შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 8. დასასრული


11-10-2019, 15:29
ავტორი Whisper
ნანახია 1 368

***
საავადმყოფო...
მედიკამენტებით გაჟღენთილი თეთრი კედლები...
დაზარალებულების განწირული კივილი...
ტკივილი...
-რა მოხდა?-ყვირის ექთანი.
-ავტოკატასტროფა.-სასწრაფოს ექიმმა ხმამაღლა მიუგდო პასუხი.-გაამზადეთ ყველაფერი!
...
-დედა...დედიკო...-ცხარე ცრემლებით ტირის ბავშვი.
აპარატის აუტანელი გაბმული წრიპინი...
ექიმმა საათს დახედა.
-გარდაცვალების დრო, 13:07.-თქვა დამწუხრებით და გავიდა.
ობლად დარჩენილი პატარა ბავშვი დედის სხეულთან ჩაიმუხლა და ხელზე ექაჩებოდა.
-დე...დედიკო...გაიღვიძე დე...გაიღვიძე...დე...გთხოვ...-ტიროდა პატარა.
სისხლიან ხელებს დახედა. შეძრწუნებულმა, მოშორება სცადა, მაგრამ ხელებზე მიმშრალი სისხლის ნაკვალევი არ ქრებოდა.
დღეს ეს ბავშვი დაობლდა...
იქვე აფორიაქებულნი იწვნენ პაციენტები...ზოგს სუნთქვა უჭირდა, ზოგი სიკვდილს ებრძოდა...
მხოლოდ ორი ადამიანი იწვა გაუნძრევლად. გარდაცვლილი დედა და ორ სამყაროს შორის გაჭედილი ახალგაზრდა გოგონა.
...
გაფაციცებით ეძებს ორი ახალგაზრდა დაზარალებულებს შორის ნაცნობ სახეს.
გამალებით ცდილობენ ექიმები უგონოდ მყოფი პაციენტის სიცოცხლისკენ მობრუნებას...
და მხოლოდ წამით...
ახალგაზრდა გოგონამ დაინახა საყვარელი მეგობრის მომაკვდავი სახე...
-მარია!-მოისმა განწირული კივილი.
უგონოდ მყოფ სისხლით მოსვრილ მარიას უყურებდა ცრემლმორეული გოგონა მიმღების ფანჯრიდან...
მის უკან კი...
შეშფოთებული...
შეძრწუნებული...
გაგიჟებული...
ტკივილად ქცეული...
ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იდგა და ტიროდა...
-მარია...
მიმღებიდან სასწრაფოდ გამოაქანეს საკაცით მარია...
ახალგაზრდა ბიჭმა ფილტვებიდან ამოსულ ჰაერს ცრემლები ამოაყოლა. არეული ნაბიჯებით მივარდა მასთან და გაფერმკრთალებულ, სისხლიან მტევანზე ნაზად დაადო თბილი ხელი. აკანკალებული თითებით შეეხო მის შელურჯებულ მაჯას...
-არ დამტოვო...-თქვა ჩურჩულით.
ყელში გაჩხერილი ტკივილის გროვა მძიმედ გადაყლაპა და საოპერაციოს კართან ჩაიმუხლა. ზორბა სხეული დაპატარავდა...
...
-კომაშია.-დამწუხრებით ამბობს ექიმი და შუახნის ქალს მხარზე ადებს ხელს.
...
-მაპატიე...-შუახნის ქალი ახალგაზრდა გოგონას გაყინულ ხელს კანკალით ეხება.
ცრემლებს ვერ იკავებს...
ქმარი...შვილი...
...
რამდენის დატევა შეუძლია ადამიანის გულს? რამდენს გაუძლებს მუჭისოდენა კუნთი...რამდენ სევდანარევ ბიძგს გააჟღერებს...
აუტანელი ტკივილი...
კვდომა...
თითქოს დამწვარი...ხმელი ჭადარი...
თითქოს სიკვდილმა სიცოცხლე გვთხოვა...
და დაგვიტოვა სევდის ტაძარი.
ჩვენ...
ადამიანებს...
***
სადღაც ორ სამყაროს შორის...
-მარია...
ცარიელ ქუჩაში ზღვის ტალღებივით აღელდა ექო...
-მარია...-წარმოვთქვი ჩუმად და გაკვირვებით.-ეს სახელი...
უეცრად ამოვარდა ქარი...საშინელი...მე კი თვალები დავხუჭე...
როცა გავახილე...ისევ მკვდარი სიჩუმე იყო...თუმცა, ჩემ წინ ორი სილუეტი იდგა.
პატარა ბავშვი, რომელიც არ იღიმოდა და ზრდასრული გოგონა, რომელსაც სიცოცხლით სავსე თვალები ჰქონდა...
ეს...მე ვარ?
შეშფოთებული ვუყურებდი სილუეტებს...
მარია...
მარია...
"-მარია!-სიყვარულით სავსე ხმით დამიძახა მამამ.-მოდი, რაღაც უნდა მოგასმენინო.
ჩქარა მივირბინე მამიკოსთან და ძველ რადიოს დავუგდე ყური.
-რა ცოცხალი მელოდიაა.-წამოვიყვირე აღფრთოვანებულმა.
-"ლიბერტანგო"-თქვა მამამ აღტაცებით და ხელი გამომიწოდა.-მეცეკვებით, პატარა ქალბატონო?-გამიღიმა.
ჩავიცინე და მამის დიდ, ოდნავ დანაოჭებულ, მაგრამ ძლიერ ხელს ჩემი მოციცქნული მტევანი დავადე.
მის ფეხსაცმელებზე ვიდექი, ის კი მატრიალებდა.
-დედას ასე ეცეკვები ხოლმე?-გავუღიმე.
-ეჰ...-დანაღვლიანებულმა ამოისუნთქა.-მინდა რომ ვეცეკვო, მაგრამ...
-უბრალოდ აიღე მისი ხელი და აცეკვე.-ისე გავუცინე, ყველა კბილი გამოვაჩინე.
-როგორ მინდა, რომ სულ ასე იცინოდე, მარია.-გაღიმებულმა გადამისვა თავზე ხელი და რადიოსკენ წავიდა.
-რატომ არ უყვარს დედას სიცილი?-ვკითხე დასევდიანებულმა.
მამამ ერთხელ გამიღიმა და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა."
ბავშვობა...
მამა...
ფერადია...
მაგრამ, რატომ მტკივა?
"ციოდა, მაგრამ მე ვხურდი...ვგრძნობდი როგორ შემოძვრა ჩემს სხეულში სითბო და სიყვარული...გამეღიმა და საპასუხოდ ვაკოცე...
ეს ჩემი პირველი კოცნა იყო...
სახლამდე მომაცილა...
დარცხვენილი ბავშვივით თავჩახრილი ვიდექი კორპუსის შესასვლელთან და ნოეს ხელებში მოქცეულ ჩემს მტევნებს ვუყურებდი.
-მარია, შემომხედე.-ვგრძნობდი, იღიმოდა.
თავი უფრო დავხარე და შევეცადე სიწითლე დამემალა.
-ეგრე აპირებ დგომას?-ნოეს გაეცინა.
-უნდა წავიდე...-ძლივს ამოვილუღლუღე და შესასვლელისკენ გავაპარე მზერა.
უკან გადავდგი ნაბიჯი, ოდნავ შევბრუნდი სხეულით და უკვე გაქცევას ვაპირებდი, როცა ნოემ უეცრად უფრო მძლავრად დამიჭირა და...
ვერ მივხვდი რა მოხდა...როგორ მოხდა...მაგრამ როცა აზრზე მოვედი, ნოე უკვე სადარბაზოს კარს აყუდებულიყო, მე კი მის გულმკერდს მიკრული, წელზე ვგრძნობდი ხელების ვნებიან, ძლიერ და საყვარელ ჩახუტებას.
თავი წამოვწიე და მის ოდნავ გაყინულ, თუმცა მაინც მხურვალე და საოცარი სურნელით გაჟღენთილ კისერში ჩავმალე ცხვირი.
ჩუმად, თუმცა ხარბად ვისუნთქავდი ამაღელვებელ სურნელს და ვგრძნობდი...უფრო მეტად მედებოდა სახეზე ალი...
-ცხვირგაყინულო...-ჩაიცინა.-თვალებში ვეღარ მიყურებ?-ნიკაპით თავზე დამეყრდნო.
ხმა ვერ ამოვიღე და მის კისერში უფრო ღრმად შევძვერი.
ნოეს კი ეცინებოდა.
-დარცხვენილი კიდევ უფრო საყვარელი ხარ...-თქვა ჩურჩულით.
-სპეციალურად მიკეთებ?-მოგუდული ხმით ძლივს ამოვთქვი სიტყვები ნოეს კისრიდან.
-მეღუტუნება.-ოდნავ შეირხა და სველ თმაზე ტუჩებით შემეხო.
გამბედაობა მოვიკრიბე და თავი ავწიე. თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.
-სიცივისგან გაწითლდი თუ...-ეშმაკურად ჩაიცინა.
გულისცემა გულმკერდს ანგრევდა...
წარბშეჭმუხნულმა შევხედე და ის-ისაა თავი უნდა გამებრუნებინა, რომ უეცრად...
კვლავ ვიგრძენი ნოეს ტუჩების გამაბრუებელი სიმხურვალე..."
ნოე...
ვიგრძენი, როგორ მომადგა თვალებზე მწველი ცრემლები...
"-ნოე?-გაგიჟებული თვალებით გადმომხედა დედაჩემმა.
თავჩახრილი ვიდექი და ვცდილობდი არ მეტირა.
-არა!-ცხოვრებაში პირველად გავიგე როგორ აიმაღლა ხმა დედამ.-ამას არ დავუშვებ! მოსიარულე უბედურებაა ეგ ბიჭი და მაინცდამაინც შენ გადაგეკიდა.
-არაა უბედურება...-ხმაში ცრემლები ამოტივტივდა.
-არა, მარია! არა და მორჩა!-გადაჭრით მითხრა დედამ.
კარებისკენ ნერვებაწეწილი გავემართე.
-სად მიდიხარ?!-კვლავ დამიყვირა და ჩემკენ წამოვიდა.
-ნოესთან!-უხეშად მივუგდე და კარები ხმაურიანად გამოვიხურე.
-გაგანადგურებს!-მომაძახა უკვე გასულს.
სადარბაზოსთან ახლოს, პატარა სკვერში მელოდებოდა ნოე...
-რა სასიამოვნო საღამოა...-ნოემ სევდიანად ჩაიღიმა.
-ჰო...-ხმაშემკრთალმა ვუპასუხე.
იმ საღამოს საშინელ ხასიათზე ვიყავი."
დედა...
რატომ ამოტივტივდა ეს მტკივნეული მოგონება...რატომ მაინცდამაინც ეს...
"-არ იტირო, მარია.-მამამ თბილად გადამისვა თავზე ხელი.
ვერ ვჩერდებოდი...ცრემლებით მოხატულ სახეზე მჭიდროდ მიმეკრო ხელები...
-არ დამთავრებულა...ყველაფერი წინ გაქვს...ისევ იპოვი სიყვარულს...და დედასაც ნუ გაკიცხავ...უყვარხარ და ნერვიულობს...-თავზე მაკოცა, მხარზე ნაზად დამადო გასამხნევებლად ხელი და ოთახიდან გავიდა."
თვალები მეწვის...გული მეკუმშება...მტკივა...
"-ვფიქრობ, დროა ცალკე გადავიდეთ.-ანამ გამიღიმა.-დღეს ისევ ვიჩხუბე სახლში.
-მეც მინდა...
-რამდენიმე კარგი ბინა ვნახე, თან ფასიც ნორმალურია.
-გავინაწილებთ და წესით პრობლემა არ შეგვექმნება.
-ჯერ-ჯერობით სამსახურიდან არ მაგდებენ.-გაიცინა.
თვალები ამიცრემლიანდა და პატარა ლეკვივით საწყლად ავხედე.
-შენ რომ არ მყავდე, არ ვიცი რას გავაკეთებდი.-ამოვილუღლუღე.
-მოდი, დავფიქრდეთ, რას გააკეთებდი მე რომ არ გყავდე...-გაეცინა.
საპასუხოდ ჩავიცინე და მხიარულად შევანათე თვალები.
-მეც ვერ გავძლებდი უშენოდ...-თქვა უეცრად და საყვარლად.
გამიღიმა და მისი შერჩეული ბინების სურათების თვალიერება დავიწყეთ."
ანა...
თვალებიდან ცრემლები წამსკდა და ხელებჩამოგდებული, უძლურად, უსუსურად დავეშვი გაყინულ ასფალტზე...
...გავიჭედე...გამოსავალს ვეღარ ვპოულობ.
ალბათ ასე უნდა ყოფილიყო...
ალბათ ასე უნდა მომხდარიყო...
კითხვა: ვინ ვარ?
პასუხი: არ მახსოვს...
მე-სიცარიელე, მე-უიმედობა? არა...რამის იმედი მაქვს? არა...
მდინარეში ჩავარდნილ, ხეს მოწყვეტილ, უკვე შემხმარ ფოთოლს მაგონებს საკუთარი თავი...სიცოცხლის წყაროს მოწყვეტილი, უარაფრო და თითქმის მკვდარი...მხოლოდ ჯერ კიდევ მწვანედ შემორჩენილ ადგილებს რომ ეფერება შიგადაშიგ მდინარის ძლიერი ნაკადი...წყალი...სიცოცხლე...მაგრამ მხოლოდ ხანდახან...იშვიათად...თითქოს მდინარე ფოთოლს ბოლომდე ვერ ფარავს, ვერ ასველებს და ვერ ურჩენს იარებს...სიცოცხლის კერისგან დაშორების იარებს, უკვე გაყავისფრებულს, გამხმარს და თითქმის დაშლილს...
გამახსენდა...
ის ფოთოლი ვიყავი, რომელიც ერთ დროს ხეზე არხეინად იცინოდა...ღია მწვანე კაბა ემოსა და ქართან ერთად ცეკვავდა, სიამოვნებდა, სიცოცხლეს ირგებდა და კერას არ წყდებოდა...
ახლა...ძლიერმა ქარმა არაერთხელ სცადა ჩემი მოგლეჯა და საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა...ახლა უბრალოდ გამხმარი, მაგრამ შიგადაშიგ სიმწვანეშემორჩენილი ფოთოლი ვარ სიცოცხლის გარეშე...
მხოლოდ ხანდახან...იშვიათად თუ შეეხება მწვანედ დარჩენილ სიცოცხლეს წყალი და შეაგრძნობინებს...
მხოლოდ ხანდახან ვცოცხლდები ისევ...
მტკივა...საზარლად მტკივა და მსურს, რომ ამ საშინელებიდან გამოვერკვიო. მინდა მწარე ილუზიას კლანჭებით გამოვგლიჯო ჩემი დატყვევევებული სიცოცხლე.
იყო ბედნიერება, იყო ტკივილიც...
ღიმილი...
სევდა...
სიცილი...
ცრემლები...
წყენა...
შერიგება...
სიყვარული...
სიძულვილი...
ერთად...
მარტო...
წვიმისგან სველ ასფალტზე დაჩოქილი მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი...
მინდა გავიღვიძო!
თუმცა ვერ ვგრძნობდი...
მზერას ვაპარებდი მდუმარედ ჩამოყუდებულ ორ სილუეტს...აღარ საუბრობდნენ...აღარ მეუბნებოდნენ რომ აქ ჩემი ადგილი არ არის...
საკუთარმა თავმაც მიმატოვა...
გამიღიმეს და ზურგი მაქციეს...
იმედი მომცეს და გამიქრეს...
გამაცოცხლეს და მომკლეს...
-არ წახვიდეთ!-განწირული კივილი აღმომხდა სულიდან.
-არ წახვიდეთ!-ვიგრძენი როგორ დამეჭიმა კისერზე თითოეული ძარღვი და ჩამეწვა...
ვიგრძენი როგორ აგიზგიზდა ცეცხლი ჩემს სხეულში...
ვიგრძენი როგორ მომედო ალი გაფითრებულ სახეზე...
და კვლავ გავიყინე...
-არ წახვიდეთ...-ჩუმად, ტკივილით ამოვილუღლუღე.
არავინ მომისმინა...
მაინც წავიდნენ...
ერთი...ორი...სამი...
ცრემლები მიყოლებით ეცემოდნენ გაფითრებულ მტევნებს...გაყინული...მარტოობისცრემლები...
ხელები გულმკერდისკენ წავიღე და მთელი ძალით მოვიჭირე.
ვიგრძენი როგორ დამძიმდა ყველაფერი...სუნთქვა მიჭირდა...
ჩემ გარშემო ყველაფერი გაშეშდა...
დრო გაიყინა...
და ვგრძნობდი...მეც...
დროსთან ერთად გავჩერდი მეც...
სიკვდილი...
წყვდიადი...
სიჩუმე...
***
-მარია!-ბოლო ხმაზე ყვირის შუახნის ქალი.
ორი ახალგაზრდა მუდარით უყურებს მარიას გაყინულ სხეულს.
თხოვნა...
მუდარა...
ტირილი...
ტკივათ!
აუტანლად ტკივათ!
***
სადღაც შორს ისმის სიკვდილის მარში...
წვიმიან ასფალტზე მუხლებმოდრეკილი უსულოდ გდია გვამზე კანშესხმული მკვდარი ანგელოზი.
იქვე კი, ჩუმად იღიმება თანატოსი...
***
-ვწუხვარ, მაგრამ...-ისმის მამაკაცის სევდიანი, ბოხი ხმა.
***
არაფერი ჩანს...
ახლა...ახლა აღარ ვიცი სად ვარ...
მაგრამ...მსიამოვნებს...
არ მახსოვს ასე მშვიდად ბოლოს როდის ვიგრძენი თავი...
აქ...აქ კარგად ვარ...
ადრე...
ტკივილისგან ალბათ ვიტირებდი,
დღეს კი...
სიკვდილისკენ ღელვით გავიქეცი.
ცივი ჩახუტება...
ტკბილი შეგრძნებები...
და მის გრძელ მკლავებში...
უმალ ჩაძინება...
ჩუმი ტკივილები წვიმად წამოვიდა...
ცოდვად გაიფანტა სული დაკაწრული...
თუმცა სიბნელიდან დღე ვერ გამოვიდა,
მაინც ტკბილი არის ჩემი დასასრული.
***
-დღევანდელ დღეს ვეღარ გადაიტანს...-დამწუხრებით გააქნია თავი ექიმმა და აპარატისკენ წაიწია.
-არც კი გაბედოთ აპარატის გამორთვა!-უხეშად გამოსცრა კბილებიდან სიტყვები ახალგაზრდა ბიჭმა.
-არ ვაპირებ გამორთვას, მაგრამ თქვენც ხვდებით...
-თუ ასეა...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ახალგაზრდა გოგონამ.-თუ ასეა...ბოლო წამები მაინც გვაჩუქეთ...-ცრემლები წასკდა.-ჩვენც და...მარიასაც...
***
-მაპატიე...მაპატიე, მარია...-გამწარებით ქვითინებდა შუახნის ქალი.-მაპატიე, რომ არ ვიყავი კარგი დედა...მეგობარი...მაპატიე, რომ არ მენდობოდი...მაპატიე, რომ თავი შეგაძულე...გთხოვ...ოღონდ გაახილე თვალები...ოღონდ არ წახვიდე...
***
-მარია...
მხარზე შეხება...
მამა...
ჰო...ეს მამას ხელებია...
თბილი...
ძლიერი...
მოსიყვარულე...
-გაახილე თვალები...გთხოვ...
თავბრუდახვეული ვერ ვწყვეტდი...არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი...
სიკვდილი ისე მიმზიდველად მიხმობდა თავისკენ...
მაგრამ...
-მარია...აქ შენი ადგილი არ არის...
ვიგრძენი როგორ დაიწყო თრთოლა ჩემმა სხეულმა.
"-როცა თეთრ კაბაში ჯვრის დასაწერად ეკლესიის შესასვლელთან აღელვებული იდგები, მინდა შენს გვერდით ვიყო და მეჭიროს შენი პატარა ხელი...გისურვო ბედნიერება და საკურთხევლისკენ წაგიყვანო...და მინდა, რომ ბედნიერი ღიმილი არც ერთი წამით არ მოგშორდეს სახიდან...მინდა, რომ ეს ბედნიერება გულიდან სულამდე გავსებდეს და ჰაერში სიყვარულად იფანტებოდეს...
-მამა...-ცრემლები მომადგა.-ამ დღეს აუცილებლად უნდა იყო ჩემ გვერდით.-რამდენიმე ცრემლი პატარა წვეთებად ჩამოეშვა ლოყაზე.
-პირობას გაძლევ.-თქვა ამაყად.-მაგრამ, შენც უნდა დამპირდე, რომ აუცილებლად იქნები ბედნიერი...
-ვიქნები...გპირდები!
ჩემს სახეზე ცრემლმორეულმა, თუმცა ბედნიერმა ღიმილმა გაიკვალა გზა."
-მატყუარა...
-მაპატიე...-გავიგე მამას ხმა.
მან მხრებზე უფრო მეტად მომიჭირა. ტკიოდა...
-მაპატიე რომ პირობა ვერ შევასრულე...-ტიროდა.-გთხოვ...არ დაკარგო ბედნიერების იმედი...
სრულ სიჩუმეში ექოდ გაისმა ჩემი ცრემლები...
მამას სახე თვალწინ დამიდგა.
-მენატრები, მამა...
-არასდროს დაგტოვებ, მუდამ შენთან ვიქნები...აი, აქ...-გულზე მიმითითა და გამიღიმა.-ახლა კი...გემუდარები...გევედრები...გაახილე თვალები, მარია!
ჩემი სახელი უსასრულოდ გაიფანტა მკვდარ სიჩუმეში.
...
ფოთოლცვენა...
რა ლამაზი შემოდგომაა...
საათის ისრები შეირხა...
დედა...
ანა...
ნოე...
ჰაერის ძლიერმა, ცივმა ნაკადმა სასიამოვნოდ ჩამიწვა ფილტვები...
მაგრამ...მამა...
"მუდამ შენთან ვიქნები..."
ვიგრძენი, როგორ აძგერდა გული...
ისევ ნოემბერია...
მდუღარე სისხლმა გაგიჟებით, სიცოცხლეს დახარბებული ჟინით დაიწყო ჩქეფა...
ვგრძნობ, როგორ მტკივა მთელი სხეული...
მედიკამენტების სუნი...
ნოე?...ჰო, ნოეს ხელია...მეფერება...
დედა...
ანა...
არ იტიროთ...
აქ ვარ...
როგორ მტკივა თავი...
სხეულის დამორჩილება მიჭირს...
ოდნავ გავამოძრავე თითები და...
თვალები გავახილე...
დასასრული.



№1  offline წევრი Rania

Saocrad magrad certt. Dasasrulic shesabamisi iyo. Yochagggh
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი izabella

რა ვთქვა? მგონი იმ შეგრძნებების ნახევრის ნახევარსაც ვერ გადმოვცემ რაც ამის კითხვის დროს განვიცადე.
ვიყავი დაძაბული,
სევდიანი,
გახარებული,
შეყვარებული,
გაბრაზებული მარიას დედაზე, ნამდვილ დედობას რომ არ უწევდა და ყველაფერში ბოჭავდა, აკომპლექსებდა და როცა გაფრენა უნდოდა სწორედ მაშინ აჭრიდა ფრთებს.
მეც მტკიოდა მარიასავით,
დავინახე უანგარო, ფოლადივით მტკიცე მეგობრობა, რომელიც წლებთან ერთად უფრო გამყარდა და ვერაფერმა ვერ გატეხა.
იყო ბევრი წყენა, ბევრი ცრემლი, ბევრი იმედგაცრუება. ამ ყველაფრისგან გამოწვეული უსაღვროდ დამანგრეველი ტკივილი, რომელიც მარიასთან ერთად მეც მტკენდა გულს. ბევრ გახუნებულ, განაცრიფრებულ დღეებში იმედის ნაპერწკლები დავინახე, რომელიც ანას წყალობით ინთებოდა მარიას ცხოვრებაში. ბოლო მომენტში ძალიან დავიძაბე, მით უმეტეს ექიმის სიტყვებზე, მეგონა, რომ მორჩა მოკვდა და ეგ არის -მეთქი, მაგრამ სიყვარული რომ მკვდარსაც აღადგენს ეგ უკვე ბევრმა მაგალითმა დაამტკიცა რეალურ ცხოვრებაში.
პირველ თავზე არა, მაგრამ დანარჩენ თავებზე ბევრჯერ შევიკავე თავი, არ მინდოდა და მაინც ამატირე ბოლოს.
წერის სტილი ხომ ძალიან კარგი გაქვს, სიუჟეტიც გამორჩეული და თხრობასაც ხომ უნდა თავისი ხელოვნება, რომ ამდენი დღის შეკავებული ცრემლები მაინც გადმომაღვრევინე.
პ.ს. ველოდები ამის სრულ ვერსიას, იმიტომ, რომ ბევრმა წაიკითხოს ეს გამორჩეული ნაწარმოები და კიდევ გელოდები შენ, ძალიან მაგარო გოგო, ახალი ისტორიით ♥♥♥

 


№3  offline წევრი Whisper

Rania
Saocrad magrad certt. Dasasrulic shesabamisi iyo. Yochagggh

უღრმესი მადლობა❤ ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ❤

izabella
რა ვთქვა? მგონი იმ შეგრძნებების ნახევრის ნახევარსაც ვერ გადმოვცემ რაც ამის კითხვის დროს განვიცადე.
ვიყავი დაძაბული,
სევდიანი,
გახარებული,
შეყვარებული,
გაბრაზებული მარიას დედაზე, ნამდვილ დედობას რომ არ უწევდა და ყველაფერში ბოჭავდა, აკომპლექსებდა და როცა გაფრენა უნდოდა სწორედ მაშინ აჭრიდა ფრთებს.
მეც მტკიოდა მარიასავით,
დავინახე უანგარო, ფოლადივით მტკიცე მეგობრობა, რომელიც წლებთან ერთად უფრო გამყარდა და ვერაფერმა ვერ გატეხა.
იყო ბევრი წყენა, ბევრი ცრემლი, ბევრი იმედგაცრუება. ამ ყველაფრისგან გამოწვეული უსაღვროდ დამანგრეველი ტკივილი, რომელიც მარიასთან ერთად მეც მტკენდა გულს. ბევრ გახუნებულ, განაცრიფრებულ დღეებში იმედის ნაპერწკლები დავინახე, რომელიც ანას წყალობით ინთებოდა მარიას ცხოვრებაში. ბოლო მომენტში ძალიან დავიძაბე, მით უმეტეს ექიმის სიტყვებზე, მეგონა, რომ მორჩა მოკვდა და ეგ არის -მეთქი, მაგრამ სიყვარული რომ მკვდარსაც აღადგენს ეგ უკვე ბევრმა მაგალითმა დაამტკიცა რეალურ ცხოვრებაში.
პირველ თავზე არა, მაგრამ დანარჩენ თავებზე ბევრჯერ შევიკავე თავი, არ მინდოდა და მაინც ამატირე ბოლოს.
წერის სტილი ხომ ძალიან კარგი გაქვს, სიუჟეტიც გამორჩეული და თხრობასაც ხომ უნდა თავისი ხელოვნება, რომ ამდენი დღის შეკავებული ცრემლები მაინც გადმომაღვრევინე.
პ.ს. ველოდები ამის სრულ ვერსიას, იმიტომ, რომ ბევრმა წაიკითხოს ეს გამორჩეული ნაწარმოები და კიდევ გელოდები შენ, ძალიან მაგარო გოგო, ახალი ისტორიით ♥♥♥

არ ვიცი რა ვთქვა, მართლა ჟრუანტელმა დამიარა ამ შეფასების წაკითხვისას. უღრმესი მადლობა, რომ მთელი გულით კითხულობდი და მიყვებოდი ამ მოთხრობას. უზომოდ ბედნიერი ვარ❤ სიხარულის ცრემლები მომადგა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent