შენ ჩემში ხარ-8
ყველაფერი თავიდან მეორდება....ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა თავს მაინც გადახდა....ისევ ისე ტკივა,ოღონდ ახლა უფრო ძლიერად....უფრო მეტად განიცდის ვიდრე ათი წლის წინ განიცდიდა....იმაზე მეტად უყვარს,ვიდრე ოცი წლის წინ უყვარდა....ყველაზე მწარე რეალობას თვალს ვერ უსწორებს...ეშინია...იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება იცოდეს რა არის შიში....წუხს....განიცდის.....ენატრება...აგიჟებს....თვალებდახუჭულიც კი მის შავ სფეროებს ხედავს,სიზმარშიც კი მისი სახის ნაკვთებს უყურებს,იმ სურნელს ისევ გრძნობს,რომელიც აგიჟებდა და ჭკუიდან გადაყავდა....არ უნდა დავიწყება,მაგრამ ასე უფრო ისჯის საკუთარ თავს....ყველაზე მეტად ვერ იტანს ღალატს და ზუსტად ამ ღალატის გამო ძულს ჯაჭვლიანი,ვერ იტანს საკუთარ თავს და ეზიზღება ის სამყარო სადაც ის და ჯაჭვლიანია....მთელი დღე დააბიჯებდა გერმანიის ნაცნობ ქუჩებში....მთელი დღე ცრემლი არ წყდებოდა მის სახეზე,ვერ ჩერდებოდა....ყოველთვის,როცა ის მომენტი ახსენდებოდა სადაც ანკა და დამიანე ლოგინში ერთად იყვნენ ტანში არასასიამოვნოდ ცრიდა და სიძულვილის გრძნობა ეუფლებოდა,ვერ იტანდა...განა ანკას?არა ჯაჭვლიანს იმის გამო,რაც გააკეთა,რაც გაუკეთა და რაც ჩაიდინა.....ახლაც გაბრუებული და ნამტირალევი დაბრუნდა საკუთარ ბინაში,რომელიც წვალებით და შრომით შეიძინა...ორ ოთახიანი კარგად მოწყობილი ნათელი ბინა,რომელიც ქალაქის ცენტრში „თავს იწონებდა“....შესვლისთანავე კარები გადაკეტა და იქვე დივანზე დაჯდა....ტელევიზორის ჩაშავებულ ეკრანს მიაშტერდა....კვლავ ის გრძნობა...კვლავ სიგიჟემდე მონატრება და ჭკუიდან კინაღამ გადავიდა....სადღაც მიგდებულ ტელეფონს ხელი დაავლო და მის მეგობარს დაურეკა...სხვათაშორის ქართველი იყო...ერთადერთი ახლო მეგობარი,რომელიც არასოდეს ცილდებოდა გვერდიდან.. -ემა? გაოცება ვერ დამალა ბიჭმა და წყალი კინაღამ გადასცდა... -ნიკუშა როგორ ხარ? თავისმა ხმამ თავად შეაშინა...ჩახლეჩილი და ჩამწყდარი ეჩვენა...წამოსული ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და ფეხები მოკეცა... -კარგად თვად?ან როდის ჩამოდი?მე რატო არაფერი ვიცი? ერთიანად მიაყარა კითვები,რაზეც ემას ოდნავ ჩაეღიმა და საზურგეს მიეყრდნო... -ორი კვირაა აქეთ ვარ...ოღონდ არ შემიძლია ახსნა იმის თუ რატო ჩამოვედი,დღეს ბარში წავიდეთ ძალიან გთხოვ... მუდარასავით გაიჟღერა ემას სიტყვებმა... -დალევა მინდა...იმდენი უნდა დავლიო,რომ ყველა და ყველაფერი დამავიწყდეს.. -კარგი მაშინ საღამოს 9-ზე გამოგივლი და მზად იყავი... -გელოდები...ტელეფონი გათიშა და იქვე მოისროლა..წამოდგა და აბაზანაში შეიკეტა...დიდი ხანი ინებივრა წყლის ქვეშ....ყველაფერი ერთიანად ამოუტივტივდა გონებაში...კვლავ იტირა....კვლავ იჯერა გული...ჯაჭვლიანის მონატრებით გაგიჟებულმა არ იცოდა რა გაეკეთებინა,მაგრამ ვერ პატიობდა....იცოდა,რომ ნაწილობრივი მისი ბრალიც იყო,მან უარყო,მან კრა ხელი და რომ არა მისი „არა“იმ დღეს ახლა ერთად იქნებოდნენ ბედნიერები,მაგრამ რეალობა იმაზე მწარეა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...ერთმა სიტყვამ ჯაჭვლიანს გული მოუკლა,უბიძგა იმისკენ,რამაც შემდეგ ცინდელიანს ატკინა....დიდი ხანი იდგა სარკის წინ და მის სხეულს აკვირდებოდა...ეღიმებოდა,თაეტირებოდა...ვერ გაეგო,რისთვის იყო ასეთ ფორმაში...რატო იწვალა... -უკეთესი იქნებოდა ისევ ისეთად დავრჩენილიყავი...სიმწრისგან ამოიხრიალა და თმა აიწია....კარადიდან შავი მაღალწელიანი შარვალი და ვარდისფერი მოკლე,ფანფლო ტოპი გამოიღო....ტანზე მოირგი,ფეხზე შავი ადიდასები ამოიცვა,თვალზე ლაინარეი გადაისვა და სარკის წინ ისევ შეათვალიერა საკუთარი ანარეკლი,გაიღიმა და სახლი დატოვა...ქვევით ჩასულმა ნიკუშა დაინახა,რომელიც მანქანაზე მიყუდებული უცდიდა ემას გამოჩენას,სიგარეტს მშვიდად და აუღელვებლად ეწეოდა...უცებ გაახსენდა ჯაჭვლიანი...მათი ბოლო შეხვედრა,რომელიც ისევ და ისევ კამათით დაიწყო...ტანში სასიამოვნოდ დაუარა და მონატრებული მეგობრისკენ წავიდა,ხელები გაშალა და მთელი ძალით მოეხვია...მეგობრისგანაც,რომ ისეთივე სითბო იგრძნო,სულ აუჩუყდა გული და ცრემლები თვითნებურად გადმოსცვივდა.... -ემა კარგად ხარ?გოგონას მოშრდა და თვალებში ჩააშტერდა... -არა არ ვარ... თავი გააქნია და იმ ცრემლების შეკავებას ცდილობდა,რომელიც მდინარესავით დიოდა სახეზე.... -ახლავე ყველაფერი მომიყევი.... გიორგაძეს ხმა გაუმკაცრდა... -ყველაფერს მოგიყვები,ოღონდ აქ არა... მანქანის კარი გააღო და ჩაჯდა...მთელი გზა ხმას არცერთი იღებდა...ახსენდებოდა ჯაჭვლიანი და ტირილს უმატებდა....აღარ შეეძლო...მხოლოდ დამიანე უნდოდა...უნდოდა გვერდით გაეხედა და ნიკუშას მაგივრად ჯაჭვლიანი დაენახა,მისი მომაჯადოვებელი ღიმილითა და შავი სფეროებით...იმ თმებს მოფერებოდა,რომელიც სასურველ სურნელს აფრქვევდა....თვალები სულ ჩაუწითლდა... -ემა მოვედით... ფიქრებიდან მეგობრის ხმამ გამოიყვანა...ცრემლები მოიწმინდა და გადავიდა....ასევე უხმოდ დაფარეს ბარამდე მისასვლელი მანძილი,სადღაც კუთხეში დასხდნენ და მიმტანს შეკვეთა მიცეს...სამი ბოთლი არაყი,ორი ბოთლი ტეკილა და ატმის წვენი... -ახლა მეტყვი რა მოხდა?და რატო ტირი?ან საერთოდ რატო დაბრუნდი?ხო არ აპირებდი აგვისტოს ბოლომდე? -ისევ შემიყვარდა... ჩუმად,მაგრამ ნიკუშას გასაგონად ჩაილაპარაკა და მეგობრის რეაქციას დაელოდა..მანაც არ დააყოვნა...გაკვირვება გამოესახა სახეზე...ჩაახველა და ჭიქებში არაყი ჩაასხა..- ისევ ჯაჭვლიანი არა? ემამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ჭიქა გამოცალა და სიმწრისგან ჩაეცინა.... -მაგრამ ერთი განსხვავებით...მასაც შევუყვარდი.... ნიკუშა ამაზე სულ გაოცდა...ჯერ ბოლომდე ვერ მიხვდა,რა როგორ იყო,მაგრამ,როდესაც მთელი ისტორია მოისმინა გაკვირვებასა და სიბრაზეს ვერ მალავდა...მთელი სხეული უკანკალებდა....ორივეს ადანაშაულებდა.....არც ერთის მხარე დაიჭირა...მხოლოდ ის აბრაზებდა,რომ ჯაჭვლიანი ასე წინდაუხედავად მოიქცა,სხვა არაფერი.... -არაფერს იტყვი? -რა უნდა გითხრა მეგობარო,ცალკე შენ იტანჯები,ცალკე ის...ორივე ცალ-ცალკე მეცოდებით,მაგრამ ორივე ერთად ხართ დამნაშავეები,საკუთარ თავებს თქვენივე წინდაუხედავი საქციელით სჯით.... -ჩემ თავს მეც ვადანაშაულებ,შანსი რომ მიმეცა...ამოიტირა და თვი ჩახარა... -ახლა ერთად ვიქნებოდით... -მას ვერ დაადანაშაულებ იმაში,რომ გიღალატა... მხრები აიჩეჩა...ემა ამაზე სულ გაცოფდა.სიბრაზისგან სახეზე სულ აწითლდა....მთელი ეს დრო ეგონა,რომ დამიანემ მას უღალატა,ახლა კი მისი საუკეთესო მეგობარი ამბობს,რომ არ უღალატია?რა აფსურდია... -აბა მისი საქციელი რას გავდა?მან მიღალატა... -ემა მისმინე... ხელი ხელზე დაადო და ძლიერად მოუჭირა... -მეც ჰო ბიჭი ვარ და ვიცი,რას ნიშნავს,როცა საყვარელი ქალი ერთ შანს არ გაძლევს...ვიცი,რომ ეს რთულია და შენც კარგად მოგეხსენება,რა დღეები გადავიტანე...მას ზურგი აქციე ემა...თბილად უღიმის... -მიატოვე,შენმა პასუხმა სულ გაანადგურა...განა ბევრს ითხოვდა?შენგან მხოლოდ ერთ შანს ემა...იმედი გადაუწურე,წესიერად ვერ შეაფასე შენი საყვარელი ადამიანი და შენივე მიზეზით დაკარგე ის,ვინც შენი მთელი ცხოვრების სიყვარულია ემა.... ორი თითი ნიკაპქვეშ ამოდო და თავი ააწევინა... -ვიცი,შეიძლება ამის შემდეგ შემიძულო,მაგრამ სხვას ნუ დააბრალებ იმას,რაც თავად ჩაიდინე....ეგ იცი რას გავს?მეზობლის ფანჯარა რომ ჩატეხო და შემდეგ შენ სხვას გადააბრალო მე კი არა ის იყოო... ცინდელიან სიმწრისგან ჩაეღიმა...თმა უკან გადაიყარა და არაყის ბოთლი მიიყუდა...სასმელმა ყელი ჩაწვა....გააჟრჟოლა...სიმხურვალე მთელ სხეულზე მოედო....მოედო.... -უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო საყვარელი მამაკაცის გვერდით...განა ბევრს ვითხოვ?ამოიტირა.... -ხო და შეგეძლო ყოფილიყავი,მაგრამ ის შანსი ხელიდან გაუშვი,საყვარელი მამაკაცი,რომელიც მთელი გულით,სულით,არსებით,წმინდა სიყვარულით გიყვარს შენი ხელით გადაულოცე სხვა გოგოს...შენივე მიზეზით ჩაუგდე ხელთ იმას,ვისაც არ გაუჭირდება დამიანეს გვერდით ყოფნა...უსიყვარულოდაც კი.... -მაგრამ მას ხო მე ვუყვარვარ... პატარა ბავშვივით მოიჩლიფა ენა და მეგობარს ქვევიდან ახედა.... -მართალია უყვარხარ,მაგრამ ეცდება ეს ტანჯვა სასმელსა და გოგოებში ჩაახშოს... -ბევრს ჰო არ ვითხოვ ნიკუშა?მინდა დამიანე გვერდით მყავდეს...ვეფერებოდე...მის სურნელს შევიგრძნობდე... მთვრალი ვეღარ ხვდებოდა რას ლაპარაკობდა...ერთი და იგივე იმდენჯერ გაიმეორა სანამ ნიკუშას ბუზღუნი არ გაიგო.... -ემა მეტს ნუ სვამ.... წავიდეთ... -დამიანესთან მინდა მე... პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები.... -წავედით... მის საქციელზე გაეცინა ნიკუშას და მთვრალი მეგობარი ფეხზე დააყენა....შემდეგ მანქანაში ჩასვა და სახლამდე თავად მიიყვანა.... -ნიკუშა... ხელი დაუჭირა და მისკენ შეატრიალა... -უნდა ვაპატიო? -შენი გული რასაც გიკარნახებს ისე ქენი...გაუღიმა და უკვე ჩაძინებული მეგობარი მარტო დატოვა...მთელი ღამე ბორგავდა,ვერ ისვენებდა....ელანდებოდა დამიანე და მისი მომაჯადოვებელი ღიმილი...ხმა ენატრებოდა საშინლად,ბოხი და ოდნავ ხრინწიანი რომ ჰქონდა....ყველაფერი ენატრებოდა ჯაჭვლიანის....გაცინება,გაღიმება...ისიც კი ენატრებოდა,ტუჩის კუთხეს,რომ ჩატეხავდა....მის ამღვრეული,დაძაბული,ვენებ დამსკდარი სახე ენატრებოდა,ის გამოხედვაც ენატრებოდა ჭკუიდან,რომ გადაყავდა ემა..ეჭვიანობისგან სახე ალეწილი და ვენებ დამსკდარი ჯაჭვლიანი ენატრებოდა....შუაღამეს გამოეღვიძა...კვლავ ტიროდა...ბოლო ხმაზე ამოიხრიალა და საწოლზე მოიკუნტა...უცებ გაიელვა....დაიბრუხუნა და შიშიგან გულგამსკდარმა ხელები ძლიერად მოხვია დათუნიას....ბათუმი გაახსენდა....ის მომენტი გაახსენდა,მის კალთაში გულგამსკდარი,რომ ჩავარდა და სახე მის ყელში ჩარგო...უცებ აეწვა ნესტოები,ნაცნობი სურნელი,რომ იგრძნო....ნამდვილად იგრძნო?უბრალოდ გაახსენდა და მონატრების ჟინმა კვლავ მთელ სხეულში დაუარა....მის კანზე შეხება იგრძნო....უცებ გაახსენდა კვლავ ბათუმი,ის მომენტი,ოღონდ ახლა როგორ წმენდა ცრემლებს სახიდან....მისი შეხება კვლავ ახსოვდა,ისევ ჟრუანტელი უვლიდა მთელ ტანში...კვლავ ბათუმი და მათი ბოლო საუბარი,რომელმაც ორივე გაანადგურა,განსაკუთრებით ჯაჭვლიანი,რომელმაც პირველად შეიყვარა ქალი და მანაც კი ზურგი აქცია....-შენთან მინდა...თავი ბალიშში ჩარგო და აქვითინდა....ცუდად იყო...ჰაერი აღარ ყოფნიდა...ეგონა თუ მალე გაგიჟდებოდა... -როგორ მიყვარხარ,მაგრამ თან მძულხარ,იმისთვის,რომ კვლავ შეძელი ჩემი ჭკუიდან გადაყვანა....ლოგინზე წამოჯდა...ერთ ადგილას ვერ ისვენებდა...ბორგავდა...წრიალებდა...ყველაფერი ახსენდებოდა....ყველა მისი შეხება,გამოხედვა,კოცნა.....მხურვალე ტუჩები და ჭკუიდან გადამყვანი,მომაჯადოვებელი ღიმილი... -თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ შენ გვერდით და როგორ ვერ გამიგია....თავისთვის ჩაილაპარაკა და წამოდგა...უკვე გათენებულიყო....რა გაეკეთებინა არ იცოდა,ამიტომ ისევ გადაწყვიტა ემუშავა...ეგონა,თუ გულს გადააყოლებდა ისე აღარ დაიტანჯებოდა....რამდენიმე ადგილზე დარეკა,თუმცა უარი უთხრეს...ბოლოს მის ძველ სამსახურს დაუკავშირდა,მათმა კი სხვა კომპანიაზე გადაამისამართეს,რომლებმაც სიხარულით მიიღეს გამოცდილი ჟურნალისტი და წამყვანი....კმაყოფილს ჩააეღიმა და ამ დროის განმავლობაში პირველად იგრძნო ბედნიერება...შვება და სიხარული....ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის,რომ ჯაჭვლიანი დაევიწყებინა...საქართველოშიი აღარ დაბრუნდებოდა და თუ მაინც გადაწყვეტდა დაბრუნებას,მაქსიმალურად ეცდებოდა აღარ ენახა,რადგან იცოდა,რომ ისევ ისე ეტკინებოდა,როგორც ახლა ტკიოდა..... ---------------------------------- დამიჯერეთ არ იყო კარგად...ენატრებოდა...მასაც ისე ტკიოდა მისი დაკარგვა,როგორც ემას....თავის მოთოკვა უჭირდა....ყოველ დღე გადიოდა აივანზე და საათობით აკვირდებოდა ემას ბინას....იმედი ჰქონდა,რომ კვლავ ნახავდა...კვლავ დაატყვევებდა მისი ღიმილი,რომელსაც ჭკუიდან გადაყავდა ჯაჭვლიანი...მასთან ჩხუბი ენატრებოდა...ახსენდებოდა ყველაფერი,ის დღეები,მომენტები,როცა მასთან იყო და ტანში სასიამოვნოდ უვლიდა...ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა...არ ეძინა...ვერ ჭამდა და სვამდა...მხოლოდ ვარჯიშობდა....ღამეებს ბარში ატარებდა...დილით დგებოდა და მიდიოდა...მაგრამ სად?თავადაც არ იცოდა,ვერ ხვდებოდა.... -დამიანე აქ ხარ? გაიგო მათეს ხმა და მანაც თავი წამოყო...ხელში ცარიელი ვისკის ბოთლი ეჭირა... - რას გავხარ....თავი მაინც მოიწესრიგე... -მათე შემეშვი... შეუბღვირა და ბოთლი იქვე დადგა... -მათე...საწყალი თვალებით ახედა ძმას... -გისმენ დამიანე... -ემასთან მინდა... წამოსული ცრემლები მუშტით მოიწმინდა და ძმას გადაეხვია... -ემა მინდა...მარტო ის და სხვა არავინ...მათეს ძმის შემყურე გული ტკიოდა...ვერაფრით ეხმარებოდა და თავს უფრო არაკაცად გრძნობდა... -ის აღარ დაბრუნდება და ამას შეეჩვია.... -მართალი ხარ მათე... უკნიდან მოემათ ვაკოს ხმა...მისკენ შეტრიალდნენ,მაგრამ ვაკოს გარდა კოსტა და დათოც იყო.... -არ იყავი მართალი...ანკა ლოგინში არ უნდა ჩაგეწვინა... -მაგრამ მან მიმატოვა...მხოლოდ ერთი შანსი ვთხოვე,ის კი უბრალოდ წავიდა.... -შეცდა და ისიც იტანჯება,მაგრამ შენ საქციელს ეს ვერ ამართლებს... -ხო შეიძლებოდა ერთად ვყოფილიყავით...დაიღრიალა და ცარიელ ბოთლს ფეხი გაკრა... -შეიძლებოდა,მაგრამ ყველაფერი ისე ვერ ხდება,როგორც გვინდა,რომ იყოს....ძმას გადაეხვია... -ახლა კი წადი თავი მოიწესრიგე,მივდივართ... -სად? გაოცება ვერ დამალა... -სამსახურში უნდა დაბრუნდე....გლოვა დასრულებულია...მტკიცე ხმით განაცხადა უფროსმა ჯაჭვლიანმა და გახალისებულ ძაკაცებს თვალი ჩაუკრა.... -არ მინდა,ისევ სახლში დავრჩები..... -თავი არ მაგინებიო სწრაფად..თვალები უბრიალა და უმცროსი ჯაჭვლიანი უფროს ჯაჭვლიანს დაემორჩილა...თავი მოიწესრიგა და კვლავ ბიჭებთან დაბრუნდა...-ესეც ასე,ახლა კი წავედით....მოკლედ დამიანე კვლავ დაბრუნდა ძველ სამსახურში...დღეები გადიოდა...კვლავ ისევ ისე ენატრებოდა...მუშაობასაც კი ვერ უდებდა გულს...ხან რას აკეთებდა და ხან რას... ----------------------------------- ვიცი ბავავებო,რომ პატარა თავია და ისიც ვიცი,რომ ისეთი არაა როგორსაც ელოდით,მაგრამ დღეს საღამოსკენ აუცილებლად დაგიდებთ მომდევნო თავსას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.