შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე ( დასასრული )


5-10-2019, 02:10
ავტორი Likuna1998
ნანახია 2 701

დღეს 2019 წლის 14 სექტემბერია.და მე ამ ისტორიის წერა დავიწყე.
***
ნიკას სიტყვებმა,რომელიც ერთდროულად დიდი სიყვარულით და ჩემდამი დიდი ზიზღით იყო სავსე.მიმახვედრა,რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ადგილი არიყო.რადგან ჩემი არსებობით მუდმივად ზიანს ვაყენებდი სხვებს.შემდეგ სისულელეების გაკეთება დავიწყე,სავაადმყოფო,პალატა,თეთრი კედლები და გადასხმები.ეს ჩემს ცხოვრებაში რამოდენიმეჯერ განმეორდა.რის გამოც საკუთარი თავი უფრო მეზიზღებოდა.ეს დაახლოებით 3 თვე გრძელდებოდა.სისულელეების კეთებით და ჩემი თავისთვის ზიანის მიყენებით მეგონა სიტუაციას გამოვასწორებდი.მეგონა სხვებს სიმშვიდეს მოვუტანდი მაგრამ კვლავ არაფერი იცვლებოდა.მახსოვს 31 დეკემბერი.12 საათი,ამ დროს ხომ ყველა ბედნიერია,ყველას გულები სიხარულით და სიყვარულითაა სავსე.ჩემს გულში კი არაფერი არ ხდებოდა.იქ მხოლოდ სიცარიელე იყო,შესაბამისად ჩემთვის არ არსებობდა არც ახალი წელი,არც ძველი და საერთოდ არანაირი დღესასწაული.
ნიკა იცვლებოდა.თანდათან ვხვდებოდი რომ ჩემს მიმართ ინტერესს კარგავდა.თითქოს ეს ძალიან მიხაროდა,რადგან არ მინდოდა ვინმეს ვყვარებოდი და ამ ჭაობიდან ჩემი ამოთრევა ეცადა.რადგან ამ მდგომარეობით ვცდილობდი პასუხი მეგო ჩემს ჩადენილ საქციელებზე.
ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე.დედაჩემი ყოველდღე აცრემლიანებული თვალებით მირეკავდა და ცდილობდა რომ სწავლას დავბრუნებოდი,ძველი ცხოვრება დამებრუნებინა და ვყოფილიყავი ისევ ისეთი.როგორც თვეების წინ.ჩემი ძმა სახლში აღარ მოდიოდა,რადგან ჩემი სახის დანახვა ეზიზღებოდა.ბებოს კი ყოველდღე წნევები ჰქონდა,ჩვენს სახლში ყოველ საღამოს სასწრაფო მოდიოდა.ირგვლივ ყველა მოვიძულე,აღარც დაქალი და ახლობელი აღარ მყავდა.აღარც გიორგი,ჰო აღარც გიორგი აღარ მყავდა.3 თვე იყო გასული,მისგან კი არაფერი მსმენოდა.სიმართლე გითხრათ არც სურვილი მქონდა ასეთ მდგომრეობაში მყოფს მისი მდგომარეობით დავინტერესებულიყავი.მოკლედ,როგორც გიორგი ამბობდა,მე ძალიან დიდ ნეხვში ვიყავი.
აი რა ხდებოდა ჩემს თავს...
***
ორშაბათ დილას ,როდესაც მაღვიძარა აწრიალდა რაც იმის მაუწყებდა რომ ჩემი ადგომის დრო იყო.ლოგინიდან გიჟივით წამოვდექი და სავარჯიშოდ მომზადება დავიწყე.სააბაზანოში შევედი პირის დასაბანად.წყალი სახეზე შევისხი და მომენტალურად სარკეში ჩემს თავს შევხედე. გაგიკვირდებათ,და 3 თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო,როდესაც სარკეში ჩავიხედე.ჩემი ჩამოღამებული თვალები დავინახე.სახე რომელიც მუდმივად ამღვრეული მქონდა.მე ამ ყველაფერს სარკეში ვუყურებდი და წამით გავჩერდი.გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და თვალები უეცრად ცრემლებით ამევსო.იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.
აი მაშინ მომაწვა ყველანაირი გრძნობა ერთად.ვტიროდი და ვგრძნობდი,რამდენ ადამიანს ვტკენდი გულს ჩემი ასეთი საქციელით.ჩემს უკან ჩემი ოჯახი იდგა,მათ მე ვეზიზღებოდი.ვეზიზღებოდი იმისთვის რასაც ვაკეთებდი.სახლიდან უგზოუკვლოდ ვიკარგებოდი,დღე და ღამე არეული მქონდა.რამოდენიმეჯერ ის საშინელი რაღაცაც კი გავსინჯე.ვტიროდი,და ვხვდებოდი რომ ეს მე არვიყავი.ჩემს სხეულში სხვა ადამიანი ჩასახლებულიყო და იმის გაკეთებას მაიძულეებდა ,რაც სინამდვილეში არ მინდოდა.
მე მინდოდა ძველი ცხოვრების დაბრუნება.მე მინდოდა ძველი ლიკა გავმხდარიყავი.ეს მთელი სხეულით,მთელი არსებით მინდოდა.ფეხზე წამოვდექი.სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე.ცრემლები მოვიწმინე და ძველმა ,ბავშვურმა ღიმილმა უეცრად გადამკრა სახეზე.
და მე შევიცვალე.იმ დღიდან ძველ ცხოვრებას დავურუბდი.
პირველ რიგში ოჯახთან ურთიერთობის დათბობას შევუდექი.დედაჩემს ძველებური ღიმილიანი სახე დავუბრუნე.სასწრაფო დახმარების მანქანას-რომელიც ჩვენს სახლში თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა გამოძახებას,ბებოს გამო-კარი სამუდამოდ მივუჯახუნე.ამის შემდეგ ბებოს წნევებმაც დარეგულირება დაიწყო.ჩემმა ძმამ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.ერთად ძალიან ბევრს ვსაუბრობდით,მისი ცხოვრება ახალი ამბებით დახუნძლულიყო,მე კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.ჩვენი ურთიერთობა ძველებურად თბილი გახდა.და ეს ძალიან მახარებდა.
ძველი მეგობრები და ახლობლები ჩემს ცხოვრებაში ისევ დავაბრუნე.პირველ რიგში მარის დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე.მას ისეთი გაკვირვებული ხმა ჰქონდა.თუმცა დამთანხმდა.
შეხვედრისას მივვარდი და ძალიან,ძალიან მაგრად ჩავეხუტე.შემდეგ პატიება ვთხოვ,პატიება იმისთვის,რასაც მთელი ამ თვეების განმავლობაში ვაკეთებდი.მისი დაკარგვა საერთოდ არ მინდოდა.ამას ჩემი მეორე მე აკეთებდა.მან ყველა მომაძულა ცხოვრებაში და მარტო დამტოვა.მარტო დარჩენის კი ყველაზე მეტად მეშინოდა.
მარის ჩემს დანახვაზე თვალები ცრემლებით აევსო.მითხრა რომ საპატიებელი არაფერი მქონდა .მას ძალიან,ძალიან ვუყვარდი და ბედნიერი იყო ჩემი ცხოვრების შემოტრიალების გამო.მას უხაროდა,რომ როგორც იქნა მე საკუთარ თავს დავუბრუნდი.
ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ როგორც ჩანს ,მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებიც გამომიტოვებია.
დათომ მარის ხელი ითხოვა.ქორწილი კი ალბათ 1 წელში ექნებოდათ.ძალიან გავიკვირვე.
-1 წელიოო? უკვე დაინიშნეთ და ვის გაუგონია ქორწილის 1 წლით გადაწევა?
-დავინიშნეთ ხო და საცხოვრებლად ერთადაც გადავედით.უბრალოდ გვინდა ჯერ ცხოვრების გარკვეული ეტაპი ერთად გავიაროთ.შემდეგ კი ქორწილი,ხო გრანდიოზული ქორწილი აუცილებლად იქნება.
მისი ტკბილი ხმა ძალიან მენატრებოდა,ჰო და კიდევ მისი ბავშვური ჩახუტება.ჩვენ ერთმანეთს კვლავ ძლიერად ჩავეხუტეთ და დავემშვიდობეთ.
შემდეგ უნივერსიტეტში წავედი,სტუდენტის სტატუსი აღვიდგინე,სასურველი საგნები ჩავისვი და გახარებული სახლში გამოვიქეცი.ლეპტოპს მივუჯექი და სამსახურბის ძებნა დავიწყე.
იმ დღეს ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთე.ოჯახი და საუკეთესო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში დავაბრუნე და თავს კვლავ,ძალიან ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი...
****
ასე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება.გადიოდა დღეები,კვირები,თვეები,და წლები.
ყველაფერი ასე რიტმულად მიდიოდა.მნიშვნელოვანი არაფერიც არ ხდებოდა.მე ისევ ის ძველი ადამიანი გავხდი.დავდიოდი უნივერსიტეტში,სამსახურში.დრო საერთოდ აღარ მქონდა.ახლობლებს და მეგობრებსაც მხოლოდ დღესასწაულებზე ვხვდებოდი.მაგრამ მათთან ყოველდღე მქონდა კომუნიკაცია.დავიბრუნე ოჯახი და ყველა ის საყვარელი ადამიანი.ვინც მინდოდა.ნიკა ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ აორთქლდა.მას ვეღარც უბანში ვხედავდი და მისი გაუჩინარების ამბავითაც არ ვყოფილვარ დაინტერესებული.
და მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
ყველაფერი შეიცვალა ერთი რამის გარდა.
ჩემი გრძნობები,გიორგის მიმართ კვლავინდებურად ისეთი ძლიერი იყო,როგორც უწინ.
ერთმანეთს ბოლოს ჩვენს ადგილას ვესაუბრეთ.ალბათ გახსოვთ.მას შემდეგ კი ერთმანეთს არ შევხმიანებივართ.
მე ისევ მახსოვდა მისი ნომერი ზეპირად.ისევ მესიზმრებოდა სიზმრებში და ხანდახან,როცა ძალიან მომენატრებოდა მის სოციალურ ქსელსაც ვსტუმრობდი.სადაც საინტერესოს ვერაფერს აღმოაჩენდით.მას ისევ ის,ადამ კუკუს დროინდელი ფოტო ეყენა რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება არ შეცვლიდა.ვუყურებდი და მეღიმებოდა,შემდეგ კი ძალიან,ძალიან ტკბილად მეძინებოდა.
****
ამ ყველაფრის შემდეგ 3 წელი გავიდა.
დღეს 2019 წლის 14 სექტემბერია.და მე ამ ისტორიის წერა დავიწყე.
ალბათ გაინტერესებთ,ამდენი წლის გასვლის შემდეგ,რამ განაპირობა ის,რომ მე ახლა ვზივარ და ჩემს გადარეულ ცხოვრებაზე ისტორიას ვწერ?..აქ არის,კიდევ ერთი პატარა დეტალი.

დღეს 14 სექტემბერია.

რამოდენიმე თვის წინ მარის და დათოს მართლაც გრანდიოზული ქორწილი ჰქონდათ.გაგეცინებათ,ისინი 2 წლის წინ აპირებდნენ დაქორწინებას ,მაგრამ რატომღაც საშველი ვერ დააყენეს.
აგვისტოს შუა რიცხვებში კი უდიდესი ქორწილი გადაიხადეს.იქაურობა ნამდვილ სამოთხეს გავდა რადგან ამისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.მე კი როგორც ერთ-ერთმა რიგით დაბდურა ადამიანმა,ქორწილისთვის მომზადება მხოლოდ 2 დღით ადრე დავიწყე და ვფიქრობდი,რომ ვერ მოვასწრებდი.მაგრამ იმ დღეს მართლაც ისე გამოვიყურებოდი,როგორიც მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
იქაურობა შთამბეჭდავი იყო.მარი საპატარძლო კაბაში-ვერ წარმომედგინა,ეკლესიაში მათ ჯვრისწერას ვუყურებდი და მეღიმებოდა,რადგან ეს პატარა გოგო,რომელიც მართალია 2 წლით იყო ჩემზე პატარა,მაგრამ მაინც,ჩემს " თვალწინ გაიზარდა " დიდ თეთრ კაბაში გამოწყობილი ,ჩემს წინ იდგა საყვარელ ადამიანთან ერთად.და მთელი ცხოვრების მასთან დაკავშირება სურდა.ვუყურებდი და ვხვდებოდი, აი ეს იყო ნამდვილი სიყვარული.
ფიქრებში გართული ვიყავი,როდესაც უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და მხარზე ხელი ნაზად დამადო.მივტრიალდი და ნიკა შემრჩა.ვიცოდი,რომ ქორწილში ის აუცილებლად იქნებოდა.თუმცა მანამდე შემჩნეული არ მყავდა.სანამ ეკლესიაში ჩემს პირდაპირ არ აღმოჩნდა.
-როგორ ხარ? მკითხა ჩურჩულით და მოკრძალებით.გარეთ გავიდეთ
-ჯერ ჯვრისწერა არ დამთავრებულა.
-გავიდეთ,5 წუთით
ხმა აღარ ამომიღია.ეკლესიიიდან გავედით და სამების ტაძრის ეზოში,ერთ ერთ სკამზე ჩამოვჯექით.
-ეხლა მოხვედი? არ შემიმჩნევიხარ.
-ხო ეხლა მოვედი, ლუკას წუხელ მთელი ღამით სიცხე ჰქონდა ,ექიმიდან ექიმთან დავატარებდით.მოსვვლას არ ვაპირებდი,მაგრამ ძალიან მეუხერხულა და გადავწყვიტე ცოტა ხნით ნეფე პატარძალი მომენახულებინა.
-ლუკა?! ლუკა ვინ არის?
შევხედე გაკვირვებულმა
-ლუკა ჩემი შვილია.შენ რა არაფერი არ იცოდი?
-შენ რა,ცოლი მოიყვანე?
საოცარია,მარის საერთოდ არ უხსენებია ჩემთან,რომ ნიკამ ოჯახი შექმნა.თუმცა რატომ უნდა ეხსენებინა? მე ხომ ის საერთოდ არ მაინტერესებდა და მის შესახებ მეც არაფერი მიკითხავს.
-კი,2 წლის წინ და ახლა ერთი შვილი მყავს, 5 თვის ლუკა.
გაოცებისგან მართლაც გამიფართოვდა თვალები
-მართლა არვიცოდი.გულით გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ!
-შენთან რა ხდება ახალი? აბა,არ თხოვდები?
ახლა მან მომაპყრო,ინტერესიანი თვალები.
-არააა,არ ვთხოვდები და ახალიც არაფერი ხდება
-შენ და გიორგი?
-მე და გიორგი? მას შემდეგ 3 წელი გავიდა და ჩემი და გიორგის ისტორიაც 3 წლის წინ დასრულდა.
-უცნაურია,არადა ისე იჭრიდით ვენებს ორივე,და ისე დაანგრიე მის გამო ჩვენი ურთიერთობა,მეგონა თქვენი სიყვარული სამუდამო იყო.
მითხრა და მის ხმაში საშინელი ირონია და ცინიზმი იგრძნობოდა.
-ამ თემაზე საუბარი არ გვინდა
თბილად გავუღიმე
-შევიდეთ.
-შევიდეთ.
სკამიდან წამოვდექით და კვლავ ეკლესიაში შევედით სადაც ჯვრისწერა სადაცაა დასრულდებოდა.
სიმართლე გითხრათ,გულში ოდნავადაც არ მტკენია ის,რომ ნიკას ოჯახი ჰყავდა.საერთოდ არ მტკენია.პირიქით,ეს ამბავი ძალიან ,ძალიან გამიხარდა.მიხაროდა,რადგან მან როგორც იქნა ის ადამიანი იპოვა,რომელიც მის თავს იმსხურებდა და მჯეროდა რომ ის გოგო,მასთან უბდნიერესი იქნებოდა.მას ოჯახი ჰყავს? ღმერთო,არც კი მჯერა-ჩემს თავს ვუბნებოდი და გულთბილად მეღიმებოდა.
ამის შემდეგ ყველა რესტორნისკენ დავიძარით.იქაურობა ყვავილებით და ფერად ფერადი ლენტებით იყო სავსე.აი სამოთხე! ნამდვილი სამოთხე! თვალს ვერაფერს ვწყვეტდი და თავს აქეთ იქეთ ვაქანავებდი.ამის შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა.
რამოდენიმე საათში ნიკა მარისთან და დათოსთან მივიდა,გამოემშვიდობა და შემდეგ ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა.
-უკვე მიდიხარ?
წამოვდექი.
-ხო,მეტ ხანს ვეღარ გავჩერდები.სახლში მელოდებიან.
-პატარას გამოჯანმრთელებაას ვუსურვებ! შენ კი უსაზღვრო ბედნიერებას.
ვუთხარი ცოტა შეზარხოშებულმა
-ნიკა,კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადო,იმის გამო,რაც თავს დაგვატყდა.მაგრამ ახლა ვხვდები,რომ ასე უნდა მომხდარიყო.რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენ დღეს ბედნიერი არ იქნებოდი და ის ოჯახი არ გექნებოდა.რომელიც ახლა საკუთარ თავზე მეტად გიყვარს.ამას შენს თვალებში ვკითხულობ.ვკითხულობ იმას,რომ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობ და ეს ძალიან მაბედნიერებს.მე შენ ძალინ დიდ პატივს გცემ და ამას იმსახურებ! შენ ბედნიერებას იმსახურებ.
-ხო,მე ბედნიერი ვარ.და მინდა რომ შენც ბედნიერი იყო.მართალი ხარ,ჩვენი სიყვარული ლოგიკურად დასრულდა.მაგრამ არც ერთ წუთს არ ვნანობ და ისევე ,როგორც შენ,ჩვენს სიყვარულს უდიდეს პატივს ვცემ.ხო,ბედნიერი ვარ და მინდა რო შენც ბედნიერი იყო.
ერთმანეთს გულწრფელად გადავეხვიეთ.
აი მეც სახლში დავბრუნდი,ლოგინზე მივესვენე და ტკბილად,ძალიან ტკბილად ჩამეძინა.

დღეს,2019 წლის 14 სექტემბერია და მე წერა დავიწყე.

2 კვირის წინ,სამსახურში დამაწინაურეს.მე ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის მენეჯერი გავხდი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამ პლანეტაზე არ დადიოდა.ახლა უნივერსიტეტის საქმეები მქონდა მოსაგვარებელი.მეოთხე კურსზე გადავდიოდი და ვფიქრობდი რომ დრო იყო,მაღაზიის მენეჯერობასთან ერთად,ჩემი პროფესიისთვისაც მიმეხედა.
იმ დღეს სამსახურიდან დროზე ადრე გამოვედი და ჭავჭავაძის გადათხრილ გამზირიდან რუსთაველის მეტრომდე რატომღაც ფეხით ჩასვლა მოვინდომე.მივაბიჯებდი და ხან რაზე ვფიქრობდი,ხან რაზე.
უეცრად ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა და სიგნალი ატეხა.აღშფოთებულმა გვერდით გავიხედე და თვალებს არ ვუჯერებდი.ეს სინამდვილე იყო?
-ბექა? არ მჯერა
თვალები სადაცაა გადმომცვივდებოდა.ის კი გაღიმებული სახით მიყურებდა.თითქოს 3 წლის განმავლობაში ყოველ დღე მნახულობდა და მისთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი,ჩემი ნახვა.
-შენ აქ რას აკეთებ? ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი
გულთბილად ჩავეხუტეთ ერთმანეთს
-დღეს სამსახურიდან ადრე გამოსულხარ
-რაა?
ვერ მივხვდი,საიდან იცოდა რომ ვმუშაობდი,ან ის,ადრე გამოვედი თუ გვიან
-ჰო,როგორც წესი 8 ზე ამთავრებ ხოლმე.ახლა კი 8 ის ნახევარია.
-შენ ეს ყველაფერი საიდან იცი?
გულწრფელად მიკვირდა.
-ეს ჩემი სამსახურია და ჩემი მოვალეობაა.
სრულ გაურკვევლობაში ჩავვარდი,მაგრამ რატომღაც ხმა აღარ ამომიღია.
-აქვე ერთი პატარა რესტორანი ვიცი და ცოტა ხანს დავჯდეთ,რას იტყვი?
შემომთავაზა მან.
თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი მან მანქანა დაქოქა და რუსთაველის გამზირისკნ აიღო გეზი.
აი ნაცნობი რესტორანიც გამოჩნდა,სადაც სიმყუდროვე სუფევდა
-შავი ღვინო ,თუ შეიძლება
მიუგო ბექამ ოფიციანტს და მზერა ჩემსკენ გამოაპარა
-რას ავღნიშნავთ?
-შენს დაწინაურებას
მომიგო და გამიღიმა
აი ახლა ნამდვილად ელდა მეცა და ემოციებსაც ვეღარ ვმალავდი.
-საიდან იცი სად ვმუშაობ,ჩემი სამსახურის განრიგი საიდან იცი? ან ის საიდან იცი რომ დამაწინაურეს,ნუ გამაგიჟებ ეხლა.
-მე ყველაფერი ვიცი ,შენს შესახებ
აი ჩვენი შეკვეთაც მოვიდა.საოცარი გარემო შეიქმნა,საოცარი მუსიკით.
-ხოდა საიდან? შენ რა ,კუდში დამყვებოდი 3 წლის განმავლობაში
-ხო,ხო გითხარი დამავალეს მეთქი
-ეხლა ნამდვილად ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა?
-შენ რა ვერ ხვდები? ამის თავი და თავი ვინაა?
მუცელში ისევ ის საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ყურები დამიგუბდა.ეს 3 წლის წინ მემართებოდა.როდესაც ვინმე გიორგიზე მესაუბრებოდა,ან თავად მე ვფიქრობდი მასზე.
-რა ხდება,აღარ იტყვი?
ჩემს ხმაში უკვე იგრძნობოდა სევდისმაგვარი რაღაც.
-რა უნდა გითხრა,სათქმელი არაფერია.ეს ყველაფერი გიორგიმ დამავალა და ხო.მე შენ გითვლთვალებ 3 წლის მანძილზე.გითვალთვალებ ცუდი ნათქვამია,უბრალოდ გაკვირდები.ესეც ცუდად ჟღერს.იტოკში რა.
აქ ძალიან მაგრად გაეცინა.ისე რომ სიცილი მეც ვერ შევიკავე.
გიორგის სახელის გაგონებაზე გული საშინლად ამიფრიალდა.ნერვიულობისგან მოტანილი ერთი ჭიქა ღვინო მოვიყუდე და გამოვცალე.
შემდეგ მზერა ისევ ბექასკენ მივაპყარო.რადგან ვხვდებოდი,რომ საინტერესო ჯერ კიდევ წინ მქონდა!
დაახლოებით 2 საათი ვსაუბრობდით.მან ყველაფერი მიამბო.ყველაფერი.
გიორგი ამ 3 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარებული იყო.მაგრამ სინამდვილეში ჩემს ცხოვრებაში ყოფილა.მან ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ,რას ვაკეთებდი,რა მეცვა ამა და ამ დღეს,სად დავდიოდი და ვისთან ერთად,სად ვმუშაობდი,როდის ვიწყებდი და როდის ვამთავრებდი უნივერსიტეტს! საერთოდ ყველაფერი.
შოკირებული ვიყავი.არ მჯეროდა თუ ეს ჩემს თავს ხდებოდა.ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ სახეარეულმა ბექასთვის მხოლოდ ერთი რამის თქმა მოვახერხე
-ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ თუ იცოდა,რომ ჩემი ცხოვრება კვლავინდებურად დალაგდა,ნიკამ ცოლი მოიყვანა და ჩემთან არავინ ,საერთოდ არავინ გამოჩენილა.თვითონ რატომ არ მოინდომა შეხვედრა? შენ რატომ მადევნებ თვალყურს? თვითონ რატომ არ მოდის ჩემთან?
ხმა ამიკანკალდა.
-თვითონ აქ არ არის
-სად რის?
თვალები დავაჭყიტე.
-3 წლის წინ გერმანიაში გაფრინდა და დღემდე იქ ცხოვრობს,სწავლობს,მუშაობს. და მოკლედ იქ მოღვაწეობს რა.
-ღმერთო ჩემო!
გული საგულედან ლამის ამომივარდა,ისეთ დღეში ჩავვარდი.
-მთხოვა,რომ შენთვის წლების მანძილზე თვალყური მედევნებინა,რომ არავის შეეწუხებინე
ჩაეცინა.
-მთხოვა,რომ ყურადღება მომექცია მანამ სანამ..
-მანამ სანამ.რა?
-მანამ სანამ ამ ყველაფერს არ გაიგებდი.ახლა ყველაფერი გაიგე. და მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს მასთან.
-მხოლოდ ერთი ნაბიჯი? რატომ?
აქ ჩვენი საუბარი დასრულდა,მას პასუხი აღარ გაუცია ისე შეექცია ოფიციანტის მოტანილ ცეზარს.
შემდეგ რესტორნიდან გამოვედით,მანქანში ჩავჯექით და ჩემი სახლისკენ წავედით.
მთელი გზა ორივე ჩუმად ვისხედით.მე გონება არეული მქონდა,თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა რომელზე პასუხიც ხან მქონდა,ხან არა.ის კი არვიცი,რას ფიქრობდა.
-აი აქ,ჩამოვალ
მანქანიდან გადასვლისას ბექამ დამიძახა.
-ლიკა,მინდა რო კიდე ერთი რაღაც გითხრა.
-ალბათ სულ გაინტერესებდა,რატომ ვიქცეოდი ისე,თითქოს არ მცოდნოდა რომ ნიკას შეყარებული იყავი,და რატომ წარვუდგინე გიორგის შენი თავი,როგორც ჩემი მეგობარი.
როცა დაგინახე,მივხვდი,რო ის ადამიანი იყავი,ვისაც გიორგი მთელი ცხოვრება ეძებდა.
ხო იცი ბიჭებს გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან ლაპარაკი,ასეთი ცოლი მინდა,ისეთი ცოლი მინდა,როგორც გოგოებმა იცით ხო.ბიჭებსაც გვჭირს ხოლმე მასეთი რაღაცეები.ხოდა შენ რო დაგინახე,მივხვდი რო გიორგისთვის იყავი დაბადებული.ეხლა არ გაგეცინოს.მარა მივხვდი.ვიცოდი რო ჩემი გუნდელის შეყვარებული იყავი.მაგრამ ისიც ვიცოდი,რო მასთან ვერ იქნებოდი და შენ და გიორგის ერთმანეთი სიგიჟემდე შეგიყვარდებოდათ.გიორგისაც მაგიტომ არ ვუთხარი შენს შესახებ არაფერი.ვიცოდი რო ესე მოხდებოდა,ეს გაურკვევლობები,ჩხუბები,მარა ვიცოდი რო ბოლოს ერთად იქნებოდით.ძაან მიყვარხარ,და ძაან გაფასებ.ვიცი რო რასაც გააკეთებ,სწორს გააკეთებ შენიც მჯერა,და იმ გამო**ევებულისაც მჯერა.ერთი იცოდე,გიოს ძაან მაგრად უყვარხარ და მისთვის ყველაფერს ნიშნავ.ვიცი გრძნობებზე საუბარი უჭირს,რას იზამ,სხვა ტიპია,მარა ჩემთან არაფერზე ლაპარაკის არ უტყდება.ყველაფერი ვიცი მის შესახებ.შენზე უზომოდაა შეყვარებული და ელოდება როდის შეგხვდება და ძაან მაგრად როდის ჩაგიხუტებს გულში.
"მაგაზე ფიქრით ვიღვიძებ და მაგაზე ფიქრით ვიძინებო" - ბოლოს რო ველაპარაკე ეს მითხრა.
ბექას მივუტრიალდი და ძალიან,ძალიან მაგრად ჩავეხუტე.შემდეგ გაოგნებული სახლში შევვარდი და საწოლზე მივესვენე.მუცელში პეპლები დაფრინავდნენ,ტვინში მუდამ ბექას სიტყვები ტრიალებდა."მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებას მასთან" ჩემი გული სადაცაა საგულდან ამოვარდებოდა.სულელივით მეცინებოდა და არ ვიცოდი რაზე.არა.გატყუებთ,რათქმაუნდა ვიცოდი.
სასწრაფოდ ლეპტოპი მოვიმარჯვე და გერმანიის მიმართულებით ბილეთების ძებნა დავიწყე.
ახლა ნამდვილად,ვიცოდი,რომ მასთან ნამდვილად ერთი ნაბიჯი მაშორებდა.ერთი ნაბიჯი,ჩემს მწვანეთვალებასთან...


დღეს 2019 წლის 14 სექტემბერია და მე წერა დავიყე,წერა ჩემი ისტორიის? იცით რატომ? რადგან ჩემს ცხოვრებაში მომხდარი თავგადასავალის თქვენთვის გაზიარება მინდოდა.იყო ტკიილი,დიდი ტკივილი,სევდა,იმედგაცრუება მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ის დიდი სიყვარული მოვიდა.რომლისთვისაც ნამდვილად ღირდა ლოდინი.დიდი და სამუდამო სიყვარული.
გერმანიის მიმართულებით ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ზეგ, 7 ოქტომბერს.03:30 წუთზეა დანიშნული.ბარგი ნერვიულობისგან უკვე 5 ჯერ ამოვალაგე და ჩავალაგე..
გიორგისთან დაკავშირება არ მიცდია.მხოლოდ ბექამ იცის,რომ მე მასთან მივდივარ.მივდივარ ჩემს მწვანეთვალებასთან.ისეთივე სურპრიზს ვუკეთებ,როგორც მაშინ.გახსოვთ ? ქობულეთიდან თბილისსში რომ ჩამოვედი და ამის შესაახებ საერთოდ არაფერი არ იცოდა.მინდა ისევ აღტაცებულ მდგომარეობაში დავტოვო,როგორც მაშინ.
მე მივდივარ მასთან,და ვგრძნობ,რომ ბედნიერი ვარ.რა საოცარი შეგრძნებაა,როცა ყველაფერი კარგი,ჯერ კიდევ წინ არის.არა?


დასასრული..



№1 სტუმარი სტუმარი მაიკო

მადლობა… მომეწონაა… ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე ????????????

 


№2 სტუმარი ტატუ

კარგი იქნება იმასაც თუ დაწერ რა მოხდება გერმანიაში )))

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

გვეღადავებიი?? არ დაასრულო რააააა გთხოვ მოგვიყევი რა მოხდებააა შენი ფანები ვართ აქქქ :დდდ

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

გთხოვ გვითხარი რა მოხდა გერმანიაში გეფიცები ღამე ისე არ გავა რო არ გამახსენდეს და თავში ათასი ვერსია არ განვიხილო თქვენი შეხვედრის...ესე არცერთი ისტორია არ ჩამწვდომია გულში გთხოვ დაწერე რა...

 


№5 სტუმარი sopo

likunaa,dgesac shemosulxar,gvitxari ubralod rom bednieri xar da morcha.movitqvamt suls:))))nu xar chumad!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent