"თვითმკვლელის დღიურები" {1}
იცით რას იტყვიან როცა გამიხსენებენ?კარგი გოგო იყო,მაგრამ ზედმეტად ემოციურიო და სწორედ ამიტომაც შეეწირა ტანჯულ სიყვარულსო.მაგრამ, როგორ შემიძლია არ დავეთანხმო,როცა ასეა.დიახ, მე თვითმკვლელი ვარ და თქვენ ჩემს დღიურში მოხვდით,რომელიც ჩემს კვალს დატოვებს ჩემი სიკვდილის მერე,მარტო ეს ფურცლები თუ გამახოცხლებენ... თუმცა რა აზრი აქვს ამ სიტყვებსაც ან გრძნობებსაც,რომელიც ადრე გამაჩნდა,მე აღარ ვიქნები. შეიძლება დეპრესიული მოგეჩვენოთ,მაგრამ ეს არ არის ასე,შემიყვარდა და სხვა ვერაფრით გავიმართლებ თავს... ******************** წვიმიანი დღე იყო,მშვიდად მივაბიჯებდი თბილისის ქუჩებს და წვიმის წვეთები მელოდიად ჩამესმოდა.წაბლისფერი თმები სახეზე მეხებოდა და არც ვცდილობდი გასწორებას,ალმურად მედებოდა საღამოს ნაზი სიო და მიჩეჩავდა მას...იმდენად მსიამოვნებდა ეს პროცესი,ვერც კი ვხვდებოდი,რომ ვსველდებოდი.ჩაფიქრებული ვიღიმი და ამ დროს ვხედავ მამაკაცის ჩრდილს,რომელიც უკან მომყვება.შიშისგან აკანკალებულმა ავუჩქარე სიარულს,მერე სირბილი დავიწყე.უცხო მამაკაცის ჩრდილი კი ისევ მომყვება.გულმა ბაგაბუგი დამიწყო,არ ვიცოდი საით გავიქცეულიყავი... წამიერად დამიჭირა რაღაცამ,გავშეშდი და ველოდებოდი,როდის მომიახლოვდებოდა ადამიანი,ვისაც გავურბოდი.ქუჩაში მკაფიოდ ისმოდა ფეხის ნაბიჯები,ჩემი გულის ძგერაც თითქოს რითმულად აყვა მას.ვიგრძენი მამაკაცის საოცარი სურნელი,ვიგრძენი მზერა,რომელიც კეფას მიწვავდა და მოქმედებდა ჩემზე.ხელზე მეხება და გული უარესად მიჩქარდება,თვალებს ვხუჭავ ინსტიქტურად და ამ დროს... აკანკალებულ მკლავებზე ტყავის ქურთუკი მომაფარა უნობმა.სიბნელეში ვერ ვხედავდი კარგად,მაგრამ მას კურნოსა ცხვირი,გამოკვეთილი ტუჩები და საოცრად დაკუნთული სხეული ჰქონდა... ჩვენ შორის საზღვარი უფრო მცირდებოდა,მისდამი ლტოლვა კი უფრო იზრდებოდა.მარტო ის მინდოდა,მის ბაგეებს შევხებოდი და დაუსრულებლად მეკოცნა. და აი... მისი ბაგეებიც შემეხო,ყოველი კოცნა მაგიჟებდა,ჩემში ყველაფერი ირეოდა და გონებაში აზრს თავს ვერ ვუყრიდი... თვითნებურად მივეკარი მას და თითქოს ერთი არსება გავხდით,არ მინდოდა ეს მომენტი დამთავრებულიყო... არასდროს,არავის მიმართ ასე არ დამმართვნია და რომც ეთქვათ: ელა,ერთ ღამეს შენ სრულიად უცხო ბიჭს აკოცებო,სიცილით მოვკვდებოდი... მაგრამ ჟრუანტელს მგვრიდა მისი ტუჩები,ხელები და საშინლად სექსუალური მოძრაობები.მის გვერდით თავს ცოცხლად ვგრძნობდი და საშინლად არ მომწონდა ის ფაქტი,მისი სახელიც რომ არ ვიცოდი... უეცრად ბიჭი მომშორდა,მისი გახშირებული სუნთქვა ყურში მესმოდა,სიტყვებით ვერ აღვწერ იმას,რაც ჩემში ხდებოდა...მან უკან სვლა დაიწყო, მშორდებოდა და მშორდებოდა,ბოლოს კი ზურგი შემაქცია და წავიდა. მე კი არ შემეძლო მას დავწეოდი,გავქცეულიყავი და შემეჩერებინა,უბრალოდ ვიდექი და თვალწინ მედგა წეღანდელი კოცნა.ყველაზე ლამაზი გრძნობა განვიცადე მთელი ცხოვრების განმავლობაში,თითქოს დრო გაჩერდა,ვარსკვლავები და მთვარე გაქრნენ და მარტო ჩვენ ვიყავით.მხოლოდ წვიმა იყო ამ ყველაფრის მხილველი.მეგონა,წამიერად სიზმარი მესიზმრა და ახალგამოღვიძებული ვცდილობდი გამერკვია საიდან გამოჩნდა და სად წავიდა მამაკაცი,რომლის კოცნაც არასდროს დამავიწყდებოდა. ყოველ საღამოს მივდიოდი იმ ადგილას,მაგრამ უიმედოდ... ერთხელ შევამჩნიე როგორ მიყურებდა ჩუმად ვიღაც,მივხვდი,რომ ის იყო.მიყურა,მიყურა და წავიდა.ალბათ,არ ჩათვალა საჭიროდ მოსვლა.მეც ხელი ჩავიქნიე,ცხოვრებას ვაგრძელებდი,გადიოდა თვეები,წლები,მაგრამ დღე არ გასულა ჩემს იდუმალ აჩრდილზე რომ არ მეფიქროს... ******************* (დღევანდელი დღე) დილაა...კარის კაკუნი მირღვევს სიჩუმეს,საშინლად არ მინდა ადგომა და კარის გაღება,მაგრამ ლეა,ლიზი და ლუსი ისე ხმაურობდნენ,მთელს სამეზობლოს გამიღვიძებდნენ.მობილურზეც დაიწყეს რეკვა და რადგანაც ვიცოდი მათი ხასიათი,გამოფხიზლების დრო იყო... ურდული ჩამოვწიე თუ არა სახლის იდილია დამირღვიეს გოგონებმა: ელა: - გოგოებო ჯერ ყავა დავლიოთ!!! ლია:- ბევრი დრო არ გვაქვს,საყიდლებზე დაგვაგვიანდება. ლუსი: - მართალი ხარ ლია. ელ, რას დგახარ,მოწესრიგდი და გავდივართ.დღეს შენც მოდიხარ ჩვენთან ერთად,უარი არ მიიღება. მე: - არსად წასვლას არ ვაპირებ მთელი დღე ძილი მირჩევნია... ლია: - გოგო ხვალ სეუში მივდივართ,სწავლა გვეწყება და ახალი ტანსაცმელი გვჭირდება.აქ დგომას ჯობია წახვიდე შენს ოთახში და მოემზადო.ახალი კურსი,ახალი კურსელები და სიმპატიური ბიჭები უნდა გავიცნოთ.ამ სიტყვებზე სამივემ გაიცინა და განრისხებული მზერა მომაპყრეს. რადგანაც მათ საწინააღმდეგოდ ვერაფერს გავხდებოდი,მალევე მოვიწესრიგე თავი,მაკიაჟით არ დავიტვირთე სახე უბრალოდ ლაინერი წავისვი და მათთან გავედი.ჰო მართლა,როგორც მიხვდით ჩვენ სტუდენტები ვართ,აწ მეორე კურსელები.სიმართლე გითხრათ,არ მინდოდა უნივერსიტეტში მისვლა ჯერ,ყოფილს რამდენიმე თვის წინ დავშორდი და არ ვიყავი ჯერ მზად მის სანახავად.გოგოები სამზარეულოში ისხდნენ და გართულნი იყვნენ საუბარში ვერც შეამჩნიეს როგორ შევედი მათთან. ლია:- ელა,სულ მავიწყდება მეკოთხა,ეს ტყავის ქურთუკი სად იყიდე?საოცრად მომწონს... მე: - ეს ქურთუკი ჩემი იდუმალი აჩრდილისგან დამრჩა... ჩავფიქრდი და თავი დავხარე,გოგოები ვერ ხვდებოდნენ,რაზე ვლაპარაკობდი.ისევ მე:- კარგი რა იყოთ,ვხუმრობ,ჯობია მალე წავიდეთ. მოვიარეთ თბილისის მაღაზიები,ავარჩიეთ უამრავი კაბები,განსაკუთრებით მომეწონა რამდენიმე ტყავის კაბა,რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირდა...მოკლედ,ყველაფერი კარგად იყო,სანამ.... გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანა არ დამეჯახა.წამიერად მოხდა ყველაფერი: იმდენად სწრაფად მოდიოდა ვიღაც მანქანით,წამის მეასედში გადმოვიდა ჩემს გზაზე და შეიძლება ითქვას,სასწაულად გადავრჩი,მსუბუქად რომ დამეჯახა.გოგოები დაპანიკდნენ,მძღოლსაც შეეშინდა და გათიშული წამიყვანა მანქანაში.მე არაფერი მახსოვს გარდა იმ სურნელისა,რომელიც საოცრად ნაცნობი იყო ჩემთვის...თითქოს წარსულში დამაბრუნა,ისევ იმ ქუჩაზე ვიყავი,ჩემს იდუმალ ბიჭთან ერთად,მარტო,განმიახლდა განცდები და როგორც აღმოჩნდა , ტირილიც დავიწყე ,ჩემდაუნებურად... მხოლოდ საავადმყოფოში მისვლისას მოვედი გონს.მანქანის მძღოლს ხელში ვყავდი აყვანილი.მის ტუჩებს ვხედავდი,რომელიც,ასე მეგონა,აქამდეც მინახავს,მაგრამ ახლა არ მქონდა მაგაზე ფიქრის თავი,რადგან ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს და მხოლოდ ძილი მინდოდა,განსაკუთრებით კი ამ გრძნობას ისიც მიმატებდა,რომ თავს დაცულად ვგრძნობდი და ეს ნაცნობი არომატიც მაბრუებდა... P.S ჩემო კარგებო,დავბრუნდი ამ ისტორიით და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.ველოდები თქვენს კომენტარებს. ვიცი,ბევრი გრამატიკული ხარვეზია და სიამოვნებით მივიღებ კრიტიკასაც ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.