განსხვავებულნი (18)
დილით უჩვეულო ტკივილმა გამოაღვიძა ტასო,მუცელზე ხელი მოისვა და ხმებს გამოსცემდა,თვალები გაახილა და სანდროს ფეხი მოიშორა,მის ფეხზე ჰქონდა მიდებული და მშვიდად ეძინა..წამოდგა და ძლივს მიბობღდა საპირფარეშომდე,გული ერეოდა და თავბრუ ეხვეოდა,ღრმა ბიძგი მუცლიდან და იკივლა ტკივილისგან,სანდრო წამოხტა და მისკენ გაემართა -რა გჭირს ტასო?-შეშინებული მივარდა და ხელი მოხვია -ძალიან მტკივა..სანდრო ბავშვი -ოდნავი სისხლდენა და გული წაუვიდა,დაეცა სანდროს ხელებში..სანდრომ მალევე აიყვანა ხელში და გარეთ გავარდა,მანქანაში ჩასვა,საავადმყოფოსკენ მიაშურა..ერთი ხელი საჭეზე ჰქონდა,მეორეთი ტასოს ხელი ჰქონდა მუჭში მოქცეული და მალე მართავდა მანქანას,რომ მიესწრო ბავშვის გადასარჩენად.. 2საათის შემდეგ... ტასო როგორც კი ექიმმა გასინჯა,გადასხმები გაუკეთეს..სანიმ დაგვირეკა და მაშინვე მოვცვივდით ყველა..ექიმი გამოვიდა,რეზინის ხელთათმანები მოიძრო და ჩვენსკენ წამოვიდა.. -ანასტასიას ქმარი? -დიახ,მე ვარ -შეშინებული მივარდა სანდრო ექიმს -თქვენი ცოლ-შვილი კარგად არიან,წოლითი რეჟიმია საჭირო მისთვის ბატონო ალექსანდრე,ახლა ყველანაირად შევეცადეთ ბავშვი შეგვენარჩუნებინა,იგივე შემთხვევა იმედია არ განმეორდება,მეტი სიფრთხილე და ნაკლები ნერვიულობა გმართებთ! გამოჯანმრთელებას გისურვებთ,ცოტახანში შეძლებთ მოინახულოთ! სანდრომ დიდი შვება იგრძნო,მაგრამ ვერავის აჩვენებდა,ტასოსთან შევიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.. -როგორ ხარ ანასტასია? -სახლში მინდა -1საათში ტასო ხელს მოვაწერთ და წავალთ -ახლავე მინდა წასვლა -რა გატირებს ტასო? ექიმი დაბრუნდება და წავალთ,ნუ ტირი -მშია! -ცრემლები მოიწმინდა და მუცელზე მოისვა ხელი -რა სულელი ხარ -ჩაიცინა სანიმ და თავზე მოეფერა -ტასო როგორ შეგვაშინე -მივვარდი და შუბლზე ვაკოცე -ყველაფერი კარგადაა,ნუ ნერვიულობთ..სანდრო ყველა რატო ააპანიკე? -ღადაობ ტო -ხელი აიქნია ვაჩემ -კაი რა ტასუნა,რისთვის ვართ აბა,რომ ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ -გაუღიმა ლენკამ და მის ხელს აკოცა -შეჩ*მა მოსაწევი გვაქვს? -ჩასჩურჩულა დევდარიანს სანიმ -ისე როგორ -თვალი ჩაუკრა და პალატიდან ზედმიყოლებით გავიდნენ ბიჭები. -ტასო ამ დონემდე რატო მიხვედი? ბავშვს საფრთხეს რატო უქმნით? -ვერ მოვითმინე და ვაჯახე -ცუდად გექცევა სანდრო? -არ დააყოვნა ლენკამ -არა გოგოებო,ყველაფერი რიგზეა -თავი გაატრიალა და გაქვავებული ცრემლი მოიწმინდა -შენ რო მოდიოდი,მე მივდიოდი რა -ხელი აიქნია ლენკამ და ფანჯარაში თავი გაყო -წოლითი რეჟიმი გჭირდება ტასო,რომ მეორედ აღარ განმეორდეს მსგავსი -ხო ანანო,მადლობა აქ რომ ხართ.. ცოტახანში ექიმმა გაწერა ტასო,ანგარიშები მიმღებში გაისტუმრა სანიმ და სახლებში გადავნაწილდით.. 1თვე ძალიან მალე გავიდა და მოახლოვდა გიორგის და ელენას ქორწილის დღეც..როგორც წესი გოგა და მია ქვემოთ მომზადებულები მელოდებოდნენ და წუწუნებდნენ მალე-მალეო..მაგრამ ქმარს უმზადებ ყველაფერს,შვილს აცმევ და შენ რჩები ისე მოუმზადებელი,როგორც კი შენი თავისთვის იცლი არ გაცდიან! ჩემი წითელი კაბა ჩავიცვი,თმა და მაკიაჟი სალონში მქონდა გაკეთებული,ძალიან გადატვირთული არ ვიყავი,რადგან არ მომწონდა არასდროს..მისაღებში გავედი და ერთხმად დაიძახეს -ვაიმე დედა რა ლამაზიხარ -ვაუ ანო,როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ -წელზე მომხვია ხელი,მეორეთი მიას თვალებზე ააფარა და ტუჩებში მაკოცა -მოუთმენელო! -ჩავჩურჩულე და მიას ხარხარი გაისმა -მამა დედა როგორ შეგიყვარდა? -დედა როგორ შეგაყვარა მამამ თავი? -სად გაიცანით ერთმანეთი? ისმოდა მიას გაუჩერებელი ლაპარაკი,მანქანაში ჩავსხედით და გეზი ავიღეთ ეკლესიისკენ.. -ხედავ ბავშვსაც უკვირს როგორ შემიყვარდი ასეთი აუტანელი -გაიცინა დევდარიანმა -მაგას შენ ამბობ? არ გამაცინო,მე კი არ დაგდევდი წლები -მეც არ დავაკელი -მაინც ხო გატყდი -სხვა გზა არ მქონდა -რაიყო ნანობ? -ასერიოზულებ -არანაირად -სიყვარულზე მეტად მიყვარხარ გოგა დევდარიანო! მია ხან მე მიყურებდა ხან გოგას გახედავდა და სიცილს არ წყვეტდა.. -მა თვალები დახუჭე მიამ ხელები აიფარა და სწვდა გოგა ჩემს სავსე ტუჩებს.. -გზას უყურე -ავხარხარდი და გავსწორდი -პრინცესავ -სარკე გაასწორა და მიას შეხედა -დედაშენი ყველაზე ლამაზი ქალია და შეუძლებელი იყო გენახა,გაგეცნო და არ შეგეყვარა..მისი სიგიჟე,სიცანცრე მაგიჯებდა..ისეთი უკარება და უხეში იყო ნებისმიერ კაცს აგიჟებდა.. -მია გატყუებს დე,ვერ ასწრებდა სხვა ჩემზე გაგიჟებას,მალევე აქრობდა მიამ ხელი პირზე აიფარა და გაიცინა.. -შენც რომ გაიზრდები და შეგიყვარდება,მიხვდები რომ გარეგნული სილამაზე ნულს აღემატება,როცა მისი შინაგანობა შეგაყვარებს თავს მიაკო! -თავი მისკენ შევატრიალე და ლოყაზე მოვეფერე -მე მხოლოდ მამა მეყვარება -მოწყენილმა გამომხედა და დევდარიანს დაუტოვა კოცნა ლოყაზე -ჩემი ჭკვიანი გოგო! -ამაყად გაეღიმა დევდარიანს და სიჩქარეს უმატა! მალევე შევუერთდით ბავშვებს..ელენა ულამაზესი იყო,ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს..ანასტასიას უსაყვარლესი ატმისფერი კაბა ეცვა,მუცელი ისეთი ლამაზი ჰქონდა,თმა ლამაზად ეყარა მხრებზე,ლენკა როგორც ყოველთვის მისი არჩეული სტილი არავის ტოვებდა გულგრილს,განსაკუთრებით ვაჩეს,როცა მას უყურებდა თვალის გუგები უფართოვდებოდა და სიყვარულს ისე გადმოსცემდა..ჩემი ქორწილის დღე დამიდგა წინ,ჩემი თეთრი კაბა სისხლით მოსვრილი და ის დიდი ტრაგედია,ლაშას დაკარგვა,ერთიანი დიდი ტკივილი ჩემსა და დევდარიანს შორის..თვალებზე ცრემლი მომადგა,მაგრამ გონს მიას ხმამ გამომიყვანა..წყვილმა ჯვარი დაიწერა,ყველამ ვიმხიარულეთ ვიგიჟეთ და რესტორნამდე მივაღწიეთ,დიდი ქორწილი იყო და ძალიან ბევრი სტუმარი იყო მოწვეული..ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავეთ,ჩვენს მაგიდასთან მხოლოდ მე,გოგა,სანდრო,ტასო,ვაჩე და ლენკა ვისხედით..მიამ თავისი ტოლები იპოვნა და მათთან ერთად დარბაზში მხირუალობდა.. წამშივე ვიგრძენი მტკივნეულობა თავში და თვალებში დაბნელება,გული ამიჩქარდა,ხელები ამიკანკალდა როგროცკი გავხედე ელენას და მის გვერდით ჩემთვის კარგად "უკვე ნაცნობ" მდგომს,ჩვენნსკენ მომართულს..ენა მუცელში ჩამივარდა და მიწა გამისკდა ფეხებქვეშ.. -ჩემო საყვარლებო მინდა თქვენც გაგაცნოთ,ჩემი მამიდაშვილი ირაკლი ბაგრატიონი.. ყველამ ხელი ჩამოართვა,მე მხოლოდდამხოლოდ მის თვალებში ყურება შემეძლო,არაფრის თქმა უბრალოდ ყურება და წარსულის წუთიერად დატრიალება ჩემს თვალწინ.. ადამიანის ფსიქიკა მეტად უცნაური რამეა,არასდროს ვართ კმაყოფილი აწმყოთი,თუმცა როდესაც აწმყო იქცევა წარსულად ის მუდამ სანატრელია ჩვენთვის..ყოველთვის დგება მომენტი,როცა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავდივართ,რაღაც მთავრდება და რაღაცის დასასრული ყოველთვის ახლის დასაწყისია..ყველაფერი ახალი,სასიამოვნო და საინტერესოა,როცა ის კარგ რამესთანაა დაკავშირებული,ახალ გარემოსთან,ადამიანებთან და ხვდები რომ ეს კარგია,მაგრამ ეს ის მომენტი იყო როცა ძველი მომენტები და წარსულის გამხსენებლ-დამტრიალებელი ჩემს წინ იდგა და მისი თვალები და არსებობა ყველაფერს მახსენებდა,მისი არომატი მახსენებდა წარსულს,ყველაზე ლამაზ და ამასთანავე საშინელ მოგონებას..კოელიო წერს: არასდროს მოიხედო უკან,რადგან ყოველთვის აღმოაჩენ იქ ვიღაცას ან რაღაცას,რის გამოც მოგინდება უკან დაბრუნება..და მე მინდოდა უკან დაბრუნება?! არა! არა! და არა! მთავარი აწმყო და მომავალია,რაც იყო იყო,წარსულს ჰქვია წარსული და წარსულში უნდა დავტოვოთ..ეს ყველაფერი გასაგებია! ამდენმა წამიერმა ფიქრებმა ძლიერ გადამტვირთა და მომიდუნა ტვინის უჯრედები! რა ვუყო იმას,როცა ყველაზე დიდი წარსული წინ მედგა?! დასასრულს ვუახლოვდებით!!!თქვენს შეფასებას ველოდები ! როგორ მოგწონთ? მინდოდა მალე დამედო,ამიტომ გამომივიდა ცოტა პატარა თავი! გელოდებით და მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.