შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევდარიანი დაბრუნდა! (1, 2, 3, 4 თავები)


29-09-2019, 09:44
ავტორი თათუ♡
ნანახია 2 415

"-დევდარიანების უმცროსი ვაჟი ალექსანდრე დაბრუნებულა."

"-არ მჯერა ის ალექსანდრე დაბრუნდა?"

"-არ არსებობს, რა მაგარია!"

როგორ უშლიდა ნერვებს, არ უნდოდა, რომ დაბრუნებულიყო, ჯერ კიდევ რვა თვის წინ წავიდა ამერიკაში ახლა კი ისევ დაბრუნდა.

წინასწარ იცოდა, რომ ძალიან რთული წელი ელოდა წინ, ერთის მხრივ იმიტომ, რომ მომავალი აბიტურიენტი იყო, მეორეს მხრივ კი იმიტომ რომ დევდარიანი ბრუნდებოდა. ვერ იტანდა განებივრებულ, ამპარტავან, ქედმაღალ იდიოტს, რომელზეც ასეთი დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა მთელი თბილისის მოსახლეობა.

ალექსანდრე დევდარიანი ადამიანი, რომელიც ყველასა და ყველფერზე მეტად უშლიდა ნერვებს, ვერ იტანდა მის ქცევებსდა ალბათ ეზიზღებოდა კიდეც.

ყველაზე მეტად იმ გოგონებზე ეშლებოდა ნერვები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ სკოლის დაწყებას, რადგან ალექსანდრე დევდარიანი ენახათ. ნეტავ ახლა სადღაც გადაკარგულიყო, ოღონდ მისი სახე არ დაენახა, განა მას დაუშავა რამე, არა უბრალოდ ვერ იტანდა მას და მისნაირებს. მისგან მუდამ შორს იჭერდა თავს, არ უნდოდა რამე შარს გადაყროდა განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მისმა ბიძაშვილმა და ალექსანდრემ სიკვდილ-სასიცოცხლო ომი გამართეს პირდაპირ სკოლის კორიდორში, მანდატურებმაც კი ძლივს გააშველეს. მიზეზი უცნობია დღემდეც კი ვერ ათქმევინა ირაკლის თუ რატომ იჩხუბეს, ამ ფაქტმა უფრო დაძაბა, რადგან აქამდე ირაკლის არაფერი დაუმალავს მარიამისთვის.

-------------

14 სექტემბერი იყო დღემ, როგორც ყოველთვის წინასწარვე გაამზადა სკოლისთვის არჩეული ტანსაცმელი და დაძინებას აპირებდა როდესაც ალექსანდრე გაახსენდა. მისთვის ჯერ კიდევ ის იყო გასაკვირი, რომ სასწავლად ამერიკაში წავიდა ახლა კი ის უფრო უკვირს ასე უეცრად დაბრუნება რამ გადააწყვეტინა. ეგონა ამ წლის განმავლობაში მაინც არ იქნებოდა და სკოლაშიც სიმშვიდე დაისადგურებდა.

თვითონ მარიამმა ისიც კი არ იცოდა ალექსანდრემ საერთოდ მისი არსებობის შესახებ იცოდა თუ არა, თუმცა დიდი ალბათობით არა, რადგან მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის. ვერ იტანდა უბრალოდ ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე მისი ქცევებით და თავს მეტად აზიზღებდა.

მალევე ამოუტივტივდა თავში მისი მორიგი მსხვერპლის მარიამის კლასელის მდგომარეობაც, რომელიც ისე სცემა კინაღამ ჩააკვდა ხელებში, თუმცა ეგ ფაქტობრივად მკვდარი იყო ერთი კვირის განმავლობაში უგონოდ იწვა რეანიმაციაში, შემდეგ კი როგორც იქნა გონს მოვიდა, ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და საბოლოოდ სკოლიდანაც გადავიდა.

-----------

-გაიღვიძე მარიამ სკოლაში არ დაგაგვიანდეს-დედის ხმამ გააღვიძა, ისიც კი არ ახსოვდა როდის ჩაეძინა ფიქრებში, თუმცა ფიქრები რომ ალექსანდრეს უკავშირდებოდა მის გონებაში მალევე ამოტივტივდა და უსიამოვნოდ გასცრა ტანში. სკოლისათვის მზადებას მალე მორჩა მის მეგობარ ანისაც დაურეკა და გზას გაუდგა.
-მარიამ დამელოდე-უკნიდან მისი საუკეთესო მეგობრის ხმა მოესმა და სასწრაფოდ გაბრუნდა.
-ნინი-ისე ჩაეფსკვნა ორი გადარეული ერთმანეთს, როგორც, არასოდეს. უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ნახეს ერთმანეთი. მეგობრები, რომლებისთვისაც 2 დღეც კი ბევრი იყო უერთმანეთოდ იდგნენ ახლა მონატრებულები და ერთმანეთს ისე ძლიერად ეხუტებოდნენ მალე ალბათ ძვლებიც დაიწყებდა ტკაცუნს, რომ არა მომავალი მანქანა, მაშინ გაიაზრეს, შუა გზაზე იდგნენ და ეს საერთოდ არ შეუშნიშნავთ. სიცილით გადავიდნენ გზიდან და განაგრძეს სკოლისაკენ სვლა.

-დევდარიანი დაბრუნებულა-გახედა მეგობარს ნინიმ.
-ხო დაბრუნდა და საერთოდ რას გადადიოდა, ასე უეცრად თუ ისევ უნდა დაბრუნებულიყო ვერ ვხვდები.
-ხო, თავიდან ვერ ვიჯერებდი, მაგრამ გუშინ დავინახე კაფეში იყო ძმაკაცებთან ერთად.
-როგორ ვერ ვიტან.
-კი მაგრამ ასე რატომ გძულს? ხო გასაგებია, რომ მაგ ბიჭმა და შენმა ბიძაშვილმა იჩხუბეს, მაგრამ მანამდეც არ იყავი მის მიმართ კეთილად განწყიბილი მიუხედავად იმისა რომ თითქმის მასთან კონტაქტი არ გაქვს.
-ხომ იცი ვერ ვიტან მისნაირებს, თავი ვინმეზე რაღაცით მეტი, რომ ჰგონიათ და იკის გამო, რომ ფული აქვთ ყველას ზემოდან უყურებენ. მით უმეტეს, რომ მას და მის საძმოს რაც კი გზაზე ეღობებათ ყველაფერს ანადგურებენ.
-მაგრამ საზღვრებში.
-კარგი რა ისიც საზღვრებში შედიოდა ჩვენი კლასელი ლადო, რომ კინაღამ მოკლა?
-სწორედაც, რომ ღირსი იყო
-რას ჰქვია ღირსი იყო? სულაც არა დარწმუნებული ვარ ყველაფერი დევდარიანის ახირებების გამოა.
-შენ რა არ იცი რატომ იჩხუბეს?
-არა და არც მაინტერესებს.
-მეც შემთხვევით გავიგე ამ ზაფხულს, რომ მის დას აწუხებდა, ბარბარე კი ცდილობდა, რომ თავიდან მოეშორებინა, მაგრამ მაინც არ ანებებდა თავს, საბოლოოდ ამ ამბავმა მისი ძმის ყურამდეც მიაღწია და შედეგიც ვნახეთ. იმასაც კი ამბობენ, რომ ბარბარეზე ძალის გამოყენებას აპირებდა, როდესაც შეუსწრო და ასეთი ამბავი იმიტომ დაატრიალა თორემ მაგას ეგეთები არ ეშლება უბრალოდ მისი და მისთვის ყველაფერზე ძვირფასია მის წყენინებას კი არავის აპატიებს.
- მე რატომღაც არ მჯერა ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის აზრია, რომელზე დაყრდნობითაც მსჯელობა არ შეიძლება-კი დააფიქა ნინის ნათქვამმა, მაგრამ მაინც არ სჯეროდა იმდენად ჰყავდა საკუთარი თავი დევდარიანის მიმართ ცუდად განწყობილი, რომ ალბათ მისი თვალითაც, რომ ენახა რამე კარგს აკეთებდა, ალბათ, თვალებსაც არ დაუჯერებდა.

სკოლაში შესულმა მაშინვე დაინახა დევდარიანი და მისი ძმაკაცები, რომლებიც გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. ყურადღება აღარ მიუქცევია თითქოს არაფერიო ნინის მიუტრიალდა და , შეუმჩნევლად გავლა არჩია არ უნდოდა მისი სახის კიდევ ერთხელ დანახვა და დილიდან ცუდ ხასიათზე დადგომა თან მისი ბიძაშვილის ამბავიც მუდამ თავში უტრიალება ამიტომაც გულში გაიფიქრა შორს და მშვიდობითო და კიბეებს აუყვა, როდესაც დევდარიანის ირონიული ხმ ამოესმა.
-სულ როგორ უნდა გამირბოდე მარიამო?!


**********


გულში გაიფიქრა შორს და მშვიდობითო და კიბეებს აუყვა, როდესაც დევდარიანის ირონიული ხმა მოესმა.
-სულ როგორ უნდა გამირბოდე მარიამო?-დევდარიანის ხმის გაგონება მარიამის ადგილზე გაყინვა ერთი იყო წამში ათასმა ფერმა გადაუარა, რთი პერიოდი ისიც კი იფიქრა ალბათ მომეჩვენაო და გზა გააგრძელა.
-აი ისევ-გაიცინა დევდარიანმა და წინ გადაუდგა.
-უკაცრავად, მე მითხარი რამე?-თითქოს აქ არაფრიო ისე შეეკითხა, მაინც მყარად დადგა, ამის მიზეზი კი ალბათ, ის იყო, რომ ადრე ფიქრობდა კიდეც ოდესმე მასთან საუბარი, რომ შეძლებოდა მთელს ბოღმას ამოანთხევდა მიზეზი?! მთავარ მიზეზად ისევ ირაკლის და თავის კლასელ ლადოს დაუსახელებდა თან ეტყოდა, რომ ერთი იდიოტი მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭი იყო, რომელსაც ადამიანობაც კი არ გააჩნდა, თუმცა ახლა ისე დააბნია სად წასულიყო არ იცოდა.
-ხო შენ, ჩემს დანახვაზე სულ გარბიხარ ამაშუკელო.
-გავრბივარ? როგორ გეკადრებათ-მარიამმაც არ დააკლო ირონია. მისმა ამ ქცევამ ღიმილი მოჰგვარა დევდარიანს თუმცა ირაკლის გახსენებაზე წამსვე დასერიოზულდა.
-ბიძაშვილი როგორ გყავს?-
-არაჩვეულებრივად-ნიშნისმოგებით უთხრა და მასწავლებლის დანახვისთანავე გაეცალა და კლასში ავიდა.

დიდი დასვენების დროც მოვიდა და ბუფეტისაკენ გაემართნენ ნინი და მარიამი. -შენ რას აპირებ კიდევ ვერ გადაწყვიტე რაზე უნდა აბარო?
-კი გადავწყვიტე ბიზნეს ადმინისტრირებაზე მინდა, რომ ჩავაბარო, თავიდან კი ვერ ვწყვეტდი ვინ უნდა გამოვსულიყავი და საერთოდ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ პროფესიებს ვასახელებდი, მაგრამ ამ ზაფხულს ისე შემიპყრო ამ აზრმა, რომ მეც გაკვირვებული ვარ სხვა მართლა არაფერი აღარ მინდა ან ბიზნესის ადმინისტრირება ან არაფერი-სიცილით შემოჰკრა ხელები ერთმანეთს და წვენის ჭიქას დაავლო ხელი.
-არც კი მჯერა გვეღირსა-გაიცინა ნინიმ.
-პარასკევის გეგმები ხომ არ შეგიცვლია?
-არა რას ამბობ-შეიცხადა ნინიმ-რაც არ უნდა მოხდეს მაგ ტრადიციას არ დავარღვევ-გაიცინა და სკამზე მოხერხებულა დაჯდა.
-მეც.

დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მონატრებული კლასელების მოკითხვა და ახალგადმოსული მოსწავლის გაცნობაც კი მოასწრო უკვე და ბევრი საერთოც აღმოაჩინა მათ შორის. მალევე დაბრუნდა სახლში და სამზარეულოსაკენ აიღო გეზი ისეთი გემრიელი სუნი ტრიალებდა ჩანთა ძირს დააგდო და დაჰიპნოზებულოვით გაუყვა გზას სამზარეულოსაკენ.

-დეე აქ ხარ?
-ხო მარიამ მოდი ჭამე მშიერი იქნები.
-ახლავე-ხელების დასაბანად გაბრუნდა და მალევე დაბრუნდა უკან.
-როგორ ჩაიარა დღემ?
-ძალიან კარგად დეე ახალი მოსწავლე გადმოვიდა დღეს ჩვენნაირ გიჟებს ეგ გვეკლო მხოლოდ-ლაშას გახსენებაზე გაეცინა, კატლეტი პირისაკენ გაიქანა და მისი გემოს შეგრძნწბისას თვალები მინაბა.
-ძალიან გემრიელია.
-მართლა?
-ხო. მამა სად არის?
-მამაშენი დილიდან გასულია მუშაობს ალბათ ღამით მოვა ისევ.
-გასაგებია-მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ჩანთას დაავლო ხელი.

დილა იყო სახლიდან ადრიანად გავიდა ამაშუკელი სულ უყვარდა დილის სიო. იმდენი იბოდიალა ქუჩებში კინაღამ გზა აებნა საბოლოოდ დილით ადრე გამოსულმა მაინც მოახერხა და დააგვიანა სკოლაში. ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ მათემატიკა ჰქონდა პირველი და მაია აუცილებლად დაუშვებდა გაკვეთილზე.

-წამო რა ბუფეტში რამე ვჭამოთ თორემ ასე მგონია შიმშილით მოვკვდები.
-სულ როგორ უნდა გშიოდეს შენ რა-დასცინა მეგობარს ნინიმ.


-რა უნდა ამ ბიჭს გამაგებინებს ვინმე?-გადაუჩურჩულა ნინის, როდესაც დევდარიანის ირონიული მზერა დაიჭირა და თავისუფალ სკამზე დასხდნენ.
-ვის?
-დევდარიანს
-რა უნდა?-სიცილოთ უპასუხა.
-რავიცი დღეს დილით, რომ წინ წახვედი გამაჩერა ირაკლის ამბავიც კი მკითხა იდიოტმა ახლა კი მე მომჩერებია ირონიულო სახით რამე სასაცილო მჭირს და ვერ ვხვდები?
-ნუ იგრუზები მარიამ რა გჭირს, რას გადაეკიდე, დაანებე თავი.
-გათამამებული იდიოტია-თავს მაინც ვერ იკავებდა მარიამი და ბრაზის ამონთხევას განაგრძობდა, ნინი კი ანიშნებდა გაჩუმდიო, როდესაც მათკენ მიმავალ ალექსანდრეს მოჰკრა თვალი, მაგრამ სულ ტყუილად მის აგონიაში იყო-მამიკოს ფულებით გათამამმებული ბიჭია, რომელსაც არანაირი გრძნობა არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ჩხუბი გამოსდის.
-ახლა შენ მომისმინე პატარა ქალბატონო
-არ ვარ ვალდებული, რომ მოგისმინო-მის დანახვაზე სახეზე ათასმა ფერმა გადაუარა, დაიბნა არ იცოდა რა გაეკეთებინა, მაგრამ პოზიციის დათმობას მაინც არ აპირებდა.
-რომ გელაპარაკები, უნდა მომისმინე.
-რაო ბატონო ალექსანდრე მე სხვა ნებისმიერი აქ მყოფთაგანი ნუ გგონივარ, რომელიც სულელივით დადგება და შენს ლექციებს თავჩახრილი მოუსმენს დიახ რაც ვთქვი ყველაფერი სიმართლეა.
-მომისმინე ახლა და კარგად დაიმახსოვრე იცოდე, მეორედ აღარ გაბედო, მსგავსი რამის თქმა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, გასაგებია?-თითქმის ღრიალით უთხრა დევდარიანმა და ხელით უხეშად მოქაჩა.
-ახლა შენ მომისმინე იდიოტო-არ ჩამორჩა ამაშუკელიც-შენ არ გაქვს იმის უფლება, რ9მ რამე ამიკრძალო და...
-ჯანდაბა ვიცი მე ახლა რისი უფლებაც მაქვს-გაბრაზებულმა უხეშად გადაიკიდა მხარზე, ნინიმ სცადა ალექსანდრესთვის ხელის შეშლა, თუმცა ის თავის ძმაკაცს გადაულოცა და გზა განაგრძო.
-დამსვი დროზე იცოდე მასწავლებელს დავუძახებ.
-დაუძახე!
-დამსვი იდიოტო! დროზე თორემ მართლა დავუძახებ.
-ბოდიში მომიხადე და...
-არასოდეს გესმის არასოდეს არ მოგიხდი ბოდიშს.
-მაგასაც ვნახავთ!-ჩაიცინა და ერთი ხელით ფანჯრის კარი გამოაღო, მეორეთი კი მის ფარატინა სხეულს შენობის გარეთ ამოაყოფინა თავი.
-რას აკეთებ-შეჰკივლა მარიამმა ამაზე კი დევდარიანს სიცილი აუტყდა.
-მომიხდი ბოდიშს?
-არასოდეს მაგას მირჩევნია, რომ მოვკვდე -ერთიანად დაუარა სხეულში შიშის გრძნობამ და თვალები მაგრად დახუჭა ბავშვობიდან ჰქონდა სიმაღლის შიში, მაგრამ დევდარიანს ბოდიშს მაინც არ მოუხდიდა.
-მოდი კიდევ ერთ შანსს მოგცემ-დევდარიანმაც იგრძნო მისი აახცახებული სხეული.
-რაც გინდა ის გააკეთე!
- კარგი როგორც იტყვი მე კიდევ შანსი მოგეცი ვიფიქრე გამოიყენებდი-ნელ-ნელა დაბლა დაიწყო ჩაშვება და ხელსაც თითქოსდა უშვებდა, მის სახეზე კი ცრემლებმა გაიკვალეს გზა.
-კარგი ჯანდაბას ბოდიში-სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა და დევდარიანს ხელით ჩაეჭიდა.
-ვერ გავიგე?
-ბოდიშიმეთქი რა ვერ გაიგე ახლა კი აქედან ამომიყვანე.
-ეს უკვე მომწონს-გაიცინა და ფანჯრის რაფაზე შემოსვა, შემდფომ კი კვლავ კლასში დააბრუნა-სულ არ მომწონდა ამ სკოლის პედაგოგები- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დევდარიანმა-თავისუფლად შეგიძლია აქ ის აკეთო რაც მოგესურვება.
-მომაშორე ხელი-დაუყვირა და ძალაგამოცლილმა იქვე ჩაიკეცა.


**********



-ეს უკვე მომწონს-გაიცინა და ფანჯრის რაფაზე შემოსვა, შემდგომ კი კვლავ კლასში დააბრუნა-სულ არ მომწონდა ამ სკოლის პედაგოგები- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დევდარიანმა-თავისუფლად შეგიძლია აქ ის აკეთო რაც მოგესურვება.
-მომაშორე ხელი-დაუყვირა და ძალაგამოცლილმა იქვე ჩაიკეცა.
-იმედია შენთვის ეს გაკვეთილი იქნება, ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს და გაითვალისწინე. ერთი თავქრიანი ბავშვი ხარ, რომელსაც ისე გამოაქვს დასკვნები, რომ არც კი ფიქრობს, ტვინიც უნდა გამოიყენო ხოლმე, უმიზეზოდ არავინ არაფერს არ აკეთებს, მით უმეტეს მე ეს კარგად ჩაიბეჭდე აქ-თითი შუბლზე მიადო და კლასიდან ისე გავიდა, რომ არც კი მოუხედავს.
გაშტერებული უყურებდა კედელს და ალექსანდრეს ნათქვამს ხარშავდა, როდესაც შეშინებული ნინი შემოვარდა კლასში.
-მარიამ როგორ ხარ, რამე დაგიშავა-შეშინებულმა მივარდა მეგობარს.
-კინაღამ ფანჯრიდან გადამაგდო.
-რაა?
-ხო, ზედმეტი მოგდისო, აბსურდული დასკვნები გამოგაქვსო კიდევ ათასი სისულელე-ისე ჩაილაპარაკანკედლისთვის თვალი არ მოუშორებია.
-და შენ რას ფიქრობ მარიამ ამ შემთხვევაში ბოდიში მაგრამ მე ალექსანდრეს მხარეს ვიჭერ 17 წლის ხარ და ჯერ კიდევ ვერ ისწავლე თავის შეკავება პირდაპირ ისვრი სიტყვებს, იქნებ მართალია ალექსანდრე? ამაზე რატომ არასოდეს არ გიფიქრია? მით უმეტეს, რომ ბიჭებს შორის ჩხუბი არა ერთხელ შეიძლება მოხდეს კიდევ ასე, რომ იფიქრე ამაზე-საუბარი, რომ დაასრულა დაქალს ჩააჩერდა თვალებში-არაფერს იტყვი?
-კი ვიტყვი, იმას რომ მართალი ხარ, მაგრამ არვიცი რა გავუკეთო.
-ვის?
-სიამაყეს ის ამის უფლებას არ მაძლევს.
-აიძულე მერე-სიცილით უთხრა და გადარხვია მის ამ პასუხს საერთოდ არ ელოდა ნინი.
-ძალიან ცუდად გამომივიდა ვითომ?
-მის ადგილას წარმოიდგინე თავი და მიხვდები.
-ანუ საშინლად, ვიღაც უცხო გოგო მოდის ათას სისულელეს ამბობს ჩემზე საშინელებაა, იცი რაა მართალიც რომ ყოფილიყო მაინც არ ვაპატიებდი ამ სიტყვებს-თქვა ღიმილით მარიამმა.
-იცი არ მეგონა შენი ასეთი რეაქციის მეგონა გაგიჟდებოდი და უარესს გააკეთებდი.
-რომ დავფიქრდი, რატომაც არა შეიძლება, რომ ვცდებოდე და სულაც არ არის ისეთი ადამიანი როგორიც მე წარმომიდგენია.
-მარიამ სიცხე ხომ არ გაქვს?-შუბლზე მიადო ხელი შეშფოთებულმა.
-არა რა სიცხე.
-რავიცი, შენს პოზიციას ასე მალე თუ დათმობდი არ მეგონა.
-იცი რა სულ შენს სიტყვებზე ვფიქრობდი, თუმცა საუბრისას ყოველთვის იმას ვამბობდი რაც პირზე მომადგებოდა, ალბათ, სიამაყის გამო. თან დევდარიანის სიტყვებმაც იმოქმედა ჩემზე და უკვე ვეღარ ვუძლებ იცი რა?
-რა?
-საერთოდაც თავს დავანებებ გულშიც კი არ გავივლებ რამე ზედმეტს, უფრო სწორად ამ ეტაპზე შევეცდები მაინც. თან აბიტურიენტები ვართ ეს ბოლო წელი სულ ჭამა-სმა გრიალსა და კარგ მოგონებებში უნდა გავატარო.
-ზუსტადაც აი ასეთი უფრო მიყვარხარ.
-და ისე არ გიყვარდი ხომ?
-როგორ არა უბრალოდ ახლა გაასმაგდა ჩემი შენდამი სიყვარული-გადაიკისკისა მარიამმა.
-კარგი წავიდეთ, მშიერი კი დავრჩი მაგრამ რას ვიზამ, ხომ არ მოგკლავ ბოლოს და ბოლოს მეგობარი ხარ მაგრამ შემდეგში აღარ გაპატიებ იცოდე!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
-კარგი კარგი-სიცილით მიუგო ამაშუკელმა და კლასისაკენ აიღეს გეზი.


ამაშუკელი ორი კვირის განმავლობაში აანალიზებდა მის დამოკიდებულაბას ალექსანდრესადმი, იმაზე რთული იყო მისი გონების სხვაგვარად მართვა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა. რა თქმა უნდა, ამაშიც თვითონ იყო დამნაშავე, ისე აიკვიატა დევდარიანი, რომ ვერც კი გაიაზრა, თან იმსჯელა ისე, რომ საკუთარი აზროვნებით, ფაქტობრივად უცნობი ბიჭი სახელად ალექსანდრე დევდარიანი გამოიყვანა ერთ გულქვა ადამიანად, რომელსაც გრძნობებიც არ გააჩნდა.

საკუთათარ ქცევაზე რაც უფრო მეტს ფიქრობდა უფრო ეწურებოდა გული და განიცდიდა. საკუთარი თავისგან ეწყინა არც თვითონ იცოდა როდის გადაიქცა ასეთ ადამიანად. ნაწილობრივ მის რეაქციას და ალეწსანდეეს ამოჩემებას ირაკლის იმ დროინდელ მდგომარეობასაც მიაწერდა ჩხუბის შემდეგ, რომ იყო ჩავარდნილი.

უკვე ერთი თვე იყო გასული, რაც სკოლა დაიწყო, დევდარიანი თითქმის არ უნახავს წამით მოჰკრავდა თვალს და ქრებოდა ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი პარალელური კლასელი იყო და შეხვედრა ისედაც არ უწევდათ.

აღარ იცოდა რა ექნა სულ ეფიქრებოდა დევდარიანზე თითქმის ყველა სიტყვა უკან წაიღო, მაგრამ არ იცოდა მას, რომ შეხვედროდა რას გააკეთებდა, მაგრამ ახლა სკოლა იყო მთავარი და სხვა არაფერი.

პარასკევი იყო სკოლიდან სახლში წავიდნენ ნინი და მარიამი როგორც ყოველთვის მათი საღამოს მთაწმინდაზე უნდა ასულიყვნენ
ასეც მოიქცნენ ძალიან კარგ დროს ატარებდნენ ზოგადად მთაწმინდაზე, თუნდაც როცა ისხდნენ და მხოლოდ საუბრობდნენ ერთგვარი განტვირთვა იყო მათთვის.

ნაყინები იყიდეს და როდესაც დაჯდომას დევდარიანს მოკრეს თვალი, რომელიც ვიღაც გოგოსთან ერთად იჯდა და გულიანად იცინოდა. არც კი შეუმჩნევია მისი აქ ყოფნა მარიამს, ყოველიშემთხვევისთვის ცდილობდა.
-თქვენც აქ ხართ გოგონებო?-ლაშას ხმა მოესმათ და გაკვირვებულებმა გახედეს მას.
-შენც აქ ხარ? როგორ ხარ?-შეეკითხა ნინი.
-კი ძმაკაცებთან ერთად ამოვედი, წამოდით შემოგვიერთდით.
-არაა მადლობა, ისედაც წასვლას ვაპირებდით.
-კაი რა გოგონებიც არიან მიდი ადექით.
-მაშინ წამოვალთ-სიცილით უთხრა მარიამმა და უკან გაყვნენ.

საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი დრო გაატარეს ერთად მალევე დაიშალნენ, თუმცა ნინიმ და მარიამმა ცოტა ხანს კიდევ გაჩერდნენ ცოტახანს წასვლა, რომ დააპირეს მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო ტელეფონზე უამრავი გამოტოვებული ზარი დახვდა მარიამს ამაზე ტანში გასცრა. შეეშინდა, დიახ შეეშინდა სულ ცდილობდა, რომ ადრიანად მისულიყო სახლში ყოველი შემთხვევისთვის მამასთვის მიესწრო ამ ბოლო დროს ძალიან გაუცხოებული იყო, სახლშიც გვიან მოდიოდა ისიც ნასვამ მდგომარეობაში ძალიან აღელვებდა ეს ფაქტი. შიშის გრძნობაც კი გაუჩნდა საკუთარი მამის მიმართ, მას შემდეგ რაც ერთ დღეს ისეთი მთვრალი მოვიდა, რომ ყველაფერი დალეწა.
დიდად ისედაც არ უყვარდა სასმელი მარიამს თუ დალევდა იმასაც მეგობრების წრეში და ძალიან ცოტას. ადრე უხაროდა, რომ მამამისი დიდად არ ეტანებოდა სასმელს, მაგრამ ახლა თითქმის სულ მთვრალი იყოდა ეს ფაქტი მოსვენებასაც არ აძლევდა.

დაღმართს დაუყვნენ, როდესაც მათ გვერდით მანქანამ შეანელა მოძრაობა შიშის ტალღამ დარია ორივეს ხელი, მაგრამ არც ერთს არ შეუმჩნევია არც კი გაუხედავთ მისკენ მანამ სანამ დევდარიანის ხმა არ გაიგეს.
-ამ ღამით ვეღარაფერს იშოვით ტაქსებიც კი იშვიათად არიან! წამოდი გაგიყვანთ.
-გმადლობ არ გვინდა-თქვა მარიამმა და გზას გაუყვა-ნინი არ მოდიხარ?-როდესაც დაინახა, რომ ნინი არ მიყვებოდა მალევე მოიხედა უკან.
-მარიამ იქნებ გავყვეთ, ისედაც შორს არის აქედან ჩვენი სახლები
-კარგი თავდახრილი გაემართა მანქანისაკენ, რომელიც ნელ-ნელა მათკენ მოიწევდა. უკან დასხდნენ და მისამართებიწ უკარნახეს. მალევე დაურეკა კვლავ ტელეფონმა.
-ხო დე
-მარიამ სად ხარ?
-მოვდივარ ნინისთან ერთად ვარ.
-მომისმინე ნინისთან წადი ამ ღამით კაი?
-რატომ დედა?
-რომ გითხარი ასე გააკეთე ხვალ ვისაუბროთ?
-ასე უცებ რა მოხდა
-მარიამ ნუ მეკითხები გთხოვ.
-თან არაფერი მაქვს და როგორ წავიდე
-ნინის გამოართვი.
-დედა...დედა გესმის ჩემი?-მსხვრევის ხმა მოესმა და შეშინებულმა ტელეფონი ყურიდან მოიცილა-ალო...
-ალბათ მივიდა ხომ?
-ალბათ-თქვა ჩუმად და ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და თავით მხარზე მიეყრდნო მეგობარს.უეცრად დევდარიანის გამჭოლ მზერას მოჰკრა თვალი და სასწრაფოდ სხვა მხარეს გაიხედა.
-ჩემთან წამოდი.
-დედამაც ეგ მითხრა, მაგრამ სახლში უნდა მივიდე იქნებ რამე უჭირს, მარტო ვერ დავტოვებ.
-წამოდი და მამაჩემი გაგიყვანს თან ნახავს რა ხდება.
-არა მადლობა ნინი, რომ მივალ აუცილებლად დაგირეკავ.
-თავს გაუფრთხილდი.
-რამე პრობლემაა?-ეჭვისთვალით შეხედა ალექსანდრემ გოგონებს.
-არა არანაირი-მალევე უპასუხა მარიამმა და გზას გახედა, ოღონდ ახლა რასაც ფიქრობდა ის არ ყოფილიყო და სხვა არაფერი უნდოდა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი-აღარაფერი უთქვამთ ნინის სახლთან მალევე მივიდნენ მეგობარსაც სთხოვა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მტკიცე უარზე იყო ამაშუკელი.
მარტოდ დარჩენილს აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და ნერვიულობასა და აახცახებულ ხელებს ვერაფერს უხერხებდა ამას დევდარიანის იქ ყოფნაც ემატებოდა და გონებაშიც სრული ქაოსი იყო შექმნილი. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ახლა იმ ადამიანის მანქანაში იყო, ვინც ადრე იმდენჯერ გალანძღა ტყუილუბრალოდ, რომ სირცხვილისაგან აღარ იცოდა სად წასულიყო.
-ეს არის შენი სახლი?
-კი ძალიან დიდი მადლობა.
-არაფ...-სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან მათთან ვიღაც პატარა ბიჭი მივიდა სირბილით
-მარიამ მარიამ დროზე წამოდი-ტირილით მივარდა ბიჭი მარიამს.


**********


-დედიკო სახლშია მე ჩვენს მეზობელთან გამიშვა რატომ არ ვიცი, მაგრამ ვერ გავძელი და წამოვედი, მაგრამ სახლის კარები ჩაკეტილია და ვერ შევდივარ თან ხმაური გამოდის.
-მოდი ჩემთან-ცრემლები წამოუვიდა ამ ყველაფრის წარმოდგენისას და მხოლოდ ახლა შენიშნა ალექსანდრე, რომელიც ჯერ კიდევ არ წასულიყო და მანქანიდან გადმოდიოდა.
ყურადღების გადატანა ვსცადე თედოს ხელი მოვკიდე და სახლისაკენ სხეულის კანკალით გავემართე
-მარიამ იქნებ გამარკვიო რა ხდება?
-არაფერი ალექსანდრე ძალიან დიდი მადლობა, რომ მომაცილე ახლა კი ნახვამდის გვიანია სახლში უნდა შევიდე-მხოლოდ ეს ვუთხარი და სახლისაკენ ავიღე გეზი. როდესაც რაღაცის მსხვრევისა და ყვირილის ხმა მოისმა, ტანზე ეკლებმა დამაყარა მამის ხმის ამოცნობისას.
-მარიამ მეშინია-შიშ ჩამდგარი თვალებით შეხედა და მარიამს მიეკრო.
-აქ დარჩი და ბავშვს მიხედე-უეცრად მომესმა დევდარიანის ხმა.
-ვერ გავიგე?
-გასაღები გამომართვი ამ ღილაკს დააჭირე და გაიღება! ჩემს მოსვლამდე არ გადმოხვიდე-თან თედოზე მანიშნა, ისედაც შეშინებულიაო.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ მარიამ-თქვა და უკან მოუხედავად გაემართა სახლისაკენ.
მეც მანქანისაკენ გავემართე თან თედოს, რომ არ შეშინებოდა ათას სისულელეს ვიგონებდი.

არ ვიცოდი რა ხდებოდა, მანქანაში ვიჯექი და თედოს თავზე ვეფერებოდი, რომელსაც მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჩაეძინა. დაახლოებით ათი წუთი იყო მას შემდეგ გასული, რაც მანქანაში ჩავსხედით. ძალიან ვნერვიულობდი ამიტომაც თედოს ძილით ვისარგებლე და სახლში წასვლა გადავწყვიტე.
ფეხები მიკანკალებდა მიმავალს, რაღაც ხმა მომესმა ამიტომაც ნაბიჯს ავუჩქარე და ღია კარში შევვარდი.
-აი ჩემი პრინცესაც მოსულაა-მამაჩემის ხმა მომესმა, რომელიც მდივანზე იყო გადაწოლილი, მალევე წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა-რაო რატომ დაიგვიანე? ამდენი ხანი ქუჩაში რას აკეთებდი?
-ნინისთან ერთად ვიყავი მთაწმინდაზე-თვალებში ჩავხედე და ისე ვუთხარი შემდეგ კი დედაჩემისაკენ ავიღე გეზი, რომელის სახეზეც სისხლი შევნიშნე-რა გაუკეთე? როდის შემდეგ გახდი ასეთი დაუნდობელი? მიპასუხე მეზიზღები გესმის მეზიზღები!
-მომისმინე შე ლაწირაკო-მისკენ შევტრიალდი კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც სახეზე მისი ხელი ვიგრძენი, ისე ამეწვა ლოყა, ცრემლებმაც არ დააყოვნა.
-ბევრი გითმინე ბატონო დავით, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია-სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო.
-შენ საერთოდ ვინ ხარ შენი...-წინადადების დასრულებაც არ დასცალდა ალექსანდრემ პირდაპირ სახეში დაარტყა მუშტი, რასაც დედაჩემის კივილი მოჰყვა თან.
-რას აკეთებ გაგიჟდი? როგორ ბედავ საერთოდ?-მეორეჯერ გაიწია დათოსაკენ თუმცა დედაჩემის ხმამ გააშეშა ალბათ მიხვდა, რომ ზედმეტი იყო შემოსულმაც შევამჩნიე, სახეზე სისხლი, რაც სავარაუდოდ ალექსანდრეს ნახელავი იყო.
-შემდეგში აღარ გაბედო მსგავსი სიტყვებით საუბარი, მით უმეტეს აქ შენი ქალიშვილი დგას და როგორ იქცევი საერთოდ არ უფიქრდები?-ამაზე უფრო გაცეცხლდა.
-მარიამ გაეთრიე, ამას ხელი მოკიდე და წადი! ახლავე!-ისე დაიღრიალა ადგილზევე შევხტი. არ ველოდი მისგან ამ სიტყვებს და ვიფიქრე მომესმამეთქი, თუმცა დედაჩემის სიტყვებმა დამიდასტურა.
-რას ამბობ დავით-შეშფოთებულმა ჰკითხა ქალმა-სად უნდა წავიდეს, რას ლაპარაკობ?
-არ მაინტერესებს ადამიანი, რომელიც ღამ-ღამობით სადღაც დაძრწის სახლში კი ვიღაც ახვართან ერთად ბრუნდება და საერთოდ არ სრცხვენია ამის ძალიან სცდება თუ ჰგონია, რომ მისნაირ ოჯახისშემარცხვენელს სახლში გავაჩერებ.
-მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? მაინც რის შემდეგ გაქვს ასეთი უხამსი აზრები ჩემზე? არ მიცნობდე მაინც. აქ წამითაც აღარ გამჩერებელი-ძალიან ავნერვიულდი, სიტყვებს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებდი უბრალოდ რაც პირზე მომადგა პირველი ის მივახალე და ჩემი ოთახისაკენ წავედი თან ალექსანდრეს ხმა მესმოდა.
-შენ რა მამა ხარ? მარიამს რომ არაფერი ეთქვა აქ ისედაც არ გავაჩერებდი.
-შენ ვინ მიგდიხარ ამდენს, რომ მიბედავ?
-ცენზურა ბატონო დავით აქ მარიამია და მის გამო ვიკავებ თავს-სახეზე შეხედა და დაამატა-ვცდილობ მაინც.
შემდეგ რა მოხდა არვიცი უბრალოდ ოთახში შევიკეტე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი რა უნდა მექნა ალბათ, ნინისთან მივიდოდი, შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებდი.
-მარიამ-ალექსანდრეს ხმა მომესმა კარებთან მივედი და გავუღე.
-მაპატიე არ მინდოდა ასე გამოსულიყო-თვალები დავხარე და ჩემოდნისაკენ გავემართე, რომელშიც უკვე ყველაფერი ჩავალაგე და შევკარი, მათ შორის თედოს ტანსაცმელიც.
-შენ არაფერ შუაში ხარ მარიამ, ახლა რას აპირებ? ბარგზე მანიშნა თავით.
-არვიცი ალბათ ნინისთან მივალ შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებ.
-ასე უბრალოდ გიშვებენ სახლიდან?
-ვერ ვაზროვნებ უკვე არაფერი მესმის, მაგრამ ჩემს სიტყვას არ გადავალ ახლავე წავალ აქედან.
-მაპატიე მეც ზედმეტი მომივიდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე.
-არაფერია, დაივიწყე ნეტავ, ეს ყველაფერი სიზმარი იყოს არვიცი არარეალურად მეჩვენება. მე როგორსაც ვიცნობდი ამას არასოდეს მეტყოდა, მაგრამ ვამჩნევდი ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა სასმელსაც მიეძალა და თითქმის მთვრალი მოდიოდა-ჩანთა აიღო და კიბეებზე დაეშვა.
-მომეცი წამოვიღებ.
-არა, არ მინდა ისედაც შეგაწუხე და ჩემი პრობლემები მოგხვიე თავს, თან ისე, რომ საერთოდ არ გიცნობ-მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ მას ისიც კი უამბო, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა. ალექსანდრემ არც კი დააცადა ჩანთა გამოართვა და პირველ სართულზე ჩაიტანა.
-თედო და დედაც ჩემთან ერთად მოდიან.
-მე არ მოვდივარ მარიამ-დედაჩემის ხმა მომესმა, რამაც ადგილზე გამაშეშა.
-აბა აქ აპირებ დარჩენას.
-დიახ.
-რატომ დედა?
-მამაშენს ვერ მივატოვებ თან ასეთ მდგომარეობაში.
-და შენს თავზე საერთოდ არ ფიქრობ?
-და შენ თუ ფიქრობ საერთოდ რამეზე ასე უბრალოდ დგები და მიდიხარ-ნაწილობრივ ისიც მართალი იყო ვხვდებოდი, მაგრამ ჩემს სიტყვას არასოდეს გადავიდოდი, შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ აქ მაინც არ გავჩერდებოდი.

თედოზე არც უკითხავს ისეთი გაოცებული ვიყავი, ასე უეცრად გვაქცია ორივემ ზურგი?
ვფიქრობ რამე სხვა იყო ამ ყოველივეს უკან, მაგრამ რა? ყველანაირ ლოგიკას სცდებოდა.
ალექსანდრე ძალიან დიდი მადლობა არც კი ვიცი რა გითხრა. გარეთ გამოსულმა ვუთხარი და თედოს გაღვიძებას შევეცადე.
-იყოს რატომ აღვიძებ?
-არა, ისედაც შეგაწუხე. ნინიც აქვეა და გადავალთ.
-უკვე ორია საათი მარიამ ყველას ეძინება. დღეს ჩემთან დარჩით.
-არა არა რა სისულელეა.
-მარიამ გადაწყვეტილია უკვე-ბარგი საბარგულში მოათავსა და საჭეს მიუჯდა-არ მოდიხარ? ნუ გეშინია, მარტო ვცხოვრობ.
-მაშინ წამოვალ-მორიდებით დავიკავე წინა სავარძელი.

მისმა სახლმა ნამდვილად გამაოცა. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. იმ ღამით ალექსანდრემ დაგვითმო თავისი ოთახი მან კი მისაღებში მდივანზე დაიძინა. ნეტავ საერთოდ აქ რა მინდოდა, რომ მოვდიოდი სულელი ვარ. არც იი მჯერა რომ ალექსანდრე დევდარიანის სახლში ამოვყავი თავი.

მეორე დღეს ადრიანად გავიღვიძე თედოც გავაღვიძე და ბაღში წავიყვანე, რომელიც ჩემი სკოლიდან საკმაოდ შორს იყო. ათასი შეკითხვა დამისვა პატარამ მე კი მოვატყუე, რომ მშობლები საზღარგარეთ წავიდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ. მანაც კარგიო და ბაღში შევიდა. მე კი სკოლისაკენ გავემართე. ტელეფონი ავიღე ნინისთან დარეკვას ვაპირებდი, როდესაც ჩალურჯებულ სახეს მოვკარი თვალი ტელეფონში მისი დაფარვაც კი დამავიწყდა. ნინის დავურეკე და ვთხოვე თან წამოეღო მიზეზს კი რომ მოვიდოდა მერე ვეტყოდი.

გაოცებული მიყურებდა ამ ამბის მოყოლისას ისიც ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სკოლის შემდეგ ჩემი ბარგი წამოგვეღო ალექსანდრესგან თან ნინის მშობლებიც მივლინებაში წავიდნენ და ცოტა ამოვისუნთქე.
ნინის რომ მოვუყევი ალექსანდრეს შეაახებ თუ როგორ გავყევი ამაზე სულ გაგიჟდა, მაგრამ ისიც მიხვდა რომ ღამით მასთან თუ ვერ მივედი სხვასთან საერთოდ არ მქონდა მისასვლელი.
გაკვეთილების ბოლოს ალექსანდრეს ძებნას შევუდექით სავოლოოდ ეზოში თავის საძმოსთან ერთად იდგა თან ვიღაც გოგოზე ჰქონდა ხელი გადახვეული და ბოოო ხმაზე იცინოდა, როგორ არ მინდოდა მასთან მისვლა გუშინდელის შემდეგ, მით უმეტეს, ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.


------‐-------‐----------


ვიცი ყველას გული დაგწყვიტეთ, მაგრამ ბოლო უაზრო თავის შემდგომ მუზა დამეკარგა. და კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ რომ ამ ნაწარმოების გაგრძელების მსურველებმა მომწერეთ. ჩემი ეს მომართვა ცოტა უცნაურია მაგრამ მაინც. თუ არა და როცა მოვიცლი მე თვითონ გავაგრძელებ ♡ მაგრამ დალოდება მოგიწევთ♡ გყვარობთ♡ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ისტორიისადმი ♡



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგია გაგრძელე

 


№2  offline წევრი თათუ♡

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგია გაგრძელე


მადლობა ♡

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargia, gaagrdzele.

 


№4 სტუმარი სტუმარი Anuna

Saintereso.damajntrige Dzalian..gaagrdzele aucileblad da rac sheidzleba male Dade axali tavi. ^^

 


№5 სტუმარი სტუმარი Nata

Gasgrdzeleeee

 


№6  offline წევრი თათუ♡

სტუმარი Mariamimari
Kargia, gaagrdzele.


♡♡

სტუმარი Anuna
Saintereso.damajntrige Dzalian..gaagrdzele aucileblad da rac sheidzleba male Dade axali tavi. ^^

Madloba rodos davdeb zustad ar vici ♡

სტუმარი Anuna
Saintereso.damajntrige Dzalian..gaagrdzele aucileblad da rac sheidzleba male Dade axali tavi. ^^

სტუმარი Anuna
Saintereso.damajntrige Dzalian..gaagrdzele aucileblad da rac sheidzleba male Dade axali tavi. ^^

Shevecdebi ♡

 


№7 სტუმარი lizi

აუუ მალე დადე რა მომდევნო თავი

 


№8  offline წევრი წერო:)

აუუუ რა კაიიაა
ალექსანდრემ რო უთხრა დათოს ვცდილობ მაინცო (თავის შეკავებაზე) იმდენი ვიცინე გადავბჟირდი ლამის დდდდ

 


№9  offline წევრი თათუ♡

lizi
აუუ მალე დადე რა მომდევნო თავი

შევეცდები ♡

მარიამ კახიძე
აუუუ რა კაიიაა
ალექსანდრემ რო უთხრა დათოს ვცდილობ მაინცო (თავის შეკავებაზე) იმდენი ვიცინე გადავბჟირდი ლამის დდდდ

:))მიხარია თუ მოგწონს და ცოტაოდენ ემოციასაც თუ აღძრავს ♡

 


№10 სტუმარი quennytee

"რომ დავფიქრდი, რატომაც არა შეიძლება, რომ ვცდებოდე და სულაც არ არის ისეთი ადამიანი როგორიც მე წარმომიდგენია." ტიპმა ძალით გადაიკიდა მხარზე, მიიყვანა ფანჯარასთან და ლამის გადააგდო, ელემენტალური შეიძლება შემთხვევით გავარდნოდა ხელიდან. და ეს ყველაფერი რის გამო? იმის გამო, რომ მარიამმა საკუთარი აზრი გამოთქვა, რისი უფლებაც ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამის შემდეგ ამბობს, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი ადამიანი? მეღადავებით?
მდივანი არის საშინელი შეცდომა, ნიშნავს თანამდებობის პირს და არა დივანს. ვერ ვხვდები, რატომ მხვდება ეს შეცდომა ასე ხშირად მოთხრობებში. ელემენტალურია.
და კითხვა 4love-ის მწერლებს, ვინ ხმარობს წოდებით ბრუნვას სახელებთან? პირადად მე, არ გამიგია, არ წამიკითხავს თანამედროვე ლიტერატურაში, სადმე პერსონაჟი წოდებითში მიმართავდეს სხვას, როგორც აქ იყო. მაგ: "სულ როგორ უნდა გამირბოდე მარიამო?!", "ჩემს დანახვაზე სულ გარბიხარ ამაშუკელო." ვერ ავღწერ რამდენად არ მსიამოვნებს, როდესაც კითხვისას მხვდება.
და ბოლოს ყველაფერი, რაც მარიამს თავს დაატყდა, საბოლოო ჯამში, იმიტომ მოხდა, რომ ის და ალექსანდრე დაახლოებულიყვნენ, ეცადე ყველა მომენტში, როცა რაღაც ხდება სულ ალექსანდრე არ დომინირებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან არარეალური იქნება. თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამისი მოძალადე კაცთან დარჩა და არ წავიდა თავის ორ შვილთან ერთად, ძალიან მაცინებს, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ ქალზე უარესებიც არსებობენ.
არ გეწყინოს, რომ შენიშვნებს გაძლევ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ წახვალ, სხვა მხრიდანაც უნდა დაინახო შენი ისტორია. იმედი მაქვს, გაანალიზებ შეცდომებს(თუ შენც შეცდომად თვლი).
წერის ნიჭი აშკარად გაქვს, დახვეწის შემდეგ, საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწევ.
წარმატებები❤

 


№11  offline წევრი თათუ♡

quennytee
"რომ დავფიქრდი, რატომაც არა შეიძლება, რომ ვცდებოდე და სულაც არ არის ისეთი ადამიანი როგორიც მე წარმომიდგენია." ტიპმა ძალით გადაიკიდა მხარზე, მიიყვანა ფანჯარასთან და ლამის გადააგდო, ელემენტალური შეიძლება შემთხვევით გავარდნოდა ხელიდან. და ეს ყველაფერი რის გამო? იმის გამო, რომ მარიამმა საკუთარი აზრი გამოთქვა, რისი უფლებაც ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამის შემდეგ ამბობს, რომ შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი ადამიანი? მეღადავებით?
მდივანი არის საშინელი შეცდომა, ნიშნავს თანამდებობის პირს და არა დივანს. ვერ ვხვდები, რატომ მხვდება ეს შეცდომა ასე ხშირად მოთხრობებში. ელემენტალურია.
და კითხვა 4love-ის მწერლებს, ვინ ხმარობს წოდებით ბრუნვას სახელებთან? პირადად მე, არ გამიგია, არ წამიკითხავს თანამედროვე ლიტერატურაში, სადმე პერსონაჟი წოდებითში მიმართავდეს სხვას, როგორც აქ იყო. მაგ: "სულ როგორ უნდა გამირბოდე მარიამო?!", "ჩემს დანახვაზე სულ გარბიხარ ამაშუკელო." ვერ ავღწერ რამდენად არ მსიამოვნებს, როდესაც კითხვისას მხვდება.
და ბოლოს ყველაფერი, რაც მარიამს თავს დაატყდა, საბოლოო ჯამში, იმიტომ მოხდა, რომ ის და ალექსანდრე დაახლოებულიყვნენ, ეცადე ყველა მომენტში, როცა რაღაც ხდება სულ ალექსანდრე არ დომინირებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან არარეალური იქნება. თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამისი მოძალადე კაცთან დარჩა და არ წავიდა თავის ორ შვილთან ერთად, ძალიან მაცინებს, თუმცა ვაღიარებ, რომ ამ ქალზე უარესებიც არსებობენ.
არ გეწყინოს, რომ შენიშვნებს გაძლევ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ წახვალ, სხვა მხრიდანაც უნდა დაინახო შენი ისტორია. იმედი მაქვს, გაანალიზებ შეცდომებს(თუ შენც შეცდომად თვლი).
წერის ნიჭი აშკარად გაქვს, დახვეწის შემდეგ, საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწევ.
წარმატებები❤



მადლობა დიდი შევეცდები და გამოვასწორებ ყველა შეცდომას ♡ მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის რომ არ დაგეზარა და ყველა იმ შეცდომაზე მიმითოთე რაც მე გამომეპარა ან ელემენტარულად არც დავფიქრებულვარ ♡

 


№12 სტუმარი მმმმ

ძალიან კარგია და ახალი თავიც მალე დადე ????????????❤❤

 


№13  offline წევრი თათუ♡

მმმმ
ძალიან კარგია და ახალი თავიც მალე დადე ????????????❤❤


შევეცდებიი♡♡

 


№14 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუ ძალიან საინტერესოა და გააგრძელე გთხოოვვვვვვ

 


№15 სტუმარი სტუმარი მონიკა

ძალიან საინტერესოააა და გაგრძელებააა როდისსს იქნებაა

 


№16  offline მოდერი ენქეი

არგეპატიება შენ ამდენ ხანს მკითხველის დატოვება უყურადღებოდ :((((

 


№17  offline წევრი მონიკა მონი

როდის დაიდება ახალი თავიი ????????

 


№18  offline წევრი Ele Ni

ამდენი ხანი რატომ არ დადე? არა და საინტერესია როგორ განვითარდება მოვლენები ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent