You've come back to my history (სრულად)
დღიური 25 დეკემბერი დღეს 25 დეკემბერია საშინლად ცივა ჩემს სულშიც ცივა მთელი სხეული გაყინული მაქვს ალბად მომენატრა ვხედავ ყოველ დღე მაგრამ მაინც მენატრება ისე თითქოს ყველაფერი იცვლება მეგობრობა დამთავრდა ეჭვიანობა იმატებს საშინლად იმატებს და ვხვდები რომ მალე უბრალოდ აღარ ვიქნები არ ვითხოვ სიყვარულს უბრალოდ ვითხოვ რომ იყოს თბილი ყურადღებიანი ჩემს მიმართ ვიჯექი და ისტორიას ვწერდი ვერ ვხვდები რატომ მაგრამ მინდოდა რომ ეს ადამიანი ჩემს ისტორიაში დაბრუნებულიყო ცხოვრებაში ის ხომ არასდროს დაბრუნდებოდა მე მარიამი ვარ უბრალოდ მარიამი შეიძლება ვძულდე ბევრს რადგან სილამაზეს აქცევენ ადამიანები ყურადღებას და არ ვარ ლამაზი შეიძლება ზოგს ვუყვარდე ზოგს იმას კი არა ოთხ წლიანი ურთიერთობა დავნგრიე მეგობრული ურთიერთობა ორი სიტყვით “მგონი შემიყვარდი“ მიწერილი მესიჯი და უბრალოდ დანგრეული მეგობრობა შეიძლება ყველაფერი მთავრდება ცხოვრებაში მაგრამ უკეთესი იწყება არ მესმის ადამიანების რომლებსაც ცალხმრივად უყვართ და იმათ კიდე ფეხებზე კიდიათ მე მისგან არ ვგრძნობდი სიცივეს ვგრძნობდი რომ ყოველთვის მელაპარაკებოდა ყურადღებას მაქცევდა იყო თბილი საყვარელი და ზედმეტად მზრუნველი დღეს დავინახე ვფიქრობდი რომ ხმას არ გავცემდი მომბეზრდა ყურება როგორ ელაპარაკება სხვებს როგორ უხარიათ მათ როგორ იცინიან ხალისობენ და უბრალო ბედნიერები არიან როცა გამომხედავდა მეც მეღიმებოდა ხოლმე არ იცვლებოდა არაფერი. 26 დეკემბერი დღეს ადრე მოვედი სკოლიდან ის არ წამოვიდა ჩემთან ერთად მივხვდი რომ ყველაფერი შეიცვალა მეგობრობა დაინგრა ორი სიტყვით ჩემო ისტორიავ მადლობა რომ გესმის ჩემი და მეხმარები ცოტათი მაინც ხალხი ვერ მიგებს ყველა იცი რას მეუბნება? რას გავს რამ შეგაყვარაო იცი რატომ შემიყვარდა? ყველაზე თბილი რომ იყო მაგიტომ ყოველთვის რომ კარგ ხასიათზე მოვყავდი მაგიტომ რომ ყოველთვის მიღიმოდა როცა გული საშინლად მტკიოდა მაგიტომ შენ გგონია ესმის ხალხს ეს სიყვარული? არა არ ესმის და ეს მტკივა მე მტკივა რომ 1000 ადამიანში შეიძლება მხოლოდ ორმა მათგანმა გაიგოს რა გჭირს, რა გტკივა, რატომ გიყვარს დანარჩენები უბრალოდ არ გისმენენ 27 დეკემბერი ისევ მონატრება. ისევ მასზე ფიქრი. ისევ იმედი რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება. ისევ მგონია რომ ისევ ისეთი კარგი ურთიერთობა გვექნება მაგრამ, ვერ ვხვდები რომ ყველაფერი მორჩა. შეიძლება ერთი ორჯერ დამელაპარაკოს მაგრამ ისევ ისე ვერაფერი იქნება. ადამიანი რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მეყვარებოდა შემიყვარდა . ყველაფერი იცვლება. დრო გადის ადამიანები მიდიან მიდიან შორს ძალიან შორს და აღარ ბრუნდებიან ზედმეტად შეყვარებული ვარ მეტყობა ხო? ეჭვიანობა ეჭვიანობა და ისევ ეჭვიანობა არ ვიცი რა ხდება ვერ ვხვდები ვინმემ რომ მკითხოს რატომ გიყვარსო? პასუხი დაგაინტერესად ალბად ვერასდროს მიხვდები რატომ მიყვარს სიყვარული ხომ სიტყვებით აუღწერელი რამაა ხოდა მეც ვერ აღვწერ ქუჩაში შემხვდა გული ამიჩქრდა ალბად გრძნობა მოახლოებას ერთი სიტყვით შემოიფარგლა ჩვენი შეხვედრა “გამარჯობა“ და აქ მორჩა ყველაფერი არანაირი ღიმილი არანაირი “როგორ ხარ“ არანაირი სითბო ანუ ეს იყო დასასრული და ამით მიხვდი რომ ყველაფერი მორჩა მასთან 28 დეკემბერი ორშაბათი დღე იყო სკოლის ბოლო დღე და ვხვდებოდი რომ ამ დღის შემდეგ მას ვეღარ ვნახავდი ერთი თვით ეს სრული კოშმარი იყო ახალი წელი საერთოდ არ მიხაროდა ბედობას კი ვაპირებდი რომ როგორმე მენახა ის ბედობას დამბედებოდა და ასე გაგრძელებულიყო მთელი წელი მეგობრობას ვეღარ ვგღზნობდი მისგან მე უფრო და უფრო მეტი მინდოდა ჩემო მკითხველო რა რთულია იცი მის გარაშე? როცა ვერ გრძნობ მის თითებს როცა ვერ უყურებ თვალებში როცა იცი რომ ისევ ისე როგორც ადრე აღარ გაგიღიმებს გიგვრძვნია მკითხველო ადამიანის დაკარგვა? გიტირია მის გამო? იცი რა რთულია როცა სხვას უღიმის? და შენ უბრალოდ ბოლო ადგილზე გადაინაცვლე როცა სხვებს წერს და შენ უბრალოდ ბოლო ადგილზე ხარ მის ცხოვრებაში სიყვარული არსებობს? კი არსებობს და ის ჩვენშია მკითხველო ერთ რამეს გეტყვი ნუ შეგიყვარდება ნურასდროს საუკეთესო მეგობარი და თუ შეგიყვარდება ეცადე რომ მან ვერასდროს გაიგოს დამიჯერე დაიტანჯები ნუ შეგიყვარდება ცალხმრივად რადგან ცალმხრივი სიყვარული ტანჯვაა მეტი არაფერი სიძლიერეც არის ძლიერდები როცა უძლებ ტირილს, გულის ტკენას და ამ ყველაფერს განიცდი. ღამ-ღამობით გიტირია მკითხველო? ალბად გიტირია მის გამო რომ არ უყვარხარ ან საერთოდ წავიდა შენი ცხოვრებიდან უყვარდი ერთ დღეს მეორე დღეს კი უბრალოდ მიდის ისე თითქოს არაფერი არ ყოფილა მოგონებები იცი როგორ მიყვარს მკითხველო? ის მაძლევს ძალას რომ მიყვარდეს ისეთი როგორიც იყო მკითხველო იცი რა რთულია როცა იცი რომ არადდროს ეყვარები ისე როგორც გინდა არასდროს ეყვარები სხვანაირად. ვთვლიდი რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი რომ ასეთი პიროვნება შემიყვარდა ახლაც ვთვლი მაგრამ მტკივა იქ სხეულში რაღაც მტკივა როდესაც მეხება იცით რა მჭირს? ყველაფერი ქრება გარშემო თუ ამას კითხულობ ვინც არ უნდა იყო იცოდე რომ სიყვარული ყველააზე დიდი ტკივილია რომელსაც ვერ ცვლი სიხარულით იღიმი ძალით რადგან ხვდები რომ ვერადდროს ვერავინ გაგიგებს ვერასდროს ვერავინ მოგცემს რჩევას იცი რა რთულია? როცა უყურებ და ხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა შენ დაბრუნდები ჩემს ისტორიაში მაგრამ არა ცხოვრებაში. ადამიანმა რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცის ის აღარასდროს დაბრუნდება იცი მკითხველო მე მტკივა არ მინდა კრიტიკა იმიტომ რომ მტკივა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.