შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელის ჩანაწერები - 1


10-10-2019, 20:20
ავტორი Hellarosse
ნანახია 1 320

22 თებერვალი.
დღე, როდესაც ყველაფერი დაიწყო და თან ყველაფერი დასრულდა.
როგორი ამოუცნობია სამყარო, როდესაც ვერც კი ხვდები რა ხდება შენს თავს, მაგრამ იცი რომ რაღაც რიგზე ვერ არის. სწორედ მასეთი განცდებით დავიწყე ის დღე. ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა, რაღაც მნიშვნელოვანი. თუმცა ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო...
მე ზუსტად ისეთი ქალი ვარ, როგორ მამაკაცებსაც ქალები ვერ იტანენ, მაგრამ თან უყვართ. მათ გამო ტირიან, სტკივათ და საბოლოოდ ისევ მსგავსთან იწყებენ „ახალ“ ურთიერთობას.
ჩემთვის არასოდეს არაფერი ყოფილა მნიშვნელოვანი, არაფერი და არც არავინ მყვარებია, არავიზე ვყოფილვარ დამოკიდებული... არ დამიჯერებ, მაგრამ ასეა. არვიცი რას ნიშნავს გიყვარდეს, გსურდეს, გინდოდეს - შეგიძლია საგანზე ან ცოცხალ არსებაზეც წარმოიდგინო. ჩემთვის სულერთია. არცერთზე მაქვს გრძნობები და არც მეორეზე. შეგიძლია თქვა ჩემზე, კიდია ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლითო.
მაგრამ არ იფიქრო თითქოს პატარა თოჯინა ვიყო, მეც მჭირდებოდა სითბო და სიყვარული, ვინმესგან, ალბათ იმისთვის რომ ამ სამყაროზე ადგილი მეპოვნა. მჭირდებოდა ვიღაც ვინც მაგრძნობინებდა რომ ჩემნაირის შეყვარებაც შესაძლებელი იყო. იცი, როდესაც ხვდები, რამდენიც არ უნდა გელაპარაკონ, რამდენიც არ უნდა იკითხო, რომ აუცილებელია საკუთარი თავის შეყვარება. რა უნდა ქნა როდესაც ზუსტად ხარ დარწმუნებული რომ ეს ვერ მოხდება?
რა უნდა ქნა, როდესაც იცი რომ შენი თავი იმდენად ცარიელია ყველაფრისგან რომ სიყვარულის გრძნობაც კი არ შემოგრჩენია საკუთარი თავის მიმართაც კი, სულ ოდნავიც. ამიტომ არასოდეს მინაღვლია რა მომივიდოდა, არასოდეს გამიწევია ანგარიში რა ხდებოდა ჩემ თავს, უბრალოდ მივყვებოდი მდინარეს და ველოდებოდი, ველოდებოდი დაუსრულებლად.
აი შენ, დაფიქრდი, რას იზამდი როდესაც მსგავს მდგომარეობაში ხარ?
როდესაც რაღაც ადამინური სითბო მხოლოდ იმისთვის გესაჭიროება, რომ მიხვდე, გზაზე თუ იდგები მწვანეზე და ტროტუარამდე მისვლა დაგეზარება, ვიღაცას ეტკინება შენ გამო. მთავარია ამ ტკივილის დანახვა არ მოგინდეს. მე მსგავსი შემთხვევაც მქონდა. სასწაულად მაინტერესებდა მის სახეზე აღბეჭდილი ტკივილი და შიში როგორ გამოიყურებოდა. ცნობისმოყვარეობა არაა ყოველთის კარგი, დამიჯერე...
ძალიან არეულად ვწერ... უბრალოდ ჩემს ფიქრებს მივყვები, ისინი კი ყოველთვის მსგავსად არეული იყო... ახლა კი მითუმეტეს...
სითბოზე ვწერდი. ადამიანური სითბო მჭირდებოდა, როგორც ტელეფონს დამტენი. მის გარეშე მაინც ტელეფონი იქნება არა? მაგრამ აღარ იმუშავებს, არა ისე როგორც შენ გსურს.
სითბო, რომელიც ჩემს სიცარიელეს შეავსებდა.
მაგრამ, როდესაც ჩემნაირი ხარ, არასოდეს არაფერი გაკმაყოფილებს. მათ შორის ადამიანებიც. უბრალოდ გბეზრდება. თან ძალიან მალე. ზედმეტად მალეც კი.
მათ კი ვუყვარდები, ერთი ნახვით, უნახავად... მაგრამ მე არა. სურვილი უკვე საკმარისია ჩემთვის, რომ შევივსო, ცოტახნით მაინც. შემდეგ ახალი და ასე დაუსრულებლად.
თითოეული მათგანი აღბეჭდილია ჩემს გონებაში, არ დამვიწყებია. თუმცა ვიტყუები. სახეები გაქრა. რომ დავინახო ალბათ ვერ ვიცნობ. მაგრამ მახსოვს გრძნობა იმ წამს როგორი იყო და როგორი განსხვავებული. ემოციების მოზღვავება, სიამოვნება, თავდავიწყება... მაგრამ...
შემდეგი დღე თენდება და აღარაფერი რჩება, გარდა მოგონებებისა. შემდეგ დღეს კი აღარ გსურს ის რაც უკვე იყო. იცი მას ზედმეტი უნდა შენ კი არა. შენ ახალი გინდა.
აქ მთავარია ყველა განსხვავებული იყოს. ერთნაირი მოსაბეზრებელია არ მეთანხმები?
ასე გრძელდება დაუსრულებლად...
ახლა ვხვდები რამდენია მოსაყოლი 22 თებერვალამდე რომ მივიდე.
ზედმეტად ბევრიც კი, არადა დიდი დრო არ გასულა...
სულ რაღაც 21 წელი და ერთი დღე...



№1 სტუმარი სტუმარი ირაკლი

თვითმკვლელი შეიძლება მოიხსენო მკვლელად ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent