Du gehörst nur mir (1)
დილის 6 საათზე მარიამის ტელეფონა ატეხა რეკვა. პირველ ზარს არ უპასუხა, არც მეორეს, არც მესამეს მაგრამ მეოთხე ზარზე უკვე მოუწია ყურმილის აღება. -რა ჯანდაბა ხდება ქვეყანა ხომ არ დაინგრა.-ტელეფონზე არც კი დაუხედავს ისე უპასუხა. -halloooo.-ტელეფონში გაჰკიოდა კატერინა. -რა ჯანდაბაა გაყვირებს, ერთი შენი თავი მომცა ახლა არ ვიცი რას დაგმართებდი.-გაბრაზებული წამოხტა მარი ფეხზე. -ich bin hier.-ისევ გერმანულად უპასუხა კატომ. -კატო შენს ხასიათზე არ ვარ ძაან მეძინება მანდ ვენაში რომელი საათია წადი დაიძინე რა.-ბალიშზე დაესვენა. -აუუუ მარუსი აქ ვარ გოგო მართლა შენი სახლის წინ ვდგავარ.-დაქალის დასარწმუნებლად დასერიოზულდა კატერინა. -გოგო არ ვარ შენს ხასიათზეთქო ხომ გითხარი, წადი დაიძინე რა.-მაინც არ დაუჯერა. -მარიამ ფანჯარაში გადმოიხედე.-უკვე ნერვები ეშლებოდა. -ვაიმე ერთი მართლა არ იყო ჩამოსული, ფეხით ჩამოგაკითხავ მანდ.-ბობღიალით წამოდგა და თან დაქალს დაემუქრა, ფანჯრამდე მიაღწია და რას ხედავს, კატო ჩაფუთნული დგას და ყურებადე გაკრეჭილი უყურებს. -ვაიმეეეეეე არ არსებობს.-ბოლო ხმაზე იყვირა მარიმ და მთელი სახლი ფეხზე დააყენა, პირველ სართულზე ჩავარდა, ბათინკები და თხელი ქურთუკი მოიცა. -მარი ხო მშვიდობაა შვილო.-დედამისი და მამამისი შეშინებულები გამოვარდნენ. -კატერინა ჩამოვიდააააა.- სიხარულით დაიყვირა და გარეთ გავარდა. დაქალები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ბოლო ხმაზე იცინოდნენ, მთელი ქუჩა ფეხზე დააყენეს. -გიჟები არიან.-მარიამის მშობლები ღიმილით უყურებდნენ. -კატო ვერ გადამირჩები რატო არ მითხარი რომ ჩამოდიოდი, რა საძაგელი ხარ.-უნდოდა დაქალს გაბრაზებოდა მაგრამ არ გამოუვიდა. კატერინა ხათოს და დათოს მიესალმა( მარიამის მშობლებს) -კატოო როგორ ხარ საყვარელო, მოდი შემოდი სახლში გარეთ ცივა.-ხათომ სახლში შეიპატიჟა მაგრამ უარი მიიღო. -ხათო ჩემები არ მინახავს პირდაპირ აქ მოვედი მარის წავიყვან და ჩემთან წავალთ.-მოკლედ აუხსნა ყველაფერი და კიდევ ერთხელ გადაეხვია. -დათო ბიძია შენ როგორ ხარ ამ გადარეულის ხელში,ხომ არ გაწვალებდათ.-სიცილით შეხედა დათოს. -კატერინა შენ ხომ ვერ მიგაჩვიე ამ დათოს დაძახებას რა-გაუღიმა და ჩაეხუტა. -არა რა ჩემი გამოსწორება არ იქნება.-ყველას გაეცინა, მარიმ და კატომ მალე დატოვეს სახლი. -ჩემებმა არც კი იციან რომ ჩამოვედი, ახლა ნახე ჩემს სახლში რა დატრიალდება. -tut mir leid.-გერმანულად უპასუხა მარიამა. -რას წუხარ შენ სიცხე ხომ არ გაქვს.-გაკვირვებით შეხედა საჭესთან მჯდომ დაქალს. -ანუ უკვე იციან და ჩვენ გველოდებიან.-ირონიულად გაუღიმა კატოს. -შენ მაგ ენის დამიკლება ხომ ვერ გასწავლე რა, მე რა შენმა სატრფომ ვერ გასწავლა.-კატომ თავისი ჭკუით გაიღადავა. -შენ ჩემს სანდროს ნუ ეხები. -კაი მოდი მაგას შევეშვათ და საერთოდ იცი რატომ ჩამოვედი?.-კატერინამ გადახედა. -შენს ხელში ეგ სულ დამავიწყდა, მიდი აბა მოყევი, ოღონდ ნელა რომ გავიგე შენებურები არ გვინდა თორემ მეორეთ მოგიწევს მოყოლა.-დაქალს ვადახედა და გაეკრიჭა. -ესეიგი რა ხდება, იქ ხომ ვიყავით 10სტუდენტი წასული, 5 აგვირჩიეს და გამოგვიშვეს აქ თან წამოგვაყოლეს 5 საუკეთესო ექიმი მათან ერთად უნდა ვიმუშაოთ ოღოდ ჩვენს კლინიკას ვაარსებთ ჩვენ თვითონ, გოგო თან ავსტრიიდან გვაფინანსებენ, მთავარია კარგი ადგილი მოვძებნოთ ყველაფერს გაარემობტენენ 10 დღეში, თან მოაწყოვენ და უახლესი აპარატურებს განათავსებენ.-ძაან როლებში შეიჭრა კატო, მარიამი კი პირღია უყურებდა. -ხო არ ღადაობ და მაგარია. -ხო თან შენობა უკვე შერჩეულია და გარემონტებაც მალე დამთავრდება, გახსნა უმაგრესი უნდა იყოს, თან გახსნის საქმეები მე მომანდეს და ხომ იცი უნდა დამეხმარო, ყველაფერი უმაგრესად უნდა იყოს. -რა საკვირველია ჩემო კარგო, როდის ვიწყებთ მომზადებას.-მარი ხასიათზე მოვიდა. -ხვალიდან ოღონდ ცოტა ხანს დავისვენოთ, ყველა უნდა ვნახო, გოგო ჩვენები რას შვებიან. -რავი დღეს შევიკრიბოთ. -ხო თან სანდრო რამდენი ხანია აღარ მინახავს და დღეს ვნახავ, აუ მართლა არც მაგის ძმაკაცები დამვიწყნია სულ მეკოტანქტებოდნენ ხოლმე მაგრად ჩავუძმაკაცდი. -კაია მერე ქალო ეგენიც იქნებიან, კიდევ იცი ვინ იქნება?-ეშმაკურად შეხედა მარიამმა. -მასე ნუ მიყურებ მარუსი თორემ ცუდი მეფიქრება.-გაეხუმრა ვითომ მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. -ჩვენი ლაგვილავა იქნება. -wer?- -ვინ გოგო და ლუკა რა გეტაკა ვითომ ვერ ხვდები. -მართლა ვერ ვხვდები.-ან მართლა ვერ ხვდებოდა ან თავს ისულელებდა. -კატო რა გეტაკა ადრე რომ მოგწონდა სანდროს ძმაკაცი, შენი სკოლის მეგობარი რომ გეღადვებოდა და ლაგვის გიძახდა. -უიი ქალო ეს სულ დამავიწყდა ეგ მომწონა 14 წლის რომ ვიყავი და ახლა ვარ 21 წლის. -მართლა არ გახსოვდა? -ნწ ნწ .-მოკლე პასუხი გასცა. მალევე მივიდნენ სახლში და როგორც კატერნამ თქვა დიდი ჟრიამული დატრიალდა, ცოტა ხანს კიდევ იჭორავეს შემდეგ მორიგეობით წყალი გადაივლეს და გაემზადნენ წასავლელად. -სანდრო გამოგვივლის და ჩემს მანქანას აქ დავტოვებ. -კარგი გარაჟში ხომ გიყენია და რა პრობლემაა. -გოგოებო მოგაკითხეს.-თამო უძახდა ქცევიდან. -მოვდივართ დეეე.-კატომაც გასძახაა. სანდრო თამო და გივი უკვე ქვევით ისხდენ და რაღაცაზე იცინოდნენ. -ეეეე კატიუშა.-სანდრო წამოდგა და დიდიხნის უნახავ მეგობარს გადაეხვია. -ჰე აბა რას შვები სანდრიუშა. -რავი შენი დაქალის ხელში როგორ ვიქნები.-ყველას გაეცინა. -მე ჩამოვედი და გიშველი.-თვალი ჩაუკრა. -კაი კაი აბა წავედით.-მარიმ შეაწყვეტინა მაიმუნობა, თამოს და გივის დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ. -საეთ გვაქვს გეზი აღებული?-კატომ უკნიდან გამოყო თავი. -ლოლიტაში დავიბარე ყველა და ამიტომ იქ მივდივართ.-მარიმ უპასუხა მოკლედ. -კაია რამდენი ხანია მანდ აღარ ვყოფილვარ, ისე შეცვილია რამე? -4 წლის განმავლობაში რაღაც რაღაცეები შეიცვალა. ნახევარ სააათიან საცობში მოყვნენ და ნელ ნელა მინარნარებდნენ. -როგორც იქნააააა.- კატო პირველი გადახტა მანქანიდან, როგორც ყოველთვის სხარტად იყო. -კატოო ნუ ცანცარებ.-მარიამა პატარა ბავშვივით დატუქსა. -ჩემო ტკბილო რას ცანცარებს შეარგე უხარია 4 წელია აქ არ ყოფილა .-სანდრომ ხელი გადახვია და ბარში შევიდნენ. ყველამ ერთ დროულად იყვირა კატერინა, რათქმაუნდა ლუკას გარდა, ლაგვილავას გაუკვირდა ვინ მოვიდა ასეთიო, იმდენი ვინმეს ნახვა მოუწია კატოს რომ თავბრუ დაეხვა. სანდროს ძმაკაცებთან ძაან მაგარი ურთიერთობა ქონდა და გვერძე მიუჯდა მათ და ყველაფერს უყვებოდა, იმდენი ილაპარაკა წყლის დალევა მოუნდა მაგრამ სახიფათოდ დაასრულა,ეს მისგან არავის გაკვირვებია ჭიქა გაუვარდა. -scheiße.-მკაცრად თქვა როგორც გერმანელები ამბობენ, ძალიან მიჩვეული იყი მათ აქცენტს. -რამდენ ხანს ცხოვრობდი ავსტრიაში რომ მათი აქცენტი ასე აითვისე.-ლუკამ გამოყო თავი და გაეცინა. -და რა პრობლემა გაქვს?-ირონიულად გაუღიმა. -არაფერი უბრალოდ ისე გკითხე.-ეს თქვა და თავისი ვისკის ჭიქა აიღო. -უი მართლა სულ დამავიწყდა რომ გამეცანით ერთმანეთისთვის.-სანდრომ გააწყვეტინა ლაპარაკი.-ეს ლუკა ლაგვილავაა ეს კი ეკატერინე ჟღენტი. -სასიამოვნოა.-კატომ ხელი გაუწოდა. -ჩემთვისაც.-ლუკამაც ჩამოართვა ხელი. უცებ კატერინას ტელემ დარეკა. -hallo, wie gest du?.-ავსტრიელმა მეგობარმა დაურეკა და გარეთ გავიდა სასაუბროდ. ნახევარი საათი საუბრობდა, მერე შემოვიდა და ლუკასთანაც კარგი ურთიერთობა დაიჭირა, ცოტა დალიეს, იცეკვეს გაეთნენ და ბოლოს ლუკამ მიიყვანა სახლში კატერინა თავისი“Gelendvagel”-ით. -მადლობაა.-ღვედი მოიხსნა და გადავიდა. -არაფრის ხომ არ მიგაცილო.-თავაზიანობა გამოიჩინა ლუკამ. -რავი არა მადლობა. -კატო ადრე ხომ არ შეგხვედრილვარ ძალიან მეცნობი, ოღონდ მართლა ზოგმა ხომ იცი რა მხრივაც იციან ხოლმე ამის თქმა. -აა ხო მივხვდი მაგრამ არამგონია რომ შეგხვედროდი, კარგი კიდევ მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე. -ნახვამდის.-ლუკა გადავიდა მანქანიდან და კატო გადაკოცნა. კატერინაც წავიდა სახლში და ლაგვილავაც წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.