შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (თავი 3)


4-10-2019, 16:23
ავტორი naattii
ნანახია 1 973

ფრთხილად გადაატრიალა კარის სახელური კონსტანტინემ და ჩუმად შეიპარა სახლში. ბოლოწუთამდე ეგონა, რომ უფროსი დაძინებული დახვდებოდა, თუმცა არა, პირიქით შეეშინდა. მთელი ოთახი სიგარეტის კვამლით გავსებულიყო, ისეთი ჰაერით სუნთქვაც არ შეეძლებოდა ადამიანს, სანდრო კი კარგად მოწყობილიყო დივანში, ფანჯრის რაფაზე ფეხები შემოეწყო და კიდევ ერთ ღერზე აპირებდა მოკიდებას. ბიჭმა იფიქრა ჩახველებით არ შევშინო, ისეა ფიქრებში წასული ჩემს მოსვლას ვერც შეამჩნევდა და ჯობია დავუძახოო, თუმცა არ დასცალდა.
-ქალი მაინც ვიყო, ვიფიქრებდი დავევასე და მიტო მითვალთვალებს შორიდანთქო_კაცის ხმა გაისმა ჩაცინებით.
-რას მკადრებთ უფროსო_ხელებით ეცადა ჰაერის გაწმენდას.
-ანუ რა გინდა მითხრა, მახინჯი ვარ?_მთელი გულით კაიფობდა სანდრო კონსტანტინეს სახეზე, რომელიც დაბნეული იდგა და ვერ მოეფიქრებინა რა პასუხი უნდა გაეცა.
-დაიხრჩობით უფროსო_თემის შეცვლა არჩია ბიჭმა და მოყვა კიდევაც მის კომენტარს სანდროს ხარხარი.
-მაგარი ხარ რა, ხოდა მეორედ აივნიანი ბინა იპოვე.
-მეგონა ასე უფრო დაცულად იქნებოდით.
-ოჰ მეც ახლა ტონი მონტანა არ ვიყო ვინმემ სნაიპერით რომ ჩამომაგდოს._ისევ ფანჯარაში გაიხედა სანდრომ. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, თანდათან იკრებდა ძალას და ღამეზე გამარჯვებას ცდილობდა. კიდევ რამდენიმე წუთი და დაამტკიცა კიდევაც მისი უპირატესობა.
-ნიმუშზე რა ხდება?
-ჯერ მხოლოდ სამი დღეა გასული_მხრბი აიჩეჩა ბიჭმა.
-მაინდამაინც მე უნდა დავრეკო ორი კვირა რომ არ დაჭირდეს?_წარბები შეეკრა სანდროს, -ჩემი დის სანახავად ვეღარ მივსულვარ, წაბრძანდი და დააჩქარე, კიდევ მაქსიმუმ ორ დღეს ვაცლი, დანარჩენი რაც უნდათ ის ქნან და პასუხები აქ მქონდეს.
-გასაგებია, მანამდე ფანჯარას გამოვაღებ_ფეხები ჩამოაწევინა უფროს და პირდაპირ თავთან გაუღო.
-ბევრს ტლიკინებ, წადი და დოზა მომიტანე, უკვე ვღიზიანდები და სანამ ვინმე შემომაკვდება მანამდე მივიღებ_ხელი აუქნია ბიჭს და თავად უჯრიდან საჭირო ნივთების ამოლაგებას შეუდგა.

კიდევ ორი დღე დააგვიანდა ამბავს, უკვე ლილუსთან მისვლასაც ვეღარ უდებდა სანდრო გულს, გაბრიელმა ნანემსარზე ისე დახედა ფაქტი იყო წამში მიხვდა ყველაფერს და წარბები შეეკრა. ტყუპებს გამომძიებლობა ისე ქონდათ უკვე სისხლში გამჯდარი ნარკომანებს ალბათ კილომეტრიდან იცნობდნენ და არც მათი სიახლოვე ისამოვნებდათ. ლილუ ნეიტრალურ პოზიციას იზიარებდა, არც ძმის დაკარგვა სურდა, ისედაც ძლივს დაიბრუნა, თუმცა არც მისი წამალში ჩახრჩობა სურდა. მოთმინებით ელოდა წამს, როდესაც სანდრო თავად გადაწყვეტდა ცხოვრება საბოლოოდ გამოესწორებინა.
-აბაა, გოგონებო ლამაზებო, იმედია კარგი ამბავი გაქვთ_მხიარული ხმით შესძახა აფთიაქში შესვლისას კონსტანტინემ. ბევრმა არ იცოდა, რომ ამ კერძო აფთიაქის სარდაფში პატარა ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც ათასგვარი წამლის დაშლა, თავიდან შეზავება, გამოცალკავება და დამზადება ხდებოდა.
-ღმერთოო, ერთი გოგო მაინც დამანახე შენი დაკერილი_ხმამაღალი სიცილით უპასუხა თამარამ.
-ათასობით არიან_უდარდელად ჩაიქნია ხელი ბიჭმა და სახე დაასერიოზულა. -დამიჯერე არ გინდა აქ ჩემს ნაცვლად ჩემი უფროსი მოვიდეს, ამიტომ უბრალოდ მითხარი, რომ ყველაფერი მზადაა.
-მზადაა ხო მზად, ვინ გყავს ერთი ასეთი უფროსი შენც კი რომ გეშინია_თავი გადააქნია გოგომ და კომპიუტერს მიუჯდა, -ცოტა რთული ფორმულა იყო, ასეთს ვინმე აკეთებდეს ჯერ სიმართლე რომ გითხრა არ მინახავს, სულ ოდნავაც კი რომ გადაამეტა ჩათვალე გვამი ხარ_მხრები აიჩეჩა გოგომ და პასუხის ამოპრინტერება დაიწყო.
-ეგ როგორ?
-ჰეროინი ნამდვილად კარგი ხარისხის იყო, მაგრამ წარმოიდგინე ამ სუფთა ჰეროინს დამატებული ამფეტამინი და პლიუს ცოტა რაოდენობით იბუპროფენი. რაღაც საოცარი ნაზავია. მოდუნება, სიმშვიდის შეგრძნება, ჰალუცინაციები, სიამოვნება, მოკლედ მისხალით ზედმეტიც რომ მოგივიდეს ბოლო წუთებს ითვლი რა, რამდენადაც სასიამოვნო, იმდენად საშიშია.
-მადლობა ქალბატონებო, იმედია კიდევ შევხვდებით_ვითომ მხიარულად ჩაუკრა თვალი გოგონებს, თუმცა როგორც კი მობრუნდა წამსვე შეეცვალა მზერა.

-იცოდე გამახარე_მკაცრი ხმით ჩასძახა სანდრომ მობილურს. ლილუ ცოტა მოშორებით ვითომ დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ყურძენს და ვერავინ დააბრალებდა გონებით და ყურებით სანდროსთან ხარო.
-ნახევრად გაგახარებ, მეორე ნახევრად ვერა_ამოიხვნეშა ბიჭმა საპასუხოდ
-რა ხდება?
-ანალიზის პასუხები მაქვს, საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე საერთოდ ვიფიქრებდით_ამოიხვნეშა ბიჭმა.
-კიდევ რა მოხდა?
-გიორგი ისევ აითესა.
-ჭკუას ვერ სწავლობს ეს ნაბი*ვარი_გათიშული ტელეფონი უკანა ჩიბეში ჩაიდო და ეზო ლილუზე სიტყვის უთქმელად დატოვა. სანამ გოგომ გაბერილი მუცლით წამოდგომა მოახერხა სანდრო უკვე მანქანით საკმაო მოშრებული იყო სახლიდან.

ისევ უამრავი ახალგაზრდა ირეოდა წერეთლის ეზოში, სიცილით აყრუებდნენ გარემოს და არაფერზე არ დარდობდნენ. სიგარეტის კვამლში გახვეული უყურებდა ამ ყველაფერს სანდრო და კოსტას არც კი უსმენდა როგორ უყვებოდა გიორგის გაქცევის ამბავს.
-კოსწია, ენას იღლი, არ მიკითხავს რა იდრიფტავა, ვიკითხე როდის გაიქცათქო და თურმე მის ათესვას ორი დღის მერე ვგებულობ, გადაღებულ ფოტოებში უმეტესად ამ გოგოსთანაა, მგონი იმ დღესაც ახლდა და ისიც ვერ გაარკვიეთ ვინაა, იმედებს მიცრუებ თანაშემწევ_თავი გადააქნია სანდრომ და კორპუსიდან გამოსულ ნანობ გოგოს მოკრა თვალი. სათვალე დაკოფსილი სოფია ისევ წიგნში თავ-ჩარგული მოდიოდა და სულ არ აინტერესებდა რა ხდებოდა ირგვლივ.
-გამარჯობა ახალგაზრდავ_გზა გადაუჭრა სანდრომ.
-გაგიმარჯოს ბიძია_არც უცდია ცხვირის წიგნიდან ამოყოფა, ისე უპასუხა გოგომ და გვერდის ავლა სცადა.
-მანქანამ რომ გაგიტანოს არ გეშინია?_გულწრფელად გაიოცა ბიჭმა.
-როცა ყველაზე ჯმუხი ლექტორი ხუთ წიგნს გაძლევს ორ დღეში წასაკითხად, მანქანა ყველაზე პატარა საფრთხედ გეჩვენება.
-შენც სამი წაიკითხე_ახლა მართლა ვერაფერს ხვდებოდა სანდრო.
-და დანარჩენი ორის წაუკითხაობით ვინ მოიგებს?_ჩამჭრელი კითხვა დაუსვა გოგომ და ისე დააბნია სულ დაავიწყა რისთვის იყო მისული.
-ნუ როგორც არის_ძლივს გამოერკვა თავის გადაქნევით და სოფიას თაფლისფერებს გაუსწორა მზერა -შენს საყვარელ გიორგის ვეძებ.
-ერთ წინადადებაში ამდენი შეცდომა, სკოლაში არაფერს გასწავლიდნენ?_შეთქმულივით ჩუმად უჩურჩულა უფრო მიახლოებულმა.
-იცი სად არის თუ არა_გოგოს ზედმეტობაზე წარბები შეეკრა სანდროს.
-არა_მოკლედ უპასუხა და ისევ წიგნი აიფარა სახეზე. ბიჭისდა გასაკვირად მარტივად აუარა გვერდი და გაჩერებისკენ წავიდა.
-მოიცა, ეს ... რა.... მოიცადე_ძლივს მოვიდა აზრზე რომ უკან გაჰყოლოდა.
-ისედაც მთელი ჩემი დღევანდელი თავისუფალი დრო დამაკარგვინე და რა გინდა? არ ვიცი სად არის, მორჩა.
-მისი ვინ ხარ?_ეჭვი ჩანდა სანდროს ხმაში.
-მასწავლებელი.
-რა ხარ?
-გიორგის მასწავლებელი_ისევ ამოხედა სოფიამ და იმ წუთას მოსული წრიულისკენ დაიძრა, -ორი დღეა არც მე მინახავს, თუ იპოვი გადაეცი, რომ ჩასაბარებელ მასალას მაინც გამოვკითხავ_წამში აძვრა მარშუტში და გაოგნებული სანდრო ტროტუართად დატოვა.

-არც ვიცი ამ გოგოს საქციელზე გავვოცდე, ვიცინო თუ ავღფრთოვანდე_ძლივს შეკავებული ფხუკუნით უთხრა მანქანაში დაბრუნებულს კონსტანტინემ.
-მოკეტე და ის მითხარი რამდენი მევალე დაგვრჩა_მაშინვე შეუღრინა ბიჭს.
-შვიდი. დღეს კიდევ ერთი ხუთი ათასი ავიღე.
-ყველაზე დიდი?
-რა თქმა უნდა დავითი_ხმა დაუბოხდა ბიჭს.
-დავითი, დავითიიი_ჩაფიქრებულმა ამოიღო ტელეფონი და ნაცნოი ნომერი აკრიბა.
-სიძევ ბატონო, ჩემთან გელოდები, ოღონდ მასალები წამოიღე რამდენიმე კითხვა მექნება.

დიდხანს ლოდინი არ დაჭირვებია, სამი ღერის მოწევა ძლივს მოასწრო ტყუპებმა რომ შემოუღეს კარი.
-მოგწონს არა შენს ნებაზე რომ მათამაშებ_საქაღალდე დააგდო გაბრიელმა მაგიდაზე.
-ვაღიარებ ცოტათი.
-ისიც იცი ალბათ ეჭვმიტანილი რომ ხარ და ამ ფურცლებში ჩასუნვის უფლებაც რომ არ გაქვს_კომფორტულად მოკალათდა იოანეც.
-თქვენ ვაფშე ცალცალკე რამე საკეთებთ?_ტყუპები შეათვალიერა ფანჯარასთან მდგომმა.
-კი, ბავშვებს, რა გინდოდა?_წარბები შეკრა გაბრიელმა.
-რაღაც ეჭვები მაქვს_შუბლი მოიქექა სანდრომ და ბიჭებს გადახედა, -სერიოზული ეჭვები და მინდა ყველაფერი სულ თავიდან განვიხილოთ.
-ვის გულისხმობ?
-არის ერთი ნაბი*ვარი, ცოტა დაგვემუქრა კიდევაც და მინდა ზუსტად ვიცოდე როდის აღმოაჩინეთ პირველი გვამი ან რა ხდება ამ საქმის ირგვლივ.
-ვიცნობთ?_ერთმანეთს გადახედეს ტყუპებმა.
-არამგონია, ერთი პიდარას*** ნარკომოვაჭრეა, ბატონი დავითი, რომელიც როგორც ვიცი მუქარებს უბრალოდ ჰაერზე არ ისვრის_ჩაფიქრებულმა ბოლო ნაპასი დაარტყა სიგარეტს და კონსტანტინეს გახედა მის სახეზეც რომ ამოეკითხა რეაქცია.



"_ტყუპები შეათვალიერა ფანჯარასთან მდგომმა.
-კი, ბავშვებს, რა გინდოდა?_წარბები შეკრა გაბრიელმა." აი,ამაზე ვიცინე კარგად :დ
ამათ ტანდემს ველოდი მე. ის დავითი ისეთი ა მარტივად ვერ მოიცილებდნენ, კიდევ ღორია და ეგ ახალი წამალიც მაგისი იქნება. ასე მგონია გიორგისაც იმქვეყნად წასულს იპოვნიან.
ეს "მასწავლებელი" კარგი ტიპი ჩანს, მოუხაზა უცებ სანდრინიოს :დ
ველოდები იმ დღეს სანდრო წამალზე უარს რომ იტყვის და კიდევ ახალ თავს.

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
"_ტყუპები შეათვალიერა ფანჯარასთან მდგომმა.
-კი, ბავშვებს, რა გინდოდა?_წარბები შეკრა გაბრიელმა." აი,ამაზე ვიცინე კარგად :დ
ამათ ტანდემს ველოდი მე. ის დავითი ისეთი ა მარტივად ვერ მოიცილებდნენ, კიდევ ღორია და ეგ ახალი წამალიც მაგისი იქნება. ასე მგონია გიორგისაც იმქვეყნად წასულს იპოვნიან.
ეს "მასწავლებელი" კარგი ტიპი ჩანს, მოუხაზა უცებ სანდრინიოს :დ
ველოდები იმ დღეს სანდრო წამალზე უარს რომ იტყვის და კიდევ ახალ თავს.

მაგ მომენტის წერისას მეც გამეცინა სიტუაცია რომ წარმოვიდგინე :D ნწ გიორგის როლი ჯერ კიდევ დიდია :D

 


naattii
რუსკიმარუსია
"_ტყუპები შეათვალიერა ფანჯარასთან მდგომმა.
-კი, ბავშვებს, რა გინდოდა?_წარბები შეკრა გაბრიელმა." აი,ამაზე ვიცინე კარგად :დ
ამათ ტანდემს ველოდი მე. ის დავითი ისეთი ა მარტივად ვერ მოიცილებდნენ, კიდევ ღორია და ეგ ახალი წამალიც მაგისი იქნება. ასე მგონია გიორგისაც იმქვეყნად წასულს იპოვნიან.
ეს "მასწავლებელი" კარგი ტიპი ჩანს, მოუხაზა უცებ სანდრინიოს :დ
ველოდები იმ დღეს სანდრო წამალზე უარს რომ იტყვის და კიდევ ახალ თავს.

მაგ მომენტის წერისას მეც გამეცინა სიტუაცია რომ წარმოვიდგინე :D ნწ გიორგის როლი ჯერ კიდევ დიდია :D

კნტრიგა :დ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

დაანებოს რა სანდროს თავი ნარკოტიკს :( და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ველოდები განვითარებას მოვლენების :))

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომწონს მაგრამ ზოგიერთი რაღაცა ვერ ვიტან თავის ხელი თ თავს რომ იკლავენ,ძალიან საინტერესოა

 


№6 სტუმარი ნესტან

ძალიან ჩამთრევია ეს თქვენი ნაწარმოებები ემოციური ფონზე????????????მომწონს ისევ ჩემი კომენტარი დამხვდა ბოლოს...ჰა ჰა ეს ტყუპები ხომ საოცარი ბიჭები არიან მათან კიდევ სანდროც გამოვიდა არსებაში...როგორ მომწონს თქვენი ნაწარმოებები ახლოს წაკითხვა მინდოდა მაგრამ არაფერია ახალი ისევ ძველს მივუბრუნდი ...იქნებ ახალი გვაღირსო ამდაგვარი მადლობა წარმატებები????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent