მე შენამდე (ნაწილი მეთერთმეტე)
გონებაარეული სასწრაფოდ ნიკას სახლში შევვარდი,სადაც ერთი ამბავი დამხვდა. მისაღებში მისი და იდგა და ტიროდა იქვე ახლოს მარი ტრიალებდა და ხელებაკანკალებული ვიღაცასთან დარეკვას ცდილობდა.მათთან ერთად ოთახში ნიკას მშობლები იყვნენ.დედამისი,რომელიც განწირული ხმით ქვითინებდა და ჩემი ძმა. შესვლისას ყველამ ყურადღება მე მომაპყრო.ისინი არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდნენ.იქვე ოთახში ნიკა და დათო შევნიშნე.რომლებიც დაბალ ხმაზე საუბრობდნენ და ჩემი შემოსვლა არც შეუმჩნევიათ. მარიმ ჩემს დანახვაზე თვალები დააბრიალა და სასწრაფოდ სახლიდან გამიყვანა. -შენ სრულ ჭკუაზე ხარ? თვალებს მიბრიალებდა სახეში მომჩერებოდა. -რა ხდება გამარკვევთ? გაოგნებული თვალებით ვუყურებდი მარის და თან ნიკას სახლისკენ თვალებს კვლავ ვაპარებდი. -შენ მართლა გადამრევ,საერთოდ გონებაზე თუ ხარ რას აკეთებ? -მარი ეხლა კარგად მომისმინე სიტყვა გავაწყვეტინე -შენ უფლება არ გაქვს ჩემზე ბრაზობდე! არც ერთი წუთით არ გაქვს ამის უფლება! აი მე კი მაქვს და იცი რატომ? შენ ყველაფერი იცი.შენ იცი რომ მე ნიკა არმიყვარს,მე გიორგი მიყვარს.შენ ეს ძალიან კარგად იცი რომ მე ნიკასთან ყოფნა არმინდა! მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს ნიკა რის გაკეთებასაც აპირებდა ყველაფერი იცოდი და პატარა ბავშვივით მას თამაშში აყევი.მოტყუებით მიმიყვანე იმ ადგილას და სხვა დანარჩენებთან ერთად სანახაობის დაწყებას ელოდებოდი! იცი ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს რომ შენ ჩემსკენ კი არ ხარ,ნიკასკენ ხარ.ჩემს აზრებს კი არ ითვალისწინებ,ნიკას აზრებს ითვალისწინებ! ეს იმას ნიშნავს რომ შენ ჩემი ბედნიერება არგინდა -ლიკა!!! -არ დამიმთავრებია.შენ რომ ჩემი ბედნიერება გინდოდეს გვერდით ამომიდგებოდი.შენ ყოველდღე უყურებდი ჩემს ცრემლიან თვალებს.მაგრამ საერთოდ,თურმე საერთოდ არ გესმოდა ჩემი და ჩემს ზურგს უკან ალბათ ნიკას ეუბნებოდი "შეგირიგდება,ხომ იცი შენს იქეთ გზა არ აქვსო" - ხო,დარწმუნებული ვარ ასე ეუბნებოდი,რადგან ამ საზიზღარი სპექტაკლის მონაწილე შენც ხარ.ჩემთვის ერთადერთი ადამიანი მეგონე,ვინც გვერდს გამიმაგრებდა და არ მიმატოვებდა.თუმცა ვცდებოდი.აი ამიტომ არ შეგიძლია ჩემზე ბრაზობდე.ახლა კი ნორმალურად ამიხსენი.აქ რა ჯანდაბა ხდება?! ვხვდებოდი რომ ზედმეტი მომდიოდა,თუმცა ვერ ვზომავდი.ემოციები იმ წამს მომაწვა,ყველაფერმა ერთიანად ამოხეთქა და რატომღაც ხელებში მარი შემრჩა. -ხო შენ შეიძლება მართალი ხარ ჩემთან,მაგრამ ნიკასთან არასდროს იქნები მართალი,შენს თავთან მართალი არასდროს იქნები გესმის? ეს კარგად დაიმახსოვრე.როგორ სამარცხვინოდ იქცევი,ხვდები მაინც? მისი პასუხები უფრო მაღიზიანებდა და უფრო ვცეცხლდებოდი.აქ კარგი არაფერი მოხდებოდა.ამიტომ კვლავ განვაგრძე -რატომ? რატომ ვიქცევი სამარცხვინოდ? რადგან სხვა ადამიანი შემიყვარდა? რა გავაკეთე,სხვას საწოლში ჩავუგორდი და ნიკას ვუღალატე? რა გავაკეთე ამიხსენი,უბრალოდ შემიყვარდა.ვიცი უფლება არ მქონდა,ვიცი ამდენი ხანი ტყუილში ვაცხოვრე ერთი ადამიანიც და მეორეც.მაგრამ რა გავაკეთე ისეთი,რომ ვერ გამიგო? ისეთი რომ ნიკას მხარე დაიჭირო და არა ჩემი.ადამიანის რომელიც შენთან ერთად იზრდებოდა და დასავით გყავდა?! მე შეიძლება ცუდი ვარ,მაგრამ შენს ადგილას,მე კბილებით დავიცავდი ჩემი ბავშვობის მეგობარს,დაქალს და ნათესავს... ცრემლები მახრჩობდა,თავს ვეღარ ვიკავებდი და იქვე ჩავიკეცე.მარიმ ხელი წამავლო და წამომაყენა. -ლიკა,შენ რომ თავი დაადე და უგზოუკვლოდ გადაიკარგე.გეგონა ყველაფერი ასე მარტივად მორჩებოდა? ვხვდებოდი რომ მის ხმასაც სევდა ერეოდა და ის აღარ იყო ისეთი ცივი.როგორც რამოდენიმე წამის წინ. -გეგონა ვერავინ შეამჩნევდა გიორგი რომ უკან აგედევნა? გეგონა ყველაფერი უბრალოდ ასე მარტივი უარით დასრულდებოდა? გაინტერესებს რა მოხდა? შენ რომ ნიკას უარი გამოუცხადე და გიჟივით გაიქეცი,2 წუთში გიორგიც გამოგეკიდა,ნიკა დაიბნა,არ იცოდა გიორგი შენ რატომ აგედევნა.გონებაარეული სტადიონიდან ისიც გაქცევას და გამოყოლას ცდილობდა როცა წინ ბექა გადაეღობა და უთხრა რომ ადგილზე დარჩენილიყო.საწყალი ნიკა,ისეთ არეულობაში იყო,საერთოდ ვერ ხვდებოდა იქ რა ჯანდაბა ხდებოდა.შემდეგ მას და ბექას შორის შელაპარაკება მოხდა,რომელშიც რამოდენიმე ბიჭი ჩაერია და მათ შორის დათო.ბექა რაღაცეებს ყვიროდა.მგონი 10 წუთში "გაიფაქტეთ" , ხო .ბექა რო ნიკას ეჭიმებოდა და ბექას ძმაკაცი რო შენს დასამშვიდობებლად გამოიქცა.ნიკამ ყველაფერი " მოწვა " და იქ საშინელი ამბავი დატრიალდა.ვინ ვის ურტყამდა,კაცმა არ იცოდა.ყველა თავით ჩაება ჩხუბში.ისეთ მდგომარეობაში ვიყავი,ცოცხალი თუ ვინმე გამოაღწევდა არ მეგონა.კიდევ კარგი მხოლოდ მუშტებს უქნევდნენ ერთმანეთს და რომელიმეს ჯიბეში დანა ან მსგავსი რამ არ ედო,არვიცი.ერთიანად ცივი ოფლი მასხამდა,ვერც ჩხუბში ვერეოდი და ვერც ვაშველებდი რადგან ვიცოდი იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. მარის ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა და ნერვიულობის ფონზე ხელები აუკანკალდა. -შემდეგ იქვე მაცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს და დაახლოებით 1 საათში როგორღაც ყველა დააწყნარეს.დათოს და ნიკას ცხვირიდან სისხლი მოსდიოდათ,მაისურებშემოხეული სახლში ძლივს მოვიყვანე.გესმის ლიკა? გესმის რა მოხდა?! ნიკამ ყველაფერი გაიგო,გაგიჟებული და გაცეცხლებული ხან ვის ურეკავს და ხან ვის.ბექას ურეკავს აგინებს და გიორგისთან შეხვედრას სთხოვს.შენ რომ დაგინახავს ალბათ ჯავრს შენზე იყრის.ამიტომ სანამ დროა სახლში ადი და იქედან გამოსული არ დაგინახო.შენი ძმაც სახლში წაიყვანე,თორემ გაბრაზებულზე შეიძლება მასთანაც ჩხუბი მოუვიდეს. -მეღადავები ხო? რას ქვია სახლში წავიდე და ჩემი ძმაც სახლში წავიყვანო? არა, ეს ყველაფერი ასე არ დასრულდება.იმდენად ლაჩარი არ ვარ,რომ ნიკასი მეშინოდეს და ვიმალებოდე იმის გამო,რომ რაიმე არ დამიშაოს.ვნახავ,თვალებში ჩავხედავ და ჩემი პირით ვეტყვი სიმართლეს. -რა სიმართლეს ეტყვი? რომ შენ და გიორგი ერთმანეთი გიყვართ? რომ მის გამო დაანგრიე ამდენი წლის ურთიერთობა და შეეხვეწები რო გაგიგოს და ბედნიერება გისურვოთ? გააფრინე? მარიმ კვლავ ტირილი დაიწყო.თუმცა მისი დამშვიდება არც მიცდია.ავდექი და ნიკას სახლში კვლავ შევაჭერი.ამჯერად არავისთვის აღარ შემიხედავს.პირდაპირ მის ოთახში შევედი სადაც დათო და ნიკა კვლავ იჯდნენ და ლაპარაკობდნენ.ალბათ იმაზე,როგორ მოეგრიხათ კისერი ბექასთვის,დათოსთვის და ბოლოს ჩემთვის.თუმცა , არ იცოდნენ რომ "კისრის მოგრეხვა" ბოლოდან უნდა დაეწყოთ. ნიკას ჩემს დანახვაზე ალეწილი სახე უარესად აელეწა.იქვე მჯდომი წამოდგა და თვალებში ცეცხლანთებული მომიახლოვდა. -შენ?! შენ აქ რას აკეთებ? მეგონა გიორგისთან ერთად გაიქეცი. მე მყარად ვიდექი.შემდეგ დათოს ვთხოვე რომ ოთახიდან გასულიყო და მე და ნიკას პირისპირ გვესაუბრა.რაზეც შემდეგი პასუხი მივიღე. -შენ რა,დათოსი გერიდება? მთელმა ჩემმა გუნდმა,მთელმა ჩემმა საძმაკაცომ გაიგო რომ გოგო,რომელიც მიყვარს,თურმე ჩემი გუნდელის ძმაკაცზეა შეყვარებული.საქვეყნოდ თავი მომეჭრა და ახლა დათოსი გერიდება? ამაზე დიდ სირცხვილს ვეღარ მაჭმევ.ამიტო თქვი,რისი თქმაც გინდა.დასამალი უკვე აღარაფერია. -პირველ რიგში ტონს დაუწიე. მივუგე ისევ წყნარი ხმით სანამ ჯერ კიდევ შემეძლო თავისთვის კონტროლი გამეწია.უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და კვლავ დათოს მივუბრუნდი რომელიც უკვე ოთახის კართან იდგა და რამოდენიმე წამში უჩუმრად გავიდა. -დაჯექი -შენ რა მეკაიფები გოგო? ის კვლავ გაცეცხლებული იყო. -ვიცი,რომ გითხრა დამშვიდდი მეთქი,მაინც არ დამშვიდდები.ამიტომ დაჯექი და ყურადღებით მომისმინე. სხვა გამოსავალი რომ აღარ იყო.ნიკა დაჯდ და განრისხებული თვალებით დამიწყო ყურება. -პირველ რიგში იმას გეტყვი,რომ გიორგი არაფერ შუაშია.ეს იმისთვის რომ დამშვიდდე და ზედმეტი გადარეკვებ-გადმორეკვები არ დაიწყო. არვიცოდი რას ვაკეთებდი,თუმცა გული მკარნახობდა,რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა.ჰოდა მეც , როგორც ყოველთვის გულის კარნახს მივყევი და საუბარი გავაგრძელე. -ხო,გიორგი არაფერ შუაშია,ყველაფერი ჩემი ბრალია და იმაზე,რაც მოხდა პასუხი მხოლოდ და მხოლოდ მე უნდა მომთხოვო.შეგიძლია რაც მოგესურვება ის გამიკეთო,წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებ.შეგიძლია მატკინო ისე,როგორც მე გატკინე.მირტყა ბოლო ამოსუნთქვამდე,მაგრამ უფლება არ გაქვს რომ გიორგის რამე უთხრა.ამის უფლებას არ მოგცემ -მე ის შემიყვარდა.მაშინ,როდესაც შენ ქობულეთიდან წახვედი ის ბექასთან ერთად იმავე სასტუმროში ჩამოვიდა.ალბათ ეს უკვე იცი,რადგან ეს ამბავი შენთვითონვე მაცნობე ტელეფონით.ჩამოსვლის დღიდან მიიპყრო ჩემი ყურადღება და მას მერე გულში ჩამივარდა.აი ამ გულში გესმის? და ვეღარ ვიგლეჯ,არ შემიძლია მისი დავიწყება.რადგან დანახვის დღიდან შემიყვარდა.ვიცი ეს სიტყვები გულში დანასავით გერჭობა,ვიცი რა მდგომარეობაშიც ხარ.მეც შენსავით მოვიქცეოდი,სიტყვაზე შენ რომ ჩემი დაქალის დაქალი ან ახლობელი ქალი შეგყვარებოდა.მაგრამ პასუხს მხოლოდ შენ მოგთხოვდი.რადგან ამ ამბავში მხოლოდ შენ იქნებოდი დამნაშავე.პირველი შენ შეხედავდი,შენ გამოელაპარაკებოდი.შენ სთხოვდი შეხვედრას და ა.შ ხო,მეც ასე ვაკეთებდი.ზუსტად ასე.ინიციატივას მე ვიჩენდი რადგან გულში ჩამივარდა და იმ დროს გონება გადამიტრიალდა.მე ვწერდი მე ვურეკავდი,შეხვედრებსაც მე ვთხოვდი.მან ჩვენს შესახებ არაფერი იცოდა და ამასაც ვუმალავდი.რადგან მისი დაკარგვის მეშინოდა. ის როგორც ერთ-ერთ რიგით გოგოს მის ცხოვრებაში,ისე მიყურებდა.არასდროს უთქვამს ჩემთვის რომ მოვწონდი,არასდროს გამოხატავდა სითბოს მაგრამ მე ის მიყვარდა მთელი არსებით და ვცდილობდი მის ცხოვრებაში "შევმძვრალიყავი" მას არ ვაინტერესებდი როგორც გოგო, მით უმეტეს მაშინ ,როდესაც შენს შესახებ გაიგო.მას შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა ჩემთან.. დღეს სტადიონზე შემხვდა,ამდენი ხნის შემდეგ.კვლავ თვალი ამარიდა. -რატომ გამოგყვა უკან? ნიკამ საუბარი შემაწყვეტინა. -შენ რომ უარი გითხარი და გავიქეცი უკან გამომყვა.დამეწია და მითხრა რომ სისულელეს ვაკეთებდი და იმ ადამიანთან უნდა ვყოფილიყავი,ვისაც ნამდვილად ვუყვარდი.მითხრა რომ მე მას არ ვაინტერესებდი.რამოდენიმე წუთით მელაპარაკა და სახლში წავიდა.მე კი მთელი ღამე მარტომ გავატარე ლისის ტბაზე.ვიჯექი და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა.შენ კი რა ამბები დაგიტრიალებია. -მე რა ამბები დამიტრიალებია? კვლავ შემომბღვირა -იმის შემდეგ,რაც გავიგე კიდე მე რა ამბები დავატრიალე? იქ რო იჯექი მთელი ღამე და ფიქრობდი ეს მოიფიქრე? შენი აზრით ამ ტყუილს დავიჯერებ? ტყუილს რომელიც მოიგონე ვითომ გიორგის გადასარჩენად და მთელი პასუხისმგებლობის შენს თავზე აღებით გგონია იმ ნაბი**არს პასუხს არ მოვთხოვ? არაა,ვეღარ გამაცურებ.რამდენიც ვჭამე ისიც მეყოფა.ეხლა დამაცადეთ. მითხრა და ხმის ამოღებაც არ მაცადა.გიჟივით გაიქცა ოთახიდან.უკან არავის გაყოლა არ მოისურვა.მანქანის გასაღები აიღო და გაგიჟებული შიგნით ჩაჯდა.შემდეგ რამოდენიმეჯერ " დააბუქსავა " და სიბნელეში გაუჩინარდა. სასწრაფოდ წამოვდექი,ჩანთას ხელი დავავლე.თვალებდახრილი ოთახიდან გავედი და სახლში გიჟივით შევვარდი.წამოსვლისას ხმა არავისთვის გამიცია.მხოლოდ მარის ვუთხარი რომ დამშვიდებულიყო და დათოსთან ერთად სახლში წასულიყო.ასეც მოიქცნენ. ჩემს ოთახში ავვარდი და კარები ჩავკეტე.გეფიცებით ცოცხალი გვამი ვიყავი.საკუთარი სიტყვების მეც არ მჯეროდა.სიტყვების,რომელიც ნიკას ვუთხარი.მთელი ხმით მინდოდა მეღრიალა და გადმომეცა ჩემი შინაგანი მდგომარეობა. ოთახში ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი,დავდიოდი და ბოლთას ვცემდი.გულში საშინლად მტკიოდა,სუნთქვა მიძნელდებოდა.თვალები მეხუჭებოდა მაგრამ რა დამაძინებდა? ვგრძნობდი როგორ ვსუსტდებოდი ნელ-ნელა და როგორ მიჭირდა სუნთქვა.რამოდენიმე წუთში ფანჯრიდან ისევ მანქანის ბღუილის ხმა მომესმა.ნიკა იყო.მან მანქანა გააჩერა და სახლში შევარდა.შემდეგ ჩემმა ტელეფონმა დარეკა.მარი იყო. -მარი რა ხდება,გამაგებინე -დამშვიდდი.დათოსგან გავიგე რომ ნიკა სახლში წამოვიდა.ერთმანეთს ელაპარაკნენ,ნიკამ უთხრა რომ უბრალოდ ჰაერზე გასვლა სჭირდებოდა.არსად არ ყოფილა და არც არავინ უნახავს.უბრალოდ მარტო ყოფნა და დაფიქრება სჭირდებოდა.დათოს უთხრა რომ ხვალ ყველაფერს მოაგვარებდა.ახლა კი ძილს შეეცდებოდა. მარის ყურმილი დავუკიდე და ამოვისუნთქე. ღმერთო,რას ვაკეთებდი? ნიკასთან ისედაც დამცირებული თავი ათიათასჯერ მეტად დავიმცირე.რა ვუთხარი? გიორგის აქეთ " ვეტენებოდი " მას კი ფეხებზე ვეკიდე და ყურადღებასაც არ მაქცევდა - მეთქი. არ ვაინტერესებ და ტყუილად დროს ნუ დაკარგავ მასთან საუბარში,ამ საქმეში მხოლოდ მე ვარ დასვრილი - თქო. რა იყო ეს? ტყუილი,რომელშიც პატარა სიმართლის მარცვალი ერია,თუ სიმართლე,რომელშიც პატარა ტყუილის მარცვალი ერია? - ამაზე პასუხი მეც არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი,რომ ჩემი მთავარი მიზანი ახლა ჩემი და გიორგის ურთიერთობის გადარჩენა კი არა.მხოლოდ გიორგის გადარჩენა იყო და ამ დროს,ჩემი გრძნობები,და ის ,თუ როგორი გოგო ვიქნებოდი ნიკას თვალში.ნაკლებად მაინტერესებდა. ღამის 4 საათზე გიორგის მესიჯი მივწერე,ვუთხარი რომ როგორც კი გათენდებოდა,ჩვენს ადგილას უნდა შევხვედროდი და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა მეთქვა. ტელეფონი იქვე მივაგდე და საწოლზე დავესვენე.თვალები უძილობისგან ნელ-ნელა მეხუჭებოდა.მაგრამ რა დამაძინებდა? კადრებად წარმომიდგა ყველაფერი,რაც მარიმ მიამბო.ამან უფრო ცუდად გამხდა და მთელი ღამით,თვალი მაინც ვერ მოვხუჭე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.