შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციების მსხვერპლი (სრულად)


8-10-2019, 20:06
ავტორი Nanaga
ნანახია 16 051

ერთხელ, ჩემმა ლექტორმა მკითხა, შენი აზრით ვინ ვართ ადამიანებიო? მაშინ აუდიტორიაში ომახიანი შეძახილები და სიცილი ატყდა, მე კი ვიჯექი გახევებული და ვფიქრობდი, ვინ ვართ ადამიანები? უბრალოდ ჰომინიდების ჯგუფის მოდერნიზებული წარმომადგენლები? ღვთის ხილული სასწაულები? ინტელექტუალური რობოტები? იქნებ სულაც ამ სამყაროს შემადგენელი უმცირესი უჯრედები? მაშინ პირველად დავფიქრდი ჩვენს ყოფაზე ამ სამყაროში და საბოლოოდ იმდენი ვიფიქრე, ლამის შევიშალე. პასუხი კი რა თქმა უნდა, ისევე როგორც ცნობილმა მეცნიერებმა, მეც ვერ ამოვხსენი სრულყოფილად. რა გვამოძრავებს ჩვენ? სული? სხეული? ტვინი? ორგანოები? არა! ადამიანს ემოციები და გრძნობები ასრულყოფილებს. სადღაც წავიკითხე ცხოველებს გრძნობები და სული არ აქვთო, არ ვიცი ეს რამდენად მართალია მაგრამ გრძნობები ყველაფერს აქვს, უმარტივესი უჯრედიდან დაწყებული ცხოველით დამთავრებული. აი ჩვენ, ადამიანებს კი ხანდახან გრძნობები და ემოციები გვირევენ სწორედ თავგზას. ისინი გვაქცევენ სრულყოფილებად და არარაობებად. წესით და რიგით, ადამიანს ყველაფერზე კონტროლი შეუძლია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც შენი გრძნობა გაკონტროლებს? იქნებ სულაც არ ვართ ასეთი სრულყოფილები? ჩვენ ხომ ჩვენი თავები არ აღმოგვიჩენია საბოლოოდ, შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვრო და ისე მოკვდე, ვერ გაიგო რისთვის დაიბადე და რა შეგეძლო. ზოგჯერ ამაში გარე ფაქტორებსაც მიუძღვის უდიდესი წვლილი, ხანდახან კი უბრალოდ გეგმავს ვუხვევთ და მიზანს ვიცვლით. ნუთუ შეიძლება, ერთმა გრძნობამ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორიფიალურად დაავადებათა სიაში შეიყვანა, კოდიც კი მიანიჭა F63.9 და ჩვენ მისი რომანტიზება მოვახდინეთ, მთლიანად შეცვალოს ადამიანი? ათვლის წერტილად ხომ სწორედ ეს დაავადება ანუ სიყვარული ითვლება? ყველაფერი სიყვარულია. რელიგია გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. თვალსაჩინო მაგალითად არ გამოდგება არარეალური მითები რელიგიაზე და თვალით უხილავი სასწაულები თუმცა ნებისმიერი რელიგიის საწყისად ხომ სწორედ სიყვარული მოიაზრება? სიყვარულია ის რასაც აკეთებ, სიყვარულია მშობლების უანგაროდ გაცემული გრძნობა, სიყვარულია ქალის და კაცის ვნებაც, სიყვარულია შენი ყოველდღიურობა. ვინც არ უნდა გყავდეს, ხომ არსებობს შენს ცხოვრებაში სიყვარულის ნოტები? არ არის აუცილებელი ვინმე გიყვარდეს, ხომ გაქვს საყვარელი საქმე ან სულაც უჯრაში მიმალული დღიური, ან საყვარელი მუსიკა, საქმე, წიგნი, ჰობი... ყველას გვაქვს ცხოვრებაში ჩვენი წილი სიყვარული. გააჩნია ვის მივუძღვნით ან რისთვის გამოვიყენებთ ამ გრძნობას. მე ღრმად მწამდა ყოველთვის, რომ ადამიანურმა გრძნობებმა არ უნდა მოახდინონ ჩვენი გეგმების შეცვლა და მით უმეტეს რუტინიდან გადახვევა. ჩემი მოტივი და ცხოვრებისეული საზომი, ყოველთვის ჩემი წარმატება იყო, თუმცა მაინც მოახდინა ამ პატარა მაგრამ გიჟურმა გრძნობამ ყველაფრის თავდაყირა დაყენება. ამრია, დამანგრია, შემცვალა, გონება და გული გადამიგვარა, მადა დამიკარგა, ფერები გამიშავა...



მე და ის ერთმანეთს საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდით. მე სიტყვა მოვამზადე თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე, ასევე ვისაუბრე ტექნოლოგიის და მედიცინის თანხვედრაზე, მეცნიერებაზე და ბოლოს ადამიანის რწმენებზე ანუ პლაცებოს ეფექტზე. მთელი წელი ვემზადებოდი ამ დღისთვის და იმხელა შრომა მქონდა ჩადებული, ვინმეს ან რამეს ხელი, რომ შეეშალა აუცილებლად ჭკუიდან შევიშლებოდი. სიტყვით გამოსვლას ასევე ახლდა პრეზენტაცია, ვსაუბრობდი მშვიდად და აუღელვებლად, კარგად ვხედავდი როგორ გადმომხედავდა ხოლმე და აკვირდებოდა ყველა ჩემს სლაიდს, მაკვირდებოდა მე და ცდილობდა ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვიდან, პაუზიდან და ამოსუნთქვიდან შესაბამისი ინფორმაცია, ემოცია მიეღო. დამსწრე საზოგადოებიდან უამრავ შეკითხვას ვიღებდი, ის კი ჩუმად მაკვირდებოდა, რამდენჯერმე მკითხა მაგრამ შეკითხვა უფრო ჩემს აზროვნებას და ხედვებს ეხებოდა, აინტერესებდა მე რას ვფიქრობდი ამა თუ იმ საკითხზე. კონფერენციის დასასრულს კი ნამდვილად კარგი შეფასებები დავიმსახურე ცნობილი პროფესორებისგან, დიად მომავალს და ფართო გზას მიწინასწარმეტყველებდნენ.



- შეიძლება სადმე მშვიდ გარემოში ვისაუბროთ? ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით რა თქმა უნდა - გასვლისას დამედევნა ის და მაჯაზე ოდნავი შეხებით გამაჩერა

- იცით ბევრი დრო არ მაქვს მაგრამ ცოტა ხნით ალბათ გამოვნახავ დროს - ნაზად გავუღიმე და კარგად დავაკვირდი.

ის კი არა, ნებისმიერი ადამიანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავთანხმდებოდი. აქ დამსწრე საზოგადოება ყველა რაღაც მიღწევებით გამოირჩეოდა და ნამდვილად არ მაწყობდა ვინმეს წყენინება, მითუმეტეს თუ მათთან კონტაქტი და კომუნიკაცია პირდაპირ პროპორციული იყო ჩემს მომავალთან და კარიერასთან.

მანქანაში უბრალოდ ჩვენს შესახებ ზოგადი ინფორმაცია გავცვალეთ და მშვიდ რესტორანში შევედით. არ იყო ხალხით გადატვირთული და შესაბამისად საუბარსაც მშვიდად შევძლებდით.



- იმედია ივახშმებ და მორცხვობას არ დაიწყებ, მე მართლა მშია - მომნუსხველი ღიმილით გადმომცა სათქმელი

- ვინაიდან ვინერვიულე და შესაბამისად ნერვიულობაზე ვჭამ, არ დავიწყებ მორცხვობას და ვიტყვი რომ მართლა მგელივით მშია - გამეცინა და სკამზე კომფორტულად მოვთავსდი.

- ძალიან კარგი, საუბრისას მადა მეხსნება - ჩაილაპარაკა და მენიუს თვალი გადაავლო, მეც მას მივბაძე.

- თუ შეიძლება ღვიძლის სალათი და ლიმნიანი წყალი მომიტანეთ - მიმტანს ავხედე და მენიუ გადავეცი.



სტანდარტულად უხერხული სიჩუმის გამო, თავი სულაც არ მიგრძვნია ცუდად, პირიქით ერთმანეთს თვალმოუშორებლად ვაკვირდებოდით და აზარტში შესულები, სულაც არ ვგრძნობდით რაიმე კომპლექსს. სახეზე მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, არ იკითხებოდა არც ირონია, არც აღელვება, არც სიმორცხვე და არც რაიმე სხვა ადამიანური გრძნობა, ასე მეგონა ფიტულს ვუყურებდი. ყბის ძვლები სასიამოვნოდ გამოწეული ჰქონდა, თმები დაბალი მაგრამ უკან გადაწეული, სავარაუდოდ ეს მისი ჟელეს მსგავსი ნივთიერების დამსახურება იყო, ცხვირი სწორი, თვალები ნუშისებრი და ტუჩები, მისი ტუჩები თითქოს თბილი სისხლით შეღებილიყო. მისი გამომეტყველების მიუხედავად, მაინც მეგონა, რომ ამ საოცარი ვიზუალის უკან, საინტერესო მამაკაცი იმალებოდა. არ ჰგავდა ჩვეულებრივ გამვლელს, მისნაირები ალბათ მილიონში ერთი იბადება. მისი ვიზუალის შესწავლის წუთები მიმტანის მიერ მოტანილმა ჩვენმა შეკვეთამ ჩაახშო. ღიმილით ავხედე და თავი დავუკარი.



- ამდენი ხანია გაკვირდები და ვერანაირი ემოცია ვერ ამოვიკითხე, მართლა ასეთი ინდიფერენტული ხარ თუ უბრალოდ შენს გრძნობებს კარგად ნიღბავ ამ ლამაზი სახის უკან? - მკითხა მოურიდებლად და ჩვენი აზრების დამთხვევაზე გამეცინა

- იგივეს ვიტყოდი შენზეც, ვუყურებ ჩემს წინ მჯდომ საოცარ მამაკაცს და ვერ ვკითხულობ მის ქვეცნობიერს, ვერ ვხვდები რა მიზნები ამოძრავებს - გამომწვევად გავუღიმე

- შენი პროფესიის მიუხედავად მაინც გიჭირს ჩემი აზრების წაკითხვა?

- მე ფსიქოლოგი ვარ და შესაბამისად იმას ვიგებ რასაც მეუბნებიან, აზრების წაკითხვა და ორჭოფობა ჩემი პროფესიის ნაწილი ნამდვილად არ არის

- არადა ბევრი ფსიქოლოგი საპირისპიროს ამბობს - ისევ ისე მომნუსხველად გამიღიმა, თითქოს ჩემს გამოწვევას ცდილობდა

- არა, მე ნამდვილად არ შემიძლია აზრების წაკითხვა, შენ ახლა ისე ზიხარ მიმიკების და ჟესტების ენაც კი არ დამეხმარება, აზრებს ალბათ მხოლოდ ღმერთი კითხულობს

- ღმერთის გწამს? დღევანდელი შენი გამოსვლით ვიფიქრე, რომ შენი რელიგია მეცნიერება იყო

- ყველას რაღაცის სწამს, ღმერთი ზოგადი ცნებაა და არ არის აუცილებელი თეთრ წვერიანი მოხუცი წარმოვიდგინოთ ყოველ ჯერზე, ჩვენი რამისადმი რწმენას კი შეიძლება ღმერთი ვუწოდოთ

- ანუ ფიქრობ, ღმერთი უბრალოდ სტატუსია?

- შესაძლოა ასეც იყოს, გააჩნია ვინ რას დაუძახებს, შენ რისი გწამს?

- მე ბევრი რამის მწამს, სიტუაციას გააჩნია, ხანდახან შეიძლება იღბლის ვიწამო, ხან ღმერთის, ხან მეცნიერების, ხან ბუნების.. ხომ ხვდები, ყველა სიტუაციას განსხვავებული ღმერთი ჰყავს - ისევ ისეთი ცივი მზერა შემაგება, არ შევმცდარვარ, ის ნამდვილად საინტერესოა.

- ასე მგონია საკუთარ თავს ვესაუბრები, ოღონდ საპირისპირო სქესში არსებულს - ღვინის ჭიქას თითები შემოვატარე

- ასე ძალიან ვგავართ ერთმანეთს? - გაეღიმა

- რწმენის საკითხში ნამდვილად ახლოს ვართ - მეგობრულად გავუღიმე

- ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა? - ტექნიკურად შეცვალა მზერა და მივხვდი, ირონიულად გაიღიმა

- მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის შესაყვარებლად 8 წამია საჭირო, აი მიხვედრას კი შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს, ან თვეები ან წლები, გააჩნია ვინ როგორ აზროვნებს - მხრები ავიჩეჩე

- ანუ გინდა თქვა, ადამიანს რვა წამში უყვარდება და იმის გააზრებას, რომ შეყვარებულია შეიძლება თვეები დასჭირდეს? - თვალები ოდნავ დააწვრილა და გამომცდელად დამაკვირდა

- ჰო, შეიძლება ვერც ვერასდროს მიხვდეს მაგრამ რაღაც აი აქ - შუბლზე მივიდე თითი - მაინც აწუხებდეს და ვერ მიხვდეს რა იყოს, თუმცა მე მჯერა რომ სიყვარული არ არსებობს.

- აბა რას უწოდებ ამ გრძნობას შენს ენაზე?

- ჰმ, როგორ გითხრა, თავიდან აღტაცებას და შემდეგ მიჩვევას ან ცვლილებების შიშს, აქაც ინდივიდუალურადაა საკითხი, შეიძლება იმდენად არ გინდოდეს სიახლე, რომ შეეგუო შენს ყოველდღიურობას და ასე შეიქმნას თეორია სამუდამო სიყვარულზე

- საინტერესოა, ასეთ ლამაზ და განათლებულ, ახალგაზრდა გოგოს არ სწამს სიყვარულის - თამბაქოს ღერი თითებში შეათამაშა და ისე მოუკიდა, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, შემდეგ მე გადმომაწოდა.

- ეს ბანალური შეფასებაა, ლამაზი, ახალგაზრდა, ჭკვიანი.. არ მომწონს - გამეცინა და ღრმად შევისუნთქე ღერიდან მოქაჩული არომატული ჰაერი

- ლაროშფუკომ თქვა, ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს - ისევ ისე ირონიულად გამიღიმა

- ჰიუგომ კი თქვა, რომ ადამიანის გონებას სრულფასოვანი არსებობისთვის და ყველაფრის ამოსახსნელად, სამი რამ სჭირდება - ცოდნა, აზრი და წარმოსახვა. სიყვარული არსად უხსენებია, ის შენ უბრალოდ გცვლის და ერთ ადგილზე გაშეშებს. მე უბედური არ ვარ, უბრალოდ ყოველთვის მეტი მსურს, სიყვარული ამას ვერ მომცემს. ის ამოწურვადი გრძნობაა. ჩემი გონება კი სიახლის წყურვილით მუდამ დამშეულია - ჯანდაბა, ვის რაში სჭირდება სიყვარული?

- ყველაფერზე შენი მოსაზრება გაქვს, ანუ დაუწერელი კანონების არ გჯერა - მაცდურად მიყურებს და იღიმის

- არ არსებობს არც დაუწერელი და არც დაწერილი კანონი, ადამიანის ქცევას, გონებას საზღვარი არ აქვს, ასევე მიღწევებიც ულიმიტოა. შენ თვითონ უნდა იცოდე ზღვარი, მაგალითად კაცი რომ არ მოკლა ამისთვის არც კანონი გჭირდება და არც ღვთის ცნება, უბრალოდ შენ არ გაქვს ამის უფლება

- აბა კანონებს რიღასთვის იგონებენ თუ მაინც ყველამ იცის რისი უფლება აქვს და რისი არა?

- პრობლემაც ეგაა, ყველამ არ იცის სად გადის პიროვნული ზღვარი, ამიტომ სჭირდებათ დოგმა

- შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანო შენი აზროვნებით და სილამაზით, იშვიათია ასეთი შერწყმა - ნაზად გადმოიხარა მაგიდაზე, მე მხოლოდ გამეღიმა. რამდენიმე წუთი ჰორიზონტს გასცქეროდა, მე კი მისი ყურებით ვტკბებოდი

- ჩემზე შთაბეჭდილება შეგექმნა? ან რამე ფსიქოლოგიური მოსაზრება - ამჯერად მთლიანად გაიღიმა, რამდენიმე წუთი ვუყურებდი, შემდეგ კი მზერა ჩაცმულობაზე და თითებზე გადავიტანე

- გაინტერესებს როგორი ხარ ჩემი წარმოსახვით? - თავი ოდნავ გადავხარე და სკამზე გავსწორდი

- ნამდვილად საინტერესო მოსაზრება გექნება

- კარგი - გამეღიმა - შენ ადამიანის პიროვნება და შინაგანი სამყარო უფრო გაინტერესებს, გიზიდავს ვიდრე მისი ზოგადი ვიზუალი ან აზრები, გაინტერესებს ყველაფერი და ყველა მოსაზრება, არ გაკმაყოფილებს ზერელედ მიღებული ინფორმაცია, მეტის მოლოდინი გაქვს და ამიტომაც ეძიები ყველაფერს, ამიტომ იყავი ყურადღებით ჩემს გამოსვლაზეც და ამიტომ მეკითხებოდი ყველაფერს ჩემს აზრებთან დაკავშირებით, შენთვის ეს ერთგვარი ჰობია, გამოიცნო ადამიანები. ხანდახან შენი ღიმილი იმდენად მაცდურია, პირდაპირ იწვევ ადამიანს. სიყვარულის გჯერა მაგრამ ვნება უფრო მეტია შენს ტვინში, სწორედ ამიტომ გაქვს პრობლემა ოჯახში, ან კომპლექსი გაქვს ოჯახის. მარჯვენა თითის არათითზე ბეჭდის, სავარაუდოდ საქორწინო რგოლის კვალი გაქვს. ეს თავიდანვე შევამჩნიე, მაგრამ არ გიკეთია. მობილური მაგიდაზე გიდევს, ანუ არ გეშინია რომ ოჯახიდან დაგირეკავენ რადგან როგორც უკვე ვთქვი პრობლემა გაქვს, არ მალავ არაფერს და შესაბამისად ეს ფაქტიც არ გაწუხებს, ჩემთან კი იმიტომ ხარ, რომ ინტელექტუალური საუბრები გაკლია, ეს შენს სულიერ საზრდოობას უწყობს ხელს, სავარაუდოდ მარტოსული ხარ და ამიტომაც არ გყავს შენნაირი ირგვლივ, ვერავის დაელაპარაკები ასე სიღრმისეულად. ჯანდაბა მითხარი, რომ მართალი ვარ. ისე მიყურებ ვიცი რომ მართალი ვარ - ხელები ჰაერში ავწიე და გამეცინა, ვიცოდი რომ მართალი ვიყავი.

- არტურ კონან დოილს რომ ენახე, შერლოკ ჰოლმსი ნამდვილად შენზე იქნებოდა - ჩაეცინა

- ის უბრალოდ კარგი ფსიქოლოგი იყო და შესაბამისად ამის ნიჭიც ჰქონდა, პერსონაჟი და ავტორი ხომ ერთი და იგივეა, თუ არ არის ის მაინც მისი აზრებია

- მართალი ხარ, ცოლს გაშორებული ვარ და ინტელექტუალური საუბარიც მაკლდა. თუმცა შენ ნამდვილად სხვანაირი ხარ, ასე მგონია არასდროს ამოიწურები - გაეღიმა.



კიდევ დიდხანს ვსაუბრობდით და ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებდით. ერთმანეთს მართლა ძალიან ვგავდით, ან მე მომწონდა უბრალოდ მასთან საუბარი.

შემდეგ სახლამდე მიმაცილე და ვთხოვე ამოსულიყო, არ ვიცი ეს ფიზიკური ლტოლვა იყო თუ გონებას არ სურდა მისი გაშვება, თუმცა გამიხარდა, როდესაც დამთანხმდა.

სახლში წითელი ღვინის თანხლებით გავაგრძელეთ ბაასი. ერთი სიამოვნება იყო მისი ყურება, ხელოვნური ცეცხლის ფონზე მისი თვალები ნამდვილად ანათებდნენ, ნუთუ შესაძლებელია ხორცშესხმული ანგელოზი ყოფილიყო? ან საერთოდ შესაძლებელია ასეთი კაცის არსებობა? იქნებ ჩემი წარმოსახვა იყო?



- რაზე ფიქრობ? - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა, მანძილი საკმაოდ შემცირებულიყო ჩვენს შორის

- შენზე ვფიქრობდი - არეულად ჩავილაპარაკე

- შენს ტვინში თუ ჩემზე საფიქრალი ადგილიც მოინახება, მაშინ მშვიდად მოვკვდები ახლავე, დიდი პატივია - გაიღიმა და დივნის საზურგეს თავი ჩამოადო, თვითონაც მაკვირდებოდა. ოთახში ტემპერატურამ მოიმატა და ღვინის ჭიქა შუშის მაგიდაზე დავაბრუნე, ისევ მისმა ხმამ დაარღვია იდეალური დაძაბულობა - მინდა რომ გაკოცო - ისევ მას შევხედე, გამეღიმა. ისევ დაემთხვა, იგივე მსურდა მეც.

- ნამდვილად იდეალური დასასრული იქნებოდა - გამეღიმა და მისკენ მივიწიე.

ჩემი სიტყვებით გათამამებულმა წინ გადმოიწია და თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა. შემეხო. მისი თბილი ბაგეები ჩემს ტუჩებს შეეხო. ნამდვილად უშრეტი ფანტაზია მქონდა, როდესაც სისხლს შევადარე. ნამდვილად ჰქონდა სისხლის მოტკბო და მომჟავო გემო. აკანკალებული ხელები პერანგთან გავაცურე და ღილებს წავეტანე. მასთან ყოფნა ნამდვილად რაღაც ნარკო დამოკიდებულებას ჰგავდა, ჩემთან იყო, მაგრამ სულ მეტი და მეტი მინდოდა. ყველაფერი იმდენად სხვანაირად იყო, მისი შეხებაც კი არ ჰგავდა ჩვეულებრივი ადამიანის შეხებას, მასთან ყოველთვის სასიამოვნოდ დამუხტული ვიყავი.. ჩვენი შეხვედრები ერთი საღამოთი არ დასრულებულა, ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ჯერ ჭიქა ღვინისა და თამბაქოს კვამლის ფონზე ვსაუბრობდით, ეს პროცესი ორივესთვის სასიამოვნო იყო, შემდეგ კი ერთმანეთის ალერსით ვიჯერებდით გულს, მას ჩემს მუცელზე ედო თავი ან მე მედო მის გულზე, შემდეგ ისევ თითო ღერს ვიყოფდით და ვსაუბრობდით, ხანდახან დაგვთენებია კიდევაც მაშინ როდესაც უბრალოდ ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით. არ იყო ჩვენს შორის სიყვარული, ან არ ვიცი.. იქნებ სულაც ასეთი უნდა ყოფილიყო სიყვარული? ყველა ადამიანს ხომ განსხვავებულად უყვარდებათ? არ ვიცი რა იყო ეს მაგრამ ვიცოდი, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ის ჩემთვის რესურსი იყო, რაღაც წერტილი რისკენაც მივილტვოდი. ჩვენი აზრები ყოველთვის ერთმანეთისას ჰგავდა, ხანდახან დაწყებულ წინადადებას ერთად ვასრულებდით და მერე გვეცინებოდა.



- სამწუხაროა, რომ ადრე არ შეგხვდი - ერთ საღამოს გამომიცხადა

- ადრე შეიძლება სულაც არ მოგწონებოდი ან მე არ მომწონებოდი - გამოვუტყდი გულწრფელად

- მე ნამდვილად ვიცი, რომ ყოველთვის მომეწონებოდი - ისევ თამბაქოს ფონზე საუბრობდა. ეს მისი დამახასიათებელი იყო, ყოველთვის ბევრს ეწეოდა და უზომოდ ბევრ სუნამოს ისხამდა. ხანდახან დავცინოდი რომ ერთი ფლაკონი ერთ დასხმაზე არ ეყოფოდა, მაგრამ ეს გადაჭარბებული სურნელიც ძალიან მომწონდა. ხასიათებით ზედმეტად პედანტი იყო და ალბათ სწორედ ეს იყო მისი გარეგნობის მიზეზიც. სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან ამოდიოდა, ხანდახან სტუდენტების ნაშრომების გასწორებაში მეხმარებოდა, ხან პაციენტების პრობლემებს ვუყვებოდი და ერთად ვფიქრობდით გადაჭრის გზებზე. თვითონაც ხშირად მიყვებოდა ყველაფერს და ანალოგიურად მეც ვეხმარებოდი. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ყოველთვის გვქონდა ერთმანეთისთვის დრო სასაუბროდ, ან უბრალოდ ღიმილისთვის. ჩვენი ცხოვრებაც ხომ ასეთია, ყველას გვჭირდება გვერდში ადამიანი, ვისაც დავეყრდნობით, ან უბრალოდ გავუზიარებთ ძალიან მცირე წვრილმანებს. აუცილებელი არც იყო ერთმანეთის ბიოგრაფია ზეპირად გვცოდნოდა, მთავარია რომ უბრალოდ ის მე მავსებდა, მჭირდებოდა ჰაერივით.. თუმცა საბოლოოდ ფაზლის ნაწილი აღმოვჩნდით, ერთმანეთს ვავსებდით მაგრამ ფაზლის მიღმა დარჩენილ სიცარიელეს - ვეღარ.



- ბევრს მუშაობ, დასვენება გჭირდება. თვალები ჩაგიცვივდა და საგრძნობლად გახდი - მზრუნველად გამომიცხადა და თმაში თავისი თლილი თითები შემიცურა, წრიულად მასაჟს მიკეთებდა. იცოდა, რომ ჩემი სუსტი წერტილი იყო და ყოველთვის ვითიშებოდი.

- ახლა არ შემიძლია, შენთან ერთად როდესაც ვარ ისედაც სულ ვისვენებ - ჩემს უკან იჯდა, თავით მის ნიკაპს მივეყუდე

- ჩემთან ერთად როდესაც ხარ, თითქმის არ გვძინავს. აიღე შვებულება და წავიდეთ სადმე - სასიამოვნო ბურუსში გახვეულს უკვე ყრუდ მესმოდა მისი ლაპარაკი, თუმცა ნათლად ვგრძნობდი მოშიშვლებულ ყელზე და მხარზე როგორ დააცოცებდა ტუჩებს.

- ახლა ვერ. წინ ფინალურები აქვთ სტუდენტებს, პაციენტებსაც უკან ვერ გავუშვებ

- კარგი მაშინ შენს პაციენტად ჩამწერე თორემ ისე სულ ვეღარ გხედავ - პატარა ბავშვივით წუწუნებდა და ამაზე ვგიჟდებოდი, ისეთი საყვარელი ხდებოდა, მისკენ შევბრუნდი და მკლავები კისერზე დავალაგე, თავი გვერდზე ჰქონდა გადახრილი და იღიმოდა

- პატარავ შენ ჩემს გრაფიკზე ეჭვიანობ - ამაყად გამოვუცხადე და ყბის ძვალზე ვაკოცე

- არც უარვყოფ, გთხოვ რა, წავიდეთ სადმე

- კარგი ორი თვეც აღარ არის დარჩენილი და დასრულდება ყველაფერი, მე შვებულებას ავიღებ და მერე თუ გინდა საწოლში ჩავწვეთ და სექტემბრამდე აღარ ავდგეთ



არ გვიყვარდა დაპირებები და ანგარიშის გაცვლა-გამოცვლა. თუ რაიმეს ვიტყოდით ეს ისევ ჩვენი სურვილისამებრ ხდებოდა, არ გაგვაჩნდა ვალდებულება და საზღვრები, სწორედ ეს ხდიდა ჩვენს ურთიერთობას მრავალფეროვანს, ზეპირად ვიცოდით ერთმანეთის განრიგი და გეგმები, ხანდახან თუ არ გამოვჩნდებოდით ერთმანეთის ცხოვრებაში შემდგომ დღეებში ისტერიკებით და ჩხუბით არ ვაგვირგვინებდით.



- რომ შეგიყვარდე რას იზამ? - მკითხა ერთხელაც, მოულოდნელი იყო თუმცა დაბნევა არცერთს გამოგვეხატა. არასდროს მიფიქრია ამ თემაზე, პრინციპში ის იმდენად იყო ქცეული ჩემს ყოველდღიურობად, ვერც კი ვიზარებდი თუ ოდესღაც ერთმანეთს არ ვიცნობდით და თუ არ გვაკავშირებდა სიყვარული

- არ დავუშვებ რომ შენი სიყვარულით საკუთარი თავი დავკარგო

- ვიცი, რომ არ გჯერა სიყვარულის მაგრამ ნუთუ ფიქრობ, სითბოს გაზიარება საკუთარი თავის დაკარგვაა?

- მე და შენ სითბოს, სარეცელს და ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს, აუცილებელია ამ პროცესს რაიმე სახელი დავარქვათ? გინდა, რომ სტანდარტულ ჩარჩოში მოვექცეთ და ყოველდღე სასიყვარულო სიტყვებით მოვაბეზროთ ერთმანეთს თავი? მითხარი გინდა გითხრა რომ მიყვარხარ? რამეს შეცვლის ეს სიტყვა ჩვენს ურთიერთობაში?

- მე შენ არ გაიძულებ და არ გავალდებულებ რამე მითხრა, მითუმეტეს არ მოვითხოვ სიყვარულს. უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდება, ერთ დღეს რომ აღმოაჩინო, შეგიყვარდი?

- არ ვიცი, რა უნდა მოხდეს? არ ვიცი სიყვარულს ვინ როგორ აღიქვამს მაგრამ გპირდები, იმდენად არ შემიყვარდები, რომ ჩემს პაციენტებს დავემსგავსო და საკუთარი თავი გავანადგურო ამ სიყვარულით. საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, თანაც სრულიად უცხო, რომ ცუდად იყო..

- შენ მგონი შენი პაციენტების შემხედვარე ყველაფერზე უარს იტყვი

- არ ვამბობ უარს, შენთან ერთად ხომ ვარ? თან ძალიან კარგად ვარ.. უბრალოდ ვიცი ეს რისი მომტანიცაა, ვიცი როგორც გრძნობენ თავს და არ მინდა ასე ვიყო.

- და მაინც მე თუ შემიყვარდი? - ორაზროვნად, რაღაცნაირად ჩაილაპარაკა, არ მომეწონა მისი ტონი

- თუ ეს ჩვენს ურთიერთობაში არაფერს შეცვლის, მაშინ გინდა სიყვარული დაუძახე და გინდა ვნება. მე თუ შემიყვარდები, ვეცდები გადაგიყვარო

- ზედმეტად რთული ადამიანი ხარ..

- რთული არ ვარ, გულწრფელი და რეალისტი ვარ. არ მინდა სიყვარული და შემდგომი ვალდებულებები, ეს ვალდებულებები შემდეგ ბევრ რაღაცაზე უარს გვათქმევინებს და საკუთარ სურვილებზე და ეგოზე უარის თქმა, შემდგომში პარტნიორთან პრობლემებს წარმოქმნის, აი ახლა როდესაც მე და შენ არანაირი ვალდებულებები არ გვაქვს და უბრალოდ მოგვწონს ერთად ყოფნა, არ გვაქვს პრობლემები და არც საკუთარი თავი გვეზიზღება, ასეთია ცხოვრება. რაც არ უნდა იყოს, პირველ რიგში საკუთარი თავი გვყავს და შემდეგ სხვა, საკუთარი თავის დაკარგვით ვკარგავთ ყველაფერს.

- ნეტავ ადრე შეგხვედროდი, სანამ ყველაფერი გართულდებოდა

- შენი ცხოვრებით უკმაყოფილო ხარ? რა მნიშვნელობა აქვს როდის შევხვდით, მთავარია უბრალოდ შევხვდით და მე ამითაც კმაყოფილი ვარ

- უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა შენ ყველაფერს ამარტივებ, ამიტომაც უყვარხარ ყველას რომ ასეთი მარტივი ხარ

- ყველას ვუყვარვარ? არაა.. უბრალოდ პატივს მცემენ, ასევე პატივს გცემენ შენც.. ურთიერთობა რაც უფრო ზომიერია, მით მეტია პატივისცემაც. და საერთოდ მორჩი სიყვარულზე, გრძნობებზე და ასეთ რაღაცებზე ლაპარაკს, დატკბი იმით რაც გვაქვს.



იმ დღის მერე სიყვარულზე აღარ გვილაპარაკია. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო რაიმე სახელის დარქმევა, ჩვენი ურთიერთობა ზედმეტად ჰაეროვანი იყო. თუმცა ადამიანი ბუნებით ხარბია და უფრო მეტი უნდა, ყველაფერს სახელი უნდა ჰქონდეს, ყველაფერს ახსნა და პუნქტებად დანაწილება სჭირდება. ჩემთვის კი ყველაფერი მარტივი იყო სახელითაც და უსახელოთაც. არასდროს მომითხოვია ზედმეტი, რაც მქონდა იმით ვკმაყოფილდებოდი, არც ბავშობაში ვგავდი გათამამებულ ბავშვებს, ვიცოდი რომ თუ რაღაცას ვიღებდი ესეიგი ცხოვრების კარმა იყო ასეთი და სწორედ ის მეკუთვნოდა რაც მქონდა. არასდროს ვყოფილვარ მარტივი, ერთი შეხედვით ასე ჩანდა მაგრამ, ყოველთვის ყველაფერზე ნაფიქრი და მილიონჯერ გააზრებული მქონდა, შემდეგ უბრალოდ ვპოულობდი კონკრეტული თემის ამოხსნას, მათემატიკური წესით ვცხოვრობდი, ვამარტივებდი მოცემულს და საბოლოოდ გამარტივებულ მოსაზრებას ვაყალიბებდი. ხანდახან ჩემი არ ესმოდათ, ვერ იგებდნენ ჩემს შეხედულებებს, მსოფლმხედველობას და თვლიდნენ, რომ უბრალოდ პატარა ვიყავი. მერე გავიზარდე და ჩემი იდეებიც უფრო ფართო და დალაგებული გახდა. საბოლოოდ ყველა შეეგუა აზრს, რომ მე ჩემი მოსაზრება მქონდა ყველა საკითხზე, ყველაფერს ვამარტივებდი და სიტუაციის სირთულეს ვერასდროს ვხედავდი. არადა რეალურად ასეა, თუ ბევრს იფიქრებ და გამოსავალს ნახავ, ბოლოს მიხვალ იმ მარტივ და კონკრეტულ პასუხამდეც. თუმცა ადამიანთა უმეტესობას ეს ძალა არ შესწევს კი არა, ეზარებათ. უმეტესი ადამიანის ტვინი რობოტულადააა მოწყობილი, რასაც დაავალებ იმას გააკეთებენ, შეიძლება მთელი ცხოვრება ისე რუტინულად და უამბიციოდ წაიყვანონ, ერთ ადგილს ტკეპნიდნენ და არ განვითარდნენ, უბრალოდ რასაც ცხოვრება მისცემთ იმით დაკმაყოფილდნენ და მეტი არ მოუნდეთ. თვითგანვითარება სიხარბე არ არის, ეს ყველა ადამიანს სჭირდება, ყველა საკითხში და სიტუაციაში.



დაპირებისამებრ, როდესაც ჩემი სტუდენტები ფინალურებს მორჩნენ და პაციენტებიც დასასვენებლად გავუშვი, გადავწყვიტე პირობა შემესრულებინა და მასთან ერთად დასასვენებლად წავსულიყავი. ყველაფერი მოვაგვარე და როცა გამოვუცხადე შეგვიძლია წავიდეთ მეთქი, ბედნიერებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა.



- უკვე იმედიც აღარ მქონდა, თუ ოდესმე ერთად წავიდოდით სადმე - მელაპარაკებოდა და სიტყვებს შორის თბილ კოცნებს ურთავდა

- რასაც ვამბობ ყოველთვის ვასრულებ, აირჩიე სად გინდა წავიდეთ?

- შენ სადაც გინდა და სადაც გაგიხარდება იქ წავიდეთ, მთლიანად განდობ ჩემს შვილივით ნალოლიავებ შვებულებას



ბევრი არ მიფიქრია, ვიცოდი ისედაც სად მინდოდა წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უამრავ ქვეყანაში ვიყავით ნამყოფი ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, არასდროს მქონია შესაძლებლობა საბერძნეთში წავსულიყავი და დამესვენა, განსაკუთრებით მომწონდა კუნძული სანტორინი, ის ხომ არა მხოლოდ საბერძნეთის არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იყო. მე უფრო ზღვის პიროვნება ვიყავი, ის კი - მთის, ამიტომ ჩვენი ლოკაცია ორივეს აკმაყოფილებდა.



სანტორინმა მართლა გამიმართლა იმედები. ვიცი ადამიანს ბევრი რაღაც ეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში, დასვენებაში და კომფორტის ზონის შექმნაში მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ზღვაზე მასთან ერთად, ასეთ ულამაზეს ადგილას, მზით და გართობით კი არ დავისვენე, მთლიანად გადავვარდი ტრანსში. თამამად ვიტყვი, აქამდე არ მიცხოვრია. საყვარელ ადამიანთან ყოფნას საყვარელ ადგილას, არაფერი შეედრება.

უბრალოდ მშვიდად ვიყავი, აი ხომ არის პერიოდები, არაფერი რომ არ გაწუხებს და ძალიან კარგად რომ ხარ, ტვინი მხოლოდ კარზე და პოზიტიურზე ფიქრობს, ზუსტად ასე ვიყავი მეც, ბედნიერებისგან სანთელივით ვიღვენთებოდი.



- მესამე წელი დაიწყო რაც ერთად ვართ - გამომიცხადა და გვერდულად შემომხედა, როგორც იცოდა ხოლმე. ჰქონდა ისეთი ქცევები, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და მიყვარდა ის კონკრეტული მოქმედებები

- ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ და სულ ერთად ვართ, ვერ ვხვდები სად გადის ზღვარი როდესაც მე და შენ ''ჩვენ'' ად გადავიქეცით

- ალბათ წინა ცხოვრებაში მართლა მთელი ცხოვრება ვიცნობდით ერთმანეთს..

- ჰო, საინტერესო იქნებოდა, ისე აქ ერთი ქალია და ამბობენ მომავალს ხედავსო, წინა ცხოვრებისაც გაეგება რაღაცებიო, არ გინდა მივიდეთ? - ბავშვურად გავხედე, აი ტკბილეულის მოლოდინში ეჭვის თვალით რომ უყურებენ უფროსებს, მას კი ხმამაღლა გაეცინა და ლოყაზე მომითათუნა

- ვინ ვინ და შენ თუ ამას იტყოდი, ნამდვილად არ მოველოდი

- რატომ? - ამჯერად მეც გამეცინა

- ასეთი მიღწევების მეცნიერ ფსიქოლოგს, ადამიანს, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ყველა ზებუნებრივ ძალას, გრძნობას, გინდა მითხრა, რომ გჯერა ამ შამანების და მავანების?

- გეყოფა რა, უბრალოდ მივიდეთ და ვნახოთ რას იტყვის, შენ უფრო დაინტერესებული უნდა იყო - მეწყინასავით, მაგრამ დავითანხმე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რატომაც არა?! მაინტერესებდა უბრალოდ რას იტყოდა, ისედაც საინტერესოა ახალი და თანაც ასეთი ადამიანების გაცნობა. იქაურებისგან ვიცოდით, რომ ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობდა ამ ქალბატონს და რიგი საკმაოდ კოლოსალური რიცხვისგან შედგებოდა მაგრამ ისეთი სპორტული ინტერესი აღმიძრა, არ დამიხევია უკან. ერთი ახალგაზრდა ბიჭი დავიქირავეთ, რომ ყველაფერი გადაეთარგმნა. იქ მისულს მართლა გამიკვირდა ამდენი ადამიანის დანახვა, ზოგიერთი მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, არ ვიცი ასე რატომ სჯეროდათ ამ ყველაფრის მაგრამ მე მეცინებოდა, თუმცა ვიღაცისთვის ალბათ მეც სასაცილო ვიქნებოდი რადგან მეც მათ რიგებში ვეწერებოდი.

როგორც იქნა მოვიდა ჩვენი რიგი. პატარა ქოხივით იყო და ქოხს თეთრი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, შესასვლელთან რკინის ყუთი იდო ყუთთან ვიღაც კაცი, ალბათ ფული რომ არ მოეპარათ. სანამ რიგში ვიდექით გავარკვიეთ, რომ რაც უფრო მეტ ფულს ჩადებდი, მით უკეთესს მომავალს იწინასწარმეტყველებდა. ის ქალი ვერ ხედავდა გარეთ რა ხდებოდა, ამიტომ კი არ გატყუებდა, უბრალოდ შენ ფულის რაოდენობით იდეაში შენს ბედს და მომავალს ცვლიდი. 20-20 ევრო ჩავაგდეთ და ჩხარუნებიანი ფარდა გავწიეთ. ცოტა გამიკვირდა რადგან სხვა სანახაობას ველოდი, მეგონა ბროლის ბურთი და რაღაც რკინის ჭურჭელი დამხვდებოდა მაგრამ არა, ყველაფერი ლამაზად იყო, არც რამე ჯადოსნური ნივთი იდო და არც ქალი იყო ცალი თვალით ელამი და თმა აწეწილი. თმაში ყვავილი ჰქონდა დამაგრებული და იღიმოდა, მასთან მივედით.



- ხელები აჩვენეთ - ინგლისურად გადმოგვილაპარაკა ჩვენმა თანმხლებმა ბერძენმა, ხელები გავშალეთ და ზემოდან დაგვაჩერდა. ხელზე ხელი დამადო და ხაზებს გაუყვა, შემდეგ ჩემი ხელის გული ცხვირთან მიიტანა და დაყნოსა. გამიღიმა და ხელი გამიშვა. იგივე გაიმეორა მის შემთხვევაშიც მაგრამ ცოტა გაუგრძელდა პროცესი, ბოლოს ორივეს შემოგვხედა, მას შედარებით მკაცრად.. რაღაც არ მომეწონა ეს მზერა. მერე რაღაც ჩაილაპარაკა და შებრუნდა, ჩვენ ისევ ბიჭს მივუბრუნდით, რომელიც დაძაბული მზერით იყურებოდა.



- ამბობს, რომ ის გულს გატკენს. მასთან ერთად ბედნიერი არ იქნები, ამბობს რომ ის შენი ცხოვრების წყევლაა. ყველაფერს გააფუჭებს, შავი აურა აქვს.



მადლობა მოვუხადეთ და გარეთ გამოვედით, ცოტა არ იყოს მეცინებოდა ამ სიტუაციაზე. ის ბიჭიც გავუშვით და მარტოები დავადექით სახლის გზას, ორივეს გვეცინებოდა და არ ჩაგვითვლია რეალურად. ეს უბრალოდ კარგად გაწერილი მექანიზმი იყო, ფულის შოვნისთვის.



- პატარებზე რატომ არასდროს ვსაუბრობთ? - მკითხა ისევ კუნძულზე ყოფნის პერიოდში

- პატარებზე? - ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა

- შვილების ყოლა არ გინდა? - მუცელზე დაწვა და ხელის მტევნებს დაეყრდნო

- შვილების? მინდა როგორ არ მინდა, უბრალოდ ამაზე არასდროს მიფიქრია

- მე მინდა შვილები გვყავდეს - მოულოდნელად გამომიცხადა, მას ისედაც ჰყავდა ერთი შვილი ყოფილი ცოლისგან მაგრამ იმან რომ ჩემგან შვილის ყოლა სურდა, ნამდვილად გამაკვირვა, რეალურად არასდროს მიფიქრია ამ თემაზე

- მე ჯერ მზად არ ვარ შენი თავი ვინმეს გავუზიარო, მერე მომაკლდება სითბო, დავისტრესები და გავგიჟდები - მუხლებზე დავჯექი და ხელები კისერზე შემოვხვიე

- როგორი ეგოისტი ხარ, მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ - იცინოდა და მკოცნიდა ისე, როგორც მიყვარდა.



თავიდან ყველაფერი ძველებურად მიდიოდა, ქალაქს დავუბრუნდით და ჩვენი გრაფიკიც მოერგო ჩვენს ცხოვრებას, დაიწყო ისევ უნივერსიტეტი, რამდენიმე ლექცია კიდევ დამემატა, ამას დავამატოთ ის, რომ ერთ-ერთმა მეოთხე კურსელმა ხელმძღვანელად ამიყვანა და თეზისის წერაში ვეხმარებოდი, ჩემი პაციენტები და მოკლედ ძალიან ბევრი საქმე დაემატა ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას. თავიდან ვფიქრობდი, ცვლილებები ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე იყო.. არც ვაქცევდი ყურადღებას, ხანდახან ისეთი დაღლილი ვიყავი სახლში მისულს დივანზე მეძინებოდა და ვეღარც ვიგებდი მოსული იყო და დილით ადრე მოდიოდა თუ საერთოდ არ მოდიოდა.. სულ გაღიზიანებული დავდიოდი, სულ ძილი მეკლდა მაგრამ ვერავის ვღალატობდი, ერთ მხარეს ჩემი სტუდენტები იდგნენ, მეორე მხარეს სამსახური და პაციენტები.. რეალურად, ასეთი დატვირთვა საერთოდ არ მჭირდებოდა მაგრამ უბრალოდ პიროვნებიდან გამომდინარე ვერ ვღალატობდი საქმიანობას.. არარის მარტივი ადგე და აბა კარგად მივდივარ გამოაცხადო. ამიტომ ერთმანეთისთვის ვეღარ ვიცლიდით.. აღარც ის საუბრობდა ბევრს..

ზოგადად არ მიყვარს ადამიანის კონტროლი და პირად სივრცეში შეჭრა, ვთვლი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე სადაც არც დედა, არც შვილი, არც ქმარი, არც პარტნიორი არ უნდა ერეოდეს.. უბრალოდ არის რაღაც ძალიან პირადულები ან ისეთი, რომელზეც ლაპარაკი არ გსურს... მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება მქონდა, რამდენჯერმე შემთხვევით დავაფიქირე მის ტელეფონზე ერთი და იგივე ზარი, ხანდახან არ პასუხობდა ან თუ უპასუხებდა ისე ესაუბრებოდა, თითქოს რაღაცას გაურბოდა.. როგორც ვთქვი, ჩვენ ვალდებულებები არ გვქონდა და ამიტომ არც საჭიროდ ვთვლიდი ჩემთვის რამე აეხსნა, თუმცა თუ კი ახლოს ვიყავი და ზარი განხორციელდებოდა, თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდა.. ოღონდ მხოლოდ ამ კონკრეტულ ზარზე ხდებოდა ასეთი რაღაც.. მივხვდი რაღაც ვერ იყო კარგად, თუმცა არ შევიმჩნიე. ვიცოდი ამასაც გადავლახავდით, ყოველშემთხვევაში ასე მწამდა, თუმცა ერთ საღამოს ფიქრის შემდეგ მაინც გამომიტყდა

- ამასწინათ ჩემმა ცოლმა დამირეკა, ბავშვი იყო ცუდად და მოგვიწია რაღაც პერიოდის ერთად გატარება.. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი შეამჩნიე ხშირად მირეკავს

- წარმოდგენა არ მქონდა თუ ის გირეკავდა და არც პრობლემად მიმაჩნია ეგ ფაქტი, ის შენი შვილის დედაა და ყოველთვის იარსებებს შენს ცხოვრებაში

- არასდროს გიკითხავს თუ რატომ დავშორდით

- თუ შეამჩნიე მე არასდროს გეკითხები ინტიმურ დეტალებს თუ შენ არ მომიყვები საკუთარი სურვილით

- არ გინდა რა ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ჩემთან - ხელი აიქნია და თვალები დახუჭა

- ფსიქოლოგიური მიდგომა არაა, ჯანსაღი მიდგომაა

- ის ყველაფერზე ჩხუბობდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დიდ ხანს გაუგრძელდა და უბრალოდ დავშორდით... - დაღლილმა ამოილაპარაკა და თვალი გამისწორა, მე სიგარეტს ვეწეოდი და ზუსტად ვიცოდი საითაც მიჰყავდა დიალოგი, დარწმუნებული ვიყავი

- ახლა დამშვიდდა და სურს ისევ შერიგდეთ, ეს ბავშვისთვისაც უკეთესია და შენ არ იცი როგორ მოიქცე, თუმცა ვხვდები ცდად გიღირს - დავასრულე მისი რთულად საღიარებელი დიალოგი და გამეღიმა, სივრცეს გავყურებდი. უცბად მეგონა ყველაფერი თავზე დამემხო მაგრამ არ შევიმჩნიე, ცივი ღიმილით შევხედე და მეორე ღერს მოვუკიდე

- ასე მშვიდად როგორ ხარ?

- რა ვქნა, ისტერიკები დავდგა თუ თოკებით დაგაბა? ჩვენ არც არასდროს გვერქვა წყვილი, უბრალოდ ერთად კარგად ვიყავით და თუ წასვლა გინდა, ეს შენი ნებაა.. არავინ არ აპირებს არც შენს დაბმას და არც სკანდალების მოწყობას

- ზუსტად ეგ არის წყვილი, როცა ორ ადამიანს მოსწონს ერთად ყოფნა გესმის? აი მაგას ქვია წყვილი და შენ ყოველთვის ნუ ცდილობ შენებური ახსნა მოუძებნო ყველაფერს - იფეთქა უცბად და მომენტალურად შემეშინდა, უფრო გამიკვირდა

- ზედმეტად დაძაბული ხარ, ძალიან კარგად ხვდები მე რასაც ვგულისხმობ.. უბრალოდ შენ საკუთარ თავზე ხარ გაბრაზებული და უმწეო ხარ ამ სიტუაციაში, ამიტომაც ცდილობ ახლა ბრაზი ჩემზე გადმოიტანო მაგრამ მე ის პიროვნება არ ვარ დაგაკავო, თავს დამნაშავედ გრძნობ და გირჩევნია ვიკივლო და ვიტირო მაგრამ არა, უბრალოდ წადი თუ წასვლა გინდა და დასრულდება. ოდესღაც ხომ ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა? ნუ ამ ფორმით თუ არა რაღაც მაინც მოხდებოდა. ნუ ღელავ მე შენზე არ ვბრაზობ, ხომ იცი რასაც ვფიქრობ არა? იცი როგორიც ვარ და არ გვინდა ეს ზედმეტი ბოდიშების ხდა. უბრალოდ გააკეთე შენი გასაკეთებელი იმასთან, ვისთანაც ვალდებულება გაქვს

- შენ რას ფიქრობ ამ ამბავზე? შენი აზრით რამე გამოვა?

- როგორც ფსიქოლოგს ისე მეკითხები?

- როგორც ფსიქოლოგს და როგორც შენ

- როგორც ფსიქოლოგი გეტყვი, რომ არაფერი გამოვა. როცა სადღაც ბზარი ჩნდება ის ვეღარ აღდგება, აი ბავშვის გამო შერიგება კი საერთოდ არ მწამს, უნდა იყო იძულებით ადამიანთან და ეს ბევრად უარესია.. პრინციპში შენც იცი ეს ყველაფერი.



მეტად აღარ გასჩენია საუბრის სურვილი და არც მე დამიძალებია. პრინციპში რაღა უნდა ეთქვა? ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ის სუსტი გამოდგა, ჩემთვის სუსტი და გავაცნობიერე, რომ არც ჩემთვის ყოფილა შექმნილი, არც იდეალური იყო და მეტიც უბრალოდ საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელ პიროვნებად გარდაიქმნა. არ ვიცი ეს მართლა მშობლის ინსტინქტის ბრალია თუ ჯერ კიდევ ჰქონდა გრძნობა ცოლის მიმართ, მაგრამ ვიცი ის, რომ ის ჩემგან წავიდა.

ამ ამბავზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი. არ მსიამოვნებდა როდესაც სახლში მივდიოდი და მარტოობის შეგრძნებას ვერ ვუმკლავდებოდი, ვუყურებდი ძველ ნივთებს, სახლის კედლებს, საწოლს და ვხვდებოდი, რომ ჩემი სახლი ზედმეტად უცხო გამხდარიყო ჩემთვის.. ვეღარ ვპოულობდი კომფორტს, მოსვენება დავკარგე. გონება არეული დავდიოდი, ვერ ვკონცენტრირდებოდი საქმეზე.. მხოლოდ წინა დღეებზე, მასზე და ჩვენზე ვფიქრობდი. მძულდა მისი ცოლიც და ისიც, უბრალოდ ძალიან მტკიოდა რომ ის ჩემი ყოველდღიურობა აღარ იყო. ისედაც ხომ ძალიან დაკავებული ვიყავი მაგრამ ვერ ვიტანდი თუნდაც ერთი საათი სახლში მარტო ყოფნას, ამიტომ პაციენტები კიდევ დავიმატე და ლექციების ხანგრძლივობაც გავზარდე, სხვა ჯგუფებიც მოვითხოვე. მთლიანი გრაფიკი ისე გავანაწილე, რომ არც მასზე ფიქრის დრო დამრჩენოდა და არც საერთოდ დრო, სახლში ისე გვიან მივდიოდი ხანდახან ძილსაც ვერ ვასწრებდი. ასე ვებრძოდი ჩემს სიმარტოვეს და გადავიქეცი რობოტად, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ რობოტული სამუშაო ასრულოს. არ შემეძლო დავმჯდარიყავი, შემომელაგებინა შოკოლადები ან სხვა ტკბილეული, ჩამერთო ბრიჯიტის დღიურები ან რამე სხვა სასოწარმკვეთავი ფილმი და მეგლოვა ჩემი დაკარგული პიროვნება, ეს უბრალოდ ჩემი სტილი არ იყო.. მერჩივნა მომკვდარიყავი ვიდრე სისუსტე ვინმესთვის, მათ შორის საკუთარი თავისთვისაც კი დამენახებინა.

ერთ საღამოს ის ქალი გამახსენდა საბერძნეთიდან, მაშინ როგორ გვეცინებოდა და მპირდებოდა ხომ იცი არასდროს დაგტოვებო და ახლა რა ხდებოდა? იმ ქალის სიტყვები ახდა.. რა თქმა უნდა მისი მაგიური ძალა არ მიწამია მაგრამ დამთხვევაშიც ხომ არის რაღაც საოცრება? ან იქნებ მისმა სიტყვებმა უბიძგა ამ გადაწყვეტილების მიღებაში? ყველაფერი ხომ მარტივი მექანიზმით იმართება, ტვინით და იმ შეგონებით, რასაც ტვინი იგრძნობს. ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ის სხვასთან იყო მე კი მარტო და განადგურებული.



იმ პერიოდში და მანამდეც, სანამ მე მასთან ვიყავი არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი.

უბრალოდ მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი.

ის მისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. ზომიერად მხიარული და ერთ-ერთი საუკეთესო მთელს კურსზე, კარგი მანიპულატორი და ნამდვილი პოტენციური პოლიტიკოსი. მისი ნაშრომის გასწორება ან მასთან უბრალო კომუნიკაციაც კი ერთი დიდი სიამოვნება იყო. ჩემზე 3 წლით პატარა იყო და რატომღაც მასთან ურთიერთობაში ეს საერთოდ არ მადარდებდა, არც იგრძნობოდა. არადა რეალურად ქალსა და მამაკაცს შორის ერთი წელი სხვაობაც კი შესამჩნევია ხოლმე მაგრამ ის, საერთოდ ამსხვევრდა ყველანაირ სტერეოტიპს. დებატების ან დისკუსიები დროს გამორიცხული იყო მას ვინმესთვის რამე შეერჩინა, არგუმენტები ყოველთვის სათანადოდ დალაგებული და გადარჩეული ჰქონდა.. არ ვიცი ჩემმა მარტოობამ მაიძულა მისდამი ასეთი ინტერესი გამომეწვია თუ მართლა მისი პიროვნება მხიბლავდა, მაგრამ ერთი ვიცი - მას ჩემგან განსხვავებით საერთოდ სხვა მოსაზრებები ჰქონდა ყველაფერზე მაგრამ მაინც ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობდა, ოღონდ თავისებურად.

მინდოდა თუ არა მასთან ყოფნა? არ ვიცი, ალბათ მინდოდა. მაგრამ მეშინოდა.. არ მინდოდა ისევ მარტო დავრჩენილიყავი და ვინმეს შევჩვეოდი, არ მინდოდა ვინმეზე დამოკიდებული გავმხდარიყავი, ეს არ იყო ჩემი სტილი. ისედაც ვერ მოვერიე ჩემს თავს და ვერ განვაგრძე ცხოვრება ძველებურად.

ის კი, ის სრულიად სხვა იყო. მას თავისი მოთხოვნები ჰქონდა, ვალდებულებები და ვერ იგებდა ჩემს დამოკიდებულებას, ზედმეტად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მთლიანად მომიცვა. მისით ვცდილობდი დანაკლისის შევსებას. თავიდან ლექციაზე ბოლომდე ვწურავდი, ვცდილობდი ჩემი ცივი დამოკიდებულებით ჩამომეშორებინა მაგრამ ის მუდმივად მაკვირვებდა, საშუალებას არ მაძლევდა მისით უკმაყოფილო დავრჩენილიყავი. თუ სპეციალურად ჩამჭრელ კითხვას ვკითხავდი, ის მაინც სწორ პასუხს მპასუხობდა. ვცდილობდი ამ დამოკიდებულებით მასში, როგორც ლექტორის მიმართ ზიზღი გასჩენოდა. აბეზარი და გამომკიდებელი ლექტორები ხომ ყველას სძულს, თუმცა ვერ შევძელი, ეს მისთვის აზარტი იყო და ამ აზარტში უფრო და უფრო იჭრებოდა.

ერთხელ სრულიად შემთხვევით ყავის სახლში გადავწყდით ერთმანეთს, მარტო იყო და ვიღაცას ელოდებოდა, რომ დამინახა მაშინვე ჩემთან მოვიდა, სადღაც დარეკა და ვეღარ მოვდივარო. მერე ღიმილითა და უპარდონოდ გვერდზე ჩამომიჯდა.



- აბა, აქაც ხომ ვერ გამწურავ, ახლა ჩემი ჯერია - იღიმოდა და ცივ თვალებს არ მაშორებდა

- ნეტავ შენს თავში ჩამახედა და ვიცოდე რა არ გასვენებს - მისი ინტერესით უკვე მეღიმებოდა და ამ საქციელზე მეცინებოდა

- რაში გჭირდება თავში ჩახედვა? ოდესმე მკითხე და არ გიპასუხე?

- აბა მაშინ მითხარი რატომ არ ისვენებ? ხომ იცი ორივეს პრობლემები შეგვექმნება თუ გაიგებენ რა ურთიერთობაც გვაქვს

- ჩვენ რამე ურთიერთობა გვაქვს და არ ვიცი? -მკითხა და სკამზე გადაწვა - პრობლემები არ შეგვექმნება, მე წელს მაგისტრატურას მოვრჩები და შემდეგ არც სტუდენტი ვიქნები, რომ რამეში გამოგიჭირონ, მანამდე კარგად შევნიღბავთ ყველაფერს

- არ ხარ ნორმალური, იცი?

- მე ნორმალური ვარ, ეს შენ ხარ ჩაკეტილი და ვერ ვხვდები რატომ არ მიშვებ

- ამჟამად საქმეზე ვარ ორიენტირებული და პირადი ურთიერთობები არ მაინტერესებს

- მდაჰ, სტანდარტული პასუხია.. საქმე და პირადი ურთიერთობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, თან რაც უფრო ხშირად გაქვს სექსი, მით მეტია ენდორფინი და საქმესაც პროდუქტიულად მოეკიდები

- სერიოზულად? ახლა ჩემი ინტიმური ცხოვრების განხილვას ვაპირებთ? - გამეცინა

- არა, ზოგადად ფაქტი აღვნიშნე

- ძალიან ჭკვიანი ხარ და იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება მაგრამ არ გამოგივა ეს თამაში

- მე ვიცი ასე რატომაც ხარ - უკუაგდო ჩემი სიტყვები

- ასე როგორ?

- ჩაკეტილი და ვითომ ცივი. გული გატკინა ვიღაცამ და გგონია ყველა ასე მოიქცევა, შენ არ ხარ ის ტიპი გრძნობებს აჰყვეს ამიტომ ასე ცდილობ ყველაფრის გადაფარვას, შენს ირგვლივ რკინის კედელი ააშენე და ამ პატარა სამყაროში ცდილობ შენთვის იყო, არავინ შემოუშვა და არავინ შეგაწუხოს.. მაგრამ ასე არ არის ცხოვრება მოწყობილი, თუ არ დაეცი ვერ ადგები.. ხო და არც ყველა კაცია ერთნაირი

- დიდებული მონოლოგი გქონდა, ვერაფერს ვიტყვი... პრაქტიკაში ჩემგან პლუსი გეკუთვნის - მეცინებოდა

- ანუ ყველაფერი სწორად გამოვიცანი

- კი ყველაფერი სიმართლეა - დავეთანხმე და გავუღიმე.

- სულელი ყოფილა, ვერაფერს ვიტყვი სხვას



ჩემი უარის, სიცივის, სისულელეების მიუხედავად ის მაინც არ მეშვებოდა. ბოლოს დავნებდი, უბრალოდ თავს უფლება მივეცი კაცთმოძულე ფემინისტი არ გავმხდარიყავი და მეც მეპოვა რაღაც ჩემი წილი ბედნიერება. ბოლოს და ბოლოს ყველა ამ სიყვარულზე ლაპარაკობს, საზრდოობს და როგორც დასაწყისში ვთქვი ყველაფერი სიყვარულისგან მოდის და მეც მინდოდა ეს ადამიანების მიერ გაიდიალებული გრძნობა სრულყოფილად შემეგრძნო..

ჩვენი ურთიერთობა ცოტა განსხვავებული იყო, ის თვლიდა, რომ ვალდებულებები გვქონდა და ნორმალური იყო თუ ერთმანეთს დავურეკავდით, რაღაც არ მოგვეწონებოდა და ვიტყოდით.. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ მას სტანდარტული ურთიერთობა უნდოდა თავისი ჩარჩოებით, მე მაინც ჩემს აზრზე მყარად ვიდექი..

მჩუქნიდა საჩუქრებს და ეს მას აბედნიერებდა, მე მაინც უარზე ვიყავი და ვთვლიდი ეს ზედმეტი დანახარჯი იყო ადამიანისთვის.

მირეკავდა ყოველთვის, მე არ ვურეკავდი.

კითხულობდა ჩემს გეგმებს, აინტერესებდა რას ვაპირებდი ხვალ, ზეგ..

მასთან მართლა კარგად ვიყავი. ხალისიანი და საყვარელი იყო, თუმცა საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ეს რკინის კედელი ზედმეტად მყარად მედგა და ვერაფრით ვერ ვანგრევდი.

სიმართლე? სიმართლე ის არის, რომ მეშინოდა მასზეც იმდენად დამოკიდებული არ გავმხდარიყავი და საბოლოოდ გული არ მტკენოდა..

მიუხედავად იმისა, რომ ის მართლა მოწინავე სტუდენტი იყო და მთელი უნივერსიტეტი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, ჩემს სიტყვას კი ჩვენს სფეროში საკმაოდ დიდი წონა ჰქონდა, არასდროს უთხოვია დახმარება.. ისიც არ უკითხავს რომელიმე გამოცდაზე რა საკითხს შევიტანდი. უნივერსიტეტში ის სტუდენტი იყო მე კი ლექტორი. პრინციპში, საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული იყო, არ ანაღვლებდა და იცოდა პრობლემები არ შეექმნებოდა.. ხომ ვამბობ, ზედმეტად ჭკვიანი და მიზანდასახული იყო.. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ პოლიტიკოსი უნდა გამხდარიყო, იმდენად კარგად შეეძლო ხალხით მანიპულირება, ისე მარტივად მოგაქცევდა მისი აზრების გავლენის ქვეშ რთული იყო წინააღმდეგობის გაწევა. მეც კი უცბად გამამარტივა და ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მის მეგობრებს ვიცნობდი, ძირითადად სულ ბავშვების მეგობრები ჰყავდა, უნივერსიტეტის მეგობრებთან იმდენად ახლოს არ იყო, როგორც ბავშვობის მეგობრებთან ამიტომ დროის გატარება ყოველთვის მათთან ერჩივნა..



ერთხელ ძალიან მთხოვა, მეგობრები ვიკრიბებით წყვილებით და აუცილებლად წამოდო. უარზე ვიყავი და ძალიან სწყინდა. მე კი ვფიქრობდი, რომ როლებში ზედმეტად შეიჭრა და ეს სიტუაცია საერთოდ არ მომწონდა.. არ მინდოდა წყვილი გვრქმეოდა და ამიტომ არ გავყევი, ძალიან ეწყინა.. პრინციპში ვიცოდი, რომ სწყინდა მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, მე ვერ შევძელი ერთხელ მაინც მისთვის მესიამოვნებინა, არადა ის ყოველთვის ფიქრობდა ჩემს სიამოვნებაზე და გახარებაზე..

იმ საღამოს საკმაოდ ნასვამი მომადგა და მეჩხუბა..

მე უბრალოდ ხმას ვერ ვიღებდი რადგან რეალურად მართალი იყო..

ჩავაშხამე ის დღე და მეც ჩამშხამდა..



- როგორ გთხოვე, როგორ მინდოდა წამოსულიყავი.. შენ კი უბრალოდ ფეხებზე დამიკიდე, შეუძლებელი ხომ არ მითხოვია არა? უბრალოდ მინდოდა ჩემს გვერდზე ყოფილიყავი - ცოფებს ყრიდა

- შენ მე ვერ დამავალდებულებ და ვერ გამიბრაზდები, მე ხომ არ მითქვამს შენთვის მოდი და ასე ვიყოთ მეთქი? არც რამეს შეგპირებივარ და ტყუილად ბრაზდები - თავის გამართლებას ვეცადე მაგრამ უფრო იფეთქა

- ვალდებულება და პირობა? რაზე მელაპარაკები საერთოდ ხვდები? არანაირი ვალდებულება და პირობა არ არსებობს, ორი ადამიანის ურთიერთობაში ვალდებულება არ არსებობს, ეს უბრალოდ შენ უნდა გინდოდეს თავს ვალდებულად კი არ უნდა გრძნობდე, მაგრამ შენ არ გინდოდა და არ წამოხვედი იმიტომ რომ ასეთი ხარ.. გინდა გითხრა შენი პრობლემა რა არის? - დამშვიდდა, სიგარეტს მოუკიდა და დამაკვირდა - შენ ერთი დაკომპლექსებული, შენს თავში ჩაკეტილი პიროვნება ხარ.. გგონია ყველაფერი ისე ხდება, როგორც შენ გინდა.. გგონია სამყარო ისეა მოწყობილი როგორც შენ გაწყობს და როგორც ხსნი.. მე შენი რომელიმე პაციენტი კი არ ვარ ათასი სისულელე მელაპარაკო და ადამიანის შექმნის რაობა ამიხსნა? მიპასუხე გეშლები ვინმეში? არააა.. შენ უბრალოდ გეშინია, მხდალი ხარ და ამას არ აღიარებ. საკუთარ კომპლექსებს კარგად ნიღბავ. თავი განსაკუთრებული გგონია თუ იტყვი, რომ სიყვარული არ არსებობს? რომ ვალდებულებები არ არსებობს და არაფერია საჭირო? ეს იდეოლოგია იმდენად ჩაიბეჭდე ტვინში, რომ გაშვება აღარ გინდა და უაზროდ ტკეპნი ერთ ადგილს.. ვიღაც სირ*მა გული გატკინა და ჩემზე ცდილობ ბოღმის ამონთხევას მაგრამ რატომ მე? მე ხომ არაფერი გამიკეთებია ცუდი? ყოველთვის ვცდილობ ისე მოვიქცე როგორც შენ გინდა, მუდმივად ვფიქრობ, რომ რამე არ გეწყინოს შენ კი გკიდია.. გგონია რადგან ერთხელ არ გაგიმართლა სულ ასე იქნება? გგონია რომ მეც ასე სირ*ულად მოვიქცევი და დაგადებ? დავიღალე უბრალოდ შენთან გამუდმებით კამათით.. ის დრო რაც მინდა, რომ შენთან გავატარო მუდმივად მეკამათები თან რაზე მეკამათები? აღარ ვიცი უკვე რა გინდა, საკუთარ თავში არ ხარ გარკვეული და სანამ არ გაერკვევი აღარ გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში. იყოს ისე როგორც გინდა, ბრავო ყველაფერი შენი სცენარით განვითარდა - ჩუმი, ცინიკური ტაში დამიკრა და სახლიდან გიჟივით გავარდა..

საშინლად მეწყინა მისი სიტყვები, ვხვდებოდი, რომ მართალი იყო და ეს უფრო მაცოფებდა.. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, სიტყვას ვერავინ მიბედავდა და ახლა ვისმენდი მის ლანძღვას და პასუხსაც ვერ ვუბრუნებდი, იმიტომ რომ ყველაფერში მართალი იყო.. მე ჩემი ამოხსნებით შევქმენი ჩემი სამყარო, ვატკინე გული და ამით ყველაფერი დავასრულეთ.. მიუხედავად ამის გააზრებისა, მაინც ვერ გავბედე მასთან დარეკვა ვერც იმ დღეს და ვერც შემდეგ დღეებში.. მაინც ვერ ვაღიარე მისი უპირატესობა და ჩემი სისუსტე.

კიდევ ერთი იმედგაცრუება..

იმედგაცრუება მძულს.. ზუსტად ამიტომ ვერიდებოდი ხალხთან ურთიერთობას და საბოლოოდ მგონი სოციოპათად ჩამოვყალიბდი..

ცხოვრება ისევ ჩვეულებრივად განვაგრძე მაგრამ ამჯერად მართლა ძალიან ვწუხდი, მართლა ვგრძნობდი დანაკლისს და მინდოდა მეღრიალა.. მინდოდა ყველაფერი წამეშალა, მინდოდა იმ დღეს დავბრუნებულიყავი, როდესაც ის წყეული კონფერენცია უნდა მქონოდა და ამოვშლიდი იმ წამს როდესაც ის გავიცანი.. ორივე მამაკაცს გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან.. საკუთარი თავი როდის დავკარგე ვერ გავიგე.

როდის გავხდი ასეთი სუსტი ვერც ის გავიგე..

სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ის ჩემს არცერთ ლექციას აღარ ესწრებოდა.. თავიდან ვფიქრობდი, რამე ხომ არ შეემთხვა მეთქი რადგან როგორც ვთქვი უნივერსიტეტში ჩვენ ისევ ფორმალურად სტუდენტი და ლექტორი ვიყავით, მაგრამ ჩემი ფიქრები გაქარწყ.ლ.და მაშინ, როდესაც წინ შემხვდა და ჩემს ლექციაზე არ შემოვიდა.. გვერდი ისე ამიარა, თითქოს მანეკენი ან სულაც კედელი ვიყავი.. საშინლად მეწყინა მაგრამ არ შევიმჩნიე. ამით მივხვდი, რომ ის უბრალოდ ჩემს დასჯას ცდილობდა.. მე კი ვერაფერს დავაკლებდი, თუნდაც იმით, რომ ნიშანი არ დამეწერა ან საქმე გამეფუჭებინა.

6 კვირა ისე გავიდა, არცერთ ლექციაზე არ შემოვიდა და სიბრაზისგან უკვე ვეღარ ვაზროვნებდი..

მერვე, ფინალური გამოცდაზე შევედი და აუდიტორიას გადავხედე. ჩემს ახსნა განმარტებებს ელოდებოდნენ, უნდა მიმეცა მითითებები და სტანდარტულად მეკითხა კითხვები ხომ არ ჰქონდათ მაგრამ ის აქაც არ იყო.. ჩემს გამოცდაზე არ იჯდა. აუდიტორიას ვკითხე და არავინ არ იცოდა მისი არ ყოფნის მიზეზი..



- უკაცრავად, ორ წუთში დავბრუნდები და დავიწყოთ - მოვიბოდიშე და გამოცდიდან გამოვედი.

მისი ნომერი ავკრიფე. სამჯერ დავრეკე და არ მიპასუხა, ბოლოს მეოთხე ცდაზე ძალიან მარტივად მიპასუხა.



- გამოცდაზე რატომ არ ხარ? - ვკითხე პირდაპირ

- შენ არ გეხება

- მეხება, როგორც ლექტორს და ამიტომ გეკითხები რატომ არ ხარ გამოცდაზე?

- უბრალოდ ვერ მოვედი, გპასუხობ როგორც ლექტორს..

- ხომ იცი, ახლა თუ არ მოხვალ ამ გამოცდას არავინ აღგადგენინებს.

- ვიცი

- გპირდები არ ჩავერევი და არაფერს ვიზამ შენს გადასარჩენად

- ეგეც ვიცი - მპასუხობდა ცივად, მე კი უკვე აღარ ვიცოდი რა მეღონა

- შენი მომავალი ფეხებზე გკიდია და ამით გინდა დაამტკიცო, რომ მაგარი ტიპი ხარ?

- ჩემი მომავალი შენ, ამ სტატუსით ამ წუთას არ გეხება და თავს ნუ იწუხებ, რა გადარდებს საერთოდ? - მაღიზიანებდა მისი აგდებული საუბარი

- შენ გესმის? შენ მადარდებ. ხომ გინდოდა ამის მოსმენა? ხოდა მიიღე რომ მადარდებს შენი მომავალი და ზოგადად შენ ახლა ამ გამოცდაზე თუ არ მოხვალ პირობას გაძლევ აღარასდროს აღარ გაპატიებ

- გიყვარვარ? - დამთბარი ჰქონდა ხმა

- რაა? - ცოტა შოკში ჩამაგდო მისმა სიტყვებმა

- თუ ჩემზე დარდობ ესეიგი რაღაცას ვნიშნავ შენთვის, ხოდა გეკითხები პირველად და უკანასნელად, გიყვარვარ?



რამდენიმე წუთი გავჩუმდი.. არ ვიცოდი რა მეთქვა. ვიცოდი რასაც ვგრძნობდი მაგრამ აღიარება მიჭირდა..



- ჰო მიყვარხარ - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.. საკუთარ თავს ბრძოლა მოვუგე..

- კარგი ცოტახანში გნახავ - მომესმა და გამითიშა.. უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე და შევბრუნდი თუ არა ის ჩემსკენ ღიმილით მოდიოდა.

- ხომ ვამბობდი კარგი მანიპულატორი ხარ მეთქი? როგორ ვერ მივხვდი, როგორ... - მეცინებოდა და მისკენ მივდიოდი.. ის ისევ იცინოდა და ჩემსკენ წამოსულმა მსუბუქად გადამკოცნა, შემდეგ კი გამოცდაზე შევედით.

ერთ რამეში ნამდვილად მართალი ვიყავი, სიყვარული ცოტა ასულელებს ადამიანს თორემ როგორ შეიძლებოდა მის ამ გეგმას ვერ მივმხვდარიყავი? ზუსტად იცოდა რომ თუ არ მოვიდოდა დავურეკავდი, სხვა შემთხვევაში მას არასდროს დავურეკავდი.. ზუსტად იცოდა, რომ იმას ვეტყოდი რისი მოსმენაც სურდა..

ჩემი სუსტი წერტილები კარგად ამოიცნო.

მაგრამ არ ვნანობ.

ხანდახან საჭიროა ადამიანი სუსტი იყოს..

ხანდახან არ არის საკმარისი შენი სიძლიერე, არ არის საკმარისი შენი ცოდნა და გამოცდილება, არც ისაა საკმარისი რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული და რამდენად ნიჭიერი ხარ... მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ადამიანს იცნობ, რა გავლენა გაქვს და ვინ ხარ.. უბრალოდ ხანდახან სუსტი ხარ და გინდა, რომ ვიღაც გყავდეს ისეთი, ვინც შენს ამ სულიერ სისუსტეს შეავსებს.. ვინც დაგეხმარება და თუნდაც ამ წუთიერ სევდას გაგიხალისებს..

ფიქრებში ვიყავი გართული, მეცინებოდა ამ სიტუაციაზე და პირველად ცხოვრებაში, ჩემი აღიარებით ბედნიერება ვიგრძენი.. ყველაფერი რაც აქამდე მითქვამს, მიფიქრია სისულელეა, ეს სულ სხვა შეგრძნებაა..

მობილურზე შეტყობინება მომივიდა



- იმედია ჩემი დღევანდელი საქციელი ჩემს ნიშანზე არ აისახება - მწერდა ის და თან სიცილის ემოჯს აყოლებდა.

- ამ შემთხვევაში ისე შეგაფასებ როგორც ლექტორი ნიჭიერ სტუდენტს, დანარჩენს მერე მივხედავ, დრო ძალიან ბევრი გვექნება.:) - მეცინებოდა მეც.



ყველაფერი საუკეთესო მარტივია.

არ არის საჭირო გართულება და ჩვენი შეხედულებებით დამახინჯება.

ჩემი ლექტორის კითხვაზე კი ''ვინ ვართ ადამიანები'' უკვე დანამდვილებით ვუპაუხებ, რომ ადამიანები ემოციების მსხვერპლნი ვართ.


_______________________

ეს ისტორია დაწყებული მქონდა და შუა გზაზე მიტოვებული, ამიტომ არ ვიცი უბრალოდ ძალიან მინდოდა დამესრულებინა და სულ არ ვკითხულობ როგორი გამოვიდა..
თუმცა მაინც ვფიქრობ, მთავარი თემიდან და სათქმელიდან არ გადამიხვევია <3
რატომღაც ასეთ ხასიათზე ვიყავი წერის დროს.. <3
არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ სახელები საერთოდ არ გამომიყენებია.. <3 ესეც ერთ-ერთი დეტალი მინდოდა ყოფილიყო და მოკლედ იმედია ისიამოვნეთ და ყველაფერი გამომივიდა <3



№1  offline წევრი Rania

Saocreba iyooo. Am pirovnebashi chemi tavi amovicani cota adreul asakshi. yoveli sityva tu moqmedeba iyo shtambechdavi. Yochaggggg
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ნანა73

საინტერესო ისტორიაა, ნიჭიერი ავტორის კარგი მონათხრობი, წარმატებები kissing_closed_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

იმდენად კარგი შინაარსი იყო სახელევზე არც კი მიმიქცევია ყურადღება,უძლიერესი ისტორია როგორც სიყვარული,ბრავო

 


№4  offline წევრი LI_BE

კარგი იყო, ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად იკითხებოდა. განსხვავებულ სტილში გაქვს დაწერილი და რაღაცნაირ ხიბლს აძლევს მთელ ისტორიას. იცი, რა გამახსენა? მოკლემეტრაჟიანი ფილმები როა, უხმო, მხოლოდ მუსიკა რომ გასდევს ფონად და მაინც არაჩვეულებრივი საყურებელია. აი, ასეთი სასიამოვნო გრძნობა დამიტოვა ამანაც. blush

თითქოს ეტყობა, რომ შუა გზაზე შენაწყვეტია და მერე განაგრძელები. თითქოს ორ ნაწილიანია და ამ ორი მამაკაცივით, ორი განსხვავებული ნაწილისგან შემდგარი ისტორიაა. არ ვიცი. შეიძლება იმიტომ მეჩვენება ასე, რომ ორი სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანი გყავს გამოყვანილი და განსხვავებაც ამან გამოიწვია. ხოდა, ამასაც არაჩვეულებრივი ხიბლი აქვს..

რაც შეეხება მთავარ გმირს, ჩემი აზრით, ერთი ეგოისტი, ამაყი, მშიშარა, თავისთავში დარწმუნებული, ზედმეტად პედანტი ადამიანი იყო, რომელმაც არც კი იცოდა, საერთოდ რა უნდოდა, ან თავისი თავისგან, ან სხვისგან.

ვფიქრობ, რომ პირველი უყვარდა, და თუ ვერ შეინარჩუნა, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. ჯერ ერთი ეს სიამაყე, რომ თურმე სხვა სუსტია და თვითონ ძალიან ძლიერი. მეორეც, კაცი თუ დარწმუნდა, რომ მისი გაშვება ძალიან ადვილად შეგიძლია, აღარც დარჩება შენთან და იქ წავა, სადაც თვლის, რომ უფრო დააფასებენ.

რაც შეეხება მეორეს, ნამდვილად არ უყვარს, (ნუ ჯერჯერობით. კარგია თუ შეუყვარდება). თავისი გამოცდილებით, მისმა პედანტმა გონებამ უბრალოდ აღმოაჩინა, რომ "ხანდახან არ არის საკმარისი შენი სიძლიერე, არ არის საკმარისი შენი ცოდნა და გამოცდილება.. უბრალოდ ხანდახან სუსტი ხარ და გინდა, რომ ვიღაც გყავდეს ისეთი, ვინც შენს ამ სულიერ სისუსტეს შეავსებს.. ვინც ამ წუთიერ სევდას გაგიხალისებს.."

ხოდა, არ მიყვარს ასეთი უემოციო ქალები...

 


№5  offline მოდერი Nanaga

LI_BE
კარგი იყო, ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად იკითხებოდა. განსხვავებულ სტილში გაქვს დაწერილი და რაღაცნაირ ხიბლს აძლევს მთელ ისტორიას. იცი, რა გამახსენა? მოკლემეტრაჟიანი ფილმები როა, უხმო, მხოლოდ მუსიკა რომ გასდევს ფონად და მაინც არაჩვეულებრივი საყურებელია. აი, ასეთი სასიამოვნო გრძნობა დამიტოვა ამანაც. blush

თითქოს ეტყობა, რომ შუა გზაზე შენაწყვეტია და მერე განაგრძელები. თითქოს ორ ნაწილიანია და ამ ორი მამაკაცივით, ორი განსხვავებული ნაწილისგან შემდგარი ისტორიაა. არ ვიცი. შეიძლება იმიტომ მეჩვენება ასე, რომ ორი სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანი გყავს გამოყვანილი და განსხვავებაც ამან გამოიწვია. ხოდა, ამასაც არაჩვეულებრივი ხიბლი აქვს..

რაც შეეხება მთავარ გმირს, ჩემი აზრით, ერთი ეგოისტი, ამაყი, მშიშარა, თავისთავში დარწმუნებული, ზედმეტად პედანტი ადამიანი იყო, რომელმაც არც კი იცოდა, საერთოდ რა უნდოდა, ან თავისი თავისგან, ან სხვისგან.

ვფიქრობ, რომ პირველი უყვარდა, და თუ ვერ შეინარჩუნა, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. ჯერ ერთი ეს სიამაყე, რომ თურმე სხვა სუსტია და თვითონ ძალიან ძლიერი. მეორეც, კაცი თუ დარწმუნდა, რომ მისი გაშვება ძალიან ადვილად შეგიძლია, აღარც დარჩება შენთან და იქ წავა, სადაც თვლის, რომ უფრო დააფასებენ.

რაც შეეხება მეორეს, ნამდვილად არ უყვარს, (ნუ ჯერჯერობით. კარგია თუ შეუყვარდება). თავისი გამოცდილებით, მისმა პედანტმა გონებამ უბრალოდ აღმოაჩინა, რომ "ხანდახან არ არის საკმარისი შენი სიძლიერე, არ არის საკმარისი შენი ცოდნა და გამოცდილება.. უბრალოდ ხანდახან სუსტი ხარ და გინდა, რომ ვიღაც გყავდეს ისეთი, ვინც შენს ამ სულიერ სისუსტეს შეავსებს.. ვინც ამ წუთიერ სევდას გაგიხალისებს.."

ხოდა, არ მიყვარს ასეთი უემოციო ქალები...


ძალიან დიდი მადლობა, პირველრიგში ამხელა კომენტარი და ასე ღრმად განხილვა რომ დავინახე ამისთვის გიხდი მადლობას, რო მ დრო დაუთმე <3 ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც და მიხარია ასე ზუსტად რომ აღწერე :)) მადლობა კიდევ ერთხელ <3

 


№6  offline წევრი TamoTi

ძალიან კატგი იყო.მომეწონა.კარგადციკითხება და საინტერესო იყო.
:-) <3

 


№7  offline წევრი TamoTi

ახლა ვაპირებდი დაწერას კარგი იყო თქო და ბოლოც ჩემი კომენტარი ყოფილა♥️აღარ მახსოვდა თუ წავიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent