შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალერინა(სრულად)


8-10-2019, 01:35
ავტორი Gossipy girl
ნანახია 23 865

ქუჩაში მივდიოდი ნაცნობმა სურნელმა ცხვირის ნესტოები რომ ამიწვა.
კედელს ინსტიქტურად მივეყრდენი და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს.
„ოღონდ ეს არა..ოღონ შენ არა!“
- უტა შენ ტო?-მესმის გაბაშვილის ყვირილი და კედელს მთელი ძალით ვაჭერ თითებს.
სამყარომ უცაბედად დაიწყო ტრიალი.
სადღაც,რაღაც გაწყდა და მე მოვკვდი.
ზუსტად 5 წლის შემდეგ
ხუთჯერ სამას სამოცდახუთი დღის შემდეგ ის აქ არის.
გოგებაშვილის ქუჩა კი არა მთელი თბილისი,მთელი ქვეყანა,კონტინენტი და ზოგადად დედამიწა ვერ დაიტევდა იმ მომენტში იმ ტკივილს,რასაც ჩემი მუჭის ოდენა გული.
ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე.
ჩვენდა გასაკვირად ჩვენივე თავები ყველაზე მეტად გვაოცებენ,როცა იმას ითმენენ,რაც მანამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.
ადამიანი თავიდან ბოლომდე სასწაულია,აღმოუჩენელი ფენომენი,რომელიც მარადჟამ გაურკვეველ სუბიექტად დარჩება კაცობრიობისთვის.
ყველა ვინც მის გამოკვლევას შეეცდება ან სულელია ან „მოცლილი“.
ვიგრძენი,როგორ ამეწვა საფეთქლები და სისხლმა იმაზე სწრაფად დაიწყო მოძრაობა,ვიდრე ეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ხდება ხოლმე.
გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა,ხელისგული მკერდთან ძლიერად მივიჭირე და ვეცადე იქვე არ ჩავკეცილიყავი.
ბევრი ვეცადე და ვერ გამომივიდა.
შუა გოგებაშვილზე,კორპუსის კედელთან ჩაკეცილი „ვეგდე“.
-გოგონა კარგად ხართ?-უცნობი ქალბატონი მომიახლოვდა,მე მის სახეს ძლივს ვარჩევ,გული მეჩხვლიტება.სუნთქვა მიჭირს და ხმა სადღაც გამიქრა.-წყალი მოუტანეთ!-ყვირის ქალბატონი.წყალი არ მინდა,ახლა ყველაზე მეტად გონების დაკარგვა და გამოღვიძება მინდა.ამ კოშმარის დასრულება მინდა,ამ ქალს ამას ვერ ავუხსნი ხო?!-უშველეთ ცუდად არის!-კივის ქალი და მე ისევ მჩხვლეტს მისი ხმამაღალი ტონი ტვინის ყველა სფეროზე.
შებინდული კადრები შავდება.
ძლიერი მკლავები და ნაცნობი სურნელი ისევ მიწვავს ორგანიზმს.
ღმერთო,როგორი სიმსუბუქეა..
სადღაც უწონადობაში ვარ და მე დავფრინავ.
ვითომ ასე უცბად გავფრინდი კოსმოსის გავლით ცაში?!
-ელენა გაახილე თვალები გთხოვ..-მესმის ნაცნობი ხმა და ახლა ყველაზე მეტად ის მინდა, თვალები ვეღარასდროს გავახილო.
სასწრაფოს სირენა გულს მიწვრილებს და ნანატრი ბინდი ახლა ჩემს გონებასაც ედება.
მივდივარ.
სად თავადაც არ ვიცი.
მთავარი აქედან წასვლა,გაქცევაა.
მეტს ვერ გავუძლებ.
მის სახეს მეორედ ვეღარ გავუძლებ.
ზედმეტად ზედმეტია.
წავედი.
****
5 წლის წინ.


პირველი კონცერტი მქონდა ოპერაში.
მარის როლს ვირგებდი ცნობილ „მაკნატუნა“-ში.
იმდენად ვნერვიულობდი საკუთარ სახელს ვერ გეტყოდით რომ გეკითხათ.
ნინამ დამირეკა მოვდივართო.
კიდევ ეს მინდა-მეთქი?ამოვილაპარაკე და ხელების მტვრევით მივედი ქორეოგრაფთან.
ტატა საოცარი ქალი იყო ყველა გაგებით.
საკუთარი საქმის პროფესიონალი და უბრალო პიროვნება.
დამამშვიდა მეც და დასის სხვა წევრებიც.
პერფომანსი იწყებოდა და ნერვიულობაც ნელ-ნელა მატულობდა.
-მიდი ელენა!-იყვირა ვიღაცამ ფალიაშვილის თეატრში და გულმა წამიერად „დაამუხრუჭა“.
ვინ თუ არა გადარეული ნოდო გაბაშვილი.
წამიერად გამოიწვია მისმა ხმაურმა ხალხის რისხვა.
სირცხვილით,როგორ გამოვსულიყავი არ ვიცოდი.
საბოლოო ჯამში ეს ნერვიულობა ღირდა იმ ანშლაგად,ოვაციებად და სასიამოვნო წუთებად, რაც ამ ბალეტს უკან მოჰყვა.
გაბაშვილი ვარდებით,რომ ამოვარდა სცენაზე მთელი დასი კვდებოდა სიცილით,მე კი სირცხვილით. სიკვდილით ვემუქრებოდი გაბადრულ ნოდოს.
მაკიაჟი მოვიშორე და უკანა კარით ვისარგებლე.
ვიცოდი ეზოში ბავშვები მიცდიდნენ.
გავედი თუ არა ოვაციებმა თავი ამატკიეს.
-მეორე ანანიაშვილი ხარ შენს თავს გეფიცები!-კიოდა ნინა.
ოვაციები აღარ გამიგია,რაც სრულიად უცხო სულუეტი დავლანდე მანქანასთან მდგარი,გაკვირვება რათქმაუნდა არ შევიმჩნიე და კონცენტრირება ბავშვებზე გადავიტანე.
-ახლა ეს ბალეტური „დაღლილი ვარ და სახლში დამტოვეთ“ არ გამაგონო,ყველანი მივდივართ ჩემთან მცხეთაში!-სიტყვით გამოვიდა ნია მაღლაკელიძე.
-აი,ჩემი ძმა ხარ!-თმები აუჩეჩა დათუნა გაბრიჩიძემ ნიას,შევატყვე როგორ აემღვრა ჩემს გოგონას თვალები.
-რა გვინდა ნიაკო მცხეთაში?-გამეღიმა მე.
-შენი დებიუტი უნდა ავღნიშნოთ და უტას ჩამოსვლა.
-საოცარი იყავი..-ყურადღება ისევ უცხოზე გადავიტანე,გავუღიმე და მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.-ზოგადად დებიუტზე ბალერინა ამდენად მაგრად ასრულებდეს როლს პირველი ხარ იცი?!-ვგრძნობ,როგორ ამიწითლდა ლოყები,ნინას და ნიას ჩუმ ღიმილს ვგრძნობ და იმასაც,რომ ამ შექებას სამჯერ „გადაიმეორებენ“ ამ საღამოს.
-მადლობთ..-ამოვილაპარაკე გაუბედავად და ბავშვებს გადავხედე-სახლში გამატარეთ გამოვიცვლი და წავიდეთ.
-აი სულ 10 წუთს გაძლევ აირბენ,გადაიცმევ და ჩამოირბენ კაი?-წინასწარ მითანხმებს ნოდო და მანქანაში ჯდება.
ერთ მაქანაში იმდენი ვისხედით გაუსაძლისი უჰაერობის გამო შუა დეკემბერში ყველა ფანჯარა ჩამოწეული გვქონდა და ცხვირაწითლებულები ვაიგნორებდით გასუსხულ ლოყებს.
გოგებაშვილზე გააჩერა ნოდომ და მეც გადმოვძვერი ან უფრო ამოვძვერი მანქანიდან.
სახლში შესული არ ვიყავი უკვე ვიხდიდი ტანსაცმელს.
ცხელი წყალი მოვუშვი და 3 წუთში მივიღე შხაპი.
დიახ,მე ელენა კვაშალი ვარ.ბალერინა.ჩემი პროფესია და ჩემი მეგობრები მაიძულებენ 3 წუთში შხაპის მიღების „დამუღამებას“ და დიახ, მე ამის პროფესიონალი ვარ.
დარჩენილ 7 წუთში მზად ვიყავი და მეთერთმეტე წუთზე კიბეზე ჩავრბოდი.
-„შუსტრად“!-იცინოდა დათუნა და კალთაში ახვანცალებულ ნიას თმებს აწიწკნიდა.
-დათუნა რაგავაკეთო ეს ორ მეტრიანი ფეხები არ მეტევა ვაა!-წიოდა ნია.
-ისე დაჯექი თავზე არ დამაწყო არ შეიძლება?
-გააჩერე აღარ მოვდივარ!-გაიბუტა ნია.
-ვგიჟდები ასე უცებ რომ ვარდება!-ახარხარდა გაბრიჩიძე,მუხლების „კიდეზე მჯდარ“ ნიაკოს წელზე ხელები მოხვია და გულზე ისე აიკრა ნიას წამოაკივლა.
ჩვენი სიცილი მთელ ქუჩას ესმოდა.
მცხეთაში ნიას აგარაკში ოფიციალურად ჩავეწერეთ.
უტა ახალი იყო და აშკარად მოგვწონდა მისი არსებობა ყველას.
ისე აღმოჩნდა,რომ მას ყველა ძალიან კარგად იცნობდა ჩემს გარდა.
4 კლასალმდე მე საფრანგეთში ვსწავლობდი,ლიცეუმში.
ის აქ ცხოვრდობდა,ჩემ ბავშვებთან ერთად სწავლობდა.
მერე მე ჩამოვედი და ის წავიდა ინგლისში.
ფეხბურთელი უტა გიგანი მშობლებმა თავიდანვე გაარიდეს თბილისურ გარემოს და სპორტს „გააყოლეს“.მე,რომ ბალეტს ვსწავლობდი ის მანჩესტერის ბაზაზე სწავლობდა პელეს თამაშის ანი ბანს.
ზაფხულობით სამშობლოში მაშინ ბრუნდებოდა,როცა მე სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდი გასტროლებზე.
მოკლედ ასე ავცდენილვართ მე და გიგანი ქვეყანასა და ქვეყანას შორის თვითმფირნავის რეისიდან მეორე რეისამდე.
ხშირად ახსენდებნენ უტას სახელს,არამარტო ჩემები, ტელევიზიაც.
იქიდან გამომდინარე,რომ სპორტი ჩემთვის გრძელი ჩინურია,არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება.
ჰოდა აქაც ავცდით.
ახლა ვისხედით მცხეთის აგარაკზე.
სამზარეულოში გოგონები ფუსფუსებდნენ მე ყავას ვსვამდი,აბსოლუტურად მეპატიებოდა დღევანდელი დღის უსაქმურობა.
-ჰო კაი ბიჭია?-ალმაცერად გადმომხედა ნინამ.
-კი,რავი..-ვცდილობ ყველა სიტყვა და მიმიკა ვაკონტროლო,ვაი თუ ამათ რაიმე „გაიფიქრეს“ ჩემს მშვიდობიან ცხოვრებას ბოლო მოეღება.
-ჰო,მაგასაც მოეწონე.-თქვა ნიამ.
-რაო, თქვა რამე?-ლამის ყავა გადამცდა მე და მათი გამაყრუებელი სიცილი,რომ „აღვიქვი“ მივხვდი,რომ მაგრად „გავები“.-კაით რა!-ხელი ავიქნიე და ჩემი ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩავდე.
-არა, აი, ვის ატყუებს?-იცინის ნინა და თეფშზე ლამაზად ალაგებს ხილს.
მაგიდის გაშლაში მონაწილეობა მივიღე და ნოდოს გვერდით დავესვენე სკამზე.
-მოკლედ ვერ გავასაღეთ ჩვენი გოგოები!-იცინის დათუნა.
-გასასაღებელი შენ ხარ და ბოდიში მოიხადე!-წარბი ასწია ნიაკომ.
-აუ შენ სიბერეში კიდე ქალიშვილს რა აგიტანს კლიმაქსიც რომ დაგემართება!-თვალები აატრიალა დათუნამ და დაელოდა,როდის გადაწითლდებოდა ნიაკო ბრაზისგან.
-იცი როგორი ბიჭი ხარ?!-ხმა აუკანკალდა ნიაკოს-ყველაზე ცუდი.-თქვა და ნოდოს ჩაეხუტა.
-შენც რას აწვალებ ხო იცი რომ წყინს ?-ხელი მოხვია ტირილამდე მისულ ნიაკოს გაბაშვილმა.
-რა გწყინს გოგო,რით ვერ გაიგე ..-ვინ აცადა დამთავრება?!
-მასე „ეღადავე“ შენ დებილ გოგოებს!-იცით რა ხმაზე იკივლა მაღლაკელიძემ?!ყველანი შევხტით სკამებზე.ცრემლები,რომ დაინახა სახე მოერყა გაბრიჩიძეს.
მოუკიდებელი სიგარეტის ღერი მძიმედ დაატრიალა თითებს შორის და ცისფერი ძარღვი გადმოაჯდა კისერზე.
-ნია..-ამოილაპარაკა სერიოზული ტონით და ისე გადაიხარა მისკენ.
-შემეშვი და ხმა აღარ გამცე საერთოდ,არც მჭირდება შენნაირი მეგობარი!-ნიას ცრემლებს იმდენად დიდი ფონი ჰქონდა უკან ხმა ვერც ამოვიღეთ მე და ნინამ.
სკამი ფრთხილად გსაწია უკან და ნიას მუხლებთან დაიხარა.
-გაიმეორე რა მითხარი..-სიგარეტი კბილებსშორის მოიქცია და აცრემლებულ ნიას ნიკაპში ჩაავლო თითები,სახე ააწევინა და ისე დააცქერდა თვალებში მე და ნინამ ერთმანეთს მოვუჭირეთ ხელები.
-არ მინდა შენნაირი მეგობარი!-გაიმეორა გაბრაზებულმა ნიამ.
ისე გაეღიმა დათუნას ცოტა ამოვისუნთქენთ.
შუბლზე აკოცა და თითი ცხვირწინ დაუქნია.
-ბოდიში ნიაკო,ბოლო დიალოგი იყო ჩვენი „მეგობრული“.
წამოდგა და ნოდოს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ისე გავიდა აივანზე.
ბევრი აღარ მიყოყმანია უკან გავყევი.
-როგორ ექცევი დათუნა?
-სხვანაირად არ შეიძლება.-ამოილაპარაკა და მოაჯირს დააწვა სიგარეტის ღერი.
-ხომ იცი რომ მართლა ყველაზე მეტად უყვარხარ.
-ეგ,რომ ვიცი მაგიტომაც არ შეიძლება ელენა.
-არ ხარ შენ მართალი.
-მერხის დაქალს,როგორც გოგოს ვუყურო მაშინ ვიქნები?-მთელი კორპუსით შემოტრიალდა ჩემკენ და ისე შემომხედა მთელი ტორსი შემერყა.
-რა..?-ამოვიხრიალე მე.
-რა გეგონა ამდენი ხანი ვერ ვხვდებოდი მაგ ჩერჩერტს რომ მოვწონვარ?თქვენ თუ არ გეღადავებოდით ეგრე მაგასთან მისწორდებოდა?-მეორე ღერს გაუკიდა.
-გგონია მაგ საქციელებით შენ თავს გადააყვარებ?-გამეცინა გულწრფელად მე.-შეიძლება შეაძულო,მაგრამ გადაყვარებით ვერ.ბოლომდე დაკარგავ და გახლიჩავ ამ სამეგობროს მაგ ამბით,ჩემი ხელით მოგკლავ დათუნა გაბრიჩიძე მეორედ ნიაკო რომ ამიტირო.-საჩვენებელი თითი ცხვირწინ დავუტრიალე და სახლში შევედი.
ნიაკო უტას კალთაში იჯდა და ისიც ამშვიდებდა მთელი ძალებით.
ნიაკოს დედა უტას ნათლია იყო და მათ გაცილებით მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ვიდრე უტას და დანარჩენებს.
ყველამ უზომოდ ბევრი დავლიეთ.
მე ახალ ემოციას ვებრძოდი.
ნიაკო ძველს.
დათუნა თავის თავს.
ნინა და ნოდო გართობის დაუოკებელ სურვილს და ალბათ უტაც ებრძოდა რამეს.
ბოლოს ნოდოს ეჭირა გიტარა ხელში და ქართული „ესტრადიდან“ ასრულებდა „რეპერტუარებს“
ბოლოს რაც დამამახსოვრდა სკამზე ხელჩამოდებული უტა იყო,არეული მზერით და მომღიმარი სახით.წითელი ტუჩებით და ლოყებზე ჩაღრმავებებით,მაჯის საათით და ალკოჰოლში არეული საოცარი არომატით,რომელსაც დავიფიცები მხოლოდ ის იყენებდა მთელ თბილისში.(შემდგომში მხოლოდ მე ვარჩევდი ათი ათასში,ასშიც და მილიონ ათასშიც)
***
თბილისში ისე დავბრუნდით ნიას და დათუნას ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.
გოგონები ჩემთან დარჩნენ.
სახლში შესული არ ვიყავით სადარბაზოსთან,რომ ჩაიკეცა და სახეზე წვრილი თითები აიფარა.
ვისხედით სამივენი კიბეზე და ვტიროდით.
სახლამდე როგორ ავაღწიეთ აღარ მახსოვს.
ნინა სამზარეულოში ყავას აკეთებდა მე ნიას ვუვლიდი.
იმ ღამით ნერვიულობის ფონზე სიცხემ მისცა.
მე საშინღლად ვბრაზობდი დათუნაზე.
მთელი ღაამე გავუთენეთ.
დათუნას,რომ მივწერე სიცხე აქვს და ამოდითქო.
ტელეფონი გათიშა.
იმ მომენტში გაბრიჩიძე ახლოს,რომ მყოლოდა გეფიცებით ყველა წამების ხერხით ამოვხდიდი სულს ეს ბალერინა გოგო.
საშინლად მაღიზიანებდა მისი უდროო დროს გამოჩენილი ქართული მენტალიტეტი.
ის ღამე გადავაგორეთ.
დილით,რომ გავიღვიძე ნია საწოლზე იჯდა და ეწოდა.
-დავივიწყებ ელენა,გეფიცები ...-გამიღიმა და ფანჯრისკენ გაატრიალა თავი.
ბალიშზე მძიმედ დავუშვი თავი და გულმა ისე მიჩხვლიტა ვეღარ ამოვისუნთქე.
ვტკენთ,ხშირად ისე ვტკენთ საყვარელ ადამიანებს,ამას ვერც ვაცნობიერებთ და ხდება ისეც,რომ ეს ტკივილი მათ ისე ცვლით,რომ „საყვარელი“-ს სტატუსიდან „უცნობის“-ისაზე გადადიან.
**
1 კვირიანი „არდადეგები“ მქონდა სამსახურიდან.
ვიცოდი სრულიად ამოვარდებოდი ფორმიდან,მაგრამ ნიას ამბების მერე ეს 1 კვირა უბრალოდ მჭირდებოდა.
ვიჯექი ტელევიზორთან,რომელიც არც კი ვიცი რატომ ჩავრთე და ვუსმენდი სრულიად უინტერსო ახალ ამბებს,რომელსაც სპორტის რუბრიკით ასრულებდნენ.
მობეზრებულად ავიღე გადამრთველი და ის იყო უნდა გამომერთო,ნაცნობი სახელის მოსმენისას ხელი ჰაერში,რომ გამეყინა.
-გამოშვებას ფეხბურთის სიახლეებით ვაგრძელებთ,თბილისის „დინამომ“ ნაკრებში ახალი ფეხბურთელი აიყვანა,ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საამაყო უტა გიგანია,რომელმაც საფეხბურთო წვრთნები ინგლისში გაიარა.
უტას ინტერვიუს ვიღაც ახალგაზრდა გოგონა ართმევდა,რომელსაც დარწმუნებული ვარ ისიც კი არ ეცოდინებოდა რომ საქართველოს ნაკრებში კიარა უბრალოდ „დინამოში“ აიყვანეს.
რამდენჯერმე გაუმეორა,როგორი გრძნობა იყო „საქართველოს ნაკრებში“ თამაში და ამაზე გიგანსაც გაეღიმა.
ვერ გაამტყუნებდით ამ გოგონას,რთული იყო უტა გიგანის გვერდით მდგარიყავი და საღ გონებაზე გესაუბრა ასე „დაუბნევლად“.
საქართველოში სამუდამოდ დავბრუნდიო,რომ თქვა ყურებში წუილმა ლამის ტვინი გამიხვრიტა.
ეს არ იყო ის,რაც ახლა მჭირდებოდა.
ახალი ადამიანი და უცნობი გრძნობა,რომელიც კაცმა არ იცის რომელ ბალეტს მაცეკვებდა,რომელ სიმფონიაზე.
კარებზე კაკუნი,რომ გავიგე მაშინ აღმოვაჩინე,რომ დაპაუზებულ უტას ტელევიზორში უკვე 10 წუთია მივშტერებოდი.
გაუაზრებლად წამოვდექი და კარი გავაღე.
გაბრიჩიძე იდგა არაყის ბოთლით ხელში.
-ჯერ ძალიან ადრე ხომ არაა?-გამეცინა მე და სახლში შევატარე.
მისაღებ ოთახში „დაპაუზებული უტა“ სულ დამავიწყდა და დათუნას სიცილის გაგებისთანავე ისე მწარედ ვიკბინე ტუჩზე სხეული ამეწვა.
-აქ ვინ გყოლია,ტო!-იკეცებოდა დათუნა.
-ასეთი ჩასაბჟირებელი,რა არის?ტელეფონი მირეკავდა და დავაპაუზე.
-კაი,ერთი!-გაეცინა დათუნას და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში-ცუდად ვარ ელე..
-კაი,ერთი!-მივბაძე დათუნას და მის პირდაპირ დავიკავე ადგილი.
-მთელი ორი ღამეა არ მძინავს არ მეტყობა?-თვალებზე ორი თითი დაიჭირა და ოდნავ ქვემოთ ჩამოსწია,წითელი ხაზები მკაფიოდ რომ დამენახა.
-რატო დათუნა?მოხდა რამე?-თავი გავისულელე მე.
-არ იცოდე ვითომ..-ამოიბურტყუნა დათუნამ და არაყს ხელი დაავლო და თვალებით მანიშნა ჭიქები მომეტანა.
-ამ დილიდან არაყს რომ შეუდექი ბეჯითი ლოთივით რა წესია?-წარბები ავზიდე მაღლა და ისე დავდგი მაგიდაზე არაყის ჭიქა.
-ასე გინდა შემაკლა ამ სასმელს?
მობეზრებულად გადავატრიალე თვალები და მაცივრიდან დაჭრილი ხილი გამოვიღე.
სამი ჭიქა სულმოუთქმელად,რომ დალია მივხვდი,საქმე კარგად ვერ იყო.
-აღარ იტყვი რა გჭირს?
-ვუყვარვარ?-ამოიხრიალა და ისეთი თვალებით ამომხედა გული მიმეწურა.
-შენც ძალიან კარგად იცი ამ კითხვაზე პასუხი,ისიც იცი,რომ ნიას იმაზე მეტად ატკინე ვიდრე შეგეძლო!
-დამივიწყებს!-თქვა თავდაჯერებულად და მეოთხე ჭიქაც გადაკრა.
-დასავიწყებელს 3 წლის წინ დაგივიწყებდა.
ხველება აუტყდა და სული ძლივს,რომ მოითქვა საცოდავი თვალებით ამომხედა.
-3 წელია ?
-გაატარე რა დათა?!შენთვის მაგ გოგო ძალიან ზედმეტია,გითხრა სიმართლე?არც ერთ ასპექტში არ იმსახურებ ნიაკოს სიყვარულს შენი უაზრო მენტალობიდან გამომდინარე,ჰოდა ახლა იჯექი გამოცალე ეგ ბოთლი და ნიაკო ქორწილის მოსაწვევს „პახმელიაზე“ მოგაწვდის,არ ვაწყენინებო გადმოგცა.
-ელე შენც არ გესმის არა?!-იმედგაცრუებულმა ამომხედა დაცოტა არ იყოს შემრცხვა.
-დავიჯერო ოდნავადაც არ მოგწონს?აი სულ ოდნავ?
-ეგ იგივეა ახლა,რომ მკითხო დათუნა გაბრიჩიძე ჩემზე ოდესმე,როგორც ქალზე გიფრიქრიაო?!აიი,რანაირად ელე გამაგებინე?!რანაირად,ჩემთან ერთად გაიზარდეთ,ჩემი საცვლები გეცვათ ბასეინებზე,რომ გავიპარეთ ჩემი სოფლიდან,რას მეუბნები?რანაირად უნდა ვიფიქრო ნიაკოზე,როგორც ქალზე,რომელსაც..აი ვერც წარმოვიდგენ ხვდები?ჩემი ნიაკო იყო, თმებს ვუბურდავდი და იმდენს ვაწვალებდი,სანამ ტირილს არ დაიწყებდა, როდის მოასწრო ჩემზე სხვანაირად დაფიქრება ამიხსენით!და-ძმობის სადღეგრძელოს ხელებდახვეულები „ვახტანგურად“, რომ ვსვამდით გათიშული მთვრალები?რა ვიფიქრო,რომ ჩემთან რომ ეძინა სხვანაირად...
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!-მაქსიმალურად ჩავატიე მშვიდ ტონში უზომო გაბრაზება.-ქალიშვილი გოგოს მგსავსად ნუ იპრანჭები და ამ პოზიციას ასე ნუ ატრიალებ.ჰო,მაშინ შეუყვარდი ანაზე გაუბედურებული ნიას მხარზე რომ ათენებდი დღეს და ღამეს,ნიას გარდა არავის რომ არ გვიკარებდი და ნიათი, რომ გადარჩი ზოგადად!წარსულს აქ მხოლოდ შენ არ იმახსოვრებ,ხო შეუყვარდი და ამაში გასაოცარი არაფერია,ქალია დიახაც,ქალია და შენც კაცი ხარ მისთვის.ვერ გამოდექი „გაბას“ მსგავსი მეგობარი.ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა ღამის სამზე ოთახში,რომ აკითხავდი „მიშველეს“ ძახილით.მესმის,რთულია შენთვის ამის გააზრება, მაგრამ შენ ტონში მეორედ ამ შეუბრალებელ ნოტებს გაუშვებ ნიას გრძნობების მიმართ და სახეს ჩემი ხელით ჩამოგხსნი გაბრიჩიძე.!
ანას ხსენებაზე სახე მოერყა.
ხმა აღარ ამოუღია არაყის ბოთლი მთლიანად ჩაცალა და სიგარეტს გაუკიდა.
მე ვუყურებდი გაოცებული.
როგორ აქამდე არ წაიქცა-მეთქი.
მერე გავაანილიზე,რომ ვერ წაიქცეოდა .
იჯდა.
საღამო იყო უცხო ნომერმა,რომ დამირეკა.
-გისმენთ..
-ელენა,გამარჯობა უტა ვარ გიგანი..-ჩავიკეცე.
-გამარჯობა,უტა.
-ეგ ლოთი შენთან არის ხო?-ვატყობ როგორ ეღიმება,მერე ღიმილი გადამდებიაო და მეც გამეღიმა.
-ჰო,აქ არის..-ვთქვი და გათიშულ დათუნას გადავხედე,რომელიც ტელეფონში ანას ფოტოებს ათვარიელებდა.
-ბავშვები ამოვალთ ხო?
-ამოდით.
-ამოვიტანოთ რამე?
-ლიკანი.
კაიო და გამითიშა.
10 წუთში სრული შემადგენლობა იყო.
ნიას დანახვაზე ფერები გადამივიდა.
მოკრა თუ არა თვალი გაბრიჩიძის ტელეფონის ეკრანზე ანას ფოტოს მწარედ გაეღიმა.
საბრალო თვალებით დავაშტერდი და მანაც მიხვდა ჩემს სათქმელს.
„არაფერიო“ თავი გამიქნია და უტას გვერდით ჩამოჯდა სკამზე.
შეხვედრა იყო?
საოცარი.
ანას მერე პირველად მაშინ იტირა დათუნამ.
ადგილზე მოვკვდით მე და ნინა.
ყველა დავიძაბეთ უეცრად.
ნიას უყურებდა ჩაწითლებული,წყლიანი თვალებით.
-იცი შენ რა გააკეთე?-სუნთქვა შეგვეკრა ყველას,ნია ისევ უღიმოდა დათას.-ადექი,წავედით!-თქვა და წამოდგა.
-დათუნა დაჯექი მანდ..-გაისმა ნოდოს გამაფრთხილებელი ტონი.
-წამო.-წამოდგა ნიაკოც და მე და ნინას გაფართოებული თვალები დააიგნორა.
ნინამ გვანიშნა ხელი არ შეგვეშალა და გაგვეშა.
წავიდნენ.
არავინ ვიცით რაზე ისაუბრეს.
რა მოხდა იმ ღამით.
მთელი ღამე გადავათენეთ.
არც ერთმა აიღო ტელეფონი.
დილით ნიამ მომწერა სახლში ვარო.
დავიშალეთ.
ეგ იყო და ეგ.
***
დასვენების დღეები დამთავრდა და მაშინვე დაგვიბარეს ბალეტში.
აღვიჭურვე და ის იყო სახლიდან გასვლას ვაპირებდი ნუშამ,რომ დამირეკა.
ნუჩა დედაჩემია და ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაა(გონებით და გულით)
-მშვიდობა გაქვს ნუშ?-გამეცინა მე და კარში გასაღები გადავატრიალე,შევამოწმე ნამდვილად დაკეტილი იყო თუ არა და კიბე ჩავირბინე.
-დე,აქ ჩემი ძველი მეგობარი ვნახე მიშკა გიგანი-ტანში გამცრა გვარის გაგონებაზე.
-მერე..?-კიბის მოაჯირს მივეყრდენი და შუბლზე ხელი ნერვიულად გადავისვი.
-მისი უფროსი ბიჭიც აქაა,უტა.-ტემპერატურა საგრძნობლად ვარდება ჯერ მაღლა მერე დაბლა.
-მერე?
-რაიყო ელენა?ამ „მერეს“ მეტი არაფერი იცი დედიკო?-იცინის ნუშა.-რატომ არ მითხარი უტას თუ იცნობდი?
-გამომრჩა,განსაკუთრებული არაფერი.-ამოვილაპარაკე და ვიგრძენი,როგორ გამიოფლიანდა თითები.
-აქ არის უტა და მოგიკითხა.-იცინის ნუშა და ჩემი ნერვები სათითაოდ აწყდება ერთმანეთს.
-ჩემგანაც მოიკითხე.
-დედა ეს ბიჭი ხელიდან,რომ გაუშვა შვილობიდან მოგკვეთ!-იჩურჩულა ნუშამ და ჩემი ისტერიკის შიშით სწრაფად გათიშა ტელეფონი.
ტატამ იმ დღეს ლამის მცემა.
აქ არ ხარო.
როგორ ვიქნებოდი სცენაზე,როცა გონებით ნუშასთან ვიჯექი და ხელზე ხელს ვაჭერდი რაიმე ზედმეტი არ ეთქვა.
მართლა არ ვიცი ბედი დამცინოდა თუ ღმერთი,მაგრამ რეპეტიციის დასასრულს კართან უტას მანქანას და უტას მომღიმარ სახეს,რომ გადავაწყდი,მივხვდი,რომ უსაფუძვლოდ არ ვნერვიულობდი.
იდგა ხელებგადაჯვარედინებული და მიღიმოდა.
განა მინდოდა?ინსტიქტურად მეც გავუღიმე.
-დაღლილზეც ეგეთი ლამაზი როგორ ხარ?-თქვა და ჩემკენ წამოვიდა.
ერთი
ორი
სამი..
არა,აშკარად ისევ ფეხზე ვდგავარ.
-შენ აქ საიდან?-ჩემს წინ ასვეტილს ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე და ორი ნაბიჯი უკან გადავდგი.
-აქეთ ვიყავი და ვიფიქრე გავუვლითქო.-ჩემს საქციელზე გაეღიმა და ისევ მანქანას მიეყრდნო.
-საიდან იცოდი რეპეტიცია როდის დამიმთავრდებოდა?-თვალები დავაწვრილე მე.
-მთელი ღამე ხომ არ დაგტოვებდნენ ?-გაეცინა და მეორე ღერს გაუკიდა.
-მე მიცდიდი?-გამეცინა მე.
-ჩაჯექი წავიდეთ.
ინსტიქტურად მივიხედე ქუჩის მარცხენა მხრიდან მომავალი სილუეტისკენ.
ვიგრძენი,როგორ ჩამემსხვრა გულში,რაღაც და როგორ ვინატრე მიწა გამსკდომოდა.
„ელენას 50 ელფერი“,რომელიც არ შეიცავს არავითარ ეროტიკას და მთლიანად დაფუძნებულია ნერვიულობასა და ემოციებზე.
-ვა,ელე!-გოგონას ხელი ცივად მოაშორა და დაბნეული მზერა ჯერ მე მომაპყრო,მერე უტას.
-გამარჯობა..-ამოვიხრიალე მე და თავი ძლივს შევიკავე არ დავცემულიყავი.
-როგორ ხარ?-ლოყაზე ისე მაკოცა ადგილზე გავქვავდი,მხოლოდ უტას და იმ გოგონას დაკვირვებულ მზერას ვგრძნობდი და ტკივილს.დიდს და ბევრს.ისეთს,ძნელად რომ გიშუშდება.
-არამიშავს,კარგად...-გავუღიმე როგორც შემეძლო და ტუჩზე ვიკბინე ცრემლები,რომ არ წამომსვლოდა.მზერა გოგონაზე გადავიტანე და ისიც მიხვდა ისე გადახედა მის გვერდით მდგარს.
-გაიცანი ჩემი ცოლი,თიკა.-რა უნდა ვთქვა?!ან თქვენ რას იტყოდით?თქვენი ბავშვობის სიყვარული და მისი ცოლი,თიკა რომ აღმოგეჩინათ ქუჩაში.სახეზე დამეტყო ალბათ ყველა ემოცია.უტას საბრალო თვალებით გადავხედე.
-უტა გიგანი..-ხელი გაუწოდა უტამ სანდროს,მომენტი იყო?!ვინ იცის მერამდენედ მოვკდვი.
-ფეხბურთელი ხო?-გაუღიმა სანდრომ,მე ისევ მკვდარი ვარ.
-და ჩემი შეყვარებული..-ამოვიჩურჩულე და რომ გავიაზრე,რაც ვთქვი ენაზე ისე ვიკბინე მჟავე გემომ გულისრევის შეგრძნება დამიტოვა.საკუთარი ხელით გავითხარე საფლავი და უტაც შიგ ჩავიყოლე.ჯერ გიგანის განცვიფრებული სახე,მერე სანდროსი და ბოლოს ამ თიკასი.
-ვა,შეყვარებული ტო?-გაოცება ისე აღებეჭდა სახეზე,თავი შეურაცხჰყოფილად ვიგრძენი.
-ჰო,სანდრო..გამიხარდა შენი ნახვა,გვეჩქარება..-სწრაფად ვთქვი და მანქანას მოვუარე,როგორმე სადმე,რომ დავმჯდარიყავი და იქ გული არ წამსვლოდა.
-ნახვამდის..-ამოილაპარაკა და გზა გააგრძელა.ვიცოდი მოიხედავდა და ცრემლებს შევევედრე ცოტაც მოიცადეთთქო.მოიხედა,ჯერ უტა აათვალიერა მერე მე და ეჭვნარევი მზერით გააგრძელა გზა.
იცით რას ნიშნავს პირდაპირი გაგებით „დავიწვი სირცხვილით?“
მთელ ორგანიზმზე ცეცხლი მეკიდა და ვერ ვხვდებოდი ამას სხვა თუ ამჩნევდა ყინულიანი წყლით მაინც მომშველებოდა,იქნებ მშვველოდა.
მგონი ვერავინ ამჩნევდა მომღიმარი უტას გარდა.
ღმერთო,მერამდენედ უნდა ჩამაგდოს ამ ბიჭმა ასეთ სიტუაციაში?!
მერამდენედ უნდა გავაკეთო სისულელე,იმის გამო,რომ სანდროს კლანჭებიდან თავი დავიხსნა?!
ეგ რომ არ მეთქვა?!არ ვიცი,არც არაფერი მოხდებოდა.
ან რომ ვუთხარი ახლა რა მოხდა?!არ ვიცი,ალბათ არც ახლა მომხდარა რამე.
უბრალოდ ვთქვი.
თავადაც არ ვიცოდი ამით სანდროს რა დავუმტკიცე,ის,რომ მის შემდეგ მეც შევძელი ცხოვრების გაგრძელება თუ ის,რომ მაგარი ბიჭის შეყვარებული ვიყავი და გამუდმებული სიტყვები,რომ მასზე უკეთეს ვიმსახურებდი პირდაპირი გაგებით გავიგე.
ვერც საკუთარ თავს დავუმტკიცე რამე და ვერც სანდროს.
ახლა ყველაზე საცოდავ არსებად საკუთარი თავი წარმომედგინა და ამან უფრო დამთრგუნა.
თავი მუხლებზე დავიდე და ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა.
უფრო გამიჭირდა.
ახლა რაც მიშველიდა ცრემლები იყო,მაგრამ ყველაზე ნაკლებად უტას წინ ტირილს ვაპირებდი.
-მამაჩემს უნდა ვუთხრა..-დაიწყო მან სერიოზული ტონით და ისეთი სისწრაფით ავწიე თავი,უცებ ბრუ დამეხვა.
-ბატონო?-შევჰკივლე,როგორც შემეძლო ხმადაბლა და მის მომღიმარ სახეზე ცოტათი ამოვისუნთქე,ვიფიქრე იხუმრათქო.
-მამაჩემი ნუშას ახლო მეგობარია და ძალიან გაუტყდება ეს ამბავი,რომ დავუმალო..
-არ ვიცოდი მამიკოს ბიჭი თუ იყავი პირდაპირი გაგებით!-ამოვიზმუილე მე,როცა წარმოვიდგინე ნუშას ამაზე რა რეაქცია ექნებოდა,მერე სპექტაკლის დეტალებს როგორ მომაყოელბდა და მილიონჯერ დამცინებდა სიცოცხლის განმავლობაში.
-მამიკოს ბიჭი არ ვარ,არა!მართლა არ ვარ,უბრალოდ ჩემმა შვილმა,ჩემი მეგობრის შვილის სიყვარული რომ დამიმალოს მაგრად გამიტყდება.
კიარ მოვკვდი ან კიარ წავიქეცი(ფიზიკური მდგომარეობის გამო)შე’ვიკეცე.
ჰო,აი გულ-მუცელი შემეკეცა.
მეგონა ყველაფერი გაქრა წამიერად.
-გთხოვ,უტა!ყველაფერს აგიხსნი,სანდროსაც დაველაპარაკები თუ გინდა ოღონდ ეგ არ ქნა...-ამოვიტირე მე და ჯებირებს მოწოლილი სითხე ვეღარ შევაკავე.
ჩემს ცრემლებს,რომ წააყდა აშკარად ეცვალა მომღიმარი სახე.
-ელენა,ამომხედე..-ნიკაპზე წამავლო თითები და თავი მაღლა ამაწევინა.-თუ ჩემ შეყვარებულობას აპირებ,მე არ მინდა ვინმეს ან რამეს ვემალებოდე...-ტირილს უფრო ვუმატე და უნდა გენახათ თვალებიდან ცრემლებს ხელისგულებით რა სასაცილოდ ვიწმენდდი,ეს ახლა,თორემ მაშინ სულაც არ იყო ეგ ფაქტი სასაცილო.
-არ შეიძლება საიდუმლოდ რომ შეინახო?-ამოვისლუკუნე მე და ისე ავხედე მომღიმარ უტას.-მართლა შეყვარებულები ხომ არ ვართ?
-არ ვართ?ვინ თქვა რომ არ ვართ?რატო გამორიცხე?-პულსაცია ჯერ დავარდა,მერე ავარდა.
-უტა,არ ვხუმრობ მართლა არ მეცინება,ეს ბიჭი ჩემი ცხოვრების უამრავ წელს ითვლის და პლუს მთელ ბავშვობას.მეც არ ვიცი ამ ამაბვში შენ რატომ გაგრიე,მაგრამ არ ხარ ვალდებული ჩემი სისულელის გამო სრულიად უცხო გოგოს ეგ სტატუსი მოარგო,მაშინ როცა ცნობილი ხარ საკმაოდ ქალაქში..არ გინდა შენ ალაპარაკებული თბილისი და ოჯახური დრამები ამ ამბავში.უბრალოდ დავივიწყოთ,რაც იყო,იყო კაი?!ვითომ არც ყოფილა.
-ელენა-ისევ მიღიმის-როგორც შენ გინდა...ეგ მაინც დროის ამბავი იყო.-მანქანა დაძრა,ჩემ პულსაციას ვერ ვძრავდი,თორემ მანქანა მიდიოდა.
***
სანდრო არველაძე 5 წლის ასაკში გავიცანი.
საფრანგეთში.
ოჯახები ახლობლობდნენ და ერთ-ერთი ვიზიტის დროს პარიზში,სანდროს ჩემი თავი გააცნეს.
პირველად მაშინ მომეწონა,რომ მითხრა ლამაზი ლოკონები გაქვსო.
მაშინ ჩემი ჩალისფერი თმა უფრო „ჩალისფერი“იყო ვიდრე ახლა არის.
თვალის ფერიც არც ასე მუქად ჩანდა,როგორც ახლა.
იმის თქმა,მინდა,რომ მაშინ უფრო ლამაზი ვიყავი.
სანდრო მთელი სიზუსტით მახსოვს.
ყველა ნაკვთი და მიმიკა.
ყველა მოძრაობა,სიტყვა და ქცევა.
გაზუთხული ლექსივით ჩარჩა ჩემს ქვეცნობიერს.
მეორე ჩამოსვლისას,მე 7 წლის ვიყავი,ის 10-ის.
კარი,მაშინ შემოაღო მე ჩაიკოსვკის მუსიკაზე ბალეტს,რომ ვცეკვავდი.
სანდროს განცვიფრებულ მზერას,რომ გადავაწყდი და მონატრებულზე გულმა ისევ ისე დაიწყო აჩქარება,როგორც 2 წლით ადრე ლოკონების კომპლიმენტისას მივხვდი,რომ ეს ბიჭი მინდოდა.ჰო,აი ასე მინდოდა,მყოლოდა როგორც საკუთარი სათამაშო,არა ცუდი გაგებით.
უბრალოდ ჩემს საკუთრებაში მყოფი არსება,ნივთი თუ თოჯინა,არ ვიცი როგორც გინდათ ისე უწოდეთ,მე მინდოდა,რომ ის აღარ წასულიყო.სულ აქ მყოლოდა,ოცნებების და სიყვარულის ქალაქში.
2 თვით დარჩნენ.
ბებომ მთელი პარიზი ერთად მოგვატარა მე და სანდროს.
ის ზაფხული ყველაზე ძვირფას დროთა ნუსხაში ალბათ პირველი იქნებოდა.
ჰო,ალბათ იყო კიდეც.
მეორე წელსაც ჩამოვიდა და მესამე წელსაც.
მანამ ჩამოჰყავდათ,სანამ მეც იქ ვცხოვრობდი.
მერე მე ჩამოვედი სანდროსთან.
მაგრამ,მე მისგან განსხვავებით აქ დავრჩი.
სანდროსთან დავრჩი და უკან აღარ წავსულვარ.
მე და სანდრო ერთ კორპუსში ვცხოვრობდით.,
მე ისევ აქ ვცხვრობ,ის აღარ.
სანდროს სკოლაში შემიყვანეს და სანდროს მამას დავყავდით ორივენი დილაობით.
ცხოვრების ყველა ეტაპზე მახსოვს არველაძე.
დაყწებული „სახამებლიანი“ პერანგებით დამთავრებული შავი მანტოებით და ნულზე დაყვანილი თმებით.
მე სადრო მიყვარდა,მხოლოდ ის და მეტი არავინ.
სანდროს ბევრი უყვარდა.
არ ილეოდა მისი თავგადასავლები.
რატომღაც იმ „ძმაკაცად“ ჩამთვალა,ვისთანაც „მოსულა“ გოგოების „თემებზე“ საუბრები.
ჰოდა,წლების განმავლობაში ასე ვუსმენდი სანდროს გოგონების ამბებს.
მანამ,სანამ ჩემს დაბადების დღეზე ატირებულმა არ გამოვაცხადე,რომ მიყვარდა.
მიყვარდა ბოლომდე,მთელი არსებით და მტკიოდა ყველა „ძმაკაცური“ სიტყვა თუ ჟესტი მისგან.ნოდო და დათუნა გადამერივნენ.ნინა ძლივს მაწყნარებდა,ნიამ სანდრო გააცილა და მწარედ გააფრთხილა,აღარც გაბედო მის ცხოვრებაში გამოჩენაო.
აღარც გამოჩენილა.
მაშინ 18-ის ვიყავი.
მას შემდეგ 5 წელი გავიდა.
5 წლის განმავლობაში მე სანდრო 5-ჯერაც არ მინახავს.
დედამისთან გადავიდა საფრანგეთში.
ერთხელ,შემოდგომას ვნახე.
ქუჩაში გვერდი ისე ამიარა ვერ მიცნო.
მე ტირილი მინდოდა.
არ მიტირია.
ყველაზე ამაყი გოგო ვიყავი,რადგან თავს დავაჯერე,რომ თუ ცრემლები შევიკავე,ანუ საკუთარ თავზე და სანდროზე გავიმარჯვე-თქო.
რას წარმოვიდგენდი 23 წლის ასაკში ისევ სანდრო თუ მომერეოდა და მსგავს სისულელეს ჩამადენინებდა.
ჰო,აი,ამას მართლაც,რომ ვერ წარმოვიდგენდი.
საკუთარმა თავმაც გამაოცა,სანდროს რა მოვთხოვო?
ახლა სანდრო თიკას ქმარია.
პროფესიით არაფერი.
მე ბალერინა ვარ,ხელოვნებათმცოდნეობა ჩემი მეორე პროფესიაა,რომელსაც ვფიქრობ გამოყენება ისევე არ უწერია,როგორც სანდროს არარსებულ დიპლომს.
მას თიკა ჰყავს მე არც არავინ.

***
სახლის გზას რომ გადაუხვია,ცოტა შევშფოთდი,მაგრამ ხმას როგორ გავიღებდი?!
პაიჭაძის სახელობის სტადიონზე,რომ ავღმოჩნდით პირდაპირი გაგებით დავდუმდი.
-სტადიონის დავცას სერიოზულ ფულს ვუხდი,ხოლმე ნებისმიერ დროს რომ შემომიშვან.რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო პირველს ამ ხალხს ვნახულობ და მერე ოჯახს.-გაეცინა მას და მოედნისკენ დაიძრა,მეც უკან ავედევნე.-ინგლისში ამაზე გაცილებით დიდებია,გერმანიაში უფრო დიდები და ასე დაუსრულებლად.თბილისის პირობაზე ესეც „ასწორებს“.იცი ამის მუღამი?-როგორც იქნა მობრუნდა და თვალებში ჩამხედა.
უარის ნიშნად თავი გავუქნიე.მისი თითები ჩემსაში ახლართული,რომ ვიგრძენი შემაკანკალა.
-გასწავლი,-მითხრა და მოედნის ცენტრისკენ წამიყვანა,პირდაპირ ცენტრში გაჩერდა და უცებ დაჯდა,მეც მას მივყევი.-დაწექი და მოდუნდი.-თვალები ისე გავაფართოვე უტა სიცილისგან გაწითლდა.მინდოზე იწვა და მაღლა იყურებდა სრულიად მშვიდი და მომღიმარი სახით.მეც მას მივბაძე და მის გვერდით დავიკავე ადგილი.-აქ ფიქრის მუზები სხვანაირად მოდიან,აი ბოლომდე მარტო ხარ და დაცლილი,აქ ისეთები უნდა გაიფიქრო და მერე ჩაიფიქრო,აქედან სავსე უნდა გახვიდე,სხვანაირად სტადიონი ღამით მის დანიშნულებას კარგავს.ახლა ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე.
ფილტვებში ჩასუნთქულმა ჰაერმა თითქოს ყველა ემოცია წამიერად გააქრო.
სუფთა ფურცელს ვგავდი.
სამარისებული სიჩუმე იყო და ეს ფონი ამ სიტუაციას უფრო მისტიურ ელფერს სძენდა.
არ ვიცი ასე რამდენხას ვიწექთ.
ერთმანეთის სიჩუმე ერმანეთისათვის არ მოგვიპარავს.
ან არ ვიცი,შეიძლება ვერ მოვპარეთ.
მერე როგორ იყო ეგ არ მახსოვს,უცებ მომინდა მისთვის შემეხედა.
მაინტერესებდა როგორი იყო დაცლილი უტა გიგანი.
მართალია არც სავსე მინახავს,მაგრამ ალბათ ცარიელი უფრო საინტერესოა ადამიანი.
ყველა ემოციისგან თავისუფალი,რომ არის და იმ დედაბუნებას ბოლომდე,რომ გრძნობს რაც შემოქმედმა 2000 წლის წინ მის წინაპარს აჩუქა.
ჰოდა გავხედე.
იღიმოდა.
გითხრათ?
რა ვიცი როგორ გითხრათ?
სამყაროში ყველაზე მეტად მას უხდებოდა ეს ღიმილი,მშვიდი და დინჯი.
ალბათ ისეთი,როგორიც თავად უტა იყო.
თავის გატრიალება აღარც მიფიქრია,ისე მივშტერებოდი,როგორც ოროსანი ბავშვი წიგნს,რომელშიც გაკვეთილი უნდა ესწავლა და ვერ ან არ ისწავლა.
დასჯილივით,ცოტა შერცხვენილი ელემენტებით გაჯერებულ მზერას პირდაპირ მისი სახისკენ ვგზავნიდი,სანამ არ შემაბარბაცა და როგორც ქართველი ქალი მსახიობის ეტალონი სესილია თაყაიშვილი ამბობს ფილმ-„ცისფერ მთებში“ „აი,კიდევ შემაქანა..“
პირდაპირი გაგებით გავქანდი და გამოვქანდი.
ოღონდ ეს მე ვიყავი თუ ჩემს შიგნით ავსებული „დაბრუნებული“ ემოციები არ ვიცი,ვერ გეტყვი.
ჰო,ალბათ ასე ხდება იმ შეხებას,რომ გრძნობ რასაც ყველაზე ნაკლებად ელი.
და მისი თითები ჩემ თითებში ისე ახლართულიყო.
მე და ის ისევ, სტადიონზე ვიწექით, ისევ ჩუმად.
და არ ვიცოდი ამას როდემდე ექნებოდა გაგრძელება,მაგრამ მომწონდა,ის რომ საწინდარი ჰქონდა.
მერე?!
ალბათ მეც გამეღიმა,არ მახსოვს.
ჰო,გამეღიმა.
ასე ვიყავით მანამ სანამ ჩემი ტელეფონი პირდაპირი გაგებით არ ააფეთქა ნინამ.
-ჰო ნინ..-ჩემი ხმაც კი ვერ ვიცანი.
-შენ და უტას შორის რამე ხდება და მე მიმალავ?-მის ხმაში სიბრაზის და წყენის ნოტებმა,რომ გაიელვა მივხვდი,წინადადებას უნდა ჩავკვირვებოდ და შინაარსი გამომეტანა.
-რა მე და უტა ნინ?-გამეღიმა მე და 2 საათის ან არ ვიცი რამდენი საათის წინანდელი,რომ გამახსენდა თვალები ისე სწრაფად გავახილე,ნებისმიერ მკვდრეთით აღმდგარს შეშურდებოდა ჩემი რეაქციის,სწრაფად წამოვხტი და აქეთ-იქეთ სიარული დავიწყე-რაო?რათქვი..?
-თიკა ჩადუნელი ზის „ლოლიტაში“ და მის სადაქალოს უყვება,რომ თურმე მისი ყოფილის მეგობარი უტა გიგანის შეყვარებულია და გაგიკვირდება და შენი სახელის და გვარის გაგებამ ყურის სასმენი აპკი დამიზიანა!-ცოტაც და კივილზე გადავიდოდა ნინა,მაგრამ ნინას ტონს ვინ დაეძებდა?!ახლა ჩემს ცაზე შავი ღრუბლები თავს იყრიდნენ და მე აქ სტადიონზე წამოწოლილი რელაქსს „ვაწვებოდი“.
ნინა როგორღაც დავამშვიდე და ანერვიულებულმა გადავხედე უტას,რომელიც სივრცეში იყურებოდა.
-ამ ამბავს გაგრძელება ექნებოდა და იმედია ამის გააზრებაში დიდი დრო არ წავა ხო ელენა?-ისე ჩაილაპარაკა არც შემოუხედავს.
-აფექტურ მდგომარეობაში ეგ ვერ განვსაზღვრე.-ვთქვი ისევ ოროსანი ბავშვის პოზიციაში მყოფმა.
-იცი რა მიკვირს?აი,ამ ყველაფრისგან პანიკას რატომ წევ?-მზერა ჰორიზონტიდან ჩემზე გადმოიტანა და აი, „კიდევ შემაქანა“.-ხომ თქვი?ხომ გაბედე და თქვი?! ახლა რა პრობლემაა?შეყვარებული მყავს?საცოლე?ხომ,იცი რომ ბოლომდე აქ ვიქნები,უხერხულობის ან პატივისცემის გამო არა,ელენა!შენ ამას ძალიან კარგად ხვდები,რის გამოც.ასე არ არის იცი?ყველაფერს ვერ აურევ და მერე ისევ გემოზე ვეღარ გადააწყობ.ჭადრაკი გითამაშია?!არ ვიცი შენთვის პაიკი ვარ თუ მეფე,მაგრამ ჩემი ფიგურა იმ კონკრეტულ ადგილზე დადე,საიდანაც ყველა გზა ჩაკეტილია,ახლა უბრალოდ თამაში უნდა გააგრძელო ან იგებ ან აგებ ჭადრაკი ეგეთია.
ვუსმენდი დადუმებული და მის შეფარულ ფრაზებში მთავარი სათქმელის დანახვას ვცდილობდი.ის ახლა მის თავს მთავაზობდა,მე მოთამაშე ვიყავი ის კი მის თავს ფიგურად ასაღებდა,ჰო,აი,ასე ასაღებდა.და გეფიცებით მართლა ვერ ვხდებოდი ეს მას რაში სჭირდებოდა.
-რახან დაიწყე,ბოლომდეც უნდა გახვიდე.იცი რა?!-გაეცინა და სიგარეტს გაუკიდა.-მე ცოტათი კონსერვატორი ვარ,მგონია,რომ ყველაფერს რაც სამყაროში ხდება თავისი მიზეზი აქვს.დღეს ნუშას ჩემს სახლში მოსვლასაც მისი მიზეზი ჰქონდა და ჩემი 2 საათი ცდას ოპერასთან თავისი.შემთხვევით ადამიანები ქუჩებში არ გამოდიან,თავიანთი მიზნები აქვთ და მიზეზები რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს.არც ის ბიჭი ყოფილა იქ შემთხვევით და არც დამთხვევები არსებობს ... არ ვიცი სამყაროს ვერტიკალურად უყურებ თუ შენთვისაც ბრუნავს,მაგრამ მე მომწონს სასწაულები და მჯერა ყველა სასწაულს თავისი დანიშნულება აქვს.
-ამით რისი თქმა გინდა?ჩემი სულელური შურისძიება,რომელიც არც კი ვიცი რამ მომაფიქრა იმ მომენტში, ვიღაცამ მაღლა,ბედისწერის „ნოუთებში“ ჩაწერა?-ნერვიულად გამეღიმა მე.
-გააზრებულად რომ გაგეკეთებინა ალბათ არ ვიფიქრებდი,ყველაფრის მიზეზი შენი გაუაზრებლობაა,ქვეცნობიერის ძახილი,როგორც ფროიდი ამბობდა ხოლმე.წამოცდენები და მათი წყალობა ადამიანებზე!-გაეცინა უტას და იმ მომენტში მეგონა,ჩემს წინ სრულიად შეშლილი პიროვნება იდგა.მეგონა რა?!იყო კიდეც.
-უტა რა მთავაზობ?-სახის კუნთებს ვერ ვიმორჩილებ მე.
-იმას რასაც შეხვედრის წამიდან.საკუთარ თავს ელენა.
-საკმაოდ დიდები ვართ ჩემ სისულელეზე ურთიერთობა ავაგოთ ამდენად მცირე დროში.
-არ გიფიქრია,რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობ?-თავისსავე სიტყვებზე გაეცინა გიგანს.
-ფიქრებით თუ ასეთ სავალალო შეცდომებს ვუშვებ ფიქრის გარეშე ალბათ...-აღარ დავასრულე მე.
-ელენა,შენ ყველაზე სასაცილო გოგო ხარ ამ სტადიონზე.-იცინის ის და ძლიერ მკლავებს ნაზად მხვევს მხრებზე.სხეულში ციებ-ცხელება მეწყება.ის ამას გრძნობს და უფრო უმატებს სიცილს.
***
ჩემი და უტას ამბები სამეგობროში ნიას ამბავმა „გადაფრა“.
ღამის 3 საათზე სახლში კაკუნი,რომ „ატყდა“ და საწოლიდან ლამის გადმოვვარდი სახლში სრული ცუნამი,ტორნადო თუ ტაიფუნი..აი ყველაფერი ერთდროულად დატრიალდა ჩემოდნებიანი ნია,რომ დამხვდა აცრემლებული თვალებით.
„მიშველეო“ ამოიჩურჩულა და კედელს მიეყრდნო.
სწრაფად შევიტანე სახლში ჩემოდნები და ნიაც „შევიყოლე“.
იჯდა დივანზე სრულიად განადგურებული და გაურკეველი მიმართულებით იკარგებოდა მისი მზერა სივრცეში.
„რახდება“-ს კითხვა ვერ გავბედე და იქვე ჩამოვჯექი სავარძელზე.
ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი ნერვიულობისგან.
-სახლიდან გამომიშვეს..-ამოიხრიალა და მაგიდაზე დადებული ჭიქიდან წყალი მოსვა.-ვერ აიტანეს „ნამუს ახდილი“ შვილი..-ისე გაეცინა წამით მეგონა გააფრინათქო,მერე ნათქვამი,რომ გადავხარშე ხველება ძლივს შევიკავე,ლამის დავიხრჩვი.-შენც შეგრცხვება..?-სივრციდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და ადგილზე მომკლა.
-ნია რას იძახი?-ამოვიკნავლე მე და მისკენ გადავიხარე.
-ბავშვს არ მოვიშლი..-თავი გადააქნია და ცრემლიანი თვალები ხელისგულებით შეიმშრალა,გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.ვერ ვაანალიზებდი ამ წამს ჩემს ირგვლივ რა ხდებოდა.
-ნიაკო,რა თქვი?-ამოვიხრიალე და მის მუხლებთან ჩავჯექი.
-ორსულად ვარ..-ჰაერი ღრმად შევისუნთქე და ვეცადე მაქსიმალურად მშვიდი რეაქცია მქონოდა.
ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე,მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი,ვიცოდი ერთი არასწორი ნაბიჯი და ნიას გავანადგურებდი.ახლა ყველაზე ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი,მისთვის ყველაზე ზუსტი და სწორი სიტყვები უნდა შემერჩია.
თავი ძლივს შევიკავე ტირილი არ დამეწყო.
-ჩემი ბინა ორ ოთახიანია,ერთი ოთახი ნუშასია,მაგრამ ნუშა მის აგარაკს წყნეთში ვერ ცილდება,ჰოდა გავასახლოთ!-დავიწყე ნერვიულად.ის გაოცებული მიყურებდა-სახლის მიტოვებისთვის დავსაჯოთ და ჩვენდა სასიკეთოთ გამოვიყენოთ ეს ამბავი,ბოლობოლო ოცნება აგვიხდა და ერთად ვიცხოვრებთ!მე შენ და ჩვენი ბაჭია!-ლაპარაკის მომენტში უფრო ვაანალიზებდი ყველაფერს და ბედნიერებაც ჩუმად იპარებოდა ჩემს ხმაში,ბოლოს აჟიტირებამდე მივედი და ნიასაც გაეღიმა.-რა მაგარია ნიაკო?!ბავშვს სამი დედა ეყოლება!სამყაროსთვის რაღაც ახალია,ორი დედა გაუგიათ მაგრამ სამი?!ჯერ არა,ჰოდა წარმოიდგინე ჩვენი ბაჭია სკოლაში რომ იტყვის სამი დედა მყავსო რა სახე ექნება მასწავლებელს!-ნია ხმით იცინოდა,მე უფრო გავერთე მომავლის ხატვაში.
ოთახში დავაბინავე და მასთან ერთად დავიძინე.
ახალი ცხოვრება იწყებოდა.
და ამას ყოველი წამიდან ვგრძნობდი,რომელიც მომავლიდან,აწმყოში,აქედან კი წარსულში გადადიოდა დროის მატარებლით.
ბაქანზე არც ერთი მათგანი არ გაჩერებულა.
მირბოდნენ სადღაც მიეჩქარებოდათ,თითქოს უფრო „სერიოზულ“ წამებს უთმობდნენ გზებს.
***
ამ ამბებიდან 2 დღის შემდეგ ნინას დაბადების დღე იყო.
ყველა ვემზადებოდით.
რადგან დასვენების დღეების მწირი რაოდენობა გვქონდა დაკავებულ ხალხს გადავწყვიტეთ ჩუმად აგვეყვანა ყაზბეგში.
ეგ როგორ მოვახერხეთ მეორე ამბავია,მაგრამ მთავარი იყო,რომ ჩავბარგდით და წავედით.
ნიამ აიჩემა უტას მანქანაში ჩავსხდეთ ნოდოსთან არ მინდაო.
დახუთულობას დააბრალა,მაგრამ რას მასწავლიდა?!
იმ მანქანაში გაბრიჩიძეც იჯდა.
გაფიქრებაც არ მინდოდა,რომ ბავშვის მამა დათუნა იყო.
ამის გაფიქრებაც არ მინდოდა და ვცდილობდი არც მეფიქრა.
მე და დათუნას ურთიერთობა საგრძნობლად გაგვიფუჭდა.
ვერ ვეგუებოდი მის ასეთ „არა’დათუნასნაირ“ საქციელს და არც ვმალავდი.
თვითონ აშკარად ვერ ხვდებოდა მიზეზს და ყველა ლაპარაკის მცდელობაზე,პასუხად ჩემ სიცივეს იღებდა.
მანქანაში ჩავსხედით თუ არა სარკიდან გადმომხედა უტამ.
-წინ არ დაჯდები?
-ბატონო?-ისე დავიბენი სახელი,რომ გეკითხათ ვერ გეტყოდით.
-გადმოდი,წინ.-მანქანას არ ძრავდა ცოცხალი თავით.
-რატო?აქაც კარგად ვარ..-ამოვიბურტყუნე და ის იყო ნიას ჩემს კალთაში თავი უნდა ჩაედო მანქანის კარი გაბრიჩიძემ,რომ გამოაღო და თავით მანიშნა წინ გადადიო.
ან მე რა უნდა მექნა ან ნიაკოს?
ჰოდა ვისხედით ასე გატრუნულები,“კი,არა“-ს კომბინირებულ პასუხებს ვცემდით დასმულ კითხვებს და ჩუმად ვუსმენდით ბიჭების „მიკიბ-მოკიბულ“საუბრებს.
მე სირცხვილი მახრჩობდა,ნიას ალბათ ტკივილი და ბრაზი.
ყაზბეგის ტერიტორიაზე,რომ შევედით უკვე საკმაოდ ბნელოდა.
უკან მივიხედე,ნიასთვის რაღაც უნდა მეკითხა და ნანახმა წამიერად დამადუმა.
ერთმანეთზე „გადაწოლილებს“ ეძინათ,ისე თითქოს აქაოდა მე ველოდები შვილს უტასგან და ასე ვმალავდით ამ ამბავს სამყაროსგან,როგორც ესენი.
უტას ჩემს სახეზე გაეღიმა.
მე უფრო დავიძაბე.
-მალე ჩავალთ?-ვიკითხე ჩუმად.
-გეჩქარება სადმე?
-მალე მინდა ჩასვლა,სად უნდა მეჩქარებოდეს?
-რატო იძაბები ელენა?-ისე გადმომხედა,რომელი დაძაბულობა?ძვალი არ მექნებოდა ორგანიზმში ხელი,რომ მოეკიდა ვინმეს ხორცის ტომარა ვიქნებოდი,აი,ასე აქედან-იქით გადავედე ვერც ვერაფერს გავიგებდი.ჩვეულებრივად დავხორცდი,იმდენად მოვდუნდი,ცოტაც და გავქრებოდი.
-მე ვიძაბები?-ამოვიფრუტუნე მე.
-იმ ამბის გამო თუ ხარ აღარავის ახსოვს,დაიკიდე..-გაეცინა ისევ და ცხვირზე ხელი ისე დამკრა ადგილზე შევხტი მოულოდნელობისგან.
-მეც აღარ მახსოვდა..-ვიცრუე ბოლომდე და ფანჯარაში გავიხედე.
-ჰოდა,მოდუნდი არაა საჭირო ეკლებზე ჯდომა ჩემთან ყოფნისას.
-რას იგონებ?-ავნერვიულდი მე.
-არაფერს,ელენა.მინდა ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობდე,მშვიდად და არა დაძაბულად.შეყვარებულები ვართ ბოლობოლო!-თქვა ბოლო წინადადება და ჩემს „ჩქმეტებს“ ბეჭებზე ღირსეულად შეეგება.
-აი,რა წესია?საერთოდ არ მეგონე ასეთი ბიჭი!-გავბრაზდი მე.
-უკეთესი გეგონე თუ უარესი?-თვალები დააწვრილა მან.
-საერთოდ არ მეგონე არანაირი!-ვთქვი კოპებშეკრულმა და მისი სიცილი კიდევ ერთხელ დავაიგნორე.
ყაზბეგში ულამაზეს სასტუმროში დავბინავდით და დაველოდეთ ნინას როდის ჩამოიყვანდა ნოდო.
დათუნამ საქმე მაქვსო და თვალები ისე დამიბრიალა,რომ არ გავყოლოდი ადგილზევე მომკლავდა.
-აბა გამოუშვი..-თქვა და მოაჯირს მიეყრდნო.
-იცი ყველაზე ცუდი რა არის?-დავიწყე მე მთელი მონდომებით.-როცა ადამიანში შეცდი,მე თამამად მეთქმის,რომ შენში შევცდი!-ვუთხარი და გასვლას ვაპირებდი მისმა საშინლად სუსხიანმა ხმამ ადგილზე,რომ გამაქავავა.
-მეორედ,მსგავსი ტონით უმიზეზოდ ასეთ სიტყვებს მეტყვი და ჩათვალე შენთვის მკვდარი ვარ ელენა კვაშალო!-სიგარეტს გაუკიდა და თვალებში ეჭვით ჩამაშტერდა-გისმენ,სად გაგიცრუე იმედები ასე მწარედ გაგებაშიც,რომ არ ვარ?!
-შენ გამო ჩემი დაქალი სახლიდან გამოაგდეს და ახლა მარტოხელა დედის ურთულესი გზა ოჯახის გარეშე უნდა გაიაროს,სად დააშავე?სად გამიცრუე?-ხმას ვერ ვიმორჩილებდი მე-შენ ყველაზე ცუდი ბიჭი ყოფილხარ დათუნა,პასუხისმგებლობის აღება..-ვინ დამაცადა?!
-რაო?გაიმეორე,რაა?!-ისეთ ხმაზე იღრიალა სასტუმროს მეპატრონეს კალამი გაუვარდა პირველ სართულზე ხელიდან(საიდან ვიცი,და ვიცი!)
-თავს ნუ იდებილებ რა!-უარესად გავრბაზდი მე.
-ელენე თუარ გინდა ახლა აქ მეორედ მოსვლა მოვაწყო წესიერად ამიხსენი რა პასუხისმგებლობა და ნია სახლიდან რატომ გამოუშვეს!
-შენ ...რა...-თავში მეგონა ურო ჩამცხესო,მემილიონედი ალბათობაც,რომ დავუშვი,რომ ბავშვის მამა შეიძლებოდა დათუნა არ ყოფილიყო.-ნია ორსულადაა...-ამოვულუღლუღე მე.-შენგან სხვათაშორის!-ეს რა ძალამ მათქმევინა,არ ვიცი,მაგრამ იმ მომენტში მეგონა ამით ეჭვებს შემოპარვის საშუალებას არ მივცემდი და ნაკლებად დავიტანჯებოდით მე,დათუნა და ნიაკო.
-ეს თვითონ გითხრა?-ნერვიულად გაეცინა დათუნას და შევატყვე,როგორ დაასხა ცივმა ოფლმა.
-თვითონ არ უთქვამს,მაგრამ...
-არ დამენახო ელენე კვაშალო!-მიყვირა ბოლო ხმაზე და აი,აქ კი ნამდვილად დამეცა ურო.-შენ,გეგონა მე და ნიას ურთიერთობა გვქონდა და მე ასე დავტოვე?!გგონია ამ დონის ნაბიჭ%რი ვარ?!შენ,ბავშვობიდან მიცნობ,გოგო,შენ თუ ეჭვი გეპარება ჩემ ადამიანობაში,კაცობაში და ზოგადად ყველაფერში ვის რა მოვთხოვო?
-დათუნა..-ამოვიტირე მე და იქვე სკამზე მძიმედ დავეშვი,მივხვდი ახლა ან უპატიებიელი შეცდომა ჩავიდინე ან ..ან მეც არ ვიცი.ყურები დამეგუბა,მეგონა გულიდან სისხლი გამოწურესო და ახლა ორგანიზმში ყველაფერი გაჭერებულიყო.საფეთქლებზე მეგონა ცეცხლი მეკიდა.
დათუნა ისიტყვოდ გავიდა აივნიდან.
არ მახსოვს ასე რამდენი ხანი ვიყავი.
ბოლოს რაც ვიგრძენი
რამაც მაგრძნობია,რომ ჯერაც გონზე ვიყავი
გიგანის ხელები იყო.
ისე ძლიერად მომხვია მისი მკლავები,ისე ძლიერად...მეგონა ამოვისუნთქე.
მეგონა დათუნას გასვლიდან ამ წამამდე სუნთქვა შეკავებული მქონდა.
მეგონა ორგანიზმში არცერთი საღი ორგანო არ მქონდა შერჩენილი მოწოლილი ნერვიულობისგან.
უტას ხელებმა მაგრძნობინა,რომ თურმე მქონდა.
თურმე აქ ვიყავი და ეს ყველაზე ცუდს(არ ყოფნას)სჯობდა.
-ოთახში არიან და საუბრობენ,ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,ზუსტად ვიცი ამ ამბავსაც ექნება მისი დადებითი და გინდა არ გინდა შენც იქნები ამ დადებითის ნაწილი..-მიჩურჩულა ყურთან და მე სიამოვნებისგან ტანში გამცრა.
-ეს არ გამამართლებს..-ამოვიტირე მე და ცრემლიანი თვალები მისას გავუსწორე.
-შემახსენე გასასამართლებელი რა გჭირს?მე,რომ ატირებული,სახლიდან წამოსული თანაც ორსული მეგობარი კართან მომდგომოდა,არც მე მოვზომავდი სიტყვებს,იმ ადამიანთან მიმართებით,ვისაც ეს სიტყვები ყველაზე ლოგიკურად ეკუთვნოდა..
-საქმეც ეგაა უტა,არ ეკუთვნოდა.მე ხომ ვიცნობდი დათუნას?მე არ უნდა შემშლოდა,უბრალოდ ნიას ვერ გავუბედე მეკითხა...მეგონა იმ ღამით,რომ წავიდნენ..
-ელენა,ნუ ტირი ტყუილად ამ საქმეს ეშველება გესმის?არაფერი ალოგიკური არ გიფიქრია,შენი მოვალეობაც იყო ნიაზე გეფიქრა იმ მომენტში,რომელსაც უფრო სჭირდებოდა შენი ზრუნვა ვიდრე დათუნას ან ნებისმიერი ბიჭის კაცობას,სინდისს ნამუსს და პიროვნულ ეთიკას,რომელსაც შენდაუნებურად მიაყენე შეურაცხჰყოფა.მორჩი,დათუნა არ იცი?!გაბრაზდა ჩემზე როგორ იფიქრაო,თორე გადაუვლის,მეც დაველაპარაკები,ზუსტად ვიცი ნიაც...შენც დაუყვავებ და ეგაა!-გამიღიმა მან და ცრემლიან ლოყაზე ნაზა მაკოცა.-არ იტირო რა,არ მაცემინო ეგ ბიჭი,ვინაა ჩემ შეყვარებულს,რომ ატირებს?-სიცილს უმატა ჩემს გაბრაზებულ სახეზე და კიდევ უფრო ახლოს მიმიკრა გულზე.
ნოდოს 12ზე უნდა ჩამოეყვანა ნინა,ჩვენი სიურპრიზი რომ გამოსულიყო.
ეზოში ამინდების გამო ვერ „გავიშლებოდით“.
ნაწვიმარი იყო და არ გამოვიდოდა.
სამაგიეროდ უზარმაზარი ვერანდა დავიკავეთ.
სასტუმროს პერსონალიც დაგვეხმარა ვერანდის მოწყობაში.
მე და ნია ხმას არ ვიღებდით.
თითქოს უჩვეულო ემოცია დასთამაშებდა სახეზე.
მე ვერაფერსაც ვერ ვხვდებოდი.
დათუნა და უტა შიგნით ისხდნენ.
უტა რაღაცას უხსნიდა ხელებით,ფეხებით.
დათუნა ისევ კოპებშეკრული იჯდა.
რამდენჯერაც ჩვენი მზერა ერთმანეთს გადაეყრებოდა,წარბებს უფრო ჭმუხნიდა და მე სიცილს ძლივს ვიკავებდი მის ასეთ გამომეტყველებაზე.
ბოლოს ასე მაშინ გავაბრაზე ბებიამის,რომ გავუმხილე დათუნა კარაქიან „ჯარისკაცებს“ (პურებს)გამათბობელის უკან მალავს ყოველ დილითთქო.
მაგრად მოხვდა დათუნას,მერე მე მომხვდა დათუნასგან 1 კვირიანი სადამსჯელო „გაბუტება“
11 იყო,1 საათიც და ნინას ჩამოიყვანდა ნოდო.
ვისხედით მე და ნია აივანზე.
-მაპატიე,უნებურად გავთქვი შენი საიდუმლო,ვიცი ჩხუბის ღირსი ვარ...-ამოვილუღლუღე ოროსანი ბავშვივით და დაველოდე ნია „მასწავლებელი“ როდის დამტუქსავდა.
-შემპირდი,რომ არასდროს მკითხავ მამა ვინ არის..-ამოიხრიალა ნიამ.
-დათუნა არ არის,გინდ დაიჯერე და გინდ არა,გამიხარდა!ჰო,მთელი ეს დრო ნიაკო ლამის გული მიმეწურა,რომ წარმოვიდგენდი ჩემთან ერთად გაზრდილი დათუნა გაბრიჩიძე ამის „მკადრებელი“ იყო,ჰოდა როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს გამიხარდა,რომ არ „უკადრია“
-ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდა..-თქვა და კალთაში ჩამიდო თავი.-ცოლად გამომყევიო..-ყავას ვსამდი.მთელმა ყაზბეგმა გაიგო.ბრონქები ამომაჯდა ხველებისგან,ფილტვებმა ოცჯერ განიცადეს „კუმშვა-კვეცა“ ელვის სისწრაფით.ნია შეშინებული მიყურებდა ბიჭებიც გამოვიდნენ გარეთ და სასტუმროს მეპატრონის ცოლმაც ლამის ყაზგბეგის რაიონის თუ რეგიონის ექიმთან დარეკა,დროზე ადრე გავაჩერე.
ნიამ სამივე გაისტუმრა და ოთახში ავედით.
სანამ მოვსულიერდებოდი,მიხვდა და თავად განაგრძო.
-მითხრა,ამ ამბავს ჩვენ ოთხის გარდა ვერავინ გაიგებსო,მე ვიქნები ბავშვის მამაო,ვერასდროს ვერავინ გაიგებს რომ სხვისი შვილიაო,ხომ იცი რომ ზუსტად ისე მეყვარება,როგორც საკუთარიო..
-აბა ნიას როგორ გავხედოო?!აბა მეგობარიო?-ამოვიხავილე მე.
-ჰო,ყველაზე მწარე ეგ არი..-გაეღიმა ნიას..-ეს „ამბავი“ მხოლოდ მაშინ მოხდება თუ მე და დათუნას შორის არაფერი მოხდება და არც არაფრის „იმედი“ მექნება..-ჩაილაპარაკა და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მისცა.გულ-მუცელი ამეწვა.ახლა ნიას ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებდი.-ყველაზე ცუდი იცი რა არის?მე სხვა გზა არ მაქვს...-ამოიხრიალა და კედელთან ჩაიკეცა.ადგილზე გავიყინე გესმის?იმის მოსმენას მერჩივნა მომესმინა,რომ მესამე მსოფლიო ომის დაიწყო და ატომური იარაღი პირდაპირ ელენა კვაშალის ოთახს დაუმიზნა ამერიკამ,რუსეთმა და ირანმა ერთადო.
-ნია,სხვა გზა ყოველთვის არის,ჩემთან...
-არ არის ელე...შენთან როდემდე ვიცხოვრებთ?!შენს კისერზე,როდემდე დავჯდები?
-დათუნას კისერზე ირიბად ჯდომას ჩემსაზე პირდაპირი ჯდომა არ სჯობს?-ჩემ წინადადებაზე ნიას გულიანად გაეცინა,ცოტაც და ვიფიქრებდი გაგიჟდათქო.
1 წელი გავუძლებ,ჩემებს გათხოვილი შვილის სტატუს „ვაჩუქებ“ და წამოვალო.
გაშორებას უფრო გადაიტანენ ვიდრე „შეცდენილის“ უღელსო.
ბევრნაირად „გაამართლა“,არადა თვითონ ხომ ყველაზე უკეთ იცოდა ეს გადაწყვეტილება,სწორი რომ არცერთი გაგებით არ იყო.
ნინას დავხვდით.
რეგენერაციის პირდაპირი გაგებით აღვსდექით მე,დათუნა და ნია.
ვითომც არაფერიო.
ისე ავღნიშნეთ ის ღამე.
ზოგი რა მიზეზით სვამდა,ზოგი რა.
ფაქტი იყო,რომ ყველა იმდენს ვსვამდით,ბოლოს ერთმანეთი ვერ ვიცანით.
ყველა დასაძინებლად წავიდა მარტო მე ვიდექი ჩემი ოთახის აივანზე.
კარის ხმა,რომ გავიდე და მეორე ოთახის აივნის კარში უტა არ დავლანდე.
ოთახები ძალიან ახლოს იყო და შესაბამისად აივნებიც ერთმანეთთან მინიმალური სიმცრით შორდებოდნენ.
-მოგიყვა დათუნამ?-გადავხედე მის ამღვრეულ თვალებს მე.
-მომიყვა.
-მერე?-სიგარეტი მომინდა მე.
-ვუთხარი,რომ ოდესმე მაგ ამავს ცხოვრება სხვანაირად შემოუბრუნებს,ცუდი ისაა,რომ არ ვიცი კარგად თუ ცუდად...
-როგორ მინდა,ახლა მჯეროდეს შენი ბედისწერის თეორიების და ვიცოდე,რომ ამ ამბის საბოლოო მიზანი მათი ბედნიერებაა...
-მათ ახლა ისე ტკივათ,ორივეს,რაღაც შინაგანად იმდენად ეწვით,რომ გამორიცხულია მეტ ტკივილს ვერ გაუძლებენ..ადამიანებს არასდროს ეძლევათ იმდენი ტკივილი,რომლის გაძლებასაც ვერ შეძლებენ..ჰოდა ალბათ,დიდი ბედნიერების საწინდარია ეგ ყველაფერი,ცუდი ისაა,რომ დიდი ბრძოლის ფასად დაუჯდება ორივეს.
-მთელი ღამე რომ გისმინო არ დავიღლები-გამეცინა მე.
-სიგარეტი გინდა?-გაეცინა მას ,როცა მიხვდა როგორ ვუყურებდი იმ ერთ ღერს თითებს შორის რომ მოექცია.
-მინდა. მომცემ?-გამებადრა სახე მე.
-არა.-მის ხმაში სუსხის ელემენტებზე გამეცინა.
-ელენა სურვილი ჩაიფიქრე.-თქვა და იქვე მდგარ სკამში ჩამჯდარმა ფეხები მოაჯირზე შემოაწყო.
-ვარსკვლავი ჩამოვარდა?-ცაზე ავიხედე მე.
-არა.
-აბა?!-გაკვირვებულმა გადავხედე მე.
-ჩვენი თანავარსკვლავედი შეიკრა!-გაეცინა მას და სიგარეტის კვამლი ფილტვებიდან პირდაპირ თანავარსკვლავედისკენ გაგზავნა,ეჭვი მაქვს იქამდე ვერ მივიდოდა.
-რა ჰქვია მაგ თანავასკვლავედს?-მეცინება მე.
-თბილისელი ელენა!-სიცილით ჩაბჟირდა ის.-ტროელი ელენას ვარიაციაა!-ორივენი ვიგუდებით სიცილით.
-იმედია აფროდიტეს რჩეული არ ხარ და ისევ ათენას უფრო მოსწონხარ!-სიცილით ვერ ვსუნთქავ მე.
-არა,მე უფრო ზევსს ვევასები,ისეთ პონტში,ელვა და ჭექა-ქუხილი ბიჭი ვარ,მაგრამ ჯერ დაუფასებელი!წარმოიდგინე,შენ ის ვარსკვლავი ხარ,მე ის და სადღაც საბერძნეთში ოლიმპოზე ერთად ვანათებთ...
-წამიყვანე საბერძნეთში.
-ოლიმპოზე ასვლას ნუ მთხოვ და მთელი საბერძნეთი ფეხით მოვიაროთ შენ თუ „გაგისწორდება“-იცინის ისევ ის.
-არ ხარ ნორმალური!
-ელენა,მოიწი..-სწრაფად წამოდგა სკამიდან და მოაჯირთან დადგა.მეც ინსტიქტურად ავდექი და მის წინ დავიკავე ადგილი.-ამ ლოყაზე არ დამარტყა,აქეთაზე დამარტყი..-თქვა მან და მე სიცილით ლამის აივნიდან გადავვარდი.
ხელი მსუბუქად „ვუთავაზე“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიკადრე მეკითხა,რატომ გამაკეთებინა ეს.
-აი,ახლა რასაც გავაკეთებ შესაძლო შედეგებიდან ყველაზე მძიმე წინასწარ გავითავისე...-ამოილაპარაკა და მისკენ ისე მიმიზიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი.
მერე არ ვიცი როგორ,თითქოს თანავარსკვლავედი ვიღაცამ პატარა თითებით შეართა და შეკრა.
მან მე მაკოცა სადღაც ყაზბეგში,ცასთან და ვარსკვლავებთან ყველაზე ახლოს.გასუსხული ტუჩებით და გაყინული თითებით ეკვორდა ჩემს სხეულს და გაწითლებულ ცხვირის წვერს ჩემ თბილ კისერში ფრთხილად დაატარებდა.მე „მძიმე“რეაქცია არ მქონია.
5 წუთით ვიდექით ასე.
აივნიდან აივანზე ჩახუტებულები.
ერთმანეთის არომატები ირგვლივ ირეოდა და ქმნიდა რაღაც ისეთს,რასაც მხოლოდ მაიმუნი აფროდიტე თუ მოიფიქრებდა.
-ძილინებისა..-თქო ამოვირჩუჩულე და მარტო დავტოვე აივანზე.
ნიას და ნინას მშვიდად ეძინათ.
მე არა.
***
თბილისში დავბრუნდით.
ყველამ ვიცოდით აღარაფერი იქნებოდა ისე როგორც იყო ადრე.
დათუნას და ნიას ამბავმა ნინა და ნოდო 2 საათიან შოკში ჩააგდო.
როგორ გაითამაშეს სიყვარულის სცენა ამის მოყოლას აღარ დავიწყებ.
დათუნამ როგორც იქნა მივხდვი,რომ მეც მიყვარსო.
1 კვირაში დაგეგმეს ხელის მოწერის ძალიან პატარა ცერემონიალი.
მანამ სანამ არ გაირკვა,რომ ორივე ოჯახი ლამის სანათესაო სუიციდს პირდებოდა წყვილს თუ ქორწილს არ გადაიხდიდნენ.
ასე აღმოჩნდნენ ნია და დათუნა თეთრ კაბასა და შარვალ კოსტუმში გამოწყობილნი.
ეგეთი სწრაფი ქორწილი?
დავიფიცები არავის არსად ექნება ნანახი.
3 დღეში დაარიგეს მოსაწვევები,ორი დღე რესტორნის დაჯავშნას მოანდომეს,კიდევ ორი მცირე დეტალებს და ქორწილიც მზად იყო.
ნინას ბევრი რჩევა კაბების არ დაუწყია.
ნინა სრულიად განცვიფრებული იყო ამ ფაქტით,მაგრამ ხმას ვერ ან არ იღებდა.
მეჯვარეების როლებს მე და ნოდო ვითავსებდით.
ნინამ გადაჭრით თქვა უარი,თქვენს ქორწილში ძალიან ბევრის დალევა მინდა და მოგეჭრებათ თავიო.
ასე დავრჩი ორიდან ერთი მე.
იქიდან გამომდინარე,რომ დათუნა ყოფილი ფეხბურთელი იყო მთელი გუნდი სრული შემადგენლობით გამოცხადდა ქორწილში.
ქორწილი კიარა კონცერტი უფრო იყო.
მთელი დარბაზის მოთხოვნით მაღალ ქუსლებზე ბალეტი რომ მაცეკვეს ჩაიკოსვსკის რეპერტუარზე,მერე ნასვამი ნოდო „ჩახტა“ და განდაგანა შეურია.
დავწექით სიცილით ყველა.
წამყვანმა გამოაცხადა,რომ თაიგულის სროლის დრო იყო.
სკამიანად გამიტანეს დარბაზის ცენტრში ლამის.
ნია ისეთი დაღლილი და განადგურებული იყო რა გართობა,რის გართობა?!პირველივე ჯერზე ისროლა თაიგული და მოულოდნელი ხალხი შენელებული კადრით ახტა.(ჯერ თაიგული დაეცა და მერე აიჭრნენ ჰაერში)სად დაეცა?ვის დაეცა?ვის თუ არა მე!პირდაპირ თავზე დამეცა და ჩემი შვიდიმილიონიანი ვარცხნილობიდან(თმები უბრალოდ დახვეული მქონდა)გიგანმა აიღო,ჰო,აი,ასე უბრალოდ აიღო!
-გილოცავ..-მითხრა მან და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
-რაას?-გავწელე მე და აწითლებული ლოყები დავაიგნორე.
პასუხი აღარ გაუცია ხელები მომხვია და ფრთხილად ააყოლა დარბაზში გაჟღერებულ ჰანგებს ტანი.ჯერ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა,მერე სანდრო არველაძის სახე დავლანდე და უტას ხელები ისე მოვუჭირე ძვლები ამტკივდა.
-აქ ვარ,დამშვიდდი..-მიჩურჩულა ყურში და მეც ერთიანად მოვდუნდი,გახსოვთ ბავშვობაში დაჭერობანას,რომ ვთამაშობდით და კონკრეტულ ადგილს „სახლს“ვუწოდებდით,სადაც მდევარს შემოსვლა არ შეეძლო?!ამ წამს, უტა ჩემი „სახლი“ იყო პირდაპირი და ირიბი გაგებით.
თავი მის კისერში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე ყოველ ჯერზე გამოზოგილი სურნელი.
ყაზბეგის მერე ზედმეტად მესიამოვნა.
ჰქონდა რაღაც ისეთი,რაც მორალურად გამშვიდებდა და ფიზიკურად გადუნებდა.
უტას ხელებით ვეჭირე,როგრც საძირკველს სახლი.
ახლა,სულაც ტორნადო,რომ ამოვარდნილიყო,მე ვიცოდი,რომ არ წავიქცეოდი.
მეტიც,არც შევდრკებოდი.
ახლა ყველაზე მყარი იყო ეს სამყარო ჩემთვის და მე ეს მსიამოვნებდა.
მახსოვს ფოტოგრაფის „აქეთ გამოიხედეთ“ და „ჩიტის გამოფრენა.“
ახლა,რომ ვუყურებ ყველაზე ლამაზი ფოტოა,რაც კი ოდესმე გადაუღიათ ჩემთვის.
***
-ელენე ხომ მოხვალ?-დღის განმავლობაში უკვე მეოთხედ მირეკავს იმის გადასამოწმებლად მივალ თუ არა მის პირველ მატჩზე.
-უტა,ვიცმევ და მოვდივარ!-გამეღიმა მის ანერვიულებულ ხმაზე.
-კაი.
-უტაა...
-ჰო,რამე გინდოდა ელე?
-მე რომ „ფიფა“-ს მეპატრონე ვიყო ყველა პრიზს შენ მოგცემდი!-32ით ვიცინი მე(ყველა კბილი მიჩანს)
-მთავარია შენ იყო ჩემი და „ფიფას“ დედაც..-გაეცინა უტას დამემშვიდობა და გათიშა.
ნინა კვდებოდა სიცილით ჩვენს „ბანალურობებზე“(თვითონ ვის დასცინის არ ვიცი,მაგრამ მაინც დამცინოდა)
ნოდომ გამოგვიარა და წავედით.
ნია და დათუნა აბასთუმანში იყვნენ.
ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა მაგათი ამბები,ნიამ ჩამოვალ და მოგიყვებიო.ანუ მოსაყოლადაც იყო საქმე.ეს კარგის ნიშანი იყო და მეც უფრო ბედნიერი წავედი უტას თამაშზე.
წინა რიგებში დავსხედით და დაიწყო ჩემი და ნოდოს ოვაციების შესავლები,ხაზგასმით,შესავლები.
დავიწყეთ მარტივით.
ვყვიროდით უტას სახელს.
თამაშის დაიწყო თუ არა მსაჯს ლამის ჩავუხტი სტადიონზე(მერე გავიგე,რომ ის მსაჯი იყო და არა უტას მოწინააღმდეგე,ბეჭი გაკრა და რატო არ გაუშვესთქო გავიძახდი)
უტას კარში მისმა გუნდელმა ავტო გოლი რომ გაიტანა მე და ნოდო ოფიციალურად კივილზე გადავედით.კარგი,იფიქრებთ ეს ბალერინა პლატონურმა ემოციებმა გადარია,მაგრამ ნოდოს კივილი?!ნინას თუ დავუჯერებთ ჰალიკარნასის მავზოლეუმის შემდეგ მსოფლიო საოცრებებში ეს უნდა შეეტანათ,როგორც რაიმე ძეგლი.(ნოდო გაძეგლდა პირდაპირი გაგებით).
მეორე ტაიმამდე სრულიად მკვდრები ვისხედით მე და ნოდო და ნინას ვაცდიდით საქმის სახელოვნად გაგრძელებას,როგორც ჩანს იმნაძეც შევიდა მუღამში და გენახათ რა თავგამოდებით იცავდა უტას გუნდელს,რომელზედაც ცოტათი მოგვიანებით..
საბოლოოდ,ყველა კამერის ობიექტივში მოვხვდით,ეგ არაფერი,მეორე დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალის გამოცემა ჩვენზე სტატიას წერდა“ფეხბურთელი უტა გიგანის ემოციური გულშემატკივრები“ და ჩვენი ტრიოს ფოტოები.
ჩაბჟირდა ნუშა ეს რა იკადრეთო.
მთავარი უტას გამარჯვება და მისი ორი გოლი იყო.
მართლა ვერ აგიღწერთ რა დამემართა.
ვიდექი სკამზე და ვტიროდი მთელი ემოციით.
მახსოვს ტრიბუნისკენ გამოიქცა,უბრალოდ მოსვლა არ აცადეს.
გუნდელები წამოესივნენ და ის ცნობილი „ხროვა“ გააკეთეს,რაც ასე მოსწონთ გოლის გატანის შემდეგ.
მწვრთნელის კივილი გულშემატკივრების ბოლო რიგსაც ესმოდა.
კაცმა ლამის ინფაქტი მიიღო.
მნიშვნელოვანი თამაში იყო და უტამ უდავოდ გამიმართლაო-თქვა.
მე ამაყი ვიყავი,ალბათ ყველაზე ამაყი.
გასახდელიდან გამოვიდა და ჩვენ სამნი დავხვდით პირდაპირ კარებთან.
მოულოდნელობისგან ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა მე და ნოდოს ნინა ორი საათი გვაბრუნებდა.
გარეთ გამოვედით თუ არა „დინამოს“-თვის დამახასიათებელი 3 პაპარაცი დაგვხვდა მანქანასთან.
-ბატონო უტა,მართალია,რომ თქვენ და ქალბატონი ელენე ერთად ხართ?-ჩაარაკრაკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა,რომელიც არ ვიცი აქ როგორ გაჩნდა,რომ გადავთვალე სამი ფოტოგრაფი იყო.ლამის ის მიკროფონი ჩავსცხე თავში.
-არ ვიცი,მართალია?-გაეცინა უტას და მე გადმომხედა.
-მხოლოდ მაშინ,თუ თანავარსკვლავედი შეიკვრება!-გამეღიმა მე და უტას ოდნავ წვერიან ლოყაზე ძალიან,ძალიან ფრთხილად ვაკოცე.
მერე არაფერი.
მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
***
ნიას გაბერილი მუცელი იყო ყველაზე ლამაზი სანახავი რამ.
თავად ნია არ ვიცი.
თითქოს ჰქონდა ყველაფერი,სიცილის მიზეზიც ჰქონდა.
მის შვილს არ მოუწევდა სტერეოტიპულ საზოგადოებასთან დაჯახება.
არც გაურკვეველი ზღაპრების მოსმენა არარსებულ მამაზე.
არც თვითონ მოუწევდა ბრძოლა ოჯახთან.
მაგრამ ნიას ოჯახი მაინც აღარ ჰყავდა.
არცერთი გაგებით.
და ვიცოდით,ვხვდებოდით.
ახლა ნიას ოჯახი იმაზე უფრო მეტად ვიყავით ჩვენ ვიდრე ოდესმე.
აბასთუმანიდან რომ ჩამოვიდა ჩემთან გამოიქცა.
ვიცოდი,რაღაც ექნებოდა მოსაყოლი.
ჰოდა მოვიდა.
-მაჭამე რამე..-დაბრიცა სასაცილოდ სახე და მეც გადმოვულაგე მთელი მაცივარი.
-დაიწყე რა,რამდენს ჭამ!-ზუზუნი აღმომხდა მე და უკმაყოფილო მზერა შევანათე.
-მაკა შემოვიდა შემთხვევით ჩვენ ოთახში.-უცებ დავიძაბე მე.-და დაინახა დათუნას დივანზე,რომ ეძინა.გაატარა,არაფერი უთქვამს,მაგრამ ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდა,ჰოდა დათუნამაც მიხვდა ან რა ძნელი მისახვედრი იყო...ჰოდა საღამოს შინ ვბრუნდებოდით ცოტა გავისეირნეთ,სოფელში მომხდარ ბავშვობის თავგადასავლებს მიყვებოდა,ვიცინოდით და ჭიშკარი შევაღეთ თუ არა,ელე..-თვალები ცრემლებით აევსო ნიას.-მიმიხუტა და..-მძიმედ ვსუნთქავდი მე.-მაკოცა.მე ლამის გული გამიჩერდა,უცებ მოვკვდი და თავიდან დავიბადე...ხო წამნახევარი გავიდა?!მეგონა საუკუნე იყო.მეგონა...ან არ ვიცი რა მეგონა?!რომ ავიხედე,თურმე მაკა გვიყურებდა მე კიდე...დავიღალე ელენა!როგორ ყელში მაქვს ეს ყველაფერი ნეტა იცოდე..
-საერთოდ ვერაფერს ატყობ?აი ვერაფერს?ერთად ცხოვრობთ რაიმეს არ ამჟღავნებს?!
-რა უნდა გამოამჟღავნოს?-გაეცინა ნიას და ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა-ანას საფლავზე დადის ისევ,ჩემთან რა უნდა გამოავლინოს?!ისედაც ამას იმიტომ აკეთებს,რომ შევეცოდე მე კიდე იმდენად უთავმოყვარეო სიტუაციაში ჩავვარდი იძულებული გავხდი დავთანხმებოდი,რა უმადური ვარ ხო?!რამდენ რამეს გადამარჩინა და მე კიდევ რაღაცას ველი მისგან,ან რა უფლებით...
-ანუ..-მძიმედ ამოვთქვი მე და საზურგეს მივეყრდენი.
-ანუ ანა ისევ ტვინში უზის და იქიდან გამოძრომას არ აპირებს,ჯანდაბა!მეკაიფები?!-აიხედა ნიამ და ცრემლიანი მზერა ჭერს მიაპყრო-მაქედანაც მეკაიფები?გაუშვი!აღარ არი დრო,რომ გაუშვა?!ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა შეეშვა?ხომ წადი? ხომ გაანადგურე?ხომ მოშალე და დაშალე მარტივ მამრავლებად,აღარ უნდა დაასრულო?-არ ჩერდებოდა ნია მე უფრო მეჭიმებოდა სხეული, მისი ტკივილით ატკივებული.მასთან გადავჯექი და როგორც შემეძლო ისე ჩავეხუტე.
-წამოდი რა ნი,წამოდი დაიკიდე ყველა და ყველაფერი ბავშვის გაჩენამდე ჩემი ხელფასი გვეყოფა,მერე მე და ნინა შეგენაცვლებით და შენც იმუშავებ რაღაცა იქნება,სკოლაში შევიტან საბუთებს და უნივერსიტეტში,იქნებ ხელოვნების გაკვეთილები ან ლექციები მომცენ...შენ ბავშვებს მოამზადებ მათემატიკაში არ ვიცი...ნიაკო ვიზამთ რამეს,ოღონდ წამოდი რა,რომ არ გიყვარდეს ეს უფრო მარტივი იქნებოდა,მაგრამ გიყვარს და ეგ სიყვარული დიდხანს ვერ გასუნთქებს,მეშინია ხვდები?-ცრემლებს ვერ ვიკავებდი მე.
-ამასაც გავუძლებთ..-მუცელზე ფრთხილად გადაისვა ხელი და თვალები დახუჭა..-სულ რაღაც 4 თვე და ყველაფერი დასრულდება...
რეალურად ყველაფერი სწორედ 4 თვის შემდეგ დაიწყო...
მაგრამ ეს მაშინ არც მე ვიცოდი,არც ნიაკომ და არც ამ პატარამ მუცელში,რომ ნებივრობდა.
***
„სახლთან მოგაკითხავ და ჩამო“-მომწერა ტელეფონზე და მეც ავტომატურად დავიწყე ჩაცმა.
10 წუთში სიგნალი,რომ გავიგე მივხვდი ეგ იყო და სახლის კარი გამოვიხურე.
მანქანას იყო მიყრდნობილი,ხელები გულთან გადაეჯვარიდებინა და მიყურებდა გაღიმებული.
ეს ბიჭი და მისი ღიმილი მთლიანად მოიცავდა ჩემს თავს.
-რა ლამაზი ხარ ელე?!-გაეცინა და ლოყაზე ისევ ისე „გემრიელად“ მაკოცა,როგორც იცოდა.
-სულ თუ ახლა?!-შევიფერე მე და ფრთხილად მივადე ტუჩები მის წვერიან ლოყას.
-ახლა.-თქვა სერიოზულად და ჩემ გაბრაზებულ,აპილპილებულ სახეზე ლამის მთელი გოგებაშვილი შეყარა.(სიცილით)
მანქანაში ჩავსხედით თუ არა დაიწყო.
-დღეს რაიმე გეგმა თუ გაქვს წინასწარ გააუქმე კაი?
-რა კატეგორიული ტონია?-გამეცინა მე.
-არი რამე ისეთი?-სიგარეტს გაუკიდა და ისე გადმომხედა.
-არაფერი.
-ანუ მთლიანად ჩემი ხარ ხო?!
-ეგრე გამოდის..-გამეცინა მე.
-ძაან კაი..
მანქანა დაძრა და წავედით.
წყნეთის გზაზე რომ ავედით ცოტა დავიძაბე.
-სად მივდივართ უტა?
-ჩემთან.
-შენ ყაზბეგზე ცხოვრობ და ეს რაღაც არ გავს ...
-სულ ასეთი დაძაბული რატო ხარ?მოდუნდი რა..-მითხრა და მარცხენა მუხლზე ფრთხილად აასრიალა თლილი თითები.მოდუნება?!მოდუნების განმარტებას ვერ გეტყოდით იმ მომენტში.
ორ სართულიანი სახლის წინ გააჩერა და გადავიდა.
ჯერ უკანა კარი გააღო,მერე ჩემი.
ცოტათი შევშფოთდი ხელში ყვავილები და პატარა ყუთი რომ ეჭირა გაბანტული.
-რა ხდება უტა?
-დედაჩემის დაბადების დღეა,ეს შენ დაიჭირე ამას მე წამოვიღებ..-ისე მომაყარა,ვითომ აქაოდა არაფერი ხდებოდა.
მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა.
ენას არ ვაჩერებდი და წუთში 60ჯერ ვასწრები მის გამოლანძღვას.
თვითონ მიაბიჯებდა დინჯი ნაბიჯებით და მომღიმარი სახით,რაც უფრო მაცოფებდა.
ჭიშკარი შევაღეთ თუ არა სახლის კარიც გაიღო და ფუმფულა ქალბატონი შემოგვეგება.
-მოხვედით ბებო?გაგიჟდა ლამის სოფო ისე გელოდებოდათ!-ჯერ მე გადამეხვია მერე უტას.
-ბე,გაიცანი ეს ჩემი ელენეა..-თქვა თუ არა მე იმ ჭიშკრის წინ გაწოლა და სიკვდილი ვინატრე.-ელე,ეს ბებიაჩემია ჟუჟა.(გადმომხედა და მაიმუნურად გამიცინა)
-სასიამოვნოა..-გავუღიმე მკრთალად მე და მის თბილ სახეზე კიდევ უფრო მომეწონა ქალბატონუ ჟუჟა.
სახლში შეგვიყვანა,სწრაფად მოვექეცით ყურადღების ცენტრში და ნუშა.
ნუშა და არჩილი.
ვის ახსოვდა სოფო?!უტა?!
მეგონა სამყარომ ტრიალი შეწყვიტა.
ჩემ წინ დედაჩემი და მამაჩემი ისხდნენ.
20 წლის შემდეგ პირველად ალბათ „ერთად“.
სახეზე ფერები გადამივიდა და რომ არა უტა ალბათ იქიდან ვერც დამძრავდა,ვერც ერთი მიზიდულობის თუ ნიუტონის ძალა.
ჩემი ხელი მის მტევანში მოიქცია და ძალიან ნელა,ძალიან ნაზად მაკოცა.
ჯერ ნუშა,მერე არჩილი და ბოლოს მათი მზერა ჩვენ ხელებზე.
ჰოდა,გაჩვენებთ,როგორ უნდა „გამოშტერებათქო“ გავიფიქრე და ქალს გავუღიმე,რომელიც პოტენციური სოფო უნდა ყოფილიყო.
ინტუიციაში ყოველთვის დაქვეითებული უნარი მქონდა,თურმე მეზობლად მცხოვრებ ქალბატონს ვუმზერდი ასე თბილად.
-დე,გაიცანი ენელენეო..-რომ თქვა უტამ მხოლოდ მას შემდეგ ვიკადრე და გვერდით მივიხედე.რატომ არ მომტყდა ის ფეხი იმ კიბეზე,რომ ვადგამდი?!ქალი იყო?!ვინ არის ანჯელინა და ბელუჩი მასთან. „ბიჭები დედებს ემგვანებიანო თურმე მართალი ყოფილა“-გავიფიქრე მე და სოფოს გადმოდგმული ნაბიჯის დანახვაზე მე ორი გადავდგი.
ასე აღმოვჩნდით მე და ქალბატონი სოფოლინა ჩახუტებულ მდგომარეობაში.
მახსოვს უტას ჩაცინება და ნუშას სიცილისგან აჭარხალებული სახე.
მეტი არაფერი,როცა ბევრს ვნერვიულობ მეხსიერება მეკეტება.
ბოლოს რაც მახსოვს ის იყო..
მაგიდასთან ვისხედით,ნუშას იდეაში ფეხის გაკვრა ჰქონდა,ჩემთვის.
რისი მინიშნება უნდოდა ვერ გეტყვით მაგრამ ფაქტია ფეხი უტას გაჰკრა და ორივემ ისეთი ისტერიული სიცილი ატეხა მთელი სუფრა მაგათ ვუყურებდით გაოცებულები.
როგორ იყო აღარ მახსოვს,უტას მამა ფორტეპიანოზე უკრავდა,სოფო გვერდით ეჯდა და ისიც ალაგ-ალაგ აშველებდა თითებს ლამაზ რეპერტუარს.
მერე მე და უტა მახსოვს,ვიდექით და ვცეკვავდით.
ბევრი ღიმილიანი სახე და ჩემი აწითლებული ლოყები მახსოვს.
მისი ძლიერი მკლავები და არჩილის დაძაბული მზერა.
მამის მხარზე დედის ხელი და სადღაც გამქრალი დაძაბულობა.
მსუბუქი ტრიალი ჰაერში და ოვაციები მახსოვს.
იმ მომენტში რას ვგრძნობდი,ამას ვერ აგიღწერთ.
ალბათ იმიტომ,რომ ეს თავად უნდა იგრძნო,ამ გრძნობას მოკვდავი,ასე ვერ აღწერ..
სახლში გვიან დავბრუნდით.
მე ნუშა და არჩილი.
იმდენად ვიყავი ემოციებისგან დაცლილი მათთვის არაფერი მიკითხავს.
არჩილმა ხელი გადაგვხვია ორივეს და აგერ უკვე წლებია,გამოხურული კარი პირველად შევაღეთ მე და მან.
ნუშა ვერ წყდებოდა ამ აგარაკს,მე და არჩილი ვერ ვეკარებოდით.
მაგრამ როგორ აგიხსნა?ჩემი ცხოვრების ის პერიოდი იყო,როცა ყველაფერს ახლიდან ვიწყებდი,ახლიდან ვგრძნობდი,ახლიდან მიყვარდებოდა,მეღიმებოდა,მეცინებოდა და მეტირებოდა.ყველაფერს ახალი წიგნის სურნელი ჰქონდა,რომლის ბოლომდე შესრუტვაც ამ მომენტში ჩემი გეგმების პირველივე ნაწილს შეადგენდა.
***
გამოსვლა მქონდა ფალიაშვილში.
სერიოზული საღამო იყო,ბიზნესმენები და პარლამენტარები იყვნენ მოწვეულები.
უტამ პირდაპირ 5 წუთით ადრე მომწერა გამოსვლამდე,ვეღარ მოვდივარო.
მეგონა დავმძიმდი და ბალერინა კიარა შტანგისტი ვიყავი უზარმაზარი გირით ხელში.
რათქმაუნდა იმ მომენტში ემოციების დრო არ იყო,არც საყვედურის და არც უკმაყოფილების.
აღარაფერი მიმიწერია.
გავედი და ჩემი საქმე ისე გავაკეთე,როგორც ამას ჩემგან მოითხოვდნენ.
ტატამ დაიჩემა ივენთზე აუცივლებლად ყველა უნდა იყოთო.
ჰოდა,მეც განაწყენებულმა,რომ ჩემთვის მნიშვნელოვან საღამოს ბატონმა გიგანმა ვერ მოიცალა,გადავწყვიტე ისე წავსულიყავი ამ ივენთზე მისთვის არაფერი მეთქვა.
არც ვუთხარი.
რამდენიმე „სმს“ დავაიგნორე და ტელეფონი საერთოდ გამოვრთე.
მაშინ,რომ მცოდნოდა რა სისულელესაც ვაკეთებდი ალბათ არ გავაკეთებდი.
ვერ გეტყვით...
სოლიდურ რესტორანში ალაფრუშეტი გაეწყოთ და სტუმრებს ლამაზ-ლამაზი გოგონები ემსახურებოდნენ.
მე ჩემ დასელთან ერთად ვიყავი.
ლილე ამაშუკელთან.
ორივენი ისეთი დაღლილები ვიყავით ძლივს ვჩერდებოდით ფეხზე დამდგარნი.
სცენაზე ასულმა პიროვნებამ,ჩვენი ყურადღება ითხოვა და ატიტინებული ამაშუკელიც გაჩუმდა.
-მოგესალმებით,დღევანდელ საღამოს ტატას გოგონებმა დაამტკიცეს,რომ საქართველო ეს ის ქვეყანაა,რომელიც ამაყობს თავისი მანდილოსნებით.ყველა იმდენად დიდ საოცრებას ქმნიდით სცენაზე,გაოცებისგან დადუმებული გიყურებდით პირადად მე,მაგრამ არ შეიძლება არ გამოვარჩიო ერთ-ერთი ბალერინა,გოგონა,რომელმაც ეს საღამო ალბათ უფრო გააფერადა.ტატა,ორი წამით შეგიძლია დამეხმარო?-გოგონებში სიცილ-კისკსი გაისმა,ჰიპოთეზებს „ყრდინენ“ ვინ იყო ის ბედნიერი ვინც ამ მამაკაცის ყურადღება მიიქცია.
„სირცხვილი შენ,ეს თუ არ იცი ვინ არის“-ო გამომლანძღა ლილემ.
-ჰო,აი ამ გოგონას რა ჰქვია?-გახსოვთ,გითხარით რომ ვნევრიულობ მეხსიერება მეკეტებათქო?!ჰოდა დამეკეტა.ხელი ჩემკენ,რომ გამოიშვირა ტემპერატურამ სწრაფი ცვალებადობა დაიწყო და ცოტათი დაბნელდა.
-ელენა კვაშალი..-გაუბედავად ჩამესმა ტატას ხმა და მერე დარბაზის ოვაციები.
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
მანამ სანამ საღამო არ დაასრულდა და რესტორნიდან გამოსულს უზარმაზარი ვარდების თაიგული არ მომაგებეს.
-ბატონო გაბრიელ,თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი და ქალბატონი ელენეს ურთიერთობაზე..!-ყურში ჩამკივლა ჟურნალისტმა,მე ისევ გაოგნებული ვიდექი.
-ჯერჯერობით ამ ურთიერთობას მხოლოდ ჩემი უზომო სიმპათიები ჰქვია,ბალერინას მიმართ,დანარჩენს დრო გვიჩვენებს..-იღიმის ჩემს გვერდით მდგარი,მე ისევ ვარდები მიჭირავს ხელში და აზრზე ვერ მოვსულვარ ახლა ჩემს თავს რა ამბავი ტრიალებს.
-ქალბატონო ელენე,გავრცელებული ჭორით თქვენ ფეხბურთელი უტა გიგანის შეყვარებული იყავით...-გაისმა მეორეს ხმა და უტას სახელმა ისე გაიჟღერა,მეგონა ურო ჩამარტყეს თავში.
-გვეყოს დღეისათვის საკმარისია..-პასუხის გაცემა არ დამაცადა ბატონმა გაბრიელმა და ხელი ფრთხილად მომხვია წელზე.-სახლამდე მიგაცილებ,თორე არ მოგეშვებიან...
ტელეფონი ახალი ჩართული მქონდა.
„არ გაბედო მაგ მანქანაში ჩაჯდომა..“-უტას შეტყობინებაზე ტანში ისე გამცრა,მეგონა წავიქცეოდი,ინსტიქტურად ჭიშკრისკენ გავიხედე და მანქანას მიყრდნობილი,ჩვეულ პოზაში მდგარი დაძაბული უტა,რომ დავინახე ...
აღარ მახსოვს რა სიჩქარით გავბროდი.
ზურგი მეწვოდა გაოცებული ხალხის მზერით,მაგრამ რა დროს ხალხი იყო?!
ჩასახუტებლად ხელები წინ გავწიე,ჰაერში რომ გამეყინა.
საშინლად ცივი მზერა მომაპყრო,ამათვალიერა და საჭესთან დაიკავა ადგილი.
ვარდები უკან დავდე და მანქანის მეორე მხარეს,მის გვერდით დავიკავე ადგილი.
საჭეზე ედო თავი და ღრმად სუნთქავდა.
კარი გამოაღო,უკან დადებული ვარდები აიღო და პირდაპირ გაბრიელის მანქანისკენ მოისროლა.
თვალები დავხუჭე,იმის გააზრებაზე პრესა ამას ხვალ როგორ გააშუქებდა.
მანქანა დაქოქა და ადგილიდან ისე მოსწყდა ღვედის გაკეთება ძლივს მოვასწარი.
სიჩქარეს ნელ-ნელა უმატა.
აღარც ჩემი კივილი ესმოდა,აღარც ტირილი.
იმ ღამით პირველად ვიჩხუბეთ.
მე ვერაფრით დავარწმუნე,რომ იმ მომენტში უმოქმედოდ კიარა შოკირებულ მდგომარეობაში ვიდექი,აი იმ მომენტში გაბრიელი ჩემზე რომ აძლევდა ორ სიტყვა ინტერვიუს.
მან ის ვერ ამიხსნა,ჩემ გამოსვლას,რატომ არ ესწრებოდა.
ჰოდა ვიჯექით მთელი ღამე მცხეთის გზაზე მანქანაში.
ის სიგარეტს ეწეოდა.
მერე მეც.
იმდენად იყო გაბრაზებული სიგარეტზეც არაფერი უთქვამს.
ასე დაგვათენდა მცხეთის გზაზე,მდუმარეებს.
დილით მანქანა დაძრა და თბილისში დავბრუნდით.
არაფერი უთქვამს.
მეორე დღეს თამაში ჰქონდა,აღარ შემიწუხებია მეტად.
ვიფიქრე დასვენება სჭირდებათქო,მან არ ვიცი რა იფიქრა,მაგრამ ფაქტია ის არა,რაც მე.
მეორე დღეს,საღამოს 7-ზე იყო თამაში.
მე 5-ისთვის მკერავს გავუარე და ჩემი მაისური წამოვიღე.
ჩემი მაისურზე მისი გვარი ლამაზად იყო ამოქარგული,ან მე მე’ლამაზებოდა.
გაგიჟდა ნინა,დავაგვიანებთო.
ნინას მისი გასაჭირი ჰქონდა.
მე ჩემი.
მივედით.
ნინასთვის მაისური ადრე იყო,ჩემთვის ვინ იცის..
დავიკავე თუ არა პირველ რიგებში ჩემი კუთვნილი ადგილი თვალებით მისი მოძებნა დავიწყე.
ერთ რიგში იდგნენ ბიჭები.
გულზე ხელდადებული მღეროდნენ საქართველოს ჰიმნს.
უტაც იქ იყო.
მის წინ პატარა,ქერა თმიანი გოგონა იდგა.
დაახლოებით 5 წლის.
უტას მისი თლილი თითები გოგონას ბეჭებზე დაედო და ისე მღეროდა თავისი სამშობლოს ჰიმნს.
იცით როგირ შეგრძნება იყო?!
თვალები,რომ გაახილა და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
ძალიან ეცადა,მაგრამ ღიმილი ვერ დამალა.
ვიცოდი მის ყურადღებას თამაშის დასრულებამდე ვეღარ დავიმსახურებდი.
სკამზე დავდექი და მოსაცმელი გავიხადე.
GIGANI ისე მკაფიოდ ჩანდა ჩემს მაისურზე 9 ნომრით...
ისე და იმდენად
მე,მისგან საკმაო მანძილით დაშორებული ვგრძნობდი მის სიამაყეს და გულის პულსაცია უფრო იზრდებოდა.


ამ მომენტს ძალიან მოუხდებოდა „დინამო“-„სპარტაკი“ 8-0,მაგრამ სამწუხაროდ თამაში ფრედ დაამთავრეს .
უტას ისეთი გოლი არ ჩაუთვალეს,ლამის ტანზე შემოვიხიე ეს ჩემი საამაყო მაისური.
იდგა მოედანზე და ეცინებოდა ჩემი სახეების საოცარ ცვალებადობაზე.
ალბათ კივილი მთლად ვერ ესმოდა,ბალერინა ვიყავი და ვცდილობდი ცოტა „თავშეკავებულად“ მეკივლა.
გამოვიდა,თუ არა შორიდანვე ვიგრძენი მისი მზერა.
კმაყოფილნარევი.
მოახლოებულისკენ ხელი გავიშვირე,უცებ ჩემი მტევანი მაღლა ასწია და დამატრიალა.
ხელი მოქნილად მომხვია წელზე და ასე გამოვედით საპარკინგე ზოლზე.
3-ის ნაცვლად 8 პაპარაცი და 4 ჟურნალისტი,რომ დაგვხვდა გაგვეცინა.
-ბატონო უტა,აბა დაშორდნენო?!-გულწრფელად გაუკვირდა ჟურნალისტს.
-რას ამბობთ?!წაიკითხეთ რა აწერია..-მიმაბრუნა უტამ მე სიცილით ვიკეცებოდი.-ცოტა არასეროზული ბალერინა მყავს ხო?!-გაეცინა უტასაც და ჟურნალისტს გადახედა-დიდი ასოებით ჩაწერეთ მაგ თქვენ სტატიაში,ფეხბურთელ უტა გიგანს ცოლი მოყავსთქო..-მერე ჩემი ნერვიულობის ამბავი თქვენც კარგად იცით და რა მოხდა დიდად აღარ მახსოვს...
ნინა მასულიერებდა.
მარტივად გავიარეთ ეგ თემა იგნორის საშუალებით.
იმ დღეს სხვანაირი იყო უტა,მონატრებული.
****
დეკემბერი თავისი სუსხით შემოვიდა თბილისში.
ორი თენდებოდა დათუნას ზარმა,რომ გამაღვიძა.
„დაეწყო..“
კიარ ყვიროდა,ჩვეულებრივად კიოდა.
უტას სასწრაფოდ დავურეკე და ისიც 15 წუთში ჩემი კორპუსის ქვემოთ იდგა.
სპორტულებზე თბილი ქურთუკი მოვიცვი და კისრისტეხვით დავეშვი კიბეებზე.
იმ დღეს ნიამ მაგრად „გამიჩალიჩა“
როცა ექიმმა დამიძახა და მითხრა,რომ მშობიარობას უნდა დავსწრებოდი ნიას თხოვნით კი არა მოთხოვნით.
იცოდა ნინა აქეთ სამშობიარო გახდებოდა ნერვიულობის ფონზე და ასე მარგუნა ეს ბედნიერება მე.
შევდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა.
-უთხარი,რომ ყველაზე მაგარი გოგოა და ყველაფერი მაგრად იქნება..-მითხრა დათუნამ და ხელებზე ხელი მომიჭირა.-ელე მიხედე,გთხოვ რა..
-ნუ გეშინია..-გავუღიმე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.
პირველად იმ ჩხუბის მერე მე და დათუნა ისევ ერთ მექანიზმად ვიქეცით,ისევ ოჯახად.
შევედი თუ არა ვიგრძენი სისუსტე მუხლებში.
ქალის ცხოვრებაში არ არსებობს ამ დღეზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღი.
ალბათ,იმიტომ რომ ამ დღეს ის შობს საკუთარი სიცოცხლის გაგრძელებას.
რა მნიშვნელობა აქვს იქ ვინ წევს ნია,მარიკა,სალომე თუ ელენე?!არანაირი,მთავარი იმ პატარა სასწაულის ტირილია,რომელიც სიმფონიად ეფინება იმ გარემოს.
იმდენად გაწვალდა ნია,ბოლოს ექიმს თხოვდა საკეისრო კვეთა დაეწყოთ..
მაგრამ მე იქ რისთვის ვიყავი?!
-ღრმად ისუნთქე,აქამდე იმისთვის არ მოვსულვართ,რომ დანებებულიყავი გესმის?!მიდი ნიაკო!ამ პატარას ახლა დედა სჭირდება,მებრძოლი დედა!ისეთი,დედა ჩემთან,რომ მოვიდა ღამის სამზე და მზად იყო ამ ბავშვისთვის მთელ სამყაროს დაპირისპირებოდა!ახლა შესვენებების დრო არ არის!გაიჭინთე ნია..-ვკიოდი,როგორც შემეძლო და სანამ ნიამ არ მთხოვა ყურთან ნუ მიყვირიო,მანამ არ ვწყვეტდი ჩემ საქმეს.
...
მისი ხმა,რომ გავიგეთ...
ნიასი არ ვიცი,მე თავიდან დავიბადე..
ვიჯექი ნიას საწოლის ქვემოთ,კედელს აკრული და ვტიროდი მთელი არსებით.
ეს იყო წამი,რომლის გამოც ალბათ ღირს სიცოცხლე.
და ვინ თქვა,რომ როცა გარდავიცვლებით აქ აღარ ვიქნებით?!
სისულელეა,ჩვენი შვილები ჩვენივე გაგრძელებაა მათ სხეულებში.
ჰო,ალბათ ამიტომაა დედაშვილური სიყვარული ეგოიზმის გვირგვინი.
ვის შეუძლია უყვარდეს ზრდასრული შვილი,იმ ქალზე მეტად,რომელმაც ის სულ 5 კილოგრამამდე წონის მოავლინა ამ ქვეყნად?!
არც,არავის!
არ შეიძლება ადამიანის გამო ასე იტანჯო,ლამის ყველა ძვალი შენი ხელით დაიტეხო და ბოლოს ვინმე შეგედავოს მის სიყვარულში.
ამიტომაცაა,დედაშვილობა ყველაზე მძაფრი რამ რაც კი არსებობს.
ამიტომ ითმენენ დედები ბევრ ტკივილს,თავიანთი ნაყოფის აღმოსაცენებლად.
ამიტომ,ნურასდროს გაამტყუნებთ დედას,რომელიც ტკივილს ითმენს,რაოდენ დამამცირებელიც არ უნდა იყოს ეს ტკივილი მისთვის..თუ მისი მიზეზი ამ ყველაფრისა ისევ თავის შვილამდე მიდის...
ახლა რომ ვფიქრობ?!ამ პატარა ანგელოზისთვის მე,მისთვის სრულიად უცხო ადამიანი დავთმობდი მთელ სამყაროს და ნია?!ნია ალბათ მთელ კოსმოსს გადაწვავს თუ თავის პატარას საფრთხეს უცხოპლანეტელი შეუქმნის.ჰო,ჰოდა ასე.
ასე დაიბადა სანდრა გაბრიჩიძე.
ჩვენი და ჩემი პატარა სასწაული.
სანამ ნიას მიუყვანდნენ პირველი მე ავიყვანე ხელში.
ნიას ნემსით ვენაში წამალს უშვებდნენ,სავარაუდოდ დამამშვიდებელს.
ეს იყო ყველა გრძნობაზე მეტად მაგარი რამე.
ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა,ისეთი საყვარელი და ისეთი პატარა...
ბევრი ვიტირეთ მე და ნიამ.
მერე ბავშვი წაიყვანეს და ნიასაც ჩაეძინა.
დერეფანში შევედი თუ არა გაფითრებული გაბრიჩიძე დამეტაკა.
-ელენე,მითხარი რომ ორივე კარგადაა,ელე ხომ კარგად არიან!?
-დათუნა..-ტირილი ამივარდა მე.-ნიაკო დედაა,დათუნა ხვდები?!ჩვენი ნიაკო დედაა...-თავს ვერ ვიკავებდი მე და ხალხის გაკვირვებულ თვალებს ვაიგნორებდი.
-მე და ნია მშობლები ვართ..-ამოიჩურჩულა და კედელთან ჩაიკეცა.
ჯერ ნოდო მივიდა მერე უტა,მერე ნინა..
მხოლოდ მე მესმოდა მისი მზერის და ვხვდებოდი,რომ ეს ბიჭი თავისი „სიკარგის“ პიკს სწორედ ამ მომენტში აღწევდა.
ორი საათის შემდეგ პალატაშიც შეგვიშვეს და სანდრაც შემოიყვანეს.
ვერ აგიღწერთ რა დაემართა დათას ნიას გულზე დაწვენილი პატარა წერტილი,რომ დაინახა.
მშვიდად ჭამდა დედის მკლავებში ბუნებრივ საზრდოს.
და ორივენი ყველაზე ლამაზ შედევრს ჰქმნიდნენ,გენიოსის ხელით დახატულს.
ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დედა-შვილს.
ნიას აშკარად დაეტყო ღელვა.
საწოლზე ჩამოჯდა და ჯერ სანდრას დააცქერდა,მერე მზერა ნიაკოზე გადაიტანა.
-აღარასდროს მითხრა,რომ მხოლოდ შენი შვილია...-ამოიჩურჩულა,დავინახე როგორ შეეცვალათ გამომეტყველება ნოდოს და ნინას(ოთახში სხვა არავინ იყო)-მე მისი ყველა ფეხის მორტყმა დათვლილი მაქვს,მისი ყველა ტანსაცმელი საათობით მაქვს ნარჩევი მაღაზიებში,მე მას ჩემი ხელით ავუწყვე საწოლი და ნია...-ცრემლები,რომელიც გაბრიჩიძის სახეს ნამავდა ყველას შოკში გვაგდებდა ნიას ჩათვლით-მე ვარ სანდრას მამა და გეფიცები ვინმემ მეორედ ამაში,რომ შემეწინააღმდეგოს მანამ არ მოვისვენებ სანამ გვერდით საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით არ დააწვენენ.სანდრა ჩემი შანსია,ჩემი სასწაულია ნი..-ვინ იცის?!იქნებ მათი შანსი იყო...
ტიროდა დათუნა,ნია,უტა და ვტიროდი მე.
ნოდო და ნინა გაოგნებულები გვიყურებდნენ და ცოტა არ იყოს ნამუსმა შემაწუხა.
მათ,რომ არაფერი იცოდნენ მომხდარზე,მაგრამ ეს იმდენად ნიას ამბავი იყო აღარ მქონდა უფლება სხვისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა ეს საიდუმლო...
სახლში შხაპის მისაღებად შევირბინე ნიამ ვიდეო,რომ გამომიგზავნა.
შიშველ გულ-მკერდზე დათუნას პატარა სანდრა ჰყავს მიხუტებული.
გაბრიჩიძეს მხოლოდ მისი პატარა გაბრიჩიძე თუ აატირებდა ამდენჯერ...
ალბათ უტა მართალი იყო,რომ მიმეორებდა შემთხვევით არაფერი ხდებაო...
არც სანდრა იყო შემთხვევითობა,ამას ვერანაირი ძალა დამარწმუნებს სამყაროში.
სანდრა ყველას სასწაული იყო,მოვლენილი ვარსკვლავი მოწმენდილ ცაზე.
ერთადერთი და ყველაზე კაშკაშა.
„ელე,ანას საფლავზე აღარ ასულა აგერ უკვე 2 კვირაა,სანდრას არ ცილდება ღამეებს უთენებს...მივლის და მე ...მე წამოსვლა მინდა.“
***
ის პერიოდი იყო ყველა,რომ ავირიეთ.
ნია დათუნასგან წამოვიდა.
მისიანებმა „გრინ ქარდი“ მოიგეს და ამერიკაში იყვნენ,ნიაც საბუთებზე დარბოდა.
იმ საღამოს სანდრა მე დამიტოვა და მეც ბაღში ვასეირნებდი.
სკამზე ნაცნობი სილუეტი,რომ დავლანდე ტანში უსიამოვნოდ გამცრა.
-ვა,ელე..-გაისმა მისი ხრინწიანი ხმა,როგორ გითხრათ?ჩამობერებული მეჩვენა მეტრეველი.
-სანდრო,აქ საიდან?-დავიძბე,ლოყაზე მოდებული მისი ტუჩების შეხებისას.
-ერთი კვირაა გადმოვედი..-ცხლად დამიარა,ტანში რომ გავიაზრე,ის ისევ ჩემი მეზობელი იყო.
-ჰო?თიკას მოსწონს აქაურობა?-ვცადე გამეღიმა მე,ის სანდრას უყურებდა გაკვირვებული.
-თიკა?თიკას დავშორდი...-შემაქანებდა,ალბათ ბავშვი ხელში,რომ არ მჭეროდა.
-ცუდია,მეწყინა ძალიან..
-მართლა გიყვარს?-სანდრადან მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-ვინ სანდრო?-თავი გავისულელე მე.
-ის ფეხბურთელი..
-მართლა მიყვარს.
-მასაც უყვარხარ.
-ვიცი...-მის სიტყვებზე გამეცინა მე.
-მეც მიყვარხარ.-სამყარომ,თითქოს ტრიალი შეწყვიტა.
-სანდრო...
-ამის დედაც..რა სულელი ვიყავი,რა ს&*^&ი ვიყავი,ასე როგორ მოგექეცი,როგორ გაგიშვი..
-შეურიგდი თიკას.-სისხლმა საფეთქელთან ამასხა გაბრაზებისგან.
-შენ შეურიგდებოდი კაცს,რომელიც ღამით საწოლში სხვის სახელს გეძახის?-როგორ აგიხსნათ რა დამემართა?!ბრაზი,ტკივილი და უამრავი გაურკვეველი ემოცია ერთდროულად მომაწყდა.ჩემი და ნერვიულობის ამბავი ხომ იცით?
ბოლო ამ მომენტებიდან რაც მახსოვს არველაძის ცხელი ტუჩები იყო,სანდრას გაოცებული და აწითლებული ლოყა(ჩემი არა სანდროსი.)
იქიდან კისრის ტეხვით გამოვიქეცი.
ვინ იცის რა ფასად დამიჯდა სახლამდე ამოსვლა.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ხვდები,რომ ყველაფერს მისი დრო აქვს,ვადა.
ბედნიერებასაც და უბედურებასაც.
მაშინ,რასაც ვნატრობდი ის იყო,რომ თავს დატეხილი უზარმაზარი ტკივილიც ოდესმე გამნელებოდა.
რომ გითხრათ გამინელდათქო მოგატყუებთ...
ეს იქნება ყველაზე დიდი სიცრუე,რაც კაცობრიობას ჩემგან ექნება გაგონილი.
ჰოდა,არ ვიტყვი.
დრო მკურნალიაო?!მეცინება.
მოდით აბა მე მითხარით,რომ დრო მკურნალია.
რომ როგორმე გამინელდება უტას თვალებიდან დანახული ტკივილი.
ტკივილი,რომელიც ორივეს გვასამარებდა.
მითხარით,მიდით,დამაჯერეთ!
დამაჯერეთ,რომ სოციალურ ქსელებში გამოკრული ჩემი და სანდროს კოცნა ოდესმე გიგანის მეხსიერებას დაავიწყდებოდა,ოდესმე არ აუწვავდა მთელს შინაგანს,დამაჯერეთ რომ სასწაულები მართლა არსებობს და ამ ყველაფერსაც ექნება დასასრული.
თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ეს ყველაფერი თავად იყო დასასრული.
იცით,როგორი სიყვარული დავკარგე?!
ყველა გოგონას ოცნებებში სტუმრად მოსულ პრინცებს და ამ პრინცესებს,რომ აქვთ ხოლმე.
გაუაზრებლად შეძენილი გაუაზრებლად წავიდა.
სანდრომ მაპოვნინა და სანდრომვე დამაკრგვინა.
ქარის მოტანილის ამბავში იყო.
ჩემს წინ შეშუპებული თვალებით და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი,რომ ამოვიდა მაშინ მითხრა...

„მჯერა,არც შენი პოვნა იყო დამთხვევა და არც ეს საღამო იქნება შემთხვევითი.მე დამთხვევებს სასწაულებს ვეძახი და ჩემი სასწაულიც შენ იყავი.ასე მასწავლიდა დედა,დედას მისი დედა და ადამიანს თავისი ღმერთი.მიუხედავად იმისა რაც გამიკეთე...-ამოიხრიალა დაღლილი ხმით და სიგარეტის კვამლი გარეთ გამოდევნა-მინდა თუ არ მინდა შენ მაინც ჩემი სასწაული იქნები,ის დამთხვევა,რომელიც აღარ ვიცი უნდა მომხდარიყო თუ არა..“-სიტყვა არ ამომაღებინა,ტუჩებზე დამეტაკა და მერე აღარ მახსოვს.
მხოლოდ ცივი კედელი,სარკის წინ მდებარე ცივი კედელი,მის გასწვრივ ჩამჯდარი მე,ღია კარები და ნიავი,რომელც ორპირს ქმნიდა.ფანჯრის ძლიერი მიჯახუნება.ჯერ ერთი,მერე მეორე,მერე მესამე...
მეზობლებისგან ჩუმად გავიგონე,ისე იკივლა გვეგონა დანით დაჩეხესო...
დანით?
ეგ ყველაზე კარგი შემთხვევა იქნებოდა ქალბატონებო და ბატონებო.

თანავარსკვალევედი დაიშალა და ჩემი უტაც ჩაქრა ცაზე.


ყველაფერს ადამიანი დაკარგვის შემდეგ უფრო გამძაფრებულად აფასებს და აღიქვამს.
ეს არც კოელიოს გამონათქვამია და არც ჩემი.
საზოგადო სიბრძნეა და ასეც არის.
უტას წასვლამ საქართველოდან,ფსიქოლოგიურად წამშალა.
გავნადგურდგი პირდაპირი გაგებით.
დასი დავტოვე და სახლში ჩავჯექი მშობლების კმაყოფაზე.
ყველაფერი დამემართა რაც არ უნდა დამმართნოდა.
დაწყებული ყოფილი სიყვარულის სახლში მოვარდნებით და დამთავრებული ნოდოს,ნინას,ნიას და დათუნას სახლში ჩასახლებებით.
ეს განსაკუთრებით არ უნდა დამმართნოდა.

სანდრა.
ჩემი სასწაული.
ჩემი საოცრება.
ჩემი წამალი და გადამრჩენელი.
ჰომ ვიძახდი არა?!
ადამიანი საკუთარ შვილში აგრძელებ სიცოცხლეს.
ნიას კვადრატი იყო.
იზრდებოდა და მაიძულებდა მეც გავზრდილიყავი.
თამამად ვიტყვი,რომ სიარული ჩემ ხელში ისწავლა
ბაღშიც პირველად მე წავიყვანე,დედ-მამა ჩხუბით იყვნენ დაკავებულნი,რომელს მიყავდა ვერ გადაეწყვიტათ და ჩვენც გამოვიპარეთ.
პირველად მე ვაჭამე ნაყინი და პირველი მანიკურებიც მე გავუკეთე სალონში.
ყველა ჭეშმარიტებას პირველად მე ვაზიარე და ნიას იმით ვაჩუმებდი,შენ მეორე შვილს მიხედეთქო.ნია ამერიკაში ჩემ გამო აღარ წასულა.ამიტომ იყო ნია,ნია და სხვები უბრალოდ სხვები.იცით ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება რა არის?!როცა აცნობიერებ,რომ არსებობს ადამიანები,რომლებისთვისაც მეორე ხარისხოვანი არასდროს გახდები.ასეთი იყო ნია და ჩვენი ოჯახი გადარეული ნოდოს,გაპრანჭული ნინას და მამა დათუნას შემადგენლობით.
ვიცი მათი ისტორია ჩემსაზე უფრო გაინტერესებთ.
ჰოდა ვიჭორაოთ,არ ეწყინება არც ერთს...
***
მას შემდეგ რაც ნია ჩემთან გადმოსახლდა,დათუნამაც აიღო ბარგი და გოგებაშვილს შემოეფარა.
საოცრებებს ატარებდნენ ყოველ ღამე.
(მაგეებს არ ვგულისხმობ,თავხედო)
ჩხუბი იწყებოდა იმით სანდრას ვინ აჭმევდა და მთავრდებოდა იმის ახსნით,რომ ბიოლოგიური მშობლობა აქ რაიმე პრივილეგიას არ წარმოადგენდა.
ამ ჩხუბის პროცესში მე და სადრა კიდეც ვჭამდით და კიდეც ვიძინებდით.
ყველაფერს ფარდა მაშინ აეხადა,როცა დათუნას ეჭვიანობის სერიოზული სინდრომები აღმოვუჩინე.
„სად მიდიხარ?“
„რატომ?შენ გარდა სხებიც იქნებიან?“
„ბავშვს ტოვებ და სამსახურში მიდიხარ?რატო ის შენი ს*&ი უფროსი რომ ნახო?“
„ეგ ძაან ბევრს ხომ არ გირეკავს...“
ბოლოს გამომიტყდა,რომ ნიაზე ძალიან ეჭვიანობდა და ვეღარ გებულობდა მის თავს რა ხდებოდა.
-ანას საფლავზე როდის იყავი..?-ფრთხილად შევაპარე მე.შეკრთა.
-სანდრას მერე აღარ..
-რა..?-წყალი გადამცდა მე.
-ავარიაში იმ ბიჭთან ერთად მოყვა,ვისაც ჩემ მერე წერდა,რა გამოდის?-ეცინება-იმან სიცოცხლეში დამიკიდა და მე სისოცხლე შევალიო..?შენც ხო იცი დღემდე მიყვარს,მაგრამ არა ისე როგორც უყვართ ცოცხლები,ქალები და ისინი ვისაც აღმერთებენ,მიყვარს როგორც უყვართ წარსული.
-აწმყოს და მომავლის ადგილი ვინმეს გაუნაწილე?
-შენ სულელ დაქალს და ჯერ ვერ ხვდება..-ამოიოხრა და სიგარეტს გაუკიდა,მე კიდევ მეორედ გადამცდა სასულეში წყალი და ბოლოს სასწრაფოს ლამის გამოუძახეს 5 წამი,რომ ვერ ამოვისუნთქე.
სიყვარული როგორ აუხსნა?!
ნიამ,რომ დაიგულა ელენა ნორმალურად არისო,საქმესაც ნელ-ნელა უბრუნდებაო...
ისევ ამერიკაზე დაიწყო ლაპარაკი.
საელჩოში წასულს მიაკითხა მანქანით.
საელჩოში მაგათმა ამბავი ატეხეს?
„ბბს“-ი გადმოცემდა მეორე დღეს.
-შენ დეგენერატი ხარ გოგო?-ყვირის დათუნა.-ხომ გაგაფრთხილე არსადაც არ წაიყვან ბავშვსთქო?!
-რით ვერ გაიგე შვილი ჩემია და მინდა წავიყვან მინდა არა!-კივის ნია.
-რასქვია შენია?ხომ გაგაფრთხილე მაგას მეორედ მეტყვი და..
-და რა?!რას მიზამ?-თვალებგაფართოებული ნია მანძილს ფარავს მეტი დამაჯერებულობისთვის.
-ნია არსად გაგიშვებ,შეეგუე მაგ აზრს!-ავად გამოსცრა დათუნამ.
-აი,შენ შეგეკითხები..
-მეყო ვინც გავუშვი,არ წახვალ-მეთქი!
-რა გინდა დათუნა?წადი რა,წადი იმ შენ სიყვარულთან!მე ნუ მტანჯავ,არაა ადვილი ყოველდღე შენი ყურება არა გესმის?!-ცრემლები ახრჩობს ნიაკოს.-მე შენ სანდრას მამად არ აღგიქვამ,ხო არ ხარ მისი მამა,არც ჩემი ქმარი არ ხარ გინდა ყველამ გაიგოს?მოდი ყველას ვუთხრათ და დავამთავროთ ეს ფარსი.აღარ შემიძლია გესმის?!
-მაინცდამაინც ახლა რატომ გინდა ამის დამთავრება?შენი უფროსი ხშირად რომ გიბარებს სამსახურში მაგიტო არა?!მე არ ვარ სანდრას მამა?აბა გაბედეთ და ეგ კიდევ მითხარით,გეფიცები ნია მაღლაკელიძე,გეფიცები მთელი ცხოვრება,რომ დამჭირდეს შენ გასანადგურებლად გაგანადგურებ!მიუხედავად იმისა,რომ უჯრედულ დონეზე მიყვარხარ მეორედ შეეხები ჩემი და სანდრას ურთიერთობას ცუდად და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ამ ქვეყნად აზრი დაკარგო ყველაფრის!ჩემი შვილია,ჩემია გესმის?!მე გავუთენე 5 თვე ღამეები,მე ვაძინებ დღემდე და ჩემი ხელიდან უფრო გემრიელად ჭამს ვიდრე შენიდან,დიახ!მე მეჭირა აცრის დროს ხელში,იმიტომ რომ შენ აქეთ მოსაბრუნებელი იყავი,მე ვასმევდი წამლებს და მე ვუთენებდი ღამეებს,მე და არა მისი ახვარი მამა,რომელმაც ერთხელაც არ მოგიკითხა,არ გაბედო მეორედ და არ მიხსენო რომ სანდრა ჩემი შვილი არაა,შენ ჩემი ცოლი არ ხარ!ხო,არ მინდა იმის აღიარება,რომ საკუთარი მეგობარი შემიყვარდა,მისი აუტანელი ხასიათების მიუხედავად,იმის მიუხედავად,რომ სიყვარულს ყველაზე საშინლად გამოხატავ მათ შორის ვისაც ეს ცუდად გამოსდის.არსადაც არ მიდიხარ,არ უნდა ბატონო კონსულო ამას ვიზა,ჩემთან რჩება!-ხელი დაავლო და მსუბუქი სხეული ბუმბულივით გააფარფატა გარეთ.
საიდან ვიცი?სულ დეტალებში მოვაყოლე ატირებულ ნიას.
მერე პირველად უკოცნიათ ერთმანეთისთვის.
მერე მოვიდნენ ჩემთან ხელჩაკიდებულები და ბედნიერები.
***
-სანდრას მე გამოვიყვან,თქვენ იწექით და იმუშავეთ მეორეზე..-ოთახში შევუვარდი გაბრიჩიძეებს.
-რა არანორმალური ხარ იქნებ რას ვაკეთებ!-იკივლა ნიამ.
-აუ,ნეტა ნუშამ და არჩილმა იცოდეს გვარის გამგრძელებს აქ რომ აკეთებთ!-სიცილით გავიგუდე მე.
-კვაშალო ნაბიჯით იარ!და მიდი მიხედე ნათლულს..-გაეცინა დათუნას.
-წავედი გაკოცეთ...
სახლის კარი გამოვხურე და ვეღარ გავიგე სიტყვები..
„ამან არ იცის,რომ ჩამოვიდა..?“
***
ახლა სულ სულ ზევით დავბრუნდეთ.
***
თვალები,რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი.
თავზე ნოდო მედგა.
ნინა აქეთ-იქით დადიოდა და თავზე ხელებს ნერვიულად ისმევდა.
გამეღიმა.
ვიფიქრე დამესიზმრათქო,მაგრამ ოთახის კარი ექიმთან ერთად უტამ,რომ შემოაღო...
ცოტა არ იყოს მოვკვდი.
-სტრესის,ან მიღებული შოკის ბრალი შეიძლება იყოს,ორგანიზმი სუფთა გაქვთ...-ჩაილაპარაკა სიმპათიურმა ექიმმა.რადროს ეს იყო?რასქვია სუფთა მაქვს?მოწამლული ვარ მოლანდებები მჭირს და ახლა აქ უტა გიგიანი მელანდება.
-როდის გაწერთ?-ხმა ისეთი დაბოხებული აქვს,ისეთი შეცვლილია,ისეთი მამაკაცური..ხუთ წელს თავისი უქნია..
-დღესვე,კიდევ ერთხელ გავსინჯავთ და თავისუფალი იქნება..-მე მომიახლოვდა ექიმი.-როგორ ხარ ელენა?
-კარგად...-ამოვიხრიალე მე.
-ელეე!-დერეფნიდან მომესმა სანდრას ხმა და ინსტიქტურად გამეღიმა.
ოთახში ქარბორბალასავით შემოვარდა და ჩემ საწოლზე ამობობღდა აცრემლებული,ცისფერი სფეროებით.-კვდები?არ მოკვდე ელე..-ცრემლიანი ლოყები კისერში ჩამალა და აქვითინდა.
-ვერაფრით დავაჯერე,რომ ცოცხალი იყავი..-გაეღიმა ნიას ჩვენ დანახვაზე,მერე უტას მოკრა თვალი და ის 50 ელფერი დაემართა,მე რომ მჩვევია გაოცებისგან.
-ნი,როგორ ხარ?-მათი ჩახუტების სცენას ვეღარ გავუძელი და თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე.
-დაბრუნდი?-ამოიტირა ნიამ.
-დავბრუნდი.-გავშრი.
-სულ?
-სულ-მიწისძრვაა?
-მოგვენატრე უტა..
-მეც,სანდრა არ მოხვალ ჩემთან..-საწოლისკენ დაიხარა და მისმა არომატმა ისე გამაგიჟა გამაჟრჟოლა,რაც მის მზერას არ გამოჰპარვია.უნდოდა ღიმილი დაემალა,მაგრამ ეგ მე აღარ გამომპარვია.
სანდრა ცოცხალი თავით არ მიეკარა,ელენე კვდება მასთან უნდა ვიყოო.
ექიმი სანამ გამწერდა მანამ წავიდა.
ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს წარსულთან შეხვედრის შიში გულ-მუცელს უწვავდა.
„გაიქცა“-თქო გავიფიქრე და ნოდოს დავეყრდენი,კიბეზე ნელა ჩავედით ჯერაც მიბრუოდა დედამიწა.
სახლში წამიყვანეს.
ყოველ ჯერზე ველოდებოდი კარს იქით მდგომარეს,ტელეფონში განათებულ მის ფოტოს,რომელიც მისსავე ზარზე მიმითითებდა,ეზოში მდგარს,თავის მანქანაზე მიყრდნობილს.
არც ერთხელ.
არც ერთხელ არ მოსულა.
ნაკრებში აიყვანესო ტელევიზიით,რომ გავიგე მაშინ გადავწყვიტე უბრალოდ მიმელოცა.
როგორ მინდოდა ამ მნიშვნელოვანი მომენტის დროს მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი.
ვერ ვიყავი.
არც ახსნა მაცადა ვინმემ და არც დაჯერება უცდია ვინმეს.
ასე გამოვიდა.
მასზე წყენა არც მე მქონდა განელებული,ვერ ვპატიობდი ასე უყველაფროდ წასვლას.
მაგრამ ალბათ ის უფრო ნაწყენი იყო სანდროსთან რომ „ვუღალატე“..
სიმწრის სიცილს ცხელი ცრემლები სდევს თან.
და რა არის ამაზე საშინელი,როცა საყვარელ ადამიანს იმის გამო კარგავ,რაც არ ჩაგიდენია...
საბოლოოდ გადავწყვიტე ის მის გზაზე გამეშვა და მე ჩემის ძებნა დამეწყო.
ბალეტზე ვარჯიშის ტემპმა პიკს,რომ მიაღწია ტატამ შეშფოთებით მკითხა რა ხდებოდა.
კარიერული წინსვლა პირადი ცხოვრების განადგურების ფონზე იმდენად მკაფიოდ ჩანს,რამდენადაც ეს „შავი გედის“ პერფომანსში მთავარ როლს შეეფერება.
ეს როლი ჩემთვის იმდენად დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავდა ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც ამ გამოწვევის მიღება.
ისევ ტატა ჩაერია საქმეში და არაადამიანური რეპეტიციებიც დაიწყო.
ვერც დღეს ვცნობდი,ვერც ღამეს.
მოვდიოდი სახლში სრულიად განადგურებული,სანდრას ვეფერებოდი და ვწვებოდი.
დათუნა და ნია ქორწილის ამბებზე დარბოდნენ.
სანდრა მე მიმყავდა ხოლმე რეპეტიციებზე.
მასაც მოსწონდა ჩემი და ჩემი გოგონების ყურება ცეკვისას.
რა გითხრათ?
რა ვიგრძენი,როცა ტატამ სანდრას საჩუქრად პატარა ბალერინას ფორმა მოუტანა.
საოცრება იყო ჩემი გოგონა.
ჩემი პატარა ბალერინა.
გენახათ რა სასაცილო იყო,როცა ჩვენთან ერთად ცდილობდა მოძრაობების გაკეთებას.
ბოლოს ბაღს ოფიციალურად შევეშვით და ბალეტზე გადმოვერთეთ.
დათუნას და ნიას,რომ ეგონათ სანდრას ბაღში ვტოვებდი,მაშინ მივარბენინებდი რეპეტიციებზე.
ყველაზე ბედნიერი მანდ ვარ,მგონია,რომ მეც თქვენსავით ლამაზი ვარო,იძახდა და წინ ამოცილილი 2 კბილით ისე სასაცილოდ იცინოდა მთელი დასი კოცნიდა ხოლმე რიგ-რიგობით.
***
ნაკრებში პირველი თამაში ჰქონდა უტას.
ჩუმად მისვლა გადავწყვიტეთ მე და ნინამ.
სულ ბოლო რიგში ავიღეთ ბილეთები.
ჩეხებს ხვდებოდნენ მგონი.
-ელე,რაღაც უნდა გითხრა,მოდი გადააყენე მანქანა..-ნერვიულად დაიწყო ნინამ.
-ოო,მითხარი სად გადავაყენო,დამაჯარიმებენ!-ამოვიზუილე მე და კიდევ ერთხელ დავუსიგნალე ჩემს წინ მდგარ „შევროლეს“.
-ელე,არ გაბრაზდები ხო?
-ისე იწყებ,მგონი უნდა გავბრაზდე..-აშკარად არ ფიქრობს წასვლას „შევროლე“,-გაუკეთე „აბგონი“ ჩამომეძინა!-ვკივი ბოლო ხმაზე.
-ელენე,შეყვარებული ვარ!-თქვა ნინამ და თვალები ისე დააჭირა ერთმანეთს,მეგონა მაშხალა ყურთან აუფეთქეს.
-რა ხარ?-გადავხედე გაოცებულმა.
-გიო მიყვარს მაჭარაშვილი.-ურო დამეცა თავში,პირდაპირი გაგებით.გიორგი მაჭარაშვილი უტას გუნდელი იყო ჯერ „დინამოში“ ახლა კი ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.
-ბატონო?!
-ელე,არ გაბრაზდე რა..პირველი ხარ ვისაც გავუმხილე,არ გვინდოდა თქმა..
-რატო ჩვენი თვალი გეცემოდათ?-თვალები დავაბრიალე მე და ვისღა ახსოვდა „შევროლე“ ისე გადავიხარე ნინასკენ,გოგო ფანჯარას აეკრო.
-ასე უფრო კომფორტულად ვიყავით,თავიდან ყველაფერი უბრალო ფლირტით დაიწყო,ვერც წარმოვიდგენდი სერიოზულობამდე თუ მივიდოდა ჩვენი ურთიერთობა,მერე მინდოდა თქმა,მაგრამ შენი ამბავი და უტას ჩამოსვლა დაემთხვა...ეს ორი კვირაა ადამიანს აღარ გავხარ,სულ დარბაზში ხარ და დაფარფატებ შენი პუანტებით.
ხმა არ ამომიღია,გაბრაზებული მზერა ისევ „შევროლეზე“ გადავიტანე, შუა საცობში მანქანის კარი გავაღე და გადავხტი.გადავხტი პირდაპირი გაგებით.
-ეს ოხერი გაუკეთე აბგონი დავიღალე თამაშზე მაგვიანდება!-საქარე მინებზე ისე ვურტყამდი ხელებს,ვიღაცას უეჭველად ეგონა,რომ გავგიჟდი.
ნინაც გადმოვიდა მანქანიდან და გაღიმებული მომჩერებოდა.
ტელფონი ეჭირა ხელში,რამაც კიდე უფრო გამაცოფა,ვიდეოს მიღებდა სავარაუდოდ და მერე მთელი სამეგობრო ამაზე მაგრად დამცინებდა.
-ჩვენც გვაგვიანდება ელე თამაშზე მოდი აბა გაუკეთე „აბგონი“-წინა ფანჯრიდან თავი გადმოჰყო მაჭავარიანმა,საჭესთან გაღიმებული უტა იჯდა.
ავნერვიულდი.
აღარ მახსოვს როგორ ჩავჯექი მანქანაში.
როგორ ვიწყევლე თავბედი,მერე უტა ვლანძღე რა აუცივლებელი იყო ახალი მანქანის ყიდვათქო.
ნინა ჩუმად იგუდებოდა,სიცილით.
იცოდა ხმა,რომ ამოეღო რაც დაემართებოდა.
სანამ უტას წინ ცუდად მდგარი მანქანა,გზას გაანთავისუფლებდა,უტა მანქანიდან გადმოვიდა და ნინას ფანჯარას მოადგა.
-გადადი,ნინა გიცდის გიო..-გაუღიმა ნინას და ჩემი მანქანის კარი გამოაღო.
გავშრი,ისე გამიშტერდა უსასრულო წერტილში თვალები.
ნინამ უხმოდ დატოვა მანქანა და მისი ადგილი გიგანმა დაიკავა.
მისმა არომატმა მაშინვე მოირბინა ჩემი მანქანის სალონი და უპირობო მართველობა გამოაცხადა.
-რაშვებით ..?-დაიწყო მან და სიგარეტს გაუკიდა.
-თამაშის წინ სიგარეტის მოწევა..
-რაშვებით?..-ვინ დამაცადა გაგრძელება?
-მე არაფერს,სხვა არ ვიცი ვის გულისხმობ..
-შენ და სანდრო..-ძარღვები დაეჭიმა მას.
-რავიცი,სანდრო დიდი ხანია დაიჭირეს მე რასაც ვშვრებოდი იმას.
-ცუდია,როდის გამოდის?
-არ ვიცი თიკას კითხე,თუ ძალიან გაინტერესებს.
-ვა,ერთად აღარ ხართ?-გიომ გაზს მიაჭირა და ჩვენც დავიძარით.
-რა ვართ..?-სათვალე ჩამოვიწიე და ისე გადავხედე.
-მეგონა ერთად იყავით..
-სანამ,რაღაცეების მოგონებებს და შეთხზვებს დაიწყებდი მაგ შენ ხის ტვინში უნდა გეკითხა,გეკითხა იქნებ არც არაფერი ხდებოდა,იქნებ სისულელე დამაბრალე,იქნებ მე მხოლოდ შენ მიყვარდი და იქნებ ეს ყველაფერი ერთი დიდი აბსურდი იყო,რომელშიც თავი მხოლოდ შენმა უაზრო ფიქრებმა ამოგვაყოფინეს უტა!-გავცეცხლდი მე,ვკიოდი ბოლო ხმაზე და ვცდილობდი ავარიაში არ მოვხვედრილიყავით.
-მწერალთა ბაღში ერთმანეთს კოცდინით და კიდე რამე მეკითხა?!მაგალითად რა როდის აპირებთ დაოჯახებასთქო ეგ თუ ნათლიად შემომეთავაზებინა ჩემი თავი თქვენი შვილისთვის.
-მოდი დავკონკრეტდეთ,კიარ ვაკოცეთ,მაკოცა!
-კაი,რა...
-გადადი მანქანიდან!-მანქანა გადავაყენე და საჭეს დავადე თავი,ვეცადე სუნთქვა დამერეგულირებინა.
-რა?!ელენა თუ 20 წუთში..
-გადადი მანქანიდან!-ვუკივლე ბოლო ხმაზე და კარი ჩემი ხელით გავუღე.
კიარ გადავიდა,გადავაგდე.
თამაშზე აღარ წავსულვარ.
დათუნას დავურეკე და სანდრა წავიყვანე საკონდიტროში.
ვისხედით ორივე ჩუმად.
ისეთი თვალებით მიმზერდა,ვხვდებოდი,უნდა დამეწყო საუბარი თორემ თვითონ ამომაცილდა სიტყვებს.
-შენი არ მესმის ელენიკო..-ამოიოხა,სანდრამ როცა მე ამბის მოყოლა დავასრულე.
-რომელ ნაწილში?-გამეღიმა მე.
-ხომ გიყვარს?
-მიყვარს.
-მერე?
-რა მერე?რავქნა სანდრა?ხოარ მოვიტაცებ?
-და რატომ არა?!აი,მიაკითხე,მანქანაში ჩასვი კარები ჩაუკეტე და წაიყვანე სოფელში.მერე კომბოსტოში ჩაკეტე და ბავშვი გეყოლებათ,მერე ხომ აღარ წავა?
დაასრულა თუ არა სიცილისგან ორად გაკეცილს სუნთქვა მიჭირდა.
მე და ნია ვუხსნიდით,რომ დათუნამ და ნიამ კომბოსტოში იპოვეს.
ბაღში მასწავლებელს „მოუტყუებია“ ბავშვების გაჩენას დედა და მამა სჭირდებაო.
ჰოდა,სანდრამ ეს ამბები გადააბა,საბოლოო ვარიანტში კი ის მიიღო,რომ დედ-მამა კომბოსტოში ჩაიკეტებოდა და იქ ბავშვით ხელში გამოვიდოდა.
ახლა,სწორედ ამ იდეას მთავაზობდა უტას დასატოვებლად.
ბამბის ნაყინები ვიყიდეთ და თბილისის ქუჩებში ვიხეტიალეთ,მანამ სანამ ბოლომდე დაღლილებმა სხეული ძლივს მივიტანეთ სახლამდე.
ისე დაემთხვა,რომ ნიას და დათუნას ქორწილი,იმ კვირაში დაიგეგმა,როცა მე კონცერტი მქონდა.რაღაცნაირად გამიხარდა,ვიფიქრე ისე დავიღლები უტაზე ფიქრის არც დრო მექნება და არც სურვილითქო.
დრო ნამდილად არ მქონდა,სურვილის რა მოგახსენოთ...
გამოსვლის წინ იმდენი ვინერვიულე ისიც აღარ მახსოვს სცენაზე,როგორ აღმოვჩნდი.
საღამომ იდეალურად ჩაიარა.
სრული ანშლაგით დასრულდა წარმოდგენა.
ტატა ისეთი ამაყი იყო ჩვენით,ჩვენ ცოტა „თავში აგვივარდა“.
სცენაზე ჯერ ვარდების თაიგული გამოჩნდა,მერე სანდრა.
ვტიროდი მე,ტიროდა ტატა და ტიროდა მთელი დასი.
ეს ბავშვი მოსიარულე ბედნიერება იყო და სადაც მიდიოდა თავის ფერად სამყაროს სხვებსაც უნაწილებდა.რა გითხრათ?მისმა ფერადმა სამყარომ გადამატანინა ეს 5 წელი.
მაიძულა ისევ ქალად ვქცეულიყავი და დამებრუნებინა სახე,რომლითაც ოდესმე აუცივლებლად იამაყებდა სანდრა.
5 წლის განმავლობაში მან მაიძულა უტას კვლავინდებური სიყვარულით გამევსო გული და არა სიძულვილით,რომელიც უფრო გამანადგურებდა.
შეუძლებელია ყოფილიყავი სანდრასთან და რაიმე ნეგატიურისთვის უფლება მიგეცა შენ ცხოვრებაში სანდრასთან ერთად ეცხოვდა.
ეს ხუთი წელი?
მთლიანად სანდრას სახელს ატარებს.
ამ ხუთმა წელმა?
ერთი წამითაც ვერ დამავიწყა უტა გიგანი.
და ხუთი წლის შემდეგ?
„მე არ მჯერა დამთხვევების,ჩემს დამთხვევებს სასწაულებს ვეძახი და ჩემი სასწაული...“
***
დათუნას და ნიას ქორწილის მეორე სერია.

ახლა უკვე ნამდვილი ქორწილი იყო ყველაზე ლამაზი რამ,რაც კი მინახავს.
გაბრწყინებული ნიაკო და აჟიტირებული დათუნა.
ნიას საგრძნობლად გაბერილი მუცელი და სანდრას დაწვრილებული თვალები ეჭვიანობისგან.
რა გითხრათ?!
ეგეთი რამე არ ითქმის.
ამაღლებული განწყობა და საოცარი იმედი,იმედი იმისა,რომ შენც ჩაიცმევ თეთრ კაბას,მიხვალ საკურთხეველთან და იტყვი რომ თანახმა ხარ..
თანახმა ხარ მასთან იყო ჭირშიც და ლხინშიც
თანახმა ხარ იყო მისი ქალი და გრძნობდე,თავს მისი სახლის დიასახლისად
თანახმა ხარ გახდე მისი შვილების დედა და იზრუნო მათზე,გიყვარდეს და გაუფრთხილდე
თანახმა ხარ მზად იყო კრიზისულ პერიოდებში საომრად,საომრად მთელ ქვეყნიერებასთან
თანახმა ხარ გახდე მიზეზი,რის გამოც მას სახლში დაბრუნება გაუხარდება
თანახმა ხარ წახვიდე კომპრომისებზე(მასთან ერთად)და არასდროს ინანო ეს (მისთვის)
თანახმა ხარ სამყაროს ებრძოლო თუ ამის საჭიროება გექნებათ...
ვერავინ იტყვის,რომ ამ მომენტში გოგონას ის თეთრი კაბა არ მოსწონს,არ უნდა და არც მოუნდება.მეამბოხე?არატრადიციული?განსხვავებული ადამიანი ხარ?აბა ეგ მაშინ გაიმეორე,როცა თეთრ ფუშფუშა თუ სწორ მატერიაში ისე გაგალამაზებენ,რომ საკუთარ თავსაც ვერ იცნობ.მაშინ უბრალოდ იმიტომ ჩანხარ ასეთი ლამაზი,რომ ყველა მაკიაჟთან ერთად შენ შენი ბედნიერებაც გალამაზებს.დამიჯერეთ,არც ერთ განსხვავებულობას,მოდერნს და არატრადიციულობას არ მოაქვს ეგეთი ღიმილი....
და მაინც...
პატარძალი,რამდენად დიდი ცხვირიც ან დიდი წონაც არ უნდა ჰქონდეს,მაინც ყველაზე ლამაზი ქალია იმ ღამით,რადგან მას თეთრი კაბა აცვია და საყვარელი ადამიანისთვის ბედნიერი ღიმილი ამშვენებს.
მიდი და მედავე.
დათუნამ დაიჟინა პირველ ქორწილში შესრულებული ცეკვის გარეშე მეორე ქორწილში არ დაგიშვებო.
ჰოდა,მეც მოვკიდე ხელი ჩემს პრინცესას,ვიყიდეთ ახალი ლამაზი პუანტები და დავდგით ახალი უფრო ლამაზი ცეკვა.
როგორი ამაყი ვიყავი არ იცით.
დაახლოებით იგივე გრძნობაა,იცეკვო შენს შვილთან ერთად,რომელსაც შენ ასწავლე ჯერ სიარული,შემდეგ ცეკვა.
დავასრულეთ,თუ არა სანდრამ კაბის ბოლოზე დამქაჩა,რაღაც ჰქონდა სათქმელი ფაქტია.
-ჰო სანი..-დავიხარე მე და ხალხის ოვაციები დავაიგნორე.
-რას უცდი ელე?-გაკვირვებულმა მკითხა და პუანტებზე დამხედა.-გამოიცვალე მე მივალ და გავართობ მანამდე.
-ვის სანი?-ნერვიულად გამეცინა მე.
-ოოჰ,იცი ვისაც!-სწრაფად მომირბინენია ფეხსაცმელები გამოსაცვლელიდან და მაიძულა იქვე სცენაზე ჩამომჯდარმა გამომეცვალა.
-იცი,რომ სირცხვილია?-თვალებს ვაბრიალებდი მე.
-ვიცი,არაუშავს დედიკომ მითხრა აი გასაღები და იცის სადაც უნდა წაიყვანოსო.
-დედაშენს მოვკლავ!-სწრაფად გამოვიცვალე მე და პუანტები ჩანთაში მოვათავსე.
ნიას გადავხედე,რომელიც დათუნასთან ერთად ესაუბრებოდა უტას რაღაცაზე,ჩაბჟირებამდე იცინოდნენ,სანდრამ მათთან მიირბინა.
უტას ყურში რაღაც უჩურჩულა და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
-ან ახლა ან არასოდეს!-თვალები დამიბრიალა ნიამ.
-გააფრინე?!ბალერინა ვარ,ხვდები ეს რას ნიშნავს?ხვდები,როგორ არ შემეფერება ეს საქციელი?იქნებ სხვა ჰყავს?ხუთი წელია არ მინახავს მე რა ვიცი იქნებ აღარ ვუყვარვარ?
-მორჩი დრამის დედოფლობას?-თვალები აატრიალა დათუნამ.-მიდი ელენე,იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის...-ხელი ნიას გადახვია და ლავიწის ძვალთან ფრთხილად აკოცა.
ბედნიერებისგან მხედველობა დამებინდა.
ვტიროდი.
გარეთ სწრაფი ნაბიჯებით გავედი.
მობილური ხელში მოვიმარჯვე და ნუშას მივწერე.
„რაც არ უნდა გითხრან არ დაუჯერო..(თვალის ჩაკვრები)“
სანდრამ დამინახა თუ არა უტას ხელი შეუშვა.
-საქმე მაქვს,შეგიძლია გამომყვე..?-წარბი მაღლა ავწიე მე და ცრემლები მოვიწმინდე.
-იმ პირობით თუ მანქანიდან არ გადმომაგდებ!-სიგარეტს გაუკიდა უტამ და დარბაზისკენ წასულ სანდრას გააყოლა მომღიმარი მზერა.
-ეცადე ნერვები არ მომიშალო..
მანქანაში ჩაჯდა.
დავიბენი.
ახლა რას ვაკეთებ?!
იმას,რასაც მთელი ცხოვრება ვინანებ?
თუ იმას რისთვისაც მიცხოვრია მთელი განვლილი ცხოვრება..?!
საჭესთან მოვკალათდი.
-თაფლობის თვეში საბერძნეთში წავიდეთ,სანტორინიზე...ულამაზესი ცა არისო ღამღაბოთი ამბობენ..-ეს სანდრას გეგმაში არ იყო გაწერილი..უცნაურად ლაპარაკობს..
-ეგეთ გეგმებს ერთადერთი ქალისთვის აწყობენ უტა...-გამეცინა მე და ჩემი მანქანა პარკინგის ზოლიდან გავიყვანე.
-არ გამამხილო,რომ იდეაში მომიტაცე...-სიცილი ვეღარ შეიკავა.ჰო.5 წუთი გაგუდვამდე იცინოდა.
მცხეთის გზაზე ვიყავით.
ნიას აგარაკზე ისევ ისეთი სიმყუდროვე იყო.
ზამთრის სუსხიანი ქარი სახეზე სასიამოვნოდ გვეფინებოდა.


დეკემბრის ცაზე ჩვენი თანავარსკვლავედი სამუდამოდ შეიკრა...




თქვენი,ჭორიკანა ლიზა კანდელაკი..(როგორ მომენატრა ამის დაწერა..)
მაპატიეთ,გრამატიკული უზუსტობებისთვის(ჩემი მოურჩენელი დაავადებაა)
მომენატრეთ ყველანი ძალიან.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

აი რა ვისიამოვნე ამ დილით? წარმოუდგენლად. არაჩვეულებრივი იყო სულმოუთქმელად წავიკითხე. ემოციები დიდხანს გამყვება ალბათ. ნეტავ ცხოვრებაშიც ასე ეწყობოდეს ყველაფერი

 


№2 სტუმარი kati

Auuu, meore nawilic minda ra.zalian kargi iyo.

 


№3 სტუმარი Mako

Ra kargi iyo,ar mindoda damtavrebuliyo

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მაკო
აი რა ვისიამოვნე ამ დილით? წარმოუდგენლად. არაჩვეულებრივი იყო სულმოუთქმელად წავიკითხე. ემოციები დიდხანს გამყვება ალბათ. ნეტავ ცხოვრებაშიც ასე ეწყობოდეს ყველაფერი



მადლობა ❤

 


№5  offline წევრი Maia G.

წუხელ უკვე ძილს ვაპირებდი და ჰოპ!!!
დავიწყე და ჩავედი ბოლომდე,მართალია ვერ მოვწყდი,გვიან დავიძინე,მაგრამ ვისიამოვნე ძალიან,მიყვარს მე შენი ტკბილი ,გემრიელი ისტორიები❤❤❤❤აღარ მოგვანატრო თავი.
პ.ს.კომენტარის დაწერა ამ დილისთვის შემოვინახე:დ

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან,ძალიან კარგი იყო,ისრთი ლამაზი და გამართული თხრობა გაქვს,ვისიამოვნე ძალია,იყო სიტყვები ძალიან უბრალო და ამავდროულად სიღრმისეული,სიუჟეტების აღწერა,გრძნობის და ემოციის გადმოცემაა,არაააა ძალიან კარგი იყო.ბრავო.

 


№7 სტუმარი elene

vaimeeeee essraiyooo gavafrie rmyo auuuu armindoda
damtavrebuliyooo auuuu

 


№8 სტუმარი Liami

au saswauli iyo, saicreba iyo magram ra vqna rom sandroc shemiyvardaaa

 


№9  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ყველას მადლობა შეფასებებითსვის❣

 


№10  offline წევრი Rania

Saocrad magari iyo. Madlobaaa am siamovnebistviss
--------------------
Q.qimucadze

 


№11  offline წევრი ნანა73

აი, უბრალოდ... ძალიან უბრალოდ, მარტივად... ყველა გაგებით, სრული აღტაცებით, დიდი სიამოვნება მომანიჭე! დაუსრულებლად წაგიკითხავდი... ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე დედაშვილური სიყვარული ისე გქონდა აღწერილი დავსქრინე და შევინახე ზუსტად ის გრძნობაა რაც ჩემი შვილის პირველად ხელში აიყვანით ვიგრძენი და ამ ემოციას ისე ალბათ ვერასდროს ვერ გადმოვცემდი როგორიც აქ შენს ისტორიაში წავიკითხე

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ყველას დიდი მადლობა ❣❣

 


№14 სტუმარი ana.

vaimee ra saswauli iyo gavgijdi❤️❤️❤️❤️❤️ auu dzaanmagari gogo xar da xshirad dade ra esetebi gtxov❤️❤️❣️❣️❣️

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მე მეწყინა და გავიბერე,სადაა წითელი ხოჭო?? :((
ან ლიზა,ნუ კარგი,ლიზა თუარა,ერთი წითელი ხოჭო რომყოლოდა ელენას,რაუჭირდა? :(((
ზაფხული ხო გადამატანინე,ახლა გადატანილის პოსტგადატანილის სინდრომი მაქვს და მინდა ბევრჯერ გამოჩნდე..
ოღონდ წითელი ხოჭო არ დაგავიწყდეს რა

 


№16  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

tasusuna
მე მეწყინა და გავიბერე,სადაა წითელი ხოჭო?? :((
ან ლიზა,ნუ კარგი,ლიზა თუარა,ერთი წითელი ხოჭო რომყოლოდა ელენას,რაუჭირდა? :(((
ზაფხული ხო გადამატანინე,ახლა გადატანილის პოსტგადატანილის სინდრომი მაქვს და მინდა ბევრჯერ გამოჩნდე..
ოღონდ წითელი ხოჭო არ დაგავიწყდეს რა

აუცივლებლად ????❤

 


№17  offline წევრი Takk.22

როგორი ტკბილი თბილი სასიამოვნო ისტორია იყო ყოჩაღ

 


უმაგრესია, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Takk.22
როგორი ტკბილი თბილი სასიამოვნო ისტორია იყო ყოჩაღ

სიყვარული გულს გვტკენს
უმაგრესია, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა

მადლობა ❤

 


№20 სტუმარი Magda

Dzalian kargia????????????????

 


№21 სტუმარი სტუმარი სტუმარი

რა არის ეს? ქართველი ფეხბურთელები რეალობაშიც და აქაც რატო ეწევიან? :დდდ ????????????

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი სტუმარი
რა არის ეს? ქართველი ფეხბურთელები რეალობაშიც და აქაც რატო ეწევიან? :დდდ ????????????

ხო აი სწორად აღნიშნე,ბევრი ფეხბურთელი ეწევა და მაგიტომაც ვერ ცდებიან "დინამოს" (ვხუმრობ რათქმაუნდა)ჩემი უტას მსგავსად????.

 


№23  offline წევრი ლილილი

ნიას ამბავს ვერ მივხვდიი,ეს ორსულობა როგორ/საიდან/რატომ?

 


№24 სტუმარი ანუუ

აუ მიყვარხარ))

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

L.eli13
ნიას ამბავს ვერ მივხვდიი,ეს ორსულობა როგორ/საიდან/რატომ?

იმ ღამით სხვასთან იყო კომბოსტოში ????
ანუუ
აუ მიყვარხარ))

მეც მიყვარხართ!!!

 


№26  offline მოდერი Katerina.

სასწაული ხარ ჭორიკანავ;)

 


№27  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სალოme
სასწაული ხარ ჭორიკანავ;)

Madloba sakvarelo ❤❤❤

 


№28  offline წევრი კატალეა

არმეყოო კიდევ მინდოდა ????????????

 


№29  offline მოდერი აირ ისი

ახლა დავიწყე შენი ისტორიების კითხვა და ძალიან მომწონხარ ❤ ძალიან დიდი სიამოვნებით და მსუბუქად იკითხება თავიდან ბოლომდე

 


№30  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

კატალეა
არმეყოო კიდევ მინდოდა ????????????

აირ ისი
ახლა დავიწყე შენი ისტორიების კითხვა და ძალიან მომწონხარ ❤ ძალიან დიდი სიამოვნებით და მსუბუქად იკითხება თავიდან ბოლომდე

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent