შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნევერლენდი(დასაწყისი)


24-09-2019, 11:01
ავტორი AMELIE18
ნანახია 1 215

ისტორია ჩემი ოჯახის აღწერით მინდა დავიწყო,დავიბადე და გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში,ბებია ექიმი,ბაბუა ინჟინერი,მამა ადვოკატი,დედა მასწავლებელი.ერთადერთი შვილი და შვილიშვილი ვარ ანჯაფარიძეების ოჯახში და ალბათ წარმოიდგინეთ როგო მანებივრებდნენ და ფუფუნებაში მზრდიდნენ,თუმცა ყოველთვის რაც მაკლდა ეს იყო-თავისუფლება..
2 წლის ვიყავი როცა ბაბუგარდაიცვალა და წყნეთში გადავედით საცხოვრებლად,ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს სახლი,თუმცა ახლა მხოლოდ ციხეა ჩემთვის და მეტი არაფერი.. 3 სართულიანი დიდი შენობა,დიდი ეზოთი და გალავანით,მიუხედავად სიამაზისა,სუფთა ჰაერისა და სიწყნარისა მე მაინც ვერ ვპოილობდი სიმშვიდეს ამ სახლში..
15 წლის ასაკში დედა გარდაიცვალა..ჩემი ცხოვრება ორად იყოფა:ცხოვრება დედასთან ერთად და ცხოვრება მის გარეშე..მარიანა ულამაზასეი იყო..მაღალი,გრძელი შავი,ოდნავ ტალღოვანი თმით,წვრილი წელით და სწორი ფეხებით,გამოკვეთილი ყვრიმალებით და ხასხასა მწვანე თვალებით..ღიმილი ქონდა საოცარი,მისი თბილი და ტკბილი ღიმილი.დილით თავზე კოცნით გამაღვიძებდა და საოცარი ღიმილით მისურვებდა ბედნიერ დღეს,როგორ მენატრება მისი ტკბილი ხმა..მარჯვენა ლოყა ეჭყინტებოდა საყვარლად,გრძელი და ლამაზი თითები ქონდა.ჩემთვის საოცრება,ქალღმერთი იყო..სილამაზსთან ერთად შეუძლებელია მისი საოცარი ხასიათი არ გითხრათ..მშვიდი,თბილი,კეთილი,მე არ მახსოვს დედას ხმა აეწიოს ოდემე,თუმცა მახსოვს მისი ცრემლები...
დედას სიკვდილის შემდეგ კატო ანჯაფარიძე ისევ დაბრუნდა ოჯახის სათავეშე და მისი წესებით დავიწყეთ ცხოვრება.კატო ძალიან მკაცრი და ცივი ქალი იყო,არ გავდა სხვა ბებიებს,მწარე ენა და მკაცრი გამოხედვა ქონდა,სულ მქონდა შეგრძნება,რომ არც დედაჩემი და არც მე არ ვუყვარდით.დედას სიკვდილის შემდეგ მამა მთლიანად სამსახურზე გადაერთო,დავრჩით მე და კატო ერთმანეთის პირისპირ..
მე ნინი მქვია,22 წლის ვარ,იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის 1 კურსზე ვსწავლობ.ბავშვობიდან ბალერინობაზე ვოცნებობდი..დედაც მეუბნებოდა,რომ ჩემგან ნამდვილი ვარსკვლავი დადგებოდა,თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ კატომ თავი დამანებებინა ჩემი ცხოვრების ნაწილზე..ოჯახის პროფესია უნდა გამეგრძელებინა და შესაბამისად ასე აღმოვჩნდი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.
არასდროს არაფერი მაკლდა,ყველაფერი მქონდა რაც სხვებს არ ქონდათ,თუმცა მე მაკლდა ის რაც მათ გააჩნდათ..თავისუფლება
ჩემი დღის განრიგი ქალბატონ კატოს გაწერილი ჰქონდა,ვატო ჩემი მძღოლიც მას ემორჩილებოდა,დილით უნივერსიტეტი,შემდეგ სტაჟირებას გავდიოდი მამაჩემთან,როგორც კი დავასრულებდი ვატო გარეთ მელოდებოდა და სახლში ვბრუნდებოდი,კატოსთან ერთად,რომ მომეგავრებინა სახლის საქმეები..საღამოს მოწყენილი ვსქროლავდი ნიუს ფიდს თუ როგორ ერთობოდნენ ჩემი მეგობრები,მე კიდევ ამ „ციხესიმაგრეში“ ვყავდი კატოს გამომწყვდეული..
ჩემი ერთადერთი ხსნა ოცნება იყო,ეს ხომ მაინც არ მეკრძალებოდა,მჯეროდა რომ დადგებოდა დრო როც ა ბედნიერი ვიქნებოდი და იმას გავაკეთებდი რაც მომწონდა და მიყვარდა...მოვიდოდა ჩემი პიტერ პენი ნევერლენდიდან,მომკიდებდა ხელს და მასთან ერთად გავფფრინდებოდი ამ საშინელი სამყაროდან,დედა ხშირად მამსგავსებდა ვენდის,მასავით ყავისფერი ხვეული თმა მქონდა და დიდი ყავისფერი თვალები,და გოთი,ჩემი ძაღლი რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იყო და არ მტოვებდა სანამ კატომ მისი სახლში შემოშვება მკაცრად არ აკრძალა.
ყველაფერი კი იმ დღიდან შეიცვალა,როცა უნივერსიტეტის კიბეებზე ფეხი ამისრიალდა და საყვარლად კიბეებზე ჩავგორდი..ერთადერთი რაც მახსოვს მისი დიდი ლურჯი თვალები იყო და ღიმილი,ლოყა ეჭყინტებოდა მარჯვენა მხარეს..მხოლოდ ამის დამახსოვრება მოვასწარი,მერე ისევ გამეთიშა გონება..



№1  offline წევრი anamaria♡

დასაწყისი მომწონს საინტერესოა მედია ასე გააგრძელებ დამალე დადებ ახალ ოღონდ მოზდილთავს ეს ძალიან პატარა იყო

 


№2 სტუმარი lizi

აუუ მალე დადე მომდევნო თავი რააა

 


№3  offline წევრი AMELIE18

anamaria♡
დასაწყისი მომწონს საინტერესოა მედია ასე გააგრძელებ დამალე დადებ ახალ ოღონდ მოზდილთავს ეს ძალიან პატარა იყო

მადლობა ძაან დიდი,აწი ყოველდღე დავდებ ახალ და დიდ თავებს <3

lizi
აუუ მალე დადე მომდევნო თავი რააა

მეორე დავდე და ყოველდღე დავამატებ ახალ თავებს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent