შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები სიბნელიდან (სრულად)


7-10-2019, 00:31
ავტორი ტურაგო
ნანახია 3 189

√ საათის ისრები ექაჩებოდნენ ღამეს

ქუჩის კუთხეში თუთის ხის გვერდით მდგარ ერთადერთ ლამპიონს თავისი სუსტი შუქი აეწვდინა ღამის ცისაკენ. ოქტომბრის ქარი სანახევროდ სიმწვანე დაკარგულ ფოთლებს ჰპარავდა ხეს, ოქროსფერი შუქის სვეტს ატანდა და მიწას აკონებდა. ლამპიონის მანათობელი შეკრული შუქი მოპირდაპირედ ყრუ, თეთრ კედელს ისე ეცემოდა თითქოს სცენას დანათოდა ჩაბნელებულ დარბაზს მიღმა.
შუქი ფოთლებს არეკლავდა კედელს, ვითომდა ოქროსფერ კედელზე ფოთლებიანი ფარდა გაეფინოთ, რომელსაც ქარი არხეინად არწევდა და ახლა ამ წამს "ფოთოლცვენა ფარდაზე" შთამბეჭდავ სურათს ჰქმნიდა, ირგვლივ კი სიბნელე ემოსა ქალაქს... სწორედ ამ სიბნელიდან ნაბიჯი შემოდგა ახალგაზრდა გოგონამ, იმისი მელნისფერი კაბის შრიალი ქარის ხმას ერწყმოდა. ლამპიონისაკენ დაიძრა, მის გვერდით ბეტონის ფილაზე ჩამოჯდა, მკლავები მუხლებზე შემოიჭდო, აღარ აძლევდა კაბას ფრენის უფლებას. იჯდა და შეჰყურებდა კედელზე არეკლილ შუქს რომლის ფონზეც ბზრიალებდა ფოთლების კვალი, აქა იქ გაელვებული მწერები კი ვარსკვლავების წყვეტას ჰგავდნენ ციდან... საათით ადრე სანამდე აქ ჩამოუჯდებოდა ადგილს ოთახის სიცარიელეში ფანჯრის რაფასთან ეკავა ადგილი, ხელის მტევანზე სახით დაყრდნობილი გაჰყურებდა როგორ ეკარგებოდა დღის ნათელს ფერი... დღის წასვლასთან ერთად მისგანაც მიდიოდა ხშირად ნათელი და ადგილს უთმობდა ღამის საფიქრალს. იმ წამს დაგუდულ ოთკუთხედში ისე ძლიერ მოისმოდა საათის წიკწიკი ისიც კი გაიფიქრა გარეთ მოზუზუნე ქარს სჯობნის ხმაურშიო. ხმა რომ წაერთმია იმისათვის სანახევროდ შეაღო სარკმელი, შემოჭრილმა გრილმა სიომ თბილ სახეზე უკბინა, თმებში გაებლანდა იმ ხელებით რომელსაც არ აჩენდა ქარი, აუშალა იმისი წაბლისფერი. ნასვრეტებიან ფარდის ბოლოსაც გაეთამაშა და შიშველ წვივებზე აულამუნა გოგონას უხეში მატერია.
ცხრა გახდა. კიდევ ერთხელ გახედა ქუჩას და გაეშურა კიდევაც მისკენ. გაუცნობიერებლად მიაბიჯებდა ქუჩის კუთხისაკენ, იქ სადაც ერთადერთი ლამპიონის შუქი ებრძოდა ბურუსს.

*
საათმა ცხრა უჩვენა... ნაცრისფერი მაღალი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მუქმა ფარდამ გადაყლაპა ფანჯრის მინები. ახალგაზრდა ბიჭმა ხელი ჩამოაცურა მათზე, მდივანს აუქცია გვერდი, ჰაერში გაწოლილი სიგარეტის ნისლივით კვამლი სხეულით გააპო, ზოლები აცურდნენ ტალღებად, თავად კი კაპიუშონიან სპორტულს დაწვდა და კარისაკენ გაემართა. კართან მისულს სარკისკენ გაექცა მზერა, საკუთარი სახის ანარეკლის მხოლოდ მარჯვენა მხარეს დააცქერდა, მერე გვერდით დაკიდებულ საშუალი ზომის ჩალისფერ ჩარჩოში ჩასმულ თავისსავე ფოტოს ახედა, მთელს არსებაში ისე დაუწყო ჩხვლეტა რაღაცამ ეგონა ის სარკე ჩამოიმსხვრა ნატეხებმა კი სხეულს შიგნით დაუწყეს ცვენა. მძიმედ ამოიოხრა. შეტრიალდა, მისივე ანარეკლმაც ზურგი აქცია. სახელურს დაჰქაჩა და კიბეებზე დაეშვა ჯიბეებში ხელებ შემალული. ღამის ქუჩას გაუყვა. ნაბიჯებს გაუცნობიერებლად მიჰყავდა ქუჩის კუთხისაკენ, იქ სადაც ერთადერთი ლამპიონის ოქროსფერი ებრძოდა ღამის სიშავეს.
...
ნარი წამოდგა, კედელზე დაცემულ საკუთარ ობოლ აჩრდილს შეჰყურებდა "ფოთლების ფარდის" შუაში ჩადგა, ხელის გული გაიწვდინა ჰაერში, ქარმა დააჩქარა ფოთოლცვენა, იმათი აჩრდილები ხელისგულზე დაურბოდნენ, თუმცაღა ვერც ერთი დაიჭირა, ნარინჯისფერნი ეყინებოდნენ მიწას. ხელები შემოიჭდო მხრებზე და მსუბუქი ტრიალით დაიწყო გამეორება ფოთოლთა გზის, თვალებმოხუჭული ცეკვავადა ქარის ხმაზე რომელიც ხანდახან ისე ეძგერებოდა მის სუსტ სხეულს, რომ ნაბიჯს ურევდა და კედელზე არეკლილი იმისი ჩრდილიც ინაცვლებდა ადგილს ფეხდაფეხ...
-პულხრა! (გამოკრთა სიბნელიდან თბილი ხმა)
დაიბნა, წამწამი წამწამს დააშორა, ხელები მხრებზე შეიტოვა, მიმოიხედა, თუმცა ადგილს რომელსაც შუქი ჰყოფნიდა არავინ აჩნდა. უეცრად შეამჩნია კედელთან შემავალ ვიწრო ჩიხში ვიღაც შეირხა, ინსტიქტს მიენდო
-ადამიანს გავხარ! (ღიმილშეპარულმა გასძახა ბნელში მდგომს. გაირჩეოდა უცნობი კედელზე ზურგით იყო მიყრდნობილი.)... მიყურებდი? (თქვა ისევ და სიტყვა ქარმა გააფრინა იმწამსვე)
-განა ყოველღამე შეიძლება შეგხვდეს თავის ჩრდილთან მოცეკვავე ვინმე? (გადმოღვარა ისევ თბილი ხმა)
-იქნებ გამოსულიყავი მანდედან
სუსტად გაქცეულ შუქზე გაირჩეოდა როგორ შეტრიალდა უცნობი, წასვლას აპირებდა. ნარიმ შუქი მიატოვა და ნაბიჯებით სიბნელისაკენ შეაბიჯა
-მოიცადე!
-დაბრუნდი სადაც იყავი ამ ბნელში რას მომდევ
-მერედა წამომყევი შუქისაკენ!
შეჩერდა, რამდენიმე ნაბიჯი ნარისაკენ გადმოდგა, გოგონამ უკან დაიხია, იმის წაბლისფერ თმებს, ბეჭებს შუქი დაეცა. ბიჭი წუთით შეყოვნდა და აი, წამებში მისმა ნაბიჯებმაც გადმოლახეს ზღუდე, იმის მაღალ ტანსა და გაშლილ გულ-მკერდსაც დასწვდა ოქროსფერი
-მე ნარი მქვია(მიახალა უცებ)
-...
-გაიგე რა გითხარი?სმენასთან პრობლემები გაქვს! (ქარი ისევ სიტყვებზე ქურდობდა. გოგონა კი ცნობისმოყვარედ ცდილობდა ქუდს მიღმა გაერჩია ბიჭის სახე)
-გავიგე ნარი! შენი სახელი იმაზე მეტს ვერაფერს მეუბნება რასაც წეღან ვხედავდი მე შენში, ვუყურებდი შენს მოძრაობებს და თითქოს მესმოდა რასაც ყვებოდი
-ფიქრებს განმარტოვება სჭირდებათ... შენს სახეს რატომ არ მაჩვენებ?
განათებულ კედელზე აირეკლა როგორ ყოყმანით დაძრა თხელი თითები უცნობმა სახისაკენ, კაპიუშონის შიგნით შეაცურა და უკან გადაიგდო ქუდი... ნარიმ მტკივნეულად მოხუჭა თვალები, სიტყვები უთქმელად დაეკარგნენ, თვალები თანაგრძნობით მიეყინნენ ბიჭის სახის მარცხენა მხარეს
-თაზო მქვია... (ჩაიჩურჩულა ძლივსგასაგონად)
ნარი ლამპიონის ქვეშ ბეტონის ფილას დაუბრუნდა. უყურებდა წინ მდგომს და იმის სახეზე ცეცხლის ნაკვალევი ისე აღიქვა თითქოს ახლა თავად კბენდნენ ალის ენები სხეულზე. თაზო კი ამ დროს კედლის წინ იდგა, ცერა თითები შეეტყუპებინა, დანარჩენები კი საპირისპიროდ გაეშვირა ჰაერში და კედელს პეპლის ანარეკლს სცემდა, ფოთლებს შორის ააფარფატა იმისი ფრთები
-სულის პეპელას ჰგავს თაზო!
-ჰო, თითქოს დღეს დააღწია ჭუპრიდან თავი(გამოიხედა. პეპელა გაქრა. ნარისაკენ წამოვიდა. გვერდით მიუჯდა)... ვერა და ვერ შევეჩვიე ადამიანების დაჟინებულ მზერას ჩემკენ. ათი წლიდან ასე ვცხოვრობ თუმცა დაცინვის შემთხვევები არაფერია იმასთან შედარებით რასაც მათი სიბრალულის ვერ ატანა ჰქვია... შენ კი ასე არ შემოგიხედავს. მე დღეს იშვიათად ვენახვები, ღამის ქუჩები შემაყვარა ჩემმა ცხოვრებამ
-სიბნელეში ბოლთის ცემა გამოსავალი არ არის. რაც უფრო გაექცევი საკუთარ თავს მით უფრო გაგიჭირდება მისი პოვნა.
-ხომ არ გავიწყდება რომ შენც ჩემნაირად ოთახს გამოქცეული ხარ?
-ჩემში გამჯდარია ირგვლივ საწუხარზე ფიქრი, ეს ვერ შევცვალე. საკუთარ თავს კი სულაც არ გავურბივარ. უბრალოდ დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას სიმბოლურია ჩემთვის, ორი წლის წინ ამ დღეს უკან მოვიტოვე ერთის ამბავი, დღეს კი გზად დამიხვდა და თვალი უნებლიედ გადავავლე, ხანდახან ასეც ხდება...
-რა ჰქვია იმ უკან მოტოვებულს?
-... მას ნიკა ჰქვია! იმ დროს ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში ვმუშაობდი. ხშირად გვსტუმრობდა უფროსის ბიჭი... ჩემი დახლიდან ჩუმად ვადევნებდი თვალს. ჩვენ გაცნობის შანსი ვერა და ვერ მოგვეცა, ჰოდა მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ მე ახალი დღის გათენება მხოლოდ იმიტომ მიხაროდა რომ მასთან შეხვედრას მოველოდი. თვალები ინსტიქტურად დაეძებდნენ ყველგან. ვერასდროს ვიფიქრებდი თავად რომ არ განმეცადა, რომ შესაძლებელი იყო ასე მეოცნება შორიდან ვინმეზე, მაგრამ ჰო ჩემი გრძნობა მისდამი ღრმა და ნათელი იყო. სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ როგორღაც ჩვენი გზები გადაიკვეთებოდა, დავვახლოვდებოდით, ღმერთო ჩემო რა სულელი ვიყავი... როგორ დავისაკუთრე წარმოსახვაში, როგორი ახლობელი გავიხადე, წუთით არ ვწყვეტდი იმის სიყვარულს, უფრო სწორედ ვერ! ვცდილობდი გამეგო რა იტაცებდა, მერე მეც რომ შემეყვარებინა ის ყველაფერი. თუმცა მე საკმარისი გამბედაობა ვერ გამოვიჩინე, ვერ გადავდგი ნაბიჯი მისკენ, ერთხელაც კი ვერ გავბედე გვერდის ჩავლის დროს შევჩერებულიყავი მასთან. ჰოდა როცა ორი წლის წინ აი სწორედ ამ დღეს სამსახურს მივაშურე მცირეხნიანი შვებულების შემდეგ ახალი ამბავი დამახვედრეს თანამშრომლებმა "ნიკამ ცოლი მოიყვანაო"... რა გითხრა, ვერაფერი ვთქვი, სწრაფად განვმარტოვდი და თვალები დავიწითლე. ისე მინდოდა ესეც ბოროტი სიზმარი ყოფილიყო. იცი რამდენჯერ მინახავს სიზმრებში? გაღვიძებულს გული არასდროს დაგწყვეტია? ყოველ ჯერზე ასე მემართებოდა. მაგრამ ის უკვე სხვას ეკუთვნოდა, ვერაფერს შევცვლიდი. რამდენიმე დღეში გამოჩნდა მეუღლესთან ერთად, ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ როგორღაც გაუსაძლისი იყო ჩემთვის იმის ყურება როგორ ეჭირა იმ გოგოს ხელი... იმ წამს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არავითარი უფლება აღარ ჰქონდა ჩემს ფიქრებს მასზე
-ხედავ, შენ გონების შრამი გაქვს, მოგონებების. არც კი ვიცი ჩვენს იარებს შორის რომელი უფრო მტკივნეულია
-არა, აღარაფერს ვგრძნობ მისდამი, ეს წაშლილი ფანქრის კვალს ჰგავს, ფურცეს აღარაფერი ეტყობა მაგრამ იცი რომ მასზე რაღაც იყო გამოსახული რადგან საშლელი თავად გიჭირავს ხელში. უბრალოდ იმედგაცრუების კვალი შემომრჩა მე ხომ ასე მჯეროდა ერთხელ მოსული ჭეშმარიტი გრძნობის
-და იქნებ არც იყო ჭეშმარიტი...
-(ბიჭისაკენ აიხედა, ხელებში ჩარგო თავი და ალაპარაკდა) იცი, მუხლებზე პატარა შრამები მაქვს, ისინი ბავშვობას და იმ დღეებს მიყვებიან რომლის შემდეგაც ჩემთან არიან. მე ვფიქრობ რომ ისინი ინახავენ ამბებს, ხედავ და იცი რასაც ყვებიან და თუ კი მარტო უჭირს ზოგი მათგანის მოსმენა ადამიანს მაშინ მსმენელი აუცილებლად გამოჩნდება... იქნებ რაღაცეებს დავიწყება არ უნდა ეწეროს, იქნებ თითოეული მათგანი მინიშნებებია თუნდაც სხვებისთვის, უნდა შემოგვხედონ და განიცადონ სხვისი იარები, ხომ შეიძლებოდა ჩვენს ნაცვლად მათ დასჩენოდათ ისინი, ჰოდა რავუყოთ თუ ხანდახან ზოგი ჩვენგანი მანეკენის როლშივართ... ახლა შენს წინ ვზივარ შენი სახის ერთ მხარეზე ერთი შეხედვით ლაღი გამომეტყველებაა , ხალასი კანი, ღრმა ლურჯი თვალები, მაგრამ მეორე მხარე ისეთ წარმოდგენას ქმნის თითქოს მრავალი წელი გეცხოვროს და ჭარმაგი მოხუცივით ნაოჭები დაგჩენოდეს მაგრამ იცი რა, შენი სახის ორივე მხრიდან ერთი და იმავე მზერა შემომყურებს, შენი თვალები თანაბრად ხმაურიანია, ზღვის აქაფებული ტალღების მსგავსი. თვალებია ადამიანში მთავარი, რათქმაუნდა როცა შეგიძლია წაკითხვა მათში! ადამიანს დამახინჯებული შინაგანი სამყარო არ უნდა ჰქონდეს თორემ ეგ შენი სხეული ძვლებზე ასხმული ხორცია ერთ დღეს რომ გაგეცლება და გაუჩინარდება!
-იცი რაც დაგიძახე აქ მოსულმა რას ნიშნავდა? როცა საზღვარგარეთ წამიყვანეს იქ ერთი ექთანი მყავდა, ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას მიწევდა. მას უცხო სახელი ჰქონდა "პულხრა" მახსოვს ვუთხარი აეხსნა მისი მნიშვნელობა, მიპასუხა რომ ლათინურად სიტყვა პულხრა ლამაზსს ნიშნავდა. თურმე ადრე მის ერთ-ერთ პაციენტს ლამაზი სულის ნიშნად შეურქმევია მისთვის, მას შემდეგ ყველა ასე მიმართავდა. მან მაშინ მითხრა რომ როცა ლამაზი სულის ადამიანს შევხვდებოდი ნებას მრთავდა მიმემართა მისთვის ასე, ხომ ბევრმა დრომ განვლო მაგრ მე ეს ყოველთვის მახსოვდა გხედავდი წეღან და ბაგეებმა უნებლიედ გადმოხეთქეს ეგ სიტყვა
-პულხრა(გაიმეორა ნარიმ ჩურჩულით. წუთების დუმილის შემდეგ კი დაამატა) წასვლის დროა თაზო... ლამპიონთან მე ხვალაც ვიქნები
-მეც ისევ მოვალ...

კედელს ზურგი შეაქციეს გამოსახულებებმა. ლამპიონი დროებით კვლავ მარტო დარჩა. ხეს შერჩენილი რამდენიმე მეწამული ფოთოლი გადმოფრინდა შემდეგ კი სცენა მარტო დარჩა განათებული.
საათის ისრები მიიწევდნენ ახალი დღისკენ.



№1  offline წევრი Rania

Kargi iyo. Chamafiqrebeli. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ტურაგო

Rania
Kargi iyo. Chamafiqrebeli. Yochagg


მადლობა...☺

 


№3  offline წევრი ტურაგო

ელპინი
როგორი ნაცნობია ყველაფერი . . .
ძალიან მენატრებოდა კითხვა.
ვისიამოვნე, მაგრამ ხანდახან სიმები მიწყდებოდა.
აი, იქ - ფრჩხილებთან. სისულელეა და არ შეიძლება უმიზნოდ სიტყვების ფრჩხილებში გამოკეტვა. გაუშვი და ალაპარაკე თავისუფლად - ტირეებით.

ცოტათი შემეხე.
ძალიან ცოტათი, მაგრამ კარგი იყო.
სადღაც კლდეზე ნაბიჯი გადავდგი.

იმედია,
შევხვდებით.
:)




ვზივარ და ვიღიმი სულელივით

მაშინ როცა გვერდზე როგორც სტუმარი ისე შემოვდიოდი, ძირითადად მიზეზი შენი ისტორიები იყო, გულწრფელად გეუბნები...ჰოდა იმ დროს როგორ წარმოვიდგენდი რომ ელპინი-საოცარი ისტორიების ავტორი, ერთ დღესაც ჩემს ნაწერს შეაფასებდა

ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს... ელპინი ჩემთან? ამას სიხარულზე მეტი ჰქვია ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent