შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( ნაწილი მერვე )


29-09-2019, 01:33
ავტორი Likuna1998
ნანახია 1 900

გიორგიმ უკანმოუხეავად დატოვა ადგილი.მე კი გაქვავებული ვიჯექი და მიმავალს უაზროდ შევცქეროდი.მაშინ მივხვდი,რომ ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა.რა ბანალური სიტყვებია არა?მაგრამ ასე იყო.არვიცოდი რისთვის ვცხოვრობდი,ან ახლა რისთვის ან ვისთვის გავაგრძელებდი ცხოვრებას.თავს ყველაზე დამცირებულად ვგრძობდი,თუმცა ამაში არავის არ ვადანაშაულებდი.თითქოს არვიცოდი,ჩემს ასეთ ქმედებას რა შედეგი მოჰყვებოდა! დიახაც ჩემი ბრალი იყო და ყველა დაუფიქრებელ ნაბიჯზე პასუხიც მხოლოდ მე უნდა მეგო.
როდესაც დავრწმუნდი,რომ გიორგი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდებოდა ჩანთა ავიღე და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი.ჩემს ქუჩაზე ბიჭები შეკრებილიყვნენ,მივხვდი,ნიკაც რომ მათ რიგებში იქნებოდა ამიტომ ვცდილობდი მაქსიმალურად შეუმჩნევლად გამევლო პერიმეტრი,მაგრამ მის ნახვას მაინც ვერ გავექეცი.
-ლიკა
უკნიდან მომესმა ნაცნობი ხმა
აცრემლიანებული თვალები შევიმშრალე და მივიხედე
-ვერ დამინახე? რა გიჟივით ჩაიქროლე.რა გჭირს? რა ფიქრებში ხარ გართული? რა დაგემართა?
მისი უსასრულო კითხვები არ მთავრდებოდა,მე კი არც პირველ,არც მეორე და მესამე კითხვაზე პასუხი არ მქონდა.საერთოდ არ მქონდა ამიტომ დამთავრება არ ვაცადე და ხმის ამოუღებლად სვლა განვაგრძე.მან მკლავზე ხელი მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა
-არ ჩამეხუტები? რამდენი ხანია არგინახივარ,ნუთუ არ გენატრებოდი?
მისი თვალები კვლავინდებურად უზომოდ დიდი სიყვარულით იყო სავსე,მისი თაფლისფერი თვალები,რომელში ჩაძირვაც მუდამ ჩემ ოცნება იყო ახლა არაფერს,საერთოდ არაფერს ნიშნავდა.
-ასე ნუ მიყურებ
მხოლოდ ეს აღმომხდა ბოლოს,თვალები დავხარე და ხელების უაზროდ ფშვნეტა დავიწყე
-ვერ გცნობ
-ვერც მიცნობ,საკუთარ თავს მეც ვერ ვცნობ
-რაგემართება,მოდი,ვილაპარაკოთ
მასთან ლაპარაკს ვერ გავექცეოდი,ამიტომ მინდოდა რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.ამიტომ არ მიუარია,თავი დავუკარი და იქვე შორიახლოს პატარა ხის სკამზე ჩამოვჯექით.
-გისმენ
მე მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი.
****
ნიკა სულ სხვანაირი ადამიანი იყო.როგორც წინა თავებში აღვნიშნე,ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით.როდესაც გავიცანი მაშინ ამ ცხოვრების საერთოდ არაფერი გამეგებოდა.16 წლის ქარაფშუტა გოგო ვიყავი,რომელიც ყველას დაქალს და მეგობარს ეძახდა.ყველასთან ყველაფერს ლაპარაკობდა და არც სიდინჯით გამოირჩეოდა.მისი გაცნობის და დაახლოვების დღიდან ნიკამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.დამანახა რომ არაა აუცილებელი ყველასთან ყველაფერი მელაპარაკა და რაღაც ყოველთვის გულში უნდა დამეტოვებინა.ყველას არ უნდა მივნდობილიყავი და ადამიანების გამოცნობა უნდა მესწავლა.
ნელ-ნელა ჩემი ცხოვრება იცვლებოდა.ვიცი,ძალიან ცუდი ნათქვამია "მე მან აღმზარდა"მაგრამ მართლა ასე იყო.მე მისი აღზრდილი ვიყავი.თანდათან მისი აზრებით და ფიქრებით ვცხოვრობდი,მის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდი,ყოველთვის გვერდით მყავდა და მე ამით უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობის შესახებ მეგობრებმა,ახლობლებმა,ნათესავებმა,ოჯახმა შეიტყო.ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ნიკასით,რადგან ყველასთან სითბოს ასხივებდა და ის.ის მართლა სხვანიაირი ადამიანი იყო...ჰო,რაც მთავარია,ისევე როგორც მე,მას საერთოდ არ წარმოედგინა რომ ოდესმე მე სხვას შევხედავდი ან სხვა გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში.უაზროდ მენდობოდა.რათქმაუნდა მე ამის გაფიქრების საშუალებას არც ვაძლევდი რადგან ვიცოდი,რომ ჩემს ცხოვრებაში არავინ არ გამოჩნდებოდა.დარწმუნებული ვიყავი,რომ ნიკა იყო ის ადამიანი,რომელიც მე მჭირდებოდა და რომელიც მე ცხოვრების ბოლომდე მეყოლებოდა.
აი ამიტომ იყო ჩემთვის,ასეთი რთული მისთვის იმის ახსნა,რომ სხვა შემიყვარდა.ამას ვერასდროს გაიგებდა.
***
-გისმენ! კვლავ აგრძელებდა ჩემთან საუბრის დაწყებას
-ნიკა,მე შენ აღარ მიყვარხარ
ძლივს წარმოვთქვი და თვალებში კვლავ სევდა შემომაწვა
გულიანად გადაიხარხარა.ხმას არ იღებდა.რაც უარეს მდგომარეობაში მაგდებდა.ვხვდებოდი რომ მას ეს არ სჯეროდა და ვერც ვერასდროს დაიჯერებდა.
-მე შენ მართლა აღარ მიყვარხარ
საუბარი ისევ მე გავაგრძელე
-მართალია ამდენი ხანია ერთად ვართ,ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,მე შენი ფიქრებით და შენი აზრებით ვცხოვრობდი.ყოველთვის იმას ვაკეთებდი,რაც შენ გსურდა და ვფიქრობდი რომ ეს მეც მინდოდა და იმას,რასაც მიმითითებდი ყოველთვის სწორი მეგონა.მაგრამ შევიცვალე,ჰო,შეიძლება სასაცილოდ ჟღერს ის ფაქტი,რომ სულ რაღაც 1 თვეში ჩემს ცხოვრებაში ასეთი გარდამტეხი რაღაც მოხდა,მაგრამ დავფიქრდი,და მივხვდი,რომ შენთან უერთიერთობა აღარ მინდა.უბრალოდ აღარ მიყვარხარ და აღარ მინდა შენი სურვილებით ვიცხოვრო.
-ამას ვინმემ მიგახვედრა,თუ შენით მიხვდი?
საუბარი გამაწყვეტინა და ვხვდებოდი ნელ-ნელა როგორ ეპარებოდა ხმაში საზიზღარი სიბრაზე.
კითხვის პასუხი,ალბათ ნათელი იყო.რომ ამის მთავარი მიზეზი გიორგი გახლდათ.მაგრამ ამას, რათქმაუნდა არასდროს ვიტყოდი.
-ჩემით,რათქმაუნდა
-სხვა ხო არ შეგიყვარდა?
მისგან ასეთ მოულოდნელ შეკითხვას არ მოველოდებოდი რამაც აზრები ერთიანად ამირია და სახე ამელეწა
-რატომ გაჩუმდი?
ვგრძნობდი,როგორ ღიზიანდებოდა ნელ-ნელა
-ასეთი სისულელე საიდან მოიტანე? აუცილებელად სხვა უნდა შემყვარებოდა,რომ იმას მივმხვდარიყავი,რაც გითხარი?
არ ვუთმობდი და მეც ნელ-ნელა ვღიზიანდებოდი.ისედაც არ ვიყავი საღ გონებაზე!
მომდევნო რამოდენიმე წუთი ჩვენი საუბარი იმდენად მოსაწყენი გახდა,რომ ამის დაწეერა არ ღირს.
ის გაუჩრებლად იმეორებდა,რომ მე ვიღაც სხვა მიყვარდა და ამ საქმეს ასე არ დატოვებდა.
***
მიუხედავად იმისა,რომ ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მას უამრავი დადებითი თვისება ჰქონდა.იყო მასსში ისეთი თვისებები,რაც ხანდახან არ მხიბლავდა.
ერთ-ერთი მისი,ყველაზე საშინელი თვისება,რაც იმ დროს გავიგე,როდესაც ურთიერთობის შეწყვეტა დავაპირე იყო ის,რომ არ დამთმობდა.მიუხედავად იმისა მინდოდა ეს მე,თუ არა.
ის არ დამთმობდა,მიუხედავად იმისა რომ ვეუბნებოდი არ მიყვარხარ-მეთქი.
მაინც არ დამთმობდა,არ მომეშვებოდა.
რთულია ამის გადმოცემა.უბრალოდ ის,ასე მარტივად არ შემეშვებოდა.რაც კიდევ უფრო მაღიზიანებდა.
რამდენიმე საათიანი უაზრო ლაპარაკის შემდეგ სახლში წავედი.ძალაგამოცლილი საწოლზე მივესვენე.იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციებისგან,რომ სიტუაციის გააანალიზების ძალაც აღარ მქონდა და 1 წამში ჩამეძინა.

საათს რომ დავხედე.შვიდი ხდებოდა.თუმცა საწოლიდან ადგომა საერთოდ არ მინდოდა.ყველაფერი,რაც ჩემს თავს ხდებოდა სიზმარი მეგონა და ვერ ვააანალიზებდი რომ ეს რეალობა იყო..
ამის შემდეგ დავიწყე დღეების ათვლა " გიორგის გარეშე "
საშინელი პერიოდი დამეწყო.დეპრესია,რომელიც ასე ძალიან მძულდა,ისე შემომისახლდა,რომ თავს ვერ ვაღწევდი.
მუდმივად კონფლიქტი ოჯახის წევრებთან,მეგობრებთან,ახლო ნათესავებთან და ნიკასთან.
ეს ყველაფერი საშინლად მღლიდა.თავს ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვგრძნობდი და არვიცოდი გამოსავალი სად უნდა მეპოვა.
დღეებს ქუჩაში უაზრო ხეტიალში ვატარებდი.ყოველ სააათში ერთხელ ტელეფონს დავცქეროდი,რისი იმედით? რომ გიორგი მომწერდა ან დამირეკავდა? ეს წარმოუდგენელი იყო.
ნიკა ყოველდღე ცდილობდა ჩემთან შეხვედრას და საუბარს.საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა,რომ ვიღაც სხვა მიყვარდა,ამიტომ ცდილობდა ჩემს" გამოტეხვას ".ჩვენი ყოველი შეხვედრა და საუბარი საშინელი ჩხუბით მთავრდებოდა.
ამ პლანეტაზე თავს უსარგებლო ადამიანად მივიჩნევდი...
****
თითქმის 1 თვე ხდებოდა,რაც ჩემი ცხოვრებიდან გიორგი სამუდამოდ წავიდა.მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი და ვერც ვიგებდი.რადგან ნიკას მუდამ ეჭვები არ ასვენებდა ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი ისე დამეტოვებინა,როგორც იყო და სიტუაცია უარესად არ გამემძაფრებინა.
ოქტომბერში უნივერსიტეტი დამეწყო,თუმცა ეს საერთოდ არ მაინტერესებდათქო-რომ გითხრათ,ალბათ არც გაგიკვირდებათ.
რამოდენიმეჯერ სამსახურის დაწყება ვცადე,თუმცა უშედეგოდ.ტვინი თითქოს უმოქმედო გამიხდა,საერთოდ ვერაფერზე ვახდენდი კონცენტრაციას.ფსიქოლოგთანაც ვერ მივდიოდი,მეშინოდა,ვერავის ვერაფერს ვუყვებოდი და ეს შიგნიდან მჭამდა,ძალა მეცლებოდა...
ნიკა კი კვლავ არ მანებებდა თავს...
ყოველ ღამით მესიჯებს მწერდა,მთხოვდა რომ ყველაფერი ამეხსნა და მასთან დავბრუნებულიყავი რადგან ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო.
ამ ყველაფერზე რეაქცია საერთოდ არ მქონდა.ჰო,ქვის გული გამიხდა.საერთოდ არ მაინტერესებდა ის,თუ რას გრძნობდა ჩემს მიმართ.პირიქით,მინდოდა საშინლად შევზიზღებოდი,ისევე როგორც გიორგიმ შემიზიზღა.
ასე უაზროდ ვითვლიდი დღეებს,დღეებს გიორგის გარეშე.
ყოველ ღამით სიზმარში ვნახულობდი.ვნახულობდი როგორ დავსეირნობდით ერთად ნაცნობ ადგილებში,როგორ ვსვამდით ყავას,ნაცნობ კაფეში,როგორ ვსაუბრობდით ჩვენთვის საინტერესო თემებზე და მისი ღიმილი,ჰო მისი ღიმილი ყოველ ღამით სიზმრებში დამყვებოდა...
ვიღვიძებდი და იმის გაანალიზებდა,რომ ეს ცხადში არ ხდებოდა.ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.

და მე ვითვლიდი დღეებს,დღეებს გიორგის გარეშე, და სწორედ ,როდესაც შევწყვიტე,რომ დღეები აღარ დამეთვალა.სწორედ მაშინ გამოჩნდა ის ჩემს ცხოვრებაში..
***
დეკემბრის შუა რიცხვები იყო,მე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვიჯექი და საპრეზენტაციოდ ვემზადებოდი,როდესაც ტელეფონზე მარიმ დამირეკა
-როგორ ხარ? სად ხარ?
-უნივერსიტეტში ვარ,მშვიდობაა? არ მცალია
-რაღაც მინდა რომ გითხრა,ვიცი გაბრაზდები,მაგრამ მაინც უნდა გითხრა,თუ ოდნავ გიყვარვარ..
-მარი პირდაპირ მითხარი,ამხელა შესავალს რატო უკეთებ?
-დღეს მე და დათო ნიკას თამაშზე მივდივართ რუსთავში, 7 საათზე და მინდა რომ წამოხვიდე.
-ჩემი პასუხი არ იცი? რატომ მეკითხები საერთოდ
-ძალიან გთხოვ,იქნებ შერიგდეთ,იქნებ გული მოგიტრიალდეს მისკენ.თითქმის 3 თვე გავიდა,შენ კი ნელ-ნელა ცხოვრების ძველ ეტაპს უბრუნდები,ამას ვგრძნობ,იქნებ შეძლოთ უერთიერთობის თავიდან დაწყება.
-მარი,არმინდა.ძალიან დავიღალე და თან უამრავი საქმე მაქვს
მარი ჩამაფრინდა და არ მომეშვა,სანამ ჩემგან პასუხი" კი " არ მიიღო.
სახლში მივედი, შხაპი მივიღე მოვემზადე და მარის და დათოს 7 საათზე რუსთავის შესასვლელში შევხვდი.
ერთ-ერთ სტადიონზე მივედით,სადაც არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო.ისინი უშნოდ იმანჭებოდნენ და მზესუმზირას იფურთხებოდნენ.აშკარად ეტყობოდათ,რაგბის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ!
ჭუჭყიან სკამებზე სალფეთქები დავაფინეთ და მოვკალათდით.ნიკა თავის გუნდთან ერთად სტადიონზე თამაშის დაწყებას ელოდებოდა და ვარჯიშობდა.უაზროდ მივშტერებოდი იქვე დაგდებულ ჭუჭყიან რაგბის ბურთს.რატომღაც ჩემი თავი იმ მომენტში,სწორედ მას შევადარე,ჰო ,მე ჭუჭყიანი რაგბის ბურთი ვიყავი.
ამ ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც ერთ-ერთმა ნიკას გუნდელმა რამოდენიმე ბიჭთან ერთად გვერდი ჩამიარა ისე,რომ არც მე და არც მათ ერთმანეთისთვის არ შეგვიხედავს.მაგრამ რატომღაც გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ერთიანაც ჩამომცხა.
ნეტავ
თუ
ხვდებით
რატომ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent