ცხოვრების გზები (18-23 თავი)
- სასიამოვნოა აქ ყოფნა, სუფთა ჰაერი, ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, გაზაფხულის სურნელი, ეს ყველაფერი მშვენიერია, მეტი რაღა უნდა უნდოდეს ადამიანს, სრული ბედნიერებისთვის?! - სიყვარული. - არ გეთანხმები. სიყვარულის გარეშეც შეიძლება ბედნიერად იცხოვრო. მაგალითად მე, არავინ მიყვარს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ და თან, ასე უფრო ადვილია. - მართალი ხარ, სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო ადვილია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს. შენ შეიძლება კარგად შეასრულო ბედნიერის როლი და მოატყუო სხვა, მაგრამ მე ვერ მომატყუებ ელენე. ახლა გიყურებ და შენში სიყვარულსაც ვხედავ, ტკივილსაც, შიშსაც და უსუსურობასაც. ვხედავ, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ჩემი შიშიც გაქვს. არ მინდა, რომ გეშინოდეს ჩემი. მინდა, რომ სრულიად მენდობოდე და... მისმინე ელენე, მე შენ მიყვარხარ და ამის დამალვა აღარ შემიძლია, მინდა იცოდე, რომ ჩემი გული ახლა მხოლოდ შენთვის ძგერს, მხოლოდ შენთვის და სხვა არავისთვის. არ გთხოვ ჩემთან დაწოლას და არც სხვა შენთვის შეურაწმყოფელ რამეს, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ შენს სიახლოვეს მამყოფო. ყოველ ღამე მინდა შენი ჩახუტებით გამოწვეული სითბო ვიგრძნო და ასე დავიძინო, ყოველ დილით კი შენი მძინარე სახის ყურება მინდა, მეტი არაფერი. შენ შეგიძლია არ გამიმხილო შენი გრძნობები ელენე, არ მიპასუხო, ,,უპასუხო სიყვარული არ ამცირებს ადამიანს, არამედ ამაღლებს მას“ ( ალექსანდრე პუშკინი), მაგრამ იცოდე, რომ მე დანებებას არ ვაპირებ, შენ მხოლოდ ჩემი ხარ ელენე და სხვა არავისი. მიყვარხარ. და მაინც, ყველაზე უარესი ნარკოტიკი სიყვარულია, შენ დამიბრუნე ცხოვრების გემო, ემოციები. ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე, მხოლოდ შენი სახე მომელანდება. შენი სახელის წარმოთქმაც კი ჟრუანტელს მგვრის მთელს ტანში, სასიამოვნოს და რაღაცნაირად აღმაგზნებს. ელენე. ეს ის სახელია, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წამებში წარმოვთქვავ და ამით ბედნიერი გადავიკარგები წყვდიადში.მე... - გეყოფა, არ გააგრძელო, მეტის მოსმენა აღარ შემიძლია, არ შემიძლია ოლივერ, გამიგე. ეს... ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს. მე... მე მართლა ცუდად მხდის ამ თემაზე საუბარი. - ვინმემ გული გატკინა? ყოფილმა შეყვარებულმა? - ამაზე ლაპარაკი არ მინდა. - შენი თანხმობა არც მჭირდება, ამას ისედაც ვხედავ. თითოოროლა ნაბი*ვრის გამო ქალებმა ყველა მამაკაცის ნდობა დაკარგეს. ასეთები არიან ,, თავში ავარდნილი “ ბიჭები, გოგოსთან იმის გამო იწყებენ ურთიერთობას, რომ ის მიიღონ რაც უნდათ, შემდეგ კი ტოვებენ, ისე ვითომც არაფერიო. არ მოგატყუებ და მეც მასეთი ვიყავი ახალგაზრდობაში. - ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო, მან ვერ მიიღო ის რაც უნდოდა და ამიტომ დამშორდა. - დიდი ხანია ერთად აღარ ხართ? - ერთ წელზე მეტია. მითხარი როგორ გაიცანი შენი ყოფილი მეუღლე? - მაპატიე, ამის გახსენება დიდ ტკივილს იწვევს გულში. ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოგიყვები ამის შესახებ, მაშინ როცა დავწყნარდები. ჰამაკზე მწოლიარენი ჰორიზონტს გაჰყურებდნენ, მზე უკვე დასავლეთით გადაწოლილიყო და ჩასასვლელად ემზადებოდა. ოლივერის მკლავზე თავდადებულ ელენეს თვალები ელულებოდა, მზის სხივებმა მოთენთა და შეამსუბუქა მისი სხეული, თუმცა დაძინებაში შიმშილი უშლიდა ხელს. - ძალიან მშია, შენ არ გშია? - მშია, მაგრამ მეგონა გეძინა და არაფერი ვთქვი. - როცა მშია ვერ ვიძინებ - საჭმლის გაკეთება იცი? - კიი, მაგრამ პროდუქტები არ გვაქვს და რითი უნდა გავაკეთო ვახშამი? - საწყობში დაკონსერვებული ხორცი და სხვა რაღაცეები უნდა გვქონდეს, ვნახავ და მოვალ, - ხორცი და სხვა პროდუქტები მალევე გაამზადეს და სუფრას მიუსხდა ორივე. - ღმერთო, რა კარგი სუნი აქვს, მგელივით მშია, - ეზოში მდგარ პატარა, ხის მაგიდას მიუსხდნენ, გოგონა სიტყვებს ვერ პოულობდა, ჭამისგან გამოწვეული ბედნიერება რომ გადმოეცა, ხან ხელებს იქნევდა რაღაცის სათქმელად და ხანაც იცინოდა და კიდევ ერთ ლუკმას იტენიდა ისედაც გამოვსებულ პირში, ბოლოს როგორც იქნა დაიკმაყოფილა ჭამის სურვილი და ლაპარაკი დაიწყო, - ძალიან გემრიელია. აქ ხშიარად მოდიოდი ხოლმე, ოლივერ? - როცა დრო მქონდა მაშინ, თუმცა კვირა არ გავიდოდა აქაურობა რომ არ მენახა. - აქაურობის შესახებ კიდევ ვინიცის? - მე და ჩემმა ძმამ მხოლოდ და ახლა უკვე შენც. ეს სახლი მამამ ააწყო ხის მორებისგან, როცა პატარები ვიყავით. აქაურობას ხშირად ვსტუმრობდით ზაფხულობით, თუმცა იმ დღის შემდეგ რაც მშობლები დაგვეღუპა, პაული ერთხელაც არ ამოსულა. - ძალიან ვწუხვარ. დიდი ხანია რაც მშობლები აღარ გყავს? - 17 წელია. 20 წლის იუბილე გვქონდა მე და პაულს და მშობლების ვიდეო ზარს ველოდებოდით, ამის ნაცვლად კი ოჯახის ადვოკატმა დაგვირეკა და მშობლების გარდაცვალების ამბავი გვაუწყა, ავტო ავარიაში დაიღუპნენ. საშინელება იყო ეს ყველაფერი. - ეგ გრძნობა ნაცნობია ჩემთვისაც, ორი წლის წინ მამა მომიკლეს. - ძალიან ვწუხვარ. - მადლობა. მაპატიე, გუნება გაგიფუჭე და მადა დაგიკარგე. - არაფერია, ისედაც მოვრჩი ჭამას. გინდა გავისეირნოთ? - კიი მინდა. *** უკვე 30 წუთი იყო, რაც ანა ედუარდის კაბინეტში იჯდა და მოთქვამდა, ედუარდი კი ხელზე ნიკაპშემოდებული ამაოდ ელოდა ქალის დამშვიდებას, ბოლოს კიდევ ერთი ჭიქა წყალი მოითხოვა ქალბატონისთვის, იდაყვებს დაეყრდნო და საუბარს შეუდგა. - ძალიან ვწუხვარ თქვენი ქალიშვილის გამო, დამიჯერეთ ჩვენც არანაკლებ ვდარდობთ მასზე, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა, სანამ ოლივერ კენინგს არ ვიპოვით, ვერც ელენეს ვუშველით. - ჩემი შვილი დამნაშავედ გამოაცხადეს. - დიახ ვიცი, მაგრამ ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, როცა ელენეს ვიპოვით და სახლში დავაბრუნებთ, მაგას მერე გავარკვევთ ქალბატონო ანა. მე მართლა მესმის თქვენი, მაგრამ ტირილით და ყვირილით ვერაფერს გახდებით, ახლა მთავარია თქვენ დაწყნარდეთ, სასტუმროში წახვიდეთ, დაისვენოთ და ხვალ მობრძანდეთ ჩვენთან. - ამას ისე მშვიდად მეუბნებით, რომ სურვილი მიჩნდება დაგარტყათ, თქვენ იცით ეს რას ნიშნავს ჩემთვის? შვილები გყაავთ მისტერ ედუარდ და თუ გყავთ ოდესმე დაგიკარგავთ ისინი? - არა მემ. - ხოდა არ იქნება ნაცნობი ეს გრძნობა თქვენთვის. თქვენ გინდათ დამეხმაროთ თუ დანარჩენებივით ჩემ თავიდან მოშორებას ცდილობთ? თუ ასეა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მე ჩუმად არ დავჯდები, არც ტირილს გავაგრძელებ, ისე, როგორც დღეს ვტიროდი, ელენეს რამდენიმე დღეში თუ ვერ ვნახავ, ყველას დაგხოცავთ, - ჩანთა აიღო და კარების გაჯახუნებით კაბინეტიდან გავიდა, ედუარდი გაკვირვებული მიშტერებოდა ცხვირწინ მიხურულ კარს და ვერ გაერკვია ცხადში მოხდა ეს ყველაფერი თუ სიზმარში. 19 - რა ამბებია ჩემი ძმისგან ბერტა, ჩემი ტელეფონი ისმინება და იქნებ შენ დაგიკავშირდა? - არა მისტერ პაულ, ჩემი ტელეფონიც მოსმენის რეჟიმში ჩართეს. ახლა იმას ვნატრობ, რომ არ შეცდეს და მე არ დამირეკოს. - მართალი ხარ. ისე, ეს როგორ გაბედა? გაქცევით საკუთარი თავი აზარალა და არა მარტო საკუთარი, ჩვენ და მთელი კომპანიაც აზარალა, პარტნიორები ჩვენგან მიდიან, ინვესტორებს ვეღარ ვპოულობ, რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო? ასეთი უპასუხისმგებლობა შეიძლება? მისი ამ საქციელით მხოლოდ მისი დანაშაული მტკიცდება და მეტი არაფერი. - მისტერ ოლივერი დამნაშავე არაა მისტერ პაულ, ასე ნუ ამბობთ, ის თქვენი ძმაა, პირიქით უნდა დაეხმაროთ. - ჭკუას ნუ მასწავლი. - უკაცრავად. - როგორ უნდა დავეხმარო, როცა არც კი ვიცი სად არის?! - თქვენ უკეთ იცით სად შეიძლება წასულიყო, ყველაზე ხშირად სად ატარებდა ხოლმე თავისუფალ დროს, ადგილი, რომელიც ყველამ არ იცის? - არ ვიცი, არ მახსენდება... თუმცა არის ერთი ადგილი, სადაც პატარაობისას არდადეგებს ვატარებდით, მშობლებთან ერთა. ერთი კოტეჯი გვაქვს შუაგულ ტყეში, დიდი ალბათობაა ახლა იქ იმყოფებოდეს და ის გოგოც იქ ყავდეს. - თქვენ შეძლებთ ამის შემოწმებას? - შევეცდები. ახლა კი წადი და პრესკომფერენციისთვის ყველაფერი მოაგვარე. - გასაგებია, მისტერ პაულ. 20 ,, მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ, ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი... “ - ყოჩაღ ოლივერ, ქართულად სიმღერა დაგიწყია უკვე, ასე თუ გააგრძელებ მალე ალაპარაკდები კიდეც. - ამ სიმღერას მას მერე ვღიღინებ პირველად რომ მომასმენინე, ძალიან მომწონს. შენს ენას კი დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, შენ თუ დამეხმარებოდი. - დიდი სიამოვნებით, როცა გინდოდეს, - მოულოდნელმა მდუმარებამ დაისადგურა, ამ სიჩუმეში კი მხოლოდ წვიმის ხმა და ჩიტების შორეული ჭიქჭიკი ისმოდა. ორივენი ფიქრებში ჩაძირულიყვნენ და შავ ნისლ შემოხვეულები მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდნენ „ შეძლებდნენ ერთად ყოფნას თუ ვერა“, - ახლა იცი რა მინდა?!... გარეთ გავიდე, წვიმაში, ფეხშიშველი და ცივი, სველი მიწა შევიგრძნო ფეხის თითებით. იცი ოლივერ, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ზეცისგან ნაბოძები წვიმის წვეთებია, ის ყველა ტკივილს რეცხავს ადამიანის გულიდან. - ბავშვობაში ამას ხშირად ვაკეთებდი ხოლმე. - და ახლა რა გიშლის ხელს, რომ იგივე გააკეთო? - გავიზარდე. - ასაკის მომატება სიბერეს არ ნიშნავს, მთავარი შენი კი არა შენი გულის და სულის ასაკია. ერთხელ დასველება არაფერს დაგიშავებს, წამოდი, ნახე რა კარგია, დიდი ხანია არ დავსველებულვარ წვიმაში. - არანორმალური ხარ ელენე, შემოდი თორემ ავად გახდები. - მშიშარა ნუ იქნები ოლივერ კენინგ, წვიმის არ უნდა გეშინოდეს. - მშიშარა არ ვარ. ანგელოზივით ლამაზი და ბავშვივით ლაღი გოგონა კისკისებდა, წვიმის ქვეშ ტრიალებდა და მამაკაცს უხმობდა გარეთ. გვერდზე გადადო საკუთარი „ასაკი“ კენინგმა და გარეთ გავიდა გოგონას დასაჭერად, ის კი იცინოდა და წვიმის წვეთივით უსხლტებოდა მამაკაცს ხელიდან. ღიმილიანი მიაბიჯებდა გოგონასკენ ხელებგაშვერილი, უნდოდა მკლავებში მოექცია ,, მისი ადამიანი“ და მისი ბაგე, ყელი და მხრები დაეკოცნა. იცოდა, რომ ეს მისთვის აკრძალული ხილი იყო და ამ საქციელისთვის ,, მისი ქალღმერთი“ განრისხდებოდა, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, მოულოდნელად მიეჭრა გოგონას და მის მწველ ბაგეს მწყურვალივით დაეწაფა. ცალი ხელი მის გრძელ და რბილ თმაში ჰქონდა შეცურებული, მეორეთი კი მის სხეულს მთელი ძალით იკრავდა ზედ, ეშინოდა ისევ არ გაჰქცეოდა. მის ბაგეს რომ მოსწყდა კიდევ ერთხელ ჰკითხა ის, რაც აქამდე უკვე ეკითხა,- ,, შეძლებდა თუ არა ოდესმე მის შეყვარებას“, - ელენემ კი ამის საპასუხოდ ისე ვნებიანად აკოცა, რომ თითოეულ სათქმელ სიტყვას მნიშვნელობა დაუკარგა. ოლივერის ტუჩები მის შიშველ ყელზე, მკერდსა და მუცელზე კვალს ტოვებდა, მისი სველი თმა კი ამ კვალს შლიდა, ხოლო ელენეს ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს მისი ტუჩები იწოვდა. მალევე მათი სუნთქვაც და გულის ცემაც რიტმული გახდა. მამაკაცის თბილი ხელი გოგონას წელიდან ნელ- ნელა მისი თეძოსკენ მიიწევდა და ნაზი შეხებით ეალერსებოდა მის რბილ კანს. მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს უვლიდა ოლივერის შეხება, სიამოვნებდა მის დაკუნთულ მხრებს ხელს რომ ახებდა და პატარა თითებით მის ხერხემალს რომ მიუყვებოდა. შიში და არაამქვეყნიური ბედნიერება ერთმანეთში არეულიყო და გოგონას თავ- გზას ურევდა. ზღვარს ვეღარ არჩევდნენ ვნების ალმოკიდებულნი. ეს ღამე სულ არაფრით ჰგავდა გასულ ღამეებს, ეს უფრო თავნება და ვნება აშლილი იყო. დროის შეგრძნება უკვე დაჰკარგვოდათ გონება წართმეულთ, ვერც კი მიხვდნენ დილის სუსტმა სინათლემ როგორ შეაღწია მათ ოთახში. გათენებამდე კიდევ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, მაგრამ წვიმის შემდეგ გამოწვეული ნისლი უფრო მეტად აბნელებდა არემარეს. საყვარლებს კოტეჯის ერთ პატარა საძინებელში მშვიდად ეძინათ. ნისლში მოულოდნელი სილუეტი გამოჩნდა, ფრთხილი, ჩუმი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ხის სახლს, შიგადაშიგ ჩერდებოდა, აყურადებდა, მაგრამ გარშემო არაფერი ისმოდა, ბოლოს მაშინ გაჩერდა, როცა საძინებლის ფანჯარას მიუახლოვდა. ისე ფრთხილობდა, თითქოს მტაცებელი თავის სამსხვერპლოს ეპარებოდეს. მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, მისი მომდევნო ნაბიჯი სავალალო აღმოჩნდა მისთვის, მის ფეხქვეშ გატეხილმა ხის ტოტმა ელენე გააღვიძა, მოულოდნელი ხმაურით გამოწვეულმა შიშმა საწოლიდან წამოახტუნა, ფანჯარაში დანახულმა სილუეტმა კი იმდენად შეაკრთო რამდენიმე წამის განმავლობაში ხმის ამოღება გაუჭირდა. ოლივერს არანაირი ხმა არ გაეგონა და ისევ ისე მშვიდად ეძინა, როგორც რამდენიმე წუთის წინ. შეშინებული გოგონა როგორც იქნა მოეგო გონს და მამაკაცის გაღვიძება გადაწყვიტა. - ოლივერ, ოლივერ გაიღვიძე, მგონი აქ ვიღაც არის. - აქ ვერავინ იქნება საყვარელო, ეს ადგილი არავინ იცის, ალბათ მოგეჩვენა, ჩემთან მოდი. - ახლა ამის დრო არ არის ოლივერ, ფანჯარაში სილუეტი დავინახე. - ალბათ რომელიმე ცხოველი იყო, დამშვიდდი და მოდი ჩემთან - ადამიანს ჰგავდა, - სიჩუმეში ისევ გაისმა ხმაური და ამჯერად არა გატეხილი ტოტის, არამედ კარის ჭრიალის ხმა. ეს კი გაიგონა ოლივერმა, საწოლიდან წამოდგა, შარვალი ჩაიცვა და უჯრიდან ,, Rossi R46202" მარკის რევოლვერი ამოიღო. - ტანზე ჩაიცვი და ოთახიდან არ გამოხვიდე. - ოლივერ მეშინია, იარაღი რათ გინდა... - გააკეთე რასაც გეუბნები და ჩუმად იყავი, ოთახიდან არ გამოხვიდე, - დაბნეული და შეშინებული ელენე დაჰყვა მის ნებას, ტანზე ჩაიცვა, მაგრამ დიდი ხანი ადგილზე ვერ გაჩერდა, მალევე მიჰყვა ოლივერს და დერეფანში დაეწია, - აქ რა გინდა? მე რა გითხარი? - მარტო დარჩენის შემეშინდა. - კარგი, ჩემს ზურგს უკან იყავი. - არ ისროლო, გთხოოვ. - დამშვიდდი, - რევოლვერი გადატენა, ელენეს ტუჩის კუთხეში გაუღიმა და სამზარეულოსკენ გადადგა ნაბიჯი, იქით საიდანაც ხმა მოისმოდა. კედელს ზურგით აეკრა და ელენეს ხელით გაჩერება ანიშნა, მოემზადა და სამზარეულოში შევარდა. ელენემ დარტყმის ხმა გაიგო, შემდეგ ვიღაც მთელი სხეულით მიენარცხა კედელს და ოლივერის ხმაც გაიგონა. - ვინ ხარ და აქ რას აკეთებ... ხმა ამოიღე , თუ გინდა კიდევ ერთხელ მოგხვდეს? - დარტყმის ხმამ ისევ მიაღწია ელენეს ყურამდე, ვეღარ მოითმინა და სამზარეულოსკენ ნაბიჯი წადგა. - მოდი აქ, ხმა ამოიღე თუ არ გინდა, რომ ტვინი გაგიხვრიტო. - ოლივერ. - სინათლე აანთე ელენე, ვნახოთ აქ ვინ გვყავს, - ელენემ ჩამრთველი ჩამოსწია და ვოალა! ოლივერის კოპირება დაინახა. ეს პაული იყო, ოლივერის ტყუპისცალი ძმა, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, - ფუ შენი, შენ რა გაგიჟდი? რამის გესროლე. - ვიცოდი, რომ მსგავსს არაფერს გააკეთებდი და ამიტომაც მოვედი ასე. გამარჯობა გოგონა. - გა... გამარჯობა! - ელენე ჯერ კიდევ შეშინებული და გაოგნებული იდგა ფანჯარასთან და ძმებს შეჰყურებდა პირდაღებული. *** - აქ რა ჯანდაბას აკეთებ პაულ? - ელენე სველი ნაჭრით მიუახლოვდა ოლივერს და მის საფეთქელზე ჩამომდინარე სისხლის გაწმენდა დაუწყო, - ისეთი არაფერია ელენე, არაა საჭირო. - უფრალოდ სისხლს მოგწმენდ. - ოჰო! თქვენ როგორ დაახლოებულხართ ერთმანეთთან, ნუთუ თქვენ... - მოკეტე და მიპასუხე, აქ რა ჯანდაბას აკეთებ პაულ. - ვნერვიულობდი თქვენზე, ვიფიქრე რომ აქ იქნებოდით და დახმარება დაგჭირდებოდათ, ხოდა მეც მოვედი. - მადლობა, მაგრამ არაფერი გვჭირდება, ახლა შეგიძლია წახვიდე. - ჩემი სახლიდან მაგდებ? - დიდი ხანია ეს სახლი შენ აღარ გეკუთვნის. - ასე რამ გაგაბრაზა ძამიკო? კარგი მივდივარ, - პაული კარისკენ დაიძრა, სანამ გარეთ გავიდოდა ოლივერმა მკლავით დაიჭირა და დაემუქრა თუ ვინმეს რამეს ეტყოდა და მით უმეტეს პოლიციას ნამდვილად ინანებდა. 21 - გტკივა? - ახლა უკვე აღარ, მადლობა საყვარელო. - შენს ძმას ენდობი? - ბოლომდე არ. უკვე აღარ ვიცი ვის ვენდო და ვის არა. მას იმდენი რაღაც აქვს ჩემთვის გაკეთებული, ცუდი რა თქმა უნდა, რომ ისიც არ გამიკვირდება რამდენიმე საათში პოლიცია რომ დაგვადგეს. მინდა ვენდო, მაგრამ მიჭირს ამის გაკეთება. - და სასტუმროში რომ გკითხე ვინმეზე ეჭვი ხომ არ გაქვს თქო, რატომ არ მითხარი რომ შენს ძმას არ ენდობოდი? - იმიტომ, რომ კიდევ მქონდა და მაქვს მისი იმედი. ამიტომაც ვცდილობ მასზე ბევრი არ ვიფიქრო. - ოლივერ როგორ ფიქრობ, იქნებ პაული... მაპატიე ამას რომ გეუბნები, მაგრამ იქნებ პაული... -დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არაა... უკვე თენდება, გინდა ძილი გავაგრძელოთ?! - არა, ძილი გამიკრთა, შენ თუ გინდა დაიძინე, დაისვენე. - არა, აღარც მე მეძინება... მშია... - საუზმეს მოვამზადებ... *** თავსხმა წვიმაში მამაკაცის უქოლგო სილუეტი მოჩანდა. შავი კლასიკური ფეხსაცმელების ქუსლის რიტმული კაკუნი წვიმის წვეთების წკაპუნს ერთვოდა და შემაძრწუნებელ ხმაურს იწვევდა. სველი თმიდან წვეთები ერთმანეთის მიყოლებით წვეთავდნენ და მამაკაცის ფეხქვეშ მოქცეულ წყლის გუბეს ერთვოდა. მისი დაჟინებული ნაბიჯები ბოლოს მრავალსართულიანი შენობის წინ შეჩერდა რამდენიმე წამით, შუშებიან შენობას თვალი ააყოლა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე რისი გაკეთებაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. კარი შეაღო, შიგნით შევიდა და იქაურობას თვალი მოავლო. ყველა აქეთ- იქეთ დარბოდა, ერთი მეორეს რაღაცას გადასძახებდა, მეორე კი პასუხს უბრუნებდა, ყველგან ფურცლების შრიალის ხმა ისმოდა და ეს იყო ადგილი საიდანაც დაიწყებოდა ყველაფერი. ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა მამაკაცს, მრისხანე თვალები ოდნავ მოჭუტა და თავისი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად პირველივე ჯერზე დანახულ ლურჯხალათიანთან მივიდა ფრაზით ,,- კიდევ გსურთ მკვლელისა და მისი თანამონაწილის დაჭერა?!“ - და ეს იყო პოლიციის ოფიცერი, რომელთანაც პაულ კენინგი მივიდა ,,დახმარების“ მიზნით. 22 - აბა... მითხარით ხვალ მოდითო და მოვედი. არის რამე სიახლე? იპოვეთ ჩემი ქალიშვილი? - სამწუხაროდ ჯერ ვერა ქალბატონო ანა, ველოდებით სიახლეებს. თქვენ დაბრძანდით, რას დალევთ? - ყავას. და რაღას ელოდებით ხომ ვერ მეტყვით? ასე უქმად რატომ სხედხართ? რას აპირებთ, ისხდებით მანამ სანამ ჩემი შვილი არ დარეკავს და დახმარებას არ გთხოვთ? თუ სანამ მის გვამს არ მიაგნებთ სადმე უღრან ტყეში. - დამშვიდდით ქალბატონო ანა, მჯერა, რომ თქვენი ქალიშვილი ცოცხალი და საღსალამათია და ვიმედოვნებ, რომ მალე ვიპოვით. - მე თქვენი იმედოვნება კი არა, თქვენი დახმარება მჭირდება და თუ მშვიდობა გინდათ გააკეთეთ ის რასაც გეუბნებით. - მესმის თქვენი, მაგრამ.... უკაცრავად ამ ზარს უნდა ვუპასუხო... - დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, უპასუხეთ, მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ. - დიდ ბოდიშს გიხდით... ,, გისმენ ჰანს... დარწმუნებული ხაარ?... ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?... კარგი გასაგებია, მადლობა....“ ქალბატონო ანა მინდა გითხრათ, რომ დღეს კარგ ფეხზე ხართ მოსული. - რაა, რა მოხდა, ელენე იპოვეთ? - კიი ვიპოვეთ და ძალიან კარგადაა. - ღმერთო, ძალიან დიდი მადლობა, სად არის, მოჰყავთ? - არა სამწუხაროდ არ მოჰყავთ. ის ჯერ კიდევ ოლივერ კენინგს ჰყავს. ბოდიშით, მაგრამ უნდა წავიდე, თქვენც წამობრძანდით თუ გნებავთ, ოღონდ ჩვენს ბიჭებთ ერთად უნდა იყოთ. - ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვით, ოღონდ ჩემი ქალიშვილი ვნახო. - მაშინ წამობრძანდით. 23 - თითქმის ერთი კვირა გავიდა და ჯერ კიდევ სიმშვიდეა, ე. ი პაულზე შენი ეჭვები უნდა გაქარწყლდეს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ძმას ასე არ გაწირავს. - ღმერთმა ქნას ელენე, მეც მინდა, რომ მის მიმართ ნდობა განვაახლო. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ძმაა და მიყვარს. ელენემ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და დაღვრემილ ოლივერს მუხლზე ჩამოუჯდა. მამაკაცის გული მწუხარებისგან ისე ფეთქავდა და მისი ეს გულის ცემა ისე გარკვევით ესმოდა ელენეს, თითქოს სამყარო დუმდა და ისიც ამ ბაგი- ბუგს აყურადებდა. საყვარლის შემხედვარეს, ელენესაც გადაედო ეს მწუხარება და დარდი, მაგრამ მას ყველაზე მეტად ერთი რაღაც ადარდებდა, აშინებდა მომავალი, რომელიც გარდაუვალი იყო, აშინებდა იის, რომ ადრე თუ გვიან თავის გულისწორთან განშორება მოუწევდა. დუმილმა დიდი ხანი გასტანა, ელენე ვერ ბედავდა ამ საშინელი თემის წამოჭრას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. - ჩვენ რა გველის? - რასთან დაკავშირებით? - ელენეს მოულოდნელმა კითხვამ ფიქრებიდან გამოარკვია ოლივერი, მაგრამ მის აცრემლიანებულ თვალებს როგორც კი შეხვდა მაშინვე ჩაწვდა მისი კითხვის არსს, გულში ჩაიკრა და თმაზე მოეფერა, - ღმერთო ჩემო, მეგონა ამაზე საუბარი არასდროს მოგვიწევდა, მაგრამ მაინც დადგა ეს დღე სამწუხაროდ. - მითხარი რა გველის ჩვენ, - თავი ასწია და ცრემლები მოიწმინდა, - თუ შენს უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებთ, მერე რა იქნება? სულაც არ მინდა ციხეში მოხვდე, მე... მე ვერ გავძლებ ოლივერ, გესმის? ვერ გავძლებ შენს გარეშე, არ შემიძლია, არ მინდა ეს რომ მოხდეს. ან აქ როდემდე ვაპირებთ დარჩენას, - მამაკაცს მკლავებიდან დაუსხლტა და ფეხზე წამოიჭრა ანერვიულებული, ოთახში აქეთ - იქით სიარულს მოჰყვა. ოლივერი ფეხზე წამოდგა და მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ამაოდ, ელენე მამაკაცს ახლოს არ იკარებდა, - არა, არა ნუ მამშვიდებ, დამშვიდება არ მჭირდება. - ელენე დამშვიდდი გთხოვ, იმაზე ნუ ნერვიულობ რაც შეიძლება არც კი მოხდეს. - რაც შეიძლება არც კი მოხდეს, არა? რა შეიძლება არ მოხდეს ოლივერ? ის ხომ ნათელია, რომ ოდესმე აქაც მოგვაგნებენ? ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება ოლივერ. - კი, ვიცი, მაგრამ... - არა, ოლივერ არა. როგორ შეგიძლია თქვა ,, მაგრამ“ , როცა ეს გარდაუვალი მოვლენაა? - მე ოპტიმისტი ვარ. - მეც ვარ ოპტიმისტი, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალისტურად ვაზროვნებ. მარტო მინდა ყოფნა, შენი ნებართვით ოთახში გავალ. - ელენე. - გთხოვ ცოტა დრო მომეცი... *** - შეიძლება შემოვიდე? ელენე, გძინავს? ოთახში შემოვდივარ, - საწოლზე გვერდულად იწვა და ფანჯარაში იყურებოდა. ოლივერის შემოსვლას ყურადღება არ მიაქცია, თითქოს არც კი გაეგონა მისი ფეხის ხმა. არც მაშინ განძრეულა, როცა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, სარკმლისთვის თვალი არ მოუშორებია, - საყვარელო, კარგად ხარ? ვღელავ შენზე, - არაფერი უპასუხია მისთვის, მხოლოდ განმგმირავი მზერა ესროლა მამაკაცს და გვერდი მოინაცვლა, - ისევ ბრაზობ ჩემზე არა? ნუთუ საერთოდ არაფერს მეტყვი? - ხმა ისევ არ ამოუღია, მდუმარედ იწვა და კედელს აშტერდებოდა, - ღმერთო ჩემო, აღარ შემიძლია მეტის ატანა, - ცოტა ხანს უყურა თავის გულის სწორს, შემდეგ კი გვერდზე მიუწვა, ცალი ხელი მის წვრილ წელს მოხვია, მეორე კი მის თავქვეშ შეაცურა და ჩაეხუტა, - მაპატიე ძვირფასო, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე დავიწყე და მევე დავასრულებ, ისე რომ ზიანი არ მოგადგეს. ძალიან მიყვახარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.