თქვენო აღმატებულებავ (სრულად)
მთელი კვირა მოუთმენლად ველოდი დღეს, როცა კიდევ ერთხელ შევაღებდი „თეთრი სამოთხის“ კარს და ოფიციალურად დავრჩებოდი მის კედლებში. სამუდამოდ, როგორც კანონიერი მფლობელი ამ მშვენიერების. ასე მეგონა, ჩემი დაბადების დღიდან მოყოლებული, ეს შენობა თავადაც გრძნობდა, რომ ერთმანეთს ვეკუთვნოდით და მელოდა. მელოდა მოთმინებით. რამდენი მფლობელი აღარ გამოეცვალა, რამდენჯერ აღარ ყოფილიყო რესტორანი, მაგრამ მისი რეალური დანიშნულება მხოლოდ მე ვიცოდი. ერთადერთი ვიყავი, ვინც ამ შენობას გააბედნიერებდა. მართლა თეთრ სამოთხეს ჰგავდა სამსართულიანი ნაგებობა. თოვლივით თეთრი კედლები ქვით იყო მოპირკეთებული და გარედან ისეთი მშვენიერი ორნამენტები ჰქონდა, მიკვირდა რომ კულტურული ძეგლის სტატუსი არ მიეცათ აქამდე. მეპატრონესთან კარგა ხნის წინ ვიყავი მოლაპარაკებული, რომ ქალაქში ჩამოსვლის წუთშივე მასთან მივიდოდი და ყველა საჭირო პუნქტს გავივლიდით, რათა იმ დღესვე ჩემი გამხდარიყო ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, საკმაოდ სწრაფად ვიღებდი ყველაფერს, თუმცა მთელი ცხოვრების კარმა დამიგროვდა ეტყობა და იმ დღეს, ისე ჩამიმწარა ბედისწერამ ყველა სიკეთე, რომ მზად ვიყავი, გამძვინვარებული ლომივით ან სერსეი ლანისტერივით მეღრიალა. გამომიცხადეს, ვიღაცამ ორმაგი გადაგვიხადა და ორი დღის წინ გაიყიდა თეთრი სამოთხეო. ერთი საშინელი ჩვევა მქონდა - განრისხებულს, შემეძლო იარაღი ამომეღო და თავში დამეხალა ნებისმიერისთვის. თან ეს ისე სწრაფად მოხდებოდა, სასამართლო აფექტის მდგომარეობას დააბრალებდა უთუოდ და მეც ავიცილებდა ხანგრძლივ პატიმრობას. იმ დღეს, გაბრაზებულზე მეტად, გულნატკენი ვიყავი. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლაღად მომახალეს, ამის შემდეგ თეთრი სამოთხე კაზინო გახდებაო. თავიდან, შოკისგან ორსაათიანი სიცილი ამიტყდა, მერე ეზოში გავედი და სიგარეტს გავუკიდე. ვფიქრობდი, ხომ არ ამეფეთქებინა შენობა. ზოგჯერ, წაბილწვას სჯობს რომ მოკვდეს ასეთი მშვენიერება. ჰოდა, ტერორისტულ აქტს თუ მოვაწყობდი, მე და ეს შენობა გაღმა ნაპირზე მაინც ვიცხოვრებდით ერთად. ისეთი გულდაწყვეტილი ვუყურებდი ყვავილებიან ბაღს, ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა. შესასვლელიდან ჰაიდენი გამოვიდა. შორიდანვე ვიცანი. ჯერ აქეთ-იქით მიმოიხედა, მემგონი მე მეძებდა. მერე კი ძალიან საქმიანი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. თან მერიდებოდა, რომ კარგის ტ*აკის გინება ამეწია ამხელა კაცისთვის, თან სურვილი მკლავდა. ეგ არაფერი, დაქალთან ამოვიღებდი მთელს ბოღმას. - გამარჯობა, თქვენ ვივიენ ბიშოპი ხართ ხო? - მკითხა ღიმილით და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. - თქვენ ის ხართ, ვინც ჩემი ლამაზი გალერეა ეშმაკის სავანედ უნდა გადააქციოს? - რამდენიმე წამის შემდეგ, ხელი უხერხულად ჩასწია. - ეშმაკის სავანეს ეძახით კაზინოს? - რა თქმა უნდა. თავად მაქვს გამოცდილი როგორ ღუპავს ადამიანებს. - დაგღუპათ? - არა. ვერ მოასწრო, თუმცა ძალიან აზარტული ვარ. - თვალები გადავატრიალე - არ ვიცი, ეს ლამაზი, თეთრი შენობა რა ჯდანბად გჭირდებათ უზარმაზარი ბაღითა და ვერანდით, მაგრამ იმედია, კაზინო აქ ვერ გაიხარებს! - ყველაზე პრესტიჟული ადგილია - გაწონასწორებული, ცოტა უხერხული ტემბრით მესაუბრებოდა. - ჰო, რა თქმა უნდა. - იქნებ, მოვილაპარაკოთ როგორმე? მეორე სართული თქვენ დაიკავეთ, პირველს მე დავიკავებ. - შეუძლებელია - გაბუტული ბავშვივით გულხელი დავიკრიფე. - რესტორანი გინდათ? - არა, გალერეა მინდა-თქო ხომ ვთქვი? პირველი სართულიც მჭირდებოდა, დიდი ეზოა და ვიფიქრე, ბაღს გავაკეთებდი, მაგრამ ვიღაცამ უკვე შეიძინა მთელი შენობა. ყველა საბუთი რომ თავის დროზე მომეწესრიგებინა, ვიღაც მდიდარი ბიძია ვერ დამასწრებდა ორმაგ თანხაში შეძენას. ისე, თვენთვის არ უთქვამთ რომ უკვე დაჯავშნილი იყო? - მითხრეს. ამიტომაც შევთავაზე ორმაგი - აღიარა დარცხვენილმა. - ნახვამდის. - სიგარეტი ურნაში ჩავაგდე. - ეგება, მაინც მოვილაპარაკოთ როგორმე? - არ მინდა - თავმოყვარებამ მძლია რატომღაც. - მართლა არ ვიცოდი თუ თქვენ აპირებდით შეძენას. - თორემ უარს იტყოდით? - თვალი გავუსწორე. - არ ვიცი. ბიზნესი ისეთი რამეა, რომ... - ჰო, ისეთი რამეა, ვიღაცის გამო გულის წადილს როგორ გადაუსვამდით ხაზს. ისე, კაზინოსთვის ყველაზე შეუფერებელი ადგილია. ახლა მართლა ნახვამდის! - ვთქვი და წამოვედი. ჯანდაბაში მოიხმარე. არ შეგერგოს. მოკვდი! ეს სიტყვები გულში გავიმეორე. ტაქსში რომ ჩავჯექი, გინების მთელი კორიანტელის დაყენება მომინდა, მაგრამ შემეცოდა მძღოლი. შეიძლება, წინა კვირას რომ შევუკურთე რამდენიმე ადამიანს, იმიტომ დამსაჯა ბუნებამ ამ შენობის წართმევით. მთელი დღე სახლში გავატარე. პიანინოზე ვუკრავდი, ზოგჯერ, წამოვხტებოდი და ცეკვასაც ვიწყებდი ხოლმე. ერთი სიტყვით, ემოციები მქონდა დაგროვილი და როგორ დამეხარჯა, აღარ ვიცოდი. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საჭმელი ყველაფრის მკურნალია. თან ოჯახური სადილი გვქონდა დაგეგმილი მე, მამაჩემს, ჩემს ბიძაშვილსა და მის საცოლეს. სახლიდან რომ გავედი, კართან ისევ ყვავილები დამხვდა. ამ კვირაში მესამედ ვიღებდი უკვე საჩუქარს თან ვიღაც ისეთისგან, ვინც მგონი საერთოდ არ აპირებდა ანონიმურობის გარეშე ჩემთან კონტაქტს. შავ ვარდს ზოგადად ის მინუსი აქვს, რომ სანატრელ სურნელს ვერ აფრქვევს, მაგრამ ამას მაინც სასიამოვნო არომატი ჰქონდა. წყლით სავსე ლარნაკში ჩავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისგან ელი და არც არავინ გიყვარს, მაინც სასიამოვნოა ყვავილები. მამასთან როცა მივედი, მაშინვე სიყვარულით ამენთო თვალები. შემწვარი ხორცის სურნელი ტრიალებდა და მაგიტომ. მისაღებში შევედი. სუფრაზე ერთით მეტი ადამიანი იჯდა - მამაჩემი ვიცანი, ილიზის წითელი თმაც არასოდეს ამერეოდა სხვაში, ნიკს ისეთი ღიაჩალისფერი თავი ჰქონდა, ვონდერლენდში მცხოვრებ ქერა ბიჭუნას მიამსგავსებდი მაშინვე, მაგრამ მეოთხე შავთმიანი ვინ იყო, ზურგიდან კარგად ვერ ვარჩევდი. მითუმეტეს, ჩემს ადგილას წამოსკუპებულიყო მამასა და ნიკს შორის. - ჩემი გოგონა მომივა - ფეხზე წამოდგა მამაჩემი და გადამეხვია. ჩვენი სტუმარიც წამოდგა ფეხზე. დიდი მხრებით, პიჯაკითა და ყელზე მომდგარი ჰალსტუხით ადვილად ამოვიცანი ჰაიდენ სთარი. არაფერი მითქვამს, მაგრამ ჩემი მზერით ადვილად მიხვდებოდა ადამიანი, რომ „ამას აქ რა ჯანდაბა უნდას“, ვეკითხებოდი იქ მყოფებს. - გამარჯობა - მომესალმა. - კიდევ ერთხელ - გაგიმარჯოს - ვთქვი გულგრილად და ილიზის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი, ნიკის გვერდით. ჰო, უცნაური ჩვეულება ჰქონდა წყვილს, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს სხდებოდნენ რომ ხშირად და დეტალურად შეეხედათ ერთმანეთის ნაქვთებისთვის, რომელიც ისედაც კარგად ჰქონდათ დამუშავებული. - ეს ისაა! - პირის მოძრაობით ვანიშნებდი ილიზსს. - ვინ? - ის! - ვერ ვხვდები. - ბებერი დამპალი - ხელებითაც ვანიშნებდი, მაგრამ ბებერი დამპალი როგორ გამესახიერებინა მოძრაობით, მაგდენი არ ვიცოდი. - ბებერი დამპალი რატომ? - ეგრევე ამოიცნო ტუჩის მოძრაობით. - იმიტომ, რომ დამპალია. - და ბებერი? - ზედმეტად ბევრ კითხვას სვამდა. - ბონუსად. - როგორ ჩაიარა შენმა დღემ საყვარელო? - მკითხა ნიკმა ხმამაღლა. ისედაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ჰაიდენთან საუბრის შემდეგ, პირეველად მას დავურეკე, რათა ხანგრძილი და დაუღალავი წუწუნით დავცლილიყავი ემოციებისგან. - არაჩვეულებრივად. ჯერ „თეთრი სამოთხე“ ამახიეს, მერე სახლის დარაჯი გამეფლირტავა, საბოლოოდ კი ოჯახურ ვახშამზე მოვედი... - აღმომხდა ირონიული ღიმილით. - გთხოვ, ნუ მაიძულებ, რომ თავი გადავუჩეხო - გადმომიჩურჩულა ნიკმა - უხერხულია, მამაშენის ბიზნესპარტნიორია და თან ამ სახლში ჯერ არავინ მოუკლავთ. - მაგ დიდთავას გამო ციხეში როგორ გაგიშვა - ორივეს გაგვეცინა. ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, ის უარყოფითი თვისებაც ჰქონდა ჰაიდენის საიდლზე ყოფნას, რომ ლაზათიანად ვერ ვჭამდი. ჩემი ოჯახის წევრები შეჩვეული იყვნენ ნამდვილ მზეთუნახავს, რომელიც ღორივით იყრიდა საჭმელს პირში. აბა, სტუმართან როგორ გამომეჟღვანებინა, რომ ნამდვილი ქაჯი ვიყავი? - ვივიენ, ჰაიდენმა ძალიან საინტერესო რამე შემოგვთავაზა - შემომხედა მამაჩემმა და თვალები დამიბრიალა, რომ რამე უხეშად არ წამომცდენოდა. - რაა? - აგურის ბაღთან მიტოვებული თეატრია. შეგიძლია ის გამოიყენო გალერიისთვის. - კარგი შენობაა - სიმწრისგან ნერწყვი გადავყლაპე და ერთი ყლუპი ღვინით გავისველე პირი - დაახლოებით, რამდენი ხანი დასჭირდება მაგის რემონტს... 5 წელი? - ექვს თვეში მოგვარდებიან - ჩაგვეკვეხა ჰაიდენი. - თითქმის დანგრეულია. ბავშვები შატალოზე გადარბიან ხოლმე მაგ შენობში მოსაწევად რომ არავინ დაინახოს. წინა კვირას ერთს თავში აგური დაეცა და ლამის მოკვდა. დარწმუნებული ხართ, რომ რემონტი უშველის საერთოდ? - არქიტექტორსა და მშენებლების მთელ გუნდს გიშოვით იმის გარანტიით, რომ საქმეს სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებენ. - თქვენი შენობაა? - კი. - მერე ასე უპატრონოდ რატომ გქონდათ მიგდებული? - არ მეცალა მისახედად. - იმ შენობისთვის არ გეცალათ, რომელიც ოდესღაც თეატრი იყო? წარმოდგენა არ მაქვს, თეთრ სამოთხეს რას დამართებთ ცოტახანში. - გამეცინა. ჰაიდენი გაჩუმდა. ნიკმა შეუმჩნევლად მიბრწკინა. - მეტკინა იდიოტო! - ვუთხარი ჩურჩულით. - ბავშვს მართლა დაეცა თავში აგური? - არა, მე მოვიფიქრე. ხო მაგარი იყო? - კი. იმპროვიზაციის დედოფალი ხარ. ბოლომდე შეჭმა მომერიდა სადილის. ჩვენს დიასახლისს ვთხოვე, გადაენახა რამდენიმე ხორცის ნაჭერი. მერე სახლში წავიღებდი. დესერტის დრო როცა მოვიდა, ბოდიში მოვიხადე, ვითომ საპირფარეშოში გავდიოდი და სამზარეულოში შევვარდი. ორი ნაჭერი შოკოლადის ტარტი გავაქრე. შემდეგ ისევ სუფრას დავუბრუნდი და მესამეც დავაყოლე. სადილმა რომ ჩაიარა, ილიზთან ერთად, ბაღში გავედი. ჰაიდენის სახის ყურება აღარ მინდოდა. - მაგარი ეშმაკი კაცი ჩანს. - ვეწუწუნებოდი ილიზს. - საიდან მოიტანე? - აბა ეგეთი ბულკი გგონია? უნდა ერთი დანგრეული შენობა მომცეს და გამაჩუმოს. როგორ შეიძლება თეთრი სამოთხე კაზინო გახდეს? ეგ იგივეა, ეკლესიაში ნარკოტიკს ინახავდნენ. - რას გაუგებ. სულელები არიან ეს ბიზნესმენები. - ხმა არ ამოიღო, მოდის - გადმომძახა საჩქაროდ. ფეხის ხმის სინქრონულად მივიხედე უკან. ჰაიდენი იდგა და ისეთი სპეტაკი ღიმილით შემომყურებდა, გეგონება ცისკრის ვარსკვლავი ვყოფილიყავი. - მამათქვენმა თქვენი ნახატები დამათვალიერებინა. - მაგარია. - მართლა მაგარია. - მიხარია თუ მოგეწონათ. - თან უკრავთ კიდეც. - მამაჩემი მარტო ჩემზე გელაპარაკათ? - გამეცინა. - თითქმის. - ჰო, მოსიარულე პიარი მყავს. კვლავ სახლში შევედით. - არ დაუკრავ ჩვენთვის? - მთხოვა მამამ. ნიკს და ილიზს შევხედე. ძლივს იკავებდნენ ხარხარს. - არა, დავიღალე. დღეს მთელი დღეა ვუკრავ. - არ მიყვარდა ხუთოსანი ბავშვივით რომ დამსვავდნენ და მერე ჩემი შემხედვარე, სიამაყით აფახუნებდნენ თვალებს. მხოლოდ ახლობლებთან ვუკრავდი. ახლა კი ერთი ნამდვილად ზედმეტი იყო. თან დაკვრისას ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და ქარიშხალში ჩავარდნილი ხესავით ვირწეოდი. - ვივიენ! - არ მოეწონა მამას ჩემი უარი. - არ დააძალო ეტო. - გააჩერა ჰაიდენმა - ჩემზე გაბრაზებულია. - გადაუვლის. - ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ - წამოვდექი - მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. სახლში წასვლა და დაკვრა მინდა საკუთარი თავისთვის. - მანქანით ხარ? - მკითხა ნიკმა. - არა. ისევ ჩავიჭერი მართვის მოწმობის გამოცდაში. - მე მივდივარ და გაგიყვანთ - ისევ ჩაეკვეხა ჰაიდენი. სხვათაშორის, ძალიან მაწყობდა ეგ ვარიანტი. ერთი-ერთზე გავანადგურებდი. ახლა მამაჩემის ნერვების მოშლის მეშინოდა. - მშვენიერია - გამეცინა. მამაჩემს ვაკოცე. - ბარში გნახავთ გამთენიისას თუ მოგინდებათ გამოთრობა - შევძახე ნიკს და ილიზს. - მოგვინდება - ორივეს მაგივრად ილიზმა მიპასუხა. ეგეც კაი ლოთი მყავდა. - ნუ გაანადგურებ - მომაძახა ნიკმა ჩურჩულით. პასუხად, ეშმაკური გამომეტყველება მიიღო. ჰაიდენთან ერთად ჩავჯექი მანქანაში. ისე მიყურებდა, მემგონი ეეჭვებოდა, ბომბი ხომ არ ჩადო სადმეო. - ანუ ძალიან კარგი მხატვარი ხართ. აქამდე, გაგონილი მქონდა რომ ხელოვნების შედევრი იყავით თქვენც და გარშემო ყველაფერ მსგავს ქმნიდით. - კი. ჩემზე, როგორც შედევრზე, გამორჩეულმა ადამიანებმა იმუშავეს. მამაჩემთან რა საქმე გქონათ თუ საიდუმლო არაა? - ჩემს რესტორნებში მისი ღვინო შემაქვს. - ანუ ოჯახის სახელით მადლობა უნდა მოგახსენოთ? - არა რა მადლობა. მთელი თვეა ვეხვეწები რომ მაგ ღვინის ღირსი გამხადოს. - კარგი შურისძიება იქნებოდა რომ არ გაეხადეთ. - ოდესმე გადაგივლით ბრაზი? - რო დაიკიდოთ არ გიფიქრიათ? - კარგი შენიშვნაა. - თავი დააქნია. - და თქვენ რას აკეთებთ თავისუფალ დროს კაზინოში ხალხის დაღუპვისა და სხვისთვის შენობის წართმევის გარდა? - ბოქსი მიყვარს. - მოულოდნელი პასუხი იყო - მსხვილ მკლავებზე შევხედე და მისი მუშტების ქნევის წარმოდგენისას, ცოტათი დამცხა. - ჰო. ზოგიერთ შაბათ დღეს მონაწილეობას ვიღებ შეჯიბრში. მოყვარულებისთვისაა. - ერთმანეთს უბრახუნებთ? - არა, მაქსიმუმ ცხვირი გავუტეხოთ, ისიც, შემთხვევით. - დიდი სიამოვნებით ვნახავდი თქვენთვის ცხვირის გატეხვის პროცესს - წარმოვთქვი სიხარულით. - ამ შაბათს დაგპატიჟებთ მაშინ. თუმცა ვერ დაგპირდებით რომ მაინცდამაინც მიმიჩეჩქვავენ სახეს. - ერთი მუშტი მაინც ხომ მოგხვდებათ? - რომც ამცდეს, თქვენს სახელზე, სახეს შევუშვერ. - სისხლის ლაქა ნამდვილად მოგიხდებოდათ. - იცით, თუ ჩემი დარტყმა გინდათ, ახლავე დამარტყით. არაა საჭირო, იმას ელოდოთ რომ სხვა გააკეთებს ამას თქვენ მაგივრად. - გამომიცხადა მოულოდნელად. - არ მინდა. - რატომ? - გამოკვეთილი ყბები გაქვთ. - ეგაა მიზეზი? - ჰო. მეშინია რომ ხელი მეტკინება. - ამხელა ყბა მაქ? გგონიათ, ჩემი ყბა ხელს გატკენთ? - არა, დიდი არა, გამოკვეთილი-თქო. - მაინც ვერ მივხვდი. - კაცებს მხოლოდ სკოლაში ვცემდი. მერე გადავეჩვიე და ნუ დავუბრუნდებით ამ თემას, თორემ მრავალ დემონს სძინავს ჩემში. - იშვიათად მხვდებიან ხუმარა ქალები - გაეცინა ჰაიდენს. რა იცოდა, რომ არ ვხუმრობდი. - ზოგადად, ქალებიც იშვიათად გხვდებიან ალბათ - ვეცადე, მისთვის რაც შეიძლებოდა მეტი შეურაცხყოფა მიმეყენებინა. თან ისეთი რომ ძალიანაც არ მოხვედროდა გულზე. - ვითომ რატომ? - გულჩათხრობილი ქვრივის იმიჯი გაქვთ. - როგორ მიხვდით? მამათქვენმა მოგიყვათ ალბათ. - მართლა ქვრივი ხართ? - ძალიან შემრცხვა - ღმერთო, არ მინდოდა, ვწუხვარ. მაპატიეთ რაა. - რა კარგია. სინანულიც შეგძლებიათ - გაეცინა ჰაიდენს. - მომატყუეთ? - კი. ცოლი არასოდეს მყოლია. - ჰო და ვერც გეყოლებათ! - წყევლას უფრო ჰგავდა ჩემი სიტყვები. - თქვენს ასაკში შვილიშვილები ჰყავთ უკვე. - მე კი მეგონა რომ ჩემზე ხანდაზმულებიც ირთავდნენ ცოლებს. - ილუზიაში გიცხოვრიათ. - რამდენისას ვგევარ? - არ ვიცი, ასე 50. - მაქსიმალურად გავაზვიადე. - ჯანდაბა! გაცილებით პატარა ვარ. - შემიძლია არაჩვეულებრივი ბოტოქსთერაპიები გირჩიოთ სამომავლოდ. - კარგი - შემომხედა და გამიღიმა. მემგონი მართლა დამთანხმდა. თან ისე ადვილი აღმოჩნდა მისი დამარცხება, რომ იმედგაცრუებულიც კი დავრჩი. სულ ესაა ჰაიდენ სთარ? არც კი გაიბრძოლებდა? სახლში მალე მიმიყვანა. დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი, მაგრამ სანამ წავიდოდა, ვიფიქრე, ბოლო დარტყმასაც მივაყენებ-თქო. - იცით ჰაიდენ - შევიჭყიტე ჩაწეულ ფანჯარაში - სულ ვფიქრობდი, საიდან მეცნობოდა თქვენი სახელი და გვარი. - საიდან? - პორნოვარსკვლავს ჰქვია ეგრე. ჰაიდენ სთარი, ზუსტად. - პორნოებს უყურებთ? - თვალები ეჭვით მოჭუტა. - კი - არც ვაციე, არც ვაცხელე და ასე მშვენივრად ვუპასუხე. - კიდევ ერთი რამ, რაც მამათქვენმა არ იცის - გაეცინა. - არასდროს უკითხავს, თორემ ნამდვილად არ მრცხვენია. დანარჩენი რა არ იცის? - მაგალითად, სიგარეტს რომ ეწევით. - არ მინდა, ინერვიულოს - ვიმართლე თავი. - მემგონი, დიდი ხანია რაც სრულწლოვანი ხართ არა? - ძალიან დიდი ხანია. - საინტერესოა. გამეხარდება, შაბათს თუ მოხვალთ იმის სანახავად, როგორ მიმჩეჩქვავენ. - და ამ შაბათს მაქსიმალურად შეეცდებით მოგებას არა? - კი. ძალიან მიშლიდა ნერვებს ჰაიდენის კეთილგანწყობა. ალბათ სინდისი აწუხებდა იმის გამო, რომ ჩემი ოცნების შენობა წამართვა, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი ჰქონდა. არ იყო საჭირო ჩემს ბოროტ გამოხტომებს ხელგაშლილი შეგებებოდა და მეორე ლოყა მოეშვირა სილის გასარტყმელად. სახლში ასულს, კიდევ ერთი თაიგული დამხვდა კართან. უმადური არ ვიყავი, თუმცა ვაზები აღარ მყოფნიდა. თან წერილი მაინც დაეტოვებინა იმ ოჯახაშენებულს. პრინციპში, რომ დავფიქრდე, წერილით უფრო გააფუჭებდა სიტუაციას. მერე მის ვინაობას გავიგებდი და სამუდამოდ წაერთმეოდა ყველა შანსი, რადგან გარშემო ერთი მამაკაციც არ მყავდა, ვისანაც ურთიერთობას ვისურვებდი. დაკვრის თავი აღარ მქონდა, გათიშული დავეგდე საწოლზე. თუ გავითვალისწინებდი იმას, რომ შემდეგ კვირას ორი ნახატის შეკვეთა მქონდა, სჯობდა კარგად გამოძინებული ვყოფილიყავი. დილით, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ნუ თავიდან ტელეფონი მეგონა, მაგრამ მერე კარის ზარი აღმოჩნდა. ილიზი იყო. - დღეს რას ვშვრებით? - მკითხა, როგორც ერთმა უსაქმურმა მეორეს. - რა ვიცი. საღამოს ცოტას დავხატავ, შუაღამისას, რაც გინდა, ის ვქნათ. თუმცა ახლა ვისაუზმოთ კარგი? - კარგი. - სხვათაშორის, ჰაიდენმა ბოქსზე დამპატიჟა. - რა რომანტიკული კაცია. - გადაიხარხარა. - მაგას ბოქსი და ჩიზქეიქი ხომ არ ერევა ერთმანეთში? - რომანტიკულ ჭრილში არც დავუპატიჟივარ. თუ გინდა რომ უყურო როგორ მცემენ, მოდი და ნახეო. ჩიზქეიქი რა შუაშია? - შენი გულის გასაღები ნამცხვრებზე გადის. ბოქსზე წავიდეთ რაა. - მართლა წავიდეთ? - ჰო, რა თქმა უნდა. - ანუ წამომყვები? - კი ვივი, წამოგყვები.როდისაა? - დღეს ღამით. 12-ს რომ გადასცდება. - მშვენიერია. ჯერ ჰაიდენის მიბეგვას ვუყურებთ, მერე სადმე მაგრად აღვნიშნავთ მის დასისხლიანებას. * * * - მემგონი ასე არ უნცა ჩაგეცვა - მომმართა ცოტა შეშინებულმა ილიზმა, ბოქსის კლუბში შესვლისას. მართალი იყო. ისე საგანგებოდ გამოვპრანჭულიყავი საღამოს კაბაში, რომ ყველა მიხვდებოდა, წინასწარ ვზეიმობდი ჰაიდენის დაცემას. საბრძოლო მოედანზე გამოვიდა და ხალათი გაიხადა. არც მე და არც ილიზი არ მოველოდებოდით მსგავს სანახაობას. ისეთი დაკუნთული ტანი ჰქონდა, ნიკსაც შეშურდებოდა. - მარტო შენს ბიძაშვილზე რომ არ ვსველდებოდე, ამ სანახაობის მომსწრეს, უეჭველად წურწურით გამივიდოდა წყალი - მითხრა მეგობარმა. - სად ვარჯიშობს კი მაგრამ - ვიკითხე გაოგნებულმა. - აბა რა გითხრა, სიგარეტს ეგ არ ეწევა და ცხიმიანებს ეგ არ ჭამს. - საიდან იცი? - სანამ მოხვიდოდი, გამოგვიტყდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევიო. - თავს უფრთხილდება ეტყობა. - აქეთ უნდა ვკითხოთ რჩევა ბოტოქსზე - გამეღიმა. არც ერთი მისი მოძრაობა არ გამომიტოვებია. სხვათაშორის, დახვეწილი იყო. დიახ, ასეთ სპორტში, სადაც ერთმანეთს გამეტებით ურტყავენ, ეს ბებერი ვიგინდარა საკმაოდ დახვეწილი იყო. პროფესიონალი ბოქსიორივით ასხმოდა კუნთები და ოფლიანს თითქმის ისეთი შესახედაობა ჰქონდა, როგორც მე, როცა ბრჭყვიალა რუჯის ზეთს ვისვამდი კანზე. ერთი-ორი მართლაც მოსდეს. მაგას ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა და როცა თავი სდრუზეს თავში, მერე სიხარულისგან დავუსტვინე კიდეც. აბოლოოდ, მაინც მოიგო ბებერმა თავხედმა. თან არც ისე ბებერი იყო, როგორადაც აღვიქვავდი. მეორე თავი - შენმა ბებერმა მოიგო - ჩაიხითხითა ილიზმა და თავის უკან მდგომ კაცს გახედა - კიდევ ერთხელ თუ გამეხახუნები „შემთხვევით“, მომიწევს რომ თავი წაგაცალო! ჩემი დაქალის შეყვარებულმა გაიმარჯვა და ეგ წაგაცლის მე თუ არ დამცალდა! - რა უთხარი? - ყურები გიჟივით დავცქვიტე. - კი გაგვეცალა და. - რამე ხომ არ დალიე? რამდენიც სისხლი წამოუვიდა, იმდენი ვყვიროდი, ღმერთმა ჩემი ვედრება ისმინა-თქო. - მაინც მოიგო. - ჰო, მოყვარულები არიან. ვერ ჰყავდა ღირსეული კონკურენტი. ცოტახნით აქ დამელოდე რაა - ვთხოვე ილიზს და ისეთი სახით გავძვერი ხალხის უზარმაზარი ტალღიდან, შემეტყო, რაღაც ოინბაზობა მქონდა დაგეგმილი. კაცების გასახდელთან მივედი. დაცვა იდგა. - თუ უკვე ჩაიცვა, შევალ რა. - ვთხოვე ისეთი ბავშვივით, სკოლის დარაჯს რომ ეხვეწება ორი წამით გაუღოს კარი საცხობში გადასარბენად. - შებრძანდით ქალბატონო - ღიმილით დამითმო გზა. - არ გამჩხრეკთ? გუშნდელიდან მოყოლებული, მისი მოკვლა მინდა. - როგორმე თვითონ დაიცავს თავს. - დაცვაც ასეთი უნდა - შევაჭერი ჰაიდენთან. ეტყობოდა, ახალი დაბანილი იყო. შარვალი კი ეცვა, მაგრამ წელს ზემოთ, ყველა თავისი ბრილიანტივით პრესი მოუჩანდა. - ასეთ სიურპრიზს არ მოველოდი - თვალები ლამის გადმოსცვივდა. - თქვენ დაუსტვინეთ ტვინის შერყევა როცა მიმაღებინეს? - კი, მე ვიყავი. - ვუპასუხე ამაყად. - აიხდინეთ გულის წადილი? - ბოლომდე ვერა. - ეგ არაფერი. ერთხელ მეც დავმარცხდები და ჩამაგდებენ ნოკაუტში. - აქ ქალებისა და კაცების დაპირისპირება არ ხდება? - თქვენ გინდათ რომ ის ერთადერთი იყოთ? - დიდი სიამოვნებით. - ჯერ ჩემი ცემა არც ერთ ქალს არ სდომებია. - ეგეც ცუდია. - რატომ? - როცა ქალს თქვენი ცემა უნდა, ესეიგი გულგრილი არაა. ჩემი გამოკლებით. მე შენობა წამართვით და გაბრაზებული ვარ. - უკვე მეორედ გაუსვით იმას ხაზი, რომ ქალებისთვის არ ვარ სასურველი. - ეგ მე არ ვიცი და ვერც გავიგებ მისტერ სთარ. - იქნებ, სჯობს უბრალოდ ჰაიდენი დამიძახოთ? და თქვენობითაც აღარ გვინდა საუბარი. ბოლოს და ბოლოს, მტრები ვართ, პატარა ამბავი ხომ არ არის? - ააა, შენც მემტერები? რა პრეტენზია გაქვს ვითომ? - გამწარებულმა დავიკრიფე გულხელი. - არა, ცალმხრივი მტრები ვართ. - ჰო და ეგრე! - მემგონი მაბულინგებ ვივიენ. - ძალიანაც კარგი. - ადამიანების ჩაგვრა მოგწონს? - ლაპარაკ-ლაპარაკში მაისური გადაიცვა. მემგონი პირველად და უკანასკნელად ვხედავდი არაოფიციალურ სამოსში. - მხოლოდ იმათი, ვინც რამე წამართვა. - რა გავაკეთო რომ აღარ გეზიზღებოდე? - ვერაფერს იზავ - მხრები ავიჩეჩე - შენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებსაც უნდათ რომ ყველას უყვარდეს? - წეღან კაცი დავასისხლიანე. მეტყობა, რომ ხალხის სიყვარულისთვის ვიღწვი. - აი, ეგ ნამდვილად სასაცილო იყო. - კაცი რომ დავასისხლიანე? - არა, რაც თქვი. არადა იუმორი საერთოდ არ გაქ გეტყობა. - არც მიხუმრია. რანაირი გოგო ხარ. - მშვენიერი - გამეღიმა და გავტრიალდი. - ჰო, ეგ მართალია. სად მიდიხარ? - სახლში. დღეისთვის ზედმეტად ბევრი გიყურე. - სადმე ხომ არ გვევახშმა? - მკითხა მოულოდნელად. - ღამის ორი საათია ჰაიდენ. - მაშინ დავლიოთ. - კარგი, მაგრამ ერთი-ორი წინადადებით გეტყვი რაღაცას: მეგობრები ვერ ვიქნებით, ვერც სხვანაირი მეგობრები, რადგან არ მომწონხარ, მამობრივი ალერსიც არ მაკლია, თორემ ნამდვილად მოგაკითხავდი. - ყველა გზას ასე უხეშად მიჭრი? - კი! - როგორ მოხდა, რომ ეტოს შვილი ასეთი თავხედია? - მკითხა ღიმილით. ჰაიდენში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ არასოდეს ჰქონდა ირონიული ხმა. მიღიმოდა - მართლა მიღიმოდა, თუნდაც გაბრაზებული ან გაღიზიანებული. - მხოლოდ იმათთან ვარ თავხედი, ვისაც ბევრი ფული აქვს და ძალიან უყვართ ამისი აფიშირება. შეიძლება თეთრი სამოთხე იყიდე ორმაგ ფასში, მაგრამ ჩემს კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებ როგორი ჩანაფიქრიც არ უნდა გქონდეს. - გასაგებია. - კარგად ჰაიდენ. ილიზი უკვე გარეთ მელოდებოდა. მანქანაში ჩავჯექით და ჩვენი ბარისკენ დავიძარით. მთელი გზა ისე მიყურებდა, უსიტყვოდ მევედრებოდა, მოყევი რაები იალაპარაკეთო. - კიდე დიდხანს უნდა გჭამო მზერით? - ამოიოხრა ბოლოს. - არაფერი. იდიოტი კაცია. - საიდან დაასკვენი? - სადილზე დამპატიჟა. - კი, ეგ ნამდვილად იდიოტის ქცევაა. - ისე ამხელა კაცს სხვა გასართობი არ აქვს? - რა გითხრა აბა? ალბათ აქვს ან ჰყავს, მაგრამ დანაშაულის გრძნობა აწუხებს. ყველა ისე იქცევა, როგორც თავიანთ ბიზნესს აწყობს. შენ გამო ხომ არ დათმობდა თეთრ სამოთხეს? - არა, მაგრამ მაინც ნერვებს მიშლის. ზოგჯერ ძალიან სენტიმენტალური სახე აქვს ხოლმე და ხო იცი, ვერ ვიტან ეგეთ კაცებს. - რა თქმა უნდა. ნამდვილმა კაცმა ერთი მუშტი თუ არ მოგიქნია, ისე როგორ? - მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ. - მაქსიმს იტან? - მკითხა ეშმაკურად. - ჩემი მეგობარია. - არ ჰგავს მეგობრობისთვის განწყობილს. - დიდი არჩევანი არ აქვს, ამიტომ მოუწევს განეწყოს. - უცნაურია, რომ არასდროს არავინ მოგწონს ვივი. - რა ვქნა? თითქოს არავინ შემეფერება. ყველა უცნაურია. მემგონი ერთი კაციც არ მოიძებნება დედამიწაზე, ვისთანაც საერთო ინტერესები მექნება. - მოიცა, აუცილებლად უნდა ხატავდეს და უკრავდეს შენი ოცნების კაცი? - მინიმუმ სიამოვნებას უნდა იღებდეს ჩემი ხატვითა და დაკვრით. - ეგ პრობლემა არაა. - ახლა მოხუცი მეზობელივით მელაპარაკები, რომელსაც თავისი შვილიშვილი ჰყავს ჩემთვის გადანახული. - არა, მე არავინ მყავს, მაგრამ ვინმე უნდა გიშოვო. - თორემ მურმანის ეკალივით დაგყვებით შენ და ნიკს წინ და უკან? - ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. - თავისი ცისფერი თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა. სხვათაშორის, ეგ ორივეს საერთო გვქონდა. ზუსტად თვალის ფერი ბრალი იყო, რომ ყველგან, სადაც წავიდოდით, დები ვეგონეთ მე და ილიზი. ბარში ხალხი უკვე მთვრალი და აწეწილი იყო. აი, ცეკვისგან სახე რომ აქვთ აწითლებული, ცოტა ოფლიანები არიან და ტუალეტში ერთმანეთს ასწრებენ შესვლას, მაგას ვეძახი აწეწილს. თან მაინც ცეკვის ხასიათზე იყო ყველა. მინდოდა ცეკვა. ერთი-ორი ჭიქა გადავკარით და ეგ უკვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ დანარჩენებს ისე შევრეოდი, თითქოს წეღან ზიზღით არ ვუმზერდი მთვრალებსა და აღგზნებულებს ჩემთვის ვცეკვავდი, გარშემო არავის ვიკარებდი და ისე ამეწია სახე მაღლა, თითქოს ვლოცულობდი. მართლა ლოცვას ჰგავდა ჩემთვის ცეკვაც, დაკვრაც და ხატვაც. ნახევარსაათიანი რხევის შემდეგ, გავაანალიზე რომ წასვლა მინდოდა. თან ჩვეულებრივად წასვლა კი არა, გაპარვა დავისახე მიზნად. ჩუმად გამოვეყავი ხალხს და გასასვლელისკენ გავიპარე. მანქანით ვერ წავიდოდი, არ მინდოდა პოლიციას გავეჩერებინე. პირველივე შემხვედრ ავტობუსს შევახტი და ფანჯარასთან მოვკალათდი. არავინ იყო ერთი მოხუცი ქალის გარდა. როცა შევატყვე, რომ გარეუბანში ვიყავი და კორპუსებიც ნელ-ნელა იწურებოდა, ეგრევე ჩამოვედი. კაცმა არ იცოდა, სად ვიყავი ან რას გადავეყრებოდი. ეგრეა ადამიანი. თავის თავს რასაც დამართებს, უარესს სხვა ვერაფერს დააკლებს ვერასოდეს. ტაქსის ჭაჭანება არ იყო, ტელეფონი ჩანთასთან ერთად ბარში მქონდა დატოვებული და მხოლოდ იმისი იმედი მქონდა დარჩენილი, რომ თავს თუ დამესხმებოდნენ, მუშტების ქნევა მშვენივრად ვიცოდი. იარაღიანებს კი ვერაფერს დავუშავებდი. მანქანა დავინახე ტრასაზე. ცოტათი შეანელა და მერე ჩემგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა. წარმოვიდგინე, შავი ჯიპიდან როგორ გადმოდიოდა ხუთი კაცი და სავარაუდოდ, ჩემზე სექსუალურად იძალადებდა. ცუდი წარმოსადგენი აღმოჩნდა. თუმცა ხუთის მაგივრად, მოულოდნელად ერთი გადმოვიდა, მაგრამ ათის ტოლი. ისევ ჰაიდენ სთარი რომ დავინახე, იმ წამს კი ვიფიქრე, როგორ მეზიზღება-თქო, თუმცა სიმართლე ისაა, რომ გამეხარდა მისი დანახვა. - მეხუმრები ვივიენ? - გაოგნებისგან ხელები გაშალა. - არა, არ გეხუმრები. შენ მეხუმრები? - არა. - აქ რა გინდა? - გითვალთვალებდი. - არ მჯერა. - მარტო ხარ? - კი. - ჩაჯექი, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. - მითხრა და წინა კარი გამიღო. - ჩემზე გაქვს ნერვები მოშილი? - სულ ბარბაცით მივედი მანქანამდე და წინა სავარძელზე დავენარცხე. - არა, შენ ზღვაში წვეთი ხარ - გაეცინა. - სახლში მიგიყვანო? - ნიკთან დამარეკინებ? - კი - მობილური მომცა. ერთი საათი ვუხსნიდი, რატომ წამოვედი, მაგრამ ცოტა ძნელად იგებდა, რადგან თავადაც არ ვიცოდი მიზეზი. - სახლში მიმიყვანე - ტელეფონი დავუბრუნე. - აქ რა გინდოდა? - გამოვიპარე. - ვის გამოეპარე? - საკუთარ თავს. ზოგჯერ სპონტანურ გადაწყვეტილებებს ვიღებ. ეს ერთ-ერთი იყო. ჰაიდენ, სიგარეტი ხომ არ გაქვს? - ძალიან გავუშინაურდი უცებ. - ინებე - ჯიბიდან ამოიღო და მთელი კოლოფი მომაწოდა სანთებელიანად. - ძალიან ბევრი დალიე? - სამი ჭიქა მემგონი. - სამჭიქიანი ხარ? - დამცინა. - ერთიანი ვარ. - უცნაურია, რომ მთვრალი ჩემს ასაკს აბუჩად არ იგდებ. - ეგ კარგი გამხასენე - თვალები დავაწვრილე და ტუჩები ისე დავპრუწე, სელფსაც რომ არ ვიღებ ეგრე. - გინდა გაგაბრაზო ჰაიდენ ბიძია? - უკვე ვბრაზობ. - არადა, ძალიან გაწონასწორებული იყო. - პროთეზი გაქვს თუ შენი კბილებია? - ისეთი ჩაწიკწიკებული, თეთრი კბილები ჰქონდა, შურით ვუყურებდი. მუქხორბლისფერ კანზე ღიმილისას, ალმასებივით მოუჩანდა. თან ლოყები ეჩხვლიტებოდა, ყბები კი ისე გამოჰკვეთოდა, უნიჭიერესი მოქანდაკის გამოყვანილს მიუგავდა. - ჩემია. გინდა უფრო აბუჩად აგაგდებინო თავი? - რა თქმა უნდა. - მანქანის სათავსო გამოაღე. გამოვაღე. სათვალე ედო. - გაიკეთე რაა - ვთხოვე ხარხარით. - მთვრალი როგორი სასაცილო ხარ - კიდევ აქეთ ჰქონდა დაცინვის შნო. გაიკეთა. - ჰაიდენ ბიძია, შემახსენეთ, რამდენი შვილიშვილი გყავთ? - სამი. - უფროსი ქალიშვილისგან? - უმცროსი ვაჟისგან. - შენც კარგი წარმოსახვა გქონია. - მაკ დონალდს რომ მივუახლოვდით, ცოტა არ იყოს, ისე გავაპარე თვალი, ეტყობა ჰაიდენი მიხვდა, რომ მგელივით მშიერი ვიყავი. - გინდა ვჭამოთ რამე? - კი - თავი არ გამიგიჟებია უარებით. - ოღონდ მარტო მაკ დონალდში კარგი? ახლა რესტორნების თავი არ მაქვს. - მთვრალს შენც გშივდება ხოლმე? - შეეტყო, რომ გაეხარდა თანხმობა. - დაბოლილზე უნდა მნახო. - მთვრალი რომ არ იყო, მოგაწევინებდი - მანქანა სადგომზე გააჩერა, კარი გამიღო და გადმომიყვანა. - ნარკოდილერი ხარ? - ვკითხე მოულოდნელად. გაოგნდა. ეტყობა, ისევ შვილიშვილებსა და პრთეზზე მოელოდა დაკითხვას. - საიდან მოიტანე? - არსაიდან. მამაჩემის პარტნიორები არც ისე სუფთა საქმეში არიან. ვიფიქრე, ესეც ვინმე განგსტერი ბიძაა-თქო. - რას შეჭამ? - თემა გადაიტანა. - ორმაგი ჩიზბურგერის მენიუ მინდა, მდოგვის სიუსით. - კარგი. სანამ შეკვეთას ელოდბოდა, მე სკამზე დამსვა. დარწმუნდა, რომ არაფერს დავეჯახებოდი და არც სადმე გადავვარდებოდი. საჭმელი მომიტანა და ისე გამიხსნა ყველაფერი, გეგონება პატარა ბავშვი ვყოფილიყავი, თავისით რომ ვერ ჭამს. - შენ რას აშავებ ხოლმე? - მაინც არ მოვეშვი. - ნარკოტიკებთან არ მაქვს შეხება. - დავიჯერო, მარტო ლეგალური ბიზნესები გაქვს? - არ დაიჯერო თუ გინდა. - მართლა არ მჯერა. ადამიანებისთვის ზიანის მიყენება რატომ გსიამოვნებს მაშინ? - საიდან მოიტანე ვივიენ? - სხვა შემთხვევაში, პროფესიონალი ბოქსიორივით კი არ დაიწყებდი მუშტების ქნევას, მუთაქას ჩამოკიდებდი ჭერზე და იმას უბრახუნებდი. მოგწონს, როცა ვიღაცას ამარცხებ, გსიამოვნებს შენი უპირატესობის დამტკიცება. ჩვეულებრივი ამბავია. კონკურსებში მხოლოდ იმიტომ ვიღებ მონაწილეობას, რომ სხვები ბოღმით გასკდნენ, რადგან მე მათზე უკეთესი ვარ. ეს ადამიანებს ახასიათებს ჰაიდენ. მართალია, არაა კარგი თვისება და ალბათ განდიდების მანიისკენ ვართ მიდრეკილები, მაგრამ ადამიანები ვართ. ნორმალურია. - ყველაზე არანორმალურად ნორმალური რამე თქვი ახლა შენ. - სათვალე გაიკეთე, თორემ ლანგარს შეჭამ ჩიზბურგერის მაგივრად. - ბარემ ენაც გამომიყავი და ოფიციალურად გეყოლება ორი მამიკო ოღონდ იატაკზე ფეხების ბაკუნით ჩემთან ვერაფერს გახდები. - ერთი მამიკოც მყოფნის. - არადა, ობოლივით იქცევი ხოლმე ზოგჯერ. - ერთი მშობლით ისედაც ობოლი ვარ - თითქოა არხეინად ვთქვი, მაგრამ უცებ ისეთი უხერხულობა ჩამოწვა, ჩემი ბედი დავწყევლე, რომ ამ თემას შევეხე საერთოდ. - მაპატიე, არ მინდოდა. - არაფერია - გავუღიმე. საერთოდ რატომ ატარებდა ჩემთან დროს წარმოდგენა არ მქონდა. ის კაცი იყო, ჩვეულებრივი ბიჭი კი არა, კაცი, მაგრამ ისე იჯდა აქ, ჩემ გვერდით, თითქოს დროის გაყვანის ყველაზე სასიამოვნო საშუალება ვყოფილიყავი. რაც არ უნდა გამებრაზებინა და საკუთარ გონებაში მეწყევლა, გულის სიღრმეში, სასიამოვნო იყო ჰაიდენის გარემოცვა. აი, სადმე რომ მიდიხარ ვიღაცასთან ერთად და გეამაყება, გვერდით რომ გიდგას, ზუსტად ეგეთი კაცი იყო. სიტყვა წარმოსადეგის მნიშვნელობას ახლა ვხვდებოდი და თან ცოტა არ იყოს, მენანებოდა. ვინ იცის, შეიძლება მართლა სინდისის ქენჯნის გამო ატარებდა დროს ჩემთან ერთად და მეგობრობის არანაირი სურვილი არ ჰქონდა პატარა გოგონასთან, რომელიც წამდაუწუმ დასცინოდა. - რატომ ხარ ჩემთან? - ვკითხე მოულოდნელად. - რა? - დავიჯერო, სასიამოვნოა შენთვის აქ ჯდომა? - კი. - აუღელვებლად მიპასუხა. ნელ-ნელა ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ წყნარი და მშვიდი იყო. - რატომ? - რა გითხრა. ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნისას, იცი როგორი წინადადებით იწყება დიალოგი? - მითხარი. - „იცი გუშინ ვინ მოკლეს?“ - გეუბნები, საშიში ხარ, მაგრამ არ იმჩნევ. - საშიში არ ვარ, მოსაწყენ ხალხში ვტრიალებ. ჭამა რომ დავასრულე, თავი მუტანტი მეგონა. ჰაიდენზე ორჯერ მეტი მქონდა თითქმის შეჭმული, თან ერთი ნაყინისთვისაც მოიძებნებოდა ადგილი, მაგრამ სახლში მინდოდა, ამიტომ მალე წამოვედით. მიმიყვანა. სახლშიც კი შემიყვანა, რადგან დიდი ალბათობით ან ლიფტში ჩამეძინებოდა ან სადარბაზოში. კართან კვლავ დამხვდა თაიგული. - ვიღაცა შენზე შეყვარებულია - მითხრა ჰაიდენმა. - ვიღაცეები. - შევუსწორე. - თაიგულის გარდა, კიდევ რამე მოგდის? - სამკაულები, მაგრამ არასოდეს გამომირთმევია. მხოლოდ ყვავილებისა და შოკოლადების მიღება შემიძლია. ძვირფასეულობა არ მჭირდება კაცისგან. - სწორი აზროვნებაა. მარტოც მიხედავ ყველაფერს? - კი, ძილი ნამდვილად შემიძლია მარტოს. - კარგი, ნახვამდის. - ნახვამდის ჰაიდენ - არ მოელოდა, მაგრამ დღეს მართლა მადლიერი ვიყავი მისი. ამიტომ, ავდექი და ლოყაზე ვაკოცე. ცოტა წამოწითლდა. - ანუ აღარ გძულვარ. - სახე გაუნათდა. - მთვრალს ყველა მიყვარს, ჩემი სიფხიზლის გეშინოდეს! - ვუთხარი სერიზულად. მესამე თავი უქმეებს მამაჩემთან ვატარებდი. დედისერთა ბავშვებს ერთი უცნაური ჩვევა გვქონდა: მაშინაც კი როცა დამოუკიდებელი, ზრდასრული ადამიანები ვხვდებოდით, მშობლის გარეშე ვერ ვატარებდით დიდ დროს. ეს ჩვევა მეც მქონდა. ძალიან ხშირად ვეკედლებოდი მამაჩემს. თავი მის გარეშე შვლის ნუკრი მეგონა. - ჰაიდენ სთარი - მითხრა მშვიდად და აუღელვებლად. არ ვიცოდი, ამ სახელსა და გვარში პიროვნების გარდა, რამე სხვასაც თუ გულისხმობდა. - მერე? - რამდენიმე დღის წინ მასთან ერთად იყავი? - კი მამა - ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მისმა შეკითხვამ. - ცოტა ფრთხილად კარგი? ხო იცი მე შენ არასდროს არაფერს გიშლიდი და რომც დაგიშალო, ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, ჩემს ნებაზე არ უნდა იცხოვრო. უბრალოდ, ჰაიდენის გარშემო, ადამიანები ხათაბალაში ეხვევიან. - რას გულისხმობ ხათაბალაში? კვდებიან? - არა, არა. შენ ეგ არც გეხება. რამდენჯერმე ნასამართლევია პატარა მახინაციების გამო. თვითონ ბევრი არაფერი დაჰკლებია, თავის პარტნიორებს დააკლდათ. დიდი ბიზნესის მფლობელი როცა ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარშემო ადამიანები გყავს, რომლებიც მაგალითად, შენი ბიზნესის 5%-ს ფლობენ. ეს ხუთიც ბევრია, უბრალოდ მაგალითისთვის მინდა. როცა ზარალდები, ყველაზე დიდ დანაკარგს ისინი განიცდიან. - გასაგებია, მაგრამ მე მისი პარტნიორი არ ვარ. არც მეგობრები ვართ პრინციპში, მაგრამ შენ რაღატო დათანხმდი მასთან კავშირს? - ძალიან იაფად შემომთავაზა ძვირფასი ღვინო. - რატომ? - მაგის გაგებას ვცდილობ. მიზეზი რომ ვკითხე, თითქმის გაუგებრად ამიხსნა. აი, როცა პასუხი არ გინდა გასცე და ათას მარტივ სისულელეს დააბრეხვებ, ზუსტად ეგრე. არ დავთანხმდებოდი, უბრალოდ ცოტა გაუჭირდა ჩემს ფირმას, ვინმე ძლიერის დახმარება მჭირდებოდა და არსაიდან რომ გამოჩნდა ჰაიდენ სთარი, თავს უარის თქმის უფლება ვერ მივეცი. - ცუდი კაცი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ შენობა წამართვა. - ღმერთმა ქნას, არ იყოს. არ იდარდო ვივიენ, მაგ შენობას ადრე თუ გვიან, დაგიბრუნებ. - არ გინდა. ისედაც დამავიწყდა უკვე თეთრი სამოთხე, ძალიან ცვალებადი გემოვნება მაქვს - ვიცრუე და სამზარეულოში გავედი - ღვინოს დალევ მა? - გავძახე. - კი. თაროზე რაღაცა ახალი იდო - წითელი და ტკბილი. ჩირთან ერთად გავიტანე მამაჩემის კაბინეტში. - ძალიან გემრიელია არა? - მკითხა ცოტათი სინანულით - ჰაიდენისაა. მაყვლისა და ალუბლის არომატით აკეთებს. მართლა შთამბჭდავი იყო. ისე ისმეოდა, რომ მალე, ალკოჰოლიკი გავხდებოდი ალბათ. დილით, ხუთიდან ერთი შეკვეთა მივიყვანე ბოლომდე. კმაყოფილი ვიყავი ჩემი შრომის შედეგით. იმაშიც დავრწმუნდი, რომ სისხამ დილით ყველაზე უკეთ მოქმედებს ტვინიც და შთაგონებაც ულევია. მოგვიანებით, თავს უფლება მივეცი, ნიკთან და ილიზთან ერთად გავსულიყავი რესტორანში. ჩემთვის სიურპრიზი ის აღმოჩნდა, რომ ჰაიდენიც იქვე, ნიკის გვერდით იჯდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა ორივე. „ამას აქ რა უნდა“ და „შენ ჩვენიანი ვერასოდეს გახდები“ სახით რომ მივედი მათ მაგიდასთან, მხოლოდ ჰაიდენი წამოდგა, ხელზე მაკოცა, მომესალმა. ნიკს ჩემს დანახვაზე ისეთივე რეაქცია ჰქონდა ხოლმე, როგორც დაახლოებით, „ძმას გაუმარჯოს “. - როგორ ხარ? - მკითხა ჰაიდენმა. - დავიღალე, დღეს მთელი დღეა ვხატავ. - ვინაა დამკვეთი? - მკითხა ილიზმა. - არ ვიცი. ჩემი მდივანი მხოლოდ იმას მეუბნება, რა დამიკვეთეს. სხვა დანარჩენს, თავად აგვარებს. სხვათაშორის, უხერხულობის მოხსნაში მეხმარება. მაგალითად, თუ გავიგე რომ დამკვეთი ნიკია, ფულს ვერ გამოვართმევ. როცა არ ვიცი, გაცილებით ადვილია ყველაფერი. - არადა, მე ყველაზე ძვირად მომყიდდა - გადაულაპარაკა ჰაიდენს. - მაგალითად მოგიყვანე, თორემ რა თქმა უნდა, ძვირს გადაგახდევინებდი. სხვათაშორის, თქვენ როდის აქეთ გახდით საუკეთესო მეგობრები? - ვკითხე ეჭვებით შეპყრობილმა. - იმის შემდეგ, რაც მთვრალი და არაადეკვატური მოგაცილა სახლში. - თვალები დამიბრიალა ნიკმა. - ნწ ნწ ნწ - თავი გავაქნიე. - სინამდვილეში, მინდა რომ მიტოვებული თეატრის შენობა განახო აგურების ბაღთან. - გამომიტყდა ჰაიდენი. - რამე შეიცვალა იმის მერე, რაც ბოლოს ვნახე? - როდის ნახე ბოლოს? - ორი წლის წინ. - ვივიენ, ეგ ძალიან დიდი დროა. ცოტა ხელი შევავლე მას მერე, რაც მამაშენთან საუბრისას ბოლომდე გამანადგურე. - არაა საჭირო, რომ აგურების გროვა გაარემონტო ჩემ გამო. - ისედაც ვაპირებდი აღდგენას. უბრალოდ ნება მომეცი, რომ თვალი შეგავლებინო. - კარგი, მაგრამ ჯერ შევჭამ რამეს. მშიერი აგრესიული ვარ ხოლმე. - კი, რა თქმა უნდა. ჯერ ისედაც არ გეხატები დიდად გულზე და მშიერი საერთოდ ჯოჯოხეთის გზას გამიყენებ - ხელები მორჩილად ასწია. ნიკს და ილიზს გაეცინათ. მაგრამ დაქალი მაინც სხვა საქმეა. ისეთი დამრეცი მზერა შემავლო, ეგრევე ტანში გამცრა. რა იგულისხმა ამ მზერით, კარგად მაინც ვერ მივხვდი, მაგრამ მშიოდა და მაინც ვერანაირ აზრს ვერ გამოვიტანდი. პრინციპში, ჰაიდენთანაც გაშინაურებული ვიყავი უკვე და შემეძლო, ჩემი ნამდვილი სახე გამომეჩინა: გამხდარი გოგო, რომელიც მთელი ქალაქის სამყოფს ერთ სადილზე ჭამს. - იცი რატომ ვერ ვათხოვებ ჩემს დას? - ჰკითხა ნიკმა ჰაიდენს. თან ისეთი ტონით ჰკითხა, ეგრევე მიხვდებოდი, რაღაც ოინბაზობა ჰქონდა პასუხად მოფიქრებული. - რატომ? - ვერავინ ვიპოვნეთ, ვისაც ამის სარჩენი ფული ექნება. - ასეთი ძვირი ჯდები? - მე შემომხედა. - არა. უბრალოდ ნიკს რამე სასაცილო უნდოდა ეთქვა - დავეჯღანე და კრევეტების ჭამა გავარგძელე - ისე, აქ რომ კრევეტები აქვთ, ისეთი ჯერ არაფერი მიჭამია. - გადავცემ მზარეულს რომ მოგეწონა. იქნებ პრემიაც მიიღოს - გაეღიმა ჰაიდენს. - რა პრემია? - ჰაიდენის რესტორანია - ამიხსნა ილიზმა. დანა-ჩანგალი დავდე თეფსშზე. - ეს წუთისოფელი ხო არ გაახარებს კაცს - ამოვიოხრე და მერე ისევ დავიკიდე, ჭამა გავაგრძელე. - რა პრობლემა გაქვს ბიშოპ? - მკითხა ჰაიდენმა. - ყველაფერს რომ ისაკუთრებ, ეგ პრობლემა მაქვს. - ეს რესტორანი მე ავაშენე. - მე ავაშენე - დავიჯღანე და მაგისი ხმა გავაჯავრე. - საბავშვო ბაღში ვართ? - გაოგნდა ნიკი. - საყვარელო, აქამდე ბევრჯერ აგიხსენი და ამის შემდეგაც გავმეორდები. თუ ოდესმე ვინმესთვის ნერვების მოშლას გადავწყვეტ, შენ შენიშვნა კი არ უნდა მომცე, მხარში უნდა ამომიდგე. გასაგებია? - გასაგებია სერ. - დაჩაგრული ბავშვის სახით ამოთქვა. - ავიღო ისრები და ჯერ ცალ-ცალკე გადაგატეხინო, მერე ერთად? - ძალიან წამოვენთე. - არაა საჭირო, ვიცით როგორც ხდება - გადაიხარხარა ილიზმა. - უკვე ესენიც ნერვებს მიშლიან. წამიყვანე იმ დაწყევლილ აგურის ბაღში - ვთხოვე ჰაიდენს. - წამოდი - სიხარულით წამოხტა. - უნდა დაგტოვოთ. - ნელა დაგვტოვე - ჩაეცინა ნიკს. ჰაიდენთან ყოფნას კიდევ ერთი პლიუსიც აღმოაჩნდა - ძალიან კარგი სუნი ჰქონდა. იმდენად კარგი, რომ არ მომწონდა, როცა მანქანის ჩაწეულ ფანჯრებში ნიავი აქრობდა. ჩემდაგასაკვირად, უკვე ძალიან მოწესრიგებული იყო პატარა აგურის სკვერი. აქა-იქ ყვავილები ჩაერგოთ და მზის შუქის ფონზე, თვალისმომჭრელ ელვარებას იძენდა იქაურობა. - ეს ყველაფერი როდის მოასწარი? - ნახევარი წელია, რაც ვარემონტებ, მაგრამ კაზინოსთვის ძალიან შეუფერებელი ადგილია. - თეთრი სამოთხე ხომ რას ამბობ - მაინც წავკბინე. - გულზე ხელი დაიდე და მიპასუხე, რომელი უფრო მოგწონს? - შენობაში სცენაა. არ ვიცი ეს სცენა როგორ გამოვიყენო ჰაიდენ. ამხელა ფართს უფუნქციოდ ხომ ვერ დავტოვებ? - არ გინდა თეატრი აღადგინო და მისი მფლობელი გახდე? - დიდ სითავხედეს მთავაზობ - გამეცინა. აგურის ნაგებობა უძველეს სასახლეს ჰგავდა. იატაკისთვის ისეთი იერი მიენიჭებინა, გრძელი კაბა რომ მცმოდა, უეჭველი წყალი მეგონებოდა და მაღლა ავიწევდი. - სერიოზულ პასუხისმგებლობას გთავაზობ. - ეგ მთავრობამ არ უნდა შემომთავაზოს? - მთავრობის დედა არ ვატირე? - რაღაც სისულელეებს ნუ მელაპარაკები ამხელა კაცი - ნერვები მომეშალა. - აიღე ეს შენობა და საოცრებად აქციე. - არ მინდა. - რატომ? - ეს გალერეა არ არის და იმიტომ. წინ მშვენიერი ბაღია, უკანა მხარეს კი იმხელა ეზო, რომ... - ძალიან უმწეოდ ამოვიოხრე. - მაინც უკმაყოფილო ხარ? - კი. - რატომ? - ეს კამფეტი გემრიელია, მაგრამ მე სხვა კამფეტი მინდოდა. - ძალიან მიშლი ნერვებს ვივიენ - შეწუხებულმა ხელი თავზე გადაისვა. - ძალიან. - წავიდეთ. - ანუ ეს საბოლოო პასუხია? - კი. - არ მოგწონს? - მომწონს, მაგრამ ჯიუტი ვარ - ვუპასუხე გულახდილად - ბავშვობაში, სულ ისეთი ტანსაცმელები მომწონდა, დედა რომ ცოცხალი თავით არასოდეს ჩამაცმევდა. თუ თავიდან უარს მეუბნებოდა სასურველი კაბის ყიდვაზე, ყველა მაღაზიას განაწყენებული სახით მოვივლიდი და სხვა რომც მომწონებოდა, მაინც არ გავამხელდი. ყველაფერზე ცხვირს ვიბზუებდი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, იმას ყიდულობდა, რასაც პირველად დავადგი თვალი, აბა შიშველს ხომ არ მატარებდა? სხვას აღარაფერს მივიკარებდი ისედაც. - საინტერესო შედარებაა. - მოდი, მე წავალ კარგი? მეგობარი უნდა ვნახო. - უკვე აღარ მსურდა ამ თემაზე საუბარი და როგორმე, თავის დახსნა გადავწყვიტე. - ილიზი? - არა, სხვა მეგობრებიც მყავს. მადლობა, რომ შეწუხდი და მომიყვანე - სიმბოლურად კვლავ ლოყაზე ვაკოცე. ვგრძნობდი, პატარა ბავშვივით როგორ უდუღდა სისხლი, როცა ვუახლოვდებოდი. სიბერეზე მეტად კი ნამდვილად ჩემ თავს ვაბრალებდი ხელებიც რომ პატარა ბავშვივით უცახცახებდა. - სერიოზულად? ასე მტოვებ? - ძალიან გაუკვირდა. - დაბნელდა და გეშინია? მიგაცილებ, არაა პრობლემა. ახლა გამახსენდა, რომ მოხუცებს ღამით გიჭირთ სახლში მიგნება. - ვივიენ, ჩემთან სერიოზული საუბარი ისე გეზიზღება, რომ ახლაც ჩემს სიბერეს დასცინი? თან არ ვარ ხანში შესული და ტყუილად მაკომპლექსებ. იმ დღეს, სარკეში ვიყურებოდი ორი საათი, მიმიკურ ნაოჭებს ვეძებდი. - იპოვნე? - კი, ბლომად მაქვს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან უსამართლოდ მექცევი. ცდილობ, თავი დამნაშავედ მაგრძნობინო. - ათასჯერ გითხარი, დაიკიდე-თქო და შენ თუ ზედმეტად ემოციური კაცი ხარ, ჩემი ბრალი არ არის. ჯერ ეს ერთი, მეპატრონე როცა გეუბნება, შენობა გაყიდულიაო და მაინც თავხედურად ჰყოფ შენს გრძელსა და მდიდარ ცხვირს თითქმის უკვე შემდგარ მოლაპარაკებაში, ძალიან დიდი სითავხედეა. დატეულიყავი შენს ადგილას, რატომ სთავაზობდი ორმაგ ფასს? - არასოდეს მაპატიებ მაგას? - კი, მაგრამ ჯერ ისევ ცხელ გულზე ვარ. - კარგი, წავიდეთ შენს მეგობართან. ეს სასახლე ისედაც ბევრს უნდა, უბრალოდ მეცოდებოდა, შენთვის მინდოდა, მაგრამ რა ვქნა. - არ გაყიდო ჰაოდენ! - ბავშვივით დავიბენი და წამოვენთე. - ვიღაცა სი*ს ჩაუვარდება ხელში და ისიც კაზინოდ აქცევს. - დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის - წარბები შეკრა. - შენ არ გგულისხმობ სი*ში. - არადა, როცა ძალიან გამაბრაზა, მაშინ უარესი სიტყვებიც ვაკადრე ზურგს უკან. - საით წაგიყვანო? - მკითხა მანქანაში ჩაჯდომისას. - ჩემს სახლში. - აბა მეგობარი? - მეგობრები არ მყავს, ისე, ვიტიპე. - არავის უნდა შენთან მეგობრობა ხო? - შენ გინდა ჩემთან მეგობრობა - ეშმაკურად ავწიე ცალი წარბი - თან ძალიან. - მემგონი სჯობს უკან დავიხიო, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. 25 წელია მეგობარი ვერ გაგიჩენია და ეტყობა, სერიოზული პრობლემები გაქვს. - კი. თუ გავბრაზდი, შემიძლია ადამიანს თავი ვარტყმევინო მანქანის საჭეზე - ვუთხარი სერიოზულად - მე ილიზი და ნიკი მყავს, სხვა მეგობარი არ მჭირდება. ამიტომ შანსი არ გაქვს. შენ საერთოდ, სამოცი წლის ხარ და ხალხს რინგზე სცემ. - სამოცის არ ვარ ვივიენ - თვალები გადაატრიალა. - ბოდიში, სამოცდაათის. - შენზე ცოტათი უფროსი ვარ და არა ორმოცდახუთი წლით. - ჰო, მაგრამ მომწონს როცა ღიზიანდები. შუბლის ძარღვი გეჭიმება. - პირველი ადამიანი ხარ, რომელსაც ჩემი გაბრაზება უნდა - შემომხედა ღიმილით. ცოტა კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ ამ სიტყვებში, რაღაც ძალიან ცუდი გავშიფრე და ეჭვისთვალით მივუბრუნდი. - შენ ცუდი სიბრაზე გაქვს არა? - კარგი სიბრაზე არსებობს? - არა, სხვა რამეს ვგულისხმობ. - სახლთან მიაჩერა მანქანა და ცნოისმოყვარედ შემომხედა. - შენ ცუდი გაბრაზება გაქვს. იმ დღეს, ვკითხულობდი, რომ შენი ბიზნესპარტნიორები ხშირად ზარალდებიან. არც თუ ისე სანდო ხარ. - თაღლითად მთვლი, გასაგებია - განაწყენებულმა დააქნია თავი. - არა, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, საშიში ხარ. თუ ვინმემ გაგაბრაზა, შეიძლება საეჭვო ვითარებაში, სამუდამოდ გაქრეს. - მაგრამ შენ მაინც თავხედურად ცდილობ ჩემს გამწარებას. - ხო. - რატომ? არ გეშინია? - მე შენთან თავს დაცულად ვგრძნობ. - ვაღიარე. მართლა ასე იყო. ზოგადადაც არასოდეს მემუქრებოდა საფრთხე, მაგრამ ჰაიდენის გვერდით, ყველა ადამიანი მშორდებოდა და თავს მიხრიდა. ხალხის დასაფრთხობი იყო, ოღონდ ფიზიკურად მშვენიერი მონაცემები ჰქონდა. ყოველთვის იმაზე ვწუხდი, არასასურველი მამაკაცები რომ მეხვეოდნენ გარშემო, ათას კომპლიმენტს მეუბნებოდნენ და ცოტა არ იყოს, უხერხულ სიტუაციაში მაგდებნენ. არც ისე სასიამოვნოა, დაქალთან ერთად იჯდე და მეზობელი მაგიდიდან მომავალი კაცი 15 წუთის განმავლობაში გიმტკიცებდეს იმას, ერთმანეთისთვის ვართ შექმნილიო. მხოლოდ ნიკის და ჰაიდენის თანდასწრებით ვერ ბედავდნენ მოსვლას. - სასიამოვნო მოსასმენია - გაეღიმა და მოულოდნელად, ხელზე მაკოცა. ცოტათი შევშფოთდი. არ შემიმჩნევია. - ნახვამდის ჰაიდენ - გავუღიმე. - ხვალ შუაღამისას, შეგიძლია კიდევ ერთხელ ნახო როგორ მიბრახუნებენ. - შეჯიბრია? - ჰო. - ვეცდები, რომ მოვიდე. ცუდი იდეა არ იყო. სახლში ავედი. ცოტახანს დაკვრით შევიქციე თავი. მე კი დავდიოდი ჰაიდენის შერკინებებზე, მაგრამ ნეტავ ჩემს კონცერტზე თუ მოვიდოდა? გამეცინა. კლასიკური სტილის კაცი კი იყო, თუმცა მაინც ვერ წარმომედგინა ბალეტზე, ოპერაში ან ჩემს მოსასმენად მოსული. მეორე საღამოს, არავინ გამიფრთხილებია. ილიზისთვისაც არ მითხოვია წამოყოლა. უბრალოდ ავდექი და მივედი ბოქსიორთა კლუბში. ერთი მინუსი მართლა ჰქონდა მარტო გამოჩენას, ძირითადად, სულ კაცები იყვნენ საგულშემატკივროდ და მათი უმრავლესობა ისე მიყურებდა, მზად ვიყავი, გავქცეულიყავი ან სადმე შემეფარებინა თავი. მეგონა, ჰაიდენის ცემა მაგრად გამისწორდებოდა. დასაწყისშივე ერთი-ორი მაგრად მოსდეს. სიხარულის მაგივრად, გული ისე შემიტოკდა, მზად ვიყავი, შუა თამაშში შევვარდნილიყავი და მისი მოწინააღმდეგისათვის გამეჩეჩქვა თავი. ძალიან მძიმე შერკინება იყო. თითქმის ერთი ძალის აღმოჩნდა ორივე და მორიგეობით უტყაპუნებდნენ ერთმანეთს. შუბლი გაუსკდა. მერე ტუჩიც. გამოსახულება ცოტა ამემღვრა თვალებში და გადავწყვიტე, სხვაგან გამეხედა. თამაშზე მისული, საერთოდ აღარ ვადევნებდი თვალს სანახაობას. ხმებს ვუგდებდი ყურს და როცა ჰაიდენი გამოაცხადეს გამარჯვებულად, ისევ აღმიდგა ჩინი. ცოტახანს დავაცადე გადავლება, გონზე მოსვლა. მერე კი მასთან შევედი. მარტო იყო გრძელ სკამზე გადაწოლილი. - ჰაიდენ - დავუძახე ხმადაბლა. საპასუხოდ გაურკვეველი არეული ფრაზა მომესმა. გადავწყვიტე, რომ ზედმეტად ძალაგამოცლილი იყო, თავთან დავუჯექი. - ძალიან ძლიერი ხარ. - დღეს ბოლომდე გაიხარე ჭია? - მკითხა ხმადაბლა. - ლოყაზე სისხლი გაქვს. - არაუშავს. წამოდგა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მერე ხელისგულზე მაკოცა. ვერ მივხვდი, უხეშად უნდა დამეხსნა თავი მისი სიახლოვისგან თუ დავნებებოდი. ლოყაზეც მაკოცა მოულოდნელად. დაჭერილი ჩიტივით შევფართხალდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. სასიამოვნო, საპნის სურნელი ჰქონდა ახალგადავლებულ ჰაიდენს. - ხომ კარგად ხარ? - ვკითხე სიცილით. - ძალიან მიყვარხარ - მიპასუხა სრულიად შეუსაბამოდ. - მემგონი მაგრად მოგარტყეს თავში. - შევეცადე, როგორმე შემემსუბუქებინა ვითარება. - ერთი წელია, უიმედოდ მიყვარხარ. - რაებს ამბობ? - ძალიან მიყვარხარ - მესამედ მითხრა ეს წინადადება. დ აღლილი, ძალაგამოცლილი იყო ჰაიდენი, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა, მივხვდი, საუბრის შნოს ჩემთან ყოფნა აძლევდა. - მაპატიე - წამოვდექი ცოტა შერცხვენილი. - ვიცი, რომ შენ არც კი მოგწონვარ ან მამასავით მოგწონვარ თუ რაღაც - გამეხარდა, რომ თვითონვე მიხვდა და მე არ მომიწია ამ სიტყვების წარმოთქმა. - მამასავით არ მომწონხარ. სულელი კი არ ვარ მართლა მოხუცად გთვლიდე, მაგრამ არაფერი გამოვა ჰაიდენ. მემგონი უბრალოდ იმისი უნარი არ მაქვს, რომ ვინმე შევიყვარო. - მესმის. - შენი მანქანის გასაღები მომეცი, სახლში წაგიყვან. - პირველად ვნახე ცოტა დასუსტებული ჰაიდენი და გული დამწყდა, რომ მარტო ცხოვრობდა. მსურდა, სახლში მისულს, ვინმეს ცხელი ჩაი გაეკეთებინათ მისთვის. გასაღები მომცა. უსიტყვოდ ჩავსხედით მანქანაში. ყველაზე უხერხული სიყვარულის ახსნა ჰქონდა, რაც კი ოდესმე მომისმენია. არა, პირადი გამოცდილების ფონზე, ეს შედარებით სასიამოვნო იყო. სხვა ყველა თითქმის შევიძულე, ვინც გამომიტყდა სიყვარულში. ჰაიდენი ჯერ კიდევ არ მძულდა. - ერთი წელი რანაირად გიყვარვარ? 2 თვეა, რაც ახლოს გაგიცანი. - გრძელი ამბავია. მეოთხე თავი - მე მაინც მგონია, რომ თავში გითაქეს და მაგიტომაც შეგიყვარდი - ვუთხარი სიცილით. ჰაიდენი არ ჩანდა ხალისიან განწყობაზე და საუბარიც არ სურდა. ცოტა უსამართლობაა სიყვარულს რომ აგიხსნიან და მერე ჩუმდებიან. მაიძულებდა, კითხვები დამესვა მისთვის. - თაქებამდე დიდი ხნით ადრე მიყვარდი-მეთქი! - ცოტა გამკაცრდა და რაღაც არასასიამოვნოდ აუწია ტონს. - გინდა ახლა გადაგაყვარო ვივიენიც და სამყაროც? - შევხედე გამწარებულმა. - მიდი აბა. უეცრად ისე მაგრად დავამუხრუჭე, ლამის საავარიო ბალიშები ამოხტნენ. - გაგიჟდი? - ლომივით დამიღრიალა, თუმცა მე წარბიც არ შემტოკებია. კაცების გარემოცვაში გავიზარდე, ძირითადად, მამრობითი სქესის გაწრთვნილი ვიყავი და შემეძლო მისთვის სრულიად უფასოდ ჩამეტარებინა ყვირილის მასტერკლასები. - ნორმალურად ილაპარაკე, თორემ მაგრად დაგენ*რევა - დავუმექრე თითისაწევით. სიცილით მოკვდა. ყველაფერზე არასწორი რეაქცია ჰქონდა და მაცოფებდა ეს ფაქტი. იმდენ ხანს იცინა, სანამ ბრაზისგან საჭეს არ დავუწყე ხელების რტყმა. - გაჩერდი, გაჩერდი, გთხოვ - სახეზე მხიარულება გაეყინა და ვედრება დამიწყო. - აი, ამიტომაც მიყვარხარ - ხელები მგრად გამიკავა. - რის გამო? - შეგიძლია, დამემუქრო, ნერვები მომიშალო, ბებერი მეძახო და მაინც ძალიან საყვარელი იყო. არაფერი ვუპასუხე. მაინც გაღიზიანებული ვიყავი და ბულდოგის სახით მივაქროლებდი მანქანას. კარგი მანქანა იყო, მომწონდა. იმედი მქონდა, ოდესმე მართვის მოწმობას ავიღებდი, რომ მსგავსი მეყიდა. - გაბრაზებული ხართ ისევ თქვენო აღმატებულებავ? - მკითხა ცოტა მოგვიანებით. - არა. სულელური სიყვარულის ახსნები მრავალჯერ მომისმენია - ჯიბრიან ხასიათზე დავდექი. - სულელური? - ცალი ტუჩით ცოტა სევდიანად ჩაეცინა. - ჰო. აი, როგორიცაა, მიყვარხარ და მერე არაფერი. - მერე არაფერი? - წამოჯდა და მომაჩერდა. - ჰო, არაფერი. - შენ არ გინდა, თორემ დღესვე მოგიყვანდი ცოლად. აღელვებისგან თვალი ამითამაშდა. ჰაიდენისკენ ვერც კი მივტრიალდებოდი, ისე დამიარა მხურვალებამ. სხვათაშორის, სასიამოვნო მხურვალება არ ყოფილა. პირიქით, ვინმე უსიამოვნოს ან ყოფილ მეგობარს რომ დაინახავ და გული გაგიჩერდება, მაგას ჰგავდა. - იმის ტრ*კიც არ გაქვს, რომ ცოლობა მთხოვო - გამეცინა ცოტა ხნის შემდეგ - თუ დამთანხმდები მოგიყვან, მაგრამ ალბათ უარზე ხარ და რატომ გავრისკო? - ვუთხარი გამაღიზიანებელი ტონით. - აი, ასეთები ხართ კაცები. და დიახ, მე შენ არასოდეს გამოგყვები, არც შეგიყვარებ. მანქანა გავაჩერე. ცოტახანს, ვიცდიდი როდის გადავიდოდა, მაგრამ მივხვდი რომ მის საკუთრებაში ვიჯექი და თავად გადავედი. ტაქსის გაჩერება მინდოდა. - ამითი წადი - მითხრა ჩუმად. პატარა, შერცხვენილ ბიჭს ჰგავდა - გასაღები მერე მომეცი. - რომ გამაჩერონ? - არ გაგაჩერებენ. - არ მინდა. - კარგი რაა - ხმა დაუთბა. თავისკენ შემომაბრუნა და ლოყაზე მაკოცა. უეცარი, სწრაფი კოცნა კი არ იყო, კარგა ხანს ტკბებოდა ამ წამებით. - შენ ყველაფერში მართალი ხარ. - ჰოო? - ჰო. ყველაფერში. და თუ ოდესმე არ დაგეთანხმე, ერთი მაგრად შემომარტყი, რომ გამახსენდეს, როგორ მიყვარხარ. - თუ შემორტყმა გჭირდება მაგის გასახსენებლად, მაშინ სისულელე ყოფილა ეგ შენი სიყვარული. - მაგაშიც მართალი ხარ. - გაეღიმა. ცოტახანს მიმიხუტა და ყელში ჩამირგო თავი, ჩემს სურნელს სუნთქავდა, ვგრძნობდი. წინააღმდეგობა არ გამიწევია. მინდოდა, ხელი მეკრა, მაგრამ ასე ვთქვათ, მოწყალება გავიღე. მცირე დროით, ჩემითავი ვაჩუქე. - ცოლად გამომყვები? - მკითხა ჰაიდენმა. - არა - ვუპასუხე დარწმუნებით. - დაფიქრებულიყავი მაინც, რა უბედურებაა. - გათხოვებას არ ვაპირებ. არც ვინმეს შეყვარებას. სჯობს სხვა ნახო, ვინც სითბოსა და მორჩილებას გაჩუქებს - მართლა გულწრფელი რჩევა მივეცი. - შენ დაგელოდები. - სიკვდილამდე მოგიწევს ლოდინი. - რა სასტიკი ხარ - ჩამომეხსნა. - მაგრამ სიკვდილამდე შემიძლია ლოდინი. - კუნთებს მიხედე მამიკო, დეპრესიას ნუ დააჩაგვრინებ თავს - გავეხუმრე და მისივე მანქანაში ჩავჯექი. მემგონი, დაცინვა უფრო გამომივიდა. ისე, ძალიან ძნელია, მნიშვნელოვან მომენტში რომ რაღაცას ამბობ, გგონია, ძალიან მაგრად ჟღერს და მერე აანალიზებ, რა სისულელეც გითქვამს. სახლში მივედი. ყვავილები რომ ისევ დამხვდა, მაგაზე ყურადღების გამახვილება უკვე ბანალური გამოდიოდა. დასაძინებლად გავემზადე და ის-ის იყო, ჩემს რბილ, სანატრელ საწოლში უნდა ჩავნარცხებულიყავი, რომ ჰაიდენმა დამირეკა. - რამე დაგრჩა სათქმელი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გიყვარვარ? - ვკითხე სიცილით. - მემგონი გგონია, რომ გეხუმრე. - არაფერიც არ მგონია. - სახლში მიხვედი? - ახლა ასე უნდა მამოწმო? - შემოწმება რა შუაშია ვივიენ. უბრალოდ, გიჟივით ატარებ მანქანას და დავრწმუნდი, რომ ცოცხალი ხარ. სიყვარულის ახსნას რაც შეეხება, შენ არ გიყვარს რომანტიკულად გრძნობებში გამოტყდომა, გამოკვლევამ აჩვენა, რომ არც მუხლებზე დამხობილ კაცებს სწყალობ, რომლებიც მზად არიან, გული სკალპელით ამოიძრონ და ხელებში ჩაგიდონ. - აი, მაგ ლაპარაკზეც კი გულყრა მეწყება. კარგად გამოგიკვლევია, რომელ საინფორმაციოში მოიძიეთ ბატონო სთარ? - აპლიკაციაა. ვივიენზე შეყვარებული კაცები ჰქვია. ყველამ სხვადასხვანაირად აგიხსნა სიყვარული და ყველას ხელი ჰკარი. მე რაღაც ახალი მოვიფიქრე, უეცარი და უბრალო თქვენო აღმატებულებავ. - საყვარელო, სიყვარულის ახსნა როგორი იყო მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არავინ მიყვარდა, თორემ აქეთ დავუჩოქებ ნებისმიერს, მაგისი კომპლექსი არ მაქვს. - გაქვს! - არ მაქვს! - გაქვს ვივიენ. შენ ისეთი ამაყი და ამპარტავანი ხარ, რომ კაცს სიყვარულში არასოდეს გამოუტყდები. - შენ კი მდიდარი ბებერი ხარ, რომელიც თან სიყვარულს მეფიცება, თან ამპარტავანს მეძახის - ძალიან გავბრაზდი. - ძილინებისა. იმედია, ჩემი დანაოჭებული სახე არ დაგესიზმრება ღამით. - არა საყვარელო, სხვაც ბევრი მყავს დასასიზმრებელი - გამეცინა და გავუთიშე, სანამ დისტანციურ ეჭვიანობის სცენას გამართავდა. მეორე დღეს, ბევრი რამე მოვასწარი: მამა მოვინახულე, მის მძღოლს ჰაიდენის სახლთან დავატოვებინე მანქანა, გალერიისათვის რამდენიმე შენობა დავათვალიერე და შეკვეთები სახელოსნოში მივუტანე მდივანს. ილიზმა დამირეკა. ჰაიდენს დავუპატიჟივართ თავისთან. ჩემთვის გამეცინა. ახლა მემგონი, ყოველ დღე რაღაცას მოიმიზეზებდა რათა დრო ერთად გაგვეტარებინა. რაც მართალია, მართალია - მასთან ერთად ყოფნა მომწონდა. ვგრძნობდი, როგორი დაცული ვიყავი, ჩემს დაცინვას იტანდა, კარგი სუნიც ჰქონდა, მაგრამ სიყვარულით ნამდვილად ვერ შემიყვარდებოდა. ვახშამზე დაგვპატიჟა როგორც აღმოჩნდა. ერთი ის გამეხარდა, რომ ჩემი გემოვნება იცოდა საჭმელებში და ალბათ ეცდებოდა, გავენცვიფრებინე. ჭამა ხასიათს ნამდვილად გამომიკეთებდა. სინამდვილეში, კაცებმა ვერ ხვდებოდნენ, რომ ჩემი გულის საიდუმლო კუჭზე გადიოდა. ტყუილი დროის კარგვა იყო ბრილიანტებით მოსყიდვის მცდელობა. მე ძვირფას საჩუქრებზე არ ვიყიდებოდი, მაგრამ ვინმე უგემრიელეს შოკოლადს თუ შემომთავაზებდა, შეიძლებოდა გავყიდულიყავი კიდეც. ილიზმა და ნიკმა მომაკითხეს და მათთან ჩავედი. რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, უარის თქმის შანსი ნამდვილად მქონდა. საქმიანი ქალი ვიყავი, შემეძლო ყოველ დღე ჰაიდენთან შეხვედრაზე უარი მეთქვა, თავს დავიფასებდი და კარგადაც მივახვედრებდი, რომ შანსი არ ჰქონდა, მაგრამ შემეცოდა. გუშინდელი ნაბეგვი გამახსენდა და ვიფიქრე, ამ ერთხელაც გავახარებდი. - იცი, ჰაიდენი ცოტა ასაკშია და გულმა არ დაარტყას როცა დაგინახავს - გაეცინა ილიზს და უკეთესად ამათვალ-ჩამათვალიერა. - ჰაიდენს კი არა, მე მარტყამს გული როცა სარკეში ვიხედები - ტელეფონი ამოვიღე, წინაკამერა ჩავრთე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკუთარ ბრწყინვალებაში. ჩემიანები იყვნენ, არ ვმალავდი რომ გულის სიღმერში, მაგრად წავუნარცისებდი ხოლმე ზოგჯერ. რეალურად ხომ ყველა ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი? - ყველა ასე ლაპარაკობს თუ მარტო მე შემხვდა ეს ორი თავდაჯერებული? - იკითხა ნიკმა - დილით, „ჩემო სიცოცხლე“ და „ჩემო სიხარულო“ ფრაზებმა გამაღვიძეს. ვიფიქრე, მეფერება-თქო და თურმე სარკეში ელაპარაკებოდა საკუთარ თავს. - მანიშნა ილიზზე. - აუ, ზოგჯერ მაჯებს არ იკოცნი? - ვკითხე დაქალს. - მხრებსაც ვწვდები - დამიდასტურა კმაყოფილი ღიმილით. - შენგან განსხვავებით, მკერდამდე ვერ ჩავედი. ან ის ვერ ამოდის ჩემამდე. პაწაწუნაა. - ჩემი ამოდის - ეშმაკურად ავათამაშე წარბები. - ორი შეშლილი - ჩაილაპარაკა ნიკმა. ჰაიდენი დაგვხვდა რა თქმა უნდა. მისმა დამხმარე ქალმა თვალი ისე გამომაყოლა, მემგონი წინასწარ ვყავდი სოციალურ ქსელში შეთვალიერებული. ვახშმობისას, ზოგჯერ ისე მიყურებდა, უხერხულობისგან სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი. ილიზი ხვდებოდა, ნიკი ვერა. კაცები ხომ ზოგადად, ვერასდროს ვერაფერს ეჭვობენ, სანამ ფაქტის წინაშე არ დგებიან. სახლი დაგვათვალიერებინა. მოვინუსხე.. უზარმაზარი სათბური ჰქონდა უკანა ეზოში, ყვავილებით და მარწყვებით იყო სავსე. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ საჯინიბოც ჰქონდა რამდენიმე ცხენით. კი არ გამაკვირვა, ცოტა არ იყოს, შოკში ჩავვარდი. - ყბა გაისწორე - გადმომიჩურჩულა ილიზმა. ცხოველები ჩემი სუსტი წერტილი იყო. ყველანაირი ჯიშის, ზომის, წონის და წარმომავლობის. ალბათ, ლომი რომ მენახა, იმასაც ვინატრებდი. - გამოიყვანე რაა - შევევდრე თეთრ ცხენზე. უკონტროლო გავხდი. ცოტა არ იყოს, მის ცოლობაზეც კი დამაფიქრა ნანახმა. აი კიდევ ერთი რამ, რაზეც ანგარებიანი ვხდებოდი: შოკოლადი და ცხოველები. - გინდა გააჭენო? - მკითხა სიცილით. - ნეტა ცხენზე გეკითხება? - გადმომიჩურჩულა ილიზმა. შემრცხვა, იმდენი ვიხარხარე, თან მერე ხველებაში გადამეზარდა და ეგეც ცალკე უხერხულობა იყო. - არა, გმადლობ ჰაიდენ. - ისე, კიდევ განახებდი რაღაცას. ილიზმა ისევ ეჭვისთვალით გადმომხედა. მეც ზედმეტად გარყვნილი აზროვნება მქონდა და ჩემს დაქალსაც, ამის გამო, ჰაიდენის თითოეულ ფრაზას სექსუალური შინაარსით განვიხილავდით. - რას? - წამოდი. მეორე სართულზე კიდევ ერთი დიდი მისაღები ოთახი იყო და პიანინო იდგა. სიტყვები სადღაც გამიქრნენ. მსურდა, ხმა ამომეღო, მაგრამ ვერ ვბედავდი, არ შემეძლო. გეგონება, მაინც არაფერს ჰქონდა აზრი. არც ერთ ბგერას არ უნდა გაეჟღერა ალმა-დატემას პიანინოს წინაშე, რადგან ყველაფერი ამაოება და იაფფასიანი იქნებოდა მაინც. მხოლოდ თუ დამსიზმრებია, არც კი ვოცნებობდი მის ხელში ჩაგდებაზე. ამ თავხედ კაცს შუა ოთახში თავმომწონედ გამოეჭიმა. თავიდან მეგონა რომ შურმა მომიცვა, მაგრამ არა. ძალიან გავბრაზდი. გავბრაზდი, რადგან ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ სილამაზის გამო ჰქონოდათ ის, რაც გასაღმერთებელი იყო. ჩემთვის ეს მარტო მშვენიერებას არ ნიშნავდა, სიწმინესთან ასოცირდებოდა, ზეცასთან. მახსენებდა, რომ არაფერს ცხოვრებაში აზრი, ყველაფერი განადგურდებოდა და დაიმსხვრეოდა, ხელოვნება კი სამუდამოდ დარჩებოდა სამყაროში. - ამოისუნთქე ვივიენ - მიხვდა, რომ ცუდად გავხდი ემოციებისგან. პირველად მიქელანჯელოს სიქსის კაპელა რომ ვნახე, პატარა ვიყავი და იმდენი ვიტირე, დედაჩემი გაოგნებული შემომყურებდა. ახლაც ტირილი მსურდა, უბრალოდ ჰაიდენი მიშლიდა ხელს. - ეს როგორ? - ვკითხე გაურკვევლად. - ნებას მომცემ, რომ გაჩუქო? - მართლა მოსალოდნელი შეკითხვა იყო. ალბათ სანატრელიც. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ხელის კანკალით ვეხებოდი და ვცდილობდი, რომ ასეთი მძაფრი ემოციები გარეთ არ გადმომეტანა. - არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე. - უბრალოდ საჩუქარია, მართლა არ მჭირდება ამის სანაცვლოდ შენგან რამე. არც იმედი მომეცემა, გეფიცები. - არა - გავმეორდი გამტყდარი ხმით - ახლა ცოტახნით მარტო დაგვტოვე, სექსით უნდა დავკავდეთ. - იცოდე, ჩაქუჩით დავამტვრევ! - ერთი გაბედე - ეშმაკურად გავუცინე და მივუჯექი. დაკვრა დავიწყე. ჩემივე რეპერტუარიდან ვუკრავდი, „ძმის მკვლელი“ ერქვა მუსიკას. ბავშვობიდან, კაენისა და აბელის ამბავი ისე შთამაგონებდა, რომ ბევრი სიმფონია მქონდა შეთხზული ამ შემზარავი მკვლელობით შეპყრობილს. ძალიან ჩამითრია, კლავიშებმა შემიყოლიეს. ასე მეგონა, ქარიშხლად ვიქეცი და სამყაროს დასანგრევად ვემზადებოდი ან უზარმაზარი ტალღა ვიყავი, რომელსაც თავის ზვირთებში უნდა ჩაეხრჩო ხალხი. დრო იხელთა იმ საძაგელმა და მოშიშვლებულ მხრებზე მაკოცა რამდენჯერმე. - ცუდად ვარ - გამოვუცხადე ჰაიდენს. - ძალიან მცხელა და ერთი მაგრად რომ შემოგატყა, იმის თავიც არ მაქვს. - რატო გცხელა? - საკუთარი დაკვრით აღვიგძენი - გამოვუტყდი. - ყოველთვის ყველაფრით მაოცებ. - ჰო, სახეზე გაწერია - თავხედურად გავეპრანჭე. ილიზი და ნიკი შემოვიდნენ მერე, ამიტომ ჰაიდენმა შეყვარებულის სახე ცოტა გვერდით გასწია, თორემ ზედმეტ აღფრთოვანებას მიუხვდებოდნენ. თან ისე ყველაფერი ეწერა ~ გამომეტყველებაზე, ~ ნიკიც კი ამოიცნობდა მის ფარულ ზრახვებს. - ცოტხანით, მე და ნიკი საქმეზე დავილაპარაკებთ. - ჰო, რა თქმა უნდა, ქალებთან როგორ დაილაპარაკებთ საქმეზე - წავკბინე. - რაში გაინტერესებს? - გაუკვირდა ნიკს - ჩვენ ფულს ვაკეთებთ, თქვენ ხარჯავთ. ასეა ცხოვრება მოწყობილი. - შენზე მეტს მე ვაკეთებ - დავეჯღანე - და ძალიან მაინტერესებს ჰაიდენის ფულს ვინ ხარჯავს - გულხელი დავიკრიფე და ცალი წარბი ავუწიე. - ვისაც ჩემი რესურსის გამოყენება შეუძლია, იმას ფული ჰკიდია - გაეცინა ჰაიდენს. - ეგ საამაყო ამბავი უფროა - დააყოლა ნიკმა. რა იცოდა, რომ იმაზე იყო ლაპარაკი, ვისაც დას ეძახდა? - ჩვენ ეზოში გავალთ მაშინ. - საჯინიბოს გვერდით ხის პატარა სახლია და შავი კოკერის ლეკვები მყავს. თუ გინდა, ნახეთ. ლანამ შენი საყვარელი ჩისქეიქი გააკეთა. როცა გამოვალთ, ეგეც დავაყოლოთ. - მითხრა ღიმილით. მისი ლაპარაკიდან ის გავიგე, რაც საჭირო იყო: ლეკვები და ჩიზქეიქი. ხუთი წუთის მერე, ნიკმა მესიჯი მომწერა „არ მაინტერესებს, ცოლად მიჰყვები!“. - ამან გააფრინა - გამეცინა და ილიზს ვანახე მესიჯი. - ფაქტობრივად, გაყიდვას მიპირებს. - მეც არ მიგყიდიდი ჰაიდენს- წამომეჭიმა დაქალი. - გმადლობ, რომ იმაზე მეტად გიყვარვარ, ვიდრე საკუთარ სისხლსა და ხორცს. - თავი მდიდარი მეგონა, სანამ ეგ კაცი არ გავიცანი, მაგრამ ფულში არაა საქმე. რითი შოულობს, მე მაგას ვჩივი. - შენც ეტომ დაგამუშავა? - ვკითხე ეჭვით. - არა. ნიკთან კონტრაქტს აფორმებს, ბიზნესპარტნიორები იქნებიან და თუ რამე შარი აიკიდა, ჩვენს ბიჭსაც გაჰხვევს. გაწყობს ვივიენ ესე? - რა თქმა უნდა, არ მაწყობს. - რამე უნდა ვიპოვნო, პირელ სართულზე ჩამომყევი რაა. - გააფრინე? - არა. ორი კაბინეტი აქვს, ერთში ნიკი შეიყვანა, მეორე ჩაკეტილია. - ეს ყველაფერი საიდან დაასკვენი? - შემოვედი თუ არა, მაშინვე ავაწყვე გონებაში სახლის გეგმა. თან ყველაზე ძვირიანი სასმელის გამოსატანად იმ ოთახში შევიდა, ამას დამატებული, საწერი კალამი დასჭირდა და იქიდან გამოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ფულს ათეთრებს. დაბლა უნდა ჩავიდეთ, რამე ხელმოსაჭიდს ვიპოვნიდი მის უჯრებში - ხელი მტაცა. იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი, რაები მელაპარაკა. - ილიზ, ვიდეოთვალი ექნება. თივის ზვინში ეძებ ახლა ნემსს. თუ გგონია, რომ ჰაიდენის მსგავს გამოცდილ კაცს სეიფში არ ექნება ყველა საეჭვო ნივთი, ძალიან ცდები. - სეიფი კაბინეტში ექნება - ჩაილაპარაკა დარწმუნებით. - გგონია, რომ სეიფს ქინძისთავით გააღებ? - კარს მაინც გავაღებ ქინძირთავით. - თმიდან გამოიძრო და შოკირებული, პირდაღებული დამტოვა - ერთი სიტყვით, ეს შენი ლანა სამზარეულოში ტრიალებს. შენ შემოსასვლელი გააკონტროლე, მე კაბინეტში შევაღწევ! - ვიდეოთვალი? - არ აქვს, ვნახე. - ამის დედაც. როდის გახდი შერლოკი? - რას არ ვაკეთებთ სიყვარულითვის - მოიშველია ჯეიმი ლანისტერის სიტყვები. - მაგისი სეიფის კოდიც უეჭველი შენთან იქნება დაკავშირებული. - მოკეტე და საქმეს მიხედე ქალო! ცოტა დროა. ისე ვღელავდი, სანამ ილიზი რაღაცეებს ფაცურობდა, რომ თავი სკოლის მოსწავლე მეგონა. ერთხელ, მასწავლებლის ჩანთიდან ტესტები მოვიპარე. მაშინ ვღელავდი მხოლოდ ასე ძალიან. ფიზიკა არასოდეს გამომდიოდა. რამდენიმე წუთი გავიდა. ჰაიდენი მოულოდნელად ჩამოვიდა და ღიმილით შემომხედა. - ილიზი სადაა? - ტუალეტში - ვუთხარი დაუფიქრებლად. - რაღაცეები დამრჩა კაბინეტიდან გამოსატანი. - მოიცადე, არა! - თითქმის ვიკივლე და ჰაიდენს მივუახლოვდი. თან ამავდროულად, ხველებით გავსკდი, ეგება ილიზს გაეგო ჩემი ხმა და განგაშის ზარად ჩაეთვალა. - რა გჭირს? - შეეშინდა ჰაიდენს. - იცი რაა? - რა? გიჟივით ვეძგერე, ტუჩებში ვაკოცე. ამხელა კაცი რომ მთელი სხეულით ჩამებღაუჭა და ლამის კანკალმა აიტანა, მაშინ გავიაზრე ჩემი ძალაუფლება. სახეზე ჩამავლო ხელები, ისე მაგრად ჩამეხუტა, შემეშინდა არ გავგუდულიყავი. სიმართლე ითქვას და მშვენიერი შეგრძნება იყო. მისი ენა ჩემსას შეეხო. ისეთი ვნებით დამეწაფა, გამიკვირდა, აქამდე როგორ იკავებდა თავს. გაგიჟებული დაასრიალებდა ხელებს ჩემს სხეულზე და მარტო ტუჩებს არ აკმარებდა კოცნას - ყელი, მხრები, ლავიწევი, ყველგან გადმომწვდა ბაგეებით, სადაც მოშიშვლებული ვიყავი. - შენ თავად ხარ ხელოვნება - ჩაიჩურჩულა და კისერი დამიკოცნა. ისე ძალიან მომინდა ჰაიდენი, მეგონა, სისველე ტრუსებიდან გამოაღწევდა და თავს მომჭრიდა. ვიღაცამ ჩაახველა. ერთმანეთს დავეხსენით, თუმცა გაუჭირდა. ილიზი გაოგნებული იყო, მაგრამ ეშმაკური ღიმილიც დასთამაშებდა სახეზე. - ბედი თქვენი, რომ ნიკმა არ გამოგიჭირათ - გვითხრა მკაცრი დედიკოსავით. - რას არ ვაკეთებთ სიყვარულისთვის - გაიმეორა ისევ. მეხუთე თავი - ნიკთან საქმე გქონდა ჰაიდენ - დავუბრიალე თვალები. - ჰო, ჰო - ისევ უკან აბრუნდა. - თან რაღაცა უნდა გამოგეტანა ოთახიდან. - უი, ჰო, ჰო - მოისრისა თავი და კაბინეტში შევარდა, მერე ისევ ავარდა ნიკთან. დაბნეულობისგან, ისეთი საყვარელი გამხდარიყო, ლამის კიდევ ვაკოცე. - იძახე ახლა „ჰო, ჰო“. - ცოტა დავცინე. ილიზი ისე მიყურებდა, ჩემი წარბაწეული მზერა მიმიქარავს. - ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა - ხელი შემოირტყა თავში. - იატაკზე თუ არ დაეცმი ვაი-ვაიგლახით და ქოქოლას არ დამაყრი, მადლიერი დაგრჩები. შენთან შემოდიოდა. სხვანაირად ვერ შევაკავებდი. - მადლობ, რომ მსხვერპლი გაიღე და მის საზიზღრად ძლიერ, მიმზიდველ კუნთებს შეეფარე. - ვისზე ამბობ მიმზიდველს საქმროიანი ქალი? - იმაზე ბრაზდები, რომ ნიკის საცოლე ვარ თუ ჰაიდენიკოზე ეჭვიანობ? - კითხვა შემომიბრუნა ეშმაკურად. - ჰაიდენიკო მაინც ჩემზეა ყურებამდე შეყვარებული. - რას ლაპარაკობ? - არ უნდა მეთქვა - ცოტა სინდისმა შემაწუხა, რომ ასე უსირცხვილოდ გავასაჯაროვე. - რა არ უნდა გეთქვა? მე რას მიმალავდი? - შენ არ გიმალავდი. ვთვლი რომ სხვისი გრძნობები უახლოეს მეგობარსაც არ უნდა გაანდო. ეს ხომ შენი არაა? სხვისია. - როდის აგიხსნა სიყვარული? - შავი ტყავის ტახტზე ჩამოჯდა. ზოგჯერ, ნერვებს მიშლიდა. გეგონება მართლა დედა იყო, რომელსაც მასწავლებელმა დაურეკა, შენი შვილი ცუდად იქცევაო. - გუშინ. - ასე, უბრალოდ გამოგიცხადა, მიყვარხარო? - კი. - მერე? - არაფერი, უარი მიიღო. - მადლობა ღმერთს. - რატომ? რამე საეჭვო იპოვნე? - ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ მაინც მიხარია, რომ უარი უთხარი. პირველივე სიყვარულის ახსნისას რომ თანხმობას იღებდნენ კაცები შენგან, მაშინ ვივიენი აღარ იქნებოდი. - ეს ყველაზე დიდი სიბრძნეა, რაც კი ოდესმე გითქვამს. დიდხანს არ გვიცდია ბიჭებისთვის. მალე გამოვიდნენ. ტუჩებსა და მხრებზე ჯერ კიდევ ჰაიდენის კვალს ვგრძნობდი, რაც ცოტა არ იყოს, მაწითლებდა. ერთი-ორჯერ ერთმანეთს შევხედეთ და სიცილის შეკავება ვერ შევძელი. არაბუნებრივად გამოდიოდა ყველაფერი. წასვლისას, ჩემს გვერდით დადგა. - დარჩები? - მკითხა ჰაიდენმა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ალბათ თანხმობას არც ელოდა. - სადმე მაინც გავიდეთ. - ჰაიდენ, ამ წამს მივდივარ სახლში და შენ კიდევ იმას მეკითხები, მისვლიდან ხუთ წუთში თუ მოვახერხებ გამოსვლას? - კი. - არა. - ვერა მაინც გეთქვა ზრდილობის გულისთვის. - რა გინდა ჰაიდენ? - ცოტა არ იყოს, ნერვებს მიშლიდა. - მინდა, რომ ყოველ დღე გკოცნო. - მოუნდა კარგი ცხოვრება - ჩავიქირქილე ჩემვის. - ჰო. როცა ვინმე გიყვარდება და მასთან ყოფნას ცდილობ, ძალაუნებურად, კარგი ცხოვრებისთვის იბრძვი. - საყვარელი ხარ მამიკო - ლოყაზე ვაკოცე - შეხვედრამდე. - მაინც მოგადგები იცოდე! - ცოტა წყნარად, თორემ ნიკი გაიგებს და არამგონია, მოეწონოს ეს ამბავი. სხვათაშორის, ყვავილებისთვის ვაზები აღარ მაქვს, თან შენი სათბურის შემხედვარე, უკვე მივხვდი ვინ მიგზავნის ვარდებს და აღარ შეწუხდე. - არ მოგწონს? - ყველაზე მეტად. - მერე, რატომ აღარ გამოგიგზავნო? - ანონიმურობას ვეღარ დაიცავ. თუ ყვავილები მომინდება, შენს სათბურს თავადვე მოვადგები. - როცა გინდა მოადექი, არ აქვს მნიშვნელობა დღეს და ღამეს. - სულელი - ჩავილაპარაკე და ნიკის მანქანაში ჩავჯექი. - რაზე ლაპარაკობდით? - მკითხა მან. - ჩიზქეიქზე - ვუპასუხე სხარტად. - საჭმლის გარდა, სხვა სალაპარაკო არ გაქ? - არა. სახლში მისული, დაღლილი ვიყავი. დე ვიტამინის ნაკლებობის გამო, მუდმივ დაღლილობას ვგრძნობდი. პიანინოზე დავუკარი, ცოტა დავხატე. უცნაურია, მაგრამ ჰაიდენის დახატვა მომინდა. ისეთი ჰაიდენის არა, როგორსაც ვიცნობდი, პირიქით, გარედან როგორიც ჩანდა, ისეთის. ჩემთან თბილი და საყვარელი იყო, მაგრამ შეხედავდი თუ არა, თავისი შეკრული კოპებით, ცოტათი შეგეშინდებოდა. იფიქრებდი, რომ სექსუალური და მომაჯადოვებლად საშიში ბიჭი იყო. ილიზმა დამირეკა. - დამავიწყდა შენთვის მეთქვა - ცოტა მორცხვი ტონი ჰქონდა - ჰაიდენის კაბინეტში შენი ნახატები ვნახე. ხუთი ნახატი ეკიდა. ხო იცი ვივიენ, ვცნობ შენს ხელს. - ცოტა ხნის წინ ჩავაბარე პატრონს - ამოვიოხრე. - რატომ არ მიკვირს? - მემგონი, ირიბად ცდილობს შენს გამდიდრებას. - ისედაც მდიდარი ვარ - ვთქვი თავმომწონედ. - მდიდარ ოჯახში დაიბადე. უბრალოდ, იღბალა ნაგავი ხარ. - აბა კიდევ რას მეტყვი სასიხარულოს? - ჰაიდენმა მაინც შეძლო შენთვის ენა შეეყო პირში, აი სასიხარულო ამბავი. - ილიზ, ზოგჯერ ვერ ვხვდები, რატომ ვართ საუკეთესო მეგობრები. - მტრები რომ ვიყოთ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. - ეგეც მართალია. თან მე ჩემს ბოროტმოქმედ ჰაიდენს დაგაჯახებდი. - უკვე შენად თვლი? - შენი განადგურებისთვის დამჭირდებოდა, ჩემი ყოფილიყო. - მიხარია იმის მოსმენა, რომ ასე კარგად აფასებ ჩემს ძალებს. - რა თქმა უნდა დაო. - კარგი, გნახავ დღეს ღამით ან ხვალ. - დღეს ღამით არამგონია გარეთ გამოვიდე. სახლში მინდა, მეძინება. - 10 საათზე იძინებ? მესამე კლასელი ბავშვი ხარ? - კი. - კარგი, კარგად, დავფიქრდებით შენთან მეგობრობაზე. ხანგრძლივი ბავშვური კინკლაობის მერე, მაინც იმაზე დამიყოლია, რომ შუაღამისას, ჩვენს ბარში წავსულიყავით. ჩემი და ნიკის საერთო მეგობარი, მაქსიმი იქ ძალიან ხშირად უკრავდა. შემზარავი საიდუმლოება ის იყო, რომ თავის ყველა სიმღერას ჩემზე წერდა. „ღამესავით შავი თმა, თოვლილივთ თეთრი კანი და სისხლივით წითელი ტუჩებიო“ - ჩაირთვებოდა ხოლმე. ვაღიარებ, ნამდვილად გადაჭარბებული იყო და არც ასე ძლიერად ვგავდი ბინდის რომელიმე ვამპირს.სამწუხაროდ, შეყვარებული ადამიანები ყველაფერს ასე ხედავდნენ. ისიც აღსანიშნია, რომ მაქსიმის დაწერილი ტექსტი ფიფქიას ზღაპრიდან იყო მოპარული, მაგრამ რას ვიზამდით? თავისი გაჭირვებაც ეყოფოდა და ერთ-ორ წინადადებაზე არავინ ვეკიდებოდით. მაქსიმი ძალიან საყვარელი იყო, თუმცა ზოგჯერ თავს მაბეზრებდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მარტო სისაყვარლე არ კმარა კაცისთვის. ჰაიდენმაც დამირეკა. აბა ისე როგორ იქნდებოდა მთელი ქალაქი თუ არ ჩამომირეკავდა რიგ-რიგობით? - გისმენ. - რას აკეთებ? - შეკვეთები მიიღე უკვე თუ ხატვა განვაგრძო? - ვკითხე ირონიულად. დუმილი დიდხანს გაგრძელდა. - საიდან გაიგე? - დავადგინე შემკვეთის ვინაობა, რა უნდა მაგას? - ბრაზობ? - ჯერ არ გადამიწყვეტია. ბარში მივდივარ ნიკთან. წამოხვალ? - ჩემთან ერთად არ მოდიხარ არსად და ბარში მიდიხარ? - ცოტა ეწყინა. - შენც ხომ გეპატიჟები. - მე ნიკს კი არ დავსდევ, შენ დაგსდევ. არ მიყვარს ამ ხალხმრავალ ადგილებში სიარული. მითუმეტეს, მერე უნდა მოაღოს პირი იმ სულელმა მაქსიმმა და იმღეროს შენს თვალებზე, ღიმილზე, სიარულზე. მე კიდე დებილივით ვიჯდე და ვუსმინო? ისედაც ვხედავ რომ „ცასავით სპეტაკი და უღრუბლო თვალები გაქვს“. - იციტირა მაქსიმი. - უკვე ვნანობ, რომ საერთოდ გითხარი. - ნახვამდის. - გამითიშა. ამისი გაბრაზებაღა მაკლდა. სხვათაშორის, სიმართლეს ამბობდა. ჩემ გამო ისედაც ათას ადგილას მიდიოდა და ათას ადგილას პატიჟებდა ხალხს. ნერვებმოშლილი ვიჯექი მთელი ეს დრო. მაქსიმის გადაჭარბებული ყურადღებაც მაღიზიანებდა. არადა, აქამდე არასოდეს მაშფოთებდა, უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი. იმას მეწუწუნებოდნენ, დღეს ძალიან მუდო ხარო. ეტყობა, უჭირდათ დაჯერება, რომ სულ ცეკვა-თამაშის ხასიათზე არ ვიყავი. რამდენჯერმე, ნიკსაც წავკბინე. ბავშვურად და ხუმრობით კი არა, ნამდვილი ძუ*ნასავით. მერე ამომივიდა ყელში საკუთარი თავი და გარეთ გამოვედი მოსაწევად. ნაგვის ურნაში ვაგდებდი ჩამწვარ სიგარეტს, ჰაიდენი რომ წამადგა თავზე. - მაინც მოხვედი - გამეღიმა. - შეგიძლია იზეიმო. პატარა ბავშვივით მატრიალებ შენს ნებაზე. - ეს ამბავი მომწონს, მაგრამ არ მინდა, რომ შემოხვიდე და უყურო, როგორ ცდილობს მაქსიმი შემთხვევით თავისი ხელი მოუხვდეს ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. - არ მითხრა, რომ გიფათურებს - ბრაზისგან სავსვეს, სახეზე შეეტყო, რომ მის მოკვლასაც არ დაიზარებდა. - არა, რას ამბობ, არ ვაცოცხლებდი - გამეცინა - მომშივდა და შეგვიძლია, სადმე წავიდეთ. მოსაცმელს გამოვიტან, შიგნით დავტოვე. - დაიკიდე - თავისი პიჯაკი გაიხადა და ისე ნელა შემომაცვა, ვფიქრობ მაქსიმს ამისგან უნდა ესწავლა „როგორ ვეფათუროთ სასურველ ქალს რამოდენიმე წამის განმავლობაში შემთხვევით“. თავის რესტორანში წამიყვანა, ნახევრად შემწვარი სტეიკები და წითელი ღვინო შეუკვეთა. ვერანდაზე ვისხედით. ეღიმებოდა. - არ ვისაუბროთ? - მკითხა წყნარად. - არა. ჭამის დროს ლაპარაკი ცუდია - ვთქვი და გამალებით გავაგრძელე მირთმევა. საბოლოოდ ხო მაინც ამომეწურებოდა ოდესმე საჭმელი და სადღა გავექცეოდი? ცოტახანს მართლა მომასვენა. თითქოს ხმაც არ ამოგვიღია. მარტო ის ავღნიშნეთ, რა ლამაზი ღამე იყო. ერთი შეხედვით მე ჩვეულებრივი მეჩვენა, მაგრამ ამ შეყვარებულ კაცებს რას გაუგებ. ლამაზი ბაღი ჰქონდა რესტორანს, იქ გავისეირნეთ. - იცი, პირველი ხარ, ვინც გული ძალიან დამწყვიტა - გამომიცხადა მოულოდნელად. - რატომ დაგწყვიტე? - მეგონა, რომ მართლა მაკოცე. - მართლა გაკოცე, არ დაგსიზმრებია. - არ დამსიზმრებია, მაგრამ მაგ კოცნით შემაკავე, სანამ შენი დაქალი ჩემს კაბინეტს ტეხდა. ტანში დამიარა ჟრუანტელმა. თან ისეთი ჟრუანტელი ხომ არსებობს, ტვინიდან რომ გაგაბუჟებს და მერე მთელ სხეულზე გადაგეფინება? ასე უხერხულად და საშინლად აქამდე თავი არასოდეს მეგრძნო. ცოტა შემეშინდა კიდეც. ვიფიქრე, ამ მოფარებულ ადგილას არ მიმასიკვდილოს-თქო. ერთი რამ ბავშვობიდან ვიცოდი, თუ კი ტყუილში გამომიჭერდნენ, იქამდე უნდა გამეგრძელებინა უარყოფა, სანამ არ დაიღლებოდნენ მტკიცებით. - რა სისულელეს ამბობ? - ძალიან მკაცრი და გაოგნებული ტონი დავიჭირე. - ნახატები მე არ მიყიდია, სხვას ვაყიდინე, ამიტომ ჩემს სახელამდე ვერც მიაკვლევდი, უთუოდ კაბინეტში ნახა შენმა დაქალმა. კარი დაკეტილი დავტოვე, შესვლისას ღია დამხვდა. სანამ გაკოცებდი, ფაჩუნი გამოდიოდა იქიდან, მაგრამ ისეთი გემრიელი იყავი, რომ მეთქი ჯანდაბას, მიპოვოს იმ გოგომ რამე არალეგალური და ჩამაყუდონ ციხეში. დაე, შენი ერთი კოცნაც ძალიან ძვირად დამჯდომოდა. - შენ ციხეში ჩაყუდებას ნამდვილად არ ვგეგმავდით, რაც არ უნდა გვეპოვნა - დავნებდი. პირველად ვიყავი ჰაიდენის წინაშე უსუსური და დამნაშავე. - აბა რა მოხდა? - არც კი ვიცი, რა გითხრა. უბრალოდ, ცოტა ეშინიათ შენი. - შევეცადე, მაქსიმალურად მსუბუქად მეღიარებინა. - გასაგებია. გაინტერესებდათ, ვინმეს გვამს ხომ არ ვინახავდი? - არა, კაბინეტში არასოდეს შეინახო გვამი. - მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავიტან გარეთ. - არ გაბრაზდე რაა - ვიცი, სისულელეს ვთხოვდი. მიწვეულმა სტუმრებმა თითქმის სახლი გავუტეხეთ და აქეთ მაჭმევდა ისევ სტეიკს. - იცი სხვას რომ ეს გაეკეთებინა, რას ვუზამდი? - ღრმად ჩაისუნთქა და სახე ამარიდა. პირველად იყო ასეთი გაბრაზებული. რინგზე სხვანაირად ბრაზობდა. იქ თითქოს სიმწარისა და მუშტების ქნევის მიუხედავად, ეტყობოდა, რომ თამაშობდა. ახლა კი გულნატკენიც ჩანდა და განრისხებულიც. ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, როცა შუბლის ძარღვი დაეჭიმა სიბრაზისგან. მერე შემომხედა, ცოტა დაიბნა. - ჩემი გეშინია? - მკითხა წყნარად. - არა - თავი გავაქნიე რამდენჯერმე - მაგრამ წეღან ცოტა რაღაცნაირი იყავი. - ჩემი გეშინია - უკვე დარწმუნებულმა დაასკვნა. - მე წაგიყვანო სახლში თუ ტაქსი გამოვიძახო? - არ მჭირდება შენი დახმარება, როგორმე მივაგნებ სახლის გზას - ნერვები მომეშალა. ეგ კიდევ ცალკე სასაცილო ფაქტი იყო აქეთ რომ ვუშარდებოდი. - ვივიენ, შენ რაა, ბრაზობ? - არა - თავაწეულმა ჩავუქროლე სწრაფი ნაბიჯით. - ბრაზდები, რომ ვბრაზდები? - ჰო. ეგეთი ცუდი ვარ, თუმცა შენც კაი ეშმაკი აღმოჩნდი. სადილზე დამპატიჟე, თვალები მიჟუჟუნე, შენი სურნელით გაჟღენთილ მოსაცმელში გამახვიე და საბოლოოდ, აღმოჩნდა, თურმე ჩემზე ხარ განრისხებული. ახლა მომიტევე სახლში უნდა წავიდე ან ისევ ბარში დავბრუნდე და მაქსიმის რეპერტუარიდან ვუსმინო რამეს. - ცოტა შეუმჩნევლად მაინც სცადე რომ მაეჭვიანო. - შესამჩნევადაც არ მაქვს პრობლემა! მანქანამდე გამომყვა. მისი პიჯაკი გავიხადე და ხელში შევაჩეჩე. ტაქსი გავაჩერე. არადა, მსურდა დავრჩენილიყავი და რამდენჯერმე მაინც მომებოდიშა ჩვენი საქციელის გამო. იმასაც ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ვძულდი სათანადოდ. ბარში არ მივსულვარ, სახლში წავედი და დავიძინე.მთელი ღამე შფოთვაში გავატარე, სინდისი მქენჯნიდა. დილით ჰაიდენის ესემესი დამხვდა, აინტერესებდა, სახლში თუ მშვიდობით მივედი. გამეღიმა. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვინმე ტკბილ ძილს გისურვებს ან სურს, შენი ასავალ-დასავალი მშვიდობიანი იყოს. ვუპასუხე, მივედი-თქო. შეიძლება მსურდა სცოდნოდა, თითქოს მთელი ღამით თავზე ვიმხე ქალაქი და გამთენიისას დავბრუნდი შინ. ეგება ეეჭიანა და დავიწყებოდა, როგორ მივქარე მის წინაშე. მამასაც გავუარე მოგვიანებით. ვატყობდი, რაღაცა გასაჭირი ჰქონდა, მაგრამ თავის დარდს არასოდეს მიზიარებდა. ერთხელ მითხრა, ჩემთვის ისეთივე ხარო და სამი წლის ბავშვისკენ გაიშვირა თითი. რომ ეწამებინათ, მაინც არ ეტყოდა თავის შვილს, რაღაცა გამჭირვებია და მიშველეო. ძალიან მასევდიანებდა ეგ ამბავი. მამა ყოველთვის ტკბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი იყო, თუმცა მე რომ მის გამო ბრძოლა მიწევდა, ეგ ამბავი აწუხებდა ხოლმე. არადა, სამყაროში თუ ვინმესთვის გავწირავდი თავს და ყველაფერს დავთმობდი, მხოლოდ მამაჩემი იქნებოდა. ჰაიდენისგან არაფერი ისმოდა. საღამოს ილიზსს დავურეკე, ყველაფერი მოვუყევი და ისიც ისე შეწუხდა, სირცხვილისგან ლამის მიწა გაუსკდა. მე მაინც ცოტა სხვა გასაჭირი მქონდა, რადგან ჰაიდენი ჩემი მეგობარიც იყო ყველა ბედნიერებასთან ერთად. საბოლოოდ, მითხრა რომ ნიკი და ჰაიდენი რესტორანში არიან წასულებიო და მირჩია, ჩემთვის მივსულიყავი, ვითომ უბრალოდ სავახშმოდ შევიარე. სხვათაშორის, არც არავის გაუკვირდებოდა. ისედაც ხშირად ვსადილობდი მარტო. პატარა სიურპრიზი დამხვდა - ჰაიდენი ვიღაცა ქალთან ერთად იჯდა. ჟღალი იყო და ზურგიდან ილიზი მეგონა, მაგრამ ცოტა წარმოუდგენლად მომეჩვენენ გვერდი-გვერდ სკამებზე. ნიკმა დამინახა და ხელი დამიქნია. ჰაიდენი შეცბა. რა ჩემი საქმე იყო, ვისთან ერთად ივლიდა შეხვედრებზე ან რა ვალდებული იყო, ჩემდამი ცალმხრივი სიყვარულისთვის გადაედო თავი მთელი ცხოვრება? მაგრამ წინა დღეს რომ სიყვარულს გეფიცებიან და შემდეგ სხვის გარემოცვაში ერთობიან, არ მჯეროდა ეგეთი გრძნობების. მადა გამიქრა. ავდექი და შტროხის კოქტეილი შევუკვეთე. ძალიან ძლიერიც იყო და თან მეგემრიელებოდა. რამე ისეთი მჭირდებოდა ან რომ დავეშოშმინებინე, ან მივვარდნილიყავი და სკამი გადამემტვრია მათთვის თავზე (ნიკისთვის არა). ნიკმა ხელით მანიშნა მოდიო. ავდექი და გაბუტული ბავშვივით წყნარად დავჯექი, ერთი გამარჯობა ჩავილუღლუღე. ნიკს თეფშზე შემწვარი კარტოფილი ედო და ერთი-ორჯერ ხელი წამიცდა. - არ გშია? რამე უფრო გიგანტური შევუკვეთოთ. - არა, თქვენ გააგრძელეთ საუბარი, მე კარგად ვარ. - არადა თვალები მემღვრეოდა ნელ-ნელა. მართლა ერთჭიქიანი ვიყავი და თან შტროხი ყოველთვის თავისას მიმატებდა. - ხვალ ჰაიდენის კაზინო იხსნება და მაგაზე ვბჭობდით, დაპატიჟებული ხარ სხვათაშორის. - დიდი პატივია - ხელი გულზე დავიდე. - არამგონია მოვიდე და ვუყურო როგორ ანადგურებენ ჩემს შენობას ვიღაცა მდიდარი კაცები თავიანთი კამათლებით ახლა მომიტევეთ, უნდა დაგტოვოთ. მარტოობით ტკბობა მსურდა, მაგრამ აქაც ვერ მოვიშორე ჩემი ერთგული ძმა და მისი ბიზნესძმაკაცი - წამოვდექი ფეხზე სიცილით. - მეგონა გიყვარდი - არ ესიამოვნა ნიკს. - ყველაზე მეტად სამყაროში, მაგრამ უმცორს დაიკოებსაც სჭირდებათ სიმარტოვე. გარეთ გამოვედი. ტაქსს ვაჩერებდი ჰაიდენი რომ წამომეწია. დეჟავიუ მქონდა მემგონი. - რა ხასიათზე ხარ? - მკითხა მან. - რას დამყვები? უკვე ეჭვს იწვევ. - დავამთავრე შეხვედრა. - და ის ქალი ნიკთან ერთად დატოვე? გაგიჟდი? მოგკლავთ ილიზი - სერიოზულად შევშფოთდი. - ბიზნესკონსულტანტია. რა მოხდა? - მაინც მოგკლავთ - ვაღიარებ, ცოტა გულზე მომეშვა ჰაიდენთან ერთად რომ არ იყო მარტო, მაგრამ ახლა სხვა სადარდებელი გამიჩნდა. - მალე დაამთავრებენ და დაიშლებიან, რა ეჭვიანობის სცენებს მართავ ნიკზე. ჩემზე მაინც გეეჭვიანა. - მომინდომა - ლოყები შემეფარკლა ცოტა. - წამოდი, რაღაცა უნდა გაჩვენო - მთხოვა მან. - ისევ აგურების შენობა? - არა. - აბა? - წამოდი და ნახავ. დავნებდი, წავყევი. თეთრ სამოთხეში მიმიყვანა. ძალიან გამიკვირდა. ხვალ თუ კაზინოს გახსნა იყო, დღეს ცარიელი შენობა რატომ დამხვდა ყოველგვარი სათამაშო მაგიდების გარეშე? - რა ხდება? - ვკითხე ჰაიდენს. - შენია. ვიცოდი, შენთვის რომ მეყიდა არ აიღებდი. ამიმტომაც შენ იყიდე, მე უბრალოდ დაგიჯავშნე. - ჰაიდენ ამას ვერ შევიძენ. ორმაგ ფასში იყიდე და მე მაგდენით გამოსყიდვა არ შემიძლია. - ერთმაგს გადაიხდი, დანარჩენს გალერიის შემოსავლიდან. ასე გაწყობს? - მკითხა უხერხულად. ვიცოდი, არ უნდოდა ჩემთვის ფულის გამორთმევა, მაგრამ სხვაგვარად მე არც კი შევხედავდი ამ შენობას. ნაჩუქარი არაფერი მსურდა მამაკაცებისგან. - მაწყობს - ვთქვი თვალებგაბრწყინებულმა. - და კიდევ ერთი რამაა. მერე მოულოდნელი რომ არ იყოს შენთვის, მართალია ნებართვა არ ამიღია, მაგრამ სახელი ვივიენი ბევრს ჰქვია და შენი საკუთრებაა არაა. - რას მეჩხუბები, მითხარი რა ხდება. ტელეფონი ამოიღო, სურათი მანახა. მის გაუხსნელ კაციზნოს დიდი ასოებით ეწერა: „ვივიენი“ - სულელი - გამეცინა. ჩემი სახელი დაერქმია კაზინოსთვის. - იცინის - ტაში შემოჰკრა. - და გკოცნის - ლოყაზე ვაკოცე. - და ცოლობაზე არ მთანხმდება ან მთანხმდება - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და დაიჩოქა. - რა? - ცოლად გამომყევი. გული დამწყდა. უმშვენიერესი ბეჭედი იყო. - გათხოვებას არ ვაპირებ ჰაიდენ - წარმოვთქვი გულდაწყვეტილმა. არ მიხაროდა, როცა იმედს ვუცრუებდი. შეიშმუშნა უსიამოვნოდ. ფეხზე წამოდგა. - ნეტა მერამდენე ცდაზე დამთანხმდები? - ისე სევდიანად წარმოთქვა, ვიფიქრე ეს კიდევ ასჯერ აპირებს-თქო ხელის თხოვნას. - არც ერთზე - წარმოვთქვი წყნარად და ჩავეხუტე. მეექვსე თავი - შენს კაზინოში მათამაშებ? - ვკითხე ეშმაკურად. - არა. არ მინდა, რომ დაავადდე ვივიენ. - კი, წორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაინც მათამაშე ხოლმე ადვილი... აი, მარწყვები რომ უნდა ჩამოვარდეს, ეგეთი მაინც. - ძალიან საყვარელი ხარ ზოგჯერ - თმაზე მაკოცა. პატარა ბავშვებივით ვიყავით. ჩვენი ასაკის ხალხი ასე გიჟივით არ კოცნიდა თავის „ქრაშს“ დაუკითხავად და სხვას რომ ასე ექნა, დიდი ალბათობით, მაგარ სილას გავაწნიდი. ჰაიდენის ცემას კი არ ვაპირებდი. - აღარ ბრაზობ? - ვკითხე ფრთხილად. - ვერ ვგრაზობ. თეორიულად ვიცი, რომ უნდა ვბრაზობდე, მაგრამ... - ერთი ღრმად ამოისუნთქა - მარტო სიყვარულის ბრალი არაა. გეგონება მესმის შენი. ცუდი რეპუტაცია მაქვს. ეგება, გეგონა მართლა გვამი აქვს სადმე გადამალულიო. - ჰაიდენ სთარ - ლამაზად ჟღერდა მისი სახელი. მართლა პორნოვარსკვლავის მეტსახელს კი არ ჰგავდა, ეტყობოდა, დედამისს რამე გეგმა ჰქონდა დარქმევისას - არ მაინტერესებს. - რა არ გაინტერესებს? - გვამის ამბავი. და თუ მართლა მალავ, ისე ქენი, რომ ციხეში არ ჩაგსვან. - მაშინ გადამალვაში მომეხმარე - გაეცინა. კმაყოფილი ჩანდა ჩემი პასუხით. გაუმართლა, ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი, შეიძლებოდა სადმე, ბუჩქებში გადამეთრია კიდეც. - დაგეხმარები. ოღონდაც ჯერ კიდევ ერთხელ უნდა შევათვალიერო ეს ადგილი. - გიჟივით ავირბინე მეორე სართულზე. ჰაიდენს მაინც შერჩენოდა იმდენი სიდინჯე რომ ადამიანივით ევლო. - აი, აქ შენ რომ გამოგიგზავნე იმას დავკიდებ. ზედმეტად კარგი გამომივიდა. - მართმევ ვივიენ? - არაუშავს, სხვას დაგიხატავ. - შენს პორტრეტში გაგიცვლი. - რაში? - გამეცინა. - ნიკმა მითხრა რომ ერთხელ საკუთარი პორტრეტი დახატე და მართლა კარგი გამოგივიდა. - ჰო, სარკესთან ვიდექი და სრულად გადმოვეცი საკუთარი მშვენიერება. - ვერც კი ვხვდები, მე უფრო მიყვარხარ თუ შენ გიყვარს საკუთარი თავი? - არა მეგობარო - თავი გავაქნიე სიცილით - ჩემზე მეტად მამას ვუყვარვარ მარტო. - სულ ესაა? მარტო ეტოა ჩემი კონკურენტი? - ნიკიც. - ეგ არაუშავს. - ამ ირიბი საუბრით იმის გარკვევას ცდილობ, ვინმე თუ მომწონს? - რას ამბობ ვივიენ, ჯვარი მწერია. - გწერია, გწერია - ძალიან საეჭვოდ ჩავიბუტბუტე. - ამითი რისი თქმა გინდა? - არაფრის მეგობარო. - ბარემ მხარზეც მომატყი ხელი ძმაოს ძახილით. - მაგას არ ვიზამ. ცოტახანს ღიმილით მაკვირდებოდა. - რა ლამაზი ხარ ვივიენ - აღმოხდა აღტაცებულს. - მაგიტომაც შეგიყვარდი არა? ლამაზი რომ ვარ. - რა სისულელეა. წარბები ისე შეჭმუხნა, ვიფიქრე, რანაირად მოეწონა მაშინ ჩემი სული თუ საერთოდ არ მიცნობდა აქამდე ნორმალურად-თქო. - აბა, დაგესიზმრე? - არა. ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო. - მომიყვები? - მოგიყვები. ოღონდ გარეთ გავიდეთ, თორემ ყიდვის შემდეგ არ გამინიავებია ეს ადგილი და მტვრის სუნია. - კონდინციონერი მაინც დაგემონტაჯებინა ჰაიდენ. არაფერი არ უნდა მოგყიდონ შენ. ხელოვნების შედევრსაც კი ფერფლად აქცევ. არ უფრთხილდები. - არ იდარდო, კაზინოს ავაყვავებ სამაგიეროდ. - ღმერთო, ციხეში ჩაგსვამენ. - ეგ არაფერი. - რატომ ვითომ? ბაღისკენ დავიძარით. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მშვენიერი ქმნილება ჩემი საკუთრება გამხდარიყო. ჰაიდენს არ ვგულისხმობ, ეგ ისედაც ჩემი საკუთრება იყო, მაგრამ ამ შენობაზე, როგორც უსულო საგანზე ისე ვეღარ ვფიქრობდი. მეგონა, რომ შინაური ცხოველი მაჩუქეს ან შვილი მეყოლა. - იმიტომ, რომ ორჯერ ვიჯექი. - ოჰოო - თვალები დავაბრიალე. - პატარ-პატარა მაქცინაციების გამო. ისეთი არაფერი, მალევე გამომიშვეს. ჩემმა ადვოკატმა ბევრი იწვალა. - ანუ იმაქინაციე თუ არა? - დუმილის უფლებით ვისარგებლებ და იმას მოგიყვები, სად გნახე პირველად. - მშვენიერი ხერხია, სერიოზული საუბრისგან თავის ასაცილებლად. გისმენ საყვარელო. ხის სკამებზე ჩამოვსხედით. ნიავი უბერავდა, სუფთა ჰაერი იყო და თან ყვავილების სურნელი მოჰქონდა სიოს. - პაემანი მქონდა ერთ ლიტერატურის მასწავლებელთან. კონცერტზე დამპატიჟა. სიმართლეს გეტყვი, ძალიან მეზარებოდა წასვლა. არ მიყვარს ეგეთი ადგილები. რესტორანი მირჩევნია. მაგრამ გული არ დავწყვიტე და მოულოდნელად, სცენაზე მხოლოდ როიალი განათდა. მასთან ნელი ნაბიჯით მივიდა უმშვენიერესი ქალი. მეგონა, მსგავს მშვენიერებას ბუნებაში ვერსად ვნახავდი. ჯერ მარტო ისე დადიოდა, თითქოს მისი ყველა მოძრაობა მუსიკის ჰანგებს აჰყოლოდა. ნელა არხევდა სხეულს და პიანინოს როცა მიუჯდა, მაშინ ნამდვილი მაგიის მომსწრე გავხდი. მუსიკამ სადღაც, ამოუცნობ სამყაროში გადამაგდო და ვხედავდი მხოლოდ იმ ქალს, უფრო სწორად, გოგონას. მელოდიამ ისე დამიტკბო სული, გეგონება ყველა ცოდვისგან განვიწმინდე. სიმართე გითხრა, ტირილიც მომინდა ემოციებისგან. - მე ვიყავი? - არა, ამდენს იმიტომ ვყვები, რომ სხვისი მშვენიერება აღვწერო - ცოტა გამითამამდა. - ის ლიტერატურის მასწავლებელი სადაა? - სკოლაში. იმის მერე არ მინახავს - კონცერტის ბოლოს იმხელა ვარდები მომართვეს, სამ კაცს მოჰქონდა თაიგული. - ჩემი იყო, რა თქმა უნდა. - დამიდასტურა თავმომწონედ. - ერთი კვირა დარბოდა ნიკი გასარკვევად. ისე ძალიან საყვარელია, მაგრამ თუ გრძნობს, რომ ვიღაცა ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავს, ეგრევე გოიმი „დიდი ძამიკო“ ხდება. ერთხელ, გაუთხოვრობის ფიცი დამადებინა. - ანუ? - ანუ დავიფიცე, არასოდეს გავთხოვდები-თქო. - და ნიკის გამო არ მომყვები ცოლად? - ნიკის გამო თავს გავწირავ, მაგრამ ეგეთ ბავშვურ პრეტენზიებს ვერ დავუკმაყოფილებ. უბრალოდ მე არ მინდა გათხოვება. ჩემს გვერდით კი არა, გვერდზე ოთახში თუ წევს ადამიანი, მაგაზეც ვღიზიანდები. - მეც ეგრე ვარ. სხვათაშორის, ქალთან ერთად ძილი დიდად არ მსიამოვნებს. თქვენ ყველანი ზედმეტად უხეშები ხართ, თან სულ ჩახუტება გინდათ, ზედმეტად ბევრს ხვანცალებთ მაგრამ ვფიქრობ რომ შენთან ერთად კარგი იქნებოდა. შენი სუნთქვა არ შემაწუხებდა. - ღამე წიხლებს ვისვრი. - ავიტანდი. - როცა ვბრაზდები, სილის გაწნა მჩვევია. - არაუშავს. - რა ხდება ჰაიდენ, ტერმინატორი ხარ? - გადავიხარხარე. - აი მაგ სიცილის გამო ავიტანდი ყველაფერს - გაეღიმა და ყელში მაკოცა. სიმართლე რომ ვთქვა, წინააღმდეგობა არც გამიწევია. ამ შენობის დათმობის შემდეგ, მადლიერების ნიშნად, კეფაზე მოვუთათუნე ხელები, სადამ არაბუნებრივად დიდხანს დააცურებდა თავის ტუჩებს ჩემს კისერსა და ყელში. საბოლოო ჯამში, მაინც ცოტათი გავიყიდე, მაგრამ არ მრცხვენოდა. - რით ვერ გაძეხი? - ამოვილუღლუღე ცოტახანში. ვიცი, ქალი ამდენს თუ აბედინებს კაცს, ესეიგი ამ კაცს იმედი უჩნდება. ისიც ვიცი, რომ ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ ეს ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებითაა სავსე - ერთ წამს გგონია, ფული კაცს ვერ მოგაწონებს, მეორე წამში კი შენობას გიბრუნებს და მერე ხვდები, თურმე სულაც არ გაღიზიანებს ცოტათი სველი ტუჩები თუ აქვს. ორივენი რომ გავცალკევდით და უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა (ეს უხერხულობა, ჩვეულება ხდებოდა), მაშინ ილიზს მივწერე, მემგონი ყოფა-ქცევა მიმსუბიქდება-თქო. გულები მიპასუხა. მემგონი გაეხარდა. - ილიზს მისწერე? - მკითხა ჰაიდენმა. - საიდან იცი? - ყველაფერს აგებინებ. ეგეთები ხართ ქალები. დაქალებს თუ არ შეუთანხმეთ ყოველი ნაბიჯი, ისე არ შეგიძლიათ. - უკაცრავად მისტერ დამოუკიდებლობავ, მაგრამ მემგონი თქვენ არ გყავთ ძმაკაცები ხომ? - რახან შენს კაბინეტს არ ვჩხრეკთ და მესიჯებს არ ვუგზავნი ყოველ ორ წამში, მაგიტომ დაასკვენი? - ნამუსზე წამკბინა. ვაღიარებ, ძალიან ეფექტური იყო. - და ვინ გყავს? - არ იცნობ. - გავიცნობ? - არა! - რატომ? - რა ჯანდაბად გინდა? - რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე. პრინციპში, ნიკის ძმაკაცების ატანა არ მქონდა და ახლა ჰაიდენისებიც თუ არ დამემატებოდნენ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. - კაცებთან ურთიერთობა ისედაც არ გამომდის. პრინციპში, არც ქალებთან. აი, ცხოველები მიყვარს ძალიან. - კი, შეგატყე, რომ რთული ხასიათი გაქვს და ადამიანებთან ურთიერთობას ერიდები. ალბათ ამიტომაც დავახლოვდით. სხვა შემთხვევაში, უკან მოუხედავად გაიქცეოდი. -რატო? ჩვეულებრივი ადამიანები გიფრთხიან? - კი. ან იმათი მამები მიფრთხიან ან დები, ან ძმები. - ზოგჯერ, თავს გამოიდებ ვითომ საოცრად კარგი ხარ, მაგრამ სატრაბახოდ როცა მიდგება საქმე, ცუდი ბიჭის იმიჯი გირჩევნია. - იმიტომ, რომ შენ ეგეთები მოგწონს. - ბატონო? - ჰო. როცა გაგიბრაზდი, მარტო მაშინ დამაფასე. რანაირი ხარ ვერ გავიგე, ერთი შეხედვით, ფემინიზმს აწვები, მეორე შეხედვით, რაც უფრო საშიში გგონივარ, მით უფრო მეტად გიზიდავ. - გელანდება რაღაცეები. - ვითომ? - ჰო. - იცი რა მოსდით ხალხს, როცა მაბრაზებენ? - რა მოსდით? - უკვალოდ ქრებიან და დიდი ხნის შემდეგ, მათ გვამეპს პოულობენ დანგრეულ შენობებთან მიგდებულს - ნელა ჩამჩურჩულ ყურში. ეტყობა, ავადმყოფი ვიყავი, რადგან მაგრად აღვიგზენი. - მეც რომ გაბრაზებ? გაეცინა. ჯანდაბა, ეს თოვლივით თეთრი კბილები ნელ-ნელა თავისი ტუჩებისკენ მიზიდავდნენ. - შენც გაუჩინარდები მალე. - მითხრა ეშმაკურად. - ეგრევე შენს კვალზე წამოვლენ. უკვე ყველა ხვდება, როგორ გიჟდები ჩემზე. თუ დავიკარგე, იფიქრებენ, რომ გააფრინე, მომიტაცე და სახლში გყევარ დაბმული - წამოვდექი თავმომწონედ. - და შენ ეს საერთოდ არ გსიამოვნებს. - რომ მომიტაცებ და დამაბამ? - არა, შენზე რომ ვგიჟდები. - მსიამოვნებს, ვიცი მეტყობა კიდეც. ქალმა შეიძლება ათი თაყვანისმცემელი გაისტუმროს უარით და ათივეს ვერ იტანდეს დასანახად, მაგრამ როცა ძალიან გავლენიანს და საამაყოს უყვარდები, ძალაუნებურად თავში გივარდება. ეს ყოველთვის ასეა. - შენი დამპლური გამონათქვამების წიგნი უნდა გამოვცე. - არ გამოგაცემინებ. ორიგინალური პიროვნება ვარ და მერე ხალხი მომბაძავს. - ამ წინადადებასაც შევიტან აუცილებლად. - წავიდეთ ჰაიდენ, შენც ბევრი საქმე გაქვს ხვალისთვის და მეც უნდა დავაწყო გეგმები გალერიისთვის - წამოვდექი. - სულ გარბიხარ და მაინც მუდამ ბრუნდები - ციმბირში კი არ მივდივარ რომ ჩემი დაბრუნება გაგიკვირდეს. არაბუნებრივად ნუ გარომანტიკულდები თორემ სენტიმენტალურზე მეტად, მართლა საშიში ბიჭები მომწონს. - რამდენად საშიში? - ჩამიღრმავდა. - არც იმდენად რომ თავი მანქანის „კაპოტზე“ მარტყმევინოს. ეგეთები ადრე ილიზსს უყვარდა და ნიკამდე ჰყავდა ზედმეტად ხეპრე შეყვარებული. - მერე? - არაფერი, ერთხელ მუშტის მოქნევა რომ დაუპირა, ამან ისე მიბეგვა, წინა ორი კბილი დაატეხა. - ილიზმა კაცი მიბეგვა? - ჰო, რა თქმა უნდა. ჩვენ ტანწერწეტა ლამაზი ქალები ვართ, მაგრამ ძალიან თუ გამაღიზიანებ, შენც ჩაგილე... არა ვერ ჩაგილეწავ, ზედმეტად ლამაზი კბილები გაქვს - გამოვუტყდი საკუთარ თავს და ჰაიდენს - სამყარო გამიჯავრდება ეგ სიცილი რომ გავაფუჭო. - ზოგჯერ რამენს ლაპარაკობ - თმაზე ხელი მომკიდა და ტუჩებში მაკოცა. ერთი-ორი კი გავიფართხალე, მაგრამ ვის ვატყუებდი? წელზე შემომხვია თავისი ძლიერი, მშვენიერი მკლავი და სხეულზე მომეფერა. ცოტა საჯდომამდეც რომ ჩააცურა, მერე ჩემში კდემამოსილებამ გაიღვიძა და სილა გავაწანი. - რა გააკეთე? - მოულოდნელობისგან აეწვა ის ლოყა თუ ტკივილისგან, კაცმა არ იცოდა. - მაპატიე, უბრალოდ სულ მინდოდა ეს გამეკეთებინა. - რაღა ჩემზე უნდა ჩაატარო ყველა ექსპერიმენტი? - უკმაყოფილოდ მოისრისა ლოყა. - მადლობა თქვი, რომ შენზე ვატარებ ყველა ექსპერიმენტს, თორემ მივალ ახლა ბარში და მაქსიმზე გამოვცდი ისეთ რამეებს, ტელევიზორში რომ მაქვს ნანახი და ერთხელ მაინც... ისევ გამაჩუმა კოცნით. ნამდვილად არ უნდოდა, მაქსიმზე გამომეცადა. * * * ილიზი მოვიდა საღამოს. ალბათ ჩემგან დაწვრილებით სურდა იმისი მოყოლა, რომ კიდევ ერთხელ ვიმოგზაურე ჰაიდენ სთარის პირში. სხვათაშორის, მშვენიერი მოგზაურობა იყო. თან რაღაცის თქმა უნდოდა, ვატყობდი. ცხოვრებაში, პირველად ჰქონდა ისეთი თვალები, თითქოს რაღაცას მიმალავდა და სინდისი ქენჯნიდა ამის გამო. არ მინდოდა დაძალება. ასე ექსტრასენსივით ხომ არ ჩავეძიებოდი, ვხედავ, სალაპარაკო გაქვს და ამოღერღე-თქო. ცოტახანს რომ ვისაუბრეთ, მერე თავადვე წამოჭრა თემა, რომელმაც კინაღამ გული გამიჩეხა. - მემგონი ეტო კოტრდება - თან ისე მოულოდნელად დააბრეხვა, რამდენიმე დასამშვიდებელი მომენტალურად გადავუშვი ორგანიზმში. - რას ნიშნავს ეგ? - ბიზნესი ვეღარ ქაჩავს. არ მინდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ ამაზე მოულოდნელად რომ გაგეგო, წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდი. - აქამდე ყველაფერი კარგად იყო და ასე ერთ დღეში, როგორ კოტრდება? - არა. აქამდეც არ იყო რიგზე. უბრალოდ, არ უყვარს, როცა შენ გაგებინებს ცუდ სიახლეებს. - ნიკი რას ამბობს? - ხომ იცი, ეტოს გაკოტრება, ნიკის გაკოტრებას ნიშნავს. - ანუ ოჯახში, მთავარი შემომტანი მე ვხვდები? - კი, ფაქტობრივად ყველანი შენი ნაჯღაპნების იმედზე ვართ. - რანაირად კოტრდება კაცო, მაინც ვერ გავიგე. - და შენ გგონია, მე ვიცი ეგ როგორ ხდება? ალბათ კაი ხანია, რაც მოგებას ვერ ნახულობს ვერც რესტორანი, ვერც იმ საკეტების ბიზნესი. ერთადერთი, ნიკის ბარია კარგ მდგომარეობაში. - რესტორანს როგორმე ვუშველი. საკეტების თავადაც არაფერი გამეგება. რაღაცეები დავგეგმეთ მე და ილიზმა. ღვთის წყალობით, მოთხოვნადი მხატვარი ვიყავი. ზოგჯერ, მეც ნერვები მეშლებოდა, რომ უფრო ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები დაუფასებლები იყვნენ, ჩემს შემოქმედებაზე კი ტაციაობა მიდიოდა. ეგრე ხდება, როცა ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი ფოლოვერი გყავს და დღეში კიდევ ათას-ათასი გემატება. სამწუხაროდ, ხელოვნებას სოციალური ქსელები ყველაზე უკეთ ყიდიდდნენ, მითუმეტეს, ხელოვან ადამიანს თუ მოდელის აღნაგობა ჰქონდა და საცურაო კოსტუმებში გადაღებული სურათები. თავადაც ძალიან მომწონდა ჩემი ნახატები, უბრალოდ უფრო გამოცდილები იჩაგრებოდნენ ხშირად და მე სინდისი მქენჯნიდა.. თუმცა ეგ არაფერი, ეს ყველაფერი მამაჩემის გადარჩენაში თუ დამეხმარებოდა, რაღას ვჩიოდი. გადავწყვიტე, რესტორანში ყოველ დღე შეზღუდული ლიმიტით გამეკეთებინა სტუმრების მიღება და მენიუც შედარებით მწირი სადილისგან შემდგარიყო. სამაგიეროდ, გამოფენა-გაყიდვას გავაკეთებდი, ერთი საათი კი შემეძლო, ცოცხალი მუსიკა შემეთავაზებინა ხალხითვის. ოღონდ რესტორანში შესვლასაც ფასს დავადებდი. საკვებსაც მოვუმატებდი ღირებულებას. მსურდა, ჰაიდენთანაც გამეარა კონსულტაცია. მაგაზე უკეთეს ბიზნესმენს ცხოვრებაში არ შევხვედროდი. მემგონი, აკვნიდან ამ საქმით იყო დაკავებული. - მშვენიერი იდეაა, ოღონდ ცოტა სნობური. ისე ჩანს, გეგონება ნახევრად შეძლებული ადამიანები არ დაიშვებიან, მარტო მდიდრებისთვისაა ეგეთი ღონისძიება. - ეგრეცაა ჰაიდენ. რა ვქნა, მაგისი გადარჩენა თუ მინდა, მაშინ ვიღაცეების გაბრაზებაც მომიწევს. - ანუ შენ გინდა მითხრა, რომ ხალხი მოვა და შეეძლება, შენი ნახატებითა და მუსიკით ერთდროულად დატკბეს? - დიახ. - კარგი, ხელის სათხოვნელ ბეჭედს ისევ წამოვიღებ, ყოველი შემთხვევისთვის - თქვა სრული სერიოზულობით. მეშვიდე თავი - გიყვარს! - მიმტკიცებდა ილიზი. - რა სულელია - დიიდ მონდომებით ვიუარე. - მაგას უკვე შეყვარებული თინეიჯერის ღიმილით რომ ამბობ ხოლმე თუ ხვდები? - შემომხედა ძალიან საეჭვოდ. - მინიმუმ, მოგწონს შენ ეგ კაცი. - ბავშვობიდან მეგონა, რომ კაცებს სიყვარული არ შეეძლოთ და ახლაც ასე ვფიქრობ. ამ აზრს თავიდან ვერ ვიშორებ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ვიღაცას სულს ვაჩუქებ და მერე ამ ჩემს სულს სხვა ქალის სხეულში გაცვლის. - რამე ტრავმა გაქ ბავშვობის თუ რა ხდება? - კი, მიკი მაუსმა მატკინა გული. - მამაშენს ხო არ შეუსწარი სხვა ქალთან, როცა დედაშენი ცოცხალი იყო? - არა, რაებს ამბობ, ღმერთმა დამიფაროს. - აბა ნიკი მღალატობს? - ჭექაქუხილივით წამოიმართა. - არა! - აბა რა ჯანდაბა სჭირს შენს ფსიქიკას. არასდროს არავინ გყოლია, არც არავინ გყვარებია და ღალატის ფობია საიდან აიკიდე? - არ ვიცი. - მოიშორე თავიდან ეგეთი ფიქრები. ცხოვრება ისეთია, ოხრად გექნება პრობლემები, როცა ოდესმე ვიღაცასთან გააჩაღებ რომანს. ამიტომ წინასწარ ნუ მისცემ საკუთარ თავს ზედმეტ სატკივარს! - ზოგჯერ დედაჩემი მგონიხარ, ზოგჯერ კი 13 წლის მეზობლის ბავშვი, რომელიც ყველა სკოლიდან გამორიცხეს და ზედმეტად სულელია. - დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი კომპლიმენტებია. თან ერთდროულად, ორი. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. ჰაიდენზე მოვუყევი და ცოტა შევთვერით, მერე მე ბევრი მოვწიე, როგორც მჩვევია. ზოგადად, საუბრისას და ალკოჰოლის მიღებისას, ბევრს ვეწეოდი. სიგარეტთან ერთად, სხვა მოსაწევიც მივაყოლეთ. მოგვიანებით, ნიკიც ამოვიდა, მცირე დროით, გველაზღანდარა სისულელეები და მერე თავისი საცოლე „წაიღო“ სახლში. ჰაიდენის ნახვა მომინდა, თუმცა თავი შევიკავე. არაფხიზელ მდგომარეობაში, შეიძლებოდა, ზღვარს გადავსულიყავი და ისიც უხერხულ სიტუაციაში ჩამეგდო. მაინც ვერ ვისვენებდი. სუფთა ჰაერზე გასვლა მსურდა. ცოცხალი მუსიკის მოსმენა. ისიც ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა თუ მაქსიმს მოვუსმენდი. ბოლოს და ბოლოს, როცა სიმღერის ტექსტი შენზეა, ამაყი ხარ. ვინც არ უნდა მღეროდეს. ალბათ, ისეთ არაფხიზელ მდგომარეობაში, ყველაზე არაადეკვატური საქციელი იყო, როცა მართლა წავედი ბარში და უალკოჰოლო კოქტეილის სმით გართულმა, მაქსიმის მოსმენა დავიწყე. თვალები დავხუჭე. კარგი ხმა ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ, მუსიკა შეწყდა. მაქსიმი ჩემსკენ წამოვიდა და მომღიმარი სახით მომიჯდა გვერდით. - მთვრალი ხარ? - მკითხა მან. - ჰო - ისეთი სიამაყით დავუდასტურე, თითქოს, ძალიან მაგარი საქმე ყოფილიყო. გაეცინა. არ გაჰკვირვებია. - მარტო რატომ ხარ ვივიენ? - თან საუბრისას, ბარმენს უთხრა, რამე ისეთი მოუტანე, რომ გამოიყვანოსო. შეუმჩნეველი უნდოდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. მაინც ყველაფერს ვიგებდი. მაქსიმი ყველაზე ყურადღებიანი და კარგი ბიჭი იყო, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ არ მიყვარდა. ზოგჯერ მეგონა, თითქოს სიყვარული საერთოდ არ შემეძლო. - მარტო მინდა. - რა ძალიან გიყვარს მარტოობა - თავი სიცილით გააქნია - ყოველთვის მაოცებდი. - რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ხალხი ოჯახზე, სიყვარულზე, ბავშვებზე ოცნებობს. შენ კი ფეხებზე გკიდია. - ჰო. ეგრეა. ეგ ყველაფერი ადამიანებს აფერხებთ. არ მინდა, უკან დასახევი მიზეზი მქონდეს ოდესმე. შვილები და სიყვარული ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ ჩემს წინ სხვა უნდა დავაყენო, სხვაზე ვიზრუნო, სხვისი კეთილდღეობა მადარდებდეს. ოჯახი ყოველდღიური შიშია. მე დედა მყავდა მაქსიმ, რომელიც დავკარგე. და ზუსტად მაშინ, როცა დავკარგე, გავიაზრე, რომ მთელი ცხოვრება ზუსტად ეგ შიში მქონდა: მისი წასვლის. აღარ მსურს, მსგავსი რამე ვიგრძნო. - და თუ არაფერს მოვითხოვ შენგან? არც ოჯახს, არც ბავშვს.უბრალოდ... - მხოლოდ სიყვარულს? - ჰო. ხომ იცი, წლებია, მიყვარხარ. - ვიცი მაქსიმ - არასოდეს გამომდიოდა, ადამიანებისთვის უმტკივნეულოდ მეთქვა მწარე სიმართლე. მაქსიმის გულისტკენა კი ყველაზე მდაბიო საქციელი იყო, რაც ცხოვრებაში შემეძლო მექნა. - ჩემს ცხოვრებაში, ერთი კაცია - ისე უჩვეულოდ ჟღერდა ეს სიტყვები, თავადვე გამიკვირდა. - რა უცნაურია არა? - მწარედ ჩაეცინა მას - შეიძლება, ვიღაცას მრავალი წლის განმავლობაში უყვარდე, მაგრამ მაინც ვიღაც სხვა იარსებებს. - ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ სხვასთან ვიქნები. - და მაინც, თუ ვინმესთან ყოფნა მოგიწევს... - ხო. - სულაც აღარ გამოდის „სხვა“. მგონი, „ის ერთადერთი“ ჰქვია. - ჩემი ცხოვრება ზედმეტად ბალაურია იმისთვის, რომ ის ერთადერთი არსებობდეს - ვუთხარი მაქსიმს. მივხვდი, რომ მხოლოდ მის დაწყნარებას ვცდილობდი. თუ ვინმე იყო გამორჩეული და სასურველი, მხოლოდ ჰაიდენი. უკვე ძალიან მეძინებოდა. უაზრობა აღმოჩნდა ბარში მოგზაურობა. სახლში მისულს, მხოლოდ ის მახსოვს, რომ კარი ჩავკეტე და საწოლზე დავენარცხე. * * * მეორე დღეს, ჰაიდენის სანახავად წავედი. ორთაბრძოლა ჰქონდა. ვერ მხედავდა და არც მინდოდა, დავენახე. დაპატიჟებული არ ვიყავი, ჩემი ნებით მომინდა მისი ყურება. ისე გამეტებით იბრძოდა, მეგონა შემოაკვდება ვინმე-თქო. ზედისზედ, ორჯერ გავიდა. ვერანაირ საერთოს ვერ ვხედავდი ამ ჰაიდენსა და იმ ჰაიდენს შორის, მე რომ ვიცნობდი. თუმცა ორივე მომწონდა. მომწონდა, მისი ბნელი მხარე. ისიც მომწოდნდა, რომ ამ ბნელ მხარეს არ მიმალავდა. გაიმარჯვა. აბა რას იზამდა, ისეთი გაცხოველებული იყო, ეგრევე აღვიგზენი. მაშინოდა იმის განცდა, რომ რაღაცას ვგრძნობდი. და ეს არ იყო მხოლოდ ვნება. თუმცა სისულელე იქნებოდა საკუთარ თავს შევბრძოლებოდი. ცხოვრებაში პირველად, მესმიამოვნა რაღაც ახალი, აქამდე გამოუცდელი. სახლში დავბრუნდი. ილიზი ჩემთან დამხვდა. - სად იყავი? - ჰაიდენის ბოქსს ვუყურე. იდეალური სხეულის ყურება მომენატრა. გაეცინა. - თუ იდეალური კაცი მოგენატრა? - ჰო, ალბათ. დღეს საერთოდ არ შემქმიხანებია. არადა, ერთი წამითაც ვერ ძლებდა ჩემი ხმის გარეშე. - მგონი, თავისუფალ სივრცეს გაძლევს. ხვალ ჩვენი რესტორნის ივენთია, რამე გარყვნილი ჩაიცვი. უეჭველად მოვა. - უჰაიდენოდაც გარყვნილობები მაცვია. ჩემს ვერცხლისფერ კაბას საჯდომამდე ამოჭრილი ზურგი აქვს. - მერე საკუთარი თავი წარმოვიდგინე და გამეღიმა. თვალისმომჭრელი ვიყავი, წყალი არ გაუვიდოდა - როიალთან როცა დავჯდები, თვალები დასცვივდებათ. - გინდა სარკე დაგიდათ წინ? მგონია, ყველაზე მოხიბლული თავად ჩანხარ. - რა თქმა უნდა. - საწყალი ჰაიდენი.საკუთარ თავზე მეტად, ვერასოდეს შეიყვარდებ - თავი დანანებით გააკანტურა. - მორჩი სისულელეებს! - თვალები დავურბიალე და ჩემს ტელეფონს დავუწყე ძებნა. ჰაიდენის მოწერილი დამთხვდა. დაახლოებით, ნახევარი საათის წინ, თავისი მოქსის მერე შემოუთავაზებია, სავახშმოდ გავიდეთო. შუაღამე კი იყო, მაგრამ მშვენივრად იცოდა, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დროს. - ჰაიდენი დავაიგნორე - თავში ხელი შემოვირტყი. - ახლა მისწერე. რაკეტასავით გამოფრინდება მაინც. - აქ რომ დავპატიჟო? - დაპატიჟე. ოღონდ, გამოიცვალე და შავი ხავერდის საღამური რომ გაქვს, ეგ ჩაიცვი. ულიფოდ! - მასთან დაწოლისკენ მიბიძგებ? - კი. საშინელი ხასიათი გაქვს, ეგება, ჰაიდენმა მაინც გიშველოს. წავედი მე - მოულოდნელად, ჩანთიდან პრეზერვატივების შეკვრა ამოიღო და მაგიდაზე დამიყარა - აბა, გაერთე. - ღმერთო, რა ავადმყოფი ხარ. * * * ჰაიდენი მოვიდა. ყვავილები მომიტანა. როგორც ჩანს, სახლში გავლა მოესწრო. ლოყა გახეთქილი ჰქონდა და გამახსენდა მისი ორთაბრძოლა. მიკვირდა, რომ შეეძლო, გამწარებულიც და სასტიკიც კი საყვარელი სანახავი ყოფილიყო. თავიდან ბოლომდე ამათვალ-ჩამათვალიერა და ხმამაღლა გადაყლაპა ნერწყვი. - მომენატრე - წარმოთქვა მორცხვი ბავშვივით. - არ გტკივა სახე? - არც ისე. ეს დღეები, რას აკეთებდი? - რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე. - გუშინ ბარში ვიყავი საღამოს, მაქსიმის სიმღერები მომენატრა - ვიცი, რომ იეჭვიანებდა, მაგრამ მე იმის მოყოლა უფრო მინდოდა, რაც ამ ამბის უკან იმალებოდა. - ოჰ - ნერვები მოეშალა - როდის აქეთ მოგწონს მაგისი ყროყინი? - მშვენივრად მღერის. - მარტო იყავი? - ჰო. - მერე რაო ბედნიერმა მაქსიმმა? - სახე დაუსერიოზულდა და მისი გამომეტყველებით მივხვდი, ძალიან მენატრებოდა. - სიყვარული ამიხსნა. - თავხედი! როგორ გაბედა? - გიჟს დაემსგავსა. - აქ მთავარი ეგ არაა. ისე ავუხსენი ყველაფერი, რომ გული არ სტკენოდა. ვუთხარი, სხვა კაცია ჩემს ცხოვრებაში-თქო. წამში დაწყნარდა. თვალები აენთო და სახე გაებადრა. გვერდზე გაიხედა, რომ ძალიან არ შესტყობოდა ზედმეტი მხიარულება. - ვიცნობ მაგ კაცს? - მკითხა სიცილით. - კი, იცნობ - ჰაიდენს მივუახლოვდი. - დღეს რიგნზე დაგინახე და იმედი მომეცა. ჩუმად მითვალთვალებდი. ზუსტად ისე, როგორც მე გითვალთვალებდი ადრე. - ეგ სასიამოვნო ამბავი არაა. სამკურნალოები ვართ. - ერთმანეთს ვუმკურნალოთ. - კარგი გამოსავალია. გაეღიმა. იშვიათად იღიმოდა, თუმცა ღირდა, რომ გამუდმებით მეთვალთვალა და დავლოდებოდი ამ ღიმილს. ყელში ნაზად მაკოცა. ყელიდან სახეზე გადაინაცვლა და ერთმანეთის ტუჩებს დავეწაფეთ. უზარმაზარი მკლავი ზურგზე ამომიტარა. - თვალისმომჭრელი ხარ - ჩამჩურჩულა ყურში. პერანგი გავხადე. ასჯერ მაინც მქონდა ნანახი მისი სხეული რიგნზე, მაგრამ როგორც კი ტუჩებით შევეხე მის მხრებსა და მკერდს, წარმოდგენაც გამიჭირდა, აქამდე რამხელა სიამოვნებაზე ვამბობდი უარს. ხელში ამიყვანა. საძინელებში შევიდა და ჩემიანად დაეხეთქა. მის სხეულს ზემოდან მოვექეცი. ხავერდის საღამური მხრებზე გადამიწია და წელამდე ჩამისრიალა. - გამარჯობა - ისე არფრთონავებით მიესალმა ჩემს შიშველ მკერდს, ცოტა ვიეჭვიანე. გიჟივით დამაცხრა, გულმკერდი გახშირებული სუნთქვით დამიკოცნა. თმაში ხელი შევუცურე, მის სურნელს დავეწაფე. არასოდეს მომბეზრდებოდა. და თან ვერც ვერასოდეს გავძღებოდი. შარვალი ხელისკანკალით გავხადე და ტრუსიც ზედ მივაყოლე. აქამდე მეგონა რომ ნებისმიერი კაცის ასოს დანახვისას, უკანმოუხედავად გავიქცეოდი. ჰაიდენი კი თავიდან ბოლომდე სექსუალური და მშვენიერი იყო ჩემთვის. საწოლზე გადამაკოტრიალა და ჩემს ზემოთ მოექცა. ვფიქრობდი, ერთი ტკივილის ატანა რა გახდა მეთქი, მაგრამ როგორც კი ჩემში შემოვიდა, გიჟივით ჩავაფრინდი მხრებზე, გაცილებით ხმამაღლა და თავგანწირვით დავიყვირე. მის სხეულს ვებღაუჭებოდი. ტკივილთან ერთად, იმისი გააზრება, რომ მის მკლავებში მოლივლივე პატარა სხეული ვიყავი, ძალიან მომწონდა. - ძალიან გტკივა? - ჩამჩურჩულა ყურში. თვითონ ისეთ ნეტარებაში იყო, ცოტა ნერვებიც კი მეშლებოდა. - დაიკიდე, თითქმის გადამიარა. ცოტა ხნის შემდეგ, სიამოვნებისგან ისეთი კვნესა დავიწყე, აქამდე მეგონა, ქალები ხშირად თავს იკატუნებდნენ, არადა, ზოგჯერ მართლა ძალიან ეკვნესებოდათ, როგორც აღმოჩნდა. - ჰაიდენ! - დავიკივლე. მომეწონა... ათჯერ მაინც გავიმეორე მისი სახელი კვნესით. ცოტახანს, ხმას ვერ ვიღებდით. მის სხეულში ჩაკრულს, სიტყვის თქმას არ მინდოდა. მსურდა, მხოლოდ ჰაიდენის კანი და მისი სუნთქვა შემეგრძნო. ვნება მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაცხრა. ცოტახანსი, ისევ მოგვინდა ერთმანეთი. თან ისე ძალიან, რომ გიჟებს დავემსგავსეთ. ერთი სიტყვაც არ გვითქვამს. თითქოს, საუბარი ყველაფერს გააფუჭებდა. თითქოს, მარტო კვნესითა და ათრთოლებული ბაგეებით გქვონდა გღძნობის გამოხატვის უფლება. ისევ მტკიოდა. მაგრამ ასმაგად სასიამოვნო იყო. გამთენიისას ჩაგვეძინა. ძილის პროცესშიც ვგრძნობდი ჰაიდენის სიახლოვეს და მიხაროდა. ნიკის ზარმა გამაღვიძა. ჩემივე დაგეგმილ ღონისძიებაზე მაგვიანდებოდა და იმის მაგივრად, რომ ტყვიასავით წამოვმხტარიყავი, მაინც ზოზინით ავდექი. - ჰაიდენ, ივენთზე ვაგვიანებ - შევეცადე, როგორმე გამეღვიძებინა. ძალიან ღრმად იყო სიზმრებში შესული. - შენც დაპატიჟებული ხარ, შენც აგვიანებ და სალონში მისვლასაც ვეღარ ვასწრებ - კარგა ხანს, ვეჯაჯგურე. - ღმერთო, ცივი შხაპი მჭირდება. - ძლივს წამოდგა. თმა აწეწილი ჰქონდა და ისეთი საყვარელი იყო, მზად ვიყავი, საერთოდ გამეცდინა წვეულება. - მე ცხელი მჭირდება. ჯანდაბას, თბილით ვიბანაოთ. გაეღიმა. ერთად ბანაობის იდეამ მოხიბლა. - უკვე მენატრები. - ადექი შეყვარბეულო ბიჭო, საქმეს ნუ გავიფუჭებთ! დიდი ხვეწნა-მუდარით გამოვაფხიზლე. გაგვიმართლა, რომ მხოლოდ ნახევარ საათს შემაგვიანდა. ხალხი უკვე მოსული იყო. მათ შორის მამაჩემი და ღმერთს ვევედრებოდი, არ დაენახა, ვინც მომიყვანა. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მთელი საღამო პატარა ბავშვის აციმციმებული თვალებით შევყურებდით ერთმანეთს და სხვა დანარჩენი თითქმის ფეხებზე გვეკიდა, ყველაფერმა მაინც საოცრად ჩაიარა. ჰაიდენი სნობურ ივენთს ეძახდა ჩემი რესტორნის გადარჩენის გეგმას, მაგრამ დროთა განმავლობაში, უკეთეს შედეგს გამოიღებდა და სხვა გზა არც მქონდა. მდიდარ ხალხს უყვარდა, როცა ისეთ ადგილებში დადიოდნენ, რაც მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი. საბოლოო ჯამში, ყველა ერთი დიდი ნაგვის გროვა ვიყავით, ჩემი ჩათვლით, ჰაიდენის გამოკლებით და ცოტათი კი მრცხვენოდა, თუმცა დიდ მნიშვნელობას მაინც არ ვანიჭებდი. სტუმრები რომ წავიდნენ, რესტორანში ბოლოს მხოლოდ ოჯახის წევრები დავრჩით. ჰაიდენს საქმე გამოუჩნდა და თან დამპირდა, რომ მალე განთავისუფლდებოდა. - დავლიოთ ბევრი? - ისე იკითხა ნიკმა, ჩემგან უარს არ მოელოდა. ზოგადად, დალევაზე უარს არასოდეს ვამბობდი. - სახლში ვარ გასაქცევი - კოვზი ნაცარში ჩავუგდე. - შეკვეთები მაქვს ხვალ მისატანი და ჯერ არ დამიმთავრებია. - დიდი შეკვეთებია? - ეშმაკურად გამომხედა ილიზმა. - ღმერთმანი, უზარმაზარი - თვალი ჩავუკარი. - დარწმუნებული ხარ, რომ შეკვეთებზეა საუბარი? - ეჭვი გაუჩნდა ნიკს. - შეხვედრამდე საყვარელო - ლოყაზე ვაკოცე და სულ სირბილით გამოვიქეცი სახლში. * * * ჰაიდენიც მალე მოვიდა, თუმცა მაინც მომესწრო წითელი საცვლების ჩაცმა. მთელი ცხოვრება საცვლების კოლექციას ვაგროვებდი და სახლში დავდიოდი საკუთარი თავის მოსახიბლად. მიხაროდა, რომ ახლა ჩემ გარდა, ჰაიდენიც ნახავდა. მალე მოვიდა. კარი გავაღე თუ არა, უკვე შიშველი იყო ნახევრად. ისტერიკული სიცილი აგვიტყდა ორივეს. - ისეთი მშვენიერი ხარ, მეშინია, ინსულტი არ დამემართოს. - და მერე ვიტყვი, რომ ჩემი სილამაზე ხალხს ჰკლავს - წელზე შემოვახტი და კისერი დავუკოცნე. - მთელი შეხვედრა, შენზე ვფიქრობდი. თან მერე, შიშველი სურათიც რომ გამომიგზავნე, ლამის ჩავშალე მთელი მოლაპარაკება. საძინებლამდე ვერ შევაღწიეთ, სამაგიეროდ, ჩემი სამზარეულოს მაგიდა ვაკურთხეთ რიგიანად. ახლა, როცა ჰაიდენის გემო ვიცოდი, მისგან თავის შორს დაჭერა შეუძლებლად მიმაჩნდა. მეტიც, პირველად ვიყავი ვიღაცაზე დამოკიდებული. ბოლოს, მაინც საძინებლით დავაგვირგვინეთ. - ჩემს საწოლს ძალიან უხდები - თივლივით თეთრი საბანი ორივეს გადაგვკვროდა სხეულზე და ერთმანეთში ჩაკრულები, ძლივს ვსუნთქავდით. - ჩემსასაც მოუხდები - თმაზე მაკოცა. - რა უცნაურია. უკვე მეორე ღამეა, ჩემთან ხარ და ჯერ არ მომბეზრებია - წამოვროშე დაუფიქრებლად. ისეთი სახით შემომხედა, ჩემს ჰაიდენს კი არა, მანიაკს ჰგავდა. - ანუ გეგმავ, რომ მოგბეზრდე? - არა. უბრალოდ, ჩემი ამბავი ხომ იცი? ოჯახის წევრებთან ყოფნასაც ვერ ვუძლებ დიდხანს. - ხო ვიცი - ამოიოხრა - ყველა უბედურების მიუხედავად, მიყვარხარ. - გმადლობ - ცხვირზე ვაკოცე. - გმადლობ - გაიმეორა უკმაყოფილოდ. - რა თავხედი გოგო ხარ, ჩემს წვეულებაზე აღარ დაგპატიჟებ იცოდე! - რა წვეულება? მიყვარს წვეულებები - პატარა ბავშვივით გამიბრწყინდა თვალები. მართლა ძალიან მიყვარდა გართობა, თუმცა ჩემსავით, არავის შეეძლო მშვენიერი საღამოების მოწყობა. - არ გაბრაზდე კარგი? - ქორწინდები? - არა, სტრიპტიზ კლუბის გახსნა მაქვს. - მართლა? - გავოგნდი - მშვენიერია. სულ მინდოდა, მევლო, მაგრამ ახლო-მახლო, არაფერი იყო მსგავსი. - ღმერთო, ყველაზე სასაცილო გოგო ხარ - მაგრად დამცინა. - გეგონა, ეჭვიანობის სცენებს მოგიწყობდი? რა სისულელეა. - არა. ეჭვიანი არ ხარ - ყელთან შემახო თავისი საოცარი ბაგეები - ცოტა რომ იყო, არ მეწყინებოდა. - სჯობს, არასოდეს ნახო როგორ ვეჭვიანობ - სერიოზულად ვურჩიე. მდგომარეობიდან ისე გამოვდიოდი, სრულიად შეუგნებელი და უმართავი ვხდებოდი ეჭვიანობისას. * * * შაბათ-კვირა ერთად გავატარეთ მე და ჰაიდენმა. მიუხედავად იმისა, რომ მარტოობა მენატრებოდა, მის გარეშეც ვერ წარმომედგინა ყოფნა. რა უცნაურია. მთელი ცხოვრება, დაგეგმილი და აწონილი მქონდა, ზუსტად ვიცოდი, საკუთარი სურვილები, თუმცა იმ წამიდან, რაც ურთიერთობა დავიწყეთ, სხვა დანარჩენი თითქოს უკანა პლანზე გადადიოდა და ჰაიდენი ყველგან პირველი იყო. მისი ახალი კლუბის პრეზენტაციაზე მარტო მივედი. ნიკიც არ მყავდა გაფრთხილებული. ბოროტმოქმედივით გადმოვედი ტაქსიდან. შენობის წინ დავდექი. თვალებს არ ვუჯერებდი, ერთი წამით, ბრაზი მომერია, მაგრამ მერე, საოცარი სიცილი ავტეხე. კლუბს დიდი ასოებით ეწერა „ვივიენი“. მერე ისევ ჰარმონიაში მოვედი საკუთარ თავთან და შენობაში შევედი. ჰაიდენის ძებნა დავიწყე. ვიღაც კაცებს ესაუბრებოდა. აქ ქალი მარტო მე, მიმტანები და მოცეკვავეები ვიყავით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ილიზიც იქვე დავლანდე. ჰაიდენის უკან დავდექი. - კარგი ადგილია - ეუბნებოდა ერთი. - ჰო. ბიზნესშეხვედრები სულ რესტორნებში გვაქვს ხოლმე და მოვკვდით ამდენი ჭამით - იხუმრა მან. ვაღიარებ, ცოტა გასაუმჯობესებელი იუმორი ჰქონდა, მაგრამ ეგ არაფერი. - სახელიც მაგარი დაგირქმევია, საიდან მოგაფიქრდა? - ვკითხე მე. ჩემსკენ შემოტრიალდა. იქ მდგომი ხალხისგან, ვერავინ მალავდა სიცილს, რადგან ყველა მიცნობდა, იცოდნენ ჩემი სახელიც და სტრიპტიზ კლუბისაც. - ვივიენ... იმედია, არ გეწყინა ხომ? - პირიქით. კარგი სიურპრიზი გაგიკეთებია - თავმომწონედ მიმოვიხედე. - ლამაზი გარემოა. გოგონებიც კარგები არიან. მ ერე უფრო უცნაური სურათი დავინახე. მოცეკვავეს ილიზი და ნიკი კი ფულს უკუჭავდნენ ტრუსებში. - ორი იდიოტი- აღმომხდა. - ვერც შენიშნეს, რა დავარქვი - დამიმატა ჰაიდენმა. ნელა ჩამოიხარა, ცხვირი ოდნავ შემახო თმაზე და დამყნოსა. გამეღიმა. - ახლა ყველა გვიყურებს. - შენ ისედაც ყველგან გიყურებენ. ცოტახანს, მაცადე. რამდენიმე საათია, რაც არ მინახიხარ და უკვე ჰაერის უკმარისობა მჭირს. - როგორ ფიქრობ, შენს გოგონებს რომ ვთხოვო, ცეკვას მასწავლიან? - ვინ ჩემს გოგონებს? - მოცეკვავეები ვიგულისხმე. - მერე ტვინში რაღაცამ გამიელვა - ყველას იცნობ? გელაპარაკებიან ხოლმე? როცა ზიხარ და უყურებ, ხომ არ გეხახუნებიან ცეკვა-ცეკვით? - არა. - კარგია, თორემ, მოგკლავ - ვუთხარი სრული სერიოზულობით. - მიხარია - გაეშმაკებულმა შემომხედა - ანუ ცეკვის სწავლა გინდა? - ჰო. აქ მამუშავებ? - ჩემს პირად მოცეკვავედ გამუშავებ. მხოლოდ მაშინ, როცა მე მოვალ. სხვამ რომ ვერასოდეს დაგინახოს - ყურში ჩამჩურჩულა. - იცი კიდევ რას ვიზამ? ნარკოტიკს დავარქმევ შენს სახელს. ვინმე თუ გადაჭარბებული დოზისგან დაიღუპება, ხალხი იტყვის, ვივიენმა იმსხვერპლაო. - ჩემი გადაჭარბებული დოზის დიდი საშიშროება გაქვს ჰაიდენ... ფრთხილად - ტუჩები ნიკაპთან მივუტანე და ნაზად ვაკოცე. - მოდი, საპირფარეშოში შევიპაროთ. - დიდი სიამოვნებით - გამეცინა. ხელის მტევანზე წითელი წერტილი დასთამაშებდა. კარგად დავაკვირდი. - ჰაიდენ, ეს რა არის? - ვკითხე მას. წერტილმა ჩემი მკლავებიც მოირბინა და მერე ისევ ჰაიდენზე გადავიდა. მკერდიდან, ცოტა მაღლა მიცოცავდა. ორივეს ტანში გაგვცრა. - დაწექით! - დაიღრიალა ხმამაღლა და თან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იატაკზე დამახეთქა. სროლა ატყდა. ეს რომ ვიღაცი ბოროტი ხუმრობა ყოფილიყო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებოდი ზემოდან ჰაიდენმომჯდარი. რამდენიმე ბრუნი გააკეთა და მერე ისე მოხერხებულად ჩამომაცილა ფანჯრებს, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ქაოსი, ჩოჩქოლი, წივილ-კივილი იყო. - ნიკ! - მხოლოდ ეს სახელი აღმომხდა. - კარგად არიან - დამამშვიდა ჰაიდენმა. - სადაა, უნდა დავინახო, სადაა? - პანიკაში ჩავვარდი და ადგომა დავაპირე. სასმელების ბარის უკან ვიყავი, თავი წამოვწიე თუ არა, ხელში მწვდა და ისევ ძირს დამანარცხა. შეეცადა, კვლავ ზემოდან მომქცეოდა. იდეაში ხო მიცავდა, მაგრამ ერთი შეხედვით, მაგრად მცემა იმ დღეს. - ნიკი კარგადაა - აღმოხდა. - არ გაბედო თავის აწევა. მხოლოდ იქაა საფრთხე, სადაც მე ვარ. ხმას აღარავინ იღებდა. წუთიერი პანიკის შემდეგ, სამარისებურმა დუმილმა დაისადგურა. ჰაიდენს ხელზე ვეფერებოდი. გაგანია ტყვიის წვიმისას, ჯერ არავინ გადამფარვოდა თავისი სხეულით. ჰაიდენი პირველი იყო. - იცი, რომ მგონი გადამარჩინე? - ვკითხე წყნარად. საპასუხოდ, ყრუ სიცილი მომესმა. მძიმედ სუნთავდა. ნელ-ნელა სისველეს ვგრძნობდი. იმ სისველეს არა, რასაც შიშველი ჰაიდენის დანახვისას. მწვანე კაბა წითლად შემეღება. გვერდზე გადავაგორე, მკერდიდან სისხლი მოსდიოდა. - არა, არა, ჰაიდენ გონება არ დაკარგო - შევევედრე სასოწარკვეთილი. ნიკი და ილიზი დავინახე. შეშინებულზე მეტად, სასოწარკვეთილი ჩანდა ჩემი ბიძაშვილი, რადგან საერთოდ არ იცოდა იქ თუ ვიყავი. - შენ აქ რა გინდა? ჯანდაბა! შენ აქ რა ჯანდაბა გინდა? - დამიღრიალა გაცოფებულმა და ჩემ გვერდით ჩაიმუხლა. შორიდან პოლიციის სირენები ისმოდა. - დაჭრილია - ამოვისლუკუნე. - სასწრაფოში უნდა დავრეკოთ. ჰაიდენის თავი მუხლებზე დავიდე. * * * კარგად იყო. რბილ ქსოვილში მოხვდა ტყვია და ყველა მადლობას ვწირავდით ღმერთს რომ სახსარს ასცდა, თორემ სავარაუდოდ, უხელო გმირი მეყოლებოდა. ილიზმა წამოაყრანტალა, რომ მისი საცოლე ვიყავი და მე მაბარებდნენ ანგარიშს ექიმები. დედაც ჰყოლია ჰაიდენს. გვკითხეს თუ გააგებინებთო, მაგრამ ჯერ თავი შევიკავე. გონზეც მოვიდოდა და თვითონ გადაწყვეტდა ვისთვის დაერეკა. - რა ჯანდაბა გინდოდა ჰაიდენის სტიპტიზ კლუბში? - არ ცხრებოდა ნიკი. - რატომ ბრაზდები? - შეიძლებოდა შენ მოგხვედროდა და მე გავგიჟდებოდი, რადგან ჩემთან ერთად, ერთ შენობაში მყოფს, არასდროს არაფერი არ უნდა დაგიშავდეს. - მეც ეგრე ვფიქრობ თქვენზე - მის გვერედით დავჯექი - ტყვიების წუილში, ერთადერთი მხოლოდ შენი სახელი ვიკივლე. ფეხებზე მეკიდა რა დამემართებოდა, მაგრამ შენ და ილიზი ჩემი პრიორიტეტები ხართ. - შენ კი ჩემი - დამიჭირა და თავზე დამკოცნა. იშვიათად გამოვხატავდით სითბოს, მაგრამ ახლა ისეთი შეშინებულები ვჩანდით, რომ მშვენიერი დრო იყო სიყვარულის ასახსნელად. ჰაიდენთან შევედი როცა გამოიღვიძა. უხდებოდა მუქხორბლისფერ კანზე თეთრი სამოსი, მაგრამ ჩემი საწოლის თეთრი ზეწრები უფრო მეტად ამშვენებდა. გაეღიმა. საწოლთან ჩამოვუჯექი. - გამარჯობა გმირო - ლოყაზე ვაკოცე. პატარა ბავშვივით აუწითლდა ლოყები. - როგორ ხარ? - მკითხა კმაყოფილი სახით. - მე როგორ ვარ? - ჩემზე არ იდარდო. ტყვიების მილიმეტრებით აცდენა და უსაფრთხო ადგილებში მოხვედრა ჩემი პროფესიაა. - ამის შემდეგ, უბრალოდ ბიზნესმენობას დასჯერდი პროფესიით. - მკერდზე მაკოცნინებ? - ჰა? - რა ვიცი, შენი დეკოლტე მთელი საღამო ისე მიმზერდა, სულ იმას ვნატრობდი, ერთხელ მაკოცნინოს-თქო. სიცილით, ახლოს მივუჩოჩდი - მიდი, მაკოცე! ბედნიერი გადმოიწია, მკერდზე მაკოცა (სადამდეც კაბის ჭრილმა მიუშვა). არაბუნებრივად დიდხანს დაჰყო იქ და ისევ ბალიშზე დააბრუნა თავისი ნასიამოვნები სახე. ნიკმა ჯერ დააკაკუნა და მერე თავი შემოჰყო. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ძალიან უხერხული სურათი შერჩებოდა. - ორი წამით გამოდი ვივი რაა - ისე მთხოვა, კარგი არაფერი სიახლე იქნებოდა, სახეზე ეწერა. ეგრევე გავვარდი. - რა ხდება? - ჰაიდენი უნდა გადავმალოთ. ვიღაცა ტიპები გაუბრაზებია და ისე დასდევენ მოსაკლავად, გეგონება ქვეყანა კი არა, ბუნაგი ვიყოთ. შუა ქალაქში სროლის ატეხვა ვის გაუგონია? თან ახალ ამბებშიც გამოგვაჭენეს თურმე რომ ასეთი რამე მოხდა და დაზარალებულები ამ კლინიკაში გადმოჰყავთ. ერთი სიტყვით, ჩვენც დან*რეული გვაქვს და ჰაიდენსაც თუ არ ავორთქლდებით აქედან. სიტყვის თქმა ბოლომდე არ დავამთავრებინე, სულ სირბილით მივედი ჰაიდენთან. - აბა, წამოდექი დიდო ბიჭო. უბრალო ნაკაწრი გაქვს ისედაც - მხარში წავავლე ხელი. ნიკი მეორე მხრიდან მოეხმარა და ასე წამოვაყენეთ. - რამე იდეა გაქვს? - მკითხა ნიკმა. - პირველ რიგში, მამაჩემის უსაფრთხოება მადარდებს! - დაცვა ჰყავს ვივი, ახლოსაც ვერავინ მიეკარება. იმხელა გალავანი აქვს სახლთან შემორტყმული, რომ პლიუს სანამ შიგნით შეაღწევენ, ასჯერ დაარტყამთ დენი. - მაშინ დედაჩემის სახლში, ქალაქგარეთ. ბევრმა არავინ იცის ეგ ადგილი. - სიდედრის სახლში მიგყევარ? - მკითხა ჰაიდენმა. მეცხრე თავი - ექიმი გვჭირდება - იმედიანად შევხედე ნიკს. იმდენი ნაცნობი ჰყავდა, ერთი ექიმიც ეგდებოდა სადმე ჯიბეში. - კბილის? - არა, თვალის. ხუმრობის დრო გვაქვს? - ვინმეს მოვიყვან, დამშვიდდი. - სახვევის გამოცვლა სჭირდება, დამუშავება სჭირდება ყოველ დღე. მე არ ვიცი, რა გავაკეთო ნიკ - ჩემი ბავშვობის საწოლზე დაშოტილ ჰაიდენს შევხედე. ეძინა. ისეთი ღიმილიანი სახე ჰქონდა, დაჭრილს კი არა, სამოთხეში მოხვედრილს ჰგავდა. - მემგონი მართლა ძალიან უყვარხარ - აღნიშნა ნიკმა. - არ იცის, რომ მეორედ დავჭრი მალე. - რა პრობლემა გაქვს? - ნერვები მომეშალა. - შენ ყველას უნდა უყვარდე, მაგრამ ზღვარს არ გადმოსცდნენ, თორემ დავხოცავ. სამუდამოდ პატარა დარჩები. შენ ერთადერთი ხარ, ვინც ცხოვრების სულელურ დინებაში არ ჩაებმევა და სამუდამოდ შეინარჩუნებს ბავშვობას? - კარგი იქნებოდა. - მაინც მოგწონს? - მომწონს. - ნერვები მომეშლება თუ თავისი გაიტანა. - ძალიან ეგოისტი ხარ, მაგრამ მაინც არ ვღიზიანდები. მეც ნერვები მეშლებოდა ილიზთან შეხვედრას რომ იწყებდი, თუმცა საბოლოოდ, შევეგუე. ჩემს დაქალს ხომ არ დაგაშორებდი? კარგი იქნებოდა, ჩემთან საერთო არაფერი ჰქონოდა და არ მყვარებოდა, მაგ შემთხვევაში, მართლა დაგაშორებდით. ოხ, ისეთებს მოვაწყობდი... - მეც აქ ვარ - შემოვიდა გაბრაზებული ილიზი. - სხვა ოთახში გადით, იღვიძებს მემგონი. ორივე უცნაურად დამემორჩილა. მომენტალურად დაგვტოვეს. ჰაიდენს მივუჯექი. თვალები ოდნავ გაახილა, დარწმუნდა რომ მასთან ვიყავი, შემდეგ კი კმაყოფილი სახით დახუჭა ისევ. - ნეტა ყოველ დღე მესროლონ. - მაშინ ჩვეულებრივი ამბავი გახდება და განსაკუთრებულ ყურადღებას აღარ მიიქცევ - ვთქვი სიცილით. - ანუ დამიკიდებდი ჰო? - როგორც ხედავ, შენი დაკიდება შეუძლებელია - თავზე მოვეფერე, თმა ავუწეწე. ასეთი ძალაგამოცლილი და მიკნუტებულიც საყვარელი ჩანდა. - დედაშენი რეკავდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. გელოდებოდი, როდის გაიღვიძებდი. - დავურეკავ მოგვიანებით - ხელზე მაკოცა - შენ როგორ ხარ? - კარგად. - ჩემზე ინერვიულე ხო? - ლამის სული გამძვრა. მეგონა, შენს შთამბეჭდავ კუნთებს ვეღარასოდეს ვნახავდი და ცხოვრება ჯოჯხოეთად მექცეოდა - სახეზე მოვეფერე. მინდოდა, მეტირა. ძალიან მინდოდა გულამომჯდარს მესლუკუნა, მაგრამ მაგისი დრო არ იყო. - მადლობა ღმერთს. იმედია, შენი სხეულით დამაჯილდვოებ - თვალებში ეშმაკები აუთამაშდნენ. - სანამ სუსტად ხარ, შენი ჯილდო გემრიელი ვახშამია, რომელსაც ილიზი აკეთებს. არც მე მეზარებოდა, მაგრამ ხომ არ მოგწამლავ? მოდი, წამოჯექი - დაჯდომაში დავეხმარე. - ხელჯოხი კი არ მჭირდება ვივიენ, ნორმალურად ვარ. - ჰაიდენ, შენი პროთეზის წამოღება დაგვავიწყდა - შუბლში შემოვირტყი ხელი. ცალი წარბი იმაზე უკეთ ასწია გაბრაზებულმა, ვიდრე მე გამომდიოდა. მოვიხიბლე. - სამაგიეროდ შენი მაწოვარა არ დაგვიწყებია. - საჭმელს მოგიტან ჰაიდენ ბიძია. - შეხედე, უკვე საწოლში მოგაქ ჩემთვის ვახშამი. მე უფრო პრინციპული მეგონე. - ხო არ გინდა ჭრილობაზე თითი დაგაჭირო და გაღრიალო ამხელა კაცი? - არ მაღრიალებ. კეთილი და საყვარელი ხარ. - ჩემი ბრალია, რომ თავის დროზე არ შეგიქმენი სათანადო წარმოდგენა ჩემზე - თავი სინანულით გავაქნიე. - რა არ შემიქმენი? დღემზე მეშინია, გადაბრუნებული გამარჯობა არ გითხრა. - ჰო და ეგრე! - ლანგრით წვნიანი მივუტანე. სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ჩემს თვალში ყველაზე ძლიერსა და გავლენიან კაცსაც ზრუნვა სჭირდებოდა. თურმე მამაკაცურობა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, როგორი კუნთები აქვს და რამდენი წონის ზიდვა შეუძლია, ჩემზე დამოკიდებულიც ძალიან მომწონდა. - შენ მაჭმევ თუ მე შევჭამო? - მკითხა სიცილით. - მემგონი ახლა შენ გჭირდება მაწოვარა. - ბუნებრივი კვება მირჩევნია - მკერდზე შემომხედა. - ნეტა როდის შეგიხორცდება ეგ ჭრილობა რომ წიხლქვეშ გაგიგდო? - როგორ აპირებ ჩემ წიხლქვეშ გაგდებას? - დაწვები შენივე ნებით ძირს და მე წიხლებს მოგცხებ. - ჩემი დახმარების გარეშე ჩემი ცემაც არ შეგიძლია. - თავი გააკანტურა. - ისე, ძალიან გემრიელია. - ჰო, ილიზი ნამდვილი პროფესიონალია. - შენ ალბათ კვერცხის შეწვაც არ იცი ხო? - არ მჭირდება. შენს რესტორანში ვჭამ ძირითადად. - უჩემოდ შიმშილითაც მოკვდებოდი - კიდევ გაეღიმა. - თავდაჯერებულო გმირო, გავალ ცოტა ხნით. - ილიზთან შევედი სამზარეულოში. ეგ და ნიკი ყავას სვამდნენ. - როგორაა შენი კინგ კონგი? - მკითხა სიცილით. - მისუსტებული, მაგრამ ფორმაში. ისე, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. ძალიან დაღლილები ხართ, მამას მიხედვა უნდა. მე ჰაიდენს ვერ დავტოვებ. თან ჩვენს სახლში უფრო უსაფრთხოდ იქნებით. - ჰაიდენთან მარტო დარჩენა გინდა? - ეჭვისთვალი მომავლო ნიკმა. - კი ნიკ, დაჭრილი და დაზიანებული ადამიანები მიზიდავენ და ერთი სული მაქვს მოგიშოროთ, რომ საწოლში ჩავუგორდე - ვუთხარი ირონიულად, თუმცა ასპროცენტიანი სიმართლე იყო - ნორმალური ხარ? უბრალოდ მე უნდა დავრჩე მასთან. ყველაზე ახლოს მე ვარ. - გამოცვლა თუ დასჭირდა? - გამოვუცვლი, რა პრობლემაა? ისე ცუდადაც არ არის, რომ ტუალეტში შევყვე და ჩახდაში დავეხმარო. დადის კაცი ჩვეულებრივად. - ცოტა ხმადაბლა მაინც ილაპარაკე ჩემს ჩახდაზე, თხელი კედლებია - გამომძახა ჰაიდენმა. - მაპატიე - გამეცინა. ნიკს შევხედე - წადით, ორივეს დასვენება გჭირდებათ. - კარგი. მალე დავბრუნდები, ექიმს მოვიყვან ოღონდ - დამნებდა ნიკი. - სხვათაშორის, დაუჭერიათ ყველა, ვინც ცეცხლი გახსნა. ახლა იმას ვფიქრობ, მთავარი შემკვეთი როგორ უნდა გამოვამწყვდიოთ ციხეში. - მაგას მე მივხედავ! - გამოგვძახა ისევ ჰაიდენმა. ავდექი და კარი დავხურე. - შვიდი ტვყიის მაგივრად, ერთი მოხვდა, მაგრამ ავდგები და ბოლოს მე მოვკლავ ამ კაცს - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. - რაღაც არ მგონია მოკვლა შეგეძლოს. - წაიბუზღუნა ნიკმა. - ფაქტებს თუ გადავხედავთ, მო**ვნა უფროა მოსალოდნელი - დაამატა ილიზმა. - კარგად დაადებინა დაჭრილს თავი მუხლებზე და კიდევ რომ დაემუქრა საფრთხე, გიჟივით გაიტაცა საავადმყოფოდან. - ბოდიში, რომ სასიკვიდლოდ განწირული გადავარჩინე. ნამდვილად მიყვარს, რადგან მისი სიკვდილი არ მინდა. წადით თორემ ძალიან მიშლით ორივე ნერვებს. - ჰაიდენს დავხედავ ჯერ. და საერთოდ დაურეკეთ ამ ჰაიდენის დედას, თორემ გამოაცხადეს, რომ საავადმყოფოდან გაიტაცესო და გული აქ ალბათ გახეთქვაზე. - ოთახიდან გავიდა ნიკი. ილიზი ეშმაკურად შემომყურებდა. - რა მოხდა? - თქვენზე ფანფიკები იდება. პრესაში გავრცელდა, რომ ჰაიდენ სთარი გადაგეფარა. ამიტომ იმდენი თეორიაა თქვენს სიყვარულზე, დათვლა მიჭირს. ერთმა გოგომ მოთხრობების საიტზე ისტორია შეთხზა. - ჩვენზე? - ჰო. „განგსტერის გოგო“ თუ რაღაცა ეგეთი. ახლა ვკითხულობ, როგორ გ*ყნავს. - ეე, ნუ კითხულობ! - ხელი ეკრანზე დავაფარე. - ძალიან კარგად წერს, მაგრამ საზიზღარი წასაკითხია.როცა წარმოგიდგენთ, ასე მგონია, მშობლებზე ვკითხულობ ეროტიკულ ნაწარმოებს. - ლინკი გამოუშვი. - ოხერი ხარ ვივიენ ბიშოპ - ეგრევე დამილინკა. გავაცილე წყვილი. თავგანწირულები სახლში დავრჩით. ჰაიდენს ეძინა, მე ვკითხულობდი „ქალმა საყვარელი მამაკაცის მკლავებში ჩამალა თავისი სხეული და ხელები კისერზე მოჰხვია. მამაკაცის სურნელი სწორედ ასეთი წარმოედგინა - მიმზიდველი, სასიამოვნო, ძლიერი“. ჯანდაბა, ამან საიდანღა იცოდა. შემდეგი 10 გვერდი, იმის აღწერა იყო, როგორ ვივახშმეთ, როგორ შემომსვა მაგიდაზე და ისეთები ჩამიტარა, რასაც ბოლო დროს მიტარებდა. - რას აკეთებ? - მკითხა ჰაიდენმა. - გაიღვიძა გმირმა - მივუახლოვდი. ძალიან ადვილად წამოდგა და კმაყოფილი სახით შემომხედა. - ძალიან ლამაზი ხარ. - გმადლობ - ლოყაზე მოვუთათუნე ხელი. - სააბაზანოში შევალ. - ჩემი დახმარება ხომ არ გინდა? - კი. ერთად მივიღოთ შხაპი. - ნუ მოგინდა მთვარეზე გაფრენა. დღეს შხაპს ვერ მიიღებ ვერც ჩემთან ერთად და ვერც ცალკე. - მოფსმაც მეკრძალება? - არა. შეგიძლია ჩააბარო ბუნებას ვალი. - თავისუფლად გავუშვი საპირფარეშოში. ცოტა არ იყოს, ცოლ-ქმარს ვემსგავსებოდით და ძალიან არ მომწონდა ეს ფაქტი, მაგრამ რა მექნა? მისახედი მყავდა. გამოსვლის შემდეგ, დედამისს დაურეკა და ერთი საათი უმტკიცებდა, რომ კარგად იყო. იქიდან ისეთი ფორიაქის ხმა გამოდიოდა, შემეშინდა ამ ქალის. თან რამდენჯერმე ჩემი სახელიც ახსენა ყურმილს მიღმა და ჰაიდენმა სიცილით შემომხედა, თუმცა ვერ გავიგე, რა თქვა. ცოტახანს, ისევ ვივახშმეთ. მე ძალიან მშიერი ვიყავი. ჰაიდენი ძირითადად, უყურებდა როგორ ვჭამდი და თვალებში ეტყობოდა, რომ ტკბებოდა. მერე ვაიძულე დაწოლილიყო. ტელეფონს უჩხიკინა კარგა ხანს, რაღაცას კითხულობდა. მე ცალკე გავაგრძელე ჩვენი „ფანფიკის“ კითხვა. როგორც ეწერა, მაგიდის შემდეგ, კიდევ კარგა ბლომად ადგილები მომატარა და იმდენჯერ გვქონდა სექსი, ვეღარ ვითვლიდი. ლოყებზე ალმური ამდიოდა, ისე მინდოდა მასთან საწოლში ჩაგორება, მაგრამ მეშინოდა, დაშავებული იყო. - რას კითხულობ? გაწითლებული ხარ სირცხვილისგან - გამომიჭირა მან. - არ გეტყვი. - „განგსტერის გოგოს“? - გადაიხარხარა. თან მიხვდა, რომ გამომიჭირა. - შენ საიდანღა იცი? - ილიზმა გამომიგზავნა. ძალიან მომწონს. წიგნი ხომ არ გამოვუცე ამ გოგონას? ცოტა რეალურ ფაქტებსაც მოვუყვებოდი. - როგორ მიყვარს, როცა ასეთი საყვარელი ხარ - მასთან გადავჯექი. ტელეფონი გამოვართვი და ტუმბოზე დავდე. – გეყოფა, თავს ნუ იტანჯავ ამისი კითხვით, მეც გავწამდი. - მოიცა, მაინტერესებს, მაგიდის მერე, დივანზეც გვექნება სექსი? - კი. - ყოჩაღი ვარ. - არა, ყოჩაღი არ ხარ. მთლად სექსი არ გვქონია, ძირითადად, მე ვივაჟკაცე. - ვაა - ცალი ტუჩით გაეღიმა. მერე ცოტახანს ჩაფიქრდა. - ჰაიდენ, შეწყვიტე წარმოდგენა და დაიძინე. გპირდები, მაგ გოგოს, არც კი დაესიზმრება, ისეთებს ვიზამ, როცა გამოკეთდები. - დავიმახსოვრებ ამ დაპირებას - ახლა უფრო კმაყოფილი ჩანდა. ტუჩებში ვაკოცე. - დედაშენი ჩემზე გელაპარაკა? - კი. აინტერესებს, ჩემს თითქმის ყველა ბიზნესს რატომ ჰქვია ერთი მუსიკოსი გოგონას სახელი. - მერე? - მშვენივრად იცის, რომ შენზე ვგიჟდები, უბრალოდ თვალს ვერ უსწორებს სიმართლეს. ეშინია. - ჩემი? - კი, შენი. - რატომ? - იმიტომ, რომ შეყვარებული კაცით მანიპულურება ადვილია. მითუმეტეს მაშინ, როცა მამისერთა მილიონერი გოგონა ხარ და ცხოვრებაში ყველაფერი მზამზარეული მოგდის. - სასაცილოა. უფროსი თაობის ხალხს გათამამებული მამიკოს შვილი ვგონივარ, თუმცა შევეჩვიე. მითუმეტეს, ქალები არ მწყალობენ, მათ შორის, დედაშენიც. სინამდვილეში, წარმოდგენა არავის აქვს რომ მამაჩემის ჩრდილიდან გამოსასვლელად ნახატებს უცნაური ფსევდონიმით ვყიდდი. არავინ იცოდა, ვინ იდგა ამ ფსევდონიმის მიღმა. შენ მართალი ხარ რაღაც მხრივ, შეყვარებული კაცით მანიპულირება ადვილია და როცა დამჭირდება, მაგ ფაქტს მშვენივრად გამოვიყენებ. - ახლა ცდილობ, რომ გული მატკინო? - შენ თქვი, ყველაფერი ლანგრით მოგდის ცხოვრებაშიო. ახლა დაიძინე, აღარ მაქვს შენთან ჩხუბის ნერვები. რაღაცა გმირულს რომ ჩაიდენ, ბოლომდე გმირად დარჩენის უნარი უნდა გამოიმუშავო. სხვათაშორის, მამაჩემის გაკოტრებულ ბიზნესსაც მე ვმკურნალობ თუ დააკვირდი. არაფერი უპასუხია. ასე საყვარლად ვაჩუმებდი და ჯერ არ ვიცი, ძირითადად მითმობდა თუ მართლა ჩუმდებოდა. სხვა ოთახში გავედი. ისეთი ნერვებმოშლილი ვიყავი, როგორ გამემწარებინა, ვერ მოვიფიქრე. ბოლოს ავდექი და საცვლებისამარამ დავიწყე ტანტალი წინ და უკან. - ვივიენ, მეღადავები? - თავი წამოყო როგორც კი დამინახა. - სიგარეტის ასაღებად შემოვირბინე, რა მოხდა? - ვითომც არაფერი, ისე ვკითხე. - შიშველი ხარ - მაქსიმალურად გაწელა ეს სიტყვები და თვალებდაჭყეტილი მომაჩერდა. - უი, დამავიწყდა, რომ გავიხადე. - ეშმაკი გოგო ხარ! სანამ რაღაცას ვეტყოდი, მერე თვითონაც შემომიბრუნებდა ენას და საბოლოოდ, დავხოცავდით ერთმანეთს, იქამდე მანქანა გაჩერდა ეზოში. თავიდან ვიფიქრე, ნიკი იქნება-თქო, მაგრამ ეგ სახლში მისვლას ვერ მიასწრებდა ჯერ და უკან დაბრუნებაც მეეჭვებოდა. - ვივიენ, ოთახში შედი და ჩაიცვი. მერე სადმე მიიმალე - წამოხტა ჰაიდენი. - ღადაობ? სად დავიმალო, გიჟი ხო არა ხარ? - ახლავე! - ჩურჩულით რომ დაიღრიალებ კაცი, ეგ მომენტი გვქონდა ზუსტად. - სად წავიდე? - შუქი ჩამქვრალი სადაცაა, იქ - საიდანღაც იარაღი გმოაძვრინა და კართან აიტუზა. მე ჩემს ოთახში შევვარდი და ხალათი ჩავიცვი. სადღაც, მამაჩემის იარაღების კოლექცია იყო გადამალული. როგორც ვეჭვობდი, მისივე ოთახში იქნებოდა. სწრაფად დავტაცე პისტოლეტს ხელი და ჰაიდენთან გავვარდი. უკვე გვიანი იყო. ნიკი იდგა გაოგნებული მარკოსთან ერთად და ისეთი სახით გვიყურებდა, „თქვენ ში* ხო არა გაქვთო“ - გვეკითხებოდა. - რა მისის და მისტერ სმიტობა ამიტეხეთ? - უცხო მანქანა იყო, თან შენ ასე მალე არ გელოდებოდით. - ჰო, სხვისი მანქანა წამოვიყვანე, ჩემსას ვერიდებოდი. მარკო ახლოს ცხოვრობს აქედან და ეგრევე მაგას მივაკითხე. - ილიზი სადაა? - ტაქსით გავუშვი. უკეთესი იქნება, საერთოდ თუ არ იჭაჭანებს ჩვენთან ახლოს. სახიფათოა მაინც. - ძაან შემეშინდა - ჰაიდენს შევხედე. მივვარდი და ჩავეხუტე. ხელები მჭიდროდ მომხვია. მარკომ გასინჯა. ჩვენი ოჯახის ექიმი იყო, დედაჩემსაც დიდხანს მკურნალობდა. - დამუშავება სჭირდება და სახვევის გამოცვლა. საშიში არაფერია. შენ განდობ ამის მოვლას იცოდე! - მე შემომხედა. - მივხედავ. ექიმი და ნიკი რომ გავისტუმრეთ, მტირალა ბავშვივით ჩამოვჯექი სკამზე და ავსლუკუნდი. გაოგნებული მიყურებდა ჰაიდენი. - რა დაგემართა? - ჩემს წინ ჩაიმუხლა. - შემეშინდა, რომ ისევ გესროდნენ. - სულ ტყუილად შეგეშინდა. - მუხლებში ჩამირგო თავი და ხელები დამიკოცნა. - მე თითქმის უკვდავი ვხდები, როცა ჩემს გვერდით ხარ. - თითქმის არ ითვლება. - ითვლება. ნამდვილი თორი ვარ. შემიძლია, რომ ათასობით ძლიერი მოწინააღმდეგე დავამარცხო ოღონდ შენ თმის ღერი არ ჩამოგივარდეს. თავზე მოვეფერე. წელზე დამეჯაჯგურა და ისე სწრაფად ამიტაცა ხელში, აზრზე მოსვლა ვერ მოვახერხე. - რას აკეთებ ჰაიდენ, გააფრინე? - ფეხები მაინც წელზე შემოვხვიე. - ჩემზე ნერვიულობ? - კი. ჭრილობა არ გაგეხსნას. - უბრალოდ დამდე პატივი და მომეფერე - აბრეშუმის ხალათი თავისით გადაიხსნა შუაზე. სასაცილო იყო, ჰაიდენის დანახვაზე როგორ თავისით ვშიშვლდებოდი. დიდი დახმარება არ სჭირდებოდა ჩემს სხეულს. ყელში მკოცნიდა შეუჩერებლად. გაოგნებული, ამ მომენტის გააზრებასაც ვერ ვახერხებდი. ჰაიდენი ტკბილი იყო და ნამდვილი მამაკაცის სურნელი ჰქონდა. ზუსტად დაუწერია იმ გოგოს ჩვენს ისტორიაში. რომ ეკითხათ, როგორია შენი ოცნების არომატიო, საყელოს მოვქაჩავდი და მაგრად ჩავყნოსავდი. საწოლზე დამაგდო. მე ისევ იმისი მეშინოდა, ნაჭრილობევზე არ მომხვედროდა ხელი ან მკერდი, მაგრამ თავად ფეხებზე ეკიდა. თვალებში ისეთი ცეცხლი უგიზგიზებდა, ვაი იმას, ვინც ჩაქრობას შეეცდებოდა. მისი სხეული საბანივით გადაეკრა ჩემსას. ზამთრის ყველაზე სუსხიანი საღამოც რომ ყოფილიყო, სხვანაირ გათბობას ვერ ვინატრებდი. გიჟივით დავეწაფეთ ერთმანეთის ტუჩებს. ლიფი გამიხსნა. ბაგეები გახსნა და რამდენიმე წამით უცქერდა ჩემს მკერდს. სათითაოდ, ორივე დამიკოცნა. - მამიკო ისევ თქვენთანაა - მიუგო ჩემს ძ*ძუებს. რაებს ბოდავ-თქო, უნდა მეკითხა, მაგრამ ისეთი მხურვალება ვიგრძენი მკერდში, რომ მივხვდი, მათ ურთიერთობაში არ უნდა ჩავრეულიყავი. აქ რაღაც იმაზე ინტიმური ხდებოდა ჰაიდენსა და ჩემს ბორცვებს შორის რომ მიწიერი არსება ვერ ჩავწვდებოდი. მკერდიდან შეუჩერებელ კოცნას მოჰყვა, მუცელზე, თეძოებზე, ბარძაყებზე მონიშნა თავისი ტერიტორია და შემდეგ ჩემს ვაგ*ნას მიადგა ბაგეებით. როგორც აღმოჩნდა, მაგას უსიტყვოდ მიესალმა. თან ისე მიესალმა, რომ მთელ სხეულში გამაჟრიალა, გაუაზრებელად, ხმამაღლა ავკრუსუნდი და თმაზე ჩავებღაუჭე. ერთიანად დავიკლაკნე მისი ენის ტრაექტორია რომ შევიგრძენი ჩემში. სიამოვნებდა, როგორ ვკვნესოდი, სიამოვნებდა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი სხეულის ყველა ნაწილს თავისუფლად ეხებოდა. თავი უკან გადავაგდე, მთელი სულით აღმომხდა სიამოვნების გაუაზრებელი ხმები. ჩემი გადარევის ფონზე, ჰაიდენი ათმაგად გაგიჟდა. ერთი სიგიჟის ამპლიტუდას, მეორე მოჰყვა. ახლა უკვე, კარგად ვხვდებოდი, რამხელა ძალაუფლებაა, როდესაც ძლიერი და გავლენიანი კაცი, შენით ჭკუადაკარგული კვნესოდა. ერთმანეთს გადარეულებივით ვაცხრებოდით ტუჩებზე, მხრებზე. - აუ, არ გაჩერდე რაა - შევევდრე, როდესაც ორ*აზმის მოახლოება მესამედ ვიგრძენი. ერთდროულად, გაშეშებულიც ვიყავი და აცეკვებულიც ჩემი დაუცხრომელი ვნებით. მეათე თავი - არ გეძინება? - მკითხა ცოტახანში. არადა, თითქმს ვთვლემდი უკვე. - ძალიან ჰაიდენ. - რა კარგია ცხოვრება, არა? - მშვენიერი. მაგარი ბიჭი რომ ხარ იცი? - ტუჩებში ვაკოცე. - მიხარია თუ ეგრე ფიქრობ. - არა მარტო ვფიქრობ, ვგრძნობ კიდეც. საკუთარ თავზე გამოვცადე, გახსოვს? - ვივიენ, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ - თავი კისერში ჩამირგო. მისი სუნთქვა კანზე მეალერსებოდა და გასაოცარ შეგრძნებას ბადებდა ჩემში. სახეზე მოვეფერე. მკვდრებივით დაგვეძინა. პირველად მეძინა ვიღაცასთან ჩახუტებულს. ჰაიდენი ერთადერთი გამონაკლისი იყო, ვის შეხებასაც სამუდამოდ სევეგუებოდი ძილისას. ჩემი ცხოვრების გამონაკლისი იყო. დილით, უფრო სწორედ შუადღისას, ჭურჭლის მსხვრევის ხმამ გამომაღვიძა. დაფეთებულმა ავწიე თავი. - მაპატიე, არ მინდოდა გამეღვიძებინე - თავი იმართლა. - შენ ასე არხეინად არ უნდა დაბოდიალობდე, დაჭრილი რომ ხარ, დაგავიწყდა? - გადავივლე კიდეც - ძალიან კმაყოფილი ჩანდა. - შევეცადე, მკერდზე სისველე არ მომხვედროდა. - როგორ გადაივლე ისე, რომ მკერდი არ დაგსველებოდა? - როგორღაც. დეტალებს არ მოვყვები. ჯანდაბა, საოცრად ლამაზი ხარ ვივიენ. მთელი ეს დრო, ვუყურებდი როგორ გეძინა და ყველაზე ბედნიერი ვიყავი. - ამის შემდეგ, მეცოდინება, როგორი მანიაკი ხარ. - გეტყობა, რომ სიგიჟემდე არ გიყვარვარ. სხვა შემთხვევაში, მანიაკს არ დამიძახებდი ამის გამო. - მოდი ჩემთან - საბანი ჩამოვიცალე სხეულიდან. იმხელა მანძილიდან ისკუპა საწოლში, რომ მეგონა, ჩატეხავდა. ჩავეხუტე, ხალათი გავხადე და მხრებზე დავუწყე კოცნა. - ეს რა ხალათია? - რომელიღაცა გარდერობში ვიპოვნე. სხვათაშორის, ახლადგარეცხილის სუნი ჰქონდა. - კი, ვუვლით აქაურ ნივთებს. - მოდი, აქ ვიცხოვროთ - მკერდი დამიკოცნა და ტუჩებზე მეძგერა. - არ შემიძლია ქალაქგარეთ ცხოვრება - განწყობა გავუნადგურე. - უბრალოდ ჩემთან ცხოვრება? - ჰაიდენ, მხოლოდ რამდნიმე ღამე გავატარეთ ერთად. - მე მანამდეც თანახმა ვიყავი მთელი ცხოვრება შენით დავმტკბარიყავი. - იმიტომ, რომ უშიშარი ხარ. - გულში ჩავიკარი, სახე დავუკოცნე და ზემოდან მოვექციე. - მისტერ სთარ - მისი მკერდისა და მუცლის კუნთებზე ხელი გავასრიალე. ჯანდაბა! ისეთი მადისაღმძვრელი იყო, რომ დიდი პრელუდია არ მჭირდებოდა, ეგრევე გასაწური ვხდებოდი თუნდაც მხოლოდ წელსზემოთ შიშველი ჰაიდენის დანახვაზე. სხეულზე მომეფერა, მკერდზე მომიჭირა ხელები. მის ღირსებაზე შევჯექი, ჩემი სხეული ასეთი მოქნილი არასოდეს ყოფილა.მომწონდა, როცა ჰაიდენის სიამოვნებისგან ჭკუადაკარგულ სახეს შევცქეროდი. კვნესას ვერც ის იკავებდა. მე კი ნეტარება მიასმაგდებოდა იმის დანახვისას, რომ შემეძლო საოცრად ძლევამოსილი ვყოფილიყავი. შემეძლო, ჰაიდენ სთარისთვის აზროვნების უნარი დამეკარგა, შემეძლო დამეჩოქებინა მამაკაცი, რომელიც სიძლიერის ეტალონს წარმოადგენდა ჩემს თვალში. ორგაზმი მხოლოდ ორგაზმი არ ყოფილა. რაღაც არაამქვეყნიურის დასასრული, დასაწყისი ან კულიმინაცია იყო. ჩვენ ორნი ერთმანეთის თვალებზე დამოკიდებული, ერთ სხეულად და ერთ სუნთქვად ვქცეულიყავით. არ მეყო... ვერ ვჩერდებოდი. მინდოდა, მასზე შემომჯდარს მეცხოვრა, მის სხეულზე ამხედრება ყოფილიყო ჩემი ჩვეული მდგომარეობა. თითქოს წყურვილდაკმაყოფილებული, ისევ შევხედავდი მის გასაოცარ სახეს და ახლიდან მინდებოდა ჰაიდენის ნაწილი ვყოფილიყავი. - ასეთი რამე არსებობს? - ვკითხე ქოშინით. ისეთი ოფლიანი და ქანცგაწყვეტილები ვიყავით, ილიზს რომ დაენახა, ერთი კვირა იღადავებდა ჩვენზე. - თუ მარტო ჩვენ ვშვრებით? - ზედიზედ ამდენჯერ? - მკითხა სიცილით. - ჰო. ღმერთო, რა ბედნიერი ქალი ვარ - ლამის საკუთარ თავს ჩავეხუტე - უხ! - უსექსუალურესი ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ თავს ქათინაურებს ეუბნები. - ახლა მშია. რა მომიმზადე? - ომლეტი. - ანუ დღეს ყველგან კვერცხები მაქ? - ვკითხე და თავადვე გადავიხარხარე. მერე ცოტა მომერიდა გარყვნილი ხუმრობის, თან მარტო მე გამეცინა ჩემს ხუმრობაზე. - ძალიან მხიარული ჩანხარ, რა კარგად მოქმედებს თურმე შენზე სექსი. - აბაა. სად ვიყავი 25 წელი. - მე მელოდებოდი. - აქამდე გამოჩენილიყავი. რას მეტრფოდი შორიდან მთელი 6 თვე? ბარემ 6 წელიწადში მოსულიყავი და მერე მართლა მისტერ სთარს ან ძია ჰაიდენს დაგიძახებდი. - მემგონი ძველებური ხასიათი დაგიბრუნდა. ისევ 60 წლის შინაბერა ქალწულს დაემსგავსე. - რო მომშივდა, მაგიტო - ბედნიერად დავჯექი მაგიდასთან. - საჭმელების კეთება იცი? - ეჭვისთვალით შევხედე. - კი. - რისი? - ყველაფრის. - მიხარია - ერთი შეხედვით ჰაიდენი ამდენ ხანს გიჟდებოდა ჩემზე. მეორე შეხედვით კი ახლოდან რომ გაგვიცნობდნენ, კაცი იფიქრებდა, ეს ალქაჯი ამ ანგელოზივით კაცს რამ შეაყვარაო. საჭმლის კეთება ვიცოდი თუ არა, მაგას ისედაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ სხვა დანარჩენ თვისებაში აშკარად მჯობნიდა. - ნიკი მოვიდა, ჰაიდენ, ნიკი მოვიდა - გიჟივით წამოვხტი და პირგამოტენილმა დავიწყე წივილი. - შედი, შედი! - საწოლიდან ჩემი საცვლები აკრიფა სასწრაფოდ. - ჩაიცვი ჰაიდენ, ჩქარა. თან მიყნოსე აბა, შენი სუნი ხო არ ამდის? - ჩემი სუნი რომც აგდიოდეს, რას მიხვდება. საერთოდ, ვეტყვი მიყვარს ვივიენი-თქო და დამთავრდება. რა ისტერიკებს აწყობ. - როცა დრო მოვა, ისედაც შენ ეტყვი ყველაფერს, მე მაგ დროს, თვითმფრინავში ვიქნები უკვე და ქვეყნის საზღვარი გადაკვეთილი მექნება. ჯერ არ მინდა - ჩემს ოთახში შევვარდი და ადამიანურად შევიმოსე. იმდენად სწრაფად დავლაგდით მე და ჰაიდენი, რომ ჯერ მანქანიდან გადმოსულებიც კი არ იყვნენ. - ბუნებრივად ვდგევარ? - არა. მოდუნდი ცოტა. - ნუ მიყურებ, რამეს იეჭვებენ - კარისკენ წავედი. - რა გადაფითრებული ხარ? - ეგრევე მაჯახა ილიზმა. - იბანავა ვაჟბატონმა სანამ მეძინა. - არ დავაყოვნე. - მეშინია ჭრილობა არ გაეხსნას. ჰაიდენიც გაკვირვებული დარჩა როგორ მოხერხებულად შემეძლო ექსტრემალურ სიტუაციებში რეალური მიზეზების მოფიქრება. - გასახსნელი ბევრი არაფერია. მაგრად გაუმართლა, ტყვია მოხვდა და გეგონება, ნემსი უჩხვლიტესო ისე აქვს. - დამამშვიდა ნიკმა. - ცოტა ხნით უნდა წავიდეე, მიხედავთ? - კი, დავიტოვებთ - ორივემ თავი დამიქნია. ჰაიდენი თვალებით მეკითხებოდა, ხო არ ა*ძრევ, რაის დატოვებაო, მაგრამ დიახაც რომ ვან*რევდი, თანაც ზუსტად მასზე. - სად მიდიხარ? - დასასრულებელი მაქვს ნახატი. ძალიან ცოტახნის საქმეა. - ხომ არ დაგავიწყდა, რომ გუშინ გვესროლეს? - შენ გესროლეს. მე უბრალოდ გარემოების მსხვერპლი ვარ. - ნებისმიერმა იცის, ვინცაა ჩემი სუსტი წერტილი. ამიტომ შენც საფრთხეში ხარ - დამიძაბა. - არ დაგერქმია ყველაფრისთვის ჩემი სახელი და ვერ მიხვდებოდნენ როგორ ძლიერადაც მეტრფი - დავუბღვირე. - თან ნიკმა სხვა მანქანა მოიყვანა და იმითი წავალ. - იარაღი მაინც წაიღე. - შენი გაფრთხილების გარეშეც დამაქვს, მამაჩემს ნუ ემსგავსები ჰაიდენ! - თვალები დავუბრიალე. ჩუმად ილიზის ტელეფონი ავიღე და სააბაზანოში შევედი, წყალი მოვუშვი. ნაცნობ ნომერზე დავრეკე. ვინ იცის, შეიძლებოდა ერთადერთი ოჯახის წევრი ვიყავი, რომელსაც აროს ნომერი ჯერ კიდევ ჰქონდა. არო კაცის შემოკლებული სახელი იყო და ძალიან ბევრმა არ იცოდა, სინამდვილეში რა ერქვა. მათ შორის, არც მე. - ვივიენ ბიშოპ? - გაკვირვებული ხმა გავიგონე. გამეღიმა. ყოველთვის მიყვარდა ეს ხმა, რომელიც ვისკის მსუბუქ არომატთან და ტყავის სურნელთან ასოცირდებოდა. სახლში ყველაფერი ტყავის ჰქონდა, ალბათ ტყავის შარვალი არ ეცვა ხოლმე, თორემ დანარჩენი, კი ბატონო. - გამარჯობა არო, შენთან საქმე მაქვს. - ტუალეტში ხარ შეკეტილი და ონკანი გაქვს მოშვებული, რომ მამაშენმა არ გაიგოს, ვის ესაუბრები? - გაეცინა. - მამაჩემის მაგივრად, შეყვარებული ჩასვი - არ მჯეროდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენე - მაგრამ მამის მაგივრობასაც მიწევს, როცა საჭიროა. - შეყვარებული გყავს? რამდენი წლის ხარ პატარა ლაწირაკო? - ოცდახუთის. - დაგეცამდა ოცდაათამდე, ჯერ რა ადრე იყო. - მეც მაგას არ ვამბობდი? ის ვეღარ დაიცდიდა ეტყობა. - ვინაა? - მაგაზე ტელეფონით არ მინდა. შენთან საქმე მაქვს. - მეჯვარეობა უნდა მთხოვო? - კარგი რაა. - ვიცი დაახლოებით რასაც ეხება. ტელევიზორს ვუყურებ ზოგჯერ და ვნახე როგორ საყვარლად გადაგეფარა. ამის გამო, ჩემი სიმპათიები დაიმსახურა. თუ გინდა, მანქანას გამოგიგზავნი და გამოყევი. - არა, ისედაც სხვისი მანქანით მოვდივარ. - ჭკვიანი გოგო ხარ. სტრიპტიზ კლუბის პატრონი ჩამიკოცნე. - აუცილებლად. საუბრის მერე შხაპი მივიღე. ისეთი ქანცგაწყვეტილი ვიყავი, ლამის აბაზანაშივე ჩამეძინა. გამოვედი თუ არა, ერთი-ორი ნორმალური საგარეო კაბა გამოვჩხრიკე კარადიდან. ეტყობა, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, აქაც ვინახავდი. ჩავიცვი და წავედი. ჰაიდენს ძალიან არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ რას იზამდა? აროს სახლს მივადექი. ძველი მეგობარივით ან უძღები შვილივით გადამეხვია.მის ხელში ვიყავი გაზრდილი. მამაჩემის საუკეთესო მეგობარი იყო, სანამ რაღაც სისულელეზე დასცხებდნენ და მერე სამუდამოდ გაიყრებოდა მათი გზები. ყოველთვის ასე იყო, როცა ორი უაზროდ ამაყი ადამიანი იკინკლავებდა - სისულელეების გამო შეეძლოთ ერთმანეთის დაკარგვა. - მიხარია, რომ ვიღაც გყავს პატარა წიწილა - ასე მეძახდა ბავშვობაში. სიმართლე რომ ითქვას, ყოველთვის ვაჟზე ოცნებობდა. მას და მის ცოლს შვილი არ უჩნდებოდათ და ისე აღმოჩნდა, რომ ოცნების ვაჟთან ყველაზე ახლოს, მე აღმოვჩნდი. - ვიღაც? - ცალი წარბი ავწიე - ჰაიდენი არაა ხელწამოსაკრავი „ვიღაც“. - ვიცი. გიწონებ არჩევანს. - ჩემი არჩევანი არ ყოფილა, უბრალოდ მოსვენება არ მომცა. - მოსვენებას ვინც არ გაძლევდა, ყველა სანაგვეზე მოისროლე. ეტყობა, თავადაც გინდოდა, რომ შეეწუხებინე. - ეტყობა. - მამაშენმა იცის თქვენზე? - არა. ილიზისთვისაც კი არ მითქვამს. საერთოდ არ ვაპირებ მოყოლას. ვფიქრობ, რომ ზედმეტი ხალხი ზედმეტი პრობლემაა და იდეალურ ურთიერთობას ანგრევენ. - ღმერთო, ამდენი რამე როდის გასწავლე? - მოგისწვრია. - რა გაინტერესებს საყვარელო? - მის კაბინეტში დავსხედით. - ვინ დაგვესხა თავს და რა უნდოდათ ჰაიდენისთვის. აშკარაა, მათი სამიზნე მხოლოდ ეს კაცი იყო. სხვა დანარჩენი კი შემთხვევით მოვხვდით ხელში. ან უბრალოდ, სტუმრები შეუშინეს. - ერთი ტიპია. სახელი არ ვიცი, მაგრამ ორთვალას ეძახიან. - ბარემ სამთვალა ყორანი დაეძახათ, რა იყო? - ჩემივე ხუმრობაზე გადავიხარხარე, მაგრამ არო ვერ მიხვდა. სამეფო კარის თამაშებს არ უყურებდა და ალბათ მაგიტომ. ამ ბოლო დროს, იუმორის გრძნობა დამიქვეითდა ეტყობა. - ცალი თვალი არ აქვს. - რა ირონიული და დებილური მეტსახელია. - ჰაიდენის ვალი ჰქონდა და ეტყობა, შენმა კაცმა არ შეარგო. მერე გააბრაზა. ძალიან მეეჭვება, მაგან ასე დატოვოს ეგ ყველაფერი. - სანამ ჰაიდენი იძიებს შურს, მირჩევნია მე მოვაგვარო. ორჯერაა ნასამართლევი. რამე საეჭვოს თუ ჩაიდენს, მესამე ჯერზე უკვე დიდი ხნით ჩააყუდებენ ციხეში, რაც ძალიან არ მაწყობს. - მაგ ორთვალას რაღაცა მაქინაციები უეჭვლად ექნება ჩადენილი. შეგიძლია, ადვილად მოიშორო. ისე ჩავუშვათ, რომ ვერასოდეს გაარკვიოს დამბეზღებლის ვინაობა. უკანონო ბორდელიც აქვს. მაგის ცოლს უცხოეთიდან ქალები ჩამოჰყავს სამუშაოდ და მერე იძულებით ასაქმებენ სხვა პროფესიით. - ეგ უკვე ისეთი დანაშაულია, რომ დიდი ხნით ვერ გამოვა ციხიდან... ძალიან გამეხარდა. უკანონო ბორდელი და ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები არ გამხარებია, უბრალოდ ორთვალას ძალიან დიდი ხნით რომ ჩავაყუდებდი, ეგ მაბედნიერებდა. არო დამპირდა, რომ უჩემოთაც მოაგვარებდა მაგ საქმეს. მერე ცოტახნით, ჩემი და ჰაიდენის ამბავი მომაყოლა. მასთან საუბარმა დიდი შვება მომგვარა. იმ გოგოს დავემსგავსე, თავის სასიყვარულო ისტორიას რომ ჰყვება და თან ეამაყება. - შენ არ გიყვარს ეგ კაცი - მომიგო მტკიცეთ - მაგრამ პოტენციალი აქვს, რომ შეგიყვარდეს. - ჩემთვის ძნელია სიყვარული არო. - ვიცი და ეს ნორმალურია. ჩემთვისაც ძნელია. დღემდე იმას წუწუნებს ჩემი ცოლი, რომ არასოდეს შემიყვარდება ისე, როგორც მას. ეს უსამართლობაა. ჩვენ უსამართლო ადამიანები ვართ, თუმცა ბუნებას ვერაფერი გვიცვლის. იმისთვის ხარ გაჩენილი, რომ გაგაღმერთონ ვივიენ. შენ დიდების მოყვარული ქალი ხარ, სხვისი გრძნობებით საზრდოობ და იკვებები. ყვავილივით ხარ, მუდამ წყალი გჭირდება, თორემ დაჭკნები. - ალბათ. - ჰაიდენი მომწონს. ძლიერი კაცია და თან შენი რესურსი აქვს. - რას ნიშნავს, ჩემი რესურსი აქვს? - გაჭმევს. - შენც ნიკივით ნუ ლაპარაკობ - ნერვები მომეშალა - ეგეთი ღორი ვარ მართლა? - პატარა გოჭი ხარ - ცხვირზე მიჩქმიტა პატარა ბავშვივით. ოხერი კაცი იყო, მაგრამ მაინც მიყვარდა. დედაჩემის სახლში რომ დავბრუნდი, ჰაიდენს ეძინა. ნიკი და ილიზი სადილობდნენ. მე კი არც საუზმე დამცალდა ნორმალურად, არც ძილი და პირველად ეგრევე საჭმელს ვეძგერე. - დაგვემშა ბავშვი - გაეცინა ნიკს. - ჰაიდენი როგორაა? - მოწყენილია უშენოდ - გაამძაფრა ილიზმა. - თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, მეც კარგად მივხედავ. - მარტო გინდათ დარჩენა? - არ ესიამოვნა ნიკს. - კი. - რაებს მელაპარაკები? - გეხუმრები. უბრალოდ, სჯობს რომ მამაჩემს მიმიხედოთ. ნერვიულობს? - არა, ტელევიზორს არ ვართვევინებთ და არაფერი იცის. - აბა რატო არ მომიკითხა მთელი ერთი დღე? ტელეფონიც წაართვით? ოთახშიც ხო არ გამოკეტეთ? - კი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლია - გადაიხარხარა ილიზმა - შენ გათიშული გქონდა და მერე სხვა ნომერზე დავარეკინეთ, მე ველაპარაკე შენი ხმით. - გაგიჟდით? - არა, ძაან საკაიფოდ შვრება - ილიზს გაჰხედა ნიკმა - მიდი აბა ანახე. - გამარჯობა, მე ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მთელ ქალაქში და ჰაიდენ სთარი ჩემზე ჭკუას კარგავს - ისე მომბაძა, თავადაც გამოშტერებული დავრჩი. ძლივს წავიდნენ. ჰაიდენი ძილის დროსაც ისეთივე საყვარელი იყო, როგორც გამოფხიზლებული. გვერდზე მივუწექი, კუნთიანი მკლავები დავუკოცნე. არასოდეს მეგონა კაცს თუ საკუთარ საწოლში გავაჭაჭანებდი. ზოგადად კაცს რომ გავიჭაჭანებდი, ეგ კი ვიცოდი, სხვა გზა არც მქონდა, მაგრამ საკუთარ საწოლში თუ დავაძინებდი და მოვუვლიდი, ნამდვილად ვერ წარმომედგინა. თვალები დავხუჭე, ჰაიდენთან ახლოს მივიტანე სახე. მსურდა, ისევ მისი სუნთქვა შემეგრძნო, რადგან ყველაზე სასიამოვნო და ტკბილი ძილისპირული იყო სამყაროში. გამოღვიძებისას, საშინლად ვგრძნობდი თავს. შუადღის თვლემის შემდეგ რომ ისე იღვიძებ, გეგონება წელიწადნახევარი გაატარე საწოლში, ზუსტად ეგრე ვიყავი და თან თავიც მტკიოდა. საინტერესო ფაქტი ჩემს შესახებ: ახალგამოღვიძებულს ბულდოგის ხასიათი მქონდა. ზუსტად არ ვიცი, ბულდოგს რატომ ადარებდნენ ავ ადამიანებს, ზოგადად ძაღლები მიყვარდა, მაგრამ სიტყვა „ბულდოგი“ მართლა შემეფერებოდა თავისი ჟღერადობით. - რომელი საათია? - ვკითხე ჰაიდენს, რომელიც ეგრევე საკოცნელად მომვარდა როგორც კი გამოღვიძების ნიშანწყალი დამეტყო. - ღამეა. - კონკურეტულად? - 9 საათია, შენ აბურდული თმა გაქვს და მგონია, რომ ამაზე მშვენიერი ბუნებაში ვეღარაფერი იქნება. - მაგარი რომანტიკოსი მყევხარ. ამდენ ხანს როგორ გაგაჩერეს მარტო? ურთეირთობაში, მანიაკი ხომ არ ხარ? - მეტი რაღა დასტური გინდა მაგისი. - მართლა ჰაიდენ! აქამდე რატომ არ გქონია ურთიერთობა? - ვაჟიშვილი გგონივარ თუ რა ხდება? რას ჰქვია, ურთიერთობა არ მქონია? - მოკვდა სიცილით. - თან მდიდარი და სიმპათიური ვარ. - მე სერიოზულს ვგულისხმობ. - ეტყობა, ჩემი უცნაურობების გამო ყველას ეშინოდა. - რა უცნაურობის? - სექსის ყურება მომწონს. აი, მესამე რომ ხარ და არაფერს აკეთებ, უბრალოდ უცქერ, როგორ *იმავენ ერთმანეთს, მაგრად მისწორდება. - მართლა ამბობ მაგას? - არა. ნეტა შენ თავს შეგახედა, გული გაგისკდა. - ჰაიდენ, რატომ მაშინებ? - საცოდავად ამოვიოხრე. ჩხუბის ხასიათზე კი ვიყავი, მაგრამ მეზარებოდა. თან ჰაიდენიც დაჭრილი იყო და... - გაგეხუმრე. სინამდვილეში, მქონდა სერიოზული ურთიერთობა და დაქორწინებასაც ვაპირებდით. მას ჯეინი ერქვა. - ვინ ჯეინი? - შიგნიდან კანკალმა ამიტანა. საშინლად დავიძაბე. - რომ გითხრა ვინ ჯეინიც, მიხვდები? - გაეცინა. მე კი ეჭვიანობისგან ერთ უზარმაზარ ბოღმის ბუკეტს დავემსგავსე. ჯერ არ ვიცოდი იმ ქალის ასავალ-დასავალი, მაგრაამ მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა. რას წარმოადგენდა? როგორ გაბედა, რომ ოდესღაც ჰაიდენი მასზე დაქორწინებას აპირებდა? - მომიყევი! - ბრაზს ვერც კი გამოვხატავდი, მაგრამ სიცივე რომ გარედან გიკაკუნებს თავში და ტვინში შემოღწევას გიპირებს, ეგრე ვიყავი ზუსტად. მეგონა, იქვე მოვკვდებოდი თუ მოყოლას გააგრძელებდა ჯეინზე. თუ არაფერს მომიყვებოდა, უფრო მეტად მოვკვდებოდი. იმ წამს გავაცნობიერე, რომ სიკვდილსაც თავისი სტადიები ჰქონდა. - უცნაური ქალი იყო, შენგან ძალიან განსხვავებული. ხელოვნება ეჯავრებოდა, წიგნებიც არ უყვარდა, თუმცა მაინც ჭკვიანი იყო. ორი ბიჭი ჰყავდა, მოძალადე ქმარიც. ჩემს რესტორანში მიმტანად მუშაობდა. თავიდან, ძალიან მომეწონა, მაგრამ დაოჯახებულიაო, მითხრეს და უკან დავიხიე. დროდადრო, ხელებზე ჩალურჯებებს ვატყობდი. ხომ იცი, როგორი მანიაკიც ვარ, როცა მიყვარდება. თვალთვალი დავუწყე. აღმოჩნდა, რომ ქმარი სცემდა. იმ პერიოდში, მისი ერთადერთი ხსნა ვიყავი. ბავშვებთან ერთად წამოვიყვანე სახლიდან და ჩემთან ვაცხოვრებდი. მემგონი აღარ ღირს გაგღძელება, ვხედავ, რომ ნელ-ნელა ჩემი მოკვლა გინდება იმ ურთიერთობის გამო, რომელიც აღარ მაქვს. - გააგრძელე! - სასიკვდილოდ განწირულივით ამოვიკვნესე. - ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი, დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ მერე მოძალადე ქმარი მოენატრა და მიმატოვა. - იმან მიგატოვა? - სევდიანი ისტორიაა არა? - მხარზე მაკოცა. გამოვიწიე და წამოვდექი. ისეთი განრისხებული ვიყავი, მერჩივნა ისევ რამე ფსიქოლოგიური პრობლების გამო არასოდეს ჰქონოდა წარსულში ურთიერთობა (აბა ფიზიკური პრობლემა არ ჰქონია, დავრწმუნდი წინა ღამით). ეგოისტი ვიყავი. მარტო მე უნდა ვყვარებოდი ახლაც და წარსულშიც. ეს ის შემთხვევა უნდა ყოფილიყო, ხალხი რომ თითს იშვერს და ამბობს: „შეხედეთ, ამ კაცს! მას მთელი ცხოვრება ვივიენი უყვარს“ მე უნდა მემაყა და არა ჯეინს. მე უნდა ვყოფილიყავი პირველი. - ვივიენ - ხმას აუწია ჰაიდენმა. ძალიან დამეტყო ალბათ რომ ჭკუიდან გადავდიოდი ნელ-ნელა. - რა ჯანდაბა გინდა? - დავიღრიალე. - ჯეინის ისტორია გამოვიგონე. სანამ წასული იყავი, რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, თავს სხვანაირად ვერ ვირთობდი და უცებ რომ მკითხე, ეგ ჯეინი გამახსენდა. მაპატიე, არ მეგონა თუ ასე იმოქმედებდა შენზე. - რას მეუბნები? - სიმწრისგან სამზარეულოში გავვარდი და ჭიქა დავანარცხე იატაკზე. - სულ ასე იქცევი, როცა ბრაზობ? - მკითხა მან. - არა, არ ვბრაზობ. ძალიან გამეხარდა - გამოვუტყდი საკუთარ თავს და სკამზე ჩამოვჯექი. - გიჟი ხარ! - შენ მატყუარა! - უბრალოდ, ვიხუმრე. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათ ეჭვიან ქალთან მქონდა საქმე. - მაშინ ჯანსაღი მოძებნე ვინმე. - მე ფსიქოპათი და ეჭვიანი მინდა - ჯერ ცხვირზე მაკოცა, მერე ლოყებზე, მერე ტუჩებში. გამეცინა. - უცნაურები ვართ. - მთელი ძალით ჩავეხუტე. ვიფიქრე, ერთს მაგრად გავჭ....ტ-თქო, მაგრამ არ გამომივიდა. - შენ გარდა, მართლა არავინ მყვარებია. მეთერთმეტე თავი სამი დღე გავიდა, რაც ქალაქგარეთ ვიყავით ყველაფრისგან შორს და ისე კარგად დავისვენეთ, თითქოს თაფლობის თვე გვქონოდა. ძირითადად, ენერგიას ვხარჯავდით, თუმცა სულიერი რელაქსაცია ნამდვილად ეთქმოდა ჩვენს მდგომარეობას. ტახტზე ვიწექით, ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა ჰაიდენი. მე იმასაც ვერ ვხვდებოდი, საერთოდ ტელევიზორი რა საჭირო იყო, მაგრამ ძველ თაობას რას გაუგებ. მისი ხელების ცქერით ვტკბებოდი. ამ ხელებზე მშვენიერი, როგორც მხატვარს და როგორც ადამიანს, ჯერ არაფერი მენახა. - უნდა დავხატო შენი ხელები - მკლავებიდან მოყოლებული, მტევნების ჩათვლით. - შენი სხეულის მოფერებისას დახატე - ზურგის მთელ სიგრძეზე ჩამიცურა ხელი და ტუჩებით შუბლზე მომეფერა. - მაგას ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებს. მოულოდნელად, მყუდროებმა ახალი ამბების გადაპრანჭულმა ქალმა დავირღვია. გამოაცხადეს, რომ ჩვენი საყვარელი ორთვალა დაიჭირეს ცოლითურთ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მის ცოლს ბევრად უფრო მძიმე სასჯელი ემუქრებოდა, ვიდრე მას. ჰაიდენი წამოჯდა. აღარ მეფერებოდა, ჩაფიქრდა. - რა გჭირს პატარავ? - კისერში ვაკოცე და მერე თავადვე შევცბი. პირველად მოვეფერე მემგონი ამხელა კაცს და თან პატარა დავუძახე. ჰაიდენს გაეცინა. თავისი ბროლის კბილები დამანახა და ცხვირზე მეამბორა. - არაფერი მჭირს, უბრალოდ რაღაც დამასწრეს. - ცუდი კაცია? - თავი გამოვიშტერე. - ჩემზე ცუდი მაინც არაა - გაეცინა. - როგორ მომწონს, როცა ზოგჯერ ცუდი ხარ - ტუჩები ვნებიანად გავილოკე. - დაკითხვაზე გვიბარებენ, ნიკიც დაუბარებიათ. - მაგარია. მივალ და ვიტყვი, რომ ჩემმა ბიჭმა ჯერ სტრიპტიზკლუბს დაარქვა ჩემი სახელი და მერე თავისი კუნთებიანი სხეულით გადამეფარა, როცა საფრთხე მემუქრებოდა. - ჩემგან გმირი ნუ გამოგყავს, სამ დღეში შემიხორცდა იარა. - ხომ შეიძლებოდა, თავში მოეტყათ? - ვივიენ, მე მესროდნენ გესმის? უბრალოდ, ძალიან ახლოს იყავი და შემეშინდა, არ მოგხვედროდა. ისედაც მე ვიყავი ჩაფიქრებული. - ეგ უფრო მეტს ამბობს. როცა საფრთხე შენ გემუქრება, მაშინაც კი მე მიცავ. - ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. - სისულელეებს არ ვლაპარაკობ, ასეა და რა ვქნა? საერთოდ, დროა სახლში დავბრუნდეთ. - მოგწყინდა აქ ხო? - სახლში მინდა. იქაც კარგად მოგხედავ. - იქ ერთად არ ვიცხოვრებთ. - ჩემთან ცხოვრება გინდა? - რა თქმა უნდა. პირველად გესმის? - ცოტა დრო მჭირდება. მე სხვანაირად ვცხოვრობდი ჰაიდენ აქამდე. მარტოობას ვიყავი შეჩვეული. არც ისე ადვილი ხასიათი მაქვს. მთელი დღე სახლში მარტო ჯდომა მიყვარს, ჭამა, ხატვა, სიმღერა, ცეკვა. თუ 24 საათს მეგობართან ერთად ვატარებ, შემდეგ მთელი კვირა საკუთარ თავთან განმარტოება მჩვევია. ადამიანები დისკომფორტს მიქმნიან გესმის? მამაჩემი მთელ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ სამ სართულიან სახლშიც ვერ შევძელი მასთან ერთად ცხოვრება. პრობლემა მასში კი არა, ჩემშია. ამ ყველაფრის შემდეგ, მთელი კვირა შენთან ერთად ვიყავი ჰაიდენ, შენთან მეძინა, სექსი გვქონდა. გესმის, რამხელა ცვლილება ხარ? - ყველაფერი მესმის - მხარზე მაკოცა. უცნაურია, მაგრამ მართლა გამიგო. პრეტენზია აღარ გამოუთქვამს. ნაშუადღევს, უსიტყვოდ დამეხმარა ნივთების ჩალაგებაში და ნიკის მეგობრის მანქანით დავბრუნდით სახლებში. არ მინდოდა, მარტო დამეტოვებინა. მეშინოდა, რამე არ გართულებოდა. - როდის გიხილავ ისევ? - პატარა საქმეები მაქვს. მემგონი, სჯობს რომ დღეს მართლა მარტო იყო საყვარელო - ყურთან ძალიან ტკბილად მაკოცა - მე ყველაფერს ვეგუები. ვეგუები, რომ საკუთარ თავს და მასთან ერთად გატარებულ დროს აღმერთებ, მე კი შენ გაღმერთებ. ამიტომ, რამდენი ხანიც გინდა, იმდენ ხანს შეგეშვები. - შემეშვები რა ლაპარაკია? - ნერვები მომეშალა. - ის ვიგულისხმე, რომ არ შეგაწუხებდი. - კარგია - ძალით გავუღიმე. მარტო თვითონ გამოიწია საკოცნელად და მე არც კი შევტოკებულვარ. მანდ მიხვდა ეტყობა რომ ისევ ვბრაზობდი. კიდევ ერთი საშინელი თვისება მქონდა: წვრილმანებზე ვეკიდებოდი. თან ყველას არა, მხოლოდ ჰაიდენს. პატარა გადაბრუნებული სიტყვაც კი ეგრევე ჩემს შიზოფრენიულ მხარეს აღვიძებდა. თან დღეს საღამოს, მასთან ერთად მსურდა დროის გატარება და ისე მოხდა, თავადვე მიკრა წიხლი. სახლში ავედი. პირველი შემთხვევა იყო, რომ ჭამის სურვილი არ გამჩენია. თავი მოვიწესრიგე, ღამის პერანგში გამოვეწყვე და დაკვრას შევუდექი. მენატრებოდა დაკვრა. საკვებივით იყო, როგორც კი დამაკლდებოდა, იმ წამსვე სული მეხუთებოდა. ამ ბოლო დროს, მუსიკა და ჰაიდენი ერთმანეთის სინონიმები გახდნენ. როცა ერთი მაკლდა, მეორეთი ვივსებდი დანაკლისს. ერთი საათი არ გავჩერებულვარ, ალბათ მეზობლები ძალიან შევაწუხე, მაგრამ ამტანი ხალხი ჩანდა, ერთხელაც კი არ დაუჩივლიათ გამუდმებული მუსიკის გამო. საღამოთი, კარზე ზარი გაისმა. სინამდვილეში, კაი ნახევარი საათი მიბრახუნებნენ ალბათ, მე კი ცოტა მოგვიანებით, პაუზის დროს მომესმა ხმა. ჰაიდენი იყო. სახე გამინათდა მის დანახვაზე. - ვიცი, რომ მარტო უნდა დამეტოვებინე, მაგრამ უბრალოდ ვივახშმოთ და მერე დაგანებებ თავს - თავისი რესტორნიდან საჭმელი მომიტანა. ეგრევე ვეძგერე. ჯერ გვარიანად ვეკოცნავებოდი კარგა ხანს, შემდეგ ისიც მომაფიქრდა რომ სახლში შემომეპატიჟებინა. - უბრალოდ, ძალიან მომენატრე, ვერ გავძელი - ისევ თავს იმართლებდა. - მეც ძალიან მომენატრე ჰაიდენ - პროდუქტი გამოავრთვი და მაგიდაზე დავაწყვე ბედნიერად. მერე კალთაში ჩავუხტი. - იცოდი, რომ გამჭვირვალე პერანგი გეცვა? - კი, თავად ჩავიცვი. - ვინმეს ხომ არ ელოდები? - ყელზე შემახო თავისი ტკბილი ტუჩები და გულმოდგინედ გადაატარა მკერდის ტერიტორიაზე. ჟრუანტელი ჭიანჭველებივით შემესია. ასეთი სასიამოვნო შეგრძნებები ბავშვობის მერე არ მიგვრძნია. მაშინ, ბრეკეტებიანი პატარა და საყვარელი გოგონა ვიყავი. მუდამ ვცახცახებდი მეათე კლასში, როცა ივანი მიყურებდა. ჰაიდენის შეხება ივანის მზერას არ ჰგავდა. ეს უბრალო შედარება იყო, რადგან ახლა მთელ ქალურ ვნებასა და გრძნობებს მიღვიძებდა მისტერ სთარი. - კი, ველოდები. კორპუსის დარაჯთან მაქვს რომანი და ძალიან გამიკვირდა შენ რომ შემრჩი ხელში. - ხო ვიცი, რომ მაიმუნობ, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ - მხარზე მაკოცა. პიჯაკი გავხადე. ხელში ბუმბულივით ამიტაცა, საძინებელში შემიყვანა და საწოლზე დამაგდო. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ისეთი კმაყოფილი, ამაყი და ოდნავ გამაღიზიანებელი ღიმილი დასთამაშებდა რომ ლამის რაღაცა ჩავარტყი. მისთვის ტანსაცმლის გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამ იყო მთელს სამყაროში. გახსნილი პერანგიდან დაკუნთული სხეული სასიამოვნო არომატს აფრქვევდა და საოცრად მადისსაღმძვრელს ხდიდა თავისივე გემოს. მის ხელებს, როგორც ხელოვნების შედევრს, ისე ვუყურებდი. საოცრად დახვეწილი, მშვენიერი მტევნები ჩემს მკერდს ეფერებოდნენ და კიდევ უფრო მიმზიდველი იყო ჩვენი კანის კომბინაცია: ის - მუქი ხორბლისფერი, მე კი ზედმეტად თეთრი. ერთმანეთში ვირეოდით, ვეკვროდით, ვიხლართებოდით და არაამქვეყნიური გრძნობებით გაჟღენთილებს, გამუდმებით სიამოვნების გაუაზრებელი კვნესა აღმოგვხდებოდა ხოლმე. - ჩემი ხარ! - მეჩურჩულებოდა ყურში. ჩემი სხეულის ყველა დეტალს გულმოდგინედ აკვირდებოდა, ეფერებოდა. გეგონება, უკანასკნელად მეალერსებაო, ისე მძირავდა თავისი მკლავების სითბოში. ყველგან მწვდებოდნენ მისი ტუჩები - თმაზე, გულ-მკერდზე, სახეზე, ვა*ინაზე და ამ ტუჩებზე უფრო ტკბილი, არაფერი მეგულებოდა სამყაროში. - შენი ვარ... - ვუდასტურებდი თავგზააბნეული. მართლა აებნია ჩემთვის ყველა ფიქრი. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი ან რა მინდოდა. ვგრძნობდი მხოლოდ ჰაიდენს, მხოლოდ მისი სურვილით გაჟღენთილი წამები მიტრიალებდა ტვინსა და გულში. იმ წამს, არ არსებობდა არაფერი ჩვენს გარდა. ვიცოდი, თითქმის აღარასოდეს იარსებებდა დრო, როდესაც სხვა საფიქრალი გამიჩნდებოდა. მის სახელს ვყვიროდი გიჟივით. ის კი ჩემი ბაგეებიდან წარმოთქმულ თავის სახელზე გიჟდებოდა. ასე ვიყავით ორივენი შეშლილები და სიამოვნების წუთები საათებად, მთელ ღამედ გრძელდებოდა. ნეტავ, ადამიანები არ ვყოფილიყავით და საჭმელი, წყალი, ძილი არ ყოფილიყო ჩვენი საჭიროება. ალბათ, არც არასოდეს დავეხსნებოდით ერთმანეთის სხეულებს, ერთმანეთის სითბოს. ძალიან ციოდა და მეც ძალიან მცივანა ვიყავი, თუმცა იმ ღამით, ყველაზე საიმედო საბანი მქონდა საყვარელი მამაკაცის სახით. - შენი ფანჯრებიდან ვარსკვლავები ჩანს. ახლა დავაკვირდი. - ჰო, სურვილი ჩაიფიქრე, ჩამოვარდა ერთი. - ეგ თვითმფრინავია ვივ - გაეცინა - ისე, რა უკუღმართი ხალხი ვართ. ფილმებში კაცებს არ აქვთ ხოლმე პენტჰაუზი? - რა პენტჰაუზი ჰაიდენ, ოროთახიანი ბინაა. - ჰო, მაგრამ ძალიან დიდია მაინც. ეს გამჭვირვალე ფანჯრები რა უბედურებაა, ვერ გავიგე. როცა იცვლი, კორპუსებიდან გიყურებს ხალხი? - კი, ერთხელ ვიღაცის სტვენა გავიგე და თურმე, შიშველი რომ დავდიოდი, ვიღაც კაცი მისტვენდა წინა შენობიდან. - რომელი ფანჯარა იყო? - ძალიან სერიოზულად მკითხა. - ნუ სულელობ პატარა - მის სხეულზე გადავწექი მთლიანად და თავი ყელში ჩავურგე. - პატარას რომ მეძახი, არ ტეხავს? - შენ გიტყდება? - არა. - მაშინ რა პრობლემაა? - ოდნავ წამოვიწიე. ჰაიდენის სითბოს გარეშე დარჩენილ სხეულზე უხეშად მომაწყდა გრილი ნიავი და დიდად არ მესიამოვნა. - არანაირი. ერთი წელი იმისთვის არ მიყვარდი, რომ ჩემს მკლავებში როცა მოგიქცევდი, რამე პრეტენზია გამომეთქვა. - ტანი ისევ მისმა ხვევნამ დამიფარა. შვებასავით იყო ყოველ ჯერზე მისი შეგრძნება. - საღამოს ნიკი ვნახოთ კარგი? - ვნახოთ. - და თან რამე ვჭამოთ. - რა თქმა უნდა. საკვების გარეშე რომ მტაცებელს ემსგავსები, ეგ უკვე ვიცი. - ნელ-ნელა ჩემს უარეს თვისებებსაც გაიცნობ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ვივიენის სამფლობელოში - ყურთან ვაკოცე ნაზად და დასაძინებლად მოვკალათდი. - ამაზე მეტად ჯერ არც ერთ სიტყვებს გავუბედნიერებივარ - სახეგაბრწყინებულმა მინაბა თვალები და ხელები ჩემი ზურგის ფერებაში დატოვა. ტელეფონი აწკრიალდა. რამდენიმე მესიჯი ერთდროულად მომივიდა. - მომაწოდებ? ხელი გადაყო პატარა ტუმბოზე და ჩემი ტელეფონი მომცა. მარსელი მწერდა. საღამოს ნიკის ბარში მღეროდა. - შეგვიძლია ნიკთან წავიდეთ, მარსელი მღერის. - მაგ ბიჭმა ვერ შეიგნო, რომ აღარ უნდა იმღეროს შენზე თორემ ვიღაცა ენას ამოაძრობს? - არაა საჭირო ენის ამოძრობა. ხელოვანი ხალხი მაშინ ქმნის ხარისხიან პროდუქტს, როცა იტანჯება. - ანუ შენზე უიმედოდ შეყვარებული რომ არის, ეგ კარგია? - შეიძლება ითქვას, რომ კარგია. - გამოდის, უფლება უნდა მივცე, რომ უყვარდე? - მაგ უფლების წართმევას როგორ აპირებდი? - ძაან გამეცინა. - ენას ამოვაგლეჯდი. - სიყვარულს ენა შეიგრძნობს? - მე მარტო მაგისი ენა მიშლის ნერვებს. რა უბედურებაა, ჩამომიჯდება ხოლმე და მღერის „პირველად როცა დაგინახე, გული გამიჩერდა“, ცოტა მიიხედ-მოიხედოს, სხვასაც გაუჩერდა გული იქნებ. პირდაპირ მითხარი კიდევ ვის უყვარხარ, თორემ მოულოდნელობის ეფექტი ძალიან საშიშს მხდის ხოლმე და არ მინდა, უცებ ვიღაცა მოვკლა. - მერე ჩამოგიწერ სიას. ახლა დავიძინოთ, გეხვეწები. - კარგი - ტელეფონი გამოვრთე, რომ აღარავის შევეწუხებინეთ და დავიძინეთ. * * * რომანტიული საღამო გამოვიდა, სანამ ნიკს და ილიზს ველოდით. მარსელი კარგად მღეროდა, მაგრამ დაინახა თუ არა, როგორ გადამხვია ჰაიდენმა ხელი, იმ წამსვე ხმა ჩაუწყდა. ასეთი დემონსტრაციული ფერება მეც არ მიყვარდა ხალხში, მაგრამ ჰაიდენს კატეგორიულად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემით შეპყრობილი კაცი არ გაეჭაჭანებინა შორეახლოს. მერე მევიოლინე გამოვიდა. იცოდა, რა მიყვარდა ყველაზე მეტად და სამეფო კარის თამაშების ყველა „საუნდტრეკი“ ამიწკრიალა. - აი, ჩემი სამოთხეც - თვალები დავხუჭე. მთლიანად მის ჰანგებში ჩავიძირე. - უყურებ? - მკითხა ჰაიდენმა. - რა თქმა უნდა! მთელი ოჯახი ვუყურებთ და მერე სახლში ვღადაობთ ხოლმე, რომ მე და ნიკი ლანისტერები ვართ. - ძალიან გთხოვ, ეგრე აღარ თქვა. - შავ იუმორზე არაფერი გსმენია პატარა? - მსმენია, მაგრამ საშინლად და ინცესტურად ჟღერს. - მთელი ხიბლიც ამაშია - მოვკვდი სიცილით. ეტყობა, 6 წლის განმავლობაში რომ საღადაო თემად გავხადეთ მე და ნიკმა ჩვენი ლანისტერობა, მხოლოდ ჩვენთვის იყო სასაცილო. ილიზიც შეეჩვია როგორღაც, მაგრამ ახალი ოჯახის წევრებისთვის ძალიან ამორალურად ჟღერდა. - მალე მოვლენ? - მკითხა იმისი იმედით, რომ საერთოდ არ მოვიდოდნენ და ასე დიდხანს დავრჩებოდით მე და ის, ჩახუტებულები, მშვენიერი მუსიკის ფონზე. ტელეფონმა დამირეკა. - ვივიენი ხართ? - გაისმა ნიკის ნომრიდან უცნობი კაცის ხმა. - თქვენი ნომერი უკანასკნელად დაფიქსირებული ზარი იყო და აქ დავრეკეთ. შემდეგ ძალიან ცუდი რამე მითხრეს. იმდენად ცუდი, რომ წამით გამეცინა. ავდექი, ტელფონი ხელიდან გამივარდა და საშინელი ხმით დაენარცხა იატაკზე. მე დავბუჟდი. ძალიან დავბუჟდი. ასე მეგონა, იმის შემდეგ, ვეღარასოდეს ვიგრძნობდი სხეულს. ორი წლის შემდეგ: სახლში მისულს, ისეთი სიბნელე დამხვდა, გეგონება გამოქვაბულში შევდიოდი. ხელის ცეცებით, სინათლე ავანთე და გარშემო მიმოვიხედე. ვიფიქრე, სადმე დივანზე მიძინებული ჰაიდენი ხო არ არის-თქო. არავინ იყო. სამზარეულოდან გემრიელი ვახშმის სურნელი გამოდიოდა. კიბე სულმოუთქმელად ავირბინე და კაბინეტში შევედი. აქაც ბნელოდა, მაგრამ მისი სუნთქვა ვიგრძენი. ერთი ამოიოხრა და თვითონ აანთო შუქი. უცნაურად მიყურებდა. მაშინვე მივხვდი, მტუქსავდა და სავარაუდოდ, ყველაფერი იცოდა. - მობრძანდით თქვენო აღმატებულებავ? - კი. - იარაღი დამიბრუნე! - კაი რაა - გამეცინა. - ღმერთმა გადმოგვხედა, რომ მაგ კაცს ჩემ მიმართ მაინც შერჩა მცირეოდენი პატივისცემის ნატამალი და იქვე არ მოგკლა - ისე მითხრა, ერთი წვეთი ღიმილიც არ შეპარვია. - მომკლა? - უარესად გამეცინა. კაი ხანს ვხარხარებდი და ვხვდებოდი, რომ ჩემი სიცილის ფონზე, უარესად სერიოზულდებოდა. შუბლზე ძარღვი ისე დაეჭიმა, ვიფიქე, იმას კი გადავურჩი, მაგრამ ჩემი კაცის რისხვას ვერსად გავექცევი-თქო. - თვლი, რომ სასაცილოა? რა ჯდანაბას აკეთებდი ვიღაცის სახლში, შუაღამისას? - საღალატოდ შევიჭერი - ვუთხარი ირონიულად. დაახლოებით, ვიცოდი სცენარის მიხედვით როგორ განვითარდებოდა სიუჟეტი: მუშტს მთელი ძალით დაარტყამდა მაგიდაზე. მე მაგრად აღვიგზნებოდი, მაგრამ არ შევიმჩნევდი და ცერემონიულად, ერთ-ორ ჭურჭელს დავაგდებდი იატაკზე. - ვივიენ, არ მეცინება. - იმედი გამიცრუა. არაფრის დაზიანებას არ აპირებდა. - რაღაცას ვეძებდი. არ მკითხო, რას. - მის შენობაში? - ჩემსაში! - თითქმის დავიღრიალე. - თეთრი სამოთხე სხვამ იყიდა! რადგან შენ უფლება არ მომეცი... - ვიცი, ვიცი - გავაწყვეტინე. როგორმე, ყურადღება რამე სხვაზე უნდა გადამეტანა, სანამ ძირფესვიანად გამომკითხავდა ყველაფერს - არ გშია? - არა. - არ გეძინება? - სანამ გელოდებოდი, ნახევარი საათით ჩავთვლიმე სკამზე და მემგონი კისერი გამიშეშდა. - მასაჟი გაგიკეთო? - ნუ მაბამ! - უბრალოდ, ვცდილობ ზრდილობიანი და დამჯერი გოგო ვიყო. - არასოდეს გამოგდიოდა ეგ - თავი გააკანტურა. ისევ არ ეღიმებოდა. - რამე გითხრა იმ იდიოტმა? - კი. - რა? - შენს მამიკოს გადაეცი, რომ მაგისი ცოლი კიდევე ერთხელ თუ გადმოვა სხვის საზღვარზე, ჩვენს მშვიდობიან ურთიერთობას წერტილი დაესმევაო. ჰაიდენმა ღრმად ჩაისუნთქა და თმაზე ხელი გადაისვა. ზედმეტად საბედისწეროდ მიყურებდა. - ნუ გეშინია - იქვე ვეცადე, დამეწყნარებინა - ვუპასუხე, რომ რაღაცა დავკარგე და მეგონა, ჯერ რემონტი არ ჰქონდა დასრულებული. ასე რომ, მემგონი ყველაფერი გაიგო ან თავი მოიკატუნა, თითქოს ესმოდა. არ გშია? - ისევ შიმშილზე ლაპარაკობს. - ლანა სად წავიდა? ახლა მე უნდა დავრეცხო ჭურჭელი? - ბოდიში, რომ ღამეს არ გითენებს. ვაიდა შუაღამისას, კრუასანი მოგინდეს, თან სახლში გაკეთებული. ხომ იმ წამსვე უნდა მოგართვას საწოლში თქვენო აღმატებულებავ? - ირონიულობა ქალს უხდება და არა კაცს. ჩვენში რომ დარჩეს, საწოლში საჭმლის მიტანა შენი საქმე უფროა. - ოდნავ დავეჯღანე და ოთახიდან გავედი. მაგიდის გაშლა ისე მეზარებოდა, რომ ჭამა გადავიფიქრე. სააბაზანოში სურნელოვანი სანთლები ავანტე და ცხელ წყალში ჩავწექი. ჰაიდენის ნაბიჯები მესმოდა. ნელ-ნელა ბრაზი უნელდებოდა და ჩემკენ მოიწევდა. საბოლოოდ, მეტლახზე ჩაიმუხლა, ლოყა სახეზე შემახო. მთელი დღე არ მყავდა ნანახი. უკონტროლო ვხდებოდი მაშინ, როცა რამდენიმე საათი მაინც გავიდოდა მის გარეშე. - რატო აკეთებ სისულელეებს? - მკითხა ჩურჩულით. - იმიტომ, რომ სულელი ვარ. - მთელ სამყაროში, ყველაზე ჭკვიანი ხარ და ეს თავადაც შესანიშნავად იცი. - სველი ხელი ჰალსტუხზე შევახე. ზოგჯერ ისეთი მოჭერილი ჰქონდა, ვფიქრობდი, როგორ არ იხრჩობა მეთქი. - ახლა მინდა, რომ ხელი მოგკიდო და აქ ჩამოგაგდო, მაგრამ ვერ გერევი - შევჩივლე. - აუცილებელია ძალადობა თქვენო აღმატებულებავ? - კი - გამეცინა, პერანგის ღილები შევუხსენი და კუბიკებად დაყოფილ მკვირვ მუცელზე ავუსვი ხელი. ესეც ჩემი დოზა ნარკოტიკი. ნელ-ნელა უჰაიდენობას ვივსებდი და ადამიანს ვემსგავსებოდი. გაიხადა და ჩამოვიდა აქაფებულ წყალში. კალთაში გადმომისვა. უზარმაზარი მკლავები შემომხვია. შიშველი მკერდი მისას მაგრად მივაკარი. ასეთ სიტუაციაშიც ვიპოვნე გზა, რომ კისერზე ჩამოვკონწიალებოდი. მიყურებდა... ისევ არ იღიმოდა, მაგრამ ასეთ დროს, მისი თვალები მიცინოდნენ მთელი არსებით. - როგორაა ზღაპარში? - მკითხა ჰაიდენმა - თოვლივით თეთრი კანი, ღამესავით შავი თმა, ფირუზისფერი თვალები. - თვალებზე მემგონი ლაპარაკი არაა. მე მაგ ზღაპარში, ბოროტი დედოფალი უფრო ვარ. - მაგრამ ფიფქია ვერასოდეს გახდება შენზე მშვენიერი - მკლავები ერთი ამოსუნთქვით დამიკოცნა და ტუჩებს გადმოსწვდა - გამიღიმე რაა. გავუღიმე. - გაგაბრაზე? - ვკითხე უცოდველი ხმით. - არა - მიპასუხა და ჩემი სხეულის დაგემოვნება გააგრძელა. დარწმუნებული ვიყავი, რამდენიმე საათის წინ, ჩემი მოკვლა უნდოდა. სწორედ ამიტომ მიყვარდა ჩვენი ცხოვრება. მეც მინდებოდა მისი მოკვლა ჩხუბისას ან ჩხუბამდე, მაგრამ ჩხუბის შემდეგ, მდუმარებას რამდენიმე წუთზე მეტხანს ვერ ვინარჩუნებდით. დილით შიმშილმა გამაღვიძა. ჰაიდენს ჯერ კიდევ ეძინა და თავისი მკლავი გადმოედო ჩემს სხეულზე. მიყვარდა მისი ძილი. ისიც მიყვარდა, რომ შეეძლო, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ჩასძინებოდა. ნელა წამოვდექი და ატლასის საღამური ჩავიცვი. პირველ სართულზე ჩავედი, ლანას შოკოლადიანი ბლინები გაეკეთებინა და მომღიმარი გვიცდიდა. - დილა მშვიდობისა ქალბატონო. - დილამშვიდობის. - თქვენი საყვარელი საუზმე გავაკეთე. ჰაიდენმა შემიკვეთა დილით. - დღეს დილას? - დიახ, სავარჯიშოდ იყო. - დაველოდები, როდის გაიღვიძებს და ერთად ვისაუზმებთ - ერთხელ მაინც უტიფრად ამოვუსვი საჩვენებელი თითი შოკოლადის კარაქით სავსე ქილას და გავილოკე. წვიმიანი ამინდი იყო, მაგრამ რაღაცნაირად, მელამაზებოდა. ასეთ დროს, მე და ჰაიდენი ვცდილობდით, გარეთ არ გავსულიყავით. ფანჯრიდან ვუქცერდით წვიმით დასველებულ ქუჩას. სათბურში გავედი. ერთი სული მქონდა, ყველა ყვავილს ერთდროულად ამოეყო თავი და დედამიწური სამოთხე შემქმნოდა. ჯერ მხოლოდ სიმწვანეს ვხედავდი. წითელი, თეთრი, ნარინჯისფერი და ვარდისფერი ყლორტები არსად ჩანდნენ. სამზარეულოში დავბრუნდი. - ლანა, ხელოსნები როდის მოვლენ? ჩემი პიანინო მომენატრა. - დღეს შუადღისას. - იმედია, არ დააგვიანებენ. თუ ჰგონიათ რომ მაგათ ლოდინში დროს დავკარგავ, ძალიან ცდებიან... - მეორე სართულზე ავირბინე და ჰაიდენთან შევედი. ისევ ეძინა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, დილის 5 საათზე გაღვიძებასა და ვარჯიშს. - რომელი საათია? - მკითხა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა. - თორმეტი. გაიღვიძე რაა, ძალიან მშია. - ავდგები ჰოო. - დღეს ბევრი საქმე გვაქვს. - ვუთხარი მხიარულად. ცხოვრებაში პირველად, ისეთ კაზინოს ხსნიდა, რომ ვერავინ შეაწმენდა თავის ტურტლიან ხელებს. არც კანონთან ექნებოდა პრობლემა. - სანთელი დაანთე და ღმერთს შეევედრე, კიდევ არ დამიჭირონ. - როგორ გეკადრება - გამეცინა. - მაგას ვერ გაბედავენ - სავარცხელი თმაზე ჩამოვისვი და სარკეში შევხედე საკუთარ თავს. დღევანდელი დღისთვის, კაი ხნის წინ მქონდა არჩეული სამოსი. - ვერ გაბედავენ - გაიმეორა ჩემი სიტყვები ღიმილით და წამოდგა. - დღეს ფრედიც იქნება. - იმედია, ძალიან არ ბრაზობს, თეთრ სამოთხეში რომ შევეჭერი - საწოლზე ჩამოვჯექი. - სამაგიეროდ, ფიქრობს, რომ შენი მამიკო ვარ. - ხო ვიცოდი, ყველაზე მეტად რა არ ესიამოვნა, მაგრამ მხოლოდ დღეს გაამხილა. - აბა ვისი მამიკო ხარ ჰაიდენ? - ვკითხე ტუჩების კვნეტით. - არ მყავს შვილები - გაბუტული ბავშვის სახე მიიღო. - წამოდი მამიკო, ვჭამოთ და მერე რბოლისთვისაც მოვემზადოთ. - ეგეც დაგეგმე? - ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ საოცარია, როცა მე ვგეგმავ. - რბოლებისა და გონკაობის უფლება არ გვაქვს. - შერიფთან შევათანხმე. ტრასის პატარა მონაკვეთს გადავკეტავთ ღამის საათებში და ჩვენს განკარგულებაში იქნება. ნარკოტიკზე სერიოზული ჩხრეკა იქნება, დღეს ალკოჰოლზეც დავაწესებთ შეზღუდვას. - კაზინო და ალკოჰოლის შეზღუდვა? - მხოლოდ ცოტა შამპანური. პირველ დღეს. ეს გამომთვრალი ბობოლა ბიძიები მანქანებზე რომ შეჯდებიან, მერე მაგათი ავარიების გამო, დაკითხვაზე სიარული მეზარება. - თვითონ არ დასხდებიან. წარმოიდგინე, ბაბუა მაიკი, რომელსაც მანქანა ორასი კილომეტრი სიჩქარით მიჰყავს. - ან მარკო - ორივეს გაგვეცინა. ცოტა, ხანში შესულები იყვნენ ბავშვური გართობებისთვის. - მაგათთვის სტეიკი გავაკეთოთ. - სტეიკი ჩვენც არ გვაწყენდა - დორბლები ლამის მომადგა. - წავედით, ვჭამოთ თორემ ჩამაკვდები ხელში - თმაზე და ლოყაზე მაკოცა. - მუშტი დამიჭიმე რა - ვთხოვე მე. გვერდზე მომიჯდა, მთელი მკლავი ჩემსკენ გადმოსწია და მაგრად დაჭიმა. მზად ვიყავი, საწოლზე მიმეგდო და მისი კუნთებით ჩამეტკბარუნებინა პირი, თუმცა დღეს ბევრი საქმე მქონდა. ჰაიდენის სხეული ისედაც მოიცდიდა, თან მხოლოდ ჩემს განკარგულებაში იყო. სამზარეულო მაგიდას მიუჯდა და ფინჯან ყავასთან ერთად, გაზეთის კითხვას შეუდგა. მე დილაობით, გრილი ფორთოხლის წვენს უფრო ვეტანებოდი. რამდენიმე წუთი, სრული სიჩმე ჩამოვარდა, მხოლოდ იმის ხმა ისმოდა, რომ შეუჩერებლად ვჭამდი. ცოტა არ იყოს, სინდისმა შემაწუხა, გარშემოც მიმოვიხედე. ჰაიდენი ღიმილით აპარებდა ჩემსკენ თვალებს და ეს ღიმილი, სიცილში გადასდიოდა. მუქი ხორბლისფერი კანი ჰქონდა, მისი გაღიმება კი ყოველთვის ღმერთის გაღიმებას უტოლდებოდა ჩემთვის. მუხლებზე ორჯერ დაიტყაპუნა ხელი. მინიშნებას მივუხვდი და მის კალთაში გადავჯექი. - ერთხელ, წლების წინ, ტონი ვახშმობდა მამაშენთან ერთად. ლაპარაკს შეყვნენ, ცოტაც დალიეს და იცი რა უთქვამს? - არ ვიცი. - სამოსს და ძვირადღირებულ მანქანებს არ ვჩივი, ვისაც ჩემი შვილის გამოკვებისთვის ეყოფა ფინანსები, იმას მივათხოვებო. - ეგ ტონიმ მოგიყვა? - კი. იმ დღესვე დაუწყია საწყალს ფულის გროვება. ერთ მშვენიერ დღეს, ცოლობაზე დავითანხმებო, გამიმხილა თავისი სურვილი. კი ვერ მიხვდა, მამაშენი რომ ხუმრობდა. ისეთი ბრაზი მომივიდა, ბოღმა ლამის ყელამდე ამომასკდა. ვიფიქრე, ახლავე ჩავაძაღლებ ამ იდიოტს, რომ იმ ანგელოზს ახლოს არ გაეკაროს-თქო. - ფიცი მქონდა დადებული. - რა ფიცი? - რომ არასოდეს გავთხოვდებოდი - ფეხზე წამოვდექი, ჩემი ქორწინების ბეჭედს დავხედე. შავი ბრილიანტი ერთადერთი იყო, რომლის ტარებასაც ყოველ დღე შევძლებდი და ჰაიდენი მშვენივრად მიმხვდარიყო ამას. - ჰო, ეგ მახსოვს. არასოდეს გამომყვებოდი - ჩაილაპარაკა ჰაიდენმა და ისე ჩახედა გაზეთს, თითქოს ამ წამს, გულნატკენი არ იყო ჩემი სიტყვებით. - თქვენი კაბა გავაუთოვე ქალბატონო. რამდენიმე წუთის წინ, ტანსაცმლის ოთახში დაგიტოვეთ - მახარა ლანამ. - მოგეწონა? კარგი კაბაა? - უმშვენიერესია. - ნეტავ ჰაიდენის დედა იყო - ჩავილაპარაკე სინანულით. - დედაჩემს რაღას ერჩი? - გაზეთი დაუშვა ჰაიდენმა და უკმაყოფილოდ შემომხედა. - თვლის, რომ გამომწვევად მაცვია ხოლმე. ამას წინად, ვითომ სახვათაშორისოდ მახარა, რომ სანამ მომიყვანდი, იქამდე ერთი უკეთილშობილესი ლიტერატურის მასწავლებელი გყვარობდა, რომელსაც სწორედ რომ ამ კეთილშბილების შესაბამისად ეცვა და არც იარაღით დარბოდა აქეთ-იქით. ქეთლინი ერქვაო. - ყოველ დღე მირეკავდა და იქამდე მეხვეწებოდა ცოლად მოიყვანეო, სანამ არ ვუთიშავდი - გაეცინა. - ანუ მე კახპასავით მაცვია? იარაღით სირბილზე არ ამქვს პრეტენზია. მესმის, რომ უსიამოვნო რამეა. - რა სისულელეა - წამოხტა და ხელები წელზე შემომხვია. ცხვირი კი ყელზე გამიხახუნა და ჩემი სურნელით კვებას შეუდგა. - ყველაფერი რომ სხვაგვარად ყოფილიყო და ცოლად არ გამოგყოლოდი, მას მოიყვანდი? - რატომაც არა - მომიგო ნიშნისმოგებით. ეს სამაგიერო იყო იმისთვის, რომ წინა ცხოვრებაში, არ ვაპირებდი შეუღლებას. - ჰო ისე, შენი პროფესიის კაცებს დამჯერი და უპრეტენზიო ქალები მოჰყავთ, შემდეგ მისიონერულ პოზაში სექსი ბეზრდებათ და ბ*ზებს იჩენენ - მისი ხელები უხეშად მოვიშორე. მადლობა ღმერთს, დედამისს არ ვნახავდი არც დღეს და არც მომდევნო თვის განმავლობაში, თორემ ისედაც ნერვებმოშლილს, ცუდად მომყვებოდა ხელში საბრალო ქალი. დაკვრა ისე მინდოდა, მზად ვიყავი, ჰეიდენის კუნთებიც კი უყურადღებოდ დამეტოვებინა პიანინოს სანაცვლოდ. კაბინეტში შევედი და მაგიდასთან დავჯექი. ჰეიდენი შემომყვა. - გაბრაზდი? - მკითხა ფრთხილად. - შენც ხომ ეს გინდოდა? გინდა, გამაბრაზო და ამით ინუგეშო თავი. წყნარდები, როცა ხვდები, რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ. - შეიძლება. - აუცილებლად, ლექსები უნდა გიკითხო ან სასიყვარულო სიმღერები გიმღერო, რომ დაწყნარდე? - არა. ეგეთი რამე ვერ წარმომიდგენია შენგან. - იცი რა არის სიმართლე? - რა? - შენ სხვას არავის მოიყვანდი, ვერც ვერავისთან იქნებოდი, რადგან მუდამ ჩემსკენ გამოგიფრინდებოდა გონება. ჩემი დანახვის დღიდან, სხვა ვეღარავისზე ფიქრობდი. - მივახალე მწარე სიმართლე. - ეგრე თუ გააგრძელე, შენი ჭამის ფულს აღარ გადავიხდი! - საჩვენებელი თითი გამომიშვირა მუქარით. მთელი ძალით ვცდილობდი, არ გამცინებოდა. - ვცდები თუ უშენოდაც მდიდარი ვარ? - კი... მაგიტოა დღესასწაულები ცუდი. არ ვიცი, რა გაჩუქო ისეთი, რაზეც ოცნებობ. - თუ რამე განსაკუთრებული მომინდა, წავალ და ვიყიდი. - ისევ გაბრაზებულია. ეს მე უნდა ვიყო გაცეცხლებული. კაცს ცოლი ვიღაცის საკუთრებაში რომ შეეპარება, ის რა კაცია? - და იმ ღამესვე რომ შეურიგდება, თან მაგარი სექსიც ექნება. ცოტათი უნებისყოფოობის სუნი მცემს. - აი ნახავ, მოგნატრებ ჩემ თავს! - ისევ დამემუქრა და გავიდა, კარიც მიიჯახუნა. - წადი, ის ლიტერატურის მასწავლებელი მოიყვანე ცოლად, არ გაგაბრაზებს. თავს მომანატრებს თურმე ბიჭი. - მივაძახე ხმამაღლა. სახლიდან გასვლა მომინდა. ჰაიდენს მოვენატრებოდი, თან თმასაც მოვუხერხებდი რამეს საღამოსთვის და სალონში წავედი. ცოტა მაკიჟი გავიკეთე. იმედი მქონდა, ნახევარ საათში არ მომესპობოდა. ეზოში ვცდილობდი მანქანის შეყვანას, როდესაც მეზობელი ბიჭუნა დავინახე. აშკარად თვალს არ მაშორებდა და გახევებული იდგა, გეგონება მოჩვენება ვყოფილიყავი. მანქანიდან გადავედი. - გამარჯობა კოლ - მივესალმე და ქერა თმაზე მოვუცაცუნე ხელი. დარწმუნებული ვარ, ვერ იტანდა, როცა ასე უკეთებდნენ. არადა, ისეთი თმა ჰქონდა, ძნელი იყო, არ მიჰფერებოდი. - ბურთი გადმომივარდა თქვენს ეზოში. - ასეთ დროს, უბრალოდ ჭიშკარი გააღე, შედი და გამოიტანე. მე რომ არ მოვსულიყავი, უბურთოდ გაატარებდი მთელ დღეს? - გამეცინა. გახარებულმა დაიბრუნდა თავისი ნივთი და მოულოდნელად, ჩამეხუტა კიდეც. სახლში ავედი. ლანა ბედნიერი ბებიასავით შემომყურებდა. აი ზუსტად ისე, შენი შვილიშვილი, რომ ყოველთვის ყველაფერს ჭამს და შანსი არაა, ერთი ლუკმა მაინც დატოვოს თეფშზე. კართან ჰაიდენი ატუზულიყო. - ეგ ბავშვი განგებ აგდებს აქ ბურთს რომ მერე შემოვიდეს და დაგინახოს ან ეზოში შემოიყვანო - ჩაილუღლუღა ბრაზიანი მოხუცივით. - რვა წლის ადამიანზე საუბრობ ჰაიდენ. - ვიცი რამდენისაცაა. ელოდება, როდის გაიზრდება, თან მეც მოვკვდები და მასთან დარჩები. - მერე ცოტა ხნით ჩაფიქრდა - აზრზე ხარ, რამდენი ელოდება ჩემს სიკვდილს? - რა გაუტყდებათ მე თუ მოვკვდი პირველი? - გადავიხარხარე. არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. მაგრად შემომიბღვირა. - მე შენზე 15 წლით ადრე უნდა მოვკვდე - გამომიცხადა მტკიცედ. - სისულელეს ნუ იძახი, თორე ათ წელიწადში, ტომთან ერთად გავიქცევი. - მადლობ, რომ ამ წამს, ბავშვი შემაძულე. - მემგონი პათოლოგი ხარ. - სალონში იყავი? - ჩემი ფრაზა არ გაუპროტესტებია. თავადაც იცოდა, რომ მანიაკს ემსგავსებოდა ზოგჯერ. - ლამაზი ვარ და მეტყობა? - მე ახალგაღვიძებული და მშიერი უფრო მომწონხარ. სანამ არ შეჭამ, ცოფიანს რო ემსგავსები. - ვიცი, მოგწონვარ. წადი, გაემზადე, მალე უნდა გავიდეთ. სტუმრები ნელ-ნელა მოდიოდნენ. მეორე ჭიქა შამპანურის შემდეგ, ცოტათი გამიხარდა კიდეც მათი დანახვა და ყალბ ღიმილს აღარ ვისროდი ყველა მიმართულებით. მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება, რომ ყველას ცოლი ყავდა. ნუთუ რამე დაუწერელი კანონი იყო, ვინმე ისეთთან შეუღლება, ვინც გაგიგებდა და შენს ყოველ სიტყვას უპასუხოდ დაემორჩილებოდა? ჰაიდენს შევხედე. გამიმართლა, რომ დამჯერი ქალი არ მოუნდა გვერდით და იმ ლიტერატურის მასწავლებელს არ გაუხსნა გული. რაღაც საშინელ უკიდურესობასთან მქონდა საქმე. მხოლოდ მე და ის ვიყავით ჰაიდენი და ვივიენი. დანარჩენი ყველა წყვილის დასახელება კაცის სახელით იწყებოდა და ბოლოვდებოდა შემდეგნაირად: „და მისი მეუღლე“. - ქვრივი რომ იყო, შავ ქვრივს დაგიძახებდნენ - წინ ამეტუზა მარსელი და ხელზე მეამბორა. - კიდევ კარგი, ქორწილში მაინც გეცვა თეთრი კაბა. - დღეს ყველა ჰაიდენის სიკვდილს რატომ განიხილავს, თავად ჰაიდენის ჩათვლით? - ნერვები მომეშალა. - შავი ფერი იმიტომ არ მაცვია, რომ მიყვარს - ჩავილაპარაკე ზიზღით და ბოლომდე დავლიე დარჩენილი ყლუპები. - მოსაწევი არ გინდა? - მკითხა ეშმაკურად. - რას ამბობ, როგორ შემოაპარე? დღეს ყველა ეგეთი გასართობი ავკრძალე. - კარგი რაა. მე შინაური ვარ. - შინაურებსაც ავუკრძალე. - გინდა თუ არა? - ნერვები მოეშალა. - ჯერ ყველას მივესალმები, ერთი-ორ ბრძნულ სიტყვას ვიტყვი და მერე შეიძლება, ვნახოთ. - თან შენ რომ გიყვარს, ისეთია. - სასაცილო და სექსის დროს, გასასწორებელი? - კი. - იცოდე აქ მაგის დარიგება არ დაიწყო, თორემ პოლიციას ჩავაბარებ შენ თავს. - კარგი მემ. ხალხს გადავხედე. ჰაიდენის გვერდით ვიდექი და დაუღალავად ვლაპარაკობდი ისეთ სისულელეებზე, რაც წესით არ უნდა მცოდნოდა. სანადიროდაც დამპატიჟა ჩემი მეუღლის ძმაკაცმა. ჰაიდენმა სადღეგრძელო თქვა. მისი ხმა ჩემში არსებულ ყველა ჰორმონს ერთდროულად აღვიძებდა და მზად ვიყავი, ამდენ ადამიანში შემომეხია კაბა. ცოტახნით, ყველამ თავისთვის რომ დაიწყო გართობა, დრო ვიხელთეთ და იქამდე ვატრიალეთ ერთმანეთის პირში ენები, სანამ უხერხული ხველება არ მოგვესმა გარშემომყოფებისგან. - რაღაც არამგონია, იმ ქეთლინს მასწავლებელს ასეთი კოცნა სცოდნოდა - მაინც წავკბინე. - არ მაინტერესებს, იმ ქალმა როგორი კოცნა იცოდა, არც არასოდეს მიკოცნია - ამოიოხრა და რამდენიმე წამით, ჩემს მკერდს შეხედა - მომენატრნენ... თან როგორი მადისაღმძვრელები არიან. ისე, მაღლიდან კარგად ჩანს შენი დეკოლტე და იმედია, ლუიჯის არ უნახიხარ, თორემ ეგ ორმეტრიანი ბიძიაა თან ცოტა პედოფილიც. - აი თურმე რატომ ჩაეღიმა რაღაცნაირად, როცა ახლოს მოვიდა. თან ცოლი ედგა გვერდით დამპალს. - არაუშავს. დღეს უბედურ შემთხვევას შეეწირება. ვიღაცა მის მანქანაში მუხრუჭს გადაჭრის. - ნათითურები წაშალე საყვარელო. არ მინდა, ციხეში ჩაგსვან - ცხვირზე ვაკოცე სიცილით. - რა უბედურებაა, ამხელა კაცს რატომ მოსწონხარ? - ეგ რა არის. 75 წლის რობისაც მოვწონდი. - ანუ რ-ც გამოჩნდა. ანბანის მიხედვით მაქ ჩამოწერილი იმათი სახელები, ვისაც დახოცვას ვუპირებ. - ვის სიკვდილს გეგმავთ? - შემოგვეჭრა ფროდო. - შენ ნამდვილად არაფერს გერჩი - უთხრა ჰაიდენმა - სხვათაშორის, მალე გამოუტყდი ოჯახს, თორემ უკვე ვინმე გავლენიანი ოჯახისშვილს არჩევენ შენთვის. მამაშენი მელაპარაკებოდა მაგ თემაზე. - რაზე გამოვტყდე? - გეი რომ ხარ. - არ ვარ - ძალიან არაბუნებრივად იუარა. - მაშინ ზედმეტად პატიოსანი კაცი ყოფილხარ. ერთადერთი, ვინც ვივიენის უკანალს არ მიაშტერდა დღეს. - მაგარი პათოლოგი გყავს - შემომხედა მარსელმა - ტიპი დგას და შენს უკანა ხედს სდარაჯობს. - ჩემო კარგო, ქალს ან სადარაჯო ტ*აკი უნდა ჰქონდეს ან საერთოდ არაა საჭირო ქალად დაიბადოს - წარმოვთქვი ამაყად. - კაი ერთი. შენზე ლამაზი არაფერი მინახავს და გამოდის, ყველა კაცად უნდა დაბადებულიყო ვინც ვერ გიტოლდება. - თავდაჯერებულობა ზეცაში ამიტყორცნა ქმარმა. - აბა, არ დავიწყოთ შეჯიბრი? - იკითხა მარელმა - დავიღალე იმის ყურებით, როგორ ეტრფით ერთმანეთს. - მოამზადეთ თქვენი მძღოლები - გამოაცხადა ჰაიდენმა. ორი წამით, მარსელს ჩავუკარი თვალი და ქმარს დავუძვერი, კაცების ტუალეტში შევიკეტეთ მოსაწევად. არ მახსოვს, კიდევ როგორ გავიპარე და შავი სპორტული მანქანის საჭესთან როგორ აღმოვჩნდი. თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია: ხელები საოცრად მეფხანებოდა, სხეული კი მომაკვდინებელი სიჩაქრისთვის ემზადებოდა. გვერდზე მანქანაში, მარსელი იჯდა. სანამ სექსუალური გოგო ნიშანს მოგვცემდა, იქამდე გავახურეთ მანქანები და ტუჩის მოძრაობით, მარსელს ვანიშნე, დარხეული გაქვს-მეთქი. გაზს მივაჭირე. სიჩქარეს ნელ-ნელა ვუმატებდი და საბოლოოდ, სანამ ფინიშის ხაზთან მივფრინდებოი, სხვები ჩემი მანქანის უკანალს ხედავდნენ. - ეგრე მოუხდებათ მაგ თავგასულებს პატარა ვივი - ჩამესმა გვერდზე მჯდომის ხმა. ვიცოდი, რომ მანქანაში მარტო ვიყავი. ისიც ვიცოდი, მოჩვენებებთან საუბარი კარგს არაფერს მომიტანდა, მაგრამ ის ხომ მართლა აქ უნდა ყოფილიყო? ის ყოველი გიჟური ჩანაფრის შესრულებისას უნდა მჯდარიყო ჩემს გვერდით და პატარა ბავშვის ეშმაკური სიცილით წავექეზებინე. - თან მოვწიე და ალბათ ცოცხალი ვერ გადავრჩები - ვთქვი სიცილით. ფინიშის ხაზს რიგიანად გავცდი. ახლა თითქმის ვხედავდი იმას, ვის გამოც შეიძლებოდა სადმე გადავჩეხილიყავი. - შენ რაა, გათხოვდი? ბეჭედი რატომ გიკეთია? - მკითხა გაოგნებულმა. მხოლოდ ახლა კი არა, წარმოსახვაში, ყოველთვის ამ კითხვით იწყებოდა ჩვენი შეხვედრა. მთავრდებოდა დაუსრულებელი ჩხუბით იმის შესახებ, რომ ფიცი მქონდა დადებული, არავისზე ვიქორწინებდი. - სხვა გზა არ მქონდა შე ეგოისტო! - შევეპასუხე წარმოსახვას, რომელიც იმდენად მიუწვდომელი იყო, მოჩვენებაც კი აღარ ეთქმოდა - თვალებში დემონები დაგთამაშებდნენ და მაგ დემონებმა დაგღუპეს! ორივე დაგვღუპეს. მეთორმეტე - როგორ გაბედე? როგორ გაბედე ეს დედა*****ული? აუცილებელია, ყველამ გაიგოს რომ თავზე მახტები? - ყვიროდა გამწარებული ჰაიდენი და სიბრაზისგან მხოლოდ შუბლის ძარღვი კი არა, ყველა არსებული ძარღვი დასჭიმვოდა. განსაკუთრებულად გაცეცხლებული როცა იყო, კბილებს ისე აჩენდა, გეგონება იღიმისო. - ეგ საერთოდ არავის უფიქრია ჰაიდენ. - მე ვიფიქრე და ეგაა მთავარი. ყველაზე საშინელება იცი რა იყო? მოვიხედე და იმის მაგივრად, რომ გვერდზე მდგარიყავი, იმ დაწყევლილ მანქანას მიაქროლებდი არარეალური სისწრაფით. წამით მეგონა, რაღაცას შეასკდებოდი და ნაწილებად დაშლილი შენი სხეულის გადმოტანა მომიწევდა. - ჰაიდენ საყვარელო, ყველაფერი კარგადაა. - შემეშინდა. ბრაზისგან კანკალებდა. მთელი სხეული უკანკალებდა. ღრმად, ხმამაღლა სუნთქავდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მისი მტერი ვყოფილიყავი. - შემომხედე! - ხელები სახეზე ჩამავლო და თვალებში მომაჩერდა - დაბოლილი ხარ? - ცოტა მოვწიეთ მე და მარსელმა - უარყოფას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ჩაწითლებული მქონდა თვალები. - კაიფში, არაადეკვატური დაჯექი საჭესთან და საოცარი სისწრაფით მიაქროლებდი მანქანას? - სიმწრისგან, სიტყვებს მარცვლიდა. მე კი ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა. ამაზე მეტად, ვეღარასოდეს იქნებოდა გაბრაზებული. - ჰო. - გინდა, რომ შენი მარიონეტი ვიყო. გარშემო ყველა თავს უნდა გიხრიდეს, შენს ყველა სურვილს ასრულებდნენ. ქმარი არ გჭირდებოდა, ამიტომაც არ გინდოდა გათხოვება. შენ მონა გინდოდა და მე ამირჩიე. - თავად ამბობდი, შენი მონა ვარო. ძალიან გერომანტიკულებოდა ეგ ამბავი და წინააღმდეგი არასოდეს ყოფილხარ. - გამეცინა. კარგად ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და რაღაც მომენტში, მოსაკლავიც ვიყავი. როგორ გაუძლო ჩემს ჯინიან გამოხტომებს, ნამდვილად ვერ მივხვდი. გარეთ გავარდა. კარი დიდი სიმძლავრით მოხურა. მთელმა სახლმა შეიზანზარა. ვიცოდი, ჩემი გაყოლა უარესად გააბრაზებდა, ამიტომაც არ გავეკიდე. ძალიან მეშინოდა, ასეთი გაბრაზებული, საჭესთან არ დამჯდარიყო. ავტოფარეხიდან არ გამოსულა. იქიდანაც ხმაური მომესმა და უარესად შევშინდი. ფეხაკრეფით გავედი გარეთ. მასთან მივიპარე. კედლებს მუშტებს უტყამდა სიმწრისგან. სასიკვდილოდ განწირულივით ხვნეშოდა. საკუთარი თავი შემძულდა, ასეთი ჰადენი რომ დავინახე. არასოდეს მდომებია ჩემი მარიონეტი ყოფილიყო. ჰაიდენს ეს არ შეეფერებოდა, არც უხდებოდა და ვერც ვერავინ გაბედავდა მისით მანიპულირებას. - შეწყვიტე რაა, შეწყვიტე - ზურგზე შემოვეხვიე. ნეტავ, იმდენი ძალა მქონოდა, რომ მისი გაკავება შემძლებოდა. ეტყობა, ისევ მტრად მთვლიდა, რადგან შევატყე, არ ესიამოვნა ჩემი შეხება, მაგრამ ცოტახანში დაწყნარდა. ყოველი შემთხვევისთვის, იმ ხელებს აღარ იზიანებდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. - შენ ვერავის შეიყვარებ... არავინ გადარდებს. მხოლოდ ნიკი გიყვარდა. ახლა ქვა ხარ. - თქვა ხმადაბლა და ჩემი ხელები მოიშორა. - სად მიდიხარ? - სადმე. ამ ადგილას ვერ გავჩერდები. - რას ნიშნავს, ვერ გაჩერდები? - ვცდილობდი, ბომბივით არ ავფეთქებულიყავი და „დაეტიე სახლში“ ან „ფეხს არ გაადგამ“ ფრაზები არ ამომხეთქვოდა. - შენ როგორც ვერ დაატიე ტ*აკი ერთ ადგილას და მანქანისკენ გაიპარე, ზუსტად ისეთ ვერ გაჩერებას ნიშნავს. - მალე მოხვალ? - დამჯერი ბავშვივით გავყევი მის ნაბიჯებს. - დაიძინე - არაშესაბამისი პასუხი დამიბრუნდა. - დავიძინო? - ცოტა გამეცინა. შუაღამისას, შენი განრისხებული ქმარი სახლიდან რომ მიდის და შენ იძინებ, ესეიგი ფეხებზე გკიდია. მტრული თვალები მომაპყრო, აღაფერი უთქვამს. იმან მაინც დამაწყნარა, რომ ფეხით წავიდა, მანქანის გარეშე. ორი ვარიანტი იყო: აქვე ახლოს ისეირნებდა, დაწყნარდებოდა და დაბრუნდებოდა ან სამეზობლოში საყვარელი ჰყავდა და იქ მიდიოდა. კი გამორიცხული იყო მეორე მოსაზრება, მაგრამ მაინც მოსვენება გამიწყდა გაფიქრების შემდეგ. ჩუმად დადევნება არ იქნებოდა შესაფერისი საქციელი. - ეს რო შენი შეყვარებული იყოს, ახლა მაგრად გამოვთვრებოდით, ვიცეკვებდით და გეგმას შევადგენდით, როგორ დაგეკიდებინა - მითხრა არარსებულმა ან აღარ არსებულმა გოგონამ. ღამის ნიავი წითურ თმას უწეწავდა. ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი. იქნებ, სურნელიც მოეტანა, მაგრამ უშედეგოდ. მისი ყველა სახის ნაქვთი რომც გამეხსენებინა, სურნელის იმიტირებას ვერ შევძლებდი. - ჩემი ქმარია - წარმოვთქვი გასაგებად. - შეყვარებულიც იყო და თქმა ვერ მოვასწარი. - იქნებ დაელაპარაკო? - და ვუთხრა, რომ გიჟი ვარ? - ვფიქრობ, ისედაც იცის. - იცის - დამიდასტურა მან. სახლში შევედი. ჭამის სურვილიც არ მქონდა. პიანინო ერთ-ერთ ოთახში შეეტანათ. ამან მაინც გამახარა. ორი საათის განმავლობაში, ვერ მოვისვენე. დაკვრაც ვერ შევძელი. ვიჯექი და რაღაც საშინელებებზე ვფიქრობდი. მაგალითად, თავს რომ დამსხმოდნენ და მოვეკალი. ჰაიდენი შინ დაბრუნდებოდა, ჩემს სისხლიან სხეულს კლავებში მოიქცევდა და მიგლოვებდა. შემდეგ, ყველაფერი ისე შემოტრიალდებოდა, რომ ის გახდებოდა დამნაშავე ჩემ მაგივრად. სიცოცხლის ბოლომდე, სინდისი შეაწუხებდა. არა, არ მაწყობდა ეგ. კიდევ მე ვიყავი გულქვა? ფიქრებშიც ვერ გამემეტებინა ტანჯვისთვის. მაგრამ ახლა რომ რამე დამართნოდა, მერე ვინ დაიტანჯებოდა სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე. სანამ მოვიდოდა, ათი ღერი სიგარეტი მოვწიე. მძიმე ნაბიჯები რომ შემომესმა პირველი სართულიდან, წამოვხტი და კარიდან მივაყურადე. იქნებ, ჩემი დანახვა ჯერ კიდევ არ უნდოდა. დაველოდე, სანამ კიბეზე ამოვიდა და საძინებელში, საწოლზე არ დაემხო. ნელა შევიპარე ჩვენს ოთახში. გათიშული ეგდო, ფეხსაცმლიანად. ესეც ასე. „ნასკი გამხადე ქალო“ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ისეთი დრო მოვიდა, უთქმელადაც ვხდიდი. ოღონდ ნასკს არა, ფეხსაცმელს. ნეტავ, საწოლში რომ ვწოლილიყავი მძინარე, რას იფიქრებდა? სავარაუდოდ, ვერც კი შეამჩნევდა და დიდი ალბათობით, შეიძლებოდა, ჩემზე დანარცხებულიყო. გვერდზე მივუწექი. ახლა მაინც ვერ გამიწევდა წინააღმდეგობას და ვერც მომიშორებდა. თავი მკერდზე დავადე და კისერში დავუწყე კოცნა. სულ მენატრებოდა. მენატრებოდა, როცა ასე გიჟივით გარბოდა სახლიდან გაბრაზებული, მენატრებოდა, როცა ვკამათობდით. როდესაც ცალ-ცალკე ვისხედით და ერთმანეთს ვუღიმოდით, მაშინაც მენატრებოდა. ერთი სიტყვით, მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტუაციას ან სიშორეს. მასთან ჩახუტებულიც მონატრებას განვიცდიდი. მთელი ღამე ისე ეძინა, ერთხელაც არ განძრეულა. დროდადრო, ვამოწმებდი ხომ სუნთქავდა. დილით, შხაპის შემდეგ, ლანასთან ჩავედი. არ ვაპირებდი ჰაიდენის გარეშე საუზმობას, მაგრამ ვიფიქრე, როცა ჩამოვა, მეორედაც შევჭამ, რა პრობლემაა-თქო და ზურგი არ მიქცევია ლანას გაკეთებული ომლეტისთვის. - პიანინო მოიტანეს ქალბატონო - მახარა მან. - ვნახე. ძალიან გამეხარდა, როგორც იქნა, დავუკრავ. - აქ ხომ უკვე ჰქონდა მისტერ სთარს? - ჰქონდა, უზარმაზარი და უძვირფასესი, მაგრამ ისეთი მშვენიერია რომ ჯერ მიკარება მიჭირს. - გუშინდელმა დღემ როგორ ჩაიარა? - კარგად. რა თქმა უნდა, სკანდალებს ვერ ავუარეთ გვერდი, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა რომ დღეს ახალ ამბებში გამოგვაჭენონ. ჰაიდენს ყავა გაუკეთე რაა. ხომ იცი, მაგას შეგრილებული უყვარს და სანამ ჩამოვა, გაცივდება კიდეც. - ახლავე გავაკეთებ. - მაგრამ უნდა ყავა ნეტა? გუშინ ძალიან ბევრი დალია და ახლა სავარაუდოდ, ნაბახუსევი აქვს. მოდი, მჟავე ლიმონათი გაუკეთე და ეგეც გვედოს მაცივარში. ხომ იცი კაცების ამბავი? გვერდითი მოვლენების გარეშე, ვერაფერს აკეთებენ. - ის ახლა გაცილებით ბედნიერი ჩანს, ვიდრე ოდესმე - ისე თქვა ლანამ, ჩემთვის არ შემოუხედავს. ზოგადად, ეუხერხულებოდა ასეთი საუბრები. - აქამდე არ იყო ბედნიერი? - გავეშმაკდი. - ჩვეულებრივად იყო, მაგრამ თქვენი გაცნობის შემდეგ, აზრი მიეცა, გამოცოცხლდა. სულ იმაზე ფიქრობდა, ერთმანეთზე უკეთესი ვარდი სად ეშოვნა. საბოლოოდ, სათბურში მოაშენა. - ჰო, მახსოვს. სტაფილო რომ მყვარებოდა, ნეტავ მაგასაც მოიყვანდა? - ალბათ. სახლის ტელეფონმა დარეკა. - უპასუხე და უთხარი, რომ მე სახლში არ ვარ, ჰაიდენს კი სძინავს - ვთხოვე მას. არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. უპასუხა. მორცხვად გამომაყოლა მზერა და რამდენჯერმე დაეთანხმა. - ჰაიდენი იყო. მთხოვა, საუზმე ამეტანა და ლიმონის წვენიც ამეყოლებინა. როგორც დაგეგმეთ, ცუდადაა სასმელის გამო. - ტელეფონით დარეკა? - ცოტა გავბრაზდი. - დიახ. - აუტანე, კარგი. - ჩემი ნახვა არ უნდოდა. არ უნდოდა და ნუ უნდოდა. ხვეწნა-მუდარის ხასიათზე ისედაც არ ვიყავი. სამაგიეროდ, გასართობი მუდამ მქონდა. ეზოში გავედი. წელიწადში ერთხელ ჰაიდენის საყვარელი ძაღლი პაწაწინა ლეკვებს აჩენდა და მეც მეტი რა მინდოდა სიხარულისთვის? ცოტახანს ვეღლიცინე პატარებს და დავასკვენი, რომ აღარც ესენი მიხარებდნენ გულს დიდად. აი, პატარა ბავშვის დანახვაზეც იგივე მემართებოდა, რაც ამ ლეკვების: შესახედავად ყველა კარგი იყო, დადებით გრძნობებს აღძრავდნენ, მაგრამ საჩემოები არ იყვნენ თითქოს. საჩემო აღარაფერი დარჩენილიყო ქვეყანაზე და რას მოვუხერხებდი ამ გრძნობას, თავადაც ვერ ვხვდებოდი. ზოგჯერ, მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეს წყეული სიცარიელე მუდმივად თან დამყვებოდა. ტყუილია, თითქოს ალკოჰოლი შველის ადამიანებს ტკივილის დავიწყებაში. ეგ მხოლოდ კუჭს და შარდის ბუშტს ავსებს, მაგრამ სულის სიცარიელემ რომ ტკივილი იცის, ვერასოდეს განელდება. ჭიშკარი გავაღე და გარეთ გავედი სასეირნოდ. თან ძალიან ახლოს ვიყავი სახლთან და თან გეგონება აღარაფერი შემრჩენოდა სახლისგან. როგორ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად თავს კომფორტულად გრძნობდეს და თან გაქცევა უნდოდეს შორს, იქ სადაც სხვა ელოდება? მაქსიმი მირეკავდა. ორი წლის განმავლობაში, ყოველ დღე მირეკავდა. მე არ ვპასუხობდი. რატომ ვერ ხვდებოდა, რომ მისი ხმის გაგონება კი არ მძაგდა, უბრალოდ მე არ შემეძლო გამარჯობის თქმა? ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა და თან ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტის ეპიცენტრში მყოფი, შვებას რაღაც სულელურ ნიავებში და ხეების სურნელში ვეძებდი, თუმცა არაფრის სუნი არ ჰქონდათ ხეებს. აქაც სიცარიელე იყო. დამპალ სიცარიელეს ვერ ვიშორებდი. ცხოვრების ერთადერთ შვებად ჰაიდენი მყავდა და მასაც როგორ საძაგლად ვუშლიდი ნერვებს. რას იზამდა? შეჩვეული იყო. თავიდანვე იცოდა, სახრჩობელის ყულფში ჰყოფდა თავს, თუმცა ერთი წამითაც არ დაუხევია უკან. უსიტყვოდ წავიდა თვითმკვლელობაზე. ჩემთან ცხოვრება და სუიციდი ხომ ერთმანეთის სინონიმები გამხდარიყვნენ? - ვიღიღინებდი უცნაურ სიმღერას ჩვენი ბავშვობიდან, მაგრამ ტექსტი არ მახსოვს - მითხრა ჩემს გვერდით მოსიარულე ბიჭმა. - ქარი ფოთლებს არხევს და სასაფლაოდან მოაქვს გარდაცვლილების ნიავი - წავიღიღინე - ბავშვობაში, რატომ გვასმენინებდნენ ამ შემზარავ რაღაცას? - ვკითხე მას. - არ ვიცოდით, სიკვდილი რა იყო და მოგვწონდა ეტყობა. - უცნაურია, როგორ ფაქიზად გვაპარებდნენ მშობლები სასტიკ რეალობას, მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერს ვიგებდით. ეგრეა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი, იქამდე ვერაფერს ხვდები, რამდენი წლისაც არ უნდა იყო. - შენ რამდენისამ გაანალიზე, რომ ფოთლებს სასაფლაოდან მოაქვთ მკვდრების ნიავი? - მკითხა ბიჭმა. - დედის სიკვდილისას. ქარიან დღეებში, გარეთ გავდიოდი და მეგონა, დედაჩემის სურნელს მომიტანდა. სხვათაშორის, რამდენჯერმე მომჩვენებია კიდეც მისი სუნამოს არომატი. - ახლა რა გეჩვენება? - ახლა შენი არომატი მეჩვენება. - ნუღარ ეძებ ჩემს არომატს. ეს ზედმეტად ტრაგიკულია - თვალებში შემომხედა. მისი მზერა ისეთივე თბილი და ცოცხალი იყო, როგორც უწინ. დავიღალე თვითგვემით, ჰაიდენთან ავედი. ჩემი დანახვისას, წარბები შეკრა. არაფერი უთხვამს. - გამარჯობა - მეზობელივით მივესალმე. საპასუხოდ, ჩაახველა. - თავი გტკივა? - ჰო. ნელა მივუახლოვდი, კალთაში ჩავუჯექი. გულგრილ პოზიციას ინარჩუნებდა, სანამ ყელში ვკოცნიდი. - კიდე სად გკტივა აბა? - არსად. ვნებიანად ვცადე ტუჩებში მეკოცნა, მაგრამ პირს ძვრა არ უყო. პრინციპულად, არაფერს აკეთებდა, თუმცა მისი სხეული ნამდვილად არ იყო უემოციო ჩემს მიმართ. შარვალი გავუხსენი და უბეში ჩავუცურე ხელი. - აქ ხო არ გტკივა? - გაანებე მაგას თავი. - ვფიქრობ, არ უნდა, რომ თავი გავანებო - კაბა გავიხადე და მასაც გავუხსენი პერანგის ღილები. მკვრივი მკერდი დავუკოცნე. სუნთქვა გაუხშირდა. თავისი მშვენიერი თითები თმაში შემიცურა და ტუჩებზე მეძგერა. მისი გამკვრივებული ასო ჩემში შემოვიყვანე. სხეულში მომაკვდინებლად დამიარა ჟრუანტელმა, როცა მისმა ღირსებამ მთელი თავისი მოხერხებულით დაიწყო ჩემში მოძრაობა და ამის პარალელურად, თავისი დაკუნთული მკლავები შემომიტარა ზურგზე. ხმამაღლა ვკვნესოდი. ჩემს კვნესას მისი ოხვრა ისე ამშვენებდა, ვიფიქრე, ამისი შთაგონებით, საოცარ სიმფონიას შევქმნიდი. - ჰაიდენ - აღმომხდა მისი სახელი. სიამოვნებისგან, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. მთლიანად ჰაიდენის ვიყავი. მკლავებს შეუჩერებლად ვუკოცნიდი და მუცელზე ვეკვროდი. - როგორ მომენატრე - ყურში ჩამჩურჩულა და მანდვე შემახო თავისი თეთრი კბილები. - პრეზერვატივი... - ამოვილუღლუღე უძლურად. - დაიკიდე. - მაშინ გარეთ გაათავე. - თმაზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი და მთელი ძალით ვეკვროდი. მკერდზე მისი ენისა და ტუჩების გამუდმებული ფერება კვნესას მიორმაგებდა. ნეტარებისგან, აზროვნების უნარი დავკარგე. ეს არ იყო მარტო ორგაზმდი...მხოლოდ ის მინოდა, ჩვენს შორის ერთი მილიმეტრიც აღარ დარჩენილიყო. მე მთლიანად ჰაიდენი ვყოფილიყავი, ჰაიდენი კი ვივიენში ჩაკარგულიყო და თავი ვეღარასოდეს დაეხწია. ერთმანეთის სხეულებს ვეფერებოდით და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჯერ კიდევ არ გვტოვებდა ორგაზმისგან შემორჩენილი სიამოვნება. თმა მაგრად მოვქაჩე და თავი უკან გადავაწევინე. - მეზიზღები! - გამოვცერი კბილებიდან. - ერთი პატარა გოგო რა გახდა? ან ბიჭი - ისეთი თვალებით მკითხა, ჩემი თავი შემზიზღდა. - შემომხედე ჰეიდენ! ეს ყველაფერი ცოლთან შეთანხმებით უნდა გააკეთო და არა მზაკვრულად. ლამაზი, პატარა გოგო ან ბიჭი გვეყოლება, რომელსაც ძალიან ვეყვარებით და მერე დაობლდება. - რაა? - ჰო, დაობლდება. მამაშენი რომ მოკლეს, რამდენი წლის იყავი? და საერთოდ, ერთი ჩვენი მსგავსი ოჯახი დამისახელე, რომელმაც მცირეწლოვნობაში არ დაკარგა ახლობლები. - ბავშვი რომ არ გინდა ვიცი. პირდაპირ თქვი, ამდენი მიზეზის მოფიქრება არაა საჭირო. ჩაჯდა ეგრევე მიწაში და მეც ჩამიყოლა. - ნამდვილად არ მინდა. - მე რომ მინდა? თუ აქ ყველაფერი შენს მინდაზეა მორგებული? ხელებზე გუშინდელი სიბრაზის კვალი ლურჯად დამჩნეოდა. მისი უზარმაზარი ტორები თითებში მოვიქციე და ნაზად დავუკოცნე. - მოდი, დღეს არ ვიკამათოდ მაგ თემაზე რაა. - როგორ ადვილად მიშორებ ხოლმე თავიდან. - საერთოდ არ გიშორებ თუ დააკვირდი. - წამოვდექი და კაბა გადავიცვი. - უბრალოდ, გამუდმებული კამათით დავიღალე. ერთი დღე მაინც გავატაროთ ჩხუბის გარეშე. - ასე დაემთხვა ბოლო ორი დღე, თორემ საერთოდ არ ვჩხუბობთ.ძირითადად, შენ აკეთებ საჩხუბარ რამეებს. - აბუზღუნდა. - ვეცდები, აღარ გავაკეთო. - მოდი, დღეს სადმე წავიდეთ და გავერთოთ, გინდა? - შემწვარი ხორცი ვჭამოთ ჩვენს საყვარელ რესტორანში, მანამდე, სროლის შეჯიბრი მოვაწყოთ. - ეგრევე დავაწყე ყველა გეგმა. - მშვენიერია. - ოღონდ არ იტირო, როცა მოგიგებ. - ისედაც სულ მიგებთ თქვენო აღმატებულებავ. ოდესმე მიტირია? - კი, ორჯერ. - პატარა მატყუარა - თავისი მშვენიერი მკლავები მომხვია. ცოტახანს, ასე ვიდექით. ჰაიდენი ერთადერთი კაცი იყო, ვისი კანის სურნელიც ყველაზე სასიამვნო შეგრძნებას აღძრავდა ჩემში. ჯერ ტირში ვიყავით. არ ვიცი, ასეთი ბავშვური და არასერიოზული როგორ ხდებოდა ჩემთან ყოფნისას, მაგრამ ფაქტია, რომ მუდამ მაგებინებდა. ოხუნჯი ღიმილით გამოჰკრავდა ხოლმე სასხლეტს და სილუეტის მუცლის შორე-ახლოს ხვდებოდა გასროლილი. - სერიოზულად ჰაიდენ? ამ სამყაროში, ასეთი გასროლით გაიტანე თავი? - ისე მეკითხები, გეგონება ადამიანებს ვხოცავდე და ისე ვირჩენდე თავს - წარბები შეკრა - და შენ როგორ გაიტანე თავი? - მე ძალიან მარტივი ცხოვრება მქონდა. ჯერ მამიკო მიცავდა, მერე ბიძაშვილი, ახლა შენ. ასეა, ლამაზი როცა იბადები, სხვა ზრუნავს შენზე. თავად, მხოლოდ იმას ფიქრობ, რა ჩაიცვა და რა შევუკვეთო დამხმარე ქალს ვახშმად. - ძალიან უტიფარი ქალბატონი ბრძანდებით თქვენო აღმატებულებავ - სახე დამიჭირა და ლოყები დამიკოცნა. - თან არც გრცხვენიათ. - მოგიგო უტიფარმა ქალბატონმა. თავანი ჩაბარდეს! - მკერდზე დავუტყაპუნე ხელი. - თავანში ჩემი მშვენიერი სხეული იგულისხმება თუ რამე სხვაც? - შენი მშვენიერი სხეული ისედაც მბარდება როცა მინდა და სადაც მინდა. მარსელის მეგობარმა საიუველირო მაღაზია გახსნა და ამაზე ლამაზი, არაფერი მინახავს. - აქამდე ვერ მითხარი? - აქამდე ვიფიქრე, წავალ და ვიყიდი-თქო, მაგრამ ხომ იცი, ზოგჯერ ჩემი კაპრიზები გამოჰყოფს ხოლმე თავს. ახლა მინდა, რომ შენ მიყიდო. - მოპარული ხომ არ გირჩევნია მაინც? აი, შენიღბული რომ შევვარდე და გამოვაცარიელო იქაურობა. უფრო რომანტიკული იქნება - თვალები მოჭუტა სიცილით. - შეწყვიტე ეშმაკობა, შენი გემოვნებით ამირჩიე. - ანუ მე უნდა წავიდე და ავარჩიო? - ჰო. - ვერ ვხვდები, ასეთი კონტრასტით როგორ ცხოვრობ. ზოგჯერ, მზად ხარ თავზე ურო გადამამტვრიო, ზოგჯერ პრინცესას ემსგავსები. - შენ რომელი უფრო მოგწონს? - ორივეზე ვგიჟდები. ასე მგიონია, ერთი ცოლია, მერე - საყვარელი. - მოუნდა ბიჭს მრავალფეროვნება - ის-ის იყო, იარაღს თავის ადგილას ვდებდი, რომ საშინელმა აზრმა გამიელვა. ჰაიდენს ნელა ვაკოცე და ისე ჩავიჩურჩულე, მისთვის ბაგეები არ მომიშორებია: - ახლა პატარა თამაშს შემოგთავაზებ და გამოიცანი, ცოლი ვარ თუ საყვარელი ანუ პრინცესა თუ ალქაჯი. დატენილი იარაღის ლულა პირთან მივიახლოვე, ნელა ავუსვი ენა. შემდეგ კი ტუჩებში მოვიქციე. - ვივიენ არ მეცინება. - გაბრაზდა ჰაიდენი. - არ მომიახლოვდე, თორემ გაათავებს, ტყვია გამოვარდება და მეც... - დამთავრებული არ მქონდა, ხელიდან გამომგლიჯა და მთელი ძალით დაანარცხა იატაკზე. - რატომ გაქვს ასეთი გიჟური გამოხტომები? - დაიღრიალა. - შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემი სიგიჟის შესახებ - მინდოდა, ხელით ჩემსკენ მომეზიდა, მაგრამ უცნაურად მოიხარა წელში, გული ხელზე დაიდო და კედელს მიეყრდნო. - რა გჭირს, ცუდად ხარ? - არა. - ღმერთო, ცუდად ხარ - ისე ავღელდი, ფეხები ლამის მომეკეცა. ტელეფონი ამოვიღე, სასწრაფოში მინდოდა დარეკა, მაგრამ ეგეც ხელიდან გამომგლიჯა და გააფთრებული თვალები მომაპყრო. - კარგად ვარ. ორი წამით შეგიძლია გაჩერდე და არაფერი ქნა? აღარაფერი მიპასუხია. ენა ჩამვარდნოდა, რომც მდომოდა, მაინც ვერ ამოვიღებდი ხმას. მხარზე თავი მივადე და გავშეშდი. ყოველთვის ჩემ გამო ხდებოდა ცუდად. მუდამ მე ვიყავი მიზეზი მისი სიბრაზის, უხასიათობის. ასე ვიდექით რამდენიმე წუთი. ეს რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაანალიზებლად, რომ ჩემი გაზრდის დრო იყო. დრო იყო, მის ნერვებზე აღარ მეთამაშა. - უკეთ ხარ? - კი - შუბლზე მაკოცა. რატომ ხდებოდა, რომ მუდამ ის მამშვიდებდა? რატომ ვიყავი გამუდმებით დამნაშავე და ასეთ დროსაც რატომ მთხოვდა ჰაიდენი პატიებას? - სახლში წავიდეთ. - რესტორანში არ ვაპირებდით წასვლას? - ჰო, მაგრამ... - წავედით. არ მინდა გეგონოს, რომ ზედმეტად მოხუცი ვარ, მაგრამ წნევამ ამიწია წამით. იცი, ეგეთი რამის გაკეთება შენი მხრიდან, იგივეა, რომ მეთერთმეტე სართულზე ახვიდე და აივანზე ცალი ხელით ჩამოეკიდო. შენი არ ვიცი, თუმცა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. - აღარასოდეს ვიზამ საშიშ რამეებს. - მე რაც გინდა ის მიქენი, თუ გინდა, მთლიანად გადამაყლაპე ეგ იარაღი, მაგრამ შენ ნუ გააკეთებ მსგავსს. - შენ მითუმეტეს ვერ გიზავ -მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოვაცალე - წავიდეთ სახლში, მე დავჯდები საჭესთან. - რესტორანში წავიდეთ. არ გშია? - არ მშია. - მატყუებ. ვიცი, რომ მუდამ გშია და მაშინ, როცა ამ ფაქტს უარყოფ, უფრო მეტად გშივდება. - კარგი, წავიდეთ. - რა გაეწყობიდა? მართალს ღაღადებდა. მე და ჰაიდენს ერთი რესტორანი გვქონდა ამოჩემებული. აზრზე არ ვიყავით, ვისი იყო ან როგორი ხალხი დადიოდა. ნაცნობებსაც ვხედავდით ხოლმე, მაგრამ ვერანდაზე, შედარებით მოფარებულ ადგილას რომ დავსხდებოდით, ბევრი არავინ გვამჩნევდა. გვიყვარდა, როცა ჰაერზე ვისხედით წყნარად, ერთმანეთს ხელზე ვეფერებოდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაც გვახარებდა ან გულს გვტკენდა. ჩვენ მუდამ სახლში გვერჩივნა, თუმცა სახლისგან განსხვავებით, ეს ის ადგილი იყო, სადაც დაუსრულებლად ვფლირტაობდით თვალებით და უფლება არ გვქონდა, ერთმანეთისთვის ტანსაცმელი შემოგვეძარცვა. ზოგჯერ სიტყვიერ ფერებასაც დიდი აზრი ჰქონდა. - ვივიენ, შენთვის ძვირფასი ვარ? - მკითხა მოულოდნელად. საჭმელი ლამის გადამცდა. - ანუ ფიქრობ, რომ ყოველ დღე, ჩემთვის არაძვირფასი ადამიანის გვერდით გაღვიძება, სექსი და მასთან თითოეული წამის გატარება შემიძლია? - არ ვფიქრობ ასე. - მაშინ არ უნდა მეკითხებოდე მაგას. - ყველაფერი სხვაგვარად რომ წარმართულიყო, რა ვიქნებოდი შენთვის? - გულახდილი საუბრების ხასიათზე ხარ? -გამეცინა - ჰაიდენ, ცოლად იმიტომ კი არ გამოგყევი, რომ სხვებზე უკეთესი ვარიანტი იყავი.ან შენ იქნებოდი ან არავინ. - მაგრამ ეგ არაა ჩემს კითხვაზე პასუხი - მაინც კმაყოფილება დაეტყო სახეზე. - საყვარლები ვიქნებოდით რა თქმა უნდა. ჩვეულებრივი წყვილი არ ვიყავით, სანამ გამოგყვებოდი? მე ქორწინებაზე მქონდა პრობლემა. იმაზე ფიქრსაც ვერ ვეგუებოდი, რომ ვიღაცის ცოლი მერქმეოდა. შემდეგ შენ გამოჩნდი და ვაღიარებ, შენი ცოლობა იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა - სიცილით მოვიზიდე ჰალსტუხით და ტუჩებში ვაკოცე. - ალბათ საინტერესო იქნებოდა. - მოგკლავდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ გხვდებოდი. - ვინ ვის მოკლავდა, საკითხავია. - ჩემი სახლის აივნიდან ამოგაპარებდი ხოლმე. - მარტო ცხოვრობდი. - ჰო, მაგრამ რომანტიკულად ჟღერს ჩუმად შეხვედრები. - დაგვაფიქსირებდა მერე მეზობელი და შენებს ეტყოდა, ვიღაც ბებრუხანასთან ერთად დაიარება შენი ანგელოზივით გოგოო. - ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. ბებრუხანა თუ ხარ, იმ დღეს, 17 წლის ბავშვი რატომ გეპრანჭებოდა? - სიმპათიური ბებრუხანა ვარ. - კარგი რაა. შენი შეხედვისას, ნებისმიერი ქალი იმაზე ოცნებას იწყებს, რომ ეგ მკლავები აგილოკოს. - მემგონი, უბრალოდ გამონაკლისი ხარ. საერთოდაც, მგონია რომ თუ გამიტაცებენ და მომკლავენ, შეევედრები, ხელი ზუსტად მკლავიდან მომკვეთონ და ეგ მაინც გამოგიგზავნონ. - მაგაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ კარგი აზრია. წარმოიდგინე, რა ბოროტად გამოვიყენებდი შენს მშვენიერ ხელებს. - მემგონი, შარვალში რაღაც ამითამაშდა. - ეგ სულ გითამაშებს - უკვე ნახევარი საათის შემჩნეული მქონდა, რომ ვიღაც ქალი სხვა მამაკაცთან ერთად იჯდა, თუმცა ჰაიდენს მზერას არ აშორებდა. მესმოდა, როგორი ძნელი იყო ჰაიდენის ყურება და იმის გააზრება, რომ დაკავებულია, მაგრამ ორი ჭიქა ღვინის შემდეგ, ჩემს მოთმინებასაც ერღვეოდა საზღვარი. კიდევ რამდენჯერმე გამოიხედა. არ ვიცი, მე მომეჩვენა თუ ტუჩებიც მადისაღმძვრელად გაილოკა, თუმცა ფაქტია, ჩემს უკანასკნელ წვეთად იქცა ეგ მზერა. ჰაიდენთან ერთად ყოფნას ის დადებითი თვისება ჰქონდა, რომ შანსი არ იყო, ერთხელ მაინც, ინექციით მიეტრიალებინა თავი სხვისკენ. თან ძირითადად, ჰაიდენი აფიქსირებდა ხოლმე მომზირალ მამრებს და მაშინვე ადგილზე ფეთქდებოდა. როგორც ჩანს, დღეს გამონაკლისების დღე იყო. ის ქალი წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა. - ორი წამით გავალ, მეფსია - გამოვაცხადე და წამოვდექი. ერთი-ორჯერ შევბარბაცდი. - ხო არ გამოგყვე? - გადამაყენებ? - რა თქმა უნდა. - არა საყვარელო. ხალხში ნუ გამოვაჩენთ, რომ მაგარი დან*რეული გვაქვს. - ტუალეტში შევედი. ის ქალბატონი მაკიაჟს ისწორებდა. ერთხელ შემომხედა ეჭვისთვალით და ისე გააგრძელა სარკეში ყურება, თითქოს არაფერი. არადა, ხომ ვიცი, გვარიანად შეეშინდა. - გამარჯობა - მივესალმე ღიმილით. ეს ღიმილი ვინმეს რომ დაენახა, იტყოდა, რა საყვარელი გოგოაო. სინამდვილეში, ნიღბად მქონდა აფარებული, როცა ვინმეს მკვლელობას განვიძრახავდი. - გამარჯობა - მომესალმა ცოტათი შემცბალი. - იცი, შეიძლება სხვამ არაფერი გითხრას, მაგრამ მე კეთილი ფერიას როლს ვითამაშებ და გაგაფრთხილებ, რომ სხვისი კაცების ყურება უზრდელობაა. - ვერ გავიგე? - შემოტრიალდა სახეაშლილი - ფიქრობ, რომ შენი მამიკო მინდა? - მკითხა ირონიულად. - აი, ეგეთი სიტყვების გამო ვკლავ დამპალ კა*პებს - აღმომხდა და სანამ საკუთარ თავს ვარწმუნებდი, კისერში არ სწვდე-თქო, მანამდე იარაღი ამოვიღე პატარა ჩანთიდან. ლამის გაეპარა. ეგრევე კედელს აეკრა და სუნთქვა გაუხშირდა. - მე მას არ ვუყურებდი - დაიწყო თავის მართლება. - დამშვიდდი. სანთებელაა - მოულოდნელად, შემეცოდა. სარკეში ჩავიხედე. მხოლოდ სექსუალურ იარაღიან ქალს კი არა, ცივსისხლიან ადამიანს ვხედავდი, რომელიც პატარა წვრილმანებისგან უზარმაზარ სკანდალებს ჰქმნიდა. - მაპატიე, რომ ასე შეგაშინე. სხვათაშორის, ჩემს ბიოგრაფიას თუ გადახედავ, მიხვდები, რომ მუქარით იშვიათად შემოვიფარგლები, ეგრევე მოქმედებაზე გადასვლა მახასიათებს. ამიტომ, დღეს მადლობა გადაუხადე შენს მფარველ ანგელოზს, სახლში როცა მიხვალ. ახლა, წადი! - ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე, სანამ უკანმოუხედავად გარბოდა. - რას დაემსგავსე ვივი? - მკითხა წითურმა ქალმა, რომელსაც ჩემს გვერდით ვხედავდი. სარკეში არ ირეკლებოდა მისი გამოსახულება. - მე დამემსგავსა - დაუბრუნა პასუხი ქერა კაცმა. ალბათ ისევ ისეთი რბილი თმა ექნებოდა, როგორც ბავშვობაში. ერთხელ, ისე საბედისწეროდ მოვქაჩე, მეგონა ბუდიანად ამოვგლიჯე თითო ღერი. მაშინ 10 წლის იყო. ერთი წვეთი ცრემლი არ გადმოვარდნია, თუმცა მე ვიტირე გვარიანად, როცა გავაანალიზე, რომ ეტკინა. - ვერ დაგემსგავსე ნიკ. ძალიან კი მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი - ჰაიდენთან დავბრუნდი. ღიმილით მიყურებდა, როგორ ვუახლოვდებოდი. - იცი რა ვიფიქრე, შენი სიარულის მანერა რომ გამოვიკვლიე პირველად? - მკითხა ჩემმა ქმარმა. - რა იფიქრე? - არც ვაციე, არც ვაცხელე და კალთაში ჩავუჯექი. თან ის ქალი წასული დამხვდა და უფრო ლაღად მოვეფერე ქმარს. - შენი ყველა მოძრაობა დახვეწილ ცეკვას ჰგავდა. - გინდა გითხრა, მე როდის შეგამჩნიე პირველად? - გულახდილი საუბრის განწყობაზე დავდექი. - როდის? - საუნაში... ნიკთან საუბრობდი რაღაც თემაზე. აზრზე არ ვარ, საუნა რატომ იყო თქვენი საქმიანი საუბრის ადგილი, მაგრამ რამდენიმე წამით, კარი დაგრჩათ ღია. ოფლიანი იყავი და მხოლოდ წელზე გქონდა პატარა პირსახოცი აფარებული. ვიფიქრე, თუ ოდესმე კაცი გამეკარებოდა, შენზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. - რას ამბობ? - გაოგნდა ჰაიდენი - შენ მანდ რა გინდოდა? - მამაჩემის იყო სულელო. ორთქლის აბაზანებიდან გამოვდიოდი და მასაჟზე მივიჩქაროდი, როცა შემოვიჭყიტე. იმ საღამოს, მაგრად გაგჭორეთ მე და ილიზმა. - რაეები იჭორავეთ? - ასეთი აგხარებული ჰაიდენი, ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვდა. - შენი ბიოგრაფია გამოვიკლვიეთ. მერე განვიხილავდით, აქამდე რომ ცოლი არ მოგიყვანია, რამე დეფექტი ხომ არ გჭირდა. - გეი გეგონე? - არა, იმპოტენტი. - უი, რამხელა ნუგეშია. - იმ ღამით, ისეთი სიზმარი ვნახე, მეგონა თვალებში ვეღარასოდეს შემოგხედავდი. - დაგესიზმრა, რომ შემომაცალე ის პირსახოცი? - დიახ! - სასიამოვნო მოსასმენია. არადა, თავი ისე მოგქონდა, გეგონება ყოველთვის ფეხებზე გეკიდე. - მეკიდე, თავიდან მართლა მაგრად მეკიდე - ვაღიარე სიცილით. - რა თქმა უნდა. შენგან განსხვავებით, ჩემი შემთხვევა, სიყვარული იყო... სიყვარული, ერთი ნახვით. მეცამეტე - როგორ ფიქრობ, სჯობდა, საერთოდ არ დაგენახე? - მემგონი, რა პასუხიც არ უნდა გაეცა და რაც არ უნდა ეფიქრა, ჭეშმარიტება მხოლოდ ერთი იყო: ნამდვილად სჯობდა, არც ერთი ადამიანის ცხოვრებაში არ გამოვჩენილიყავი. თითქოს მოსიარულე შავი კატა ვიყავი. სულ არ იყო საჭირო, ვიღაცის წინ გადამერბინა. ისედაც გაუცნობიერებლად ვურევდი მათ ცხოვრებას. მის ცხოვრებაში გამოვჩნი. ვფიქრობ, ეს გამოჩენა, მისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდა. - სისულელეს ამბობ... პირველად შენივე კონცერტზე გიხილე, მაგრამ იმ ღამით, ასე ემგონა, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი თუ კიდევ ერთხელ არ მომხვდებოდი თვალში. ნიკის ბარში მოვედი. ცალ ხელში ვისკის ჭიქა გეჭირა, ცალში სიგარეტი. შინდისფერი კაბა მჭიდროდ მოგკვროდა. გამეცინა კიდეც, ვიფიქრე, გამოცვლა როგორ მოასწრო-თქო. თვალები დაგეხუჭა, სიგარეტის გამონაბოლქვს ნაზად უშვებდი პირიდან და დახვეწილად არხევდი შენს სხეულს ცოცხალი მუსიკის ფონზე. პირველად გავაანალიზე, რომ თვითონ სიტყვა „ღამეც“ კი უძლური გახდა თავისი შინაარსის მიმართ. მან ყველა თავისი განმარტება დაკარგა და მხოლოდ შენი თმის მეტაფორად გარდაიქმნა. მეგონა, ერთხელ მაინც თუ არ გამიღიმებდი, ერთხელ მაინც თუ ვერ ვიხილავდი შენს გახსნილ ბაგეებს, სამყაროში ყველა ქალს რომ ჩემით ყურებამდე შეყვარებულს ევლო, ვერც ერთ მანთგანს ვერ გავივლებდი გულში. შენ ერთადერთი გახდი, რომლისგანაც ღიმილის გარდა, არაფერზე ვოცნებობდი. - და მაინც არ გამეცანი - ყელში ისე ნაზად ვაკოცე, მეც კი გამიკვირდა, ჩემნაირი მხეცისგან. - იმ დღეს არც კი დამენახე. - შენ ყოველ დღე ვიღაც გეცნობოდა ვივიენ. ყოველ დღე ხედავდი, რომ შენით სულდგმულობდნენ. ძალიან ბანალური იქნებოდა, ხელზე ამბორით და მოჯადოებული თვალებით დამეწყო ურთიერთობა. - ამიტომ იფიქრე, მოდი ამ გოგოს შენობას ავახევ და ეგება შემამჩნიოსო? მშვენიერი გათვლა იყო. მეზიზღებოდი რამდენიმე კვირის განმავლობაში. - საშინელი გათვლა იყო, ვაღიარებ. სიყვარული ხშირად ძალიან დიდი სისულელეებს გვაკეთებინებს. მეგონა, რომ ჯერ ვიყიდდი, შემდეგ გაჩუქებდი და ჰაიდენი ნამდვილი გმირი გახდებოდა ვივიენისათვის. არაპროგნოზირებადი აღმოჩნდი და ლამის თავი მარტყმევინე თეთრი სამოთხის მართლაც რომ თეთრ კედელზე. სამაგიეროდ, ყვავილები ხომ მოგწონდა? - კი, ყვავილები ნამდვილად საჩემოა. ჩემი ერთ-ერთი უბრალო მორალი ის იყო, რომ თაყვანისმცემლებისგან არ ამეღო საჩუქრები. გამონაკლისს მხოლოდ ყვავილები და ტკბილეული წარმოადგენდა ერთი მიზეზის გამო: ყვავილები ძალიან სპეტაკი ყურადღების გამოვლინებაა და ტკბილეულზე უარს ვერასოდეს ვამბობ. მანქანებსა და ბრილიანტებს დამცირებად ვთვლიდი. ყვავილი კი სასიამოვნოა. ვფიქრობდი, არანაირი იმედი არ მიეცემოდა ჩემს თაყვანისმცემელს ვარდებს თუ დავიტოვებდი. თან მე მომწონდა კაცი, რომელიც არასოდეს ამჟღავნებდა საკუთარ თავს. შენ არ მოსულხარ და არ გითქვამს, ძალიან მიყვარხარ და ამის გამო გიგზავნი საჩუქრებსო. გამონაკლისი იყავი მუდამ ჰაიდენ. მერე კი მოულოდნელად მაჯახე, შენზე ვგიჟდებიო და მანიაკი მეგონე, მაგრამ მაინც. - ჰო, ვეღარ მოვითმინე. - არაუშავს, მაინც საყვარელი იყავი. წავიდეთ სახლში და დანარჩენი საწოლში გავაგრძელოთ? - წავიდეთ საყვარელო. როგორი კარგი დროც არ უნდა გამეტარებინა გარეთ, სახლში მუდამ მყუდროებასა და სიხარულს ვგრძნობდი. რაც ჰაიდენის სახლის რემონტი დავასრულეთ, პიანინოსთან მჯდარი არ ვყავდი ნანახი. ქორწინების შემდეგ, მის მყუდრო კერას დაუნდობლად დავატყვე ჩემი ხელი და ყველაფერი შევცვალე: კაბინეტში დიდი მუხის მაგიდა შევიტანე, რომელთანაც ორი ადამიანის ადგილი იყო, აგრეთვე, შესაბამისი ფერის თაროებით მოვრთე ირგვლივ სივრცე. ჰაიდენის დაჟინებული თხოვნით, ჩემი პორტრეტიც დავკიდეთ კედელზე. იცოდა, ეს პორტრეტი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის სახსოვარი იყო, თუმცა წამითაც არ გაუპროტესტებია. პირიქით, მისი სურვილით, ჩვენი მყუდრო სამუშაო ადგილის შეუცვლელ თილისმად იქცა. ასე ამბობდა, როცა ვუყურებ, უკეთ ვფიქრობო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატარა ოთახი ჩემს გარდერობად ვუქციე, მისაღები და სამზარეულო ერთმანეთისგან გამოვყავი, თავად მისაღები კი ტყავის უზარმაზარ მუზეუმად გარდავქმენი, ერთხელად არ დაუწუწუნია. დანარჩენ კედლებზე, ყველგან ჩემი ნამუშევრები ეკიდა. პიანინოს მივუჯექი. ჰაიდენი ჩემს უკან იდგა და ელოდებოდა, როდის გავაჟღერებდი ჩემი ფანტაზიით შექმნილ მორიგ სიმფონიას. ვუკრავდი... მთელი ეს დრო, ხელები მექავებოდა, თუმცა მეგონა, რომ ისეთი სულისკვეთებით ვეღარასოდეს მოვკიდებდი ხელს საყვარელ საქმეს, როგორც უწინ. ადრე, ჰაიდენის მაგივრად, ორი განსხვავებული კაცი, თვალდახუჭული უსმენდა ჩემს მუსიკას და დასასრულის ჟამს, აურაცხელი აპლოდისმენტებით მავსებდა. რთული იყო, გამემეორებინა საყვარელი საქმე, მაშინ, როცა ისინი ფიზიკურად აღარ არასებობდნენ. თუმცა ჰაიდენი იყო. ხომ შემეძლო არა? მაინც ხომ შემეძლო, ჰაიდენისთვის გავხსნილიყავი, სანახევროდ მაინც? უცნაურია, მაგრამ ჩემი ხელებით შეთხზული მუსიკა, ზუსტად ისე ჟღერდა, როგორც უწინ. მინდოდა მისი გაოგნება. ეს რიტუალი იყო. გაშლილ თმას გამუდმებით აქეთ-იქით ვიქნევდი და შეუძლებელი ხდებოდა, სხეული გამეკავებინა, როცა საკუთარ ხელოვნებაში სულით ვიძირებოდი. აზრი ეკარგებოდა იმას თუ როგორ გამოვიყურებოდი ასეთი სიგიჟის ჟამს. მხოლოდ მე და ნოტები ვრჩებოდით, ერთმანეთში ვირეოდით და ერთმანეთით ვსუნთქავდით. ჰაიდენი მიახლოვდებოდა... მაშინ, როცა ასეთი სიგიჟის პირას ვიყავი მისული, ვიგრძენი, ჩემი კაბის ბრეტელები მხრებზე გადასწია და დაბლა ჩაასრიალა. გამეღიმა. მასაც ისევე აღვაგზნებდი, როგორც ასეთ დროს, საკუთარი გიჟური ქცევა აღმაგზნებდა. - არ შეჩერდე, გთხოვ - ჩამჩურჩულა ყურში და ნაზად დამიკოცნა მხრები. ჩემს თმას ხარბად ყნოსავდა, მკერდზე მეფერებოდა თავისი საოცარი თითებით და უზარმაზარ მკლავებს მხვევდა. ცდილობდა, მაინც არ შეეშალა ჩემთვის ხელი, თუმცა მიჭირდა, მისი ალერსი და საღი აზროვნება, ერთდროულად შემენარჩუნებინა. - შენით ვცოცხლობ, შენით ვსუნთავ - ჩამესმა მისი ხმა მუსიკის ფონზე. ჯანდაბა! მას ყველაზე მშვენიერი ხმა ჰქონდა. მსგავსი ჰანგებიც კი არასოდეს შეექმნა არავის. ამ ოთახში გაჟღერებული თითოეული ნოტი მას ეძღვნებოდა. თამამად შემეძლო, ჩემი სუნთქვაც მისთვის მიმეძღვნა. დავასრულე დაკვრა. მისი ბაგეები ჩემს მხრებს სჩუქნიდა ნაზ ამბორს, როცა ტელეფონზე დაურეკეს. არ პასუხობდა... - მიდი, უპასუხე. - რას ამბობ. - უპასუხე, შენი შეყვარებული კი არ ვარ, რომ გავჭედო - გამეცინა და ჯიბიდან ტელეფონი ამოვუღე, ყურზე მივადე სიცილით. - ჰაიდენ სთარი გისმენთ - თქვა დინჯი ხმით. მერე რამდენჯერმე ამოიოხრა. დიახ, დიახო, გაიჟღერა და გათიშა. ცოტა არ იყოს, სამდურავი გამომეტყველება ჰქონდა. - ვინ იყო? - გაგიჟდი ვივიენ? - რატომ? - რესტორანის მფლობელის შეყვარებულს თუ ვიღაცას დაემუქრე? თან იარაღით? - მოიცა, ერთ კაცთან იყო, მეორეს უყურებდა და მესამის საყვარელია? - ახლა უფრო გავბრაზდი. - რა შენი საქმეა ვისთანაა. იარაღი როგორ მიუშვირე ადამიანს? - ჭექაქუხლის გავარდნას ჰგავდა მისი ხმა. - მოიცა, შენ არავინ გიცემია მარტო იმის გამო, რომ თვალი ჩამიკრა? - ეგ რა შუაშია? მე ვინმემ ჩამიკრა თვალი? - სულ არ იყო საჭირო თვალის ჩაკვრა. მთელი საათის განმავლობაში, დორბლებს იწმენდა შენი ყურებით. - ღმერთო - დაჯდა და თავი ხელებში ჩაირგო. ნახევრად გახდილი კაბა წამებში ავიწიე. ნერვები მომეშალა, რომ ვიღაც დამპალი ქალის გამო, მშვენიერი მომენტი გვიფუჭდებოდა. - იმ ქალს უნდა, რომ გვიჩივლოს. - გვიჩივლოს არა, ის - გამეცინა - მე დაველაპარაკები მასგის საყვარელს ან შეყვარებულს. ნუ ვინცაა, მნიშვნელობა არ აქვს და წამებში გააუქმებენ წარმოსახვით სარჩელს. - გეყოს ვივიენ. თავს ისე მაგრძნობინებ, გეგონება არაფრის ტ*აკი არ მაქვს და შენ ხარ ნებისმიერი კომფლიქტის მომგვარებელი. - ჰაიდენ, ყველაფრის ტ*აკი გაქვს, მაგრამ კომფლიქტის ჩამომგდებიც და მომგვარებელიც, მართლა მე ვარ. გენებში მაქვს ეს ყველაფერი, დაგავიწყდა? - მამაშენს რა დამავიწყებს - თვალები აატრიალა. - მამა არაფერშუაშია. მე ნიკს ვგევარ. - ვთქვი სერიოზულად - და არც მინდა,ვინმე სხვას დავემსგავსო. - მაგიჟებ ვივიენ - წამოდგა ჰაიდენი - რატომ იქცევი ხოლმე ასე საშინლად? ვიღაცა ქალს იარაღს ადებ შუბლზე? წარმოდგენა მაინც გაქვს, რომ შეიძლება ფსიქიკა დაუზიანდეს? - ისედაც მახინჯი ფსიქიკა აქვს. ვიღაცა იდიოტები რატომ გადარდებენ? ეგეც არ მყავდეს ცისკრის ვარკვლავი. სულ მე მადანაშაულებ, მაგრამ ჩემი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზს არ უფიქრდები - ბუზღუნით გავედი საძინებელში. - ვიღაცა ქალი მიყურებდა. წარმოგიდგენია, რამდენიც კაცი შემოგხედავს, იმდენჯერ რომ ხმალი ვიშიშვლო? - თორე არ გიშიშვლია. - ჩემზე არ ვსაუბრობთ. - რა მნიშვნელობა აქვს. მოდი, შევთანხმდეთ, რომ ორივე გამოუსწორებელი ეჭვიანები ვართ და ამას ვერ შევცვლით. - არ მინდა, რომ სისულელეებზე ეჭვიანობდე და სხვებს აშინებდე. მითუმეტეს ახლა შეიძლება მაგ რესტორანში აღარც შეგვიშვან. - კარგი ერთი - მაგრად გამეცინა - მე დაველაპარაკები იმ კაცს. ავუხსნი, რომ თუ მუდმივი კლიენტების დაკარგვა არ უნდა, ქალი უნდა გამოცვალოს. - ჩვენ არ ვაყენებთ ერთმანეთს დილემის წინაშე და გგონია, ვიღაცა უცნობი აგვირჩევს? - ჭკუა თუ აქვს, აგვირჩევს. - ვაიმე, როგორ მაბრაზებ ვივიენ. - ქეთლინი არ გაგაბრაზებს - გავაჯავრე. - რამდენი წელი უნდა გყავდეს ეს ქეთლინი მიზანში ამოღებული? - ახლა ახალს ამოვიღებ, დღეს რომ თვალებს გიჟუჟუნებდა, იმ ქალს. - ვივიენ, სასაცილოა უკვე - ძალიან სერიოზული სახით მიყურებდა. - ჰო და მეც ვხუმრობ, რა დაგემართა? - ძალიან მაბრაზებ - ამოიოხრა ერთი საცოდავად და მერე ტელეფონს ჩააშტერდა - უი, რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის და თავიდან ამომივარდა. - რა ხდება? - ორდღიანი კრუიზია. ბიჭები გემით გადიან. - ვინ ბიჭები გადიან, რა გემით? სადმე ზღვა გვაქვს თუ ტბაში უნდა შეცუროთ შენ და ვიღაცა ბიჭებმა? - სიცილით მოვკვდი ლამის. - ბიზნესბრიფინგია ვივიენ, რა გჭირს? სხვა ქალაქშია ზღვა. - ცოლები არ მიგყავთ? - არა. - ანუ ბო*ების კორიანტელი იქნება - სრული სერიოზულობით დავასკვენი. - არ გრცხვენია? - არ მრცხვენია. შენს სტრიპტიზ კლუბში რომ ქალებს ვერ ყიდულობენ, მაგიტო არიან გულმოსულები. ჯერ მე ვერ მიტანენ. მოცეკვავეების თითის შეხებაც ავუკრძალე და მთელი ძალით ცდილობენ, როგორმე ჩამომიშორონ გზიდან. - კი ვივიენ. როგორ მიხვდი? ბრიფინგი შენ გამო ტარდება იახტაზე და იქ უნდა მოვითათბიროთ, როგორ ჩამოგიშოროთ გზიდან. - მოკვდა სიცილით. - არ წახვალ. არ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი! - გული ამიფრიალდა. ვიცოდი, სასაცილოდ არ ეყოფოდა, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც დავაფიქსირე. - და საერთოდ, ჩემი ცუდი საქციელის შემდეგ რომ გამომიცხადე, „უი ვივიენ, კრუიზზე მივდივარო“, ეგ რა წესია? რახან ცუდად მოვიქეცი, ესეიგი, ვალდებული ვარ, ვიღაც იდიოტებთან გაგიშვა? არასოდეს მეგონა თუ ასეთი ბრაზიანი დედაკაცი გავხდებოდი, მაგრამ ჰაიდენის რამდენიმედღიანი გამგზავრება ჩემი ნევროზის პირდაპირპროპორციული იყო. აღარ შემეძლო ამდენი ნერვიულა, მითუმეტეს ნერვული შემოტევების ატანა. - შენთვის ნებართვა არ მითხოვია - ცოტათი გაბრაზდა. მესმის, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მაგრამ ადამიანური ენით ვერასოდეს ვხსნიდი მიზეზებს. არ შემეძლო მისთვის გადმომეცა, რომ ჩემს ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე, როცა მშორდებოდა. - ჰაიდენ - ხმა ჩამიწყდა. ხელები უკან წავიღე. ამიკანკალდა და არ მინდოდა, შეემჩნია. ნერწყვი გადავყლაპე, ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე, როგორმე ამქვეყნიური ახსნა მომეძებნა - წადი საყვარელო. დავნებდი. ლოყაზე ვაკოცე. თან სხვაგან გახედვა მინდოდა, რადგან თვალი ამითამაშდა. კამათისას, მუდამ მითამაშებდა თვალი. - კაი - ჩამეხუტა. ჩახუტება ყოველთვის საუკეთესო გზა იყო იმის დასამალად, რომ ჩემი სახე ეშმაკეულს ჰგავდა - გცივა? - არა. - რატო კანკალებ? - კარგიო, რაზე მითხარი? - კარგი, წავალ მეთქი. - იმისთვის დაგთანხმდი, რომ მერე შენ გადაგეფიქრა! - ვეღარ მოვითმინე. - ეს კაცები საერთოდ ვერაფერს ხვდებით. - უკვე ძალიან გვიტოქსიკურდება ურთიერთობა თუ ატყობ. - კი. დავიშალოთ თუ რას ამბობ? - დაშლას მე არასოდეს მოვითხოვ. - მე წავალ, ცოტახნით გარეთ გავისეირნებ. - ამ შუაღამისას? - დიდად შეიცხადა. - ვცდილობ, ისტერიკა ავარიდო ჩვენს ოჯახს - მოკლედ მოვუჭერი და ისევ გარეთ გავედი, სიგარეტს გავუკიდე. სადამდე ამიტანდა ასეთს ან სადამდე ავიტანდი საკუთარ თავს? ჰაიდენის მოთმინებასაც ექნებოდა საზღვარი. სიყვარული არასოდეს შენელებია ჩემ მიმართ, მაგრამ როცა გამუდმებულ ჩხუბსა და პრეტენზიებს აქვს ადგილი, უბრალოდ, ურთიერთობა ხდება საზარელი. მართლაც რომ ტოქსიკური და ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ სჯობს შორიდან უყვარდეს, ვიდრე მასთან ყოფნით გამუდმებულ ფსიქოლოგიურ ტრავმასა და ტანჯვაში იცხოვროს. მე ტრავმირებული ვიყავი. თავადაც ტრავმა ვიყავი და ვაზიანებდი ყველაფერს, რაც ცხოვრებაში შემხვდებოდა. - როგორ მიხვედი აქამდე ვივი? - მკითხა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა. ჩემმა ერთადერთმა მეგობარმა. ჩემმა არარსებულმა და არსებულმა. - მოვახერხე როგორღაც - გამეცინა. ყოველთვის ერთმანეთს გვამსგავსებდნენ თვალებით, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, მას უფრო მშვენიერი ცისფერი ჰქონდა. სითბო და სიყვარული ეღვრებოდა შიგნით. ჩემსაში ეშმაკები ცეკვავდნენ ფერხულს. ამიტომაც არასოდეს ჰქონიათ დაძაბულობა ურთიერთობაში მას და ნიკს. მე და ჰაიდენს კი ჩვეულებრივი დაჭერობანა გაგვემართა. - ის შენთვის მაინც ყველაფერს თმობს. - მეც დავთმე ერთხელ რაღაც - ისე ამაყად ვთქვი, გეგონება ერთი დათმობა ძალიან ბევრს ნიშნავდა. გამახსენდა, როგორ დამითანხმა, რომ მეჩვიდმეტე სართულიდან მიწაზე გადმოვბარგებულიყავი. ჰაიდენი განტვირთვისას, ბოქსით კავდებოდა. ზოგადად, ადამიანებს არ უტყამდა ხოლმე, მაგრამ დგებოდა პერიოდი, როდესაც მოყვარულები ერთმანეთს ოფიციალურად ეჯიბრებოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, სრული თავდაჯერებული წარსდგა ჩემს წინაშე და მომიგო: - დამისახელე ყველაზე ძლიერი, რომელსაც ეჭვი გეპარება რომ დავამარცხებ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად. სახლს ისე შეცვლი, როგორც მოგინდება. მაგრამ მე თუ დავმარცხდი, მაშინ შენთან ვიცხოვრებ. - მშვენიერია. ჯონასს შეებრძოლე. - ჯონასისთვის მწირავ? - დიახ - ვუთხარი კეკლუცად. საბრძოლო ველზე როცა დაინახე ჩემი საქმრო ვიღაც დაუნდობელი კაციჭამიას წინააღმდეგ, თავბედი ვიწყევლე. ჰაიდენი ძლიერი იყო, ზედმეტად ძლიერიც, მაგრამ არასოდეს ესიამოვნებოდა ადამიანისთვის ზიანის მიყენება. ჯონასი კი მართლა კაციჭამია იყო. ოღონდაც ვიღაცისთვის ებათქუნა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ცოლი იქნებოდა თუ მეზობელი. თავიდანვე ჰაიდენი დაწინაურდა, მაგრამ ერთი-ორჯერ როცა მოსდეს ყბაში და ჩემი საყვარელი წარბებიდან სისხლმა დაუწტყო დინება, ლამის ეპიცენტრში გავიჭერი კივილით. საბოლოოდ, გაიმარჯვა. მე კი 20 წუთის განმავლობაში, ყველა ნერვი ცალ-ცალკე გამიწყდა და მზად ვიყავი, გულამოსკვნილს მექვითინა. მის გამოსაცვლელ, მოსაწესრიგებელ ოთახში შევედი. სკამზე იჯდა, სისხლს იწმენდდა. - მომეცი - გამოვართვი ცივი საფენი და შუბლთან დავადე. თმაზე მოვეფერე, ტუჩებში ვაკოცე გამწარებულმა. - ძალიან ოფლიანი ვარ. - მ*იდია, ერთად ვიბანაოთ - თავით მკერდზე მივიხუტე და ასე ვიხსედით კარგა ხანს. - ღამით, დამესიზმრა, რომ მაგარი ნაბეგვი ვიყავი და ჭრილობებს მილოკავდი. - გამომიტყდა. - გადავიდეთ ვივისთან. - მახარა ღიმილით. - სიზმარში, ჩემმა ალოკვამ ამხელა გავლენა მოახდინა შენზე? - არა. თავიდან, მეგონა გამეხარდებოდა მოგება, მაგრამ ვის ვეჯიბრები? შენ? ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა. აი, ის სულელი რომ დაეცა და გამარჯვებულად გამომიყვანეს, ერთ მომენტში, გული დამწყდა. შენი სურვილის ასრულება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. არ ვაპირებ, ოდესმე რაიმე თამაში მოგიგო, არც შენთან თამაშს ვაპირებ. რაც შენ გაგეხარდება, ის გამეხარდება მეც. ვიცი, რომ არ გიყვარვარ და შენთვის არც ისე ადვილია ვინმეს შეყვარება. მართლა მესმის, მაგრამ მე მიყვარხარ. რაც შემიყვარდი, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. - შენთან გადმოვდივარ ჰაიდენ! - ვაჯახე ძალიან მოულოდნელად. - რაა? - შენთან გადმოვდივარ. პიანინოსთვის და ტანსაცმლისთვის ცალკე ოთახები მჭირდება, ყვავილების ბაღიც მინდა და რახან დიდი ეზო გაქვს, ცხენების სადგომიც. - მშვენიერი ქალიც მყავს, რომელიც შენ ნაცვლად გააკეთებს ყველაფერს - მახარა აღტაცებულმა. - რა თქვი? - ის ვიგულისხმე, რომ სახლის დამხმარე მყავს. შენ ხომ გამაფრთხილე, საჭმლის კეთება არ ვიცი, ვერც ვალაგებ და მოკლედ, აქამდე უბრალოდ ვიჯექი და მინიავებდნენო. ჰოდა, მშვენიერი ქალი მყავს, ვინც ყველაზე გემრიელ საჭმელს გაგიკეთებს. დანიავებით, მე დაგინიავებ. - ეგ მშვენიერი ქალი რამდენად მშვენიერია? - 60 წლისაა. - კარგი ქალი ჩანს - გადავიხარხარე. - დამპირდი, რომ აღარასოდეს შეებრძოლები სხვას. არ მინდა, ვინმემ შენი დარტყმა სცადოს. - მხოლოდ გასართობად. * * * უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ეტყობა, ძალიან არაპროგნოზირებადი შემოტრიალება მქონდა და ჩემი ქმარი ვერ მიიმალა სათანადოდ. - მითვალთვალებ? - ვკითხე დაბნეულ ჰაიდენს. - არა, მე ჩემთვის ვსეირნობ - სერიოზულობა უნდოდა შეენარჩუნებინა, მაგრამ თავადვე წასკდა სიცილი. მიხვდა, ძალიან აფსურდული რამე ვთქვიო. გულხელი დავიკრიფე და შევეცადე, მხოლოდ თვალებით დამეტუქსა. - თავისთვის სეირნობს - ჩავილაპარაკე. - კარგი. აი, წარმოიდგინე, მასწავლებელი ყოველ დღე გხედავს როგორ ურცხვად იწერ საკონტროლოებს და მუდამ გეჩხუბება. ბოლოს, ყელში ამოსდის. ამბობს, ერთხელ მაინც შერჩეს ამ საწყალსო და ვითომ ვერ გამჩნევს. - ეგ რანაირი შედარება? - არანაირი. კარგია, რომ სეირნობდი, მოგიხდებოდა სუფთა ჰაერი. - დამცინე, დამცინე. დასაცინი ვარ, ამხელა კაცი რომ დაგსდევ მანიაკივით. - აქამდეც მანიაკივით დამსდევდი - ეშმაკურად გამეცინა. - გახსოვს, ერთხელ ბარიდან რომ გამოვიქეცი ძალიან მთვრალი და ავტობუსს გავყევი ბოლო გაჩერებამდე? - კი, კარგად მახსოვს. - მაშინ თითქმის არ გიცნობდი, თუმცა მოულოდნელად გამოიარე უკაცრიელ ადგილას შენი მშვენიერი მანქანით და სახლში წამიყვანე. ან ძალიან მთვრალი ვიყავი, ან ძალიან პატარა და ვერ მიგიხვდი, რომ ჩემით იყავი შეპყრობილი. - ჰო - ისევ თავი დამიქნია. ძალიან დამჯერი ბიჭი ხდებოდა ხოლმე, როცა ცუდ ქცევაში გამოვიჭერდი. - კიდევ კარგი, რომ პათოლოგი აღმოჩნდი, სხვაგვარად სახლში ვერ მივიდოდი, მაგრამ ახლა რა გჭირს? - ზოგჯერ მგონია, თითქოს საშიშია შენი მარტო დატოვება. ამიტომ, არსად წასვლას არ ვაპირებ. - შენ თუ იმაზე იღელვებ, ეს გოგო ჩემს არყოფნაში თავს ჩამოიხრჩობსო, არ მჭირდება ეგეთი დარჩენა. საკუთარი თავისთვის რამის დაშავება რომ მდომოდა, აქამდე გავაკეთებდი მაგას. ახლა ძალიან გვიანიცაა და თან გადამიარა. არ ვარ სუიციდისკენ მიდრეკილი. იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე შენ გგონია. ყველაფრის ატანა შემიძლია, მათ შორის, 4 დღიანი უშენობის. ამიტომ, წადი სადაც გინდა! - ნერვები მომეშალა. ეს იმიტო რჩებოდა, რომ ეშინოდა და არა საკუთარი თავის გამო. მსურდა, ჩემ გარეშე ვერ გაეძლო. - და შენ ვის გარეშე ვერ ძლებ? - მკითხა ქალმა, რომელიც ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იდგა. - მე ისედაც მიჭირს გაძლება - ვუპასუხე ჩურჩულით. მეთოთხმეტე თავი ჰაიდენი თავს დამნაშავედ გრძნობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაიფურის თოჯინასავით მექცეოდა. ჩემს შეხებასაც კი ერიდებოდა, გეგონება რამე უპატიებელი ცოდვა ჩაედინა. - ღმერთო, აღარ შემიძლია. ამას მირჩევნია, კედელზე მარტყმევინო თავი - ვეღარ მოვითმინე ბოლოს. - რა ხდება? - მეზობის ბავშვივით იქცევი. აი, პატარა კოლივით. ბურთს რომ გადმოაგდებს და უკაცრავად მისის სთარ, შემთხვევით მომივიდა. შვიდასჯერ სცადე ჩემთვის ხელის გადახვევა, მერე რაღაცა გაგახსენდა და სასწრაფოდ უკან წაიღე. ვიკბინები? ცოფიანი ვარ თუ რა ხდება? ნუ, ცოფიანი კი ვიყავი, მაგრამ არაოფიციალურად. - მგონია, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. - შენი თვალთვალი არც პირველია, არც უკანასკნელი. მიჩვეული ვარ, რომ ორივე დარტყმულები ვართ. - იმიტომ ვრჩები, რომ ვერ გავძლებ ვივიენ. მართლა ვერ ვძლებ. გახსოვს, ორი დღით უნდა წავსულიყავი მივლინებაში და იმ საღამოსვე დავბრუნდი უკან. - კი. - ეს მე ვარ შენზე დამოკიდებული. ყოველთვის ასე იყო. მუდამ მეგონა, რომ წყვილებს ერთნაირი სიყვარული შეეძლოთ, თუმცა ის დაწყევლილი მოსაზრება მართალი აღმოჩნდა. ორი ადამიანიდან, ერთს ყოველთვის უფრო მეტად უყვარს და ის ერთი მე ვარ. - სულელო - მოვიზიდე და ტუჩები დავუკოცნე. - იცი რას ვიხსენებდი? როგორ დამითანხმე, რომ შენთან გადმოვსულიყავი. - და ამის შემდეგ, არც ერთი ღამე გაგვიტარებია ცალ-ცალკე - წარმოთქვა ჰაიდენმა. ტუმბოსკენ გადავიწიე, ვარდისფერბუმბულებიანი ბორკილები ამოვიღე და ეშმაკურად დავანახე ჰაიდენს. - უნდა მაწამო? - არა, უნდა გი*მარო! ოღონდ დამეხმარე, რადგანაც ვერ მოგერევი - ორივე ხელი მივუბი და ხარხარით გადავაჯექი წელზე. მის სხეულს ყოველთვის ჭკუიდან გადავყავდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავდი, ნეტარების სამყაროში გადავარდნილი რომ ცდილობდა, კვნესა შეეკავებინა, მაგრამ ცუდად გამოსდიოდა. ვგიჟდებოდი, როცა ვაანალიზებდი, რომ მისი სიამოვნების ერთადერთი წყარო ვიყავი. სხვა არ ჰყავდა და ვერც ვერასოდეს ეყოლებოდა სანამ ცოცხალი ვიყავი. ალბათ, რომც მოვმკვდარიყავი, ჩემი ბოროტი სული, მის გვერდით სხვა ქალს არ გააჭაჭანებდა. ჰაიდენს გულმკერდი ტუჩებით დავამუშავე. ბაგეებზე ენა ავუსვი და მის ყელს წავეტანე. ხელებს მის სხეულზე დავასრიალებდი. რამდენჯერაც ბაგეებზე შევეხე, იმდენჯერ სცადა, კბილებით დავეჭირე, მაგრამ სიცილით ჩამოვიტოვე მისი მშვენიერი სახე და მუცელზე მივეალერსე. ნელა გავიხადე. გამჭვირვალე საცვლები დავიტოვე და მის ასოზე შევჯექი. - მიდი, აიწყვიტე პატარა - საჯდომს მოხერხებულად დავასრიალებდი და ვნებებით ყელამდე აღვსილი, სიამაყით ვუყურებდი კაცს, რომელიც ჩემს თითოეულ მოძრაობაზე ჭკუას კარგავდა. ჰაიდენი ჩემი იყო. მხოლოდ მე შემეძლო სიგიჟემდე მიმეყვანა სექსით ან უბრალოდ გამაღიზიანებელი ქცევით და მერე ისე ბავშვურად მეკოცნა, თითქოს არაფერი. ბორკილებს თავისკენ ქაჩავდა, ხმამაღლა ოხრავდა. ყველა ძარღღღვი ეჭიმებოდა, უძლეველ დევს ჰგავდა, რომელსაც ის-ის იყო უნდა აეწყვიტა და თავის სამუდამო მძევლად ვექციე. - მკერდზე მინდა შეგეხო - შემევედრა. დავიხარე. ყელის მიმდებარე ტერიტორია და მთელი გულ-მკერდი ჰაიდენის დესერტად ვაგქციე. მკლავებზე ჩავავლე ხელები და თავი ყელში ჩავურგე. ვგრძნობდი, როგორ უკონტროლოდ მოძრაობდა ჩემი სხეული, როდესაც ორ*აზმი ახლოვდებოდი. მის ყურთან ვკვნესოდი და თან მთელი ძალით ვეხუტებოდი. სიამოვნებას მისი სურნელი და სხეულის მოფერება მიასმაგებდა. ტუჩი ტუჩზე მაგრად მივაჭირე, ჰაიდენის თბილი სუნთქვით ავივსე საკუთარი ფილტვები და დამაყრუებლად ამოვიკვნესე. მოსწონდა სიამოვნებისგან გონებაწართმეულს რომ მხედავდა. იმდენად მოსწონდა, რომ დავცინოდი, შეგიძლია მხოლოდ ჩემი ყურებით, ყოველგვარი სექსუალური კონტაქტის გარეშე დაკმაყოფილდე-თქო. ტუჩები დავუკოცნე. მის სხეულზე წამოგორებული, ისევ გავსწორდი და საკუთარ ტანზე ხელის ფათურით გავაგრძელე მისი გაცხოველება. - ერთ მშვენიერ დღეს, მომკლავ! - აღმოხდა ქოშინით. - ვიცი. - რამდენიმე წამი, წარბები შეჭმუხნა, პირი გააღო და ხმამაღლა, ძალიან სწრაფად სუნთქვას მოჰყვა. თვალს არ მაშორებდა. თვალს არ აშორებდა ჩემს სახეს, მკერდს, სხეულს. ისევ ჰაიდენის ტანზე გავგორდი. - ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არასდროს გვახსენდებოდა პრეზერვატივი. - ამ წამს ჩემი პრობლემა ისაა, რომ გასაოცარი სექსი გვქონდა, მაგრამ ვერ გეხები. - უი, მაპატიე, დამავიწყდა - უჯრიდან გასაღები ამოვიღე და გავანთავისუფლე ჩემი პრომეთე. გადმობრუნდა, მკერდზე თავი დამადო და თვალები განაბა. თმაზე ვეფერებოდი ღიმილით. ასეთი დიდი, ასეთი ძლიერი კაცი რომ პატარა ბავშვს ემსგავსებოდა ჩემს მკლავებში, საოცარ თავდაჯერებულობას მძენდა. ჩაეძინა. ისეთი უშფოთველი და წყნარი იყო ძილისას, მინდებოდა რომ ნაზი კოცნებით ამევსო მისი სახე. მეც მალევე ჩამეძინა. ერთხანს, მზით განათებულ მწვანე მდელოს ვხედავდი. თეთრი ცხენი დარბოდა და შესანიშნავად ერგებოდა ჩემს წინ გადაშლილ პეიზაჟს. დილით, მზის სხივებმა და ჰაიდენის ბაგეებმა გამაღვიძეს. - სენდვიჩები მომიტანე? - სიზმარშიც კი ვიგრძენი სურნელი. - და ბროწეულის წვენი. ცოტა გული მწყდება, რომ ჩემმა ფერებამ შენზე არ იმოქმედა, მაგრამ მიჩვეული ვარ... ჯერ საჭმელი, მერე ქმარი. - როგორ გეკადრება - ლანგრიდან ერთი ნაჭერი ავიღე და მას ვაკბეჩინე. - ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ვარ შენთვის? - ზედმეტადაც... და მე რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის? - მშვენივრად იცი. - ეგ არაა არგუმენტი. - არგუმენტი ისაა, რასაც ყოველ დღე ხედავ. - გამიღიმა და ყავა დალია. მართალი იყო. მკლავზე მივეხუტე, მისი ხელი გადავიხვიე და ცოტახანს, ჰაიდენის სურნელით ვტკბებოდი. საწოლიდან წამოდგომას რომ მოვაბით თავი, ლანასთან ჩავედით. დღევანდელი დღის სადილი და ვახშამი შევუკვეთე. ჰაიდენი თავის კაბინეტში შევიდა, საქმეებს ჩაუჯდა. ზოგჯერ, მეც მინდებოდა, მასსავით შემძლებოდა საათობით ჯდომა, ბიუჯეტების გამოთვლები, მერე ცხრილების გაწერა და ა.შ. იყო დრო, მამაჩემი ყველაფერს ერთად მასწავლიდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, ჩემმა გონებამ სხვა დანარჩენ მტკივნეულ მოგონებებთან ერთად მიატოვა ისეთი თემები, რაც ბიუჯეტს უკავშირდებოდა. ახლა ჰაიდენი იყო ყველაფერი. ჩემს მაგივრადაც აკეთებდა საქმეს და ჩემი ოჯახის ქონებაც მისი იმედით სულდგმულობდა. ყელეფონმა დაურეკა. სრულიად უცხო ნომერი იყო. ლანამ ცნობისმოყვარედ შემომხედა. ალბათ აინტერესებდა, ავურბენინებდი თუ მე ვუპასუხებდი. რა თქმა უნდა, ვუპასუხე. მე და ჰაიდენი ერთმანეთის მობილურებსა და სოციალურ ქსელებს არასოდეს ვაკონტროლებდით, თუმცა ზოგჯერ, როცა მისი სულიც დასაკუთრებული მქონდა, მხოლოდ მობილურიღა რჩებოდა და მეც ეგოიზმით აღსავსე, ცუდ ნაბიჯებს ვდგამდი. - გისმენთ. - ჰაიდენ სთარს ვესაუბრები? - იკითხა კაცმა. - კი - ვუპასუხე სრული სერიოზულობით. - გამარჯობა მისის სთარ - მიმიხვდა ეშმაკობას. - ბიშოპი ვარ, გვარად ბიშოპი ვარ - დავუმარცვლე. - თქვენს მეუღლესთან მსურდა საუბარი. - ვიცი, სხვაგვარად, მასთან არ დარეკავდით - თითქმის, მივხვდი ვინც იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე - სავარჯიშოდაა. გადავცემ, რომ დარეკეთ, მაგრამ ცოლის ამბების ქმართან გარჩევა რაღაც ცოტა მეგოიმება. - მართალი ხართ, ცოლის შეცდომების გამო, ქმრებთან აღარ არჩევენ საქმეებს. - ყრუდ გაეცინა. - ანუ მიცანით? - არა, ვერ გიცანით, მაგრამ ინტუიცია მაქვს სასაწაული. ცნება შეცდომაზე კი სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ეტყობა. დიახ, თქვენდასაუბედუროდ, მე შეგრჩით ხელში. ჩემი ქმარი გაწონასწორებულია, მეკი ფსიქოპათს მეძახიან ზურგსუკან. შემიძლია, შვიდ საათზე, თქვენს რესტორანში მოვიდე და ვისაუბროთ. ვფიქრობ, ახლა საუბრით არჩევენ ხო საქმეს? თუ რამე სხვა გზით აპირებდით. - ღმერთმა დამიფაროს ქალბატონთან ძალები მოვსინჯო. - შეხვედრამდე - გავუთიშე - მართლა ღმერთმა დაიფარა ეს საწყალი, თორემ ერთ ლუკმად არ მეყოფოდა - ვუთხარი ლანას და სამზარეულოში წამოვეჭიმე. - რამეს გერჩიან ქალბატონო? - კი, მერჩიან - ამოვიოხრე - საქმე ისაა, რომ არასოდეს ვყოფილვარ საქმეების გამრჩევი, მაგრამ თითქოს ჩემი ძვირფასი ბიძაშვილის სულმა ჩემს სხეულში გადმოინაცვლა და ახლა ხელები ექავება, სურს, რომ ვინმე მიბეგვოს. კაბინეტში ავედი. ქმართან მივიჭერი. სათვალე ეკეთა და რაღაცეებს ჩასცქეროდა. ქალს რომ სექსუალური მასწავლებლის შესახედაობა ენიჭება ლამაზ სათვალეში, ზუსტად ისე იყო ჰაიდენი ჩემთვის. ოღონდ მიზიდველ ლექტორს ჰგავდა. - დააკაკუნე მაინც. იქნება პორნოს ვუყურებ. - მე რომ სახლში ვარ, მაშინ თუ უყურე პორნოებს, კარგად ყოფილა ჩემი საქმე - ვნებიანად ვაკოცე და კალთაში ჩავუხტი. - რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ გაბრაზდე. - ახლა რაღა დააშავე? - წინასწარ დაიძაბა. - შენმა ტელეფონმა დარეკა, მე ვუპასუხე. - მადლობა ღმერთს, თორემ რამე უარესს ველოდი. - სხვაგან მოხვდნენ. უბრალოდ, უცხო ნომერი რომ დაეწერა, მაგიტო ვუაპასუხე. - ჰო. ქალის ნაზი ხმა რომ გაგეგო, მერე ხომ უნდა გაგეყარა ჩემთვის ხანჯალი გულში? - რატო უნდა გამეგო ქალის ნაზი ხმა? - ხუმრობით ვთქვი ვივიენ, რა დაგემართა? - მიდი, წარბები შეკარი და რამე ისეთი მითხარი რაა - მაისური დაბლა ჩამოვუქაჩე, რათა მისი კისრის ფართო ტერიტორია დამრჩენოდა და გემრიელად შევუდექი ტკბობას. - გოგონა, რატომ მკოცნით? - მკითხა დაბღვერილმა. - უკაცრავად სერ, ისეთი ოდეკოლონი გასხიათ, თავი ვერ შევიკავე. - არაფერი მასხია. დილით გავიღვიძე, შხაპი მივიღე და ეგაა. - ანუ თქვენი სურნელია სერ? ტანის ყველა ნაწილში ასეთი სურნელი გაქვთ? - მაგას მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ ლექციაზე არაფერი იცოდით. მემგონი, ჩემს საგანში კარგი დღე არ გიწერიათ - ძალიან შეუვალი ტონით მომიგო. - კი მაგრამ სერ... - დაბნეული გამომეტყველება მივიღე - სახლში მომკლავენ, ძალიან გაბრაზდებიან. იქნებ, კერძო გაკვეთილები ჩამიტაროთ? - არ ვატარებ! - ქულის მომატება არ განიხილება? - მაისური გავხადე, ხელები ზურგზე გადავუტარე და მისი მკერდი ძირფესვიანად გამოვწუწნე. - არამგონია. - ანუ მჭრით სერ? იქნებ, რაიმე გამოსავალი მოვიფიქროთ? - ვფიქრობ - ცოტახნით გაჩუმდა, ვითომ მართლა ფიქრობდა. სინამდვილეში კი ჩემი ალერსით ტკბებოდა. ხელი შარვალში ჩავუცურე და ნელა დავუწყე ფერება მის ასოს. - სერ... ძალიან დიდია - ჩავჩურჩულე ყურში - დიდი ხანია, რაც თქვენი ხანშიშესული ცოლი გარდაიცვალა? - ვკითხე. მის ყელს ნაყინივით ვწუწნიდი, ხელს კი ნელა, თუმცა შეუჩერებლად ვუსმევდი ღირსებაზე. - რა ვიცი, აღარ მახსოვს. 5 წლის წინ მოკვდა - ისე მიაფუჩეჩა ეს წინადადება, მთელი სამსახიობო ოსტატობა ჩამიყარა წყალში, მაგრამ ეგ არაფერი. ზედმეტად ვიყავი როლში შეჭრილი. - იმის მერე, არავისთან გქონიათ კონტაქტი? - სიამოვნებისგან, თავი უკან გადაეგდო და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. - არ მინდა შენთან ამის გარჩევა! - მე მინდა მისტერ სთარ - პირში ენა შევუცურე და მთელი ძალით გადავაფსკვენი მისას. - მინდა, რომ ჩემში შემოხვიდეთ სერ. თუნდაც ქულა არ მომემატოს. - არ ვიცი - სიამოვნებისგან, ცხოველივით ქშინავდა. პირზე ღიმილი დასთამაშებდა და თავის თეთრ, მშვენიერ კბილებს აჩენდა. თეძოებში მწვდა, მაგიდაზე შემომსვა და ისე ოსტატურად გამხადა ტრუსი, სახტად დავრჩი. - სერ, ერთი წუთით - უჯრიდან პრეზერვატივი ამოვიღე და ჩამოვაცვი. ფეხები გავშალე და უფლება მივეცი, მთლიანად დავეპყარი. საჯდომზე ხელები მომკიდა, სწრაფად ამიტაცა ხელში. გაუგებარი ბგერები აღმომხდა და ინსტიქტურად გაშლილი ფეხები მთელი ძალით შემოვხვიე წელზე. - რას აკეთებთ სერ? - დაბნეული, სულელი სტუდენტის სახეს არ ვკარგავდი. მისი პასუხი ჩემს ტუჩებზე გადაბმული მისივე ბაგეები და მხურვალე ენა გახდა. ერთიანად გაბრუებული, კისერზე ვეჭიდებოდი. უკანალზე ხელები ჩაევლო და ისე მიჭერდა, მეგონა მალე ჩემი ძვლები შერჩებოდა ხელში. ვგრძნობდი, თვალგახელილი მიყურებდა სახეზე, შემდეგ მკერდზე და ჩემით ვერ ძღებოდა. მე კი სადღაც, სხვა სამყაროში გადასული, თვალის გახელასაც ვერ ვაბამდი თავს. რითმულად, ზევიდან ქვემოთ მამოძრავებდა და პირიქით. მის პირში გაუაზრებლად ვკვნესოდი და უსუსურ კნუტს დავმსგავსებოდი, რომელიც მხოლოდ თავისი პატრონის იმედად იყო დარჩენილი. - ჰაიდენ! - საბოლოოდ შევკივლე მთელი ძალით. ჰაერში ისეთები ჩამიტარა, ასე მეგონა, მიწაზე სიარულს ვეღარასოდეს შევძლევბდი... საერთოდ, ვეღარაფერს შევძლებდი მგონი. მაგიდაზე დავეგდე და ხმამაღლა ქოშინს მოვყევი. შარვალი აიწია და სკამზე მიესვენა. - ეს რა იყო სერ? - ვკითხე ოფლიანმა. - რამე ისე ვერ ვქენი? წლებია, ქალი არ მყოლია და...- ისევ როლში იყო ჩემი სათვალეებიანი პროფესორი. - პირიქით მისტერ სთარ. საუკეთესო ხართ. გავიმეოროთ ხოლმე? - რა იყო, სტიპენდიაზე გასვლა გინდა? - მკითხა სიცილით. - მემგონი, მაგაზე მეტიც ვღირვარ - ტუჩზე ვნებიანად ვიკბინე. - უნივერსიტეტის რექტორობა გინდა? - თქვენი რექტორობა მინდა მისტერ სთარ. - ჩემს ცოლობაზე რა აზრის ხარ? - ზედმეტად დიდი ხართ. თან ორივეს გაგვრიცხავენ. - მაშინ ზღვაში გავიდეთ გემით და მთელი ზაფხული, მხოლოდ ერთმანეთით დავტკბეთ. - თამამი შემოთავაზებაა სერ. - ცალი წარბი ავწიე და მივუახლოვდი. - თამამი და რეალური. მართლა გთავაზობ. ერთი თვით, გემით გავიდეთ. თუ რა თქმა უნდა, მზად ხარ, რომ მთელი დღეები არ მოგბეზრდეს მხოლოდ ჩემი ყურება. - შენი ყურება არ მომბეზრდება და ეგ მშვენივრად იცი - კალთაში ჩავუჯექი, როგორც მჩვეოდა - მაგრამ წყალი ჰაიდენ - საცოდავად ამოვიოხრე. - ცდილობ იმითი გაამართლო შენი უარი, რომ წყალი არ გიყვარს? - წყალი ძალიან მიყვარს, მაგრამ გემზე ცუდად გავხდები. იქნებ ისეთი ადგილი ვიპოვოთ ზაფხულის გასატარებლად, სადაც ზღვა და მიწა ერთმანეთს გაათანაბრებს? - ჩემი სანაპირო სახლი. - სადაც დედაშენია. - რით ვერ შეეჩვიე იმ ფაქტს, რომ დედა მყავს? - დედაშენი ვერ შეეჩვია იმ ფაქტს, რომ ცოლი გყავს. შეფარვით, სულ უსვამს ხაზს, როგორი პატარა ვარ, როგორ არ შევეფერებით, როგორ განსხვავდებით და თავის დროს, სად იყვნენ ჩემნაირი განებივრებული, გათამამებული, ამპარტავანი გოგოები. - ნუ აჭარბებ. ცოტა ძველმოდურია და ბევრ რამეში არ ეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ შენზე ცუდი წარმოდგენა ნამდვილად არ აქვს - დამიწყო მტკიცება. - მართლა? კარგი, მაშინ დაიფიცე, რომ ყველა კითხვაზე მიპასუხებ, რასაც დედაშენზე დაგისვამ! - გეფიცები. - ჩვენი მომავალი შვილი დაიფიცე! - რომელი? - რა რომელი? სულ რამდენი გყავს? - ჯეიმი, ლოლა და მესამე სახელი აღარ მომიფიქრებია. - მადლობ, რომ ერთი წარმოსახვითი ბავშვის სახელს მე მიტოვებ ასარჩევად. - არაფრის. რა ერქმევა მესამეს? - მკითხა ცნობისმოყვარე თვალებით. არც კი ვიცი, როგორ მეთქვა, რომ არც ერთის სურვილი არ მქონდა. - ნიკი ერქმევა პირველივეს - ვუთხარი წარბშეკრულმა. - ჯეიმის, ლოლას და ნიკს გეფიცები, ყველა კითხვაზე გიპასუხებ. - აღარ მაქვს კითხვები! - კაბინეტიდან გაბრაზებული გავედი. არადა, მაინტერესებდა, დედამისს რა რეაქცია ჰქონდა, როცა პირველად შეიტყო, რომ ჩემზე აპირებდა დაქორწინებას. - რაზე გაბრაზდი? - გამომეკიდა გაოგნებული. - არ გავბრაზებულვარ. - სამივე ბავშვს შენ დაარქვი სახელი - ისე თქვა, გეგონება დიდი მსხვერპლი გაეღო. მე ვერც ერთი ბავშვის არსებობაზე ვერ დავდებდი თავს. მითუმეტეს, ჰაიდენის გამოჩენამდე, ქორწინებაზე ფიქრიც არასოდეს გამევლო გონებაში. ამიტომ არც კი მინდოდა ბავშვების წარმოდგენა. რამდენჯერაც თავს ძალას ვატანდი, რომ ეს პატარა სულიერი რომელიმე წარმოსახვაში ჩამეტია, იმდენჯერ ცივად უკუვაგდებდი ფიქრს. ალბათ ერთადერთი, რაც მართლა ვიცოდი, სახელები იყო. აი ბედის ირონია. ბავშვები არ მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რა ერქმეოდათ. - გოგოს ილიზი ერთქმევა, ბიჭს ნიკი - წარმოვთქვი მტკიცედ. - ძალიან ლამაზად ჟღერს. ლოლა ახლოსაც ვერ მივა. ანუ ჯეიმი მე მრჩება? - მესამეს სერსეის დავარქმევთ. - გინდა, რომ ჩვენს შვილს შეშლილი ტირანი დედოფლის სახელი დავარქვათ სერიალიდან? - შენ თუ ჯეიმის არქმევდი, მე არ შემიძლია სერსეი დავარქვა? თან სერსეი შეშლილი არ არის. ცოტა მკაცრი ქალი. - ნუ გამაგიჟე გოგო. სახელი ჯეიმი უბრალოდ მომწონს, სერიალამდეც მომწონდა. საერთოდ არ გამხსენებია, ვინმე პერსონაჟს თუ ერქვა. - სერსეი ლამაზი სახელია. აი წარმოიდგინე, სერსეი სთარი - ვთქვი გამოთქმით. - არც ერთი წამით! ვერ ვიტან მაგ პერსონაჟს. - კარგი რაა. ძალიან სახალისო იქნებოდა. - სკოლაში დასცინებდნენ ვივიენ - ძალიან ემოციურად აღმოხდა. - კაი, მესამესთვის ეგ იყოს. პირველ ორსაც შენ დაარქვი. - კარგი - მაინც არ ვიყავი კმაყოფილი. სამი ბავშვი არ მინდოდა. არც ორი... არც ერთი. სამზარეულოში ჩავედით - შეჭამ რამეს? ლანამ ყველიანი და სალიამიანი ბრუსკეტები გაგვიკეთა ლანჩზე. - ვარჯიში მინდოდა. ცოტას შევჭამ და ერთ საათში გავალ მაშინ. - უნდა ირბინო თუ მუშტები იქნიო? - მუშტების ქნევას ვაპირებ სირბილის შემდეგ. - ისედაც ნახევარი ენერგია დამახარჯე და ისე ნუ იზავ, ხელში ასაყვანი რომ გამიხდე. - ნეტა მანახა, როგორ ამიყვან ხელში. - შენ როგორც ამიყვანე, ისე ვერა, ფაქტია - თვალი თვალში გავუყარე და ტუჩები ენით მოვილოკე. - ბოლოს მომიღებ! საღამოს, ჰაიდენი ბარში წავიდა მეგობრებთან ერთად დასალევად. მე დრო ვიხელთე და რესტორნის მეპატრონესთან მივედი. ალბათ, ძალიან გამიბრაზდებოდა ქმარი. იფიქრებდა, რომ მის ზურგს უკან ვხლართავდი ინტრიგებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ყველაფერი ძალიან მჭირდებოდა. რაც დავქორწინდით, ყველგან ისმოდა სიტყვა „ჩვენ“. მე კი ჯერ ისევ ვერ ველეოდი იმ „მეს“, რომელიც მთელი ცხოვრება ერთგულად დამყვებოდა თან. მამაჩემი მუდამ იმას მიმეორებდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც საკუთარი თავის იმედზე ყოფნა მომიწევდა. ვფიქრობ, ბავშვობიდან იმისთვის მამზადებდა, რომ ცხოვრებაში, არასოდეს გამჭირვებოდა მარტოობა. ბუნებითაც მარტოსული ვიყავი. ცალკე სახლში გადასვლის დღიდან, საკუთარ თავთან ისე მიყვარდა განმარტოება რომ ჰაიდენის გამოჩენამ თავიდან დისკომფორტიც კი შემიქმნა. გეგონება, ბუნება გადამიწყო ჩემმა კაცმა. ერთად გვეძინა, ერთად ვიღვიძებდით, დღის განმავლობაში, თუ ცალ-ცალკე ცხოვრება გვიწევდა, თითქმის მუდამ მწერდა ესემესებს. ბევრი რამ შეიცვალა. მე საკუთარ თავს აღარ ვგავდი, ჰაიდენი კი სიყვარულისგან ისეთი გაცხოველებული იყო, რომ ზოგჯერ მეშინოდა მისი. მე მაინც ვფიქრობდი, ადამიანი ყოველთვის პარტნიორთან ერთად ვერ მიიღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ახლა მე მჭირდებოდა ეს ყველაფერი. მჭირდებოდა მეგრძნო, რომ პატარა გავლენა მაინც შერჩენოდა ჩემს სიტყვებს. იმ კაცს რესტორანი დაეხურა და მელოდებოდა დათქმულ დროს. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. თავიდან ბოლომდე ამათვალ-ჩამათვალიერა და რაღაც მომენტში, გამეხარდა კიდეც რომ ჰაიდენი არ ჩავრიე ამ საქმეში. ასეთი მზერის გამო, სახით ახოხიალებდა მიწაზე და მერე შარში გაეხვეოდა. - მემგონი დიდი ფიქრი არ სჭირდება, რა თემაზე სალაპარაკოდაც შევიკრიბეთ და ბარემ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე - გამოვუცხადე საქმიანად. გეგონება, ზინესზე ვსაუბრობდით. - ოღონდ ჯერ ერთი ჭიქა ვისკი მომიტანონ რა. სურვილი უსიტყვოდ შემისრულა და ნახევარ წუთში, ოფიციანტმა ღიმილით დამიდგა სასმელი. - ქეროლი შეშინებულია, თან ძალიან. - მითხრა შეწუხებული სახით. - არაჩვეულებრივი გვირილის ჩაი მაქვს, შემიძლია გავუგზავნო - არ დავაყოვნე. - ირონია არაა საჭირო. მითუმეტეს მაშინ, როცა თქვენ ხართ დამნაშავე. - იცი რაა? მოდი შენობით ვილაპარაკოთ. შენი სახელი? - ვკითხე სასხვათაშორისოდ. - მეისონი. - მეისონ, პირველ რიგში, წარმოიდგინე რომ შენს ცოლთან ერთად ზიხარ სადმე სავახშმოდ, ვიღაცა გარეწარი კი თვალს არ აშორებს. - მივხვდი, რაზეც საუბრობ. - გაეცინა. - ძალიან დიდ ამბავს ავტეხდი, ჩემს გვერდით მყოფ ქალს რომ ვინმე გამომწვევად მიშტერებოდა, მაგრამ ეგ მხოლოდ შენი მხრიდან ჩანს ვივიენ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგჯერ ძალიან აჭარბებ სიტუაციის აღქმისას. - ბატონო? - წარბი მაღლა ავზიდე. - იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება, მოგჩვენებოდა. - გიჟს ვგევარ? - საკმარისი ძალა რომ მქონოდა, ალბათ ჭიქა ხელში შემომეფშვნებოდა. - ცუდად არ გამიგო. უბრალოდ... ერთი სიტყვით, ბოდიშის მოხდა გვინდა. - მომმართა მან. - იცით ჩემმა ცოლმა ბოდიში ბოლოს როდის მოიხადა? - მოულოდნელად, ზურგსუკან ჰაიდენის ხმა შემომესმა. ელდანაცემი შევტრიალდი. არ მინდოდა, მეისონთან შემტყობოდა, რომ ქმრის დანახვამ ერთიანად ამაცახცახა და დამნაშავედ მაგრძნობინა თავი, თუმცა ფაქტია, ისე ავღელდი, ხმას ვეღარ ვიღებდი. - როდის? - გვკითხა ზრდილობის გამო. - არასოდეს. ვივიენი არასოდეს იხდის ბოდიშს - მეისონს მიუახლოვდა. ზედმეტად ახლოსაც კი მივიდა მასთან და ხმადაბლა, ღიმილით უთხრა: - თუ კიდევ ერთხელ გაბედავ იმის ირიბად თქმას, რომ ვივიენს რამე ელანდება, უბრალოდ მოგკლავ. თან მე კი არ მოგკლავ, ძილში გაიპარები ან გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვლები. თვალით მანიშნა რომ წავსულიყავით. უსიტყვოდ გავედი მასთან ერთად. ასევე უსიტყვოდ ჩავსხედით მანქანაში. - რამე თქვი - ვთხოვე ჰაიდენს. ხმა არ გაცდა. ალბათ სჯობდა, ცოტახანს მართლა არ დამლაპარაკებოდა. - რატომ ჰგონია ხალს, რომ შეიძლება რაღაც მომეჩვენოს? - ვიკითხე თითქმის ჩურჩულით. - ალბათ ჩვენს გამო - მიპასუხა უკან მჯდომმა წითურმა. * * * ყველაზე საშინელი დღევანდელ დღეში ის იყო, რომ ჰაიდენი აღარ მელაპარაკებოდა. ვიცოდი, მისთვის რბოლაში მონაწილეობის მიღებაზე უარესი, ის ფაქტი იყო, რომ მის გარეშე ვეცადე ისეთი საკითხი გადამეჭრა, რაც ორივეს ერთად უნდა მოგვეგვარებინა. სახლში მოვედით. მანქანის გასაღები მაგიდაზე დააგდო და სხვა ოთახში გავიდა. ზედაც არ მიყურებდა. ერთი საათი ისე გავიდა, ცდილობდა არ დავენახე. სხვა ოთახში გადიოდა, როცა მასთან მივიპარებებოდი. რაღაც პერიოდი, საერთოდ წავიდა სახლიდან და მერე ჩემ გასაკვირად, ფხიზელი დაბრუნდა უკან. - სად იყავი? - ვკითხე დასჯილი ბავშვივით. - არსად. - არსაიდან მოხვედი? - კი. - მაშინ ფეხები გაიწმინდე შემოსასვლელის ხალიჩაზე. ტალახიან არსადში გივლია. - ბოდიშიც ხო არ მოგიხადო ბარემ? - არა ჰაიდენ. თუ გაბრაზებული ხარ, ადექი და მეჩხუბე. ჩხუბი უცნაური რამაა და არც ისე პოზიტიური, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ადამიანებმა რომ დაალაგონ ურთიერთობა. - ყელში მაქვს ამდენი უაზრო ჩხუბი. შენ უბრალოდ თავი უნდა დაგანებოს კაცმა. როგორი ლექციებიც არ უნდა გიკითხო პარტნიორობაზე, პრობლემების ერთად გადაწყვეტაზე და მეორე ნახევართან საიდუმლოს არქონაზე, მაინც ვერასოდეს გაიგებ. - ისეთი ცივი იყო, ასე მეგონა, ჰაიდენში ჩასახლებული სხვა სული მელაპარაკებოდა - ირონიული და უგრძნობი. - კარგი - შევტრიალდი და კაბინეტში ავედი. ისე მეშლებოდა ნერვები, გეგონება მე ფრთებშესხმული ანგელოზი ვყოფილიყავი, ჰაიდენი კი ტირანი ქმარი. დაკვრაც აღარ მშველოდა. რამდენჯერმე კი ვცადე, მაგრამ ისე გამომივიდა, ვიღაცას პატარა ბავშვი ვეგონებოდი,. ყველა კლავიშს რომ ჩამოუვლის და თითებს უმისამართოდ აბათქუნებს. ცოტახანს კი ვიფიქრე, ეს რა უბედურებებს ვუკრავ-თქო, მაგრამ მერე მშვენიერი იდეა მომივიდა თავში და უარესად ავიკელი არე-მარე შოკისმომგვრელი ჭყიპინით. ეტყობა, ვეღარ აიტანა ამ ჩემმა ქმარმა და შემომიღი კარი. - რას შვრები? - მკითხა გაოგნებულმა. - ვუკრავ. - სმენა დაკარგე? - აქ მთავარი კითხვა იმაშია, ქმარი თუ დავკარგე. - რა გინდა ვივიენ? ხომ ხედავ, ვცდილობ, რომ თვალში ცუდად არ მომხვდე, თორემ ზედმეტად გამწარებული ვარ და არ მინდა, რამე ცუდად ვთქვა ან ვქნა. - ცუდად რა უნდა ქნა? წიხლქვეშ გამიგდებ? - ნუ ცდილობ ყველაფერი იუმორში გაატარო. არ მეცინება. - არც მე მეცინება. უბრალოდ, აქეთ-იქით ბოდიალით და გაბრაზებით ვერაფერს უშველი. - არცაა საჭირო, რომ რამე ვუშველო. უკვე ძალიან გვიანია. თავის დროზე, ყველა იმას მეუბნებოდა, რა დიდ შეცდომას ვუშვებდი შენი მოყვანით და ყური არავის ვათხოვე. აი, ახლა ვხვდები, რომ რაც შენი არაა და რაც სამყარომ არ გაიმეტა, ძალით არ უნდა მიიღო, თორემ მაგრად გაგამწარებს. წამოვდექი. გული ისე ჩამწყდა, ისევ ცალი თვალი ამითამაშდა ნერვიულობისგან. - მართალი ხარ. სხვებისთვის და განსაკუთრებით, დედაშენისთვის უნდა დაგეჯერებინა, როცა გაფრთხილებდა, შენი შესაფერისი არააო. სხვანაირი ცხოვრება გჭირდებოდა. - ტონს ნელ-ნელა ვუწევდი და ცოტახანში, ვგრძნობდი, ისტერიკა დამეწყებოდა - მე გაგაფრთხილე. ღმერთია მოწმე, წინასწარ იყავი გაფრთხილებული რომ დედამო*ყნული ხასიათი მქონდა, ძალიან მძიმე ხასიათი მქონდა და თუ ვერ გამიქაჩავდი, არ უნდა მოგეკლა თავი ჩემი დევნით. ბოლო წინადადება თითქმის დავიღრიალე. ჰაიდენი შემცბარი მიყურებდა. მეც არ მეგონა, ამხელა ტონალობაში თუ შემეძლო წივილ-კივილი. საძინებელში შევვარდი და კარი ჩავკეტე. სარკეში ჩავიხედე. - ბრაზის გამაკონტროლებელ კურსებს როცა გირჩევენ, უნდა ასწიო საჯდომი და იარო! - საჩვენებელი თითი გავუშვირე საკუთარ თავს - ახლა გახვალ და ყველა პრეტენზიას დამჯერად მოუსმენ, რადგან შენ ხარ დამნაშავე. გაიგე? ღრმად ჩავისუნთქე. - ნიკი, ნიკი - ვუმეორებდი გულში საკუთარ თავს. მისი სახელი მშველოდა, მაწყნარებდა. პარფიუმერიის კარადაში დამამშვიდებლებიც მედო. ორი ცალი გადავყლაპე და ხუთ წუთში, ისევ ჰაიდენთან გავედი. ის კართან იდგა. იდგა და ელოდა ჩემს დანახვას, რომ კიდევ რამე შემზარავი ეთქვა. - შენ გათხოვება არასოდეს გინდოდა. მანდ უნდა მივმხვდარიყავი, რომ შეცდომა იქნებოდა ჩვენი ქორწინება. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ადამიანის დაშლა და თავიდან აწყობა შეუძლებელია. - არ დააყოვნეს მისმა სიტყვებმა. - ჰაიდენ, მაგას მართლა ამბობ? - კი - უარესად გაამწვავა სიტუაცია. ვიგრძენი, ტირილს ვაპირებდი და ამაყი სახით დავტოვე მისი გარემოცვა, სანამ საბოლოოდ ამიკანკალდებოდა ქვედატუჩი. უკან არ ვიხედებოდი. ალბათ ზურგიდან ჩვეულებრივი შესახედი ვიყავი, მაგრამ თვალებიდან უკვე მომდიოდა ცრემლები და მაქსიმალურად ვცდილობდი, ხმითაც არ ავყოლოდი ემოციებს. საწოლოთახში შევედი, დავწექი. თავიდან მინდოდა, მთელი ღამით კარი ჩამეკეტა და მაგრად მეღნავლა, მაგრამ ჰაიდენის ოთახიც იყო, ამიტომ გარეთ დატოვება ცუდი ტონი გამოვიდოდა. ამ ცოლქმრობას რა ვუთხარი, ყველაფერი ერთი რომ აქვთ ადამიანებს, მერე სატირალ ადგილსაც ვეღარ პოულობ კაცი. ასე ჩუმად ვიწექი, ბალშში ჩამერგო სახე, ცრემლებით ვასველებდი მტელ საწოლს და თან ხმამაღლაც ვქვითინებდი. შუქი ჩამქვრალი მქონდა. თუ ჰაიდენი შემოვიდოდა და აანთებდა, თავს მოვიმძინარებდი. მეთხუთმეტე მოვიდა და დაიძინა. ნერვები მეშლებოდა, როგორ შეეძლო ასეთ დროს ძილი. არა მერე მეც ჩამეძინა, მაგრამ მაინც კარგა ხანი დამჭირდა. არეული სიზმრები ვნახე. მნიშვნელოვანი არაფერი იყო. ჩხუბის შმედეგ, ყოვლთვის არეული ძილი მქონდა. რაღაც მომენტებში, მეღვიძებოდა და მერე ისე უცებ ვიძინებდი, ვერ ვხვდებოდი, როდის ვიყავი ფხიზლად და როდის ვთვლემდი. დილით, ჰაიდენის ფაჩუნმა გამაღვიძა. ბარგს ალაგებდა. პირველად ის გავიფიქრე, ვაი, რა მეშველება, სახლიდან მიდის-თქო. - რას აკეთებ? - ისეთი სასოწარკვეთილი ხმა მქონდა, საკუთარი თავი შემებრალა. - ბრიფინგზე მივდივარ - მიპასუხა მკვახედ. რამდენიმე წამით დავწყნარდი. გულზე მომეშვა, რომ სხვაგან არ გადადიოდა საცხოვრებლად და ჩამეღიმა კიდეც, მაგრამ მერე აზრზე მოვედი. გემით მიდიოდა იქ, სადაც ერთი დღის წინ წასვლა გადაიფიქრა. - ხომ თქვი, აღარ წავალო? - არაუშავს. შენც ერთს ამბობ და მეორეს გულისხმობ. - ანუ მიდიხარ და არ გამაფრთხილე წინასწარ. - ხუმრობ ხო? - ყველაფერი დაყარა და საყვედურებით სავსე თვალები მომაპყრო - შემახსენე ერთი, ბოლოს როდის გამაფრთხილე? - იმ დღეს გაგაფრთხილე, ყავა ცხელია-თქო, შენ სული შეუბერე და დალიე, თუმცა მაინც დაგეწვა პირი. - ისეთი მაგალითი მოვუყვანე, ლამის ხარხარი ამიტყდა. ყოჩაღ ვივიენ! მაგრად შემეძლო დაძაბულ სიტუაციებში ს*რობების დაბრეხვება. - არ მეცინება. - ფაქტია, რომ გაფრთხილებ. - ვიღაც *ლესთან რომ გადაწყვიტე შეხვედრა, მაგაზე არ გაგიფრთხილებივარ. „საყვარელო, ტელეფონზე ვიღაცამ დაგირეკა და სხვაგან მოხვდნენ“ - გაიმეორა ჩემი სიტყვები - გახსოვს, რა მითხარი? ყველაფერს გაპატიებ, ყველაფერს ერთად გადავლახავთ, ოღონდ არასოდეს მომატყუოო. მე არასოდეს გატყუებ. - ვიცი. - შენ რატომ მომატყუე ვივიენ? - მკითხა წყნარად. მინდოდა მეთქვა, რომ ტყუილის თქმა არ მინდოდა. არასოდეს მინდოდა, მაგრამ გატეხილი ვიყავი, დანგრეული ვიყავი, ათასი ბზარი მქონდა და ეს ბზარები ზოგჯერ ცუდი საქციელის ჩადენისკენ მიბიძგებდნენ. ახსნის მაგივრად, ისევ ვდუმდი. - იმედია, ღალატზეც არ უნდა მქონდეს ეჭვები ხო? - მკითხა ირონიულად. თავიდან ბოლომდე, შემზარავმა ჟრუანტელმა შემიპყრო. ყველაფერი ამიკანკალდა. წამოვდექი და მისაღებში ჩავედი. ჩამომყვა. ავიღე დედამისის ნაჩუქარი უძვირფასესი ლარნაკი და დაუნდობლად დავახეთქე ძირს. - წაეთრიე იმ ბიზნესშეკრებაზე, სადაც აურაცხელი კა*ხპა იტრიალებს შენს ირგვლივ და თან იმისმა ეჭვმა შეგჭამოს, რომ შეიძლება გღალატობდე. ჩვენი ქორწინება ხომ შეცდომაა? ხოდა, ჯანდაბამდე გზა გქონია! არაფერი უთქვამს. ჩალაგებას მორჩა და წავიდა. ლანა ჯერ არ იყო მოსული. ჩემს მიერ დამსხვრეული ჭურჭელი ავკრიფე, წვრილები მოვგავე და სანაგვეში გადავუძახე. მაინც ნერვებს მიშლიდა ჰაიდენის დედის ნაჩუქარი ნივთები. - ნიკ! - დავიძახე ხმამაღლა - მარტო ვარ. არავის უპასუხია. - ნიკ!- ახლა უკვე დავიღრიალე. ჯანდაბა. ასე თუ გაგრძელდებოდა, ნელა და წამებით მომეღებოდა ბოლო. - ქალბატონო, როგორ ხართ? - მოულოდნელად, ლანა შემოვიდა. - აქ იყავი? - არა, ახლა მოვედი და გავიგონე, რომ ვიღაცას ეძახდით. - ვმღეროდი - სისულელე მოვთხარე, მაგრამ სხვა რა დამრჩენოდა. - რას მიირთმევთ? - სიმართლე რომ გითხრა, არ მშია. ჩემი სიტყვების შემდეგ, ისე დაფეთებულმა გამომხედა, გეგონება სისხლისგან ვიცლებოდი. - კარგად ხართ? სიცხე ხომ არ გაქვთ? - არა. სიცხე არ მაქვს, მაგრამ ცუდად ვარ. ცოტახანს, მამაჩემთან უნდა წავიდე. - ვთქვი ნერვებმოშლილმა და ჩემი აწკრიალებული ტელეფონი, რომელზეც მეუღლის სახელი ეწერა, გულგრილად გადავგდე. ნეტა რა უნდოდა? უგუნებოდ ჩამოვჯექი მაგიდასთან. ვატყობდი, ხელები მიკანკალებდა და ტუჩის ცახცახსაც ვგრძნობდი. - ჩაგილაგოთ რამე? - ვახშამს გამატან? შენს გაკეთებულ წვიანებზე გიჟდება, მაგრამ მე ვერ მიმაქვს, ძალიან მოუხერხებელი ვარ და ეგება, მითხრა როგორ მივახწიო სახლამდე ისე, რომ მანქანაშივე არ დამეღვაროს? - მე გავამზადებ და მანქანაშიც ჩავდებ. - შენ რომ არ მყავდე, გავგიჟდებოდი ალბათ. გაგიჟებული ჰაიდენი გადაბმულად რეკავდა. ნახევარი საათის განმავლობაში, ზარი არ წყდებოდა, თუმცა ჩემი ტელეფონისთვის უკანა სავარძელში მქონდა ადგილი მიჩენილი. მამასთან ერთ საათში მივედი. ძნელი იყო, ქალაქის ბოლოდან, ცენტრში ჩასვლა და გზაში, ერთი ორჯერ შევუკურთხე ჩემს ქმარს რომ ყველაზე პრესიჟული ადგილიდან, სადღაც ჯანდაბაში გადმოვესროლე. სახლში შევედი. მამაჩემი მისაღებში იდგა და ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა. - კი მოვიდა, მოვიდა - ეუბნებოდა სავარაუდოდ, ჰაიდენს. მერე საუბარი დაასრულა და მე მომიახლოვდა. ყოველთვის ხვდებოდა, როცა ცუდად ვიყავი. მაგრად ჩამეხუტა. ტირილი ამიტყდა. - არ ინერვიულო ჩემო გოგონა - მამშვიდებდა უშედეგოდ. - როგორ არ ვინერვიულო? ქმარი ისე გავამწარე, ახლა ფიქრობს, რომ ჩვენი ქორწინება შეცდომა იყო. - ვუთხარი სლუკუნით. - ნუ სულელობ რაღაცეებს. ძალიან განრისხებულია, მაგრამ შენზე ნერვიულობს და აინტერესებდა, სად იყავი. - *რაკში არავის გაერჭოს! - დავიღრიალე. - რამდენჯერ გითხარი, ცუდ სიტყვებს ნუ ლაპარაკობ-თქო ჰა? ამხელა ქალი ხარ, არ გეკადრება ეგეთი საქციელი - პატარა ბავშვივით დამტუქსა. - ვიცი, შოკში ჩავარდები, მაგრამ ხშირად ვიგინები კიდეც. - ოჰ, არც გათხოვებამდე იყავი ანგელოზი. - ახლა ვგიჟდები. მართლა ვგიჟდები მამა - ამოვილუღლუღე საცოდავად. - ფსიქიატრიულში დავასრულებ ცხოვრებას. - მეც ეგრე ვფიქრობ, ოღონდ შენზე არა. ჩემზე. - ორივემ ვიმკურნალოთ ხო? - ჰო. - თავზე მაკოცა - ახლა მომიყევი, რა მოხდა. მერე დავდექი და გაბუტული ბავშვივით, ყველაფერი მოვუყევი. მოვუყევი, კაზინოს გახსნის დღე, მოვუყევი, ქალს როგორ დავემუქრე და მერე მისმა საყვარელმა გიჟად შემრაცხა. მამაჩემს სრულიად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, წყნარად მიქნევდა თავს, თუმცა თვალებში ეტყობოდა, ძალიან ნერვიულობდა ჩემს მდგომარეობაზე. - ძალიან მალე გათხოვდი - აღმოხდა - საერთოდ არ იცოდი, რ აიყო ქორწინება. - შენც გასახედნ ცხენად უნდა შემრაცხო? - არა. მე და დედაშენი რომ დავქორწინდით, ზუსტად შენნაირი ვიყავი. სულ მეჩხუბებოდა, რომ რაღაცეებს არ ვუთანხმებდი, დაუფიქრებლად ვიქცეოდი... მერე, ნელ-ნელა შევიგნე, რომ ადამიანთან ოჯახის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ხშირად, ის დააყენო შენზე წინ. - ჰაიდენს ისედაც ჩემზე წინ ვაყენებ. საკუთარ თავზე მეტად მიყვარს! რა უცნაურია, არასოდეს მითქვამს მისთვის, რომ მიყვარს. - რა საჭიროა? ხშირად თუ უხსნი ვინმეს სიყვარულს, ეგ არაფერს ნიშნავს. ჰაიდენმა მშვენივრად იცის შენს გრძნობებზე. უბრალოდ... უბრალოდ ძალიან გატეხილი ხარ. - ზოგჯერ ველაპარაკები. მათ - ვაღიარე. მგონი, მთელი ცხოვრების ფასად დამიჯდა ამისი თქმა. - და ვფიქრობ, ჩემ გარდა, ძალიან ბევრი თვლის, რომ ვაფრენ. - არაფერი გეტყობა. შენ ეგ დიდი ამბავი გგონია? შემომხედე შვილო. რამდენი პანაშვიდიც მე მაქვს ნანახი, იმდენი ნაცნობი ვერ გეყოლება ვერასოდეს - შეწუხებული წამოდგა და ლანას გამოგზავნილი საჭმელი ჭურჭელზე გადმოალაგა - ვაა, წვნიანი - მაგრად გაეხარდა. ტელეფონი ამიწკრიალდა. ისევ ჰაიდენი მეგონა, მაგრამ ლანა აღმჩნდა. - ქალბატონო, სისიმ დარეკა. ამ დღეებში, ჩამოსვლას გეგმავს - მითხრა დედამთილზე. - რას მეუბნები - გული გამიხდა ცუდად - არ უთხარი, რომ სახლებში არ ვართ? - ვუთხარი, მაგრამ ჩამოვლენ, სად წავლენო, ასე თქვა და მაინც მოდის. - ჯდანაბა! მადლობა, რომ გამაფრთხილე. ფსიქოლოგიური შემზადება დამჭირდება - წამოვდექი - მამა, სერიოზული საფრთე მემუქრება - გამოვუცხადე მთელი ტრაგიზმით. - სისი ჩამოდის? - ეგრევე მიხვდა. - ჰო. ოფიციალური მეორედმოსვლა მაქვს ცხოვრებაში. მაპატიე, მართლა უნდა დავბრუნდე სახლში და მისი ნაჩუქარი ნივთები გამოსაჩენ ადგილას დავდო. სხვათაშორის, კარგი იქნება თუ შემომივლი, იმ ანჩხლი დედაკაცისგან დამიცავ. - ჩვეულებრივი ქალია ვივი, ნუ აჭარბებ. - შენ არ გქონია მასთან ხანგრძლივი კომუნიკაცია! - ვივი, შენი ჩანთიდან იარაღი ამოიღე და დამიტოვე. არ მინდა, მეუღლის დედა ჩაცხრილო. - არ ჩავცხრილავ. - მომეცი იარაღი! - ჯანდაბას - უგუნებოდ ამოვიღე და მაგიდაზე დავუდე. * * * სამყარო პატარა ჯოჯოხეთს აწყობდა ჩემთვის, მე კი თავის დახსნა არ შემეძლო. სახლში მომაკვდავის სახით დავბრუნდი. ლანა გარეთ იდგა, ჩემთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობდა თვალებით, თუმცა დროულად ვერ მივუხვდი ნამიოკს. ჰაიდენი გამოვიდა გარეთ და გამჭოლი მზერა მტყორცნა. - სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? - განრისხებული იყო, თან სექსუალურიც. ისე გამეხარდა მისი დანახვა, სიცილი ვერ დავმალე. - აქ მქონდა - ვუპასუხე კეკლუცად. - რატომ არ მპასუხობდი? - არ მინდოდა. და საერთოდ, ახლა შენს საძმოსთან ერთად არ უნდა გუგუნებდე? - ცოტა ირონიაც გავურიე. დღეს კამათის გარეშე ვერ დავიძვრენდით თავებს. - ჩემმა ცოლმა მაგრძნობინა, რომ ფეხებზე ვკიდივარ და უკან დავბრუნდი, მაინტერესებდა, სიმართლეა თუ არა. - ამ ფეხებს გულისხმობ? - წარბი მაღლა ავწიე და მოშიშვლებული ფეხებისკენ ჩავიცურე მზერა. - არ მეცინება - ერთხელ კი გადაყლაპა ნერწყვი, თუმცა არ შეიმჩნია. - ნუ გეცინება - სახლში შევედი. მანამდე, საჯდომზე ისე ვუჩმიტე, ერთიანად შეხტა. - გაგიჟდი გოგო შენ? ლანა გვიყურებს - დამიბრიალა თვალები. - რატომ მოხვედი, იქ ვერ გაერთე პატარავ? - ვკითხე დამპლური, დაწვრილებული ხმით. - იქამდე არც მივსულვარ - დამიბღვირა. - დედაშენი აპირებს ჩამოსვლას - ვუთხარი უკმაყოფილოდ. - ზურგის ტვინით გრძნობს, როცა მაბრაზებ ხოლმე. - და მაშინვე დასახმარებლად მორბის? უდედო ადამიანებმა რა ვქნათ ქმრები როცა გვაბრაზებენ? მამას ვაცემინოთ? - მამაშენი მე მცემს? - გადაიხარხარა თავდაჯერებულად. - ცემაში გაგხევს! - დავუმარცვლე. - მაგრად მიშლი ნერვებს - მოულოდნელად, შემატრიალა და მკერდით კედელზე ამაკრო. - ისე მიშლი ნერვებს და ისე მენატრები - თმა გადამიწია, თავი მისკენ დამიქაჩა და კისერში მიყნოსა. - თავი დამანებე! - ისე ვთქვი, ამ სიტყვებშივე იგრძნობოდა, რომ ეს-ესაა, სიამოვნებისგან კრუტუნს დავიწყებდი. - ისედაც დანებებული ხარ. შენს ტ*აკთან მაქვს საქმე - კაბა ამიწია, ტრუსი ჩამხადა და თავისი ღირსება აუჩქარებლად შემომიცურა. სიამოვნებისგან, ხელზე ვიკბინე. ზედმეტი წივილ-კივილიც არ მინდოდა, ლანა არ გამოვარდნილიყო ხმაურზე. კაბის დეკოლიდან როგორღაც გზა გაიკვლია და მკერდზე მომიჭირა ხელები. - საზიზღარი, საძაგელი კაცი ხარ! - ვეუბნებოდი აქოშინებული, კვნესით. - კიდევ რამე რომანტიკული მითხარი. - მოგწონს ახალგაზრდა ტ*აკი? - საოცრად ქორფა და სველია, ისეთო სველია, რომ გეტყობა, ჩემს გარდა ვერაფერზე ფიქრობ. ვგიჟდები, ორგა*მისას როგორც მიჭერ. შენზე ვგიჟდები - მხრები დამიკოცნა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველაფერი არ მქონდა რიგზე: ვგიჟდებოდი, როცა უხეში იყო. მსურდა, ძალადობის ინსცენირება მოგვეწყო, სულ ძალით შემოეხია ჩემთვის ტანსაცმელი და მერე მაგრად ვე*მარე. ამიტომ, გაბრუტალურებულ ჰაიდენთან სექსტზე მეტად, არაფერი აღმაგზნებდა, თუმცა არ შევიმჩნიე, ტრუსები უსიტყვოდ ავიწიე და კაბა გავისწორე. - სექსის მიუხედავად, მაინც წამხდარი გაქვს განწყობა - გამომიჭირა ქმარმა. - ალბათ, შენზე ვარ გაბრაზებული. - ანუ ისევ მე ვარ ცუდი ტიპი? - არა, შენ კარგი ტიპი ხარ, რომელსაც ცოლი აბრაზებს და ფიქრობს, რომ მისი ქორწინება შეცდომა იყო. - ვივიენ - ზურგიდან შემომეხვია, ფაქტობრივად, გამბოჭა. - ხომ იცი, გაბრაზებული, რაღაცა სისულელეებს ვამბობ. - მე რატომ არ გეუბნები გაბრაზებული ეგეთ რამეებს? გამიშვი! - მაინც ძალიან ნაწყენი ვიყავი. - ყველაზე მეტადაც რომ გამამწარო, ეგ გამწარებულიც იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვიქნებოდი უშენოდ. შემოვტრიალდი, ჩავეხუტე და ტირილი ამიტყდა. გაოგნდა. ზუსტად ვიცი, საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მაგრამ იმიტომ ვტიროდი, რომ ასეთ კაცს, ასე ხშირად ვუშლიდი ნერვებს. - მაპატიე რაა, მაპატიე - მეჩურჩულებოდა ჰაიდენი - შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა. როცა წავედი, გზაში, სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ნაწყენი დაგტოვე და საკუთარი თავი მეზიზღებოდა. - არაუშავს. მთავარია, აქ ხარ. კარზე კაკუნი გაისმა. ჯერ ლანას დაველოდე, ეგება გაეღო, მაგრამ ისიც არსად ჩანდა. ზანტად დავიძარით მე და ჰაიდენი. კარი გავაღე. ხელში შუახნის, ლოყებღაჟღაჟა და ჩაპუტკუნებული ქალი შემრჩა. - ჰაიდენ, ჩემო ბიჭო - თითქმის დაიყვირა სისიმ, გვერდით ჩამიქროლა და ხელებგაშლილი გაიქცა ჰაიდენისკენ. - ამის დედაც! - წარმოვთქვი ჩურჩულით. მეთექვსმეტე სისი თავის შვილთან კოცნა-ხვევნას რომ მორჩა, მერე ჩემსკენაც შემოტრიალდა ღიმილით. - ჩემი მშვენიერი რძალი - იმსიგანეზე გაშალა ხელები, მეგონა ჩემს დახრჩობას შეეცდებოდა. დახრჩობას კი გადავურჩი, მაგრამ რბილ მკერდში რომ ჩამარგვევინა თავი, გაგუდვას ვერ გადავურჩებოდი ისეთი წინათგრძნობა მქონდა. დამეხსნა. კარგად შემათვალიერა, თვალები დაიწვრილა და მკითხა: - ისევ გახდი ხო? - კი - დავუდასტურე დაუფიქრებლად. - მერე, კაცებს მოსწონთ ასეთი გაჩხინკული მანდილოსნები? - რა ვიცი სისი, შენს შვილს ჯერ არ გამოუთქვამს უკმაყოფილება და სხვა კაცებსაც ვკითხავ, რას ფიქრობენ. - როგორ იცის ხოლმე - ლოყაზე ბავშვურად მიჩქმიტა. საჩმეტი და გასაწელი ბევრი არაფერი მქონდა, თუმცა ეს ქალი მაინც ახერხებდა როგორღაც. - ყველა მამაკაცს მოსწონს ხორციანი ქალი - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა. - ჩვენთან, ქალაქის ყველაზე პერსიჟულ უბანში, მე ვითვლები სილამაზის ეტალონად - უარესად ეშმაკური სახე მივიღე. ნამდვილი სნობივით ვიქცეოდი, როდესაც ეს ქალი იყო ჩემს გვერდით. ჰაიდენს გაეცინა, ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. - ვერც კი დაითვლი, რამდენი კაცი ჩამოვიშორე ამ ქალბატონის გული რომ მომეგო - უთხრა დედამისს სიცილით. - არაა ადვილი ქალი. - ჰო, მაგას თავიდანვე მივხვდი - თვალები გადაატრიალა - აბა, ბავშვებო რას ჭამთ? - ძირითადად, ლანა გვაჭმევს - ვუთხარი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. წამნახევარსი მოახერხა კარადებისა და მაცივრის შეთვალიერება. - საჭმელების კეთება ისევ ვერ ისწავლე ხო? - მე მეკითხები თუ ჰაიდენს? - მაგრად გამეცინა. შემომხედა გაბრაზებული მასწავლებელის სახით. - შენ, რა თქმა უნდა. - ხომ იცი, ორი მზარეული ერთ ოჯახში უკვე ზედმეტია. ზოგჯერ ისე საყვარლად დაფუსფუსებს შენი შვილი, რომ ხელს ნამდვილად ვერ შევუშლი - იქვე ჩამოვჯექი და ფეხი-ფეხზე გადავიდე არხეინად. - ოჯახს რაც შეეხება - იქვე მომიჯდა - საყვარელო, გულახდილად მითხარი, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? - დაბლა მანიშნა მზერით. - რას გულისხმობ? - ბავშვებს. - ორივეს ჯანმრთელად გვაქვს ყველაფერი. ჰაიდენი ისეთი სახით იდგა, აღარ იცოდა, რომელი კედლისთვის ერტყა თავი. - მაშინ, დაიწყეთ ბავშვებზე ზრუნვა. - ჯერ მზად არ ვარ - მომესმა მოულოდნელად ჩემი ქმრისგან - ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სულ გასული ვარ. ვფიქრობ, საკმარის ყურადრებას ვერ მივაქცევ ცოლ-შვილს. ხომ ხვდები დედა? არ მინდა, ისე აეწყოს ყველაფერი, რომ სახეზე მარტო დედამისს სცობდნენ. - რას მელაპარაკები? - წამოერთო სისი. მე კი მადლიერი გამომეტყველება ვაჩუქე ცემს ქმარს. ნამდვილად ვერ ავუხსნიდი სისის, რომ ბავშვების გაგონება არ მინდოდა. - ჰო. ვივიენი ნამდვილი გმირია. ჩემს ხეტიალს იტანს წინ და უკან - გვერდზე მომიჯდა და მხარზე ხელი დამადო. კმაყოფილი მოვეფერე თითებზე. - თავადაც ამ წამს შემოვედი სახლში, რაღაც ბიზნესშეხვედრა მქონდა. - სულ დაკავებულია - შევჩივლე დედამთილს. - თქვენ როგორ აპირებთ ასე გაგრძელებას? - აქოთქოთდა. ნერვები აღარ მქონდა, იმდენად ტიპიური ჯუჯღუნა ქალი იყო. ისე გავიზარდე, ჩემს ოჯახში ასეთი გადამეტებული დარიგებები არ იყო მიღებული. ყველანი ცივილურად ვიღებდით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს და თუ ვინმემ საჭმლის კეთება ან ბავშვების გაკეთება არ იცოდა, ტვინს არ ვუ**ნავდით ხოლმე. ამ ქალის გაცნობის დღიდან ეგრევე დამერღვა ყველა ილუზია წყნარი ცხოვრების. კიდევ კარგი, ძალიან შორს ცხოვრობდა. იმდენად შორს, რომ მხოლოდ ახალ წელს ვხედავდი, თუმცა გამონაკლისებსაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, როგორც დღეს. - ხომ იცით, რომ ბავშვის გარეშე, ვერც ერთი ოჯახი ვერ იქნება სრულფასოვანი - აგრძელებდა ბურღვას. - ლანა, მაგიდა გაგვიშალე თუ შეიძლება - ვთხოვე ლანას. სისი უარესად გადაფითრდა, როცა მისი კითხვა დავაიგნორე და თვალებში ჩამაშტერდა. მტუქსავდა აშკარად. - შენ დიდად არ გადარდებს ხომ ეგ ფაქტი ქალბატონო? - არა - თავი გავუქნიე. არ შემეძლო, თავის მოკატუნება. თან ამ ჩემს ქმარსაც ბოლომდე ვერ გავწირავდი, გეგონება მარტო თვითონ იყო დამნაშავე. - რატომ მერე? - გულხელი დაიკრიფა. - მე ზედმეტად ახალგაზრდა ვარ - წარმოვთქვი ამაყად - ბავშვს დედის ყურადღება და ალერსი დასჭირდება. ცოტას მოიცდის მისი დაბადება. - გულს მიხეთქავთ რაა - თავი ტრაგიკულად გააქნია სისიმ. - ეგ არაფერი, მეც მიხეთქავს ზოგჯერ - მწარედ ჩამირტყა „ნამიოკი“ ქმარმა. თვალებდაწვრილებულმა გავხედე. ვერ ვიტანდი, როცა დედამისის თანდასწრებით, თუნდაც ირიბად გამოხატავდა პრეტენზიებს. - ეგება, ხეირიანად გვესადილა? - ვცადე, თემა შემეცვალა, მემგონი, გამომივიდა. - რა თქმა უნდა - თავი ასჯერ მაინც დააქნია სისიმ - მამაშენსაც დაურეკე, გვესტუმროს. მინდოდა, მეთქვა, რამდენი დღე რჩები-თქო, მაგრამ უტაქტოდ გამომივიდოდა. უბრალოდ, მაინტერესებდა, დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ ცხოვრება რამდენი დღით მომიწევდა. განა მონსტრი იყო სისი ან განა მართლა არ ვუყვარდი, უბრალოდ, უცხო ადამიანებთან შეგუება მიჭირდა. მერე რა, რომ ჰაიდენის დედა იყო? ისედაც ადვილად ვერ ვეჩვეოდი ხალხს და მისი მოსვლა ხომ საერთოდ მოულოდნელ მეწყერს ჰგავდა. საძინებელში ავედი, მამაჩემს დავურეკე. მეთქი, მოდი სასწრაფოდ და მიხსენი ამ გველეშაპისგან. ოთახში ჰაიდენი შემოვიდა. თავისი ჩალაგებული ჩანთა ამოაპირქვავა და ტანსაცმელი გადმოყარა. - დაკეცვაზე რამე გსმენია? - ვკითხე სიცილით. - ახლა ყველა დაკუჭულია. - დამხმარებოდი ჩალაგებაში მერე, რას მიკეთებდი? - შენზე ვბრაზობდი - შევუბღვირე. საპასუხოდ, თავისკენ მიმიზიდა და კარგა ხანს, მკოცნიდა. - კიდე ბრაზობ? - გადამიარა. მომენატრე - კისერში ვაკოცე, ხელები შემოვხვიე და მაგრად ჩავეკარი გულში. მერე უკანალზე მოვცხე მაგრად. - მინდა რომ მაგრად გამ*იმო, სანამ დედაშენი მოწესრიგებას მორჩება და ისევ ქოთქოთს დაიწყებს. - როდის ქოთქოთებს? - ისე შეიცხადა, გეგონება რაღაცა საოცრებას ვამბობდი. - ნუ არ ქოთქოთებს, მაგრამ ცოტათი ხმამაღალია. - არ მჯერა - ჩაეცინა და ხელისგულით შუბლი მოისრისა. - შენ ისედაც ვერავის იტან, ვინც შენი ოჯახის წევრი არაა, შეძენილებს არ ვგულისხმობ. მხოლოდ სისხლით ნათესავებს აღმერთებ. ეს სნობიზმის ახალი მიმართულებაა? - ანუ ამბობ, რომ ვერ გიტან? - ძლივს ამიტანე. - ჰაიდენ, საყვარელო, ჩემს გარშემო ყველას თავისი ცხოვრება აქვს. - ვცდილობდი, მშვიდად ამეხსნა, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. - შენ თუ სხვაზე მეტად გეჩხუბები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჩემი ცხოვრება ხარ, ჩვენ ერთად ვართ. სხვისი აღარავისი ქცევა მე აღარ მეხება, მაგრამ შენი პირდაპირ ჩემზეა დამოკიდებული. - გასაგებია - გაეღიმა. მერე დასერიოზულდა ისევ - დედაჩემს რაღას ერჩი? - იმას, რომ სულ მიჩიჩინებს, გამხდარი ხარო. მე მხოლოდ ასე ვგრძნობ თავს სრულყოფილად. სამი კილოც რომ მოვიმატო, ფეხები მტკივა და სიარული მიჭირს. ყველა ადამიანი რაღაც მდგომარეობაში გრძნობს თავს კომფორტულად. ესაა ჩემი კომფორტი და რა ჯანდაბა გავაკეთო? მაგას იმაზე ეშლება ნერვები, რომ ასამდე ქალი ჰყავდა შენთვის გადანახული, იმ ასში კიდევ ჩაატარა ქასთინგი და ოცი დატოვა, მერე ათი, მერე სამიოდე. ძალიან ეშლება ნერვები, რომ მათგან სასტიკად განვსხვავდები. ვერც გადამეტებულ მზრუნველობას ვიტან და ვერც იმას, რასაც დედაშენი აკეთებს ხოლმე, ზუსტად არ ვიცი, რა კატეგორიაში გავუშვა. - პირდაპირ თქვი, რომ მას ვერ იტან და ეგაა. - ვიტან... მიყვარს კიდეც, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვიტან. ოღონდ ეს ვერ ატანა ზიზღი არაა. შეგნებულად მაღიზიანებს. შენ რომ არ გინდა შვილი, მაგისი მოსმენა გაუადვილდა, მაგრამ აბა მე მეთქვა, გენახა მერე რა ამბავს დაატრიალებდა. - ეს იმიტომ, რომ აღარა ვარ ახალგაზრდა ვივიენ. ორმოცი წლის კაცისთვის უკვე დაგვიანებულიც კია. - რა სისულელეა - მაგრად გამეცინა. - ყველაზე სრულფასოვანი ოჯახი იმათ აქვთ, ვინც შუახნისა აჩენს ბავშვს. გაცილებით უფრო ჩამოყალიბებულები არიან და ბავშვი მათთვის შვებაა. მისი მოვლაც კი ეხალისებათ, რადგან ბარებისა და კლუბების ასაკი გამოიარეს და ყელში აქვთ „გულაობა“. ამიტომ, ეგება დამელოდო ცოტახნით, მეც როდის გავცდები მაგ ასაკს. - ჰო, სხვა გზა არ მაქ. თუ არ დაგელოდე, აბა სად გავიქცე? - გაქცევა შენთვისვე იქნება ცუდი. - შენთვის არა? - ჩემთვისაც, მაგრამ... - ღრმად ჩავისუნთქე - ისევ ჩხუბისკენ მივდივართ? - არა. ახლა მინდა, რომ გაგ*იმო? - ჩქარა გაიხადე! განმარტოვების საშუალება მხოლოდ ნახევარი საათით მოგვეცა, მაგრამ მადლობა ღმერთს, საკმარისად მოვასწარით ყველაფერი. მერე მამაჩემის ზარმა დაგვინგრია ცოლ-ქმრული სიმყუდროვე, მაგრამ ეგ არაფერი, დროს როგორმე გამოვნახავდით კიდევ. ერთი უმშვენიერესი კაბა ჰქონდა ილიზს, ყოველთვის ძალიან მომწონდა - ღიაშინდისფერი, ოდნავ ბრჭყვიალა. ვიფიქრე, მოუხდებოდა ჩემს შავ თმას, თან სისის ეგება საბოლოოდ შეეგნო, რომ ყველაზე ლამაზი ქალი ვიყავი, ვისაც კი ოდესმე უარსებია. კიბეზე ჩავედი. - რა მშვენიერი ხარ - აღმოხდა მამაჩემს. დედას ვგავდი. ვიცი, რომ დედას ვგავდი. და ილიზსაც ვგავდი. სხვა მეტი არც მაინტერესებდა და არც მინდოდა. ვახშმობისას, ბევრი დასკვნა გავაკეთე. უცნაურია, ადამიანების თვალებიდან იმაზე მეტი რამე შემეძლო ამომეკითხა, ვიდრე მათი საუბრისას. ჰაიდენი მიყურებდა. მუდამ მიყურებდა. და სისის ეცოდებოდა. ნერვებს უშლიდა ის ფაქტი, რომ თავისი შვილი ვიღაცა სხვის შვილმა გადარია, გააგიჟა, გააცოფა და ისე გამოკეტა სიყვარულის ციხეში, რომ ახლა ერთ წამსაც ვეღარ გამოდიოდა საკნიდან. თან არც ჰქონდა გამოსვლის სურვილი. შეეძლო, უსიტყვოდ, უყველაფროდ მჯდარიყო და სულელივით ეღიმა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. რამდენიმე წუთით, ოჯახური იდილიით ტკბობაც დავიწყე. მამაჩემი მართლა ფარი იყო. მასთან მყოფი სისიც იმაზე სტაბილური და ჩვეულებრივი ხდებოდა, ვიდრე ყოლვედღიურად. სისი ზუსტად სამი ღამით დარჩა... კი გამივკრდა, მაგრამ თან გამეხარდა ძალიან. დილას წავიდა. თან გვლოცა რაღაცნაირად და გვკოცნა. ნერვებს მიშლიდა ხოლმე, თუმცა ახალმოსული და წასასვლელად გამზადებული, საყვარელი იყო. შუაში ჭედავდა მარტო. - კარგი გოგო იყავი - შემაფასა მეუღლემ. - ჰო, მეც მიკვირს. მერე მის კაბინეტში ავედით, კალთაში ჩავუჯექი. მისი სურნელი ყველაფერი იყო, რაც ცხოვრებაში მჭირდებოდა. როცა ვეხევოდი, თავს ძლევამოსილად ვგრძნობდი. გეგონება, მე რაღაც ისეთი მქონდა, რასაც ვერასოდეს, ვერავინ შესწვდებოდა. ვერც ერთი ქალი გამიტოლდებოდა ბედნიერებით. ჩემი ბედნიერება მშვენიერი იყო, საოცარი ღიმილი ჰქონდა და ნეტავ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც მისი მზერა დამენახა - სიყვარულით, მზრუნველობით სავსე, რომელიც მზადაა, ნებისმიერ დროს გადაეღობოს შენსკენ მომავალ ტყვიას. ჰაიდენი ყველაფერი იყო. ნეტავ თვითონ თუ ხვდებოდა, რომ ყველა ქალის მოსიარულე ოცნება გამხდარიყო? ღამით კლუბში წავედით. 17 წლიდან, კვირაში ორჯერ კლუბის უცვლელი სტუმარი ვიყავი, თუმცა გათხოვების შემდეგ, როგორც იტყვიან, „სახლში ჩავჯექი“. იმიტომ არა, რომ ბევრი საქმე მქონდა ან ქმარი მყავდა მისახედი. უბრალოდ, ჰაიდენთან ცხოვრებისას, ყველაფერი მეზარებოდა, რაც სახლიდან გასვლასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ზოგჯერ ამაზრზენები ვიყავით. მომაბეზრებლადაც მივეწებეთ ერთი-მეორეს და ისეთ ადამიანებს დავემსგავსეთ, რომელსაც 17 წლის ვივიენი მაგრად დასცინება. დავბერდით? არადა, 30 წლისაც არ ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი 15 წლით უფროსი იყო ჩემზე, გაცილებით მხნე ჩანდა, ვიდრე მე. ჩვენ სენი შეგვეყარა. არც სიზარმაცის, არც სიბერის, არც გარესამყაროს სიძულვილის. უბრალოდ ერთმანეთმა დაგვაავადა, რაც ძალიან რომანტიკულად ჟღერდა, თუმცა მარაზმულიც იყო ამავე დროს. კლუბში. ერთად ვცეკვავდით. მომწონდა იმისი შეგრძნება, რომ გარშემო ათასი ადამიანი გვეხვია თავს, თუმცა მაინც ვახერხებდით, მხოლოდ მე და ის დავრჩენილიყავით. მისი მხრები მჭიდროდ მეკვროდნენ ზურგიდან. მუსიკის რითმებს აყოლილი, ნაზად მკოცნიდა კისერში. ნელა, სასიამოვნოდ ვცეკვავდით. ერთი მთლიანობა გავხდით მე და ჰაიდენი: ის მოძრაობდა, მე ვმოძრაობდი, თვალებს ვხუჭავდით, თუმცა ჩვენი ბაგეები სინათლის წყაროს მოკლებულნიც მშვენივრად პოულობდნენ ერთმანეთთან მისასვლელ გზას. სიმღერა შეწყდა. მაინც ვიდექით, ერთმანეთს ვკოცნიდით და უკვე იმაზე ვფიქრობდით, როგორ შევპარულიყავით ორივენი ტუალეტში. - პოლიცია, ხელები მაღლა - მოგვესმა მოულოდნელად. გამოვფხიზლდით. ავტომატურად ზემოთ ავზიდეთ ხელები. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ჩემს ქმარს ათამდე პოლიციელი შემოხვეოდა და პირდაპირ ღამის კლუბიდან მიჰყავდათ სადღაც... ჩემგან შორს. - ჰაიდენ სთარ, დაკავებული ხართ ივან კუპერის მკვლელობისთვის. - დაამატეს. ისე გადავირიე, ისე გავგიჟდი, რომ ფეხსაც ვერ ვიცვლიდი. თვალებგაფართოებული ვუყურებდი, როგორ მიჰყავდათ. ჩემს საყვარელ ხელებზე ადებდნენ ბორკილებს. სუნთქვა შემეკვრა, ყურები დამიგუბდა. ჯანდაბა! რა დააშავა? თითქოს, გავიგე ბრალდება, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებდი ბოლომდე. მე მიყურებდა. ბორკილებს ადებდნენ და მხოლოდ მე მიყურებდა. ხვდებოდა, რომ ცუდად ვიყავი. შეიძლება, მასზე ცუდადაც. - ხელი არ ახლოთ! - წამოვიკივლე. ან უბრალოდ, მე მსურდა მეკივლა, მაგრამ ისეთი უსუსური, საბრალო ხმა ამოვუშვი, არც კი დაიჯერებოდა, რომ მე ვიყავი. - ჩვენს ადვოკატს დაურეკე პატარავ... მიყვარხარ - ამის თქმა მოასწრო. მანქანამდე გავეკიდე. წაიყვანეს. ვიდექი შუა ქუჩაში, უკუნით სიბნელეში და ჰაიდენის წაყვანის შემდეგ ჩართული მუსიკა გამოდიოდა კლუბიდან. გული მერეოდა, გამოსახულებაც მერეოდა, თავიც მერეოდა. - ივან კუპერის მკვლელობა - შევახსენე საკუთარ თავს. როდის მოკვდა? ივანი საერთოდ რატომ იყო მკვდარი და ჰაიდენი რა შუაში იყო ამ ყველაფერთან? რატომ უნდა მოეკლა ჩემს ქმარს ჩემი ბავშვობის სიყვარული? მეჩვიდმეტე თავი მანქანაში ჩავჯექი, ტელეფონს დავტაცე ხელი და თითებისკანკალით ავკრიფე ნომერი. ჩვენს ადვოკატს დავურეკე. დამპირდა, რომ როგორც კი ჰაიდენის ნახვის შანსი გაჩნდებოდა, მაშინვე მანახებდნენ. - ივან კუპერის მკვლელობა. - გავიმეორე და უსიამოვნოდ გამცრა ტანში. ვერ ვიჯერებდი, რომ ივანის სახელის შემდეგ, სიტყვა მკვლელობას ვამბობდი. თან ჰაიდენის სახელთან ძალიან ახლოს იყო ეს სიტყვა. - კლასიკური ბიშოპი - წარმოთქვა ჩემს წინ მდგარმა გოგომ - შენი შეყვარებული მოკლა. - ივანი ჩემი შეყვარებული არ ყოფილა, არ ითვლება 14 წლის ასაკში რომ ერთხელ ვაკოცე. ჰაიდენი კი ბიშოპი არ არის გვარად! - რა მნიშვნელობა აქვს? არც მე ვიყავი ბიშოპი. ოჯახის წევრი ხოა? როგორც ჩანს, ჩვენნაირებს ვირჩევთ მეწყვილეებად. - ჰაიდენი ჩვენნაირი არაა. - არც ჩვენ ვყოფილვართ მონსტრები - გაეღიმა. ყველაფერი გაახსენდა ალბათ. მე ყოველ დღე მახსოვდა და ყველაზე მტკივნებული ზუსტად ის იყო, რომ ვერაფრით ვივიწყებდი. კარგი მოგონებები დამღუპველია - შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს და დარჩენილი ცხოვრება, იმის ლოდინში გაატარო, რაც ვერ დაგიბრუნდება. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მაქსიმს დავურეკე, ჩემს ძველ მეგობარს. - ოდესმე ისევ თუ გავიგებდი შენს ხმას, ვერ წარმომედგინა - აღმომხდა ნამძინარევი ხმით. - დახმარება მჭირდება. - რა მოხდა ვივიენ? - დასერიოზულდა. - ივანი მოკვდა. მე კი დღეს გავიგე ეს ამბავი. - საკმაოდ დიდი ხანია, რაც მოკვდა. - მე რატომ არაფერი ვიცოდი? - იმიტომ, რომ ყველაფერი დაიკიდე, რაც ჩვენს ქალაქთან იყო დაკავშირებული - მომახალა მან. მართალი იყო, ბრალს ვერაფერში დავდებდი. - შენს ქალაქში ვცხოვრობ ჯერ კიდევ. - ჰო, მაგრამ ერთხელაც არ შემოგივლია ჩვენთან. - როგორ გარდაიცვალა? - თემა შევცვალე. - თავი ჰქონდა გოგრასავით გახლეჩილი როცა იპოვნეს. რა ხდება ვივიენ? - ჩამოვალ... ჩამოვალ და დაგელაპარაკები - გავთიშე. ტირილი ამიტყდა. რა უცნაურია ეს ცხოვრება. ივანი სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს მეხსიერებაში პატარა ბიჭად. ბიჭად, რომელსაც პირველად ვაკოცე, რომელიც სიმღერებს მიძღვნიდა და როცა გათხოვება დავაპირე, უიმედოდ მეხვეწებოდა, მას გავყოლოდი. სახლში კი უჰაიდენობა სუფევდა. და მერჩივნა, უჰაეროდ მოვმკვდარიყავი, ვიდირე მის გარეშე. წყეულიმც ყოფილიყო ყველა ცოცხალი და მკვდარი, ოღნდაც, ჩემს ქმარს საფრთხე არ დამუქრებოდა, ოღონდაც, დაბრუნებულიყო. ვისკის ჭიქითა და სიგარეტით ხელში გავიდა მთელი ღამე. მეძინებოდა და ძილიც კოშმარს ჰგავდა. ტახტზე, ერთი-ორჯერ ჩამთვლიმა. მაშინვე ჰაიდენი დავინახე. თითქოს მას ველაპარაკებოდი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მეღვიძებოდა და მწარე რეალობაში მაბრუნებდა ცხოვრება. დილის 10 საათზე ადვოკატმა დამირეკა. 12-ზე ჰაიდენის ნახვას შევძლებდი. თეორიულად, მეკრძალებოდა, მაგრამ იმდენი სიკეთე მაინც გამიკეთეს, რომ რამდენიმე წუთით შემეხედა მისთვის. გეგონება, პირველ პაემანზე გავრბოდი დაბნეული, გამოუცდელი და აცახცახებული. მეშინოდა... ვიცოდი, ის ვერასოდეს ავნებდა ადამიანს, მაგრამ ეჭვიანობას ჩვენში მიმალული ყველაზე სასტიკი მხეცის გამოღვიზება შეეძლო. მე ყველაზე კარგად ვიცოდი ეს ამბავი. მაშინაც თუ საეჭვიანო არაფერი იყო, სისხლისმსმელ დემონებად ვიქცეოდით და გარშემო ყველაფერს ვანადგურებდით. ნუთუ ჰაიდენსაც ძალუძდა ისეთი გამხდარიყო, როგორ ადამიანებსაც გავურბოდი? ერთადერთი, ის ვიცოდი, რომ მისი რწმენა არ უნდა დამეკარგა. ზედმეტი კითხვების გარეშე, თვალებში უნდა ჩამეხედა მისთვის და იქ ამომეკითხა პასუხი ყველა კითხვაზე. საშინელი, ნარინჯისფერი მაისური ეცვა და მაინც საოცრად ამშვენებდა. მას ყველაფერი ამშვენებდა. ერთმნანეთის პირისპირ ვიდექით. რამდენიმე წამით ჩავეხუტე და ვიგრძენი, რომ ჩემზე მეტად ეშინოდა. ეშინოდა, რომ მასზე უარს ვიტყოდი, გავბრაზდებოდი, გული ამიცრუვდებოდა. საუბრის გარეშეც ვგრძნობდი მასში დამალულ ყელა შიშსა და გულისტკივილს. მის წინ დავჯექი. - აქედან გამოგიყვან - მხოლოდ ეს ვუთხარი. ზედმეტ ლაპარაკს არც ვაპირებდი. ჩვენ ორივემ კარგად ვიცოდით, რომ იმ კედლებში, სადაც მის დატოვებას ცდილობდნენ, საქმეზე არ უნდა გველაპარაკა. - არ მინდოდა, რომ შენ გეწვალა. საერთოდ არ მინოდა, ეს ყველაფერი მომხდარიყო. ვერც კი ვიფიქრებდი. - ჩშშშ - გავაჩუმე და შევხედე. ისიც უძინარი იყო. მასაც ვენატრებოდი. თვალებში სევდა და სინანული ერთიანად ჰქონდა დაგროვილი. მინდოდა მეკითხა: რატომ საყვარელო? მაინცდამაინც შენ რატომ ამოგიჩემეს? მაგრამ ჰაიდენთან ამას არ განვიხილავდი. დიდხანს ვერც ვნახე. ვერც ვაკოცე, ვერც მოვეფერე. მხოლოდ ვუყურებდით ერთმანეთს და ხან გვეღიმებოდა, ხან ცრემლებით გვევსებოდა თვალები. ნაშუადღევს, ჩვენი ადვოკატი ვნახე. ჰაიდენი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. ივანს მკვლელობის დღეს შეხვედროდა. ბარის კამერებმა დააფიქსირეს ორივე. იქიდან გასულების კვალი ეგრევე იკარგებოდა. უშუალოდ მკვლელობასთან დაკავშირებით, არაფერი ჰქონდათ ჰაიდენის წინააღმდეგ. უბრალო ეჭვმიტანილი იყო, რომელსაც მალე გამოუშვებდნენ თუ ვერაფერი დამტკიცდებოდა, მაგრამ რომ დამტკიცებულიყო? იმ ღამით, ისე მეძინებოდა, საკუთარ თავს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. სიზმარიც არ მინახავს. დავიძინე - გავიღვიძე. სულ ეს იყო. დილით, ქმარმა დამირეკა. არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა მისი ხმის გაგონება. მასთან საუბრისას, არაკომპეტენტური ვხდებოდი და უცოდველ ანგელოზად წარმოვიდგენდი ხოლმე... თუმცა ნამდვილად არ შემეძლო, მისთვის არ მეპასუხა. ასე ეგოისტურად ვერ მოვექცეოდი. დღეში ერთხელ მაინც ხომ სჭირდებოდა ვინმესთან ლაპარაკი? - შენი ხმა მომენატრა, შენი სურნელი მომენატრა, შენი ყურება მომენატრა ვივიენ... შენი სიცილი - აღმოხდა ერთმანეთზე მიყოლებით. - მეც მომენატრე... უშენოდ ძილზე უარესი არაფერია. მანდ როგორ ხარ? ნორმალური საჭმელი აქვთ? - არაუშავს, იჭმევა. - რას აკეთებ ხოლმე? - შენზე ვფიქრობ. ერთი-ორი ტრენაჟორიცაა და ვცდილობ, ფორმიდან არ ამოვვარდე. - ვინმე ხომ არ გაბრაზებს? - არა პატარავ. ისე, ხმაზე გატყობ, რომ გაბრაზებული ხარ. - არ ვარ გაბრაზებული. - აბა? გული დაგწყდა ივანის სიკვდილზე? - მკითხა სიცილით. ძალიან გავბრაზდი. ჩემი ბავშვობის სიყვარული მკვდარი იყო, ჰაიდენი ერთადერთ ეჭვმიტანილად რჩებოდა და კიდევ იმაზე ჰქონდა პრეტენზია, რომ განვიცდიდი ამ ყველაფერს. - ნიკთან ახლოს მივდივარ ჰაიდენ! - ვთქვი მტკიცედ. გაოგნდა. ენა ჩაუვარდა. არ ეგონა, თუ ყველაფრის ამოქექვას დავიწყდებდი. მითუმეტეს, იმას ვერ იფიქრებდა, რომ ყველაზე მტკივნეულ ადგილას მივიდოდი, რათა ყველა მოგონებას ერთიანად შევრკინებოდი, რომელიც დაუნდობლად დამაბრუნებდა წარსულში. იმ წარსულში მუდამ ბედნიერი ვიყავი. მე ვიყავი ცენტრი. ნიკის ბარში მივედი. გულიც დამწყდა, რომ ამ ადგილის მართვა მთლიანად ჰაიდენს მივანდე და მე სრულად ჩამოვშორდი ყველაფერს, რაც ჩემს ძმასთან იყო დაკავშირებული. - ჯანდაბა, მომენატრა ეს ადგილი - სიამაყით წარმოთქვა ნიკმა და ხარბად ჩაისუნთქა ალკოჰოლით, ქალბატონების სუნამოთი გაჟღენთილი ადგილის სურნელი. - რაღაც უცნაური ნახატები ჩამოუკიდია მაქსიმს კედლებზე - ცოტა არ ესიამოვნა. - ჰო, დიზაინში მაქსიმიც მოიკოჭლებს და ჰაიდენიც. - ერთი დიზაინერის პოვნა გაუჭირდათ? - უსიამოვნოდ შეიშმუშნა. - ვივიენ! - ზურგსუკან ძველი მეგობრის ხმა მომესმა. მისკენ გავიხედე. იდგა და მიყურებდა. ისე მიყურებდა, როგორც ადრე. მომინდა, ჩავხუტებოდი, მაგრამ მეუხერხულა. მე ხომ ყოველ დღე ვაიგნორებდი მის ზარებს და ისე ვიქცეოდი, თითქოს არც არსებობდა. - მაქსიმ, როგორ ხარ? - გამიმართლა, თვითონ გადამეხვია. კარგა ხანს, ასე ვიდექით. ვიფიქრე, ოღონდ ახლა არ ამეტიროს, შეუფერებელი დროა-თქო და მაგრად დავიძაბე. - მე ძველებურად. ალბათ კარგადაც, მაგრამ აი, შენ ხარ შარში, არა? - შარშიც ვარ და ტ*აკშიც - მივუგე ღიმილით. - რა გაინტერესებს? - მკითხა მან და ბარის მეორე მხარეს შევიდა, ჩემი საყვარელი კოქტეილი გამიკეთა. - აქ იმის გამოსაძიებლად ჩამოხვედი, მოკლა თუ არა შენმა კაცმა ივანი? - შეიძლება ასეც ითქვას. - და თუ მოკლა? - გულწრფელად გეტყვი... - ღრმად ჩავისუნთქე - აქ იმის გამოსაძიებლად ჩამოვედი, მოკლა თუ არა ჰაიდენმა ივანი. და თუ მოკლა, როგორ მოვაგვარო საქმე, რომ დანაშაული ვერ დაუმტკიცონ. - სერიოზულად ვივი? ასე ცუდად გაქვს საქმე? - რა იყო? - ჰაიდენი გიყვარს? - რა თქმა უნდა. ის ხომ ჩემი ქმარია. - არა, მაპატიე. არასწორედ დავსვი კითხვა. ჰაიდენზე შეყვარებული ხარ? სიყვარულით, მეც გიყვარვარ, მაგრამ არამგონია შენში პეპლებს ვიწვევდე. - მართლა გგონია, რომ ამ თემაზე შენთან ვისაუბრებ? ჰო, ჰაიდენი ჩემში პეპლებს ნამდვილად იწვევს. ეს მაქსიმალურია, რისი თქმაც სხვისთვის შემიძლია - გამეცინა. ვისკი დავლიე. - ივანზე მჭირდება ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტი. - აროსთან უნდა მიხვიდე მაშინ. - არ მინდა! - ვთქვი მტკიცედ. ჩემს გვერდით მჯომმა უხილავმა მოჩვენებებმა ერთმანეთს გადახედეს. ორივემ უხერხულად ჩაახველა. - გეყოს ბავშვური თამაშები ვივიენ. შენ თუ მართლა გადარდებს ჰაიდენის ამბავი, ადგები და მიხვალ. - ჰაიდენი არავის მოკლავდა. არო მხოლოდ იმ შემთხვევისთვისაა, როცა რამე სერიოზულის აცილება მინდა თავიდან. მართალია, ჰაიდენის გამოყვანას ვცდილობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჭიანჭველაც არ გაუსრისავს. - კარგი - ღრმად ჩაისუნთქა - ივა თავის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოვიდა აქ. ჩვეულებრივად მელაპარაკა. ვიცოდი, აინტერესებდა შენ როგორ იყავი, მაგრამ ხმა არც ერთს ამოგვიღია. მერე ცოტათი შეთვრა და ვივიენი როგორ გრძნობს თავსო, შემაპარა. შენზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ბედნიერად ცხოვრობ. - მერე? - არ მოეწონა. შეცდომაა ყველაფერიო. მე ცოლი მოვიყვანე, ვივი გათხოვდა. ასე არ უნდა მომხდარიყოვო. ერთი სიტყვით, მთლიანად ამოიღო მთელი გრძნობები და წინ ისე გადამიშალა, გეგონება მეც საშინელ დღეში არ ვყოფილიყავი. - გთხოვ, შენც ნუ დაიწყებ. - არაფერს არ ვიწყებ. მე კარგა ხნის წინ გევედრე, რომ ჰაიდენს არ გაჰყოლოდი ცოლად. მოკლედ, ერთი ათი კაცი გეხვეწებოდა, მე გამომყევიო. ეს გულდასაწყვეტი და სევდიანი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, სასაცილოც. საბოლოოდ, ჰაიდენს გაჰყევი, რომელიც სულ ერთხელ გყავდა ნანახი. - არაფერი იცი ჩემი და ჰაიდენის ისტორიაზე - ირონიულად გამეცინა. - რადგან არავისთვის არაფერი მოგიყოლა. სრულიად მოულოდნელად, გავიგეთ რომ მასზე თხოვდებოდი. ქორწილში გაოგნებულები მოვედით და სულ ეს იყო. ჰო, სულ ეს იყო. არავინ არაფერი იცოდა. მე და ჰაიდენსაც ასე გვინდოდა. გვინდოდა, ყველაფერი წყნარად და მშვიდად მომხდარიყო. გვინდოდა, ზედმეტ მოლოცვებსა და ფორიაქს გავქცეოდით. მართლაც ასე განვითარდა მოვლენები. შევძელით თავის დაძვრენა. ჯვრისწერიდან პირდაპირ თაფლობის თვეში გავვარდით და ქალაქში საქმე რომ არ გვქონოდა თავზესაყრელი, ალბათ სამუდამო თაფლობის თვეს მოვიწყობდით. ტელეფონები გადავყარეთ, ტანზე მაქსიმალურად მოვიშორეთ სამოსი და კუნძულებზე ვინებივრეთ. საოცარ მოგონებებში გადავეშვი. თავი გამოვიფხიზლე. მერე რა რომ მთელი სხეულით მენატრებოდა ქმარი. ახლა მის იდეალურ ტანსა და ტანის სხვა ნაწილებზე ფიქრის დრო არ მქონდა. - დაკრძალვაზე. მათ დაკრძალვაზე გადავწყვიტე, რომ ცოლად გავყვებოდი. ეგ ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. სიცოცხლის გაგარძელება მჭირდებოდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მომინდებოდა არსებობა, თუ ყოველ დღე, ყოველ წამს მას დავინახავდი. შენს ზარებს არ ვპასუხობდი მთელი ეს პერიოდი. ჰაიდენიც კი მსაყვედურობდა. მეუბნებოდა, სირცხვილია, დაელაპარაკეო, მაგრამ იცი რატომ გარიდებდი თავს? - მაგრად ამოვიოხრე - წარსულში მაბრუნებ. შენი ხმა იმ ცხოვრებას მახსენებს, რომელიც აღარ მაქვს და ვერც დამიბრუნდება, რადგან ყველა დახოცილია, ვინც მიყვარდა. საშინელი მეგობარი და საშინელი ქალი ვარ. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა? - დააკმაყოფილე - თავი დამიქნია. ახლა ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ არ გავურბოდი, არც ვემალებოდი. უბრალოდ, არ შემეძლო. - ახლა მითხარი, ანდრეა სად ვიპოვნო. ეს ღეებია, ჰაიდენი გიჟივით ურეკავს და არაფერი არ ისმის მაგისგან. - ანდრეას ყელში ამოუვიდა ყველაფერი, გადააგდო ტელეფონი და გაუჩინარდა. დიდი ალბათობით, არც ტელევიზორი აქვს, თორემ ჰაიდენის ჩასმას გულგრილად არ მიიღებდა. ანრეა ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარი იყო. ალბათ ერთადერთი, რომელიც ჰაიდენის წრეში მზის სხივივით ანათებდა. ადვილი მისახვედრი არაა, რომ სხვა არავინ მომწონდა. ჯიბიდან გავარდნილი „განგსტერა“ ტიპები იყვნენ, თან განგსტერიც რომ ლამაზი სიტყვაა მათი მდგომარეობის აღსაწერად. ანდრეა წყნარი, მშვიდი კაცი იყო. კარგი იუმორი ჰქონდა და პატიოსანი სული. - სად წავიდა? - არ ვიცი. ბებიამისი უყვარდა მაგას ძალიან და იმ ბებიას კიდე ქალაქგარეთ, ძაან მიყრუებულში ჰქონდა სახლი. შეიძლება, მანდაა. - ჩავადგე? - დაგეხმარება? - ანდრეა? ხო არ ღადაობ. ერთად გაიზარდნენ ეგ და ჰაიდენი. მე რომ მოვყავდი, სისიზე სერიოზული გამოცდა მომიწყო ლამის. - და მაინც გევასება? - კი, კარგი ტიპია. - არც ისე ახლოსაა ის ადგილი, მაგრამ ორ საათში, ჩახვალ. ყვავის საყდარს ეძახიან. - ჯანდაბა, რა უბედურებაა? - ჰო, ბევრი ყვავი დაგხვდება ალბათ მანდ - გადაიხარხარა - მაგრამ სიყვარულის გამო, არწივსაც შეერკინები შენ. - სვავებსაც! - ვთქვი თავდაჯერებით და წამოვდექი. „მეფი“ მოვიმარჯვე, კიდევ კარგი, ყვავების საყდარი ფიქსირდებოდა და მიმავალ გზასაც მიჩვენებდა. ერთხელ, შევჩერდი და სენდვიჩი ვიყიდე. მივქარე, ლანას რომ არ ვთხოვე საგზალი გაეხვია. მამაჩემი გაგიჟებული მირეკავდა. ჰაიდენის ამბავი შეიტყო ეტყობა და მხოლოდ მესიჯი მივწერე, დაწყნარდი, რამეს მოვიფიქრებ-თქო. არ გამჭირვებია ანდრიას სახლის პოვნა. პატარა ბირჟა იყო სოფელში, ქალები ისხდნენ და ანრია ბაგროვი ვიკითხე. სახელით და გვარით ვერ იცნეს, მაგრამ მაღალი, სიმპათიური, ტატუებიანი და კუნთებიანიო, რომ გაიგეს, ეგეთი მარტო ერთი ყავდათ ნანახი. ეგრევე მიმასწალეს. თან თვალებდაწვრილებულები მიყურებდნენ. უცოლოა, საყვარელი ვეგონე ალბათ. სავარაუდოდ, მისი სახლის წინ დავაყენე მანქანა. გადავედი და ანრიას ძახილით ავიკელი არე-მარე. ჭიშკრიდან გამოვიდა, თითქმის სირბილით. - აქ რამ მოგიყვანა? - თავიდან გაეხარდა, მერე დაფიქრდა და ისტერიულად გაიმეორა რამდენჯერმე - არა! არა, არა! - რა არა? - ჰაიდენი როგორაა? - ცოცხალია სულელო - ძაან გამეცინა - ცოცხალია. იფიქრე, რომ... ჯანდაბა, მაგას ვერ ვიტყვი. ჩამოდგა იქვე. შვებით ამოისუნთქა. - რა მოხდა ვივი? - დაიჭირეს. ივანის მკვლელობას აბრალებენ. - რაა? რა სისულელეა? შენი ივანის? - ხუმრობ ხო? რა ჩემი ივანი, რის ჩემი ივანი. ეგეთი რამე ჰაიდენთან არ წამოგცდეს. - იმ ივანზეა ლაპარაკი, ვინც მე მგონია? - კი. - რამ მოკლა ეგ უბედური? - ვიღაცამ თავი გაუჭეჭყა. - ჰაიდენი რა შუაშია? - არ ვიცი. - შემოდი, შემოდი - ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა. ძალიან ციოდა. თუმცა შიგნით, აგიზგიზებული ბუხარი დამხვდა და კიდევ ძალიან გემრიელი სადილის სუნი. - მითხარი, რომ გშია. - რომც არ მშიოდეს, მაინც შევჭამ. - ცეცხლზე დავამუღამე რაღაცეების გაკეთება - თეფში დამიდო და გემრიელად დაბრაწული ღორის ასორტი დააყოლა ზემოდან. - ვერ ვიჯერებ, რომ მაგ ს*რბანჯოს გამო, ჰაიდენი დაიჭირეს. - რამე იცი? მითხარი, რომ იცი რაა. - არ გაბრაზდე იცოდე... ამას წინათ, ჰაიდენი შეხვდა ივანს. - რა ადგილას? - სტრიპტიზკლუბის მოპირდაპირე მხარეზე რომ ბარია, იმ ბართან. - იქ იპოვნეს ცხედარი - თან ცრემლები გადმომცვივდა, თან ლუკმა უკვე მედო პირში და ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი. - ჰაიდენი ვერ მოკლავდა. შენ თვითონაც იცი, როგორი საყვარელია. მას მხოლოდ შენს დასაცავად შეუძლია ვინმე სიცოცხლეს გამოასალმოს. - ჯანდაბა - ამოვიოხრე - ივანმა შეხვედრა მთხოვა. შემეცოდა და ვნახე. თან ჰაიდენი არ ჩამიყენებია საქმის კურსში. ფეხებში ჩამივარდა, სურდა გავქცეულიყავით, ოჯახები მიგვეტოვებინა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაგვეწყო. თავიდან, სასაცილოდ არ მეყო, შემდეგ შემეცოდა, ვეღარ დავცინე. ადამიანურად ავუხსენი, რომ მე და ის აღარასოდეს ვიქნებოდით ერთად, სამუდამუდ უნდა დაევიწყებინა ჩემი სახელი. - ეს ყველაფერი ჰაიდენმა შეიტყო? - არ ვიცი. ჩემს ქმარს ზებუნებრივი ძალა აქვს ყველაფრის გაგების. რატო დავუმალე, რა სულელი ვარ. - დამალვა შენი ბუნების ნაწილია. ყოველთვის ყველაფერს მალავდი. - მადლობ, რომ მანუგეშებ - შევუბღვირე. - როგორ ფიქრობ, ჰაიდენსაც რამე ს*რობა ელაპარაკა? - არ ვიცი. დიდი მოთმინების უნარით ვერ გამოირჩევა ჰაიდენი, როცა საქმე მე მეხება. - იმას ისე ეზიზრებოდა შენი ქმარი, შეიძლება, განგებ დაანთხია ტვინი ქვაზე, რათა ბოლოს ჰაიდენისთვის დაებრალებინათ. - არ მეცინება - ვთქვი მკაცრად და მაინც გამეცინა. - რამეს მოვიფიქრებ, გამოვიყვანთ ჰაიდენს. შენ არ ინერვიულო, კარგი? - კარგი - ვთქვი და ჭამა გავაგრძელე. უკვე დაბნელებულიყო. დღეს იმდენგან წასვლა-წამოსვლა მოვსწარი, ვერც კი მივხვდი, დრო როგორ გამეპარა. - არ დავბრუნდეთ ქალაქში? - დღეს აქ დარჩი. ხუთი საძინებელი მაქვს, აქედან სამში ბუხარია და როგორმე მოგაწყობ, თან აბაზანაცაა, შენ სოფლის ნუ შეგეშინდება. ძილი გჭირდება, რას გიგავს თვალები. - კარგი - ისევ თავი დავუქნიე. ამდენი თანხმობა საკუთარი ქმრისთვის არ მქონდა ნათქვამი. - შენ აქ რატომ წამოხვედი? - ალკოჰოლს მივეძალე და ვხვდებოდი, რომ მაგრად ვიღუპავდი თავს. ჰაერი, ბუნება ყოველთვის მშველის. მაგარი თერაპიაა. - კარგია, რომ რაღაცა მაინც გშველის. საძინებელს გაგიმზადებო, დამპირდა და მეორე სართულზე ავიდა. საყვარელი სახლი ჰქონდა. მართალია, მე ასეთში ვერ ვიცხოვრებდი, გარშემო ზედმეტად ბევრი ბუნება იყო და მომკლავდა ეს ბუნება, მაგრამ იმხელა სიმყუდროვე სუფევდა, მაინც გამეღიმა ერთი-ორჯერ. მეთვრამეტე თავი ანდრეა გასული იყო. შეშას ჩეხდა. ჰაიდენი მენატრებოდა. ათას რამეზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი, რა მოხდა - ყველაზე საშინელიდან, ყველაზე მსუბუქამდე. მაგალითად, ჩემი ქმარი ივანს შეხვდა, მუშტები უბზრიალა და მერე შემოაკვდა. ხელი ჰკრა და ქვაზე დაეცა? სულელურად ჟღერდა. მაგრამ ისიც სულელურად ჟღერდა, გეგონება ცივილურად ელაპარაკათ, საქმე მოეგვარებინოთ და მერე ივანს თავი მოეკლა - ქვაზე დაცემით. დამირეკა. ციხიდან დამირეკა მოულოდნელად. ხელები ამიკანკალდა. - გამარჯობა - აღმომხდა ცრემლებამდე მისულს. - გამარჯობა. - ჰაიდენ, ძალიან მომენატრე, ძალიან - უკვე ვეღარ შევიკავე სლუკუნი - ისე მომენატრე, რომ... არაფერს აზრი არ აქვს ჩვენს გარდა. - მართლა მაგრად მოგნატრებივარ - გაეცინა. მერე დასერიოზულდა - არ ინერვიულო. ხომ არ ნერვიულობ? - შენს გამოყვანას ვცდილობ. ადვოკატს ყველაფერი უნდა უამბო, კარგი? - ისედაც ყველაფერი ნათქვამი მაქვს. აქ ნუ დავიწყებთ გარჩევას. - არა, არა. შენზე მომიყევი მხოლოდ. ისევ ნარინჯისფერი ციხის ფორმა გაცვია? - კი. ტანსაცმელთა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა ეს ადგილი. - ანუ იმდენად სექსუალური ხარ, რომ... გინდა მაგრად გეხუმრო? - მიდი. ოღინდაც შენი ხმა ვისმინო და თუ გინდა, დაუსრულებლად დამცინე. - საპნის ასაღებად არ დაიხარო - ვთქვი და გადავბჟირდი. - სპეტაკი დამიბრუნდი იცოდე. - კარგი რაა - ადუდღუნდა - 40 წლის კაცს როგორ ეღადავები მაგაზე? - ჩემი კაცია და როგორც მინდა, ისე ვეღადავები. არც 80 წლისას დავინდობ. - ეგეც მართალია. ნიკის ბარში ბრძანდებოდით თქვენო აღმატებულებავ? - კი, მაქსიმი ვნახე. - მერე რაო მაქსიმმა? ისევ მიყვარხარო? - ნუ სულელობ. უბრალოდ, გამიჭირდა მასთან საუბარი. ხომ ხვდები არა? ყველაფერს მახსენებს. რაღაცნაირად, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, არაფერი შეცვლილიყო. გეგონება, ახლა სცენაზე ავიდოდა, ჩემზე იმღერებდა, მერე შენ გაბრაზდებოდი და ამ დროს, ნიკი მაგრად დაგვცინებდა. - მესმის პატარავ. ვეჭვიანობ, მაგრამ მაინც მესმის. - კიდევ... საშინლად მინდა გამიყარო და მერე შეუჩერებლად... - ჯანდაბა, ვივიენ, რას მიშვრები? - დამიღრიალა. - ბოდიში, აღარ ვიზამ. შენი წვალებაც მომენატრა ეტყობა. - გამეცინა - ისე, სისის არ დაურეკავს, რაშია საქმე? - მეგობართან ერთად, კურორტზეა წასული და მოწყვეტილია სიახლეებს. ღმერთმა არ ქნას, ვერ გამოვასწრო აქედან, სანამ რამეს შეიტყობს. შენ მოხვდები ხელში ეგრვე. - და თან ვის მკვლელობაში გედება ბრალი, ხომ არ დაგავიწყდა? თქვენი ოჯახის წყევლად მთვლიდა და ვშიშობ, საბოლოოდ დადასტურდება ეგ თეორია. - დაიკიდე რა ვივი. ხალხთან გამკლავება არასოდეს გიჭირდა. - მე მარტო უშენობასთან გამკლავება მიჭირს ჰაიდენ, მაგრამ არ ინერვიულო. ისეთ რამეებს დავატრიალებ, მალე სახლში იქნები. ეგ ხალხი არ იძიებს არაფერს? - არ ვიცი. ეზარებათ მგონი. - მე არ მეზარება. დედას ვუტირებ! დაიმახსოვრე, რომ ვიღაცა შენთვის იბრძვის და ყოველთვის იბრძოლებს. მე შენს გარდა არავინ მყავს. უშენობა ჭკუიდან მშლის, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ უშენოდ აღარ ვიყო. კაცად გავასაღებ თავს და ციხეში შემოგიერთდები. - ცოტა ძალიან არ ჰგევხარ კაცს რომ იცოდე. - პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ. - ძ*ძუებს მოიჭრი? - თუნდაც. - ნუ მაშინებ რაა. - ძალიან გულით მთხოვა. - ყველაფერი როცა დამთავრდება, ავდგეთ და გავიქცეთ ისეთ ადგილას, სადაც პოლიცია არ არსებობს. გემითაც გამოგყვები და ცხენითაც. - ცხენსაც გიყიდი როგორც კი გამოვალ. ძალიან მომენატრე. ცოტა არ იყოს, რიგი დავაყენე და ახლა ყველას ჩემი მოკვლა უნდა. წავედი, იმედია, მალე შევხვდები ჩემი ცხოვრების სიყვარულო. - ნახვამდის პატარავ - ცრემლი მომერია. არ შევიმჩინე, ყურმილში არ შევიმჩნიე, მაგრამ რომ არ ვმჯდარიყავი, უეჭველად ჩავიკეცებოდი. ასე აცრემლებული გავედი გარეთ. ანდრია წავიდა და თვალით რომ აღარ დამინახავს, თავადვე გავაკითხე. ძაან სასაცილოდ ჩეხდა შეშას. თან მაგრად ქოშინებდა, მაგრამ შემართებას არ კარგავდა. შემომხედა. შეშა დაყარა და ჩემთან მოვიდა, სიგარეტი გამომიწოდა. სუფთა ჰაერზე მოწევა სულ სხვა სიამოვნება იყო. - როგორმე, ციხიდან უნდა გამოვიყვანო, თორემ მე მოვკვდები და მერე ჰაიდენი გაგიჟდება.- შევჩივლე მას. - ივანზე გვჭირდება რამე ინფორმაცია. მტერი ჰყავდა? - ჰაიდენზე დიდი მტერი არა. - ეგ ცუდი ამბავია. ოჯახი? - ცოლი. - ცოლმა იცოდა, რომ შენ გეტრფოდა მთელი თავისი დღე და მოსწრება? - არამგონია. ერთი საწყალი გოგო იყო. კლასელები ვიყავით. დედამისი სცემდა ხოლმე და მე ვერ ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა, ძალიან მეცოდებოდა. ერთხელ, მამაჩემს შევჩივლე, ტინას მკლავები აქვს ხოლმე დალურჯებული და რა გავაკეთო-თქო. მამამაც არ დააყოვნა, სოციალურ სამსახურს დაუკავშირდა და ჯერ ბავშვთა სახლში წაიყვანეს, მერე ოჯახი მოუძებნეს. მოკლედ, ბავშვობას გადაურჩა, ამის შემდეგ, მთელი ცხოვრება, ივანს შეჰყურებდა ხელებში, ფეხებში, გულში და ყველგან. ბავშვობიდან უყვარდა. ვფიქრობ, ამიტომაც მოიყვანა ცოლად. უსიყვარულოდ ვოჯახდები და მეორე ნახევარს მაინც ვუყვარდეო. - გოგო გადაგირჩენია - გაეცინა ლეოს. - არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე. - ყოველთვის მაკვირვებდი. გასაოცარ ამბავს ისე ჰყვები, გეგონება გარდაუვალ ტრავმას არ გადაარჩინე. ეგ გოგო შეიძლებოდა საბოლოოდ შესწირვოდა თავის ოჯახს, შენ კი მხრებს იჩეჩ. კიდევ რა გმირობა გაქვს ჩადენილი? - ერთხელ, ხანძარი გაჩნდა და ჩემი ტანსაცმლის გადასარჩენად, შიგნით შევვარდი. თმა დამეწვა, გადასაპარსი გამიხდა, მაგრამ ხომ ხედავ ახლა როგორი შავი და ხავერდოვანია? - გმირი ხარ! რამდენის იყავი? - 12 წლის. ღირსების ორდენს უნდა მაძლევდნენ. ისევ ჰაიდენს დავუბრუნდეთ. ბარის წინ ვიდეოთვალი იყო. ჩანაწერები წაშლილია. ორი ვარიანტი მაქვს: ივანმა სპეციალურად წინასწარ გამოართვევინა, რადგან ჰაიდენთან გაწევ-გამოწევას აპირებდა. მეორე ვარიანტის თანახმად, თავისივე პერსონალმა გააგორა. აბა ჰაიდენს ვინ წააშლევინებდა? გამორიცხულია. ივანის ბარი იყო. - ჰაიდენის სტრიპტიზკლუბის გადაღმა ივანის ბარია? ირონიულია. - ცხოვრება ირონიაა. - ვინმე შედიოდა იქ? - არა, ქალებიც კი ჩვენთან მოდიან. - რა ხართ ამისთანა. - ჰაიდენს ისეთი ბიზნეს ალღო აქვს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი ნაყოფიერი და შემოსავლიანი გამოსდის. - ერთი შენ ვერ გაგანაყოფიერა. - იდიოტო ბიჭო! - მხარში ჩავცხე. - ეჰ, რო იცოდე, როგორ უხდება ნარინჯისფერი მაისური. - სევდიანად გავაქნიე თავი და კიდევ რაღაცა შევჭამე. - ქორწინების სამი წლის თავზე გაჩუქებთ ორივეს ეგეთ სამოსს. იმედია, გახსოვს თარიღი. - შენ თვითონ რატომ გახსოვს? - არა. უბრალოდ სამი წელი დავითვალე, სულ ესაა. პრინციპში, კი უნდა დავიმახსოვრო დღე, როცა ჩემი ბავშვობის მეგობარი მოწამლე, ცხოვრება დაუნგრიე და ახალგაზრდობა გაუნადგურე. - ახალგაზრდობას ასე თამამად ნუ ახსენებ. როცა გავყევი, ბებერი იყო. - წლის ცოლი - თვალები გადაატრიალა - ეს ამბავი თუ განუგეშებს, 20 წლისაც ზუსტად ეგრე გამოიყურებოდა, როგორც ახლა. - ანუ მუდამ მხრცოვანი იყო? - არა, ტანადი და მომხიბვლელი. - მემგონი, ჰაიდენს ეტრფი ფარულად და სოფელშიც იმიტომ გამოიქეცი, რომ ჩვენი ყურება ტკივილს გაყენებდა. - როგორ მიხვდი? - ეგრევე თავი გაყიდე. - შენ მე სიყვარული წამართვი! - საჩვენებელი თითი დრამატულად მომიშვირა. - ახლა წყლით სავსე ჭიქა უნდა შემასხა და კარი მოიჯახუნო. - ვერ გავიქცევი, კუნთები მტკივა. ორივე გადავბჟირდით. აი, რაღაცა პერიოდის მერე რომ ჩერდები და მერე ისევ კარგა ხნით გიტყდება სიცილი, ზუსტად ისეთი სიტუაცია გვქონდა. კარგი იყო ანდეასთან. კარგი იყო ოჯახის ახლობელთან. აი, ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გაგრძნობინებენ, რომ შენიანები არიან, სახლში ხარ, ზურგს უკან არაფერს იტყვიან შენზე, პირდაპირ მოგახლიან სათქმელს თუ საჭირო იქნება. არასოდეს მოგატყუებენ და თუ მოგატყუებენ, ეგეც შენი კეთილდღეობისთვის იქნება. ანდრია ეგეთი ახლობელი იყო ჩემთვის... ჰაიდენისთვის მითუმეტეს. - დაიძინე, ხვალ დილით წავიდეთ ქალაქში. - რვა საათია, როგორ დავიძინო საღამოს რვა საათზე? - რა ვიცი, ამოღამებული გაქვს თვალები და. - რამე სასმელი არ გაქ? შენ არ დალიო, მე დავლევ რაა. - გამოგიტან აქაურ არაყს. ოღნდ გაფრთხილებ, ძალიან მაგარია - გამოალაგა და დამიწყო, როგორც ლოთ ადამიანს. გადავკარი. ცოტა დავიჯღანე, მერე მეორეც დავისხი და მივაყოლე. - ჩვეულებრივი კაცი ხარ - მიყურებდა გაოგნებული. - ეჰ, ნიკის ბარის სასმელი მომენატრა და ქალაქის ცენტრში ცხოვრება - ამოვთქვი საცოდავად. - მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, ეს ამპარტავანი არსება არაა ოჯახში შემოსაშვები-თქო. - მაგრამ ვინ დაიჯერა? - ავუბი მხარი. - დაიღუპა თავი. თვალებზე ბინდი ჰქონდა გადაკრული. მზე ჩასული იყო, თუმცა ამ ადგილს მწუხრი გაცილებით მეტად ამშვენებდა ვიდრე სინათლე. სახლების ფანჯრებში ბუხრებიდან გამომავალი ცეცხლის ალი იფრქვეოდა და წამით ვიფიქრე, რომ მესიამოვნებოდა აქ ცხოვრება (ალერგიას თუ არ ჩავთვლით). ალერგიის გახსენებაზე, რამდენჯერმე მაგრად დამაცემინა. გარეთ გავედ სასეირნოთ. ჭიშკრის გარეთ, ნელ-ნელა დაბურულ ტყეში შედიოდა გზა. ლამაზი ხეები იყო, უზარმაზარი, თვალსაც ვერ მიაწვდენდი. ცაზე ვარკვლავები გაფანტულიყო და მუქლურჯ სიკაშკაშეს ასხივებდა. ტყეში შევდიოდი. ალბათ გაცილებით თვალისმომჭრელი იქნებოდა ამ ადგილას ყოფნა მასთან ერთად, ვინც ძვირფასია. ჰაიდენი წარმოვიდგინე. წარმვიდგინე, რომ გვერდით მომყვებოდა. უკან ვიღაცის ნაბიჯები ამედევნა. - ნიკ? - ვიკითხე ხმამაღლა. არავინ გამცა პასუხი. ვერც ვერავის ვხედავდი. მერე, მეგონა ანდრეა მეპარებოდა შესაშინებლად. ჰო, ყველაზე შეუფერებელ დროს შეეძლო რაღაც ოხუნჯობის მოწყობა. იმდჯერ დავტრიალდი, ერთი კარგი ცეკვა აეწყობოდა. - მისის სთარ - გაღიმებული ქალი შემრჩა ხელში საბოლოოდ, რომელიც პირდაპირ მე მიშვერდა იარაღს - მთელი კვირა შენს დამარტოხელებას ვცდილობდი. - გამოტყდა. ჯერ, ვერ ვიცანი. ბნელოდა და თან თუ ხშირად ვერ ვხედავ, ისედაც მავიწყდებიან აადამიანები. მერე კარგად დავაკვირდი. - ტინა? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - გული ლამის ამომძვრა. - მინდოდა, ცოტახნით დავლაპარაკებოდი ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება დამინგრია. შემდეგ კი მომეკლა. მეცხრამეტე - გააფრინე? რა დაგიშავე? - ხმა ამიკანკალდა. მუდამ მიმაჩნდა, რომ გარდაუვალი საფრთხის ქვეშ მყოფსაც არ უნდა დამეკარგა საღად აზროვნების უნარი და წონასწარობობა. თუმცა შიში დაუკითხავად მოდის, შიშს შეუძლია დაგამუნჯოს, გაგასულელოს. - ყველაფერი წამართვი, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო... ველაფერი წამართვი. რაც არ მქონდა და რაც მქონდა - აღმოხდა ცრემლებით სავსეს - შენი ქმარი ვეღარასოდეს გიპოვნის და თუ გიპოვნის, ცოცხალს ნამდვილად ვერა. ვფიქრობ, ღირსეული შურისძიება იქნება. იმაზე უკეთესიც, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა. ივანს ყოველთვის შენ უყვარდი. მიკვირდა, რატომ გიჟდებოდა ქალზე, რომელიც სკოლის ასაკის შემდეგ, ზედაც აღარ უყურებდა, შემდეგ გავთხოვდი და ის მაინც შეპყრობილი იყო ამ გრძნობით. ღმერთია მოწმე, ძალიან დიდხანს ვითმენდი, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ მერე მესიჯები ვნახე, როგორ გთხოვდა შეხვედრას. მივხვდი, მუხლზედამხობილი აპირებდა შეგვედრებოდა, რომ ისევ ერთად ყოფილიყავით. - ეგრე არ იყო - გავაპროტესტე უსუსურად. - აბა როგორ იყო? ჩემზე ისაუბრეთ? - არა, არა... - ჯანდაბა. ადამიანები სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში საოცრად დამფრთხლები არიან. ფილმებში, არ მომწონდა ეგ ფაქტი. განა, როცა სიკვდილი გიახლოვდება, განსაკუთრებულად უშიშარი და მამაცი არ უნდა იყო ? განა, შენი უკანასკნელი სიტყვა, შემიწყალე უნდა იყოს? მაგრამ ჩემთვის რომ ვინმეს შეეხედა ამ წამს, ერთი ქვეშაფსია გოგო ვიყავი. დაფრთხალი, აკანკალებული, თვალებამღვრეული. ძალა მოვიკრიბე, ღრმად ჩავისუნთქე: - მართალი ხარ. სიყვარული ამიხსნა. ალბათ ამის გამოც მოკალი ხომ? ჰაიდენთან შეხვედრის შემდეგ, დაიმარტოხელე და... მოიცა, ხელი ჰკარი და მიწაზე დაანარცხე? - მოკვლა არ მინდოდა. უბრალოდ, ყველაფერზე ვეჩხუბე. ვეჩხუბე, რომ შენ შეგხვდა, მერე შენს ქმარს. უნდოდა, ჩამხუტებოდა, ისევ თავის ერთგულ მონად ვექციე. როცა საყვარელი ქალი უარს გეუბნება, მაშინ სხვა რა დაგრჩენია? ბრუნდები იქ, სადაც გელიან. მასაც დაბრუნება სურდა. მე კი უკვე კარგა ხნის წინ მქონდა შეწყვეტილი მისი ლოდინი. რახან ხელი ჰკარი, იფიქრა, ჩემს გახუნებულ, ერთფეროვან სარეცელს დაუბრუნდებოდა, მაგრამ მერე წინააღმდეგობა გავუწიე, ერთხელ მაგრად დავარტყი და გადავარდა. - ორმოცკილოიანმა გოგომ დააგდე? - ჰო. - ყოჩაღ - მაგრად გამეცინა. მემგონი, დამავიწყდა, რომ იარაღს პირდაპირ თავში მიმიზნებდნენ. - იარე! - ხმა გაუმკაცრდა. - სად ვიარო? - წინ. - სადმე მივდივართ? - ზედმეტი კითხვების გარეშე, თორემ დროზე ადრე გაგასხმებინებ ტვინს! თან ხელის მარტივი მოძრაობით, ტელეფონი ამოიღე ჯიბიდან. ტელეფონი მივეცი, სადღაც ჯანდაბაში მოისროლა ჩემი ერთგული მეგობარი. ასეთ საშინელ მომენტში, თვალი სევდით გავაყოლე. იმედი მქონდა, ბრონი დაიცავდა. შევტრიალდი. ეს გოგო ტვინის გასხმევინებას მიპირებდა. მე კი იმას ვცდილობდი, რომ გულადი გამოვჩენილიყავი. გიჟი ვიყავი თუ რა ხდებოდა? ჰაიდენითვის, ერთხელაც არ მქონდა ნათქვამი, როგორ მიყვარდა. ამ სიბნელეში, უღრანი ტყის ნეშომპალა გავხდებოდი მალე, ჩემი ქმარი კი ვერასოდეს გაიგებდა, რომ ყველაზე მეტად მიყვარდა. ზოგჯერ მეგონა, ასეთი სიყვარული არასდროს, არავის ჰქონდა გამოცდილი დედამიწის ზურგზე - რომეო და ჯულიეტა პატარა სულელი ღლაპები იყვნენ, ჯეინ ეარი და მისტერ როჩესტერი საერთოდ არ მევასებოდნენ, ჯეიმი და სერსეი და-ძმა იყვნენ...ამ წამს მეტი არავინ მახსენდებოდა. ჯანდაბა! სამყაროში ყველაზე მშვენიერი სასიყვარულო ისტორიის გმირები გამოვდიოდით და ჩვენგან ერთი უნდა დაღუპულიყო, მეორეს ციხეში გაეტარებინა ცხოვრება? - სწრაფად იარე! - მიმატებდა ტინა. - მიდი ვივიენ, ჩაუვარდი მუხლებში და ევედრე, არ მოგკლას. ჰაიდენისთვის ევედრე! - მარწმუნებდა ჩემს გვერდით მდგარი უხილავი ბიჭი. მას შევხედე. ეგება, არ ღირდა ვედრებად? ცუდი ისაა, არც აქ რომ არ დაგედგომება და არც იქ გელოდებიან. მე კი ორივე მხარეს მყავდა ვიღაც, ვინც ყველაფერს მერჩივნა. „ჰაიდენისთვის ევედრე!“ გაჭრეს მაინც ამ სიტყვებმა. მისმა სახელმა გადაწონა სიკვდილიც და სიცოცხლეც. უსიტყვოდ მივაბჯებდი მთელი ღამე. უძინარი ვიყავი, ყურები მიგუბდებოდა. ნეტავ, ლეო ანერვიულებულიყო და გაგიჟებულს, ჩემი ძებნა დაეწყო. - მოვედით - კმაყოფილი ტინას ხმა მომესმა ზურგიდან. ჯადნაბა, თითქოს დამავიწყდა ეს გოგო. თვითონ სიკვდილი რომ მომყვებოდა, მაგას ვგრძნობდი, მაგრამ ტინა დამავიწყდა. ცოდო არ ვიყავი ვივიენ ბიშოპი რომ ვიღაცა ტინას მოვეკალი? თუმცა, მშვენიერი ქალების ტრაგედიაც ხომ მაგაშია? მათ თითქმის მუდამ ვიღაცის ცოლები კლავენ ეჭვიანობის ნიადაგზე და ქალაქში ლეგენდა რჩება იმაზე, თუ როგორი ლამაზები იყვნენ. ცოტა ცუდ დროს შემომიტია სინარცისემ. მერე რომ ლეგენდად ქცეულიყო ეს ამბავი და სხვას ათასი კუდი გამოება? რომ ეთქვათ, ივანის საყვარელი იყო, ამიტომაც მოკლა მისმა ცოლმაო? ჰაიდენს როგორ ეცხოვრა ამ ჭორებში? ჰაიდენი...ჩემი ჰაიენი. სამუდამოდ, სევდიან ქვრივს შეარქმევდნენ. ბავშვსაც ვერ ვუტოვებდი სახსოვრად. ჩემი თვალების ასლი მაინც ჰყოლოდა, არასოდეს დავავიწყდებოდი. - რაღაც უნდა გითხრა - მოვუტრიალდი ხელებაწერული. - აღსარებასავით. - გისმენ. - ივანს შენ უყვარდი. მან შეხვედრა დამინიშნა, რადგან იქამდე ძალიან მოვაბეზრე თავი. - რა სისულელეებს ლაპარაკობ? - მიჭირს ამის აღიარება, თუმცა ეს მე ვეხვეწე, რომ ერთად გავქცეულიყავით. ივანმა უარი მითხრა. შენ ვერ მიგატოვებდა, უყვარდი. როგორ სწრაფად შეიძლება შეყვარებული ქალის აფორიაქება. ეგრევე ქვედა ტუჩი აუკანკალდა. - შეუძლებელია - მთლიანად აცახცახდა. - ასეა. შენ უყვარდი. ასეთი სასტიკი სიცრუე, ცხოვრებაში არ მქონდა ნათქვამი. ოღონდაც ჰაიდენს ჩემი გახრწნილი სხეულისთვის არ ეცქირა და უარესსაც ვიტყოდი. ღმერთია მოწმე, ტინას აქვე მოვკლავდი საშუალება რომ მქონოდა. დუმილმა დაისადგურა. ვიფიქრე, როგორც იქნა, მოულბა გული-თქო, მაგრამ მოულოდნელად, ისეთი ხარხარი ატეხა, ყვავები დაფრთხებოდნენ კილომეტრების იქით. - შენ გგონია, რამეში მადარდებს? მართლა ევრაფერს ხვდები? - ვერ ვხვდები. გაგონილიდან აზრის გამოტანა ძალიან მიჭირს, როცა სიკვდილით მემუქრებიან. - შენი ნახატების გამოფენაზე ვიყავით მე და ივანი. იმ დარბაზში იცი ყველაზე თვალისმომჭრელი რა იყო? - ალბათ მე - ვთქვი გულწრფელად. - არა. კაცის თვალები... ჰაიდენის თვალები, რომლებიც შენ გიყურებდნენ. მე შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ სიყვარული აღარ მეწერა. უკვე ჩვეულებრივად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, გარშემო ყველა ოჯახი ასეთი უემოცია, აღარაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგრამ რაღაც ცხოვრებისეული მოვალეობაა, რომ ითმინონ, ტვირთი ზიდონ-თქო. მერე შენს ქმარს გადავეყარე. ასეთი მზერა ჯერ არასოდეს მქონდა ნანახი, ივანიც კი არ შემოგყურებდა მსგავსად. ივანს აკვიატებული ჰყავდი. მგონია, რომ შენს გარეგნობას ეტრფოდა ან ავად იყო. ნამდვილ სიყვარულზეც ამბობენ, ავადმყოფობააო, მაგრამ ივანი სხვანაირად ავად იყო. ვერ ეპუებოდა იმ აზრს, რომ დაგკარგა, შენ მიატოვე და ამიტომ, ეგონა მთელი ცხოვრება ეყვარებოდი. ჰაიდენი კი სამყაროს გჩუქნიდა, არც სიცოცხლე ენანებოდა შენთვის. ყველა ამოსუნთქვაში შენ ჰყავდი და ყველაფერი შენთან ასოცირდებოდა. ხედავ? უცხო თვალიც კი ხვდებოდა ამას. მე ის მზერა შემიყვარდა... - უკაცრავად, ვერ გავიგე - ცივმა ოფლმა დამასხა - ჩემი ქმარი შეგიყვარდა? - ჰო. და გაგიკვირდება, ისე მარტივადაა ყველაფერი. მე შენ მოგკლავ, ჰაიდენი ცოტახანი იჯდება, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, ამიტომ გამოუშვებენ. რაღაც პერიოდში, როცა მგლოვიარე და განადგურებული იქნება, სხვა მგლოვიარე, განადგურებულ ქვრივს შეხვდება. წრე შეიკვრება: ვივიენის, ტინას, ჰაიდენის და ივანის სახელები სამუდამოდ დაუკავშირდებიან ერთმანეთს და სხვა ვინ გაიგებს უკეთესად შენი ქმრის ტკივილს, თუ არა მე? - ანუ ჩემი ქმარი ციხეში გაუშვი, შენი მოკალი, მეც მოკვლას მიპირებ რომ მერე ჰაიდენთან შანსი მოგეცეს და ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ მე დაგინგრიე ცხოვრება? ამის დედაც, ჩემზე შეშლილებიც არსებობენ. სრულიად ჯანმრთელი ვყოფილვარ უფალო! - ავიხედე ზეცაში. ხელი ჯიბისკენ წავიღე. - ზედმეტი მოძრაობა და გესვრი! - დაიღრიალა ტინამ. - ხელსახოცს ვიღებ შე ბო*ზო - ძლივს დავამთავრე სათქმელი. ეგრევე გული ამერია. შოკისგან, გულისრევა არ მიწყდებოდა, თან ცივი ოფლი მასხამდა, რომელსაც ცრემლები უერთდებოდა და ამ ყველაფერს დამატებული, იმაზე ფიქრიც მკლავდა, რომ შეიძლებოდა მართალი გამომდგარიყო. ჰაიდენი მეგობრული იყო, კეთილი. ჩემი სიკვდილის შემდეგ, ტინა რომ ერთადერთი ხსნა გამხდარიყო მისთვის, მერე სად ჯანდაბაში წავიდოდა ჩემი სული? ნიკის და ილიზის გვერდით ადგილი არ იყო საფლავზე. მე მარტო ვიწვებოდი. ჰაიდენი კი... არა, ჯანდაბა ამის თავს, ტინა თუ არა, სხვა ქალი იქნებოდა, რაც არანაკლებ მითუთქავდა გულს. ძლივს დავწყნარდი. - კევი ხომ არ გაქვს? - ვკითხე ტინას. თვალები გადაატრიალა და გადმომიგდო. ზოგადად, ასე ძირიდან მიწოდებულ ნივთებს არ ვიღებდი, მაგრამ ახლა სხვა გზა არ იყო. - ჰაიდენი ზედაც არ შემოგხედავს - ვთქვი მხიარულად - ჩემი სიკვდილის შემდეგ, სხვა ქალს არ გაიკარებს. თან ჩემი მოჩვენება სიცოცხლეს გაგიმწარებს. დარწმუნებული იყავი! ყველაზე ბავშვური მუქარა იყო, მაგრამ მთელი გულით მწამდა. - რა სისულელეს ამბობ? - დაიჯღანა ტინა. ტინას გვერდით, ბიჭი დავინახე. იდგა და მიყურებდა. რაღაცის თქმას ცდილობდა. ტუჩების მოძრაობით მანიშნებდა. ვერაფერს მივხვდი. მხრები ჩამოყარა იმედგაცრუებულმა და ქარაგმებით ლაპარაკს მოეშვა. - ჯანდაბა! მგელია - დაიყვირა ნიკმა. - მგელიააა? - აღმომხდა მე. ტინამ უკან გაიხედა. ჰო, აი თურმე. აი, რატომ ყოფილა მგელი. ტყვიასავით სრაფად მივვარდი და ძირს დავანარცხე. ვცდილობდი, ხელიდან იარაღი გამომეთმია, თუმცა ძლიერი იყო ეს *უკნა. ბოლომდე ვერ ვუქაჩავდი. - დამპალი ხარ, მომშორდი - აქეთ იყო დიდ გულზე. - გინდა გითხრა კიდევ რა ვარ? - გაგანია ბრძოლაში, გულახდილობის საათი დავაყენე - შიზოფრენიკი ვარ... შიზოფრენია მჭირს და ჩვენ, გიჟები, ყოველთვის ვიმარჯვებთ. ახლა შენ ჩემი საყვარელი მოჩვენებები გაჩვენებენ სეირს! ძლიერი იყო ეს ძ*კნა, მაგრა, იარაღი გამოვგლიჯე ხელიდან და თავი თავში ისე მაგრად ვდრუზე, ლამის თავისი ქმარივით გააფრთხო სული. წამოვდექი. ტინა არ ინძრეოდა. მიყურებდა და მის თვალებში ვხედავდი, რომ სურდა, შეწყალება ეთხოვა. ჩემს გვერდით, ორი ადამიანის სილუეტი აღმართულიყო. - უთხარი, რომ ბიშოპები მოკითხვას ვუთვლით - ზიზღიანი ღიმილით დახედა ნიკმა ტინას. - ბიშოპები მოკითხვას გითლით - გავიმეორე ღიმილით - ყველანი. და თუ ოჯახის ერთ წევრს დაუპირისპირდები, ყველას დაუპირისპირდები. ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. გავისროლე. ცხოვრებაში, პირველად მინდოდა, ადამიანისთვის თავში დამეხალა ტყვია, მაგრამ მხარში დავჭერი. ეგ ყოველი შემთხვევისთვის. არ მინდოდა, წამომხტარიყო და ისევ დამჯაჯგურებოდა. - აქ ხარ, აქ ხარ! - აყვირდა ანდრია შორიდან. - შენი ძებნისას, ტყვიის ხმა გავიგე და ერთი სიკვდილი გამოვიარე. რა აღარ ვიფიქრე - თავზე წაადგა ტინას. - ყველაფერი დამთავრდა - ვთქვი ღიმილით * * * მართლა ყველაფერი დამრთავდა. ორი დღეც არ იყო გასული, რომ მე და ანდრეა ციხესთან ვიდექით და ჰაიდენის გამოსვლას ველოდებოდით. - ხომ გითხარი, დარჩი-მეთქი? - ვეწუწუნებოდი - ცოდო ხარ ამხელა გზაზე. - ჰაიდენის ჩასმა გამოვტოვე და გამოშვება მაინც ვიხილო. - წინასწარ გეტყვი, დიდი არაფერი სანახაობაა, ძირითადად, ვიკოცნავებთ. - ფუუ - ლამის შეტრიალდა. კარი გაიღო. ჰაიდენი გამოვიდა. გული ისე ამიძგერდა, მეგონა, რაც ამდენ რამეს გადავურჩი, ახლა მომეღებოდა ბოლო. კისერზე ჩამოვეკიდე... ხელში ამიტაცა. გიჟებივით ვუკოცნიდით ერთმანეთს ყელს, კისერს, ღაწვებს. სუნი, სუნი, სუნი. იგივე ჰქონდა. თავისი კანის. ყველაზე მშობლიური, სასიამოვნო, საყვარელი. ჰაიდენი ხმას ვერ იღებდა. ჩამმარხა თავის მკლავებში. ისე მჭიდროდ შემომხვია, რომ სუნთქვაც აღარ შემეძლო ან საერთოდ რაში ჭირდებოდა სუნთქვა? ჰაიდენი ისუნთქებდა ჩემს მაგივრადაც. - ვივიენ, ვივიენ - თქვა ჩურჩულით და თმებზე დამყნოსა, მერე სახეზე მომეფერა. როგორც იქნა, ისევ შეეხო მწყურვალი ბაგეები ერთმანეთს. რამდენ წუთს სიყვარულობდნენ ჩვენი მხურვალე ბაგეები, ვერ დავთვალე, მაგრამ ბოლოს ანდრეას ხმამ იჭექა და მყუდროება დაგვირღვია: - კაი, მორჩით ახლა, სახლში გააგრძელეთ დანარჩენი. ის და ანდრია გადაეხვივნენ. მკაცრად გააფრთხილა, არ მაკოცო, ვივიენის დორბლები გაქო. ორივენი უკან დავსხედით. ხელებზე ვეფერებოდით ერთმანეთს. - ადვოკატმა ყველაფერი მომიყვა. არც კი მჯერა, რომ ასეთი რამე გადაიტანე და შენს გვერდით არ ვიყავი. მეგონა, გავგიჟდებოდი როცა მოვისმინე. - ისე სევდიანად თქვა. - მე უნდა დამეცავი. რატომ ხდება ყველაფერი ასე. საბოლოოდ, მაინც შენ გიწევს ყველაზე მძიმის გამოვლა. - ჰაიდენ, მაგაზე არ იდარდო რა. დიდი არაფერი იყო. ცოტა გავერთე. - გამოკვეთილ ყბებზე ჩამოვუსვი ხელები, მისი ტუჩები ჩემსაში მოვიმწყვდიე ისევ. ცოტახანში, ანდრეამ ჩაახველა. - ბოდიში. - გვაპატიე. - ერთ კვირაში გნახავთ - გაეცინა მას. - არ მოხვალ? - არა, მარტო ყოფნა გჭირდებათ. მერე ჩამოგვაკითხეთ გოიმებს სოფელში. - გოიმს რატო ეძახის თავის თავს? - მკითხა ჰაიდენმა. - მე მაჯავრებს. - ანუ უკვე მოასწარი პირადი შეურაცხყოფების მიყენება? - აბა როგორ. - ჩემი ამპარტავანი ქალი ხარ - უნაზესაც მაკოცა ყელში, ლოყებზე ამომაცოცდა თავისი ტკბილი ბაგეებით. ისეთ დღეში ვიყავი, სისველისგან შემეშინდა, მანქანის სალონი გასაწური არ გამეხადა. სასწრაფოდ გადავედით მანქანიდან, ანდრეას დავემშვიდობეთ. სახლში შევედით, ეშმაკური გამომეტყველება მქონდა და თან ძაან ვცქუმატვი. შუქი არ ავანთე, არ იყო მაგისი საჭიროება. ლანას გაკეთებული ვახშამი იდო მაგიდაზე. გარშემო, ყველგან სანთლები ენთო. - კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება მისტერ სთარ - შემოვუტრიალდი გაოგნებულ ქმარს. - თქვენ ხომ ვერ იტანთ სანთლების შუქზე ვახშამს თქვენო აღმატებულებავ? - მკითხა ღიმილით. - შენთვის როგორმე ავიტან ბევრ რამეს. ხელის ნელი მოძრაობით თხელი მანტო სხეულიდან ჩავისრიალე. გამჭვირვალე მაქმანებით გაწყობილმა პენუარმა გამოანათა სანთლის შუქის პარალელურად. - ღმერთო. იცი, მეტყველების უნარს ვკარგავ - ლოყიდან დაიწყო და მკერდის მიმართულებით ნელა ჩამომისრიალა თითები. ბრეტელი გადამიწია. მხარს გიჟური კოცნის კვალი დაატყო. კისერზე ამაყოლა ქვედა ტუჩი და ჩემს ბაგეებთან შეჩერდა. - საშხაპეში ვარ შესასვლელი. - არ მადარდებს. ტალახში ამოგანგლულიც რომ იყო, ახლა ვერ გავჩერდები - მაისური და შარვალი გიჟივით გავხადე. ხელში ამიტაცა, დივანზე დამაგდო და ბოდეს შესაკრავი გამიხსნა. ახლა უკვე სახლში ვიყავი. ჰაიდენიც სახლში იყო. მის სიახლოვეს სრული სიცხადით ვგრძნობდი. ერთი სხეული ვიყავით, დროებითი განცალკევების შემდეგ რომ როგორც იქნა, ისევ ერთდება. მისი ტანის ყველა კუნჭულს მაგრად ვიხუტებდი, უკვე გაუზარდებლად გამოვცემდით არაამქვეყნიურ ხმებს და ამ ხმების გაგონებაზე კიდევ უფრო ვნებააშლილებს, საერთოდ გვეკარგებოდა აზროვნების უნარი. ირგვლივ მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ჩვენ ორნი ვარსებობდით და არსებობდა ამ ორის სიახლოვისგან წარმოქმნილი შეუჩერებელი სიამონევბის მორევი. გვითრევდა... მერე ჩვენ ვითრევდით, მერე ისევ თვითონ გვითრევდა. საჭმელი გაცივდა, მემგონი დაძველდა კიდეც. დივნიდან, საშხაპეში გადავინაცვლეთ. არ მომწონდა წყლისა და დუშგელის არომატი რომ მისი კანის სურნელს მართმევდა. საბოლოოდ, შიშვლები და არაადეკვატურები, მაინც საწოლზე აღმოჩვნდით. - კოსმოსში გავედი - აღმოხდა ჩემს ქმარს ქოშინით. - ჰაიდენ - მის მკერდზე მოვექციე და თვალებში ჩავხედე - იცი, რომ ძალიან მიყვარხარ? - რაა? - თავი წამოსწია. - შეგიძლია, კიდევ ერთხელ გაიმეორო? - ძალიან მიყვარხარ - ვთქვი სიცილით. - ასეთი გასაკვირია? - ეჭვი მქონდა, მაგრამ... როგორი უცნაურია არა? შემდეგ თვეში, ცოლქმრობის სამი წელი გვისრულდება და პირველად ამიხსენი სიყვარული, როცა მე ყოველ დღე გიმეორებდი ამ სიტყვას. თავისი თითები ჩემსაში გადახლართა. - აუცილებელია იმის თქმა, რაც ისედაც ნათელია? - არა, თუმცა ერთხელ მაინც რომ მოვისმინო, საკმარისი იქნება. თუ რამე შეიცვლება, გამაგებინე. - თუ რამე შეიცვლება? - ვიხუმრე. თუ შეიცვლება, ჯერ თავს მოვიკლავ და მერე ჩემი მოჩვენება მოგკლავს. - ისე მკაცრად თქვი, გამაჟრიალა. არადა, როგორი პატარა ბუნჩულა ხარ. - მკერდი დავუკოცნე. - ხალხში პატარა არ დამიძახო, უხერხულია. ერთი-ორჯერ რო წამოგცდა, ყველამ ჩემსკენ გამოიხედა და პროთეზიანი ბებერი შერჩათ ხელში. - ვაიმე, პროთეზის ამოღება დაგავიწყდა პატარა - სიცილით ვაკოცე. - რაც არ უნდა ბებერი ვიყო, კი მეტრფოდა შეშლილი ფსიქოპათი. ანუ ჯერ კიდევ მაქვს ჩემი შარმი. - შენ კი არა, შენს სიყვარულს ეტრფოდა ჩემ მიმართ - თვითკმაყოფილი სახით ჩავუკარი თვალი. - ამის თვითშეფასებას კიდე ეს უნდოდა? - კი. ჩემი თვითშეფასება ახლა ზენიტშია. - ახლა ამ თემაზეც ვხუმრობთ. მართლა ფსიქიატრი გვესაჭიროება. - გვესაჭიროება, მაგრამ დავიკიდოთ რაა. მაგრად მეზარება ვიღაცის კაბინეტში ჯდომა და საუბარი. არ მოგშივდა ნაციხარო ბიჭო? - განსაკუთრებულად მშიერი ვარ. ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. ჩუმად და გემრიელად ვჭამდით. საქმე ის იყო, რომ დიდი მაგიდა გამოვცვალე და ახლა თამამად შემეძლო, მაგიდის მეორე ბოლოში მჯდარი ქმრისთვის ფეხები მეთათუნა. დროდადრო, მაგრად ეცინებოდა. მომწონდა, რომ მისი გამხიარულება შემეძლო. მომწონდა, მის მუქხორბლისფერ კანზე თეთრად მზინავი ბროლის კბილები. მომწონდა, რომ ჩემთან იყო და მხოლოდ ჩემი იყო. ძალიან მაბედნიერებდა. მე, ადამიანს რომელსაც თითქმის აღარაფერი მშობლიური აღარ გააჩნდა, მხოლოდ ჰაიდენის ცქერა მაბედნიერებდა. ის მყავდა. გეგონება, ყველაფერ უბედურების სანაცვლოდ, ჩემი კომპენსაცია იყო. * * * იმ დღეებში, ზედმეტად ალერსიანი გავხდი. ცოტა აბეზარიც მეთქმოდა. ჰაიდენს მოსვენებას არ ვაძლევდი. თვითონ ხმას არ იღებდა, კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ მე ვხვდებოდი, ზოგჯერ რომ ზედმეტი მომდიოდა და საკუთარი თავითვე ვწუხდებოდი. პატარა ბავშვივით დავყვებოდი კუდში. მუშაობისას, გვერდით ვუჯდებოდი და თითქმის თვალის დახამხამების გარეშე მივშტერებოდი. თან ადეკოლონის დასხმაც ავუკრძალე. მისი ბუნებრივი სურნელი ისეთი მონატრებული მქონდა, ლამის სკამსაც ჰაიდენს ვუხახუნებდი, რათა ყველგან ეს სურნელი შემეგრძნო. ვერანდაზე ვისხედით. ჟურნალს კითხულობდა და სათვალე ეკეთა. ვგიჟდებოდი, პენსიონერის სახით რომ ადევნებდა ქაღალდზე გამოსახულ სტრიქონებს თვალს და ჩაისაც სვამდა დროდადრო. კალთაში ვეჯექი. ბევრს არაფერს ვაკეთებდი, რატომღაც უსაქმურობისკენ ვიყავი მიდრეკილი, გეგონება, საშობაო არდადეგები მქონდა. - რას კითხულობ ჰაიდენ? - პოლიტიკური ახალი ამბები გაინტერესებს? - არა. - მაშინ, ისეთს არაფერს - გაეცინა - პრინციპში, შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს. ჩვენი ქორწინების მესამე წლის თავს გილოცავ. ჟურნალის შუაგულიდან თეთრი საქაღალდე ამოაძვრინა, რამდენიმე ფურცელი იდო შიგნით. კარგად ვერ მივხვდი. უფრო სწორად, საბუთის პირველი ორი სტრიქონი როცა წავიკითხე, ემოციებისგან თვალზე ბინდი გადამეკრა. ავქვითინდი. - თეთრი სამოთხე იყიდე? ისევ? - ჰო, შენთვის. იდეალური ადგილია გალერიისთვის, თან იმხელა ფართია, შეგვიძლია მყუდრო ადგილიც გავაკეთოთ კონცერტის ჩასატარებლად. ალმა-დატემას პიანინო შეგიძლია მანდ დადგა. - რას ამბობ ჰაიდენ, ძვრაც არ უყო! სახლიდან მაგას მე ვერსად გავიტან. მოგვპარავენ. - ჰო, შემოვლენ, აიღებენ და წაიღებენ ხო? - მოკვდა სიცილით. - ვერც დაცვას ვანდობ, ვერც სიგნალიზაციას. - და აქ რომ გვაქ, არ გეშინია? - არა. ხალხმა არც კი იცის. - ინსტაგრამზე სურათი გიდევს. სუპერ მეგა სექსუალური კაბა გაცვია და ზემოდან აწევხარ პიანინოს. ქმარს კი არა, პიანინოს ვივიენ! - ჰო, რას ვიზამ. უცნაური საყვარლები მყავს, უნდა შეეჩვიო. - იმედი მაქვს, სახატავი ფუნჯები ჩემს სი*ს არ გიცვლიან ხოლმე, როცა სხვაგან ვარ. - არა, ეგენი წვრილია. და მაგას ვერაფერი ჩამინაცვლებს... ნუ ზოგჯერ შენი ტუჩების გარდა, ცოტ-ცოტა თითებიც. - გარყვნილო! - ჩაიბურდღუნა და ჩაი დალია ძალიან სერიოზული სახით. მერე გაეცინა, გადასცდა, რამდენჯერმე დაახველა. - ვგიჟდები, მოხუცი კაცივით როცა იქცევი - ვნებიანად ტუჩზე ვიკვნიტე. - სერიოზული გერონტოფილი ხარ. იმედია, ჩემს 70 წლის ბიზნესპარტნიორებს არ დაადგი თვალი. - არა მამიკო. მხოლოდ ერთი მოხუცი მიზიდავს. - სადმე ხალხში არ წამოგცდეს და მამიკო არ დამიძახო - გაეცნა. - მე არა, მაგრამ სხვა დაგიძახებს. - ვინ სხვა? - ფეღმძიმედ ვარ ჰაიდენ - ეს სიტყვები პირველად ვთქვი ცხოვრებაში. საოცარი შეგრძნება აღმოჩნდა. გაურკვეველი გრძნობებით აღსავსე, მაგრამ მაინც სასიამოვნო. ჩემი ქმარი ხმას ვერ იღებდა. ცოტახანს, სულის მოთქმა ვაცადე. მერე თვალი ამარიდა. ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ცრემლები მოიწმინდა. პირველად ვხედავდი ატირებულს და ასეთ ემოციურ მომენტში, ის ფაქტი აღმაგზნება, რომ ყოველთვის ნაჭრის ცხვირსახოცებს დაატარებდა გულის ჯიბით. - საიდან იცი? - მკითხა მტკიცე, მაგრამ ამავე დროს, მერყევი ხმით. - ტესტით. თან ჰორმონები ზედმეტად არაადამიანურად მიტევენ, სულ სექსი მინდა, შენს სურნელს ვარ დახამებული. ორი წუთითაც არ გტოვებ მარტოს, ცხოვრებას გიმწარებ, კუდში დაგყვები. ზომაზე მეტს ვჭამ და ძირითადად, გული მერევა. მე მშობიარობამდე ვერაფერს მივხვდებოდი, ხომ იცი როგორი ვარ, უბრალოდ, ლანას გაკეთებული ვახშამის სუნზე ცუდად გავხდი და დაეჭვდა, ორსულად ხომ არ ხარო. - ვივიენ, შვილი გვეყოლება - ძლივს ამოისუნთქა კაცმა. წამოვდექი, წყლით სავსე ჭიქაში ხელი ჩავყავი. - კისერზეც მოგისხვა ცივი ხელი? - კი - კარგად ხარ? დასალევადაც მოგიტან. - ისე კარგად ვარ, რომ ცოტა გულთან მჩხვლეტს - თქვა სიცილით და ფეხზე მდგარი მიმიხუტა. თავი ზუსტად მუცელთან ჰქონდა. მკოცნიდა, ეცინებოდა, ცრემლები მოსდიოდა. - გთხოვ არაფერი მოგივიდეს სიხარულისგან. ერთდროულად, მარტოხელა დედა და ქვრივი ვერ ვიქნები. - მე ვეღარაფერი მომკლავს, არ იდარდო. - ისევ მაკოცა. - ნეტა, ილიზია თუ ნიკი? - არ ვიცი. ილიზ სთარი, ნიკ სთარი… არც ერთს უხდება, მაგრამ არაუშავს. - ანუ სახელები გადაწყვეტილია. - ჰო. - გიჟები ვართ ხო? - კი ჰაიდენ, გიჟები ვართ - თმაზე მოვეფერე. ახლა უკვე მეც ერთი სული მქონდა, პატარას შევხვედროდი, რომელსაც სავარაუდოდ, ჩემი ქმრის სურნელი ექნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.