შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ-11


28-09-2019, 21:13
ავტორი Liluu
ნანახია 2 554

ერთმანეთის პირისპირ ვიდეგით...ხმას არცერთი ვიღებდით,თითქოს და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთი...გრილი ნიავი უბერავდა, გაშლილ თმებს მიწეწავდა,რომელიც სახეზე მეფინებოდა...მთვარის შუქი დამიანეს სახეს ანათებდა,თვალები უელავდა,რომელიც უდიდეს ტკივილსა და სიყვარუსლ ასხივებდა...
-დიდი ხანი იქნები ჩუმად თუ იტყვი აქ რისთვის მომიყვანე?
ირონია გამომესახა სახეზე...
-შეგიძლია ეგ ირონია ცოტახანი გვერდით გადადო და ნორმალური ადამიანივით მოიქცე?
გაღიზიანება დაეტყო ხმაზე
-დღეს დილით მგონი ყველაფერი გავარკვიეთ,რა საჭირო იყო აქ ჩემი მოყვანა?
-ჩემი გაგიჟება გინდა გოგო?
მთელ ხმაზე მიღრიალა და ხელი მაჯაში ჩამავლო,რაზეც შევკრთი და ოდნავ უკან დავიხიე..
-შენ რა მართლა იმას ფიქრობ,რომ ასე ადვილად დაგთმობ?ასე ადვილად გაგიშვებ ჩემი ცხოვრებიდან?გგონია,რადგან ასე მშვიდად ვარ შინაგანად არ ვიწვი?
-არ მაინტერესებს დამიანე,აღარ მინდა ის ტკივილი განვიცადო თავიდან, რაც შენ მომაყენე,რატო არ გესმის ჩემი?შენ შენი არჩევანი მაშინ გააკეთე,როცა ის კახპა ლოგინში ჩაიწვინე
თვალები სითხით ამევსო,ცოტაც და ვიტირებდი...ისევ ის სურათი წარმომიდგა თვალწინ და სახე არასასიამოვნოდ დავმანჭე...
-ჩემი საქციელის გამო უკვე დავისაჯე ემა..
ხელები მომხვია და მიმიხუტა
-შენ რომ იმ საღამოს ჩემთვის ერთი შანსი მოგეცა ახლა სულ სხვანაირად ვიქნებოდით...
-ვიცი,მაგრამ ეს შენ საქციელს არ ამართლებს
ქვევიდან ავხედე და მონატრებულ შავ სფეროებში მთლიანად ჩავიძირე..გამაჟრჟოლა..მთელ სხეულში სითბო ჩამეღვარა,სურნელი,რომელიც მაგიჟებდა ხარბად შევისუნთქე და მთლიანად ავეკრი საყვარელი მამაკაცის სხეულს...
-მიყვარხარ ემა ცინდელიანო
ყურში ჩამჩურჩულა და იქვე სველი კოცნა დამიტოვა...აღარაფერი მესმოდა საკუთარი გულისცემის გარდა...ირგვლივ თითქოს ყველამ შეწყვიტა არსებობა,კინოფირივით გარბოდა წარსულის კადრები,ვიხსენებდი დამიანესთან პირველ კამათს,პირველ კოცნას,ყოველ მომდევნო შეხვედრასა და ჩახუტებას,საუბარს და იმ დიალოგებს,რომელზეც ახლა გულში მეცინება,ბათუმის ზღვა და ღამის ფილმი,ერთად ძილი....ცრემლები უკვე ღაწვებს მისველებდა,კანკალს ავეტანე,მციოდა,მაგრამ შინაგანად ვიწვოდი...არ ვშორდებოდი,თითქოს და ვძღებოდი მისით...ჯაჭვლიანი უბრალოდ იდგა და ეღიმებოდა,იმაზე რაც ახლა მის თავს ხდებოდა,იცოდა რომ ეს ქმნილება,რომელიც მასზე მთელი სხეულით აკრულიყო მისი იყო და ხვა არავინ არასოდეს მიეკარებოდა,ამით კი ბედნიერდებოდა...უცებ ხელი მომხვია და ბალახზე გადამაწვინა...თითონ ჩემ ხელ-ფეხს ეყრდნობოდა და თითქმის არ მეხებოდა...
-საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით,მაგრამ არა ჩვეულებრივი წყვილი არამედ როგორც ცოლ-ქმარი...
ხელი თმებში შევუცურე და ოდნავ მოვქაჩე...შემდეგ მოვეფერე და თლილი თითები ლოყაზე ჩამოვუსრიალე..დამიანე გაინაბა,თვალები მიელულა...ოდნავ მისკენ დაიხარა...ჯაჭვლიანი თვალებში მიყურებდა ისე,არც კი ახამხამებდა...სულ ოდნავ,შესამჩნევად აეპრიხა ღიმილის კუთხეები...დაიხარა და კისერზე ცხვირის წვერით შემეხო...მის ცხელ სუნთქვას ყველა უჯრედით ვგრძნობდი...შუბლიდან ლოყამდე ნაზად ჩამოვუსვი ხელი...
-არასოდეს გაგიშვებ..
ჩამჩურჩულა და ამოზნექილ ლავიწზე მაკოცა...ერთხელ,ორჯერ,სამჯერ...მის მკლავებში ვდნებოდი..არ მინდოდა გაჩერებულიყო..სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა...ხელებს მის სხეულზე გაუაზრებლად დავატარებდი...ის კი რაღაცას მეჩირჩულებოდა,თან კისერს მიკოცნიდა...ცალი ხელი წელზე შემომხვია და მიმიხუტა...ვიწექით ერთმანეთზე აკრულებს...უკვე აღარ მაინტერესებდა რა იქნებოდა შემდეგ,რა იქნებოდა მომავალში,იმ მომავალში,რომელიც ასე ძალიან მაშინებდა....მთავარი იყო ახლა,აქ და ამ მომენტში მე მასთან ვიყავი,მას ეკუთვნოდა ის გული,რომელიც მისთვის და მხოლოდ მისთვის ფეთქავდა და ის,რომ მე მასთან ყოფნა მსიამოვნებდა,მაგიჟებდა,სულაც არ იყო ჩემთვის ახალი....
-ემა
მესმის ხმა და მეც მისკენ ვიყურები...თითები ერთმანეთში აგვეხლართა..გვერდი-გვერდ ვიწექით,გულაღმა და ვარსკვალებით მოჭედილ ცას ვუყურებდით...ორივეს სასიამოვნო ღიმილი დაგვთამაშებდა სახეზე
-შემდეგ რა იქნება?
ვეკითხები ისე,მისკენ არც კი ვიხედები
-შემდეგ იქნება ის ბედნიერი წუთები,რომელზეც სულ ვოცნებობდით,ჩვენ ორივე
-მეშინია დამიანე
მისკენ ვაბრუნებ თავს და თვალებში ჩავშტერებივარ...სახე ისეთი მშვიდი აქვს...
-მეშინია იმის,თითქოს შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ,რომელიც შესაძლოა ერთ დღეს გაქრეს,ჰაერში აორთქლდეს...
-ყველა ტკივილი წარსულში დავტოვოთ ემა...მთავარია ამწყოზე ვიფიქროთ და იმ მომავალზე,რომელშიც ერთად ვიქნებით...
-მაგრამ აქამდე ჰო ბერვი ქალი მოგიტყუებია,ბევრისთვისაც ხო გითქვამს,რომ გიყვარს?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ქალისთვის მითქვას სიტყვა მიყვარხარ რომლის მნიშვნელობა სულ არ ვიცოდი?
-და იქნებ ახლაც არ იცი და უბრალოდ გგონია რომ გიყვარვარ...
ვერ ვწყვეტდი ამაზე ფიქრს,მინდოდა ყველაფერი აქ და ახლავე გაგკვერკვია,რომ ისევ სიცრუესა და შიშში არ მეცხოვრა...ვიცოდი,რომ ამით შესაძლოა ვტკენდი,მაგრამ ვერ დავუშვებდი,რომ ჩემთვისაც ასე უბრალოდ ეთქვა ის სიტყვა,რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია...მის გაკვირვებულ თვალებს ვაწყდები,სიბრაზისგან გაწითლებულ ლოყებს და ტუჩის კუთხეში იმ ეშმაკურ ღიმილს,რომელიც სულ მაბნევს...არა თავიდანვე კი ვიცოდი,რომ ეს ადამიანი ყველასგან განსხვავებული იყო და ამიტომაც აირჩია გულმა,მაგრამ ასეთი განსხვავებულიც თუ იქნებოდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი...თვალები სულ სხვა რაღაცას ამბობდა,სახე სულ სხვას მეტყველებდა,აი ტუჩები კი სულ სხვას საუბრობდა...წამოვჯექი...მანაც ანალოგიური გაიმეორა,მისკენ მივჩოჩდი,თვალებში ჩავაშტერდი...ხმას არ იღებდა,უბრალოდ იჯდა,მიყურებდა და მიღიმოდა...აი იმ მომაჯადოვებელი თიმილით,რომლითაც ჭკუიდან გადავყავდი....
-შენი ხმა ისეთი რბილი და ამოუცნობია,მგონია ფრაზებით მეფერები...
-მხოლოდ დანახვა,რომ შეიძლებოდეს მაშინ მხოლოდ თვალი გვექნებოდა...მხოლოდ მოსმენა,რომ შეიძლებოდეს მხოლოდ ყური გვექნებოდა,მხოლოდ საუბარი,რომ შეიძლებოდეს მხოლოდ პირი და ენა გვექნებოდა,მაგრამ საბედნიეროდ ღმერთმა სამივე გვარგუნა,ამიტომ ჯობია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ,სანამ დროა...
ვერ ვხდებოდი ამას რატო ამბობდა,ან აქ ამ წამს რა შუაში იყო,მაგრამ ნელ-ნელა მაინც ვგრძნობდი საუბარი საითკენაც მიყავდა...თვალები დავაწვრილე..თითებით მის ლოყას მოვეფერე...ხელი მომიკდა და ოდნავ ძლიერად მომიჭირა...მთელ ტანში უდიდესი მუხტი ვიგრძენი...
-იცი შენამდე უამრავი ქალი მოვატყუე მიყვარხარ-მეთქი,მაგრამ განა ოდესმე შემიძლია შენი მოტყუება?როცა ჩემ ცხოვრებაში მეორედ გამოჩნდი,თანაც ასე,ასეთი შეცვლილი,დაქალებული,გალამაზებული არ ვიცი,მაგრამ ჭკუიდან გადავედი...არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო,ალბათ იმის,რომ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ქალის მიმართ რაღაც და ეს თურმე სიყვარული ყოფილა...
ადგომა ვცადე,თუმცა დამიჭირა და მის კალთაში მომათავსა...
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა კლუბში?
-რა დამავიწყებს,მაშინ ისე ხარბად მიცქერდი,ნება რომ მომეცა იქვე გამაშიშვლებდი
-მაშინ ვერ ვიჯერებდი,რომ მართლა შენ იყავი...
-ჰო როგორ შეიძლებოდა ამის დაჯერება
გამეცინა...ჯაჭვლიანის კალთიდან წამოვდგომა ვცადე,რომ მთელი ძალით მიმიხუტა და თავი კისერში ჩამირგო
-სხეული ენაზე უკეთესად მეტყველებს...
ყურში მიჩურჩულა და იქვე სველი კოცნა დამიტოვა...
არ ვიცი კიდე რამდენი ხანი გავატარეთ ტყეში,მაგრამ როცა გამომეღვიძა უკვე თენდებოდა...ერთმანეთზე მიხუტებულებს გვეძინა,ძილში ალბათ ერთმანეთს ვათბობდით...ოდნავ წამოვიწვიე და მძინარეს დავაკვირდი....დავიხარე და ლოყაზე დავაკარი ტუჩები...არ მინდოდა მისგან წასვლა,არც მივდიოდი.:.ვერ ვტოვებდი,არ შემეძლო და მადლობა ღმერთს არც წავედი...გამოეღვიძა,მისი შავი სფეროები მომანათა და მომაჯადოებელი ღიმილით გამიღიმა..
-თანახმა ხარ?
ვერ მივხდი რაზე ამბობდა ის კი თავისებურად უბერავდა...
-რაზე ამბობ?
გაკვირვება ვერ დავმალე...თმა რეზინით შევიკარო,აშკარად მაწუხებდა
-ერთად ვიცხოვროთ,ვნახოთ როგორ გამოგვივა
გამეცინა,მაგრამ შემდეგ სახე მალევე დამისერიოზულდა...არ ველოდი და დავიბენი...ცოტა არ იყო გამიკვირდა კიდეც,მაგრამ ერთად ცხოვრება?ცოტა არ იყოს და უჩვეულოა ჩვენთვის
-არა,არავითარ შემთხვევაში
-ჯანდაბა!ყოველთვის ასე იქცევი,დაგიმუღამე უარს ამბობ იმაზე,რაც სინამდვილეში ძალიან გინდა...რატო ართულებ ყველაფერს?
ვხედავდი,როგორ ღელავდა...მაგრამ არ ბრაზობდა,რადგან იცოდა,რომ ისე მინდოდა მეც მასთან ერთად ცხოვრება,როგორც მას უნდოდა ეს,მაგრამ ასე უცებ არ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება
-იმიტომ,რომ ქალი ვარ და მოგეხსენება ქალებს არ შეუძლიათ მარტივად ცხოვრება...
არაფერი მიპასუხა ხელი წელზე მომხვია,მისკენ მიმზიდა და ამ დროის განმავლობაში რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა ის გააკეთა...დიდი ხნის შემდეგ პირველად მაკოცა...ჩვენ ერთად გადავედით საცხოვრებლად,მართალია ბევრი იწუწუნა,მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე ჩემ ბინაში გვეცხოვრა...
———————————————————
გერმანიას იდუმალი ელფერი დაკრავდა...შევეჩვიე გერმანიის წვიმებსა და შემოდგომის სუსხს...მე და დამიანეს რაღაც უჩვეულო დაგვემართა...ნორმალური წყვილი გავხდით,ნორმალური წყვილები კი ძალიან მოსაწყენები არიან...უჩვეულოდ ციოდა გარეთ...საწოლზე ვიწექით...ვერცერთი ვისვენებდით...ვწრიალებდი და ერთ ადგილზე ვბორგავდი...დამიანეს გავხედე,ისიც არ იყო კარგ დღეში...თვალს არ მაცილებდა,არც მე და არც ჩემ მოშიშვლებულ მკერდს,გრძელ ფეხებს,რომელიც საბნიდან გამომეყარა....მივხდი რაც აწუხებდა,მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია...უკვე ორი კვირაა რაც ერთად ვცხოვრობთ,მაგრამ ჩვენ შორის ჯერ არაფერი მომხდარა...არ ვიცი აქამდე,როგორ გაძლო,მაგრამ აშკარაა ჩემ გამო თავი შეიკავა...არ შემეძლო ჯერ მასთან დაწოლა,მიუხედავად იმისა,რომ უამრავჯდერ დამიმტკიცა ამ ორი კვირის განმავლობაში ის თუ როგორ ვუყვარვარ...ყოველ საღამოს მის კალთაში მოთავსებული ვუყურებდი ფილმებს,ის კი ხან თმაზე მეფერებოდა ხან კიდე ხერხემალზე თითებს ათამაშებდა...მიხვდა,რომ ძალიან მსიამოვნებდა ეს ჟეშტი და უფრო თამამდებოდა...ახლა კი მოთმინება ამოეწურა...ჯანდაბა მეც ვხდები,რომ კაცია და თავის მოთოკვა უკვე უჭირს,მაგრამ ასე მგონია,რომ ჯერ არ ვარ მზად ამისთვის,შეიძლება ეს სრული სიაულელეა,აბაურდი,მაგრამ თავს ამაში არ ვუტყდები....ლოგინიდან ვდგები და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად აივანზე გავდივარ...კარებს ვაღებ თუ არა სახეში “მეფეთება”გრილი ჰაერი...აივანზე გავდივარ და მოაჯირს ვეყრდნობი...ღრმად ვსუნთქავ,გულის ცემა აშკარად აჩქარებული მაქვს,ვგრძნობ,როგორ მიდგება უკან ანდრეა...ხელს პენუარის შიგნით ყოფს და ზურგზე მეფერება...ნელ-ნელა ხერხემლის ზოლს მოყვება და ყველა მალაზე სასიამოვნოდ მეფერება...მთელ სხეულში რაღაც ამოუცნობი შეგრძნება მეუფლება...გულის ცემა მიორმაგდება,ვგრძნობ როგორ ვწიდები სახეზე,როგორ მეყინება თითები...ხელებზე ვიხედები,წვიმას მთლიანად დაესველებინა...უცებ ყველაფერი განათდა და წამში ისევ დავნელდა....მისკენ ვტრიალდები...მის ვნებისგან ანთებულ თვალებს ვაწყდები...მთელი სხეული მეჭიმება,მეშინია,მაგრამ თან მინდა...რაღაც არ მაძლევს საშუალებას ეს გავაკეთო,მაგრამ ჩემ გულს,გონებას ვეწინააღმდეგები და ხელებს კისერზე ვხვევ
-მეტი აღარ შემიძლია,ძალიან მინდიხარ
უჩვეულოდ ჩახლეჩილი ხმით მეუბენბა და ლოყაზე მეფერება...ტუჩებს კისერზე მაწებებს...ვნებისგან თავის მოთოკვა მიჭირს...თმებზე ვქაჩავ და ახლა მე გადავდივარ შეტევაზე...ტუჩებზე ვაცხრები და მთელი ძალით ვქაჩავ ჩემკენ...ვგრძნობ,როგორ თამამდება,ცალ ხელს წელზე მხვევს,ცალით კი პენუარს მაძრობს...მის ცხეულ სხეულს ვეკვრი,ჩემი მახევრად შიშველი სხეულით...უკვე დიდი ვარ,უკვე შემიძლია ჩემით მივიღო გადაწყვეტილება,უკვე დროა ეს განცდა გამოვცადო,უკვე დროა 28 წლის ასაკს ჩემი ქალიშვილობა ჩავაბარო...ვგრძნობ როგორ ვეხეთქები აივნის მოაჯირს,შემდეგ დამიანეს ფეხებს წელზე ვხვევ და მთელი სხეულით ვეკვრები,მას კი ლოგინამდე მივყავარ,მაგდებს და ზევიდან მაწვება...იმ ღამეს ნამდვილად შევიგრძენი ის უდიდესი ტკივილი,განცდა,გრძნობა,რომელსაც სიყვარული ჰქვია...
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს...მთელი სხეულით ვარ ჩამალული საყვარელი მამაკაცის მკლავებში და შემიძლია ასე ვიყო მთელი ცხოვრება...
-დიალმშვიდობის
მესმის ჯაჭვლიანის ბოხი ბარიტონი
მეც ქვევიდან ავხედე და გავუღიმე
-დილამშვიდობის
მზერა უცებ გადამაქვს იქვე დადებულ წყლის ჭიქაზე...ჯაჭვლიანი ამას ხვდება,ოდნავ იწევა და თვალებში მიყურებს
-შენ რა გრცხვენია?
სახეზე ღიმილი ეპარება
-საიდან მოიტანე
უდარდელად მხრებს ვიჩეჩ და ვდგები...ზეწარს ტანზე ვიხვევ და ასე უთქმელად გავდივარ აბაზანაში...მესმის ჯაჭვლიანის სიცილის ხმა,რაზეც სულ მეშლება ნერვები...ალბათ ერთ საათზე მეტი გავატარე აბაზანაში...ვერ ვიჯერებდი,რომ გუშინ ეს მოხდა...თავს ვაქნევ და უკვე ჩაცმული გავდივარ სამზარეულოში სადაც დამიანე მეგულება
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
წარბებს მაღლა ქაჩავს და ორაზროვნად მაკვირდება
-რა დამავიწყებს
ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი
-გახსოვს იმ დღეს რა მითხარი?
-იმ დღეს ბევრი რამ გითხარი,ასე რომ დამიკონკრეტე თუ შეიძლება
მაცივრის კარს ვაღებ და იქედან ატმის წვენი გამომაქვს,ჭიქაში ვასხამ და დახლს ვეყრდნობი...ჯაჭვლიანი კი დგას და იღიმის,თითქოს და ელოდება შესაბამის მომენტს ამის სათქმელად...უცებ გონება მინათდება,მახსენდება ყველაფერი რაც იმ დღეს ვუთხარი...ახლა მოვკვდები,ოღონდ ის არა ახლა რასაც მე ვფიქრობ,ოღონდ ის არა
გულში ვლოცულობ,მაგრამ რათ გინდა
-ასე მითხარი ვერ ეღირსები ჩემ ლოგინში ჩაწოლასო
თვალს მიკრავს და მიახლოვდება..წვენი მცდება და ხველება მიტყდება...სახეზე სიბრაზისგან ალმური ამდის...ხმას ვერ ვიღებ,ვერც ვინძრევი,ან რა უნდა ვთქვა მართალია ეს ადამიანი
-იცოდე ახლა თუ არ გაჩუმდები სიტცხვილისგან დავიწვები
-რა სულელი მყავხარ
ხელს მხვევს და მიხუტებს...რა ვქნა,რომ ასე ძალიან მიყვრს ეს ადამიანი...
-საუზმის გაკეთებას ვაპირებდი,მაგრამ აღმოვაჩინე,რომ პროდუქტები აღარ გვაქვს
-ვიცი ამიტომ სია ჩამოვწერე რა გვჭირდება
-იმედია ხვდები,რომ ამ საშინელი სიის მიხედვით არ ვიყიდით
სახეს მანჭავს და ქურთუკს იცმევს,მეც მას ვბაძავ და უკან მივზდევ...უახლოეს ჰიპერმარკეტში შევდივართ...ჯიბიდან სიას ვიღებ და კითხვას ვიწყებ,თუმცა ჯაჭვლიანი ფირცელს მაცლის და ახლა თავად იწყებს კითხვას,თამ ხმამაღლა...
-მაიონეზი,მჟავე კიტრი,მარილი,პერიცა და ბლა ბლა
სახეს მანჭავს
-რა გჯღანავს?
-არც ჩიფსები წერია,ტკბილეულიც კი არ არის...ლუდი მაინც ჩაგეწერა,ლუდის გარეშე როგორ გავძლო?ეს რანაირი სიაა?
ჯერ იმანჭება შემდეგ იცინის და ფურცელს კუჭავს,იქვე დადებულ ურნასკენ მიდის და იქ აგდებს
-რა გააკეთე?
თვალებდაჭყეტილი ვუყურებ და თან მეცინება
-ასეთი სულელური სიების შედეგნა როდიდან დაიწყე?
ხელს მხვევს და ისე ვიკვლევთ გზას პროდუქტების რიგებში
-ასე უფრო მარტივია იმის არჩევა და ყიდვა რაც რეალურად გვჭირდება
-მერე აგერ არ ვარ ცოცხალი სია,შენ თუ გინდა აქ დამელოდე მე კალათას ავიღებ და იმას ვიყიდი,რაც გვჭირდება
თვალებს აწვრილებს და კალათას წვდება,უკან აგორებს და სახელურს ისე აფრინდება,გეგონებათ ვინმე თუ ართმევს...თაროდან მაიონეზი ჩამოვიღე და კალათაში ჩავაგდე,კეჩუპის აღებასაც ვაპირებდი,როდესაც ჯაჭვლიანმა ხელი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა,თაროზე ამაკრა და ბაგეებს დაწვდა...-აი რა მაკლდა გულში გავიფიქრე და მეც ავყევი,მაგრამ შემდეგ მივხდი სადაც ვიყავით და უცებ მოვცილდი
-დღეს მე ვიშოპინგებ
-გული მიგრძნობს ცუდად დამთავრდება
თავი გავაქნიე და უკან პატარა ბავშვივით მივყევი,თან დამახსოვრებულ პროდუქტს ვკარნახობდი
-შაქარი,წიწაკა,მარილი,წიწიბურა,
ბრინჯი,მაკარონი...
ჯაჭვლიანიც მორჩილად ასეულებდა ჩემ “ბრძანებას”ბოლოს,როცა ყველაფერი ვუკარნახე და მანაც ყველა პროდუქტი კალათაში მოათავსა ტკბილეულის სექციაში გადავიდა...სასუსნავების შერჩევას შეუდგა...”ლეისის”ყველი,”დორიტოსის”წიწაკა და ყველი,კანფეტები,კრუასანები,უამრავი ლუდის ქილა და ორი შეკვრა შოკოლადები...
-დამიანე გეყოფა რა ამბავია
მოთმინებადაკარგულმა წამოვიძახე
-არაუშავს რაც მეტი მით უკეთესი
ლოყაზე მეფერება და სალაროსკენ მიდის...უცებ ნაცნობ სილუეტს ვეჩხირები...ვიცი,რომ ისაა,მაგრამ მაინც არ მინდა ამის დაჯერება...თვალებს ვაწვრილებ და მის მაღალ სხეულს ვაკვირდები...შავი აპრავა უკეთია,მაგრამ კარგად ვარჩევ ვინცაა...თმა ქერად შეეღება,მაგრამ მაინც ვცნობ...ანკა ჩემ წინაა,მხოლოდ რამდენიმე მეტრი გვაშორებს ერთმანეთისგან...არასასიამოვნო გრძნობა მეუფლება,ფეხები მიკანკალებ,ხელები მეყინება...დამიანეს ვეყრდნობი...
-კარგად ხარ?
-კი
ძალით ვუღიმი და მივყვები...სახლამდე უხმოდ ვიარეთ..კიდე რამდენიმე საათი ვიყავი ჩუმად,ხმას ვერ ვიღებდი,მეშინოდა იმის კითხვა,რაც გულს ძალიან მატკენდა
-დამიანე
წინ დავუჯექი,ის ლუდს სვამდა და ფეხბურთს უყურებდა
-ჰო?
წამით მიყურებს,შემდეგ მზერა კვლავ ტელევიზორისკენ გადააქსვ...მოთმინებადაკარგული ვწვდები პულტს და ტელევიზორს ვთიშავ,მესმის დამიანეს გინების ხმა,შემდეგ კი მის გაკვირვებულ სახეს ვაწყდები,როცა ხვდება,რომ არა შუქი წავიდა,არამედ ტელევიზორი მე გავუთიშე
-რატო გამორთე?
-რაღაც უნდა გკითხო
-ჰო რა ხდება?
ლუდის ქილას მაგიდაზე დებს და მითითებს მის კალთაში მოვექცე,თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი...მეშინია...გული გამალებით მიცემს....
-კარგად ხარ?
ხმაში შიში ეპარება...სახეზე ალბათ სულ თეთრი ვარ,ტუჩები კი გალურჯებული...ეს ალბათ სიცივის ბრალია,რადგან ღია ფანჯრიდან აშკარად სიგრილე უბერავს და სიცივე შემოდის
-დამიანე მეშინია
ეღიმება,შემდეგ ხელს მხვევს და მიხუტებს
-რისი?
-ისევ რომ დაგკარგო ვერ გადავიტან
ვხდები,როგორ მისველდება ღაწვები...
-ეს არასოდეს მოხდება
-მაგრამ ანკა აქ არის...
ვსლუკუნებ და ტუჩებს პატარა ბავშვივით ვბრიცავ
-ვიცი
და ამ დროს მგონია,რომ ყველაფერი ჩემ ირგვლივ ჩერდება...თითქოს გული მიკვდება,ხმას ვერ ვიღებ....
-რა?საიდან?
ძლივს ვაბამ სათქმელს თავს
-ვიცი,რადგან გუშინ ვნახე....
ტირილს ვერ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვქვითინებ...ვიცი,დარწმუნებული ვარ ისევ მიღალატა,ისევ იმ კახპასთამ მიღალატა....მისგან გაქცევა მინდა,მაგრამ იმდენად ძლიერად ვყაბარ მიხუტებული ვერ ვინძრევი..მინდა მის სახეს ვუყურო,მაგრამ ესეც არ შემიძლია
-ისევ მიღალატე არა?
მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ
-როგორ გგონია?ჩემში კვლავ ეჭვი გეპარება?
ხვდები როგორ ეპარება ხმაში ბრაზი,მაგრამ არ ინძრევა...მესმის მისი გულის ცემის ხმა...
-რატო შეხვდი?
კითხვას კითხვითვე ვპასუხობ...უკვე აღარ ვიცი უნდა მეპარებოდეს თუ არა ეჭვი მასში...
-დამირეკა,საქმე მაქვსო მეც წავედი,შევხდი დავეხმარე და ისევ უკან წამოვედი
გულწრფელ პასუხს გავდა,მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი,არ შემეძლო დაჯერება
-არ მჯერა
-ჩემში ეჭვი რატო გეპარება?რამდენჯერ დაგიმტკიცე,რომ შენ გარდა სხვა ქალი არ მაინტერესებს?
-მთელი ორი კვირაა მღალატობ არა?
ვკივი და ფეხზე იმდენად სწრაფად ვდგები დამიანე ცბება და გაკვირვებული მიყურებს
-რატო ყვირი?რატო ამბობ იმას რაც არ ყოფილა ემა?რატო მდებ ბრალს იმაში რაც არ მოხდარა და არც არასოდეს მოხდება?
უჩვეულოდ მშვიდი ხმა აქვს,აი ისეთი დასამალი,რომ არაფერია და იცის,რომ დამნაშავე არაა
-მეშინია დამიანე,ძალიან მეშინია,რომ დაგკარგავ,შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ,ვერ ვიცხოვრებ...შენ გარეშე ვერ ვსუნთქავ გესმის?ასე მგონია,რომ ჩემი ჰაერი ხარ,რომელიც ჟანგბადს მაწვდის,რომ ვისუნთქო...შენ რომ ყოველ ღამე ძილის წინ არ გაკოცო ვერ დავიძინებ,რომ ვერ მოგეფერო ვერ გავჩერდები...არ მინდა,რომ დაგკარგო,ვერ გადავიტან,მოვკვდები
იქვე კედელთან ჩავიკეცე...მთელ ხმაზე ვტიროდი,არ ვიცი,მაგრამ უდიდეს ტკივილს ვგრძნობდი...ის გვერდით მომიჯდა და მიმიხუტა
-მაპატიე,რომ დაგიმალე,უბრალოდ შენი რეაქციის შემეშინდა...მართლა არაფერი მომხდარა ჩვენ შორის დამიჯერე და მენდე გთხოვ
იმდენად გულწრფელად ამბობდა ამ ყველაფერს,უბრალოდ შეუძლებელი იყო მისი არ მერწმუნა...თავი კალთაში ჩავუდე და თვალები მივნაბე
-მიყვარხარ ემა ცინდელიანო და ამას ვერავინ ვერასოდეს ვერ შეცვლის...
ცრემლები მომწმინდა და თმაზე მომეფერა....დიდხანს ვიჯექით ასე ბოლოს წამოდგა,,მეც წამოვდექი...მისი მრცხვენოდა,ჩემი თავის მრცხვენოდა,რომ ასე ეგოისტურად მოვიქეცი
-მაპატიე
ჩავიჩურჩულე და თავი დავხარე
-არაფერია
სხეულზე მიმიკრა,შუბლი შუბლზე მომადო და ნელა გადმოდგა ჩემკენ რამდენიმე პატარა ნაბიჯი,შემდეგ უკან დაიხია და დამატრიალა...თავი ბეჭზე ჩამოვადე და გავიყურსე....
———————————————————
დიდი ბოდიში რომ დავაგვიანეე..უბრალოდ ვმუშაობდი და ვეღარ მოვასწარი დადება...იმედია ისიამოვნეთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent