შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black family 2


4-10-2019, 22:27
ავტორი Gellert Grindelwald
ნანახია 940

ანდრომედა წამოდგა და დების საძებნელად წავიდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა, როგორ უნდა მიეტოვებინა მისი ოჯახი, მისი დები, მისი საყვარელი ადამიანები. ერთხანს დებს შორიდან უყურებდა, მერე მათთან მივიდა და ბელას გადაეხვია
-დაო ძალიან მიყვარხარ-ტუჩზე იკბინა რომ არ ატირებულიყო
-ჰო მეც, მაგრამ რამე მოხდა?
-არა არაფერი-ნაძალადევად გაიღიმა და ახლა ნარცისას გადაეხვია - კარგად ისწავლე. ჩემო პრინცესავ ძალიან მიყვარხარ-გაიღიმა და დებს მოცილდა. ერთ ხანს მშობლებს გაჰყურებდა, მაგრამ ვერ გაბედა მათთან მისვლა, ვერ გაბედა ბოლოჯერ ჩაეხედა მათთვის თვალებში, სადღაც გულის სიღრმეში ჯეროდა, რომ მისი ოჯახი არ გარიყავდა, მაგრამ ამის შანსიც არ იყო. სირუსმა შეამჩნია ანდრომედას სახეზე ტკივილი და მასთან მივიდა
-დრომედ, რამე მოხდა?
-უს-გადაეხვია ის მამიდაშვილს-უნდა წავიდე.
-რას გულისხმობ?
-სირუს, ამ სახლში ერთადერთი ხარ ვისაც შემიძლია ვენდო, ვისაც სისხლის სიწმინდე არ ადარდებს და ბლექების ოჯახის ამ დამოკიდებულებას სწორად არ მიიჩნევს.
-ანდრომედა წესიერად ამიხსენი, რას გულისხმობ?
-მაგლი შემიყვარდა...ვიცი, რომ ჩვენი ოჯახი ამას არ შეეგუება, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს, გულის სიღრმეში მჯერა რომ მაპატიებენ, მაგრამ ეს შეუძლებელია ხო?
-ადრომედ ძვირფასო, ეს სისხლის სიწმინდის მანია ჩვენს ოჯახს საუკუნეების მანძილზე აწუხებს, მაგრამ წადი ძვირფასო, იბრძოლე სიყვარულისთვის.
-მიყვარხარ სირუს-გაუღიმა ანდრომედამ ბიჭს და წავიდა.
-ბელატრიქს, წადი ანდრომედა ნახე უკვე უნდა წავიდეთ.
-კარგი-ბელა ყველგან ეძებდა ანდრომედას, მას წარმოდგენაც არ ქონდა რა მოხდა, რა იცოდა, რომ მისი საყვარელი და დაკარგა ბოლოს რეგულუსთან მივიდა
-რეგულუს ანდრომედა არ გინახავს?
-მგონი პირველ სართულზეა.
-არა-წაიბუტბუტა სირუსმა
-რა არა?
-რა და არ არის იქ და ვერც იპოვით. ბიცოლას და ბიძაჩემს გადაეცი, რომ მათი გადასაწყვეტია ნახავენ თუ არა შვილს.
-სირუს გეყოფა გამოცანებით ლაპარაკი.
-ბელატრიქს, რაც საჭირო იყო ვთქვი შენ და ნარცისამ და, ცუგნუს და დრუელა ბლექებმა კი შვილი, სისხლის სიწმინდის გამო დაკარგეთ. ანდრომედას ტედ ტონქსი შეუყვარდა და მისთვის ბრძოლა აირჩია, მაგრამ ამას თქვენ ვერ მიხვდებით, თქვენთვის ხომ მხოლოდ სისხლის სიწმინდეა მნიშვნელოვანი!
-სირუს გეყოფა-შეუღრინა ძმას რეგულუსმა
-თორემ? თორემ მეც ამომწვავთ გობელენიდან, მეც გამრიყავთ? რა არის სისხლის სიწმინდე? სისხლის სიწმინდის გამო, დედა იძულებული გახდა ბიძაშვილზე დაქორწინებული ყო, დრუელა როსიერი, შენ გგონია მას უყვარს ცუგნუს?ძალიან ცდები!
-სირუს მოკეტე, პატარა ხარ და ჯერ ვერ მიხვდები-ახლა ბელამ შეუღრინა მას და მშობლებს ყველაფერი მოუყვა. ცუგნუსმა ჯოხი ყელთან მიიდო და დაიყვირა
-წვეულება დამთავრდა! - სტუმრები დაიშალნენ. მხოლოდ ოჯახის წევრები დარჩნენ
-ვიცოდი-ამბობდა დრუელა-ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ ახლა ყველამ კარგად მომისმინე, ანდრომედამ ოჯახს უღალატა და ტედ ტონქსთან იმ ბინძურსისხლიანთან ერთად გაიქცა, ამიტომ ის დღეიდან ჩვენთვის მკვდარია, ჩათვალეთ შვილი სახელად ანდრომედა არ მოყოლია. თუ ვინმე მის სახელს მაინც ახსენებს ანდრომედას ბედს გაიზიარებს, ახლა კი წავედით-ბელამ და ნარცისამ დედას ხელი ჩამიდეს და ბლექების სასახლეში გაჩნდნენ. მალე მათთან ალფერდი და ცუგნუსიც მივიდნენ.



№1  offline წევრი Niniko11

კარგიაა მომეწონაა...
ველი შემდეგ თავს მოუთმენლაად♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent