შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა დანარჩენი.. არ გვინდა


30-08-2019, 14:32
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 348

ფეთქავს გული ძგერს ისე როგორც მაღვიძარა
დაცემული დღე გუშინ, კვლავ ფეხზე წამომდგარა
დგახარ ჩემს წინ შენ, იცი?! უკვე არ გელოდი,
ისევ გაშლის ფრთებს შენთვის ტურფა ანგელოზი..

სადღაც მიდის გზა.. როგორ აირია გზები,
მე ვერ ვხვდები რად, მაგრამ მიყვარდები,
გაჩერდება დრო, ჩვენთვის ღმერთის სწორი,
და მეგეტყვი შენ.. რატომ მომეწონე..

ციფერბლატის ხაზს არღვევს ბედის მკრთალი ხაზი,
მე ვერ ვხედავ აქ, ბრმა ვარ, ბედის მონახაზებს,
წამიყვანე იქ.. შენთან.. სადაც გუშინ წვიმდა,
შენ ხარ ჩემი გზა.. ბნელში ვარდად განაწვიმი..

გიყურებ და გთხოვ.. იცი, შენთან მინდა..
მომაკითხა კვლავ ბნელლში სულმა წმინდამ,
დასრულდება დრო.. მე მერქმევა შენი..
კოცნა იყოს, გთხოვ.. ლექსის განაჩენი...

ეძღვნება დიდი სიყვარულით ლეას - ადამიანს, რომელმაც გული მაპოვნინა blush



№1  offline წევრი ლეა

ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა,როგორ გადმომეცა ჩემი გრძნობები...სუნთქვა შემეკვრა,გული ამიჩქარდა,სიტყვები არ მყოფნის...შენით ვამაყობ, ბედნიერი ვარ.მადლობა თითოეული სიტყვისთვის,ემოციისთვის,რომელსაც მჩუქნი... და ჰო, მე შენს გულისცემას ვგრძნობ))

 


№2  offline წევრი luana

მოეხმარეთ ლაზოს
აპოვნინეთ გული,
იძებნება ხალხო
დაკარგული გული.

ეკალზე მურმანი ნუ გაგახსენდება,
ვარდს ხედავ რამდენად ამშვენებს ისრები,
ნუ იტყვი ზედმეტად ახლოს რომ მოვსულვარ,
გავუყოფ სულ ყველას მე შენ თავს მშვიდობით.

ეგოისტად სიყვარული? კი, მჩვევია,
ეგოისტმა საყვარელიც შევიძულე,
მაგრამ ვიცი, ვის ვეჯიბრო, ვის ვედარო,
თუ იფიქრე მაწყენინე, დაივიწყე.

მაგრამ თუკი შეიყვარებ შენ სხვის იებს,
და სხვის ტიტებს გაუგზავნი შენს წრფელ გრძნობას,
კი მოვუვლი, კი მივხედავ, კი ვიზრუნებ.
მაგრამ ვარდი შენ ლოდინში დამიჭკნება.

უპოვნია ლაზოს
დაკარგულო გული,
ნუღარ ეძებთ ხალხო,
ნაპოვნია გული.

პი.ეს. ჩვენ ორს გვეხება.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლეა
ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა,როგორ გადმომეცა ჩემი გრძნობები...სუნთქვა შემეკვრა,გული ამიჩქარდა,სიტყვები არ მყოფნის...შენით ვამაყობ, ბედნიერი ვარ.მადლობა თითოეული სიტყვისთვის,ემოციისთვის,რომელსაც მჩუქნი... და ჰო, მე შენს გულისცემას ვგრძნობ))


ვერავითარი მადლობა ვერ გადმოსცემს იმ ბედნიერებას, ახლა რომ ვგრძნობ, შენი წყალობით.. ჯერ არავინ მოსულა ჩემს სულთან ასე შორიდან ასე ახლო ჩემს გადასარჩენად.
მე არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ამას გამართლება ეწოდოს.. ვგრძნობ, ჩემში ფეთქავს შენი სურნელი და ახალი სიცოცხლით მავსებს..
აღდგომა ახლოვდება...

luana
მოეხმარეთ ლაზოს
აპოვნინეთ გული,
იძებნება ხალხო
დაკარგული გული.

ეკალზე მურმანი ნუ გაგახსენდება,
ვარდს ხედავ რამდენად ამშვენებს ისრები,
ნუ იტყვი ზედმეტად ახლოს რომ მოვსულვარ,
გავუყოფ სულ ყველას მე შენ თავს მშვიდობით.

ეგოისტად სიყვარული? კი, მჩვევია,
ეგოისტმა საყვარელიც შევიძულე,
მაგრამ ვიცი, ვის ვეჯიბრო, ვის ვედარო,
თუ იფიქრე მაწყენინე, დაივიწყე.

მაგრამ თუკი შეიყვარებ შენ სხვის იებს,
და სხვის ტიტებს გაუგზავნი შენს წრფელ გრძნობას,
კი მოვუვლი, კი მივხედავ, კი ვიზრუნებ.
მაგრამ ვარდი შენ ლოდინში დამიჭკნება.

უპოვნია ლაზოს
დაკარგულო გული,
ნუღარ ეძებთ ხალხო,
ნაპოვნია გული.

პი.ეს. ჩვენ ორს გვეხება.


ვგონებ რაც ზეცით კურთხეულმა, წყალი გვიბოძა,
იმ დღიდან ასცდა ყველა ყვავილს ბედი დაჭკნობის,
და იმ ედემში შემოქმედი ვიქნები როცა,
თავად გადავწყვეტ როდის ვინ არს ღირსი დაპყრობის..

მე შენს წყაროსთან არაერთხელ ჩამოვიარე,
გულქვა ეკლებმა სულ დამსუსხეს, არრა მაცალეს,
გზით გადაღლილ მგზავრს წყალიც კი არ გამიზიარეს
და რაც თან მქონდა წამართვეს და ისიც დაცალეს..

ჰო.. მივემთხვიე რა უმორცხვესს ენა დაება,
დიდ ხანს ეძებდნენ დიდი ჰქონდათ გზები სავალი,
მაგრამ ეს გული სწორედ მის თბილ სიტყვებს დანებდა,
მის ლურჯ ყვავილში ყპოვა გულმა გამოსავალი..

და გავაღმერთებ იმ უმორცხვესს ყველამ იცოდეს,
დაე ვარდებმაც, თუნდაც ხათრით, თავი დახარონ,
რომ ჩემს მზის სხივებს მიეჩვიე, მინდა იცოდე,
რომ ჩემი გული მას ეკუთვნის.. ვარდო ახალო..

 


№4  offline წევრი luana

არ ვიცოდი მიხარიხართ :დ დიდი სიყვარული თქვენ ჩემგან <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
არ ვიცოდი მიხარიხართ :დ დიდი სიყვარული თქვენ ჩემგან <3


გაიხარე )) უღრმესი მადლობა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent