ცხოვრების გზები (3-4 თავი)
დილით სამოთხისფერმა სინათლემ გააღვიძა, ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო და მაინც რამხელა სინათლეს ასხივებდა დღე. საკმაოდ დიდი თოვლი მოსულიყო ბერლინში, როცა დიდი ხანი იყო რაც თბილისს აღარ ჩაუცვამს თეთრი ქურქი, დაავიწყდა თოვლის არსებობა ქალაქს, ზამთარში წვიმის მეტი დიდი ხანია არაფერი უნახავს ადამიანებით დამძიმებულ მოხუცს. პირველი შემთხვევა იყო, როცა ტანსაცმლიანს ჩასძინებოდა და თან ისე ღრმად შეუცურავს ძილში, რომ ვერ გაიგო როდის შემოუტანეს სამგზავრო ჩანთა ნომერში და როდის დაკიდეს მისი ზურგჩანთა და ქურთუკი საკიდზე. შერცხვა იმ უცნობის, რომელმაც ეს სიკეთე გაუკეთა. კარზე მოულოდნელი კაკუნი გაისმა, ამას კი თან ედუარდის ბედნიერი თავი შემოჰყვა, სახე უფრო გაუნათდა, როცა გაღვიძებული ელენე დაინახა, გულში ნატრობდა და ლოცულობდა რომ გოგონას არ სძინებოდა, დილამშვიდობისა უსურვა. გაუხარდათ ერთმანეთის დანახვა, და ასე ბედნიერები უყურებდნენ ერთმანეთს უსიტყვოდ და უმოძრაოდ, ახლოდან რომ გენახათ იფიქრებდით დიდი ხნის უნახავი ნაცნობები შეხვდნენ ერთმანეთსო. ბედნიერებისგან ბიჭის ფირუზისფერი თვალები უფრო გამჭვირვალე გახდა, ახლა ადვილად შეგეძლოთ მის თვალებში თითოეული გრძნობა და ფიქრები დაგენახათ, რაც ელენეს მიმართ აკავშირებდა. გაგიკვირდებათ და იკითხავთ, ასე, ერთ დღეში გოგო როგორ უნდა მოგეწონოსო, მაგრამ გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. პირველმა მაინც მამაკაცმა დაარღვია სიჩუმე, ძლივს გაიხსენა რის საკითხავად მოვიდა და ბოლოს როგორც იქნა მოაბა თავი აზრებს. - დილამშვიდობისა ქალბატონო ელენე, მინდოდა მეკითხა, საუზმეს თქვენს საძინებელში მიირთმევთ, თუ სასტუმროს რესტორანში ჩამოხვალთ?- ისევ ჩაიძირა, არადა ასე არც ერთ ქალთან არ დამართვნია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გერმანელივით უწინ მასაც ბევრი ქალი ყავდა. - მადლობა ედუარდ ქვემოთ ჩამოვალ, - არ უნდოდა წასვლამდე ნომერში ჯდომა, უნდოდა ენახა თუ როგორი რესტორანი ჰქონდა სასტუმროს. ცხელი შხაპი ერთი სიამოვნება იყო მისთვის, შეეძლო ასე საათობით მდგარიყო, მაგრამ ახლა დრო არ ჰქონდა ამისთვის, ედუარდი ელოდებოდა. ჩანთაში ხელი ჩაყო, პირველივე რაც ხელში მოყვა ჩაიცვა და სასტუმროს ოთახიდან გავიდა, მოგვიანებით ბერლინის დათვარიელებასაც შეძლებდა. 4 - მისტერ ოლივერ პოლიციელები არიან მოსულები და თქვენთან შეხვედრას ითხოვენ, - აქოშინებული ბერტა გიჟივით შევარდა უფროსის კაბინეტში. სუნთქვა უჭირდა, ძლივს ლაპარაკობდა. ოლივერმა წყალი მიაწოდა, შემდეგ კი დამშვიდება და ყველაფრის თავიდან ახსნა სთხოვა. გოგონამ ძლივს ამოისუნთქა და დაიწყო, - გარეთ პოლიციელები იცდიან და თქვენთან შეხვედრას ითხოვენ, ამბობენ, რომ თქვენი დაკავების ორდერი აქვთ. - დაკავების ორდერი? კი მაგრამ რისთვის მიჭერენ, რა ბრალდებით?! - არ ვიცი ბატონო, მე არ მითხრეს. - კარგი, შემოუშვი ბერტა, ყველაფერი რიგზეა, - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჰალსტუხი შეისწორა, რატომღაც ძალიან დასცხა. საოცარია, პოლიცია მის კომპანიაში ჯერ არასდროს მისულა, პირველად იყვნენ და ისიც მის დასაკავებლად. ბერტამ რომ უთხრა ორდერი აქვთო ცივმა ოფლმა დაასხა, თავბრუ დაესხა და თავი ძლივს შეიკავა სკამიდან ხალიჩაზე რომ არ მოედინა ზღართანი. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ჯერ ერთი პოლიციელი შემოვიდა, მერე მეორე, მესამე და... აშკარად სერიოზულ ბრალდებას მიყენებენ სამი პოლიციელი ერთად რომ გამომიგზავნესო გაიფიქრა. ფეხზე წამოდგა, თითოეულ მათგანს ხელის ჩამორთმევით მიესალმა და დაბრძანდითო შესთავაზა. ორი დაჯდა, ერთი კი ისევ კართან იდგა ბერტას წინ, ალბათ ფიქრობენ გაქცევას ვცდიო გაიფიქრა და საუბარი წამოიწყო დაძაბულობის განსამუხტად. - გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ, რა გაგჭირვებიათ?! - ჩვენ თქვენი დაკავების ორდერი გვაქვს მისტერ კენინგ, - უთხრა ჩასუქებულმა პოლიციელმა და ორდერი გადასცა, ოლივერმა სწრაფად გადაავლო თვალი საბუთს - გუშინ მომხდარ მკვლელობას ვიძიებთ, ნუთუ არაფერი გსმენიათ ამის შესახებ? მითხარით თუ იცნობდით ქალბატონ ელზა მეი კენინგს? - ის ჩემი ყოფილი მეუღლეა, ჩვენ საერთო შვილი გვყავს. რატომ მეკითხებით? რა მოუვიდა მეის? ნუთუ ის... - დიახ იის. თქვენი ყოფილი მეუღლე დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს, საკუთარ ბინაში, - უთხრა პოლიციელმა და სურათები წინ დაუყარა, - ის დაახრჩვეს კაშნეთი. ეს კაშნე ხომ არ გეცნობათ, - ეცნობოდა, როგორ არ ეცნობოდა, ეს მისი კაშნე იყო. ცივმა ოფლმა ისევ დაასხა, თვალები აუწყლიანდა და კუნთები დაეჭიმა, - მთელს სახლში თქვენი თითის ანაბეჭდებია მისტერ კენინგ, ამასთანავე მეზობელმა დაგინახათ, როგორ გამოხვედით ღამის სამ საათზე უკანა კარიდან და გაიქეცით. - დიახ, ის ჩემია, მეის ძალიან მოსწონდა და ვაჩუქე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გუშინ მე მასთან სტუმრად არ ვყოფილვარ, - უკვე ცრემლები მოსდიოდა გარდაცვლილი მეუღლის სურათების შემხედვარე. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებულები იყვნენ, მაინც მთელი გულით უყვარდა ქალი, - ჩემი ვაჟი სად არის? - ბავშვი გარდაცვლილის მშობლებთან არის ჯერჯერობით. მისტერ კენინგ გთხოვთ განყოფილებაში გამოგვყვეთ, დეტალურ ინფორმაციას იქ გაგაცნობენ, - ფეხზე წამოდგნენ და ხელბორკილი ამოიღეს, - ხელები წინ გამოსწიეთ ბატონო, თქვენთვისვე აჯობებს თუ დაგვემორჩილებით. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ, სასამართლოში. წინ გამობრძანდით. ფეხზე წამოდგა და ხელები წინ გასწია, ხელბორკილის სიცივემ მთელს ტანში დაუარა. აღარ იცოდა რა ექნა, ადგილიდან ვერ იძვროდა, იდგა ასე ქანდაკივით გაფითრებული და გაშეშებული. ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა, ვერც ის გაეგო ბორკილები რატომ ედო ხელებზე, მექანიკურად აკეთებდა იმას რასაც ეუბნებოდნენ, ფიქრებით მის ცოლთან იყო და კაბინეტში მყოფთა არც ხმა ესმოდა და ვერც მათ სახეებს ხედავდა. სახეზე თითოეული ნაკვთი გაჰყინვოდა. კარისკენ წადგეს ნაბიჯი, როცა ბერტამ წამოიკვნესა ,, ბატონოო “ - მისმა ხმამ მამაკაცი თითქოს გამოაღვიძა, მისკენ გაიხედა და მის ცრემლიან სახეს შეხვდა. მაშინვე გამოცოცხლდა და პოლიციელებს ერთი წუთი სთხოვა, რათა მდივნისთვის საჭირო მითითებები მიეცა. - მისმინე ბერტა ყველა საბუთი ჩემს მაგიდაზე დევს გამზადებული, მხოლოდ გაგზავნაა საჭირო და გადააგზავნე. თანამშრომლებს ჯერ არაფერი უთხრა, არავინ იცის რა მოხდება... ხოო და კიდევ ჩემს ძმას, პაულს დაურეკე და მოუყევი ყველაფერი, უთხარი რომ აქ მოვიდეს, ჩემს აქ არ ყოფნაში ის უხელმძღვანელებს კომპანიას. არ ვიცი ბერტა კიდევ როდის გნახავ, მაგრამ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის. -ბატონო ასე ნუ ამბობთ, აი ნახავთ სიმართლე დამტკიცდება, მაგრამ თუ მაინც დაგიჭერენ თქვენს სანახავად ხშირად მოვალ ხოლმე, - მკერდზე მიეკრა მამაკაცს და მისი გამხდარი ხელები ძლიერად შემოხვია წელზე. - გააკეთე ის რაც გითხარი. გოგოს შუბლზე აკოცა და წამის უსწრაფესად ადგილს მოსწყდა. პოლიციელებმა მხოლოდ მაშინ გაიაზრეს მომხდარი, როცა სათადარიგო კიბის კარები ჭრიალით დაიხურა. დაედევნენ. მხოლოდ ერთი სართულით ჩამორჩებოდნენ, იმისთვის, რომ დამნაშავე შეეჩერებინათ ეკიპაჟმა იარაღი ამოიღო და სროლა დაუწყო. ოლივერი გარეთ გავარდა, პირველივე ჯერზე დანახული მანქანის საჭესთან დაჯდა და ადგილიდან ბორბლების ღრჭიალით მოწყვიტა. - რას აკეთებთ, მიტაცებთ? - ღმერთო ჩემო, ძალიან შემაშინეთ. - ახლავე გააჩერეთ მანქანა, ჩემი მძღოლი ჩემთვის წყალს ყიდულობდა. და საერთოდ ვინ ხართ, ან რა უფლება გაქვთ სხვისი მანქანა რომ მიგყავთ, მძარცველი ხართ თუ გამტაცებელი? გააჩერეთ მანქანა. - თქვენს მძღოლს როცა ვნახავ, გპირდებით ბოდიშს მოვუხდი. თქვენ კი უახლოეს გაჩერებაზე ჩამოგსვამთ, - ოფლისგან დასველებული შუბლი ხელის უკანა მხრით მოიწმინდა, სისხლი უწვეთავდა თითებიდან, საჭესაც ეტყობოდა სისხლის ლაქები. - თქვენ რა დაჭრილი ხართ? მანქანა გააჩერეთ სასწრაფო დახმარება გესაჭიროვებათ. - ვერ გავაჩერებ. - რატომ დამნაშავე ხართ და მართლმსაჯულებას გამოექეცით? - რა ჭკვიანი ყოფილხართ... გოგონა, მოდით სიმართლეს გეტყვით : ბრალს მდებენ ჩემი ყოფილი ცოლის მკვლელობაში, პოლიციას გამოვექეცი, ხელბორკილი მიკეთია და დაჭრილი ვარ. მე დამნაშავე ვარ და თან საშიში. ახლა მე თქვენ ამ გაჩერებაზე ჩამოგსვავთ და გზამშვიდობისას გისურვებთ. - არა. - არა? - დიახ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენ დაჭრილი ხართ და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გესაჭიროებათ. თუ სწორად გავიგე საშიში დამნაშავე ხართ და თან გამოქცეული. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს შესახებ ბერლინის თითოეული საინფორმაციო მაუწყებლობა გადმოსცემს ინფორმაციას, ე. ი ყველა გიცნობთ და არავინ დაგეხმარებათ, - ხმას აუწია ნელ- ნელა ელენემ. გულწრფელად შეეცოდა მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის სტუდენტი იყო და კარგად იცოდა რა სასჯელიც მოუწევდა ამის გამო, მაინც გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა ცვილად ქცეულ მამაკაცს. მანქანის ცალი ბორბალი ტრასიდან გადავიდა და კენჭები აყარა. თვალებში უბნელდებოდა, ფაქტობრივად ვეღარ ხედავდა, საჭეს ვერ იმორჩილებდა და ხვდებოდა, რომ მანქანა ნელ- ნელა ხრამისკენ მიიწევდა. ხელები გაჰყინვოდა და გრძნობელობაც თითქმის დაკარგული ჰქონდა. ყვირილის და მანქანის დამუხრუჭების ხმა ერთდროულად გაიგონა, მარჯვნივ ვიღაცის სახე დალანდა და გაითიშა. ბევრი სისხლი დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.