განსხვავებულნი (დასასრული)
ჩემი მოუგვარებელი პრობლემა "დილით ადრე ადგომა" 8:30 წამოვხტი ფეხზე,რომ არ დაგვეგვიანა პირველი დღე სკოლაში,სწრაფად შევედი მიას საძინებელში,მაგრამ ჩაცმული და გალამაზებული დამხვდა,გოგასთან ერთად,კარებს მივეყუდე და ამოვისუნთქე -დე მამიკომ იზრუნა ჩემს ჩაცმულობაზე,როგორ მოგწონს? -ღიმილი არ შორდებოდა,დაბზრიალდა და მამამისს ჩაეხუტა -ძალიან ლამაზი ხარ დე! -ჰე მიდი ეხლა ანანო მოწესრიგდი,მია დააგვიანებს სკოლაში -ჩაიცინა დევდარიანმა -მოიცა ჯერ ვერ ვეგუები,ნუთუ ასე მალე გავიდა წლები? მია სკოლაში მიდის ხო? -ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი თითი მივუშვირე და წარბები მაღლა ავზიდე. დილის პროცედურები სწრაფად ჩავიტარე,ჩავიცვი და გარეთ გავვარდი -გოგაა მალე,წავედით -ღვედი შევიკარი და ქმარს გავხედე -დედა იმედია შეეჩვევი დილით მალე ადგომას -ბუზღუნით გამომხედა მიამ -არ ინერვიულო პრინცესა -ტუჩები დავუპრუწე და დავეკრიჭე სკოლა ახლომახლო იყო და მანქანით მითუმეტეს 2-3წუთში ვიყავით.. -მიყვარხარ -წელზე ხელი შემომხვია დევდარიანმა და ყურში ჩამჩურჩულა -მეც ყველაზე მეტად! -გავუღიმე და სკოლისკენ გავსწიეთ.. ტასოს ისევ წუწუნი აუტყდა,თვალები გაახილა და შიმშილმა უბიძგა კუჭიდან..სანდროს თავი მისი მკერდიდან ბალიშზე გადააწევინა და ფრთხილად წამოდგა..სამზარეულოში გავიდა,მაცივარი გახსნა და შეათვალიერა,მოღუშული და უკმაყოფილო სახით მუცელზე ხელით წრიული მოძრაობებით ისვამდა და კედელს მიეყრდნო.. -რას ვერ ჩამოყალიბდი? -გაისმა სანის ცინიკური ხმა -ყველგან შენ რატო ხარ? -უკმაყოფილოდ მიაძახა ტასომ და კიტრის მწნილს სწვდა -ეგეც ამიკრძალე ჩემს სახლში სანდრო სანამ ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა,ტასოს ცოტა გართობა მოუნდა..ფრთხილად დაიკუზა კედელთან და კივილი ამოხდა -ვაიმეეე სანდრო მიშველეე -ტასო რა გჭირს? -ელვის სისწრაფით,გაფითრებული მოუახლოვდა ძირს მყოფ ტასოს -მოდის -ყვიროდა გამეტებით და ძლივს იკავებდა სიცილს -ვინ მოდის ტასო ამოიღე ხმა -ბავშვი იდიოტო,ბავშვი სანდრო მალევე წვდა ტელეფონს.. -სანდრო ვერ მოასწრებს სასწრაფო,გთხოვ მალე შენ უნდა მიშველო,უკვე მოდის -კივის განუწყვეტლივ და ძლივს იღებს ხმას -ღმერთო შენ გადაგვარჩინე ამ ერთხელ რა -ისტერიკაში მყოფი,სწვდა ტასოს ხელები მოხვია და მის აყენებას ცდილობდა,ამ მომენტში სანდროსთვის შეეხედა და არ გაეცინა,შეუძლებელი იყო,ამოისუნთქა ერთიანად და სიცილი დაეწყო ანასტასიას.. -შენ რა იღადავე ხო? -გაკვირვებული და უფრო შეშინებული ჩაეკითხა ცოლს ანასტასია გამეტებით იცინოდა,ვერ ჩერდებოდა,წამოდგა და სკამზე მოკალათდა.. -ვაიმე სანდრო შენი სახე,რომ გენახა -არ წყვეტდა სიცილს -სულ ცოტა დარჩა,შენს მიხრჩობამდე ანასტასია -ხელი დაუქნია და თავზე ხელი მოისვა -შეგეშინდა ხო? -მოკეტე რა -ეს უნდა მოვუყვე ყველას -სიცილით აშანტაჟებდა ქმარს -ნუთუ? -გაბრაზებული აცეცებდა თვალებს -კიიიი კიიი -თავს უქნევდა და ვერ ჩერდებოდა,ბოლოს გაჩერდა და ქმარს მიუახლოვდა,სახეზე ხელები მოუსვა და თვალებში ჩახედა,ყველანაირი თავმოყვარეობა დააკარგვინა მისმა სიყვარულმა -მიყვარხარ -ტასოს ხმა მეხისჩამოვარდნასავით გაისმა სანდრომ მისი ხელები მოიშორა და მაცივრის კარი გააღო.. -რას შეჭამ? -გამკაცრებული ტონი მოირგო -არ მშია -ნაწყენმა დატოვა სამზარეულო და საძინებელში შევიდა,ორსული ანასტასია უფრო გულჩვილი იყო და ყველაფერს ახლოს იღებდა გულთან,გაცხარებული ტიროდა,თან იწმენდდა ცრემლებს.. -ანასტასია ასე რატო იქცევი? -კარი უხეშად გააღო სანდრომ -იმდენად ამაყი ხარ,რომ შენი გრძნობების გამოხატვაც გიმძიმს -რა გრძნობების ტასო? მე შენ გითხარი მიყვარხარ და იმედები მოგეცი? -შენი თვალები მაგას არ ამბობენ სანდრო -სლუკუნით იღებდა ხმას -ტასო ფეხმძიმედ ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს -და შენ? რატო მექცევი უხეშად? შენს შვილს არ ვატარებ მუცლით? -დაუგეგმავ შვილს ! ოღონდ ეს არ ეთქვა მას და სხვა დანარჩენზე თანახმა იყო ანასტასია,საშინლად ატკინა მისმა სიტყვებმა გული..დაუფიქრებლად წამოდგა და ბარგი ჩაალაგა,სახლი დატოვა..სანდროს იმის ინიციატივაც არ გამოუჩენია,შეეჩერებინა.. მიას დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით..გზაში ტასომ დამირეკა ტირილით,შენი სახლთან ვარ და მალე მოდიო.. -ალბათ ისევ სანდროს ეჩხუბა,გოგა გთხოვ დაელაპარაკე მაგ ბიჭს რა -აუ ეგეც სულ გამო*ლევდა რა,იმდენადაა ნაშებში გართული ვერ ხვდება რომ უყვარს -მოიცა მოიცა შეუყვარდა? გაკვირვებული გავხედე დევდარიანს -აბა ამდენი ხანია ერთად ცხოვრობენ,თან ორსულადაა,შეიძლება უხეშია მაგრამ ზრუნავს მასზე და ეტყობა რომ უყვარს -და მისი სიამაყის გამო,არც გაუჩერებია ეს გოგო -თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი.. გოგამ სახლში დამტოვა,თვითონ ოფისში გაიქცა შეხვედრა ჰქონდა.. -ტასო რა ხდება? -ჩავიხუტე და სახლის კარი გავაღე -ანანო ძალიან დავიღალე,დაუგეგმავი შვილიო მარტო მე მაყვედრის ყველაფერს გესმის? -ტირილს არ წყვეტდა -დაწყნარდი გთხოვ,არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა სადაცაა გააჩენ ტასო -ხელები მოვხვიე და თვალებს ვაცეცებდი ნერვიულობისგან.. -ნუთუ არაფერს არ წარმოვადგენ მისთვის? -ჩშშ,დაწყნარდი -თავზე ვეფერებოდი და მის დაწყნარებას ვცდილობდი..ამასობაში ჩაეძინა,ფრთხილად წამოვაწვინე დივანზე და პლედი მივაფარე.. სანდროსთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ ჰქონდა,ისეთი ამაყი იყო,არაფრისდიდებით მის გრძნობებს არ გამოხატავდა..რამდენიმე დღე ტასო ჩემთან დარჩა,ბევრს ვლაპარაკობდით,ქალაქში ვსეირნობდით,ბავშვისთვის ვყიდულობდით უამრავ ტანსაცმელს..მიას წამოსაყვანად წავედი სკოლაში,მია გამოვიყვანე და გზის პირას ბაგრატიონი შემეჩეხა.. კარის ძლიერმა ბრახუნმა გამომაღვიძა ანასტასია,ისე აბრახუნებდნენ თითქოს კარის ჩამოღებას ცდილობდნენო..კარი გააღო და სანდროს სილუეტის დანახვამ გამოაფხიზლა.. -სახლში ბრუნდები! -ხელი კრა და სახლში შევიდა -არსად არ ვბრუნდები სანდრო! -ანანო სადარის? -მიას წამოსაყვანად წავიდა სკოლაში -გოგა მუშაობს? -ვაიმე კი და თუ გაინტერესებს დაურეკე თავად და გაიგე! -ნუ ყვირი რა -რა გინდა სანდრო? -ის რომ სახლში მოდიხარ,მიდი მოემზადე -არა -აუ დიდხანს გელოდო? არმაქვს მაგდენი დრო -გაიქეცი ხოდა,არ დამიბარებიხარ მე -ტასო ნერვებს ნუ მომიშლი უარესად -რატო გინდა ჩემი დაბრუნება ? მიპასუხე სანდრო! -ჩემს შვილს ატარებ მმუცლით და არ მოგცემ უფლებას კარდაკარ იარო -ააა თუ შენს დაუგეგმავ შვილს ? -ირონია არ დავაკელი -ანასტასია ნუ გამაცოფებ ! დროოზე! -იღრიალა და ხელი დაარტყა მაგიდას -არსად არ წამოვალ,შენნაირ ცხოველთან ვეღარ ვიცხოვრებ -ტირილში პირველი ადგილი გიკავია ქალბატონო -რა გინდა სანდრო რა? -ვერ ვძლებ უთქვენოდ! -თვალს მარიდებდა -რა? -ტასოს ეგონა ვერ მოესმა ნორმალურად მისი სიტყვები -კიდე გაგიმეორო? -არარის საჭირო! სანდრომ მისი პატარა და ნაზი სახე ხელებში მოიქცია და ძლიერ ჩაიხუტა..მისი სითბო და სიყვარული ამ ჩახუტებით იგრძნო ტასომ,ტირილი ღიმილში შეეცვალა და გაუხარდა..სხვა თუ არაფერი იმედი მაინც გაუჩნდა..ანანოს წერილი დაუტოვა,რომ სახლში დაბრუნდა და არ ენერვიულა.. -დე ვინარის ეს ბიჭი? -მიამ ამომხედა,მაგრამ მზერა ირაკლიზე მქონდა გაყინული -მია მანქანაში ჩაჯექი,ცივა -მანქანა გავუღე და მია დავსვი -სალაპარაკო გვაქვს -ირაკლი ახლა ამის დროა? -დროს არ მითმობ და მიწევს კუდში გდიო -კარგი გისმენ -ხელები გადავაჯვარედინე და მანქანას მივეყუდე -აქ? -წარბები აზიდა და შემოათვალიერა გარემო -კი აქ,დაუჩქარე მია მყავს სახლში მისაყვანი -ჩვენი ურთიერთობა ჩემი ღალატით არ დასრულებულა ანანო -არ მაინტერესებს -გაჩუმდი და მომისმინე! -იყვირა და მაშინვე შეკრთა -ყველაფერი დადგმული სცენა იყო,იმ ღამეს როცა წერილი მოგივიდა "ვითომ" ჩემგან,რომ ჩემს სახლში მოსულიყავი,ანიმ მოგწერა რომ მოსულიყავი და ერთად გენახეთ საწოლში..მაგ დღეს აკოს დაბადებისდღე იყო და მშვენივრად იცი,რომ მხოლოდ ბიჭები ვსვავდით,გახეული მთვრალი მოვედი სახლში და რომელიმემ გამიჩალიჩა და ანი ჩემს სახლში და ჩემს ოთახში როგორ მოხვდა აზრზე არ ვარ დღემდე,გესმის? ჩვენი ბევრს შურდა და ბევრი ცდილობდა ჩვენს დაშორებას და კარგადაც გამოუვიდათ,მაგ დღესაც კი არ მომისმინე და მხოლოდ შენს დანახულს დაუჯერე,აგონიაშიმყოფი შენს თავში ჩაიკეტე და ხელი მკარი,ახსნის საშუალებაც არ მომეცი და სხვას დაუჯერე! -სიგარეტს ზედმიწევნით ეწეოდა,ნერვიულად ლაპარაკობდა და კანკალებდა,მის თვალებში ნამდვილად იყო გულწრფელობა და სინანული -იმ ანის მიმართ შენც გქონდა გრძნობები და ყველაფერს მე მაბრალებ ახლა ირაკლი? -შენ ძაან კარგად იცი როგორი გრძნობები მქონდა მის მიმართ და თავს ნუ ისულელებ! არ მიღალატია მე შენთვის ანაანო! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი,გაღმერთებდი - ჩემი ხელები მუჭში მოიქცია და თბილი კოცნები დამიტოვა -ეს ყველაფერი სიმართლე იყო თუ სიცრუე,იყო წარსულში და ახლა ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს,მე ქმარი მყავს რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და შვილი,ვის გამოც ყველაფერს გავიღებ! -ძალიან გული მწყდება ჩვენი დიდი ისტორია,პატარა წვრილმანების გამო რომ დასრულდა! -შენ დაასრულე ყველაფერი ირაკლი! -ორივემ დავასრულეთ ჩვენი სიამაყის და დაუდევრობის გამო! ადრე არ მომისმინე და გულში ეს ყოველთვის შემაწუხებდა,სანამ არ მომეყოლა შენთვის მინდოდა გცოდნოდა,რომ არასდროს გიღალატებდი! -პატარები ვიყავით! -არც ისეთი პატარები,რომ ადვილად დაგვენგრა ურთიერთობა და ვერ მოგვეტვინა -ასე იყო ესეიგი საჭირო,ახლა ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ჩვენი გზით მივდივართ.. -დედა არ მივდივართ? -ფანჯარა ჩაწია მიამ და ხვეწნით გამომხედა -კი დე მივდივართ -მადლობა რომ მომეცი საშუალება სიმართლე მეთქვა შენთვის! მაპატიე ! -თავი დახარა -ახლა საკმაოდ გვიანია ირაკლი,აღარაფერი აღარ შეიცვლება,ყველაფერი წარსულს ჩაბარდა..მშვიდობით! ცივი ღიმილი დავუტოვე და მანქანაში ჩავჯექი.. ირაკლისთან არ ვიმჩნევდი,მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი,ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და ყვირილი მინდოდა,ვერ ვაგრძნობინებდი ირაკლის ჩემს გაგიჟებას,ვერ ვიჯერებდი რომ ასეთი პატარა მზეზის გამო შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა დასრულებულიყო,მაგრამ ბედი ასეთი იყო ჩვენი,ირაკლისთან რომ ვყოფილვიყავი გოგა ჩემს ცხოვრებაში მაინც გამოჩნდებოდა და მაინც შემიყვარდებოდა,ეს ხომ ბედისწერაა? მიას ხმამ გამომიყვანა რეალობაში -დე ვინიყო? -ბავშვობის მეგობარი მია -გავუღიმე და გზას გავხედე სახლში მივედით,გოგა დივანზე იჯდა და მუშაობდა.. -ჩემი პრინცესებიც მოვიდნენ -გოგა წამოდგა და მოგვეხვია -სად იყავით ამდენ ხანს? -დედამ მისი ბავშვობის მეგობარი ნახა და ლაპარაკობდნენ -მიამ წამოიძახა ღიმილით -მართლა მა? საინტერესოა -ცრუ მზერა მომაპყრო დევდარიანმა -მიდი გამოიცვალე და ვისადილოთ,პიცა ხო გიყვარს? -მიასთან ჩაიკუზა და გახარებული შვილი ჩაიკრა გულში.. -ვინ ნახე? რას იძახდა მია? -დაინტერესებული მზერა შემავლო -ბაგრატიონი -არ მინდოდა მომეტყუებინა -რა უნდოდა? -წარსული გაახსენდა და მომიყვა რაღაცეები -გასაგებია ანუ მოგიყვა ყველაფერი -დივანზე წამოჯდა და მომაშტერდა -არ იყვირებ? არ იჩხუბებ? და რატო არ გაგიკვირდა? გოგა დუმილმა მოიცვა,უარესად ავფორიაქდი და ფიქრები სხვა რაღაცამ გამიტაცა -მოიცა,მოიცა არ მითხრა რომ ყველაფერი იცოდი -აკანკალებული ამოვიღე ხმა -როგორ ფიქრობ,მე გოგა დევდარიანი ისე დავტოვებდი ამ საქმეს რომ არ გამერკვია შენი ნატანჯი წარსულის შესახებ? არ გავიგებდი იმ სი*მა რა გაგიკეთა? ყველაფერი რათქმაუნდა გავიგე ანანო! ცოტახანი გაოგნებული ვიყავი.. -რატო არ მითხარი? -იმიტომ,რომ მაგ *ლეს უნდა ეთქვა სიმართლე და ვათქმევინე კიდეც -კარგი მსახიობი ყოფილხარ,შენ რომ არა,ვერაფერს ვერ გავიგებდი ხო? -იმსახურებდი სიმართლის გაგებას,არავისგან ასეთ მოქცევას და მითუმეტეს ტყუილს არ იმსახურებ გოცირიძე! მიყვარხარ და არავის ვაპატიებ,გულს ამოვუღებ ნებისმიერს შენი ტკენის გამო! გავიდა დღეები..თვეები..წლები..ყველაფერი ძალიან კარგად იყო,მე და დევდარიანმა უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ ერთად და ახლა მყარად ვიდექით ფეხზე..ერთმანეთი გვხდიდა ბედნიერს,სხვა თუ არაფერი მია გვაერთიანებდა და ღიმილს გგვრიდა სახეზე! ტასომ იმშობიარა და როგორც იქნა,სანდრომ აღიარა მისი სიყვარული,ძალიან ბედნიერები იყვნენ თავიანთი პაწაწუნა შვილით..ვაჩეს და ლენკას როგორც ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთი ავსებდათ და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ..გიორგიც და ელენაც ულამაზეს გოგონას ელოდებოდნენ.. ჩვენმა სიყვარულმა ჩვენს კარიერაშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,დივანზე ვიჯექი და ჟურნალს ვათვალიერებდი,ფურცელი გადავშალე და ჩემი და გოგას სურათმა თვალი მომჭრა "გოგა დევდარიანის ინტერვიუ,მის დიდ სიყვარულზე,რომელმაც მასშტაბურად მოიცვა ქვეყანა" -თქვენ და ქალბატონი ანანო დიდი ხანია ერთად ხართ? -საკმაოდ.. -და როგორ? დღეს ეს ძალიან იშვიათია. -ჩვენ,ორივემ ვიცით,რომ სიჯიუტე სიყვარულს და ყოველგვარ ურთიერთობას ანგრევს,ამიტომ როდესაც ის თმობს,მეც ვთმობ..როდესაც მე ვთმობ ისიც თმობს და სხვა თუ არაფერი ჩვენ ჩვენი შვილი გვაერთიანებს და გვახსენებს,თუ რაოდენ გვიყვარს ერთმანეთი.. -და კამათი? -გაეღიმა ჟურნალისტს -კამათი სიყვარულის ერთ-ერთი ნაწილია ტკივილთან ერთად..და თუ ამას გაუძლებთ,მაშინ ურთიერთობაც გამყარდება.. -ჯიუტია? -ძალიან ჯიუტი ცოლია,ბუტიაც,უბრალოდ ვცდილობ არ ვატკინო და გავაბედნიერო.. -ასე რატომ ცდილობთ,ასე ყოველთვის? -რადგან არ გაუჩნდეს ეჭვი,რომ სხვასთან უკეთესად იქნება, მამაკაცმა უნდა დააფასოს საყვარელი ქალი თუ მის გვერდითაა,თორემ მოულოდნელად წავა,წავა სამუდამოდ და იმ ნატკენ გულს სხვა მოუშუშებს.. -მზრუნველია? -ზედმეტად..ზოგჯერ მბოჭავს,სულს მიხუთავს მისი მზრუნველობა,თუმცა საკმარისია მოდუნდეს,არ მომაქციოს ყურადღება,რომ ვხვდები რომ რაღაც დამაკლდა,ის რასაც ვერავინ შემივსებს მის გარდა..ამიტომ დააფასეთ მზრუნველი ადამიანები დაკარგვამდე,თორემ ბოლოს სინანული ყელში წაგიჭერთ,არ მოგასვენებთ და ძალიან გვიანი იქნება.. -არ გეგმავთ მეორე შვილს? -ის უკვე 3თვის ორსულია! ჟურნალი დავკეცე და თვალები ცრემლებით ამევსო,მისი ასეთი სიყვარული მე ბედნიერს მხდიდა,მაგიჟებდა..ჩვენ ერთმანეთი გვაგიჟებდა! ესაა ყვეალფერი,ყველა'ფერი! საკუთარ თავს დღეში მილიონჯერ რომ ეკითხები,რატომ? რის გამო? და ვერ პასუხობ...უმიზეზოა სიყვარული! თუკი ნამდვილად გიყვარს,გიყვარს არაფრისგამო! და უყურებ..უყურებ და იცი! ხანდახან თვითონ ის კი არა,ის სიყვარული უფრო გიყვარს..შენი მისდამი სიყვარული! და იმ წუთებში უმნიშვნელოა დანარჩენი ყველაფერი! სიკვდილიც კი უმნიშვნელოა ! დასასრული! ძალიან დიდი მადლობა ყველას,ვინც კითხულობდით და სტიმულს მაძლევდით! მიყვარხართ და მაბედნიერებთ თქვენი სითბოთი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.