შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black family (chapter 1)


3-10-2019, 23:12
ავტორი Gellert Grindelwald
ნანახია 1 042

ბლექების ოჯახში სიმშვიდე სუფევდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ისე ირხეოდა თითქოს ცეკვავსო. მის წინ სავარძლებში კი დრუელა და ცუგნუს ბლექები, ისხდნენ და ყავას შეექცეოდნენ. ოთახს ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი და ჭაღზე ანთებული სანთლები ანათებდა. სურათებზე მყოფი ხალხი ერთმანეთში გადი-გადმოდიოდნენ და საუბრობდნენ, ზოგი რაღაცას წამოიყვირებდა და ისევ მიჩუმდებოდა. ღია ფანჯრიდან დიდი, ყავისფერი, ტყის ბუ შემოფრინდა და ცუგნუსის სავარძელთან მიფრინდა, მას ფეხზე დახვეული გაზეთი ქონდა გამობმული, ცუგნუსმა მას გაზეთი გამოართვა, ვერცხლის მონეტა ბრჭყალებში ჩაუგდო და გაზეთი გაშალა ბუ კი გაფრინდა.
ამ დროისთვის ვალბურგა და ორიონ ბლექები, თავიანთ ოთახში იყვნენ და საუბრობდნენ, ვალბურგა სარკის წინ იდგა და საყურეს უკეთებდა, ორიონი კი მოსაცმელს არჩევდა
-როგორც ვიცი, ვიოლეტაც ჩამოვა წვეულებაზე ხო? - დაიწყო ვალბურგამ
-კი ვიოლეტა ჩვენთან დარჩება რამოდენიმე დღით. ალფერდზე რა ისმის?
-ჩამოვა, ჩემს ძმასთან დარჩება.
-კარგი.
-წავალ სირუსს და რეგულუსს დავხედავ-თქვა ვალბურგამ და ოთახიდან გავიდა, ორიონმა მოსაცმელი აიღო და ცოლს უკან გაყვა.
ანდრომედა ბლექი, თავის ოთახში მაგიდის წინ იჯდა, ხელში ბატის ფრთა ეჭირა და გვერდით ბუ ყავდა, წინ კი პერგამენტი გაშალა, ბატის ფრთა სამელნეში ჩააწო და წერას შეუდგა:
"ძვირფასო ტედ, იმედია გახსოვს ჩვენი საუბარი, ვიცი რომ ჩემი ოჯახი ამას არ მოიწონეს...გამრიყავენ...ოჯახის წევრად აღარ ჩათვლიან...დიდი ხანი ვფიქრობდი და სწორად შენთვის ბრძოლა მივიჩნიე.დღეს საღამოს ბიძაჩემთან წვეულებაა მგონი გაქცევისთვის შესაფერისი დროა.
ანდრომედა"
მან პერგამენტი დაახვია და ბუს გამოაბა,ფანჯარა გააღო და ბუ გაფრინდა. შემდეგ დაბლა ჩავიდა, ყველანი იქ იყვნენ ბელატრიქსის და ნარცისას ჩათვლით
-ანდრომედა-დაუძახა შვილს დრუელა-მოდი უკვე მივდივართ.
ანდრომედა მათთან მივიდა, ბელატრიქსმა და ნარცისამ დრუელას ჩაკიდეს ხელი და აპარაციით ვალბურგასთან და ორიონ თან გაჩნდნენ, მალე ანდრომედა და ცუგნუსიც იქ მივიდნენ, ცუგნუსი ვალბურგასთან მივიდა და გადაეხვია
-დაო როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ? - ისიც გადაეხვია ძმას
-შესანიშნავად... ბელატრიქს, ანდრომედა, ნარცისა გარეთ გადით-მიუბრუნდა ის შვილებს. გოგოები მათ მამიდაშვილებთან სირუსთან და რეგულუსთან მივიდნენ.
დაახლოებით ორ საათში, ყველა დაბლა გასასვლელთან იყვნენ, სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს. ვალბურგა და ორიონი გასასვლელთან დარჩნენ და სტუმრებს ეგებებოდნენ, დანარჩენები კი ხალხში აირია. ბავშვები ცალკე იყვნენ, დრუელა და ცუგნუსი ლესტრეინჯების წყვილს ესაუბრებოდნენ. მალე მათ ალფერდიც შეუერთდა, ვალბურგა ძმას გადაეხვია და შიგნით შეიპატიჟა, დრუელა და ცუგნუსიც მას შეეგებნენ. ყველასგან მოშორებით ანდრომედა იდგა. სირუსი და რეგულუსი ცალკე, ორ ბიჭთან ერთად იყვნენ. ბელატრიქსი აქეთ იქით იყურებოდა, უცებ ბელატრიქსმა დას ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა
-სისი(ნარცისა და ბელატრიქსი ერთმანეთს ზედმეტსახელებით ბელა და სისი მიმართავდნენ) წამოდი ვიღაცეებს გაგაცნობ.
ბელატრიქსი ორ ბიჭთან გაჩერდა.ერთს მხრებამდე ჩამოყრილი,ყავისფერი,ტალღისებური თმა და ყავისფერი თვალები ქონდა,მეორეს გრძელი,ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები.ბელატრიქსი ორივეს მიესალმა
-ხო ეს ჩემი დაა ნარცისა.
-ლუციუს მალფოი-ხელი გაუწოდა ქერა ბიჭმა,ნარცისამ მას ხელი ჩამოართვა და გაუღიმა-ეს კი როდოლფუს ლესტრეინჯია.
-სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც-როდოლფუსთან მასზე უმცროსი, შავგვრემანი ბიჭი მივიდა და ყურში რაღაც ჩაჩურჩულა-ეს ჩემი...
-რაბასტან ლესტრეინჯი-გააწყვეტინა ძმას სიტყვა რაბასტანმა-შენ ალბად ნარცისა ბლექი ხარ, სასიამოვნოა.
-ჰო ჩემთვისაც.
-ლუციუს, როდოლფუს წამოდით დავლიოთ-გაიღიმა ბიჭმა ბიჭები იქაურობას გაეცალნენ.
ვიცი რომ პატარა გამოვიდა მაგრამ უფრო განვავრცობ :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent