თმენის ვალდებულება - VI
დილა სამყაროს ყველაზე ლამაზი სანახაობა, ვუყურებ როგორ მოგორავს მზე მთის წვერზე და მეღიმება, უნებურად ვიღიმი, არ ვიცი რატომ. ჩემი ეს მდგომარეობა მომწონს, სახლის მეორე სართულზე ვარ, სოფლის ცნობისმოყვარე თვალები ვერ შემამჩნევენ, მარტო ცა მე ხილის ჩაი. მოვსვი, გათბა. მერე მოვხრიპე ხმაურით და გამეცინა, არა ასე არ ვსვამ ხოლმე, მაგრამ არის მომენტები როდესაც შენ თავს ასაკის და ყველაფრის მიუხედავად სისულელის უფლებას აძლევ, ანაფორა არ მაცვია, მეტიც წელზემოთ შიშველი ვარ და ბუნებით ვტკბები, სამაგიეროთ ბუნებას მე ვატკობ, ხიბლში ვვარდები? ოხ რა საოცარია ცხოვრება, მერე ღიღინს ვიწყებ, ფეხს ვათამაშებ, მეც ვგიჟდები, ყველა გიჟია ამ სოფელში და მე რა დავაშავე? მაგრამ სოფლის კეკელა კეკე მოდის, ძროხების მთელი ჯგუფი აქ არის, ლაყუაც, კატაც, თეთრი ბატებიც, ხელში ჯოხი დაუჭერია, ნაწნავი გადმოუგდია და თეთრი ყითელყვავილებიანი კაბა ჩაუცვამს. ისიც მღერის, რაღაცას, მერე ჰაერში ხტება. არა ამას უფრო მეტად გარეკილი აქვს, ჩემზე მეტად, რა შედარებაა, მაგრამ ისეთ დღეშია დასაბმელი რომ არ არის მიკვირს, ჩემ სახლთან ჩერდება, იყურება, მერე თავს წევს კარისკენ, ვერაფერს ხედავს, ვერ დამინახავს, მერე მოულოდნელად პირჯვარს იწერს და გზას აგრძელებს. უფალო შენ შეუნდე, შემინდე მეც და სანამ ამ სოფელში წმინდანად შემრაცხავენ ჩემი სასწაულების გამო ჯობს გავასწო. -ჩემი დიდ ტრა--კიანი გოგო ხარ შენ- კივის კეკე და ხელს ძროხას ურტყამს უკანალზე, მოკლედ უკანა ფეხზე, ჩაის პირიდან შადრევანივით ვაფრქვევ და ხმამაღლა რომ არ გამომივიდეს პირზე ხელს ვიფარებ, ოდნავ მოშორებით კიდევ ჩერდება, თეთრ ბატს კისერში ხელს ავლებს და ჰაერში აყავს, მერე აკანკალებს და თავზე კოცნის, ლაყუა ეჭვიანობს და ბატს ფთაში ექაჩება, სანახაობა მალე სრულდება რადგან სიგიჟის ეს ხაზი, გზის იმ ნაწილთან ერთად სრულდება რაც ამ სახლიდან ჩანს. სახურავზე მანამ ვარ სანამ უკანა გზაზე მომავალ კეკეს არ ვხედავ, ახლა მარტო ბატები, კატა, ლაყუა და თვითონაა. ძროხები დატოვა ალბათ, ისევ ჩერდება ჩემ კართან, ისევ იწერს პირჯვარს და გზას აგრძელებს, საპოვნელას მღერის, საოცრად ტკბილი ხმა აქვს, ისეთი რომ ჟრუანტელმა დაგიაროს, ხო და გეგმა დასახულია, ბუნებას ნაწყენს ვტოვებ და ჩასაცმელად ქვემოთ ჩავდივარ. ანაფორა გადავიცვი და ნეტარი სახით სოფლის გზას დავადექი, იქვე თემურის გავხედე, თავი დავუკარი და გავძახე -დახმარება ხომ არ გინდათ? თემურიმ წარბები შეკრა და გაოგნებისგან პირი გააღო -არა, მამაო, გეიხარე საღამოს კეკე ტაძარში დავიბარე, მონარნარდა, უცნაურად გამომხედა, მისი პატარა უცოდველი სახით დავტკბი, თვალიც შევავლე და კაბაც მომეწონა, არა ნიჭი აქვს, მაგრამ მოდისგან შორს ვარ. -რატომ დამიძახე მამაო?- მკითხა და ცოტა კილოც ჩართო -კეკე მღერით თქვენ? -დიახ, მამაო, მარა სიმღერა ქვია მაგას? -შეგიძლიათ იგალობოთ ტაძარში? -რას ამბობ მამაო? -რატომ? -მრევლი კი არა ანგელოზიც არ დარჩება ტაძარში მე რომ სიმღერა დავიწყო. -ისედაც არ არის მრევლი ტაძარში- ვპასუხობ სიცილით -უხერხულში მაგდებთ მამაო. -რას გთხოვ კეკე შეუძლებელს? -რას მამაო და სიმღერას. -უარს მეუბნები კეკე? -ვერა მამაო. -გთხოვ კეკე- ვამბობ ისეთი ხმით რომ ტანში ჟრუანტელი მოვლის -რა ვიგალობო მამაო? -იცი რამე? -უნდა ამყვეთ -ვერა. -მაშინ არა. -ბევრი ხმა უნდა მაგას -დავუძახოთ სოფელს? -აუჰ -დაიწყეთ,თორემ უარს ვიტყვი ხმას ვიყენებ და გალობას ვიწყებ, ღმერთო მაპატიე, მაგრამ ტაძრის დამსახურებით ჩემი ხმა მეტად სასიამოვნოდ ისმის და მეც მიკვირს, კეკეს სქელი ტუჩები ეპობა და სიმღერას იწყებს, ვშეშდები, ხმას ვეღარ ვიღებ და რეალობაში თავადვე მაბრუნებს -მარტო მე მამაო? -არა აგყვებით, კარგი ხმა გაქვთ კეკე. -მარცხვენ მამაო.- გახლართა თითები ერთმანეთში და თავი დახარა იმდენი ვიგალობე, სანამ ტანჟი ჟრუანტელის დავლა არ დასრულდა, კეკემ მომნუსხა, ძალიან ლამაზი და უცოდველი იყო, ამ ბოროტ სამყაროში -მოვრჩით?- მკითხა სასაცილოდ -დიახ, ხვალ გავაგრძელოთ -მამაო. -დიახ კეკე. -სერიალს ვუყურებ და ცოდვა არის ხომ ეგ? -უხ, რას ამბობთ? -არ არის იმნაირი თქვენ რომ გგონიათ, არ ლოშნიან ერთმანეთ, ღმერთო მაპატიე რას ვამბობ- გადაიწერა პირჯვარი -რა სერიალია ასეთი? -თურქულია მამაო -აუ!- ცოტა ხმამაღლა მომივიდა -პატიოსანი ხალხია მამაო -სხვა რწმენის. - ვამატებ დინჯად -ხო და ქართველები რომ თარგმნიან იმათ ღმერთს არ ახსენებს. -მაგ კარგია, მაგრამ ეცადეთ შეეშვათ სერიალებს. -მართლა მამაო?- მიყურებს საცოდავი სახით -დიახ კეკე. -მალე დამთავრდება. -კეკე! -დედა რა მკაცრი ყოფილხართ მამაო შევიფერე, მხრებში გავიმართე და რომ წავიდა მერე დავფიქრდი რა ძალა აქვს სერიალებს ამ გოგოსთვის ამ მიყურუებულ სოფელში, რატომ ჩავაგდე ცოდვაში. მეორე დღეს კეკე ისევ საგალობლად მოდის -აბა კეკე. -დედა, მამაო ასე უნდა ვიღნავლოთ მარტო ჩვენ? -კეკე ნუ სცოდავთ. -მაპატიე ღმერთო, ხომ იცი რომ მიყვარხარ.- ბურტყუნებს გოგო -აბა დაანებე სერიალებს თავი, უყურე გუშინ? -არა მამაო -ყოჩაღ, არ გაგიჭირდა ხომ? -სხა რა გზა იყო? -რატომ? -არ იყო გუშინ ახალი სერია, მერე გამოვა, იმ კვირაში. მაგრამ მამაო, უნდა ვხატო. -რა? -ხომ გავალ გამოცდაზე, რანაირად არ ვიცი, მარა გავალ. -დაგეხმარები- რა ჯანდაბამ მათქმევინა -რანაირად მამაო? -ჩემ მეგობარს ვეტყვი და მანქანით წაგიყვანთ ქალაქში გამოცდაზე. -გადვირევი მამაო. -არ გადაირიო კაცო- მეღიმება -ჩემი მამაო ხარ შენ- მორბის და მეხვევა, ტანჟი ისევ ჟრუანტელი მივლის და ცხვირით თმაში ვეფლობი, ღმერთო მაპატიე -ბოდიში მამაო- მშორდება დარცხვენილი და თეთრი ლოყები ეფარკლება -არა რას ამბობთ.- შევიფერე -მამაჩემს რანაირად გავეპაროთ? -მე რა უნდა გავეპარო, შენ უნდა გაეპარო. -რას იტყვის მერე? -ძროხა გამოაბი სადმე და ვითომ მოსაძებნად წახვედით. -შენც რა გაფუჭებული ყოფილხარ მამაო- თვალებს აფართოვებს და პირჯვარს იწერს- შემინე მამაო, დებილი ვარ. გეგმა დასახულია, ძროხას ჩემთან ვტოვებ, არც მეტი არც ნაკლები სახლში, ლუკას ვურეკავ და ვაფრთხილებ რომ სოფლიდან ერთი გოგო უნდა წაიყვანოს გამოცდაზე, ეს სინაზეს და სიყვარულს მიჩვეული კაცი, ლუკა ისეთი სიტყვებით მამკობს ტეეფონი უკან გამაქვს, შუა საუბრისას ლამის წამომცდა შვილოთქო. შუაღამით ძროხა ეზოში შემოვიყვანე, თემური გადარეული დადიოდა სად დაკარგე კეკე ძროხაო, მაგრამ ძროხა ისეთ სახლში იყო, სულ რომ არ ენახა. კეკეც სევდიანი ქალის როლს თამაშობდა, ნათელამ უთხრა ილოცეო, მაგრამ კეკეს ლოცვა არ უნდოდა, გამთენიისას ლუკა მანქანით მოვიდა, მეძინა, მაგრამ მერე კარის ხმა რომ გაიღო იყვირა -წადი შენი. ძროხა შეხტა ატყდა ამბავი, წელზემოთ შიშველი გამოვედი და ლუკას დავენახე -რა ჯანდაბა უნდა ჩემ სახლში ძროხას? -ქალების ამბავი ხომ იცი, აქ არავინაა სოფელია ხომ ხვდები? -რა? -შენ მითხარი ძროხა აგდეო, თან ორი კი არა ოთხი ძუძუ აქვს. -შენ ბიჭო სულ გარეკე?- აფართოვებს თვალებს -ნუ ყვირი შეეშინდება და დაკეტე კარი, არ დაიბღავლოს -ვის მოპარე ძროხა?- ხურავს კარებს -გავიპარეთ, ნებითაა წამოსული- ვპასუხობ სიცილით მერე ისეთი სიტყვების კორაინტელი მოდის, რომ სულ ვერაფერს ვიგებ, ვერ ვამშვიდებ, მეუბნება რომ ენით ამაწმენდინებს თუ რამეს დასვრის, სუნამოს ფლაკონი დაცალა ოთახში, არ დაურტყამს თორე ყველაფერი მაკადრა, სანამ არ გიგო რაში იყო საქმე. -ახლა ზედმეტი მოგდის- გადი და გოგო ჩამოვა იქ არავის დაენახოთ -შენ ხარ... ფუ, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი. -სიკეთეს აკეთებ შვილო- ვპასუხობ სიცილით ლუკა გადის, კეკე მოჩვენებასავით მირბის ხეებს შორის, ვიღიმი ვერც დავემშვიდობები და ვერც წარმატებას ვუსურვებ. დრო გადის, მერე ლუკა რეკავს -არ ჯდება მანქანაში! -რა? -რა რა არ ჯდება, სად ნახე ეს ველური? -დამალაპარაკე! -გარბის ანაფორა ჩავიცვი და გავარდი, კეკე გზაში შემეჩეხა ლუკასთან ერთად, ლუკამ თვალები გააფართოვა და მომაძახა -შენ ში-გ ხო არ გაქვს ბიჭო? -მამაოს როგორ ელაპარაკები?- ღრიალებს კეკე -მერე აგიხსნი- ვამბობ მშვიდი ხმით ლუკას იმხელაზე აღებს პირს მეშინია არაფერი დაემართოს -არ ჩავუჯდები მამაო მე მაგას მანქანაში.- აქნევს ისტერიულად თავს კეკე -რატო შვილო? -ამას გოგოები დაყავდა იმ სახლში თქვენ რომ ცხოვრობთ, არ არის პატიოსანი კაცი -რას ამბობთ შვილო, მერე იმ გოგოებს ხო არ კლავდა -არა - კეკე თავს აქნევს და პირზე ხელს ირტყამს- წამომცდა კინაღამ -ხო არ გიტაცებ გოგო, რა გინდა, ახლა გამოვშტერდები- ახამხამებს თვალებს და ისე მიყურებს -ცუდი არაფერი თქვას გოგოსთან -შვილო, შენი ოცნება ხომ ეს იყო? -დიახ, მამაო -გამო----ევდები ახლა- ბურტყუნებს ლუკა -შვილო, ლუკა, გოგონას არაფერი ავნით და ნურც ეგეთ სიტყვებს იძახით -თქვენნაირ სულელებს ტყიდან გამოქცეული რომ ვიყო მაინც არ მივეკარები, გამოადგი ფეხი და შენ მერე დაგელაპარაკები, ამხელა კაცი სრულ ჭკუაზე ხარ? -მამაო, გეყურება? -ცოდავს კეკე -ბოდიში მოგიხადოს და მოინანიოს- ამბობს კეკე -რაო?- გადმოხტა მანქანიდან ლუკა -შეგინდოს უფალმა -ჩემი...- ხარხარებს ლუკა და მანქანაზე ხელს ურტყამს -ჩაჯექი კეკე, ხომ იცით ცუდ ადამიანს თქვენ თავს არ ვანდობდი -მამაო. -მენდე კეკე! ლუკას აზრზე მოსასვლელად დრო სჭირდება, მერე კეკე უკან ჯდება და ფურცლებს სავარძელზე დებს. -გზა დაგვილოცე მამაო- ამბობს კეკე -არ დამლოცო, რამეს არ დავეჯახო.- ქოქავს მანქანას ლუკა და წინ მიდის -მამაო ილოცე ჩემთვის- კივის ფანჯრიდან კეკე ლუკა სვლას ანელებს ისიც თავს ყოფს და ტუჩების მოძრაობით ვხდები რასაც ამბობს, უბრალოდ აქ არ ითქმის. სახლში მივდივარ, ლამზირასთან, ძროხას ქვია ასე, უნდა მივხედო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.