შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყრუ ფანჯარასთან


3-04-2017, 01:54
ავტორი bla.ell
ნანახია 2 060

ხეიბარი ვარ!
და უცხო ბინის
ყრუ ფანჯარასთან
ვზივარ ობოლი.
თავისუფალი
ოცნებაც არ მაქვს,
ის არ ახდება...
დღეს უიღბლოა
ყველა ფიქრი,
თანაც როგორი...
სურვილიც არ მაქვს
ასრულება ვის ევალება?!
ხვალ წვიმა მოვა...
წამოიღებს ტკივილის მაგვარს...
ახლა კორპუსთან ხეს ჩამოსწყდა
ბოლო ფოთოლი...
ისევ ვვარსებობ,რომც არ ვიყო
არაფერს კარგავთ...
და საარსებოდ მაიძულებთ
რაღაც მოგონილს,
მოსაცოცხლებლად
პირში მაყრით
ყოველგვარ ნაგავს!
სად დავიმალო?
რით ვუშველო ცრემლებს
მოწოლილს...
გულის ხმა ისმის
ჩქარია პულსი...ჰო...
მალე წავალ.
ხეიბარი ვარ...
ყრუ ფანჯარასთან
ვზივარ ობოლი!
ჩემი ცხოვრება,
აწყობილი არია ქარმა
და ზუსტად მახსოვს მან
დააგდო ძირს ის ფოთოლიც...



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ხვალ წვიმა მოვა...
წამოიღებს ტკივილის მაგვარს...
ახლა კორპუსთან ხეს ჩამოსწყდა
ბოლო ფოთოლი...
ისევ ვვარსებობ,რომც არ ვიყო
არაფერს კარგავთ...
და საარსებოდ მაიძულებთ
რაღაც მოგონილს,
მოსაცოცხლებლად
პირში მაყრით
ყოველგვარ ნაგავს! ❤
მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვი: პერფექტო ❤❤

 


№2  offline წევრი ანა ბალზაკი

წერის კარგი მანერა და სტილი გაქვს <3 წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent