შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (სრულად)


23-09-2019, 21:25
ავტორი naattii
ნანახია 14 932

-ახლა კი მინდა სცენასთან დღევანდელი დღის გმირები, ძმები ყიფიანები მოვიწვიო. მათი ასაკის მიუხედავად ვიცით რამდენი წარმატებული საქმეა მათ სახელზე და არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი, ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული საქმის წარმატებით დაგვირგვინებისთვის მათ კიდევ ერთი ჯილდო გადაეცემათ და უამრავ წარმატებას ვუსურვებ. გთხოვთ, გამომძიებლები გაბრიელ და იოანე ყიფიანები.
-ახლა იქ არ დამაყუდო და მადლობები არ მახდევინო თუ ძმა ხარ_ღიმილის უკან შემალული ცივი ხმით წარმოთქვა უმცროსმა და გაბრიელს გადახედა.
-როგორ გაკადრებ_სიმწრით გაეღიმა უფროსსაც და თავისი ადგილი დაიკავა ტრიბუნასთან.
რამდენიმე წუთიანი მადლობების შემდეგ სიტუაციაც აირია და ხალხიც. უკვე შეზარხოშებულნი მერამდენედ საუბრობდნენ იგივე თემებზე არავინ იცოდა.
-ნენემ კაი პონტიაო_ტელეფონიდან ამოყო თავი იოანემ
-გამიკვირდა, შენთვის სულ კაი პონტია.
-აუ რას ახურებ გაბრიელ დღეეს? ვითომ შენ არ ერთობი მშვენივრად. ჰე აწიე ერთი ადგილი და წავიდეთ აქ მაინც ვეღარავინ გებულობს ვერაფერს.

პიონერთა პარკის უკან ახალი გახსნილი კლუბი მთელი ხმით აყრუებდა ნახევრად ცარიელ გარემოს. ქუჩაში მოძრავი მანქანის მძღოლები უჩქარებდნენ მხოლოდ ახლოს ჩავლისას და მალე გაცლას ცდილობდნენ. ახალგაზრდებისთვის რომ გეკითხათ ამ კლუბში ორიგინალურობა წინა პლანზე იყო, სინამდვილეში კი სრული დომხალი სუფევდა. ვინ ვის ეცეკვებოდა, ვინ რას სვამდა, ვინ კედელზე ხატავდა მთელი მონდომებით იქვე დაყრილი პულივიზატორებით. სიხარულით შეხვდა ნენე ძმებს, რომლებსაც ოფიციალური ჩაცმულობა გვერდით მოესროლათ და ჩახსნილი პერანგებით იწონებდნენ თავს.
-რა ხალხიიი_დახლიდან ამოხტა ლამის გოგო მათ დანახვაზე.
-აბა კაი პონტიო?_ბუზღუნით მიუჯდა იოანე და საყვარელი კოქტეილი გამოართვა.
-მოიცა მალე იქნება_თვალი ჩაუკრა გოგომ და კლიენტებისკენ შებრუნდა.
-ბატონი ლაზარეც აქ ყოფილა_მზერით მიახედა გაბრიელმა ძმას და სიცილით მოსვა სასმელი.
ბევრი ახალგაზრდა გამომძიებელი არასდროს ყოლია ქუთაისის რომელიმე განყოფილებას. არც ჩვენთვის ზემოთ ხსენებული ბიჭებიც მოხვედრილან უბრალოდ. როგორც ხდება, მთელი სანაცნობო ჩარიეს 22 წლის ბიჭებმა პროფესიით ადგილი რომ ეპოვნათ და მიაგნეს კიდეც. რატომღაც პირველივე გასაუბრების შემდეგ აიყვანა უფროსმა გამომძიებელმა დაჩი თბაგარმა (იხ. ორი მოწმე) ტყუპები თანაშემწედ და ერთ წელიწადში უმცროს გამომძიებლებად გადაიყვანა. ბიჭები ტყუპების სახელს ამართლებდნენ, გაბრიელი რატომღაც ყოვეთვის სერიოზული, ჩფიქრებული და დაკვირვებული დადიოდა, იოანე კი პირიქით, ყველაფერს ხუმრობის თვალით უყურებდა და გართობას წინ სწევდა. საქმეში კი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს, ერთიმეორის თვალებში ჩავარდნილები უსიტყვოდ ხვდებოდნენ ვის რა უნდა გაეკეთებინა და მოიპოვეს კიდევაც ორ წელიწადში სრულუფლებიანი გამომძიებლების სტატუსი. ყოველთვის წყვილშიმუშაობდნენ და ეს იდეალურად გამოდიოდათ. 4 წელი იყო თავიანთ თავს დამოუკიდებლად ხედავდნენ და აღნიშნეს კიდევაც ეს, ცალკე გადავიდნენ ბინაში, რომელიც ციხე-სიმაგრე იყო და თავისი წესები ჰქონდა: არანაირი ალკოჰოლი, ქალები და გართობა.
-მე გავედი_ჭიქა დახლზე დააბრუნა გაბრიელმა და ნენეს თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა.
-აუ კაი რა ძმურად, რას მიტეხავ, ერთად წავსულიყავით_გოგოებისთვის თვალიც არ მოუშორებია იოანეს ისე გასძახა ტყუპს.
-სახლში მაინც არ წამოხვალ და ეცადე ხვალ ისეთ ფორმაში არ მოხვიდე სამსახურში ის ჯილდო უკან რომ წაიღონ_ხელი აუქნია გაბრიელმა და კლუბის ხმაური ზურგს უკან მოიტოვა.
პიონერთა პარკამდე ფეხით გადაწყვიტა გასვლა და იქ ტაქსის დაჭერა. სიგარეტით ხელში ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ და გარემოს ათვალიერებდა. უნდოდა თუ არა კატის ნაბიჯებს სამსახურმა ისე მიაჩვია ვერსად გადამალავდა. მშობლების მონახულებაზე გადავიდა მისი ფიქრები მარჯვნიდან ხმაური რომ შემოაესმა. ლიანდაგი ირგვლივ დაუსახლებელი მიწებით იყო გარშემორტყმული და წესით ამ დროს არც არავინ უნდა ყოფილიყო. მზერა დაძაბა გაბრიელმა და კიდევ ერთხელ გაიხედა. კაპიშონ წამოფარებული ყმაწვილი ბარს გამწარებული იქნევდა და შიგადაშიგ ირგვლივ ადგილებს ზვერავდა.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?_მიახლოება გადაწყვიტა გაბრიელმა, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო გაშეშებული უცნობი მთელი ძალით მოსწყდა ადგილს და წამებში მიიმალა ახალი აშენებული ცეხის უკან. გაკვირვებისგან წარბები აზიდა გამომძიებელმა და უკან, გზაზე დაბრუნება გადაწყვიტა ცნობისმოყვარეობამ წინ რომ გადაადგმევინა ნაბიჯი. ტელეფონის შუქით გაინათა გზა და იქვე მიგდებულ ბარს გვერდი აუარა. ამოთხრილ ორმოს მიუახლოვდა და ოდნავ ჩაანათა შიგნით.
-აამის დედაც....._გაოცებულმა მიმოიხედა ირგვლივ და ისევ ორმოს ჩახედა. ბევრი არ უყოყმანია, მაშინვე გამორთო განათება და ძმის ნომერი აკრიბა. სადაც არუნდა ყოფილიყვნენ ტელეფონის ზარს არასდროს ტოვებდნენ უპასუხობ.
-გაბრიელ?_სიმღერის ფონზე ძლივს გაარჩია იოანეს ხმა.
-პარკის უკან გელოდები ლიანდაგთან, სასწრაფოა_მოკლედ მოუჭრა და გათიშული ტელეფონი ახლა სხვა ნომერთან დასაკავშირებლად გაანათა.
რამდენიმე ადგილას გადარეკა და მოადგა კიდევაც უკან აქოშინებული ტყუპი.
-გული გამისკდა, რა ჯანდაბა ხდება?_მუხლებზე დაეყრდნო იოანე ხელებით.
-ვარჯიში გაკლია_ცივი სახით გამოხედა გაბრიელმა და თავით ორმოსკენ ანიშნა, თან ტელეფონით გაუნათა გზა -აჰა, შენ საჩუქარი.
-ეს რაღაც ახალია?_ სახე შეეცვალა ბიჭს და უფრო მიახლოვდა ამოთხრილ ადგილს.
-ალბათ_ძმას თვალი მოაშორა უფროსმა და ორმოს ჩახედა, საიდანაც ბიჭებს არც მეტი არც ნაკლები ადამიანს ფეხი შემოჰყურებდათ სპორტული ბოტასით შემკობილი. (1)

რკინიგზის სადგურთან მდებარე სავარჯიშო დარბაზში უამრავი ადამიანი ირეოდა, ზოგი ნამდვილად სავარჯიშოდ მოსულიყო, ზოგი სექსუალური გოგონების შესათვალიერებლად, ზოგს ეტყობოდათ კიდევაც მოსვლის მიზეზი დასათვლელად გამზადებულ კუბიკებზე. მათ შორის წითელ ომბრეიანი თმით დასრიალებდა ახალგაზრდა გოგო და მოკლე ტოპსა და ელასტიკში გამოწყობილი ნარნარად დაარხევდა ზედმეტად სექსუალურ ტანს.
-ხომ არ დაგეხმაროთ?_თავაზიანად გაუღიმა ველოსიპედზე ჩამოკიდებულ გოგონას, რომელსაც თვალი შემოსასვლელ კარებზე გაშტერებოდა და ამ ქვეყნიდან გამოთიშულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-წყალს თუ შემასხამთ კი_ხელით დაინიავა კისერი და გოგოს კარებისკენ მიუთითა.
ერთდროულად, თითქმის ზუსტი ნაბიჯებით მოდიოდა ორი მაღალი ფიგურა, გაზაფხულის შესაბამისად ტყავის ქურთუკებით შემოსილები ერთნაირად ამოძრავებდნენ მაღალ, გამხდარ, აწოწიალებულ სხეულებს. შავი რეიბანებიც ლამის სინქრონში მოიხსნეს და შემოსასვლელში განთავსებულ მისაღებთან გაჩერდნენ. თავი გადააქნია სიცილით ხელოვნურად წითურმა და შესახვედრად გაეშურა.
-სერიოზულად, ეს ჰოლივუდური შემოსვლა დადგმული და დამუღამებული გაქვთ თუ ბუნებრივად გამოგდით?_ძლივს იკავებდა სიცილს
-შენსასაც არაუშავდა_თვალი ჩაუკრა ერთ-ერთმა და ხელი ჯიბისკენ წაიღო.
-არ მითქვამს კარგი იყოთქო_მაინც გაეპარა ღიმილი გოგოს
-არც მე_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და ჯიბიდან მოწმობა ამოიღო.
-ოჰოჰ, გისმენთ ბატონო გამომძიებელო_ეშმაკური ღიმილით შემოსკუპდა გოგო მაღალ სკამზე და დაწვრილებული თვალებით პირდაპირ მიაშტერდა ყიფიანს.
-არ მოგერიდოთ, მე გავალ_სიცილით აწია ხელები იოანემ და კამერების თვალიერებით მიმოიხედა დარბაზში.
-მენეჯერთან მირჩევნია გასაუბრება_წამში მოასწრო გოგოს სხეულის შეთვალიერება გაბრიელმა და მოწმობა შეინახა.
-ლილუ ნემსიწვერიძე_ღიმილით გამოუწოდა ხსენებულმა ხელი და წარბებ აწეული ისევ თვალებში შეაჩერდა გამომძიებელს -როგორც უკვე გითხარით, გისმენთ.

რამდენიმე დღით ადრე:

-გაირკვა რამე?_ცნობისმოყვარე მზერით გახედა იმ წამს კაბინეტში შემოსულ ძმას იოანემ.
-დნმ აღებულია, ბოტასით არაფერი გაირკვა ჩვეულებრივი ბაზრობაზე ნაყიდი ფეხსაცმელია, წაშლილი ტატუს აღდგენას კი რამდენიმე საათი მაინც დაჭირდება დღე თუ არა._უკმაყოფილო ხმით დაენარცხა სკამს გაბრიელი. -შენ რა გაქვს?
-მოკლედ, ნუ ფეხი აშკარად მამაკაცისაა, ექსპერტიზამ დაახლოებით 27-30 წლის იქნებოდაო და საკმაოდ აქტიურ მდგომარეობაში აქვს კუნთებიო რაც რეგულარულ ვარჯიშზე მიუთითებსო, სისხლის გამოკვლევა დიდად ვერ მოახერხეს რადგანაც ფეხი მინიმუმ ორი დღის მკვდარ ადამიანს ეკუთვნის და იმაზეც მადლობა თქვით ფეხის ანაბეჭდი რომ ავიღეო_ხმაურით დახურა საქაღალდე იოანემ და უფრო მეტად დაბღვერილ ძმას ახედა.
-ანუ არაფერი გვაქვს.
-დნმ გვაქვს და ახლა ბაზას ამოწმებენ, იქნებ გაგვიმართლოს_მხრები აიჩეჩა ტყუპმა და ხმამაღალი მთქნარებით გადაწვა სკამის საზურგეზე.
-რაღაც იპოვეს_გასწორებაც არ აცადა გაბრიელმა ისე შესძახა და იოანეც წამში წამოხტა ფეხზე.
ღამის ოთხი საათის მიუხედავად, იმდენად უცხო იყო ქუთაისისთვის მოგლეჯილი ფეხის პოვნა მთელი განყოფილება აზუზუნებულ სკას მოგაგონებდათ. ყველა სასწრაფოდ გამოეძახებინათ და მაგიდებს მიჯდომოდნენ.
-ბიჭებო, საქმე ოფიციალურად მოგაწერეთ, იმედი მაქვს არ დამაღალატებთ_არც კი შესულა დაჩი კაბინეტში ისე გამოსძახა ძმებს. -წესები იცით, როცა რაიმე გაირკვევა პირდაპირ ჩემთან_კაბინეტისკენ მიათითა თავით და კარებისკენ წავიდა.
-როგორც ყოველთვის ბოს_რევერანსით გამოემშვიდობა იოანე და მიიღო კიდევაც ძმისგან მორტყმა.
-წესიერად, ადამიანია მკვდარი.
-ხალხი ყოველ წამს კვდება გაბრიელ, მერე შავები ისედაც მაცვია ჩემო ძმაო და თუ ღმერთი გწამს ქვითინსაც ნუ მომთხოვ, ჯერ გავარკვიოთ რამოხდა და იქნებ ისეთ ადამიანთან გვაქვს საქმე მიფურთხებასაც რომ არ იმსახურებს_თვალის ჩაკვრით შეაღო მამუკას კაბინეტი და პირველმა შეაბიჯა.
-არ მჯერა, რომ ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ორი წუთია_შუბლი დაიზილა გაბრიელმა და აცანცარებულ ძმას შეყვა.
-მამუკა გაგვახარე_სკამთან ახლოს მიუჯდა იოანე და ეკრანს მიაშტერდა თვითონაც.
-რას იკისრებ?_სათვალიდან გადმოხედა მამის ტოლმა კაცმა
-ლუდს.
-მაშინ აჰა შენ აღდგენილი ტატუს ფოტო და ხვალ საღამოს ლუდი.
-აუ ძმა ხარ რაა_ამობეჭდილ ფოტოს ჩააშტერდა იოანე და მეორე ძმას გაუწოდა.
-გიორგი...
-ხო, უკვე დავურეკე_თავის ქნევით დაუდასტურა გაბრიელმა და სურათი ჯიბეში ჩაიცურა.
-ვერ ვიტან ასე რომ იქცევით, ლამის ვიფიქრო ტვინიც ტყუპი გაქვთ_მალევე გამოაგდო კაცმა ბიჭები ოთახიდან და დნმის დამუშავებას მიუბრუნდა.

გიორგი ბიჭების ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტატუს სალონის მფლობელი იყო ქუთაისში. ბიჭებს ხშირად არა, მაგრამ არც ისე იშვიათად უწევდათ მისთვის დახმარების თხოვნა და ბიჭიც უარს არასდროს ამბობდა. უკვე შუადღის მზე აცხუნებდა სალონის კარი რომ შეაღეს.
-თუ ვინმე არ მოკლეს ისე არუნდა მნახოთ?_ ძმებს გადაეხვია მათი ასაკის ბიჭი.
-აბა შენ იცი, გაგვანათლე_სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები დაუყარეს წინ ბიჭებმა და მოსასმენად მოემზადნენ.
-ოჰოჰ, ნახევარ სახიანი ლომი, მენდეთ მისი ზოდიაქო იქნება_ჩაეცინა გიორგის და სურათს მიუბრუნდა -არც ისე რთული შესასრულებელია, მაგრამ ფერადი საღებავებით ჯერ არც ისე ბევრი მუშაობს, ვერ ბედავენ, ოთხი-ხუთი მეგულება, თუ საღებავის ტონალობასაც გავითვალისწინებთ გამოწერილი უნდა იყოს, ამიტომ ხუთიდან სამზე ჩამოვედით, გადავურეკავ და ვკითხავ როდის გნახავენ_ტელეფონი მოიმარჯვა და ნომრები სწრაფად აკრიფა.
ორ საათში უკვე სამივე განყოფილებაში ეჯდათ სასაუბროთ და დეტალურ ინფორმაციას იღებდნენ ტატუზე.
-მოკლედ ბატონო დაჩი, ჯერ მხოლოდ სახელი ვიცით, მსხვერპლი ვიღაც ბაჩოა, რომელიც ერთ-ერთმა ტატუს მხატვარმა გვითხრა და ისიც დაამატა, რომ ბიჭი სპორტულ დარბაზში გაიცნო, ექსპერტიზამ უკვე გვითხრა რომ კუნთების მუშაობის მიხედვით რეგულარულად ვარჯიშობდა, ამიტომ ჯერ-ჯერობით ხელთ სადგურთან არსებული დარბაზი გვაქვს სადაც ახლა მივდივართ.
-კარგი ბიჭებო, ფეხის პოვნიდან ორი დღე გავიდა, ტემპის აჩქარება არ გვაწყენდა, მომახსენეთ რას გაიგებთ დარბაზში_თავი დაუქნია უფროსმა გამომძიებელმა და ძმები გააცილა.

-ესეიგი ვინმე ბაჩოს არ იცნობდით? ასე დეტალური დახასიათების შემდეგაც? დავიჯერო ტატუც არ შეგიმჩნევიათ?_თვალები დააწვრილა გაბრიელმა და ნახევრადწითურს დააკვირდა.
-არა_ტუჩები დაპრუწკა ლილუმ და ფრჩხილების დათვალიერება განაგრძო, -აქ ბევრი ხალხი დადის, ყველას ვერ დავიმახსოვრებ, ახლა კი მაპატიეთ, კლიენტებს დიდი ხნით ვერ მივატოვებ_ღიმილით ჩამოხტა მაღალი სკამიდან და ტანის ნაზი რხევით გოგონების ჯგუფს მიუახლოვდა.
-გემოვნებას არცერთი ვუჩივით_ჩუმად მიპარულმა იოანემ სიცილით გაკრა ძმას მხარი.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, აიღე მითითებული დღის ჩანაწერები?
-რა თქმა უნდა_დისკი შეათამაშა ხელში ბიჭმა.
-დაიმახსოვრე თუ ამ ქალბატონის დაბარება არ მოგვიწევს განყოფილებაში_კიდევ ერთხელ აათვალიერა ცბიერი ღიმილით უკან მოხედილი ქალი და დარბაზი მოხითხითე ძმასთან ერთად დატოვა. (2)

ჩუმად მიჯდომოდნენ ბიჭები კაბინეტში თავიანთ მაგიდებს და გაწყობილ დაფას მიშტერებოდნენ, რომელზეც ფოტოები იყო გაკრული, მათ ქვემოთაც რამდენიმე წარწერა გაეკეთებინათ.
-ესეიგი, პირველად ფეხი ვიპოვეთ_სკამიდან წამოხტა იოანე.
-შემდეგ ტანი...
-და მეორე ფეხი, რამდენიმე საათის განსხვავებით_ერთად დაიწყეს ფიქრი.
-იცი რა მიკვირს, რატომ გარისკეს ნაწილების ასე ცალცალკე დამარხვა, როცა ამითი პოვნის შანსი ორმაგად იზრდება_თავი მოიქექა იოანემ ფლომასტერით.
-არ დაგავიწყდეს ხსნარი ქონდათ მისხმული, რომ არ შევსწრებულიყავი, ვერავინ იპოვიდა_სურათებს ჩააკვირდა გაბრიელი.
-მეორე ნაპოვნ ფეხზე ბორკილის კვალია, გატაცებას ვფიქრობთ არა?_ძმას გამოხედა უნცროსმა.
-მე მისი ვენა უფრო მადარდებს, აშკარად ნანემსრებით აქვს სავსე, ანუ ნარკომანი, მაგრამ სისხლში ვერაფერი უპოვეს. ჯანდაბა, ასეთი ჩახლართული საქმე არ მსმენია რა._წარბები შეკრა გაბრიელმა -კამერის ჩანაწერებს მორჩი?
-არა, რამდენიმე საათი დამრჩა და თვალები შევასვენე, ერთად გავაგრძელოთ რა_ვედრებით გადმოხედა ძმას და ისიც მალევე მიუჯდა გვერდით.
-ამას უყურეეე_დაუსტვინა იოანემ.
-გითხარი დაგვჭირდება ქალბატონის განყოფილებაში მოწვევათქო_უკმაყოფილოდ შეეკრა წარბები გაბრიელს.
-ბიჭებო_მამუკამ შემოყო თავი კარებში -მართალია დავიგვიანე, მაგრამ აი მსხვერპლის მთელი დოსიე, სახელი გვარი, საცხოვრებელი, მოკლედ ყველაფერი დეტალებშ, მისამართი სხვა ქონდა მითითებული და ცოტა ბევრი წვალება მომიხდა._გაიჯგიმა ქების მოლოდინში კაცი.
-თითქმის სამი დღე გავიდა მამუკა, მგონი ბერდები_სიცილით მიარტყა ფაილიანი ხელი იოანემ კაცს ზურგზე და ოთახი დატოვეს.
-პირველი სახლი თუ სექსუალური მატყუარა?
-იოანე, ენას ვერ აჩერებ, მე სხვა იდეა მაქვს_გარეთ მდგომ პატრულს მიუახლოვდა ტყუპი -ბიჭებო, შეგიძლიათ ეს ქალბატონი სადგურთან მდებარე სავარჯიშო დარბაზიდან მოაბრძანოთ? და დასაკითხ ოთახში გაამწესოთ ჩვენს მოსვლამდე_თვალი ჩაუკრა ეკიპაჟს და მანქანა გამოაღო.
-ასე როდის მერე აკეთებ?_გაკვირვება ემჩნეოდა იოანეს
-ცოტა შეეშინდება, დაფიქრდება და მიხვდება, რომ აღარ უნდა მოგვატყუოს_პირქუში სახით დაქოქა მანქანა გაბრიელმა.

აპრილის მიუხედავად უკვე საკმაოდ მცხვუნვარე მზე ანათებდა საღორიის ქუჩებში. ბინები თითოს ერთმანეთის ჯინაზე ისე დამსგავსებოდნენ ერთიმეორეს, რომ არა საღებავით გადღაბნილი ნომრები გარჩევა ნამდვილად გაუჭირდებოდა უცხო ადამიანს. სამი წრის შემოვლის შემდეგ როგორც იქნა 32 ნომერსაც მიაგნეს და როგორც ყოველთვის სინქრონში დატოვეს მანქანა. კიდევ კარგი შუადღის სიცხეს ყველა გაურბოდა, თორემ ცნობისმოყვარე მზერებს საერთო ბინებიდან ვერ გადაურჩებოდნენ. არცერთს ეპიტნავებოდა აქეთ მიეღოთ კითხვები, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, ეს ხომ ქუთაისია.
-ესეც მეოთხე სართული_სადარბაზო მოათვალიერა იოანემ და მითითებულ კართან შედგა -ხის კარია, შემტვრევა არ გვინდა ხომ?
-ბარემ ჟურნალისტებს დაურეკე და მთელი ქალაქი შეყარე_თავი გადაიქნია გაბრიელმა და ჯიბიდან საკეტის გასაღები ხელსაწყოები ამოიღო.

რამდენიმე წუთში მტვერის სუნით გაჟღენთილ ოთახში შეაბიჯეს. ისეთი სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო თითოეულ ნაბიჯს იატაკის ჭრიალის ხმა გამაყრუებლად მოსდევდა. არც კი გაკვირვებიათ ბიჭებს გადმოტრიალებული სახლის დახვედრა, თითოეული უჯრა, თარო, კარადა, ლოგინიც კი გადმოტრიალებული იყო, ნივთები დატეხილი და იატაკზე მიმოფანტული, იგივე მდგომარეობა დახვდათ სამზარეულოშიც.
-დაგვაგვიანდაა_თავი მოიქექა იოანემ და დატეხილ ნივთებში განაგრძო სიარული.
-საკითხავია თუ იპოვეს რისთვის ასეთი ამბავი ატყდა.
-არამგონია ეგ გავიგოთ, მაგრამ აი ეს საინტერესოა_დატეხილი ნივთები ფეხით გადაქექა გაბრიელმა და თაროდან ჩამოვარდნილ ჩარჩოს დაწვდა.-ამათ უყურე, ვიცოდი ეს გოგო მოსიარულე ხიფათი რომ იყო, როგორც კი დავინახე_ჩარჩო გაუწოდა ტყუპს და ორმაგად გაცხარებულმა განაგრძო ქექვა.
-მე მეგონა რომ შეხედე სხვა რაღაც დაინახე_გაკვირვებასთან ერთად ენის დამოკლება მაინც ვერ მოახერხა იოანემ და მიიღო კიდევაც საპასუხოდ ძმის დაბღვერილი სახე -ხო კარგი ვხუმრობ, არადა რაღაცნაირად უხდებოდით ერთმანეთს_მაინც მიაყოლა ბოლოს და გაბრიელის ნასროლ ნივთს წამით გაასწრო კარში.

უკვე მესამე საათი იყო ლილუ დასაკითხ ოთახში დააბიჯებდა. ცდილობდა ის ნერვიულობა რასაც გრძნობდა გარეთ მყოფებისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო. ეშინოდა აქედან გასულს გარეთ ვინმე არ დახვედროდა, ჯერ ბოლომდე არ იცოდა რატომ დაიბარეს და ეს ნერვიულობას უორმაგებდა. სადაც იყო ყვირილის დაწყებას აპირებდა სიმპატიური გამომძიებელი რომ გამოჩნდა, ძნელი იყო გამომძიებელი გაბრიელ ყიფიანი გაგეცნო და გულგრილად ჩაგევლო გვერდი, განსაკუთრებით მას შემდეგ თუ ქალის შესაშურად მქონე გრძელ წამწამებში მოქცეული თაფლისფერებით ჩაგაკვირდებოდათ თვალებში.
-აი თურმე ამდენ ხანს ვის ველოდებოდი_ტაში შემოკრა გოგომ და განკუთვნილ სკამზე დასკუპდა.
-ორაზროვანი ნათქვამია.
-სწორედაც_თვალი ჩაუკრა ბიჭს და საპასუხო ღიმილზე თავადაც ვერ შეიკავა თეთრი კბილების გამოჩენა.
-ალბათ იცით რატომ მოგიყვანეს აქ_იმ წუთას შემოსულ თანამშრომელს დოსიე გამოართვა ბიჭმა და სრაფადვე ჩახედა.
-აბა გამანათლეთ_კაცივით გადაიდო ფეი ფეხზე ლილუმ და წარბ აწეულ გაბრიელს დააკვირდა.
-იმდენი დარღვევა გაქვთ უცხოდ არუნდა გრძნობდეთ აქ თავს_პირდაპირ თვალებში მოუწია ამოხედვა გამომძიებელს და დახვდა კიდევაც ქალის აციმციმებული მზერა.
-მოდი პირდაპირ მითხარით რა გინდათ და დროს დავზოგავთ.
-მოგვატყუეთ რომ ბაჩოს არ იცნობდით, დარბაზიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს თქვენი ახლო ურთიერთობა და ეს მისი ბინიდან ამოღებული ფოტოდანაც ჩანს_დამტვრეული ჩარჩოდან ამოღებული ფოტო დაუდო ბიჭმა წინ რომელზეც ბედნიერად მომღიმარი წყვილი ჩანდა და წინ დაუდო ლილუს. წამით დაბნეულობა გაკრთა გოგოს თვალებში, მაგრამ მხოლოდ წამით.
-კარგი, ბაჩოს ვიცნობდი, ვმეგობრობდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა, სულ ესაა. ახლოს არ ვიცნობდი.
-ხომ ხვდებით, რომ ამ ტყუილს პრაქტიკანტი პოლიციელიც არ დაიჯერებს.
-ეგ თქვენი პრობლემაა_გაბრიელისკენ გადაიხარა გოგო და ლამაზად გაიღიმა.
-ეს ხომ ეჭვმიტანილად გაქცევთ? უბრალოდ მოყევით რაც იცით მასზე_უკვე გაკვირვება ისმოდა გამომძიებლის ხმაში.
-რაც შემეძლო უკვე ვთქვი_ჩამწერ კამერას ახედა გოგომ და შემდეგ ორაზროვნად გაუღიმა ბიჭს -ახლა კი თქვენის ნებართვით წავალ, თუ ისე დამიბარებთ როგორც ეჭვმიტანილს ადვოკატს გამოვიყოლებ_თვალი ჩაუკრა რაღაცის სათქმელად პირ გაღებულ გაბრიელს და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.

ორმაგი დაკვირვებით ათვალიერებდა ქუჩას გარეთ გასული. უკვე საკმაოდ იყო დაღამებული და განყოფილებიდან გამოსულს არ იცოდა რა ელოდა. იმედია არავის დაუნახია აქ მისი მოსვლა, მაგრამ ვის აიმედებდა, ხომ იცოდა რომ მათ ხალხი ყველგან ყავდათ. თვალებ დახუჭული გადავიდა გზაზე და სადაც იყო გაჩერებასთან მივიდოდა, გვერდით დაბურულ მინებიანმა მერსედესმა რომ შეანელა სიჩქარე.
-ჯანდაბა, ჯანდაბა_გულში იმეორებდა ლამის ატირებული და უშედეგოდ ეძებდა გასაქცევ გზას.
-დაჯექი_მისდა გასაკვირად სასიამოვნოდ ნაცნობი ხმა მოესმა ჩაწეული ფანჯრიდან და გაკვირვებულმა ახედა მანქანის მძღოლს.
-ნუ გამამეორებინებ, დაჯექი სანამ ვერავინ გვხედავს_გარემო მოათვალიერა გაბრიელმა და სასიამოვნოდ გაეღიმა წამში რომ იგრძნო გვერდიდან გოგოს ნაცნობი სურნელი. (3)

-რას მივაწერო თქვენი საქციელი ბატონო გამომძიებელო?_გაღიმებული მიუბრუნდა ლილუ დაუსახლებელ გზაზე წასულ გაბრიელს.
-უბრალოდ წინდახედული გამომძიებელი ვარ მეტი არაფერი_თვალი ჩაუკრა საპასუხოდ ბიჭმაც
-ფლირტიც გამოძიების ინტერესებში შედის?
-და საიდან დაასკვენი რომ გეფლირტავები?_თითქოს და გაუკვირდა ბიჭს
-დავიჯერო ყველა ეჭვმიტანილს ასე ექცევი?
-კარგი, რადგან საქმეს შევეხეთ ასეც განვაგრძოთ, ლილუ ვხვდები რომ გეშინია, მაგრამ მე ....
-არ მითხრა რომ დამიცავ, სისულელეა_ჩაეცინა გოგოს და ფანჯარაში გაიხედა, არც იცოდნენ სად იყვნენ, ფანჯრიდან მხოლოდ ხეები მოჩანდა.
-რატომ?
-ნუ მთხოვ ამის თქმას გაბრიელს, ვერც დამიცავ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, არ იცი რა ხდება, დაგავიწყდა ბაჩოს გვამი როგორ მდგომარეობაში იპოვეს?ეს სასჯელია და მეტი არაფერი, ფეხები დააგლიჯეს ბიჭს წარმოგიდგენია მაინც?_ხმაში ცრემლების ნოტები გაეპარა ლილუს.
-ესეიგი მათ იცნობ.
-შენ მხოლოდ ეს გაიგე?_უხეშად მოიცილა ლოყაზე მალულად ჩამოგორებული ბურთულა გოგომ -ჩემგან ვერაფერს გაიგებ და ვიცი არც დამაძალებ.
-ასე რატომ გგონია ლილუ? შენ ეჭვმიტანილი ხარ, ახლა უკვე დავრწმუნდი რომ არც თუ ისე უსაფუძვლოდ და მათ იცავ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი ხარ_გულდაწყვეტილმა ამოთქვა გაბრიელმა და გოგოს დააკვირდა.
-როგორც გინდა იფიქრე, მხოლოდ ერთს გეტყვი, ვიცი სხვა ცივსისხლიანებს არ გავხარ მხოლოდ საქმის გახსნა რომ აინტერესებთ და ადამიანები *იდიათ, ჩვენ, გარეშ პირებმა, ყველამ ცალცალკ ინფორმაცია ვიცით, რაც გაჟონავს მარტივად ამოსაცნობია ვისგან გავა, ხვალ ან ზეგ მე რომ მიპოვონ ბაჩოსავით აჩეხილი რას იგრძნობ? არ ინანებ რომ ახალგაზრდა გოგო საკუთარი ხელით გაიმეტე სიკვდილისთვის? შენ ხომ გამომძიებელი ხარ? თუ მართლაც ისეთი მაგრები ხართ როგორსაც წარმოაჩენთ თავს როგორმე ჩემი ორი წინადადების გარეშე გამოიძიე._მთელი ტანით ფანჯრისკენ შებრუნდა გოგო და ამითი აგრძნობინა საუბარი დასრულებულია.
უხმოდ დაქოქა გაბრიელმა მანქანა, გოგოს სიტყვებმა მისთვის იმხელა შთაბეჭდილება იქონია თავადაც რომ ვერ იფიქრებდა, თუმცა ის მართალი იყო, გამომძიებელი იმიტომ გახდა, რომ ხალხი დაეცვა და დამნაშავეები განერიდებინა მათგან, რას იგრძნობდა ლილუც ისე ჩაფლული რომ ეპოვა? აშკარა იყო ვერასდროს მოინელებდა და ეს ამბავი მასაც შეიწირავდა, მერე რა რომ ეს გოგოც გარეული იყო ბანდაში? აშკარა იყო იქ თავისი სურვილით დიდად რომ არ ჩერდებოდა. უხმოდ მივიდნენ გოგოს ბინის პარალელულ ქუჩამდე და იქვე გაუჩერა მაქანა ბიჭმაც.
-ბინასთან არ დაგტოვებ, ათასი თვალი და ყური არსებობს_ჩუმად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და კარის საკეტიც გაჩხაკუნდა.
-მადლობა_იგივე ინტონაციით წაილუღლუღა გოგომაც და მანქანიდან გადავიდა. კარები რომ მოიკეტა შეყოყმანდა და არეული სახით მოუბრუნდა ფანჯარაში ბიჭს.
-მხოლოდ ერთის რჩევა შემიძლია გაბრიელ, ისე ფრთხილად იყავი როგორც არასდროს.

უკუნით სიბნელეში გადაჭრა გზა ლილუმ და თავისი ბინისკენ წავიდა, თითქოს მთელ სხეულზე გრძნობდა ვიღაცის გამჭოლ მზერას, მაგრამ აკვიატებულ მოლანდებად ჩათვალადა, თითქმის სადარბაზოსთან იყო მისული მშვიდდ ამოსუნთქვა რომ გადაწყვიტა. სულ ტყუილად.
-ნაგაზმა მოკითხვა შემოგითვალა_სიგარეტი გადააგდო სადარბაზოსთან აჩრდილივით მდგომმა გამხდარმა სხეულმა და ლამის გული გაუხეთქა ქალს.
-ჩემგანაც მოიკითხე_არც კი შეჩერებულა ისე სწრაფად დაუბრუნა პასუხი ლილუმ და გულგახეთქილი ეცა იქვე პირველ სართულზე მდებარე ბინის კარს.


ვერაფრით დაივიწყა გაბრიელმა ლილუს სიტყვები. მთელი საღამო ყურში მეორდებოდა ზარივით ნათქვამი ფრაზები და ბიჭს მოსვენებას უკარგავდა, სამუშოს გული ვერ დაუდო, სახლში მისული კი ორმაგად აღმოჩნდა ჩაბეჭდილი სიტყვების ტყვეობაში. როგორც ჩანდა იოანეს კლუბში წასვლა გადაეწყვიტა, ზოგჯერ ასეც იქცეოდნენ, როცა საქმე ჩიხში შეუვიდოდათ გონების სხვა თემაზე გადართვა აუცილებელი იყო. იმდენად მობეზრდა ყურში ნაცნობი სიტყვების განუწყვეტელი შრიალი ნახევარ საათში თვითონაც შეაღო კლუბის კარები და ძმა თვალებით მოძებნა.
მალევე მიაგნო, იოანე ნენეს მიჯდომოდა ბართან და გაცინებული უკრავდა ტაშს გოგოს ახალი ილეთების შესრულებაზე.
-გაბრიელ_გაკვირვება აშკარა იყო ბიჭის ხმაში.
-ყურადღების გადატანა არც მე მაწყენდა_ნენეს გახედა ბიჭმა და სასმელი თხოვა.
-ვინმესგან თუ რამესგან_თითქოს უგულოდ კითხა ძმას და არც შეუხედავს ისე მოსვა თავისი სასმელი.
-შენს საქმეს მიხედე_უჩვეულოდ მკაცრად შეუბღვირა ძმას და მოცეკვავეებს შეერია, ოღონდ ეს თავში მოკაკუნე ხმა გაეჩუმებინა და დინამიკების წინაც კი იცეკვებდა.
-კარგადაა?_გაკვირვებული ადევნებდა ნენე თვალს უცნობ გოგონასთან მოცეკვავე გაბრიელს.
-ფაქტია არა, მაგრამ მოცეკვავე ძმას ვხედავ ხალხოოო_მთელი ძალით შეყვირა სკამიდან წამომხტარმა იოანემ და სასმელი გაცინებულმა გადაკრა ბოლომდე.
-არ ხარ ნორმალური_ნენესაც გაეცინა მის შეხედვაზე.
-მე რომ ვეჭვობ ის თუ გამართლდა აი მერე ნახე შენ ჩემი გაფრენა_თვალის ჩაკვრით მიეფერა იოანე გოგოს ლოყაზე და იმ წუთას შემოსული გიორგისკენ გაემართა.

-ამიტომაც მინდოდა თქვენც გცოდნოდათ ყველაფერი ბატონო დაჩი_დაღლილი თვალებით ახედა გაბრიელმა უფროს.
-გასაგებია გაბრიელ_ფანქარი გვერდით გადადო უფროსმა გამომძიებელმა და ბიჭს დააკვირდა, -მაგრამ ჩემთან რატომ მოხვედი? ასეთი ინფორმაციით აქამდე არ მოსულხარ, რისი დამატება გინდა? რას აპირებ?
-ბატონო დაჩი, აქ მუშაობა იმისთვის არ დამიწყია რომ ჩემი მიზეზით ვინმე მოკვდეს, მითუმეტეს ახალგაზრდა ქალი, მაგრამ არც რისკის გარეშე ხდება საქმის გახსნა. იმასაც ვფიქრობ ვინ შეიძლება იყოს ისეთი, რომ ასეთ შიშის ზარს სცემს ხალხს? ვფიქრობ ქალაქში მომუშავე არავინ, ამიტომ მოვედი, სხვის საქმეებს არ ვიცნობ, იქნებ ვინმე იძიებს ჩემთვის სასარგებლო საქმეს, იქნებ ვინმე გავლითაა ჩვენთან და ელები ვერ დაიმოკლა?
-მაგას გაგირკვევ, ვნახავ რომელ ქალაქს ვინ აკლია და ნაცნობებს შევაწუხებ, ახლა ის მითხარი რას აპირებ, იქნებ ის გოგო თვალთვალზე ავიყვანოთ?_დაკვირვებული თვალი შეავლო კაცმა.
-ვიფიქრეთ ბატონო დაჩი, მაგრამ იოანეც დამეთანხმა, რომ ეგ უფრო საშიში იქნება. ჩემს შეთავაზებულ დაცვაზე გაეცინა, ანუ ხალხი სერიოზულია, აქედან გასულს ვაკვირდებოდა, ყველა გამვლელზე კრთებოდა, ესეიგი მათ ელოდა და გამოდის ისინიც უთვალთვალებენ, ასეთ ხალხს კი არც ჩვენი ბიჭები გამორჩებიან, მაგას მირჩევნია ცოტა დრო მივცე და ზოგჯერ მე გამოვჩნდე ხოლმე, იქნებ როგორმე გადმოვიბირო.
-ყოჩაღ_კმაყოფილმა შეძახა დაჩიმ -მაინტერესებდა მაგ აზრამდე თუ მიხვიდოდი. კარგი გაბრიელ, შენც და იოანეც ფრთხილად იყავით, იმ გოგოს დღეს ისევ დაენახეთ, ამ დროში კი ვეცდები რამე გაგირკვიო და სამმართველოებში სანდო ხალხს დავუკავშირდე.
-მადლობა_თავის დაკვრით დატოვა ბიჭმა კაბინეტი და კიდევ უფრო დამძიმებული გაუყვა დერეფანში. თავში მოზუზუნე ხმასთან კიდევ ერთი შეხვედრა ელოდა. (4)

უკვე ერთი კვირა გასულიყო და ზედმეტად მშვიდად მიდიოდა ლილუს ცხოვრება, შვებით კი ამოისუნთქა, მაგრამ გულის რაღაც ნაწილი მოსვენების უფლებას მაინც არ აძლევდა ბოლომდე, გუმანით აგრძნობინებდა ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდებაო. ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობდა. გიჟდებოდა თავის დარბაზზე, შეეძლო მთელი დღე ფიქრებისგან გონება ისე გაეწმინდა არაფერს შეეწუხებინა. ახალ ხალხს იცნობდა, უმეგობრდებოდა, სხეულს იკაჟებდა და სხვასაც ეხმარებოდა ცხოვრების შეცვლაში, მეტი რა უნდა ენატრა ადამიანს? ერთ მსგავს საღამოს სამსახურიდან გამოსული გაჩერებისკენ მიდიოდა შვი ტოიოტა რომ წამოეწია და მისკენ გახედვისას ფანჯარა ჩამოიწია.
-ქალბატონო ლილუ_ნაცნობი თაფლისფერების მოლოდინში იმედგაცრუება დაეჯახა უცხო შავი თვალების დანახვისას.
-დიახ.
-დაბრძანდით, გველოდებიან.
-ვინ?
-არამგონია შეკითხვები აუცილებელი იყოს_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და კიდევ ერთხელ მიუთთა კარისკენ.
ლამის კანკალით ჩაჯდა გოგო უკანა მხარეს და წამოკივლებაც ვერ მოასწრო ისე გათიშეს არც ისე სურნელოვანი სითხით.
იგივე სიმშვიდე იყო მთელი კვირა განყოფილებაში და გაბრიელი და იოანე უკვე ყველაფერზე ჯავრს იყრიდნენ, არცერთი საქმე გაჭიანურებიათ ასე და თავიანთ თავებს არ გავდნენ, უკვე მერამდენედ ათვალიერებდნენ სხეულის ნაწილებს, აღმოჩენილ ტერიტორიებს, კიდევ კითხულობდნენ ჩვენებებს და გიჟდებოდნენ ერთი პატარა ნაბიჯითაც რომ ვერ იძვროდნენ წინ. ბაჩოს ბინის გაჩხრეკამ არაფერი ახალი მიცა, ვერც მის ნაცნობ-მეგობრებს მიაკვლიეს, ვერც ოჯახს, თითქოს ციდან ჩამოფრენილიყო.
-ახალი ამბავი მაქვს ბიჭებო_გახარებულმა შემოგლიჯა მმაუკამ კარები და წამსვე გაბრუნდა.
-გვეშველა_სიხარულით შემოკრა ტაში იოანემ და სწრაფად მიყვა უკან.
-აბა?_კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა გაბრიელი.
-მოკლედ, იოანეს გეგმას მივყვებოდი და ლილუს კამერების მეშვეობით ვუთვალთვალებდი, მადლობა მთავრობას, უკვე იმდენი კამერებია ქუჩებში მეზობელი ლამარა და ნარგიზა აღარ გვჭირდება.
-მამუკა ცოტა სწრაფად_დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა გაბრიელი
-ნუ ეს ერთი კვირა სიმშვიდე იყო, აი დღევანდელი ჩანაწერი_თითის დემონსტრაციული დარტყმით ჩართო ჩანაწერი და კმაყოფილი მიაწვა საზურგეს, თან გახარებული დააკვირდა ბიჭებს სახეზე.
-მდაააჰ_შუბლი მოიქექა იოანემ და გაბრიელს თავით ანიშნა გავიდეთო. ჩუმად დაბრუნდნენ ოთახში და ერთმანეთს გადახედეს.
-მათთან შეკრული გგონია?_ისევ უმცროსმა დაარღვია სიჩუმე.
-მანქანით მიკითხვა ბევრს არ ნიშნავს_ჩაფიქრებული დააბოტებდა გაბრიელი.
-კაი ძმა რა, მართლა რამე არ მაფიქრებინო, სავარჯიშო დარბაზის მენეჯერს, რომელის მეგობარიც მოკლეს და ეჭვმიტანილთა სიაშია, სამსახურის შემდეგ აკითხავს ასეთი მანქანა, კაი ვინმე შეყვარებული საყვარელი სულერთია ასეთი რომ ვიფიქროთ ასეთი სახით საუბარი არ ექნებოდა და არც უკან ჩაუჯდებოდა აკანკალებული.
-რას მთავაზობ აბა_დაღლილი თვალები მოისრისა გაბრიელმა.
-დაელაპარაკე.
-მეე?
-ხო თქვენ სხვანაირად ჟღურტულებთ_სიცილის დამალვას მთელი ძალით ეცადა იოანე -მე კი მამუკასთან ვიქნები და სახლში მანამ არ გავუშვებ სანამ იმ მანქანის პატრონს არ ვიპოვით.
-კარგი_მალევე დაეთანხმა ძმა და იოანეს გაკვირვებული სახე არ შიმჩნია.
-უთვალთვალებენ ხომ იცი_მაინც შეაპარა გაფრთხილება.
-ტვინიკოსა_თვალების ბრიალით დატოვა კაბინეტი და იოანე ახითხითებული დატოვა. ისიც მამუკასკენ წავიდა და დაუკაკუნებლად შეუღო კარი, მოსაცმელი კაცის გვერდით მდებარე სკამზე გადაკიდა და იქვე დაჯდა.
-მამუკა, ამაღამ პაემანი გვაქვს_ხელი დაკრა კაცს ბეჭზე და დავალების მიცემას შეუდგა.


ვერაფრით დაიმშვიდა ლილუმ აკანკალებული სხეული და სახლში როგორც კი დაბრუნდა მაშინვე სააბაზანოს მიაშურა. ცხელ წყალს მიუშვირა სხეული და გაუნძრევლად დაელოდა კანის გათბობას. რატომ გაყო ამ შარში თავი, ხომ შეიძლებოდა დარჩენილიყო თავისთვის მშვიდად. ნეტავ სცოდნოდა, ნეტავ ადამიანებმა იცოდნენ სად და როგორ უშვებენ შეცდომებს და ცხოვრება ბევრად იოლი გახდებოდა. აღარ იქნებოდა გულისტკენა, ზედმეტი თავსატეხები, არა, ნამდვილად შეცდა მაშინვე უნდა მიეტოვებინა ყველაფერი. სიმწრის რამდენიმე ცრემლიც გადმოუვარდა და ფიქრებს შეყოლილი გვიან მიხვდა უკვე დიდი დრო რომ იყო გასული და პირსახოც შემოხვეული გავიდა ოთახში საღამურის მოსაძებნად.
-არ აანთო_ლამის ისევ გაიყინა ნათურისკენ წაღებული ხელი ნაცნობმა ხმამ რომ შეაჩერებინა და გაკვირვებულმა გახედა სიბნელეში გამოკვეთილ მაღალ სხეულს.
-აქ რა გინდა?
-რომ გითხრა შენს კარგად ყოფნაში უნდა დავრწმუნებულიყავითქო დამიჯერებ?
-რატომაც არა, ჩვენ ხომ ასე ვზრუნავთ ერთმანეთზე_ირონია გაკრთა გოგოს ხმაში და პირდაპირ პირსახოცზე გადაიცვა საღამური.
-სად წაგიყვანეს?
-ეჭვიანობთ ბატონო გამომძიებელო?_დაწვრილებული თვალებით ახედა ბიჭს და პირსახოცი სკამზე გადაკიდა. სველი თმა კისრიდან უკან გადაიგდო და აიძულა გაბრიელს მის ყელზე მოთარაშე წყლის წვეთებისთვის ეყურებინა.
-ხომ იცი, რომ ამ საქმეს არ შევეშვები?_ნერწყვის გაჭირვებით გადაყლაპვა არ შეიმჩნია გაბრიელმა.
-შენთვისვე იქნება უარესი_მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგომ.
-კარგი, ვთქვათ გეშინია, ვთქვათ ყველაფერს მიგიხვდებიან, დავიჯერო არ შეგიძლია რამე ისეთი მითხრა რაც სხვამაც იცის და ვერ დაეჭვდებიან ვისგან გავიდა ხმა? ნებისმიერი რამ, ერთი სახელი მაინც_უფრო მიახლოვდა გოგოს რომ დაებნია და ოდნავ დაიხარა -მხოლოდ ერთი სახელი.
რა იქნებოდა რომ ეთქვა? მისი სახელი ხომ ასე ცნობილი იყო? იქნებ ორი კურდღელი დაეჭირა? იქნებ ასე ყველა მოეშორებინა და თავისუფლად ამოესუნთქა? იქნებ.... ჯანდაბას.
-არ ვიცი ძაღლების ჯიშებზე რას ფიქრობ, მაგრამ მე ყველაზე მეტად ნაგაზი მომწონს და მაფორიაქებს_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და საწოლს მიუახლოვდა.
-გასაგებია_გაეღიმა გაბრიელს, -რამე გჭირდება? იქნებ დახმარება შევძლო.
-დამიჯერე თავს იმხელა პრობლემაში იგდებ სხვის დასახმარებლად მალე წამიც არ გექნება_თვალი ჩუკრა გოგომ და ისევ სააბაზანოშ მიიმალა, გაბრიელი კი როგორც მოვიდა სიბნელეს შეზრდილი, ისევე გაქრა ბინიდან.

-აქ იყო_მარტო დარჩენილმა ლილუმ მაშინვე კანკალით აკრიბა მოცემული ნომერი.
-............
-გავაკეთებ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩემი თავისუფლბის ბილეთია, ხომ ასეა? ხომ შევთანხმდით?
-...............
-გასაგებია, ეს საქმეც და ჩემს სახელს და გვარს ივიწყებთ_ხვნეშით გათიშა ტელეფონი და მთელი სიბრაზე ლოგინზე დაყრილ ბალიშებზე გადმოანთხია. (5)
ირგვლივ სიჩუმეს დაესადგურებინა, მუდამ მოქეიფე კაცებიც კი სახლში მიმალულიყვნენ, თითქოს წინასწარ იგრძნობოდა ჰაერში დაძაბული გარემო. ცხრა სართულიან ბინაში რამდენიმე ფანჯარაში ღამის ოთხზეც კი ენთო შუქი, მაგრამ მხოლოდ მეხუთე სართულის ფანჯარაში ჩანდა რაფაზე შემომჯდარი ჩაფიქრებული გოგო. გათიშული ეწეოდა ლილუ სიგარეტს და პირიდან გამოსულ კვამს აკვირდებოდა როგორ ქრებოდა სიბნელეში. არ უნდოდა ამ საქმეში გარევა, არც გაბრიელის გაწირვა უნდოდა, ნაგაზმაც დაღალა, როგორ ქონდა იმედი ოდესმე მაინც მოვიშორებო, ყველაფერი კი მისი უტვინო ძმის ბრალი იყო. გადაკიდა ერთმანეთს ორი ამხელა დაჯგუფბა და თვითონ ალბათ არხეინად იყო სადმე ზღვის სანაპიროზე წამოწოლილი. ბოლოს დაღლილი თვალები მოისრისა გოგომ და მაინც გადაწყვიტა რამდენიმე საათით წაძინება. ახლა ძალების აღდგენა ნამდვილად ჭირდებოდა.
-დარწმუნებული ხარ რომ ნაგაზი თქვა?_შუბლშეკრული ურტყამდა დაჩი კაბინეტს წრეებს.
-რა თქმა უნდა უფროსო.
-ჯანდაბა, ახლა ისიც მიკვირს საერთოდ ამ ბიჭის რომელიმე ნაწილიც რომ ვიპოვეთ_სკამს მიესვენა უფროსი გამომძიებელი.
-როგორც ჩანს კარგად იცნობთ_წინ დაუჯდა გაბრიელიც.
-რასაკვირველია, ახალი ხარ თორემ გეცოდინებოდა, ნუ ასე ვთქვათ ახალი, ნაგაზი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ნარკო მოვაჭრეა, რომელსაც ქალებიც გაჰყავს საზღვარგარეთ და არც ბავშვების გაყიდვას ერიდება. მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავეა, მისი არც სახელი იცის ვინმემ, არც შესახედაობა, იმასაც კი ამბობენ ქალი არისო_გაეცინა დაჩის. -მუდმივად მოძრაობს, საზღვრებს გარეთ თვითონ არ გადის, მაგრამ რამდენიმე დღეზე დიდხანს არცერთ თავშესაფარში ჩერდება, რადგან ახლა ქუთაისშია, ესეიგი აქ საქმისთვისაა გაბრიელ და ვეჭვობ დიდი საქმისთვის.
-როგორც ჩანს მე მხვდა წილად ის ბედნიერება მისი სახელი და გვარი გამოვიძიო და დავიჭირო.
-გაბრიელ, რჩევას მოგცემ, სათანადოდ დააფასე, ნურც იმ გოგოს ენდობი, რომ მცოდნოდა ვინც იყო ამ საქმეში გარეული შენ არ მოგცემდი.
-არ მენდობით უფროსო? _მაშინვე იწყინა ბიჭმა.
-ამ ამბისთვის ზედმეტად სუფთა და გამოუცდელი ხარ_მოწყენილი მზერით მიყვა დაჩი თანამოსაუბრეს.
-დაგიმტკიცებთ მე და იოანე რომ ცდებით ბატონო დაჩი_ენერგიულად დაუქნია თავი კაცს და კაბინეტი დატოვა.
თვითონაც ხვდებოდა ლილუს ნდობა რომ არ შეიძლებოდა, აქამდე იმასაც არ იმჩნევდა ბაჩოს რომ იცნობდა და ახლა უცებ მთავარი დამნაშავის ზედმეტსახელი უთხრა? აქ კიდევ უნდა ყოფილიყო რაღაც, რაც მასაც ხელს აძლევდა.
-გიორგი მაღლაფერიძე_მაშინვე მოესმა, როგორც კი თავისი კაბინეტის კარი შეაღო, იოანე მაგიდასთან იჯდა და ფურცლებიდან არც წევდა თავს, -ეს იმ ბიჭის სახელი და გვარია ჩვენ ქალბატონს რომ დააპრავაჟებს, 32 წლის, თბილისშია საცხოვრებელი მითითებული, არანაირი ოფიციალური სამუშაო, არანაირი ოჯახი, დედმამიშვილიც კი არ ყავს, ისიც კი მოვძებნეთ რაიმე უბედური შმთხვევის დროს ადამიანმა ვის უნდა დაურეკოს და სრულიად ცარიელი დოსიე დაგვხვდა.
-რატომ არ მიკვირს? მე ამ ნაგაზზე გავარკვიე რაღაცეები და როგორც ჩანს იმდენად დიდი თევზია დაჩისაც კი ეშინია ჩვენ გამო.
-ოჰოჰ_სკამის საზურგეს მიეყრდნო იოანე -ჩვენ კი რასაკვირველია არ მივატოვებთ ხომ?
-გამორიცხულია_თავი გადააქნია ტყუპმა და მაღლაფერიძის დოსიეს დაწვდა.
-კარგი ამბავიც მაქვს, მანქანა შევამოწმეთ, მის სახელზე არაა, აღმოჩნდა, რომ ათი დღეა ბუხაიძეზე მდებარე მანქანების ცენტრიდან ყავს ნაქირავები.
-ესეიგი სადაც ჩადიან მანქანებსაც იცვლიან, საკუთრებაშ არაფერი არ აქვთ.
-მე სხვა რაღაცას დავუკვირდი, მისი ჩამოსვლის თარიღი ზუსტად ემთხვევა გაბრიელ დაჩის მკვლელობას, იმ დღეს ჩამოვიდა დილით, როცა ბიი მოკლეს.
-მაინც ვერ დავაკავშირებთ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ლილუდან ვიპოვეთ, ის კი ისეა შეშინებული სიტყვის თქმა ზედმეტია საკუთარი ლანდისიც ეშინია.
-ყოველშემთხვევაში პატრული გაფრთხილებულია, ძებნაზე ავაყვანინე მანქანა და როგორც კი მიაგნებენ აიყვანენ, დაკითხვას წინ არაფერი უდგას_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ფურცლები ისევ გაშალა.

-აიყვანეს_რამდენიმე საათში პატრულის თანამშრომელი შევარდა ბიჭების კაბინეტში და ხელით დასაკითხი ოთახისკენ ანიშნა.
-აბა ვნახოთ_თითები ღიმილით გაიტკაცუნა იოანემ და დაწინაურდა.

-გამარჯობათ ბატონო გიორგი_საქაღალდით ხელში მიუჯდნენ ძმები კაცს და სახეზე დააკვირდნენ.
-შეიძლება გავიგო ასე შუაღამეს აქ მოყვანა და აჟიოტაჟის ატეხვა რისთვის იყო საჭირო? რამეში დამნაშავე ვარ? შეგეძლოთ დაგერეკათ, რაიმე საბუთი გამოგეგზავნათ, ხომ არ ვიმალები?_აღელვება საერთოდ არ ეტყობოდა ხმას
-მე გიხდით ბოდიშს თუ ჩვენს მეგობრებს ზედმეტი მოუვიდათ, მისამართი სხვა ქალაქის გაქვთ მითითებული, ამიტომ გადავეცით თქვენი მანქანა პატრულს. თქვენთან რამდენიმე კითხვა გვაქვს_იოანე აუჩქარებლად ერთი ტონალობით საუბრობდა, გაბრიელი კი იჯდა და კაცის რეაქციასა და პასუხებს აკვირდებოდა.
-გისმენთ.
-თუ იცნობდით ვინმე ბაჩო წერედიანს?_მსხვერპლის ფოტო დაუდეს წინ.
-ბაჩო წერედიანი_ფოტო აიღო გიორგიმ -უნდა ვიცნობდე? ვინ არის?
-თქვენ უბრალოდ გვითხარით თუ იცნობდით_სახეში ჩააშტერდა გაბრიელი.
-არა, ვწუხვარ, არ ვიცნობდი.
-ამ ქალბატონს თუ იცნობთ_ლილუს ფოტო დაუდეს წინ ამჯერად - ლილუ ნემსიწვერიძე. _აქ კი შეერხა გიორგის ოდნავ სახის ნაკვთები, რაც ორივე ძმამ დააფიქსირა.
-დიახ, ჰმ აქ მის გამო ვარ, ყოფილი საცოლეა და ჩამოვაკითხე._სახეზე ხელი ჩამოისვა კაცმა.
-მითუმეტეს თუ საცოლე იყო, ბაჩოს არ იცნობდით? მისი უახლოესი მეგობარია.
-სამწუხაროდ არა, ერთად დიდხანს არ ვყოფილვართ, ახლა კი თუ შემიძლია და ბრალი თუ არაფერში მედება წავალ, მეორედ კი თუ შეიძლება ადვოკატის თანხლებით ადამიანურად დამიბარეთ.
-ბოლო შეკითხვა, თუ გაგიგიათ ადამიანი ზედმეტსახელად ნაგაზი_ნელა წარმოთქვა გაბრიელმა და კარებთან გაჩერებული კაცისთვის თვლი არ მოუშორებია.
-ვწუხვარ, მაგრამ არა_უკან მოუბრუნებლად უპასუხა გიორგიმ და ოთახი დატოვა.
-შეტყობინება გაგზავნილია_ღიმილით დახურა იოანემ საქაღალდე და ძმას გადახედა.

განყოფილებას საკმაოდ იყო მოშორებული გიორგი ტელეფონი რომ ამოიღო და ნაცნობი ციფრები აკრიბა, არც აცადა ლამის მეორე მხარეს პასუხის გაცემა ისე ჩაჰყვირა შიგნით:
-ახლავე მომითრიეთ ეგ ნაბო*არი.

ისეთი წვიმიანი დილა გათენდა ლილუს სახლიდან გასვლა კი არა, საწოლიდანაც კი შეეზარა ადგომა. პირდაპირ გეუბნებოდა ამინდი იკოტრიალე და იძინე მთელი დღეო, თუმცა მისდა საუბედუროდ არ დაეთანხმ დაზლაზვნით წამოდგა საწოლიდან. უკვე მოწესრიგებული და ჩაცმული გავიდა გარეთ მანქანა რომ წამოეწია და წამითაც ვერ მოვიდა აზრზე ისე უკრეს ფურგონში თავი.
-რა ჯანდაბა ხდება_აკანკალებულმა ამოთქვა და ირგვლივ მიმოიხედა როცა თავიდან შავი ნაჭერი მოხსნეს. რასაკვირველია პასუხი არავის გაუცია. ხელ გაკავებული შეიყვანეს შენობაში და მეორე სართულზი ააპორწიალეს, ნაბიჯის გადადგმასაც კი არ აცლიდნენ წესიერად. გაბრუებული ორ წუთში უკვე განრისხებული გიორგის წინ იჯდა.
-ძაღლებთან ჩაგვიშვი შე ნაბო*აროო?_გარტყმის ხმა ექოსავეთ გაისმა ოთახში. ნაპერწკლებს ყრიდა გიორგი სიბრაზისგან.
-არა, გეფიცები, არაფერი მითქვამს.
-მეფიცება ეს აქ, შენ ფიცი სულ *ლეზე გოგო, განყოფილებაში წამიყვანეს ვიღაცა *ირივით და ნახევარი ინფორმაცია უკვე გაშიფრული დამხვდა. ვის ეთამაშები გოგო._კიდევ ერთხელ გაისმა გარტყმის ხმა და გამსკდარი ტუჩიდანაც დაიწყო სისხლმა დენა.
-გეფიცები ხმაც არ ამომიღია_ცრემლები ვეღარ შეიკავა გოგომ.
-ტავარზეც უთხარი? ქალებზეც გაქ რამე ნათქვამი? ლილუ შენთვისვე აჯობებს მითხრა პროსტიტუციაზე თქვი რამე?_სახე ახლოს მიუტანა ბიჭმა და ისე დააკვირდა რეაქციას.
-არაა, გეფიცები არაფერი მითქვამს_ტირილისგან ხმას ვერ აკონტროლებდა უკვე წითური.
-ესეიგი შენი ძმის მაგალითმა არაფერი მოგცა_თავი გადააქნია გიორგიმ და ქალი აათვალიერა -ახლა განახებ რას უშვებიან იმ ქალებს ბორ*ელებში რომ მიჰყავთ, ოღონდ მე თურქებზე ნაზი ვიქნები, მაინც ყოველთვის მინდოდა შენი გა*იმვა_თვალი ჩაუკრა ღიმილით თვალებ გაფართოებულ ქალს, გაკოჭილ ხელებიანი დააგდო იქვე იატაკზე და ქამარს დაწვდა გასახსნელად.
-არა, გიორგი, არა, გთხოვ, გევედრები, არ მომექცე ასე, გიორგი_გაფართოებული და დამრგვალებული თვალებით ევედრებოდა კაცს, ცრემლების გამო მის სახეს უკვე ვეღარ ხედავდა, თუმცა აზრი მაინც აღარაფერს ქონდა, კიდევ დიდხანს ისმოდა ცარიელ კედლებში ბრძოლის, კივილის, ვედრების, გინების ხმები, მაგრამ ქალის მშველელი არავინ აღმოჩნდა ისე მიიკარგა მისი სუსტი ხმა. კაცი კი მანამდე არ გაჩერებულა სანამ გაბრაზება რამდენჯერმა არ ჩაიკლა მოწოლილ სურვილში.


-ისევ არ ჩანს?_ტელეფონი ბეჭსა და ლოყას შორის დაიმაგრა გაბრიელმა მანქანის გასაღები რომ ამოეღო.
-არა ძმაო, სამსახურში არ გამოცხადებულა, სახლში არაა, როგორ ფიქრობ აიყვანეს?_აღელვება ეტყობოდა იოანეს ხმას.
-შესაძლებელია, ან უკვე მკვდარი აგდია სადმე, შეიძლება სულაც ბაჩოსავეთ ჩამარხეს სადმე_ამოიხვნეშა გაბრიელმაც და უძინარ სახეზე მთელი ძალით აჩამოისვა ხელები.
-ჯანდაბა_ისე გადაიქნია იოანემ თავი ვითომ ვინმე დაინახავდა. -კარგი, განყოფილებაში ვარ, აქ მოდი და რამე მოვიფიქროთ.
ამ დროს კი გაბრიელის პასუხი მთლიანად გადაფარა ბიჭისკენ მიმართულმა ტყვიების ნაკადმა და იგრძნო კიდევაც როგორ გაკვეთა რამდენიმე მათგანმა სხეულის სხვადასხვა ნაწილები. (6)
ალბათ ვისაც გამოუცდია ეცოდინება, რომ არაფერია დედასთვის იმაზე რთული, ვიდრე თეთრ კედლებში ჯდომა და თეთრ ხალათიანი კაცის ლოდინი როდის გეტყვის გააგრძელებ ცხოვრებას თუ კვდები. ასე იჯდა თამარიც, გვერდით ლამის აცრემლებული ქმარი ეჯდა, მეორე შვილი კი ნენეზე ჩახუტებული გაყინული მზერით მიმჯდარიყო თეთრ კედელთან. ორი დღე ისე გავიდა წესიერი ინფორმაცია არ მიუღიათ, ვერავინ ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ მისი შვილი სიცოცხლეს ებღაუჭებოდა.
-ყიფიანთან ვინც არის გამომყევით_გაისმა მეოთხე დღეს როგორც იქნა ნანატრი წინადადება, თუმცა პალატის ნაცვლად ექიმის კაბინეტში აღმოჩნდნენ.
-პირველ რიგში მაპატიეთ, რომ ამდენი დღე დაჭირდა რაიმეს გარკვევას, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ არეული იყო და დრო სჭირდებოდა.
-ახლა რა გაარკვიეთ_მზერა დაეძაბა იოანეს
-როგორც იცით თქვენს ძმას ოთხი ტყვია მოხვდა, ამათგან ორი გამავალი ჭრილობა იყო და სწორედ ამან მოიყვანა აქამდე, მესამემ ფილტვი დაუზიანა, მეოთხემ კი გულთან საკმაოდ ახლოს გაიარა.
-ღმერთო_ამოიქვითნა თამარმა და ცხვირსახოცი სახეზე აიფარა.
-მაგითი რისი თქმა გინდათ?_კბილები გააღჭიალა ტყუპმა
-იმისი, რომ მოთმინება უნდა იქონიოთ_ხელები გაშალა ექიმმა -ახლა დროის გარდა არაფერი გვჭირდება, ოთხი ოპერაცია გაუკეთდა, სისხლი გადავუსხით, ამიერიდან ყველაფერი მასზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული_თანაგრძნობით გადახედა პაციენტის ოჯახს და გაბრიელის ისტორია დახურა.
მეხუთე დღე დაიწყო რაც ოჯახი საავადმყოფოში გადაცხოვრდა, მნახველებს ნამდვილად არ უჩიოდნენ, რეანიმაციასთან დაცვა იყო მობილიზებული, დაჩი თაბაგარი კი დღე არ გადიოდა მათ სანახავად არ მისულიყო. ტყუპი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა სანამ უფროსმა ლამის მთელი ხმით არ უღრიალა
-იოანე, მორჩი ძმის დატირებას, ცოცხალია გესმის? იმის ნაცვლად დამნაშავეები იპოვო აქ ზიხარ და მოთქვამ, გამოფხიზლდი გასაგებია? ისინი ახლაც თავისუფლად დასეირნობენ.
ამის შემდეგ ბიჭს ბევრი აღარ უფიქრია, მალევე მიადგა განყოფილებას და თავის მაგიდას მიუჯდა. მთელი ძალით ეცადა მეორე მაგიდისკენ თვალი არ გაქცეოდა და კონცენტრირება საქმეზე მოეხდინა.
-მამუკა, რა ხდებოდა ეს დღეები? _მალევე წამოადგა თავზე მისი დანახვით დაბნეულ კაცს.
-მაღლაფერიძე გაქრა_მხრები აიჩეჩა კაცმა და ისევ ეკრანს მიუბრუნდა.
-წითური ქალბატონი მაინტერესებს.
-იოანე, ხომ იცი გაბრიელმა თვალთვალი არ დააწესა, მე კი ჩემი სურვილით კიდევ ერთი კლიენტი არ მომიმატებია._გვერდულად გადმოხედა ბიჭს.
-და რა? ხუთი დღე ისე გავიდა არც დაინტერესებულხარ არაფრით? იქნებ მოკლეს და სადმე ხიდიდან გადააგდეს, ან გაქრა და არავინ ყავს ძებნა რომ გამოაცხადოს? ის ხომ მთავარი ფიგურაა. გაბრიელმა კაცი არ მიუჩინა უკან რომ ზდიოს თორემ თვალი არ მიადევნოო არ უთქვამს. ჯანდაბა_მოსაცმლის ჩაცმით გავიდა ოთახიდან და გაყინული მამუკა დატოვა.

ასეთ მდგომარეობაში პირველად იყო, თვალი რომ გაახილა და თეთრ კედლებს შეხედა მაშინვე მიხვდა სადაც იყო. ნელნელა კი მომხდარიც გაახსენდა. ვერ იტირა, ალბათ იქ, იმ ცივ იატაკზე დატოვა ცრემლების მთელი მარაგი მუდარის დროს რომ მოდიოდა. მაინც არავის შუმჩნევია, მაინც არავის ჩაუგდია რამედ, მაინც ის გაუკეთეს რაც უნდოდათ და შემდეგ ისე გადააგდეს თითქოს რამე ნივთი ყოფილიყო. არც ექიმებთან გამოუდია თავი ლაპარაკით გაოცებული სახეებით რომ დაჰყურებდნენ, არც მოსულ პოლიციასთან უთქვამს რამე, სამი დღის შემდეგ კი უბრალოდ ჩიცვა და ის ცივი კედლები დატოვა, ერჩივნა სახლში გაეგრძელებინა საკუთარი თავის მოვლა. ორი დღე აცადეს სიმშვიდე, მხოლოდ ორი დღე, მესამე დღეს კი კარებზე მთელი ძალით დაიწყო ვიღაცამ ბრახუნი.

გამწარებული აკაკუნებდა იოანე ქალის კარებზე და ელოდა როდის გაუღებდნენ, მაგრამ მასპინძელი აგვიანებდა. ბოლოს, როცა უკვე მძიმე ბრახუნზე გადავიდა ეღირსა და კარიც გაიღო. საკითხავი სიტყვები სახეზე მიეყინა ბიჭს წინ ისეთი სურათი დახვდა. სადღა იყო ის ხალისიანი და მიმზიდველი წითური, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიცნო.აბურდული თმები დაუდევრად აეწია კოსად, ალბათ არც კი შეუხედავს რას იცმევდა იმდენად შეუსაბამოდ ეცვა, თვალები გაშავებოდა და ჩაცვენოდა, სახეზე გათეთრებულიყო და ავადმყოფის იერი ყველანაირ სილამაზეს ფარავდა.
-პირი დამუწე ბატონო გამომძიებელო, ბევრი ბუზის გადაყლაპვამ კუჭის აშლა იცის_სიგარეტიანი ხელით მიბრუნდა ოთახში გოგო და დივნისკენ წავიდა. ფეხი მოხარა და უნდოდა ჩვეულებრივ დამჯდარიყო, მაგრამ იოანემ დაინახა აწევისას როგორ შეეჭმუხნა სახე ქალს და სულ სხვანაირად სცადა დამჯდარიყო.
-რა მოხდა?_ძლივს ამოიღო ხმა ბიჭმა
-ოჰ, პოლიციასაც გავახსენდიი, ახლა სად არის შენი ძმა დაცვას რომ მთავაზობდა?_სიმწრით ჩაეცინა ლილუს.
-რეანიმაციაში_მოგუდულმა თქვა ტყუპმა.
-ვუთხარი არ ჩარეულიყო_მხრები სულერთიას ნიშნად აიჩეჩა გოგომ და ახალ ღერს მოუკიდა.
-რა მოხდა?
-არამგონია ეს შენი საქმე იყოს, უკვე საკმარისად დამეხმარეთ, თქვი თუ რამე გაქვს სათქმელი თუარადა აა*ვიე აქედან_ძველებური ლილუ ჩანდა მოელვარე თვალებში.
-შენ ახლა გამომძიებელს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებ_წარბი აწია იოანემ.
-დიდი რამე, მე უკვე ყველანაირი შეურაცყოფა მომაყენეს, ასე რომ სიმართლე რომ გითხრა, შენც მკი*იხარ, შენი ძმაც და მთელი პოლიცია, სუყველა ჯანდაბაშიც წასულხართ, მაშინ სად იყავით როცა მჭირდებოდით? ახლა რაც გინდათ ის ქენით. კარგად ბრძანდებოდე_ხელის მირტყმით გააგდო გაოგნებული იოანე გარეთ და კარიც ცხვირწინ მიუხურა. დრო იყო ცხოვრების ეს ეტაპი დაემთავრებინა.

-მამუკა, გაიგე ამ გოგოს რა დაემართა და ერთ საათში კაბინეტში მთელი ისტორია მედოს.
-უკვე გავიგე იოანე, ჯობია მალე მოხვიდე_მძიმე ხმა ქონდა კაცს.
-ამის დედაც_გათიშვა ძლივს მოასწრო მანქანა რომ დაქოქა თან და სამსახურში დაბრუნდა.

-ექიმო ახალი რა არის?_სახე წაეშალა თამარს ექიმის წარბეშეკრული სახის დანახვისას.
-დიახ, ქალბატონო თამარ, სამწუხაროდ, არც ისე კარგი, ტკივილის გამო თქვენი შვილის ხელოვნურ კომაში ჩაგდება დაგვჭირდა. ეს 2-3 დღე გაგრძელდება შემდეგ კი თუ გონზე მოვიდა ყველაფერი კარგად იქნება.
-და თუ არ მოვიდა_ჩურჩულად ამოთქვა ქალმა.
-სამწუხაროდ ვეღარ დავეხმარებით.


-მამუკა, გამაგებინე რა დაემართა ამ გოგოს._მაშინვე კაცის კაბინეტს მიადგა იოანე.
-კარგი არაფერი, საავადმყოფოდან ისტორიის ასლი მივიღე, ექიმი არ ვარ მაგრამ აი ნახე,მთელ სხეულზე დალურჯებები, მკერდთან ნაკბენები, წარბი გახეთქილი, ერთი ნეკნი გაბზარული და რაც მთავარია_ხმა დაუდაბლდა კაცს -სა*ო გაუკერეს და რამდენიმე შიგნითვე შერჩენილი პრე***ტივი ამოუღეს_ნერწყვი გადაყლაპა მამუკა.
-ჯანდაბააა_თავი მოიქექა ბიჭმაც -გააუ*ატიურეს, აი რატომაა ასეთ დღეში. ამის დედაც. ასე ვინ გაიმეტა.
-ეგ უკვე გამომძიებლების საქმეაა_წარბი აუწია კაცმა და მიახვედრა ნაწყენი რომ იყო.
-გეყოს, ხომ იცი შეგეშალა, თლად უყურადღებოდ არ უნდა დაგეტოვებინა, ხომ ნახე რამდენიმე დღეში რაები მოხდა. წავედი საქმეს მივხედე, ახლა მაინც მიაქციე ყურადღება_ბეჭეებზე დაკრა ხელი კაცს და თავის კაბინეტს მიაშურა. სათვალთვალო კამერები უნდა შეემოწმებინა, იქნებ სადმე მაღლაფერიძე ან მისი დამქაში გამოეჭირა, თორემ ხელთ ისედაც არაფერი ქონდა.

-გამარჯობა ლილუ_ტანში გაცრა ქალს ნაცნობი ამაზრზენი ხხმის გაგონებისას.
-რა გინდა?
-პირობა არ დაგავიწყდეს საყვარელო.
-რეანიმაციაშია.
-ესეიგი გადარჩა ეგ , არაუშავს შენ ტყუილა მყავხარ? ხომ გახსოვს თუ არ დამიჯერებ რაც მოხდება? როგორც კი გამოწერენ მაშინვე შეუდგები საქმეს, არ დაგავიწყდეს ორივე ძმა მჭირდება._წყვეტილ ზუმერზე ღრმად ამოიოხრა გოგომ და მთელი ხუთი დღის ნაგროვები ცრემლები ისტერიკის თანხლებით დაცალა. (7)

აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა იოანე საავადმყოფოს დერეფანს, დედის უეცარმა ზარმა ისე აანერვიულა პირდაპირ აქეთ გადაწყვიტა წამოსვლა. დერეფანში ვერავინ დაინახა და შიშისგან ლამის იქვე ჩაიკეცა, გაბრიელს რომ რამე მოსვლოდა....
-ექიმო_ნაცნობ სახეს მოკრა მალევე თვალი -რა ხდება? ჩემები ვერავინ ვიპოვე, ხომ მშვიდობაა?_ჩურჩულივით ისმოდა მისი ხმა.
-27-ე პალატაში მიბრძანით იქ იპოვით დედათქვენს_თავი დაუქნია კაცმა და მალევე გაეცალა.
-ჯანდაბა, ამის დედაც, თამარ შენც რამე თუ დაგემართა ახლა_თან პალატის ნომრებს აკვირდებოდა თან დერეფანში დარბოდა. როგორც იქნა მიაგნო და აჩქარებული გულით შეაღო.
-დედა, შენ მაინც რაღა....... უხ შე ნაბი*ვარო_აღელვებული ხმა აღტკინებულში გადაუვიდა საწოლზე წამომჯდარი უფროსი ძმა რომ დაინახა.
-გეგონა ასე იოლად დაგასვენებდი? ვერ ეღირსები ბოლომდე უნდა გავუშროთ ერთმანეთს სისხლი_აშკარად უკეთესობა ეტყობოდა ტყუპს სახეზე.
-იმედი მაქ ძმა, მაგის იმედი მაქ_მთელი ძალით მოეხვია ბიჭიც და ზურგზე დაუტყაპუნა ხელი -იმედია უფასო მორფი არ გაგიტკბა_მაინც ვერ მოისვენა ბოლოს.
-იქეთ რა ხდება? ახალი რა გაარკვიეთ? ლილუ?_ერთმანეთს მიაყარა ბიჭმა
-გაბრიელ, დედა ორი საათია კომიდან გამოხვედი, ახლა კიდევ სამსახური არ გამაგონოთ, დასვენება გჭირდება._საწოლს მიუახლოვდა თამარი.
-დედა, უკვე ერთი კვირაა ამ ლოგინში ვკოტრიალობ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, იოანე გელოდები_თვალები დაუბრიალა ძმას.
-დედა, გარეთ დაგველოდე რა_შუბლის ქექვით ახედა დედას და ისიც ხმის ამოუღებლად გაუჩინარდა კარს უკან.
-რა ხდება?_მზერა დაეძაბა ბიჭს.
-მაღლაფერიძე გაქრა, უკვე 4 დღეა ვერსად ვპოულობთ, მანქანა ქუჩაში დაგვხვდა, თვითონ კი არსად ჩანს, შენს დაჭრას რაც შეეხება ვიდეოები ამოვიღეთ ახლომახლო კამერებიდან. უნომრო შავი სედანია, სამი შეიარაღებული კაცი იყო, რასაკვირველია ნიღბებით.
-ანუ გინდა თქვა რომ ახალი არც არაფერია, ლილუ?_ამოხვნეშით მიაწვა ბალიშს.
-ხო, ლილუ, მოკლედ, აუ ძმურად რომ გამოგწერენ თავად დაელაპარაკე რა, მე მამუკას საქმე დავუტოვე და ჯობია ის შევამოწმო.
-იოანე რანაირი გამომძიებელი ხარ, ტყუილის თქმაც არ შეგიძლია, სად არის? რამე მოხდა?
-გატაცებული ყავდათ.
-ვის? სად? ჯანდაბა, მეგონა ვერავინ შემამჩნევდა, თვალთვალი როგორ არ დავუწესეე, როგორ ვიფიქრე ამით გადავარჩენდი. ცოცხალია?_ ხმა გაებზარა ბიჭს, საკუთარ თავს ვერ აპატიებდა მისი დაუდევრობით ახალგაზრდა გოგო მომკვდარიყო.
-ალბათ ჯობდა არ ყოფილიყო_თავი გადააქნია იოანემ და ტელეფონი გაუწოდა ლილუს საავადმყოფოს ისტორია რომ წაეკითხა ბიჭს.
-ექთანს დაუძახე_გაყინული ხმა გაისმა პალატაშ რამდენიმე წუთის შემდეგ.
-რატო? ცუდად ხარ? რამე გჭირდება?_მაშინვე დაფაცურდა ბიჭი.
-იოანე, ჩემი ტანსაცმელი მომაწოდე_ტელეფონი ლოგინზე ისროლა ბიჭმა და წამოიწია, -მიხვდი და დამეხმარე დამოუკიდებლად ვერ ვდგები.
-რას აკეთებ? გაბრიელ, სულ გაგიჟდი? დედა მომკლავს, სად მიდიხარ, კომაში იყავი, ახალი ნაოპერაციები, გაბრიელ_ პირი დააღო წამომდგარი ძმის დანახვისას.
-ან დამეხმარე აქედან წამოვიდე, ან მოკეტე და გადი აქედან_ცხოველური სახით გამოხედა ბიჭმა და პაციენტის ხალათი ცალი ხელით გაიხადა.

-მამუკა, ჩვენს დაუდევრობაზე მერე ვისაუბრებთ, ახლა მითხარი რა საქმეც ჩაგაბარე დაჭრის წინ რა გაარკვიე_სწრაფად ლაპარაკობდა მობილურზე უკვე მანქანაში მჯდარი გაბრიელი.
-ვაახ, მკვდრეთით აღმდგარი გამოჩნდა, დაუდევრობად არ ითვლება ძმაო რა, შენ უბრალოდ მითხარი შეამოწმე ხოლმეო, მე კი ერთი ვარ და ვეღარ ავუდივარ ამდენ დავალებას, ნაგაზს რაც შეეხება, ისეთები ამოვჩიჩქნეე ჯობია ტელეფონით არ მათქმევინო.
-კარგი, ერთ საათში მაგიდაზე მედოს და მეც მოვალ._სწრაფად გათიშა ტელეფონი და გაჭირვებით ჩაიდო ჯიბეში.
-განყოფილებაში?_ძმას გადმოხედა იოანემ.
-არა, ლილუსთან წამიყვანე.

იძულებით შვებულებას და სახლში ჯდომას მოსიარულე მკვდრებით უმკლავდებოდა წითური. სისასტიკე და სისხლის ყურება მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და ცოტა რეალობისგან გაქცევის საშუალებასაც ნახულობდა. უფროსის დაჟინებული მოთხოვნით რამდენიმე დღე იყო სახლში იჯდა და არც სტუმარს ელოდა მშვიდად რომ დააკაკუნეს კარზე. ვის დალოდებოდა, ერთი ნორმალური მეგობარი ყავდა და ისიც ნაჯახით აუკუწეს.
-გამარჯობა_გაკვირვებულმა შეავლო ხელჯოხიან სტუმარს თვალი და მობეზრებული გადგა გვერდით.
-ავადმყოფის არ შემოშვება უზრდელობაა_ხელი აიქნია და ბრახუნით მიკეტა კარი.
რამდენიმე წამი გაკვირვებული ათვალიერებდა გაბრიელი ქალს, მთელი ძალით ეძებდა იმ ხალისიან, მიმზიდველ წითურს მასპინძელში, თუმცა თითქოს ჯინაზე ფერმკრთალ მოუწესრიგებელ ნიღაბში ჩამალულიყო.
-ისე მათვალიერებ უკვე ყველაფერი იცი_სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარაზე შემოჯდა ლილუ.
-ჰმ, ხო_ხმის შესასწორებლად ჩახველება მოუხდა გაბრიელს. -ისტორია წავიკითხე.
-მერე რაო? მაგრად იხმ*რეს და მიაგდესო?_კვამლის მორიგი ნაკადი გამოუშვა პირიდან.
-მაპატიე_თავი დახარა გაბრიელმა და მთელი გრძნობით ეცადა ის სინანული რასაც გრძნობდა ამ სიტყვებში ეგრძნობინებინა. -გაიძულე ინფორმაცია გაგეცა, დამხმარებოდი, მე კი სიტყვა ვერ შევასრულე და ვერ დაგიცავი, მაპატიე ლილუ, ყველაფერი ჩემი ბრალია.
-ყველაფერი ყველაფერი და აი ამას არ ველოდი_დიდი დაინტერესება არ ჟღერდა ლილუს ხმაში -იცი რა? მონაზონი ან წმინდანი არასდროს ვყოფილვარ, ბინძურ საქმეებშიც გავრეულვარ ისევ ჩემი დაუდევრობის გამო, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი_სიგარეტს დახედა ქალმა -ამას არავინ იმსახურებს.
-მაღლაფერიძე იყო არა?_ახლა უკვე ბრაზი იგრძნობოდა კაცის ხმაში.
-ხედავ? ნამდვილი გამომძიებელი ხარ_ჩაეცინა ლილუს -წეხან ამბობდი ვერ დაგიცავიო და ახლა ისევ ინფორმაციის გაცემას მთხოვ_თავი გადააქნია და კარებისკენ წასულმა ფართედ გამოაღო -აქედან წადი და დიდად დამავალებ თუ ვეღარასდროს გნახავ.
-კარგი, მე უბრალოდ დახმარება მინდოდა_ხელები აწია გაბრიელმა დანებების ნიშნად და კარებში მოწყენილი გავიდა.
ფანჯრიდან ადევნებდა წითური თვალს როგორ ჩაჯდა გამომძიებელი მანქანაშ და მაშინვე შეამჩნია მოპირდაპირე ქუჩაზე მდგარი მოთვალთვალე.
-ფუ შენი_მთელი გულით შეიკურთხა და დაჭყანული დაწვდა ტელეფონს საძულველ კაცთან დასარეკად.


-მამუკა გამახარე შენ რომ იცი ისე_პირდაპირ კაბინეტში მიადგა კაცს.
-აბა კაბინეტში დამახვედრეო? და საერთოდ ვინ გამოგწერა? რას გავხარ
-ჩემმა თავმა და დროის დახარჯვა ასეთ საუბრებში სულაც არ მინდა, იტყვი რა გაარკვიე თუ ვიმარჩიელოთ?
-მოკლედ ტყუპებო, საქმე იმაზე რთულად ყოფილა ვიდრე ვფიქრობდით, უფრო გავქექე გამოვქექე რაღაც ამბები და მოკლედ ამ თქვენ წითურ ქალბატონს წარსულში ძმა ჰყავდა, რამდენჯერმე ნასამართლევი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ძირითადად არაფხიზელი მდგომარეობის გამო, ნუ წამალზეც იყო ერთხელ.
-და ამ ყველაფერს ნაგაზთან რა კავშირი აქვს?
-ის ჩემო გაბრიელ, რომ ერთ-ერთი ასეთი დაკავების დროსუფრო სწორედ ბოლო დაკავების დროს, როდესაც ამახოლოდ ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული მთელ ხმაზე გაჰყვიროდა ნაგაზი გავაბრაზე და მაინც არ მიწერია დიდი ხნის სიცოცხლეოო, ეს ყველაფერი კი შენდა საბედნიეროდ ჩვენებაში შეიტანეს.
-ესეიგი ამ ყველაფერში ძმის გამო გაერია, ახლა სად არის?_ფეხზე დგომას ვეღარ უძლებდა ბიჭი და იქვე ჩაჯდა სავარძელში.
-საქმეც ეგ არის, წელიწად ნახევარია ისეა გამქრალი კვალსაც ვერსად მივაგენი.
-არამგონია ეგ კარგის მაჩვენებელი იყოს_წარბები აწია იოანემ.
-ეს კიდევ ცოტაა, ნახეთ რა ვიპოვე_ამობეჭდილი ფოტო დაუდო ბიჭებს წინ და მარჯვენა მამაკაცს თითი დაადო -ეს ლილუს ძმაა.
-ესენი ნახე შენ_გაკვირვებული დააკვირდა ტყუპები სურათზე გამოსახულ სამ ახალგაზრდას, სადაც ერთი ლილუს ძმა, მეორე უცნობი, მესამე კი არც მეტი არც ნაკლები თავად მაღლაფერიძე იყო.
-მესამეს ვინაობა დამიდგინე?
-რასაკვირველია_გამარჯვებულის ღიმილით გადმოხედა კაცმა და რამდენიმე ფურცლიანი ისტორია პირდაპირ ხელებში ჩაუგდო.
-როგორც იქნა საქმე დაიძრა_გახარებულმა შემოკრა იოანემ ტაში და ოფიცრებთან გავიდა ბიჭის ასაყვანად რომ წაეყვანა. (8)

სიწყნარეს მოეცვა ჭომის დასახლების ბოლო ორი ქუჩა, ამდენი წელი იყო ტყუპები ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ადგილას ნამდვილად პირველად იყვნენ. რამდენიმე სახლის მოშორებით უკვე ტყეც მოჩანდა და ქალაქიც დასასრულისკენ მიდიოდა.
-აქედან ზამთარში ნეტა ციგურებით ეშვებიან თუ ციგებით_დაფიქრებულმა გამოხედა იოანემ უკან მოტოვებულ გზას და ჩაფიქრებულ ძმას გახედა.
-რომელ ნომერშ ცხოვრობს_სახლები მოათვალიერა გაბრიელმა
-ეს უნდა იყოს_საქაღალდეში ჩახედვის შემდეგ მოპირდაპირე, თთქმი მიტოვებულის შესახედაობის სახლს ახედა ბიჭმა.
-ვინმეს ეძებთ?_იქვე მდგომი ბიჭებიდან ერთ გამოეყო და ძმებს მიუახლოვდა.
ყოველგვარი ზედმეტი სიტყვის გარეშე ამოიღო მოწმობა გაბრიელმა და ბიჭს დაანახა.
-ოჰოჰ, გასაგებია, აქაურობა ზეპირად ვიცი, იქნებ დაგეხმაროთ_ხელები სიცილით ასწია ბიჭმა დანბების ნიშნად.
-მალხაზი სახლშია?
-რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ვიცოდი ერთხელ მოაკითხავდნენ_ისევ ჩაეცინა ბიჭს -მაგრამ, თუ მისგან რამისდაცინცვლა გინდათ სასმელით დაენახეთ, მშინვე მოეწონებით_თვალი ჩაუკრა ბიჭა და მაღაზიისკენ მიანიშნა. იოანეც მაშინვე წავიდა ოხვრით და სასმლის რამდენიმე ბოთლი შეიძინა.
-არამგონია დაკაკუნება გაიგოს_პირდაპირ შეაღეს კარი და ლამის გული აერიათ დაგუბებული სუნისგან.
-რამდენი წელია ეს დედა ...... ამ სახლიდან არ გასულა_ცხვირი გადაიკეტა ბიჭმა ხელებით.
-როგორც ჩანს დიდად არც შუქი უყვარს_სანათი აანთო მობილურში გაბრიელმა და მალხაზის ძახილით მიყვა პატარა დერეფანს. ლამის მთელი სართული მოიარეს და ძლივს მიაგნეს ბოლო ოთახში მთელ ტახტზე ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილ კაცს. როგორც ჩანდა მთვრალს დაეძინა და მთელი ხმით ხვრინავდა, ჯერ კიდევ იქვე ეყარა სასმლის დაცლილი ბოთლები.
-რამე ეშველება ახლა ამას ვითოომ?_დაეჭვებით დახედა ლამის მკვდარივით მოხრიალე კაცს და გამქრალ ძმას მოხედა უკან -გაბრიელ, სად წახვედი?
-გამოსაფხიზლებლად რამე დაგვჭირდება_წყლით სავსე ვედრო დაანახა მანაც ძმას და წამებში დააცალა მასპინძელს თავზე.
-რა ჯანდაბაა_რეაქციამაც არ დააყოვნა და მალხაზი ღრიალით წამოხტა ფეხზე.
-აბა, წყნარად, წყნარად_ხელები აწია გაბრიელმა და სკამზე ჩამოჯდა -სალაპარაკო გვაქვს მალხაზ ბატონო, ამიტომ რაც შეგილია გამოფხიზლდი და დაჯექი.
-თქვენ ვიღა ჯანდაბა ხართ_ბიჭებს გადახედა კაცმა და დანანებით გაკრა ფეხი უკვე ცარიელ ბოთლებს.
-კეთილის მსურველები_ცბიერი ღიმილით დაალაგა იოანემ მაგიდაზე არყის ბოთლები და კაცის გაცისკროვნებულ სახეზე ჩაიცინა.
-ახლა რაც გინდათ მკითხეთ_ბოთლებზე თვალისმოუშორებლად მიუჯდა მაგიდას და ამჯერად ინება ბიჭებზე შეეხედა.
-ამ ბიჭებს რამდენად კარგად იცნობდი_სურათი დაუდო მაგიდაზე გაბრიელმა.
-რაო მოკლეს თუ სუნთქავენ ჯერ კიდევ?
-ანუ იცნობ?
-რასაკვირველია, ერთად გავიზარდეთ, მაღლაფერიძე სულაც არ ჩანდა ისეთი ნაბი*ვარი როგორიც დადგა, აი სანდრო კი_თავი გადააქნია კაცმა.
-სანდრო? ამ შუანას სანდრო ქვია?
-დიახ, სანდრო ნემსიწვერიძე, ერთ ეზოში ვიზრდებოდით, ლამის ერთად გვეძინა, სკოლაც ერთმანეთის გვერდით დავამთავრეთ, მერე მაგათმა ვიღაც ბობოლა იპოვეს.
-რას ნიშნავს ბობოლა იპოვეს?_წარბები შეეკრა იოანეს.
-სწავლა და მუშაობა იმ პერიოდში არავის უნდოდა, ამ ორა კი მომავალი წამალში დაინახეს და იმ დროს ქუთაისში პირველ გამსაღებელთან დაიწყეს საქმის ჩალიჩი.
-განაგრძე, მერე?
-რამდენიმე წელი არხეინად იყვნენ, მაშინ პოლიციის მოსყიდვას რა უნდოდა და კარგადაც შოულობდნენ, მაგრამ შემდეგ სახლებში მიადგნენ, სანდროს და ჰყავდა, იმისი გარევაც მოინდომეს და ბიჭუნას შეეშინდა მამაჩემი ჩემი დის გამო მომკლავსო. მაღლაფერიძეს ის გოგო ე*იდა ამიტომ ჩვეულებრივად გააგრძელა, რაღაც დროის მერე კი სანდრო შემთხვევით ვნახე, ეს ამბები რომ ვიცოდი ვკითხე რა მოიფიქრეთქო და მითხრა თავად გაიგებო. მართლაც გავიგე_არაყს თავსდახური მოხსნა მალხაზმა და პირდაპირ მოიყუდა.
-რა გაიგე?_დაძაბული უსმენდა გაბრიელი.
-ნაგაზს საპერნიკი გამოუჩნდაა_ჩაიცინა კაცმა -ხოდა ამ გამო*ირებულმა იფიქრა ორ კურდღელს მოვკლავო, ნაგაზს დიდი წამლის შეკვეთა აშოვნინა, იმ ახალს კი ჯაშუშობისთვის რამდენიმე ათასი დოლარი გამოართვა და აითესა. ეგონა ჩემებს შეეშვებიან და მე დამიწყებენ ძებნასო, მაგრამ პირიქით გააკეთა, ორი მოწინააღმდეგე ჯგუფი დააზავა და მის წინააღმდეგ გააერთიანა, მშობლები ამოუხოცეს, დას კი ნაგაზი თავის ჭკუაზე ატრიალებდა დაშინებით_მხრები აიჩეჩა კაცმა და ისევ სასმლით დაისველა გამომშრალი ყელი.
-მოიცა, ანუ?_ჯერ კიდევ გაოცებული იჯდა იოანე
-აუ ჩემი რა ხალხს ამუშავებენ მილიციაში, მიტო არაა საშველი_თავი გადაქნია მალხაზიმ, -ჩემო ბიჭო მომხედე, იმ გამო*ლევებულმა ორ ყველაზე დიდ ნარკომოვაჭრეს დაადო, ოჯახი მოაკვლევინა და დაც გაწირა, თავიდან კი გააერთიანა ისინი მაგრამ შემდეგ სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდა, ორივე პაიკების მოშორებით იბრძოდა და ბევრიც დაიღუპა, ახლა ორივე საქართველოში მოღვაწეობს, როგორც ვიცი მომთაბარეებად იქცნენ, მაგრამ საქმეს ათიანზე აკეთებენ, თუ სადმე ერთმანეთის ხალხს ნახავენ აჩეხავენ და მიაგდებენ_მეორე ბოთლისკენ გაიწია კაცმა.
-შენ ამდენი საიდან იცი?_მოჭუტული თვალებით გამოხედა იოანემ.
-რადგან ამ სოროში ვზივარ არ გეგონოს ამბავი არ მომდიოდეს, გარეთ ბიჭები ხომ ნახეთ? ნახევარი რომელიმეს ბანდაში იქნება, წამში მიუვათ ჩემი ამბავი და სავარაუდოდ ბოლოჯერაც გხედავთ, მაგრამ მაგარი მ*იდია, ცოლმა მიმატოვა,ბავშვების ნახვა და საერთოდ მიახლოება აკრძალული მაქვს, გინდა სასმელში ჩავიხრჩო გინდა უცებ მომკლან ტყვიით.
-ანუ ლილუ პირდაპირ ნაგაზზე მუშაობს? ნარკომანია?_ხმა გაებზარა გაბრიელს.
-არ ვიცი ძმაო მოიხმარს თუ არა, მაგრამ მისი ძმის გადამკიდე სხვა გზა არ აქვს, ან უნდა მოკვდეს ან ნაგაზზე იმუშაოს_მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.
-ნაგაზზე რას იტყვი?
-არავინ იცის არც სახელი არც გვარი და არც გარეგნულად როგორია, მხოლოდ რამდენიმე დაახლოებულ პირს ენდობა, მაგაში ვერ დაგეხმარებით. აი ის მეორე კი ცოტა ლმობიერია, ნაგაზივით არ აფრენს, გაგეცინებათ და ბახალას ეძახიან.
-მაღლაფერიძე?
-ეგ ნაბი*ვარი არ მიხსენოთ_კბილები გააღრჭიალა კაცმა -სანდროს და ევასებოდა სულ და რო ვერაფერი მოახერხა უფრო გამწარდა, არც ვიცი ახლა სად ჯანდაბაშია.
-ნაგაზზე მუშაობს_მწარედ ჩაეცინა გაბრიელს და წამოდგა
-ღადაობთ სიმოონ? უყურე შენ მაღლოს, დამ*ალი პიდარა*ტი, მოუძებნია შესაფერისი ადგილი_ჩაეცინა ბოლოს.

-მოიცა, ანუ რა გამოდის, წითურის ძმის გამო ხდება ყველაფერი? ან მაშინ ბაჩო რა შუაშია რომ აკუწეს?
-ფაქტია ისიც გარეული იყო, ან ხელი შეუშალეს რამეში და უბრალოდ მოიცილეს, ან რაღაც ისეთი გაიგო რაც არ უნდა სცოდნოდა_მხრები აიჩეჩა გაბრიელმა.
-მე განყოფილებაში წავალ, ვეცდები ამ ნაგაზზე და ბახალა თუ ვინცაა რამე გავიგო, ან როგორ მოხდა აქამდე არც გვსმენია, შენ ქალბატონს დაელაპარაკე_წარბები მაცდურად აუთამაშა იოანემ.
-ახლა მასთან ასარკვევი არაფერია, ჯერ სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ, მეც განყოფილებაში წამოვალ_ძლივს მოთავსდა მძღოლის გვერდითა სავარძელში გაბრიელი და ხელით ანიშნა ძმას წადიო.

-მოკლედ ასეთი ამბავი გავიგეთ ბატონო დაჩი, ახლა ვცდილობთ ამ ნაგაზზე და ბახალაზე მოვიპოვოთ ინფორმაცია და იქნებ რომელიმე მათ კაცზე გავიდეთ, რასაკვირველია ქუთაისში თავად არ არიან, მაგრამ იქნებ ვეცადოთ ავიყვანოთ ან გავიგოთ მაინც ვინც არიან, მამუკა უკვე მუშობს_იოანემ მხრების აჩეჩვით გადახედა ჩაფიქრებულ უფროს.
-როგორ არ მინდოდა ბიჭებო თქვენი ასეთ საქმეში გარევა_თავი გადააქნია კაცმა და მძიმედ წამოდგა სავარძლიდან -მამუკა არ დაგჭირდებათ, არ მეგონა ამ საქმეში ბახალას თუ გავიგონებდი _სქელი საქაღალდე ამოაძვრინა უჯრიდან და ბიჭებს გაუწოდა -აქ ყველაფერს ნახავთ რაც მაგ კაცზე დაგჭირდებათ, მქონდა ბედნიერება ერთ-ერთ საქმეზე გადავყროდი, თუმცა დაჭერა ვერ მოვახერხე.
-გასაგებია უფროსო_მაშინვე წამოდგა გაბრიელი და საქაღალდეთი ხელში ანიშნა იოანეს გავიდეთო.
-სახლში ჩავუჯდეთ?_გარეთ გასულ ძმას კითხა ბიჭმაც.
-ხო, თორემ ვგრძნობ ნელნელა ფეხზე დგომა მიჭირს.
უკვე მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას აპირებდნენ გაბრიელის ტელეფონმა რომ გამოსცა ხმა:
„გთხოვ დამეხმარე, შარში ვარ, ტელეფონის ლოკაციით მიპოვი, გთხოვ იჩქარე“
ლილუს ნომერი ციმციმებდა შეტყობინებაზე. (9)

მაღალი სიჩქარით მიქროდა მანქანა გზატკეცილზე და გაბრიელის ფიქრებიც გარეთ მდგომი ხეებივით ენაცვლებოდა ერთმანეთს. ვიღას ახსოვდა მტკივანი ფეხი, გახსნილი ნაკერიდან წამოსული სისხლი ან ატკივებული თავი, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა მოხდებოდა თუ დაიგვიანებდა. იცოდა ლილუ დამნაშავე იყო, იცოდა შეიძლება გამოძიების მსვლელობისას ისეთი რამე ეპოვათ რომ თავი ციხეში ამოეყო, ამისდა მიუხედავად ვერაფრით ანებებდა გოგოზე ფიქრს თავს. მას, მუდამ წესიერ, მოწესრიგებულ, კანონისდამცველ, გამომძიებელ გაბრიელ ყიფიანს გონებაში ერთადერთი ქალი შეძრომოდა და ისიც დამნაშავე.
-მახე რომ იყოს_გვერდულად გადმოხედა იოანემ.
-თუნდაც.
-და რომ მოგვკლან?_უფრო დაუდაბლა ხმა ბიჭმა.
-და რა ვქნათ იოანე, მივატოვოთ? ისევ ისე რომ მოექცნენ? იმ წუთების გადატანას ისევ სიკვდილი მირჩევნია._წარბები შეეჭმუხნა უფროსს
-შეგიყვარდა_თვალები გაუფართოვდა ბიჭს -შენ დიდ გაბრიელ ყიფიანს ორი ნახვით დამნაშვე შეგიყვარდა, ღმერთო ახლა მეც კი მზად ვარ სიკვდილისთვის_ხითხითით გაიხედა ისევ საქარე მინაში.
-სისულელეებს მორჩი და გზას უყურე.
-ჯანდაბაა, არც კი უარყოფ, ისე აღიარე თავიდანვე ვიეჭვე რომ მოგეწონა_ამაყად გაიჯგიმა ბიჭი და აციმციმებულ წერტილს დახედა ტელეფონზე -მოვედით.
სრული სიწყნარე იყო ქარხნის ტერიტორიაზე გამეფებული, ადამიანის კიარა ცხოველის ჭაჭანებაც კი არიყო ახლომახლო. აშკარად არ მოსწონდა ადგილი გაბრიელს, ცუდის მოლოდინში თითქოს გულიც გაეყინა, მამუკას საკუთარი კოორდინატები გაუგზავნა და იოანეს გახედა წავედითო, ისე მიაბიჯებდა შენობისკენ თითქოს გრძნობდა რა საშინელებაც უნდა დატრიალებულიყო. იოანეც საეჭვოდ გაჩუმებული მოყვებოდა და დაკვირვებით ათვალიერებდა გარემოს.
-გამოიწიე გაბრიელ კარის შემტვრევის თავი სად გაქვს ძლივს დგახარ ფეხზე_იარაღ მომარჯვებულმა გადახედა ძმას და წინ გადაუდგა.
-ჯობია ჩუმად შევიდეთ_კიდევ ერთხელ დაზვერა გარემო ბიჭმა და შემდეგ ძმას გახედა კარის გაღებით რომ იყო დაკავებული. მალევე შეაღწიეს შიგნით, მაგრამ ყველაფერს მაშინ მიხვდნენ ირგვლივ ათი შიარაღებული რომ დაუდგათ და ალყაში მოაქციეს.
-როდის უნდა ვისწავლოთ ჩვენ კაცებმა, რომ ბო*ანდარა ქალებს მანიპულირების უფლება არ მივცეთ_ვითომ დამწუხრებული გამოვიდა მაღლაფერიძე სამალავიდან და ძმებს მიუახლოვდა. ერთმანეთს გადახედეს ტყუპებმა, ამდენს ვერც იარაღით და ვერც ხელით გაუსწორდებოდნენ, მითუმეტეს გაბრიელი არიყო იმ მდგომარეობაში ვინმეს პირისპირ ეჩხუბა. ღრმად ამოისუნთქა გაბრიელმა და მთელი ძალით ეცადა ამხელა იმედგაცრუება დაემალა ლილუს მიმართ.
-საინტერესოა ასეთი რა მოგწერათ მაშინვე რომ გამოქანდით_უკვე სიცილის ხასიათზე იდგა გიორგი, რადგან ორივე ძმა მის წინ დადგმულ სკამებზე იყო დაბმული და საფრთხე არანაირად ემუქრებოდა, -რაც მართალია მართალია ისე, გემრიელი ქალი აღმოჩნდა, თან წარმოგიდგენიათ, პირველიც კი ვიყავი, ისეთი სხეული აქვს ვერც ვიფიქრებდი თუ არავინ ყავდა გაკარებული_ტუჩი ამაზრზენად მოილოკა გიორგიმ და ძმებს გადახედა, უნდოდა დაემტკიცებინა რა რეაქციები ექნებოდათ ძმებს და მიიღო კიდეც, ლამის ღრიალით ეცადა გაბრიელი დაბმული ხელების ახსნას.
-მაცადე აქედან ავდგე_გამწარებულმა დაიბუბუნა გაბრიელმა და ეცადა გულში მოწოლილი უცხო გრძნობა გადაეყლაპა, თუმცა ვერაფრით მოახერხა, სიმწარემ მთელი ორგანიზმი მოიცვა და ამ ნაბი*ვრის მკლავებში წარმოდგენილ ლილუზე ორმაგად გააცია.
-კი ძმა, როგორ არა_იარაღის ამოღებით დაუქნია თავი ირონიული სახით მაღლაფერიძემ და სავსე მჭიდი შეამოწმა -მალხაზიმ რაო? რისი მოყოლა მოასწრო?
-შენთვის საინტერესო არაფერი_მხრები აიჩეჩა იოანემ და ჩუმად მობრდღვინავ ძმას გამაფრთხილებელი სახით გადახედა.
-არაუშავს, აწი მაინც ვერაფერს იტყვის, ძალიან დაიგრძელა ენა და მიიღო კიდევაც თავისი.
-ახლა მკვლელობას აღიარებ ბატონო გიორგი? ორი გამომძიებლის წინ?_გაბრიელი ეცადა მოწოლილი თავბრუსხვევა დაეიგნორირებინა და საქმეზე გადართულიყო.
-არააა, მე მკვლელობას ორი გვამის წინ ვაღიარებ_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და იარაღი შემართა.
-როგორც ყოველთვის კულმინაციას მოვუსწარი_ქალის ხმა გაისმა მიყრუებულ ქარხანაში და ლამის ტყვია გაუვარდა გიორგის მოულოდნელობისგან.
-შენ აქ რა ჩემ *ეხებს აკეთებ?
-იდი ნა*უი რა, ახლა შენი დაკითხვაღა მაკლდა_ხელი აუქნია კაცს -რისთვის მოვიდოდი ამ ყმაწვილის სისხლის ღვრას უნდა ვუყურო როგორც თვითონ დაუშვა ჩემი.
-ლილუ აქედან დაახვიე სანამ წყნარად ვამბობ.
-აუ უკეთესი აზრი მაქვს, შენ დაახვიე და მე მოვკლავ, ისედაც ამდენი დღეა გამწარებული ვარ_ზიზღით გადახედა მაღლაფერიძეს ქალმა და ჯიბიდან დანა ამოიღო.
-რომელს მოკლავ_მაშინვე დანებდა გიორგი.
-ლამაზთვალებას_სინათლის შუქზე გამოვიდა გოგო და დასაკეცი დანა გაშალა.
-თმას რა უქენიიი, ახლა წითური როგორ დაგიძახო_იოანეს განწირული ხმა გაისმა ნანგრევებში, რასაც ლილუს სიცილი მოყვა
-შეგიძლია ახლა ქერა მიწოდო, ოღონდ ნამდვილი ქერა არა_დაიჭყანა და გაბრიელს კიდევ ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ეს გინდოდა არა? მაინც მიაღწიე შენსას_ხმადაბლა ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ქალს პირდაპირ თვალებში ახედა. წამით ყველაფერი ლამის გადაიფიქრა ლილუმ იმხელა იმედგაცრუება დაინახა ბიჭის თვალებში და გული გაუჩერდა.
-დიახ მივაღწიე_კიდევ უფრო ახლოს მივიდა გოგო, -ჩამარტყი_ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა მივიდა გაბრიელის ყურამდე. გაოცებულმა ამოხედა ქალს და ისევ ჩაიკარგა მის თვალებში.
-იდიოტო, სახეში ჩამარტყი, მალე, სანამ დაცვა გარეთაა_ისევ დაიჩურჩულა და დიდის ამბით შემართა დანა.
-ჯანდაბა, _გოგოს შეცოდება წამით გვერდით გადადო ბიჭმა და შუბლი მთელი შემართებით ჩაარტყა ცხვირში გოგოს, ისიც ვაიმეს კივილით დაემხო გაბრიელის გვერდით და უჩუმდა გაუჭრა წებოვანი ლენტი, კივილით ისევ მიეჭრა და მეორეს გაჭრაც მოახერხა, მაშინვე დაინახა ბიჭმა შარვალში იარაღი რომ ქონდა ლილუს და მისი ამოღებაც მოახერხა, სანამ იოანესაც გაათავისუფლებდა გოგო მან გიორგის ესროლა, თუმცა ისიც მალევე მოვიდა გონს და გინებით მიიმალა ყუთების უკან.
-გრანდიოზული სანახაობის გარეშე არ შეგეძლო არა_ყუთებს უკან მიყუჟულ ქალს თვალები დაუბრიალა გაბრიელმა.
-მადლობის მაგიერია? _არც მან დააკლო საპასუხოდ.
-დედიკო, მამიკო, იქნებ სახლში იჩხუბოთ? ჯერ კიდევ გვესვრიან_უიარაღოდ დარჩენილი იოანე თავს საოცრად უმწეოდ გრძნობდა.
-წესით თქვენი უფროსი წუთი-წუთზე მოვა_საათს დახედა ლილუმ.
-მეც გავუგზავნე მისამართი_კიდევ ერთხელ გაისროლა გაბრიელმა, თუმცა გიორგი უკვე აორთქლილი დახვდა, ახლა მხოლოდ მისი დაცვის რამდენიმე წევრი დარჩენილიყო და ისინიც სირენების გაგონებისთანავე დანებდნენ.

-მაგარი გამომძიებლები ხართ რაა, იმ ნაბი*ვარს წასვლის უფლება როგორ მიეცით?_ცოფებს ყრიდა ლილუ და სასწრაფოს მანქანაში მჯდომ გაბრიელს თავზე დაქოთქოთებდა.
-ბოდიში ახლა, უნდერკინდები არ ვართ_ძმას გადახედა იოანემ, რომელსაც ჭრილობას თავიდან უკერავდნენ.
-შენ ჯობია შენ თავზე იფიქრო_რამდენიმე წუთში ისიც ადგა ფეხზე და აღრენილ გოგოს ხელზე ბორკილები დაადო.
-ღადაობ ხო?_გაფართოებული თვალებით გამოხედა ლილუმ
-სულაც არა_ერთერთი საპატრულო მანქანისკენ წაათრია ბიჭმა და ძალით ჩასვა შიგნით. ესმოდა როგორ ხითხითით მოყვება უკან იოანე -ვატყობ თქვენთან არ მოვიწყეენ.

საკუთარ კაბინეტში იჯდა გაბრიელი და ვინ იცის მერამდენე ჭიქა ყავას სვამდა გამოსაფხიზლებლად. დაჩის უკვე ჩააბარა ანგარიში, ლილუს დაკითხვას კი სპეციალურად აჭიანურებდა, არაუშავდა ცოტა ხნით დაღლილიყო წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ დროს კი თვითონ შეეძლო მომხდარი გაეანალიზებინა. გიორგი გაიქცა, რომ ეგონა ლილუმ უღალატა ბოლომდე ასე არ აღმოჩნდა, ქალმა ლამის საკუთარი თავი გაწირა მათ გადასარჩენად, რატომ? ეს ის შეკითხვა იყო წამითაც რომ არ ასვენებდა. რატომ არუნდოდა გაბრიელის სიკვდილი? შეიძლებოდა სიმპატიები მასაც ქონდა, იქნებ გაბრიელიდან ელის რამეს? ასეც იქნება, მას გიორგიზე შურისძიება უნდოდა და ამაში მასზე მეტად ვერავინ დაეხმარება, კიდევ ერთი იმედგაცრუება დაეტაკა მთელი ძალით და ჭიქა მხოლოდ იმიტომ არ მიალეწა კედელს, რომ იოანე შემოვიდა და ახსნა განმარტების ჩაბარება არ სურდა.
-წამო, ახლა უკვე ქერა ალქაჯი დავკითხოთ_საქაღალდე დაეკავებინა ბიჭს.

როგორც ყველა პატიმარი, ლილუც ბორკილებით მიებათ მაგიდასთან, დაღლილობისგან ძლივს იკავებდა ქალი თავს იქვე არ ჩაძინებოდა, თუმცა ჩაწითლებული თვალები იოლად გასცემდნენ. გულიმოეწურა გაბრიელს ასეთი ქალის დანახვაზე.
-აბა ქალმატონო, სანამ დაკითხვას დავიწყებთ, რატომ გადაგვარჩინე?_ვეღარ მოითმინა გაბრიელმა და ის შეკითხვა დასვა რაც ბოლო რამდენიმე საათია გულს უღრღნიდა.
-რა თქმა უნდა იმ დამპალზე მინდოდა შური მეძია და დაგეჭირათ, ორ კურდღელს მოვკლავდი, რა მოხდა? შენ გეგონა მარლა შენი ლამაზი თვალების გამო ვიყავი იქ?_გაბრიელის შეცვლილი სახის დანახვაზე მაშინვე დაამატა.
-ბოლოსდაბოლოს მოყევი შენი ისტორია_ვეღარც იოანემ მოითმინა და გაბრიელს საშუალება მისცა ცოტა აზრზე მოსულიყო.
-თქვენ გგონიათ სიცოცხლე მომბეზრდა? და ახლა არ თქვათ დაგიცავთო_პირდაღებულ იოანეს შეაწყვეტინა სათქმელი.
-იცი ახლა რა მოხდება?_წინ გადაიხარა ტყუპი -შენ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ციხეში გიკრავენ თავს, ამისთვის ერთი ადამიანის ჩვენება გვინდოდა და გვაქვს, იქ მოხვედრილს კი დაფიქრდი რამდენ ხანს გაცოცხლებს ან ნაგაზი, ან ბახალა_თვალი ჩუკრა ბიჭმა და ისევ სკამის საზურგეს დაუბრუნდა. სიამოვნებით დააკვირდა გოგოს გაკვირვებულ თვალებს და ხელები გადაიჯვარედინა.
-ეგ სახელები საიდან იცით?
-შენ მართლა იდიოტები ხომ არ გგონივართ? მოგვცემ ჩვენებას და დაგვეხმარები ყველას დაჭერაში თუ ისევ სირაქლემას პოზა გირჩევნია?_გაბრაზება დაეტყო გაბრიელის ხმას.
-კარგი_ხელები ჩამოისვა სახეზე ლილუმ -კარგი, მაგრამ რამდენიმე პირობა მაქვს.
-გისმენთ_მოხერხებულად მოეწყო გახარებული იოანე.
-ციხეში ერთ დღესაც არ გავატარებ და ჩემს გვერდითყოველთვის იქნება ვინმე გამოცდილი თქვენიანი.
-ჯანდაბას, მაგის მოგვარება შეიძლება.
-არა, უკეთესი იდეა მაქვს, თქვენთან მირჩევნია_აელვარებული თვალები მოავლო გაბრიელს.
-ვერ გავიგე?_ისევ წინ გადმოიხარა იოანე.
-თქვენ მირჩევნია გვერდით მყავდეთ ორივე, ყველაფერს მოგიყვებით რაც ვიცი, რაც საკმაოდ ბევრია, თუ სულ თქვენს გვერდით ვიქნები.
-სუულ? დასაზუსტებლად ერთად გაიმეორეს ტყუპებმა.
-თქვენთან გადმოვალ_გაცისკროვნებული სახით გამოაცხადა ქალმა და ეშმაკური მზერა მოავლო სახეშეცვლილ გაბრიელს.
-კარგი, ჯერ მოყევი რაც იცი და რაც უფრო ღირებული იქნება მით უფრო ინაღდებ ჩვენთან ცხოვრებას_დაუფიქრებლად უპასუხა იოანემ და დაიმსახურა კიდევაც ძმის გაოცებული სახე. რა იცოდა გაბრიელმა მას რა გეგმები ჰქონდა.
-მოკლედ, ყველაფერი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო... (10)

-ნაგაზი თავიდანვე უფროსი არ ყოფილა , ერთერთი ნარკომოვაჭრის მარჯვენა ხელი იყო, თანაც საკმაოდ კარგი, რამდენიმე წელიწადში, როცა უფროსს ცოლთან შვილი შეეძინა მთელი მოვალეობები დროებით ჩვენს ზემოდხსენებულს გადააბარა, იმდენად ენდობოდა წამით არ დაფიქრებულა მერე რა მოხდაო, ეს ბავშვი შავი ყოფილა საოცრად და აბა თუ მიხვდებით რა შეარქვეს?_წარბებ აწეულმა გამოხედა ყურადღებით მსმენელ ძმებს?
-ფიფქიას ყვები?_წარბები შეეკრა იოანეს
-არაა, ბახალას, მოკლედ ნაგაზი ბახალას მამასთან მუშობდა, კაცის დროებით გვერძე გადგომით და ყურადღების მოდუნებით ისარგებლა და მთელი მისი არმია გადაიბირა, ორივე ცოლ-ქმარი სასტიკად ამოხოცეს, ფაქტობრივად ცოცხლად დაწვეს ცეცხლმოკიდებულ სახლში, ეგონა შვილიც იქ იყო, მაგრამ როგორც ჩანდა რომელიმე მსახურმა გადაარჩინა და გაზარდა. სიმართლე რომ გაიგო შურისძიება გადაწყვიტა და ნაგაზს დაუპირისპირდა, იმის დაბრუნება უნდოდა რაც წესით თავად ეკუთვნოდა, თუმცა სამაგიეროს გადახდაც დიდ როლს თამაშობს_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-შენ როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?_მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვა გაბრიელმა, არ უნდოდა ლილუ მართლა ისეთი დამნაშავე ყოფილიყო როგორიც ეგონა.
-ჩემი ძმის გამო, იდიოტი, თავიდან ბახალასთან მოხვდა, მერე ნაგაზთან გადავიდა, ბოლოს რომ არ მოეკლათ ვითომ ამ ორის ჯაშუში იყო, თუმცა წამლით გაბრუებულს ისე აერია საბოლოოდ ყველაფერი ვის ინფორმაციას ვის აძლევდა თავადაც არ იცოდა, ამიტომ ერთს დიდი რაოდენობის ნარკოტიკი დააწერა, მეორეს ფული.
-მოკლეს?
-ვერ მიაგნეს, ბედი მისი მკვდარი არაა და იმედია სანამ ვნახავ მანამდე მოკლავენ, თორემ ჩემივე ხელს გავისვრი საკუთარი ძმის სისხლში, მისი დაკიდების გამო სიცოცხლე გამიმწარდა_ბრაზით ჩაილაპარაკა ლილუმ.
-რას გავალებდნენ?_ისევ დაძაბული იყო გაბრიელი
-კურიერი ვიყავი_თვალი აარიდა ბიჭს და პირველად ინატრა მის მზერაში იმედგაცრუება ვერ დაენახა.
-კლიენტები?_იოანე მიხვდა გაბრიელს აღარაფრის თავი ქონდა და დაკითხვა თავად გააგრძელა.
-არა, მეტს არაფერს გეტყვით სანამ თქვენს უფროს არ დაელაპარაკებით და ჩემს მოთხოვნებს არ დათანხმდება._გულზე გადაიჯვარედინა ხელები და კედელს დაუწყო ყურება, არ შეეძლო ახლა გაბრიელისთვის შეეხედა.
-კარგი, თქვენ იჭუკჭუკეთ მე ბოსთან წავალ, ჩემ მოსვლამდე ერთმანეთს არაფერი დააპუტოთ არ გამომატოვებინოთ ეგ სცენა_წარბების თამაშით და თითის ქნევით დატოვა ოთახი იოანემ და ღიმილით გაემართა დაჩის კაბინეტისკენ.

ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, ლილუ ჯიუტად არ აშორებდა კედელს თვალს, არადა გაბრიელს ერთი სული ქონდა მისი თაფლისფერი ათამაშებული სფეროები დაენახა. ჯერ საკუთარ თავშიც ვერ გარკვეულიყო, მაგრამ იმ წუთას იმედს, მოფერების სურვილს, იმედგაცრუებას, მოწონებას, სიყვარულს ყველაფერს ერთად გრძნობდა და ლამის იყო თავი გასკომოდა ამდენი გრძნობისგან.
-რატომ მოხვედი?_წყნარად გაისმა ლილუს ხმა ოთახში.
-იმიტომ, რომ მეგონა გჭრდებოდი.
-არ გიფიქრია, რომ მახე იყო?_ამჯერად გაბედა მზერა გაესწორებინა ბიჭისთვის.
-მიფიქრია_მძიმედ დააქნია თავი ტყუპმა.
-და შენ მაინც მოხვედი_მთელი გულით გაეღმა ქალს და თვალები აუელვარდა.
-არ დავუშვებდი მეორედაც საფრთხე შეგქმნოდა, არავის მივცემ უფლებას ჩემს გამო დაზარალდეს, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მოწმეს, შენ ჩვენი გასაღები ხარ ბახალასა და ნაგაზის დაჭერაში_წარბი აუწია გაბრიელმა და იმ წუთას მართლაც სიამოვნებით დააკვირდა როგორ გამოეხატა სახეზე ლილუს აშკარა გულისწყვეტა. თავს მისცა ოცნებებში წასულიყო და ეფიქრა, რომ გოგოსაც ქონდა მისდამი რაღაც გრძნობები და ასე თავჩახრილი მიტომაც მალავდა რეაქციას. იქნებ?...... არა, ახლა არანაირ იქნებ, ქონდა უფლება ორი წუთით თვითონაც დამტკბარიყო.

-უფროსო, შეიძლება?_დაკაკუნების შემდეგ თავიც შეყო დაჩის კაბინეტში ბიჭმა.
-აბა, ახალი რა გაქვთ? გელოდებოდი_მაშინვე შესწორდა სკამზე უფროსი გამომძიებელი.
-ბატონო დაჩი, ლილუ თანახმაა სრული ჩვენება მოგვცეს, კურიერი იყო და კლიენტებსც კარგად იცნობს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ სურს გადმოსვლა და უნდა ციხეს აცდეს.
-მთვარეზეც მოეთხოვა ბარემ სახლი_წარბები შეეკრა უფროსს.
-რაღა კურიერს მივცეთ უფროსო მთვარეზე მეც კი ვიცხოვრებდი_სკამზე გადაწვა იოანე და ოცნებებში გადაეშვა.
-შეიძლება მერე ნდობა? _წამით დაფიქრდა კაცი.
-არავითარ შემთხვევაში უფროსო, მაგრამ დამიჯერეთ გაბრიელი თვალს არ მოაცილებს_ჩაიხითხითა ბიჭმა.
-ახლა არ მითხრა, რომ რამე გამომრჩა.
-არა, არა ბოს, ხომ იცით ჩემი ძმა რა პროფესიონალია, ლილუ უბრალოდ კარგი ინფორმატორია, მისი ჩვენებით იქნებ მაღლაფერიძეც ავიყვანოთ, კლიენტებზე გავალთ და ნაგაზს ჩავუსაფრდებით, მემგონი ღირს ერთი თავქარიანი გოგოს თავისუფლებად_დაძაბული დააკვირდა იოანე უფროსის რეაქციას.
-ბევრს პროფესიონალს შეყვარებია გამოძიების მსვლელობაში ან მოწმე ან დამნაშვე, ეგ არავინ იცის_თავის წარსულში გადაეშვა დაჩი და მისი ცოლის გაცნობა გაახსენდა (იხ. ორი მოწმე) -თავქარიანი უძახე და ასეთი ამბავი კი დაგვატეხა_თავი გადააქნია კაცმა და ჩაფიქრდა. -იცოდე მთელი პასუხისმგებლობა ტყუპებს გეკისრებათ, არ გაბედოთ და ხელმოცარულები არ დაბრუნდეთ, თორემ იცოდეთ ლილუს დაკარგვა თქვენ უსამსახურობას ნიშნავს_თითი დაუქნია ბიჭს და ანიშნა გასულიყო.
-ოხ ლილუ, ისევ ჩემი ძმის ბედნიერების გამო გარისკავს კაცი, თორემ ქალებიიი..._ვითომ აცრემლიანდა იოანე და სიცილით დაიძრა დასაკითხი ოთახისკენ.
-წავედით ოჯახო_ომახიანად შესძახა ერთმანეთის ყურებაში გართულ წყვილს და წამში გაუხსნა ხელები გოგოს.
-იმედია წესიერ სახლში ცხოვრობთ_ენა ვერ გააჩერა ლილუმ.
-მშვენიერი ფუმფუმა ხალიჩა გვაქვს, გესიამოვნება_თვალი ჩაუკრა უნცროსმა.
-რა გაააქვთ?_თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-დივანი, გითხარი მშვენიერი დივანი გვაქვსთქო_ჩახველებით შეიკავა სიცილი იოანემ.
-ბიჭი, არაფერი შეგეშალოს_ცალი წარბი აუწია ლილუმ.
-გეკადრება დედიკო?_მშვენიერ ხასიათზე იყო ბიჭი.
-ხოდა დედიკოს დაგანახებ კუთხეში რომ დაგაყენებ_წარბები აუთამაშა უკანა სავარძლიდან ტყუპს და მანაც მთელი ხმით გადაიხარხარა.
-ახლა სულ ასე უნდა იყოთ?_აშკარა წუხილი ისმოდა გაბრიელის ხმაში.
-მაცადე ძმა, ოჯახის ახალ ბინადარს ვეცნობი_თვალი ჩაუკრა იოანემ და მანქანა დაძრა.

მხოლოდ ერთი ფარებ ანთებული მანქანა მიქროდა აღმოსავლეთისკენ წასასვლელ ტრასაზე. მძღოლი შეუჩერებელი მგზავრობიდან უკვე საკმაოდ დაღლილი ჩანდა, თუმცა არ ნებდებოდა, უკვე ვეღარ ითვლიდა მერამდენე ენერგეტიკულ სასმელს სვამდა და მთელი ძალით ცდილობდა თვალის დახუჭვის მოთხოვნას შეწინააღმდეგებოდა. ამ იდიოტმა გოგომ და ორმა გამომძიებელმა მთელი ცხოვრება აურიეს, ფიქრებში იგინებოდა მაღლაფერიძე და ცდილობდა სიჩქარე არ დაეგდო. ახლა რა ჯანდაბა უნდა ექნა? ნაგაზი ამას რ აპატიებდა და აუცილებლად მოკლავდა, მთლიანად ჩაფლავდა და მთელ რაზმს გაიყოლებდა, ამიტომ მანამდე გაიქცა სანამ უფროსი რამეს მიხვდებოდა. ცალი თვალით გადახედა გვერდით დაგდებულ ფულით სავსე ჩანთას და კიდევ ერთხელ გააჩერა მანქანის ნომრების გამოსაცვლელად. გრილმა ჰაერმა ცოტა გონს მოიყვანა, თუმცა თვალებს როგორც კი დახუჭავდა მეგობრის დასისხლიანებული სხეული ეხატებოდა და ჭკუიდან გადადიოდა.
-ოხ, მალხაზ, რა გატლიკინებდა, ამხელა ცოდვა რომ ამაკიდებინე_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ, მონაწევი სიგარეტი გზიდან გადაისროლა და ისევ მანქანას მიუჯდა, წინ კიდევ დიდი გზა ქონდა.
კიდევ რამდენიმე საათი იარა, ბოლოს როგორც იქნა მიადგა ყველანაირ სოფელს მოშორებულ მთასთან რომლის უკანაც საკმაოდ წარმოსადეგი სახლი აეშენებინათ და ღამის ორ საათძე ჯერ კიდევ გამოდიოდა სინათლის შუქი. დაღლილმა გიორგიმ ორი წუთი მანქანაში შეისვენა, შემდეგ შარვლის უკან იარაღი მოისინჯა და გარეთ გადმოვიდა. რამდენიმე წუთი დაკაკუნებას მოუნდა, კარი კი მხოლოდ მაშინ გაიღო ხმამაღალი მუსიკა რომ მიწყდა და თვალი სინათლის კაშკაშა შუქმა მოჭრა.
-ვაა, მაღლოო, აქ რა გინდა ბიჭო? შემო შემო, გახურებულ ქეიფში ვართ_აშკარად კაიფში იყო მასპინძელი.
-შენთან უნდა დამიტოვო რა ძმა, ცოტა ხნით.
-შემოგევლოს ჩემი თავი, შენ მე ვინ გგონივარ? ბავშვობის მეგობარს თუარა ვინ ჩემ *ლეს უნდა დავეხმარო?
-გაიხარე სანდრო_ბეჭზე დაკრა ხელი ძველ მეგობარს და კარგად დააკვირდა ნაცნობ თაფლისფერ თვალებში -სულ არ შეცვლილხარ ნემსო რა_ღიმილით გადააქნია თავი და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს. (11)

შუაღამის მიუხედავად მაინც მოძრაობდა ქუჩებში ხალხი, ძირითადად ახალგაზრდა ბიჭები, ან ნასვამი მამაკაცები. გაბრიელს აშკარად აწუხებდა ჭრილობები, ერთიდან სისხლიც კი ჟონავდა და სასწრაფოდ საჭიროებდა სახვევის გამოცვლას, თუმცა რა გასაკვირი იყო, ახლა ამის გარდა თითქმის ყველაფერზე ფიქრობდა. მთელი გულით უნდოდა ამ ქალის გულიდან და გონებიდან ამოღება, ის კი თითქოს სპეციალურად პირიქით სახლში უსახლდებოდა. და რა მოხდებოდა ისიც რომ..... არა, საპირისპირო გრძნობებზე აღარ იფიქრებდა, ის კურიერია, თვითონ კი გამომიებელი, ეს ის ურთიერთობაა რომელზეც საერთოდ ურთიერთობის თქმაც არ შეიძლება.
თავის მხრივ ლილუც ჩუმად აკვირდებოდა ბიჭს, სულელი უნდა ყოფილიყო ეს აშკარა მიზიდულობა რომ ვერ ეგრძნო, მაგრამ.... მაგრამ და ჯანდაბა, თავადაც არ იცოდა რა უნდოდა, ჯერ მის სურვილებზე ვერ იფიქრებდა, მანამდე აუცილებლად პრობლემების მოგვარება იყო საჭირო. ერთადერთი მშვიდად მჯდომი და მუდმივ კარგ ხასიათზე მყოფი მანქანაში იოანე იყო, გამწარებული რომ აწვალებდა რადიო არხებს.
-იოანე ხელებს მოგამტვრევ_დახუჭული თვალები არც გაუხელია ისე დაიღრინა გაბრიელმა.
-თქვენ იყავით კარგად და ფეხებიც მიაყოლე თუ გინდა_გაეცინა ბიჭს და უკვე მისულ ძველებურ კორპუსთან დააყენა მანქანა. -კეთილი იყოს შენი ფეხი დედიკო_წარბები აუთამაშა უკან მჯდომ გოგოს და ძმას დაეხმარა გადასვლაში.
-ხშირად უვარდებოდათ ხელიდან ბავშვობაში?_გაბრიელს გადახედა ლილუმ.
-თუ მდგომარეობას გავითვალისწინებთ დღეში ცხრაჯერ ალბათ.
-იიიი, იუმორიც როგორი ერთნაირად დასახვეწი გაქვთ._ძალით გაიღიმა და უფროს ძმას გვერდით ამოუდგა -შენ ჯობია ძალები ენის ტლიკინში კიარა სახლში ასვლისთვის დახარჯო.
-რომელ სართულია?_გასაღები ჩამოართვა ბიჭს ლილუმ.
წყნარად აუყვნენ მესამე სართულის კიბეებს და მალევე აღმოჩნდნენ სახლშიც.


მალევე დაშალა წვეულება სანდრომ, რა დროს ქალები და მოსაწევი იყო საუკეთესო მეგობარი ყავდა სტუმრად. უკვე მერამდენე წელი იყო მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ გიორგიმ იცოდა და საიდუმლოდ უნახავდა. ხვდებოდა რაღაც სერიოზული მომხდარიყო, სხვაგვარად გიორგი ასეთ დროს დასარჩენად არ მოვიდოდა, ნარკოტიკით იმდენად ქონდა გონება დაბინდული ამაზე ფიქრიც ეზარებოდა და უბრალოდ ელოდებოდა თავად ბიჭი როდის დაიწყებდა საუბარს. გიორგი კი სახურავზე მოშხაპუნე წვიმის წვეთებს უსმენდა თვალ დახუჭული და სრულიად გამიჯვნოდა გარესამყაროს. რამდენი ხანი იყო ასეთ სიწყნარეში აღარ ყოფილა და მეგობარიც უაზრო ლაყბობით არ უშლიდა სიმყუდროვეს.
-აბა რა ხდება ქალაქში?_მაინც ვეღარ მოითმინა სანდრომ და ახალ ღერთან ერთად შეკითხვაც დაუსვა სტუმარს.
-მაგარი *ლეობაა შენ ძმობას ვფიცავარ._თავი გადააქნია ბიჭმა.
-ხოიცი თუ რამე დაგეხმარები_სავარძელში შესწორდა ნემსიწვერიძე.
-ძაღლები დამადგნენ ბიჭო.
-ძაღლებიი? ამდენი ხანი არაფერი უყნოსიათ მაგ ჩე*ისებს და ახლა რა მოელანდათ?
-ბიჭო შენი დის ვითომ ძმაკუშა გახსოვს?
-რომელი ბაჩო?
-ჰო აი ეგ, მაგარი მიქარა მაგ უბედურმა და გაასაღეს.
-რა ქნა ასეთი?
-ბახალაზე მუშაობდა თურმე და მაყუთისთვის რაღაცეებს ეუბნებოდა რა, ხოდა ნაგაზის ამბავი ხოიცი, ლამის დაგლიჯა სანამ ყველაფერი არ ათქმევინა და გვამი იპოვეს რა. ვიღაც ტყუპები არიან, მაგათზე ახლოს ჯერ არავინ გასულა, ერთი უნდა მოგვეკლა და მაინც გამოძვრა.
-ლილუ როგორაა_ქვემოდან ამოხედა სანდრომ.
-ლილუ?_ნერწყვი მწარედ გადაეყლაპა გიორგის, -რას იზამს, მაგანაც მაგარი მიქარა, გვიღალატა და ახლა იმ ტყუპებთან მოძრაობს, ეჭვი მაქ სამივეს ერთად შუკვეთავს ნაგაზი.
-ისე კარგადაა?
-რავი კი რა უჭირს_თვალი აარიდა მაღლაფერიძემ და ფანჯარაში იყურებოდა ისე მოუკიდა თვითონაც სიგარეტს.
-დიდი ხანია აღარ მინახავს, აქამდე შორიდან მაინც ვაკვირდებოდი და ჩუმად მაინც ვახერხებდი დახმარებას, რაცარუნდა იყოს ამ ჭაობში ჩემ გამოა და მეც კაი *ლესავით იქვე დავტოვე.
-ვერაფერს ვერ გააკეთებდი და მიტო.
-გავაკეთებდი, მაყუთი იმდენი ავწაპნე იმ ნაბიჭვრებს ლილუს სადმე გაგზავნაც შემეძლო, მაგრამ იდიოტი თავქარიანი ვიყავი და მე*იდა, ახლა კი ვზივარ და *ვერების ფხანით ვარ დაკავებული_ამოიხვნეშა სანდრომ და მოწოლილი დარდი სიგარეტის კვამლს გამოაყოლა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა სახლში, ისევ აგრძელებდნენ წვიმის წვეთები სახურავზე ცეკვას და ისევ მთელი ძალით ეჯახებოდა ორივე ძმაკაცს ჩადენილი თუ ვერ ნათქვამი ცოდვები. არავინ იცოდა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი გაირკვეოდა, მართალია გიორგი სანდროს ერთადერთი და უახლოესი მეგობარი იყო, მაგრამ ლილუ ბიოლოგიური და, რომელსაც მისივე სისულელისთვის ტანჯავდნენ. თვალები დახუჭა გიორგიმ და ინატრა მისი საიდუმლო ბიჭს ვერასოდეს გაეგო.


თავსხმა წვიმა იყო ქუთაისშიც, ბინაში შესულებმა მაშინვე იგრძნეს ტანე მოკრული, წვიმის წვეთებით გაჟღენთილი ტანსაცმელი, რომელიც შემაწუხებლად შემოტმასნოდათ. გაბრიელს უკვე სერიოზულად უჭირდა თვალების გახელილ მდგომარეობაში დატოვება და მთელი ძალით ცდილობდა ოთახამდე გაეძლო.
-დივანზე დავწვები და ლილუ ჩემ ოთახში იყოს_ენა ძლივს მოაბრუნა ერთი წინადადების სათქმელად.
-კი აბა რა და ბარემ ერთ მაგარ ვენოკს შეგიკვეთავ ხვალისთვის, ან ჩემთვის გავაკეთებ თამარმა რომ გაიგოს_თვალები გადაატრიალა იოანემ და ძმა კუთვნილ ლოგინში გაამწესა.
მაშინვე გამოუცვალეს ტანსაცმელი და ჭრილობების დანახვაზე ლამის თვალები გადმოუცვივდა ლილუს.
-ბინტი და სპირტი მომე რა სახვევებს გამოვუცვლი რამე შეეჭრება_ძლივს ამოთქვა გოგომ და ძველი საფენები მოაცილა გაბრიელის სხეულს. სიამოვნებდა მის ტანზე თითებით სრიალი, არც კი გამოტყდებოდა, მაგრამ მოფერება უფრო იგრძლობოდა მის ქმედებებში ვიდრე სახვევების შეცვლის სურვილი. ფორმაში ყოფნა ეტყობოდა ბიჭს, მკვრივი ხორბლისფერი კანი სასიამოვნოდ ედებოდა კანზე და ლამის კრუტუნი დაეწყო. ვერაფრით აიძულებდა თავს გაჩერებულიყო და თავადაც გამოეცვალა სველი ზედა.
-ჩემი ძმის ტანზე ხელების ფათურს რომ მორჩები, გამო ყავა გაგიკეთე_ეშმაკურად ჩაიხითხითა იოანემ კარებში და დამფრხალი გოგოს შეხტომაზე სასაცილოდ აუთამაშა წარბები.
-მე უბრალოდ ....
-ჰო ვიცი, ეს ის არ არის რაც მგონია_სიცილს და ლილუს შერცხვენას განაგრძობდა ბიჭიც -მისი რომელიმე პერანგი ჩაიცვი სანამ შენ ტანსაცმელს მოვიტანთ და გამო სამზარეულოში ვარ.
ღრმად ამოისუნთქა სტუმარმა და ორივე ხელით გამოაღო სასიამოვნო სუნით გაჟღენთილი კარადა.

დივანზე საბოლოოდ იოანე გამწესდა, ჯელტმენურად დაუთმო სტუმარს საკუთარი საწოლი, მაგრამ სინამდვილეში გასასვლელ კარებთან უფრო არ უნდოდა ქალის დატოვება, ჯერ ამდენადაც არ ენდობოდა, ხვალ საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენება უნდა ჩამოერთმიათ მისთვის და ერჩივნა თვალწინ ყოლოდა. აფიქრებდა მისი ძმის დამოკიდებულება, აქამდე გაბრიელს არავის მიმართ გამოუხატავს ოდნავი ყურადღებაც კი და ამჯერად საქმე კურიერს ეხებოდა, იოლი არ იქნებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ლილუს თვალებშიც ხედავდა საჭირო პასუხს და შედარებით იმედიანად იყო ბედნიერი დასასრულის მოლოდინში.
ფრთხილი ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა დილით იოანე, მაშინვე გაიხედა დივნის უკან და ჯერ კიდევ გაბრიელის პერანგში გამოწყობილ ლილუს მოკრა თვალი სამზარეულოსკენ მიმავალს.
-დედიკო, მამიკო ჯერ არ ამდგარა, ამიტომ დიდად ნუ იტრიალებ საუზმით რომ მოაწონო თავი.
-რა მოხდება ღმერთმა ერთი-ორი დღით რომ გადაგაშენოს_ენა გამოუყო გოგომ.
-ჰმ, გადამაშენოს თორემ შენ არ მიპირებ გვარის გამრავლებას_ღიმილით ჩიბურდღუნა ბიჭმაც და ძილი განაგრძო.
ყავით ხელში იდგა ლილუ სამზარეულოს ფანჯარასთან და სულ ამაოდ ცდილობდა არეული ფიქრების დალაგებას. ყავა ისე გაუცივდა ვერც შეამჩნია,სამაგიეროდ მთელი გონება იმ დღის გეგმებს დაეკავებინა. ჩვენებას მისცემდა და შემდეგ? ნაგაზს ვერ დაიჭერდნენ, ის კი თავს სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტებდა, ბიჭებთანაც ვერ იცხოვრებდა სამუდამოდ, გაბრიელთან ასე ახლოს ყოფნაც აღემატებოდა მის ძალებს. ახლა მისი მომავალი იმდენად ბუნდოვანი იყო ჭიქის მიხლა მოუნდა კედლისთვის.
-ყველაფერი კარგად იქნება_წყნარი, თბილი ხმა მოესმა უკნიდან და ვერც გაიაზრა როგორ, უკვე გაბრიელის იმედით სავსე თვალებს რომ შეჰყურებდა და წყნარდებოდა. (12)
-ისე ამბობ თითქოს ზუსტად იცოდე_მზერის დასამალად ისევ ფანჯარას გახედა ლილუმ.
-რატომაც არა? ახლა ჩვენთან ხარ, ხომ იცი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოწმე ხარ, ყველანაირად ვეცდებით დაგიცვათ.
-ხო, მნიშვნელოვანი მოწმე_უხერხულად შეიშმუშნა გოგო, -ჯობია წავიდე მოვემზადო_უხერხული ღიმილით აუარა ბიჭს გვერდი და ოთახში შეიკეტა.
ფიქრები ჯერ კიდევ ერთმანეთში არეოდა გაბრიელს, მაგრამ მთავარ აზრს არც უხვევდა და არც კარგავდა, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ქონოდა ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ლილუ დამნაშავე იყო, თვითონ კი გამომძიებელი, რომელმაც დამნაშავე დაიჭირა. ეს ის ფაქტები იყო, რომლებსაც ვერსად გადამალავდა.
-დედიკო გააბრაზე თუ ასე მალე რატო დაიშალეთ? ხელებ აფარებული შემოვედი, რავიცი მაინც რამე პიკანტური სცენისთვის არ მომესწრო, ჯერ პატარა ვარ მასეთებისთვის_ფიქრებშ გართულს იოანე წამოდგომოდა თავზე და ხითხითით უთამაშებდა თვალებს.
-სულ მაინტერესებდა ოდესმე, აი რამდენი წლის არ ვიცი, მაგრამ ოდესმე თუ დაჭკვიანდებოდი.
-მერე ძამიკო რა განაჩენი გამომიტანე?
-დღეს საბოლოოდ გადამეწურა ყველანაირი იმედი შენი გაზრდის_თმები აუჩეჩა უნცროს და მასსავეთ წარბების თამაშით გავიდა სამზარეულოდან, თუმცა კარზე ზარმა გეგმები შეუცვალა და აიძულა სააბაზანოს ნაცვლად შემოსასვლელისკენ წასულიყო.
-თამარ_ამოოხვრას გავდა მისი ხმა.
-ხო, უკვე დიდები ხართ და დედის დაძახება არ გეკადრებათ? ვინ მოგცა უფლება საავადმყოფოდან წამოსულიყავი? ან მე არ უნდა მცოდნოდა? გაბრიელ, იცი რომ ოჯახი გყავს, რომელიც შენზე ნერვიულობს და უპასუხისმგებლოდ იქცევი?_თვალები ავად უელავდა ქალს
-ვიცი დე, მაპატიე_ხმა დაიტკბო ბიჭმა და თვალების ციმციმით დახედა დედას.
-ღმერთო ამ ბიჭმა აფირისტობაც რა კარგად შეგასწავლა_უკვე მოთაფლულმა აკოცა შვილს და ჩანთა დივანზე დადო, -სად ბრძანდება?
-ჩემი მოკრძალებული სალამი მსოფლიოს უმშვენიერეს ქალბატონს, როგორ ბრძანდება ქალბატონი დედა?_სამზარეულოდან ხელებ გაშლილი მოემართებოდა იოანე.
-არა რა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, ვერაფერიც ვერ გისწავლია_ღიმილით გადაეხვია მეორე შვილს უკვე საბოლოოდ მოთაფლული ქალი.
-დედა, ჩვენ გავდივართ_ძმას გადახედა გაბრიელმა და ეცადა ენიშნებინა, თუმცა კარში გამოჩენილმა ლილუმ ეს საშუალება მაშინვე მოუსპო.
-ამ პერანგს დავიტოვებ რა, გამოსაცვლელი ჯერ კიდევ........ ამ, გამარჯობათ_უცებ გაჩუმდა თვალებ გაფართოებული ქალის დანახვაზე და კარებთანვ შედგა, აშკარა მსგავსებით მიხვდა ვინც იდგა მის წინ.
-ეს ვინ არის?_არც ფარავდა თამარი როგორც ათვალიერებდა გოგოს.
-ჩვენი სტუმარია დედა_მაშინვე შუაში ჩადგა გაბრიელი.
-რომელსაც შენი პერანგები აცვია?_წარბები აწია ქალმა.
-უბრალოდ მოწმეა დედა, საქმეში გვეხმარება და რამდენიმე დღით თავშესაფარი სჭირდებოდა_სიტუაციის გამოსწორება სცადა იოანემ.
-და მეტი ადგილი ვერსად ნახეს ორ უცოლო ძმასთან გამწესების გარდა? მოიცა, რომელი საქმის მოწმე? მის გამო დაგჭრეს?_უკვე აშკარა იყო დედის ხმის ტემბრის შეცვლა.
-მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, კარგი? გპირდები დღეს ან ხვალ მოვალ და ყველაფერს აგიხსნი_გული შეუტოკდა გაბრიელს კარებთან აწურული გოგოს დანახვისას.
-წარმატებებს გისურვებთ_გამწარებულმა დასტაცა თამარმა ჩანთას ხელი და გასვლამდე კიდევ ერთხელ აათვალიერა პერანგის წვალებით დაკავებული გოგო.
-არაუშავს, რძალ-დედამთილები ხშირად ჩხუბობენ ხოლმე_თვალი ჩაუკრა იოანემ და ძლივს შეასწრო ოთახში აღრიალებულ გაბრიელს.

აღმოსავლეთში წვიმა გადაღებას როგორც ჩანდა არ აპირებდა, ისევ წვეთების წკაპუნში უწევდა გიორგის დაძინება და მისი მოთმინების ფიალაც ნელნელა ივსებოდა. სანდრო არხეინად ცხოვრობდა, ყველაფერი გამზადებული მოუდიოდა, არც ქალების ნაკლებობა ჰქონდა, ყველას სხვადასხვა სახელით და გვარით ეცნობოდა და ისეთ ისტორიებს თხზავდა მაღლაფერიძეც კი დაიჯერებდა.
-გიორგი, რაღაცას არ მეუბნები_გვერდით გადადო ერთ საღამოს სიგარეტი და თვალი გაუსწორა მეგობარს.
-ახლა ისევ ნუ დაიწყებ_დაძაბულმა აირიდა მზერა სტუმარმა და ტელევიზორს ხმა აუწია.
-ხომ იცი რომ გიცნობ, მომიყევი რა გაწუხებს, ერთი კვირაა აქ ხარ და წესიერად ხმაც არ ამოგიღია.
-უბრალოდ ხასიათზე არ ვარ, თან ასე მოშორებით და წყნარ ადგილას პირველად ვარ_კიდევ სცადა პასუხის არიდება
-გიორგი, ...........
-ჯობია შენ მითხრა რას აპირებ_ჭიქა მიიყუდა და შემდეგ გაბედა მეგობრისთვის გაეხედა.
-მაგალითად რაზე_დივანზე გადაწეული თავით გამოუშვა კვამლი სანდრომ.
-სულ აქ ხომ არ დარჩები? ქუთაისში დაბრუნებაზე.
-იცი რა ძმაოო? მაგაზე ბევრი ვიფიქრე, მოკლედ დაბრუნებას ვფიქრობ _ზარივით დარეკა გიორგის თავში ამ სიტყვებმა?
-სად ბიჭო?_ლამის გაეპარა ხმა
-სახლში, როგორც შენ თქვი ეს ტყუპებიო ვინც არიან ახლოს მოვიდნენო, ანუ არ არიან ხელ წამოსაკრავები, თან ლილუც მაგათთან მუშაობს, ხოდა დავბრუნდები რა, მივალ, მოველაპარაკები, ჩემზე არაფერი აქვთ რომ დამიჭირონ და ჩემი მიხმარებით თუ ნაგაზი დავაჭერინე თავის ბახალათი დასამალი აღარაფერი მექნება_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და აღელვებულ მეგობარს ეჭვით გადმოხედა.
-ანუ ბრუნდები_კანკალით მოისვა ხელი გიორგიმ დაცვარულ შუბლზე და კიდევ ერთი ჭიქა არაყი გადაუშვა ხახაში.


-თქვენი სრული სახელი და გვარი_ოფიციალურად ჟღერდა იოანეს ხმა
-ლილუ ნემსიწვერიძე.
-რა შეგიძლიათ უთხრათ გამოძიებას აღნიშნულ სამესთან დაკავშირებით?
-ყველანაირი ის ინფორმაცია, რაც კურიერს მოეპოვება, სახელები და გვარები, ვისთანაც მქონდა კავშირი და ვისაც ვაწოდებდი ტავარს, ასევე ინფორმაცია როგორ ხდება მიწოდება, ოღონდ რასაკვირველია იმ პირობით თუ გამათავისუფლებთ და შესაბამისი დაცვა მექნება.
-თქვენი მოთხოვნები თავიდანვე გასაგები იყო, რომელზეც დავთანხმდით, ამიტომ უბრალოდ აიღეთ კალამი და ფურცელი, ჩამოწერეთ სახელები და გვარები და მოგვიყევით როგორ ხდებოდა თქვენს შემთხვევაში ტავარის გავრცელება_კამერა არ შეიმჩნია ისე გაიმკაცრა გაბრიელმა ხმა და წინ გადაიწია.
-პიონერთა პარკში, _დიდი ნერწყვი გადაეყლაპა ლილუს. -შუადღის სამ საათზე მივდიოდი, რომ ნაკლები ხალხი ყოფილიყო, პაკეტი ჩვეულებრივ ნახატებიან ცელოფანში იყო გახვეული, მითითებულ სკამზე ვჯდებოდი და ველოდებოდი.
-ერთმანეთს რატომ ხედავდით? ამ დროს ხომ უკეთესია თუ უცნობები იქნებიან?_გაკვირვება ჩანდა იოანეს ხმაში.
-მე ფულს თუ არ ჩამაბარებდნენ უფლება არ მქონდა შემცვლელი წამალი დამეტოვბინა_გაბრიელს ამოხედა საცოდავი სახით გოგომ.
-ყველანაირი ინფორმაცია დაგვჭირდება წერილობით._პირქუში სახით გაწია ფურცელი ბიჭმა ლილუსკენ და ოთახი დატოვა.

რამდენიმე საათი შეაყოვნეს ლილუ განყოფილებაში, ინფორმაცია საკმაოდ ბევრი იყო, ვინაობაც რამდენიმე დილერის უპრობლემოდ ჩააბარა გამომძიებლებს და რატომღაც ცოტათი გულზე მოშვებაც იგრძნო, ერთადერთი რაც მოსვენებას არ აძლევდა მაღლაფერიძის გაქრობა იყო, ვერ მოისვენებდა სანამ ის ნაბი*ვარი ციხის კედლებში არ იქნებოდა გამოკეტილი, იქნებ მაშინ მაინც შეწყვეტილიყო ღამის კოშმარები. მასთან დაკავშირებული ფორმალობების შემდეგ ჯერი ძმებზე დადგა, რადგან ჯერ სახლის გასაღები არ ქონდა და დიდად არც მისამართის დამახსოვრებით მოუკლავს თავი, გადაწყვიტა დალოდებოდა და უსაფრთხოდ წასულიყო მათთან ერთად. უკვე დაღამებულიყო განყოფილების კარი რომ მოიხურეს და გარეთ გამოვიდნენ .
-სადმე ხომ არ გავიდეთ?_ჩუმად გამოყოლილ წყვილს გახედა იოანემ.
-მე დასვენება მირჩევნია_მანქანას სიგნალიზაცია გამოურთო გაბრიელმა.
-მეც_მალევე აყვა ლილუც.
-დედიკო და მამიკო ისვენებს, შვილი გასართობად მიდის_სიცილით გამოაღო კარი ბიჭმა, თუმცა მალევე მიაკეტინეს. წინ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახმახი ედგა და უემოციოდ უმზერდა.
-მანქანა გელოდებათ_დაბურულ მინებიან მერსედესზე მიუთითა, რომელიც იქვე უკვე დაქოქილი იცდიდა.
-იცით მაინც ვის ელაპარაკებით?_იარაღისკენ წაიღო ორივე ტყუპმა ხელი.
-რასაკვირველია, ბატონო იოანე, ბატონო გაბრიელ, ქალბატონო ლილუ_თავი დაუკრა კაცმა -გთხოვთ, წამობრძანდეთ, სტუმრად ხართ მიწვეული, არაფერი ზედმეტი.
-მეტი არც არაფერი მინდა რამე ზედმეტი იყოს_მალევე გადაწყვიტა გაყოლა გაბრიელმა და მაშინვე ამოუდგა უკან ორივე თანმხლები. -აბა, გავიცნოთ ერთმანეთი რომელი მიბარებ_ჩუმად ჩაილაპარაკა და მანქანაში მალევე დაჯდა. (13)

გზა დიდ ხანს გაგრძელდა, გაბრიელი ფანჯარას თვალს არ აცილებდა და თთოეულ მოსახვევს იმახსოვრებდა, იოანე ლილუსთან საუბარში იყო გართული, თუმცა დაკვირვებული თვალი მასაც შეამჩნევდა ფანჯარაში ხშირ ყურებას. აღარ ფიქრობდა გაბრიელი სად მიდიოდა, რა ადგილიც არ უნდა ყოფილიყო საბოლოო დანიშნულება ახალი ამბავი გაირკვეოდა და ინფორმაციას მიიღებდა, ეჭვი თავიდან ყველაზე ქონდა, თუმცა ახლა მის სიაში მხოლოდ ერთი სახელი დარჩენილიყო და ეჭვიც არ ეპარებოდა მის სიმართლეში.
-ხოო, უბრალო კაცთან ნამდვილად არ გვაქვს პაემანიი_სტვენით ახედა უკვე ადგილზე მისულმა იოანემ სასახლისხელა სახლს.
-გეგონა ისეთი უბრალო იქნებოდა ორ ოთახიან სახლში იცხოვრებდა?_ჩაეცინა გაბრიელს.
-ნუ ასეთ გიგანტსაც არ ველოდი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ლილუს გადმოსვლაში დაეხმარა.
სახლის მთავარი კარები ღია დახვდათ, შიგნიდან მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა ისმოდა, უამრავი ადამიანი შეყრილიყო სასტუმრო ოთახში და ღიმილით დნებოდნენ ერთმანეთის დანახვაზე.
-გამოცვლა მაინც მომესწრო_ვითომ დანანებით დახედა იოანემ ჯინსის შარვალსა და პერანგს.
-ხო სულ საცეკვაოდ მოგვიწვიეს_ხალხს გადახედა გაბრიელმა და მათკენ წამოსულ დაცვის ერთ-ერთ წევრს ახედა.
-წამობრძანდით_დერეფნისკენ მიუთითეს და ისინიც მორჩილად გაყვნენ უკან. ახლა უკვე დარწმუნდნენ, რომ შეხვედრის ინიციატორს ნამდვილად მხოლოდ დალაპარაკება სურდა და ასეთი გარემოც მათ ამაში დასარწმუნებლად შეარჩია.
სამივე კაბინეტის მაგვარ ოთახში შეიყვანეს, ძველებურ მაგიდასთან ტყავის დიდი სავარძელი მოეთავსებინათ, მის წინ კი ორი დიდი თანამედროვე პატარა დივნები, მარჯვენა მთლიანი კედელი წიგნების კარადისთვის დაეთმოთ, მარცხნივ დიდი სურათის ქვეშ სასმელების პატარა მაგიდა მოჩანდ, მაგიდის უკანა მხარეც წიგნებით იყო დაფარული, მეოთხე კედელი კი ორი დიდი ფანჯრით იწონებდა თავს, რომელიც საოცრად უხდებოდა ინტერიერს. ხედი ეზოსი მოსჩანდა, რაც კიდევ ერთი პლიუსი იყო, ასეთი სილამაზე თუ არსებობდა ამ ქვეყნად ვერც ერთი წარმოიდგენდა, მთელი ეზო ფერადი ყვავილებით დაეფარათ, ლამის ისეთი ფერიც კი მიეღოთ ცისარტყელაში რომ არ არსებობდა, იოანემ ვერ მოითმინა და ფანჯრის გამოღებასთან ერთად ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვიდა მაშინვე აივსეს ფილტვები. გამწვანებული ტყის ფონზე იმდენად სასიამოვნოდ ჩანდა ეს სცენა სტუმრები ავტომატურად დააყენა დადებით განწყობაზე.
-გამარჯობათ, მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, ამდენ სტუმარზე თავის დაღწევა ცოტა ძნელია_რატომღაც მასპინძელზე მათი მოლოდინები არ გამართლდა და ცივი, გამყინავი ხმის ნაცვლად, ახალგაზრდა საკმაოდ თბილი ბარიტონი გაისმა. კართან 30ს არ მიტანებული ყმაწვილი იდგა, საკმაოდ სიმპატიური, კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილს შესაფერისი ფეხსაცმელი მთელი ნათებით უბრწყინავდა, არც სახე იშურებდა გულთბილ ღიმილს და თითებით მთელი მონდომებით იწვალებდა არათითზე წამოცმულ ბეჭედს.
-აქ მოპატიჟება უფრო ზრდილობიანადაც შეიძლებოდა_მაშინვე ნაბიჯი გადადგა გაბრიელმა.
-მაპატიეთ თუ დაცვას ზედმეტი მოუვიდა, უბრალოდ გავაფრთხილე ყველაფერი იმდენად სწრაფად მომხდარიყო, რომ თქვენს მოთვალთვალეებს ვერაფერი გაეგოთ_შავი თვალები მოავლო მასპინძელმა სამივეს.
-ანუ ის ხალხი, თავიდან რომ გამოყოლა სცადეს თქვენი არ არის?_ჩაეკითხა მაინც გადასამოწმებლად იოანე.
-დაკვირვებული ყოფილხართ, რა თქმა უნდა არა, მე აქ თქვენთან საუბარი მინდოდა და არა ბრძოლის გამართვა_მაგიდასთან დაიკავა ადგილი ბიჭმა და მათაც დივნებზე მიუთითა, უდარდელად მიუჯდა ლილუ გაბრიელის დივნის სახელურს და ბიჭის უხერხულობა არაფრად ჩააგდო.
-თუ სწორად მახსოვს გაცნობით უნდა დავიწყოთ_ერთი სული ქონდა გაბრიელს ბიჭის სახელი და გვარი გაეგო.
-მოდი ამჯერად ასე დავტოვოთ, არამგონია აქედან გასუილებს ჩემი ვინაობის დადგენა გაგიჭირდეთ, ან ვერ მიხვდეთ ვინც ვარ, მთავარი თქვენი აქ მოსვლის მიზეზია, მინდა გულახდილად ვისაუბროთ_წინ გადმოიწია ბიჭი და ორივე ტყუპს თვალებში ჩახედა.
-გისმენთ ბახალა_თავი ღიმილით დაუკრა გაბრიელმა და საპასუხოდაც ღიმილი მიიღო.
-მე არც რამეს ვადასტურებ და არც უარვყოფ, ყველას მსგავსად სახელი და გვარი მეც მაქვს, შეიძლება ზედმეტსახელიც, წარსულიც, თუმცა ამჯერად ჩემს მომავალზე მინდა ფიქრი და საუბარი, ნაგაზთან ჩემი დაპირისპირება წლებს მოიცავს, ახლა კი მინდა პირადად თქვენ იცოდეთ, რომ რადგან ძლიერი თანამოზრე გამომიჩნდა მე საქმიდან გავდივარ.
-ძლიერი თანამოაზრე? კიდევ ვინმე ახალი ნარკომოვაჭრე?_მობეზრებული გაუხდა სახე იოანეს.
-არა, თქვენ გგულისხმობთ, ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ისიც კი არავინ იცის ვინ ვარ და რას ვაკეთებ, დღეიდან ჩემთვის ყველაფერი თავიდან იწყება, თქვენ კი საშუალება გაქვთ ისეთი კარიერა და სახელი მოიპოვოთ, რომელზეც ვერც იოცნებებდით, აი ის ყველაფერი რაც მე ნაგაზის წინააღმდეგ მოვიპოვე_ამ სიტყვებით ბიჭმა უჯრიდან მოზრდილი საქაღალდე ამოიღო და მაგიდაზე ხმაურიანად დაახეთქა, ტყუპების გაკვირვებული მზერა არ შეიმჩნია და ლილუს პირდაპირ თვალებში ჩახედა -მართალია წამლის ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ შენს ძმას გადაეცი ჩემთან მიმართებაში მაინც ფრთხილად იყოს, სადმე ფეხი არ დაუცდეს თუ დაბრუნებას გადაწყვეტს.
-იცი სადაც არის?_ხმა დაეძაბა გოგოს.
-რა თქმა უნდა, არც არასდროს დამიკარგავს, თუმცა არაფერში მჭირდებოდა და შევეშვი_ხელი აიქნია ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.
-ამ გადაწყვეტილებამდე რამ მიგიყვანა? თითქმის 30 წელია შენი მშობლების შურისძიება გინდა და ახლა უცებ თავს ანებებ?_მაინც ვერ მოითმინა გაბრიელმა.
-შური უკვე ვიძიე_ბოროტად გაეღიმა ბახალას -მაგასაც მალე გაიგებთ, დანარჩენი კი აღარ მაინტერესებს, დღეს ჩემი ნიშნობაა, თქვენ წარმოიდგინეთ და ქალი ვიპოვე, რომელიც ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია და არ მინდა რომელიმე ჩვენგანმა ჩვენი ოჯახის ბედი გაიზიაროს, მინდა ჩემი შვილი პირადად აღვზარდო და მისი ზრდასრულობის თითოეული წამის მოწმე ვიყო, რაოდენ ბანალურადაც არ ჟღერდეს ხოცვა-ჟლეტას ოჯახი მირჩევნია და საქართველოდან მივდივარ, ნაგაზი ამიერიდან თქვენთვის დამითმია_წინ გააჩოჩა საქაღალდე და სტუმრებს ანიშნა შეხვედრა დასრულებულიაო.
-და რა? გინდა ყველაფერი ხახვივით შეგრჩეს რაც გაგიკეთებია?_იოანეს ხმა მისწვდა კარისკენ წასულ ლილუს.
-რომ იცოდეთ როგორი ცხოვრებაც გამოვიარე არ შემეკითხებოდი, ალბათ ღმერთმა იცოდა რასაც გავაკეთებდი და წინასწარ მომიზღო ყველაფრისთვის, არ იდარდოთ, უკვე საკმაოდ დავისაჯე, ახლა კი უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მინდა._დადაბლებული ხმით დააბოლოვა მასპინძელმა და ისევე გაქრა კარში როგორც გმოჩნდა.
-ნაბი*ვარი, იცის რომ ვერაფერს დავუშავებთ და დიდ გულზეა_გაბრაზებული ჩანდა იოანე.
-მე მომეწონა, რაღაც საოცარი სითბო მოდიოდა_მხრები აიჩეჩა ლილუმ. გაბრიელი კი ფიქრებში ჩაფლული საქაღალდით ხელში ჩუმად მოყვებოდა უკან მოკამათე წყვილს.

ისევე დააბრუნეს ქალაქში, როგორც წაიყვანეს, მართალია გზა და მისამართი ორივე ტყუპმა ზეპირად იცოდა, მაგრამ დარწმუნებული იყვნენ უკან დაბრუნებულები ვერავისაც ვეღარ იპოვიდნენ, ამიტომ ახლა პრიორიტეტული წამოღებული საქაღალდე იყო. უკვე ბინას უახლოვდებოდნენ გაბრიელის ტელეფონი რომ აციმციმდა.
-დედაა_ამოიხვნეშა ბიჭმა და ძმას გადახედა.
-აუ წადი რა დაელაპარაკე, თორემ ხომ იცი კიდე დაგვადგება_ლილუსკენ მიანიშნა ბიჭმა და საპასუხო თავის დაქნევაზე მხოლოდ გოგოს გაუძღვა ბინისკენ.
-იოანე, ფრთხილად იყავი, სავარაუდოდ ნაგაზმა უკვე იცის საქაღალდის შესახებ_ჩამოწეული ფანჯრიდან გააფრთხილა ძმა და მის თავის დაქნევაზე ისევ დაძრა მანქანა დედის მიმართულებით. ამოიხვნეშა და სახეზე ხელის ჩამოსმით მთელი ძალით ეცადა გამოფხიზლებას, წინ საკმაოდ დაძაბული და სერიოზული საუბარი ელოდა, რომლის ხასიათზე ნამდვილად არ იყო. ეს კი საქმეს აშკარად აფუჭებდა.


-ანუ დაბრუნება ასე სერიოზულად გადაწყვიტე?_სუნთქვა შეკრული უყურებდა კარებიდან გიორგი უკვე ჩალაგებულ ჩემოდანზე დაყრდნობილ სანდროს.
-როდის იყო ტყუილა ლაპარაკი მიყვარდა_ჩემოდნის დაკეტვას მორჩა ბიჭი და იქვე ჩამოჯდა.
-მეგონა იცოდი შენ დაბრუნებას რაც მოყვებოდა_მხრები აიჩეჩა მაღლაფერიძემ.
-ამ ქვეყნად მხოლოდ ჩემი და დამრჩა, გგონია ვერ ვხვდები რაც გავუკეთე? დრო მოვიდა ის ამაგი რაც მისგან მახსოვს უკან დავუბრუნო.
-ახლა გახდი სამაგალითო ძმა?_ხელი სიცილით წაიღო უკან გიორგიმ.
-სწორია, უკვე ყველაფერი დავიგვიანე, მაგრამ არც იმდენად სულელი ვარ შენ რომ გგონია_იარაღის ამოღბა დაასწრო სანდრომ და მაშინვე ხელების აწევა უბრძანა.
-რას აკეთებ?_გაკვირვებული სახე მიიღო გიორგიმ დამიზნებული პისტოლეტის დანახვაზე.
-ყოველთვის ვამჩნევდი შენ მზერას ნაბი*ვარო როგორც უყურებდი ლილუს, მაგრამ მეკიდა რადგან მეგონა მასაც მოწონდი, ახლა ისეთი რაღაც მიქარე, რომ აქ გადმოიხვეწე და გირჩევნია მე, ერთადერთი ბავშვობის მეგობარი მომკლა მაგ უკან დამალული იარაღით ვიდრე ჩემი უკან დაბრუნება დაუშვა. ახლავე ამოღერღე ჩემ დას რა გაუკეთე_ზიზღი გაუკრთა სანდროს თვალებში და მეტი დამაჯერებლობისთვის იარაღის დამცავი გადაწია.
არც ის და არც დედის ბინის კარებზე მოკაკუნე გაბრიელი არ უშვებდა იმ აზრს, რომ სწორედ იმ წუთებში, მათი ოჯახის წევრები იმაზე დიდ საფრთხეში იყვნენ, როგორიც საერთოდ ვერც კი წარმოედგინათ და სწორედ ახლა ჭირდებოდათ მათი დახმარება. (14)

წყნარ ქუჩებში მოძრაობდა გაბრიელის შავი მანქანა, რამდენჯერმე გაიფიქრა სანამ მივალ მოვიფიქრებ რა უნდა ვუთხრაო, თუმცა იცოდა ადგილზე მისული ყველა სიტყვა გაფრენილი იქნებოდა გონებიდან და უფრო დაიბნეოდა, ამას ჯობდა დედის შეკითხვებისთვის მოესმინა და პასუხები ისე გაეცა. მძიმედ დააკაკუნა რკინის კარებზე და ღრმა ამოსუნთქვით მოემზადა არასასიამოვნო საუბრისთვის. კარი მალევე გაიღო, თამარს დროის შესაფერისად უკვე საღამური ჩაეცვა და სხეული ფუმფულა ხალათით დაეფარა. თითქოს გაეღიმა შვილის დანახვაზე, მაგრამ შეძლო მკაცრი სახის შენარჩუნება და უსიტყვოდ შეატარა გაბრიელი.
-ასე გვიან აღარ გელოდი_სიცივე დატყობოდა ქალის ხმას.
-ახლა გავთავისუფლდი და ვარჩიე მალევე დაგლაპარაკებოდი_დივანზე მოკალათდა ბიჭი და ხელით ანიშნა დედას დამიჯექიო.
-არ მეტყვი რა ხდება გაბრიელ?_ნიღბის გარეშე მიუჯდა ამჯერად თამარი.
-არაფერი არ ხდება დედა, როგორც ყოველთვის აზვიადებ, იმ გოგოს დახმარება სჭირდებოდა, დაცვის გარეშე ჩვენებას არ გვაძლევდა, ჩვენთვის კი მისი ალაპარაკება მნიშვნელოვანი იყო. რაღაც პერიოდი დახმარებას გავუწევთ და შემდეგ წავა.
-და აუცილებელი იყო თქვენთან ჩასახლებულიყო სახლში? რადგან ბევრი იცოდა ესეიგი ისიც გარეულია, როგორ წარმოგიდგენია ორ გამომძიებელთან მისი თანაცხოვრება?
-დედა, შენ რა გაწუხებს, ჩვენთან რომ ცხოვრობს, დამნაშავე რომ არის თუ ქალი რომ ცხოვრობს ორ უცოლო ძმასთან?_მაინც გამოიჭირა ფრთხილი თამარი და ლოყებიც აუწითლა სირცხვილისგან.
-რა თქმა უნდა ბოლო_ამოიხვნეშა ქალმა -რომელიმეს რომ მოგეწონოთ? იქნებ იოანეს უკვე მოწონს? ღმერთო ის ისეთი გულუბრყვილიოა, მოწონს არა? მიტო წამოიყვანეთ.
-არა დედა, სულ გაგიჟდი? იოანე სულელი სულაც არაა, ხომ არ გავიწყდება ტოლები ვართ_ჩაეცინა ბიჭს.
-აბა შენ მოგწონს?_გამომცდელად დააკვირდა თამარი.
-დედა, გეყოფა, შეგიძლია მშვიდად იყო, კიდევ ცოტაც და ყველა თავის გზაზე წავა._უნებურად დაღონდა გაბრიელი და თვალებიც გაუფართოვა ქალს.
-ღმერთო ჩემო_უნებურად შიცხადა პირველად დანახული ასეთი შვილი -შენ ხომ ......
-რა? ყოველთვის წესიერი და სამაგალითო ვიყავი? ხოდა იმედი გაგიცრუე ძვირფასო დედიკო, თურმე მეც მემართება სასწაულები_სიმწრით გაეცინა ბიჭს და რატომღაც მოუნდა დედისთვის გული გადაეშალა.
-გაბრიელ, მე..... არც კი ვიცი რა გითხრა_ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა თამარი, -დარწმუნებული ვარ ის სიტყვები რაც ენაზე მადგას დიდი ხანია უკვე შენი თავისთვის ნათქვამი გაქვს.
-ამიტომაც გეუბნები დედა, რომ მშვიდად იყო.
-მაგრამ, ........._სათქმელი სიტყვები გაბრიელის ტელეფონმა შეაწყვეტინა მოწყენილ თამარს.
-გისმენთ?
-გაბრიელ, შვილო, ნაზი ვარ ქვედა სართულიდან.
-დიახ, გისმენთ ნაზი დეიდა.
-შვილო ხომ კარგად ხართ? ხომ მშვიდობაა ჩვენ თავს? ისეთი ხმაური იყო შემეშინდა.
-რაზე ამბობთ ნაზი დეიდა ახლა სახლში არ ვარ და არაფერი ვიცი_წარბები შეეკრა ბიჭს.
-შვილო რამდენიმე წუთის წინ დიდი ხმაური იყო, ერთი გასროლის ხმაც, ახლა ყველაფერი ჩაწყნარდა და მიტო გავბედე დარეკვა, შემეშინდა რამე უბედურება ხომ არაა ჩვენ თავსთქო.
-ახლავე მოვდივარ ნაზი დეიდა_დედის ძახილს ყურადღება აღარ მიაქცია გაბრიელმა ისე გაიხურა კარები, ვერც მიხვდა როგორ აღმოჩნდა მანქანაში, როგორ დაქოქა, როგორ გაიარა გზა სახლამდე. გონს მოსვლა მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა სახლის კარი ლამის წიხლით შეაღო და იატაკზე დაგდებული სისხლიანი ძმა დაინახა.


-დარწმუნებული ხარ რომ სროლას შეძლებ?_ნიღაბი ჩამოიხსნა სახიდან გიორგიმ და ცინიკური სახით ახედა სანდროს.
-თითქმის_ოდნავ ეჭვი ჟღერდა საპასუხოდ.
-ორივემ კარგად ვიცით, რომ მკვლელი არ ხარ_სიგარეტს გაუკიდა გიორგიმ, თითქოს სულაც არ ნერვიულობდა.
-მართალია, მკვლელი არ ვარ, მაგრამ ჩემი დისთვის .....
-ოჰ, კარგი ერთი, ვის ატყუებ_ხელი აიქნია ბიჭმა -რომელი დისთვის? ფულის გამო ნარკო მოვაჭრეს რომ მიუგდე? მე კი გასა*იმად მომიგდეს და გავ*იმე კიდეც_მხრები აიჩეჩა გიორგიმ.
-ვერ გავიგე?_თვალები გაუდიდდა სანდროს.
-ხო რა? მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რა? ვერ მოვერეოდი?_ჩაეცინა მაღლაფერიძეს და ბავშვობის მეგობარს მზერა თამამად გაუსწორა, -ბავშვობიდან მევასებოდა, ყოველთვის მინდოდა, მე კი შანსი არ გავუშვი, ქალიშვილი ჩამბარდა იციი?_ხარხარი დაიწყო გიორგიმ -ეტყობა ვინმე განსაკუთრებულს ელოდა და მივედი კიდეც, ვერავის დააბრალებ, თავად ჩამიგდე ხელში_ხელები გაშალა და ირონიულად გამოხედა „ბავშვობის მეგობარს“, ეს კი სწორედ ის იყო, რაც მის სახეს საბოლოოდ შეეყინა, რადგან სანდროს იარაღმა მთელი ხმით იგრიალა და სიზუსტიდ დაეჭედა ტყვია გიორგის შუბლზე.
-ნაბი*ვარო_ზემოდან დააფურთხა გამწარებულმა გვამს და უყოყმანოდ გადააბიჯა. გიორგის სხეული სამუდამოდ დარჩებოდა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის სახლში, სადაც დიდად შესაძლებელი იყო, რომ ვირთხებისა და მწერების ლუკმა გახდებოდა.


დედაქალაქში სიცხე სადღაც გადამალულიყო, წვიმას თავი გამოეჩინა და მთელი დღის მცდელობის შედეგად ქუჩები უკვე ბოლომდე დატბორილიყო, ჰაერში წვიმის, ნესტისა და მოწყენილობის სუნი ტრიალებდა. წვიმისგან გაბეზრებული ხალხი საძულველი ქოლგით ცდილობდა მშრალი დარჩენილიყო, ზოგი კი არაფერს უშინდებოდა მხიარულად მიაბიჯებდნენ სველები ტროტუარზე. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ღამის საათებშიც რთული იყო ვინმესთვის გვერდი აგევლო. ამ გადაჭედილ ტროტუარზე კი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა შავ კაპიუშონ წამოფარებული ბიჭი, რომელიც მალევე შევარდა ერთ-ერთი ბინის სადარბაზოში და ლიფტის ღილაკს დააწვა.
-როგორაა საქმე?_შესვლაც ვერ მოასწრო სასურველ ბინაში ფანჯარასთან მდგომი კაცისგან ცივად ნათქვამი სიტყვები რომ გაიგონა.
-საბუთები წამოიღეს._შიშისგან ხმა უთრთოდა ბიჭს.
-მოწმეები?
-დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს ჯერ, ვიცით რომ რამდენიმე გასროლა იყო, კავშირზე გამოსვლისას მხოლოდ ის თქვეს, რომ საბუთების აღება მოახერხეს._ნერწყვი გადაეყლაპა ახალგაზრდას.
-უჩემოდ ვერაფერს აკეთებთ არა?_უკან მობრუნდა კაცი და მაშინვე გაკრთა მის თვალებში ჩაბუდებული ნაპერწკლები. უხმოდ, თავჩაღუნული უსმენდა ამბის მომტანი და ცუდი გადაწყვეტილების მოლოდინში თვალები დაეხუჭა. -მაშ კარგი, რადგან უმაქნისების არმია მყოლია საქმეს თავად მივხედავ. ყველაფერი მოამზადეთ, ქუთაისში მივდივართ, ვნახოთ აბა ასე ვინ გადიდგულდა_კბილები გააღრჭიალა ნაგაზმა და უხმაუროდ დატოვა ბინა. (15)

რთული აღმოჩნდა გაბრიელისთვის ძმის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მაგრამ იმ რამდენიმე წამში ლამის მთელი ცხოვრება დაეკარგა. ყოველთვის ამბობდნენ და მასაც გაუგია, ტყუპები ერთმანეთს ბოლომდე გრძნობენო, მართალია არ სჯეროდა, მაგრამ იმ დროს მთელი გულით ნატრობდა სიმართლე ყოფილიყო. რატომ ვერ მიხვდა? წინასწარ რატომ ვერ გათვალა? არ ეკადრებოდა ასეთი საბუთები მარტოებისთვის გამოეყოლებინა, ნაგაზს ხალხი ყველგან ყავდა, რასაკვირველია მაშინვე გაიგებდა მათ არსებობასაც და მოპოვებას მოინდომებდა. ამ ყველაფრის გაფიქრებისთვის 10 წამიც არ დაჭირდა, მაშინვე ძმის სხეულს მივარდა და აკანკალებული ხელით მოუსინჯა პულსი. ფეთქავდა! იოანეს გულს სისხლი ჩვეულებრივ მიეწოდებოდა. იმდენად დიდი იყო შვების შეგრძნება ხმამაღლა ამოისუნთქა ბიჭმა და სასწრაფოში დარეკა. განძრევა აუკრძალეს და მხოლოდ ის შეძლო სახეზე ხელების დადებით გამოფხიზლება ეცადა.
-რა გულს მიხეთქავ იოანე, ესაა მთელი ცხოვრება სისხლი უნდა გაგიშროო? ოღონდ გამიშრე და ხმის ამომღები არ ვარ_სიმწრისგან გაბზარული ხმით საუბრობდა ბიჭი.
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ_ლამის ჩურჩულით გაისმა ძმის პასუხი და გაბრიელისთვის ეს იმდენად სასიხარულო იყო არც კი უცდია ცრემლის დამალვა.
-ესაა მაგარი ბიჭი ვარო? ასე იოლად დაგაწვინეს?_სიყვარულით უსმევდა თავზე ხელს.
-როგორ გეკადრება? არ შეგარცხვინე და ერთი მეც დავჭერი, აქ როდემდე უნდა ვეგდო გვერდები გამიცივდა_წუწუნიც მალე დაიწყო
-იოანე ლილუ?_მეორედ გაებზარა ხმა გაბრიელს.
-ჯანდაბა, ლილუ, სამზარეულოში იყო რომ შემოცვივდნენ_ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მითთებული ოთახისკენ გაქცეულ ძმას მზერა გააყოლა, რამდენადაც ეს იატაკზე დაგდებულმა შეძლო.
-რახდება გაბრიელ? ცოცხალია? წაიყვანეს?_რამდენადაც შეძლო ხმის ამაღლება ისე დაუძახა მიმალულ ძმას.
სამზარეულოში კი გაბრიელს მეორედ გაეყინა სხეული, შესასვლელთან რამდენიმე გატეხილი თეფში იწონიდა თავს, როგორც ჩანდა ლილუმ ისროლა, მაგიდა გადაეყირავებინათ, მის უკან კი აშკარად მოჩნდა ქალის ძირს ჩაცურებული სხეული. მაშინვე მას მივარდა ტყუპიც და გული ტკივილისგან კიდევ ერთხელ შეეკუმშა, გახეთქილი ტუჩიდან ჯერ კიდევ სდიოდა გოგოს სისხლი, ცალი თვალი დალურჯებოდა და ჯერ კიდევ ახერხებდა ორგანიზმი ხელში დაკავებული დანა არ გაეშვა. მთელი ძალით ცდილობდა ალბათ თავდამსხმელის მოგერიებას და ვერც კი მიხვდა გაბრიელი ისე აივსო უეცრად მოსული სიამაყის გრძნობით. ასეც იცოდა! ლილუ სწორედ იმ ძლიერი ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლების უკან დახევაც თითქმის შეუძლებელია, რომელთაც ცხოვრების გამოცდები ვერ აშინებენ და არც ტკივილს ერიდებიან მიზნის მისაღწევად. მთელი გულით გაეღიმა გაბრიელს მისი ფიქრები რომ გამართლდა და მთელი სიფრთხილით მიიხუტა გულთან ქალის თხელი სხეული.
-ღმერთო რაღა მომკლავს აწი, რა გულისამაჩუყებელი სცენაა_ღიმილით ჩიფრუტუნა დივანზე მისვენებულმა იოანემ.
-ვინ გითხრა ადექიო?_წარბები შეეკრა უფროსს და საოცარი სიფრთხილით მიაწვინა ლილუ ძმის გვერდით.
-კარგი რა, გამეყინა გვერდები_ხელი აიქნია ბიჭმა, -თანაც მკლავში მომხვედრია და დიდი არაფერია.
-მაგ დიდი არაფერიდან ჯერ კიდევ თქრიალით გდის სისხლი_წარბშეკრულმა გადახედა გაბრიელმა ძმას და მოხსნილი ქამარი მთელი სიმწრით გადაუჭირა ბიჭს, მოყვა კიდეც ამ საქციელს მისი ზმუილი.
-ჰა, მოიყვანე ახლა გონს თუ ასე გათიშულზე უფრო წყნარად ტკბები? ვერაფერს იტყვი რომანტიულია_ხელის აქნევით მიეყრდნო დაჭრილი დივნის ბალიშს და სასწრაფოს ყვირილზე ამოისუნთქა. -გამაყუჩებელიც მომივიდააა.

უამრავი ადამიანი ირეოდა ახალი კლინიკის მისაღებში, ამ შუაღამითაც კი საავადმყოფო ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი იყო, რომელმაც საათი, დრო და ხასიათი არ იცოდა. მალევე ეგუება ადამიანი მისი ცხოვრება თავად რომ არ ეკუთვნის და ისიც არ იცის მეორე წუთს რა მოელის, ეს ადგილი ყველას აერთიანებს, არააქვს მნიშვნელობა დაავადებას, ასაკს, სქესს, აქ ცხოვრებაში ერთხელ ყველა ხვდება. შემდეგ გიწევს ამ სკამზე იჯდე და ილოცო, რომ გამოსულმა თეთრ ხალათიანმა, რომელიც შენ გვარს გამოაცხადებს, ცხოვრება არ წაგართვას, პირიქით შეგიმსუბუქოს და გითხრას, რომ ტყუილად არ გინერვიულია, რომ შენ ან შენიანი კარგად იქნებით. შესასვლელთან მჯდომი ახალგაზრდა გოგო კი აშკარა იყო ასეთ ამბავს ვეღარ მიიღებდა, გულამოსკვნი ტირილზე ეტყობოდა საშინელი ამბავი რომ გაგო და ჩაკეცილი ზლუქუნებდა. არანაკლებ შეშფოთებული სახით შევარდა ნენე და მაშინვე გაბრიელის ძებნა დაიწყო თვალებით. ხელებში თავჩარგული იჯდა ბიჭი და ისიც სხვებივით ელოდა განაჩენის გაგონებას.
-ვიცოდი, რომ ეს დღე ერთხელაც დადგებოდა_ცრემლმორეული გადაეხვია ბიჭს და შორეული ფიქრებიდან რეალობას დააბრუნა.
-არ ინერვიულო ნენე, იოანე კარგადაა, ხელში მოხვდა, თანაც გამჭოლი ჭრილობაა, უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა, გადაუსხამენ და გამოწერენ. ხუმრობის ხასიათზეც კია.
-ეგ ხუმრობის ხასიათზე სულაა_ჩაიფრუტუნა გოგომ და ცრემლები მოიწმინდა. -აბა ასე რატომ ხარ?_ეჭვით აათვალიერა ტირილამდე მისული ბიჭი.
-არა კარგად ვარ_ძალით გაიღიმა და უკან მინებში გზას გახედა -ლილუს ამბავსაც გავიგებ და მორჩა.
-გასაგებია_ახლა ნამდვილად გაეღიმა ნენეს და გვერდით მიუჯდა გაბრიელს. -მითხარი კიდევ რაღაც საქმე მაქვსო?
-მინდა იოანე წაიყვანო_პირდაპირ თვალებში შეხედა და საუბარი ისე განაგრძო -შენ არ გიცნობენ, თუ ვინმე აგედევნება მოშორება იცი, ოღონდ შენთან არა, ვიცი შეძლებ ისეთი ადგილის პოვნას სადაც ვერავინ მოიფიქრებს თქვენ ყოფნას.
-რა თქმა უნდა_დარწმუნებით დაუქნია გოგომ საპასუხოდ თავი.
-მაპატიე, ვიცი ბევრს გთხოვ მაგრამ....
-გაბრიელ, _წარბშეკრულმა გადახედა ტყუპს -იოანე მთელი ჩემი ცხოვრებაა, თუ საჭირო გახდება მის გამო მთელი ცხოვრებით გადავიხვეწები ნებისმიერ ადგილას. მეორედ მასეთი არაფერი მითხრა.
-ვიცი ნენე _გულწრფელად გაეღიმა ბიჭს და გვერდით მჯდომი ყურადღებით შეათვალიერა, ძლივს მოასწრო გაფიქრება როგორი იდიოტი ძმა ყავდა, რომ მოსაცდელში ექიმი გამოჩნდა. ყველა ფეხზე წამოიშალა თუმცა ექიმმა მხოლოდ ორი გვარი გამოაცხადა:
-ყიფიანი და ნემსიწვერიძე.
-დიახ, ჩვენ ვართ, როგორ არიან?
-თქვენი ძმა მშვენივრად, ორი მედდის ნომერი უკვე აქვს ყოველ შემთხვევაში_გაეცინა ექიმს და კეფა მოიქექა, -ნემსიწვერიძეს რაც შეეხება, თავზე ტომოგრაფია გადავუღეთ და ყველაფერი წესრიგში აქვს, უბრალოდ ჯერ კიდევ არ მოსულა გონს, ამიტომ სანამ გამოფხიზლდება დაველოდებით და შმდეგ გამოვუშვებთ.
-სხვა დაზიანებები?_უკვე მოძლიერებული ხმით იკითხა გაბრიელმა
-მხოლოდ გარეგანი, სხვა დაზიანებები არ აღენიშნება_თავი დაუკრა კაცმა და ისევ დერეფანში მიიმალა.

-კიდევ კარგი_სახე მოისრისა დამშვიდებულმა.
-სწორი ხარ, შენი ძმა მართლა ფორმაშია, ტყუილა გამისკდა გული_სიმწრისგან გაეცინა ნენეს.
-ყველაფერი კარგად იქნება_ თანაგრძნობით გაუღიმა ბიჭმა და მხარზე მოუსვა ხელი.

ისე უეცრად გაწვიმდა ქუთაისში ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, ლამის ოხშივარ ავარდნილი ქუჩები წამში დატბორა და დაამშვიდა წყალმა. ახალგაზრდებიც გაამხიარულა გამთენიისას და გუბეში მოხტუნავე ბავშვებითაც ახმაურდა გარემო. მხოლოდ ერთი ბიჭი იყო გაშეშებული მდგომი ბინის წინ და ლილუს ბინის ფანჯრებს შეჰყურებდა. ვერავინ მიხვდებოდა რას გრძნობდა, რადგან სახეზე კაპიუშონი ჩამოეფარებინა და მის ქვეშ შემალულიყო. ბოლო ნაფაზიც დაარტყა აკანკალებულ ხელში მოქცეულ სიგარეტს და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მიდამო.

-ამჯერად ორმაგად მძულს ეს ქალაქი_ზიზღით წაილაპარაკა ნაგაზმა და შავი ჯიპის ფანჯრიდან გადახედა მოძრავ ხალხს. -ჩემი ნება რომ იყოს თითოეულს გავაქრობდი აქედან_თვალს არ აშორებდა ტროტუარზე მოძრავ ფიგურებს.
-ბატონო სად მიგიყვანოთ პირველ რიგში?_მძღოლის გვერდით მჯდომი ბიჭი მოუბრუნდა და ხელში ტელეფონი მოიმარჯვა.
-ბინაში, ჯერ მასალებს ვნახავ იმ ყვავმა რა ამომიჩიჩქნა და შემდეგ იმ სამს მივხედავ, დიდხანს აქ დარჩენას არ ვაპირებ, ისედაც ვერ ვიტან ქალაქიდან გასვლას_ტუჩებ მოწკურულმა ამოილაპარაკა და მძღოლმაც მაშინვე გადაუხვა ნათქვამი მისამართისკენ.

ორი საათი მოუწია გაბრიელს კიდევ მოცდა, ამასობაში დიდი ხვეწნის შედეგად დროებით იოანე ნენეს გააყოლა და თვითონ ლილუს დაუწყო ლოდინი. რამდენიმე საათში ნატვრაც აუხდა და ქალის სანახავად წაიყვანეს, ისევ ფერმკრთალი იწვა ლილუ ლოგინზე და მოლოდინით აფახურებდა წამწამებს. გაბრიელის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა და გაეღიმა.
-როგორ ხარ?_ვერ მოითმინა ტყუპმა და მაინც მოეფერა ხელზე
-უკვე კარგად_ლამის თვალები მიეხუჭა გოგოს სიამოვნებისგან.
-მალე სახლში წავალთ_დასამშვიდებლად გაუღიმა გაბრიელმა და წამოდგომაში მიეხმარა.
-იოანე?
-კარგადაა, უკვე წაიყვანა ნენემ, ჩვენ ცალკე წავალთ. ცუდია მასალები რომ აღარ გვაქვს, ნეტა გადახედვა მაინც მოგვესწრო ზოგადად მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა რა ხდება_დამწუხრებულმა ამოთქვა გაბრიელმა, თუმცა ორ წამში ისევ გაეღიმა -არაუშავს, ჩვენც გავარკვევთ, მთავარია გადარჩით.
-ჩემი ტელეფონი სად არის?_ფეხზე უკვე მყარად იდგა ლილუ, -შენ გაქვს?
-კი, აი აიღე, ბინაში იყო და წამოვიღე, ცოტა ხნით იქ ვერ დავბრუნდებით. ვიფიქრე დაგჭირდებოდა_გოგოს გაუწოდა და საეჭვოდ დაფიქრდა გოგოს ქცევაზე. ლილუმ მაშინვე ხელი სტაცა აპარატს ჩართო და შიგნით ძრომიალი დაიწყო, რამდენიმე წამში კი სახეზე გამარჯვებულის ღიმილი აიკრა და გაბრიელს გამოხედა -არა რა, პროფესია არასწორად ავარჩიე.
-ვერ მივხვდი?
-ყველაფერი გვაქვს გაბრიელ, სახლში როგორც კი ავედით მე და იოანემ პირველ რიგში თავი დავიზღვიეთ_ტელეფონის ეკრანი შემოუბრუნა ბიჭს და ისიც გაბედნიერდა. მთელი ეკრანი ფურცლების ფოტოებით იყო დაფარული და საჭირო მხოლოდ მათი დაბეჭდვა და განხილვა იყო. არაფრის დაწყება მოუწევდათ თავიდან, პირიქით ყველაფერი ნაგაზის სამწუხაროდ დასასრულისკენ მიდიოდა.
-სად მივდივართ?_ლილუმ დაარღვია პირველი სიჩუმე.
-მოდი ჯერ საჭმელი მოვიმარაგოთ, რამენიმე დღით გაქრობა მოგვიწევს და დაგვჭირდება_სუპერმარკეტისკენ გადაუხვია გაბრიელმა და სადგომზე დააყენა მანქანა.
-როგორც იქნა შოკოლადებიი_პატარა ბავშვივით ბედნიერმა შესძახა ლილუმ და აღნიშნული დახლისკენ გავარდა.
-მოდი ჩუპა-ჩუპსაც გიყიდი_სიცილით გაყვა ბიჭიც უკან.
-ერთი სნიკერსიც, ესეც ჩემი ჩიფსებიი....._მხიარულად მიაგორიალებდა ურიკას გოგო და თითონაც გასრიალებას ცდილობდა, თან საკვების ჩაყრაც არ ავიწყდებოდა.
-ღმერთო ჩემო, რაღაც ადამიანურიც წამოიღე, იცოდე მშიერი აუტანელი ვარ_თითი დაუქნია გაბრიელმა.
-ჯანდაბას, აჰა გაყინული პიცა შენ_ენა გამოუყო გოგომ და მაცივარი დაკეტა.
-ცოტა ნაყინიც_ტუჩები მოილოკა ბიჭმა.
-ხალხი მაინც არ იყოს_ტუჩზე მიშტერებულმა ამოთქვა ლილუმ და მხოლოდ გაბრიელის სიცილის შემდეგ მოვიდა გონს.
-თორემ რას იზამდი?
-მაცივარში ჩაგტოვებდი, გაგრილება არ გაწყენდა_მთელი ემოციით დაეჭყანა ბიჭს და ურიკის სრიალი განაგრძო დახლებს შორის.
-პატარავ, ნატახტარის ლიმონათიც ხომ არ გინდა?_წარბების თამაშით დაანახა ბოთლი გაბრაზებულ გოგოს და სიცილით წავიდა სალაროსკენ.

ბედნიერი ატარებდა გაბრიელი მანქანას ბინამდე. ერთი სული ქონდა ოთახში დამჯდარიყო და ენახა იმ საბუთებში ასეთი რა იყო ნაგაზს გარისკვად რომ უღირდა. ლილუც მოუსვენრად იჯდა გვერდით და ნატკენ ტუჩს იწვალებდა. ვეღარ მოითმინდა გაბრიელმა და ქალს გადახედა:
-რამე გაწუხებს?
-არაა_დაბნეულმა ამოხედა ბიჭს.
-შეგიძლია მითხრა_ზასტავისკენ გადაუხვია მანქანამ.
-დედაშენს ელაპარაკე?_ფრთხილად ამოხედა გაბრიელს.
-ასე დაძაბული მიტო ხარ?_მელოდიური სიცილი გაისმა მანქანაში -ვესაუბრე, მაგრამ შენ რატომ გაინტერესებს ვერ მივხვდი.
-არა ისე, რა ჩემი საქმეა_ფრჩხილის წვალება დაიწყოგოგომ.
-ლილუ, არაა აუცილებელი ყველას მოწონდე
-ანუ არ მოვწონვარ.
-ეგ ხომ ისედაც ნათელი იყო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ჩაბნელებული ქუჩისკენ გადაუხვია.
-და ამას ასე იოლად ამბობ?
-რთულად უნდა ვთქვა? რატომ გადარდებს მოწონხარ თუ არა დედაჩემს?_გაკვირვებულმა გადმოხედა უკვე გაჩერებულ მანქანაში მჯდომს.
-მართალია, არ უნდა მადარდებდეს_სიმწრით გაეღიმა ლილუს.
-ერთ რჩევას მოგცემ, ყოველთვის ის გააკეთე და ის იყავი ვინც ნამდვილად ხარ, ამითი ნახევარი მტრები იქნება, ნახევარი კეთილისმსურველები, რომც ითამაშო მაინც ასე ხდება, ამიტომ სიყალბეს ყოველთვის გულახდილობა მირჩევნია_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და მანქანიდან გადავიდა.
საერთოდ ვერ იცნო ადგილი ლილუმ, იმდენად სიბნელე იდგა ირგვლივ ფეხის გადადგმაც ვერ მოახერხა.
-გაბრიელ_შიში იგრძნობოდა ხმაში.
-აქ ვარ_მაშინვე იგრძნო ხელი თეძოსთან და ავტომატურად ამოისუნთქა, -აქეთ წამო.
მალე იგრძნო კიბე და ნელნელა მიყვა ჩაკიდებულ ხელს. კარზე დაკიდებულ ბოქლომზე კოდი შეიყვანა გაბრიელმა და რამდენიმე წამში კარიც გაჩხაკუნდა. ჯერ ლილუ გაუშვა წინ და მთელი ძალით ეცადა ქალისგან წამოსული სურნელის დაიგნორება. არცერთ პარფიუმს არ ექნებოდა მსგავსი სურნელი, ქალიც თითქოს გრძნობდა მიზიდულობას, მთელი ძალით აწვალებდა თმებს და გამუდმებით გვერდძე იყრიდა, თითქოს სპეციალურად აქეზებდა გაბრიელს.
-ღმერთო დამეხმარე_თავი გადააქნია ბიჭმა და გატენილი პარკები სამზარეულოში შეიტანა.
ბინა პატარა იყო, მხოლოდ ერთი საძინებელი იყო განცალკევებით, მისაღები და სამზარეულო გაეერთიანებიათ და დახლით გამოეყოთ. შემოსასვლელში სააბაზანოს კარი მოჩანდა, სამზარეულო კი ძველებური ტექნიკით იყო მოწყობილი. ბინაში ყველანაირად იყო იმის პირობა რამდენიმე დღით რომ დარჩენილიყვნენ.
-პირველ რიგში ფოტოებს მივხედოთ_კომპიუტერი ჩართო მაშინვე გაბრიელმა და ფურცლები მოძებნა პრინტერში ჩასადებად.
ლილუ მაშინვე სააბაზანოში შევარდა, თუმცა გვიან გაახსენდა გამოსაცვლელი რომ არაფერი ქონდა.
-კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შენი კეთილგანწყობით_მაცდური ღიმილით ჩაუკრა ბიჭს თვალი და მოპარული პერანგით მიიხურა კარები.
-ღმერთო მართლა დამჭირდება შენი დახმარება_სახეზე ჩამოისვა ხელი ბიჭმა და მოუთმენლადმიადევნა თვალი პრინტერის მუშაობას. ერთი სული ქონდა ყველა ფურცელს ხელში როდის დაიჭერდა.


-რამდენი ხნით მაპატიმრებ?_სიცილით გადახედა იოანემ გვერდით მჯდომ გოგოს.
-ბრძანება მაქვს შენი ძმის ზარი სანამ არ გაისმება ჩემს ტელეფონზე.
-კი მაგრამ სამსახური?
-მაგის დროა იოანე? ხომ იცი შენ პირველ ადგილზე ხარ.
-როგორი პატივია_თავი დაუკრა ბიჭმა და სოფლის გზაზე მიმავალი მანქანიდან გადახედა შემხვედრ ტრაფარეტებს.
ქუთაისიდან შორს წასვლა არ აწყობდათ, ამიტომ ნენემ ბებიის სოფელი არჩია. ამ სახლის არსებობა თავადაც რამდენიმე თვის წინ გაიგო, ამიტომ დარწმუნებული იყო სხვებსაც არ ეცოდინებოდათ, მართალია სახლი არც ისე მოწყობილი იყო, თუმცა რამდენიმე დღის გატარება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. საჭმელი თავად მიჰქონდათ, თუ შუქი არ დახვდებოდათ სანთლები მოიმარაგა, წყლის პრობლემას კი ეზოში მდგომი ჭა მოუხსნიდათ.
-რა ლამაზია უყურე შენ_უკვე ეზოსთან მისულებმა დაარღვიეს სიჩუმე. გადამწვანებულ ეზოში პატარა, ბელეტაჟზე მდგომი სახლი მოჩანდა, ირგვლივ დიდი მინდორი გადაჭიმულიყო, მთელი ღობის გაყოლებაზე კი ორივე მხარეს ფერადი ყვავილები მიუყვებოდა.
-მართლა ლამაზია სოფელში გაზაფხული_ღიმილით გადაუსვა ცისარტყელა ყვავილებს ნენემ ხელი და მთელი არსებით შეისუნთქა მათი სურნელი.
-მგონი ჩემმა ძმამ სამოთხეში გამომიშვაა_ღიღინით გადაწვა დაკიდებულ ჰამაკში იოანე, თუმცა დიდხანს არ დასცალდა ტკბობა.
-აბა ჩაიწიე_სიცილით ჩაუხტა ნენეც და წვიმისგან დამპალმა თოკმა ვეღარ გაუძლო და წყვილმა რბილ მიწაზე მოახდინეს დაშვება.
-წელიიი_დაიკვნესა გოგომ და თავის აწევა სცადა. სულ ტყუილად, მხოლოდ ნერწყვის გადაყლაპვა მოახერხა, დაცემისას იოანეს მისთვის ხელი მოეხვია, წინიდან აეკრა ტანზე და მთელი ტკივილი თავის თავზე გადაეტანა. პირდაპირ ტუჩებთან აიხედა ნენემ, ლამის საკუთარზე იგრძნო ოდნავ გაღებულიდან გამოფრქვეული გრილი სურნელი, მაშინვე დაიბნა და გაუგებარ ლუღლუღს მოყვა, თანაც სულ ტყუილად ცდილობდა წამოდგომას. ახითხითებულ იოანეს სულაც არ ეტყობოდა უხერხულობა, პირიქით, ეს სიტუაცია ძალიანაც ართობდა. წამითაც არ დაუშვია რას გრძნობდა იმ წუთას გოგო, ვერც იმას იფიქრებდა ვერასდროს ნენეს მისი სიახლოვე თუ დააფრთხობდა.
-მოიცა, რა თავმოწღილი დედალივით ფართხალებ, მაცადე აგაყენო_სიცილს ვერ წყვეტდა ბიჭი.
-ნეტა გამაგებინა თავმოჭრილი დედალი სად გყავს ნანახი.
-როგორ გეკადრება, სოფელში ერთხელ ბებიამ მაიძულა დამეკლა, ორი დღე ვტიროდი_ტუჩებ გადმობრუნებულმა ამოხედა გოგოს და უფრო გაუჩერა გული.
-მატყუარა_როგორც იქნა მოახერხა ფეხზე წამოდგომა ნენემ და მაშინვე მოყვა აკანკალებული ხელებით შარვლის ფერთხვას.
-ხვალ უკან დავბრუნდები_ხმა დაუსერიოზულდა იოანეს.
-მაგრამ, გაბრიელმა....._დაბნეულმა ახედა ბიჭს.
-არ მაინტერესებს გაბრიელმა რა გითხრა, ამ დროს მარტო არ დავტოვებ, ამ ღამესაც მხოლოდ იმიტომ დავრჩები რომ ვიცი ხვალამდე ბევრს ვერაფერს მოასწრებს. მაპატიე ნენე, მაგრამ ჩემი ძმის მიტოვებას ვერაფერი მაიძულებს_ღიმილით მოეფერა გოგოს ლოყაზე და სახლისკენ წავიდა.


მალე მოწყინდა გაბრიელს პრინტერში ფურცლების ბეჭდვის ყურება და სამზარეულოსკენ წავიდა, საიდანაც სიმღერების ხმა გამოდიოდა, რომელსაც ლილუც ყვებოდა არც ისე წკრიალა ხმით. კარებთან მდგომს საინტერესო სანახაობა გადაეშალა, ქალს გაბრიელის პერანგი საჯდომს უფარავდა, შიშველი ფეხებით დასრიალებდა სამზარეულოს დახლთან და მთლიანად ცდილობდა ჩართულ სიმღერაზე აეყოლებინა ტ*აკის მოძრაობა, მონუსხულივით უყურებდა გაბრიელი და სულ ტყუილად ცდილობდა საღი აზრი დაეტოვებინა. რამდენიმე წამიც და ვეღარაფერი მოახერხა, სწრაფად გადაჭრა ლილუსგან დაშორებული ის რამდენიმე მეტრიც და ისე მოულოდნელად სწვდა ქალის ტუჩებს შეწინააღმდეგების შანსიც კი გამოურიცხა, თუმცა არც არავინ იყო წინააღმდეგი, ღიმილით აყვა ლილუც და თავადაც სიამოვნებით მოხვია ბიჭს კეფაზე ხელი. რამდენი ხანი იყო ორივე ამ წამზე ოცნებობდა, თუმცა არაფრის დიდებით უტყდებოდნენ ერთმანეთს. ახლა კი დადგა დრო ორივეს პასუხი ეგო თავინთ გრძნობებზე. (17)
დაღლილი გადმოვიდა იოანე მანქანიდან და უჩუმრად შეერია სიბნელეს. დაჭიმული კისერი მოისრისა ხელით და სადარბაზოში გააგრძელა გზა, უკან მაინც მოიხედა და დაკვირვებულმა მოავლო თვალი გარემოს. კუდი არ მოყოლია, ამიტომ თამამად აუყვა კიბეებს და მეორე სართულზე მდებარე ბინას მიადგა. მალევე შეიყვანა კოდი და განაგონ ხმაურზე მაშინვე იარაღისკენ წაიღო ხელი. ბინაში ერთი ნათურა ანათებდა, სამზარეულოში მუსიკა დაბალ ხმაზე ჟღერდა, მისაღებში პრინტერი ჯერ კიდევ გამოცემდა ბეჭდვის ხმებს, ყველაზე საინტერესო სანახაობა ბიჭს დივანზე დახვდა.
ტანსაცმელებითვე დაწოლილიყო წყვილი, პატარა დივნის გამო მასზე გაშლილ გაბრიელს ქალისთვის ხელი მოეხვია და ზემოდან მოექცია, ლილუს სახე ბიჭის კისერში ჩაეყო და ძილშიც კი ხარბად ისუნთქავდა სასიამოვნო სურნელს, გაბრიელიც მშიდად სუნთქავდა და ორივე ხელი მაგრად ქონდა გოგოს წელზე მოხვეული.
-ოჰოოოჰ, უყურე შენ დედიკოს და მამიკოს, ქვეყნიერებაც რომ იწვოდეს არ ადარდებთ, იმას კი არ უყურებენ ჯერ პატარა ბავშვებისთვის ასეთების ყურება რომ არ შეიძლება_სიცილით გადააქნია იოანემ თავი და სამზარეულოში წავიდა წყლის დასალევად, უკან ჭიკით ხელში დაბრუნდა და კომპიუტერს დახედა, რამდენიმე ფურცელიღა დარჩენილიყო, მშობლების გაღვიძების დრო იყო.
ათასი გეგმა მოიფიქრა იოანემ ყველაზე ცუდი გზით როგორ გაეღვიძებინა წყვილი, ცივი წყლის გადასხმა, იარაღის გასროლა, ისიც კი იფიქრა როგორც ბავშვობაში უკეთებდა ხელს ცივ წყლიან კასრულში ჩავაყოფინებო, მაგრამ გადაიფიქრა და წყლისგან დაცლილი ჭიქა მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე.
-ოჯახო ადექიით_ყვირილიც დაურთო და ლამის წინასწარ იცინა ძმის რეაქციაზე.
გულგახეთქილ გაბრიელს მხოლოდ წამები დაჭირდა იარაღისთვის ეტაცა ხელი, ლილუ დივანზე გადაესვა და ფეხზე მდგარიყო იოანეზე იარაღ დამიზნებული.
-უყურე შენ ჩემი ძამიკოს სისწრაფეს, ხო პრინციპში ახლა უკვე დასაცავი გყავს დედიკო_მოგუდული სიცილით ასწია ხელები იოანემ დანებების ნიშნად და მთელი ძალით ეცადა სიცილი შეეკავებინა.
-სულ გააფრინე ბიჭო?_მაშინვე დაუშვა ბიჭმა იარაღო და ხელი სახეზე ჩამოისვა.
-მე თუ თქვენ? ლამის ნახევარი საათია სახლში დავბოდიალობ და არაფერი გაგიგია, მე კარგად გამიშვი და შენ გძინავს, ნწ ნწ ნწ, ასე მუშაობს პოლიცია?_თავი დამწუხრებულმა გადააქნია და ტუჩები მოკუმა სიცილის შესაკავებლად.
-ნენე სად არი?_ისევ ლილუს მიუჯდა ბიჭი.
-სანამ გაიღვიძებდა გამოვიპარე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-სულ გარეკე? წარმოგიდგენია როგორ ინერვიულებს?
-რა ანერვიულებს? რომ დავლოდებოდი არ გამომიშვებდა_გაკვირვებულმა ამოხედა იოანემ.
-და შენ გქვია გამომძიებელი, ცხვირწინ ვერაფერს ხვდები და რა უნდა გამოიძიო_თავი გადააქნია გაბრიელმა და აწივლებულ კომპიუტერს გახედა. პრინტერს მუშაობა დაემათავრებინა და მთელი ხმით გაჰკიოდა.
-გავიგეთ გავიგეთ_მოუთმენლად გამორთო იოანემ აპარატი და ფურცლების დიდი დასტა ხელში მოიქცია. -აბა დედიკო და მამიკო, ვიწყებთ_მაგიდაზე ხმაურით დააგდო მთელი შეკვრა და წარბების თამაშით მიუჯდა გვერდით. დრო იყო ნაგაზზე ინფორმაცია შეეგროვებინათ.


უკვე კარგად იქნებოდა გათენებული სოფლის სახლში კიბეებზე მჯდარმა ქერამ მოწოლილი ცრემლები რომ მოიშორა. სიმწრისგან აეტირა გაღვიძებულს საწოლის მეორე ნახევარი ცარიელი რომ დახვდა. ისე წავიდა მისგან იოანე არც კი გააღვიძა, ჩუმად გაიპარა პატარა ბავშვივით და ნენე არაფრად ჩააგდო. რა მოხდებოდა ორ სიტყვიანი წერილი მაინც დაეტოვებინა? ნუთუ ტყუილა აქვს რაიმეს იმედი? უკვე სამი წელია გულგრილად ვეღარ უყურებს ბიჭის გართობას და ყოველ ღამით ახალ ახალ საყვარლებს, რამდენჯერ უოცნებია იოანეს მისთვის სხვანაირად შეეხედა, თუმცა არა, მისთვის ყოველთვის მეგობრად დარჩებოდა, უახლოეს მეგობრად. იმის გამბედაობა კი ვერასდროს ექნებოდა თავად მისულიყო და გრძნობების შესახებ ეთქვა. უცებ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედა და სიამაყემ კისერში ამოასხა, დილის რვა საათზე იჯდა სოფელში, სახლის კიბეებზე ატირებული, ცხელი ყავით ხელში, მოუწესრიგებელი, დაღლილი, თვალებ დათხაპნილი, სამსახურიდან ლამის გამოაგდეს ბიჭის გამო რომლისთვისაც თითქმის არაფერს ნიშნავს, ახლა კი ზის და მოთქვამს.
-არავითარ შემთხვევაში ჩემო ნენე_წელში გასწორდა უეცრად -თუ ყმაწვილს გულაობა უნდა ჩვენ რას ვუცადოთ? რამდენ კაცს ვუთხარით უარი მის ლოდინში? დამთავრდა. მოქმედების დროა ჩემო გოგო_ბოლო ყლუპი ყავაც მოსვა და ფეხზე წამოხტა. დღეიდან ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.

ლამის მთელი ქალაქი გადაქექა სანდრომ დის ძებნაში, თუმცა ამაოდ, გამოჩენა არ უნდოდა ამიტომ ძებნა ჩუმად უწევდა და ეს საქმეს ურთულებდა. ყველა ადგილი მოიარა სადაც შესაძლებელი იქნებოდა ლილუს პოვნა, თუმცა სულ ტყუილად. გოგო უკვალოდ გამქრალიყო. ბოლოს ანერვიულდა, იქნებ მოკლეს და ისეთ ადგილას გადამალეს მისი სხეულის ნაწილსაც კი ვერ იპოვიდა ვერავინ. უნდა გაერისკა, სხვა გზა აღარ ქონდა. სწორედ ამ ფიქრებით მიადგა ტყუპების ბინას და დასაწყისში მორიდებული კაკუნი რამდენიმე წუთში ბრახუნში გადავიდა.
-გაბრიეეელ, იოანეეე_ბოლოს მთელი ხმით დაიწყო ბღავილი და იმდენი ქნა რამდენიმე წუთში გვერდითა ბინიდან გამოხედა მეზობელმა.
-რა ამბავია შვილო, ხომ მშიდობაა?_სათვალეს ისწორებდა მოხუცი ქალი.
-კი კი დეიდა, ბიჭებს ვეძებ მათი მეგობარი ვარ და ტელეფონი აქვთ გამორთული.
-არც მიკვირს შვილო, ორი დღის წინ ისეთი ამბავი იყო ალბათ გადავიდნენ კიდეც.
-რა ამბავი? განყოფილებაში არაფერი გაუგიათ._დაბნეულმა გამოხედა ბიჭმა.
-აბა რას ამბობ შვილო, როგორ არ გაიგებდნენ, ვიღაცეები შეუვარდნენ, იმდენი დამნაშავე ყავთ დაჭერილი ბოროტებს რა დალევს, იოანე დაჭრეს, ჩემი საწყალი ბიჭი, ძლივს მოუსწრო გაბრიელმა და სისხლისგან დაცლას გადაარჩინა_მოწოლილი ცრემლები უკან გააბრუნა ქალმა.
-მხოლოდ იოანე? მტი არავინ დაშავებულა?_ნერწყვი გადაეყლაპა სანდროს.
-მოიცა შენ მაგათი როგორი მეგობარი ხარ? განყოფილებაში როგორ არ იტყოდნენ მთელი დღე სავსე იყო პოლიციელებით აქაურობა, შენ რა გქვია შვილო?_უკვე დაკვირვებით აათვალიერა წარბშეკრულმა ქალმა სათვალიდან სანდრო და ეცადა თითოეული დეტალი დაემახსოვრებინა ბიჭის.
-მადლობა დეიდა დახმარებისთვის_დაბნეულმა გაუღიმა ქალს და უსიტყვოდ დაეშვა კიბეებზე.
თუ თავს დაესხნენ ესეიგი დროებით დამალული იქნებოდნენ, ჯანდაბა ახლა როგორ მოეძებნა ეს წითური გოგო? გზას ჭრიდა ფიქრებში გართული ტელეფონმა შეტყობინების მოსვლა რომ ამცნო. მაშინვე სტაცა მობილურს ხელი და შეტყობინების გახსნისას ისე დაიბნა ლამის მანქანას გაატანინა თავი. სწორედ ესღა აკლდა, ნაგაზი ქუთაისში ჩამოსულიყო და ბიჭი დარწმუნებული იყო ამას კარგი არაფერი მოყვებოდა.

-თქვენ ხვდებით აქ რამდენი ინფორმაციაა?_თვალებ გაფართოებულმა მოაშორა იოანემ ფურცლებს თვალი და წყვილს ახედა. ისინი ჯერ კიდევ თავდახრილები კითხულობდნენ ინფორმაციას. უკვე დაღამებულიყო და არემარეს ბინდი დადებოდა, ფურცლებში თავჩარგულებს კი მთელი დღის მანძილზე ჭამაც არ გახსენებოდათ.
-ბრმა არცერთი ვართ_როგორც ყოველთვის ხმის ტონი არ შეუცვლია გაბრიელს.
-ღმერთო ეს ღრჯუა კაცი რამ მოგაწონა_ლილუს გახედა იოანემ დაჭყანული სახით.
-წესიერად_პასუხი ძმისგან მიიღო სამაგიეროდ.
-არანორმალური და გიჟი ჩვენ ორიც ვეყოფით, იყოს ეს მაინც სერიოზული_თვალი ჩაუკრა ლილუმ ახითხითებულ იოანეს და თბილი მზერით გადახედა შუბლშეკრულ გაბრიელს.
-თითქმის ყველანაირი საბუთი გვაქვს ხელთ ნაგაზის დასაჭერად, ახლა უნდა გადავამოწმოთ ამათი სისწორე რომ არ შევცდეთ და მთავარი, აქ არაფერია ნაგაზის ვინაობაზე._სწორად დაალაგა ფურცლები უფროსმა ტყუპმა.
-არაუშავს გავიგებთ, დროა ბოსს დავურეკოთ_მობილური მოიმარჯვა იოანემ.
-ხომ იცი....
-მომისმენენ_თავი დაუკრა საპასუხოდ და ნომერი აკრიბა.
-ბატონო დაჩი, საღამო მშვიდობის.
-იოანე? საღამო მშვიდობის_გაკვირვება დაეტყო კაცის ხმას.
-დიახ მე ვარ, მინდოდა მეთქვა რომ მე და გაბრიელი ხვალ არ ვიქნებით სასწრაფოდ კიარა უსასწრაფესად ანაკლიაში ვართ წასასვლელები_ფანჯრიდან გაიხედა ბიჭმა და კაცის პასუხს დაელოდა.
-კარგი იოანე, გასაგებია, პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დაგჭირდებათ. და მაშინვე გათიშა. რასაკვირველია კაცი ყველაფერს მიხვდა.

-ანაკლია?_გაბრიელს გადახედა ლილუმ.
-ყველა ჩვენი სამსახურის ბინას თავისი კოდი აქვს, ჩვენ ახლა ანაკლიაში ვართ_ქალს გაუღიმა და ისევ წელზე მოხვია ხელი.
-რაღაცა ზღვის ხედით დიდად ვერ ვტკბებით_სიცილი აუტყდა ლილუს ფანჯრიდან მოპირდაპირე ბინაში სარეცხის ფენით გართულ ქალს რომ მოკრა თვალი.
-გამოძიებას მოვრჩეთ და წაგიყვან_კისერში აკოცა მოუთმენლად და სასიამოვნოდ გაეღიმა რომ დაინახა როგორ დაბურძგლა ქალს.
-აუ მამიკო მეც ხომ წამიყვან?_წარბები შეათამაშა იოანემ.
-შენ ჯერ ნენე შემოირიგე_თვალი ჩაუკრა ძმამ საპასუხოდ.
-ეგ არაა პრობლემა_ხელი ჩაიქნია ბიჭმაც, -ხვალ საღამოს გავიდეთ და თან გულსაც გადავაყოლებთ, მემგონი ერთი ღამე დავიმსახურეთ გართობა, ნუ თუ დედიკო გამოგიშვებს_ისევ მოფხუკუნე გავარდა სამზარეულოსკენ და სანტიმეტრით აიცილა გაბრიელის ნასროლი წყლის ჭიქა.
-ერთ დღესაც ენას ამოგაცლი_გაბრაზებულმა დაიქადნა ბიჭმა და კარებზე კაკუნის გაგონებისთანავე წამოდგა ფეხზე. დაჩი მოსულიყო და იმდენი ინფორმაცია ქონდათ გადასაცემი მომზადებაც სჭირდებოდათ. (18)

-გამარჯობათ ბოს, მობრძანდით ბოს_იოანემ დაასწრო გაბრიელს კარის გაღება.
-შენი ძმა მართალია, არასდროს გაიზრდები ბიჭო?
-თქვენც გვეყოფით უფოროსო_თავი დაუკრა სიცილით კაცს და უკან გაყვა მისაღებისკენ წასულს.
-არაფერს ვიტყვი რადგან კარგი ამბები გაქვთ.
-იქნებ ცუდი გვაქვს_გაეცინა გაბრიელსაც.
-მაშინ ყურებამდე გაღიმებულები არ დამხვდებოდით, გამარჯობათ ქალბატონო ლილუ_თავი დაუკრა ქალს დაჩიმ.
-გვინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ნაგაზი, ნარკოტიკის ბიზნესში 25 წლიდან ჩანს, ბახალამ მთელი ინფორმაცია გადმოგვცა, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები ტავარის ყოველი გადმოსვლა საზღვარზე, დამალული ტვირთები ფოთში, რამდენიმე კონტეინერ გამოკლებული გემი, ყველაფერს აქვს თარიღი გემის სახელი, ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, მოკლედ ყველანაირი საბუთი გვაქვს იმისთვის, რომ დამტკიცება შევძლოთ._დემონსტრაციულად გადასცა იოანემ უფროს ქაღალდების დასტა.
-ამასთან გვაქვს ფოტოსურათები, რამდენიმე ვიდეოც სადაც მკვლელობებია ასახული, რასაკვირველია თავად ნაგაზი არ კლავს, მაგრამ ცოტა განძრევა დაგვჭირდება რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ_სიტყვა ჩამოართვა ძმას გაბრიელმა.
-მხოლოდ ერთი პრობლემაა_უკვე სახე მოეღუშა იოანეს -როგორც ჩანს ბახალამაც გადაწყვიტა ცოტა წათამაშება და სახელი და გვარი არ გვაქვს.
-არაუშავს, ცოტა ჩვენც ხომ უნდა გავანძრიოთ თავები? ამდენი ინფორმაცია გადმოგვცა ვერც ვიოცნებებდით, ვინაობას დავადგენთ, გამომძიებლები ტყუილა ხომ არ ვართ_ბოლო სიტყვებზე ჩუმად გახედა ფურცლებზე თავდახრილმა დაჩიმ და მაშინვე შეამჩნია გაბრიელის მზერა ლილუს მიმართ. ქალი სამზარეულოში წასასვლელად ამდგარიყო ყავის გასამზადებლად, დაღლილებს მთელ დღიანი მუშაობის შემდეგ გამოფხიზლება არ აწყენდათ.
-მოიცა, ჩვენ ხომ ნაგაზის სამედიცინო ანკეტა გვაქვს?_უეცრად წამოიყვირა იოანემ.
-რასაკვირველია_ფურცლებში ჩიჩქვნა დაიწყო გაბრიელმა, -აქ ვნახე, მახსოვს ეწერა ფეხი ქონდა მოტეხილი, ერთხელაც ნაღველზე ოპერაცია გაუკეთეს.
-მერე?_უცებ დაიბნა ლილუ
-მერე ის რომ მისი სახელი და გვარი არავინ იცის_გამარჯვებულის ღიმილი აიკრა იოანემ და თვითონაც დაიწყო საჭირო საბუთების ძებნა.
-ეს კი იმას ნიშნავს რომ საავადმყოფოს თავისუფლად მიაკითხავდა_ქალს ამოხედა გაბრიელმა.
-დამალვა არ მოუწევდა, საუკეთესო ქირურგს მიაკითხავდა......
-ფულის გადახდა არ მოუწევდა და ოფიციალურად გააკეთებდა ყველაფერს,.....
-ჩვენ კი მითითებულ დღეზე და თვეზე ანკეტების მოძებნით ვინაობას გავიგებთ_ერთმანეთს უმთავრებდნენ ტყუპები წინადადებებს.
-ვერ ვიტან როცა ერთად ფიქრობთ_თავი გადააქნია დაჩიმ -თუმცა იდეა კარგია, ამისთვის მხოლოდ მალხაზი დაგვჭირდება, მივცეთ რიცხვი და ყველა დიდი ქალაქის საავადმყოფოს მონაცემები მოგვაწოდოს, რასაკვირველია მხოლოდ მამაკაცები.
-მის საპოვნელად მე სხვა იდეა მაქვს_მორიდებით მიუჯდა ჭიქით ხელში ლილუ კაცებს.
-აბა?_ავტომატურად შეეკრა წარბები გაბრიელს.
-ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ თუ ნაგაზი უკვე აქ არ არის, მალე ჩამოვა, პირველ რიგში მე მომიძებნის და მომაკითხავს, შეგვიძლია ჩემი თავი სატყუარად გამოვიყენოთ. რაც მასზე მაქვს განაგონი დარწმუნებით ვიტყვი, რომ ჩემს გაქრობას მოინდომებს.
-არა_მკაცრად ჟღერდა გაბრიელის ხმა.
-შენ არც კი გესმის, შეგიძლიათ მოსასმენი ან კამერა დამიყენოთ, ჯიპიესის მოწყობილობა ან რავიცი რაც გინდათ, ამითი მასზე პირდაპირ გავალთ_არ დაუთმო ლილუმაც.
-უკვე გითხარი არა, სამედიცინო ანკეტებით ისედაც იოლად ვიპოვით, ვინმეს გაწირვა ან საფრთხეში ჩაგდება საჭირო არაა_წარბები არც გაუხსნია გაბრიელს.
-დედიკო, მამიკო გეყოფათ, უფროსმა გადაწყვიტოს_ხელები ასწია იოანემ.
-არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ვერ ვიტან წყვილთან მუშაობას_თავი გადააქნია დაჩიმ და შუბლი მოისრისა.
-ესეც მე ვარ?_გამარჯვებულის ღიმილით შემოკრა ტაში იოანემ თუმცა უფროსის სახეზე წამიერად გაჩერდა.
-სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს_უკვე უფროსი გამომძიებელი ჩართო დაჩიმ, -სამედიცინო ფაილებითაც ვცდით და ლილუს იდეასაც გავითვალისწინებთ.
-მაგრამ, ბატონო დაჩი........_შეწინააღმდეგება სცადა გაბრიელმა
-შენ მასთან იქნები და ვინც მოაკითხავს აიყვან დასაკითხად, ბინაში ჩუმად შეაღწევ რასაკვირველია_ხელის აწევით შეაწყვეტინა ბიჭს.
-მაშინ მე საავადმყოფოები და მალხაზი მრჩება_ წასასვლელად მოემზადა იოანე.
-კი ბატონო, ოღონდ ახლა ღამის ორია, ყველამ კარგად იმუშავეთ და რამდენიმე საათი დასვენებას იმსახურებთ, დილით კი რვა საათიდან გეგმის შესრულებას შევუდგებით_ფეხზე წამოდგა დაჩი.
-გასაგებია ბოს_ დაჩი გააცილეს და დაძაბული სახეებით გადახედეს ერთმანეთს.

უამრავი ადამიანი არხევდა ტანს კლუბური მუსიკის ფონზე. ნასვამები, მოწეულები, ზოგს მოსაწევი არ ყოფნოდა და უფრო ძლიერი წამლისთვის მიემართა, გათიშულები ვერც კი ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ და ამითი თავიანთ ფარულ სურვილებს აძლევდნენ გამოხატვის საშუალებას. ძლივს გაიკვლია გზა ბიჭმა დახლამდე და ბარმენი აათვალიერა. ქერა ახალგაზრდა გოგო მხიარული სახით ასხამდა სასმელებს და ცდილობდა კლიენტებს სწრაფად მომსახურებოდა.
-ქერა, ტეკილა გვააქვს?_ეუცხოვა უცნობი ბიჭიდან შინაურული მომართვა
-რა თქმა უნდა_მაინც თავაზიანად გაუღიმა ბიჭს და სასმელი ჩამოუსხა.
-ბევრი ხალხია_გამოლაპარაკება სცადა ისევ.
-როგორც ყოველთვის_ისევ თავაზიანი ღიმილი მიაგება პასუხად
-ხო ჩემმა მეგობარმა მიქო ეს ადგილი კარგიაო, ახლა კი თავად ვეღარ ვპოულობ, უკვე ორი ღამეა ზედიზედ მოვდივარ და მი*იდებს_გაეცინა ბიჭს, -შემთხვევით ხომ არ იცნობ?_ფოტო დაუდო გოგოს წინ და სახეზე დააკვირდა. რასაკვირველია იცნობდა, გასცრა ნენეს ნაცნობი წითური გოგოს დანახვაზე და მთელი ძალით ეცადა უდარდელი გამომეტყველებით დაკვირვებოდა ბიჭის ნაკვთებს.
-როგორც თავად აღნიშნეთ აქ უამრავი ხალხია, მე კი ყველას სახეს ვერ დავიმახსოვრებ_ სიმწრის ღიმილით ეცადა ბიჭი მოეცილებინა, თუმცა მაშინვე ამოიღო დახლის ქვემოთ მალულად მობილური.
-კარგი, პასუხი ისედაც გასაგებია, მადლობა_დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა გოგოს და ხალხს შეერია.
-გაბრიელ, ლილუს ეძებენ_რამდენიმე წამში უკვე მთლიანი ისტორიის მოყოლა მოახერხა ბიჭისთვის და მის მოსვლას დაელოდა. იცოდა იოანეც მოყვებოდა და წინასწარ შეამზადა მისი თავი დადებული პირობის შესასრულებლად.

მართლაც გამოჩნდნენ მალევე, როგორც ყოველთვის უპრობლემოდ შემოვიდნენ შიგნით და ნენესკენ წავიდნენ პირდაპირ. ხელისკვრით იკვლევდა გაბრიელი მოცეკვავეებს შორის გზას და სერიოზული სახით ჩაებღუჯა ლილუს ხელი.
-რა ხდება ნენე?
-არ ვიცი გაბრიელ, ვიღაც შავგვრემანი ბიჭი იყო, დაალოებით ნახევარი საათია რაც წავიდა, ტეკილა შეუკვეთა, ლილუს ფოტო მაჩვენა და სიცილით გავიდა რომ ვუთხარი არ ვიცითქო.
-ანუ ნაგაზი ადგილზეა?_იოანემ ჩუმად დაიწყო ხალხის თვალიერება.
-შეიძლება_თავი დაუქნია ძმამ და დახლიდან გამოსულ ნენეს ახედა გაკვირვებულმა. -უკვე მორჩი?
-კიი, მორიგე აღარ ვარ, ახლა ცოტას მეც გავერთობი, მეტი ვერაფრით დაგეხმარებით_მხრები აიჩეჩა გოგომ, თავადაც გადაკრა ერთი ტეკილა და მოცეკვავეებს გახედა. -თუ რამე დამიძახეთ ნაცნობებს ვნახავ_ხელი დაუქნია გაკვირვებულ ძმებს და მუსიკაზე ტანის აყოლებით შეერია ხალხს.
-დავიჯერო ასე გავაბრაზე? _ბიჭზე გადახვეულ ნენეს წარბ აწევით გახედა იოანემ და მეორე ნაცნობ ბარმენს სასმელი შეუკვეთა.
-ან როგორც იქნა მიხვდა რაც უნდა ქნას_ჩუმად, მხოლოდ ლილუს გასაგონად ჩაილაპარაკა გაღიმებულმა გაბრიელმა.
-ერთად არიან?_იგივე ხმით გადაულაპარაკა ლილუმ
-ჯერ არა_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და გაღიმებულმა აათვალიერა დაძაბული იოანე. ტყუპი ყლუპ-ყლუპით სვამდა სასმელს და დაძაბული მზერით ათვალიერებდა ნენეს ირგვლივ მდგომ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბიჭს, გოგოს წელზე რომ მოეხვია ხელი და საკმაოდ ხშირად უჩურჩულებდა ყურში რაღაც სიტყვებს. (19)
სულ სხვანაირი ჩანდა ხალხი კლუბური განათების ფონზე, ეცვლებოდათ ფერი, სხეულის ფორმებიც კი, უკვე შეზარხოშებულ ახალგაზრდებს კი ორმაგად უშლიდა ხელს კარგად ხედვაში. დახლთან მიმჯდარიყო ახალგაზრდა ბიჭი და ნირ წამხდარი წრუპავდა სასმელს. ვითომ მალულად, სინამდვილეში კი ურცხვად ათვალიერებდა მოცეკვავეებს და სულარ აინტერესებდა ვინმე შეამჩნევდა თუ არა. მათ შორის გაბრიელს და ლილუსაც მოკრა თვალი და წამიერად გაეღიმა, პირველად ხედავდა ტყუპს ასეთს, ბიჭი ხელიდან არ უშვებდა ლილუს და ბედნიერი სახით ხვევდა ხელებს. არც გოგოს ეტყობოდა გულგრილობა და მათ ყურებას ნამდვილად არ ჯობდა არაფერი, თუმცა არა იოანესთვის. მისი ხედვის ობიექტს ამჯერად სულ სხვა წარმოადგენდა. გული უცნაურად უძგერდა ნენეს ასეთ საქციელზე, მაშინ როდესაც გოგოს მის გარდა არავინ ახსოვდა ასე და*იდება? ეს ხომ უნამუსობაა, რა საჭიროა ბავშვივით გაბუტვები. ბოლომდე გადაკრა სასმელი და ვითომ მეგობრებთან მოხარხარე ნენესკენ დაიძრა.
-წამო რა, საქმე მაქვს_უკნიდან მოხვია ხელი გოგოს ისე რომ მის გვერდით მდგომი ბიჭი არც შეიმჩნია.
მთელი ძალით შეეცადა ნენე დავლილი ჟრუანტელისთვის ყურადღება არ მიექცია და გაცინბულმა დაუქნია თავი.
-ახლავე მოვალ_დაუბარა მეგობრებს და ბიჭს გამოყვა.
-როდემდე უნდა მებუტო?_დაღლილი სახე ქონდა იოანეს.
-და საიდან მოიტანე?
-აბა ეს გვერდის ავლები რა ბავშვობაა ნენე? მაპატიე, რომ ჩუმად წამოვედი, არ მინდოდა შენი წყენა, ვიცოდი არ გამომიშვებდი და მიტო არაფერი გითხარი.
-რას ამბობ იოანე, რა წყენა, სხვანაირად როდის მოქცეულხარ?_გამყინავ ღიმილს სახიდან არ იშორებდა გოგო. -პრობლემა არ არის, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ეგეთები მოსულა?_ბეჭზე მიარტყა გაოცებისგან ლამის პირდაღებულ ბიჭს და უკან გამოყოლილ მხლებელს ისევ სიცილით შეყვა შიგნით.
-ეს ახლა რამეს ნიშნავდა და მე ვერ მივხვდი?_ირგვლივ მიმოიხედა იოანემ და ბრაზი ქვაზე ფეხის კვრით გამოხატა. -ფუ შენი ......_საზაფხულო კეტში იოლად იგრძნო ტკივილი და ლამის ცალ ფეხზე დაიწყო ხტუნვა სიმწრისგან რომ არ ეღმუვლა.

როგორც იქნა მოახერხა გაბრიელმა ლილუს მოწყვეტოდა და სასმელი მოეტანა, დახლთან მისულს კი უკვე ნასვამი ტყუპი დახვდა და მთელი ხმით მოუნდა გადახარხარება.
-რა იყო ძმაო ჩემო ნოსტალგია შემოგაწვა?
-ჰაჰა, სიყვარულო ძალსა შენსა, ხუმრობის ხასიათზე ვართ?_პირველად დაიღრინა იოანემ.
-ოჰო, თურმე ძაღლებს ტყუილად არ გვეძახიან, ფრთხილად ალა მიკინო_ნეკა თითი გაუქნია სიცილით და გამზადებული სასმელებით ისევ ლილუსკენ წავიდა. გზად ნენესთან უწევდა ჩავლა და ხმაურის გადასაფარად ყურისკენ მიიწია გოგოს რომ გაეგონა:
-სწორად მიდიხარ.
-წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობ_ეშმაკური ღიმილით მოსვა სასმელი გოგომ.
-არც მე_მხრები აიჩეჩა სიცილით გაბრიელმა და მომლოდინე ლილუს სასმელი გაუწოდა.


-უეჭველი ინფორმაციაა?_ნერვიულად დადიოდა ქუჩაში შავგვრემანი ბიჭი.
-ამისთვის შეიძლება ტყვია მივიღო და მაგას მეკითხები?_შეშინებული აცეცებდა თვალებს მეორე.
-ნუ წუწუნებ, ჩემთან ვალში იყავი, ახლა თავისუფალი ხარ_თავი დაუკრა კაპიშონს შიგნიდან და ჩაფიქრებული გაუყვა გზას. სად დაბოდიალობდა ეს გოგო ამდენ ხანს? ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა ბარში მისვლა იყო თუ არა კარგი იდეა, მაგრამ უკვე გაკეთებული ქონდა, თანაც დარწმუნებული იყო უკვე ლილუს და ბიჭების ყურამდეც იქნებოდა მისული ვიღაც რომ ეძებდა და გაფრთხილდებოდნენ. კაპიუშონი არ გადაუწევია ისე ახედა ცას და ვარსკვლავებს დააკვირდა. მოწმენდილის მიუხედავად მალევე წამოვიდა წვიმის წვეთები და ჰაერში სასიამოვნო სუნი დაატრიალა, ბიჭმა ამოიხვნეშა, ამიტომ ვერ იტანდა წვიმას, ამაღამ სადარაჯოზე უნდა დაბრუნებულიყო და დარწმუნებული იყო გალუმპვა არ აცდებოდა.

-ხომ გაიგე რაც გითხარი? ნელი ნაბიჯებით მიხვალ სადარბაზომდე, იქ შემოწმებულია არავინ იცდის, სახლამდე მშვიდობით მიხვალ, როგორც კი შეხვალ, იმ ოთახში რომლის ფანჯრებიც წინ იხედება შუქს აანთებ, დიდს არა, შედარებით პატარას, არუნდა მიხვდნენ გამოფენას სპეციალურად რომ ვაწყობთ, შენ კი უკანა მხარეს წახვალ და დამელოდები, მეც იქედან შემოვალ პირველი სართულის მეზობლიდან_მეათედ უმეორებდა გაბრიელი ლილუს გაზეპირებულ გეგმას და გოგოც მორჩილად ღიმილით უქნევდა თავს.
-კარგი, მაშინ წავედი და ზევით შევხვდებით_თავი დაუქნია და წასასვლელად მოემზადა.
-იცოდე, ............_მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, რადგან ტუჩებზე ლილუ დააკვდა და სულ დაავიწყდა რის თქმასაც აპირებდა. მალევე მოშორდა ქალი, დახუჭული თვალები გაახილა და ეშმაკური მზერით დაუწყო ყურება. რამდენიმე წამში თითით ტუჩის კუთხიდან წითელი პომადა მოაშორა ბიჭს და ყურთან მიუახლოვა შეღებილი ტუჩები.
-არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები ძვირფასო_ცალყბა ღიმილით გაშორდა ჯერ კიდევ დაბრინჯულ გაბრიელს და სიცილით წავიდა სადარბაზოსკენ, ყველაფერი ისე გააკეთა როგორც დაგეგმეს და მართლაც შეუვარდა ათ წუთში ბიჭიც.
-გაგრძელებას მოვითხოვ_ტუჩები მოილოკა ტყუპმა.
-მე ჯოხიანი კამფეტი მინდა_ტუჩი გადმოაბრუნა ლილუმ და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო.
-ხო, მეც კამფეტი ვიგულისხმე_ღიმილით დაუქნია თავი გაბრიელმა და ამჯერად თავდ აიღო კოცნის ინიციატივა თავის თავზე.

-ახლა რას ვაკეთებთ?_სიბნელეში მჯდარმა გადახედა ტყუპს.
-დილამდე აქ ვიყოთ, თუ ვინმე გამოჩნდა აგვყავს და განყოფილებაში გადავინაცვლებთ, თუ არავინ გამოჩნდა და 9ზე მაინც ერთად წავალთ მამუკას მოხსენების ჩაბარების დრო იქნება.მთელი დღე ანკეტების გადარჩევას მოვუნდებით და დარწმუნებული ვარ ვინაობას გავიგებთ.
-იმედია_უფრო მიეხუტა ლილუ ბიჭს და თვალები დახუჭა.
ახალი ჩაძინებული იქნებოდა გაბრიელი ჩუმი ფხაჭუნი რომ გაიგონა, პროფესიის გამო იმდენად იყო მიჩვეული ფრთხილ ძილს წამიერად გამოფხიზლდა და ლილუც გააღვიძა, ქალი საძინებელში გაგზავნა და თვითონ რაც შეეძლო ჩუმად გადატენა იარაღი. მისაღებთან გამაგრებულმა წამში გააგზავნა შეტყობინება და კარიც გააღეს. ბინაში მკრთან შუქზე მალევე გამოჩნდა ორი ნიღბიანი, რომლებიც აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს. გაეღიმა გაბრიელს რომ გაამართლა, ორი საათი ამტკიცებდა ნაგაზი ქალთან ორ-სამ კაცზე მეტს არ გაგზავნისო.
ქურდებივით მოიპარებოდნენ ნიღბიანები და ჩუმად ინაწილებდნენ ოთახებს რომელს რომელი უნდა გაეჩხრიკა.
-ბოდიშით, გეგმები უნდა აგირიოთ_გამყინავად გაისმა გაბრიელის ხმა. ოსტატურად გათიშა ორ წამში ერთ-ერთი და მეორეზეც მოახერხა იარაღის ჩარტყმა, პროფესიიდან გამომდინარე კარგად ჩხუბობდა და არ გაჭირვებია ნიღბიანი ძირს გაეშოტა და ზევიდან შემომჯდარს გაეკავებინა. წამში მოხსნა სახეზე აფარებული ნაჭერი და თოფის ლულა პირდაპირ შუბლზე დაადო:
-ვინ გამოგაგზავნა?
-არავინ, გეფიცებით, მარტო ვმუშობთ, გვითხრეს ბინა რამდენიმე დღეა ცარიელიაო და ჩვენც შემოვედით_აკანკალებული იქნევდა ხელებს 30 იოდე წლის ახალგაზრდა.
-დაგიჯერე როგორ არა_ისიც ერთი ხელის მოძრაობით გათიშა გაბრიელმა და ლილუსთან შესვლას აპირებდა კარების ხმა კიდევ ერთხელ რომ მისწვდა ყურთასმენას. ამჯერად სახე მოეღრიცა, ორის ნაცვლად ხუთი ნიღბიანი გამოჩნდა, თუმცა დანებება არც უფიქრია, იოლად მოიგერია პირველი ორი, მართალია ყოველდღე არ უვარჯიშია, მაგრამ გამონატქვამი გაახსენდა გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო და თუ ოდესმე მასწავლებლისგან რამე საბრძოლო იარაღი უსწავლია ყველა გაიხსენა. მეოთხემდეც იყო მისული ცივი ხმა რომ მოესმა.
-არამგონია ამ ქალბატონის ტვინი გაინტერესებდეს კედელზე როგორი იქნება._მაშინვე გაუშეშდა ხელები და უკან მობრუნებულს სახე გაეყინა. ერთ-ერთს ლილუსთვის მიეგნო და ახლა საფეთქელზე იარაღ მიბჯენილი სატყუარად დაეყენებინათ შუა მისაღებში.
-კარგი, კარგი, _დანებების ნიშნად იარაღი ძირს დააგდო ბიჭმა და ლილუს გახედა. ვერანაირი ემოცია ვერ წაიკითხა ქალის სახეზე.
-ახლა აღარ გაქვს დიდი გული არა?_ერთ-ერთი დალურჯებული მიუახლოვდა ბიჭს და მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი ცხვირში. ტკაცანის ხმა, რაც ძვლის გატეხვას მოყვა მთელ ოთახში გაისმა და ახლა კი გაიგონა ყველამ ლილუს განწირული კივილი.
-გაბრიეეეეელ._ცრემლებსაც არ დაუყოვნებია ქალის სახეზე.
-კარგად ვარ_ძირს დახრილმა ბიჭმა ძლივს ამოილაპარაკა და მაინც მედიდურად ასწია თავი. სისხლი თქრიალით მოდიოდა და ლილუს ასმაგად უხეთქავდა გულს. აქვითინებულს უკვე მზერაც არეოდა.
-კარგად ყოფილა, გამოსწორებადია_დაიქადნა მაღლიდან მდგომმა და ამჯერად მუცელში უთავაზა.
მუხლებზე დავარდა ბიჭი და ტკივილისგან მაინც დასცდა ამოოხვრა.
-ახლაც კარგად ხარ?_საზიზღარი ღიმილით დააჩერდა ტკივილისგან სახეშეჭმუხნილ ბიჭს და უფრო გამწარდა გაბრიელმა ისევ რომ მოახერხა წამოდგომა. კიდევ ერთხელ შემართა მუშტი, შემომავალი დერეფნიდან ლილუსთვის კარგად ნაცნობი და თითქოს მივიწყებული ხმა რომ გაისმა.
-რატომ არავინ, არასდროს მპატიჟებს მსგავს წვეულებებზე?_თავის ქნევით გამოჩნდა შავგვრემანი ბიჭი და შემართული იარაღი ლილუს გვერდით მდგომს მიუშვირა. -ბუჰ_სროლის იმიტაცია გააკეთა ხმით და სანამ აზრზე მოვიდოდა ნიღბიანი, უკვე ნამდვილი ტყვიისგან ძირს ეგდო. მაშინ სულ დაივიწყა ტკივილი გაბრიელმა და გამწარებულმა სიამოვნებით გადაუტეხა მარჯვენა მის თავდამსხმელს.
-ახლა ვინ არ არის კარგად?_აბღავლებულს დააჩერდა ზევიდან და გაშტერებულ, ერთ ადგილზე მიყინულ ლილუს გახედა, ის კი თვალისმოუცილებლად მიჩერებოდა ახალ შემოსულს.
-რაიყო დაო ისე შევიცვალე ერთადერთ და განუმეორებელ ძამიკოს ვეღარ ცნობ?_გაღიმებულმა გაშალა ხელები დემონსტრაციულად და გაიცინა.
-სანდრო_ამოოხვრას გავდა ლილუს ხმა. (20)

ფანჯრიდან კარგად მოჩანდა როგორ ეპარებოდა ჰორიზონტს ნათელი ფრები, მზე ამოსასვლელად ემზადებოდა და იოლად ახერხებდა ღამე დაემარცხებინა, ხალხიც ნელნელა ეწყობოდა ახალი დღის დასაწყებად, ზოგ ბინაში უკვე ანთებულიყო შუქი და გარკვევით ჩანდა სამსახურის მზადებაში გართული ადამიანები. ექვსი საათიც მოსულიყო. ქალაქში ახალი დღე იწყებოდა ლილუს ბინაში კი სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა.
რამდენიმე წუთი დასჭირდა გაბრიელს გონდაკარგული ღაჩაღებისთვის ხელ-ბორკილები რომ დაედო. ამ დროის მანძილზე ლილუ ჩუმად უყურებდა თვალებში მის ძმას და თავს არწმუნებდა ხმა რომ ამოვიღო არ ამეტირებაო. მშობლების შემდეგ ერთადერთი ვინც ყავდა სანდრო იყო და მისგანაც ასეთი მწარე გაკვეთილი მიიღო. ეგონა ცხოვრებაში ვეღარავის ნდობას მოახერხებდა, თუმცა გაბრიელმა ეს აზრი შეაცვლევინა. ახლა კი მისი ცხოვრების დანგრევაში მთავარი დამნაშავე მის წინ იდგა, ის კი ჩუმად უყურებდა.
-არ ჩამეხუტები?_როგორც იქნა დუმილი დაარღვია სტუმარმა და ისე არხეინად გაშალა ხელები ვითომ გამოქანებული დის ჩახუტებისთვის, რომ გაბრიელმაც კი წარბ აწეულმა ახედა.
-აბა რას ვიზამ_კბილებში გამოცრა გოგომ და ისეთი დაჭიმული მუშტებით დაიძრა ადგილიდან მაშინვე მიხვდა გაბრიელი რაც მოხდებოდა.

რამდენიმე წუთში იოანემ იარაღ მომარჯვებულმა შეაღო უკვე გატეხილი ბინის კარი, შეშინებულმა მოათვალიერა შესასვლელი და მაშინვე ფრთხილი ნაბიჯებით მისაღებისკენ წავიდა, საიდანაც კბენის, ქშენის, გლეჯვის, ლანძღვის და კიდევ ბევრნაირი ხმა ისმოდა. კართან მისული გაოცებული შედგა და დანახული სურთი იმდენად გაუკვირდა რა გაეკეთებინა უცებ ვერც მოიფიქრა.
იატაკზე გაწოლილ მოხარხარე კაცს ზემოდან ლილუ შემოჯდომოდა, ფეხი დაეთრია კაცის და მთელ სხეულზე ხელებს და ფეხებს ერთნაირი სისწრაფით ურტყამდა, თან გამწარებულ გულზე საოცარ, განსხვავებულ ხმებს გამოსცემდა. მის ზემოდან ბიჭმა გაბრიელი გაარჩია, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა გოგო გაეკავებინა და ბიჭზე აეგლიჯა, თუმცა წარუმატებლად.
-ღმერთო გადმოგვხედე_ნელა ჩაილაპარაკა იოანემ და ჯერ კიდევ თვალებ გაფართოებულმა განაგრძო ყურება.
-გეყოს ლილუ მეღიტინება_ბოლო ხმაზე იცინოდა ქვემოთ მოყოლილი.
-ღიტინი არა? შე დამპალო ნაბი*ვარო, ღიტინს მოგანატრებ, თუ ხვდები მაინც რა დამმართე.
-როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო გამოვტოვე, არა?_იარაღი ბუდეში ჩაიდო იოანემ და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი განცვიფრებულმა ირგვლივ ბუზებივით დაყრილ გათიშულ-გაკოჭილ ნიღბიანებს, -ხალხო რა ჯანდაბა მოხდა თქვენთან?
-რა აღარ მოხდა_როგორც იქნა მოახერხა გაბრიელმა ქალის აგლეჯვა ძმის სხეულიდან და წინ გადაუდგა ისევ რომ არ გაქანებულიყო.
-ეს ...._ხელი უცხოსკენ გაიშვირა ბიჭმა, რომელიც უკვე ფეხზე წამომდგარიყო.
-სანდრო, ლილუს ძმა_ხელი გამოუწოდა ბიჭმა.
-ბიძიაც დაბრუნებულა_წყვილს შეავლო თვალი იოანემ და გამოწვდილ ხელს მზერა აარიდა.

სრული ქაოსი დატრიალდა განყოფილებაში, ამდენი დაკავებული ერთად თითქმის არასდროს ყოლიათ, დაჩი ამაყი სახით უყურებდა ორივე ტყუპს, როცა ექვს დაკავებულს უკან მოყვნენ და გაკვირვებისგან წარბი ასწია, უკან კიდევ ერთი ბორკილებიანი პირი მოყვებოდათ, თითქოს ფოტოსურათებიდან ეცნო, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არიყო, თუმცა ლილუს სახე მშვენიერ საბუთს წარმოადგენდა. ლამის აპლოდისმენტებით შეხვდათ მთელი განყოფილება, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, ნაგაზი თავისუფლას დასეირნობდა, ქალაქში იმყოფებოდა და ახლა ორმაგად ენდომებოდა სამივეს მოშორება.
-აბა? აქ რა გვაქვს?_საკნისკენ გააქნია თავი დაჩიმ და ტყუპები აათვალიერა, გაბრიელი საკმაოდ დაბეგვილი ჩანდა, რაზეც მისი მოძრაობისას შეჭმუხნული სახე მოწმობდა.
-ეს ექვსი ნაგაზის კაცია, თითი ერთი საკნისკენ გაიშვირა გაბრიელმა -ის მეორე სანდროა, ლილუს ძმა.
-სწორად მიფიქრია_თავი გადააქნია დაჩიმ, -რატომ დაიჭირე, გვაქვს ხელთ რამე?
-ჩემს თვალწინ კაცი მოკლა.
-გასაგებია, მაგრამ ხომ იცი იტყვის დავიცავიო და იქეთ მოითხოვს მადლობას, ისინი კი დაიწყებენ მტკიცებას სახლის გასაქურდად შევედითო და მორჩა.
-ეგ ვივარაუდეთ უფროსო_იოანე ჩაერთო ამჯერად, -ამიტომ კარგად გავჩხრიკეთ და რამდენიმე ისეთი ნივთი აღმოვუჩინეთ რაც მხოლოდ გაქურდვას არ ჭირდება, თან მოველაარაკებით, იქნებ გათავისუფლების სანაცვლოდ რამე თქვან.
-კარგი, ცოტა ხნით იყვნენ აქ , იფიქრონ კარგად, მანამდე მალხაზიმ თუ იპოვა რამე ის გავიგოთ_კაბინეტისკენ წავიდა თაბაგარი და ბიჭებიც გაიყოლა.

ლილუ გაბრიელის ოთახში იჯდა და არეული ფიქრების დალაგებას ცდილობდა. ვერ ხვდებოდა სწორედ ახლა რას ნიშნავდა მისი ძმის დაბრუნება და ამ კითხვას გონებიდან ვერ იგდებდა. იქნებ ნაგაზმა გამოუშვა და სანაცვლოდ თავისუფლებას შეპირდა? იქნებ ამითი მოახერხა სიკვდილს გადარჩენილიყო? თუ მოხდა ის სასწაული რაზეც მუდამ ლოცულობდა და მისი ძმა გონს მოვიდა? ფაქტი ერთი იყო, სანამ რომელიმე ვარიანტში არ დარწმუნდებოდა, სანდროს ნდობა არ შეიძლებოდა.

-შეიძლება ვნახო?_შემოსულ გაბრიელს გადახედა გოგომ
-წესით რა თქმა უნდა არა, მაგრამ შენ ხომ გამომძიებლის შეყვარებული ხარ_წარბები აუთამაშა ბიჭმა.
-ჰმ, რაღაც სასიამოვნოდ ჟღერს_დაძაბული მზერა შეანათა ლილუმ და გულზე მიეხუტა.
-როგორ ხარ?_ხმას დაუწია გაბრიელმა
-არ ვიცი, ეს ის მომენტია როცა არ ვიცი, მის გამო იმდენი რამ გადავიტანე, მაღლაფერიძეც რომ არ ვახსენო, სამ სიცოცხლეს ეყოფა ადამიანს, მაგრამ მეორე მხრივ ჩემი ძმაა, ერთადერთია ვინც დამრჩა, მის გარდა არავინ მყავს_სახე დამალა ბიჭის გაშლილ მკერდში.
-ვიცი, რთულია მესმის, მაგრამ ხომ იცი ვერ ენდობი, არ მინდა ამას გეუბნებოდე, მაგრამ რაღაც საეჭვოდ ემთხვევა მისი გამოჩენა ნაგაზისას. რასაკვირველია ძმაა, ოჯახია, მაგრამ მინდა გახსოვდეს რომ მეც გყავარ, არასოდეს მიგატოვებ და ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს_თავი ააწევინა გოგოს და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე. სახეზე ფერებით ცდილობდა მის დამშვიდებას.
-ვიცი_მაინც შეძლო გაღიმება გოგომ და წინასწარი დაკავების საკნისკენ წავიდნენ.


-ყველაფერი მზად არის_სიგარეტის კვამლში გახვეულ კაცს ძლივს მიწვდა ჩუმად ნათქვამი სიტყვები. მაშინვე წამოდგა და ოთახი დატოვა. ღიმილით გაემართა ცოტა მოშორებით მდგარი შენობისკენ და მოუთმენლად შეაღო კარები. უკუნით სიბნელეს მხოლოდ ერთი პატარა მოქანავე ნათურა ანათებდა, მის ქვეშ კი სკამზე მიებათ ახალგაზრდა ბიჭი. ტუჩი გახეთქვოდა,გატეხილი ცხვირიდან სისხლი ჯერ კიდევ წვეთავდა, მუცელში მიყენებული ჭრილობების გამო გასწორება უჭირდა, ცალი ხელი არაბუნებრივად ჩამოეგდო და მთელი ძალით ცდილობდა სიფხიზლე შეენარჩუნებინა.
-მაშ ასეე_წინ დამდგარ სკამზე ჩამოჯდა კაცი, -მოყვები რა მოხდა?
-არ ვიცი, გეფიცებით, მე მე ყველაფერი გავაკეთე, ისე როგორც თქვით_ქვითინი და არეული ლაპარაკი ორმაგად ნერვებს უშლიდა კაცს.
-არ გაგიკეთებია, ეჭვი მქონდა ჩასაბრებული იქნბოდნენ და ათი კაცის გადაგიხადე, ხომ ასეა? ათი რომ ყოფილიყვნენ ის ძუ*ნა ახლა უკვე მე მეყოლებოდა, მაგრამ შენ იფიქრე ერთ ქალს ამდენი რად უნდაო და ფულის მოტეხვა გადაწყვიტე, თან ვისზე? ჩემზე? ამისთვის კარგადაც მიიღე.
-მაპატიეთ, მე მე ჩემი ხარჯებით, მე თვითონ მოგიყვანთ, როცა გინდათ მაშინ, გთხოვთ_უკვე კნავილს გავდა ბიჭის ვედრება.
-იცი ნაგაზს რატომ მეძახიან?_ფეხზე წამოდგა კაცი და სკამი გვერდით მოისროლა, ბიჭის თავის გადაქნევაზე კი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და სახესთან მიიწია -ძაღლების გაწვრთნა მიყვარს_საზარლად გაიღიმა და გაისმა კიდევაც სიბნელეში ქოფაკების ღრენა. სისხლზე დაგეშილებმა მალევე მიაგნეს სადაც იჯდა მათი მსხვერპლი და ნელნელა დაუწყეს ღრენით მიახლოება.
-არა, ღმერთო რას აკეთებთ, უნდა შეაჭევინოთ ჩემი თავი? არა, არა, მე ხომ მხოლო... ღმერთო ჩემო, ასე არ მოიქცეთ, არააა_უკვე ვედრებაში გადასულ ხმას ღრენა და ყეფა შეერია, კართან მისულ მოცინარი კაცის ყურს კი მალე მიწვდა განწირული ყვირილი. რამდენიმე წუთში კი ორი ნაგაზიც უკან დაბრუნდნენ სისხლიანი ტუჩების ლოკვით.


-მალხაზი ისევ გამაგრებულია?_შემოსულ ძმას ახედა გაბრიელმა.
-ხო, გამოგვყარა ორი საათი მინდა და მორჩაო, მემგონი რაღაც იპოვა, ყველაფერი გადაკეტილი აქვს და ბოლო ხმაზე გაყვირის მაცადეთო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ტელეფონით მომარჯვებული მიუჯდა საკუთარ მაგიდას -ლილუ სადაა?
-სანდროსთან შევიდა, დალაპარაკება უნდოდა, ეს ბიჭი მაეჭვებს, რაღაც არ მომწონს_ისევ სივრცეს გახედა გაბრიელმა.
-ოჰ, რომელ ბიჭს მოწონს ცოლი ძმა? ჭკვიანად იყავი არ დაგიწუნოს, ბიძიაა ბოლობოლო_ფხუკუნი აუტყდა იოანეს, თუმცა წამში გასწორდა სკამზე -ალო, ნენ რაშვები?
-...............
-ნაყინზე გავიდეთ რა ჩვენ რომ გვიყვარს ისე, ორი საათი მაქვს.
-.........
-კი, მაგრამ დღეს ხომ ისვენებ?
-..........
-გასაგებია, კარგი._გაბრაზებულმა ლამის ფანჯარაში მოისროლა ტელეფონი და გინებით შესწორდა სკამზე.
-არა წარმოგიდგენია? დამიკიდა_აღშფოთებულმა გადახედა ძმას, ის კი ძლივს ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. -უკვე ვჭამე ნაყინი იმ პიდარას*ან ერთად და ახლა ვსეირნობთ არ მცალიაო, ეს ეს რა საქციელია? რას გავს ეს?_ხელების ქნევით დადიოდა ოთახში.
-დაკიდებას_სერიოზული სახით დაუქნია თავი ძმამ.
-აუ შენი ჭირიმე რაა_უფრო გაცხარდა იოანე.
-მოდი იცი რა ვქნათ?_ჩაფიქრდა გაბრიელი.
-აბა ჰე რამე კარგი იდეა_მაშინვე მიუცუქდა ბიჭი.
-წავიდეთ და ავიყვანოთ ის დედამო***** ბიჭი ვინცაა და დაქალის მოტაცების მცდელობით ვუკრათ თავი_მხოლოდ წინადადების ბოლომდე შეძლო გაბრიელმა სერიოზული სახის შენარჩუნება. იოანეს კი თთქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე წამიერად გასწორდა წელში და სანამ რამეს უპასუხებდა კარში დაჩი გამოჩნდა.
-ბიჭებო, მალხაზი გვეძახის_და მაშინვე ისევ გაქრა. ძმებიც უხმოდ წამოდგნენ თავიანთი სკამებიდან და უფროს უკან გაყვნენ. (21)

არეული ფიქრებით მიიწევდა ლილუ საკნების ოთახისკენ, დალაგებული და მოფიქრებული კი არა წარმოდგენაც არ ქონდა რაზე უნდა ესაუბრა ძმასთან, ან როგორ დაეწყო, რა უნდა ეთქვა, ამდენი წლის შემდეგ ისე გაუცხოვებულიყვნენ ერთმანეთთან გული შეეკუმშა გოგოს. რასაკვირველია არ ენდობოდა, ვერ ენდობოდა, მისი ნათქვამი სიტყვების დაჯერებაც სისულელე იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ სანდრო ერთადერთი იყო მისი ოჯახიდან შემორჩენილი და დაკარგვა არანაირად არ უნდოდა. ყველანაირად ეცდებოდა ურთიერთობის აღდგენას და იმედს არ კარგავდა, რომ ეს სურვილი ორმხრივი იქნებოდა. მსგავსი ფიქრებით მიუახლოვდა აღნიშნულ ოთახს და კანკალით შეაღო კარი. დაცვად ერთი პოლიციელი დარჩენილიყო, მასაც ლამის მაგიდაზე ჩამოედო თავი და ისე თვლემდა.
-აქ ვინ შემოგიშვათ?_კარის ხმაზე მაშინვ წამოხა ფეხზე
-გამომძიებელმა ყიფიანმა._ძლივს გადაყლაპა ლილუმ ყელში გაჩხერილი ნერწყვი.
-გასაგებია, ვისი ნახვა გინდათ?
-ალექსანდრე ნემსიწვერიძის_ჩურჩულად გადაქცეულიყო ნათქვამი სიტყვები.
-აქეთ_ხელით მიუთთა კამერისკენ და თვითონ კუთვნილ ადგილს მიუბრუნდა.
ძლივს აიძულა ლილუმ აკანკალებულ ფეხებს ადგილიდან დაძრულიყვნენ. ფრთხილი, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მითთებულ ადგილს და მაინც ვერ შეაკავა მოღალატე ცრემლი.
-გამარჯობა დაიკო_სევდით ნათქვამმა სიტყვებმა დაარღვია ოთახში სიჩუმე და ვერც მიხვდა ისე მოიმატა გოგოს სახეზე წვეთებმა.
-სანდრო
-მაპატიე ლილუ, მაპატიე. ყველა ნაბიჭვრის გამოჩენა მაპატიე შენს ცხოვრებაში._დახრილი თავი გადააქნია ბიჭმა და ეცადა მთელი გულწრფელობა ჩაედო ნათქვამში.
-რატომ მიმატოვე?_ხმის დაწმენდას ჩახველებით ეცადა გოგო
-იმიტომ რომ ბოლო დონის *ლე ვიყავი, მეგონა წამალი, ფული და ქალები ცხოვრებისთვის საკმარისი იქნებოდა. იმდენად ვიყავი გაბრუებული ამდენი კეთებით შენ დამავიწყდი.
-მე კი არასდროს დამვიწყებიხარ_ნაღვლიანს გაეღიმა ლილუს.
-ვიცი და ეგ მაიძულებს ორმაგად დამნაშავედ ვიგრძნო თავი.
-ხომ იცი რომ ვერ გენდობი, უკვე ვერ დავიჯერებ ასე იოლად, რომ სიმართლეს ამბობ. იქნებ ნაგაზმა მოგაგზავნა_ხმა გაუმკაცრდა დას.
-სწორიც იქნები, მე ხომ მისი *ნირი ვიყავი. შენგან მეტს არაფერს ვითხოვ ერთი შანსის გარდა ლილუ, გთხოვ, დანარჩენს მე თვითონ დაგაჯერებ_დის ჩაფიქრებულ სახეზე მიხვდა რომ გოგო დააფიქრდა.
-მაშინ დაგვეხმარე.
-მე? რითი?_გვერდით საკანში მჯდომ ექვსეულს გახედა შეშინებულმა სანდრომ.
-მოგვიყევი რაც ნაგაზზე იცი, ყველაფერი, და არაფერი დაგვიმალო_გამომცდელად გაუყარა თვალი თვალში ლილუმ ძმას.
რამდენიმე წუთი ფიქრობდა სანდრო, იდეაში უკვე ისედაც მკვდარი იყო, ეს მაშინაც იცოდა აქეთ რომ მოდიოდა, თუმცა მიზნის მისაღწევად მაინც გარისკა, ახლა კი მისი და შანს აძლევდა უკან დასაბრუნებელი გზა ეპოვა. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.
-კარგი _თავი დაუქნია გოგოს და მის გაცისკროვნებულ თვალებზე გაეღიმა -კარგი ლილუ, მხოლოდ შენს გამო.
-ახლავე გაბრიელს დავუძახებ_გახარებული გაიქცა კარებისკენ გოგო.


მალხაზს ოთახი მთლიანად ჩაებნელებინა, პროექტორი ჩაერთო და დაბღვერილი სახით უმზერდა ოთახში შემოსულებს.
-დაღამდა, ერთი საათია გიბარებთ.
-მალხაზ, დალტონიკი დიდი ხანია ხაარ?_ისედაც ღამეზე მიუთითა იოანემ ფანჯარაში და სკამზე მოკალათდა. კაცმა პროექტორისკენ მიუთითა სამივე გამომძიებელს და პირველი სურათი აჩვენა. ფოტოზე 22-24 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო გამოსახული, დაბღვერილი სახით იყურებოდა და ცივი ცისფერი თვალები კადრზეც აღებეჭდათ.
-წარმოგიდგეენთ ბატონ ივანე კაკუშაძეს.
-ეს ვინღაა? ან კაკუშაძე რანაირი გვარია, პირველად მესმის_დანარჩენებს გადმოხედა იოანემ.
-სულ არასერიოზული ნუ ხარ და მაცადე, პრეზენტაცის მიშლი_ისევ დაიბღვირა მალხაზმა და ბიჭის აწეულ ხელებზე ისევ განაგრძო:
-ივანე კაკუშაძე ძველი ჯარისკაცი, 25 წლამდე სამხედრო ძალებში მსახურობდა, ისე მონდომებული იყო კაპიტნობამდეც მივიდა. დაიბადა გორში, ყავდა მშობლები და ორი და, ფლობს ინგლისურს და რუსულს, ნამყოფია ავღანეთსა და ერაყში სამხედრო მისიით, ორივე ქვეყანაში დაჭრეს, თუმცა გადაარჩინეს და ისიც აგრძელებდა თავის საქმეს.
-ეს ყველაფერი კარგი მალხაზ, მაგრამ ვინ არის ეს ივანე? ნაგაზთანაა კავშირში?_ტყუპებივით დაბნეული იყურებოდა დაჩი.
-არაფერს მაცდით_თეატრალურად მოიწყინა მალხაზიმ, -სწორედ ეს არის ნაგაზი_წამოყვირებით მიუთითა ეკრანისკენ.
-ეეს? ეს 25 წლის ბიჭი? ეს საერთოდ როდინდელია?_გაბრიელიც ვერ მოსულიყო აზრზე.
-საქმეც სწორედ მაგაშია, ეს 25 წლის ბიჭი დაახლოებით 20 წლის წინ გაქრა და აღარავის უნახავს, არც სიკვდილის ცნობა არც დაჭრის, საერთოდ არაფერი.
-ანუ?
-ვგიჟდები ჩემს საქმეზე_თვალები დაეხუჭა მალხაზს, -ანუ, ბიჭს ოჯახი, მომავალი, სამსახური ყველაფერი გააჩნდა, მაგრამ 25 წლის ასაკში ერთ დღეს ისე გაქრა არანაირი ცნობები ივანე კაკუშაძის შესახებ არ არსებობს.
-აბა რა ვიცით რომ ნაგაზია?_წარბი აწია გაბრიელმა.
-ეგ არ მკითხოთ, თბილისში დარეკვები, დნმ ანალიზები, ჩვენი ხრონგი კომპიუტერის რტყმევა, ნუ ათასი რაღაც დამჭირდა და ეს ინფორმაცია მოვიძიე.
-ფეხის მოტეხვა?_ბოლო შანს ჩაეჭიდა იოანე
-აი სწორედ მანდ ვარ გაჭედილი. მოკლედ, _ისევ პროექტორს გახედა კაცმა -აღნიშნულ დღეს საქართველოს მაშტაბით 8567 პაციენტი ყავდათ საავადმყოფოებს ფეხის მოტეხვით, სად ეცემა და რას ილეწება ეს ხალხი არ ვიცი, აქედან 2540 ქალი, დაგვრჩა 6027 მამაკაცი, გამოვაკელი ის 3007 ვინც 40 წელს ქვემოთ იყო, გამოვაკელი ისეთებიც ვისი ვინაობაც, საცხოვრებელი ადგილიც და სამსახურიც ეჭვს არ იწვევდა. ნუ ციფრებით რომ არ დაგღალოთ 129 დარჩა ისეთი ბომჟი რომელთა შესახებაც არაფერია ცნობილი.
-არ შეიძლება ის დნმ რომლითაც ახალგაზრდა ივანე იპოვო ბებერ ივანეზე გამოვიყენოთ?
-რასაკვირველია შემიძლია გაბრიელ, მაგრამ ერთი პრობლემაა პროფესორო, ფეხის მოტეხვისას სისხლს არავინ გიღებს, იღებენ სურათს, ხედავენ მოტეხილობას სვამენ გიფსში, მორჩა_დაუბღვირა ბიჭს მეც ვიფიქრე ეგო.
-ანუ ისევ ტუპიკში ვართ? 129 კაცის გამოკითხვას მთელი საუკუნე დაჭირდება, ნაგაზი კი აქაა_სახეზე ჩამოისვა ხელები დაჩიმ
-გაბრიელ_კარზე კაკუნს ლილუს ქერა თავი შემოყვა კარებში, -მაპატიეთ, ვიცი მნიშვნელოვან საქმეს არჩევთ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, სანდრო თანამშრომლობისთვის მზადაა, ამბობს ყველაფერს გეტყვითო.
-აი ეს არის კარგი და ფანტასტიური ამბავი_მალხაზისკენ გაიხედა იოანემ, მაგრამ მის მოღუშლ სახეზე თავადაც მოიწყინა -თუმცა შენ ჩვენი განძი ხარ, ბაჯაღლო_და მთელი ძალით შეაფრინდა კაცს.
-რაზე ვფიქრობდი სამსახურში რომ ამყავდა?_წარბ აწეულმა შეათვალიერა დაჩიმ წყვილი და გაბრიელთან ერთად ლილუსკენ წავიდა. სანდროს ყველაფრის დალაგება შეეძლო და ეს მშვენიერი შანსი იყო მათთვის.
-აბა ბატონო ალექსანდრე, გავიგეთ აღიარებითი ჩვენება გინდათ მოგვცეთ.
-არა, გეშლებათ, არავის ჩაშვებას მე არ ვაპირებ_ფარული მზერით გახედა გვერდით საკანში მჯდომ ექვსეულს და გაბრიელს რაღაც ანიშნა.
-გასაგებია, ასეც ვიცოდი რომ შენი იმედი არ უნდა გვქონოდა. მშვენივრად იცი შენს წინააღმდეგ რომ არაფერი გვაქვს_კბილებში გამოსცრა გაბრიელმა და დაცვის ბიჭს დაუძახა -გამოათრიე.
როგორც კი დატოვეს ცივი დიდი საკანი, მაშინვე მიუბრუნდა გაბრიელი სანდროს: -ახლა რაღას თამაშობ?
-არაფერს, ისინი ნაცნობები იყვნენ.
-ნაგაზის?
-არა, დაქირავებულები, მაგრამ ადრეც ვისარგებლეთ იმ კაცის ბიჭებით, სახელი ვიცი და როგორ უნდა დავუკავშირდეთ, მშიშარა კაცია გამოტეხვას შევძლებთ, მაგრამ ორი პირობით.
-გისმენ_ამოიღრინა დაჩიმაც.
-ამ ყველაფერს ოფიციალურობის გარეშე გეტყვით, აბსოლიტურად ყველაფერს, ოღონდ ყოველგვარი ხელის მოწერების გარეშე, ციხეში არ მინდა, რეალურად კი ჩემზე არაფერი გაქვთ და მეორე, აქ წამიც აღარ გავჩერდები, სადმე არაოფიციალურ გარემოში რაც გინდათ მკითხეთ. აქ სარისკოა_ხალხი მოათვალიერა ბიჭმა.
-გინდა თქვა რომ ნაგაზი რამეს გაიგებს? ეს განყოფილებაა_გაეცინა დაჩის.
-უფროსო, არაფერი შეგეშალოთ, ნაგაზმა უკვე ყველაფერი იცის და დარწმუნებული იყავით აქ მინიმუმ ორი კაცი მასზე მუშაობს_თვალი ჩაუკრა დაჩის და გაბრიელს გადახედა.-იმ კლუბში წავიდეთ მაშინ რომ ვიყავი, ლამაზი ბარმენი ყავთ_თვალი ჩაუკრა მოახლოებულ დას.
გზამ სრულ სიჩუმეში გაიარა, ერთი სული ქონდათ ტყუპებს ყველაფერი გაეგოთ, იოანეს თან იმ 129 კაცის ფოტო მოჰქონდა, იქნებ ამოეცნო. გაბრიელი შეტყობინებას წერდა და ხშირად უყურებდა ლილუს სახეს, გოგო დაძაბული იჯდა და თითებს ისე იწვალებდა სულ დაწითლებული ქონდა. კლუბთან მხოლოდ მაშინ მივიდა რაც დარწმუნდა კუდი არ გვყავსო და მაინც სწრაფად დატოვეს მანქანა. უპრობლემოდ შევიდნენ კლუბში და ის იყო უკანა კარიდან სხვა სართულზე უნდა გადასულიყვნენ იოანე ადგილზე რომ გაშეშდა. გაკვირვებული უყურებდა გაბრიელი ასეთ ძმას, ბიჭს სახეზე ისე წამოაწითლა მწვანე განათებაშიც გამოჩნდა, თვალები გაუფართოვდა, ნესტოები დაებერა და ისეთი მრისხანე გაუხდა მზერა ლილუმაც კი პირი დააღო, მის მზერას გააყოლეს თვალი და თავადაც გაშეშდნენ, მოპირდაპირე კედელთან იდგა ნენე და უფლებას აძლევდა უკვე ნაცნობ ბიჭს მისი ტუჩები შეესწავლა. გონს მაშინ მოვიდნენ, როცა შეამჩნიეს როგორი მძიმე ნაბიჯებითა და სუნთქვით წავიდა იოანე ნახსენები წყვილისკენ, ისე მძიმედ იშორებდა გზად შემომხვდარ ხალხს, მისი შეჩერება უკვე ნამდვილად შეუძლებელი იყო. (22)
-როგორ ფიქრობ დამხმარე ძალა დაგვჭირდება?_შეშინებულმა უჩურჩულა ლილუმ გაბრიელს იოანეს სახეზე.
-ვფიქრობ დროა სპეცნაზმში ვრეკავდე_მოგუდული სიცილით გადმოხედა ბიჭმა და დაუფიქრებლად მოხვია ხელი, გიჟდებოდა როგორი გრძნობაც ეუფლებოდა ამ გოგოსთან ახლოს ყოფნისას.
იოანეს არავისი და არაფერი ესმოდა, უხეშად უვლიდა გვერდს წელში მოწყვეტილ, გადაგრეხილ მოცეკვავეებს და ნენესკენ მიიწევდა. მთელ ორგანიზმში უცნობი გრძნობა უვლიდა, რომელიც იმდენად აიძულებდა გაბრაზებულიყო, რომ ნებისმიერს მოუგრეხდა კისერს თუ წინ გადადგომას მოინდომებდნენ. დაუფიქრებლად სტაცა გოგოს უხეშად ხელი და გვერძე გამოათრია.
-გარეთ წამოდი.
-იოანე......
-ეე, ჩემი ძმა შენი აზრით რას აკეთებ? გოგოს ხელი გაუშვი_იოანესდა გასახარად გაბრაზების ობიექტი პირდაპირ შუაში ჩაუხტა და ნენეს წინ აეფარა. მზაკვრული ღიმილი გადაეკრა სახეზე, ირგვლივ მიმოიხედა, ნენეს ხელი გაუშვა და მოსიარულე უსიამოვნებას უფრო მიუახლოვდა.
-სანამ ყველა ძვალი მთელი გაქვს გაიწიე.
-ა*რაკებ ძმაო_მკერდზე მიადო ხელი მოწინააღმდეგემ.
-გაბრიელ მოკლავს, გააშველე_პირზე აიფარა ხელი ლილუმ.
-მოიცა რა, დრო მატარებინე_სიცილით აიღო მეორე ტყუპმა დახლზე დადებული სასმელი და გაღიმებულმა გააგრძელა სეირის ყურება.
იოანემ ჯერ მკერდთან მოდებულ ხელს დახედა, მერე ცალყბად ჩაიცინა და წამიერი მოძრაობით ამოუტრიალა ბიჭს ხელი.
-შენი დედაააც..._ღრიალს მოყვა ბიჭი.
-ბიჭი მომხედე აბა აქეთ_თითონაც ჩაიმუხლა და ზემოდან დააჩერდა ტკივილისგან აზმუვლებულ ბიჭს -ახლა კარგად მომისმინე, შენი აზრით დებილი ვარ? დასისხლიანებული თვალები, აწითლებული ცხვირი, მუდმივად მოწევის სურვილი, აკანკალებული ხელები და მთავარი, ნანემსრები ვენასთან. მოდი ჯიბეებს გაგიჩხრეკ გინდა? და მერე მეხვეწე სროკზე არ გამიშვაო.
-რა უფლებით ეე_თვალებ გაფართოებული ამოყურებდა ბიჭი ქვემოდან.
-აი ამ უფლებით_მოწმობა ამოიღო იოანემ და ლამის ყველას დასანახად გადაუშალა ჩაკეცილს.
-აი ამას არ ველოდიი_ხითხითს მოუმატა გაბრიელმა და სასმელი ბოლომდე გადაკრა.
-ძაღლობა გაიჩითაა_უცებ დაიყვირა ვიღაცამ და სიტუაცია წამიერად შეიცვალა, მომენტალურად შემოეცალათ ხალხი ირგვლივ, მუსიკა შეწყდა, დიჯეი უკანა კარიდან გაქრა, ბარმენი ჯერ კიდევ გაოცებული იყურებოდა და ბოლომდე ვერ გაეგო რა ხდებოდა, ნენეს სახეზე კი ადამიანი ვერაფერს წაიკითხავდა იმდენი ემოცია აღბეჭდვოდა.
-მეგონა წყნარ ადგილას დალაპარაკება იმას ნიშნავდა უფროსო, რომ ყურადღებას არ მივიქცევდით, ყოჩაღ, მაგარი ბიჭები გყავს_ვითომ მოწონების ნიშნად თავი დააქნია სანდრომ.
-ვერ ვიტან შეყვარებულებთან მუშაობას_დაჩიმ მობეზრებულმა გაიქნია თავი.
-ვიცით ბოს_უდარდელად მოსვა ბოლო ყლუპი გაბრიელმა და მთელი ძალით ეცადა არ გაცინებოდა. იოანე კი ამ დროს ძალით მიათრევდა ნენეს გასასვლელისკენ. ვითომ ძალით მიყვებოდა გოგო, სინამდვილეში კი გულში მთელი არსებით ზეიმობდა. სასურველს მიაღწია.
-ეს რას ნიშნავს?_ლამის კორიდაზე გამოსასვლელი ხარივით ბდღვინავდა იოანე.
-მაინც რა?_უცოდველად ააფახურა წამწამები გოგომ.
-სულ გააფრინე? ნარკომანს უწვებოდი გოგო?_ბოლო ხმაზე იღრიალა ბიჭმა, თუმცა გონზე მოსვლა ვერც მოასწრო ისე აუწვა ცალი ლოყა მთელი სიძლიერით მოქნეულმა ხელმა.
-ნაბი*ვარო, შენ ბო*ინკალა ნაშებს არ ვგავარ პირველივე გაცნობილს ჩავუწვე, ერთი კვირაა ერთმანეთს ვხვდებით და ბოდიში თუ კლუბში ვაკოცე. ან შენ საერთოდ ვინ ხარ? რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში?_ჭინკებ ჩამქვრალ თვალებში ცრემლები უბრწყინავდა ნენეს და ამ წუთს ისეთი ლამაზი იყო იოანე მზად იყო მთელი ცხოვრება საფიცრად გაეხადა. პირი გააღო რამე რომ ეთქვა, თუმცა ისევ ნენემ შეაწყვეტინა -საჭირო არაა, თავად გეტყვი, ჩვენ მეგობრები ვართ, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები და როგორც მე არ ვნიშნავდი შენთვის იმდენად არაფერს რომ უთქმელად იპარები ჩემი სახლიდან, არც შენ ნიშნავ ჩემთვის არაფერს ის რომ გითხრა შეყვარებული მყავსთქო. *რაკი დააყენე და ცხოვრება მაცადე, მინდა ნარკომანთან ვიქნები, მინდა მკვლელთან_მაინც წამოუვიდა მოღალატე ერთი ცრემლი და სანამ ბიჭიც დაინახავდა მანამდე გაქრა ტერიტორიიდან. რამდენიმე წუთი იდგა იოანე და ისევ იმ ადგილს უყურებდა სადაც სულ ცოტა ხნის წინ აცრემლებული ნენე იდგა. აცრემლებული ნენე. ეს ორი სიტყვა ისე არ შეეფერებოდა ერთმანეთს როგორც ყავა და საზამთრო, ტორტი და მჟავე კიტრი, ან... ან.. ჯანდაბა, იდიოტური შედარებების მოყვანაც კი არ შეეძლო ისეთ დღეში ქონდა თავი. ნელი ნაბიჯებით დაბრუნდა უკან და კლუბის მართველის კაბინეტში გამაგრებულ ხალხს შეუერთდა.
-ხომ იცი რომ დაისჯები_ვითომ უდარდელად გადმოხედა დაჩიმ.
-როგორც გინდა_ცხოვრებაში პირველად არ შეწინააღმდეგებია იოანე ისე დაუქნია თავი და სანდროს გადახედა, ბიჭი ნერვიულობისგან სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და გონებაში აზრების დალაგებას უნდებოდა.
-კარგი, რაც არის არის_ამოიხვნეშა ბოლოს და ხელები ერთმანეთს მიაბჯინა.- ის არ დაგაინტერესებთ ნაგაზს როგორ შევუერთდი, მთავარი შემდეგი პერიოდია, ჯერ ბარიგობა დავიწყე, შემდეგ ასე ვთქვათ დამაწინაურა და პატარა სარდაფი გამომიყო, რომ სხვა ბარიგებისთვის თვალყური მედევნებინა, ტავარი გამეტნია და მაყუთიც ამეღო, ამის შემდეგ ერთხელ შევხვდით, არ ვიცი ზედმეტად თავზეხელაღებული რატომ მოვეწონე, მაგრამ ნუ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ქუთაისში მისი კაცი მე ვიყავი, მაღლაფერიძესთან ერთად. ვინც გადაგვაგდებდა ვიშორებდით, არა მოკვლით არა, ცემა, კარგად დალურჯება და აღარავის ქონდა ჩვენთან შარის თავი.
-რაღაც ამდაგვარს ველოდი, ჩვენ მისი მონაცემები 25 წლამდე გვაქვს, შემდეგ არც სახელი ვიცით არც გვარი. გეცოდინება რა მოხდა._დაჩიმ დაასწრო სხვებს.
-რა თქმა უნდა, ვიცი რომ ჯარში მსახურობდა, ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანიც გახდა, დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ერთ დღესაც ავღანეთიდან ახალი ჩამოსული იყო და გარდაეცვალა.
-დაა? როგორ? მოუკლეს?_წინ გადმოიხარა გაბრიელი.
-დაახლოებით, თუმცა საკუთარ თავს დააბრალოს, დოზა ვერ გათვალა და გაიპარა რა.
-ნაგაზის და ნარკომანი იყო?_ლილუს ლამის თვალები გადმოუცვივდა.
-ნუ დაყარე ძვირფასო თვალები ძირს, მერე ვისი ყურებით დატკბები?_ვერ მოითმინა გაბრიელმა და ჩაეცინა.
-ცოტა ფრთხილად მეგობარო, ბოლოს ვინც მითხრა შენი და მომწონსო ტყეში აგდია და მის გვამებს მატლები ჭამენ_თვალი ჩაუკრა წინ მჯდომმა სანდრომ.
-ახლა მაღლაფერიძის მკვლელობა აღიარე თუ მომეჩვენა?
-სანდრო გიორგი მოკალი?_ისევ გაუფართოვდა თვალები ლილუს.
-და რაზე ფიქრობდა ჩემ დასთან სექსის დეტალებს რომ მიყვებოდა?_გაბრაზებული აბრიალებდა სანდრო თვალებს. გაბრიელის ჩაწითლებულ თვალებზე და დაბერილ ძარღვებზე დაჩიმ სიტუაციის გამწვავებას ისევ ისტორიის მოსმენა არჩია.
-მოდი თემას დავუბრუნდეთ, და მოუკვდა და მერე?
-უბრალოდ კი არ მოუკვდა, წამალში გაიპარა, თანაც მალე აღმოჩნდა, რომ „პოსლეზე“ კაიფობდა და რამდენიმე ათასიანი ვალი ქონდა. ოჯახში უჭირდათ, მხოლოდ ნაგაზი მუშაობდა და ამდენ მაყუთს ვერ მოკრეფდა, მაშინ მევალეებმა მშობლები მოუკლეს და თან სასტიკად, ცხოველებს ააჩეხინეს_მხრები აიჩეჩა სანდრომ.
-ამიტომ ქვია ნაგაზი?_შეძრწუნებული ხმა ქონდა ლილუს.
-არა, ამის შემდეგ თუ ვინმე ხელს შეუშლიდა ნაგაზებს აგლეჯინებდა.
-რაღაც მსგავს ველოდი_სახეზე ჩამოისვა ხელი გაბრიელმა, _თუმცა მაინც გულის ამრევია.
-ბახალას ოჯახი თავისი მიზნებისთვის გაწირა?_დაკითხვას აგრძელებდა დაჩი.
-არა, აღმოჩნდა რომ ბახალას მამაზე მუშაობდნენ ის ბარიგები, არავინ იცის ბრძანება მისგან წამოვიდა თუ იმ ნაბი*ვრებმა თითონ გადაწტვიტეს შურისძიება.
-ასაფლავებს ოჯახს, იცვლის სახელს და გვარს, უძვრება მტერს და ბოლომდე მიყავს შურისძიება_ხმამაღლა დაალაგა გაბრიელმა.
-ზუსტად_დაეთანხმა სანდროც, -ამიტომ ჩემი და დაიცავით, ნაგაზმა პატიება და კვალის დატოვება არ იცის.
-შენი ბრძანება საჭირო არაა_ტუჩი აუბზუა გაბრიელმა.
-საკმარისია_ხელი აწია დაჩიმ, -მისი სახელი და გვარი?
-თქვენ ეძებთ ირაკლი ნარიმანიძეს, რომელიც 45 წლისაა და იმაზე სუფთა ისტორია აქვს, ვიდრე ახალშობილ ბავშვს.
-გასაგებია_თავი დაუქნია დაჩიმ და წამოდგა.
-შეიძლება წავიდე?_მას მიბაძა იოანემაც და პირველად დაილაპარაკა.
-შემი ხმა მომნატრებია ძმაო_ბეჭზე დაკრა ხელი ტყუპმა.
-რომეო ხელი გაწიე და გამიშვი_უფროსის პასუხს არ დალოდებია ისე გავარდა კარებში და თვალს მიეფარა.


უკანა გზაზე ყველა თავის ფიქრებში ჩაფლულიყო და სრულ მდუმარებაში გაიარეს გზა განყოფილებამდე. სამაგიეროდ იქ შესულებს დახვდათ სრული ქაოსი და დაჩის ნომერიც აწკრიალდა. მაშინვე გათიშა და იქვე მდგომ თანამშრომლებს დაუძახა.
-მეორედ მოსვლაა?
-თითქმის უფროსო,_ შეშინებული ჩანდა ბიჭი - თქვენი მოყვანილი ექვსი მოწმე მოკლეს_ერთ სულის მოთქმაში ამოილაპარაკა და უფროსის რისხვის მოლოდინში მოიკუნტა. (23)
-როგორ თუ მოკლეს?_ლამის შენობა შეზანზარდა დაჩის ბღავილზე. -ამდენი პოლიციელი აქ რა ჯანდაბას მიკეთებთ? ექვსი კაცი მოგვიკლეს, ექვსიი, და თქვენ ამდროს რას იფხანდით? _ბოლო ხმაზე ბდღვინავდა კაცი.
-ვერავინ ვერაფერი გაიგო უფროსო, საჭმელი მოწამლეს, ეჭვიც არ გვქონია ასეთ რამეზე_უფრო დაპატარავებულიყო ამბის მომტანი. მთელი განყოფილება გარინდულიყო, უფროსის ასეთი ყვირილი არავის გაგონა და თავდახრილი უსმენდნენ დამსახურებულ საყვედურს.
-ეგეც უნდა დამებარებინა არა? ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის მოწმეები იყვნენ, ნუთუ ვერცერთმა მოიფიქრეთ რომ ფრთხილად ყოფილიყავით? და გამომძიებლები გქვიათ?_თვალებ დაწითლებული აგრძელებდა ყვირილს. ბოლოს ერთი ღრმად ამოიხვნეშა და წინასწარი დაკავების საკნისკენ წავიდა გაბრიელთან ერთად.
ექვსივე მოკუნტულები და პირიდან ქაფ გადმოსულები ეყარნენ ცივ იატაკზე. საჭმლის ნარჩენები ყველას ჯერ კიდევ ხელში ქონდათ შერჩენილი და ისე შეჰყინვოდათ სახეზე საბოლოო ცივი გამომეტყველება.
-ექსპერტიზა ჩუტარონ ყველას და დეტალებში მომახსენონ საწამლავის ყველა შემადგენელი კომპონენტი, იქნებ რომელიმე იშვიათი იყოს და მისი პოვნით ნაგაზზე გავიდეთ_უკვე დაბალი ხმით დაიბარა უფროსმა გამომძიებელმა და გაბრიელს მიუბრუნდა -მოკიდე ორივე და-ძმას ხელი და ჩემთან შემოდით, შენმა ძმამაც დაანებოს ბუტიაობას თავი და ათ წუთში აქ გაჩნდეს.
-გასაგებია_თავი დაუქნია ბიჭმა და მაშინვე მოიძებნა მობილური.

ფიქრებით სავსე მიუყვებოდა იოანე ტროტუარს და მაინც ვერც ერთზე ფიქრობდა საფუძვლიანად. ხვდებოდა, რომ ნენეს მართლაც ცუდად მოექცა, თავს ლანძღავდა სოფელში ჩადენილი საქციელის გამო, ყველაფერი ხომ სწორედ იმ დღის შემდეგ დაიწყო. მეორე მხრიდანაც, მართალიც იყო გოგო, რა უფლება ქონდა მის ცხოვრებაში ასე ჩარეულიყო? თვითონ ხომ ყოველ საღამოს იცვლიდა სხვადასხვას, ნენეს არ ქონდა უფლება ვინმე ეპოვა და შეყვარებოდა? მართალია ცივად გასცრა ნენეს სხვასთან წარმოდგენისას, მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა. გონს მაშინ მოვიდა, როცა ნაცნობ კარებზე ხელმა მის დაუკითხავად დაიწყო კაკუნი.
-იოანე_რამდენიმე წამში უკვე ჯერ კიდევ ნაწყენი თვალები უმზერდნენ ღია კარიდან.
-შეიძლება?_ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული ბიჭი და საერთოდ ვერ ფიქრობდა რა უნდა ეთქვა.
-რადგან მოხვედი. _უკან დაიხია გოგომ.
-ნენე, მისმინე, მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო_მისაღებში ჩამოჯდა გოგოს წინ და აშკარად მოერიდა თვალი გაესწორებინა.
-როგორ გინდოდა იოანე?_სამაგიეროდ ნენემ ამოხედა უტეხად.
-მე, მართალი ხარ, შენ ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს, უბრალოდ არ მინდა ისეთ ადამიანებთან გქონდეს კავშირი.
-როგორ ისეთთან? იცნობ საერთოდ დათოს?
-ის ხომ ნარკომანია_წარბები აეზიდა ბიჭს.
-საიდან დაასკვენი? რადგან ნანემსარები უნახე? ორი კვირაა არ გაუკეთებია, ვეხმარები, ერთად გადავაგდებთ მის ამ ჩვევას და ყველაფერი კარგად იქნება_ცივად ჟღერდა გოგოს ხმა.
-ნენე ყოფილი ნარკომანები არ არსებობენ, წამლის გადაგდება ასე იოლი გგონია? ან რაიცი რომ არ იკეთებს? დაურეკია ლომკაში მყოფს? მასთან ყოფილხარ? იცი რომ ამ დროს შეიძლება რამე დაგიშაოს?_აღშფოთება გაერია იოანეს ხმაში.
-მეგონა ბოდიშის მოსახდელად მოხვედი და შევმცდარვარ, ისევ იგივეს აკეთებ. შენი დაკარგვა არ მინდა იოანე, მინდა ისევ ისეთი მეგობრები ვიყოთ, მაგრამ როგორც ჩანს შეუძლებელია, მე რატომღაც ჩუმად ვატარებდი ბო*ებს შენს ცხოვრებაში, მათგან რამდენიმე რამე შეიძლებოდა გადაგდებოდა?
-მაგრამ ირგვლივ იმდენი ბიჭია.
-მე დათო მომწონდა_ჯიუტად იმეორებდა ნენეც.
-მაგრამ, ადამიანო ......_ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა სათქმელი. -გაბრიელია_მაშინვე უპასუხა ტელეფონს და წარბები შეეკრა. უხმოდ გათიშა და ნენეს გახედა -მაპატიე უნდა წავიდე.
ნაღვლიანი მზერა გააყოლა მასპინძელმა მიმავალ საყვარელ კაცს. ეს ბოლო წვეთი იყო, ცრემლების ამოხეთქვას ვეღარ გაუძლო, იოანეს კარი მისთვის დაკეტილი იყო, დრო მოვიდა საბოლოოდ შეგუებოდა ამას და ცხოვრება გაეგრძელებინა...

ბოლთას ცემდა დაჩი ოთახში და ყველა დაბარებულის შეკრებას ელოდა. რამდენიმე წუთში იოანემაც შემოაღო კარი და ჩუმად დაჯდა მძვინვარე უფროსის წინ.
-მოკლედ, ამ წუთიდან ასმაგად ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, ნაგაზი მოწმეების მოშორებაზე გადავიდა, ამიტომ და-ძმა უნდა დავიცვათ. რამდენიმე ბიჭს გამოგიყოფთ.
-გმადლობთ, მაგრამ უკვე ვნახე თქვენი ბიჭები რა კარგად იცავენ ხალხს, ჩემ თავს თავად მივხედავ და ლილუსაც_ფეხზე წამოდგა სანდრო.
-ლილუ აქ იქნება_მტკიცედ ჟღერდა გაბრიელის ხმა.
-მაგრამ ....
-აქ მირჩევნია სანდრო_თავის დაქნევით შეაწყვეტინა გოგომ სანამ ისევ კამათზე გადავიდოდნენ.
-მე წავალ ექსპერტიზას დავადგები თავზე და იქნებ ცოტა დავაჩქარო_საქმეში უკვე გარკვეულმა თქვა იოანემ.
-კარგი, მაშინ გაბრიელი ლილუს დააბინავებს და მერე მალხაზისთან შეიკეტება_ბიჭს გადმოხედა და მის თანხმობაზე კარისკენ მიუთითა ყველას. თავად კი დაძაბულმა აიღო ტელეფონი და პროკურატურის ნომერი აკრიბა. დრო იყო უფროსობისთვის მსხვერპლზე ეთქვა.

ცარიელ გზატკეცილზე მიქროდა მანქანა, გაბრიელს გვერდს ლილუ უმშვენებდა და ხმას არცერთი იღებდა. ხეები ლაქებივით ცვლიდნენ ერთმანეთს და ნამდვილად ახერხებდა ლილუ ყურადღების მათზე გადატანას. ადელეს ხმა ნაზად იფრქვეოდა მანქანაში და მსმენელს მოდუნების საშუალებას აძლევდა.
-აქ რა გვინდა?_დაუსახლებელ მიდამოს გადახედა ლილუმ და მანქანიდან გადმოვიდა. ცას ნელნელა ეპარებოდა განთიადი და ვარსკვლავებს ჩაქრობას აიძულებდა.
-მემგონი ცოტა განმარტობა და დასვენება ორივეს გვჭირდებოდა_თბილად გაუღიმა ბიჭმა და სქელი პლედი ამოიღო.
-თანაც ირგვლივ არც ხეა არც შენობა და თუ ვინმე მოგვიახლოვდება დავინახავთ_გაეცინა გოგოს.
-ან პროფესიონალი ხარ ან ნელნელა ხდები_სიცილი აუტყდა გაბრიელს და ჯერ კიდევ ცივ მინდორზე დააფინა პლედი.
-რა სიმშვიდეა_ცხვირით ღრმად შეისუნთქა ჰაერი გოგომ და თვალები დახუჭა, სულ ოდნავ არხევდა სიო მის თმებს.
-ერთი საათი გვაქვს დასვენების უფლება_მოწყენილმა დახედა გაბრიელმა საათს.

-ახლა რა იქნება?_რამდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია ლილუმ და თვალების გახელა არ იჩქარა.
-ახლა? ახლა მე და იოანე ყველაფერს გავაკეთებთ ნაგაზის დასაჭერად, სიმართლე რომ გითხრა ჩემს ერთ რომელიღაც ნაწილს, რომელიც უფრო ბოროტია_გაეცინა გაბრიელს, -სულაც არ უნდა ნაგაზის დაჭერა, ოცნებობს რომ შეეწინააღმდეგოს და საკადრისი მიიღოს, მაგრამ მეორე უფრო მოაზროვნეა.
-და რატომ? ის ხომ ცხოვრების ბოლომდე ციხეში წავა?
-ხოდა სწორედ ეგ არ მინდა, მისნაირებს ციხეში ტახტრევანს უდგამენ, ეთაყვანებიან, ციხის უფროსად აყენებენ და ყველანაირი აკრძალვის მიუხედავად მის საქმიანობას აგრძელებიებენ, ჩვენ კი ამ ყველაფერს ვერ ვუშველით.
-ჩვენ რა გვეშველება?_ჩუმად ამოთქვა ლილუმ.
-ჩვეენ? _გოგოსკენ მიაბრუნა სახე გაბრიელმა. -არამგონია პირველი გამომძიებელი ვიყო, რომელსაც დამნაშავე შეუყვარდა.
-შეუყვარდა?_წამში გაახილა თვალები და მანაც ბიჭს გამოხედა.
-შეუყვარდა_თავი დაუქნია ბიჭმა და გაეცინა რამდენიმე წამში ლილუს ტუჩები რომ იგრძნო.
-ხვდები მაინც რა შარში ყოფ თავს?_ზემოდან დაჩერებოდა გაცისკროვნებული გოგო.
-ვერც მივხვდი ისე გავყავე, ამ მიმზიდველ ერთ ადგილს რომ მითამაშებდი და მიღიმოდი რა გეგონა_სიცილით წამოარტყა საჯდომზე ხელი გაბრიელმა და ლილუც აიყოლია.
-იოანეს და ნენეს რა ვუყოთ?
-აი ნახე სანამ ნენეს არ ვაიძულებ სულ გამოაშტეროს ჩემი ძმა არ დავნებდები_სიცილით ამოიღო აზუზუნებული ტელეფონი ბიჭმა. -აჰა, ძაღლი ახსენეო_ეკრანი მიუბრუნა გოგოს რომელზეც ნენეს სახელი ციმციმებდა.
-გისმენ ნენე.
-........
-შენ რა მთვრალი ხარ?_ლილუთი წამოჯდა გაბრიელი მინდორზე.
-.................
-კარგი, დამელოდე_ოხვრით გათიშა ტელეფონი და ლილუ იგივე პოზაში მჯუცელზე შემომჯდარი წაიყვანა მანქანისკენ.
-დამსვი არანორმალურო_ბოლო ხმაზე ჭყიოდა გოგო და მთელი გულით იცინოდა, სხვა გზა არ ქონდა, ბედნიერება მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.
-ნუ მაიმუნობ_გვერდითა სავარძელზე შეაგდო ბიჭმა და თვითონ საჭესთან დაიკავა ადგილი, -ჯანდაბა, სამსახურში რომ უნდა დავბრუნდე_საათს დახედა გაბრაზებულმა.
-მოდი შენ სამსახურში წადი, მე ნენეს მივხედავ.
-კარგი, თავის კლუბშია, გალეწილი მთვრალი, შენც დაგალევინებს თანაც ბევრს და დიდი იმედი მაქვს რომ მასსავეთ წაქცეულს არ მოგაგნებ, ჩემებს დავურეკავ და ორ თავისუფალ პატრულს ჩუმად გამოგაყოლებ, მყავს გამოცდილები_თვალი ჩაუკრა გაბრიელმა და ტელეფონი მოიმარჯვა.


-უფროსო, მართალი იყავით, ისევ აქ მოვიდა_ჩურჩულებდა ხეს ამოფარებული ფიგურა.
-ვიცოდი, უკან შეყევი და ნახე ვისთან მივიდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანი თუ არ არის არ შეხვდებოდა. მარტოა?
-გასაგებია, არა რამდენიმე კაცი ახლავს და არც იმის შანსია დიდად რამე გამომივიდეს, ზედმეტად ბევრი ხალხია.
-აუცილებელი არაა აყალმაყალი, ვაიძულებ თავად მოვიდეს ჩემთან.
-ვიღაც გოგოს მიუჯდა უფროსო, ა ეს ხომ აქაურია, აი ის გოგოა ჯერ იმ მოღალატე სანდროსთან რომ ვნახეთ და ახლა მას მოეხვია.
-ესეიგი ახლობლობენ, ძალიანაც კარგი, აცადე იჭორაონ და ხვალ დილისთვის ეგ გოგო ადგილზე დამახვედრე. იცოდე უხმაუროდ, გატაცების კვალი არ უნდა ჩანდეს.
-გასაგებია უფროსო, შევასრულებ.
-მაგ ენაჭარტალას მაცადოს თუ თავისი ფეხით არ მოვიყვანო ჩემამდე_ფიფქიას დედინაცვლის სიცილით გათიშა ნაგაზმა ტელეფონი. (24)
როგორც ყოველთვის კლუბში შესული ლილუ უამრავ ხალხს და მოცეკვავე სხეულებს ელოდა, თუმცა სულ ტყუილად, დაცარიელებული დარბაზი სულაც აღარ გამოიყურებოდა ძველებურად მიმზიდველად, მხოლოდ რამდენიმე სხეული ყვებოდა ჩართულ მუსიკას და არც ჭიქის ხელში დაკავებას ერიდებოდნენ ამჯერად არავინ იყო ვინც დაეჯახებოდათ და ძვირიან სასმელს დააღვრევინებდათ. ბარმენი მოწყენილობისგანლამის სიზმრების სამყაროსკენ წასულიყო, დახლზე თავი დაედო და ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად თვლემდა. ნენე ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მიჯდომოდა და მთელი ბოთლი არაყი დაედგა წინ.
-მაპატიე გაბრიელ შენი პირობის დარღვევა მომიწევს_თავი გადააქნია და ნენესთან დამჯდარმა პირდაპირ სასმლისკენ წაიღო ხელი.
-რას ავღნიშნავთ?_ჭიქა აწია და გოგოს დაელოდა. მაშინვე შეანათა ნენემ მთვრალი თვალები.
-თვითონ არ ეცალა არა?_მწარედ გაეცინა გოგოს, -როგორც ყოველთვის, აი ნახავ, მალე ნახავ რა საშინელი პროფესია აქვთ_თითი დაუქნია და მორიგი ჭიქა გადაკრა.
-უკვე გამოვცადე სადაც მუშაობენ, დამიჯერე ჩემთან ეგეთი არ გამოუვა_თვალი ჩაუკრა ლილუმ და თავადაც გადაუშვა კისერში მწველი სითხე.
-როგორ მოხდა მარტო რომ გამოგიშვეს?
-მცველები მახლავს_უკანა მაგიდასთან მჯდომი ორი ბიჭისკენ გაახედა მანაც, -აქ როდის მერეა ასეთი სიმცირე?
-რაც იოანემ თავისი მოწმობა დააძრო და ქნევას მოჰყვა_სიცილით დაიწყო, თუმცა საყვარელი სახელის ხსენებაზე მაშინვე მოიღუშა. -დღეს ჩვენი ბოლო დღეა_მწარე ღიმილმა გაუპრო ტუჩები და მორიგ ჭიქას დასტაცა ხელი -იოანეს ჩემი გონებიდან გაძევებისა იყოს_მაღლა შემართა სასმელი.
-იცი რა, მოდი იმ ნაბიჭვრებს გაუმარჯოთ პირველივე გაცნობის წამიდან რომ მოგშხამავენ, სხეულის თითოეულ ნაწილში შეგიძვრებიან და ტვინს გირევენ.
-გაბრიელმა მოგშხამა?_თვალები დაუწვრილდა ნენეს.
-რას ქვია და მომშხამავდა, იქეთ მოვშხამე, რას დაეძებ, დაი*იდე, მთავარიასათქმელი გქონდეს დასალევთან_სიცილი აუტყდა ლილუს და კიდევ ერთი დალია.
რამდენიმე წუთი დასჭირდათ გოგონებს, მალე ორივეს გალეშილი მთვრალის ღიმილი გადაეკრათ სახეზე და უაზროდ სიცილსაც მოყვნენ.
-შენი *რაკი სულ მომწონდა_სლოკინით ამოთქვა ნენემ.
-მე შენი თვალები, ჩემი *რაკი იმდენი ვარჯიშის შედეგია ვინ იცის_ხელი აიქნია ლილუმ და ბარმენს კიდევ დაუძახა სასმელზე.
-პირველად ვნახე ბედნიერი და შეშლილ-გადარეული გაბრიელი_უკვე თვალებიც უღიმოდა გოგოს.
-მასთან მეც სულ სხვანაირი ვხდები_თავი გადააქნია ლილუმ, -როგორ მეგონა ჩემს ყველა ნაცად ხერს გამოვიყენებდი, გავაგიჟებდი, გავაწამებდი, თუმცა ვერ შევძელი, მე უფრო ადრე დავნებდი ვიდრე ის_სიცილი აუტყდა და ნენეს გახედა. -არ გაუშვა ნენე, დამიჯერე და არ გაუშვა, სწორი გზით მიდიოდი, ახლა უბრალოდ დაიცადე, ნახავ შენ რაც საჭირო იყო უკვე გააკეთე, ახლა მისი ჯერია_თვალი ჩუკრა გოგოს.
-იმედს ნუ მაძლევ გთხოვ, უკვე შევეგუე, რომ ის ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნება.
-ცდები_გაუღიმა ლილუმ და ძლივს მოახერხა წამოდგომა. -აბა, ავწიოთ ტაკუნები და სახლებში, კაცი მელოდება, თუმცა ფუჰ სამსახურშია.
-გითხარი მალე გაიგებთქო_ნენეს უფრო გაუჭირდა წამოდგომა.
ძლივს ჩააჯინეს მანქანაში ლილუზე მიმაგრებულმა ბიჭებმა ბოლო ხმაზე მოხარხარე გოგონები და ღიმილის შეკავებით ცდილობდნენ გზაშიც არ მიექციათ ყურადღება მათი დიალოგებისთვის. სადარბაზოსთან შუჩერეს ნენეს, ერთ-ერთმა დაკვირვებით მოათვალიერა გარემო და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია დამშვიდებულმა გაუღო გოგოს კარი. არავინ იცოდა, რომ სწორედ ეს იყო ნაგაზის გეგმა, ვერავინ მიხვდა, რომ აშკარა სიმშვიდის უკან სადარბაზოში დამალული ქარიშხალი არსებობდა, უკუნით სიბნელეში ნასვამი ქალი ისე აიყვანეს ხელში და იმ წამს მოსულ მანქანაში ისე შეტენეს, არავის ყურამდე მისულა მისი გამოფხიზლებული კივილი.

-აბა? გვაქვს რამე ახალი?_პირდაპირ მალხაზისთან შევარდა გაბრიელი.
-ჯერ კიდევ კამერების ჩანაწერებს ვუყურებთ_დაღლილი თვალები მოისრისა იოანემ.
-კარგი, თუ რამე გექნებათ დამიძახეთ, აქ ვიქნები, ჩემ საქმეს მივხედავ_ხმადაბლა ჩაილაპარაკა და უკან, ეულად მდგომ კომპიუტერს მიუჯდა. კი გამოხედა იოანემ გაკვირვებულმა, მაგრამ ისევ კამერებს მიუბრუნდა.
რამდენიმე საათი მუშაობდა სამივე, ისე დაათენდათ ვერც გაიგეს, მალხაზი მაგიდაზე თავ დადებული ფშვინავდა, ტყუპები კი ახერხებდნენ სიფხიზლის შენარჩუნებას. ერთი აზრი არ ასვენებდა გაბრიელს და ცდილობდა კვალს ბოლომდე მიყოლოდა. ბოლოს თითქოს რაღაც იპოვა და დაჩის მიწერა, სასწრაფოდ დაიბარა მალხაზის სამფლობელოში. ამ დროს ზემოდ ხსენებულსაც გაეღვიძა და თვალების ფშვნეტით ახედა საათს, რომელიც უკვე სრულ ცხრა საათს აჩვენებდა.
-რა ხდება გაბრიელ?_დაბარებულივით შმოაღო რამდენიმე წუთში დაჩიმ კარი.
-მემგონი რაღაც მაქვს_მთავარი კომპიუტერისკენ გადაინაცვლა ბიჭმა.
-მიდი მიდი არ მოგერიდოს_დაბღვერილმა მიაძახა მახაზიმ, როცა ბიჭმა მთავარი კომპიუტერის კლავიატურა წაართვა ხელიდან.

-არ მასვენებდა ის ამბავი ვინ გაიტანა ინფორმაცია ბიჭების შესახებ, ამიტომ პატარა გამოძიება ჩავატარე და მგონი რაღაც მაქვს_თითების წკაპუნი დაიწყო სკამზე მოკალათებულმა და ეკრანზე მიათითა. -მოღალატე პოლიციელის პოვნა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, პირველ რიგში ზარების შმოწმება დავიწყე, ისეთის რომელიც უცხო ნომრიდან განხორციელდა, რადგანაც ასეთი ათასობით იყო გადავწყვიტე ...
-იმ საღამოთი დაგეწყო, როდესაც ბიჭები მოვიყვანეთ და საკანში ჩავსვით_აზრი დააბოლოვა იოანემ და სკამზე შესწორდა.
-აქედან გამომდინარე რაოდენობა თითქმის განახევრდა, ამის შემდეგ ...
-ისეთები გამოაკელი რომელიც რამდენჯერმე იქნებოდა დაფიქსირებული_ისევ დაასწრო ტყუპმა,
-დიახ, რადგანაც ისინი ერთ ნომერს რამდენჯერმე არ გამოიყენებდნენ.
-ვერ ვიტან როცა ტყუპობთ_წარბები შეეკრა მალხაზს.
-გაბრიელ პირდაპირ თქვი_მოთმინება ამოეწურა დაჩისაც.
-მოკლედ საბოლოოდ ყველაზ საეჭვო აი ეს ნომერია, და ახლა მალხაზი ნომრის მიხედვით სრულ დოსიესაც მოგვიძებნის_გამარჯვებულის ღიმილით დაუბრუნა კლავიატურა პატრონს, მასაც სულ რამდენიმე წამი დასჭირდა და დოსიე თავისი ფოტოსურათით უკვე ეკრანზე იყო.
-გიორგი ნაკაშიძე, იცნობთ კარგად?_გამშრალ ბიჭებს გამოხედა და მათ სახეებზე წარბები აზიდა, -რა ხდება ტყუპებო.
-ამის დედაც ....._გულიანად შეიკურთხა იოანემ და ფეხზე წამოდგა.
-წავედით_ცივად გამოცრა გაბრიელმა და მოსაცმელს სტაცა ხელი.
-ბიჭებო რა ხდება_აზრზე ვერ მოდიოდა დაჩი.
-გიორგი ნაკაშიძე ლილუს დაცვის წევრია_კარისკენ მიიწევდა იოანე.
-რომლის მორიგეობაც სწორედ წუხელ იყო_უკვე გარეთ გასულმა დაიძახა გაბრიელმა და თითქმის სირბილით გაიარა მანქანამდე გზა.

გზაშივე გამოფხიზლდა ნენე და მიხვდა რაც ხდებოდა, თუმცა რასაკვირველია ნაგაზზე ნამდვილად არ უფიქრია. არც ტირილი დაუწყია და არც ხვეწნა, ყურადღებით ათვალიერებდა გზას და რაიმე მინიშნების შემჩნევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, უკუნით სიბნელეში მანქანის განათებაც არ ყოფნიდა რამე შეემჩნია.
მგზავრობამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა და საკმაოდ ლამაზი შესახედაობის სახლს მიადგა მანქანა.
-ვისთან მომიყვანეთ?_მისი ჭკუით გარკვევით იკითხა ნენემ, თუმცა პირში გაჩრილმა ნაჭერმა მხოლოდ ამოზმუვლების საშუალება მისცა.
განათებულ ოთახში თმაშევერცხლილი კაცი იდგა ბუხართან სასმლით ხელში . ბუხარი დანთებულია, ამ ზაფხულში ცეცხლი რადგანაა გამოდის მთაში ვართ_გონებაში დაასკვნა ნენემ და შემობრუნებულ კაცს თვალი გაუსწორა.
-ნუ ნერვიულობ, შენ არაფერში მჭირდები მხოლოდ პატარა სატყუარა ხარ_ტელეფონი ამოაცალა ჯიბიდან და კონტაკტებში სასურველ ნომერს მიადგა, -აბა ვნახოთ რამდენად უღირხარ შენს მეგობარს.
-რახდება ნენე, ხომ არაფერი გჭირდება?_ლილუს მძინარა ხმა გაისმა ტელეფონში და მაშინ კი გადმოსცვივდა გოგოს ცრემლები. მთელი არსებით ცდილობდა რამე ხმა გამოეცა, თუმცა ამაოდ, მიხვდა რაც ხდებოდა და მთელი ორგანიზმი მოეწამლა, ის მხოლოდ იმიტომ იყო აქ რომ ლილუ მომკვდარიყო.
-გამარჯობა საყვარელო_ხმა დაიტკბო ირალიმ და აზმუვლებულ გოგოს ზურგი აქცია.
-ირაკლი ალბათ არა?_ამოიოხრა ლილუმ.
-სწორია, ჩემი სახელი და გვარი უკვე გაგიგიათ, ახლა არ შემეკითხები შენი მეგობრის ტელეფონი საიდან მაქვს?
-ღმერთო, შენ რა ნენე წაიყვანე? მაგრამ ის არაფერ შუაშია_ხმა აუკნაკალდა ლილუს.
-სწორია, ამიტომ თუ გინდა ეს გოგო ისევე გაქრეს აქედან როგორც გამოჩნდა, ათ წუთში რომ მოგიკაკუნებენ უხმაუროდ გამოყვები, არც ვინმეს დაურეკავ, არც შეტყობინებას დატოვებ, ხომ იცი რომ მაინც გავიგებ? თუ არადა ამ ქერა ლამაზმანს დაემშვიდობე.
-დამალაპარაკე_ხმა გაყინვოდა გოგოს.
-ლილუ არც კი გაბედო_მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო სანამ ისევ აუკრავდნენ პირს.
-სწრაფად გადაწყვიტე ქალბატონო, დრო ცოტა გაქვს_ჩაიცინა კაცმა და გათიშული ტელეფონი ბუხარში შეაგდო.

ირგვლივ მიმოიხედა ლილუმ და ფიქრი დაიწყო, მხოლოდ რამდენიმე წუთი ქონდა მინიშნების დასატოვებლად. ბიჭების ბინა მოათვალიერა და საუკეთესო იდეის ამორჩევა დაიწყო. მაინდამაინც ახლა ქონდა გათიშული გონება, ის საბრალო გოგო მის გამო ჩაითრიეს და ღმერთმა იცოდა ახლა როგორ დღეშიც იყო. ფიქრებში გართულს აღარც გაუგია რამდენი დრო გავიდა, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა კარზე რომ მოუკაკუნეს და მას არაფერიც არ ქონდა მოფიქრებული. სასწრაფოდ დაწვდა ტყუპების გადამალულ ტელეფონს და ფეხსაცმელში ჩაიჩურთა, თავისი თავისუფლად ჩიდო ჯიბეში, გაბრიელისვე ნაჩუქარი სამაჯური გაწყვეტილი დააგდო კარის უკან და საკიდზე ჩამოკიდებული მოსაცმელები მთლიანად აურია. კიდევ ერთხელ მიმოიხედა, სადაც ტელეფონი იდო იმ უჯრასთან ოჯახიდან შემორჩენილი ბეჭედი დადო რომ მიეხვედრებინა და თამამად გაემართა კარის გასაღებად. დრო იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგებს შეხვედროდა. (25)

მაღალი სიჩქარით მიქროდა მანქანა ქუჩებში და სულაც არ აქცევდა ყურადღებას გარშემომყოფების შეძახილებს. უნდა მიესწრო, აუცილებლად უნდა მიესწრო, ვერ დაუშვებდა გაბრიელი გოგოს კიდევ რამე დამართნოდა, ისევ მისი მიზეზით, რადგან დროულად ვერ მოახერხა მისი დაცვა. რამდენიმე წუთში უკვე საკუთარ ბინასთან იყო და ცუდად მოხვდათ პოლიციის ფარულ მანქანასთან შეჯგუფებული ხალხი თვალში.
-გაგვატარეთ გაიწიეთ_მაშინვე მივარდნენ ტყუპები და გაშეშდნენ. გიორგი, რომელიც ლილუს დასაცავად იყო გამწესებული მათ თვალწინ გულში მოხვედრილი ტყვიის წყალობით სისხლისგან იცლებოდა, პულსის გასინჯვა მოიფიქრა გაბრიელმა და გაისმა კიდევაც სასწრაფო მანქანის სირენის ხმა.
-სასწრაფო თუ უკვე მოვიდა..._შეშინებულმა გამოხედა იოანემ
-ესეიგი გიორგი დაახლოებით ნახევარი საათი ყავთ უკვე ნაპოვნი და გვისწრებენ.
სწორიც იყო, ქუთაისში სასწრაფოს გამოძახება და მისი ლოდინი ნახევრად სიკვდილის ტოლფასი იყო, მანქანების მცირე რაოდენობის გამო ვერ ახერხებდნენ დროულად გამოცხადებას. სახე გაყინული გაიქცა ბიჭი ბინისკენ და ორგანიზმიც გაუცივდა სახლის კარი ღია რომ დახვდა. გატეხვის კვალი არ ჩანდა, გასაღებით იყო კარი გაღებული და შემდეგ დატოვებული. შეღებულ კარებში მარტივად შეამჩნია ძირს დაგდებული სამაჯური, რა დაავიწყებდა, ერთ-ერთი გასეირნებისას თავად უყიდა ლილუს. ახალგაზრდა ბიჭი იჯდა მიწისქვეშა ჩასასვლელთან და თავდახრილი ყიდდა ხელნაკეთ ნივთებს. წამში გაახსენდა გაბრიელს როგორ მოეწონა გოგოს შავი სამაჯური ატმისფერი ყვავილებით და როგორ უღიმოდა ხელზე გაკეთებისას. გააჟრიალა იმის წარმოდგენაზე რა შეიძლებოდა სახლში დახვედროდა და წინ გასწრებულ იოანეს თვალდახუჭული მიყვა უკან.
-არავინაა, ყველაფერი სუფთაა._ძმის ხმა მოესმა წინიდან და უკვე თვალგახელილმა აუჩქარა ნაბიჯს.
-ზედმეტად სუფთაა_კბილებში გამოცრა და თაროსთან დადებულ ბეჭედს მოკრა თვალი.
-ეს ხომ?
-ლილუს ბეჭედია_ხელში დაატრიალა გაბრიელმა.
-როგორც მახსოვს არასდროს იხსნიდა_წარბშეკრული მიუახლოვდა იოანე.
-არამგონია მათ წაეძროთ, თავად დადო, მაგრამ რატომ? ან რატო მაინდამაინც აქ?_ირგვლივ მიმოიხედა გაბრიელმა და წამში გაუნათდა გონება.
-ჩვენი ნოკია_უჯრებს ეცა ორივე და გადმობრუნება დაიწყეს სულ ტყუილად, ტელეფონს ვერ მიაგნეს.
-ჭკვიანი გოგო_გაეღიმა ბიჭს და მაშინვე მალხაზის დაურეკა ადგილმდებარეობა რომ დაედგინა. რამდენიმე წამში დაჩის ზარიც გაისმა მათ ტელეფონზე რომელიც სასწრაფოდ იბარებდა სამსახურში.

-მივაგენით სადაც არიან, მაგრამ რამ მოგაფიქრა ამ საუკუნის წინანდელი მობილურის გატნევა რომელსაც ჯიპიესი არ აქვს_ბუზღუნებდა მალხაზი.
-მოღალატე ყმაწვილი?_ცივი გაუხდა მზერა ბიჭს.
-გაქრა, გიორგი დაჭრა, მანქანაში მიაგდო, ლილუ წაიყვანა და წავიდა.
-ჩვენ აქ რატომ ვართ? თუ ადგილი ცნობილია რაღას ვუცდით?_მოსაცმელს მოკიდა გაბრიელმა ისევ ხელი და მანქანის გასაღები მოისინჯა ჯიბეში.
-მაპატიე, მაგრამ ახლა აქ შენს გრძნობებზე მნიშვნელოვანი საქმე წყდება_ხმა დაუსერიოზულდა დაჩის. -პირველი რაზმი უკვე გავაგზავნე, მაგრამ გზაში არ შეაჩერებენ.
-გინდა ლილუ მოკლან? რას ელოდები?_თვალები ჩაუწითლდა გაბრიელს. იოანე კი ჩუმად უყურებდა ერთმანეთის წინ მდგომ გამომძიებლებს.
-არა გაბრიელ, მე საღად ვაზროვნებ, რაზმი შორიახლოს მიყვება, მაგრამ მანამ არ გავცემ ჩარევის ბრძანებას სანამ მანქანა არ გაჩერდება და ჩემ ხალხს პირდაპირ ნაგაზთან არ მიიყვანს.
-გინდა ლილუ სატყუარად გამოიყენო? მოკლავენ._ხმა ჩაუწყდა ბიჭს.
-თავად გამოთქვა ერთხელ ამის სურვილი და დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იზამდა. ის ისეთი გამბედავია უარს არ იტყოდა, მოკვლით კი ვერ მოკლავენ, როგორც კი ადგილმდებარეობას დავადგენთ და გვეცოდინება ნაგაზის ადგილმდებარეობა, სპექტაკლი დამთავრდება. თქვენ მეორე რაზმში შეგიყვანეთ და ისე ნუ იზამ აქ დაგტოვო_მკაცრად დაამთავრა დაჩიმ და გაბრიელს თვალები დაუბრიალა. გაბრაზებული გამოვარდა ბიჭი გარეთ და იარაღის საცავს მიაკითხა, მომავალი ბრძოლისთვის უნდა მომზადებულიყო. დაინახა როგორ შევიდა დაჩის კაბინეტში მალხაზი, თუმცა იოანე იქ იყო და მაინც გააგებინებდა თუ მნიშვნელოვანი რამე ხდებოდა. ყურადღება არ მიაქცია რამდენიმე წამში გულში გაჩენილ ტკივილს ყურადღება, იფიქრა ლილუზე ვნერვიულობო, თუმცა იოანეს ყვირილი რომ გაიგონა მიხვდა ტყუპის ემოციები გადმოდებოდა. გარეთ გავარდნილს უცნაური სურათი დახვდა წინ. მთელ განყოფილებას ესმოდა იოანეს ბღავილი, ისეთი ემოციური, რომ მთელი განყოფილება ფეხზე დადგა, გაშეშებული უყურებდნენ კაბინეტის კარს და ცუდ ამბავს ელოდნენ. ოთახიდან გამოძურწული მალხაზი დაიჭირა გაბრიელმა და მაშინვე სტაცა ხელი.
-რა ჯანდაბა ხდება?
-არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, უბრალოდ კამერებმა რაღაც დააფიქსირეს და მინდოდა დაჩის ცოდნოდა.
-მალხაზ, მოკლედ.
-ლილუმდე კიდევ ერთი გოგოა გატაცებული იგივე მანქანით, ვიღაც ნენე გორგოძე_კომპიუტერის ეკრანი დაანხა გაბრიელს სადაც ბიჭისთვის ასე მტკივნეულად ნაცნობი ქერა ქალბატონი მოჩანდა.


ნერვიულად ისრისავდა ხელებს ლილუ, არც კი შეუკრეს, იცოდნენ რადგან თავისი ნებით გამოყვა, გაქცევას არ ეცდებოდა, მასზე ნენეს სიცოცხლე იყო დამოკიდებული. რომც მოეკლათ მის გამო ამ გოგოს არ გაწირავდა. გული დაწყდა ასე ცოტა დროის გატარება რომ მოუწია გაბრიელთან, თვალები დახუჭა და მათი გიჟური თანაცხოვრების მომენტები გაიხსენა. დილით ზეპირად იცოდა რომელ საათზე უნდა გასულიყო ბიჭი სახლიდან ის კი სპეციალურად სააბაზანოში იკეტებოდა, დრო ტყუილად გაყავდა, ფრჩხილის ლაქს ისმევდა, იატაკს ასველებდა, პირსახოცებს პარავდა და მერე ხითხითით უსმენდა ბიჭის ყვირილნარევ ბუზღუნს. შემდეგ სანდრო გაახსენდა, უარესად დაწყდა გული როცა გაახსენდა, რომ ვერ მოასწრო ეთქვა რომ აპატია, რომ დანახვის წამშივე აპატია, საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და მთელი გულით სურდა ახლა მაინც დაეწყო პატიოსანი ცხოვრება. გული წყდებოდა, რომ ვერ დაინახავდა როგორ გახდებოდა იოანე და ნენე წყვილი, როგორ გააგრძელებდა გოგო მის წამებას, კიდევ რა სასჯელს მოუფიქრებდა, რას მოძებნიდა მის გასამწარებლად. ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია რომ მანქანამ ჯერ მკვეთრად მოუხვია, შემდეგ კი ლამის სასახლის ზომა სახლთან გაჩერდა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ხელში უხეშად რომ ჩაავლეს და გარეთ გაათრიეს. სახლს გვერდი აუარეს და უკან მდებარე, საკმაო მოცულობის თავლას მიუახლოვდნენ.
საშინელი სუნი ეცა ლილუს, ისეთი მწარე, რომ მაშინვე აეწვა თვალები და სასწრაფოდ დახუჭა. მიზეზი მარტივად გასაგები იყო, თვალებ გაფართოებულმა დაინახა კედელთან მიგდებული გვამი, რომელიც ისე დაეფლითათ სახის არჩევა შეუძლებელი იყო, ძვლები უფრო უჩანდა ვიდრე კანი. იქვე, თითქოს სადმე გაიქცეოდა სადარაჯოდ ორი ნაგაზი ჩანდა, რომლებიც ენის დახმარებით მონდომებით ილოკავდნენ ტუჩებს. კიდევ კარგი რამდენიმე ნაბიჯში კიდევ ერთი კარი მოჩანდა, თორემ სულ ცოტა აკლდა ლილუს ან ღებინებამდე ან გონების დაკარგვამდე. აი იქ კი ნამდვილად დახვდა პირ აკრული ქერა. გოგოს დაღლილობისგან სკამზე მჯდომს და გაკოჭილს ჩაძინებოდა, თუმცა ლილუს დაძახილზე მოშინვე ასწია თავი.
-მაპატიე ნენე, ღმერთო ჩემს გამო რისი გადატანა მოგიწევდა, რამე დაგიშავეს? ხელი დაგაკარეს ამ ცხოველებმა?_ცრემლმორეული ბუტბუტებდა ლილუ და პირში გაჩრილ ნაჭერს ხსნიდა.
-ჯანდაბა, ხომ გითხარი არ მოხვიდეთქო, მე არაფერში ვჭირდები, მისი სახე დამანახა მაინც მომკლავს, ბონუსად კი შენ მიგიღო. რატომ არ დამიჯერე თვალები აეცრემლა ნენეს და უკვე გახსნილი ხელები მოხვია გოგოს.
-სხვა გზა არ მქონდა, არავის მივცემდი უფლებას ჩემს გამო მომკვდარიყო, თუ ჩემი ცოდვებისთვის სიკვდილი მიწერია, მაშ ასეც იყოს_ცრემლები მოწმინდა ნენეს.
-მან, მან.. იცი მან ბიჭი მოკლა_ქვითინი აუვარდა გოგოს, -ძაღლებს დააჭმევინა, წარმოგიდგენია, დაგეშილ ნაგაზებს შეაჭმევინა და მაყურებინა, ღმერთო, არ მომცა საშუალება თვალი დამეხუჭა, თითოეული წამი მაყურებინა როგორ აცლიდნენ ის მგლები ტანიდან კანს, თანაც ისე მადიანად, ღმერთო, ბოლომდე მაყურებინა_კრუნჩხვებში ჩავარდა ლამის გოგოს ისე ქვითინებდა და ლილუს ეხვეოდა.
-რა გულის ამაჩუყებელი სანახაობაა_ტაშის დაკვრის ხმა გაისმა ჩაბნელებული კუთხიდან და კაციც გამოჩნდა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.
-როგორც ჩანს პატივი მხვდა წილად თავად ირაკლის წინ ვიდგე არა?_ირონიულად გადადგა მისკენ ნაბიჯი ლილუმ და ნენეს ჩამოეფარა.
-სამწუხაროა, რომ ჩემი სახე ბოლო იქნება რასაც ამ სამყაროში დაინახავ_ცივად გაუღიმა კაცმა და კარისკენ წავიდა.
-და რას იზამ? შენს ლეკვებს მომიქსევ? ცეცხლში დამწვავ? თუ გინდა ახალ იდეას მოგაწოდებ და ვინმე დუღარეშიც ჩააწვინე, თუნდაც მე_თვალები უელავდა გოგოს.
-სხვათაშორის შენ ახლა შენი მეგობრის მოკვლის იდეა მომაწოდე.
-მას აქ არაფერი ესაქმება, ხომ მოვედი? მოიქეცი რთხელ მაინც კაცურად და მოცემული პირობ შეასრულე.
-მან ჩემი სახე იცის.
-შენი სახე მთელმა პოლიციამ იცის, როგორც ჩანს ცუდი ინფორმატორი გყავდა_გამარჯვებულის ღიმილით გადახედა სახეწაშლილ კაცს და სახე გაყინული ნენე წამოაყენა. -გაუშვი.
სანამ ნაგაზი შედეგებზე და სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრობდა რამდენიმე რამ ერთად მოხდა, გაღებულ კარში ნაცნობი ადამიანი გამოჩნდა, მისი ფეხის შემოდგმა და გარეთ საბურავების წუილი ერთმანეთს დაემთხვა. თითქმის იმ წამსვე კი ლილუსთვის კარგად ნაცნობი ხმა გაისმა რუპორში.
-ირაკლი, პოლიციის ალყაში ხართ, დროა დაგვნებდე.

-, ხომ უთხარი პოლიციას თამაშიდან გავდივარო_ცოფებს ყრიდა ნაგაზი და შემოსულისკენ მიიწევდა.
-ეგ შენთვის, თორემ თვალს მაინც სულ გადევნებდი, დღეს კი მივხვდი ჩემი დრო რომ მოვიდა.
-დაცვას როგორ შემოეპარე?
-იცი, თავად გამიღეს კარი, ასე ცოტას არ უნდა უხდიდე_დამწუხრებულმა გადააქნია თავი და გოგონებს გახედა, -კარგად ხართ?
-ბახალა, არა?_გულზე მოეშვა ლილუს. ბიჭა კი დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დაუკრა.
-ჩარლი, ჩაპა_ერთგულ ძაღლებს უხმო, თუმცა სულ ტყუილად.
-იცი დიდად წინააღმდეგობა არ გაუწევიათ როცა ერთმანეთი დაგლიჯეს, სისხლი მათთვის მთავარი ყოფილა_დასვრილი დანა დაანახა კიდევ უფრო თვალებ გაფართოებულ კაცს.
-ეს ჩემი მშობლებისთვის_მუშტი დაარტყა და ცხვირი გაუტეხა -ახლა კი დაიყვირე, რომ თუ შემოვლენ ორივე მძევალს მოკლავ_პოლიციისკენ მიუთითა და თან მის ქვეშემდომრს საწვავის მოსხმა უბრძანა.
-რას აკეთებ_თვალები გაუფართოვდა ლილუს.
-იმას რაც ჩემს მშობლებს გაუკეთა_ზიზღით დააფურთხა წაქცეულს და წამოაყენა, -ისე გქონდა შენი ძაღლებისა და ნარკობარონების იმედი დარტყმაც არ იცი? ხელსაც არ შემომიბრუნებ?_ნენეს ყოფილი სკამისკენ წაათრია კაცი და მის დაბმას შეუდგა.
-იცი რომ ცოცხლად დაიწვნენ?_გიჟს გავდა ბიჭი, -იცი რომ მამა დედაზე გადაფარებული იპოვეს და რამდენიმე ანალიზი ჩაატარეს რომ გაერკვიათ ვინ რომელი იყო? იცი რომ დედაჩემი ჩემ დას ელოდებოდა?_ყოველ წინადადებას დარტყმას აყოლებდა ბახალა და კაცს სკამზე აკრავდა.
-არ გინდა_ხელებში ეცა ლილუ, -დაიჭერენ და ციხეში წავა.
-რომ იქაც იბატონოს? არა, ვერ გადავიტან, როგორც იქნა ჩემ ხელშია_მორჩენილი საწვავი თავზე გადაავლო ირაკლის და გამოაფხიზლა. თითქოს სიამოვნებდა კაცის საოცრად შეშინებული სახის ყურება. ცოტაც და აბღავლდებოდა -ორი წუთი გაქვს აქაურობას რომ გაერიდოთ, თორემ იცოდე თქვენც იგივე გელით_ისე შეაშინა ლილუ ბიჭის თვალში დანახულმა ნაპერწკლებმა მეორედ არ შეწინააღმდეგებია, ნენეს მყარად მოხვია ხელი და ბიჭებისკენ დაიძრა, კარი ძლივს გააღო და რომ არ ესროლათ მაშინვე დაიყვირა
-არ ისროლოთ, მძევლები ვართ, გაბრიელ.
ბიჭიც ძმასთან ერთად მაშინვე გამოეყო პოლიციელებს, დაჩის ძახილს ყურადღება არ მიაქცია და საყვარელი ქალისკენ დაიძრა. როგორც იქნა შემოხვიეს თავიანთ გოგოებს ხელები და გარემო მაშინვე შეძრა კაცის ღრიალმა, მალე ცეცხლიც გამოჩნდა, რომელმაც მთელი შენობა ერთიანად მოიცვა და ალის გაძლიერებას თან ერთვოდა კაცის შემზარავი ყვირილიც. ისეთივე სიკვდილი ერგო ნაგაზს როგორი ცხოვრებაც განვლო. შემზარავი. (26)

დაჩის ესაუბრებოდა ჯერ კიდევ იოანე მალხაზი რომ გამოჩნდა კარში.
-ბოს კიდევ რაღაც გავარკვიე, მემგონი პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, რავი ეგ უკვე თქვენი საქმეა, გამომძიებლები თქვენ ხართ მე მხოლოდ ფაქტებს ვარკვევ_მხრები აიჩეჩა კაცმა და სათვალე გაისწორა.
-მალხაზ, საქმესთან ახლოს_საოცრად დაღლილი სახე ქონდა დაჩის.
-ჩვენმა მოღალატემ ლილუმდე კიდევ ერთი გოგო გაიტაცა, შემთხვევით ამოვჩიჩქნე სათვალთვალო კამერები და ვინაობაც სასწაულებრივად გავარკვიე, არ მკითხოთ როგორ_ხელი აიქნია და პლანშეტზე თითების წკაპუნი დაიწყო.
-განგვანათლე ვინ არის_ამოიხვნეშა უფროსმა.
-ვიღაც უცნობი ქერა ქალბატონი ნენე.
-ვიინ?_ისე მოუჭირა და დაეყრდნო იოანე ხელით წინ დადგმულ ტყავის სკამს ვერც მიხვდა.
-აი_ეკრანი გამომძიებლებს მიუბრუნდა და იგრძნო ტყუპმა როგორ ამოუტრიალდა გულ-მუცელი, ცხელი, ლავასავეთ ავარვარებული მასა ჩაეღვარა და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, ფილტვები გულთან ერთად შუკრა და გაუცივა. როცა მიხვდა ხმის ამოღებას შეძლებდა მთელი ხმით დაიღრიალა:
-არაააააა_დიდი ტყავის სავარძელი ისეთი ძალით მიახეთქა კედელს თითქოს გრამიანი ბუმბული იყო -ოღონდ ნენე არა, ჯანდაბა, არაააა, საკუთარი ხელით მოვკლავ, ოღონდ ნენე არა_მთელი ხმით ბღაოდა და ბოლოს, როცა ოდნავ დამშვიდება მოახერხა სახეზე ხელებ აფარებული ჩაჯდა ოთახის კუთხეში.
-იოანე_გაბრიელის ხმაზე თავი წამოყო, უფროსის და მალხაზის გაოცებული სახეები დააიგნორა და ძმას ახედა. აღარაფერი უთქვამს ბიჭს, ხელი გაუწოდა ტყუპს და უსიტყვოდ ანიშნა გვერდით დგომა, მისი თვალებიც ისევე გამოხატავდნენ ბრაზს და ისევე ელავდნენ როგორც თავისი, გაბრიელის თვალებშიც იგივე ტკივილი დაინახა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ხმის ამოუღებლად ჩაჰკიდა ტყუპს ხელი და ერთად წავიდნენ გასასვლელისკენ. რამდენიმე წუთში უკვე რაზმთან ერთად ისხდნენ მანქანაში კბილებამდე შეიარაღებულნი და წუთებს ითვლიდნენ დანიშნულების ადგილამდე.
-ასე მშვიდად როგორ ხარ?_იარაღის შემოწმებით დაკავებულ გაბრიელს გახედა უნცროსმა.
-არ ვიცი_ბოლო მჭიდი ჩაიდო ბიჭმა ჟილეტში და ძმას გამოხედა. -იცი თავიდან არ ვიცი როგორ ვიყავი, ვერ ვხვდები იმ წუთას რას ვგრძნობდი, მაგრამ ახლა არა, ახლა საოცრად მშვიდად ვარ და ესეც არ ვიცი რატომ. მგონია ისევ ჩვეულებრივ დავალებაზე მივდივარ და მთელი გულით ვარ დარწმუნებული, რომ ორივე კარგადაა.
-არ ვიცი გაბრიელ, მშვიდად ვერ ვჩერდები, კანიც კი მეწვის რომ წარმოვიდგენ ნენეს შეიძლება რაიმე მოუვიდეს. ის ერთადერთი მეგობარია, რომელზეც ვგიჟდები და დაუფიქრებლად გავიღებდი ყველაფერს, მთელი ცხოვრებაა ჩემთანაა და ეგოისტურად მინდა ბოლომდე ამიტანოს._თვალები დაეხუჭა იოანეს და ნენეს გაღიმებული სახე ამოუტივტივდა გონებაშ.
-ისევ მეგობარს გაიძახის, ღმერთო რა ბავშვია_ჩუმად ჩილაპარაკა გაბრიელმა და გზას გახედა.
ადგილზე მისულებს უცნაური სანახაობა დახვდათ წინ, რამდენიმე დაცვის წევრი უკვე უგონოდ ან სულაც გარდაცვლილები ეყარნენ მიწაზე და ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.
-რა ჯანდაბაა_სნაიპერის ლულაში გაიხედა გაბრიელმა და მიდამო მოათვალიერა. -სრულიად სუფთაა_გაკვირვებულმა გახედა ძმას და რუპორი მოიშველია.
რამდენიმე წუთში გოგონებიც გამოჩნდნენ და აშკარა შესამჩნევი იყო როგორ დამძიმებული მოდიოდა ლილუ, გონდაკარგული ნენე ყავდა ზურგზე მოკიდებული.
-ცოცხალია? ხომ ცოცხალია? მითხარი რომ ცოცხალია_ლამის აცრემლებული მივარდა იოანე და მაშინვე ნენე ჩაიკრა გულში, ოფლით დაცვარული ლილუ კი გაბრიელს მიეკრა და ბიჭის მოხვეულ ხელებში ჩაიკარგა.
-მიყვარხარ_მსუბუქად ეამბორა ბიჭი ტუჩებზე და მისგანაც ღიმილი მიიღო.
-მეც.
-მორჩით ჭუკჭუკს და მიშველეთ_გააფთრებულმა იფეთქა იოანემ და ხელში აყვანილი ნენესკენ ანიშნა.
-მიიყვანე სასწრაფოს მანქანასთან ადამიანო რომ ჩაიხუტე რას უშველი_მაშინვე სტაცა ხელი გაბრიელმა და გათიშული ძმა რეანმობილისკენ გააქცუნა.
ყველა მოთავსდნენ და საავადმყოფოს გზას დაადგნენ.
- ორივე ქალბატონს ესაჭიროება ექიმთან ვიზიტი, თუმცა არამგონია სერიოზული იყოს რამე._ბიჭებს გადახედა ექთანმა.
-ძალიან გთხოვთ ფსიქოლოგი დაახვედრეთ, დამიჯერეთ აუცილებლად დაჭირდება_ნაღვლიანი მზერა მიაპყრო ლილუმ გოგოს.
-გასაგებია_მაშინვე ამოიღო მანაც ტელეფონი და რამდენიმე ზარი განახორციელა.

საავადმყოფოს დერეფანში იცდიდნენ ტყუპები დაჩი რომ გამოჩნდა. ორივეს სახეზე შეკითხვა რომ ამოიკითხა ხელები აწია და ისე მიუახლოვდა.
-მოკვლევა თითქმის დასრულებულია, 90% დამწვარი გვამი ნაგაზისაა, როგორც ლილუმ თქვა თავლაში დაგვხვდა სკამზე დაბმული, შესასვლელში კიდევ ერთი გვამი და ორი ძაღლის ჩონჩხია. ამჯერად მის მკვლელობას იძიებენ_მხრები აიჩეჩა კაცმა თითქოს ჩემზე არაა დამოკიდებულიო.
-მოსაკვლევი არაფერია, დამნაშავეს ვერასდროს იპოვიან, ყველამ ვიცით ვინც გააკეთა._გვერდით გაიხედა გაბრიელმა.
-არც ლილუ მოგვცემს ჩვენებას რომ იქ ბახალა ნახა_წამით გამოხედა იოანემ.
-ვერაფერს იტყვი, მშვენიერი სამაგიეროს გადახდაა, რაც დათესა მისი მშობლების დაწვით, იგივე მოიმკა_შუბლი მოიქექა დაჩიმ და ძმებს გამოხედა -თუ სწორად მივხვდი გამოძიებას ამით ამთავრებთ არა?
-რა თქმა უნდა_ექიმის კაბინეტს გახედა ისევ იოანემ -მან ჩვენი გოგოები გადაარჩინა, შეიძლებოდა დაგვეგვიანა, არ ჩაგვბარებოდა, შეიძლება ორივე მოეკლა, ან ორმხრივ სროლაში მოყოლილიყვნენ, ყველაფერია შესაძლებელი, მართალია სასტიკი მეთოდი გამოიყენა მაგრამ მაინც მადლიერი ვარ ასეთი „ადამიანი“ რომ მოაშორა დედამიწას.
შეპასუხება უნდოდა დაჩის ექიმი რომ გამოვიდა და ტყუპებიც მაშინვე წამოდგნენ.
-მოკლედ ბიჭებო, გარეგნულად საშიში არაფერია, უბრალო ნაკაწრები და დაჟეჟილობებია, ქალბატონი ლილუ ფსიქოლოგიურადაც კარგად გრძნობს თავს, როგორც ჩანს საკმაოდ ძლიერია, აი რაც შეეხება ქალბატონ ნენეს აქ საქმე ცოტა რთულად გვაქვს.
-რას გულისხმობთ_ხმა სადღაც გაპარვოდა იოანეს.
-აშკარაა ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოყვა და რაღაც საშინელება გამოიარა, ორჯერ დავაძინეთ, ორივეჯერ კივილით გაიღვიძა, მინდა გითხრათ, რომ მის გამოჯანმრთელებას საკმაო ხანი დაჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანია მოთმინება რომ გამოიჩინოთ. მას აშკარად დასჭირდება მეგობრების დახმარება._ხმა დაუბოხდა კაცს და ისევ კაბინეტში გაუჩინარდა.

სახლში შევიდნენ ტყუპები და ლილუც უკან მიყვებოდათ. მაშინვე დაუბრუნა გაბრიელმა გოგოს კუთვნილი ნივთები და დივანზე ჩამოსხდნენ. მოწყენილი სახით მობრუნდა იოანე და ყურადღებით შათვალიერა თბილად მოლაპარაკე წყვილი. ნელა გაეშურა სამზარეულოსკენ და ყავა გადმოიღო, მაშინვე შეამჩნია კართან ჩამომდგარი ტყუპისცალი და პირდაპირ კითხა
-პირდაპირ თქვი რისი თქმა გინდა.
-იცი, აქამდე ტყუპების კავშირის არ მესმოდა, დავცინოდ მათ ვინც იძახდა ძმას ვგრძნობ და ტკივილს ვიზიარებთო, შენი ტკივილი არასდროს მიგრძვნია, მაშინაც კი როცა დაგჭრეს, აფორიაქებული ნამდვილად ვიყავი, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი.
-ამას რატომ მეუბნები?_ისე დაიბნა ბიჭი ყავიანი ხელი გაუშეშდა და ძმისკენ შეტრიალდა.
-გინდა გითხრა რა განიცადე იმ მომენტში როცა ნენეზე გაიგე? გული აგეწვა, მოსვენება დაკარგე, სამყაროს მუქ ფერებში შეხედე და გონება გაგეთიშა, იცი საიდან გავიგე?_გაოცებული ძმის დანახვაზე გაეცინა გაბრიელს. -ვიგრძენი იოანე, დღეს პირველად გიგრძენი, ნენეს დაკარგვიდან გამოწვეული ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ მარტო ვერ გაუმკლავდი და მეც გადმომედო, მთელი სხეულით ვიგრძენი როგორ გეწვოდა თითოეული უჯრედი. ეს უბრალოდ არ ხდება, ეს შენნაირი არასერიოზული ადამიანისთვისაც კი უნდა ნიშნავდეს რამეს, დაფიქრდი იოანე, კარგად დაფიქრდი და ყველაფერი გაიაზრე._ბეჭზე დაარტყა ხელი გაბრიელმა და ჩაფიქრებული ძმა იქვე დატოვა სამზარეულოში.
ყავის სიმხურვალე საკმაოდ გვიან იგრძნო იოანემ, მხოლოდ მას შემდეგ რაც უკვე დამწვრობა მიღებული ქონდა, გაბრიელის სიტყვებს ვერ ხარშავდა, ან გონებას არ უნდოდა ბოლომდე გაეგო რაც ხდებოდა. კიდევ იფიქრა რამდენიმე წუთი, შემდეგ ჯერ კიდევ ცხელი ჭიქა იქვე მიაგდო და თავისი ოთახისკენ სირბილით წავიდა.
-ამაღამ დასვენება ორივემ დავიმსახურეთ_ლილუს შემოხვია ხელები გაბრიელმა და საყვარელი სურნელით აივსო ფილტვები.
-სწორედ ამიტომ უფლებას გაძლევთ ჩემთან ერთად დაიძინოთ_თეატრალურად გამოაცხადა ლილუმ.
-ღმერთო რამხელა პატივია_დაღებულ პირზე აიფარა ხელი ქალივით გაბრიელმა და მაშინვე წასკდათ სიცილი. -იოანე?_მაშინვე დასერიოზულდნე აჩქარებულ იოანეს რომ მოკრეს თვალი. ბიჭი ოთახიდან მოსაცმლის ჩაცმით გამორბოდა და ხელში პატარა ჩანთაც ეკავა.
-ხომ მშვიდობაა?_მაშინვე წამოდგა გაბრიელი.
-გადავწყვიტე. ნენესთან გადავდივარ.
-რას... რას შვებიი?_თითქოს ვერ გაიგო ისე ჩაეკითხა ტყუპი.
-უნდა დავეხმარო, მანამ ვიქნები იქ სანამ ძველი ნენე არ დაბრუნდება, რომც გამომაგდოს სადარბაზოში დავწვები, ჩემსას მივაღწევ და სიცილის სურვილს დავუბრუნებ, აი შემდეგ დავბრუნდები_თან ფეხზე იცმევდა და ისე ლაპარაკობდა.
-რაღაც ეჭვი მეპარება მაგაში,წარმატებები_კარში გასულს გასძახა ლილუმ ღიმილით.
-ღმერთო ძმა გამითხოვდაა_ტაშის კვრით შესძახა გაბრიელმა და არარსებული ცრემლი მოიწმინდა ახარხარებულმა სახიდან. (27)

-ისეთი დაღლილი ვარ დაბანაც კი მეზარება _კალთაში ჩაუდო დივანზე წამოწოლილმა გაბრიელმა თავი ლილუს.
-როგორ ფიქრობ მორიგდებიან?_ჩაფიქრებული და გაღიმებული ჯერ კიდევ კარს უყურებდა გოგო.
-იმედია, თორემ ჩემ ტყუპს ყველაზე იდიოტ არსებად ვაღიარებ და ამ ტიტულს ვეღარასდროს დაკარგავს.
-იცი, ნენეს რომ ვუყურებდი პირველად შემეშინდა, შენ არ ვიცი, რასაკვირველია მას ჩემზე დიდხანს იცნობ, მაგრამ ასეთი სახე ადამიანზე არასდროს მინახავს, იცი თითქოს მე სულაც არ მიყურებდა, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ფაქტია ჩვეული ცხოვრების დასაბრუნებლად ბევრი შრომა მოუწევთ. ორივეს_თმებში დაუწყო ბიჭს მოფერება.
-თუ ერთმანეთი უყვართ გაუძლებენ, მთავარია იოანე მიხვდეს ყველაფერს, დანარჩენს მოევლ...
-ლილუ_სიტყვა შეაწყვეტინა სანდროს ხმამ.
-სანდრო? აქ რა გინდა?_გაკვირვებული მაშინვე წამოდგა და სულ გადაავიწყდა მასზე ნახევრად დაწოლილი გაბრიელი, ძირს გადააგდო და ძმისკენ წავიდა.
-არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ სულ ოდნავ მივარტყი თავი_ხელით მოიზილა საფეთქელი და ბუზღუნით ისიც გოგოს კვალს გაყვა.
-კარგად ხარ? რომ გავიგე რაც ხდებოდა უკვე გვიანი იყო და ვეღარ მოგისწარი, მასთან რამ წაგიყვანა სულ გაგიჟდი?_მალევე გადავიდა ჩხუბზე
-დამშვიდდი სანდრო, ნენეს არ გავწირავდი, შენ საიდან გაიგე?
-ბახალადან_თავი მოიქექა და გაბრიელს გახედა. მის სახეზე მაშინვე ხელები ასწია -ტყუილა არც გაიფიქრო, არაფერს გეტყვი, რაც საჭიროა მოხდა უკვე, ბახალაზე კი შეგიძლიათ არც იფიქროთ, მის ცოლთან ერთადაა წასული და მხოლოდ ამ საქმისთვის დაბრუნდა, ვერც იპოვით ტყუილა არ იწვალოთ და არცაა საჭირო, აქ დაბრუნებას აღარასდროს გეგმავს.
-შენ რომელი მისი ძმაკაცი ხარ ასე დეტალურად რომ იცი ყველაფერი?_დაეჭვებული ჩააჩერდა გაბრიელი და მიხვდა დამალვას აზრი არ ქონდა.
-სინამდვილეში სწორედაც რომ ვარ, სკოლაში გავიცანი, მე ბახალა და მაღლაფერიძე სამი მუშკეტერი ყველაფრის წინააღმდეგ_სევდიანად გაეღიმა ბიჭს წარსულის გახსენებაზე.
-შენ რა უღალატე? თვალები გაუფართოვდა ლილუს.
-რა თქმა უნდა არა, პირიქით არა?_გაეღიმა გაბრიელს.
-ნამდვილად, არ ხარ ცუდი გამომძიებელი_გაეცინა ბიჭს -ნაგაზთან სწორედ ბახალას გამო მივედით მე და მაღლაფერიძე, თითონ კი ჩვენი დამაკავშირებელი ყველაფერი გააქრო, განსხვავებული ბავშვი იყო ყოველთვის, იმდენად მწარედ ახსოვს პატარაობის შიმშილი და წვალება პირვლივე კლასში იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში და გააკეთა კიდეც.
-თუ მასთან იყავით მაღლაფერიძემ ის... ის რატომ გააკეთა, რატომ შეასრულა ნაგაზის ბრძანება?_ცრემლი მოადგა ლილუს.
-მაპატიე ლილუ, ვატყობდი მის მზერას და არ ვიმჩნევდი, ეგ ნაგაზის ბრძანება არ ყოფილა, მან მხოლოდ შენი შეშინება უბრძანა, ბახალას ხალხი ყოველთვის გითვალთვალებდა და გიცავდა, მაგრამ ეგ რადგან გიორგი იყო იცოდნენ და არც გამოგყვნენ, მაგ ნაბი*ვარმა მხოლოდ თავისი სურვილი აისრულა.

გაბრუებული ჩაჯდა დივანში ლილუ და საკუთარ ცხოვრებას ფრთხილად გადაავლო თვალი. რა გამორჩა? როდის შეცდა? მხოლოდ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად იჭრდა გიორგის მზერას და მაშინვე აშორებდა თვალს, ისინი ხომ ერთად გაიზარდნენ, გაახსენდა როგორ ერთობოდნენ ერთად, თამაშობდნენ წრეში ბურთს, დამალობანას, საჭმელსაც კი ერთად ჭამდნენ, სწორედ მაღლაფერიძე იყო პირველი ვინც მოუშორებელი ბიჭი მოაცილა და დაიცვა, სწორედ გიორგი იყო სანდროს არ ყოფნაში გვერდით რომ ედგა და ყველანაირად ეხმარებოდა. მოძალადე როდის გახდა? როდის აიძულა ტვინი 90 გრადუსით შეებრუნებინა? რა აიძულებს ადამიანს ასე შეცვლას, რომ არაბიოლოგიურ დაზე იძალადო? კარის გაჯახუნებაზე მოვიდა გონს და უკან დაბრუნებული მხოლოდ გაბრიელი დახვდა.
-უცებ გავარდა საქმე მაქვსო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ლილუს გამოხედა -კარგად ხარ?
-კი, რა თქმა უნდა_გამოფხიზლებულმა გამოხედა ბიჭს და მაშინვე წამოდგა -შენ გეზარება მე კი თუ ეს ჭუჭყი არ მოვიცილე რა დამასვენებს_სააბაზანოსკენ წავიდა და გაბრიელის დასანახად ტუჩი მოიკვნიტა.
-ხომ არ შემოგიერთდე_ბედი სცადა გაბრიელმა.
-იოცნებე_ენა გამოუყო ლილუმ და შესვლამდე გადაიძრო მაიკა გაბრიელის თვალწინ.
-ღმერთო გაძლება მომეცი_ლილუს ხითითზე ბიჭსაც გაეცინა და ოთახისკენ გადადგა აღელვებულმა ნაბიჯები.

ისე სწრაფად იარა იოანემ რამდენიმე წუთში უკვე ნენეს ბინის კარს აღებდა. სწორედ მაშინ გამოყავდა გოგო ექთანს სააბაზანოდან.
-გამარჯობა ნანა, როგორაა?_ხელი მოხვია გოგოს და ხელში აიტაცა.
-ოთახში მიმყავდა ბატონო იოანე, ახლა მშვიდადაა.
-საერთოდ როგორაა?_საწოლზე დაწვენილი დატოვეს ნენე და გარეთ გამოვიდნენ დასალაპარაკებლად.
-საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშაა მოყოლილი. სამი სტადია აქვს, ზოგჯერ ყველას ცნობს, ჩვეულებრივი ნენე ხდება და ყველაფერს თავად აკეთებს, ზოგჯერ თვალი უშეშდება და გაყინული რჩება, ამ დროს სრულიად გათიშულია და მარტო ვერაფერს აკეთებს. ყველაზე რთული კი მესამე სტადიაა,_ ამოიხვნეშა ქალმა -როცა ყველაფერი ახსენდება შეტევა ეწყება, კივის, ყვირის, შეიძლება ყველაფერი დალეწოს და თავსაც დაუშავოს რამე.
-დღეიდან მასთან მე ვიქნები, რეზეპტები დამიწერე, რა დროს როგორ უნდა მოვიქცე, რითი დავეხმარო და ყველაფერს გავაკეთებ_ნერწყვი გადაყლაპა იოანემ.
-ეცადეთ გაშეშების დროს ბევრი ესაუბროთ, წარსული გაახსენოთ, რა თქმა უნდა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები, შეტევის დროს კი მოეხვიეთ, უთხარით რომ მასთან ხართ და ყველაფერი კარგადაა, უნდა ეცადოთ გონებაზე რაც შეიძლება ხშირად იყოს, ღამე კი გირჩევთ მარტო არ დატოვოთ_გამაფრთხილებლად ჟღერდა ქალის სიტყვები.
წამლები მოიმარაგა იოანემ და რადგან ნენე ძირითადად ოთახში იწვა იქ დააბინავა, თუმცა სულ ოთახი კარგი არ იყო ამიტომ შტაბი სასტუმრო ოთახში გადაიტანა. გაღვიძებული ნენე, რომელიც გაშეშებული იწვა ლოგინზე ტელევიზორთან დასვა და პულტი გვერდით მიუდო.
-გახსოვს როგორ მიშლიდი ნერვებს ფილმების არჩევის დროს? მაინც ეს ბანალური ფილმები რამ შეგაყვარა, როცა დასასრული ყველამ წინასწარ იცის, სულ ერთმანეთს ვხოცავდით არჩევისას. გახსოვს ერთხელ ჯოკერში რომ მოგიგე და რემბოს გაყურებინე?_სიცილი აუტყდა ბიჭს -მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ სინამდვილეში ის მსიამოვნებდა ჩემ კისერში რომ იმალებოდი და ახლოს მყავდი, აჩემებული მქონდა ჩემს გემოვნებაზე უნდა გადმოგიყვანოთქო, არადა რომ იცოდე ის ჯოკერი ....
-თაღლითობით მომიგე_ნენეს დაბალი ხმა გაისმა ოთახში. ისევ ერთ ადგილზე ქონდა თვალი გაშეშებული თუმცა აშკარა იყო ყველაფერი გაიგონა.
-როგორ მოხდა არ მომკალი და დღემდე ვსუნთქავ? მე სულელი ისე გაჭირვებით „ვცვეტაობდი“ გულგახეთქილი ვიჯექი, რომ გამიგოს არ მაცოცხლებსთქო_არაფერი შეიმჩნია იოანემ, თუმცა ნენეს ხმის გაგონებაზე ლამის ტაში შემოკრა.
-იმიტომ, რომ სულელი ბავშვი ვიყავი, შენთან ახლოს ყოფნა მინდოდა და ძალით წაგებაც რომ დამჭირვებოდა, მაინც გავაკეთებდი, რადგან შენთან ჩასახუტებლად მიზეზი მექნებოდა, შენ კი ვითომ გამომძიებელი ამასაც ვერ ხვდებოდი_ნელა მოაბრუნა თავი და პირდაპირ თვალებში ამოხედა გაშეშებულ ბიჭს.
-გინდა მომიყვე?_თემა შეცვალა უხერხულობის დასაფარად იოანემ და სანამ გონებაზე იყო მანამდე კითხა.
-შენ ხომ ჩემი ცხოვრება მთლიანად იცი_ნერწყვი გადაყლაპა გოგომ -ასეთ ადამიანებთან სისხლთან, მკვლელებთან ახლოსაც არ ვყოფილვარ, არც სისხლი ვიცოდი და არც არაფერი, მხოლოდ შენ გხედავდი საქმედან დაბრუნებულს ზოგჯერ დაჟრჟილს, მან კი პირდაპირ ჩემ თვალწინ ადამიანი გაატყავა, ცოცხლად გაატყავა გესმის? მისი ყვირილი, განწირული ხმა თითქმის ყოველ წუთს ჩამესმის, გახედვის უფლებასაც არ მაძლევდა, ღმერთო რამდენი სისხლი ქონია ადამიანს
_ხელები აიფარა სახეზე და ტირილი მალევე გადაეზარდა კივილში, თითქოს ისევ იქ იყო, სკამზე დაბმული და ყველაფერს თავიდან განიცდიდა.
-ჩშშშშ, დაწყნარდი ჩემო პატარა, მე შენთან ვარ არასდროს მიგატოვებ, რომც გამაგდო არსად წავალ, დღიდან შენს აჩრდილად ვიქცევი. ჩშშშშ_მალევე მოდუნდა ნენე და იოლად აიტაცა იოანემ რომ დაეწვინა ჩაძინებული გოგო.

ლამის მგელობანა გაეჩაღებინათ ლილუს და გაბრიელს, ბიჭი ნახევარი ძალით მიზდევდა ხალათში გამოწყობილ, ლაღად მოკისკისე გოგოს და ვითომ კუთვნილი მაიკის დაბრუნებას ცდილობდა.
-ვსო, დავიღალე, დავბერდი_მოცელილი დაეცა დივანზე ლილუ
-და შენც ტრენერი გქვია რა სიცილით აუჩეჩა თმა გაბრიელმა.
-შენ ჯობია აბაზანაში შეხვიდე რომ წამომიჯექი აქ ტიტლიკანა და მაყლაპიებ ნერწყვებს_ხელი კრა ბიჭს.
-სულ არ შევალ ასე თუა საქმე._სიცილით ჩაკოცნა გოგო და მართლა წავიდა გადასავლებად.
კარზე ზარმა გააკვირვა ასე გვიან თუმცა ისეთი სტუმარი დახვდა დრო ვიღას ახსოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო თამარ_ავტომატურად შეისწორა ხალათი და გზა დაუთმო.
-ბიჭები სად არიან? მთელი დღეა არ მპასუხობენ გამისკდა გული.
-ალბათ არც უნახავთ, საქმე გახსნეს და ცოტა არეულობა იყო_თმა გაისწორა და სწორედ მაშინ შეხედა თამარმა მის ჩალურჯებებს სახეზე და ბეჭზე.
-კარგად ხარ? შენც იქ იყავი?
-დიახ მე და ნენე გაგვიტაცეს_მოკლედ მოუყვა მომხდარი და ქალს ახედა.
-ღმერთო ჩემო როგორ შეგეშინდებოდათ_თბილად მოეხვია ქალი და ლილუს მშობლის სითბო გაახსენა.
-კარგად ვართ, ცოტა ნენეა ისევ განცდებში და იოანეა მასთან.
-მიხვდა ის მასხარა რომ უყვარს თუ კიდევ იდებილებს თავს?
-თქვენც იცოდით?_თვალები გაუფართოვდა ლილუს
-რა თქმა უნდა_მხრები აიჩეჩა ქალმა და დივანზე ჩამოჯდა -შენთან საუბარი მინდა.
-გისმენთ_სახე დაუსერიოზულდა ლილუს.
-მინდა იცოდე, რომ შენი წინააღმდეგი არ ვარ,ვიცი იმ დღეს სხვანაირად ჩანდა, მაგრამ შვილს არ დავკარგავ, არ აქვს მნიშვნელობა მომეწონები თუ არა, არც ის მინდა ამის გამო ისეთი გახდე როგორიც არ ხარ, თუ ჩემი შვილი შენთან იქნება ბედნიერი ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება.
-მაშინ ....
-რა ღაზე უნდა გელაპარაკო არა? სულ სხვა თემაზე, გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ რაღაცეებს მეც ვგებულობ, ვიცი რაც გადაგხდა, ისიც ვიცი ალბათ ამაზე საუბარი არ გსიამოვნებს, მაგრამ მინტერესებს რას აპირებ? თუ გაბრიელზე სერიოზულად ფიქრობ ის ტრავმა იმედია ხელს არ შეგიშლის. ამბობენ დიდხანს ყვებათ და გონებას არ ავიწყდებაო. არ იფიქრო ცუდად ვამბობდე, მე დახმარება მინდა, გაბრიელს ყოველთვის დიდი ოჯახი უნდოდა, ცოლობასაც მალე გთხოვ დარწმუნებული ვარ, რაცარუნდა ერთად იცხოვროთ ისიც ვიცი ჯვრისწერის გარეშე ხელსაც არ დაგაკარებს, მაგრამ შენ? უკვე მზად ხარ ამისთვის? დარწმუნებული ხარ, რომ მის შეხებას აიტან? არ მინდა ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგათ და მერე ინანოთ, დამიჯერე მე ორივეზე ვფიქრობ და არ მინდა რომელიმე დაიტანჯოთ, უბრალოდ მინდა დამპირდე რომ დაფიქრდები და პასუხს შენს თავში იპოვი, მე კი თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ნებისმიერ დროს მომმართო, რადგან ოჯახი ვიქნებით მინდა უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს_მხარზე დაადო გაღიმებულმა გოგოს ხელი და კარისკენ დაიძრა.
დივანზე დარჩენილ ლილუს თავი წამიერად დაემსგავსა ფუტკრის სკას. ხვდებოდა ქალმა რაც უთხრა და სწორი იყო, ამაზე არც უფიქრია, ცდილობდა არც გაეხსენებინა, მაგრამ არც გაბრიელი ეკარებოდა ზედმეტად რომ თავი გამოეცადა. რა იქნებოდა რომ ვერ დაევიწყებინა? იქნებ ვერასდროს შეძლებოდა ნამდვილი ცოლობა გაეწია გაბრიელისთვის და მხოლოდ ტანჯვა მოეტანა? დაშორებოდა? არა, ამისთვის ზედმეტად უყვარდა, თანაც იცოდა ეს უფრო გააუბედურებდათ ორივეს. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და უკვე დამშვიდებულმა აკრიბა თამრიკოს დატოვებული ნომერი. (28)

-შემდეგ რა გააკეთეთ?_ინტერესში შესულმა ქალმა სათვალე მოიხსნა და ხელში ჩაბღუჯული ბლოკნოტი გადადო.
-რა გავაკეთე? წამოვედი_მწარედ გაეღიმა გოგოს.
-როგორ, ამდენი ამბის შემდეგ უბრალოდ ადექით და წამოხვედით?
-დიახ, აი ასე, ავდექი და წამოვედი_ სახეზე ჩამოისვა ხელი
-რატომ? _გაკვირვებისგან ტონი აეწია ქალს.
-არ მინდოდა დამეტანჯა.
-და თქვენი აზრით ახლა ბედნიერი იქნება?_ისევ მოიმარჯვა ბლოკნოტი.
-ალბათ არა, ალბათ კიარა არ იქნება, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მემკურნალო, თამარი მართალი იყო, არ მინდოდა ჩემი ღამეული კოშმარების სტუმარი ან მოწმე გამხდარიყო.
-წინსვლა გაქვთ?
-იცით სამი ღამეა არ დამსიზმრებია, სიბნელეს და მარტო სიარულს ისევ ვერ ვიტან. ალბათ წინსვლაა ღამე არ მომეკაროს კივილით რომ არ ვიღვიძებ.
-შეხებაზე რას იტყვით?
-ჩემი ბიჭი არ მყავს რომ გამოვცადო და სხვისი გაფიქრებაც მზარავს.
-თქვენი აზრით რატომ არ მოგძებნათ?
-მე ვთხოვე, წერილში ვუთხარი, რომ ასე მინდოდა, ის კი არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს რაც არ მენდომება_მწარედ გაეღიმა გოგოს და ოთახი დატოვა.
გარეთ, ისე როგორც ბოლო რამდენიმე დღეს ისევ ისე წვიმდა. თხელი მოსაცმელი ბოლომდე შეიკრა ლილუმ და მორიგი უცნობი ქუჩის გავლა გადაწყვიტა. ერთი თვე გასულიყო მისი წამოსვლიდან, ქუთაისი და სამუშო მიატოვა და დედაქალაქს მიაკითხა, ეგონა ახალი გარემო დაეხმარებოდა, ფსიქოლოგიც იპოვა, თუმცა მასთან საუბრები აბრიელისას ვერც შეედრებოდა. ყოველ წამს ენატრებოდა, ყოველ ღამე მაღლაფერიძის კოშმარები მონატრების სიზმრებმა ჩაანაცვლა. ფიქრობდა როდის გავიდოდა ეს გამოსაცდელი ვადა და მათ შეხვედრას წარმოიდგენდა, ალბათ მისი სხეულიდან ვერავინ ჩამოხსნიდა ისე შეაფრინდებოდა. სასიამოვნო ფიქრებით მიაღწია ბინას და კარზე ბრახუნი დაიწყო. რამდენიმე წუთში გაუღო პიჟამოს შორტში გამოწყობილმა ბიჭმა
-სულ როგორ გძინავს_შეუბღვირა მაშნვე.
-სულ როგორ მაღვიძებ_არც მან დააკლო პასუხი
-სანდრო ნერვებს მიშლი.
-შენც ლილუ, რაც წამოვედით მოჟამული სახით მოძრაობ, თუ არ გინდოდა რას ტოვებდი.
-საჭირო იყო_თითების მიჭერით შეაკავა მომდგარი ცრემლი და სამზარეულოში შეიმალა.
-ეს ორი გამაგიჟებს_თავი გადააქნია სანდრომ და ძილის გაგრძელება სცადა.

გაბრიელი როგორ იყო ეს ერთი თვე? არ იყო. დედამისზე როცა გაიგო თავიდან ეჩხუბა, მას დააბრალა ლილუმ რომ მიატოვა, თუმცა დიდხანს ვერ გაძლო, თამართან საუბარი წამალივით ჰქონდა. თანაც ქალი ტკბილად უყვავებდა, რომ ლილუ მალე დაბრუნდებოდა, მალევე დაარწმუნა რომ მათი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იყო, რომ გოგოს გონზე მოსვლა და მარტო დარჩენა სჭირდებოდა. არ მოუძებნია, შიშით აღარ ეშინოდა, ბახალა გაქრა, ისედაც არაფერი ესაქმებოდა ლილუსთან, ნაგაზი მკვდარი იყო. საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და ყველაფერი ბედს მიანდო, ტკივილამდე მონატრებას უძლებდა და საკუთრ თავს არწმუნებდა, თუ ჩემი ბედია აუცილებლად დაბრუნდებაო. სამსახურში მთვარეულივით ჩანდა და სასჯელიც მიიღო დაჩისგან. იოანესთანაც ვერ ატარებდა იმდენ დროს როგორც უნდოდა.
იოანე მთელი თვე ნენეს არ შორდებოდა, თუ მთელიცხოვრება რამე გაუკეთებიათ ყველაფერს თავიდან უყვებოდა, იტანდა მის ისტერიკებს, წმენდდა იატაკს გატეხილი ნივთიდან ასუფთავებდა, მასთან ერთად იკეტებოდა საშხაპეში და შეტევის დროს ცივი წყლით აფხიზლებდა.
-იოანე, დღეს ფილმის დღე გვაქ_ჯერ კიდევ ჩამქვრალი თვალებით გამოფარფატდა ოთახიდან ნენე და სამზარეულოს ტილოთი ხელში გამოჩენილ ბიჭზე გაეღიმა, -რას აკეთებ?
-წარმოდგენა არ მაქვს, წესით ზებრას ნამცხვარს, რომელსაც თეთრი ზოლები აღარ აქვს და მთლიანად გამუქდა_წარბშეკრული აკვირდებოდა გაზქურას და ბოლო სიტყვები ბრაზით ამოილაპარაკა.
-თეთრი მასა უფრო ბევრი უნდა გაგეკეთებინა ვიდრე კაკაოიანი_უფრო გულღიად გაეღიმა გოგოს.
-იქ ეწერა შუაში გაყავითო, ხოდა გავყავი_მაგიდაზე დაახეთქა გამწარებულმა ბეჭზე გადადებული ტილო.
-ისე ხარ გაბრაზებული, გაგრილება არ გაწყენდა_თითქოს უბრალო ხმის ტემბრი ქონდა ნენეს, მაგრამ მაინც შეატყო იოანემ მხიარული ნოტები, თუმცა როცა გახედა უკვე მისკენ მოქროდა ერთი ჭიქა წყალი.
-არ გაბედოოო_გვიან დაიყვირა და უკვე სველიც იყო. -აბა დამაცადე ქალბატონო._სააბაზანოსკენ გაიქცა უფრო ტევადი ჭურჭლის მოსატანად.
-არააა, შენ არ გაბედო_კისკისით გაყვა უკან ნენე და შესულს გადაევლო კიდეც თავზე წყალი.-ჩათვალე მკვდარი ხარ_თვალები აუელვარდა გოგოს და კაბინაში შეაგდო იოანე ხელის კვრით. ალბათ მთელ ბინას ესმოდა ნენეს კისკისი, იოანე მაინც ფხიზლად იყო, თვალებზე აკვირდებოდა გოგოს და ფრთხილად მოქმედებდა, ნენე კი მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა და მოხსნილი დუშით ასველებდა ბიჭს. მხოლოდ მაშინ შეჩერდნენ კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
-ქალბატონი დედა გვესტუმრა_წარბების თამაშით სულ სველი გაეშურა კარის გასაღებად და ნენეც გაიყოლა. წყლის კვალს ტოვებდნენ პარკეტზე და სიცილით ცდილობდნენ ერთმანეთის წაეშალათ.
-მშვიდობა გაქვთ?_გაოცებულ სახეს ვერაფერი მოუხერხა თამარმა.
-რა თქმა უნდა, შემო_გზა დაუთმო იოანემ.
-შენი ძმა როგორაა_ეცადა ხმაში კანკალი არ დატყობოდა.
-როგორც იყო_მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და გამოსაცვლელად წასულ გოგოს თავადაც გაყვა სველი ტანსაცმელი რომ მოეშორებინა.

მორიგ ფილმს უყურებდა და-ძმა სანდროს სრუტუნის ხმა რომ მოესმა, მაშინვე გადახედა ლილუს და თვალები გადაატრიალა.
-ჯერ დასასრულზეც არ მივსლვართ.
-ვიცი როგორც სრულდება, ეს გოგო კვდებაა_თითქმის ღრიალში გადაუვიდა ტირილი.
-ლილუ, ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ_ტელევიზორი გამორთო სანდრომ და დას მიუბრუნდა.
-რას გულისხმობ_ნიკაპი აუკანკალდა გოგოს.
-იცი რასაც, იმიტომ დავბრუნდი, რომ მეგონა მარტო იქნებოდი ყველას წინააღმდეგ, შენ კი არაჩვეულებრივი ადამიანი გედგა გვერდით.
-ამას რატომ მეუბნები?
-გიყვარს?
-ყველაზე მეტად_ისევ ამოისრუტუნა საწყალი ხმით.
-მაშინ უბრალოდ წადი, მოეხვიე და არასდროს გაუშვა_მანქანის გასაღები ესროლა დას და თვალი ჩაუკრა. მასაც თითქოს მხოლოდ ეს სჭირდებოდა, მაშინვე წამოხტა გაღიმებული და კარისკენ გავარდა.
-მიყვარხარ ძამიკო_უკვე თითქმის გარეთ გასულმა დაიყვირა და სულმოუთქმელად ჩირბინა კიბეები.


მთელი გზა დედაქალაქიდან ქუთაისამდე ფიქრობდა როგორ შეხვდებოდნენ, სახლში მიეკითხა, სამსახურში, იოანესთვის დაერეკა და ჩუმად დაეგეგმათ. ნეტავ რას ეტყოდა? იქნებ არ შერიგებოდა? მერე რა ექნა? მოეხვეოდა? იქნება არც ეთქვა არაფერი და პირდაპირ ტუჩებს დაპატრონებოდა? მსგავს ფიქრებში იმხელა გზა თითქოს წამებში გავიდა, ტელეფონი ამოიღო იოანეს ნომერი აკრიბა და უკვე უნდა დაერეკა უკან მოძრავმა პატრულმა სირენა რომ ჩართო და მისი მანქანის ნომერი გამოაცხადა გადაყენების ბრძანებით.
-ჯანდაბაა, სად არ მყავხართ ყიფიანებო?_ბუზღუნით დაიწყო საბუთების ძებნა.
-მოგესალმებათ რიგითი ყიფიანი, თუ შეიძლება თქვენი საბუთები._ტკივილამდე ნაცნობი ხმა მოესმა ფანჯრიდან და წამიერად გაშეშდა. ძებნას შეეშვა და კარი გამოაღო.
-და თუ საბუთები სადმე გადაიკარგა?_კალამი გაუშეშდა გაბრიელს, ფურცელზე წერას შეეშვა და გაციებული თვალები შეაგება ლილუს.
-ახალი უნდა დაამზადოთ_მკაცრი ხმით უპასუხა და ხელები ძირს დაწია.
-შეძლებდი? ასე იოლად შეძლებდი ახლის დამზადებას? იქნებ ძველიც გეპოვა_აკანკალებული ხმით წაიწია ბიჭისკენ.
-რომ შემძლებოდა აქ არ ვიქნებოდი, გაფანტულობისთვის დაჩი არ დამსჯიდა და პატრულში არ გამამწესებდა. კარგია რომ თქვენი სახელი გვარიც და პირადი ნომერიც ზეპირად მახსოვს, ეს თქვენი ჯარიმაა მოძრაობის დროს ტელეფონზე საუბრისთვის_ფურცელი შეაჩეჩა გოგოს და ზურგი აქცია რომ ამოესუნთქა.
-გაბრიელ, გთხოვ_ცრემლები მოაწვა ლილუს, რაც ხმაზეც დაეტყო, -სხვანაირად არ შემეძლო, მეგონა აქ რომ დამეწყო მკურნალობა უფრო დაგტანჯავდი, მეგონა მარტო შევძლებდი და უკვე სრულიად თავისუფალი დავბრუნდებოდი.
-გეგონა?_გვერდულად გამოხედა ბიჭმა.
-ვცდებოდი, იდიოტი ვიყავი როცა საერთოდ დავუშვი ის ფაქტი, რომ უშენოდ რამეს შევძლებდი, გთხოვ რა.
-მომენატრე_ამოსუნთქვას გავდა გაბრიელის სიტყვები.
-უსაშველოდ_სიცილით გაიქცა ლილუ მისკენ და პირდაპირ შეაფრინდა, წელზე შემოხვია ფეხები და მაშინვე ტუჩებზე ეცა.
-ისევ ისეთი არანორმალური ხარ_სიცილი აუტყდა გათავისუფლებულ ბიჭს.
-დაჩი უნდა მოვთაფლოთ უკან დაგაბრუნოს, თორემ ამ ქამარზე ფეხებს ვერ გაწყობ ხელს მიშლის_ძლიერად ხვევდა გოგო ფეხებს.
-რატომ მეგონა რომ რამე შეგცვლიდა_ისევ გაეცინა გაბრიელს და უკვე თავისი სურვილით მიიღო კოცნა./
-პატრულის მანქანებზე კამერები ხომ გაქვთ? ეს კადრი შვილიშვილებს უნდა შევუნახო_სიცილით გახედა მანქანაში დარჩენილ თანამშრომელს, რომელსაც ტელეფონი ამოეღო და გაღიმებული აფიქსირებდა ამ კადრებს.

-გამარჯობა ოჯახოო_ბინაში შესულმა დაიყვირა გაბრიელმა და წამიერად დააფიქსირა გიჟივით გამოვარდნილი იოანე.
-რამე მოწიე? დალიე? მორიგეობის შემდეგ გამოთვერი? ოღონდ არ მითხრა გავიკეთეო_თვალის გუგები ჩამოუწია ვენები შეუმოწმა, კარგად შეათვალიერა და მხოლოდ შემდეგ შეუშვა ხელი.
-გადაირიე?_წარბები შეკრა ბიჭმა და ტყუპს ხელი კრა -სალამი რძალო, დამაპურებთ?
-მოიცა, იცინი, ხუმრობ, საჭმელი გინდა, დაბრუ......
-თქვენი გიჟი თქვენთანაა_სიტყვა გააწყვეტინა ამჯერად შემოვარდნილმა ლილუმ და აზრზე ვერც მოვიდა იოანე ისე შეიბოჭა გოგოს ჩახუტებით. -რძალიოო? მოიცა რძალიო? გეშველათ? ღმერთო ერთად ხართ? დაქორწინდით? ერთად ცხოვრობთ? რამდენი ხანია? ეს როგორ მოხდა? ღმერთო დეტალები მინდაააა_ამოსუნთქვა არ აცადა ნენეს ისე სტაცა ხელი.
-ერთი კვირაა_გახარებული მოეხვია ნენეც და „კალიცოიანი“ თითი სიცილით დაანახა.
-ქორწილია, ქეიფია, გრიალიიი_ღიღინით მიუახლოვდა იოანეს და ყური აუწია -ოხ შე მავნეე.
-ყურს გოგო რომ შეეძინებათმერე უწევენ_დაბღვერილმა დაიზილა ნატკენი ადგილი.
-მერეც აგიწევ_თვალი ჩაუკრა გოგომ.
-ანუ დაბრუნდი?_ღიმილი შეეპარა იოანეს
-და აღარასდროს ვაპირებ სადმე წავიდე_თავი გადააქნია ლილუმ და მომავალ მაზლს ჩაეხუტა.


სათაფლიის გზაზე ატეხილ ჟრიამულსა და ხმაურს ტურისტებიც კი აქცევდნენ ყურადღებას. მინდორში გაშლილ პლედზე საპიკნიკო საკვები ელაგა, ხეებს შორის ჰამაკი გაებათ, სადაც პატარა მუცლით დამშვენებული ნენე იყო ქმართან ერთად. მზის სხივებისთვის მიეშვირა ორსულს სახე და თითქოს არ იმჩნევდა ქმრის დაჟინებულ მზერას. ეღიმებოდა ირგვლივ ატეხილ ხმაურზე და რამდენიმე წუთში თითნაც გახედა ირგვლივ მორბენალ წყვილს. ლილუს დასალევად წაღებული წყალი ხელში ჩაებღუჯა და ბოთლში გადმოსხმულით ცდილობდა გაბრიელი დაესველებინა, ისიც უკან დაზდევდა და ბოთლის წართმევას ვერაფრით ახერხებდა. ლილუს ბედნიერი კისკისი ლამის მთელ ტყეში გაფანტულიყო და ვერავინ შეამჩნევდა მასში სევდის თუნდაც ერთ, პატარა ნამცეცს.
-ასე მგონია ჩემ ძმას მთელი ცხოვრება ეძინა და ლილუმ გამოაღვიძა_ვერც იოანე იკავებდა მათ შემხედვარე ღიმილს.
-როგორ მიყვარს მათი ასე ბედნიერების ყურება, მაგრამ თან მშია_წარბები შეკრა როგორც ჩვეოდა და იოანესთან ერთად წამოდგა.
-სანდრომ რაო? კარგია საზღვარგარეთო?_კიდევ ერთხელ სცადა იოანემ.
-ტყუილა ცდილობ, არ გეტყვი სად არიან_სიცილით გაიხსენა ლილუმ ის დღე ძმამ რომ დაურეკა ბახალასთან მივფრინავ და საიმედო ხელში გტოვებო, მას შემდეგ ცდილობენ ტყუპები ადგილმდებარეობა გამოტყუონ.
-ჩვენ ახალი ამბავი გვაქ_საჭმლის დაგემოვნებასთანერთად ამოილაპარაკა ნენემ და ლილუს გადახედა. მისგანაც რომ თანხმობა მიიღო ტყუპებს გადახედა.
-იმედია ცუდი არაფერი.
-მემგონი პირიქით_მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი პომიდვრის ნაჭერი აიღო, -მოკლედ დავიღალეთ ერთმანეთის მონატრებით, თქვენი საღამოობით უხასიათოდ ყოფნით, მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ და უთქვენოთ დიდი გადაწყვტილება მივიღეთ._ლილუს გადახედა გააგრძელეო.
-გადავწყვიტეთ ბინები გავყიდოთ და ერთი დიდი ისეთი საკუთარი სახლი ვიყიდოთ, სადაც ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შვილებსაც ერთად გავზრდით, იქნებ მეღირსოს და საოცნებო ტყუპებიც მეყოლო_ტუჩები გამობუშტა და ძმებს გადახედა.
-მოიცა, არ ხუმრობთ? მართლა? პრობლემა არ იქნება?_ძმას მოხვია ხელი იოანემ.
-ანუ მზად ხარ?_გაბრიელმა კი მხოლოდ ის გაიგონა რომ ლილუს შვილები სურდა.
-ისე, როგორც არასდროს_გულღიად გაუღიმა ბიჭს და სახეზე მიეფერა. არცერთს მიუქცევია ყურადღება ნენეს წამღერებული ქორწილია ქეიფია, გრიალისთვის, ორივე იმ წარმოდგენებში იყო როგორ ირბენდნენ მათი შვილებიც ბიძაშვილებთან ერთად დიდ ეზოში და ხვდებოდნენ, რომ ამაზე უკეთესი გადაწყვეტილება არავის არასდროს მიეღო.

-ნენე ფრთხილად რა, მოდი მე ავალაგებ ბევრი საწვალებელი არაფერია_ისევ მანქანაში აწყობდნენ გოგონები საჭმელებს.
-რა პრობლემაა_ღიმილით უპასუხა შეშინებულ ლილუს და კიდევ ერთი საკვების კონტეინერი ჩადო საბარგულში.
-ფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა?_ჰამაკში მჯდომმა გადახედა გვერდით მოსკუპებულ ძმას იოანემ.
-ვერასდროს ვიფიქრებდი ერთი ნაპოვნი ფეხი ასე თუ შეცვლიდა ჩვენ ცხოვრებას_გაეცინა გაბრიელს.
-წარმოგიდგენია? მხოლოდ ერთი ფეხი და ორივე ტყუპის შეცვლილი ცხოვრება.
-რაც არუნდა ცუდად ჟღერდეს, მიხარია, რომ ასე მოხდა_ნენეს გადახედა იოანემ.
-რაც მთავარია ამიერიდან ისევ ერთად ვიცხოვრებთ, ყოფნით ისედაც ერთად ვიყავით._ბეჭზე დაკრა ხელი გაბრიელმა.
-რა თქმა უნდა ერთად, ჩვენ ხო ძმები ვართ_სიცილით მოხვია ხელი იოანემაც.
-ძმები ვართ_ღიმილით გაიმეორა ბიჭმა და ბედნიერი თვალებით გახედეს ერთად მოცინარ საყვარელ ქალებს. ისევე როგორც ტკივილს, ერთმანეთის ბედნიერებასაც მთელი ძალებით შეიგრძნობდნენ ტყუპები.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

არ მწყინდება ეს ისტორია :)) და სიამოვნებით ველი შენს ახალ ისტორიას : ))

 


სრულად წაკითხვა სულ სხვა სიამოვნებაა რა❤
ჩემი ტყუპები მომენატრებიან❤

 


№3  offline წევრი Lela123

კიდე მინდა რამე ასეთი ????????

 


№4  offline მოდერი naattii

Lela123
კიდე მინდა რამე ასეთი ????????

ჩემი ისტორიების უმეტესობა მსგავსია. თუ ნახავთ უკვე დადებულებს. ამ ისტორიის გაგრძელებას ახლა ვდებ და ხვალ უკვე დავასრულებ. აუცილებლად დავდებ სრულადაც იოლად რომ წაიკითხოთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent