შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიწყნია...


12-09-2016, 15:15
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 913

დამცინოდა მესაფლავე - "ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება."
სულს ადნობდა ეგ ქირქილი, ენამწარე, გულსაკლავი,
დღე ცისმარე ჩემს სამარეს დასჩხაოდა მუდამ ყვავი.
მაგრამ ყველა გარდაცვლილი, როდი მიდის, როდი ქრება,
ან როდია სიყვარული ზმანება და მოჩვენება.
ის ლამპარი იმედისა, სხეულში რომ კიაფობდა,
დღე-ღამ სწორად სიკვდილის ზღვას ნაპირ-ნაპირ მიაპობდა..
ვერ აკრთობდა ვერაფერი სულშერყეულ გამარჯვებას,
მოარღვევდა ქაოსს რათა მისთვის ეთქვა: გამარჯობა!
წყვდიადისფერ ხვეულებში გაილია ექვსი წელი,
სანამ ძალას დაკარგავდა მიქელ-გაბრიელის ცელი..
ლურჯად მფეთქავ ტაძრის გუმბათს, თავთან ეჯდა ანგელოზი,
გადმოვლახე ხიოსი და ცეცხლოვანი ტანტალოსი,
იქ მელოდა სული ისევ, სპეტაკი და შეურყვნელი,
და ჩემს მკვდრეთით აღსადგენად გამოწვდილი მისი ხელი.
პირი გახსნან საფლავებმა, ამეტყველდნენ თუნდ ახლავე,
უღმერთო და უსასოო რამ ყოფილხარ მესაფლავევ!
რომ ღმერთია სიყვარული, უზენაესთ არსთა წყებად,
განა ძალუცთ, რას დააკლებს უკვდავს მათგან დავიწყება?!
მე მოვბრუნდი შორეთიდან, მიპოვნია ჩემი სული,
დარწმუნდი რომ უკვდავია ჭეშმარიტი სიყვარული?!
განისვენეთ, აწ მშვიდოდით, დაღუპულო დებო, ძმებო,
დავიწყნია ჩემს დიდ მოძმეს ტრფობის ჟამი საოცნებო.



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Anubis? Es shen xar? Vaa ar gelodi..
Leqsi momewona
galaqtions rom exmarebodi :D
ar kai martla..
Davijero amdeni xania leqsi ar dagiweria?
Ara leqsi martla dzalian kargia,zedmetadac ki
bravo..

 


№2 სტუმარი ანუბისი

აჩრდილო. კომპლიმენტებისთვის მადლობა. კომპიუტერი გამიფუჭდა. ეგ არაა მთავარი. არის ჩემ ცხოვრებაში უკვე ადამიანი, ვინც ჩემთვის ძვირფასია და შენ გამო არ მსურს ვეკამათო. მეორედ კომენტარი აღარ გააკეთო კაი? მე უკვე ვიპოვე ჩემი ცხოვრება. შემეშვი

 


№3 სტუმარი Mehidos achrdili

Gmerto chemo gulianad gamacine :D
eg ra shuashia,
ai saertod chems komentartan ra suashia ubralod..
Leqsi shevapase da gkitxe leqsi amdeni xania ar dagiweriatqo?
Kargi
kargad
me mapatiet
shegawuxet..:D

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

Kristy
კეთილი იყოს შენი დაბრუნება ))) heart_eyes heart_eyes
რაც შეეხება ლექსს, ვერ ვიტყვი, არ მომეწონა-ტქო, მაგრამ ძველებურ ფორმაში ვერ ხარ kissing_heart


უბრალოდ არ მეცალა smile

 


№5  offline წევრი Mariam Modu

კარგია"თუმცა ვფიქრობ გალაკტიონი ისეთი მწერალი იყო და არის რომელსაც შესწორება არ ჭირდება ან რაიმეს გადაკეთება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent