დასანგრევი ქვეყანა
მე არ ვიცი რა ხდება, მე ის ვიცი მთავრდება. ქვეყანა რომ ინგრევა, ჩემი ბრალი გახდება. აღარ მინდა უმწეოდ, ხეტიალი უაზროდ, ნაბიჯებს ვინც მითვლიდეს, მას ვეძახდე სამშობლოს. დასანგრევი ქვეყანა, ვატყობ მე დამბრალდება. წაგებული ომები, ჩემი ტვირთი გახდება. წლები წლებზე გავა და დაინგრევა ქვეყანა. მომიგონებს ვინმე და სხვა ქვეყანა ერქმევა. ჩემი ბრალი გახდება, სამშობლო რომ ვუწოდე. დასანგრევი ქვეყანა, გულში რომ ჩავიხუტე. არვის არა სჭირდება, დანგრეული ქვეყანა. ვატყობ მე დამბრალდება მარტოხელა ქვეყანა. თქვენ დამტოვეთ მარტო და მომაფურთხეთ ქვეყანა. ახლა ტირილს ვიწყებ და ცრემლი აღარ შემრჩება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.