შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება ( 2 თავი)


4-10-2019, 00:26
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 2 218

წუხანდელმა დამღლელმა და ემოციურმა საღამომ ჩემზე ნამდვილად იმოქმედა, დილა იყო სადღაც 10 საათი, რომ გამეღვიძა და სასწრაფოდ დავიწყე სამსახურში წასასვლელად მომზადება. ძირითადად, თავისუფალ სტილს ვიცმევდი, დიდად პიჯაკების და კაბების მოყვარული არ ვიყავი, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩემი განუყრელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად სიარული ბოლოს 3წელია რაც ვისწავლე,ეს ძალიან მწირი ინფორმაცია ჩემზე.
-როგორც იქნა, იკადრე მოსვლა -კაბინეტში შესვლისთანავე მამაჩემის უკმაყოფილო ხმა მესმის
-დილა მშვიდობისა მამა - ვეუბნები და ჩანთას სკამზე ვდებ - როგორ ხარ?
-მე მშვენივრად, მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვი
-რას გულისხმობ?
-რას ნიშნავდა შენი გუშინდელი გამოსვლა?
-რას უნდა ნიშნავდეს? მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა, გუშინდელი შენი ცირკი სრული სისულელე იყო და იცოდე, რომ შენი ცხოვრება არავის არ აინტერესებს
-მათ შორის შენც ხომ? - კაბინეტიდან დადიოდა, როდესაც ჩემს სიტყვებზე გაჩერდა - მიდი, ნუ გრცხვენია, აღიარე როგორი მამაც იყავი
-ზედმეტი ნუ მოგდის, რაც და ვინც არ უნდა იყო ჩემთან მასე საუბრის უფლება არ გაქვს
-რატომ არ მაქვს? იმიტომ, რომ მამის სტატუსი გაქვს? შენც მშვენივრად იცი ყველაფერი, შეგიძლია წახვიდე ტყუილად საუბარს აღარ გავაგრძელებ.
კარი ისე გაიხურა, რომ არაფერი უთქვამს, მამაჩემი -კაცი, რომელმაც არ იცოდა რა იყო მამობა. მიჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს, ამიტომ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დავიწყე მუშაობა

ყოველდღე რაღაც ახალი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მუდმივად ცვლილებები და სიახლეები, მაგრამ მაინც ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა, სწორედ ამიტომ მქონდა ისეთი მომენტები, როდესაც მართლა მარტო ყოფნა, თუმცა შესაძლებლობა ნაკლები იყო.
ჩემი გუშინდელი გამოსვლა ვნახე და ვგრძნობდი, რომ ვამაყობდი ჩემი თავით, დღითი დღე ვიზრდებოდი და ყოველ დილას დიდი შემართებით ვხვდებოდი, რადგან ეს იყო ჩემი მიზანი: მიმეღწია წარმატებისთვის და დამენახებინა ეს ადამიანებისთვის მხოლოდ, იმიტომ, რომ ერთ დროს ჩემნაირ იმედგაცრუებულ ადამიანებს შეძლებოდათ ფეხზე წამოდგომა, სწორედ, ამიტომ გამოვაქვეყნე ჩემი პირველი და ალბათ ერთადერთი წიგნი.

შემოდგომა იყო, სეზონი, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას უყვარს, შემოდგომამ იცის თითქოს ყველას დარდი, თითქოს ჩვენთან ერთად ისიც იწყენს, ყველა ადამიანშია რაღაც ისეთი რაც მას დიდ ტკივილს აყენებს. ყველას გააჩნია გრძნობები, უგრძნობ და გულქვა ადამიანად ნურავის შერაცხავთ.

სახლში გვიან დავბრუნდი, ძალიან დაღლილი ვიყავი, პირდაპირ დასაძინებლად დავწექი, თუმცა ვერანაირად დავიძინე, რაღაც მჭამდა შინაგანად და არ მასვენებდა, ოთახის ფანჯარა გამოვაღე, გრილმა ნიავმა მალევე შემოაღწია ოთახში, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სარკის პირდაპირ ვიდექი და ჩემს თავს უხმოდ ვუყურებდი, თითქოს თვალებში ვპოულობდი, რაღაც წერტილს, ძალიან დაღლილი ვიყავი სულიერად, რამდენიმე დღის წინ ის შეხვედრა, რომ არა, ახლა ჩვეულებრივ ვიქნებოდი, ძალია მტკიოდა წარსული, შემოტევასავით მქონდა და ვეღარ ვივიწყებდი.
არ შემეძლო.
ვერ ვივიწყებდი იმ დროს.
ან როგორ უნდა დამევიწყებინა...

ბოლოს საწოლში დავბრუნდი და ჩემი წიგნი ჩაკეცილ ადგილას გადავშალე.

"მომენტები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებენ, არც უნდა ეცადო მის წაშლას, რადგან ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ შენთვის, ტყუილად არაფერი ხდება, უმიზეზოდ არაფერი ხდება, ქუჩაში ადამიანს შემთხვევით მხარს, რომ გაკრავ მაგასაც კი, თავისი მიზეზი აქვს... არ ჩაეძიოთ და არ გაიხსენოთ ისეთი რამ, რაც თქვენ დიდ მწუხარებას გგვრით, ცხოვრება მართლა ძალიან ძალიან მოკლეა, რომ მუდმივად დაარდიანო შენი თავი, ეცადე გაიხსენო შენი თავი, ეცადე გაიხსენო წარსული - კარგი მოგონებები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა შენ ასეთი ძლიერი ხარ ეს წარსულის დამსახურებაა, იამაყე შენი თითოეული თუნდაც მცირედი მიღწევით და თავად ნახავთ, როგორ შეძლებთ და შეცვლით თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ".


მეორე დღეს ვისვენებდი, ამიტომ წყნეთის გზას დავადექი, სადაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი მელოდებოდა. ყველაფერი მოვიმარაგე და საბარგულში ჩავალაგე, საჭეს მივუჯექი და ცენტრალურ გზაზე გავედი.ამ ქალაქში საცობის პრობლემა მგონი არასოდეს მოგვარდება, ზოგადად მანქანით იშვიათად დავდიოდი, როგორც იქნა ცოტა წინ წავიწიე და გვერდზე ტრასიდან დავინახე, როგორ მოდიოდა მანქანა...
-ჩქარა სასრაფოში დარეკეთ
-ვიცნობ ამ გოგოს, ახლავე გამატარეთ - ვიღაცის შეხებას ვგრძნობ, თან ნაცნობი სურნელი მაბრუებს, მაგრამ იმდენად პარალიზებული ვარ, რომ ვერაფერს ვაკეთებ, ბოლოს ვითიშები...

-გთხოვ არ წახვიდე რა, არ დაგვტოვო
-მე არჩევანის საშუალება მოგეცი
-ამას ვეღარ გავაკეთებ, ვეღარ შევძლებ, გთხოვ ჩვენს გვერდზე იყავი, ძალიან გვჭირდები -მთელი არსებით ვტირი, მიწაზე მუხლებით ვეყრდნობი და ბუნდოვნად ვხედავ ზურგით მდგომი ადამიანის სილუეტს - გთხოვ რა, გთხოოვ
-მშვიდობით -ამბობს და მიდის, ბოლო ხმაზე ვტირი, ბოლოს ვიღლები და ერთ ადგილზე გაშეშებული ვზივარ, ზამთრის სიცივესაც კი ვეღარ ვგრძნობ, მტკივა და საშინლად მტკივა, რადგან...
-გოგონა კარგად ხართ? -უცხო სხეული მიახლოვდება და თავის ქურთუკს მხრებზე მხვევს -ადექით, ასე გაცივდებით, კარგად ხართ? -ჩემს გაშტერებულ მზერას ამჩნევს და ცდილობს, რომ გონს მომიყვანოს, ვფიხზლდები, უცნობს ვუყურებ
-კარგად ვარ
-წამოდით საავადმყოფოში წაგიყვანთ, შეიძლება რაიმე დაგემართოთ
-არა არა, სახლში უნდა წავიდე -ფეხზე ვდგები, მაგრამ წონასწორობას ვერ ვიკავებ და ნახევრად ჩაკეცილს უცნობი ისევ ფეხზე მაყენებს -გთხოვთ შემეშვით
-მითხარით სად ცხოვრობთ და მიგიყვანთ სახლამდე, ასეთ მდგომარეობაში აქ ვერ დაგტოვებთ
ხმა აღარ გამიცია, შეწინააღმდეგების თავი აღარ მქონდა, კიბეებამდე მომყვა, სახლში ისე შევედი მისთვის მადლობაც კი არ გადამიხდია, საძინებლისკენ მივდივარ, როცა მამაჩემო მეღობება წინ
-რა გჭირს? რა სახე გაქვს?
-არაფერი
-ახლა არ თქვა რომ ლუკას დაშორდი
ხმის გაუცემლად შევედი ოთახში, მთელი ღამე არ მძინებია, ჭერს ვუყურებდი, არაფერზე ვფიქრობდი, თითქოს ეს პერიოდი ამ სამყაროს არ ვეკუთვნიდი, თითქოს ამხელა სამყაროში მხოლოდ ეს პატარა ოთახი იყო ჩემი სივრცე.

სიჩუმეა...

წამლების მწარე სუნი ცხვირს მიწვავს და ეს უფრო მეტად მეხმარება გამოფხიზლებაში, თვალებს ვახელ თუ არა, დედაჩემის ხმა მესმის
-ანნა, კარგად ხარ? რამე გტკივა?
-რა მოხდა?
-ავარიაში მოყევი, მაგრამ არ ინერვიულო ყველაფერი კარგადაა
-რამდენი ხანია რაც აქ ვარ და მძინავს?
-მესამე დღეა, ერთ ბიჭს დროულად, რომ არ მოეყვანე არც კი მინდა ვიფიქრო, რა შეიძლება მომხდარიყო
-კარგი რა დედა, ნუ აჭარბებ, ანდრო სად არის?
-წყნეთში ავიყვანეთ ისევ, თითქმის ორი დღე აქ იყო, შენთან უნდოდა, მაგრამ ავუხსენი სიტვაცია და ყველაფერი გაიგო, ძალიან განიცდიდა და რაც მალე ნახავ მით უკეთესი
-ძალიან მომენატრა, არადა თქვენთან მოვდიოდი
-ვიცი შვილო, მაგრამ ახლა ამაზე არ იფიქრო, ყველაფერი კარგადაა დამშვიდდი, გავალ მე შევატყობინებ ყველას, რომ გაიღვიძე და დავბრუნდები მალე
დედაჩემმა პალატა დატოვა, საშინლად მეძინებოდა,თვალები დახუჭული მქონდა და ვცდილობდი ავარიის კადრების აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ, დედაჩემი ისევ შემოვიდა და საწოლთან მდგარ სკამზე დაჯდა, თვალები აღარ გამიხელია, ვიფიქრე დავიძინებდი, როცა ნაცნობი ხმა მომესმა
-როგორ ხარ? - ბოხი ბარიტიონი ოთახში გავრცელდა და ჩემს ორგანიზმშიც შემოაღწია, არ მჯეროდა და თვალები გავახილე, ღმერთს ვთხოვდი, რომ.ეს ის არ ყოფილიყო რასაც მე ვფიქრობდი
-გამარჯობა ანნა - მესმის კოდევ ერთხელ მისი ხმა, იმდენად შემეკუმშა გული, და იმდენად გავიყინე, რომ მეგონა ვეღარ გამოვფხიზლდებოდი
-გამარჯობა ლუკა

ესეც მეორე თავი, ძალიან მაიმტერესებს თქვენო აზრი და თუ შეგეძლებათ, რომ გამიზიაროთ, კარგსაც მივიღებ და უარყოფით შეფასებასაც, ყველაფერი ახლახანს დავიწყე, "დამწყები" ვარ, იმედი მაქვდ ყველაფერი გამომივა.
ველოდები თქვენს შეფასებებსა და მოლოდინებს.



№1 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი გოგო ხარ, ასეთი შემართებით გააგრძელე და უფრო დაიხვეწები❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent