მელანქოლია (თავი4)
საღამო ხანი იყო,მუსიკა ისევ მაღალ ხმაზე უკრავდა.როგორც ყველგან აქაც შაბათობით საგიჟეთი იყო.ხალხი ირეოდა მეთოთხმეტე მაგიდა დაჯავშნული იყო სურნელოვან მამაკაცს ველოდი.შემთხვევის დღიდან. მეცამეტე მაგიდასთან 21_ე საუკუნის კარგად შეფუთული მეძავები ისხდნენ.ძვირადღირებული ჩანთა მაგიდაზე იდო, აშკარად ძვირადღირებული და უცხო იყო.თუმცა მათ მაგიდაზე იგი ძალიან იაფფადიანად გამოიყურებოდა. ხმის ტემბრი, საუბრის მანერა და პირში საღეჭი რეზინა სხვა მათ პროვინციულობას უსვამდა ხაზს.შეკვეთაზე მხოლოდ მაშინ დამიძახეს როცა მათ გვერდით ორი უცხოელი ,,კაჩოკი” დაჯდა.გამხდარ მაღალ ქალს მელანო ერქვა,სწორედ ასე მიმართავდა დაბალი სრული ქალი,რომელსაც თავზე შავი უხაზადო დიდი ვარდი გაერჭო ჟელეთი გაზეპილ თმაზე. გრძელცხვირა მაღალმა მელანომ მომცა შეკვეთა.მეტად გულუხვი შეკვეთა.პარტნიორებს შეკვეთის დროს თვალები თევზივით დაეჭყიტათ და მეტად უხერხულად იყურებიდნენ. ერთმა სრულის გვერდით მჯდომმა ჰკითხა ინგლისურად. ამ ყველაფერს როგორ შევჭამთო, გოგოებმა ვერ გაუგეს მე გადავუთარგმნე. -ამათი დედაც- დაიკიდე თქვა მელანომ. მე გამომხედეს. მაგრამ შეწყალებას არ ექვემდებარებოდა ჩემი პროფესია. კაბა გავისწორე და აჟიტირებულმა, ბონუსის მოლოდინის იმედად ფრთხილად გავიარე ჩაბნელებული დარბაზი. ბლოკნოტიდან თავდაჯერებულად ამოვხიე შეკვეთის სია და ბექას დავანახე.ბექა უხასიათოდ იყო და არაფერი უთქვავს. ალინა, ალინა მაგიდა დაგიჯდა. მომეცი მეთვითონ ავკრიბავ!ბექას ვენდობოდი. ყველას ვერ ენდობი (მიმტანები მიმიხვდებიან).ვანდე ვექას სია და დავიძარი მეთოთხმეტე მაგიდამდე სწრაფად, სურვილის შეყნოსვა მსურდა. -გამარჯობათ,რას შეუკვეთავთ? -ბაკარდი შავი, ორმაგი ერთი ყინულით. -სხვა არაფერი? -არა სხვა არაფერი. გამახსენდა ამ კაცის ჯდომის მხარე უბედური დღიდან.მას თავისუფლად შეეძლო დაენახა სინათლეში ჩემი საცვალის ფერიც კი. -შავი თუ თეთრი?- გადავცივდი,გადავფითრდი. -შავი ორმაგი.ალინა ძალიან დაბნეული მეჩვენებით. -როგორ? -გავამეორებინე. -შეყვარებული ხომ არ ხარ ალინა? -არა რა შეყვარებული.-ბექას და ჩემი ცეცხლოვანი საღამო გამახსენდა რომელიც ყინულებმაც კი ვერ ჩააცხრეს მანამ, სანამ აისბერგმა ნატამ არ წაგვასწრო… -და რატო?გამხდარი მამაკაცის სილუეტი მესაუბრებოდა.რომლის სახის დანახვა ძალიან მსურდა. -ჩემი სახელი საიდან იცით? -უფროსმა თანამშრომლის სახელი არ უნდა იცოდეს?-დინჯი ხმით მკითხა. ვერ გავიგე ამ კაცს რა ძალა აბოდიალებდა თუ მე ჩამესმა არასწორად.-ვინ არის შენი უფროსი? -გია… ვუპასუხე მალევე კითხვას. -გია, გია… გია კარგი კაცია მაგრამ, ამ ობიექტის უფროსი მე ვარ.ჩემია.-პატარა ბავშვივით თქვა რომ, მისი იყო და არავისი სხვისი… ბარამდე მივედი, შეკვეთა ავტვირთე… -ბექა გცალია?-ბექა ჭიქებში ყინულებს ალაგებდა. -ხო რა ხდება. -შენთან სალაპარკო მაქ. -მითხარი. -უკანა კარებთან დაგელოდები, თან მეწევინება. -კაი მოვალ… გავედი იქვე რკინის კიბეზე ჩამოვჯექი და ფეხებს ვასვენებდი… თან არყიან კოლას ვწრუპავდი მეორე ჭიქა იყო დღეს ჩემთვის. -რაშვრები აბა? -ბექა გვერდში ამომიჯდა ვცადე მივხუტებოდი მაგრამ, მომიშორა ნაზად. -სანამ შენ მეტყოდე რამეს გეტყვი და წავალ ხო? -ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მოხდა დაივიწყე. ჩათვალე რომ არც არაფერი ყოფილა,ცოლად მომყავს ნატა. როგორი მარტივია ბიდიშის მოხდა როცა ადამიანის მოშორება გინდა… ბექა წავიდა და მხოლოდ საფიქრალი დამიტოვა.ის წავიდა, წავიდა სამუდამოდ. მე კი გაოგნებული დამტოვა. არაფერი აღარ მინდოდა,ჩავალაგე ჩანთა გამოვიცვალე ფორმა და ვცადე ტაქსი გამეჩერებინა, არავისთვის არაფერი მითქვავს. მიშო დაცვა წამომეწია. -სად მიდიხარ?რა გჭირს? -სახლში, წამოდი მე წაგიყვან.მიშოს გავყევი… -რა მოხდა? ბექამ შენც დაგაბოლა?ყველას ეგრე უშვრება.-არაფერი მითქვავს.-არ ინერვიული… მანქანა გააჩერა და მამხნევებდა ხელებს ლოყაზე მისმევდა, როგორხღაც მალე გადმოჯდა ჩემს სავარძელზე და კოცნა და ხელების ფათური დამიწყო… ისე დავიბენი ყვირილის გარდა არაფერი შემეხლო, მეჭიდავებოდა და მიყვიროდა რომ არ მეყვირა… ისეთი მხია წარბიდან სისხლი წამსკდა ამ გლიჯვამ მომადუნ. ფანჯრებზე ბრახუნმა შეაჩერა ეს ვიგინდაეა ეძალადა ჩემზე დრო ვიხელთე და ჩაკეტილი კარები გავაღე შიგნიდან.ამ კაცმა ისეთი ძაალით გადაათრია მიშო ჩემზე ჩაბღაუჭებულმა მიშომ ლამის მეც გამიყოლა… ურტყავდა დაუნდობლად, ვთხოვდი ,რომ გაჩერებულიყო. არ ესმოდა მას მეც მიშორებდა თავიდან. -ძალიან გთხოვთ შეწყვიტეთ გავყვიროდი, ის კი უფრო ძლიერად ურტყავდა. -ღორო, შე არაკაცო ბო*ო, შენხარ სი*ი შენნაირები წამებით უნდა მოკლან. -ბატონო დანიელ გთხოვთ, მუდარით ევედრებოდა ვიღაც ბატონს, საიდან იცნობდა? ხმა მეცნო ეს ის კაცი იყო, მეთოთხმეტე მაგიდდიდან… ნაცემი მიშო იქვე მიაგდო,მანქანიდან ჩემი ჩანთა აიღო, ხელი მაგრად ჩამჭიდა. ერთადერთი რაც მახსოვდა დამიბნელდა თვალებში მერე არაფერი . თვალები რომ გავახილე უცხო საძინებელში ვიყავი… -მიშველეთ, მოვრთე ღრიალი. -კარებში გამხდარი მაღალი კაცი შემოვიდა, არა თვალებს არ ვუჯერებდი ისე ჰგავდა რიჩარდს, ჰო რიჩარდ გირს. -ნუ გეშინია, ნუ, ნუ-ნელა მიმეორებდა, საერთოდ არაფერს დაგიშავებ. დამშვიდდი… საერთოდ არაფერს… ბოთლი გახსნა და წყალი ჭიქაში ჩაასხა შემდეგ გამომიწოდა… -რა მოხდა? აქ როგორ მოვხვდი? სად ვარ? -დალიე, და ყველაფერს მოგიყვები.-მოვსვი წყალი თუმცა ამ კაცსაც რატო ვენდობოდი ვერ ვხვდებიდი, წუხანდელი მწარე მაგალითი ხომ მქონდა? -რჩევით დავიწყებ და გთხოვ რომ,არავის ენდო.არავის. დაგჩაგრავენ.გაგიმეტებენ. -მართალი ხართ. -ვუსმენდი ამ კაცს და ანგელოზი მეგონა. ამის დედაც ფანჯრის რაფას ხელს ურტყავდა,მოვკლავ,მოვკლავ ნამდვილად მოვკლავ…გაცოფებული ნუთუ ნ მართლა ჩემი შეემთხვევის გამო იყო? - გოგონა დაწყნარდი ყველაფერს ეშველება ეცადე დაიძინო დაისვენო, დედასს დაურეკე უთხარი რომ კარგად ხარ, ამაღამ სამსახურში უნდა გახვიდე. არანაირი დეპრესიები არანაირი ჩაკეტილობის დრო არ გაქ. მამხნევებდა, სავარძელში დინჯად იჯდა.და ნატიფ თითებს შუგადაშიგ გრძელ,ნახევრად ჭაღარა თმაში იცურებდა… ის მე მიყურება თვალებში მე მას. მის მიმართ გული ბუნებრივად გამითბა ვერ ვხვდებოდი, მასში მამის კუთხე ვიპოვე თუ მამაკაცის რომელიც წამებში შემიყვარდა. -მინდა რაღაც გთხოვო! -მთხოვე. ისეთი სახე ჰქონდა ნებისმიერ სურვილს შემისრულებდა -გთხოვ მომიახლოვდი, მხოლოდ შენი სუნი მსურს. Ps.კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდეთ, მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას, ვისწავლი თქვენგან ბევრ რამეს... ???????????????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.