შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( ნაწილი მეცხრე )


30-09-2019, 01:36
ავტორი Likuna1998
ნანახია 1 850

უეცრად საშინელი ტკივილი ვიგრძენი რომელმაც მთელს სხეულში გაიარა და რამოდენიმე წამით გაგრძელდა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.ცოტა ხანში დათო სასუსნავებით და ლუდებით ჩვენთან დაბრუნდა და ჩემთან საუბარი წამოიწყო.
-ნიკა თუ 3 ლელოს დადებს,შეურიგდები?
-მორჩი ცანცარს!
თვალები ავუტრიალე და გამეღიმა.
ამასობაში თამაშიც დაიწყო.ჩემი მზერა სტადიონისკენ იყო მიპყრობილი,თუმცა ცუდი ამინდისა და ცუდი განათების გამო მხედველობა შეზღუდული იყო და მხოლოდ მკრთალად ვხედავდი ნიკას და მის გუნდელებს.ვიყურებდი მათ,თუმცა გონებით სხვაგან ვიყავი და საერთოდ არ მაინტერესებდა როგორ წარიმართებოდა თამაში.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თავი კვლავ ცუდად ვიგრძენი.სანამ მორაგბეები ისვენებდნენ სკამიდან წამოვდექი და მარის ვუთხარი
-საპირფარეშოში გავალ და მალე დავბრუნდები
ჩანთა ავიღე და მაყურებლებთა შორის ბოდიშების მოხდით გავიარე.წამიერად შევჩერდი.
არვიცი რატომ.მაგრამ თითქოს უკნიდან საზიზღარი მზერა ვიგრძენი,რომელიც პირდაპირ ჩემსკენ იყო მომართული და არ მშორდებოდა.შევტრიალდი და ალბათ ჩემს გვერდით მდგომ ქალს ხელი რომ არ წაევლო ჩემთვის,იქვე გონებას დავკარგავდი.
ეს ნამდვილად გიორგი იყო და ეს ნამდვილად ჩემს თავს ხდებოდა.
საშინელმა კანკალმა ამიტანა.მას ჩემთან რამოდენიმე სკამი აშორებდა.იდგა და მიყურებდა.მიყურებდა საზიზღარი ცივი მზერით,რომელიც პირდაპირ გულში მხვდებოდა და ეს კიდევ უარესად მხდიდა.სასწრაფოდ თავი შემოვატრიალე და მაყურებელთა შორის სწრაფად გავიარე.
იქვე მდგომ საპირფარეშოში შევვარდი.სარკეში ჩავიხედე სახე აწითლებული მქონდა,თვალები შეშინებული.რამოდენიმე წამით გაშეშებული ვიდექი და უბრალოდ სარკეში ვიყურებოდი.შემდეგ ცივი წყალი შევისხი მაგრამ უშედეგოდ.ჩემი სახე კვლავინდებურად ისე გამიყურებოდა!
დაახლოებით 10-15 წუთში გამოვედი და დათოს და მარის მიმართულებით წავედი.ერთადერთი რაც შევამჩნიე ის იყო,რომ მორაგბეები საკუთარი პოზიციებზე უკვე განლაგებულიყვნენ და მეორე ტამის დაწყებას ელოდებოდნენ.სხვა არაფერი შემიმჩნევია,თავი დავხარე და ასე გავიარე რამდენიმე მეტრი.თავის აწევა არმინდოდა,რადგან ვიცოდი თვალებით ისევ გიორგის სასტიკ და ცივ მზერას წავაწყდებოდი.თუმცა ვერ შევძელი! მე ხომ ასეთი სუსტი ვარ!როდესაც ვიგრძენი რომ იმ ადგილას უნდა ჩამევლო,სადაც გიორგი იდგა,თავი მაინც ავწიე და მზერა მისკენ გავაპარე.მაგრამ ის იქ აღარ იყო.
ჩემს ადგილს დავუბრუნდი.ჩემი მდგომარეობა მარის არ გამოჰპარვია და რამოდენიმეჯერ მკითხა რა მჭირდა და თავს როგორ ვგრძნობდი.მაგრამ ღიმილით ვპასუხობდი რომ კარგად ვიყავი.
ამ ადგილას გაჩერება აღარ შემეძლო,ვგრძნობდი სუნთქვა როგორ მეკვრებოდა.
ჩემს თავთან ლაპარაკი დავიწყე,მივხვდი აქ გიორგი იმიტომ იყო,რომ ბექას თამაშსს დასწრებოდა.ნიკა და ბექა ხომ ერთ გუნდში იყვნენ,მე კი ვერც წარმოვიდგენდი თუ სტადიონზე ბექაც იქნებოდა რადგან რამოდენიმე კვირის წინ შემთხვევით გავიგე რომ ფეხი იღრძო და თამაშს ვეღარ აგრძელებდა.
თამაში ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა.ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა ეს საზიზღარი წუთები,რომელიც უკვე საუკუნეებად მეჩვენებოდა და როდის წავიდოდი სახლში.
"ნეტავ გოირგი თუ ისევ იქ დგას,ნეტავ რა იგრძნო ჩემს დანახვისას,რატომ მიყურებდა ასე?"
კითხვები თავს არ მანებებდა,ეს გამომეტყველებაზეც მეტყობოდა.საშინლად არეული თვალები მქონდა და ვგრძნობდი როგორ მიხურდა სახე.
ბოლო 1 წუთზე ნიკამ მართლაც დადო მესამე ლელო და თამაში დასრულდა.თუმცა სანამ გუნდებს შორის დამშვიდობების "ცერემონია" დაიწყებოდა,მიკროფონში ბოხი ხმა გავიგონეთ,ეს უცნობი ხმა,რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია.ჩემთვის საერთოდ არ იყო უცნობი.
-რას აკეთებს?
სკამიდან წამოვხტი და სახეზე ელდა მეცა.როცა ნიკა მიკროფონით ხელში დავინახე,რომელსაც მზერა პირდაპირ ჩემსკენ ჰქონდა მომართული.თვალებდაძაბული ვცდილობდი გამერჩია რა ხდებოდა. თითი მიკროფონს რამოდენიმეჯერ დაარტყა იმის შესამოწმებლად,ნამდვილად გავიგებდით თუ არა მის ხმას...
-გამარჯობათ მეგობრებო!
გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა.
ყველამ ყურადღებით მოსმენა დაიწყო.
-პირველ რიგში ყველა გულშემატკივარს გიხდით მადლობას,მიუხედავად ამინდისა მაინც რომ მობრძანდით ,გვიყურეთ და ისიამოვნეთ.რომ არა თქვენ და თქვენი ემოციური შეძახილები,გამხნევებები,ჩვენ ამ თამაშს ალბათ ვერც მოვიგებდით.თქვენ ამაში დიდი წვლილი მიგიძღვით.
ვგრძნობდი,ნელ ნელა ძალა მეცლებოდა და სადაცაა იქვე სკამთან უნდა დავვარდნილიყავი.
-ჰო,სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მთავარზე გადავალ.თქვენს შორის არის ერთი გოგონა,რომელიც დღეს, ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული იყო და მხოლოდ მისთვის გავაკეთე ყველაფერი,რაც გავაკეთე.
მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას,რომ საუბარი ჩემზე იყო.თვალებში ცეცხლი მენთებოდა.მარის განრისხებულმა გადავხედე.ახლა მივხვდი,რის გამოც მოითხოვდა ასე დაჟინებით ჩემს წამოსვლას!
-გთხოვ,სტადიონზე შემოხვიდე.
გულშემატკივრებმა თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყეს.ალბათ ფიქრობდნენ,ვინ იყო ის ბედნიერი გოგონა,რომელიც სტადიონზე უნდა გასულიყო ღიმილით და აღტაცებული თვალებით.
მარიმ მხარი მკრა და წინ გამადგო.
უეცრად დავიბენი,ერთი წამით თვალებში დამიბნელდა,ძალა გამოცდილი მქონდა და არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა! სტადიონისკენ გეზი ავიღე,ფეხები კი უკან მრჩებოდა.
თანდათან კვლავ იმ წყეული სკამისკენ ვაპარებდი თვალს,სადაც გიორგი იდგა.
და ის იქ იყო..
ფეხზე იდგა. სწორედ ამ დროს მისი და ჩემი თვალები ერთმანეთს კვლავ შეეჯახნენ.მაგრამ მის თვალებში ახლა უკვე მრისხანებას ვკითხულობდი,რომელიც ვერ ჩერდებოდა.ადგილს ვერ პოულობდა.თავს აქეთ იქეთ აქნევდა.ვგრძნობდი როგორი აღელვებული და აფორიაქებული იფშვნეტდა ხელებს და მზერას არ მაცილებდა.
სტადიონზე შევედი.ნიკამ თვალებით მანიშნა" აქ მოდიო " და მეც,ჭკვიანი ძაღლივით დავემორჩილე და "გვერდი დავუმშვენე "
-ეს ის ადამიანია,ვისზეც ვსაუბრობდი
მაყურებლები აღფრთოვანებულები უკრავდნენ ტაშს! რატომ? - არ ვიცი
ყველა მე მომშტერებოდა.
ნიკას თვალებით ვანიშნებდი რომ სისულელე არ გაეკეთებინა.მაგრამ ის ზედ არ მიყურებდა.ამას სპეციალურად აკეთებდა,არ უნდოდა ჩემს თვალებში ჩახედვა,რადგან იცოდა,იქ რასაც ამოიკითხავდა.მზერა მაყურებლებისკენ ჰქონდა მიმართული და მათ შეძახილებს სიამოვნებით უსმენდა.
-ეს ადამიანი ჩემთვის ყველაფერია,მე მისით ვცხოვრობ.ჩვენ დიდი ხნის მეგობრები და შემდეგ შეყვარებულები ვართ.ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის,ერთმანეთი გვიყვარს და ერთმანეთს ვგრძნობთ.ძნელია გადმოვცე სიტყვებით ჩემი მისდამი გრძნობები..
ის არ წყვეტდა საუბარს,თუ როგორი მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი მის ცხოვრებაში ,საუბრობდა გაუჩერებლად,რომ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა! ეს ხომ სპექტაკლი იყო? დადგმული სპექტაკლი! სინამდვილეში მე ის არ მიყვარდა და ამ საქციელებით თავს უარესად მაზიზღებდა! ვიცი,ტალახის სროლის ღირსი ვიყავი მაგრამ მე ის მეზიზღებოდა! მეზიზღებოდა ამხელა სპექტაკლის დადგმის გამო,თავს იჭრიდა და თავს მჭრიდა.
-ამ ყველაფრის შემდეგ დადგა ის მთავარი მომენტი,რის გამოც მივიქციე თქვენი ყურადღება.
ამ დროს სტადიონზე პატარა ბიჭმა შემოირბინა და ნიკას რაღაც მიაწოდა.
დრო ვიხელთე და გიორგისკენ კვლავ მივაპყარი მზერა,რომელიც წინა რიგებში წამოსულიყო და სადაცაა ალბათ სტადიონზე შემოვარდებოდა- ამას ვგრძობდი.
და მერე იყო მომენტი,რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად მძულს
-გახდები ჩემი მეუღლე?
მან სტადიონზე დამიჩოქა,და ყველას თვალწინ ხელი მთხოვა.
მე მისთვის საერთოდ არ შემიხედავს,მზერა კვლავ გიორგისკენ მქონდა მიპყრობილი,რომელსაც სტადიონზე შემოჭრა უნდოდა,თუმცა ეს არავის შეუმჩნევია,ჩემს გარდა.მისმა მეგობარმა ხელი წაავლო და კვლავ უკან დასწია.
ჩემს წინ დაჩოქილი ნიკასთვის ზედაც არ შემიხედია,გონებას ვკარგავდი.მაგრამ გონების დაკარგვის საშუალებასაც არ მაძლევდა! სიკვდილი მინდოდა,მაგრამ სიკვდილის საშუალებასაც არ მაძლევდა!
-გახდები ჩემი მეუღლე?
მეორედ გამიმეორა და ამჯერად ხელი მაგრად მომიჭირა ,რომ გონებაზე მოვეყვანე.
მე მას თვალებში ჩავხედე.თუმცა მის თვალებში ვერაფერ საინტერესოს ვერ გადავაწყდი.ჩემს თვალებში კი აშკარად კითხულობდა,როგორ ძლიერად მძულდა ის.მაგრამ ამის დაჯერება არ უნდოდა.მას ჩემი ცოლობა უნდოდა და მორჩა! ამასაც განგებ აკეთებდა.
ჩვენი უერთიერთობა უკვე დამთავრებული იყო.მაგრამ ამის არ სჯეროდა და სწორედ ამიტომ ხალხის თანდასწრებით ცდილობდა ჩემი დაგლეჯილი გულის უარესად დაგლეჯვას და ხელს მთხოვდა.
რთულია გადმოვცე იმ დროს რასაც ვგრძნობდი.თითქოს ასტრალში ვიყავი.
ყველა მე მომშტერებოდა და ისინი ელოდებოდნენ,როდის ვიტყოდი ბედნიერი და გახარებული რომ კი,მე თანახმა ვიყაავი.მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელი იყო? მე ის არმიყვრდა. მე სხვა მიყვარდა. და მას ცოლად როგორ გავყვებოდი? ეს წამითაც კი არ მიფიქრია. ჩემს თავში აზრების დალაგებას ვცდილობდი,ეს იმაზე სწრაფად უნდა გამეკეთებინა,ვიდრე შეიძლებოდა.ირგვლივ ხალხის ნაკადი, მათ შორის ჩემი ცხოვრების სიყვარული გიორგი! წინ კი დაჩოქილი,ყოფილი შეყვარებული რომელიც სამუდამო სიყვარულს მეფიცებოდა.იცით,ის მაზოხისტურად იქცეოდა.აზრებს ვერ ვალაგებდი და ჩემდა უნებურად საბოლოოდ ხმა ამოვიღე
-მე თანახმა არ ვარ,იმიტომ,რომ არ მიყვარხარ, და ეს შენც იცი რომ არ მიყვარხარ! ჩვენ ერთმანეთს დავშორდით,რა საჭიროა ამხელა სპექტაკლების დადგმა და ყველას მოტყუება რომ ვითომ ერთად ვართ? სინამდვილეში ეს ასე არ არის.ჩვენ დავშორდით და ეს შენც კარგად იცი..
სიბრაზისკან ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი,თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი და ნელ-ნელა ჩემში ყველანაირი ემოცია იღვიძებდა.მზერა პირდაპირ გიორგისკენ მქონდა მიპყრობილი და რასაც ვამბობდი,სინამდვილეში მხოლოდ მისთვის ვამბობდი! მხოლოდ მას მინდოდა რომ გაეგო ეს სიტყვები.
-მე შენ ცოლად არასდროს გამოგყვები,იმიტომ რომ არ მიყვარხარ. მე სხვა ადამიანი მიყვარს!
ვუთხარი და მთელი ძალღონე მოვიკრიბე რომ სტადიონიდან რაც შეიძლება სწრაფად გავქცეულიყავი.ისე რომ ვერავის შეძლებოდა უკან გამოყოლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent