს ტელეფონზე საუბრისთვის_ფურცელი შეაჩეჩა გოგოს და ზურგი აქცია რომ ამოესუნთქა.
-გაბრიელ, გთხოვ_ცრემლები მოაწვა ლილუს, რაც ხმაზეც დაეტყო, -სხვანაირად არ შემეძლო, მეგონა აქ რომ დამეწყო მკურნალობა უფრო დაგტანჯავდი, მეგონა მარტო შევძლებდი და უკვე სრულიად თავისუფალი დავბრუნდებოდი.
-გეგონა?_გვერდულად გამოხედა ბიჭმა.
-ვცდებოდი, იდიოტი ვიყავი როცა საერთოდ დავუშვი ის ფაქტი, რომ უშენოდ რამეს შევძლებდი, გთხოვ რა.
-მომენატრე_ამოსუნთქვას გავდა გაბრიელის სიტყვები.
-უსაშველოდ_სიცილით გაიქცა ლილუ მისკენ და პირდაპირ შეაფრინდა, წელზე შემოხვია ფეხები და მაშინვე ტუჩებზე ეცა.
-ისევ ისეთი არანორმალური ხარ_სიცილი აუტყდა გათავისუფლებულ ბიჭს.
-დაჩი უნდა მოვთაფლოთ უკან დაგაბრუნოს, თორემ ამ ქამარზე ფეხებს ვერ გაწყობ ხელს მიშლის_ძლიერად ხვევდა გოგო ფეხებს.
-რატომ მეგონა რომ რამე შეგცვლიდა_ისევ გაეცინა გაბრიელს და უკვე თავისი სურვილით მიიღო კოცნა./
-პატრულის მანქანებზე კამერები ხომ გაქვთ? ეს კადრი შვილიშვილებს უნდა შევუნახო_სიცილით გახედა მანქანაში დარჩენილ თანამშრომელს, რომელსაც ტელეფონი ამოეღო და გაღიმებული აფიქსირებდა ამ კადრებს.

-გამარჯობა ოჯახოო_ბინაში შესულმა დაიყვირა გაბრიელმა და წამიერად დააფიქსირა გიჟივით გამოვარდნილი იოანე.
-რამე მოწიე? დალიე? მორიგეობის შემდეგ გამოთვერი? ოღონდ არ მითხრა გავიკეთეო_თვალის გუგები ჩამოუწია ვენები შეუმოწმა, კარგად შეათვალიერა და მხოლოდ შემდეგ შეუშვა ხელი.
-გადაირიე?_წარბები შეკრა ბიჭმა და ტყუპს ხელი კრა -სალამი რძალო, დამაპურებთ?
-მოიცა, იცინი, ხუმრობ, საჭმელი გინდა, დაბრუ......
-თქვენი გიჟი თქვენთანაა_სიტყვა გააწყვეტინა ამჯერად შემოვარდნილმა ლილუმ და აზრზე ვერც მოვიდა იოანე ისე შეიბოჭა გოგოს ჩახუტებით. -რძალიოო? მოიცა რძალიო? გეშველათ? ღმერთო ერთად ხართ? დაქორწინდით? ერთად ცხოვრობთ? რამდენი ხანია? ეს როგორ მოხდა? ღმერთო დეტალები მინდაააა_ამოსუნთქვა არ აცადა ნენეს ისე სტაცა ხელი.
-ერთი კვირაა_გახარებული მოეხვია ნენეც და „კალიცოიანი“ თითი სიცილით დაანახა.
-ქორწილია, ქეიფია, გრიალიიი_ღიღინით მიუახლოვდა იოანეს და ყური აუწია -ოხ შე მავნეე.
-ყურს გოგო რომ შეეძინებათმერე უწევენ_დაბღვერილმა დაიზილა ნატკენი ადგილი.
-მერეც აგიწევ_თვალი ჩაუკრა გოგომ.
-ანუ დაბრუნდი?_ღიმილი შეეპარა იოანეს
-და აღარასდროს ვაპირებ სადმე წავიდე_თავი გადააქნია ლილუმ და მომავალ მაზლს ჩაეხუტა.


სათაფლიის გზაზე ატეხილ ჟრიამულსა და ხმაურს ტურისტებიც კი აქცევდნენ ყურადღებას. მინდორში გაშლილ პლედზე საპიკნიკო საკვები ელაგა, ხეებს შორის ჰამაკი გაებათ, სადაც პატარა მუცლით დამშვენებული ნენე იყო ქმართან ერთად. მზის სხივებისთვის მიეშვირა ორსულს სახე და თითქოს არ იმჩნევდა ქმრის დაჟინებულ მზერას. ეღიმებოდა ირგვლივ ატეხილ ხმაურზე და რამდენიმე წუთში თითნაც გახედა ირგვლივ მორბენალ წყვილს. ლილუს დასალევად წაღებული წყალი ხელში ჩაებღუჯა და ბოთლში გადმოსხმულით ცდილობდა გაბრიელი დაესველებინა, ისიც უკან დაზდევდა და ბოთლის წართმევას ვერაფრით ახერხებდა. ლილუს ბედნიერი კისკისი ლამის მთელ ტყეში გაფანტულიყო და ვერავინ შეამჩნევდა მასში სევდის თუნდაც ერთ, პატარა ნამცეცს.
-ასე მგონია ჩემ ძმას მთელი ცხოვრება ეძინა და ლილუმ გამოაღვიძა_ვერც იოანე იკავებდა მათ შემხედვარე ღიმილს.
-როგორ მიყვარს მათი ასე ბედნიერების ყურება, მაგრამ თან მშია_წარბები შეკრა როგორც ჩვეოდა და იოანესთან ერთად წამოდგა.
-სანდრომ რაო? კარგია საზღვარგარეთო?_კიდევ ერთხელ სცადა იოანემ.
-ტყუილა ცდილობ, არ გეტყვი სად არიან_სიცილით გაიხსენა ლილუმ ის დღე ძმამ რომ დაურეკა ბახალასთან მივფრინავ და საიმედო ხელში გტოვებო, მას შემდეგ ცდილობენ ტყუპები ადგილმდებარეობა გამოტყუონ.
-ჩვენ ახალი ამბავი გვაქ_საჭმლის დაგემოვნებასთანერთად ამოილაპარაკა ნენემ და ლილუს გადახედა. მისგანაც რომ თანხმობა მიიღო ტყუპებს გადახედა.
-იმედია ცუდი არაფერი.
-მემგონი პირიქით_მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი პომიდვრის ნაჭერი აიღო, -მოკლედ დავიღალეთ ერთმანეთის მონატრებით, თქვენი საღამოობით უხასიათოდ ყოფნით, მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ და უთქვენოთ დიდი გადაწყვტილება მივიღეთ._ლილუს გადახედა გააგრძელეო.
-გადავწყვიტეთ ბინები გავყიდოთ და ერთი დიდი ისეთი საკუთარი სახლი ვიყიდოთ, სადაც ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შვილებსაც ერთად გავზრდით, იქნებ მეღირსოს და საოცნებო ტყუპებიც მეყოლო_ტუჩები გამობუშტა და ძმებს გადახედა.
-მოიცა, არ ხუმრობთ? მართლა? პრობლემა არ იქნება?_ძმას მოხვია ხელი იოანემ.
-ანუ მზად ხარ?_გაბრიელმა კი მხოლოდ ის გაიგონა რომ ლილუს შვილები სურდა.
-ისე, როგორც არასდროს_გულღიად გაუღიმა ბიჭს და სახეზე მიეფერა. არცერთს მიუქცევია ყურადღება ნენეს წამღერებული ქორწილია ქეიფია, გრიალისთვის, ორივე იმ წარმოდგენებში იყო როგორ ირბენდნენ მათი შვილებიც ბიძაშვილებთან ერთად დიდ ეზოში და ხვდებოდნენ, რომ ამაზე უკეთესი გადაწყვეტილება არავის არასდროს მიეღო.

-ნენე ფრთხილად რა, მოდი მე ავალაგებ ბევრი საწვალებელი არაფერია_ისევ მანქანაში აწყობდნენ გოგონები საჭმელებს.
-რა პრობლემაა_ღიმილით უპასუხა შეშინებულ ლილუს და კიდევ ერთი საკვების კონტეინერი ჩადო საბარგულში.
-ფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა?_ჰამაკში მჯდომმა გადახედა გვერდით მოსკუპებულ ძმას იოანემ.
-ვერასდროს ვიფიქრებდი ერთი ნაპოვნი ფეხი ასე თუ შეცვლიდა ჩვენ ცხოვრებას_გაეცინა გაბრიელს.
-წარმოგიდგენია? მხოლოდ ერთი ფეხი და ორივე ტყუპის შეცვლილი ცხოვრება.
-რაც არუნდა ცუდად ჟღერდეს, მიხარია, რომ ასე მოხდა_ნენეს გადახედა იოანემ.
-რაც მთავარია ამიერიდან ისევ ერთად ვიცხოვრებთ, ყოფნით ისედაც ერთად ვიყავით._ბეჭზე დაკრა ხელი გაბრიელმა.
-რა თქმა უნდა ერთად, ჩვენ ხო ძმები ვართ_სიცილით მოხვია ხელი იოანემაც.
-ძმები ვართ_ღიმილით გაიმეორა ბიჭმა და ბედნიერი თვალებით გახედეს ერთად მოცინარ საყვარელ ქალებს. ისევე როგორც ტკივილს, ერთმანეთის ბედნიერებასაც მთელი ძალებით შეიგრძნობდნენ ტყუპები.

--------------------
კიდევ ერთი დასასრული და კვლავ მოწყენილი მე. უღრმესი მადლობა ვინც მიერთგულეთ და ბოლომდე გამიძელით, იმედი მაქვს დასასრულიც ისევე მოგეწონებათ როგორც მთლიანი ისტორია, რაც შეეხება მათ ვინც ბოლო თავს ელოდა რომ წაეკითხა, ხვალ სრულადაც ავტვირთავ და რომ არ იწვალოთ სრულად წაიკითხეთ. ველი თქვენს შეფასებებს მთელი გულით და დავფიქრდები სანდროს ისტორია ცალკე დავწერო <3 ძალიან მიყვარხართ <3



№1 სტუმარი არანაირიარაფერი

არაჩვეულებრივი იყოო
აი არ ვიცი რა შეიძლება ითქვას
იყო არაჩვეულებრივი მომენტები
და დასამახსოვრებელი დასასრული
მიყვარს შენი ისტორიები
ველოდები ბევრ მსგავს გასაოცარ ისტორიასს

 


№2  offline მოდერი naattii

არანაირიარაფერი
არაჩვეულებრივი იყოო
აი არ ვიცი რა შეიძლება ითქვას
იყო არაჩვეულებრივი მომენტები
და დასამახსოვრებელი დასასრული
მიყვარს შენი ისტორიები
ველოდები ბევრ მსგავს გასაოცარ ისტორიასს

რომ იცოდეთ რას ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები ❤️

 


მემგონი დეტექტივები და სამხედროები შენსავით არავის გამოდის აქ :დ თან რა კაცები გყავს :დ ❤ მარტო თაბაგარი ღირს ყველაფრად❤
დასასრული ისეთი იყო როგორსაც ველოდი, სხვანაირად ვერ გამოვიდოდა❤ საუკეთესო ძმები არიან ესენი და საუკეთესო ქალები ყავთ გვერდით, ზუსტად მათი შესაფერისი❤
ერთი ესაა ბახალას სახელი ვერ გავიგეთ, ისე მაინც გვითხარი რა გქონდა შერჩეული :დ
შემდეგ ისტორიას ველოდები მოუთმენლად❤

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

უუჰ სასწაულიი იყოო : )) სულმოუთქმელად ველოდები ახალ ისტორიააას : )) სანდროს ცხოვრებაც ძალიან საინტერესო იქნება ,მომწონს ეს იდეა და სიამოვნებით დაველოდებიიი

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
მემგონი დეტექტივები და სამხედროები შენსავით არავის გამოდის აქ :დ თან რა კაცები გყავს :დ ❤ მარტო თაბაგარი ღირს ყველაფრად❤
დასასრული ისეთი იყო როგორსაც ველოდი, სხვანაირად ვერ გამოვიდოდა❤ საუკეთესო ძმები არიან ესენი და საუკეთესო ქალები ყავთ გვერდით, ზუსტად მათი შესაფერისი❤
ერთი ესაა ბახალას სახელი ვერ გავიგეთ, ისე მაინც გვითხარი რა გქონდა შერჩეული :დ
შემდეგ ისტორიას ველოდები მოუთმენლად❤

სწორედ ეგ მუღამი ქონდა ბახალას ისე ეომ გაქრა როგორც გამოჩნდა, თან სახელი და გვარით იოლად იპოვიდნენ :D სანდროზე თუ იქნება შემდეგი ისტორია უფრო წამოვწევ წინ ❤️

სტუმარი gvantsa
უუჰ სასწაულიი იყოო : )) სულმოუთქმელად ველოდები ახალ ისტორიააას : )) სანდროს ცხოვრებაც ძალიან საინტერესო იქნება ,მომწონს ეს იდეა და სიამოვნებით დაველოდებიიი

დისი მასლობა ❤️

 


naattii
რუსკიმარუსია
მემგონი დეტექტივები და სამხედროები შენსავით არავის გამოდის აქ :დ თან რა კაცები გყავს :დ ❤ მარტო თაბაგარი ღირს ყველაფრად❤
დასასრული ისეთი იყო როგორსაც ველოდი, სხვანაირად ვერ გამოვიდოდა❤ საუკეთესო ძმები არიან ესენი და საუკეთესო ქალები ყავთ გვერდით, ზუსტად მათი შესაფერისი❤
ერთი ესაა ბახალას სახელი ვერ გავიგეთ, ისე მაინც გვითხარი რა გქონდა შერჩეული :დ
შემდეგ ისტორიას ველოდები მოუთმენლად❤

სწორედ ეგ მუღამი ქონდა ბახალას ისე ეომ გაქრა როგორც გამოჩნდა, თან სახელი და გვარით იოლად იპოვიდნენ :D სანდროზე თუ იქნება შემდეგი ისტორია უფრო წამოვწევ წინ ❤️

სტუმარი gvantsa
უუჰ სასწაულიი იყოო : )) სულმოუთქმელად ველოდები ახალ ისტორიააას : )) სანდროს ცხოვრებაც ძალიან საინტერესო იქნება ,მომწონს ეს იდეა და სიამოვნებით დაველოდებიიი

დისი მასლობა ❤️

სანდროზე მართლა დაწერ? აუ რა მაგარი გოგო იქნები არ იცი შენ kissing_heart kissing_heart

 


№7  offline მოდერი naattii

ვფიქრობ და ვნახოთ ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

აბა წავიკითხო. გამიხარდა, ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ. ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი. ისევ და ისევ გეტყვით რომ ერთერთი გამორჩეული ხართ ამ საიტზე. ყ ო ჩ ა ღ!

 


№9  offline მოდერი naattii

სტუმარი ნანა
აბა წავიკითხო. გამიხარდა, ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ. ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი. ისევ და ისევ გეტყვით რომ ერთერთი გამორჩეული ხართ ამ საიტზე. ყ ო ჩ ა ღ!

დიდი მადლობა, სრულადაც დავდებ რომ არ იწვალოთ ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

დაველოდე დასასრულს და ისე წავიკითხე :))) ღირდა ცდად :) მადლობა ჩემო კარგო, ასე კარგად რომ წერ და ჩვენც, ამ ისტორიებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ :))) ველოდები კიდევ და კიდევ ბევრ, კარგ ისტორიას :))) მადლობა

 


შენი ყველა ისტორია წავიკითხეე???????????? ოღონდ ერთი დაუმთავრებელი გაქვს და გთხოვ დაასრულეე

 


№12  offline მოდერი naattii

სტუმარი ქეთი
დაველოდე დასასრულს და ისე წავიკითხე :))) ღირდა ცდად :) მადლობა ჩემო კარგო, ასე კარგად რომ წერ და ჩვენც, ამ ისტორიებით უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ :))) ველოდები კიდევ და კიდევ ბევრ, კარგ ისტორიას :))) მადლობა

უღრმესი მადლობა თქვენ ❤️

ნატალია ყალაიჩიშვილი
შენი ყველა ისტორია წავიკითხეე???????????? ოღონდ ერთი დაუმთავრებელი გაქვს და გთხოვ დაასრულეე

იმ პერიოდში რატომღაც ვერ შევძელი და თუ მუზამ ზურგი არ მაქცია აუცილებლად დავასრულებ ❤️

 


№13  offline წევრი anako

აბაა სრულად ვკიტხულოოოოოოოოოოობ

 


№14 სტუმარი სტუმარი ნანა

წავიკითხე. ძალიან მომეწონა. თქვენი წერის სტილით აღფრთოვანებული ვარ. კარგი იქნება თუ გააგრძელებთ.

 


№15 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან კარგი ხართ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent