შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი 01 !!!


21-09-2019, 18:02
ავტორი Mango
ნანახია 710

ოცდაორსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულიდან, სათადარიგოდ შერჩეული ფარდის მიღმა, მკაცრი მზერის ყინულივით ცივი არაფრისმთქმელი თვალები მოჩანდა,რომელიც უშფოთველად ელოდა მომავალი სამიზნის გამოჩენას. ადამიანთა კვლა მისი ერთადერთი სამსახური იყო, რაშიც ბადალი არ მოეპოვებოდა. სწორედ ამიტომ ეძახდნენ ნომერ ერთს -01.
მას არასოდეს არ აინტერესებდა მიზეზი. არც მსხვერპლი. ვინ იყოს ის ან რას წარმოადგენდა პიროვნება. იმსახურებდა თუ არა შუბლში ტყვიას. ის უბრალოდ ასრულებდა ნებისმიერ სასიკვდილო დავალებას. ნებისმიერი მიზანი მისთვის მხოლოდ დავალება იყო,რომელიც ზედმეტი ფიქრის და ემოციის გარეშე სისრულეში მოჰყავდა. მისი გონება თითქოს ნისლს მოეცვა. მხოლოდ არსებობდა სამიზნე და ზარი რომელიც ამა თუ იმ ობიექტის გასანადგურებლად ხორციელდებოდა.
01-ის თვალთახედვას არ გამორჩენია თეთრი ლენდ-როვერის გამოჩენა რომელიც უკვე მიზანში ჰყავდა ამოღებული. კარის გაღება და მობილურზე შემომავალი ზარი...
-გისმენთ
-სამიზნე გაანადგურე!!! გაისმა ბოხი ბარიტონის ხმა.. -ველოდებით დასტურს!!!
-შეუძლებელია!!! პირველად ხდებოდა როცა 01 ღელავდა, რა მემართება.. ეს თვალები.. თმები... ეს სახე რომელსაც ის ბინოკლიდან ხედავდა..
-საიდანღაც მეცნობა .ჩაილაპარაკა ნერვიულად .თითქოს ნისლი რომელიც მის ონებას ბინდავდა წამით იძრა. წამის მეასედში რაღაც გაახსენდა.. მაგრამ რა?ამას ზუსტად ვერც თვითონ ხვდებოდა,მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა მის ასაღელვებლად. წამიერი გამონათება ზარის ხმამ შეაწყვეტინა. თმებზე ნერვიულად გადაისვა უჩვეულოდ აკანკალებული ხელები..
-გისმენთ
- 01 ვიმეორებთ ბრძანებას. სამიზნე გაანადგურე ველოდებიტ დასტურს. გასმა ერთობ მბრძანებლური და სუსხიანი ხმა რომელიც გაღიზიანებას გამოხატავდა.
ჩახმახს გულგრილი და თრთოლებული ხელით წანიერად გამოკრა. მაღალი დახვეწილი ტიპის საოცარი სილამაზის მქონე ქალი მოულოდნელად ჩაიკეცა და დავარდა თეთრი ლენდ-როვერის გვერდით.
-სამიზნე განადგურებულია.დავალება შესრულებული,უპასუხა ყურმილს მიღმა მომლოდინე ხმას
მობილური გათიშა. ცივად წამოდგა ოთახი პირვანდეკ მდგომარეობას დაუბრუნა და კიდევ ერთხელ გადაათვალიერა. ღრმად ამოისუთქა და სწრაფი ნაბიჯებით შეცადსა შეუმჩნევლად გაერა 22 სართული. ეზოში სვლა სეანელა გა გაუცნობოიერებლად გაიქცა ქალისკენ რომელსაც უკვე უამრავი ადამიანი შემოხვეოდა გარს, სადგაც შორიდან ყურს მომავალი სირენების ხმა წვდებოდა რომელიც წუთი წუთზე ალყაში მოაქცევდა დანაშაულის ადგილს.
ეს პირველი შემთხვევა იყო. როცა 01-მა მიზანს ააცილა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent