შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანა-მარია (2)


26-09-2019, 16:43
ავტორი ნინევია
ნანახია 1 095

გაგა ანა-მარიაზე ერთი წლით მაღალ კლასში სწავლობდა. გამორჩეული, მაღალი, წაბლისფერთმიანი, სიმპატიური და ძალიან პოპულარული იყო სკოლაში, თუმცა თავს არ იკლავდა სწავლა-განათლებით. ძირითადად დროს მეგობრებთან ატარებდა და კალათბურთს თამაშობდა ხოლმე. საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და არასდროს არ უდარდია იმაზე, რომ სწავლა იყო წარმატების გარანტი და არა 24 საათი მეგობრებთან გატარებული დრო. გოგოები ეხვეოდნენ, მუდამ ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა იმ დროს შეყვარებული არ ყავდა.
ანა-მარია გაგას შორიდან იცნობდა მისი უახლოესი მეგობრების, კლასელების რატის და თემოს ძალიან ახლო ძმაკაცი იყო. შორიდან ათვალიერებდა, აკვირდებოდა დინჯად და თითქმის დარწმუნებული იყო, რომ თუკი რაიმე მოხდებოდა მათ შორის გაგაც უპასუხებდა იგივე სიმპატიით, რაც მას გააჩნდა მის მიმართ.
გაგას კლასელი ზიზო ზორბა გოგო იყო, ძალიან მომხიბვლელითქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი მეგობარი ყავდა, გაქექილი იყო, ძალიან კარგ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელაც, ზიზომ გადაწყვიტა, რომ გაგასთვის გაეცნო ანა-მარია. ჯერ ანა-მარიას დაურეკა და ჩააწვეთა სრულიად უცნაურად, რომ ვიღაც მის კლასელ გაგას მოსწონდა ანა-მარია და მისი გაცნობა უნდოდა, სცენარიც დაწერა: ამა და ამ დროს, შესვენებაზე აქ ვიდგებითო და შენ გამოიარე ისეო, გნახავო და თან „პახოდუ“ გაგაცნობო, ისე, ვითომ შემთხვევითო. ანა-მარია ოდნავ გაკვირვებული იყო ამ ყველაფრით, თან ბავშვური გულუბრყვილობით, ვერ ხვდებოდა რატომ გადაწყვიტა ზიზომ, გაეცნო მისთვის გაგა, ფიქრობდა, რატი და თემო როგორ არ მეტყოდნენ რამესო, მოკლედ ბევრი კითხვა კი უტრიალებდა თავში, მაგრამ არ ღელავდა, ჩვეული სიდინჯით მიყვებოდა დინებას. დღემდე, ძალიან არ უყვარდა ეს ხელოვნური „ჩალიჩი“ ბიჭის გამო და ზოგადად რაიმეს გამო, თვლიდა, რომ ეს თავისთავად მოხდებოდა და არ უყვარდა ჩარევები.
ასეც მოხდა. ანა-მარიას საერთოდ არ უნერვიულია, თუმცა რაც უფრო უახლოვდებოდა ზიზოს, გაგას და მათ მეგობრებს, მით უფრო უჩქარდებოდა გული, მაგრამ მის სახეზე, როგორც ყოველთვის სრული სიმშვიდე სუფევდა, მიუახლოვდა ზიზოს, გადაკოცნა (სკოლაში, დღეში ათჯერ ერთი და იმავე ადამიანის გადაკოცნა იყო დაუწერელი კანონი), მოიკითხა და ზიზომ წარუდგინა გაგა, რომელიც გართული იყო ბიჭებთან ლაპარაკში, მკლავებით ეყრდნობოდა კიბის მოაჯირს და გულგრილად გამოიხედა ზიზომ რომ დაუძახა: გაგა, გაიცანი, ეს ანა-მარიააო. ფეხებიდან სახემდე აათვალიერა გაგამ ანა-მარია და მიუგო: სასიამოვნოა და გააგრძელა ბიჭებთან ლაპარაკი. ზიზომ, ანა-მარიამ და ელენემ ერთად გააგრძელეს გზა და ჩავიდნენ კიბეებზე.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ანა-მარიამ გააზრებაც ვერ მოასწრო, რა ხდებოდა.
შემდეგ იყო ჩვეული სეირნობა სკოლის დერეფნებში, ნახვები, გადაკოცნები, უბრალო მისალმება: პრივეტ და ყველა თავის საკლასო ოთახს უბრუნდებოდა. ელოდა ანა-მარია, რომ რამე მესიჯს მაინც გაუგზავნიდა გაგა, მაგრამ ამაოდ. ზიზო ურეკავდა პერიოდულად და რაღაც სისულელეებს ეუბნებოდა. გავიდა რაღაც პერიოდი, თითქოს მიავიწყდა კიდეც გაგა. ცოტა ხანში გაიგო, რომ გაგას მოეწონა მისი პარალელურ კლასელი, ნათია, რომელიც ლამაზი იყო, მაგრამ ისეთი მჩატე, რათქმაუნდა გადატანითი მნიშვნელობით, რომ ანა-მარიას გაგაზე საერთოდ დაეკარგა წარმოდგენა და იფიქრა, ფერი-ფერსო და საბოლოოდ დაიკიდა.
მერე იყო უნივერსიტეტი და გაგა საერთოდ შორეულ წარსულში დარჩა. ერთხელ ნახა კიდეც საერთო მეგობრების წრეში და ძალიან ცივად აიგნორებდა, გაგა კი კვლავ უინიციატივოდ იჯდა და თვალებით პერიოდულად ბურღავდა ანა-მარიას, ისე უსიტყვოდ.
კარგა ხნის შემდეგ გაიგო, რომ გაგას ცოლი მოეყვანა და ბავშვიც ყავდა, მაგრამ ეს ინფოც სხვა დანარჩენივით უსარგებლო საფაილეში ჩაილექა.
ანა-მარიამ 2 დღე იფიქრა, დაეჭირა თანხმობისთვის ხელი გაგას გამოგზავნილ მეგობრობის თხოვნაზე, თუ არა. ბოლოს იფიქრა, რა ბავშვობააო და დაეთანხმა. მას მერე, გაგას არ გამოუტოვებია მისი არც ერთი სთორი ფეისბუქზე, პერიოდულად ალაიქებდა მის ფოტოებს, მაგრამ ანა-მარიას ხელიც კი არ წაცდენია მისი ფოტოების დასალაიქებლად.
9 საათზე მაღვიძარამ გააღვიძა რა თქმა უნდა, ზანტად წამოიმართა ლოგინიდან და ცოტა ხანი იჯდა ესე ლოგინზე. შემდეგ ადგა, ფეხშიშველი შევიდა აბაზანაში და მოუშვა ონკანი.
ანა-მარია ძალიან პუნქტუალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეებზე პოზიციით მაღლა იდგა, სულაც არ თვლიდა, რომ უფროსობა ნიშნავდა რაიმე განსაკუთრებულს, ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ კარიერული წინსვლა იყო და საშინლად ვერ იტანდა ადამიანებს, რომლებიც ასე არ ფიქრობდნენ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
აბაზანიდან გამოვიდა და ვიბრაციის ხმა მოესმა, რომელიც არ წყდებოდა, მიუახლოვდა ტელეფონს, დახედა, ნომერი არ ეცნო, მაგრამ მაინც უპასუხა ცივად: გისმენთ..
- ანუკა, გაგა ვარ.. - მოისმა ტელეფონიდან მამაკაცის ხმა
- გისმენ გაგა? რამ შეგაწუხა? - მიუგო ოდნავ გაკვირვებულმა ანა-მარიამ.
- ანუკა, მისმინე, ამაღამ მივფრინავ ბაქოში, მაგრამ მანამდე შენი ნახვა მინდა, ოღონდ არა საქმიან ვითარებაში.. - მოკრძალება შეინიშნებოდა გაგას ხმაში.
- გაგა, ვერ გავიგე? რამე სასწრაფოა? - გაოცება ვერ დამალა ანა-მარიამ, თუმცა თავს სრულიად აკონტროლებდა.
- არა, არაფერი სასწრაფო, უბრალოდ აუცილებლად მინდა შენთან შეხვედრა და დალაპარაკება, მაგრამ არა საქმეზე.. შეიძლება? - ხვეწნაზე გადავიდა გაგა. 1 წამიანი სიჩუმე ისევ გაგამ დაარღვია: -ანუკა, ძალიან გთხოვ..
- კარგი - მიუგო სრულიად მშვიდმა ანა-მარიამ.
- აუ, როგორ გამახარე! ძალიან კარგი! მოგწერ მისამართს, საერთოდ გამოგივლი, კარგი? რომელზე ამთავრებ მუშაობას?- აჟიტირებულმა მიაყარა გაგამ.
- გაგა, არ არის საჭირო მომწერე მისამართი და მე თითონ მოვალ - მიუგო ანა-მარიამ.
- კარგი, კარგი, მოგწერ, დროებით - დაემშვიდობა გაგა.
- დროებით, - მიუგო ანა-მარიამ, ტელეფონი გათიშა და ლოგინზე ჩამოჯდა 2 წუთით: სულ გააფრინა ამ ხალხმა! - ჩაილაპარაკა და შეუდგა მოწესრიგებას.
გაგასგან სმს მიუვიდა საუბრიდან ზუსტად 20 წუთში: „ანუკა, რუმსში გელოდები 8-ზე. დროებით ????.“ დახედა ტელეფონს და არც კი გაუფიქრია, რომ პასუხი უნდა გაეგზავნა.
ჩვეულებრივად ჩაიარა დაკავებულმა დღემ, ოლენასთან ქოლი საღამოს რვაზე ჩაუნიშნეს. ოდნავ ჩაფიქრდა ამ ფაქტზე, მაგრამ დიდხანს არ უდარდია, რას იზამდა..
ცხრას ოცი წუთი აკლდა, რუმსში უკვე მესამე ჭიქა ყავაც რომ ჩაცალა, გაგამ ვისკი მოითხოვა და კიდევ ერთხელ ნერვიულად დახედა საათს: - არა, რისი იმედი მქონდა, ან რატო მქონდა, ვაბშე რატო მეგონა რო მოვიდოდა, რა შიგ მაქვს! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. უკვე ოთხი სმს გაუგზავნა ანა-მარიას, რვაჯერ დაურეკა, მაგრამ უშედეგოდ, ანა არც კი პასუხობდა.
ანგარიში მოითხოვა და უცებ ტელეფონი აინთო: „გაგა, ქოლი ჩამინიშნეს რვა საათზე, მოდი, ბაქოდან რომ ჩამოხვალ, მერე შევხვდეთ.“ გაგას არ ესიამოვნა წაკითხული, სწრაფად წამოდგა, ფული მაგიდაზე დატოვა და გავიდა შენობიდან.
გაგა უკვე წელიწადნახევარია, რაც მარტო ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ძალიან ლამაზი, მაღალი, მკაცრი ნაკვთებით, ჟღალთმიანი თეკლა, ყოფილი მოდელი იყო. თეკლა ჩვენებაზე დაინახა გაგამ და ძალიან ბანალურად ყბა ჩამოუვარდა, მალე გაიცნო, ცოტა ხანი შეყვარებულები იყვნენ და მერე დაქორწინდნენ, ბავშვიც გაუჩნდათ, ისეთივე ჟღალთმიანი ერეკლე და თითქოს სულ ყველაფერი კარგად მიდიოდა, გაგა ხარობდა მისი ლამაზი ოჯახით, დაუღალავად შრომობდა მამის დატოვებულ კომპანიაში, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა, მაგრამ თეკლა მუდმივად ცუდ ხასიათზე იყო,მოდელობას თავისი სურვილით დაანება თავი, გაგას საერთოდ არ დაუშლია, მთელი დღეები ძიძასთან ერთად მარტო იყო სახლში, დაქალები მოდიოდნენ, ხან ის მიდიოდა სანახავად, დადიოდა სალონებში, აუზზე, ვარჯიშობდა, მაგრამ სულ ცუდ ხასიათზე ხვდებოდა გაგას, ნორმალურად ბავშვთან კონტაქტიც არ შეეძლო ისეთი გაღიზიანებული იყო.
გაგამ ხან რომელ ქვეყანაში წაიყვანა, ხან რომანტიული ვახშამი მოუწყო, რას არ ცდილობდა, მაგრამ მისი გული ვერანაირად ვერ მოიგო. ერთადერთი, რაზეც უარს არ ამბობდა თეკლა მასთან სექსი იყო, მაგრამ სხვა სულიერი ურთიერთგაგება, მეგობრობა ცოლ-ქმარს შორის თითქოს გაქრა, მათი შინაგანი კავშირი გაწყდა და ბეწვზე ეკიდა ურთიერთობა. გაგა ხვდებოდა, რომ თეკლას მის მიმართ სიყვარული გაუქრა და გულდაწყვეტილი ძალიან ცდილობდა ეპოვა მიზეზები მის თავში, რამაც თეკლა აქამდე მიიყვანა. იმ სიტყვის თქმას ვერც ერთი ბედავდა და ვერც მეორე. ნებისმიერი დაწყებული საუბარი სრულდებოდა კამათით და შეუთანხმებლობით, გაგა სახლში უკვე ერეკლეს გამო მიდიოდა და მის გვერდით იძინებდა. გაგამ მეგობრების ნახვას მოუმატა, კლუბებშიც დაიწყო სიარული, ცდილობდა ყურადღება გადაეტანა მეგობრებით, სასმელით, მოსაწევით, გოგოებით და ცოტა ხნით რეალობას წყდებოდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და ისევ თითონ ეცადა დალაპარაკებოდა მეუღლეს და მისდა გასაკვირად შეთანხმდნენ დაშორებაზე.
ბავშვზე გიჟდებოდა გაგა და არაფერს აკლებდა, ყოველ პარასკევს მოყავდა სახლში და შაბათ-კვირას ერთად ატარებდნენ, ცურავდნენ, თამაშობდნენ, კინოში დადიოდნენ, წიგნებს კითხულობდნენ. თუკი სადმე გასართობად მოუნდებოდა გაგას გასვლა, მის მშობლებთან ტოვებდა ბავშვს და ისინიც სიხარულით და ანთებული თვალებით ელოდნენ შვილიშვილის მოსვლას.
ერთ პარასკევ საღამოს, გაგა და მისი რამდენიმე მეგობარი ბიჭი ერთერთი ცნობილი კლუბის რიგში იდგნენ, ვიღაც სერიოზული დიჯეი ეწვია ქალაქს და ბიჭებმა გადაწყვიტეს განიავება. რიგში იმდენი ხალხი იყო, რომ თავისუფლად შეგეძლო ახალი მეგობრების გაცნობა, გაგა ლოდინს ვერ იტანდა და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ხან აქეთ იყურებოდა, ხან იქეთ, ფეისბუქის და ინსტაგრამის სქროლვა უკვე ყელში ამოუვიდა და უცებ რიგში თვალი მოკრა ანა-მარიას, რომელიც პროფილით იდგა და თავის დაქალს ესაუბრებოდა, პერიოდულად გემრიელად იცინოდა.
გაგას არ გაჭირვებია ეცნო ანა-მარია, გამორჩეული შავგვრემანი, ანთებული მწვანე თვალებით. ანა-მარია კლუბში წასვლის დროს თავისუფლად იცვამდა, ოდნავ გამომწვევადაც, მაგრამ არა გოიმურად, წელზე შემოერტყა უცნაური ნახატებით ჩანთა, ყელზე სადა შავი ჩოკერი ეკეთა, მისი ღია ფერის კანი ანათებდა; იქ მდგომებს შორის ყველასგან გამოარჩევდი.
გაგა ხარბად აკვირდებოდა ანა-მარიას და ოდნავ ეღიმებოდა, რადგან გაახსენდა სკოლის პერიოდი, ის უხერხული და უემოციო გაცნობა, დერეფნებში უაზრო ყიალი და ბერი უთქმელი და უხმო ფიქრები, რაც ანა-მარიას უკავშირდებოდა და მან, ზედმეტად უდარდელმა ბავშვმა იმ პერიოდში არ თქვა, არ გააკეთა, თავი შეიკავა რაღაცის გამო, უფრო სწორად ვიღაცეების გამო და ეს ვიღაცეები მისი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რატი და თემო, რომლებსაც დასავით ყავდათ ანა-მარია.
რიგი ნელნელა წინ მიდიოდა და გაგას და მის მეგობრებს სულ ცოტა დარჩენოდათ შესვლამდე. და როგორც იქნა შეაღწიეს ჯურღმულის სამეფოში, ბნელ გაკვამლულ კედლებში, სადაც მუსიკის ხმა პირდაპირ გულზე გადიოდა.
გაგა შესასვლელთან იდგა და ელოდებოდა ანა-მარიას შესვლას კლუბში, მეგობრები სასმელზე გააგზავნა და უთხრა, აქ დაგელოდებითო.
ანა-მარია ჩვეული სიდინჯით შევიდა კლუბში, გასახდელთან მშვიდად ჩააბარა ქურთუკი და გაემართა მთავარი დარბაზისკენ, სადაც იპოვა ადგილი, თავისუფლად რომ ეცეკვა. გაგას თვალი არ მოუშორებია მისთვის, აკვირდებოდა მის დახვეწილ მოძრაობებს მუსიკას რომ რითმულად ყვებოდა, მის სხეულს, თმას, თითებს; ანა-მარია სრულიად განტვირთული ყვებოდა მუსიკას და ვერც ამჩნევდა, რომ მის ირგვლივ ნელნელა სულ უფრო მატულობდა ხალხის რაოდენობა. გაგა მხრებით და თავით აყვა მუსიკას და მისდა უნებურად, ისე, რომ თითონაც ვერ მიხვდა აღმოჩნდა ანა-მარიას გვერდით. ცდილობდა არ მოხვედროდა თვალში ანა-მარიას და შორიდან უცქერდა. გაგამ თვალები დახუჭა და ისე გააგრძელა ცეკვა სადღაც 2 წუთის განმავლობაში, თვალები გაახილა იმ იმედით, რომ ანა-მარიას სხეულის მიხვრა-მოხვრას დააკვირდებოდა, მაგრამ უცებ ვერსად დაინახა. ისევ გაებნა...
ბართან ჩამოვიდა, სადაც მისი მეგობრები ეგულებოდნენ, გაიხედა, გამოიხედა იქაც ვერ დაინახა ანა-მარია. ხალხში ცდილობდა გზის გაკვლევას დიჯეისკენ, ფიქრობდა წინა რიგებში ხომ არ გადაინაცვლაო, როგორც იქნა მიაღწია იქამდე და დაინახა დიჯეებთან ერთად მდგომი ანა-მარია და მისი მეგობრები, რომლებიც მაგრად ერთობოდნენ. ოდნავ გაუკვირდა და გაეღიმა, ადგილი არ მოუცვლია და არც თვალი დაუხუჭავს ცეკვის პერიოდში, უყურებდა ანა-მარიას და სიამოვნებისგან ეღიმებოდა, შორიდან ტკბებოდა, როგორც მაშინ, სკოლის დერეფნებში.
- რა გჭირს, შე **მა, რას გვაძებნინებ თავს? - მიმართა ოთომ, მისმა მეგობარმა.
- მომაგენით? - სიცილით მიუგო გაგამ.
- არ გავიდეთ? - შეწუხებული ხმით იკითხა გიორგიმ და ახედა მეგობრებს პასუხის მოლოდინში.
- ჟორა ხო არ დამიბერდი? გეძინება? - უპასუხა გამხიარებულმა გაგამ, მისი თავი იღლიაში მოიგდო და ხელი სწრაფად გაუსვა.
- არა რა მეძინება ტო, რაღაცა მუსიკა არ გამისწორდა, არც ვინმე კაი ნაშა არ დამინახავს რო ვუყურო მაინც - სიცილით გააშვებინა ხელი მეგობარს ხელი გიორგიმ.
- კარგი, აი დავლევ ამას და გავიდეთ - ერთიანად გადაკრა სასმელი გაგამ, ბოლოჯერ თვალი შეავლო მოცეკვავე ანა-მარიას და კლუბი დატოვა ბიჭებთან ერთად.
ეს იყო მათი მეორე შეხვედრა, რომლის შესახებაც ანა-მარიამ არაფერი იცოდა. ანა-მარია კლუბებში იშვიათად დადიოდა, თუმცა ძალიან კარგად იცნობდა იქაურ წესებს, მეგობრებს, თითქოს სხვა ადამიანად გარდაიქმნებოდა იქ და თუკი მუსიკა მოეწონებოდა, სიამოვნებით ცეკვავდა, რადგან ცეკვა ძალიან უყვარდა. იქედან გამომდინარე, რომ სრულიად ფხიზელი შეეძლო ეცეკვა 6-7 საათი, მისთვის მნიშვნელოვანი იყო კარგი მუსიკა და გარემო, ამიტომ, როდესაც მისი ორგანიზმი ძალიან გადაიღლებოდა, სიამოვნებით დადიოდა ხოლმე მეგობრებთან ერთად კლუბებში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent