შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანა-მარია (1)


25-09-2019, 18:09
ავტორი ნინევია
ნანახია 1 401

31 წლის ძალიან მომხიბვლელი ანა-მარია როგორც ყოველთვის თავდაჯერებული ნაბიჟებით გადის სახლიდან და ქუჩაში ყველა მას უყურებს. ყურებში ყურსასმენები, უმეტესად გაშლილი მუქი თმა, კატასავით მოხდენილი მიხვრა-მოხვრა, გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი და ქუჩები მისია.
ანა-მარიას ძალიან უყვარს ქუჩაში ყურების ეს ფაქტი, უკვე წლებია, შეისწავლა საკუთარი თავი, გარეგნობა და როგორ შეიძლება წარმოაჩინოს მისი თავი საუკეთესო მხრიდან.
ანა-მარია შავი მუსტანგია და გამვლელები მას მუდმივადა აღტაცებით უყურებენ, ამაზე ოდნავ ეღიმება, მიიჩქარის სამსახურისკენ.
ჩემი გმირი არ მიეკუთვნება იმ ქალების კატეგორიას, რომელთაც შეუძლიათ გული გადაუშალონ საკუთარ უახლოეს მეგობრებსაც კი ბოლომდე, იმიტომ, რომ ანა-მარია მხოლოდ საკუთარ თავს თვლის საუკეთესო მეგობრად და იქამდე უშვებს ადამიანებს, სანამდეც თითონ სიამოვნებს, რომ მიუშვას. რთულია, ეკლებით სავსე, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კეთილი და მზრუნველი.
ბავშვობიდან თაყვანისმცემლების არმია ყავდა, გამოირჩეოდა გარეგნობით და არ მოკლებია ბანალური ყვავილების თაიგულები, სუნამოები, სუნამოები და ყვავილების თაიგულები..ალბათ, სწორედ ამიტომ შეიძულა უფრო მოზრდილ ასაკში და მიხვდა, რომ ის ქალი არ იყო ვისაც მხოლოდ სუნამოთი და თაიგულით გააოცებ.
ანა-მარია პანტერაა, მუდმივი შინაგანი ცეცხლით იწვის, რასაც მის მწვანე თვალებში, რომლებიც ქამელეონივით ეცვლება წაიკითხავთ, თუ კარგად დააკვირდებით. ძალიან თავდაჯერებული, დინჯი, დაკვირვებული, დახვეწილი ქალი დადგა დედის და იმ ოჯახის წყალობით სადაც გაიზარდა; არ მოკლებია სიყვარული, ცხოვრების სილამაზე, მისმა ოჯახმა აჩვენა ყველაფერი კარგი, რაც შეიძლებოდა ეჩვენებინათ მასზე მზრუნველ ადამიანებს; შეაყვარეს ხელოვნება, მუსიკა და ასწავლეს მთავარი, რომ ადამიანი მუდმივად წინ უნდა წავიდეს და რომ, ცხოვრებაში არსებობს ძალიან კარგი რამეები, რაზეც უარი არ უნდა თქვა არავის და არაფრის გამო, დაიჭირო შენთვის სასიკეთო მომენტი და გამოიყენო.
ანა-მარია ნამდვილი მონადირეა, ყოველთვის ძალიან დინჯი და მშვიდი, დამკვირვებელი, ძალიან მომთმენი და ბოლოს თავდამსხმელი. ასე იყო მამაკაცებთან მიმართებაშიც. ფლირტი ძალიან მოსწონდა, მოსწონდა თამაშის პერიოდი, თუკი გაუმართლებდა ვინმეს შესაძლებელი იყო მის ლოგინშიც აღმოჩენილიყო, მაგრამ ანა-მარიას ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა; სწორედ იმ წრიდან გამომდინარე, რა წრეშიც მთელი ცხოვრება ტრიალებდა, როგორც იზრდებოდა, მამაკაცს შესაძლოა არაფერი დაეშავებინა, მაგრამ ერთი ისეთი რამ ეთქვა რაც ხასიათს გაუფუჭებდა და მასზე წარმოდგენას და ინტერესს დააკარგვინებდა, ეგრევე გარბოდა და ხორცმეტივით იშორებდა ასეთებს; ისინიც დაბნეულები ვერ ხვდებოდნენ რაში იყო საქმე; ცივი მადლობა და დამშვიდობება, უპასუხო მესიჯები, ზარები.. ასე გადიდოდა თვეები, ბოლოს ისინიც ნებდებოდნენ.
ერთ დღეს, როდესაც ანა-მარიამ ამაყი ნაბიჯებით შეაბიჯა სამსახურის ფოიეში და ჩანთიდან ტელეფონის ამოღებას ცდილობდა, რათა მუსიკა გაეთიშა და ყურსასმენები გამოეღო ყურებიდან და ის-ის იყო უნდა მისალმებოდა ძია ავთოს, კარისკაცს, რომელსაც მუდმივად მომღიმარი და კეთილი სახე ჰქონდა, უცებ ვიღაცის ხმაურიანმა შეძახილმა უკან მიაბრუნა და ოდნავ შეცვლილ გარეგნობაში კარგად გაარჩია მისი სკოლელი გაგა, რომელიც მოსწონდა მეცხრე კლასში, მაღალი, სიმპატიური, ოდნავ მოსუქებული გაგა, რომელსაც როგორც მერე გაირკვა, მოსწონდა ანა-მარია, თუმცა რატომღაც არ უაქტიურია და ამიტომ ეს გულისწყვეტა ახსოვდა ანას.
- ანუკა, ანუკა! - როგორც ჩანს ყურსასმენ გარჭობილ ანა-მარიას კარგა ხანს მოსდევდა გაგა, მას კი არაფერი გაუგია და შესაბამისად რეაქციაც არ ჰქონია.
ანა-მარიას თვალწინ დაუდგა სკოლის კედლები, სკოლის მეგობრები, რომელთანაც ჰქონდა კავშირი, მაგრამ ისეთი აღარ, პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყველას უკვე საკუთარი ცხოვრება ჰქონდა აწყობილი და გაახსენდა გაგა, რომელმაც მაშინ, პატარები რომ იყვნენ არაფერი არ გააკეთა და ცოტა არ იყოს წყინდა კიდეც. მაშინ, როდესაც ძალიან პოპულარულ გოგოს ძლივს ვიღაც მოეწონა და მან საერთოდ არანაირი ინიციატივა არ გამოიჩინა, თუმცა ბევრი რათქმაუნდა არ უდარდია ამაზე. დიდი ხნის შემდეგ, საერთო მეგობრებისგან გაიგო, რომ გაგას ცოლი მოეყვანა და ბავშვიც ჰყავდა, თუმცა ეს ინფო სადღაც შორს მის მეხსიერებაში დაილექა უსარგებლო ფაილებს შორის. სადღაც 1 წლის წინ გამოუგზავნა ფეისბუქში მოწვევა გაგამ და პერიოდულად თავადვე ულაიქებდა ფოტოებს, თუმცა ანა-მარიასგან არც ერთი ლაიქი ან რამე აქტივობა არ აღბეჭდვოდა გაგას გვერდზე.
1 წამით წაართვა თავი ამ მოგონებამ, ოდნავ აუჩქარდა გული, მაგრამ სწრაფად გაყინა ეს ყველაფერი გონებაში, ისე, რომ სახე არ შეცვლია და არც გაოცება გამოხატვია. ანა-მარია საკუთარი თავის კონტროლის პროფესიონალი იყო, ზედმიწევნით იცოდა, სად, რომელი ნაკვთი, ძარღვი და ნერვი იყო და ჩვეული სიმშვიდით, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, მიუბრუნდა მამაკაცს:
- გისმენთ!
- ანუკა, არ არსებობს! - აჟიტირებული ხმით თქვა მამაკაცმა
- ვერ მივხვდი, რა არ არსებობს, ძია ავთო იცნობთ ამ მამაკაცს? - აუღელვებელი ხმის ტონით შეეკითხა კარისკაცს.
- ქ-ნო ანა-მარია, არა, მოგსდევდათ ქუჩაში და თქვენს სახელს გაიძახოდა, ვიფიქრე იცნობდით.. - დაბნეულმა თქვა ძია ავთომ.
- ანუკა, მეღადავები? ვერ მიცანი? - გაოცებული ხმით იკითხა მამაკაცმა და ანა-მარიას ჩააკვირდა სახეზე.
- ვერა.. - თვალი თვალში გაუყარა ანა-მარიამ გაგას და 2 წამის განმავლობაში ძალიან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ანუკა, გაგა ვარ, რატის და თემოს მეგობარი, ჩვენი სკოლიდან - იმედიანი თვალებით დააკვირდა ანა-მარიას სახეზე გაგა.
- გაგა? რატის მეზობელი გაგა? - ვითომ გაუჭირდა გახსენება ანა-მარიას.
- ხო, ზიზოს კლასელი - ეშმაკურად ჩაეცინა გაგას და ანა-მარიასაც ღიმილი აღებეჭდა სახეზე, რადგან ორივემ კარგად იცოდნენ, რატომაც დააკონკრეტა ეს გაგამ.
- კარგი, გაგა, რამ შეგაწუხა? - ცივი ტონი დაუბრუნდა ანა-მარიას და ინტერესით შეხედა მამაკაცს.
- შენთან მოვედი საქმიანი წინადადებით. შეიძლება ვისაუბროთ? - ინტერესით და მოწიწებით იკითხა გაგამ.
- რა თქმა უნდა, წამომყევი - მიუგო ანა-მარიამ და საქმიანი ნაბიჯებით გაემართა კიბეების საფეხურებისკენ.
- ნინიკო, მარიამს უთხარი ამერიკანო გამიკეთოს - მიმართა კოლეგას ანა-მარიამ. დალევ ყავას? - მიუგო გაგას, რომელიც ყველაფერს დაკვირვებით ათვალიერებდა და ძალიან ფრთხილად აკვირდებოდა ანა-მარიას მოქმედებებს.
- მეც იგივე - მიმართა გაგამ გოგონას, რომელიც საქმიანი ღიმილით ელოდებოდა უცნობი მამაკაცისგან პასუხს.
ანა-მარიამ ოთახის კარი შეაღო, სადაც კარგად ჩანდა მისი ნატიფი გემოვნება და სიყვარული ხელოვნებისადმი. სადად მოწყობილ ოთახში, რომელიც ღია ნაცრისფერ ფერებში გადაეწყვიტა ანა-მარიას, იდგა სადა სამუშაო მინის მაგიდა, რომლის ქვეშაც მოქცეულიყო ფუმფულა იმავე ფერის ნოხი, მაგიდაზე და ოთახის კუთხეებში იდგა სხვადასხვა ფერის გორტენზიები, კედლებზე კი მისი საყვარელი მხატვრების ნამუშევრების რეპროდუქციები, რომელთა შეძენაც ჰობად და გასართობად გადაქცეოდა სხვა ქვეყანაში ვიზიტის დროს; ფანჯარასთან კუთხეში, ლამაზი თეთრი ღია კარადა იდგა, სადაც უამრავი წიგნი და ჟურნალი თანმიმდევრობით იყო შელაგებული და სუვენირები ალამაზებდა; მაგიდის წინ კი იდგა ორი, თანამედროვე დიზაინის მწვანე დივანი, რომელზეც ხელით მიუთითა გაგას დაჯექიო. ლამაზ საკიდზე ჩამოკიდა ქურთუკი და მიუჯდა მაგიდას, ისე, რომ გაგასთვის ერთხელაც არ შეუხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ის თვალს არ აშორებდა, დააჭირა კომპიუტერის ღილაკს ხელი და როგორც იქნა გაგას მზერამ ააწევინა თავი.
- გაგა, გისმენ აბა - საქმიანი მზერა მიაპყრო მის წინ მჯდომს.
- რა დრო გავიდა ანუკაა.. თითქოს დაიმორცხვა გაგამ ისე დაიწყო საუბარი. არ ვიცოდი ყვავილები ესე თუ გიყვარდა,თორემ აუცილებლად მოგიტანდი - მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა პირველი შეხვედრისთვის და მორცხვად ახედა ანა-მარიას.
- ინებეთ თქვენი ყავა - გაღიმებული სახით შემოვიდა სასიამოვნო გარეგნობის მარიამი ოთახში და ამერიკანო ჩამოარიგა.
- მარიამ, მადლობა - მშვიდად უპასუხა ანა-მარიამ.
- ანა, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - მორჩილად დაიწყო ხელები მარიამმა და ინტერესით დაელოდა პასუხს.
- მარიამ, დაურეკე უკრაინელებს და შეახსენე, რომ მათ პასუხს ველოდებით უკვე 2 დღეა, ხვალ გვაქვს ღონისძიება და თუ არ დაგვთანხმდებიან, ჩავშლი ივენთს. თუკი ოლენა ზედმეტ დეტალებს მოითხოვს, ჩემთან ჩაუნიშნე ქოლი, სხვა არაფერი მარიამ, მადლობა - ხისტად მოჭრა ანა-მარიამ.
გაგა აღტაცებული და გაკვირვებული უსმენდა და აკვირდებოდა ანა-მარიას და ჩუმად ეღიმებოდა სიამოვნებისგან, ზუსტად თითონაც არ იცოდა რატომ.
- გაგა, ბოდიში, ყოველდღიური საქმეები; რაც შეეხება ყვავილებს, სწორი ქენი, რომ არ მოიტანე, ძალიან არ მიყვარს, მიმაჩნია, რომ უბრალოდ დეკორის ნაწილია - ნაძალადევად გაუღიმა ანა-მარიამ. - ახლა კი გისმენ და მოსვა ამერიკანო.
- კააარგი.. - რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო მამაკაცმა: - ანუკა, მე მაქვს სამშენებლო კომპანია უკვე 5 წელია, მამაჩემმა დამიტოვა, ეხლა მაგარი ტენდერი მოვიგეთ და მინდა, რომ შენმა კომპანიამ გაგვიწიოს ყველანაირი პრ მომსახურება, პრეს-კონფერენციიდან დაწყებული, ღონისძიებების მოწყობებით დამთავრებული - აღტაცებული საუბრობდა გაგა.
- გასაგებია გაგა, შეგიძლია უფრო დეტალურად მომიყვე რა არის შენი კომპანიის საქმიანობა, რა აქტივობები გაქვთ, რა ტენდერი მოიგეთ და საერთოდ რა არის მთავარი მესიჯი, რაც გინდა მიაწოდო საზოგადოებას შენი კომპანიის შესახებ? - ძალიან პირდაპირ შეეკითხა ანა-მარია.
- აუ, იცი რა, ანუკა, ეს რაღაცეები მე არ მესმის საერთოდ, 24 საათი მშენებლობას ვუყურებ, მოდი მე დაველაპარაკები ჩემს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, დაგიკავშირდება და ჩავნიშნოთ შეხვედრა, ასე უფრო მარტივი იქნება - უპასუხა გაგამ.
- კი, მეც ასე ვფიქრობ - დაეთანხმა ანა-მარია და გამომცდელი მზერით დააკვირდა გაგას.
- ანუკა, ისე, რა დრო გავიდა არა? - მოსვა ყავა გაგამ და შეეცადა დაწყებული საუბრის გაგრძელებას. - ზიზო რო გვმაჭანკლობდა გახსოვს? - ჩაეკითხა ანა-მარიას.
- ზიზოს თავი ფილმის გმირი ეგონა გაგა მთელი მისი ცხოვრება, რას შვება ისე როგორაა, გაქვს კონტაქტი? - ოდნავ ზიზღნარევი ხმით იკითხა ანა-მარიამ.
- აუ, რავი, ბავშვები, ოჯახი, არა კონტაქტი დიდად არ მაქვს, კლასის შეკრებებზე ვნახულობთ ერთმანეთს. ისე, რატის და თემოს ნახულობ? - შეეკითხა გაგა.
- კლასის შეკრებებზე ან რამე ივენთებზე - ცივად უპასუხა ანა-მარიამ.
- ხო ვიცი, არადა რა ახლოს იყავით არა? - ინტერესით კითხა გაგამ და სახეზე დააკვირდა ანა-მარიას.
ანა-მარიამ თვალი გაუსწორა და უპასუხა:
- კი, ნამდვილად. მაგრამ რაღაც სისულელეების გამო ჩამოვშორდით ერთმანეთს, თუმცა, ხო იცი, ბავშვობის მეგობრებს ვერავინ ცვლის - მოსვა ყავა ანა-მარიამ და მშვიდად გააგრძელა: გაგა, სულ ეს იყო? ძალიან ბევრი საქმე მაქვს - უთხრა მამაკაცს, რომელიც აშკარად არ ჩწარობდა წასვლას და კომფორტულად მოთავსებული მიირთმევდა ყავას და, რომელსაც აშკარად სკოლის პერიოდის გახსენება სიამოვნებას გვრიდა.
- და მეც როგორ ***სავით არაფერი არ ვქენი.. ჩაილაპარაკა გაგამ და ფინჯანი დადგა მაგიდაზე. - კი, კი, მეც ბევრი საქმე მაქვს, მოკლედ დავარეკინებ ჩემს პიარს და მოგვარდებით ხო? თუ რამეა მე დამირეკე კარგი? მარა, სად დამირეკავ? ვაბშე ნომრები რო გავცვალოთ? - მიაყარა გაგამ.
- კარგი, გაგა, აი ეს არის ჩემი სავიზიტო, ველოდები შენი კოლეგის ზარს - გაუწოდა სავიზიტო გაგას.
გაგას გაეღიმა და გამოართვა სავიზიტო: - ისე, შენ საერთოდ არ იცვლები ხო? დრო შენზე არ მოქმედებს, არა? - ინტერესით და სიფრთხილით ჩაეკითხა გაგა ანა-მარიას და თვალი თვალში გაუყარა; ანა-მარია საერთოდ არ დაბნეულა და წელში გამართულმა, სრული სიმშვიდით, ისე, რომ თვალები არ მოუშორებია გაგას თვალებისთვის უპასუხა: - გაგა, ვფიქრობ კარგად ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრამ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. გაგა ერთი წუთით შეცბა და ოდნავ დაიბნა, ხელი გაუწოდა და მყარად ჩამოართვა: შევხვდებით, დროებით, გაუღიმა და დაემშვიდობა ანა-მარიას.



№1 სტუმარი Mako

Saintereso chans,warmatebebi da imedia droulad dadeb

 


№2  offline წევრი ნინევია

Mako
Saintereso chans,warmatebebi da imedia droulad dadeb

მადლობა, ვეცდები მალე დავდო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent