რომ არა შენ...
-ევა დადვანი? - საბუთებიდან მზერა ქალზე გადაიტანა აშკარად დაღლილმა ბიჭმა. -დიახ?! რამე პრობლემაა?! - ირონიულად ჰკითხა და მკაცრი მზერა სტყორცნა ბიჭს რომელმაც საბუთები უკან დაუბრუნა. -არა. კარგ ფრენას გისურვებთ. - აშკარად მოეწონა მომხიბვლელი გოგონა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. -ასეც ვიცოდი. - ეშმაკურად გაუღიმა - გმადლობთ... - თავაწეულმა, გამომწვევად, ამაყად შეაბიჯა თვითმფრინავში. როგორი ლაღი, თავისუფალი და თანამედროვეც არ უნდა იყოს მისი ხასიათი მკვეთრად უსვავს ხაზს მის წარმომავლობას. -უკაცრავად! - ვიღაც ეძახდა ჩაფიქრებულ გოგოს. - უკაცრავად, მომაქცევთ ყურადღებას? - ამჯერად მხარზე ხელი დაადო ბიჭმა. შეშინებული დადვანი შეხტა, მაგრამ ბიჭის სახეზე შემჩნეული ღიმილის შემდეგ არაფერი შეიმჩნია. -გისმენთ.- მღვიდად მიუგო. -როგორც ჩანს თვითმფრინავში არცერთ ფანჯარასთან არ არის თავისუფალი ადგილი. შეგიძლიათ გვერდით გადმოჯდეთ და ადგილი გამიცვალოთ? -უკაცრავად, მაგრამ მანდ დაჯდომის სურვილი რომ მქონოდა თავიდანვე შევიძენდი სათანადო ბილეთს. -ასეც ვიცოდი... კაცს მწყობრიდან გამოიყვანენ და მერე ითხოვენ თავაზიანობას. - ბიჭი სკამზე მოკალათდა. -მე მითხარით რამე? -არა ქალბატონო როგორ გეკადრებათ?! -აჰაამ - ძალით გაუღიმა და ისევ დასერიოზულდა დადვანი. ყურსასმენები გაიკეთა და სიმღერა ჩართო. -ვაიმე ესღა მაკლდა. - ფერი ეცვალა ბიჭს. - გოგონა ხმას ჩაუწიეთ. - ევამ ისევ არ მიაქცია ყურადღება ამიტომ ხელი მსუბუქად მიჰკრა. -რა გინდათ? -მუსიკას ჩაუწიეთ, ასე ვერ დავიძინებ. -სჯობს აქედან გადაჯდეთ, მეტის მოთმენა არ შეიძლება, საკმარისია უკვე. საკუთარ თავზე შეყვარებული, ნარცისი. ეს არ მოსწონს... ეს არ უნდა... შემთხვევით ჩემი სუნთქვაც ხომ არ გიშლით ხელს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.