შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (1)


7-09-2019, 00:54
ავტორი Holly_Holly
ნანახია 4 505

ღამე..საუკეთესო დროა ყველაფერზე ფიქრისთვის,შენს თავთან მარტო დარჩენისთვის..ხანდახან მავნებელია,შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს ღრმა ფიქრებმა..
წარსულს გადავხედე და აღმოვაჩინე,რომ თურმე უამრავი ადამიანი შემომეცალა...ასე თავისთვის,ნელ-ნელა გაქრნენ..რაღაცეებმა დროს ვერ გაუძლო,ვიღაცეებისთვის უფრო სხვა,მნიშვნელოვანი ადამიანები გამოჩნდნენ..
ადრე მწყინდა,ძალიან მწყინდა,მერე და დავფიქრდი და მივხვდი,რომ საწყენი სულაც არაა..მერე რა მოხდა ადრე თუ სადღაც სიის თავში იდექი..? დღეს კი ბოლოშიც აღარ ხარ..ეს ცხოვრებაა,ცხოვრება კი კიბეა..მაგრამ არიან ადამიანები აი დრო რო ვერაფერს უხერხებს,დიდი ხნის წინ რაღაც ამბავზე რომ გაჩერდი და შეხვედრისთანავე ზუსტად იმ ამბით აგრძელებ საუბარს..ასე არიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები,დედა და ჩემთვის საუკეთესო სამეგობრო წრე,რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში გვერდით მყავდნენ და არასდროს მტოვებდნენ მარტოს,როგორ შეიძლება მათი დავიწყება? მე ანანო გოცირიძე მესამე კურსის სტუდენტი,ვსწავლობ სამართლის ფაკულტეტზე-ილიაუნში.ვცხოვრობ დედასთან ერთად,მამამ მიგვატოვა,ღრმა ბავშვობაში..დედა ექიმია და დიდ დროს კლინიკაში ატარებს..

*
6;30
ისევ ტყვიისფრად თენდება..თვალებს ხუჭავ ისევ და ფერად სიზმრებს ხედავ,იღვიძებ და ისევ ნაცრისფერ სამყაროში ბრუნდები ისევ..
ფიქრობ..თითქოს ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის,მაგრამ წამით გრძნობ,რომ თითქოს რაღაც გაკლია,რაღაც მნიშვნელოვანი,ფიქრობ ბევრს მაგრამ ამაოდ,პასუხები არ არის.

16მარტი.
1წელი იმ საშინელი დეპრესიის შემდეგ,რომელიც დედამ და მეგობრებმა გამომიყვანეს იმ ღრმა ორმოდან..გათენებული ღამეები,თეთრი კედლები და წამლებქვეშ მყოფი მარტოსული ადამიანი,რომელიც ხალხშიც მარტოსულად გრძნობდა თავს..3წლიანი ურთიერთობის დამთავრება და დეპრესიის დაწყება..იყო დრო,როდესაც საც ვფიქრობდი.მქონდა საშინელი დღეები და არავისთან შეხვედრის სურვილი..საშინელი შეგრძნებაა,მთელი სხეულით გრძნობ ტკივილს,რომელიც არაამქვეყნიურია..ეს ისეთი შეგრძნებაა,თითქოს მოსიარულე გვამი ხარ..არასდროს მინდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი,მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე,ყოველი უბედურების ბოლოში შეიძლება ბედნიერება მონახო.
8;30
ნინის ზარმა გამაღვიძა..
-ხო ნინ
-ანუტიკ გაიღვიძე ლექციაზე დაგვაგვიანდება ათ წუთში შენს სახლთან ვიქნები ჩამოდი..
არჩევანი ჯინსსა და შავ სვიტრზე შევაჩერე,პალტო მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი..
ლიზა კრუასანებს მახვედრებდა,როცა სახლში იყო..
-წავედი დეე გავიქეცი,გკოცნი
-მიდი დე
ჰაერში გავუშვი კოცნები და კარი მივიხურე..
ნინის მანქანაში მოვთავსდი და გეზი ავიღეთ ილიასკენ..
-ჰეეი ლამასო რაგჭირს? შემომხედა გაკვირვებულმა
-არაფერი ნინ,არ მეძინა კარგად
-ისევ დაიწყე ფიქრები?
-...
-აუ კაი რა ანო,შენ ხო დამპირდი,რომ წარსულს აღარ ჩარევდი აწმყოში,თავს ისევ რატო იღუპავ?
-კაი ვსიო არ მინდა გაგრძელება და ამ თემაზე ლაპარაკი
-კაი შენიცი,როგორცგინდა
ლექციებს დავესწარით და გარეთ გამოვედით

4;05
ბიჭები გარეთ დაგხვდნენ მანქანასთან,ეწეოდნენ.სანდრო,გიორგი და ვაჩე ჩვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ,სკოლიდანვე ერთად მოვდივართ და ვერავინ ვერაფერს ვერ გაგვიბედავს,რადგან იციან ვისიანებიც ვართ..
-აუ სანდრო ერთი ღერი მომეცი მეც..სახე დავმანჭე
სანდრომ უცნაურად გამოგვხედა ყველას
-ანო ისევ დაიწყე შენ?
-არაა სანი უბრალოდ ახლა ვერ ვარ და მომხოდავს ცოტა
ღრმა ნაფაზებს ვურტყავდი,ცოტა მომეშვა და დამაწყნარა..
-ლენკა სად გყავთ? თავი გამოყო ვაჩემ მანქანიდან
-ვერ იყო კარგად და სახლში წავიდა,თქვა ნინიმ
-თქვენ რაიყოთ ტო რაგჭირთ? ხელები გადააჯვარედინა გიომ
-არაფერი გიო არაფერი,ნინიმ ანიშნა თვალებით რომ აღარ ეთქვა რაღაც მსგავსი
-კაი არ მაქვს თქვენი ნერვები რა დავიშალეთ და ბარში გნახავთ საღამოთი,ხელი აგვიწია სანიმ და მანქანა დაქოქეს..
-ანო ძაან იმჩნევ ისევ უხასიათობას,ბიჭები ნერვიულობენ ხო ხედავ რო ასე ხარ
-ვაიმე ნინ რა გავაკეთო? მე მინდა ასე ყოფნა? დავიღალე უკვე ყველაფრისგან,ამდენი ფიქრისგან ისევ გავაფრენ,ერთი წელი გავიდა იმ დეპრესიისგან დღეს და ისევ მითრევს ღამე ფიქრები,ვერ ვიძინებ მოსვენებას არ მაძლევს,არვიცი რა გავაკეთო
-იქნებ ფსიქოლო..
შევაწყვეტინე..
-არა ნინ აღარანაირი ფსიქოლოგი,მე თვითონ უნდა გავუმკლავდე ყველაფერს
-ანო გასაგებია,რომ ასეთ დღეში ხარ ეს რაღაც თამაში არ არის,მაგრამ ცოტა გული უნდა გადააყოლო,ვისაც შენთან დაახლოება უნდა ხელს კრავ,არაძლევ იმის უფლებას ახლოდან შეგიცნონ,ყველა იმისნაირი ხოარარის?
-აუ ნინ გთხოვ რა არმინდა ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ
-კაი მაგრამ არ მოგცემ უფლებას თავი ისევ იმ დღეში ჩაიგდო,ეს დაიმახსოვრე მე დასაკარგი მეგობარი არ მყავს..მანქანა დაქოქა და წავიდა

6;25
წვიმს..მიყვარს წვიმა,თბილი ოთახი,ყავა და წყნარი მუსიკა..ჩემი ნარკოტიკია..
წვიმა ისევ შეწყდება,ალბათ ნატკენი გულიც გამთელდება..ღამეს აუცილებლად დღე ცვლის,თუმცა ჩემისთანებს გონიათ,რომ სიბნელე სამუდამოდ გაგრძელდება..არაფერია სამუდამო..
ჩემია წვიმა,ნებისმიერ სეზონზე,მაგრამ გაზაფხულზე განსაკუთრებულია,სხვანაირი სუნი აქვს გაზაფხულის წვიმას,რომელიც მხდის რაღაცნაირ სევდიანს.თითქოს ჩემგან ყოველი დარდი და ემოცია მიაქვს და მე მიჭირს მათი დათმობა..მიყვარს წვიმის ყურება ფანჯრიდან,როგორ ეწვეთება მინას..

7;00
სახლში შევედი თუ არა,აბაზანაში შევვარდი სულ დასველებული ვიყავი,წყალი გადავივლე,ხალათი შემოვიხვიე და ლოგინში ჩავწექი..ტელეფონი მირეკავს,ლენკაა..
-ხო ლენ
-ანო რასშვრები?
-რავი გოგო არაფერს შენ?
-რავი მეც,გაიგე ახალი ამბავი?
-რა ამბავი
-ბიჭობა დაბრუნდა,ბიჭობა -იცინის
-ვინ ბიჭობა ლენ თქვი ახლაა
-დევდარიანი და თავისი ბირჟა ბანდა
-კაი რავქნათ მერე ჩვენ,დაბრუნდა დაბრუნდეს
-აუ გოგო მთელ ვაკე-საბურთალოზე მეხის ჩამოვარდნასავით გაისმა ეს ამბავი
-კაი არ გკიდია?
-აუ ხოიცი როგორ მომწონს იმ დევდარიანის ძმაკაცი,ლაშა..თურმე წყნეთში იყვნენ და იმიტო არ ჩანდნენ აქ
-ეგეთი ტიპები რატო უნდა მოგწონდეს ლენ კაი რა,ჩვენმა ბიჭებმა არ გაიგონ თორე ხოიცი რასაც გიზავენ,ყველგან სადაც ჩხუბია ეგენი არიან,არსად სიმშვიდეს არ ტოვებენ
-აუ ანო კაი რა ისე გოგაც არაა ცუდი ტიპი ხოიცი,განსხვავებულია უფრო მაგათგან,უფრო მშვიდი და დასტოინია,კაი სახელიც აქვთ რა რაგინდა
-გოგა ვინღაა?
-ეგ დევდარიანი რა,რაღაცას მალავენ მაგის გამო შეიცვალა თურმე ეს ტიპი მასე ცხოვრებამ გააბოროტა,როგორც შენ -ისევ იცინის
-აუ ნუ ხარ ჭორიკანაა ლეეეენ რა,დაიკიდე უფ
-კაიხო,გამო რა ბარში ვართ
-ვნახოთ ხო..
გავთიშე ტელეფონი,დაძინებას ვაპირებდი,მაგრამ ამაოდ.
წასვლა გადავწყვიტე..ჯინსებში და ბორდო ჯემპრზე შევაჩერე არჩევანი,დედაჩემს მანქანა დატოვებული ჰქონდა,ასე რომ მანქანით გადავწყვიტე ბარში გასვლა..მივედი თუ არა ვიღაც ტიპი გამოსვლას აპირებდა,კინაღამ დავეტაკეთ ერთმანეთს
-უფსსსს,პატარა ქალბატონო,შემობრძანდი
გავშეშდი,ისეთი ბოხი ბარიტონი ჰქონდა,სიმღერასავით ჩამესმოდა მისი ხმა ყურში,სასიამოვნო იყო,მაღალი,შავგვრემანი ლამაზი თვალებით..
-თუ არ აპირებ შემოსვლას მე გამატარე მაშინ,ხელი მკრა და ადგილიდან გაქრა შავი ჯიპით..
ბავშვებს მივუახლოვდი..
-ეს ახლა რაც ვნახე ? ჰაა? ხელი მომიშვირა ლენკამ
-რა გოგო რა?
-იცი ვინ იყო? გამომხედა ნინიმ
-ვინ იყო?
-დევდარიანი გოგა,ვისზეც გიყვებოდა ლენკა-გადაიხარხარეს
-ხალხო რაგჭირთ? ყველაზე რატო დნებით,თავხედია ვიღაც
-თავხედი რატოა იდექი გიჟივით და არც შემოხვედი არც თვითონ გაატარე
-თქვენ აქ ვერ გვხედავთ თუ რაარის? წარბები აზიდა ვაჩემ
-უიჰ აქ ხართ,სიცილით შეუბრუნდა ლენკა
-რა დღეში ხართ? აყვა სანიც
-არაფერ დღეში,თქვა ნინიმ..ისე მოგვიყევი ეს გოგა ხო გეძმაკაცებოდა ერთი პერიოდი სანდრო
-არარის ეგ თვქენი საქმე,არც ახლა გვაქვს ცუდი ურთიერთობა,მაგრამ თქვენ მოჯექით ცოტა..უხეშად მოგვიგდო ორი სიტყვა სანიმ
მალევე დავიშალეთ..ბიჭები თავიანთ გზას გაუდგნენ..მე გოგოები ჩავისვი მანქანაში ნინი დავტოვეთ სახლში,ახლა ლენკა მიმყავდა,ისევ წვიმდა..
-შენი აზრით ასეთი რეაგირება რატო მოახდინა სანდრომ,ბიჭებზე ანო?
-ლენკა არვიცი და ნუ ჩაერევი მათ საქმეში,კარგს არაფერს არ მოგვიტანს
-ხო მარა ანო,მეუბნები რო დავმალო ჩემი სიმპატიები ლაშას მიმართ,რადგან ბიჭები გაჭედავენ,მაგრამ ამავდროულად მათ არააქვთ ცუდი ურთიერთობა იმათთან,ლოგიკააა?
-აუ ლენკა არვიცი ალბათ ასეა საჭირო,ანდაც რა ნახე ამ ლაშაში? უკეთესს იმსახურეებ ხოიცი
უცბად მანქანა გაგვიჩერდა..
-აუ არარსებობსსს
-რამოხდა ანო
-ბენზინი
-ღადაობ ხო რაღა გვეშველება,ამ წვიმაში
-ვიზავთ რამეს
ჩვენს გვერდით შავმა ჯიპმა გაგვიჩერა,მანქანიდან გადმოვიდა ერთი ტიპი,წვიმაში სახეს კარგად ვერ ვარჩევდი,თვალები მოვჭუტე,მეორეც გამოყვა.
-ვაიმეე ანო ლაშა და გოგა,პანიკაში მყოფმა ლენკამ ჩამჩურჩულა
-დახმარება ხომ არ გინდათ გოგოებო? თქვა დევდარიანმა ირონიით და ღრმა ნაფაზი დაარტყა..
მე და ლენკამ გაოცებულები და უფრო შეშინებულები ერთმანეთს გავხედეთ..


ბავშვებო ვინც წაიკითხავთ,გამოხატეთ თქვენი აზრი როგორ მოგწონთ?



№1  offline წევრი anako

ახლა მეორეს წავიკითხავ და იქ დაგიწერ უფრო დიდ კომენტარს

 


უამგრესია, ახლა დავიწყე კითხვა და დავამთავრებ

 


№3  offline წევრი Holly_Holly

Mikvarxart <3

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

ცოტაძაან ვგიჟდები

 


№5  offline წევრი sofi_sofiaa13

ძაან მოვკვდები ისემომწონს
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent