განსხვავებულნი (17)
დღეები მდინარესავით მიედინებოდა,ელვის სისწრაფით ასეც შეიძლება ითქვას..ვცდილობდი ფუჭად არ ჩამეგდო არცერთი დღე და ყოველთვის საინტერესო რამ გამეკეთებინა,რასაც მიასაც არ დატოვებდა გულგრილს..დევდარიანი სულ სამსახურით იყო დაკავებული,მეც თუ შემეძლო მიას დატოვება,ოფისში ვმუშაობდი,უმეტესად სახლში ვხატავდი..კვირას თუ მოიცლიდა დევდარიანი ჩვენთვის და სადმე გავიდოდით..ყველაფერი იცვლებოდა,ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ,ვცდილობდით ყოველთვის ერთ აზრამდე მივსულვიყავით..მია თავის ბებიასთან დავტოვე და ბარში შევიკრიბეთ..ისევ ისე,როგორც ვიცოდით,ვიხსენებდით ბედნიერად გატარებულ ყოველ წამს და სიხარულით აღსავსე დღეებს..ვაჩე და ლენკა უბედნიერესი წყვილი იყო,ერთმანეთს ავსებდნენ..გიორგი დაინიშნა და მალე იქორწინებდა..ჩემი სანდრო,ჩემი სანი ისევ ისეთი მექალთანე,ყოველდღე სხვადასხვა ქალთან ერთად ერთობოდა და დროს ატარებდა.. -თქვენ მეორე შვილზე არ გიფიქრიათ? მია მალე ექვსის გახდება -ახარხარდა ლენკა -ლეეენკა ნუ სულელობ,მია მყავს მისახედი ჯერ -გამეცინა -დაიმშვიდა თავი -ირონიულობა მესროლა დევდარიანმა -ხო ვიმშვიდებ -მოხვეულ ხელზე კბილების კვალი დავუტოვე და გავიკრიჭე -სანი რა გჭირს? -მეუცნაურა მისი უხასიათობა -რა არის შე*ემა? -მზესუმზირა ესროლა ვაჩემ -ტასო ფეხმძიმედაა -გაქვავებული ამოღერღა ორი სიტყვა სანიმ -ტასო ვინღაა? -გაკვირვებული გახედა გიომ -ღადაობ ხო? -ხალხო დააცადეთ ხმის ამოღება -უჟმურად გავხედე ბავშვებს -ის ანასტასია ჩემი მეზობელი,რომ ვევასები არადა არასდროს შემიხედავს ცუდად არც მქონდა ცუდი ურთიერთობა,კლუბიდან გადატყავებული მოვედი სახლში,გარეთ იდგა სახლის გასაღები არ ჰქონდა და ჩემთან შემოვიყვანე,გარეთ ხო არ დავტოვებდი -შესვენებით ყვებოდა,მეათე ღერს უკიდებდა და თითები უკანკალებდა -ჩვენზე დაიწყო ლაპარაკი,ძალიან გამოწვევი იყო იმ ღამეს,მთვარის შუქზე,ვერარ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი და არვიცი კაროჩე ,ვყ*ევდები.. -და საიდან იცი რომ ფეხმძიმედაა? -არ დააყოვნა ლენკამ -გუშინ შემხვდა სავაჭრო ცენტრში,განიერი ზედა ეცვა,ვილაპარაკეთ და ზედა ავაწევინე ოდნავ ჰქონდა მუცელი გამობურცული,2თვეშია უკვე..იმაზე გამოვყ*ევდი,რომ დამიმალა და კიდე რომ არ მენახა ჩემს გარეშე იმშობიარებდა.. -აქამდე რატო არ გვითხარი სანი? -ნაწყენმა გავხედე -ანო ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება,მეც შოკში ვარ ან რა ვიცოდი რო ორსულად იქნებოდა -რას აპირებ? -ცოლად უნდა მოვიყვანო,ბავშვს არ მოვიშორებო,თან გვიანია უკვე მაგაზე ფიქრიც..ზედმეტ ტვირთად არ მინდა ვიყოვო და მარტოც გავზრდი ჩემს შვილსო,მაგრამ მამამისი დაბრიდავს -სანი იქნებ სხვა გზა მოვნახოთ? უსიყვარულოდ სიყვარული გაგიგია? -არ დააყოვნა ლენკამ -სხვა გზა არარის..ჩემი ცოლი გახდება! დამთავრებული ამბავია. ბიჭები შოკირებულები უსმენდნენ,ჩვენ პირღია დავრჩით და ვერ ვიფიქრებდით,რომ სანის ასეთი შეცდომა მოუვიდოდა..მაგრამ იდეალური არავინაა,სანი ისეთი კარგი ადამიანი იყო,ნებისმიერს გაუმართლებდა მასთან ცხოვრება,მაგრამ თუ არ უყვარს? შეიძლება ყველაფერი სასიკეთოდაც არის მოწყობილი,შვილი ეყოლებათ და იქნებ შეუყვარდეს სანისაც,შეუძლებელი ხომ არაფერი აარაარის? ზოგი ჭირი მარგებელია! სანიმ დაგვტოვა,ჩვენც ცოტახანს ვილაპარაკეთ და დავიშალეთ.. სანდრო ქალაქგარეთ ცხოვრობდა,წყნეთში..ულამაზესი სახლი ჰქონდა,მყუდრო..რამდენჯერმე ვიყავით და ტასოც იქ გვყავდა ნანახი..საყვარელი გოგო იყო,ლამაზი და ნაზი..ეტყობოდა რომ სანდროზე გიჟდებოდა,მაგრამ სანდროსგან არაფერს გრძნობდა..ტასოს მშობლები საქმეზე იყვნენ წასულები თურქეთში და ჯერ არ უწევდა მშობლებისთვის ეს ამბავი ეთქვა..სანდრო მასთან მივიდა,რომ დალაპარაკებოდა,სანდროს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა -შემომიშვებ? -სიგარეტი მოისროლა და ტასოს გახედა -შემოდი! -ხვალ ხელს ვაწერთ! -ვერ გავიგე? -გაოცებული გახედა სანდროს -ცოლად მომყავხარ! -სანდრო შენ შენი ცხოვრება გაქვს და აღარ მინდა იმის გამეორება,რომ ჩემს შვილს მე თვითონაც გავზრდი! -მეტს აღარ გავიმეორებ,მოემზადე და ხვალიდან ჩემთან გადმოხვალ,ხელს მოვაწერთ და დამთავრდა! შენი მშობლები მშვენივრად მიცნობენ და უარზე არ იქნებიან,ეს პრობლემაც არ გვაქვს! დალშე შენ იცი! წავედი ეხლა მე.. კარი გაიჯახუნა და სახლი დატოვა..ყველგან მისი სუნამოს სუნი იყო,ტასოც უფრო გაუჭირდებოდა მასთან ცხოვრება,უფრო შეეჩვეოდა და უფრო ეტკინებოდა,მაგრამ მამამისს ვერ გადაურჩებოდა ეს ამბავი რომ გაეგოთ! მეორე დღეს ხელი მოაწერეს,ყველანაირი ცერემონიის გარეშე,მშობლებსაც დაელაპარაკა რომ არ უნდოდა ქორწილი და დიდი სიყვარულით მიყვებოდა სანდროს..მშობლების დიდი ისტერიკების შემდეგ,ცოტას შეეგუენ,რადგან ვერაფერს ვეღარ იზავდნენ..ცოტახნით აურზაური იყო,ყველა მხრიდან,შემდეგ დალაგდა ნელ-ნელა ყველაფერი..ახლოდან გავიცანით ანასტასია,ულამაზესი იყო,ორსულობა ძალიან უხდებოდა..ბარში ვისხედით,ვლაპარაკობდით..ცოტახანში ტოქსიკოზი დაემართა ტასოს და სანიმ სახლში წაიყვანა..ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს,სანდროს ნიკაპამდე სწვდებოდა,ლამაზი ნაკვთები ჰქონდა და სანის დიდი სიყვარულით უყურებდა.. -სანდრო -რა? -როდემდე უნდა იყო ჩუმად? -რაგინდა ტასო? -ყველას გონია,სადარდებელი არ გვაქვს და ბედნიერად ვცხოვრობთ -და რა გინდა რა? გამომიწვიე და დაორსულდი,ბედნიერი ხარ? ხომ გავხდი შენი? ამდენი წელი რომ ოცნებობდი ჩემს მკლავებში ყოფნაზე? ეხლა რა გინდა ანასტასია? -მეზიზღები! არ მინდა მე შენი ცოლობა სანდრო,შენ დამაძალე შენთან ცხოვრებაზე -რა გგონია ჩემს შვილს უმამოდ გაზრდი? როგორც ნაბი*ვარს? -ხო ძალით დავორსულდი? ხო გამოგიწვიე? ხოდა მარტო ჩემია ეს ბავშვი,გაგეყრები და მორჩა! -ხო გამეყარე და ვნახოთ მამაშენი თუ გაგიძლებს ერთი დღე სახლში -ყვიროდა და ღრმა ნაფაზებს ურტყავდა ალექსანდრე -მეზიზღები სანდრო აბაშიძე! წყეულიმც იყავ! -რა გატირებს ტასო? რა გეგონა მითხარი,ბედნიერად ვიცხოვრებდით? ცხოვრება გამიუბედურე -ხოდა წადი და დამტოვე,აღარც დაგენახები ჩემს შვილსაც არ მიგაკარებ -ნუ შემე*ი ტასო რა,ეგ ბავშვი ჩემიცაა! წადი დაიძინე,საძინებელი იცი სადაცაა -ეგ ჩემი საძინებელია -მიმავალ ტასოს დაუყვირა -უკვე ჩემია! -ნაგლი! 3თვე გავიდა ამ ამბის შემდეგ..სანდრო უკვე შეჩვეული იყო,რომ სახლში შევიდოდა და ტასო დახვდებოდა..მუცელი თანდათან ეტყობოდა,გულჩვილი იყო,სულ შიოდა და ყველაფერი წყინდა..ერთი ხმამაღალი ლაპარაკი სანდროსგან და ტირილს იწყებდა..ვერ იტანდა სანდროსგან სიუხეშეს..ძალიან დავიახლოვეთ ტასუნა და ძალიან შეგვიყვარდა,მოწესრიგებული და ერთგული იყო სანისი,გული სტკიოდა მაგრამ არ გვაჩვენებდა.. გიორგის და ელენს ქორწილის დღეებიც ახლოვდებოდა..მე ლენკა,ელენე და ტასო დავრბოდით ქორწილის საქმეებზე..ტასოს სახეს რომ გავხედეთ,მივხვდით რომ საშინლად შიოდა და პიცერიაში შევედით,ვჭამეთ და ვიხალისეთ..გზაში გოგამ დამირეკა,რომ მია ვეღარ უძლებს უდედობას და მალე მოდიო..ხალხოოოო ქმარი,შვილი ორი წუთიც ვერ ძლებენ უჩემოდ!დავიშალეთ რა ძალიან დავიღალე თან! სახლში გვიან მივედი,ულამაზესი წითელი კაბა ვიყიდე ,მკერდთან ლამაზი ჭრილით და ზურგზე ამოღებული.. -დედას გული! -ხელები გავშალე და მიას მოვხვიე ხელები -დედიკო რა მიყიდე? -გახარებული ეცა პარკებს -მიდი ნახე -ტრაკზე ხელი წამოვარტყი და საძინებლისკენ გაიქცა -ქმრისთვის როდის მოიცლი ცოლო? -ცინიკურად გამომხედა, წელზე ხელები მომხვია და გაუაზრებლად აღმოვჩნდი მის მუხლებზე. -ეჭვიანობ? -მინდიხარ! -უკანალზე ძლიერ მომიჭირა ხელი და თავი ჩემს ყელში ჩარგო -აზრზე მოდი გოგა,მია ყოველ წუთში გამოვა -გაგუდული ამოვთქვი ეს სიტყვები -არ მინდა აზრზე მოსვლა! -ხელში ამაფრიალა და საძინებლისკენ მიმაშურა,ლოგინზე დამაგდო,კარი ჩაკეტა და ჩემს ზემოდან მოექცა -გაგიჟდი გოგა -შენ მაგიჟებ! -მიყვარხარ ძლიერ ძლიერ! -გაღმერთებ გოცირიძე! ხელი ჩემს კაბის ქვეშ შეაცურა,საცვლის გახევას ცდილობდა,როცა მიას ხმა გაისმა. -დეედა მშიია! -ფუ ბლი*დ -გაბრაზებულმა აიქნია ხელი და წამოდგა -მთელი ღამე წინ გვაქვს -ხარხარით მოვუსვი ხელი მის წვერს და ტუჩებში ვაკოცე ქმარს. -მოვდივარ დე -დავუყვირე და გარეთ გავედი.. ტასო ფილმს უყურებდა და ქვითინებდა,კარი გაიღო და სანდრო მოვიდა,ცრემლები მალევე შეიმშრალა და ფილმი გათიშა. -თუ ასე მოქმედებს შენზე ფილმებიც,ნუ უყურებ! -გამოსცრა სანდრომ -ოჰ ბატონო სანდრო,მზრუნველობაც დაგიწყიათ! -მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობ -ნეტა იმ დროსაც ფიქრობდე,როცა შენი ინიციატივითაც მიწევს ტირილი და ნერვიულობა -არ დააკლო ტასომ -ბევრს ლაპარაკობ! -სად იყავი? -ნაწყენმა გახედა ქმარს -ცოლის როლს ნუ ირგებ რა -ხელი აიქნია და საძინებელში შევიდა ტასოც მიყვა,ლოგინი გაშალა და მის ადგილას დაიკავა ადგილი. -დღეს დილით ჩემს მხარეს იყავი გადმოსული და შეეცადე არ დამირღვიო სიმშვიდე -გასცა ბრძანება ბატონმა სანდრომ -მეც მჭირდება სიმშვიდე,მაგრამ სანამ შენთან ვარ ეს არ მეღირსება! -იმ ღამესაც ასეთი დიდი მკერდი გქონდა,თუ ახლა გასუქდი? -ცოლის მკერდს მიაპყრო მზერა -იდიოტი! -ენა გამოუყო და საბანი შეისწორა -ისე იმალები და ისე გრცხვენია,იმ ღამეს ყოფილიყავი ნეტა ასე -სანდრო რა გინდა? არ დაიღალე? -ძილინებისა! მხარი იცვალა..ერთმანეთისგან ცდილობდნენ შორს ყოფილიყვნენ,მაგრამ ზუსტად ეს სიშორე აახლოვებდათ და დილით ერთმანეთზე გადახლართულებს ეღვიძებოდათ. -მია ჭამე მალე,რძეც არ დაგავიწყდეს.. -დედა როდემდე უნდა მალევინო ეს რძე? -ტუჩებდაბრეცილი გამომხედა მიამ -მია საჭიროა ხო იცი!ნუღარ განვიხილავთ ამ თემას -თავზე ვაკოცე და ყავა მოვსვი -მეც მინდა რძე -ახარხარდა დევდარიანი და ტელევიზორის პულტს აწვალებდა -მოდი რა მამა დალიე -ჭიქა გაუწოდა მიამ -ეგ რძე არა მა,დალიე შენ და მალე დაიძინე მის ბავშვურ საქციელზე გულიანად გამეცინა..ყოველჯერზე ბავშვურად იქცეოდა და მაცინებდა,ერთმანეთს ვაბედნიერებდით და მიასაც ვახარებდით! საშინელი წვიმა წამოვიდა,მია დავაწვინე და გოგას გვერდით დავიკავე ადგილი,სანათი ჩააქრო და ჩემს ზემოთ მოექცა,ტუჩებში მწვდა და ჩვენი ენები შეერთდა.. -მეღირსე ანო -ჩშშ -უფრო მივიზიდე და დავაგემოვნე მონატრებული ქმარი..ჭექა-ქუხილის ხმა და მიას კივილი ერთი იყო,სწრაფად მოვშორდი დევდარიანს და ოთახში შემოსულ მიას შევეგებეთ.. -მამა შეიძლება თქვენთან დავიძინო? მეშინია -მოდი,მოდი -საბანი გაშალა დევდარიანმა და შუაში ჩაიწვინა მია,გამეცინა მის საქციელზე და საცოდავ სახეზე! -მალე გავაფრენ -საწყალი მზერა მესროლა -ჩშშ,მიყვარხარ -ტუჩის მიმიკებით დავუმარცვლე და სანათი ჩავაქრე..შვილი ჩავიხუტე და ღრმა ძილში წავედი... ბავშვებო როგორ ხართ? ცოტა დავაგვიანე,რაღაც მიზეზების გამო! შევეცადე რამე სიახლე შემომეტანა ამ თავში,ტასოს და სანდროს სახით! თქვენი აზრი მაინტერესებს! მიყვარხართ და მადლობა ყველას!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.