შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო ზღვა


1-08-2018, 03:13
ავტორი VIKTA
ნანახია 1 778

თურმე არ ვცხოვრობდი.
დიახ,ასეა.
ზღვის ფსკერიდან ვაკვირდებოდი ცხოვრებას.
თურმე არ ვსუნთქავდი.
ვიხრჩობოდი და ვერც კი ვხვდებოდი ამას.
წყლიდან 4 წლის წინ ამოვყვინთე, ჰაერი ღრმად 4 წლის წინ ჩავისუნთქე, 4 წლის წინ მივხვდი რომ ცოცხალი ვარ.
შენ.
4 წლის წინ შენ შეგხვდი.
პირველად რომ დაგინახე,მაშინ ვიგრძენი გაყინულ სხეულში სისხლის მოძრაობა, სწორედ მაშინ დაიწყო ჩემმა გულმა ფეთქვა.
შენთვის.
ნაპირიდან როგორი უკიდეგანო ჩანს არა ზღვა?
უსასრულო ზღვიდან კი ნაპირი ძალიან პატარა მოჩანს,მაგრამ ჩემთვის იქცა უზარმაზარ იმედად,იმიტომ რომ იქ შენ იდექი.
4 წლის წინ გიპოვნე და მას შემდეგ ვცდილობ შენთან მოსვლას. რა დაუნდობელია ზოგჯერ ზღვა,ისე ღელავს,ისე,რომ ნაპირამდე ჯერ კიდევ ვერ მოვაღწიე. მექაჩება,ფსკერისკენ მიმათრევს მაგრამ არ ვნებდები, შენს გამო არ ვნებდები.
4 წელია უზარმაზარ ტალღებში ვიკარგები,მაგრამ გზას მაინც ვპოულობ შენკენ მომავალს.
ხედავ? მე უკვე ახლოს ვარ.
ხედავ? უკიდეგანო წყლის სივრცეს თავს ვაღწევ.
ხედავ? უზარმაზარმა ტალღებმა ვერ შემაჩერეს.
მოვედი.
ხელი გამომიწოდე გთხოვ,თორემ ძალა აღარ მაქვს მას გავუმკლავდე.
ხელი გამომიწოდე...
გთხოვ.



№1  offline წევრი VIKTA

ჰაიკო
ძალიან მაგარია

დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent